(ლუკა 10: 25-30)
“აჰა, ერთი რჯულის მასწავლებელი წამოდგა და გამოსაცდელად თქვა: „რა უნდა გავაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ უთხრა მას: „რჯულში როგორ წერია? შენ როგორ კითხულობ?“ მიუგო და უთხრა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.“ უთხრა მას: „სწორად მიპასუხე. ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ.“ მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და უთხრა იესოს: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“ მიუგო იესომ და უთხრა: „ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიქოში და თავს დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს, ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს და წავიდნენ.”
რა არის ადამიანის უდიდესი პრობლემა?
ისინი უამრავი მცდარი ილუზიებით ცხოვრობენ
ლუკა 10:28, „ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ“.
ხალხი ცხოვრობს მრავალი მცდარი ილუზიის ქვეშ. როგორც ჩანს, ამ მხრივ ისინი განსაკუთრებით დაუცველები არიან. თუნდაც ჭწკვიანად გამოიყურებოდნენ, მაინც იოლად ტყუვდებიან და არ უწყიან თავიანთი ბოროტი მხარეების შესახებ. ჩვენ ვიბადებით ისე რომ საკუთარ თავს არ ვიცნობთ, მაგრამ მაინც ისე ვიქცევით, თითქოს ვიცით იგი. ვინაიდან ხალხი საკუთარ თავს არ იცნობს, ბიბლია გამუდმებით გვეუბნება რომ ცოდვილები ვართ.
ადამიანები საუბრობენ საკუთარი ცოდვების არსებობაზე. როგორც ჩანს, ისინი ვერ ახერხებენ სიკეთის კეთებას, თუმცა მიდრეკილნი არიან საკუთარი თავი კეთილად დაახასიათონ. ისინი თავიანთი კარგი საქმეებით ამაყობენ და თავს იწონებენ, თუმცა პირით აღიარებენ, რომ ცოდვილები არიან.
მათ არ იციან, რომ მათ შიგნით არც სიკეთეა და არც სიკეთის კეთების უნარი, ამიტომ ცდილობენ სხვების და ზოგჯერ საკუთარი თავის მოტყუებასაც კი. ”კარგი ეხლა, არ შეიძლება სრულიად ბოროტები ვიყოთ. ჩვენში რაღაც კარგიც უნდა იყოს. ”
შესაბამისად, ისინი სხვებს უყურებენ და საკუთარ თავს ეუბნებიან: ”ღმერთო, ნეტავ ასე არ მოქცეულიყო. მისთვის უკეთესი იქნებოდა. სხვანაირად რომ ეთქვა მისითვის ბევრად უკეთესი იქებოდა. მგონი სჯობს რომ მან სახარება შემდეგნაირად იქადაგოს. მან ჩემზე ადრე მიიღო გადარჩენა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ისე უნდა მოიქცეს როგორც გამოსყიდულს შეეფერება. მე მხოლოდ ცოტა ხნის წინ მივიღე გადარჩენა, მაგრამ თუ მეტს ვისწავლი, მასზე ბევრად უკეთესი ვიქნები“.
როცა ვინმე აწყენინებს, ისინი გულში დანებს ლესავენ. ”მხოლოდ დამაცადე. ნახავ, რომ შენნაირი არ ვარ. შეიძლება გგონია რომ ამჟამად ჩემზე წინ ხარ, მაგრამ მხოლოდ დამაცადე. ბიბლიაში დაწერილია რომ ვინც უკანასკნელია, პირველი იქნებაო. ვიცი რომ ეს ჩემზე ვრცელდება. მოიცადე და გიჩვენებ. ” ხალხი ამგვარად იტყუებს თავს .
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ისევე მოიქცეოდა იმ ადამიანის ადგილზე რომ ყოფილიყო, ის მაინც განსჯის მას. როდესაც იგი კათედრასთან დგება, უეცრად უმწეოდ ენა ებმევა და ბორძიკობს, რადგან თავის ჩაცმულობაზე იწყებს ნერვიულობას. კითხვაზე, აქვთ თუ არა ადამიანებს სიკეთის კეთების უნარი, უმეტესობა თავისი პირით აგიარებს, რომ არა. მაგრამ თავიანთ გულში მათ მაინც ამაოდ სწამთ რომ თვითონ ამის შესაძლებლობა გააჩნიათ. ასე რომ, ისინი ძალისხმევას იჩენენ რომ სიცოცხლის ბოლომდე სათნოები იყვნენ.
მათ ჰგონიათ, რომ გულში აქვთ "სიკეთე" და სიკეთის კეთების უნარი. მათ ასევე სჯერათ, რომ თავად საკმაოდ კეთილნი არიან. მიუხედავად იმისა თუ რამდენ ხანს იყვნენ ისინი რელიგიურნი, და განსაკუთრებით ისინი, ვინც უფრო მეტად დაწინაურდა ღვთის მსახურებაში, ისინი ფიქრობენ: ”მე შემიძლია ამის გაკეთება და ეს უფლისთვის იქნება”.
მაგრამ თუ უფალს ჩვენი ცხოვრებიდან ამოვიღებთ, ნამდვილად შეგვეძლება სიკეთის კეთება? არის კაცობრიობაში რაიმე კეთილი? ნამდვილად შეგვიძლია ვიცხოვროთ კეთილი საქმეების კეთებით? ადამიანებს არ გააჩნიათ სიკეთის კეთების უნარი. როდესაც ისინი ცდილობენ რამის პირადი ძალისხმევით გაკეთებას, ისინი მხოლოდ ცოდვას სჩადიან. ზოგი იესოსადმი რწემინს შემდეგ მას გვერძე სწევს და ცდილობს იყოს კარგი თავისი ძალით. ჩვენში არაფერია გარდა ბოროტებისა, ამიტომ მხოლოდ ბოროტების კეთება შეგვიძლია. ჩვენით (თუნდაც მათ, ვინც ხსნა მიიღო), ჩვენ მხოლოდ ცოდვა შეგვიძლია. ეს ჩვენი ხორცის რეალობაა.
რას ვაკეთებთ გამუდმებით, სიკეთეს თუ ბოროტებას?
ბოროტებას
ჩვენს გალობათა წიგნში, "ადიდეთ იესოს სახელი", არის სიმღერა, რომელიც ასე ჟღერს: "♪..იესოს გარეშე ჩვენ მხოლოდ ვბორძიკობთ და ძირს ვეცემით. ჩვენ ისევე უსარგებლო ვართ როგორც გემი რომელიც ზღვას აფრების გარეშე ჰკვეთავს..♪”. იესოს გარეშე მხოლოდ ცოდვა შეგვიძლია, რადგან ბოროტი არსებები ვართ. ჩვენ მხოლოდ გადარჩენის შემდეგ შეგვიძლია მართალი საქმეების კეთება.
