(მათე 3:13-17)"მაშინ წამოვიდა იესო გალილეიდან იოანესთან იორდანეზე, რათა მის მიერ მონათლულიყო. ხოლო იოანე აკავებდა მას და ეუბნებოდა: „მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ასე უნდა იყოს ახლა, რადგან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.“ მაშინ მიუშვა იგი. ნათელი რომ იღო, იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან. და, აჰა, გაეხსნა მას ცანი და იხილა ღმერთის სული, მტრედივით გარდამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. და, აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ჩემი ძე საყვარელი, რომელშიც არის ჩემი სათნოება."
არის ვინმე ვინც ჯერ კიდევ ცოდვების გამო იტანჯება?
დასრულდა თუ არა ჩვენი ცოდვისის მონობაში ყოფნა?
დიახ
ჩვენმა უფალმა ღმერთმა ყველა ადამიანის ცოდვის ბორკილები დაამსხვრია. ყველა, ვინც ცოდვისგან იტანჯება, ცოდვის მონაა, მაგრამ თავისი გამოსყიდვით ჩვენმა უფალმა ისინი სამუდამოდ გაწყვიტა. მან მოგვაშორა ყველა ცოდვა. არის ვინმე, ვინც კვლავ ცოდვისგან იტანჯება?
უნდა გვესმოდეს, რომ ცოდვის წინააღმდეგ ჩვენი ომი დასრულებულია. ჩვენ ცოდვისგან აღარასოდეს დავიტანჯებით. ცოდვისადმი ჩვენი მონობა დასრულდა როდესაც იესომ თავისი ნათლობით და სისხლით გამოგვისყიდა. ჩვენი ყველა ცოდვა მაშინ და იქ დასრულდა. ღმერთის ძემ ყველა ჩვენი ცოდვა გამოისყიდა. ღმერთმა ყველა ჩვენი ცოდვის საფასური გადაიხადა იესოს მეშვეობით, რომელმაც სამუდამოდ გაგვათავისუფლა.
იცით, რა ძლიერ განიცდიან ადამიანები თავიანთ ცოდვებს? ეს ადამისა და ევას დროიდან დაიწყო. კაცობრიობა განიცდის ადამისგან მემკვიდრეობით მიღებულ ცოდვებს.
მაგრა ჩვენმა ღმერთმა დადო აღთქმა, რომელიც ჩაწერილია დაბადების 3:15-ში და ეს აღთქმა იყო რომ ის ყველა ცოდვილს ხსნას მისცემდა. მან თქვა, რომ ადამიანები მიიღებენ ცოდვების გამოსყიდვას იესო ქრისტეს მსხვერპლშეწირვით წყლისა და სულის მეშვეობით. როდესაც დრო მომწიფდა, ღმერთმა გამოაგზავნა ჩვენი მხსნელი იესო ჩვენს შორის საცხოვრებლად.
მან ასევე აღგვითქვა იესოს წინ იოანე ნათლისმცემლის გამოგზავნა და ეს დანაპირებიც შეასრულა.
მარკოზის 1:1-8 ამბობს, "დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღმერთის ძისა. როგორც დაწერილია ესაია წინასწარმეტყველში: „აჰა, მოვავლენ შენი პირისახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოგიმზადებს შენ გზას. ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: ‘განუმზადეთ გზა უფალს, გაასწორეთ მისი ბილიკები.’“ იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში იყო და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად. და გამოდიოდა მასთან მთელი იუდეის მხარე და ყველა იერუსალიმელი და ინათლებოდნენ მისგან მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. ხოლო იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა. და მკალი და ველური თაფლი იყო მისი საჭმელი. ქადაგებდა და ამბობდა: „ჩემს შემდეგ მოდის ჩემზე უძლიერესი, ვის წინაშეც არა ვარ ღირსი, რომ დავიხარო და შევუხსნა მას ფეხსაცმლის თასმა. მე მოგნათლეთ წყლით, ის კი მოგნათლავთ სული წმიდით".
იოანე ნათლისმცემელი, სახარების მოწმე და წინამორბედი
ვინ არის იოანე ნათლისმცემელი?
უკანასკნელი მღვდელმთავარი და მთელი კაცობრიობის წარმომადგენელი
ნათლობა ბერძნულად, `βάπτισμα (baptisma), არსებითად ნიშნავს` `ჩაძირვას` `, მაგრამ ის ასევე ნიშნავს ` ჩამორეცხვას, დაკრძალვას, ჩაძირვას ან გადატანას`. როდესაც იესო მოინათლა, ღმერთის სიმართლე აღსრულდა. "სიმართლე" ბერძნულად არის "Δικαίωση (dikaiosune)", რაც ნიშნავს "სამართლიანობას", და ასევე ნიშნავს "ყველაზე სათანადოს", "ყველაზე შესაფერისს" ან "ყველაზე სამართლიან მდგომარეობას".
იესო მოინათლა, რათა შეეძლო ყველაზე შესაფერისი და სათანადო წესით გამხდარიყო ჩვენი მაცხოვარი. ამიტომ მას ვისაც სწამს იესოს ნათლობისა და ჯვრის, ღვთისაგან გამოსყიდვის ნიჭი ეძლევა.
ახალ აღთქმაში იოანე ნათლისმცემელი ძველი აღთქმის უკანასკნელი მღვდელმთავარია. მოდით ვნახოთ მათეს 11:10-11. წმინდა წერილში ნათქვამია, რომ იოანე ნათლისმცემელი მთელი კაცობრიობის წარმომადგენელია და როგორც ახალი აღთქმის ეპოქის მღვდელმთავარმა, მან მსოფლიოს ყველა ცოდვა იესოს გადასცა; ამით მან ძველი აღთქმის მღვდელმთავარობის მსახურებაც შეასრულა.
