• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 3: წყლისა და სულის სახარება

[3-1] მარადიული ხსნა (იოანე 8: 1-12)

2021.04.17 107
მარადიული ხსნა(იოანე 8: 1-12)
"და ავიდა იესო ზეთისხილის მთაზე. დილით ადრე კი კვლავ დაბრუნდა ტაძარში. და მთელი ხალხი მივიდა მასთან. და დაჯდა და ასწავლიდა მათ. მოიყვანეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ქალი, მრუშობაში შეპყრობილი, დააყენეს შუაში და უთხრეს მას: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაშია შეპყრობილი. მოსემ კი რჯულში მცნებად დაგვიდო ასეთების ჩაქოლვა. შენ რას იტყვი?“ ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა რამეში ბრალი დაედოთ, მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერა დაიწყო. და რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა.“ და კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა. ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ და დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი. წამოიმართა იესო და უთხრა მას: „ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“ უთხრა მან: „არავინ, უფალო!“ უთხრა იესომ: „არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.“ და კვლავ დაიწყო იესომ და თქვა: „მე ვარ ნათელი ქვეყნისა. ვინც მე გამომყვება, არ ივლის ბნელში, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას””.
 

რამდენი ცოდვა ამოშალა იესომ?
მსოფლიოს ყველა ცოდვა

იესომ საუკუნო გამოსყიდვა მოგვცა. ამქვეყნად არავინ აარაა ვისაც გამოსყიდვს მიღება არ შეუძლია თუ მან ირწმუნა იესო, როგორც თავისი მხსნელი. მან ყველა ადამიანი გამოისყიდა. თუ სადმე არსებობს ცოდვილი, რომელიც თავისი ცოდვებით იტანჯება, ეს ხდება იმიტომ რომ ასეთი ადამიანი არასწორად წარმოიდგენს იმას თუ როგორ იხსნა იესომ იგი ყველა ცოდვისგან თავისი ნათლისღებით და ჯვარცმით.
ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ და გვჯეროდეს ხსნის საიდუმლოების. იესომ ცოდვა თავისი მონათვლით აიღო ყველა ჩვენი და შემდეგ ჯვარზე სიკვდილით ამ ცოდვებისთვის სასჯელი გადაიტანა.
უნდა გწამდეთ წყლისა და სულის ხსნის; ყველა ცოდვისგან მარადიული გამოსყიდვის. უნდა გწამდეთ მისი უდიდესი სიყვარულის, რომელმაც თქვენ უკვე მართალი გაგხადათ. იწამეთ ის, რაც მან თქვენი ხსნისთვის მდინარე იორდანესთან და ჯვარზე მოიმოქმედა.
იესომ ასევე ყველა ჩვენი დაფარული ცოდვაც იცოდა. ზოგს ცოდვა არასწორად ესმის. ისინი ფიქრობენ, რომ ზოგიერთი ცოდვის გამოსყიდვა შეუძლებელია. მაგრამ იესომ გამოისყიდა ყველა ცოდვა, გამონაკლისის გარეშე.
ამქვეყნად არ არსებობს ცოდვა რომელიც გამოტოვებულ იქნა მის მიერ. ვინაიდან მან გააქრო ამ სამყაროს ყველა ცოდვა, სიმართლე ისაა, რომ აღარ არსებობს ცოდვილი. გესმით თუ არა რომ სახარებამ გამოისყიდა თქვენი ყველა ცოდვა, მომავალი ცოდვების ჩათვლით? გწამდეთ ეს და გადარჩით და ღმერთს აღუვლინეთ მთელი დიდება.
 

ქალი, რომელიც მრუშობაში იქნა შეპყრობილი

რამდენი ადამიანი მრუშობს მსოფლიოში?
ყველა მათგანი

იოანეს 8-ში მოთხრობილია ქალის შესახებ, რომელიც მრუშობაში გამოიჭირეს და ჩვენ ვხედავთ თუ როგორ გადაარჩინა იგი იესომ. ჩვენ გვსურს გავიზიაროთ ის მადლი, რომელიც მან მიიღო. გაზვიადება არ იქნება თუ ვიტყვით რომ ყველა ადამიანი ცხოვრების გარკვეულ მომენტში მრუშობს. თითოეული ადამიანი მრუშობს, გამონაკლისის გარეშე.
თუ ასე არ ფიქრობთ, ეს მხოლოდ იმიტომაა, რომ ჩვენ ამას ისე ხშირად ვაკეთებთ რომ აღარც კი ვამჩნევთ. რატომ არის ესე? ჩვენს ცხოვრებაში უამრავი მრუშობაა.
იოანეს 8-ში ქალის შემხედვარე ვფიქრობ, არის თუ არა ჩვენს შორის ადამიანი, რომელსაც არ უმრუშია. არ არსებობს არავინ, ვისაც მრუშობა არ ჩაუდენია, ისევე, როგორც ის ქალი, რომელიც მრუშობაში გამოიჭირეს. ჩვენ ყველას გვაქვს ეს ჩადენილი მაგრამ ისე ვიქცევით თითქოს ასე არ ყოფილიყოს.
ფიქრობთ რომ ვცდები? არა, არ ვცდები. ყურადღებით ჩაიხედეთ გულში. დედამიწის ზურგზე არავინ არაა ვისაც ეს არ გაუკეთებია. ისინი მრუშობენ, როდესაც ქუჩაში გამვლელ ქალებს უყურებენ, თავიანთ ფიქრებში და თავიანთ საქციელში, ყოველთვის და ყველგან.
ისინი უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ ამას გამუდმებით აკეთებენ. უამრავი ადამიანია, ვინც სიკვდილის დღემდე ვერ აცნობიერებს რომ სიცოცხლის განმავლობაში უთვალავი მრუშობა აქვს ჩადენილი. არა მხოლოდ ის, ვინც მრუშობაში გამოიჭირეს, არამედ ყველა ჩვენგანი, ვინც არასოდეს გამოუჭერიათ. ყველა ადამიანი ამას თავის ფიქრებში და საქციელში აკეთებს. ვინ უარყოფს რომ ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია?
აღშფოთებული ხართ? ეს სიმართლეა. ჩვენ უბრალოდ არ გვსურს ამის შესახებ ღიად ლაპარაკი, რადგან გვრცხვენია. სიმართლე ისაა, რომ ჩვენს დროში ადამიანები გამუდმებით მრუშობენ, მაგრამ ამას ვერ ხვდებიან. 
ადამიანები ასევე თავიანთ სულებში მრუშობენ. ჩვენ, ღმერთის ქმნილებები, ვცხოვრობთ ამ დედამიწაზე იმის დაუნახავად რომ სულიერ მრუშობასაც ჩავდივართ. სხვა ღმერთების თაყვანისცემა იგივეა რაც სულიერი მრუშობა, რადგან უფალი კაცობრიობის ერთადერთი მეუღლეა.
მრუშობაში შეპყრობილი ქალი უბრალოდ ადამიანი იყო, ისევე როგორც ყველა ჩვენთაგანი, და მან ღვთის მადლი მიიღო, ისევე როგორც ჩვენ, ვინც გამოვისყიდეთ. მაგრამ თვალთმაქცმა ფარისევლებმა დააყენეს ის თავის წინაშე და თითებს უშვერდნენ, თითქოს მოსამართლეები ყოფილიყვნენ, და ქვებით ჩაქოლვას უპირებდნენ. მათ სურდათ მისი გაკიცხვა და გასამართლება, თითქოს თვითონ სუფთები ყოფილიყვნენ და არასოდეს უმრუშიათ.
მოძმე ქრისტიანები, რომლებმაც იციან რომ ცოდვის გროვას წარმოადგენენ, არ განიკითხავენ სხვებს ღვთის წინაშე. უფრო მეტიც, იციან რა, რომ ისინიც მთელი ცხოვრება მრუშობენ, ისინი ღებულობენ ღმერთის მადლს, რომელმაც ყველანი გამოგვისყიდა. მხოლოდ ისინი, ვინც ხვდებიან, რომ არიან ცოდვილები რომლებსაც ასევე მრუშობები აქვთ ჩადენილი, აქვთ ღმერთის წინაშე გამოსყიდვის მიღების უფლება.
 
 

ვინ ღებულობს ღვთის მადლს?