პავლე მოციქულმა თქვა, ”რადგან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს” (რომაელთა 7:19). თუ ადამიანი იესოსთან არის, ამას მნიშვნელობა აღარა აქვს, მაგრამ როდესაც მასთან საერთო არაფერი აქვს, ის ცდილობს კარგი საქმეები აკეთოს ღვთის წინაშე. ამასთან, რაც უფრო მეტს ცდილობს ადამიანი, მით უფრო მეტად აკეთებს ის ბოროტებას.
თვით მეფე დავითსაც კი იგივე თანდაყოლილი ბუნება ჰქონდა. როდესაც მისი ქვეყანა მშვიდობიანი და წარმატებული იყო, ის ერთ საღამოს სახურავზე გასეირნების მიზნით ავიდა. იქ მან მაცდუნებელი სურათი დაინახა და გრძნობითი სიამოვნების ანკესზე წამოეგო. როგორი იყო ის, როდესაც მან უფალი დაივიწყა? მართლაც ბოროტი. მან ბათშებასთან მრუშობა ჩაიდინა და მოკლა ურია, მისი მეუღლე, მაგრამ საკუთარ თავში ბოროტება ვერ დაინახა. ამის მაგივრად მან ამ საქციელის შემდეგ თავის მართლება დაიწყო.
ერთ დღეს მას ნათან წინასწარმეტყველი ეახლა და უთხრა: „ორი კაცი ცხოვრობდა ერთ ქალაქში, ერთი – მდიდარი და მეორე – ღარიბი. მდიდარს უამრავი ცხვარი და ძროხა ჰყავდა; ღარიბს ერთი ბატკნის მეტი არაფერი გააჩნდა,....მაგრამ როცა ერთხელ მდიდარ კაცს ერთი ვინმე მგზავრი ეწვია, მან ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან დასაკლავად და მის გასამასპინძლებლად, წამოიყვანა ღარიბი კაცის ბატკანი და მოუმზადა სტუმარს”(2 მეფეთა 12: 1-4)
დავითმა თქვა: "უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი კაცი!" ის ძლიერ განრისხდა, ამიტომ თქვა: ”მას ხომ იმდენი საკუთარი საქონელი ჰქონდა; ნამდვილად შეეძლო მათი მოხმარება. ამის ნაცვლად, მან ღარიბი კაცის ერთადერთი ბატკანი აიღო, სტუმრისთვის საჭმელი რომ მოემზადა. ასეთი უნდა მოკვდეს! ” შემდეგ, ნათანმა უთხრა: „შენ ხარ ის კაცი“. თუ ჩვენ არ მივყვებით იესოს და გამუდმებით მასთან არ ვართ, ზეციდან შობილსაც კი შეუძლია ამგვარი ბოროტი საქმის ჩადენა.
ეს ეხება ყველა ადამიანს, მორწმუნეების ჩათვლით. ჩვენ გამუდმებით ვბორძიკობთ და ბოროტებას ვაკეთებთ იესოს გარეშე. ამიტომ დღეს ისევ მადლობელნი ვართ რომ იესომ გადაგვარჩინა, მიუხედავად ჩვენი ბოროტებისა. "♪..მსურს დასვენება მოვიპოვო ჯვრის ჩრდილის ქვეშ...♪" ჩვენი გულები ქრისტეს გამოსყიდვის ჩრდილში ისვენებენ, მაგრამ თუ ჩრდილს დავტოვებთ და საკუთარ თავს შევხედავთ, ვერასოდეს ვნახავთ მოსვენებას.
ღმერთმა რჯულზე ადრე მოგვცა რწმენით გამართლება
რომელს უნდა მივყვეთ უფრო ადრე - რწმენას თუ რჯულს?
რწმენას
პავლე მოციქულმა თქვა რომ ღმერთმა თავიდანვე მოგვცა რწმენით სიმართლე. მან ეს მისცა ადამს და ევას, კაენსა და აბელს, სეთსა და ენოქს, ნოეს, აბრაამს, ისააკს და ბოლოს იაკობს და მის თორმეტ ვაჟს. რჯულის გარეშეც კი ისინი ღვთის წინაშე მართლები გახდნენ მისი სიტყვის რწმენიდან გამომდინარე სიმართლით. მათ მისი სიტყვის რწმენით კურთხევა და მშვიდობა მიიღეს.
დრო გავიდა და იაკობის შთამომავლები იოსების გამო 400 წელი მონებად ცხოვრობდნენ ეგვიპტეში. შემდეგ ღმერთმა ისინი მოსეს მეშვეობით ქანაანის მიწაზე გაატარა. მაგრამ მონობის 400 წლის განმავლობაში მათ დაივიწყეს რწმენის სიმართლე.
ასე რომ, ღმერთმა მათ თავისი სასწაულის წყალობით მეწამული ზღვა გადააკვეთინა და უდაბნოში მიიყვანა. როდესაც სინას უდაბნოს მიაღწიეს ღმერთმა მათ სინას მთაზე რჯული უბოძა. მან მისცა მათ კანონი, რომელიც ათ მცნებასა და 613 დეტალურ მუხლს შეიცავდა. ღმერთმა გამოაცხადა: ”მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისააკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. ამოვიდეს მოსე სინას მთაზე და მე მოგცემთ რჯულს“. შემდეგ მან ისრაელს რჯული უბოძა.
ღმერთმა მისცა მათ რჯული, რათა "ცოდვა სცოდნოდათ" (რომ. 3:20). ეს მოხდა იმისთვის რომ სცოდნოდათ თუ რა იყო ან არ იყო უფლისთვის მოსაწონი და ეს ასევე იყო მისი სიმართლისა და სიწმინდის გამოვლინება.
ყველა ისრაელიანმა, ვინც 400 წლის განმავლობაში ეგვიპტეს მონობაში იმყოფებოდა, გადაკვეთა მეწამული ზღვა. მათ არასდროს შეხვედრიათ აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთი. ისინი მას არ იცნობდნენ.
სანამ 400 წლის განმავლობაში მონებად ცხოვრობდნენ, მათ დაივიწყეს ღვთის სიმართლე. იმ დროს მათ არ ჰყავდათ ლიდერი. ადრე მათი ლიდერები იაკობი და იოსები იყვნენ, მაგრამ ისინი დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ. როგორც ჩანს, იოსებმა ვერ შეძლო თავისი ვაჟების, მენაშესა და ეფრემისთვის რწმენის გადმოცემა.