იესომაც თვითონ დაამოწმა იოანეზე. მათეს 11:13-14-ში მან თქვა: ”რადგან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდა. და თუ მიღება გსურთ, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს.” ამიტომ, იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც იესო მონათლა, აარონ მღვდელმთავრის შთამომავალი და უკანასკნელი მღვდელმთავარი იყო. ბიბლია ასევე მოწმობს იოანეს ძველი აღთქმის აარონის შთამომავლობის შესახებ (ლუკა 1: 5, 1 მეფეთა 24:10).
მაშინ რატომ ცხოვრობდა იოანე უდაბნოში მარტო, აქლემის თმისგან ნაქსოვ ტანსაცმელში შემოსილი? ეს იყო მის მიერ მღვდელმთავრობის მსახურების მიღება. როგორც მთელი კაცობრიობის წარმომადგენელი, იოანე ნათლისმცემელი ვერ ცხოვრობდა იმდროინდელ საზოგადოებაში. ამიტომ, ის ხალხს შეჰყვიროდა: „მოინანიეთ, ექიდნეთა ნაშობნო!“ და ნათლავდა მათ მონანიების ნაყოფის მოსატანად, რათა ხალხი დაებრუნებინა იესოსთან, რომელიც ყველა მათ ცოდვებს წაიღებდა. უმთავრესად, იოანე ნათლისმცემელმა ჩვენი გადარჩენისთვის წუთისოფლის ცოდვები იესოს გადასცა როდესაც მას თავზე ხელები დაასხა.
ნათლობის ორი სახეობა
რატომ ნათლავდა იოანე ნათლისმცემელი ხალხს?
რათა მიეყვანა ყველა მათგანი ცოდვების მონანიებასთან და იესოს ნათლობის რწმენასთან ხსნის მისაღებად
იოანე ნათლისმცემელი ნათლავდა ხალხს, შემდეგ კი მონათლა იესო. პირველი იყო "სინანულის ნათლობა", რომელიც ცოდვილებს ღმერთთან დაბრუნებას მოუწოდებდა. ბევრმა ადამიანმა, რომლებმაც იოანეს მეშვეობით ღვთის სიტყვები მოისმინეს, მიატოვეს თავიანთი კერპები და ღმერთთან დაბრუნდნენ.
მეორე ნათლობა იყო იესოს ნათლობა, ნათლობა, რომელმაც მსოფლიოს ყველა ცოდვა იესოზე გადაიტანა. იოანე ნათლისმცემელმა იესო ღვთის სიმართლის შესასრულებლად მონათლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესო მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ ყველა ადამიანის მათი ცოდვებისგან დასახსნელად (მათე 3:15).
რატომ მოუწია იოანეს იესოს ნათლობა? სამყაროს ყველა ცოდვის გასაუქმებლად, ღმერთმა იოანეს დართო ნება რომ ადამიანთა სახსნელად ყველა ცოდვა იესოზე გადაეტანა, რათა ყოველი ვინც მას ირწმუნებდა, გადარჩენილიყო.
იოანე ნათლისმცემელი იყო ღვთის მსახური, რომლის მისია იყო ნათლობის გზით მსოფლიოს ყველა ცოდვის იესოზე გადატანა და იესოს შესახებ დამოწმება, რათა კაცობრიობას მოენანიებინა და თავისი ცოდვები გამოსყიდვის სახარების რწმენით ჩამოერეცხა. ამიტომ იოანეს უდაბნოში მარტო ცხოვრება მოუწია. იოანე ნათლისმცემლის დღეებში, ისრაელის ხალხი კორუმპირებული და ძირფესვებამდე გახრწნილი იყო.
ამიტომ თქვა ღმერთმა ძველ აღთქმაში, მალაქიას 4:5-6: „აჰა, გამოგიგზავნით წინასწარმეტყველ ელიას უფლის უდიდესი და საშინელი დღის მოსვლამდე. და მოაქცევს მამების გულს ძეთა მიმართ და ძეთა გულს მამების მიმართ, რომ ჩემი მოსვლისას წყევლით არ შევმუსრო ქვეყანა!"
ღვთის თვალში, ისრაელის მთელი ხალხი, ვინც ადრე იეჰოვას სცემდა თაყვანს, გახრწნილი იყო. არავინ იყო მართალი მის წინაშე. ტაძრის რელიგიური წინამძღოლები, მაგალითად, მღვდლები, რჯულისმცოდნეები და მწიგნობრები განსაკუთრებულად ძირფესვამდე იყვნენ შერყვნილი. ისრაელიანები და მათი მღვდლები არ სწირავდნენ კანონიერ მსხვერპლს ღვთის რჯულის შესაბამისად.
მღვდლებმა უარი თქვეს ხელების დასხმის და სისხლის შეწირვის რიტუალებზე, რომელიც ღმერთმა მათ ცოდვების გამოსასყიდად მისცა. დაწერილია, რომ მალაქიის დღეებში მღვდლებმა უარი თქვეს რჯულისაებრ მსხვერპლშეწირვის სისტემაზე, ხელების დასხმასა და სამსხვერპლო სისხლშესაწირავებზე.
ამიტომ იოანე ნათლისმცემელი მათთან ვერ ჩერდებოდა. ის განმარტოვდა უდაბნოში და იქ ღაღადებდა ღმერთთან. რას ამბობდა იგი?
მარკოზის 1:2-3-ში დაწერილია: „აჰა, მოვავლენ შენი პირისახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოგიმზადებს შენ გზას. ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: ‘განუმზადეთ გზა უფალს, გაასწორეთ მისი ბილიკები.’“
ხმა მღაღადებლისა უდაბნოში მოუწოდებდა ხალხს მონანიების ნათლობისაკენ. რა არის მონანიების ნათლობა რომელზეც ბიბლია საუბრობს? ეს არის ნათლობა რომლის შესახებ იოანე ნათლისმცემელი ღაღადებდა; ნათლობა, რომელიც ხალხს იესოსკენ მოუწოდებდა, რათა ეწამათ მისი, რომელიც ყველა მათ ცოდვას წაიღებდა და იხსნიდა მათ. მონანიების ნათლობას ისინი ხსნისაკენ მიჰყავდა.