ვინ ღებულობს ღვთის მადლსს?
უღირსნი

ვინ მიიღებს მის მადლს - ის, ვინც წმინდად მრუშობის გარეშე ცხოვრობს, თუ უღირსი, ვინც თავს ამგვარ ცოდვილად აღიარებს? მისი მადლის მიმღები არის ის ვინც ღებულობს გამოსყიდვის უხვ წყალობას. ვისაც საკუთარი თავის დახმარება არ შეუძლია, სუსტი და უმწეო, - სწორედ ისინი ღებულობენ გამოსყიდვას. ესაა ხალხი ვინც მის მადლში იმყოფება.
ის კი ვინც ფიქრობს რომ უცოდველია, ვერ მიიღებს გამოსყიდვას. როგორ შეუძლიათ მათ მისი გამოსყიდვის მადლის მიღება თუ გამოსასყიდი არაფერია?
მწიგნობრებმა და ფარისევლებმა იესოს წინაშეე მოიყვანეს მრუშობაში შეპყრობილი ქალი და ჰკითხეს: „მასწავლებელო, ეს ქალი მრუშობაში შევიპყრეთ. რას იტყვი, როგორ მოვიქცეთ?” რისთვის მიიყვანეს ის ქალი მასთან და რატომ გამოსცადეს?
მათ თავადაც ბევრჯერ ჰქონდათ ჩადენილი მრუშობა, მაგრამ ცდილობდნენ იესოს მეშვეობით გაესამართლებინათ და მოეკლათ იგი და ამავე დროს ბრალი იესოსთვის დაეკისრებინათ.
იესომ იცოდა რა იყო მათ გუნებაში და ასევე ყველაფერი იცოდა იმ ქალის შესახებ. მან უპასუხა: ”ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველმა მან ესროლოს ქვა”. ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ და დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი.
ისინი ვინც სათითაოდ გაიკრიფა იყვნენ მწიგნობრები და ფარისევლები, რელიგიური წინამძღოლები. ისინი იმ მრუშობაში შეპყრობილი ქალის გასამართლებას აპირებდნენ, თითქოს თვითონ არ ყოფილიყვნენ ცოდვილები.
იესომ ამქვეყნად თავისი სიყვარული გამოაცხადა. ის იყო სიყვარულის მასპინძელი. იესომ ხალხი დააპურა, ბეთანიელი ლაზარე და მკვდრები აღადგინა, ქვრივის ვაჟი გააცოცხლა, კურნავდა კეთროვანებს და უმწეოებისთვის სასწაულებს ახდენდა. მან ცოდვილთა ყველა ცოდვა აიღო და მის ნაცვლად მათ ხსნა მისცა.
იესოს ვუყვარვართ. ის არის ყოვლისშემძლე, რომელსაც ძალუძს ყველაფერის გაკეთება, მაგრამ ფარისეველები და მწიგნობრები მას თავის მტრად თვლიდნენ. ამიტომაც მიიყვანეს მის წინაშე მრუში ქალი და გამოსცადეს იგი.
ჰკითხეს: „მასწავლებელო, მოსემ რჯულში გვიბრძანა რომ ამის ჩამდენი უნდა ჩაიქოლოს. შენ რას იტყვი?” მათ ეგონათ, რომ ის ქალის ჩაქოლვაზე დათანხმდებოდა. რატომ? ღვთის რჯულის თანახმად რომ გვემსჯელა, ყველა, ვისაც უმრუშია, გამონაკლისის გარეშე, ქვებით უნდა ჩაქოლილიყო.
ყველა ჩაქოლვას იმსახურებს და ყველა ჯოჯოხეთისთვისაა განწირული. ცოდვის საფასური არის სიკვდილი. მაგრამ იესოს არ დაუვალებია მათთვის იმ ქალის ჩაქოლვა. ამის ნაცვლად, მან თქვა: ”ვინც თქვენ შორის ცოდვის გარეშეა, მან პირველმა ესროლოს ქვა”.

რატომ მოგვცა ღმერთმა რჯულის 613 მუხლი?
იმის საჩვენებლად რომ ცოდვილები ვართ

რჯული იწვევს რისხვას. ღმერთი წმიდაა და ასევე წმიდა არის მისი რჯული. ეს წმიდა რჯული ჩვენ 613 მცნებით მოგვეცა. ღმერთმა რჯულის 613 მუხლი იმის გასაგებად მოგვცა, რომ ცოდვილები ვართ; რომ ვართ არასრული არსებები. ის გვასწავლის, რომ უნდა ვილტვოდეთ ღმერთის მადლისთვის მისი გამოსყიდვის მისაღებად. ეს რომ არ გვცოდნოდა და მხოლოდ რჯულში დაწერილზე გვეფიქრა, ჩვენც ქვებით ჩაქოლვა მიგვესაჯებოდა, ისევე როგორც იმ ქალს, რომელიც მრუშობაში იყო შეპყრობილი.
მწიგნობრებსა და ფარისეველებს, რომლებმაც არ იცოდნენ მისი რჯულის ჭეშმარიტება, ეგონათ რომ მათ შეეძლოთ იმ ქალის და ალბათ ყველა ჩვენთაგანის ქვებით ჩაქოლვა. მაგრამ ვინ გაბედავდა უმწეო ქალისთვის ქვის სროლას, მაშინ როცა თვითონაც მსგავსი ცოდვილი არსებაა? მაშინაც კი, თვით მრუშობის მომენტში რომ ყოფილიყო გამოჭერილი, ამქვეყნად ვერავინ შეძლებდა მისთვის ქვის სროლას.
ის ქალი და ყოველი ჩვენგანი მხოლოდ რჯულის შესაბამისად რომ განვკითხულიყავით, ისიც და ჩვენც საშინელ განაჩენს მივიღებდით. მაგრამ იესომ ჩვენ, ცოდვილნი, გვიხსნა ჩვენი ცოდვებისგან და სამართლიანი განსასჯელისგან. ჩვენი ცოდვებითურთ, ღვთის რჯული მკაცრად დაწერილის თანახმად რომ დაცულიყო, ვინ შეძლებდა ჩვენს შორის ცოცხლად დარჩენას? თითოეული ჩვენთაგანი ჯოჯოხეთში აღმოჩნდებოდა.
მაგრამ მწიგნობრებს და ფარისევლებს რჯული მხოლოდ ასოს თანახმად ესმოდათ. მისი რჯული ზედმიწევნით რომ დაცულიყო, ის მათაც ისევე მოკლავდა, როგორც მათ მიერ განსჯილ პიროვნებებს. სინამდვილეში, ღმერთის რჯული მიეცა ადამიანებს, რათა მათ თავისი ცოდვები გაეცნობიერებინათ, მაგრამ ისინი დაზარალდნენ, რადგან არასწორად გაიგეს და გამოიყენეს იგი.
დღევანდელმა ფარისევლებმა, ისევე როგორც ბიბლიაში, მხოლოდ ზედაპირული დაწერილის თანახმად იციან რჯული. მათ სჭირდებათ ღვთის მადლის, სამართლიანობის და ჭეშმარიტების გაგება. მათ უნდა ისწავლონ გამოსყიდვის სახარება იმისთვის რომ გადარჩნენ.
ქვებზე ხელით ჩაჭიდებულებმა ფარისევლებმა თავდაჯერებულად ჰკითხეს იესოს: „რჯული გვეუბნება რომ ამის ჩამდენი უნდა ჩაიქოლოს. შენ რას იტყვი?”. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მას ამაზე სათქმელი არაფერი ექნებოდა. ისინი ელოდნენ იესოს მათ სატყუარზე წამოგებას.
იესის მართლაც რჯულის შესაბამისად რომ განესაჯა, ისინი მასაც ჩაქოლავდნენ. მათი მიზანი იყო როგორც ქალის ასევე იესოს ჩაქოლვა. იესოს რომ ეთქვა ქალი რომ არ ჩაექოლათ, იტყოდნენ რომ მან ღვთის რჯული უგულებელყო და გმობისთვის ქვებით ჩაქოლავდნენ. ეს ნამდვილად საშინელი შეთქმულება იყო!
მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერა დაიწყო. ისინი კვლავ მიადგნენ კითხვით: „რას იტყვი? რას სწერ მაგ მიწაზე? უბრალოდ გვიპასუხე კითხვაზე. რას გვეტყვი?" მათ თითებს იესოსკენ იშვერდნენ და აგრძელებდნენ მის შეწუხებას.
მაშინ, იესო გაიმართა და უთხრა რომ მათ შორის უცოდველი ვინც იყო, პირველი ქვა იმას ესროლა. ამის შემდეგ კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო. ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ და დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი.
 

"ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა". 