ამიტომ მათ ხელახლა სჭირდებოდათ თავიანთი ღმერთის პოვნა და მასთან შეხვედრა, რადგან დავიწყებული ჰქონდათ მისი სიმართლე. უნდა გვახსოვდეს რომ ღმერთმა მათ ჯერ რწმენის სიმართლე მისცა, შემდეგ კი რჯული, მას შემდეგ, რაც მათ რწმენა დავიწყეს. მან მათ მისცა რჯული, რომ ისინი მასთან დაბრუნებულიყვნენ.
ისრაელი რომ გადარჩენილიყო და ღმერთის ხალხი გამხდარიყო, ღმერთმა მათ წინადაცვეთის კანონი მისცა.
მათთვის მოწოდების მიზეზი იყო ის რომ გაეგოთ, რჯულის დაფუძნების მეშვეობით, რომ ღმერთი არსებობს, და მეორეც, რომ სცოდნოდათ რომ ისინი მის წინაშე ცოდვილნი არიან. ღმერთს სურდა, რომ ისინი მის წინაშე მისულიყვნენ და გამხდარიყვნენ მისი ხალხი იმ მსხვერპლშეწირვის სისტემის გამოყენებით რომელიც მან უბოძა. ამრიგად მან ისინი თავის ხალხად აქცია.
ისრაელის ხალხი გამოსყიდულ იქნა რჯულის მსხვერპლშეწირვის სისტემის მეშვეობით და მესიისადმი რწმენით რომელიც მომავალში უნდა მოსულიყო. მაგრამ მსხვერპლშეწირვის სისტემაც დროთა განმავლობაში ქრებოდა. მოდით ვნახოთ თუ როდის მოხდა ეს.
ლუკას 10:25 -ში ნახსენებია გარკვეული რჯულისმცოდნე, რომელმაც იესო გამოსცადა. ეს რჯულისმცოდნე ფარისეველი იყო. ფარისევლები იყვნენ უკიდურესი კონსერვატორები, რომლებიც ღვთის სიტყვის ზედმიწევნით შესრულებას ცდილობდნენ. მათი მიზანი იყო ჯერ ქვეყნის დაცვა და შემდეგ ღმერთის რჯულით ცხოვრება. ასევე იყვნენ ზელოტებიც, რომლებიც ძალზე ფიცხები იყვნენ და ხშირად ძალადობას მიმართავდნენ თავიანთი ხედვის, რომისგან ისრაელის დამოუკიდებლობის მისაღწევად.
ვისი შეხვედრა სურდა იესოს?
მწყემსის გარეშე დარჩენილი ცოდვილების
მათნაირი რელიგიური მოღვაწეები დღესაც არსებობენ. ისინი თავში უდგანან სოციალურ მოძრაობებს ისეთი ლოზუნგებით, როგორიცაა „გადაარჩინე მსოფლიოს ჩაგრულნი“. მათ ჰგონიათ, რომ იესო ღარიბი და დაჩაგრულის გადასარჩენად მოვიდა. ასე რომ, სემინარიებში თეოლოგიის შესწავლის შემდეგ, ისინი პოლიტიკაში ღებულობენ მონაწილეობას და ცდილობენ საზოგადოების ყველა სფეროში "ჩაგრულთა გათავისუფლებას".
ისინი დაჟინებით მოითხოვენ: ”მოდით ყველამ წმინდა და მოწყალე კანონით ვიცხოვროთ...დავიცვათ მისი რჯული, მისი სიტყვის შესაბამისად.” ისინი ვერ ხვდებიან რჯულის რეალურ მნიშვნელობას. ისინი რჯულის ასოთი ცხოვრებას ცდილობენ და ამავე დროს არ აღიარებენ რჯულის ღვთიური მნიშვნელობის გამოცხადებას.
ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ რომ ქრისტეშობამდე დაახლოებით 400 წლის განმავლობაში ისრაელში არ არსებობდნენ არც წინასწარმეტყველები და არც ღვთის მსახურნი. ამის გამო ისინი მწყემსის გარეშე დარჩენილ ცხვრის ფარად იქცნენ.
მათ არც რჯული ჰქონდათ და არც ჭეშმარიტი ლიდერი. ღმერთმა არ გამოავლინა თავი იმდროინდელი ფარისევლური რელიგიური ლიდერების მეშვეობით. ქვეყანა რომის იმპერიის კოლონია გახდა. ასე რომ, იესომ უთხრა ისრაელის ხალხს, რომელიც მას უდაბნოში მიჰყვებოდა, რომ იგი მათ მშიერებს არ გაუშვებდა. მან მწყემსის გარეშე დარჩენილი სამწყსო შეიბრალა, რადგან იმ დროს ბევრი იტანჯებოდა.
ამ თანამდებობებზე მწიგნობრები და სხვები, ძირითადად, იყვნენ პრივილეგიების მქონე ხალხი; ფარისევლები იყვნენ იუდაიზმის ორტოდოქსული განშტოება. ისინი ამით ძალიან ამაყობდნენ.
ამ მწიგნობარმა ლუკას 10:25 -ში იესოს კითხვა დაუსვა: „რა ვქნა, მარადიული სიცოცხლე რომ დავიმკვიდრო?“ შეილება თვლიდა რომ ისრაელიში მასზე უკეთესი არავინ იყო. ამ რჯულისმცოდნემ (ვისაც გამოსყიდვა არ მიუღია) გამოიწვია იესო და ჰკითხა: ”რა უნდა ვქნა, მარადიული სიცოცხლე რომ დავიმკვიდრო?”
ის მწიგნობარი მხოლოდ ჩვენი თავის ანარეკლია. მან ჰკითხა იესოს: „რა ვქნა, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ იესომ უპასუხა: „რა წერია რჯულში? როგორ კითხულობ? ”
იმან მიუგო: „გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალით და მთელი შენი გონებით“ და „შეიყვარე მოყვასი შენი როგორც თავი თვისი“.
იესომ უთხრა მას: „შენ სწორად მიპასუხე; გააკეთე ესე და იცოცხლებ “.
მან გამოიწვია იესო, მაშინ როცა არ გაეგებოდა, რომ თვითონ იყო ბოროტი, ცოდვის ლოდი, რომელსაც არასოდეს გააჩნდა სიკეთის კეთების უნარი. იესომ ჰკითხა: „რა წერია რჯულში? როგორ კითხულობ მას? ”
როგორ კითხულობთ რჯულს?
ჩვენ ცოდვილები ვართ, რომლებსაც არასოდეს შეუძლია რჯულის დაცვა
"როგორ კითხულობთ მას?" ამ ნაწყვეტში იესო გვეკითხება, თუ როგორ გვესმის ჩვენ ყველას, თქვენ და მე, რჯული.
ისევე როგორც დღეს ბევრ ადამიანს, ამ მწიგნობარსაც ეგონა, რომ ღმერთმა მათ რჯული მის დასაცავად მისცა. ამიტომ უპასუხა: „გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალით, მთელი შენი გონებით და შენი მოყვასი, როგორც თავი შენი“.
