• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 1: ცოდვა

[1-1] გადარჩენისათვის ყველაფერი უნდა ვიცოდეთ ჩვენი ცოდვების შესახებ (მარკოზი 7:8-9, 20-23)

გადარჩენისათვის ყველაფერი უნდა ვიცოდეთ ჩვენი ცოდვების შესახებ(მარკოზი 7:8-9)
“ვინაიდან თქვენ მიგიტოვებიათ ღვთის მცნებანი და იცავთ კაცთა გადმოცემას, სასმისების, თასების და მრავალი სხვა ამგვარის გავლებას. უთხრა მათ: კარგია განა, რომ ღვთის მცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ?”

(მარკოზი 7:20-23)
“შემდეგ უთხრა: კაცისაგან გამომავალი ბილწავს კაცს. ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბროტი ზრახვა, სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა, ანგარება, მზაკვრობა, ვერაგობა, გარყვნილება, თვალთბოროტება, გმობა, ამპარტავნება და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ეს ბილწავს ადამიანს”.
 
 
დასაწყისში მინდოდა განმემარტა თუ რა არის ცოდვა. არის ცოდვები, რომლებსაც განსაზღვრავს ღმერთი და არის ცოდვები რომლებსაც განსაზღვრავენ ადამიანები. სიტყვა “ცოდვა” (ჰამარტია) ბერძნულ ენაზე ნიშნავს “მიზნისთვის აცდენას”, ანუ მცდარ მოქმედებას. ცოდვა არის ღმერთის ბრძანებათა უგულებელყოპა. მოდით ჯერ შევხედოთ თუ როგორ განსაზღვრავს ცოდვას ადამიანი.
 
 რა არის ცოდვა?
 ღმერთის ბრძანების უგულებელყოფა

ჩვენ ცოდვას საკუთარი სინდისის მიხედვით და მეშვეობით გავნსაზღვრავთ. მაგრამ ადამიანური სტანდარტი ამ საკითხში მრავალფეროვანია და დამოკიდებულია მის სოციალურ ფონზე, ფსიქოლოგიურ ვითარებაზე, გარემოებებზე და პირად სინდისზე. ამგვარად, ცოდვის განსაზღვრა ცალკეულ პიროვნებებში განსხვავდება. ინდივიდუალური პიროვნების პირადი სტანდარტების მიხედვით ერთი და იმავე მოქმედება შეიძლება განისაზღვროს ან არ განისაზღვროს როგორც ცოდვა. სწორედ ამიტომ მოგვცა ღმერთმა 613 მცნებისგან შემდგარი რჯული, ცოდვის აბსოლუტური სტანდარტის დასადგენად. ქვედა დიაგრამაზე ნაჩვენებია თუ რა არის კაცობრიობის ცოდვა:
 
ღმერთის რჯული
 ადამიანის სინდისი
 მორალი და სოციალური ნორმები 
ეროვნული და სამოქალაქო კანონებ
 
ჩვენ არასოდეს უნდა ვამყარებდეთ ცოდვის სტანდარტებს საკუთარი სინდისის ან სოციალური ნორმების საფუძველზე.
ჩვენი სინდისის ცოდვები არ შეესაბამება იმას რაც ღმერთმა შერაცხა ცოდვად. ამიტომ საკუთარ სინდისს კი არ უნდა ვუსმინოთ, არამედ ცოდვის სტანდარტების გასაგებად უნდა დავეყრდნოთ ღვთის მცნებებს.
თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი წარმოდგენა იმის შესახებ თუ რა არის ცოდვა. ზოგი საკუთარ ნაკლოვანებებეს მიიჩნევს ცოდვად, ზოგი კი ფიქრობს რომ ის მრუდე საქციელის შედეგია.
მაგალითად, კორეაში ადამიანები მშობლების საფლავებს ბალახით ჰფარავენ და მათზე სიცოცხლის ბოლომდე ზრუნვის ვალდებულებას იღებენ. მაგრამ პაპუა-ახალი გვინეის ერთ-ერთ პრიმიტიულ ტომში ისინი პატივის ნიშნად თავიანთ გარდაცვლილ მშობლებს ოჯახის სხვა წევრებთან ერთად სჭამენ (არ ვიცი, ამზადებენ თუ არა გვამს ჭამის წინ.) ვფიქრობ, ამას გარდაცვლილი მშობლის ჭიის მიერ გამოხვრის თავის ასარიდებლად აკეთებენ. ეს წესები ცხადყოფს, რომ ცოდვის კონცეფცია ადამიანებში საკმაოდ განსხვავდება. 
ერთ საზოგადოებაში სათნო საქციელი შეიძლება სხვა საზოგადოებაში ბარბაროსულად ჩაითვალოს. ამასთან, ბიბლია გვეუბნება რომ ცოდვა ღვთის ბრძანებების დაუმორჩილებლობაა.
“ვინაიდან თქვენ მიგიტოვებიათ ღვთის მცნებანი და იცავთ კაცთა გადმოცემას, სასმისების, თასებისა და მრავალი სხვა ამგვარის გავლებას. უთხრა მათ: ”კარგია განა, რომ ღვთის მცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ?” (მარკ. 7:8,9). 
ჩვენს ფიზიკურ გარეგნობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ღმერთისთვის, რადგან ის ჩვენს გულში იხედება.
 