სად არის ჩაწერილი ცოდვები?
ჩვენი გულის ფიცრებზე და საქმეების წიგნში

იესომ უთხრა მათ: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა“, და მიწაზე წერა განაგრძო. რამოდენიმე უხუცესმა ის ადგილი მაშინვე მიატოვა. უხუცესი ფარისევლები, რომლებთაც სხვებზე უფრო მეტი ცოდვა ჰქონდათ, პირველები გაიფანტნენ. შემდეგ ახალგაზრდებიც წავიდნენ. წარმოიდგინეთ, იესო ჩვენს შორის რომ მდგარიყო, ჩვენ კი - იმ ქალის გარშემო. იესოს რომ ეთქვა ჩვენს შორის უცოდველმა პირველმა ესროლოსო ქვა, რას ვიზავდით?
რას წერდა იესო მიწაზე? ღმერთი, რომელმაც შეგვქმნა, ჩვენს ცოდვებს ორ სხვადასხვა ადგილას წერს.
პირველ რიგში, ის ჩვენს ცოდვებს ჩვენი გულის ფიცრებზე წერს. „იუდას ცოდვები რკინის საჭრეთლითაა ამოღარული, ალმასის წვეტითაა ამოკაწრული მათი გულის ფიცარზე და თქვენს სამსხვერპლოთა რქებზე“ (იერემია 17: 1).
ღმერთი გვესაუბრება იუდას ტომის მეშვეობით, რომელიც ჩვენი წარმომადგენელია. ადამიანთა ცოდვები ამოტვიფრულია რკინის კალმით, ალმასის წვეტით. ისინი ჩაწერილია ჩვენი გულის ფიცრებზე. იესო დაიხარა და მიწაზე წერდა რომ ყველა ადამიანი ცოდვილია.
ღმერთმა იცის, რომ ჩვენ ვცოდავთ და მან ჩვენი გულის ფიცარზე ცოდვები ამოღარა. პირველ რიგში, მან ჩაწერა ჩვენი საქმეები, ჩადენილი ცოდვები, რადგან რჯულის წინაშე მყიფეები ვართ. როდესაც ცოდვები გულშია ჩაწერილი, ჩვენ ვხვდებით, რომ ცოდვილები ვართ, როდესაც რჯულს ვუყურებთ. ვინაიდან მან ისინი ჩვენს გულებში და სინდისში ჩაწერა, ვიცით, რომ მის წინაშე ცოდვილები ვართ.
იესო კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო. წმინდა წერილში ასევე ნათქვამია, რომ ყველა ჩვენი ცოდვა ღმერთის წინაშე საქმეების წიგნებშია ჩაწერილია (გამოცხადება 20:12). ყველა ცოდვილის სახელი და მისი ცოდვები იმ წიგნშია ჩაწერილი. ისინი ასევე იწერება ადამიანის გულის ფიცარზე. ჩვენი ცოდვები ჩაწერილია როგორც საქმეთა წიგნში, ასევე ჩვენი გულის ფიცრებზე.
ცოდვები ჩაწერილია ყველა ადამიანის გულში, ახალგაზრდა იქნება თუ მოხუცი. ამიტომაც ფარისევლებს იესოს წინაშე არაფერი ჰქონდათ სათქმელი თავიანთ ცოდვებზე. ისინი, ვინც ქალის ჩაქოლვას აპირებდნენ, უმწეოები აღმოჩნდნენ მისი სიტყვების წინაშე.

როდის იშლება ჩვენი ცოდვები რომლებიც ორ ადგილასაა ჩაწერილი?
როდესაც ჩვენს გულებში იესოს წყლის და სისხლის გამოსყიდვას მივიღებთ

როდესაც მის ხსნას მიიღებთ, თქვენი ყველა ცოდვა საქმეთა წიგნიდან ამოიშლება და თქვენი სახელი სიცოცხლის წიგნში იწერება. ისინი, ვისი სახელებიც სიცოცხლის წიგნში აღმოჩნდა, მიდიან ცათა სასუფეველში. მათი კეთილი საქმეები, რაც ამქვეყნად ღმერთის სასუფევლის და მისი სიმართლისთვის გააკეთეს, ასევე ცხოვრების წიგნში იწერება. ისინი შედიან სამოთხეში. ისინი ვინც ცოდვებისგან გათავისუფლდა, შევლენ იმ მარადისობის ადგილას.
გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანის ცოდვა ორ ადგილასაა აღრიცხული, ამიტომ ღმერთს ვერავინ მოატყუებს. არ არსებობს ადამიანი, ვისაც თავის გულში ცოდვა ან მრუშობა არ ჩაუდენია. ყველა ადამიანი ცოდვილი და არასრულყოფილია.
ისინი, ვისაც გულში იესოს გამოსყიდვა არ მიუღიათ, მუდამ იტანჯებიან თავისი ცოდვების გამო. მათ საკუთარი თავის ნდობა აქვთ დაკარგული. ცოდვების გამო მათ ღმერთისა და ადამიანების ეშინიათ. მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ისინი თავის გულში წყლისა და სულის გამოსყიდვის სახარებას ღებულობენ, ყველა ცოდვა რომელიც მათ გულის ფიცრებზე და საქმეების წიგნებში იყო ჩაწერილი, სრულიად ამოიშლება. ისინი თავისუფლდებიან ყველა თავისი ცოდვისაგან.
ზეცაში არსებობს ასევე სიცოცხლის წიგნი. მათი სახელები, ვისაც წყლისა და სულის გამოსყიდვის სწამთ, ჩაწერილია იმ წიგნში, ამიტომ ისინი სამოთხეში შევლენ. ისინი სამოთხეში შედიან არა იმიტომ, რომ ამქვეყნად არ შეუცოდავთ, არამედ იმიტომ, რომ გათავისუფლდნენ ყველა ცოდვისგან წყლისა და სულის გამოსყიდვის რწმენით. ეს არის "რწმენის რჯული" (რომაელთა 3:27).
მოძმე ქრისტიანებო, ის მწიგნობრები და ფარისეველები ისევე ცოდვილები იყვნენ, როგორც ის ქალი, რომელიც მათ მრუშობაში შეიპყრეს.
სინამდვილეში უფრო სავარაუდოა რომ თვით კიდევ უფრო მეტი ცოდვა ჰქონდათ ჩადენილი რადგან ისინი საკუთარ თავსაც და სხვებსაც ატყუედბნენ იმის რწმენით რომ თითქოს უცოდველნი იყვნენ. რელიგიური ლიდერები იყვნენ ოფიციალური ნებართვით აღჭურვილი ავაზაკები. ისინი იყვნენ სულების, ანუ სიცოცხლის ქურდები. მათ გაბედეს სხვების სწავლება, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოსყიდულნი.
რჯულის თანახმად არავინაა უცოდველი. მაგრამ ადამიანი შეიძლება გახდეს მართალი, არა იმიტომ, რომ მან ცოდვა არ ჩაიდინა, არამედ იმიტომ რომ ყველა ცოდვისგან გამოსყიდვა მიიღო. ასეთი ადამიანი სიცოცხლის წიგნში იწერება. მთავარი ისაა, ჩაწერილია თუ არა ადამიანის სახელი სიცოცხლის წიგნში. რადგან ადამიანებს არ შეუძლიათ ცოდვების ჩადენის გარეშე ცხოვრება, ისინი მარადიულ გამოსყიდვას საჭიროებენ სიცოცხლის წიგნში ჩასაწერად.
თქვენი ღვთის სასუფეველში მოხვედრა განპირობებული იქნება იმით გჯერათ თუ არა ჭეშმარიტი სახარების. თქვენს მიერ ღმერთის მადლის მიღებაც იქნება დამოკიდებული იესოს ხსნის მიღებაზე. რა მოუვიდა ქალს, რომელიც ფარისევლებმა შეიპყრეს? იგი შესაძლოა მუხლებზე დაეცა და სახე დაიფარა, რადგან იცოდა, რომ უნდა მომკვდარიყო. შესაძლოა ტიროდა შიშისა და სინანულისგან. ადამიანები საკუთარ თავთან მართლები ხდებიან, როდესაც სიკვდილი ემუქრებათ.
”ოჰ, ღმერთო, მართლაც, სიკვდილს ვიმსახურებ. გთხოვ, მიიღე ჩემი სული შენს ხელში და შემიწყალე. გთხოვთ, შემიწყალე, იესო “. იგი იესოს გამოსყიდვის სიყვარულს სთხოვდა. ”ღმერთო, შენ თუ განმსჯი, განსჯილი ვიქნები, და თუ იტყვი, რომ ცოდვის გარეშე ვარ, მაშინ ჩემი ცოდვებიც წაიშლება. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული." ალბათ ასე ფიქრობდა იმ მომენტში და სწამდა, რომ მისი ბედი იესოს ხელში იყო.
ქალს, რომელიც იესოს წინაშე მიიყვანეს, არ უთქვამს: "მე შეცდომა დავუშვი, გთხოვთ მაპატიე ეს მრუშობა". მან თქვა: „გთხოვთ, მიხსენი ჩემი ცოდვებისგან. თუ გამოისყიდი მათ, გადავრჩები. თუ არადა, ჯოჯოხეთში წავალ. მე შენი გამოსყიდვა მჭირდება. მე მჭირდება ღვთის სიყვარული და მისი წყალობა“. მან თვალები დახუჭა და თავისი ცოდვილიანობა აღიარა.
მაშინ იესომ ჰკითხა მას: „ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“ უთხრა მან: „არავინ, უფალო!“ უთხრა იესომ: „არც მე განგსჯი". იესომ არ განსაჯა იგი, რადგან მან უკვე მდინარე იორდანესთან ნათლობის მეშვეობით ყველა მისი ცოდვა წაიღო რის გამოც ქალი უკვე გამოსყიდული იყო. ახლა უკვე იესო და არა ქალი, უნდა გასამართლებულიყო მისი ცოდვების გამო.
 