რჯული უშეცდომო იყო. მან მოგვცა სრულყოფილი კანონი. მან გვითხრა, რომ გვიყვარდეს უფალი მთელი გულითა და სულით, მთელი ჩვენი ძალით და გონებით და გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი. ჩვენთვის სწორი და მართებულია გვიყვარდეს ღმერთი მთელი გულით და ძალით, მაგრამ ეს არის წმინდა მცნება, რომლის შესრულება შეუძლებელია.
"როგორ კითხულობთ მას?" ნიშნავს, რომ რჯული არის მართალი და სწორი, მაგრამ როგორ გესმით ეს? რჯულისმცოდნე ფიქრობდა რომ ღმერთმა ის მისი დასაცავად დაუწესა. მაგრამ ღმერთის რჯული იმისთვის მოგვეცა რომ ჩვენი უკმარისობები დაგვენახა, ჩვენი ბოროტებანი სრულიად გამოევლინა. „თქვენ შესცოდეთ. თქვენ მოკალით, მაშინ როცა გითხარით, არ მოკლა. რატომ არ დამემორჩილეთ? ”
რჯული ამხელს ცოდვებს ადამიანთა გულებში. დავუშვათ, რომ აქ მომავალ გზაზე მინდორში მწიფე ნესვი დავინახე. ღმერთმა რჯულის მეშვეობით გამაფრთხილა: ”ნუ აიღებ ნესვებს საჭმელად. ეს საძრახისი იქნება ჩემი სახელისთვის, თუკი ამას იზამ" - "დიახ, მამაო". ”მინდორი ეკუთვნის სხვა პიროვნებას, მისი მინდვრიდან არასოდეს უნდა აიღო არაფერი.” - "დიახ, მამაო".
იმ მომენტში, როცა გვესმის რომ არასდროს უნდა ავიღოთ, ვგრძნობთ ამის საწინააღმდეგოს გაკეთების სურვილს. ზამბარას ძირს თუ დავაგდებთ, ის უკან აისხლიტება. ადამიანთა ცოდვებიც სწორედ ასეა.
ღმერთმა გვითხრა, რომ არასდროს უნდა მოვიმოქმედოთ ბოროტი საქმე. ღმერთს შეუძლია თქვას რომ ის არის წმინდა, სრულყოფილი და ამის გაკეთების უნარი აქვს. ამის საპირისპიროდ, ჩვენ `არასოდეს` შეგვიძლია არ ვცოდოთ და `არასდროს` შეგვიძლია ვიყოთ სუფთა. ჩვენ გულში "არასოდეს" გვაქვს სიკეთე. რჯული განპირობებულია სიტყვით "არასოდეს". რატომ? იმიტომ, რომ ხალხი გულისთქმებით არის სავსე. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვიმოქმედოთ ჩვენი გულისთქმების შესაბამისად. ჩვენ ვმრუშობთ, რადგან გულში მრუშობა გვაქვს.
ბიბლია ყურადღებით უნდა წავიკითხოთ. პირველ ცდაზე ის სიტყვა-სიტყვით გავაანალიზე. წავიკითხე, რომ იესო ჩემთვის ჯვარზე მოკვდა და ცრემლებს ვერ ვაჩერებდი. მე ისეთი ბოროტი ადამიანი ვიყავი და ის ჩემთვის ჯვარზე მოკვდა...ამან ისე საშინლად მატკინა გული რომ მისი მაშინვე ვიწამე. შემდეგ ვიფიქრე: ”თუ ვირწმუნე, სიტყვის შესაბამისად უნდა ვირწმუნო.”
გამოსვლის მე-20 თავის შესწავლისას წავიკითხე: ”ნუ გეყოლება სხვა ღმერთები ჩემი სახის წინაშე”. ამ მცნების შესაბამისად მონანიებით ვილოცე. ჩემს მეხსიერებაში ვიჩხრიკებოდი რათა გამეხსენებინა მყავდა თუ არა ოდესმე სხვა ღმერთები მის წინაშე, ან თუ ამაოდ ვიხსენიებდი მის სახელს, ან თუ ოდესმე სხვა ღმერთებს ვეცი თაყვანი. მივხვდი, რომ სხვა რიგით ღმერთებს ვცემდი თაყვანს წინაპრებისადმი მიძღვნილ რიტუალების დროს. ასე უცხო ღმერთების ყოლის ცოდვა ჩავიდინე.
მონანიებით ვლოცულობდი: „უფალო, მე კერპებს ვეცი თაყვანი. ვიცი რომ ამისთვის უნდა გავსამართლდე. გთხოვთ, მომეტევე ჩემი ცოდვები. ამას აღარასოდეს გავაკეთებ ” ამის შემდეგ, როგორც სჩანდა, ერთი ცოდვა მოვიცილე.
შემდეგ ვეცადე გამეხსენებინა, ოდეს ვიხსენიებდი თუ არა ამაოდ მის სახელს. გამახსენდა, რომ როდესაც ღმერთი პირველად ვიწამე, ვეწეოდი. ჩემმა მეგობრებმა მითხრეს: ”მოწევით ხომ ღმერთს არცხვენ! როგორ შეუძლია ქრისტიანს მოწევა? ”
ეს იგივე იყო რაც მისი სახელის ამაოდ მოხსენიება, ხომ ასეა? ამიტომ კვლავ ვილოცე: „უფალო, შენი სახელი ამაოდ მოვიხსენიე. გევედრები მაპატიე. მოწევას შევწყვიტავ.” ასე რომ ვცადე სიგარეტისთვის თავის დანებება, მაგრამ მაინც აქაიქ ერთი წლის განმავლობაში ვაგრძელებდი სიგარეტისთვის მოკიდებას. მართლა ძნელი იყო, თითქმის შეუძლებელი, მოწევაზე სრული უარის თქმა. ბოლოს და ბოლოს, მოვახერხე მთლიანად დამენებებინა თავი მოწევისთვის. ვიგრძენი, რომ კიდევ ერთი ცოდვა გადავლახე.
შემდეგი იყო "გახსოვდეთ შაბათის დღე, რათა წმინდად შეინახოთ იგი". ეს იმას ნიშნავდა, რომ იმ დღეს სხვა საქმეები არ უნდა გამეკეთებინა, მემუშავა ან ფული მეშოვა.... ასე რომ, ესეც გავაჩერე.
შემდეგ იყო „პატივი ეცი შენს მშობლებს“. შორს ყოფნის დროს ვახერხებდი მათთვის პატივის ცემას, მაგრამ მათთან სიახლოვისას ეს გულისტკივილის მიზეზი იყო. ”ოჰ ღმერთო, ისევ შევცოდე ღმერთის წინაშე. გთხოვ, მაპატიე, უფალო!“. მონანიებით ვლოცულობდი.
