(მარკოზი 7: 20-23)"და განაგრძო: კაცისაგან გამომავალი კი ბილწავს კაცს, რადგან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი,მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, შურიანობა, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს" .
ხალხი დაბნეულია და საკუთარი ილუზიების ქვეშ იმყოფება
ვისი გადარჩენაა უფრო სავარაუდო?
იმისი, ვინც თავს ყველაზე დიდ ცოდვილად თვლის
პირველ რიგში, მსურს დაგისვათ კითხვა. როგორ ხედავთ საკუთარ თავს? თქვენი აზრით, კარგი ადამიანი ხართ თუ ცუდი? როგორ ფიქრობთ?
ყველა ადამიანი ცხოვრობს საკუთარი ილუზიების ქვეშ. შესაძლოა არც ისეთი ცუდი ან არც იმდენად კარგი ადამიანი ხართ, როგორც ფიქრობთ. თქვენი აზრით, ვინ წარმართავს რწმენის უკეთეს ცხოვრებას? იქნება ის, ვინც თავს კეთილად მიიჩნევს? ან ის, ვინც საკუთარ თავს ბოროტად თვლის?
პასუხი - ეს უკანასკნელი იქნება. ნება მიბოძეთ კიდევ ერთი კითხვა დაგისვათ. ვინ უფრო მიიღებს გამოსყიდვას - ის, რომელამაც მეტი ცოდვა ჩაიდინა თუ ის, ვისაც მხოლოდ რამოდენიმე ცოდვა აქვს ჩადენილი? იმის გამოსყიდვა ვინც აღიარებს, რომ უამრავი ცოდვა ჩაიდინა, უფრო სავარაუდოა, რადგან ასათეი ადამიანი აღიარებს, რომ ცოდვილია. ასეთი პიროვნება უკეთესად მიიღებს იესოს მიერ მისთვის მომზადებულ გამოსყიდვის სიტყვას.
როდესაც საკუთარ თავს რეალურად ვაფასებთ, აშკარაა, რომ ჩვენ მხოლოდ ცოდვის გროვა ვართ. რა არის ადამიანი? ყოველი ადამიანი მხოლოდ `ბოროტმოქმედთა მოდგმაა’. ესაიას 59-ში ნათქვამია, რომ ადამიანთა გულებში ყველანაირი უსამართლობაა. ამიტომ, ცხადია, რომ ადამიანები ცოდვის გროვას წარმოადგენენ. თუმცა, თუ კაცობრიობას ცოდვის გროვად შევრაცხავთ, ბევრი ამას არ დაეთანხმება. მიუხედავად ამისა, ადამიანის განსაზღვრა როგორც "ბოროტმოქმედთა მოდგმა" სწორი იქნება. თუ გულწრფელად შევხედავთ საკუთარ თავს, აშკარად ცხადია, რომ ბოროტი არსებები ვართ. ვინც საკუთარ თავთან გულწრფელია, ზუსტად იმავე დასკვნამდე უნდა მივიდეს.
მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანთა უმეტესობა უარს ამბობს იმის აღიარებაზე რომ ისინი ნამდვილად ცოდვის გროვას წარმოადგენენ. ბევრი კომფორტულად ცხოვრობს, რადგან თავს ცოდვილად არ თვლის. ვინაიდან ბოროტმოქმედები ვართ, ჩვენ ცოდვილი ცივილიზაცია შევქმენით. ეს ასე რომ არ ყოფილიყო, ყველას ცოდვის ძალიან შეგვრცხვებოდა. სინამდვილეში კი, ბევრ ჩვენთაგანს არ სცხვენია ცოდვების ჩადენის.
ამის მიუხედავად, მათმა სინდისმა იცის ამის შესახებ. ყველას გააჩნია სინდისი, რომელიც ეუბნება: ”ეს სამარცხვინოა”. ადამმა და ევამ შეცოდების შემდეგ ხეებს შორის შეიფარეს თავი. დღეს მრავალი ცოდვილი იმალება თავისი საძაგელი კულტურის - ცოდვის კულტურის მიღმა. ისინი თავიანთ ცოდვილ თანამოძმეებს შორის იმალებიან, რათა თავიდან აიცილონ ღვთის განაჩენი.