ჩვენი პირადი კრიტერიუმი ცოდვაა ღმერთის წინაშე

რა არის ყველაზე მძიმე ცოდვა?
ღვთის სიტყვის უგულებელყოფა
 
 ღთვის ნების მიერ ცხოვრება რომ ვერ შეძლო, ცოდვაა მის წინაშე. ეს იგივეა რომ არ გჯეროდეს მისი სიტყვის. ღმერთმა თქვა, რომ ცოდვაა ფარისეველთა მსგავსად ცხოვრება, რომლებმაც უარჰყვეს ღვთის მცნებები და უფრო მეტ მნიშვნელობას საკუთარ ტრადიციულ სწავლებას ანიჭებდნენ. იესო ფარისევლებს თვალთმაქცებად სთვლიდა.
“რომელი ღმერთის გწამთ? მართლა პატივს მცემთ და მეთაყვანებით? თქვენ ამაყობთ ჩემით, მაგრამ დანამდვილებით მცემთ პატივს?” ხალხი მხოლოდ გარეგნულს მისდევს ხოლო მის სიტყვას უგულებელყოფს. მისი სიტყვის უგულებელყოფა - ყველაზე სერიოზული ცოდვაა. იცით თუ არა ამის შესახებ?
ურჯულო     საქმეები, რომლებიც ჩვენმა სისუსტეებმა წარმოშვა, უბრალოდ ურჯულოებაა. შეცდომები და უსამართლობანი რომლებსაც ჩვენი არასრულყოფილების გამო ვუშვებთ, არ არის ფუნდამენტური ცოდვები, არამედ ცდომილებები. ღმერთი განასხვავებს ცოდვებს ურჯულოებისგან. ვინც არ ითვალისწინებს მის სიტყვას, ცოდვილია, მაშინაც კი, თუ მათ რაიმე ზედაპირული დანაშაული არ გააჩნიათ. ღვთის წინაშე ისინი მაინც დიდი ცოდვილები არიან. ამიტომაც გაკიცხა იესომ ფარისევლები.
ხუთწიგნეულში, დაბადებიდან მეორერჯულის ჩათვლით, არსებობს მცნებები, რომლებიც გვეუბნებიან თუ რის გაკეთება შეიძლება ან არ შეიძლება. ისინი ღვთის სიტყვაა, მისი მცნებები. შეიძლება 100%-ით ვერ დავიცვათ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ ისინი როგორც მისი მცნებები. მან ისინი თავიდანვე მოგვცა და უნდა მივიღოთ ეს მცნებები როგორც ღვთის სიტყვა.
"თავდაპირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი" (იოანე 1: 1). შემდეგ მან თქვა: „დაე იყოს ნათელი; და გახდა ნათელი”(დაბადება 1: 3). მან შექმნა ყველაფერი. ამის შემდეგ მან დაადგინა კანონი, ანუ რჯული.
” და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენს შორის,…და სიტყვა იყო ღმერთი” (იოანე 1: 1,14). მაშ, როგორ გვიჩვენა ღმერთმა საკუთარი თავი? ის თავს იჩენს თავისი მცნებებით, რადგან ღმერთი არის სიტყვა და სული. ამიტომ, რას ვუწოდებთ ბიბლიას? ჩვენ მას ღვთის სიტყვას ვუწოდებთ.
აქ ნათქვამია: ”ღმერთის მცნებათა მიმტოვებელნი იცავთ ადამიანთა გადმოცემას”. მის რჯულში 613 მუხლია. ეს გააკეთე, ის არ გააკეთო, პატივი ეცი შენს მშობლებს ... და ა.შ. ლევიანებში ნათქვამია მამაკაცთა და ქალთა ურთიერთობაზე და თუ რა უნდა მოიმოქმედო, როცა შინაური ცხოველი ჭაში ჩაგივარდება ...და ა.შ. მის კანონში 613 ასეთი მუხლია.
რადგან ისინი ადამიანის სიტყვები არაა, მათზე ისევ და ისევ უნდა დავფიქრდეთ. მიუხედავად იმისა რომ მისი ყველა მცნების დაცვა არ შეგვიძლია, ყოველ შემთხვევაში მაინც უნდა ვაღიაროთ ისინი და დავემორჩილოთ ღმერთს.
არის ღვთის სიტყვაში თუნდაც ერთი მონაკვეთი, რომელიც სწორი არაა? ფარისევლებმა მიატოვეს ღმერთის მცნებანი და მათ ნაცვლად კაცთა ტრადიციებს იცავდნენ. მათი უხუცესების სიტყვებს უფრო მეტი წონა ჰქონდა, ვიდრე ღვთის სიტყვას. როდესაც იესო დედამიწაზე იყო, ის ამას შეესწრო, და რაც მას ყველაზე მეტად ანაღვლიანებდა იყო ის რომ ადამიანები უგულებელყოფდნენ ღვთის სიტყვას.
ღმერთმა მოგვცა რჯულის 613 მუხლი იმისათვის, რომ ჩვენი ცოდვები გაგვეცნობიერებინა და რათა ეჩვენებინა, რომ ის არის ჭეშმარიტება, ჩვენი წმინდა ღმერთი. ვინაიდან მის წინაშე ყველანი ცოდვილები ვართ, უნდა ვიცხოვროთ რწმენით და გვწამდეს იესოსი, რომელიც ღმერთმა ჩვენდამი მისი სიყვარულის გამო გამოგვიგზავნა.
ადამიანები, რომლებიც განზე სდებენ მის სიტყვას და არ სჯერათ მისი, ცოდვილნი არიან. ისინი, ვინც ვერ იცავენ მის სიტყვას, ასევე ცოდვილი არიან, მაგრამ მისი სიტყვის უგულებელყოფა უფრო სერიოზული ცოდვაა. ვინც ასეთ მძიმე ცოდვს სჩადის, ჯოჯოხეთში აღმოჩნდება. მისი სიტყვისადმი ურწმუნოება უდიდესი ცოდვაა მის წინაშე.
 