„მოინანიეთ და მოინათლეთ. ჩვენი მხსნელი იესო იგივე გზით მოინათლება, რათა ყველა ცოდვა მოგაცილოს.” იოანე ნათლისმცემელი ღაღადებდა რომ იესოს უნდა აეღო წუთისოფლის ცოდვები და ყველა ადამიანის გადასარჩენად ჯვარზე განკითხულიყო, რათა ისინი ღმერთთან დაბრუნებულიყვნენ.
"მე წყლით გნათლავთ, ის კი მოგნათლავთ სული წმიდით" (მარკ. 1: 8). "სულიწმიდით მონათვლა" ნიშნავს ყველა თქვენი ცოდვების ამოშლას. მონათვლა ნიშნავს ‘ჩამორეცხვას’. მდინარე იორდანესთან იესოს ნათლობა გვეუბნება, რომ ღვთის ძე ამგვარად მოინათლა და ჩვენს გადასარჩენად ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო.
ამიტომ, ჩვენ ზურგი უნდა ვაქციოთ ჩვენს ცოდვილიან ცხოვრებას და გვწამდეს მისი. ის არის კრავი, რომელმაც მსოფლიოს ცოდვები წაიღო. ეს არის გამოსყიდვის სახარება, რომელზეც იოანე ნათლისმცემელმა დაამოწმა.
მღვდელმთავრის როლი ცოდვების გამოსყიდვაში
ვინ მოამზადა ხსნის გზა?
იოანე ნათლისმცემელმა
წინასწარმეტყველმა ესაიამ იწინასწარმეტყველა: ”ნუგეშით ელაპარაკეთ იერუსალიმს და აუწყეთ, რომ დასრულდა მისი ბრძოლა, რადგან ეპატია დანაშაული და ორმაგად მიეზღო უფლის ხელით ყველა მისი ცოდვის წილ. ”(ესაია 40: 2).
იესო ქრისტემ მოგვაცილა ყველა ცოდვა გამონაკლისის გარეშე; პირველადი ცოდვა, დღევანდელი ცოდვები და მომავალი ცოდვებიც კი მისი ნათლობით იყო განწმენდილი. მან ყველანი გამოისყიდა. ყველამ უნდა ვიცოდეთ ღმერთის გამოსყიდვის შესახებ.
ჩვენი ცოდვებისგან ხსნის მისაღებად უნდა გვწამდეს სახარების, რომელშიც ნათქვამია რომ იოანე ნათლისმცემელმა ნათლობის საშუალებით ყველა ცოდვა იესოს გადასცა.
შეცდომა იქნებოდა ასე რომ გვეფიქრა: ”ვინაიდან ღმერთი სიყვარულია, ჩვენ შეგვიძლია ცათა სასუფეველში მხოლოდ იესოს რწმენით შესვლა, მაშინაც კი, თუ გულში ცოდვა გვაქვს.”
იმისათვის რომ ჩვენი ცოდვებისგან გამოვისყიდოთ, უნდა გვწამდეს მისი ნათლობის, რომლის საშუალებით იოანე ნათლისმცემელმა მსოფლიოს ყველა ცოდვა იესოს გადასცა, და მისი ჯვრის. იოანე ნათლისმცემელმა კაცობრიობის ყველა ცოდვა იესოზე "წყლის" მეშვეობით გადაიტანა.
პირველი რამ რაც ღმერთმა ჩვენს გადასარჩენად გააკეთა იყო იოანეს ამქვეყნად მოვლინება. როგორც ღვთის მაცნე, იოანე ნათლისმცემელი იყო გამოგზავნილი როგორც ელჩი მეფის წინაშე, რომელმაც ნათლობის გზით იესოს მსოფლიოს ყველა ცოდვა გადასცა. მისი მსახურება მთელი კაცობრიობის მღვდელმთავარობა იყო.
ღმერთმა გვითხრა რომ მან თავისი მაცნე, იოანე ნათლისმცემელი გამოგვიგზავნა. "მე მოვავლენ ჩემს მაცნეს შენი პირისახის წინაშე". "შენი სახის წინაშე" გულისხმობს იესოს. რატომ გააგზავნა ღმერთმა იოანე იესოს წინაშე? ეს იყო ნათლობის გზით მსოფლიოს ყველა ცოდვის იესოზე, ღვთის ძეზე გადატანა. "ის მოგიმზადებს შენ გზას შენს". ესაა ამ მონაკვეთის ზუსტი მნიშვნელობა.
ვინ არის ის, ვინც მოამზადა გზა, რათა გამოვეხსენით და ზეცაში მოვხვედრილიყავით? იოანე ნათლისმცემელი. "შენ" აქ ნიშნავს იესოს და "ჩემს" ნიშნავს თვით ღმერთს. ამიტომ, როდესაც მან თქვა: ”მოვავლენ შენი პირისახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოგიმზადებს შენ გზას.”, რას ნიშნავს ეს?
ვის უნდა მოემზადებინა ჩვენი გზა, სამოთხეში რომ მოვხვედრილიყავით? იოანე ნათლისმცემელმა ჩვენი ცოდვები გადასცა იესოს ისე, რომ რწმენით მივხვედრილიყავით, რომ მან ყველა ეს ცოდვა ჩამორეცხა; მისი ამოცანა იყო იესო ქრისტეს მონათვლით მასზე ცოდვების გადაცემა. სწორედ იესომ და იოანემ შესაძლებელი გახადეს ჩვენთვის რომ ამ ჭეშმარიტებისთვის დაგვეჯერა და გამოგვესყიდეთ.