ხალხი მოტყუებულია საკუთარი ილუზიებით. ისინი საკუთარ თავს სხვებზე უკეთესად თვლიან. როდესაც რაიმე ცუდი ამბის შესახებ შეიტყობენ, მრისხანედ ყვირიან: „როგორ შეუძლია ადამიანს ასეთი რამის ჩადენა? როგორ შეუძლია კაცს ამის გაკეთება? როგორ შეიძელბა შვილმა საკუთარ მშობლებს ამგვარად მოექცეს? ” მათ სჯერათ რომ ასეთ რამეებს არ იზავდნენ.
ძვირფასო მეგობრებო, თქვენთვის ძნელია საკუთარი თავის შეცნობა. იმისათვის, რომ საკუთარი თავი ჭეშმარიტად შევიცნოთ, პირველ რიგში ცოდვების მიტევება უნდა მივიღოთ. ადამიანური ბუნების შესახებ სწორი ცოდნის მისაღებად ჩვენი დიდი დრო გვჭირდება და ჩვენს შორის ასე მრავალი ადამიანია ვინც ამას ვერასდროს შეიტყობს სანამ სიკვდილის დღე არ დაუდგებათ.
შეიცანი თავი შენი
როგორ ცხოვრობენ ისინი, ვისაც საკუთარი თავი არ შეუცნიათ?
ისინი ფარისევლური ცხოვრებით ცხოვრობენ და ცდილობენ თავისი ცოდვილი ბუნების დამალვას
ზოგჯერ ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად არ იცნობენ საკუთარ თავს. სოკრატემ თქვა: ”შეიცანი თავი შენი”. ამასთან, ჩვენმა უმეტესობამ არ იცის რა არის ჩვენს გულში: მკვლელობა, ქურდობა, სიხარბე, ბოროტება, სიცრუე, თავგასულობა, ბოროტი თვალი... და ა.შ.
ვინც საკუთარ თავს არ იცნობს, ტუჩებზე გველის შხამი აქვს, მაგრამ სიკეთეზე ლაპარაკობს. ამის მიზეზი ის არის, რომ ადამიანმა არ იცის, რომ ის დაბადებულია, როგორც გარდაუვალი ცოდვილი.
ამქვეყნად ისე ბევრი ადამიანია ვისთვისაც მათი ცოდვილი ბუნება სრულიად უცნობია. მათ თავი მოიტყუეს რის შედეგად საკუთარ ტყუილში გახვეული ცხოვრებით ცხოვრობენ. მათ არ ესმით, რომ საკუთარი თავის მოტყუების შედეგად ისინი ჯოჯოხეთში ჩაიყრებიან.
ადამიანები განუწყვეტლივ აფრქვევენ ცოდვებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში
რატომ მიდიან ისინი ჯოჯოხეთში?
რადგან არ იცნობენ საკუთარ თავს
მოდით შევხედოთ მარკოზის 7: 21-23-ს. ”რადგან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი,მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, შურიანობა, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს“. ადამიანების გულები მათი ჩასახვის დღიდანვე ბოროტი ფიქრებით ივსება.
მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანის გული შუშისგანაა დამზადებული და რაიმე ბინძური სითხით, კერძოდ, ჩვენი ცოდვებით პირამდეა ავსებული. რა მოხდება ასეთი ადამიანის წინ და უკან მოძრაობის შემთხვევაში? რაღა თქმა უნდა, ბინძური სითხე (ცოდვა), ყველგან დაიღვრება. მისი მოძრაობის დროს ცოდვა არაერთხელ დაიღვრება მის ირგვლივ.
ჩვენ, ვინც ცოდვების გროვა ვართ, ზუსტად ასე ვატარებთ ჩვენს ცხოვრებას. სადაც კი მიმოვდივართ, ყველგან ცოდვას ვღვრით. ჩვენ მთელი ცხოვრება ვცოდავთ, რადგან ცოდვის გროვები ვართ.