 

მიზეზი რომლის გამოც ღმერთმა რჯული მოგვცა

 
რატომ მოგვცა ღმერთმა რჯული?
იმისთვის რომ ცოდვები და მათ გამო სასჯელი გავაცნობიეროთ

 რა იყო იმის მიზეზი, რომლის გამოც ღმერთმა რჯული მოგვცა? ეს მოხდა იმისთვის, რომ გაგვეთვიცნობიერებინა ჩვენი ცოდვები და დავბრუნებულიყავით მასთან. მან მოგვცა რჯულის 613 მუხლი, რათა შეგვეძლო ჩვენი ცოდვების ამოცნობა და გამოსყიდვა იესო ქრისტეს მეშვეობით. ამიტომ მოგვცა ღმერთმა რჯული.
რომაელთა 3:20 -ში ნათქვამია: ”რჯულით შეიცნობა ცოდვა”. ამიტომ ვიცით, რომ ღმერთმა რჯული მოგვცა არა იმისთვის რომ დაეძალებინა ჩვენთვის მისით ცხოვრება.
მაშ რის ცოდნას გვაძლევს რჯული? ეს არის ის, რომ ჩვენ მეტად სუსტები ვართ იმისთვის რომ მთლიანად დავიცვათ ის და რომ მის წინაშე დიდი ცოდვილები ვართ. რას ვგებულობთ მისი რჯულის 613 მუხლიდან? ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს ნაკლოვანებებს და მისი რჯულის მიხედვით ცხოვრების შეუძლებლობას. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენ, ღმერთის ქმნილებები, უძლური არსებები ვართ, ისევე როგორც მის წინაშე მძიმე ცოდვილები. მისი რჯულის შესაბამისად ყველანი ჯოჯოხეთში უნდა მოვხვდეთ.
როდესაც ვაცნობიერებთ ჩვენს ცოდვებს და მისი რჯულის თანახმად ცხოვრების შეუძლებლობას, რა უნდა მოვიმოქმედოთ? ვეცადოთ რომ გავხდეთ სრული არსებები? არა. უნდა ვაღიაროთ, რომ ცოდვილები ვართ, ვიწამოთ იესოსი, მივიღოთ გამოსყიდვა მისი წყლისა და სულისაგან ხსნით და მადლობა გადავუხადოთ მას.
მიზეზი, რის გამოც მან რჯული მოგვცა, იყო ის რომ აგვეღიარებინა ჩვენი ცოდვები და ამ ცოდვებისთვის სასჯელები გაგვეგო. ამრიგად, მივხვდებოდით, რომ იესოს გარეშე ჯოჯოხეთისგან ვერ გადავრჩებოდით. თუ გვწამს იესოსი როგორც ჩვენი მხსნელის, მივიღებთ გამოსყიდვას. მან მოგვცა რჯული რათა მაცხოვარ იესოსკენ მიეყვანა ჩვენი თავი.
ღმერთმა შექმნა რჯული იმისთვის რომ გაგვეგო თუ რამდენად ცოდვილნი ვართ და ასევე იმისთვის რომ ჩვენი სულები ამ ცოდვებისგან დაეხსნა. მან მოგვცა რჯული და გამოაგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე იესო, რათა მის ნათლობაში ჩვენი ცოდვების აღებით გადავერჩინეთ. მისდამი რწმენას ჩვენი ხსნა შეუძლია. 
ჩვენ ვართ გამოუვალი ცოდვილები, ვინც ცოდვისგან გასათავისუფლებლად იესოსი უნდა ვირწმუნოთ, გავხდეთ მისი შვილები და მთელი დიდება ღმერთს მივაგოთ. 
ჩვენ უნდა გვესმოდეს, ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ მისი სიტყვის მეშვეობით, რადგან ყველაფერი მისგან იღებს სათავეს. ჩვენ ასევე მისი სიტყვის საშუალებით გამოსყიდვის ჭეშმარიტება უნდა გავიგოთ. ეს იქნება სწორი და ჭეშმარიტი რწმენა.
 