მან თქვა: ”არც მე გდებ მსჯავრს”

იყო თუ არა ქალი გასამართლებული იესოს მიერ?
არა

ეს ქალი იესოს ხსნით იქნა ნაკურთხი. მან ყველა მისი ცოდვების გამოსყიდვა მიიღო. ჩვენი უფალი იესო გვეუბნება, რომ მან გამოისყიდა ჩვენი ყველა ცოდვა და რომ ჩვენ ყველანი მართლები ვართ.
ის ასე გვეუბნება ბიბლიაში. იგი მოკვდა ჯვარზე ყველა იმ ჩვენი ცოდვების საფასურის გადასახდელად, რომლებიც მან მდინარე იორდანესთან ნათლისღების დროს აიღო. ის ცხადად გვეუბნება, რომ მან გამოისყიდა ყველა, ვისაც მისი ნათლობისა და ჯვარზე სიკვდილის სწამს. ჩვენ ყველას გვჭირდება იესოს დაწერილი სიტყვა და უნდა ჩავეჭიდოთ ამ სიტყვას. მაშინ, ყველანი გამოსყიდვით ვიკურთხებით.
”ღმერთო, შენ წინაშე არანაირი დამსახურება არ მაქვს. ჩემში კარგი არაფერია. მე არაფერი მაქვს შენთვის საჩვენებელი ჩემი ცოდვების გარდა. მაგრამ მჯერა, რომ იესო ჩემი გამოსყიდვის უფალია. მან ყველა ჩემი ცოდვა მდინარე იორდანესთან წაიღო და შემდეგ ჯვარზე გამოისყიდა. მან ჩემი ყველა ცოდვა წაიღო თავისი ნათლობით და სისხლით. მე მჯერა შენი, უფალო “.
აი ასეთი გზით გადარჩებით. იესო არ `გაგნგვსჯის`. მან მოგვცა ღვთის შვილებად ყოფნის უფლება: მათ, ვისაც სჯერა წყლისა და სულის გამოსყიდვის, მან აიღო ყველა მათი ცოდვა და სრულყოფილად გაამართლა ისინი.
ძვირფასო მეგობრებო! იმ ქალმა გამოსყიდვა მიიღო. მრუშობაში შეპყრობილი ქალი ჩვენი უფლის იესოს გამოსყიდვით იქნა ნაკურთხი. ჩვენც შეგვიძლია ასეთი კურთხევის მიღება. ყველა ვინც აცნობიერებს თავის ცოდვილიანობას და ღმერთს შეწყალებას სთხოვს, და ვისაც სწამს იესოში წყლისა და სულის გამოსყიდვის, მიიღებს ღმერთის გამოსყიდვის მადლს. მათ, ვინც ღმერთის წინაშე თავიანთ ცოდვას აღიარებენ, შეუძლიათ გამოსყიდვის მიღება, მაგრამ ვინც ვერ აცნობიერებს საკუთარ ცოდვებს, ვერ მიიღებს გამოსყიდვის მადლს.
იესომ ქვეყნიერების ცოდვები წაიღო (იოანე 1:29). მსოფლიოში ნებისმიერ ცოდვილის შეუძლია გამოსყიდვა, თუ მას იესოსი სჯერა. იესომ უთხრა ქალს: ”არც მე განგსჯი”. მან თქვა, რომ არ განსაჯა იგი, რადგან ყველა მისი ცოდვა უკვე ნათლისღებაში იქნა მის მიერ აღებული. მან თავის თავზე ყველა ჩვენი ცოდვა იტვირთა და მათ გამო ჩვენს ნაცვლად მიიღო განაჩენი.
 

ჩვენ იესოს წინაშე გამოსყიდვის მიღება გვჭირდება

რა არის უფრო დიდი, ღმერთის სიყვარული თუ ღმერთის განაჩენი?
ღმერთის სიყვარული

ფარისევლები, ქვებით ხელებში, ისევე როგორც დღეს არსებული რელიგიური ლიდერები, რჯულს სიტყვა-სიტყვით განმარტავდნენ. მათ სწამდათ, რომ რადგან რჯული გვეუბნება რომ არ ვიმრუშოთ, ყველა ამგვარი ცოდვის ჩამდენი უნდა ჩაიქოლოს და მოკვდეს. თვითონ კი მალულად ლამაზ ქალებს თვალს აპარებენ და თავს კი ისე მოაჩვენებდენ თითქოს არასოდეს უმრუშიათ. მათი გამოსყიდვა და გადარჩენა შეუძლებელია. ფარისევლები და მწიგნობრები ამ წუთისოფლის მორალისტები იყვნენ. ისინი არ ეკუთვნოდნენ იმ ხალხს ვინც იესომ მოუხმო. მათ არასდროს გაუგია მისგან: ”მე არ განგსჯი”.
მხოლოდ მრუშობაში დაჭერილმა ქალმა მოისმინა ეს სასიხარულო სიტყვები. თუ ღმერთის წინაშე გულწრფელი ხარ, შენც მსგავსი კურთხევის მიღება შეგიძლია. „ღმერთო, მთელი სიცოცხლის განმავლობაში მრუშობას ჩავდიოდი. ალბათ ვერც ვატყობდი ამას მხოლოდ იმიტომ, რომ ასე ხშირად ვაკეთებდი. მსგავს მრუშობებს დღეში რამდენჯერმე ვიდენ.”
როდესაც ვაღიარებთ რჯულს და იმ ფაქტს, რომ ვართ სიკვდილის ღირსი ცოდვილები, გულწრფელად მივმართავთ ღმერთს და ვიტყვით: ”ღმერთო, მე სწორედ ასეთი ცოდვილი ვარ. გთხოვ მიხსენი! ” - ღმერთი გვაკურთხებს თავისი გამოსყიდვით.
იესოს სიყვარული, წყლისა და სულის სახარება, ღვთის სამართლიან განაჩენზე უფრო მაღლა დადგა. ”არც მე განგსჯი”. ის არ გვადანაშაულებს. ის ამბობს: „გამოსყიდული ხარ“. ჩვენი უფალი იესო ქრისტე მოწყალების ღმერთია. მან გვიხსნა მსოფლიოს ყველა ცოდვისგან.
ჩვენი ღმერთი არის სამართლიანობის და სიყვარულის ღმერთი. წყლისა და სულის სიყვარული მის სამსჯავროზე უფრო დიდია.
 
 

მისი სიყვარული მის სამართლიანობაზე უფრო დიდია


რატომ გამოგვისყიდა მან ყველანი?
რადგან მისი სიყვარული მის სამართლიანობაზე უფრო დიდია

ღმერთს რომ მისი სამართლიანობის განსახორციელებლად თავისი განაჩენი აღესრულა, იგი ყველა ცოდვილს გაასამართლებდა და ჯოჯოხეთში გააგზავნიდა. მაგრამ რადგან იესოს სიყვარული, რომელიც სასჯელისგან გვიხსნის, უფრო დიდია, ღმერთმა მოავლინა თავისი ერთადერთი ძე, იესო. იესომ თავის თავზე ყველა ჩვენი ცოდვა იტვირთა და ყველას ნაცვლად სამართლიანი სამსჯავრო მიიღო. ამჟამად, ვისაც იესოსი, როგორც მისი მხსნელის სწამს, ხდება მისი შვილი და მართალი. რადგან მისი სიყვარული მის სამართლიანობაზე უფრო დიდია, მან ყველანი გამოისყიდა.
ღმერთს მადლობა უნდა ვუთხრათ იმისთვის რომ იგი ჩვენ მხოლოდ მისი სამართლიანობის საფუძველზე არ გვსჯის. ერთხელ იესომ მწიგნობრებს, ფარისევლებსა და მათ მოწაფეებს უთხრა: "წადით და შეისწავლეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მსურს და არა მსხვერპლი`. ვინაიდან მე მართალთა მოსახმობად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა.“(მათე 9:13). ზოგს შეიძლება კვლავ მოჰქონდეს ძროხის ან თხის ყოველდღიური შესაწირავი ღმერთის წინაშე, და ლოცულობდეს: "ღმერთო, მომიტევე ყოველდღიური ცოდვები". ღმერთს არ სურს ჩვენი შესაწირავი, არამედ ჩვენი რწმენა წყლისა და სულის გამოსყიდვის მიმართ. მას სურს ჩვენო გამოსყიდვა და გათავისუფლება. მას სურს რომ მოგვცეს თავისი სიყვარული და მიიღოს ჩვენი რწმენა. შეგიძლიათ ამის დანახვა? იესომ მოგვცა თავისი სრულყოფილი ხსნა.
იესოს სძულს ცოდვა, მაგრამ მას გააჩნია მხურვალე სიყვარული ადამიანების მიმართ, რომლებიც ღმერთის ხატად იყვნენ შექმნილნი. მან თვით სამყაროს შექმნამდე გადაწყვიტა რომ მისი შვილები გავმხდარიყავით და თავისი ნათლობითა და სისხლით განეწმინდა ჩვენი ყველა ცოდვა. ღმერთმა შეგვქმნა იმისთვის რომ საბოლოოდ გამოვესყიდეთ, რომ იესოთი შეემოსა ჩვენი თავი და მისი შვილები გავეხადეთ. ეს არის სიყვარული, რომელიც მას ჩვენთვის, მისი ქმნილებისთვის აქვს შემონახული.
ღემრთს მხოლოდ მისი სამართლიანი რჯულით რომ გავესამართლებინეთ, ჩვენ, ცოდვილები, ყველანი უნდა მომკვდარიყავით. მაგრამ მან გვიხსა ნათლობით და თავისი ძის ჯვარზე განაჩენით. გწამთ ამისი? მოდით, ეს ყოველივე ძველ აღთქმაში დავადასტუროდ.
 