რაზეა დამოკიდებული ჩვენი ხსნა? ის დამოკიდებულია იმაზე, ვირწმუნებთ თუ არა იესოს, ღვთის ძის სამართლიან შრომას და იმაზე რომ ღვთის მაცნემ იოანე ნათლისმცემელმა მას მსოფლიოს ყველა ცოდვა გადასცა. ყველამ უნდა იცოდეთ ცოდვების მიტევების სახარება. მამა ღმერთმა გამოაგზავნა თავისი მაცნე, ვისაც მისი ძე უნდა მოენათლა და იგი კაცობრიობის წარმომადგენლად აქცია. ამგვარად, მან ჩვენთვის გამოსყიდვის შრომა სრულჰყო.
ღმერთმა გამოაგზავნა თავისი მსახური იოანე ნათლისმცემელი თავისი ძის მოსანათლად, რათა მას ხსნის გზა მოემზადებინა მათთვის, ვინც იესოს ირწმუნებდა. ეს არის მიზეზი, რომლის გამოც იოანემ მონათლა იესო. იოანე ნათლისმცემლის მიერ იესოს მონათვლა იყო ღმერთის გამოსყიდვის შესრულება, რომლითაც კაცობრიობის ყველა ცოდვა მას გადაეცა, რათა ყველა ხალხს ერწმუნა იესოსი და ზეცაში წასულიყო.
მისი ნათლობით იესოზე კაცობრიობის მომავალი ცოდვებიც კი გადავიდა. იესო და იოანე ნათლისმცემელი ერთად ამზადებდნენ ყველა ჩვენთაგანისთვის სამოთხის გზას. ამ გზით ღმერთმა იოანე ნათლისმცემლის მეშვეობით გამოსყიდვის საიდუმლოება გამოავლინა.
იოანემ, როგორც კაცობრიობის წარმომადგენელმა, მონათლა იესო, რომ გვეწამა გამოსყიდვის და ზეცაში წავსულიყავით. მან ყველა ცოდვა ნათლობით იესოზე გადაიტანა. ეს არის გამოსყიდვის, სახარების სასიხარულო უწყება.
რისთვის დაიბადა იოანე ნათლისმცემელი?
ვისი მეშვეობით შეგვიძლია იესოს რწმენა?
იოანე ნათლისმცემლის
მალაქიას 3:1-ში წერია: ”აჰა, მოვავლენ ჩემს მაცნეს, რომელიც გაამზადებს გზას ჩემს წინაშე". ბიბლია ყურადღებით უნდა წაიკითხოთ. რატომ გამოაგზავნა ღმერთმა თავისი მაცნე იესოს წინაშე? რატომ დაიბადა იოანე ნათლისმცემელი იესოზე 6 თვით ადრე?
უნდა გვესმოდეს, რას გულისხმობს ბიბლია. ძველი აღთქმა აარონის მღვდელმთავრის დავალებას ასახავს. აარონი მოსეს უფროსი ძმა იყო. ღმერთმა იგი და მისი ვაჟები მღვდლებად სცხო. მათ ქვეშ სხვა ლევიანებიც მუშაობდნენ, მათ სხვადასხვა სახის ჭურჭელი მოჰქონდათ, პურის ცომს უმზადებდნენ, და სხვა მსგავს სამუშაოებს ასრულებდნენ, მაშინ როცა აარონის ძეებს წმიდა კარავში მსხვერპლშესაწირავი მოჰქონდათ.
აარონის ვაჟები იყვნენ ცხებულნი რათა თანაბარი შრომა გაეზიარებინათ, მაგრამ გამოსყიდვის დღეს, მეშვიდე თვის მეათე დღეს, მღვდელმთავარი მარტო სწირავდა გამოსასყიდ მსხვერპლს თავისი ხალხის ყოველწლიური ცოდვებისთვის.
ლუკას 1:5-ში მოთხრობილია იოანე ნათლისმცემლის საგვარეულოზე. ჩვენ სწორად უნდა გვესმოდეს ღვთის ეს მაცნე, იმისთვის რომ იესოს მისიაც სწორად გავიგოთ. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ იესოზე, მაგრამ ბევრს ვუგულებელყოფთ იოანე ნათლისმცემლის შესახებ, რომელიც მასზე წინ მოვიდა. მინდა დაგეხმაროთ ამის გაგებაში.
„დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღმერთის ძისა. როგორც დაწერილია ესაია წინასწარმეტყველში: „აჰა, მოვავლენ შენი პირისახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოგიმზადებს შენ გზას. ”(მარკ.1:1-2). ცათა სასუფევლის სახარება ყოველთვის იოანე ნათლისმცემლით იწყება.
როდესაც სრულად გავიგებთ იოანე ნათლისმცემლის შესახებ, ცხადად შეგვიძლია იესოს გამოსყიდვის სახარების რწმენა და გაგება. ეს მსგავსია იმ ელჩების მოსმენისა, რომლებიც მთელ მსოფლიოში იყვნენ გაგზანილნი ყველა ერების მდგომარეობის გასაცნობად. როდესაც ვიცით იოანე ნათლისმცემლის შესახებ, ჩვენ კარგად შეგვიძლია ღმერთის გამოსყიდვის გაგება.
მაგრამ რაოდენ სამწუხაროა რომ ასე ბევრი ქრისტიანი დღეს ვერ ხედავს იოანე ნათლისმცემლის მნიშვნელობას. ღმერთს არ გაუგზავნია იოანე იმის გამო რომ მოწყენილი იყო და სხვა არაფერი ჰქონდა საკეთებელი. ახალი აღთქმის ოთხივე სახარება საუბრობს იოანე ნათლისმცემლის შესახებ მანამდე სანამ იესოს გამოსყიდვაზე დაიწყებდეს საუბარს.
მაგრამ დღეს მახარებლები მას სრულიად უგულებელყოფენ და ეუბნებიან ხალხს, რომ გადარჩენისთვის მხოლოდ იესოს რწმენაა საკმარისი. მათ ფაქტობრივად, მიჰყავთ ხალხი იმისკენ რომ მთელი ცხოვრება ცოდვილებად იცხოვრონ და შემდეგ აღმოჩნდნენ. თუ ყველა ქრისტიანს უბრალოდ სწამს იესო, იოანე ნათლისმცემლის როლის გაგების გარეშე, ქრისტიანობა ამქვეყნიურ რელიგიად იქცევა. როგორ შეიძლება გამოისყიდოთ თქვენი ცოდვები, თუ არ იცით ჭეშმარიტება? ეს შეუძლებელია.