რა არის ადამიანის გულში?

რა უნდა გავაკეთოთ ღმერთის წინაშე?
უნდა ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები და ღმერთს გადარჩენა ვთხოვოთ.

რწმენა უნდა იწყებოდეს ღვთის სიტყვით და მისი სიტყვის საშუალებით უნდა ვირწმუნოთ იგი. თუ არა, შეცდომაში ჩავვარდებით. ეს იქნებოდა ცდომილი და უმართლო რწმენა.
როდესაც ფარისევლებმა და მწიგნობრებმა დაინახეს, რომ იესოს მოწაფეები დაუბანელი ხელებით ჭამდნენ პურს, ისინი მათ ვერ გაკიცხავდნენ, მათთვის ღვთის სიტყვის თვალსაზრისით რომ შეეხედათ. სიტყვა გვეუბნება, რომ რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა, რადგან ის მუცელში შედის და არა გულში, და შემდეგ გარეთ გამოდის, რაც გულის მდგომარეობაზე არ მოქმედებს.
როგორც ნათქვამია მარკოზის 7:20-23-ში, "და ეუბნება მათ: „მაშ თქვენც უმეცარნი ხართ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა? რადგან, მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში და გარეთ გამოდის. ასე განიწმიდება ყოველგვარი საკვები. და განაგრძო: კაცისაგან გამომავალი კი ბილწავს კაცს, რადგან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, შურიანობა, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს". იესომ თქვა, რომ ადამიანები ცოდვილები არიან, რადგან ცოდვაშივე იბადებიან.
გესმით თუ რას ნიშნავს ეს? ჩვენ ცოდვილებად დავიბადეთ, რადგან ყველანი ადამის შთამომავლები ვართ. მაგრამ ვერ ვხედავთ ჭეშმარიტებას, რადგან არც ვიღებთ და არც გვჯერა მისი ყველა სიტყვის. მაშ, რა არის ადამიანის გულში?
ზემოთ მოცემულ მუხლში ნათქვამია, "რადგან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, შურიანობა, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება". 
ყველანაირი ბოროტება ადამიანის გულიდან გამოდის და ბილწავს მას.
ფსალმუნში დაწერილია, "როს ვუმზერ შენს ზეცას – შენს თითთა ქმნილებას, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე – რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი? ან ძე ადამისა, რომ ზრუნავ მასზე?” (ფს.8:3-4)
რატომ გვეწვია თავად ღმერთი? იგი გვესტუმრება, რადგან ვუყვარვართ, შეგვქმნა ჩვენ და შეგვიწყალა ცოდვილნი. მან გაგვიწმინდა ჩვენი ყველა ცოდვისგან და თავის ხალხად გვაქცია. "უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელს ქვეყანაზე! შენი დიდება იგალობება ცათა ზემოთ!" (ფს.8:1) მეფე დავითმა ეს ფსალმუნი ძველ აღთქმაში იმღერა, როდესაც მიხვდა, რომ ღმერთი ცოდვილთა მხსნელი გახდებოდა.
ახალ აღთქმაში პავლე მოციქულმა იგივე ფსალმუნი გაიმეორა. ეს ისეთი საოცარი რამ არის რომ ჩვენ, ღმერთის ქმნილებებს, შეგვიძლია გავხდეთ შემოქმედის შვილები. ეს მხოლოდ ჩვენდამი მისი თანაგრძნობის გამო მოხდა. ეს არის ღვთის სიყვარული.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ღვთის რჯულის თანახმად ცხოვრების მცდელობა არის გამოწვევა მის წინაშე. ეს ასევე არის ამპარტავანი დამოკიდებულება რომელიც ჩვენი უცოდინრობიდან მოდის. არ არის სწორი მისი სიყვარულის მიღმა ცხოვრება, მაშინ როცა რჯულის დაცვისთვის ვირჯებით და სასოწარკვეთილნი ვლოცულობთ ასეთი ცხოვრებისათვის. ღმერთის ნებაა, რომ რჯულის თანახმად უნდა გავაცნობიეროთ თავი ცოდვილებად და გვწამდეს იესოს წყლისა და სისხლის გამოსყიდვა.