პრობლემა ისაა, რომ ვერ ვხვდებით, რომ ვართ ცოდვის გროვა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცოდვის თესლი. ჩვენ ცოდვის გროვები ვართ და დაბადებიდანვე ცოდვა გვაქვს გულში.
ცოდვის მასა მზადაა ნაპირიდან გადმოსასვლელად. ამასთანავე, ხალხს არ სჯერა, რომ ისინი არსებითად ცოდვილნი არიან. მათ მიაჩნიათ, რომ მხოლოდ სხვები უბიძგებენ ცოდვისკენ და, შესაბამისად, თვითონ არ არიან ბოროტნი.
ცოდვების ჩადენის დროსაც კი, ბევრი ფიქრობს, რომ ცოდვის ამოსაშლელად საჭიროა მხოლოდ მისი განწმენდა. ისინი მუდამ იშორებენ ყოველი შეცოდების დროს, და თავს ეუბნებიან, რომ ეს მათი ბრალი არაა. მხოლოდ იმიტომ რომ სიბინძურეს ვიშრობთ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ დიდი არაფერია ცოდვის ირგვლივ დაღვრას თუ გავაგრძელებთ? ასეთ შემთხვევაში განუწყვეტლივ მოგვიწევდა ჩვენი სიბინძურის ისევ და ისევ მოწმენდა.
როდესაც ჭიქა ცოდვით სავსეა, ის მუდამ დაიღვრება. გარე მოწმენდას არავითარი აზრი არ აქვს. რაოდენ ხშირადაც არ უნდა ვწმინდოთ გარეგანი ჩვენი სათნო საქმეებით, ამას აზრი არ ექნება მანამდე სანამ ჭიქა ცოდვებით სავსეა.
ჩვენ იმდენი ცოდვებით დავიბადეთ რომ ჩვენი გული არასდროს ცარიელდება, რაოდენი ცოდვაც არ უნდა დავღვაროთ გზაზე. ამიტომ, ჩვენ მთელი ცხოვრება ცოდვებს ჩავდივართ.
როდესაც პიროვნება არ აცნობიერებს, რომ ის სინამდვილეში მხოლოდ ცოდვის გროვაა, იგი აგრძელებს საკუთარი ცოდვილი ბუნების დამალვას. ცოდვა ყველა ადამიანის გულშია და ის არ ქრება ზედაპირის მოწმენდით. როდესაც მცირე ცოდვას ვღვრით, მას ქსოვილით ვიშრობთ. უფრო მეტს რომ დავღვრით, მას ცოცხით....პირსახოცით და შემდეგ იატაკის ტილოთი ვწმენდთ... იმედი გვაქვს რომ თუ ისევ და ისევ გავწმინდავთ დამღვარს, ეგ საქმეს უშველის, მაგრამ ის უბრალოდ აგრძელებს ირგვლივ მიმოფანტვას.
როგორ ფიქრობთ, როდემდე გაგრძელდება ეს? მანამდე სანამ ის ცოცხალია. ადამიანები თვით სიკვდილის დღემდე სცოდავენ. ამიტომ გამოსყიდვის მისაღებად იესო უნდა ვიწამოთ. იმისთვის რომ მივიღოთ გამოსყიდვა, ჩვენ პირველად საკუთარი თავი უნდა შევიცნოთ.
ვის შეუძლია იესოს სიყვარულის მადლიერებით მიღება?
ცოდვილებს, რომლებიც აღიარებენ, რომ მრავალი ცოდვა აქვთ
ვთქვათ, არსებობს ორი ადამიანი, ვისი შედარებაც ბინძური სითხით სავსე ჭიქასთან შეგვიძლია. ორივე ჭიქა ცოდვითაა სავსე. ერთი მათგანი უყურებს თავის თავს და ამბობს: ”ოჰ, მე იმდენად ცოდვილი ადამიანი ვარ”. შემდეგ ხელს ჩაიქნევს და მიდის იმის მოსაძებნად ვინც მას დაეხმარება.