გამოსყიდვის სახარება არც ისე მარტივი და იოლია. ასე რომ, ბევრი ფიქრობს, რომ გამოსყიდვა მხოლოდ ჯვრის რწმენაში მდგომარეობს, რადგან იესო ჩვენთვის ჯვარზე მოკვდა. მაგრამ თუ მხოლოდ მისი ჯვარცმის გჯერათ, თქვენი ცოდვების გადაცემის სრული ჭეშმარიტების შემეცნების გარეშე, ასეთი რწმენა არ მიგიყვანთ სრულ გამოსყიდვამდე, რაც არ უნდა ძლიერი იყოს თქვენი რწმენა.
ღმერთმა გამოაგზავნა იოანე ნათლისმცემელი რათა მსოფლიოსთვის ეცნობებინა თუ როგორ უნდა მომხდარიყო გამოსყიდვა და როგორ უნდა აეღო იესოს სამყაროს ცოდვები. მხოლოდ მაშინ, როცა სრული სიმართლე ვიცით, გავიგებთ, რომ იესო არის ღვთის ძე, რომელმაც ყველა ჩვენი ცოდვა იტვირთა.
იოანე ნათლისმცემელი მოგვითხრობს გამოსყიდვის სიმართლეზე. ის გვიჩვენებს თუ როგორ მოვიდა იმის დასამოწმებლად, რომ იესო არის უფალი და ჭეშმარიტი სინათლე. იგი ცხადად ადასტურებდა რომ ის თვითონ არ იყო ის სინათლე, არამედ სინათლის მოწმე. მან ასევე დაადასტურა იოანეს 1-ში, რომ სწორედ მან მოამზადა გამოსყიდვის სახარება იესო ქრისტეს მონათვლით.
იოანე ნათლისმცემლის მიერ გამოსყიდვის შესახებ მოწმობა რომ არ გვქონოდა, როგორ ვირწმუნებდით იესოს? ჩვენ იესო არასდროს გვინახავს, და როცა სხვადასხვა კულტურისა და რელიგიაბიდან მოვდივართ, როგორაა შესაძლებელი ვიწამოთ იეჰოვა, როგორც ჩვენი ღმერთი?
ამდენი მრავალფეროვანი და განსხვავებული რელიგიებიდან მოსულებს, როგორ უნდა შევძლოთ იესო ქრისტეს შეცნობა? რანაირად უნდა გვცოდნოდა რომ იესო სინამდვილეში იყო ძე ღვთისა, რომელმაც გამოგვისყიდა თავის თავზე მსოფლიოს ყველა ცოდვის აღებით?
ჩვენ უნდა შევხედოთ ძველ აღთქმას რათა ვიპოვოთ მასში გამოსყიდვის პირველადი უწყება და გავიგოთ რომ იესო არის ჩვენი მხსნელი. ჩვენ უნდა მივიღოთ სწორი ცოდნა, იმისთვის რომ გვქონდეს სწორი რწმენა. ვერაფერს ვიზამთ ნამდვილი ცოდნის გარეშე. იმისათვის, რომ გვწამდეს იესო და გადავრჩეთ, უნდა ვიცოდეთ იოანე ნათლისმცემლის გამოსყიდვის სახარება და მისი როლი ამ სახარებაში. იმისათვის, რომ ქრისტეს სრული რწმენა ვიქონიოთ, გამოსყიდვის ჭეშმარიტება უნდა ვიცოდეთ.
ამიტომ, იესოს სიტყვების თანახმად, ”შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ” (იოანე 8:32), ჩვენც უნდა ვიცოდეთ იესოში გამოსყიდვის ჭეშმარიტება.
მტკიცებულებები ბიბლიაში
რითი იწყება ოთხივე სახარება?
იოანე ნათლისმცემლის გამოჩენით
მოდით, გავაგრძელოთ ბიბლიაში გამოსყიდვის ყველა მტკიცებულების შესწავლა. მოდით აღმოვაჩინოთ თუ რას ამბობს ოთხივე სახარება იოანე ნათლისმცემლის შესახებ, თუ ვინ იყო ის, რატომ უწოდეს მას „კაცობრიობის წარმომადგენელი“ ან „უკანასკნელი მღვდელმთავარი“, თუ როგორ გადაეცა იესოს ქვეყნიერების ყველა ცოდვა მის მიერ, და აიღო თუ არა იესომ თავის თავზე ყველა ჩვენი ცოდვა.
ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ოთხივე სახარება იწყება იოანე ნათლისმცემლით. იოანეს 1:6-ში ნახსენებია სახარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი. ის მოგვითხრობს იმაზე თუ ვინ შეასრულა სამყაროს ყველა ცოდვის იესოსთვის გადაცემა. „იყო კაცი, ღვთისგან მოვლინებული. სახელი მისი იოანე. იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ და ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით"(იოანე 1:6-7).
მასში ნათქვამია: ‘ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით’ და ‘რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ’. სინათლე არის იესო ქრისტე. ეს ნიშნავს, რომ იოანეს იესოზე უნდა დაემოწმებინა, რათა ყველას მისი მეშვეობით ერწმუნა. მოდით, უფრო ახლოს გავეცნოთ მათეს მე-3 თავს.
მათეს 3:13-17-ში სწერია: "მაშინ მოვიდა იესო გალილეიდან იოანესთან იორდანეზე, რათა მის მიერ მონათლულიყო. იოანე წინაღუდგა და უთხრა: "მე უნდა ვინათლებოდე შენგან და შენ მოდიხარ ჩემთან?” იესომ კი მიუგო და უთხრა: "დაუშვი ახლა, ვინაიდან ამგვარად გვმართებს მთელი სიმართლის აღსრულება”. მაშინღა დართო ნება. მოინათლა რა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და იხილა მან სული ღმერთისა, მტრედივით ჩამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. და აჰა, ხმა ციდან მეტყველი: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”".