მისი სიტყვა დაწერილია მარკოზის 7:20-23-ში: ”კაცისაგან გამომავალი ბილწავს კაცს, რადგან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, შურიანობა, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს“.
იესომ თქვა, რომ რაც ადამიანისგან გამოდის, მასში არსებული ცოდვები, ეს ბილწავს მას. უწმინდური საკვებიც კი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს, ვერ შეგვბილწავს. ყველა ქმნილება სუფთაა, მაგრამ მხოლოდ ის რაც ადამიანისგან მოდის, ანუ მისი ცოდვები, გვაბინძურებს. ჩვენ ყველანი ადამის შთამომავლები ვართ. მაშ, რით ვიბადებით? ჩვენ თორმეტი სახის ცოდვით ვიბადებით. ესე არაა?
შეგვიძლია კი ცოდვების ჩაუდენელად ცხოვრება? ჩვენ გავაგრძელებთ ცოდვების ჩადენას, რადგან ცოდვითვე დავიბადეთ. შეგვიძლია შევწყვიტოთ ცოდვა მხოლოდ იმის გამო, რომ რჯული ვიცით? შეგვიძლია მცნებების დაცვით ცხოვრება? არა.
რაც უფრო მეტად ვცდილობთ ვიცხოვროთ რჯულის შესაბამისად, მით უფრო გვიჭირს ამის გაკეთება. ჩვენ უნდა გავათვიცნობიეროთ ჩვენი შეზღუდვები და უკუვაგდოთ წარსულზე ორიენტაცია. ამის შემდეგ, თავმდაბლურად შეგვიძლია მივიღოთ იესოს ნათლობა და სისხლი, რომელიც გვიხსნის.
რჯულის 613-ივე მუხლი კეთილი და სამართლიანია. მაგრამ ადამიანები ცოდვილები არიან დედის საშვილოსნოში შექმნის მომენტიდან. როდესაც ვაცნობიერებთ, რომ ღვთის რჯული სწორია, მაგრამ ცოდვილებად დავიბადეთ, რომლებსაც ვერასოდეს გვძალუძს საკუთარი ძალისხმევით გამართლება, მივხვდებით, რომ გვჭირდება ღვთის მოწყალება და იესოს გამოსყიდვა წყლის, სისხლის და სულის სახარებაში. როდესაც გავაცნობიერებთ ჩვენს შეზღუდვებს - რომ თავისთავად ვერ გავხდებით მართლები და ცოდვების გამო ჯოჯოხეჩი უნდა მოვხვდეთ - არ შეგვიძლია არ ვენდოთ იესოს გამოსყიდვას.
ასე გადარჩენას მივაღწევთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენით არ შეგვიძლია ვიყოთ ღვთის წინაშე არც მართალნი და არც კეთილნი. ამიტომ, ღმერთის წინაშე უნდა ვაღიაროთ, რომ ვართ ცოდვილები რომლებიც ჯოჯოხეთვის არიან განწირულნი და ვილოცოთ მისი მოწყალებისთვის: „ღმერთო, გთხოვ, დამიხსენი ცოდვებისგან და შემიწყალე!“. მაშინ ღმერთი ნამდვილად მოგვევლინება თავის სიტყვაში. ამ გზით, შეგვიძლია ხსნის მიღება.
მოდით შევხედოთ დავითის ლოცვას. "ამიტომ მართალია შენი მსჯავრი და სწორია შენი სამართალი." (ფს. 50:4).
დავითმა იცოდა, რომ ის იყო თავად ცოდვის გროვა, იმდენად ბოროტი, რომ ჯოჯოხეთში მოხვედრას იმსახურებდა, მაგრამ მან ღვთის წინაშე აღიარა: „უფალო, თუ ცოდვილს მეძახი, ცოდვილი ვარ. თუ მართალს მიწოდებ, მართალი ვარ. თუ გადამარჩენ, გადავრჩები; და თუ ჯოჯოხეთში გამაგზავნი, ჯოჯოხეთში აღმოვჩნდები”.
ასეთია სწორი რწმენა და გადარჩენის გზა. სწორად ასე უნდა მოვიქცეთ, თუ იმედი გვაქვს და გვჯერა იესოს გამოსყიდვის.
 