მაგრამ მეორე ფიქრობს, რომ ის სინამდვილეში ბოროტი არაა. ის საკუთარ თავში ცოდვის გროვას ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ არც ისე ცოდვილია. მთელი ცხოვრების განმავლობაში ის განაგრძობს ცოდვების ირგვლივ ფრქვევას. ის სწრაფ-სწრაფად ხან ჭიქის ერთ მხარეს გაასუფთავებს, ხან მეორეს, და ასე მუდამ გრძელდება....
ბევრია ვინც დიდი სიფრთხილით ცხოვრობს, ცდილობს რა რაც შეიძლება ნაკლები ცოდვა ჩაიდინოს, რათა თავიდან აიცილოს მისი დაღვრა. მაგრამ რა სარგებელი მოაქვს ამას თუ გულში ისევ ცოდვა აქვთ? სიფრთხილით ცხოვრება მათ ზეცასთან ოდნავადაც კი ვერ დააახლოვებს. ამგვარი "ფრთხილად ცხოვრება" მათ სინამდვილეში ჯოჯოხეთის გზაზე აყენებს.
ძვირფასო მეგობრებო, “სიფრთხილით ცხოვრებას” მხოლოდ ჯოჯოხეთში მივყავართ. ეს გაკვეთილი გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ. ადამიანების წინდახედული ცხოვრების შემთხვევაში შესაძლოა მათი ცოდვები იმდენად არ გადმოიღვაროს, მაგრამ მაინც ცოდვილებად რჩებიან.
რა არის კაცობრიობის გულში? ცოდვა? უზნეობა? დიახ! ბოროტი აზრები? დიახ! ქურდობა? დიახ! ამპარტავნება? დიახ!
არ შეგვიძლია არ ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ ცოდვის გროვები ვართ, როდესაც ვხედავთ, რომ ცოდვილად და უსამართლოდ ვიქცევით, თუმცა ეს ჩვენთვის არავის განსაკუთრებულად არ უსწავლებია.
შესაძლოა ახალგაზრდობაში ეს იმდენად ცხადი არ იყოს. მაგრამ ასეა ეს როცა ასაკში შევდივართ? როცა ვიზრდებით და სკოლაში, კოლეჯში და ა.შ. მივდივართ, ვხვდებით რომ ყველაფერი რაც კი ჩვენშია, არის ცოდვა. ასე არ არის? სიმართლე გითხრათ, შეუძლებელია ჩვენი ცოდვილი ბუნების დამალვა. ასეა თუ არა? ჩვენ არ შეგვიძლია არ ვცოდოთ. მერე კი ვწუხვართ: ”ასე არ უნდა მოვქცეულიყავი!”. ამასთან, ვხედავთ რომ შეუძლებელია ჩვენი ბუნების შეცვლა. Რატომ არის ეს ასე? რადგან თითოეული ჩვენგანი ცოდვის გროვად იბადება.
მხოლოდ ფრთხილად ყოფნით ვერ განვიწმინდებით. სრული გამოსყიდვის მისაღებად უნდა ვიცოდეთ რომ ცოდვების გროვებად ვიბადებით. მხოლოდ მათი გადარჩენაა შესაძლებელი ვინც მადლიერებით ღებულობს იესოს მიერ მომზადებულ გამოსყიდვას.
მათ ვინც ფიქრობს: ”ბევრი არაფერი დამიშავებია და არც ძალიან ბევრი ცოდვა მაქვს ჩადენილი”, არ სწამთ, რომ იესომ წაიღო ყველა ცოდვა და ამ ურწმუნობის გამო ისინი ჯოჯოხეთისთვის არიან განწირულნი. უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს ეს ცოდვის გროვა, რადგან ყველანი მასში დავიბადეთ.
ვინმე თუ იფიქრებს: ”ბევრი რამ არ დამიშავებია, იმედი მაქვს ამ მცირე ცოდვის მქონეს, მაინც მივაღწევ გამოსყიდვას,” თავისუფლდება კი ასეთი პიროვნება ცოდვისგან? ეს ვერასოდეს მოხდება.