აარონმა განტევების ვაცს ხელები დაასხა

ვის გადაჰქონდა ისრაელის ცოდვები ცოცხალ განტევების ვაცზე, როგორც მათ წარმომადგენელს?
მღვდელმთავარს

ამ სამყაროს ყველა ცოდვა გამოსყიდულ იქნა ძველი აღთქმის ხელდასხმისა და ახალი აღთქმის ნათლობის რწმენით. ძველ აღთქმაში ისრაელის ყოველწლიური ცოდვების გამოსყიდვა ხდებოდა მღვდელმთავრის მეშვეობით, რომელიც ხელებს ასხამდა ცოცხალ და უმწიკვლო განტევების ვაცს.
„და დაადოს აარონმა ორივე ხელი ვაცს თავზე, და აღიაროს მასზე ისრაელიანთა ყოველი უკანონობა, ყოველი დანაშაული და ყოველი ცოდვა, და ყოველივე ამ ცოდვებს დაჰკრებს ვაცის თავზე, და გაუშვებს საგანგებო კაცის ხელით უდაბნოში.“ (ლევიანნი 16:21).
ასე იწმინდებოდნენ ისინი ძველი აღთქმის დღეებში. ყოველდღიური ცოდვების გამოსასყიდად ადამიანს უნაკლო კრავი ან თხა მიჰყავდა კარავში და მას საკურთხეველთან სწირავდა. ის შესაწირავის თავს ხელებს ასხავდა, რის შედეგად მისი ცოდვები მსხვერპლს გადაეცემოდა. ამის შემდეგ, შესაწირავი იკვლებოდა და მღვდელი მის სისხლს სამსხვერპლოს რქებზე სცხებდა.
საკურთხევლის ოთხივე კუთხეს თითო რქა ჰქონდა. ეს რქები განასახიერებს გამოცხადების 20:12-ში ნახსენებ საქმეთა წიგნებს. მსხვერპლის დარჩენილი სისხლი მიწაზე იღვრებოდა. მიწა ადამიანის გულს წარმოადგენსა, რადგან ადამიანი მტვრისგან შეიქმნა. ხალხი მაშინ ამგვარად ღებულობდა ყოველდღიური ცოდვების გამოსყიდვას.
თუმცაღა, მათ ყოველდღიურად არ შეეძლოთ ცოდვის შეწირვა, ამიტომ ღმერთმა მათ უფლება მისცა რომ წელიწადში ერთხელ მთელი წლის ცოდვებისთვის გამოსყიდულიყვნენ. ეს სრულდებოდა მეშვიდე თვის მეათე დღეს, ეგრედ წოდებულ გამოსყიდვის დღეს. იმ დღეს მღვდელმთავარს, ყველა ისრაელიანის წარმომადგენელს, მოჰქონდა ორი თხა და მათ თავზე ხელებს ასხამდა, რათა ამით ხალხის ყველა ცოდვა მსხვერპლზე გადაეტანა და ღმერთისთვის შეეწირა ისინი ისრაელის ხალხის გამოსასყიდად.
„და დაადოს აარონმა ორივე ხელი ვაცს თავზე, და აღიაროს მასზე ისრაელიანთა ყოველი უკანონობა, ყოველი დანაშაული და ყოველი ცოდვა, და ყოველივე ამ ცოდვებს დაჰკრებს ვაცის თავზე, და გაუშვებს საგანგებო კაცის ხელით უდაბნოში.“ (ლევიანნი 16:21) 
ღმერთმა ისრაელის მღვდელმთავარი აარონი მათ წარმომადგენლად დანიშნა. იმის ნაცვლად რომ ყველას ინდივიდუალურად დაესხა ხელი შესაწირავისთვის, მღვდელმთავარი, როგორც მთელი ხალხის წარმომადგენელი, ხელს ასხავდა ცოცხალი ვაცის თავს მთელი წლის ცოდვების მისატევებლად.
ის ღვთის წინაშე აცხადებდა ისრაელის ყველა ცოდვას: „ღმერთო, შენმა ისრაელის შვილებმა შესცოდეს. ჩვენ თაყვანს ვცემდით კერპებს, დავარღვიეთ შენი რჯულის ყველა მუხლი, ამაოდ ვიხსენიებდით შენს სახელს, შევქმენით უცხო კერპები და შენზე მეტად შევიყვარეთ ისინი. ჩვენ არ ვიცავდით შაბათს, არ ვცემდით პატივს ჩვენს მშობლებს, ვკლავდით, ვმრუშობდით და ვქურდობდით….ჩვენ შურს და განხეთქილებებს მივყევით. ”
მან ჩამოთვალა ყველა ცოდვა. „ღმერთო, ვერც ისრაელის ხალხმა და ვერც მე ვერ შევძელით შენი რჯულის დაცვა. ყველა ამ ცოდვის გამოსასყიდად მე ამ თხის თავზე ვასხამ ხელებს და მას ყველა იმ ცოდვებს გადავცემ.” მღვდელმთავარი მთელი ხალხის ნაცვლად ასხავდა ხელს შესაწირავს და ყველა ცოდვა გადაჰქონდა მის თავზე. ხელდასხმა, ან ხელის დადება ნიშნავს "გადაცემას" (ლევიანები 1:1-4, 16: 20-21).

როგორ ხდებოდა გამოსყიდვა ძველი აღთქმის დროს ?
ცოდვის შესაწირავზე ხელდასხმის მეშვეობით

ღმერთმა ისრაელის ხალხს მისცა მსხვერპლშეწირვის სისტემა რათა შეეძლოთ მთელი თავისი ცოდვების გადაცემა და გამოსყიდვა. მან აღნიშნა, რომ ცოდვის შესაწირავი უნდა იყოს უმწიკვლო და რომ ის ადამიანის ნაცვლად უნდა მოკვდეს. ინდივიდუალურ ცოდვილთა გამოსყიდვა ასეთი ხდებოდა.
ამასთან, გამოსყიდვის დღეს, ცოდვის შესაწირავი იკვლებოდა და მისი სისხლი ფარდის უკან წმიდათა წმიდაში შეჰქონდათ და თავსარქველზე შვიდჯერ იპკურებოდა. ამრიგად, ისრაელის ხალხი მეშვიდე თვის მეათე დღეს მთელი წლის ცოდვათა გამოსყიდვას ღებულობდა.
მღვდელმთავარი მარტო შედიოდა წმიდათა წმიდაიში მსხვერპლის შესაწირად მაშინ როცა ხალხი გარეთ იყო შეკრებილი და მღვდელმთავრის ეფოდის სამოსელის ძირზე დამაგრებულ ოქროს ზარების ხმას უსმენდა. თავსარქველზე სისხლის პქურების დროს ოქროს ზარები შვიდჯერ რეკავდა. მაშინ ხალხი სიხარულს ეძლეოდა რადგან ყველა მათი ცოდვა იყო გამოსყიდული. ოქროს ზარების ხმა გულისხმობს სასიხარულო სახარების ხმას.
სიმართლე არაა ის რომ იესოს მხოლოდ ზოგიერთი რჩეული ადამიანი უყვარს და მხოლოდ მათ გამოისყიდის. იესომ თავის ნათლობით ერთდროულად მსოფლიოს ყველა ცოდვა წაიღო. მას სურდა ჩვენი ერთხელ და სამუდამოდ გადარჩენა. ჩვენი ცოდვების ყოველდღიური გამოსყიდვა შეუძლებელი იყო, ასე რომ, ისინი ერთბაშად იქნა ამოშლილი.
ძველ აღთქმაში, გამოსყიდვა ხდებოდა ცოდვების ხელდასხმით გადატანით და სამსხვერპლო ცხოველის სისხლის მეშვეობით. აარონი ხელებს ასხამდა სამსხვერპლო ვაცის თავს და ჩამოთვლიდა ხალხის მიერ წლის განმავლობაში ჩადენილ ყველა ცოდვებს. ის მთელი ისრაელის წინაშე ყველა მათ ცოდვებს ვაცს გადასცემდა. სად წავიდა ხალხის ცოდვები მღვდელმთავრის მიერ სამსხვერპლო ვაცის თავზე ხელების დასხმის შემდეგ? ისინი ყველა ვაცზე გადავიდა.
ამის შემდეგ ვაცი ‘შესაფერის კაცმს’ მიჰყავდა. ვაცი, მასზე ისრაელის ყველა ცოდვით, წაყვანილ იყო უწყლო და უბალახო უდაბნოში. ასე რომ ვაცი მხურვალე მზის ქვეშ უდაბნოში ხეტიალობდა სანამ არ მოკვდებოდა. ვაცი ისრაელიანელთა ცოდვებისთვის კვდებოდა.
ეს არის ღმერთის სიყვარული, გამოსყიდვის სიყვარული. ასე ხდებოდა იმ დღეებში მთელი წლის ცოდვების გამოსყიდვა. მაგრამ ჩვენ ახალი აღთქმის დროს ვცხოვრობთ. დაახლოებით 2000 წელი გავიდა მას შემდეგ რაც იესო ჩვენს სამყაროს მოევლინა. ის მოვიდა და შეასრულა დაპირება რომელიც მან ძველ აღთქმაში გააკეთა. ის მოვიდა და ჩვენი ყველა ცოდვა გამოისყიდა.
 