 

ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა არის ჩვენი ცოდვა


რადგან ყველანი ადამის შთამომავლები ვართ, ყველას გულში ვნებები გაგვაჩნია. მაგრამ რას გვეუბნება ღმერთი? ის გვეუბნება, არ იმრუშოთო, მიუხედავად იმისა, რომ გულში მრუშობა გვაქვს. გულში მკვლელობა გვაქვს, მაგრამ რას გვეუბნება ღმერთი? ის გვეუბნება, რომ არ მოვკლათ. ჩვენ ყველანი უგულვებელყოფთ ჩვენს მშობლებს, მაგრამ ის გვეუბნება რომ პატივი ვცეთ მათ. უნდა გვესმოდეს, რომ მისი სიტყვა სწორია და კარგი, მაგრამ გულში ყველას მაინც ცოდვა გაგვაჩნია.
ასე არაა? ზუსტად ასეა. მაშ რა უნდა გავაკეთოთ ღვთის წინაშე? უნდა ვაღიაროთ, რომ ყველანი ცოდვის გროვები და გამოუვალი ცოდვილები ვართ. სწორი არ იქნებოდა გვეფიქრა რომ გუშინ მართლები ვიყავით რადგან გუშინ არ შეგვიცოდავს, მაგრამ დღეს ცოდვილები ვართ, რადგან დღეს ცოდვები ჩავიდინეთ. ცოდვილებად უკვე ვიბადებით. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, მაინც ცოდვილები ვიქნებით. სწორედ ამიტომ უნდა მივიღოთ გამოსყიდვა იესოს ნათლობის რწმენით.
ჩვენ ჩვენი საქციელის გამო არ ვართ ცოდვილები: მაგალითად მრუშობა, მკვლელობა, ქურდობა ... არამედ ცოდვილები ვართ, რადგან დავიბადეთ ცოდვილებად. ჩვენ თორმეტი სახის ცოდვით დავიბადეთ და ვინაიდან ღვთის თვალში ცოდვილებად დავიბადეთ, ჩვენი ძალისხმევით ვერასოდეს გავკეთილშობილდებით. ჩვენ მხოლოდ მოსაჩვენებლად შეგვიძლია ვიყოთ კეთილნი.
მაშინ როცა ცოდვილი გონებით ვართ დაბადებული, შეგვიძლია ვიყოთ მართლები იმ შემთხვევაშიც კი თუ სინამდვილეში ამ ცოდვებს არ ჩავდივართ? ჩვენით ვერასდროს ვიქნებით ღვთის წინაშე მართლები. თუ მართლებად ვაცხადებთ თავს, ეს ფარისევლობაა. იესომ ფარისევლებს და მწიგნობრებს "თვალთმაქცი ფარისევლები და მწიგნობრები" უწოდა (მათე 23:23). ადამიანები ცოდვილებად იბადებიან და ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში სცოდავენ ღმერთის წინაშე.
ვინც აცხადებს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ უჩხუბია ან არც არავისთვის დაურტყამს, ან არც ნემსი მოუპარავს ვინმესთვის, - მატყუარაა, რადგან ადამიანები დაბადებით ცოდვილნი არიან. ასეთი ადამიანი მატყუარა, ცოდვილი და თვალთმაქცი იქნებოდა. ასე ხედავს მას ღმერთი.
ყველა არის დაბადებიდან ცოდვილი. მაშინაც კი, თუნდაც ერთი ცოდვილი საქციელი არ ჩაგიდენიათ, ჯოჯოხეთისთვის ხართ დანიშნული. მაშინაც კი, თუ რჯულისა და მცნებების უმეტესი ნაწილი შეგისრულებიათ, მაინც ხართ ცოდვილი, რომელიც ჯოჯოხეთისთვისაა განწირული.
მაშ რა უნდა ვიღონოთ ამგვარი ბედის წინაშე? ჩვენ ღმერთს მოწყალება უნდა ვთხოვოთ და ჩვენი ცოდვებისგან გადასარჩენად მასზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული. თუ მან თავად არ გვიხსნა, ჯოჯოხეთში მოვხვდებით. ასეთია ჩვენი ბედისწერა.
მხოლოდ მათ ვინც მიიღეს ღვთის სიტყვა, ეთანხმებიან იმას რომ მართლაც ცოდვილები იყვნენ. მათ ასევე იციან, რომ რწმენის გამო მართლები გახდნენ. მათ იციან, რომ მისი სიტყვის უგულებელყოფა და უკუგდება - ყველაზე მძიმე ცოდვაა. ვინც მის სიტყვას ღებულობს, მართალი ხდება, მიუხედავად იმისა რომ ადრე ცოდვილი იყო. ასეთები ხელახლა იშვნენ მისი სიტყვის წყალობით და ყველაზე ნეტარნი არიან.
 