რატომ უნდა ვიცოდეთ იოანეს წარმოშობა?
რადგან ბიბლია გვეუბნება რომ იოანე არის მთელი კაცობრიობის მღვდელმთავარი.
იოანე ნათლისმცემელმა მონათლა იესო, სამყაროს ყველა ცოდვის გასაუქმებლად. ნათლობა, რომელიც იესომ იოანესგან მიიღო, ჩვენი ხსნის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მაგრამ მთელი ჭეშმარიტების სრულყოფილად გასაგებად და დასაჯერებლად, პირველად კარგად უნდა შევისწავლოთ იოანე ნათლისმცემელი.
ლუკას 1:1-14-ში სწერია: "ვინაიდან ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენ შორის მომხდარი ამბების აღწერას, როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა, მეც საჭიროდ მივიჩნიე, გულდასმით გამოკვლევის შემდეგ, ყოველივე თანმიმდევრულად აღგიწერო, ღირსეულო თეოფილე, რათა შეიცნო იმ მოძღვრების საიმედოობა, რომლითაც განისწავლე. იუდეის მეფის, ჰეროდეს დღეებში, იყო ვინმე მღვდელი, სახელად ზაქარია, აბიას წყებიდან; ცოლად ჰყავდა ელისაბედი, აჰარონის ასულთაგანი. ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე და უბიწოდ იცავდნენ უფლის ყოველ მცნებასა და წესდებას. შვილი კი არ ჰყავდათ, რადგან უნაყოფო იყო ელისაბედი; თანაც უკვე ხანდაზმულნი იყვნენ ორივენი. ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ მსახურობდა ღმერთის წინაშე, მღვდელთა სამსახურის წესის მიხედვით კმევა ხვდა წილად; და შევიდა უფლის ტაძარში. კმევის დროს მთელი ხალხი გარეთ ლოცულობდა. და ეჩვენა მას უფლის ანგელოზი - საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგომი. მისი მხილველი ზაქარია შეკრთა და შიშმა შეიპყრო. უთხრა ანგელოზმა: "ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შესმენილია შენი ლოცვა; და ცოლი შენი, ელისაბედი ძეს გიშობს, რომელსაც სახელად იოანეს დაარქმევ. გექნება სიხარული და ლხენა; და მრავალი გაიხარებს მისი შობით".
აქ ლუკა, იესოს მოწაფე, დაწვრილებით გვიჩვენებს იოანეს გენეალოგიას და თავიდანვე განმარტავს იოანეს წარმოშობას. ლუკამ ასწავლა სახარება კაცს სახელად თეოფილე, რომელიც სხვა კულტურის წარმომადგენელი იყო და არ იცოდა უფლის შესახებ.
ამიტომ რათა მისთვის იესოს, ცოდვილთა მხსნელის შესახებ ესწავლა, ლუკამ ჩათვალა რომ მას სჭირდებოდა იოანე ნათლისმცემლის საგვარეულოს დეტალური ახსნა. ვინაიდან ჩვენც სხვადასხვა ერიდან მოსული წარმართები ვართ, იესოს ხსნას ვერ გავიგებთ, თუ ის სპეციფიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ არ იქნება ახსნილი. მოდით გავეცნოთ მის დეტალებს.
ლუკას 1:5-9-ში ის მოგვითხრობს, "იუდეის მეფის, ჰეროდეს დღეებში, იყო ვინმე მღვდელი, სახელად ზაქარია, აბიას წყებიდან; ცოლად ჰყავდა ელისაბედი, აჰარონის ასულთაგანი. ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე და უბიწოდ იცავდნენ უფლის ყოველ მცნებასა და წესდებას. შვილი კი არ ჰყავდათ, რადგან უნაყოფო იყო ელისაბედი; თანაც უკვე ხანდაზმულნი იყვნენ ორივენი. ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ მსახურობდა ღმერთის წინაშე, მღვდელთა სამსახურის წესის მიხედვით კმევა ხვდა წილად; და შევიდა უფლის ტაძარში".
აქ აღწერილია შემთხვევა, რომელიც მოხდა როცა ზაქარია მღვდლობის ჩვეულების თანახმად ღმერთს ემსახურებოდა. ლუკამ ნათლად დაადასტურა, რომ ზაქარია აარონის შთამომავალი იყო. მაშ რომელ სამღვდლო წყებას ეკუთვნოდა ზაქარია? ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.
მან განმარტა: ”როცა თავისი წყების წესისამებრ მსახურობდა ღმერთის წინაშე.” ჩვენ ვხედავთ, რომ ლუკამ იმდენად კარგად იცოდა ზაქარიას შესახებ, რომ მან აგვიხსნა გამოსყიდვის სახარება იმით რომ ზაქარიაც და ელისაბედიც ახსენა.
იოანე ნათლისმცემელი ეყოლა ზაქარიას და მის მეუღლეს ელიზაბეტს, რომელიც აარონის ერთ-ერთი ქალიშვილი იყო. ახლა კი, მოდით გადავხედოთ იოანე ნათლისმცემლის მამის, ზაქარიას საგვარეულოს.
იოანე ნათლისმცემლის წარმოშობა
ვისი შთამომავალი იყო იოანე ნათლისმცემელი?
მღვდელმთავარ აარონის
იოანე ნათლისმვემლის წარმოშობის გასაგებად ჩვენ ძველი აღთქმის 1 ნეშტთა 24:1-19 უნდა წავიკითხოთ.