მაგრამ ჩემს მშობლებისთვის პატივის ცემა აღარ შემეძლო, რადგან ორივე იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო. რა უნდა მექნა? „უფალო, გთხოვ, მიუტევე ამ უღირს ცოდვილს. შენ ხომ ჩემთვის ჯვარზე მოკვდი ”. რა მადლობელი ვიყავი!
ასეთი გზით, მეგონა რომ ჩემს ცოდვებს სათითაოდ გავუმკლავდებოდი. იყო ასევე სხვა მცნებები, როგორიცაა არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოისურვო....იმ დღემდე როცა მივხვდი, რომ ერთი მცნებაც ვერ დავიცავი, ყოველ ღამე მთელი ღამის განმავლობაში ვლოცულობდი. უნდა იცოდეთ რომ მონანიებით ლოცვა სასიხარულო ნამდვილად აარაა. მოდით ვისაუბროთ ამაზე.
როდესაც იესოს ჯვარცმის შესახებ ვფიქრობდი, შემეძლო მისი ტკივილისთვის თანამეგრძნო. ის ხომ ჩვენთვის მოკვდა, ვინც მისი სიტყვის თანახმად ვერ ვიცხოვრეთ. მთელი ღამე ვტიროდი, ვფიქრობდი იმაზე თუ რაოდენ ვუყვარდი მას და მადლობას ვუხდიდი ასეთი სიხარულის მონიჭებისთვის.
ეკლესიაში დასწრების ჩემი პირველი წელი ძირითადად საკმაოდ იოლი იყო, მაგრამ მომდევნო ორი წლის განმავლობაში უფრო და უფრო გამიჭირდა მონანიებით ტირილი, რადგან ბევრად უფრო მაგრად უნდა მეფიქრა ცრემლები რომ დამეღვარა, რადგან ამას უკვე ასე ხშირად ვაკეთებდი.
როცა ცრემლები მაინც არ მომდიოდა, ხშირად მთაში ავდიოდი სალოცავად და 3 დღე ვმარხულობდი. შემდეგ, ცრემლები ისევ დამიბრუნდა. ცრემლებით გაჟღენთილი ვიყავი, დავუბრუნდი საზოგადოებას და ვტიროდი ეკლესიაში.
ჩემს გარშემო მყოფი ხალხი მეუბნებოდა: ”შენ იმდენად უფრო წმინდა გახდი ამ მთებში ლოცვით”. მაგრამ ცრემლები გარდაუვლად ისევ გამიშრა. მესამე წელი მართლაც გამიჭირდა. ვცდილობდი მეფიქრა იმ უსამართლობაზე რომელიც ჩემი მეგობრების და მოძმე ქრისტიანების მიმართ დავუშვი და ისევ ვტიროდი. ასეთი ცხოვრების 4 წლის შემდეგ, ცრემლები კვლავ გამიშრა. თვალებში ცრემლსადენი ჯირკვლები მქონდა, მაგრამ ისინი აღარ მუშაობდნენ.
5 წლის შემდეგ, ტირილი აღარ შემეძლო, რაოდენ ძლიერადაც არ უნდა მეცადა. კიდევ ორიოდე წლის შემდეგ, უკვე მეზიზღებოდა ჩემი თავი, ამიტომ ღმერთმა მაიძულა ისევ ბიბლიისკენ მივმართულიყავი.
რჯულით შეიცნობა ცოდვა
რა უნდა გავაცნობიეროთ რჯულის შესახებ?
ის რომ რჯულს ვერასოდეს დავიცავთ
რომაელთა 3:20 -ში ვკითხულობთ: ”რჯულის მეშვეობით შეიცნობა ცოდვა”. ადრე მე ეს მუხლი მხოლოდ პავლე მოციქულის პირად აზრად მიმაჩნდა და მხოლოდ იმ სიტყვების დაჯერებას ვცდილობდი რომლებიც მერჩივნოდა. მაგრამ ცრემლების ამოშრობის შემდეგ, ჩემი რელიგიური ცხოვრების გაგრძელება აღარ შემეძლო.
ისევ და ისევ ვცოდავდი და ვხვდებოდი, რომ გულში ცოდვა მქონდა და რჯულით ცხოვრება იყო შეუძლებელი. ამის ატანა უაღრესად მძიმე იყო, მაგრამ რჯულის უგულებელყოფაც არ შემეძლო, რადგან მჯეროდა, რომ ის მის დასაცავად მოგვეცა. ბოლოს, მე ბიბლიაში ნახსენები რჯულისმცოდნეს მსგავსი გავხდი. მე ძლიერ გამიჭირდა რწმენით ცხოვრება.
იმდენი ცოდვა მქონდა რომ რჯულის წაკითხვისას ამ ცოდვების გაცნობიერება დავიწყე, ყოველთვის როცა გულში ათ მცნებას ვარღვევდი. გულში შეცოდებაც ცოდვაა და მე უნებურად რჯულის მიმყოლი გავხდი.
რჯულს რომ ვიცავდი, მიხაროდა. მაგრამ როცა ვერ ვიცავდი, ვხდებოდი უბადრუკი, გულმოსული და მწუხარე. საბოლოოდ, სასოწარკვეთილობას მივეცი ამ ყველაფრის გამო. რამდენად უფრო მშვიდი ვიქნებოდი, ჩემთვის თავიდანვე რომ ესწავლებინად რჯულის ნამდვილი მნიშვნელობა: „არა, არა. რჯულს სხვა მნიშვნელობაც აქვს. ის გიჩვენებს, რომ ცოდვის ლოდი ხარ; გაქვს ფულის, საწინააღმდეგო სქესის და მიმზიდველი სურათების მიმართ სიყვარული. არის ბევრი რამ რაც ღმერთზე უფრო მეტად გიყვარს. შენ წუთისოფლის საგნების მიყოლა გწადია. რჯული მოგეცა არა მის დასაცავად, არამედ იმისთვის რომ გაათვიცნობიერო შენი თავი როგორს გულში ბოროტებით სავსე ცოდვილი“.
ვინმეს მაშინ რომ ესწავლებინა ჩემთვის ეს ჭეშმარიტება, 10 წლის განმავლობაში ტანჯვა აღარ მომიწევდა. ამრიგად, 10 წელი ვცხოვრობდი რჯულის ქვეშ, სანამ ამ საკითხის გაგებას მივაღწევდი.