ვინც ცდილობს საკუთარი საქმეებით თავის გამოსყიდვას, კვლავ ცოდვილია

ვინ რჩება ცოდვილებად მას შემდეგაც კი რაც იესო ირწმუნეს?
ისინი ვინც გამოსყიდვის მიღებას თავისი საქმეების მეშვეობით ცდილობენ

მოდით წავიკითხოთ გალატელთა 3:10 და 11: ”რადგან ყველა, ვინც რჯულის საქმეთაგან არის, წყევლის ქვეშ იმყოფება, რადგან დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც არ დაიცავს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი, და არ შეასრულებს მას.“რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღმერთის წინაშე, ცხადია, „რადგან მართალი რწმენით იცოცხლებს.“
ნათქვამია: „...წყეულია ყველა, ვინც არ დაიცავს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი“. ისინი ვისაც სჯერა, რომ სწამს იესოსი, მაგრამ თავიანთი საქმეებით ცდილობენ გამართლებას, დაწყევლილები არიან. სად არიან ისინი, ვინც ცდილობენ თავი გაიმართლონ თავიანთი საქმეებით? ისინი ღვთის წყევლის ქვეშ არიან.
რატომ მოგვცა ღმერთმა რჯული? მან მოგვცა რჯული იმისთვის რომ შეგვეძლო ჩვენი ცოდვების დანახვა (რომაელთა 3:20). მას ასევე სურდა რომ ჩვენთვის ცნობილი ყოფილიყო, რომ ყველანი ჯოჯოხეთისთვის განწირული ცოდვილები ვართ. 
იწამეთ იესოს, ღვთის ძის ნათლობა და იშვით წყლისა და სულისგან. მაშინ გადარჩებით თქვენი ცოდვებისგან, გახდებით მართლები, გექნებათ მარადიული სიცოცხლე და მოხვდებით ცათა სასუფეველში. იქონიეთ რწენა თქვენს გულებში.
 

ყველაზე ქედმაღლური ცოდვა მსოფლიოში

რომელია მსოფლიოში ყველაზე ამპარტავანი ცოდვა ?
რჯულის მიხედვით ცხოვრება

ჩვენ ნეტარნი ვართ მისი კურთხევისადმი რწმენით. ღმერთი იხსნის მათ, ვისაც მისი სიტყვა სწამს.
მაგრამ დღეს, მორწმუნეთა შორის, მრავალი ქრისტიანი არსებობს, რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ მისი რჯულის შესაბამისად. საქებურია რომ რჯულის თანახმად ცდილობენ ცხოვრებას, მაგრამ როგორაა ეს შესაძლებელი?
უნდა დავინახოთ თუ რაოდენ უგუნურია ეცადო იცხოვრო მისი რჯულის შესაბამისად. რაც უფრო მეტს ვცდილობთ, მით უფრო რთული ხდება ამის კეთება. მან თქვა: ”რწმენა მოსმენისგანაა, ხოლო მოსმენა - ღთვის სიტყვისგან” (რომაელთა 10:17). გადარჩენის მისაღებად ჩვენი ამპარტავნება უნდა უკუვაგდოთ.
 
 