ყველას გამოსასყიდად

რას ნიშნავს იესოს სახელი?
მაცხოვარს, რომელიც თავის ხალხს მათი ცოდვებისგან იხსნის

მოდით წავიკითხოთ მათე 1:20-21. ”და როდესაც ამას განიზრახავდა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, დავითის ძეო, ნუ გაშინებს მარიამის მიღება ცოლად, რადგან ის, ვინც მან უნდა შვას, სულიწმიდისგან არის. შობს ძეს და უწოდებ მას სახელად იესოს, რადგან იგი იხსნის თავის ხალხს მისი ცოდვებისაგან ”(მათე 1: 20-21).
ჩვენმა ზეციერმა მამამ ქალწულ მარიამის სხეული გამოიყენა, რათა ამქვეყნად თავისი ძე გამოეგზავნა და მსოფლიოს ყველა ცოდვა ამოეშალა. მან მარიამს ანგელოზი მოუვლინა და უთხრა: "აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს". ეს იმას ნიშნავდა, რომ მარიამის მეშვეობით მომავალი ძე მხსნელი უნდა გამხდარიყო. იესო ქრისტე ნიშნავს იმას ვინც იხსნის თავის ხალხს, ანუ მაცხოვარს.
მაშ როგორ გადაგვარჩინა იესომ ყველა ცოდვებისგან? ის რის მეშვეობით მან მსოფლიოს ყველა ცოდვა აიღო, იყო მდინარე იორდანესთან ნათლობა. როდესაც იოანე ნათლისმცემელმა იესო მონათლა, სამყაროს ყველა ცოდვა მასზე გადავიდა. მოდით წავიკითხოთ მათე 3:13-17.
"მაშინ წამოვიდა იესო გალილეიდან იოანესთან იორდანეზე, რათა მის მიერ მონათლულიყო. ხოლო იოანე აკავებდა მას და ეუბნებოდა: „მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ასე უნდა იყოს ახლა, რადგან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.“ მაშინ მიუშვა იგი. ნათელი რომ იღო, იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან. და, აჰა, გაეხსნა მას ცანი და იხილა ღმერთის სული, მტრედივით გარდამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. და, აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ჩემი ძე საყვარელი, რომელშიც არის ჩემი სათნოება.“
იესო იოანე ნათლისმცემელთან მივიდა, ყველა ჩვენთაგანის ჩვენი ცოდვებისგან გამოსასყიდად. ის წყალში შევიდა და იოანეს წინ თავი დახარა. „იოანე, უნდა მომნათლო. ასე გვმართებს ახლა მთელი სიმართლის აღსრულება. რადგან მსოფლიოს ყველა ცოდვა უნდა ავიღო და ყველა ცოდვილი ვიხსნა მათი ცოდვებისგან, ეს ცოდვები ნათლობის მეშვეობით უნდა წავიღო. ამიტომ მიმიშვი ახლა, მომნათლე!”
ამრიგად, ასე იყო შესაფერისი მთელი სიმართლის აღსრულება. იესო იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში მოინათლა და სწორედ იმ წუთას შესრულდა ღვთის მთელი სიმართლე, რომელმაც ჩვენი ცოდვები გამოისყიდა.
ასე აიღო მან ყველა ჩვენი ცოდვა. თქვენი ყველა ცოდვა იესოს გადაეცა. გესმით ეს? გწამდეთ იესოს ნათლობისა და სულის გამოსყიდვის და მიიღეთ ხსნა.

როგორ აღსრულდა მთელი სიმართლე?
იესოს ნათლობით

თავიდან ღმერთმა შეპირდა ისრაელს, რომ ხელდასხმის და ცოდვის მსხვერპლშეწირვით ქვეყნიერების ყველა ცოდვა განიწმინდებოდა. ამასთან, რადგან შეუძლებელი იყო ყველას მიერ სამსხვერფლო ვაცის თავზე ხელების დასხმა, ღმერთმა მღვდელმთავრად აარონი აკურთხა, იმისთვის რომ მას მთელი ხალხისთვის მსხვერპლი შეეწირა. ამრიგად, იგი მსხვერპლშესაწირავზე ყველა მათ წლიურ ცოდვებს ერთბაშად გადასცემდა. ეს იყო ღმერთის სიბრძნე და გამოსყიდვის ძალა. ღმერთი ბრძენი და საოცარია.
მან თავისი ძე იესო გამოაგზავნა მთელი მსოფლიოს გადასარჩენად. ცოდვის მსხვერპლი მზად იყო. ახლა საჭირო იყო ყველა ადამიანის წარმომადგენელი, ვინც იესოს თავზე ხელებს დაასხავდა და გადასცემდა მას მსოფლიოს ყველა ცოდვას. ეს წარმომადგენელი იყო იოანე ნათლისმცემელი. ბიბლიაში სწერია რომ ღმერთმა იესოს წინაშე კაცობრიობის წარმომადგენელი გააგზავნა.
ეს იყო იოანე ნათლისმცემელი, კაცობრიობის უკანასკნელი მღვდელმთავარი. როგორც მათეს 11:11-ში წერია: ”დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი”. ის არის ადამიანთა ერთადერთი წარმომადგენელი. უფალმა გააგზავნა იოანე, როგორც მთელი ხალხის წარმომადგენელი, რათა მას იესო მენათლა და მისთვის მსოფლიოს ყველა ცოდვა გადაეცა.
დედამიწაზე ექვსი მილიარდი ადამიანი რომ მისულიყო ახლა იესოსთან და თითოეულს ხელი დაესხა იესოზე ცოდვების გადასასვლელად, რა დაემართებოდა მის თავს? ექვს მილიარდზე მეტ ადამიანს რომ დაჭირვებოდა იესოზე ხელის დასხმა, ეს არ იქნებოდა შესაფერისი სანახავი. ამრიგად, ღმერთმა თავის სიბრძნეში დააყენა იოანე როგორც ჩვენი წარმომადგენელი და სამყაროს ყველა ცოდვა ერთხელ და სამუდამოდ იესოს გადასცა.
მათეს 3:13-შია ჩაწერილი: "მაშინ წამოვიდა იესო გალილეიდან იოანესთან იორდანეზე, რათა მის მიერ მონათლულიყო.“ ეს მოხდა მაშინ როდესაც იესო 30 წლის იყო. იესო წინადაცვეთილ იქნა დაბადებიდან 8 დღის შემდეგ და მას შემდეგ მის 30 წლის ასაკამდე მხოლოდ მცირეოდენი ცნობა არსებობს.
ძველი აღთქმის თანახმად, მიზეზი, რის გამოც იესო 30 წლამდე უნდა დალოდებულიყო, იყო ის რომ ის უნდა გამხდარიყო კანონიერი ზეციური მღვდელმთავარი. მეორე რჯულის თანახმად, ღმერთმა უთხრა მოსეს რომ მღვდელმთავარი სულ მცირე 30 წლის უნდა ყოფილიყო, ვიდრე მღვდელმთავრობის მსახურებას შეძლებდა. იესო იყო ზეციური მღვდელმთავარი. გწამთ ამის?
ახალ აღთქმაში, მათეს 3:13-14-ში ნათქვამია: "მაშინ წამოვიდა იესო გალილეიდან იოანესთან იორდანეზე, რათა მის მიერ მონათლულიყო. ხოლო იოანე აკავებდა მას და ეუბნებოდა: „მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?“. ვინ არის კაცობრიობის წარმომადგენელი? იოანე ნათლისმცემელი. ვინ არის ცათა სასუფევლის წარმომადგენელი? იესო ქრისტე. ორი წარმომადგენელი ერთმანეთს შეხვდა. მაშ ვინ არის უფრო მაღალი? რა თქმა უნდა, ცათა სასუფევლის წარმომადგენელი.
ამრიგად, იოანე ნათლისმცემელი, რომელიც იმდენად გაბედული იყო რომ მაშინდელ რელიგიურ ლიდერებს უყვიროდა: „ექიდნეთა ნაშობნო! მოინანიეთ!", მოულოდნელად თავმდაბალი გახდა იესოს წინაშე. "მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?“
მაშინ იესომ თქვა: „ასე უნდა იყოს ახლა, რადგან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.“ იესო ამქვეყნად მოვიდა ღვთის სიმართლის შესასრულებლად და ის შესრულდა როცა იოანე ნათლისმცემელმა იესო მონათლა.
"მაშინ მიუშვა იგი. ნათელი რომ იღო, იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან. და, აჰა, გაეხსნა მას ცანი და იხილა ღმერთის სული, მტრედივით გარდამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. და, აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ჩემი ძე საყვარელი, რომელშიც არის ჩემი სათნოება.“
აი რა მოხდა როდესაც იგი მოინათლა. როცა მან ნათელი იღო ოანე ნათლისმცემელთან და მსოფლიოს ყველა ცოდვა წაიღო, გაიხსნა ცა.
"იოანე ნათლისმცემლის დღეებიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას".(მათე 11:12).
ყველა წინასწარმეტყველი და ღმერთის რჯული მოცემული იყო იოანე ნათლისმცემლამდე. "იოანე ნათლისმცემლის დღეებიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას". ყველას, ვისაც მისი ნათლობის სწამს, შეუძლია ზეციერ სამეფოში შესვლა, გამონაკლისის გარეშე.
 