მეოთხე მცნებაა: „გახსოვდეს შაბათის დღე, რომ წმინდაჰყო იგი“. ეს ნიშნავს, რომ შაბათს არ უნდა ვიმუშაოთ. ისინი ასწავლიან, რომ მხოლოდ ფეხით უნდა ვიაროთ და არა მანქანით, თუ იმ დღეს შორ მანძილზე ვმოგზაურობთ. ვთვლიდი რომ უფრო მიზანშეწონილი და საპატიო იყო იმ ადგილას ფეხით მისვლა სადაც უნდა მექადაგა. ბოლოს და ბოლოს მე ხომ რჯულის ქადაგებას ვაპირებდი. ამრიგად, ვგრძნობდი რომ უნდა დამეცვა ის, რასაც ვქადაგებდი. ეს იმდენად რთული იყო, რომ ყველაფერ ამაზე უკვე უარის თქმას ვაპირებდი.
როგორც დაწერილია, ”როგორ კითხულობ მას?” მე არ მესმოდა ამ კითხვის მნიშვნელობა და 10 წელი ვიტანჯებოდი. იმ მწიგნობარმაც არასწორად გაიგო ეს შეკითხვა. მას ეგონა, რომ თუ რჯულს დაიცავდა და ფრთხილად მოიქცეოდა, ღვთის წინაშე კურთხეული იქნებოდა.
მაგრამ იესომ ჰკითხა: „როგორ კითხულობ მას?“ იმ კაცმა თავისი ლეგალისტური რწმენის შესაბამისად უპასუხა. შემდეგ იესომ უთხრა: „შენ სწორად მიპასუხე; ისე ღებულობ ამას როგორც დაწერილია. მაშ სცადე და დაიცავი იგი. თუ დაიცავ, იცოცხლებ და თუ არა, მოკვდები. ცოდვის საფასური სიკვდილია. შენ მოკვდები, მას თუ ვერ დაიცავ." (სიცოცხლის საპირისპირო სიკვდილია, ხომ ასეა?)
მაგრამ მწიგნობარმა მაინც ვერ გაიგო. ჩვენ ყველანი, თქვენც და მეც, ამ მციგნობრის მსგავნი ვართ. 10 წელი ვსწავლობდი თეოლოგიას. ყველაფერი ვცადე, ყველაფერი წავიკითხე და ყველაფერი გავაკეთე: მარხვა, ილუზიების დევნა, ენებზე ლაპარაკი ... და ა.შ. 10 წლის განმავლობაში ვკითხულობდი ბიბლიას და რაღაცის მიღწევას ვიმედოვნებდი. მაგრამ სულიერად მაინც ბრმა ვიყავი.
ამიტომ ცოდვილი უნდა შეხვდეს ვინმეს, ვისაც მისთვის თვალების ახელა შეუძლია, და ეს "ვინმე" ჩვენი უფალი იესოა. მაშინ, ადამიანს შეუძლა გააცნობიეროს, რომ „აჰა! ჩვენ არასდროს შეგვიძლია რჯულის დაცვა. რამდენადაც არ უნდა ვეცადოთ მისი დაცვა, მხოლოდ მოვკვდებით ამის უიმედო მცდელობაში. მაგრამ იესო მოვიდა წყლითა და სულით ჩვენს გადასარჩენად. ალილუია!” წყალს და სულს შეუძლია ჩვენი გამოსყიდვა. ეს არის მადლი, ღვთის საჩუქარი. ამიტომ, ჩვენ ვადიდებთ უფალს.
მე გამიმართლა, რომ ლეგალიზმის უიმედო გზა შევწვიტე, მაგრამ ზოგი თეოლოგიის სწავლაში მთელ ცხოვრებას ამაოდ ატარებს და თვით სიკვდილის დღემდე ვერ პოულობს ჭეშმარიტებას. ზოგს ათწლეულების განმავლობაში ან თაობიდან თაობამდე სჯერათ, მაგრამ ხელახლა შობა არასოდეს გამოუცდიათ.
ჩვენ საკუთარ ცოდვილიანობას ვწყვიტავთ, როდესაც ვხვდებით, რომ ვერასოდეს დავიცავთ რჯულს, შემდეგ ვდგებით იესოს წინაშე და ვუსმენთ წყლისა და სულის სახარებას. როდესაც იესოს ვხვდებით, ყველანაირ განსჯასა და წყევლისგან ხსნას ვღებულობთ. ჩვენ ყველაზე უარესი ცოდვილები ვართ, მაგრამ მართლები გავხდით, რადგან მან წყლისა და სისხლის საშუალებით გადაგვარჩინა.
იესომ გვითხრა, რომ ვერასდროს ვიცხოვრებთ მისი ნების შესაბამისად. მან ეს იმ მწიგნობარსაც უთხრა, მაგრამ იმას არ ესმოდა. ასე რომ, იესომ მას იგავი მოუყვა რომელიც ამის გაგებაში დაეხმარებოდა.
რა არის ადამიანის რწმენაში დაცემის მიზეზი?
ცოდვა
“ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიქოში და თავს დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს, ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს და წავიდნენ.” (ლუკა 10:30). იესომ რჯულის მცოდნეს ეს იგავი მოუყვა იმ ფაქტისთვის თვალის ასახელად რომ იგი იმ ყაჩაღებით მსგავსად ნაცემ და თითქმის მოკლულ კაცივით მთელი ცხოვრება იტანჯებოდა.
კაცი იერუსალიმიდან იერიქოში ჩავიდა. იერიქო წარმოადგენს საერო სამყაროს, ხოლო იერუსალიმი წარმოადგენს რელიგიის, რწმენის ქალაქს, რომელიც დასახლებულია რჯულით მოამაყე ადამიანებით. ეს ამბავი გვასწავლის რომ თუ მხოლოდ რელიგიურად ვირწმუნებთ ქრისტეს, დავიღუპებით.
„ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიქოში და თავს დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს, ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს და წავიდნენ“. იერუსალიმი დიდი ქალაქი იყო, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობდა. იქ იყო მღვდელმთავარი, სხვა უამრავი მღვდლები, ლევიტები და მრავალი ცნობილი რელიგიური ადამიანი. ბევრი იყო, ვინც რჯული კარგად იცოდა. მათ სცადეს რჯულის დაცვა, მაგრამ საბოლოოდ ვერ შეძლეს და იერიქოსკენ გაემართნენ. ისინი განუწყვეტლივ ვარდებოდნენ საერო სამყაროში (იერიქო) და ყაჩაღებთან შეხვედრას თავიდან ვერ იცილებდნენ.
ის კაციც იერუსალიმიდან იერიქოსკენ მიმავალ გზაზე ყაჩაღებს შეეყარა რომლებმაც მას ტანსაცმელი გახადეს. "ტანსაცმლის გახდა" ნიშნავს, რომ მან თავისი სამართლიანობა დაკარგა. ჩვენთვის შეუძლებელია რჯულით ცხოვრება და მისი დაცვა. პავლე მოციქულმა თქვა რომაელთა 7:19—20 – ში: ”რადგან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული."