გადარჩენისთვის ჩვენს პირად სტანდარტებზე უარი უნდა ვთქვათ


რა უნდა ვქნათ რომ გადავრჩეთ?
ჩვენი საკუთარი სტანდარტები უნდა უკუვაგდოთ

როგორ შეიძლება ადამიანის გადარჩენა? ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი საკუთარ თავს ცოდვილად ცნობს. ბევრია, ვისაც ჯერ არ მიუღია გამოსყიდვა, რადგან პირად მცდარ შეხედულებებზე და ძალისხმევაზე უარის თქმა არ შეუძლიათ. 
ღმერთი ამბობს, რომ ისინი, ვინც რჯულს ეჭიდებიან, დაწყევლილები არიან. დაწყევლილები არიან ისინი, ვისაც სჯერა რომ თანდათანობით გამართლების მიღწევა შეუძლიათ და ვინც რჯულის შესაბამისად ცხოვრებას ცდილობენ. მათ სწამთ ღმერთის, მაგრამ მაინც თვლიან, რომ გადარჩენისთვის რჯულის დაცვაა საჭირო.
ძვირფასო მეგობრებო, შეგვიძლია გავმართლდეთ ჩვენი საკუთარი ძალისხმევით? ჩვენ მართლები ვხდებით მხოლოდ იესოს სიტყვის რწმენით; და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ გამოსყიდვას. მხოლოდ იესოს ნათლისღების, მისი სისხლისა და მისი ღვთაების რწმენით ვიქნებით ჩვენ გამოსყიდულნი.
ამიტომ ღმერთმა ჩვენი გამართლებისთვის რწმენის კანონი მოამზადა. წყლისა და სულის გამოსყიდვა მდგომარეობს არა ადამიანთა საქმეებში, არამედ ღვთის სიტყვისადმი რწმენაში. ღმერთმა გვიხსნა რწმენით და ასე დაგეგმა და დაასრულა მან ჩვენი ხსნა.
რატომ არ იყვნენ დახსნილები ისინი, ვინც უბრალოდ იესოსი ირწმუნეს? რადგან მათ არ მიიღეს წყლისა და სულის გამოსყიდვის სიტყვა. მაგრამ ჩვენ, რომლებიც მათ მსგავსად არასრულყოფილები ვიყავით, გამოვისყიდეთ ღვთის სიტყვისადმი ჩვენი რწმენით.
წისქვილის ქვაზე ორ ადამიანს რომ ემუშავა, მეორე ადამიანის მოცილების შემდეგაც კი, დარჩენილი მუშაობას განაგრძობდა. ის დარჩენილი პიროვნება წარმოადგენს იმას ვინც ჯერ გამოსყიდული არაა. რატომ იქნა ერთი წაყვანილი ხოლო მეორე მიტოვებული?
მიზეზი ის არის, რომ ერთმა მოისმინა და ირწმუნა ღვთის სიტყვა, მეორემ კი მეტად გაირჯა რჯულის შესანარჩუნებლად და საბოლოოდ ჯოჯოხეთში იქნა ჩაგდებული. ეს ადამიანი ღმერთთან ცოცვით მიპარვას ცდილობდა, მაგრამ ღმერთმა ის მის ფეხზე ამძვრალ ხოჭოსავით ჩამოიბერტყა. თუ ადამიანი შეეცდება რჯულის დაცვით ღმერთთან მიპარვით მიახლოებას, ის აუცილებლად ჯოჯოხეთში იქნება ჩაგდებული. ამიტომ ჩვენ წყლისა და სულის რწმენით უნდა გამოვისყიდოთ თავი.
"რადგან ყველა, ვინც რჯულის საქმეთაგან არის, წყევლის ქვეშ იმყოფება, რადგან დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც არ დაიცავს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი, და არ შეასრულებს მას.“ "რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღმერთის წინაშე, ცხადია, „რადგან მართალი რწმენით იცოცხლებს.“ (გალატელთა 3:10-11; რომაელთა 1:17)
არ გჯეროდეს ღვთის სიტყვის ცოდვაა მის წინაშე. გარდა ამისა, ასევე ცოდვაა ღვთის სიტყვის განზე გადადება საკუთარი სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ, ადამიანებს, არ შეგვიძლია ვიცხოვროთ მისი რჯულით, რადგან ყველანი ცოდვილებად ვიბადებით და მთელი ცხოვრება ვცოდავთ. ცოტას აქ ვცოდავთ, ცოტას იქ, და ყველგან, სადაც კი მიმოვდივართ. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ხორციელნი ვართ და არ შეგვიძლია რომ არ ვცოდოთ.
ადამიანი სასუქით სავსე სათლს წააგავს. თუკი მის ირგვლივ ზიდვას ვეცდებით, ის მთელ გზას შეეშხეპება და გაწუწავს. ჩვენც ასეთები ვართ. სადაც კი მივდივართ, ყველგან ცოდვას ვაფრქვევთ. ნათელია თქვენთვის ეს სურათი?
კვლავ ეცდებით თავის წმიდად მოკატუნებას? საკუთარი თავი ნათლად რო გცოდნოდად, წმიდად გახდომის მცდელობაზე უარს იტყოდით და ირწმუნებდით იესოს წყლისა და სისხლის.
მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იშვნენ ზეცით, გვერდზე უნდა გადადონ თავიანთი სიჯიუტე და აღიარონ, რომ ღვთის წინაშე მძიმე ცოდვილები არიან. შემდეგ, უნდა დაუბრუნდნენ მის სიტყვას და აღმოაჩინონ თუ როგორ იხსნა მან ისინი წლისა და სულის მეშვეობით.