"აჰა, აჰარონიანთა დასები: აჰარონის ძენი - ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი. მამაზე ადრე დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, ისე, რომ ძენი არ ჰყოლიათ და ელეაზარი და ითამარი მღვდლობდნენ. დაადგინა დავითმა ცადოკი - ელეაზარის ძეთაგან და ახიმელექი, ითამარის ძეთაგან, თავ-თავის ადგილზე, თავ-თავისი მსახურების მიხედვით. აღმოჩნდა, რომ ელეაზარის ძეთაგან მამისსახლთა თავკაცები უფრო მეტი იყო, ვიდრე ითამარის ძეთაგან. ასე დაანაწილა ისინი: ელეაზარის ძეთაგან მამისსახლთა თექვსმეტი თავკაცი, ითამარის ძეთაგან კი - რვა. წილისყრით დაანაწილეს ისინი, ვინაიდან ელეაზარისა და ითამარის ძენი მთავრობდნენ საწმიდრისა და უფლის წინაშე. და აღნუსხავდა მათ შემაყია ნეთანელის ძე, ლევიანი მწერალი, მეფისა და მთავართა, ცადოკ მღვდლისა და ახიმელექ აბიათარის ძის, ლევიანი ღვთისმსახურების მამისსახლთა თავკაცების წინაშე; წილის ყრისას ერთ ოჯახს ელეაზარის გვარიდან იყვანდნენ, ერთს კი - ითამარისა. პირველი წილი იეჰოიარიბს ერგო, მეორე - იედაიას, მესამე - ხარიმს, მეოთხე - სეყორიმს, მეხუთე - მალქიას, მეექვსე - მიამინს, მეშვიდე - ჰაკოცს, მერვე - აბიას, მეცხრე - იეშუას, მეათე - შექანიაჰუს, მეთერთმეტე - ელიაშიბს, მეთორმეტე - იაკიმს, მეცამეტე - ხუფას, მეთოთხმეტე - იეშებაბს, მეთხუთმეტე - ბილგას, მეთექვსმეტე - იმერს, მეჩვიდმეტე - ხეზირს, მეთვრამეტე - ჰაფიცეცს, მეცხრამეტე - ფეთახიას, მეოცე - იეხეზკელს, ოცდამეერთე - იაქინს, ოცდამეორე - გამულს, ოცდამესამე - დელაიაჰუს, ოცდამეოთხე - მაყაზიაჰუს. ეს იყო მათი განაწესი უფლის ტაძარში სამსახურისას თავისი წესისამებრ, რომელიც მიიღეს მათი მამის, აჰარონის ხელით, როგორც ამცნო მას უფალმა, ისრაელის ღმერთმა”.
მოდით კიდევ ერთხელ წავიკითხოთ მე–10 მუხლი. "მეშვიდე ჰაკოცს, მერვე - აბიას". მეფე დავითის დროს უამრავი მღვდელი იყო, ამიტომ საჭირო იყო მათი სისტემური მსახურების რეგულირების დადგენა. ამიტომ დავითმა აარონის თითოეულ ვაჟს წილისყრა მიანიჭა, რათა მსხვერპლი წესრიგის მიხედვით შეწირულიყო. (როგორც ყველამ იცით, აარონი მოსეს უფროსი ძმა იყო. ღმერთმა მოსე თავის შუამავლად დაადგინა, ხოლო აარონი ისრაელის ხალხის წინაშე წმინდა კარვის მღვდლად დანიშნა.)
ყველა დანარჩენი ლევიანი მღვდლების დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. აარონი და მისი ვაჟები, რომლებიც აგრეთვე მღვდლები იყვნენ, ზრუნავდნენ ღვთის წინაშე მოტანილ ყველა მსხვერპლშესაწირავზე. სანამ დავითმა წილის დანიშვნა მოახდინა, მღვდლებს, რომლებიც აარონის შთამომავლები იყვნენ, ყოველ ჯერზე წილისყრა უწევდათ, რაც დიდ დაბნეულობას იწვევდა.
ამიტომ, დავითმა შექმნა სისტემა თითოეული წყების, ანუ დასის დადგენით. ეს წყება შედგებოდა 24 განყოფილებისგან, რომლებიც აარონის შვილიშვილებიდან მოდიოდა, და მერვე მათ შორის იყო აბია. ნათქვამია: „მღვდელი, სახელად ზაქარია, აბიას წყებიდან“. ზაქარია იყო აბიას წყების მღვდელი და ორივე მათგანი აარონ მღვდელმთავრის შთამომავლები იყვნენ.
სწორედ ზაქარია, აბიას წყების მღვდელი, იყო იოანე ნათლისმცემლის მამა. ბიბლიიდან ვიცით, რომ ადრე ხალხში ნათესავებს შორის ქორწინება იყო მიღებული .
ასე რომ, იაკობმა ცოლად შეირთო თავისი ბიძის ქალიშვილი დედის მხრიდან. სწორედ ამ საგვარეულოს განმარტებას აქვს ღრმა მნიშვნელობა. მასში ნათქვამია: „მღვდელი, სახელად ზაქარია, აბიას წყებიდან“.
ამიტომ, ის ნამდვილად აარონის შთამომავალი იყო. ვინ? ზაქარია, იოანე ნათლისმცემლის მამა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია იესოს გამოსყიდვის, იოანე ნათლისმცემლის მსახურების და მსოფლიოს ცოდვების იესოზე გადაცემის განმარტებაში.
მხოლოდ აარონის შვილებმა უნდა იმსახურონ მღვდლებად
ვის შეეძლო ძველი აღთქმის დროს მღვდელმთავრობის მსახურების გაწევა?
აარონს და მისგან დადგენილ შთამომავლებს
მაშ სად არის ბიბლიაში მითითებული, რომ აარონის ვაჟები მღვდლებად უნდა მსახურობდნენ ? მოდით გავარკვიოთ ეს.