მეც ვისურვებდი სიკეთის კეთებას და მის სიტყვაში ცხოვრებას. მაგრამ ადამიანის გულში დევს ბოროტი აზრები, მრუშობა, სიძვა, მკვლელობა, ქურდობა, სიხარბე, ბოროტება, სიცრუე, თავნებობა, ბოროტი თვალი, გმობა, სიამაყე და უგუნურება (მარკ. 7: 21-23).
იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ჩვენს გულშია და წამდაუწუმ თავს იჩენს, ჩვენ ვაკეთებთ იმას რაც არ გვსურს და არ ვაკეთებთ იმას, რაც გვსურს. ეს ბოროტება გამუდმებით იჩენს თავს ჩვენს გულებში. ყველაფერი რაც ეშმაკს სჭირდება არის ცოდვისადმი მხოლოდ მცირე ბიძგის მოცემა.
ცოდვები მთელი კაცობრიობის გულში
შეგვიძლია ვიცხოვროთ რჯულით?
არა
მარკოზის 7-ში ნათქვამია: ”არაფერია ადამიანის გარეთ, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისაგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს."
იესო გვეუბნება, რომ კაცის გულში არის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, შურიანობა, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება.
ყველანი გულში მკვლელობას ვატარებთ. არავინ არაა მკვლელი რომ არ იყოს. დედები შვილებს უყვირიან: ”არა. არ გაბედო ამის გაკეთება. ხომ გითხარი, არ გააკეთო ეს, ჯანდაბა შენს თავს. რამდენჯერ გითხარი, არ გააკეთო მეთქი. მოგკლავ, თუკი ამას ისევ გააკეთებ. გეუბნები, აღარ გააკეთო!”. ეს არის მკვლელობა. თქვენი დაუფიქრებელი სიტყვებით თქვენ შესაძლოა თქვენი შვილები თქვენს გონებაში, გულში უკვე მოკალით.
ჩვენმა შვილებმა უნდა იცოცხლონ, რადგან ასე სწრაფად გარბიან ჩვენგან; მაგრამ ჩვენ მათზე მთელი ჩვენი რისხვა რომ დაგვესხა, შესაძლოა ამითი ისინი მოგვეკლა კიდევაც. ზოგჯერ საკუთარი თავი გვაშინებს. "ღმერთი ჩემო! ეს რატომ გავაკეთე? ” ჩვენი ბავშვების ცემის შემდეგ მათ ჩალურჯებებს ვუყურებთ და ვფიქრობთ, რომ გიჟი უნდა ვყოფილიყავით ეს რომ ჩაგვედინა. მაგრამ არ შეგვიძლია ასე არ მოვიქცეთ, რადგან გულში მკვლელობა გვაქვს.
ასე რომ, `მე ვაკეთებ იმას, რაც არ მსურს` ნიშნავს, რომ ჩვენ ბოროტებას ვაკეთებთ რადგან ბოროტები ვართ. სატანისთვის ისე ადვილია ჩვენი ცოდვის ჩასადენად ცდუნება.
დავუშვათ რომ ადამიანი, რომელსაც გამოსყიდვა არ მიუღია, 10 წელიწადი ქოხში კედლის პირისპირ ჯდომმა მედიტაციაში გაატარა, აწ გარდაცვლილი ცნობილი კორეელი ბერის სონგჩოლის მსგავსად. სანამ კედლის პირისპირ ზის, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ვიღაცამ მას ხომ საკვებიც უნდა მოუტანოს და მის შემდეგ ნარჩენები და ჭუჭყი გადაყაროს.
ვინმესთან კონტაქტი უნდა იქონიოს. ეს არ იქნებოდა პრობლემა, ასეთი პიროვნება მამაკაცი რომ ყოფილიყო, მაგრამ დავუშვათ, რომ ეს არის ლამაზი ქალი. მისთვის შემთხვევით თვალი რომ მოეკრა, მანდ ჯდომის გატარებული მთელი დრო უშედეგო აღმოჩნდებოდა. შეიძლება იფიქროს: „მრუშობა არ უნდა ჩავიდინო; ის გულში მაქვს, მაგრამ უნდა გავანადგურო. უნდა გამოვდევნო. არა! გამეცალე გონებიდან! ”
მაგრამ მისი გამბედაობა ორთქლდება იმ ქალის დანახვისთანავე. ქალის წასვლის შემდეგ იგი გულში იხედება. მისი ასკეტური პრაქტიკის ხუთი წელი არაფრად იქცა, უშედეგო და ამაო აღმოჩნდა.
სატანისთვის ძალზე მარტივია ადამიანისთვის მისი სიმართლის წართმევა. სატანას მისთვის მხოლოდ პატარა ბიძგი სჭირდება. როდესაც ადამიანი ცდილობს ცოდვა არ ჩაიდინოს სანამ ის გამოსყიდული არაა, ის კვლავ ცოდვაში ვარდება. ასეთმა ადამიანმა შეიძლება ყოველ კვირა დღეს ერთგულებით იხადოს მეათედი, 40 დღე იმარხულოს, 100 დღის განმავლობაში ცისკრის ლოცვები აღავლინოს... და ა.შ. მაგრამ სატანა მას აცდუნებს და ატყუებს ცხოვრებაში სასურველი და მიმზიდველი რამეებით.
”მინდა მნიშვნელოვანი თანამდებობა შემოგთავაზოთ ჩვენს კამპანიაში, მაგრამ თქვენ ქრისტიანი ხართ და კვირას ვერ იმუშავებთ, ასეა? ეს ისეთი კარგი თანამდებობაა. იქნებ შეძლოთ 3 კვირა დღე იმუშაოთ და თვეში მხოლოდ ერთხელ იაროთ ეკლესიაში. მაშინ ისიამოვნებდით ასეთი მაღალი პრესტიჟით და თვის ბოლოს მიიღებდით დიდ მსხვილ ანაზღაურების ჩეკს. რას იტყვით ამაზე?" ამ სიტუაციაში, ალბათ, 100 ადამიანიდან 100-ივე ნაყიდი იქნებოდა იმ დამქირავებლის მიერ.
ამან თუ ვერ გაჭრა, სატანა კიდევ ერთ ხრიკს იყენებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ადვილად იტაცებიან ქალის ვნებით. სატანა მას ლამაზ ქალს ახვედრებს და ის კისრისტეხით ვარდება სიყვარულის ქსელში და ერთ წამში ივიწყებს ღმერთს. ასე ეცლება ადამიანს მისი სიმართლე.