"არც მე გდებ მსჯავრს"

რატომ განისაჯა იესო ჯვარზე?
რადგან მან ყველა ჩვენი ცოდვა აიღო.

იესო მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ და აიღო მსოფლიოს ყველა ცოდვა. მოგვიანებით, მან უთხრა ქალს, რომელიც მრუშობაში იყო შეპყრობილი: "არც მე გდებ მსჯავრს". იესომ არ გაასამართლა ქალი, რადგან მან იორდანესთან მსოფლიოს ყველა ცოდვა წაიღო და თვითონ ის, და არა ცოდვიი ქალი, ამ ცოდვებისთვი უნდა დასჯილიყო.
იესომ ამოშალა ქვეყნიერების მთელი ცოდვა. ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად ეშინოდა მას ტანჯვის, რომელიც ჯვარზე უნდა გადაეტანა, რადგან "ცოდვის საზღაური სიკვდილია" (რომაელთა 6:23). მან სამჯერ შეევედრა ღმერთს ზეთისხილის მთაზე, რომ ეს განაჩენი მისგან უკუექცა. იესო იყო სისხლი და ხორცი, ისევე როგორც სხვა ადამიანები, ამიტომ გასაგებია, რომ მას ტკივილის ეშინოდა. იესოს თავისი სისხლი უნდა დაეღვარა სამსჯავროს შესასრულებლად.
ისევე, როგორც ძველი აღთქმის ცოდვების მსხვერპლშესაწირავის სისხლი უნდა დაღვრილიყო ცოდვების საფასურის გადასახადად, ისიც ჯვარზე უნდა შეწირულიყო. მან უკვე წაიღო სამყაროს ყველა ცოდვა და ახლა მას ჩვენი გამოსყიდვისთვის თავისი სიცოცხლე უნდა შეეწირა. მან იცოდა, რომ ღმერთის სამსჯავრო უნდა გადაეტანა.
იესოს გულში არანაირი ცოდვა არ ჰქონდა, მაგრამ რადგან ყველა ცოდვა მის ნათლობისას მასზე გადავიდა, ღმერთს ახლა საკუთარი ძე უნდა განესაჯა. ამრიგად, პირველ რიგში, აღსრულდა ღვთის სამართლიანობა და მეორეც, მან ჩვენი ხსნისთვის თავისი სიყვარული მოგვანიჭა. ამიტომ, იესო ჯვარზე უნდა განსჯილიყო.
”არც მე გდებ მსჯავრს და არ გასამართლებ.” ჩვენი ყველა ცოდვა, განზრახ თუ უნებლიე, აღიარებული თუ არა, ღმერთის მიერ უნდა გასამართლებულიყო.
მაგრამ ღმერთმა არ გაგვასამართლა. ღმერთმა გაასამართლა იესო, რომელმაც თავისი ნათელღებით ყველა ჩვენი ცოდვა აიღო. ღმერთს არ სურდა ცოდვილთა განსჯა მისი სიყვარულის და თანაგრძნობის გამო. ნათლობა და ჯვრის სისხლი იყო მისი ჩვენდამი გამომსყიდველი სიყვარულის გამოვლინება. ”ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაღუპულიყო, არამედ ჰქონოდა საუკუნო სიცოცხლე". (იოანე 3:16).
ასე შევიცანით ჩვენ მისი სიყვარული. იესომ არ დაჰგმო ქალი, რომელიც მრუშობაში იყო შეპყრობილი.
ქალმა იცოდა, რომ ცოდვილი იყო, რადგან თვით მრუშობის დროს იყო დაკავებული. მას ცოდვა არა მხოლოდ გულში ჰქონდა, არამედ თავის ხორცშიც ატარებდა მას. მას არანაირად არ შეეძლო უეარყო თავისი ცოდვა. მაგრამ რადგან სჯეროდა, რომ იესომ ყველა მისი ცოდვა წაიღო, იგი გადარჩა. თუ გვწამს იესოს გამოსყიდვის, გადავრჩებით. დაიჯერეთ! ეს ჩვენივე სასიკეთოდ არის.

ვინ არის ყველაზე უფრო კურთხეული?
ის ვისაც ცოდვა არ აქვს

ყველა ადამიანი სცოდავს. ყველა ადამიანი მრუშობს. მაგრამ ყველა ადამიანი არ განისჯება თავიანთი ცოდვების გამო. ჩვენ ყველამ შევცოდეთ, მაგრამ ისინი, ვისაც იესო ქრისტეს გამოსყიდვის სჯერა, გულში უცოდველნი არიან. ის, ვისაც იესოს ხსნის სწამს, არის ყველაზე ბედნიერი ადამიანი. ისინი ვინც ყველა ცოდვისგან გათავისუფლდნენ, ყველაზე ნეტარნი არიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ახლა მართლები არიან იესოში.
ღმერთი გვეუბნება ბედნიერების შესახებ რომაელთა 4:7-ში. “ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა.” ჩვენ ყველანი ვცოდავთ სანამ მოვკვდებით. ჩვენ ურჯულო და არასრულყოფილი ვართ ღვთის წინაშე. ჩვენ მისი რჯულის შეცნობის შემდეგაც კი ვაგრძელებთ ცოდვების ჩადენას. ჩვენ იმენად უძლურნი ვართ.
მაგრამ ღმერთმა დაგვიხსნა მისი მხოლოდშობილი ძის ნათლობითა და სისხლით და გვეუბნება ყოველ ჩვენთაგანს, თქვენ და მე, რომ ცოდვილები აღარ ვართ და რომ ახლა მართლები ვართ მის წინაშე. ის გვეუბნება, რომ ჩვენ ახლა მისი შვილები ვართ.
წყლისა და სულის სახარება მარადიული გამოსყიდვის სახარებაა. გჯერათ ამისი? მათ, ვისაც სწამს, ის მართლებს, გამოსყიდულებს და თავის შვილებს უწოდებს. ვინ არის ყველაზე ბედნიერი ადამიანი ამქვეყნად? ის, ვისაც სწამს და გადარჩენილ იქნა ჭეშმარიტი სახარების რწმენით. მიიღეთ თუ არა მისი ხსნა?
ფიქრობთ იესოს გამორჩა რომელიმე თქვენი ცოდვა? არა, მან თავისი ნათლობით ყველა თქვენი ცოდვა აიღო. დაიჯერეთ ეს. დაიჯერეთ და გამოსყიდულ იქენით ყველა თქვენი ცოდვისგან. მოდით წავიკითხოთ იოანეს 1:29.
 