იმან ვისაც გამოსყიდვა შეუძლია, იცის, რომ თავად ცოდვის მასაა. მას ჭეშმარიტად სჯერა, რომ იესომ მდინარე იორდანეში მონათვლით ყველა ცოდვა წაიღო და თავისი სიკვდილით ჩვენი ცოდვების საფასური გადაიხადა.
ვართ გამოსყიდული თუ არა, ყველას მაინც ილუზიებში ცხოვრების მიდრეკილება გვაქვს. ჩვენ ცოდვის მასები ვართ. ეს ის არის, რაც ვართ. გამოსყიდვა მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როდესაც გვჯერა, რომ იესომ ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო.
ღმერთს არ გამოუსყიდია ისინი ვისაც "ცოტა ცოდვა" აქვთ
ვინ არის ის, ვინც უფალს ატყუებს?
ის ვინც ყოველდღიური ცოდვებისთვის პატიებას ითხოვს
ღმერთს ისინი არ გამოუსყიდია ვისაც მხოლოდ "ცოტა ცოდვა აქვს". ღმერთი არც კი უყურებს მათ, ვინც ამბობს: "ღმერთო, მე მხოლოდ მცირედი ცოდვა მაქვს". ის, ვისაც ის უთანაგრძნობს, არის ადამიანი, რომელიც ამბობს: ”ღმერთო, მე ცოდვის გროვა ვარ. მე ჯოჯოხეთში მივდივარ. გთხოვ, გადამარჩინე!” ეს არიან სრული ცოდვილები რომლებიც ამბობენ: „ღმერთო, მე მხოლოდ მაშინ გადავრჩები, თუ შენ გადამარჩენ. აღარ შემიძლია მონანიებისთვის ლოცვა რადგან ვიცი, რომ არ შემიძლია გამუდმებით არ ვცოდო. გთხოვ, მიხსენი.”
ღმერთი იხსნის მათ, ვინც მასზეა სრულიად დამოკიდებული. ადრე მეც ვცდილობდი ყოველდღიურად მონანიების ლოცვები მეთქვა, მაგრამ ასეთ ლოცვებს ცოდვებისგან არასოდეს გავუნთავისუფლებივარ. მაშინ მუხლი მოვიდრიკე ღმერთის წინაშე და შევევედრე: "ღმერთო, გთხოვ, შემიწყალე და მიხსენი ყველა ჩემი ცოდვისგან!". ვინც ასე ილოცებს, გადარჩება. მათ იწამეს ღმერთის გამოსყიდვის და იოანე ნათლისმცემლის მიერ იესოს ნათლობის. ასეთები გადარჩებიან.
ღმერთი მხოლოდ მათ იხსნის ვინც იცის რომ ცოდვის გროვები არიან, ბოროტმოქმედთა მოდგმა. ის კი ვინც ამბობს: ”მე მხოლოდ პატარა ცოდვა ჩავიდინე. გთხოვთ, მომიტევე ეს ცოდვა”, - კვლავ ცოდვილები არიან და ღმერთს მათი გადარჩენა არ შეუძლია. ღმერთი მხოლოდ იმათ იხსნის, ვინც საკუთარ თავს სრულ ცოდვის გროვად აღიარებს.
ესაიას 59: 1-2-ში სწერია: „აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას; და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს. რადგან თქვენმა უკეთურებამ გაგმიჯნათ ერთმანეთისგან თქვენ და თქვენი ღმერთი, და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან, რომ არ ესმინა.”
იმის გამო, რომ ცოდვების გროვად ვართ დაბადებულნი, ღმერთი სიყვარულით ვერ გვიყურებს. ეს იმიტომ არაა, რომ მისი ხელი დამოკლდა, ან ყურია დამძიმებული, ან ჩვენი არ ესმის როცა მას პატიებას ვთხოვთ.