რჯულის შესაბამისად ცხოვრებას თუ ვეცდებით, ბოლოში მხოლოდ ცოდვის, ტკივილისა და სულიერი გაპარტახების ჭრილობებს დავისობთ და ყოველგვარ სიმართლეს დავკარგავთ. „მიდიოდა იერუსალიმიდან იერიქოში და თავს დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს, ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს და წავიდნენ“.
ეს ნიშნავს რომ თუმცა შეგვიძლია ვცადოთ იერუსალიმში დარჩენა წმინდა ღმერთის ნების შესაბამისად ცხოვრებით, მაინც ისევ და ისევ დაგვისხლტება ფეხი ჩვენი სისუსტეების გამო და საბოლოოდ მაინც დავმარცხდებით.
შეიძლება კვლავ მონანიებით ილოცოთ ღვთის წინაშე. „უფალო, შევცოდე. გთხოვ მაპატიე; აღარასოდეს გავაკეთებ ამას. პირობას გაძლევ რომ ეს მართლაც ბოლო შემთხვევაა. გთხოვ და გევედრები, მხოლოდ ერთხელ მაპატიე. ”
მაგრამ ეს მდგომარეობა დიდხანს არასდროს გრძელდება. ადამიანები ამქვეყნად ცოდვათა გარეშე ვერ ცხოვრობენ. შეიძლება მხოლოდ რამდენჯერმე შეძლონ შეცოდების თავიდან აცილება, მაგრამ ხელახლა შეცოდებას თავს მაინც ვერ აარიდებენ. ასე რომ, ჩვენ არ შეგვიძლია არ ვცოდოთ, ისევ და ისევ. "უფალო, გევედრები, მაპატიე." ეს მდგომარეობა თუ გაგრძელდა, ისინი თანდათან ჩამოშორდებიან ეკლესიას და თავიანთ რელიგიურ ცხოვრებას. ისინი ცოდვების გამო შორდებიან ღმერთს და საბოლოოდ ჯოჯოხეთში ვარდებიან.
იერიქოში გამგზავრება საერო სამყაროში ჩავარდნას ნიშნავს, წუთისოფელთან მიახლოებას და იერუსალიმისგან დაშორებას. გზის დასაწყისში იერუსალიმი ჯერ კიდევ ახლოსაა, მაგრამ ცოდვისა და მონანიების ციკლის განმეორებით, ჩვენს თავს იერიქონის ცენტრში მდგომარეს აღმოვაჩენთ, წუთისოფელში ღრმად ჩაფლულებს.
ვის შეუძლია გადარჩენა ?
მათ ვინც თავს ანებებს საკუთარი სიმართლის დამყარების მცდელობას
ვის შეხვდა კაცი იერიქოსკენ მიმავალ გზაზე? ის ყაჩაღებს შეხვდა. ის ვინც არ უწყის და რჯულით ცხოვრობს, უპატრონო ძაღლის მსგავსი ცხოვრებით ცხოვრობს. ის სვამს, იძინებს სადაც მოუხდება და ირგვლივ შარდავს. მეორე დღეს ეს ძაღლი იღვიძებს და ისევ სვამს. უპატრონო ძაღლმა შეიძლება ზოგჯერ თავისი განავალიც შეჭამოს. ამიტომ ასეთ ადამიანს ძაღლს უწოდებენ. მან იცის რომ არ უნა დალიოს, მაინც აკეთებს ამას და მეორე დილით ინანიებს, ამ პროცესის უსასრულოდ გამეორებით.
ის ჰგავს კაცს, რომელიც ყაჩაღებს შეეყარა იერიქოსკენ მიმავალ გზაზე. ის არის მიტოვებული, დაჭრილი და ცოცხალ-მკვდარი. ეს ნიშნავს, რომ მის გულში მხოლოდ ცოდვაა. აი ამას წარმოადგენს ადამიანი.
ხალხს სწამს იესოსი, და ამავე დროს იერუსალიმის რელიგიური საზოგადოების კანონების თანახმად ცხოვრებას ცდილობენ, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ გულში ცოდვით რჩებიან. ერთადერთი რისი დემონსტრირება შეუძლიათ თავიანთ რელიგიურ ცხოვრებაში არის ცოდვების ჭრილობები. მათ ვისაც გულში ცოდვა აქვთ, საბოლოოდ ჯოჯოხეთში ჩააგდებენ. მათ ეს იციან, მაგრამ არ იციან როგორ უშველონ საქმეს. მეც და თქვენს ხომ ვიყავით მსგავს რელიგიურ ქალაქში? დიახ, ჩვენ ყველანი მანდ ერთიმეორის მსგავსად ვიყავით.
რჯულის მცოდნე, რომელმაც ღმერთის რჯული არასწორად გაიგო, მთელი ცხოვრება იბრძოდა, მაგრამ საბოლოოდ, დაჭრილი, ჯოჯოხეთში აღმოჩნდა. ის ერთი-ერთი ჩვენთაგანია, ჩემს და თქვენის მსგავსი.
მხოლოდ იესოს შეუძლია ჩვენი გადარჩენა. ჩვენს გარშემო იმდენი ჭკვიანი ადამიანია და ისინი გამუდმებით ტრაბახობენ თავისი ცოდნით. ისინი თავს მოაჩვენებენ თითქოს რჯულით ცხოვრობენ მაგრამ საკუთარ თავთან არ არიან გულრწფელნი. მათ არ შეუძლიათ ფაქტების აღიარება, მაგრამ მუდამ ცდილობენ თავის გარეგნულად შელამაზებას რომ ნამდვილ მორწმუნედ გამოიყურებოდნენ.
მათ შორის არიან ცოდვილები იერიქოსკენ მიმავალ გზაზე, ისინი ვინც ყაჩაღებმა სცემეს და ცოცხალ-მკვდარი დააგდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რაოდენ მყიფეები ვართ ღვთის წინაშე.
მის წინაშე უნდა ვაღიაროთ: ”უფალო, მე ჯოჯოხეთში მოვხვდები თუ არ გადამარჩენ. გთხოვ გადამარჩინე. სადაც გსურს ყველგან წავალ, სეტყვაში თუ ქარიშხალში, მხოლოდ ჭეშმარიტი სახარების მოსმენა შევძლო. თუ მიმატოვებ, ჯოჯოხეთში წავალ. გევედრები, გადამარჩინე. ”
მათ, ვინც იცის, რომ ისინი ჯოჯოხეთისკენ მიემართებიან, უარს ამბობენ საკუთარი სიმართლის მიდევნაზე, და მხოლოდ უფალზე არიან დამოკიდებულნი, არიან ისინი ვინც გადარჩება. საკუთარი ძალებით ვერასოდეს გადავარჩებით.
უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყაჩაღების ხელში ჩავარდნილ ადამიანს ვგავართ.