სრულიად ამოშლილი

რამდენი ცოდვა წაიღო იესომ?
მსოფლიოს ყველა ცოდვა

"მეორე დღეს მისკენ მომავალი იესო რომ დაინახა, თქვა: "აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს". (იოანე 1:29). 
"აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს!"
იოანე ნათლისმცემელმა ქვეყნიერების ყველა ცოდვა იესოზე იორდანესთან გადატიანა. მეორე დღეს მან დაამოწმა რომ იესო იყო ღვთის კრავი, რომელმაც სამყაროს ყველა ცოდვა წაიღო. მან თავის მხრებზე მსოფლიოს ყველა ცოდვა იტვირთა.
მსოფლიოს ყველა ცოდვა ნიშნავს ყველა ცოდვას, რომელსაც ადამიანი ამ ქვეყნად სჩადის, მისი შექმნის დღიდან დასასრულამდე. დაახლოებით 2000 წლის წინ იესომ მსოფლიოს ყველა ცოდვა იტვირთა რითაც ყველას გამოსყიდვა მოგვიპოვა. როგორც ღმერთის კრავმა, მან მოგვაშორა ყველა ცოდვა და ჩვენს ნაცვლად მსჯავრი დაიდო.
ყველა ცოდვა, რომელსაც ჩვენ, ადამიანები ჩავდივართ, იესოს გადაეცა. ის გახდა ღმერთის კრავი, რომელმაც მსოფლიოს ყველა ცოდვა წაიღო.
იესო ამქვეყნად მოვიდა როგორც თავმდაბალი ადამიანი, როგორც ის, ვისაც სამყაროს ყველა ცოდვილი უნდა გადაერჩინა. ჩვენ ცოდვას ჩავდივართ, რადგან ვართ სუსტები, ბოროტები, უმეცრები და ასევე უგუნურები და არასრულყოფილნი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვცოდავთ, რადგან ცოდვა ჩვენი საერთო წინაპრისგან, ადამისგან მივიღეთ. ყველა ეს ცოდვა იქნა აღებული და იესოს თავზე ხელდასხმით გადატანილი იორდანეში ნათლობით. შემდეგ ყოველივე ეს მან ჯვარზე თავისი ხორცის სიკვდილით დაასრულა. იგი დაკრძალეს, მაგრამ ღმერთმა იგი მესამე დღეს მკვდრეთით აღადგინა.
როგორც ყველა ცოდვილთა მხსნელი, როგორც გამარჯვებული, როგორც მოსამართლე, ის ახლა ღვთის მარჯვნივ ზის. მას არ სჭირდება ჩვენი განმეორებით გამოსყიდვა. ჩვენ მხოლოდ მისი ხსნის უნდა გვწამდეს. მათ, ვისაც სწამს, მარადიული სიცოცხლე ელის, ხოლო ვისაც არ სწამს - განადგურება. სხვა გზა არ არის.
იესომ ყველანი გაგათავისუფლათ. თქვენ ხართ დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ხალხი. თქვენი სისუსტეების გამო მომავალშიც აუცილებლად ჩაიდენთ ცოდვებს, მაგრამ მან ის ცოდვებიც აიღო.
დარჩა რაიმე ცოდვა თქვენს გულში? - არა - 
იესომ ყველა ცოდვა წაიღო? - დიახ! მან ეს გააკეთა -
ყველა ადამიანი ერთნაირია. არავინაა თავის მეზობელზე უფრო წმინდა. მაგრამ ვინაიდან ასე ბევრი ადამიანი თვალთმაქცია, მათ სჯერათ რომ ისინი ცოდვილები არ არიან, მაშინ როცა სინამდვილეში ისინიც ცოდვილები არიან. ეს სამყარო არის სათბური, რომელსაც ცოდვა მოყავს.
როცა ქალები გარეთ გამოდიან, ისინი წითელ პომადას ისმევენ, სახეზე პუდრს იდებენ, თმას იხვევენ, ლამაზ ტანსაცმელს იცმევენ და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებენ... მამაკაცებიც დალაქთან მიდიან თმის გასაკეთებლად, იცმევენ სუფთა პერანგს და მოდურ ჰალსტუხებს და ფეხსაცმელს იპრიალებენ.
მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ისინი შესაძლოა გარეგნულად პრინცებად და პრინცესებად გამოიყურებოდნენ, შინაგანად ისინი აბსოლუტურად ბინძურნი არიან.
ფულს მოაქვს მათთვის ბედნიერება? ან ჯანმრთელობა აბედნიერებს? არა. მხოლოდ მარადიული გამოსყიდვა, ყველა ცოდვის მიტევება, ხალხს ნამდვილად ბედნიერს ხდის. რაც არ უნდა ბედნიერი ჩანდეს ადამიანი გარედან, ის უბედურია, თუ მას გულში ცოდვა აქვს. ასეთი ადამიანი განაჩენის შიშით ცხოვრობს.
გამოსყიდული ადამიანი ლომივით მამაცია, თუნდაც ძონძებში იყოს შემოსილი. მის გულში ცოდვა არაა. „მადლობა უფალო რომ ჩემისთანა ცოდვილი გადაარჩინე. შენ ამოშალე ყველა ჩემი ცოდვა. მე ვიცი, რომ არ ვარ შენი სიყვარულის მიღების ღირსი, მაგრამ გმადლობ, რომ გადამარჩინე. მე მარად გამოისყიდული ვარ ჩემი ცოდვებისგან. დიდება ღმერთს! ”
დახსნილი ადამიანი ნამდვილად ბედნიერია. ადამიანი, რომელიც ღვთის გამოსყიდვის მადლით იყო ნაკურთხი, ნამდვილად ბედნიერია.
იმის გამო რომ იესომ, `ღმერთის კრავმა, რომელიც სამყაროს ცოდვას იღებს`, მოგვაშორა ყველა ცოდვა, ჩვენ ახლა ცოდვა აღარ გვაქვს. მან ჩვენთვის ჯვარზე ჩვენი ხსნა დაასრულა. ყველა ჩვენი ცოდვა, შენის და ჩემის ჩათვლით, შედის "სამყაროს ცოდვაში" და ამიტომ, ყველანი გადარჩენილები ვართ.
 
 

ღვთის ნების თანახმად


გვაქვს ცოდვა ჩვენს გულებში, როდესაც იესო ქრისტეში ვართ?
არა, არ გვაქვს

ძვირფასო მეგობრებო, მრუშობაში შეპყრობილმა ქალმა ირწმუნა იესოს სიტყვები და გადარჩა. მისი ამბავი ბიბლიაშია ჩაწერილი, რადგან იგი მარადიული გამოსყიდვით იქნა ნაკურთხი. ამასთან, თვალთმაქცი მწიგნობრები და ფარისევლები გაიქცნენ იესოსგან.
თუ გწამთ იესოსი, სამოთხე გელოდებათ, მაგრამ თუ იესოს მიატოვებთ, ჯოჯოხეთში წახვალთ. თუ გწამთ მისი მართალი შრომის, ეს სამოთხეს უდრის, მაგრამ თუ არ გწამთ ამის, ეგ უდრის ჯოჯოხეთს. გამოსყიდვა დამოკიდებულია არა რომელიმე პიროვნების ძალისხმევაზე, არამედ იესოს ხსნაზე.
მოდით წავიკითხოთ ებრაელთა მე-10 თავი.
"რჯული, რომელიც მომავალ სიკეთეთა აჩრდილია და არა თვით მოვლენათა პირველსახე, ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები ერთი და იმავე ყოველწლიური მსხვერპლით, რომელსაც მუდმივად სწირავენ, თორემ შეწყვეტდნენ შესაწირავს, რადგან შემწირველებს, თუ ერთხელ განიწმიდებოდნენ, აღარ ექნებოდათ ცოდვების არავითარი განცდა. მაგრამ ამ შესაწირავებში არის ცოდვების ყოველწლიური გახსენება, რადგან შეუძლებელია ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა. ამიტომ ამბობს ის ქვეყნიერებაზე მოსვლისას: „მსხვერპლსა და შესაწირავს არ ინებებ, მაგრამ სხეული განმიმზადე მე. აღსავლენები და ცოდვის გამოსასყიდი არ მოიწონე". "მაშინ ვთქვი მე: ‘აჰა, მოვდივარ, წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო.’“ ზემოთ რომ თქვა: „არც მსხვერპლები, არც შესაწირავები, არც აღსავლენები, არც ცოდვის გამოსასყიდნი, რომლებსაც სწირავენ რჯულის თანახმად, არ ინებე და არც მოიწონე,“ მაშინ დასძინა: „აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო.“ – ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე. ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით." (ებრაელთა 10:1-10).
"ღმერთის ნების აღსასრულებლად" იესომ თავისი სიცოცხლე გაიღო ყველა ჩვენი ცოდვის ერთბაშად ასაღებად, მათ გამო ერთიანად მსჯავრი მიიღო და შემდეგ მკვდრეთით აღდგა. 
ამიტომ ჩვენ განწმენდილი ვართ. "ვართ განწმენდილნი" (ებრაელთა 10:10) დაწერილია აწმყო დროში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გამოსყიდვა აბსოლუტურად დასრულდა და მისი ხსენება აღარაა საჭირო. თქვენ ყველანი განწმენდილნი ხართ.
"და ყოველი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და მრავალგზის სწირავს იმავე მსხვერპლს, რომელსაც არასოდეს არ ძალუძს ცოდვების გაუქმება. მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღმერთის მარჯვნივ. და მას მერე ელის, სანამ მისი მტრები მის ფეხთა კვარცხლბეკად იქცევიან. რადგან მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი". (ებრაელთა 10:11-14)
თქვენ ყველანი სამუდამოდ ხართ განწემნდილნი. ხვალ თუ ცოდვას ჩაიდენთ, ისევ ცოდვილი გახდებით? წაიღო თუ არა იესომ ეს ცოდვებიც? მან ეს გააკეთა. მან მომავლის ცოდვებიც წაიღო.
”წმიდა სულიც გვიმოწმებს ჩვენ, რადგან ამ ნათქვამის შემდეგ: „აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ მათ იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი, მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებში და ჩავწერ მათს გონებაში, და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებსა და მათ ურჯულოებას.“ ხოლო სადაც ეს მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირავი ცოდვებისთვის.” (ებრაელთა 10: 15-18).
ფრაზა ”სადაც ეს მიტევებაა” ნიშნავს, რომ მან გამოისყიდა სამყაროს ყველა ცოდვა. იესო არის ჩვენი მხსნელი, ჩემი და თქვენი მაცხოვარი. იესოსადმი რწმენამ ჩვენ გადაგვარჩინა. ეს არის იესოში გამოსყიდვა და უდიდესი მადლი და საჩუქარი ღმერთისაგან. თქვენ და მე, ვინც ყველა ცოდვისგან გამოვისყიდეთ, ყველაზე უფრო ნეტარი ვართ!