ღმერთი გვეუბნება: ”თქვენმა უკეთურებამ გაგმიჯნათ ჩემგან, თქვენმა ცოდვებმა დაფარეს ჩემი სახე თქვენგან, და ამიტომ არ მესმის თქვენი ”. იმის გამო რომ გულში ამდენი ცოდვა გვაქვს, ჩვენ ვერ შევალთ სამოთხეში, მაშინაც კი, მისი კარები ფართოდ ღია რომ იყოს.
ჩვენ, ცოდვების გროვებს, პატიება რომ გვეთხოვა ყოველ ჯერზე როცა ვცოდავთ, ღმერთს მოუწევდა გამუდმებით მოეკლა თავისი ძე. ღმერთს არ სურს ამის გაკეთება. ის ამბობს: ”ნუ მოდიხართ ჩემთან ყოველდღე თქვენი ცოდვებით. მე გამოგიგზავნეთ ჩემი ძე, რომ მას ყველა თქვენი ცოდვისგან გამოეხსენით. ყველაფერი რაც მოგეთხოვებათ არის ის რომ გაიგოთ თუ როგორ წაიღო მან თქვენი ცოდვები და მიიღოთ ეს როგორც ჭეშმარიტება. შემდეგ, ირწმუნეთ წყლისა და სულის სახარების თქვენს გადასარჩენად. ეს არის უდიდესი სიყვარული, რომელიც გიბოძეთ, ჩემო ქმნილებავ!”.
აი რას გვეუბნება იგი. „ირწმუნე ჩემი ძისა და მიიღე ცოდვების მიტევება. მე, შენმა ღმერთმა, საკუთარი ძე გამოვაგზავნე ყველა თქვენი ცოდვის და უსჯულოების გამოსასყიდად. იწამე ჩემი ძე და გადარჩი. ”
მათ, ვინც არ იციან რომ ცოდვის მასა არიან, მის პატიებას ყოველი მცირე ცოდვისთვის სთხოვენ. ისინი მიდიან მის წინაშე, თავისი ცოდვილიანობის საშინელი ტვირთის უმეცრები, და ლოცულობენ: ”გთხოვთ, მაპატიე ეს მცირე ცოდვა. მას აღარასოდეს გავიმეორებ”.
ისინი ასევე ცდილობენ ამგვარი ლოცვებით ღმერთის მოტყუებას. ჩვენ მხოლოდ ერთხელ არ ვუშვებთ ცოდვას, ჩვენა ამას ვაკეთებთ მუდმივად, თვით სიკვდილამდე. პატიების თხოვნა ასე სიცოცხლის ბოლო დღემდე მოგვიწევდა, რადგან არ გვძალუძს შევწყვიტოთ ცოდვა და ჩვენი ხორცი თვით ჩვენს სიკვდილამდე ცოდვის კანონს ემსახურება.
ერთი პატარა ცოდვის მიტევება ცოდვის პრობლემას ვერ შეცვლის, რადგან ჩვენ ყოველ დღე უამრავ ცოდვას ვიდენთ. ასე რომ, ცოდვებისგან გათავისუფლების ერთადერთი გზა არის ჩვენი ცოდვების იესოზე გადატანა.
რა არის ადამიანის ბუნება?
ცოდვის მასა
ბიბლიაში ჩამოთვლილია ადამიანთა ცოდვები: „რადგან თქვენი ხელები დასვრილია სისხლით და თქვენი თითები – უკეთურებით; თქვენი ბაგენი სიცრუეს ლაპარაკობენ, თქვენი ენა ტყუილს წარმოთქვამს. არავინ იმაღლებს ხმას სიმართლისთვის, არავინ იცავს ჭეშმარიტებას; ამაოთი იმედოვნებენ და სიცრუეს ლაპარაკობენ, ფეხმძიმდებიან სიავით და შობენ ბოროტებას. ასპიტის კვერცხებს ჩეკენ და ობობას ქსელს ქსოვენ. მათი კვერცხის მჭამელი მოკვდება, და თუ ვინმე გატეხს, იქედნე გამოძვრება. მათი ქსელი გამოუსადეგარია სამოსლად, და თავიანთი ნაკეთობით ვერ დაიფარავენ თავს. მათი საქმეები უსამართლო საქმეებია, და ძალმომრეობაა მათ ხელებში. ფეხები ბოროტებისაკენ გაურბით, და უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად ისწრაფიან; მათი ზრახვები უკეთური ზრახვებია, ნგრევა და გაპარტახებაა მათ ბილიკებზე. მშვიდობის გზები არ იციან მათ, და სამართალი არაა მათ ბილიკებზე; მათი გზები გამრუდებულია, და იმ გზებზე მავალმა არავინ იცის მშვიდობა.”(ესაია 59: 3-8).
ადამიანების თითები ბინძურდება უკეთურებით და ყველაფერი რასაც ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში სჩადიან, ცოდვილია. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ბოროტებაა. ჩვენი ენები `ტყუილს წარმოთქვავენ. ’ყველაფერი, რაც ჩვენი პირიდან გამოდის, ტყუილია.
”როდესაც ეშმაკი სიცრუეს ამბობს, ის თავისას ამბობს” (იოანე 8:44). მათ, ვინც ხელახლა არ იშვნენ, უყვართ თქმა: ”სიმართლეს გეუბნები... ნამდვილად გეუბნები. რასაც ვამბობ, სიმართლეა... ”თუმცა, ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, მაინც სიცრუეა. როგორც სწერია. ”როდესაც ეშმაკი ტყუილს ამბობს, ის თავისას ამბობს”.
ხალხი ენდობა ცარიელ სიტყვებს და სიცრუეს ლაპარაკობს. ისინი ისახავენ სიავეს და შობენ ბოროტებას. ისინი ასპიტის კვერცხებს ჩეკენ და ობობას ქსელს ქსოვენ. ღმერთი ამბობს: ”მათი კვერცხის მჭამელი მოკვდება, და თუ ვინმე გატეხს, იქედნე გამოძვრება.” ის ამბობს, რომ თქვენს გულში არის ასპიტის კვერცხები. გველის კვერცხები! თქვენს გულში ბოროტებაა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება გამოსყიდვა წყლისა და სისხლის სახარების რწმენით.
ყოველთვის, როცა ღმერთზე ვიწყებ ლაპარაკს, არიან ისეთები ვინც ამბობენ: „ოჰ, ძვირფასო! გთხოვთ, ნუ მესაუბრები ღმერთზე. ყოველთვის, როდესაც რაიმეს გაკეთებას ვცდილობ, ჩემგან ცოდვები იღვრება. პირდაპირ ტბორავს ყველაფერს. ნაბიჯის გადადგმაც კი არ შემიძლია რომ ირგვლივ ცოდვა არ დამეღვრას. ვერაფერს ვხდები. მე ცოდვით სავსე ვარ. ნამდვილად უიმედო ვარ. ასე რომ, ნურც მელაპარაკები წმინდა ღმერთზე.”
ასეთმა ადამიანმა დანამდვილებით იცის, რომ ის უბრალოდ ცოდვის მასაა, მაგრამ არ იცის, რომ ღმერთმა იგი სრულიად გადაარჩინა თავისი სიყვარულის სახარებით. მხოლოდ მათ, ვინც იციან რომ ცოდვის მასას წარმოადგენენ, შეუძლიათ ხსნის მიღება.
სინამდვილეში, ყველა ასეა. ყველა განუწყვეტლივ ღვრის ცოდვას ყველგან, სადაც კი დადის. ცოდვა უბრალოდ ნაპირიდან გადმოდის, რადგან ყველა ადამიანი ცოდვის მასაა. ამგვარი ბედისგან გადარჩენის ერთადერთი გზა არის ღვთის ძალა. საოცარი არაა? მათ, ვინც მწუხარების, ბედნიერების თუ კომფორტის მომენტში მუდამ ირგვლივ ცოდვას ღვრის, გადარჩენა შეუძლიათ მხოლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით. იესო ჩვენს გადასარჩენად მოვიდა.
მან სრულად ამოშალა თქვენი ყველა ცოდვა. აღიარე, რომ ცოდვის მასა ხარ და გადარჩი.