რიცხვთა 20:22-29-ში სწერია, "დაიძრნენ კადეშიდან და მივიდა ისრაელიანთა მთელი თემი ჰორის მთასთან. უთხრა უფალმა მოსესა და აჰარონს ჰორის მთაზე, ედომის ქვეყნის საზღვარზე: "შეერთოს აჰარონი თავის ხალხს, ვინაიდან ვერ შევა იგი იმ ქვეყანაში, რომელიც მივეცი ისრაელიანებს, რადგან არ დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას მერიბას წყალთან. წაიყვანე აჰარონი და ელეაზარი, მისი ძე და აიყვანე ჰორის მთაზე. გახადე აჰარონს სამოსი და მისი ძე, ელეაზარი შემოსე მისით, რადგან შეერთვება აჰარონი მის ხალხს და მოკვდება იქ”. ისე გააკეთა მოსემ, როგორც უფალმა ბრძანა და ავიდნენ ჰორის მთაზე მთელი თემის თვალწინ. გახადა მოსემ აჰარონს სამოსი და მისი ძე, ელეაზარი შემოსა. და მოკვდა აჰარონი იქ, მთის მწვერვალზე და ჩამოვიდნენ მოსე და ელეაზარი მთიდან. იხილა მთელმა თემმა, რომ მოკვდა აჰარონი და დასტიროდა აჰარონს ისრაელის მთელი სახლი ოცდაათ დღეს".
გამოსვლაში ჩაწერილია ღმერთის რჯული, რომელშიც ნათქვამია, რომ მღვდლობა აარონ მღვდელმთავრის ვაჟებმა უნდა მიიღონ და ამისათვის მათ შორის დანიშნულმა ვაჟმა უნდა აიღოს მღვდელმთავრობა, თავისი მამის კვალობაზე, როდესაც 30 წლის ასაკს მიაღწევს.
გამოსვლის 28:1-5-ში ნათქვამია, "მიიახლოვე აჰარონი, შენი ძმა და მისი ძენი, ისრაელის ძეთაგან, რომ მღვდლობა გამიწიონ: აჰარონი, ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი, აჰარონის ძეები. გაუმზადე წმიდა სამოსელი აჰარონს, შენს ძმას, დიდებისა და მშვენებისათვის. ელაპარაკე ყველა გულბრძენ კაცს, რომელნიც მე ავავსე სიბრძნის სულით, რომ დაუმზადონ სამოსელი აჰარონს მის გამოსაცალკევებლად, რათა მღვდლობა გამიწიოს. აჰა, სამოსელი, რომელიც უნდა დაამზადონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი და ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი. დაუმზადონ სამოსელი აჰარონს, შენს ძმას და მის ძეებს, რომ მღვდლობა გამიწიონ. აიღონ ოქრო, ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული მატყლი და ბისონი".
აქ აშკარად ჩანს რომ ღმერთმა აარონი, მოსეს ძმა, მღვდელმთავრად დანიშნა. მღვდლობა სხვა არავისთვის არ იყო დაშვებული. ღმერთმა უბრძანა მოსეს აარონი მღვდელმთავრად ეკურთხა და გაეკეთებინა მისთვის ღმერთის მიერ მითითებული სათანადო ჩაცმულობა. ჩვენ არასოდეს უნდა დავივიწყოთ ღვთის სიტყვები.
ასევე, გამოსვლის 29:1-9-ში სწერია, "აი, რა უნდა გააკეთო მათ განსაწმედად, რომ მღვდლობა გამიწიონ: აიყვანე ერთი ნორჩი მოზვერი და ორი უმანკო ვერძი, აიღე ხმიადები და ზეთში მოზელილი უფუარი კვერები, ხორბლის გამტკიცული ფქვილისგან იყოს გამომცხვარი. ერთ კალათაში ჩააწყვე და მოიტანე; მოზვერი და ორი ვერძიც მოიყვანე. მიიყვანე აჰარონი და მისი ძენი საკრებულო კარვის კართან და განბანე წყლით. აიღე სამოსელი და შემოსე აჰარონი კვართით, ეფოდის მოსასხამით, ეფოდით და სამკერდულით; და შემოარტყი ეფოდის სარტყელი. დაახურე თავსაბურავი და სიწმიდის ჯიღა მიამაგრე თავსაბურავზე. აიღე საცხებელი ზეთი, დაასხი თავზე და სცხე. მიაახლე მისი ძენი და ისინიც შემოსე კვართებით. შემოარტყი სარტყელი აჰარონსა და მის ძეებს, დაახურე თავსაბურავები და იქნება მათი მღვდლობა სამუდამოდ; ასე მიუძღვენი აჰარონი და მისი ძეები".
შემოარტყი სარტყელი აჰარონსა და მის ძეებს, დაახურე თავსაბურავები....იქნება მათი მღვდლობა სამუდამოდ; ასე მიუძღვენი აჰარონი და მისი ძეები.....ღმერთმა დაადგინა რომ მხოლოდ აარონი და მისი ვაჟები უნდა ეკურთხებინათ სამღვდლოების მუდმივი მსახურებისთვის. როდესაც მან ზედმიწევნით თქვა: ”სამუდამოდ”, ეს გულისხმობდა რომ ზემოაღნიშნული მღვდლობა იესოს ამქვეყნად მოსვლის შემდეგაც იყო ეფექტური.
ლუკა დაწვრილებით გვიხსნის რომ ზაქარია იყო აარონ მღვდელმთავრის შთამომავალი. როდესაც ზაქარია უფლის ტაძარში ღვთის წინაშე კმევას ავლენდა, მას ანგელოზი ეჩვენა და უთხრა რომ მისი ლოცვა მოსმენილ იქნა და რომ მისი ცოლი ელიზაბეთი მას ვაჟს შესძენდა.
ზაქარიას ამის არ სჯეროდა და მიუგო: ”ჩემი ცოლი უკვე ხანგადასულია, როგორ შეძლებს ის ვაჟის გაჩენას?” მისი დაეჭვების გამო, ღმერთმა იგი მცირე ხნით დაადუმა, რათა ეჩვენებინა, რომ მისი სიტყვა სიმართლეა.
თავის დროზე, ზაქარიას ცოლი დაორსულდა და ცოტა ხნის შემდეგ, ასევე დაორსულდა ქალწული მარიამიც. ორივე ეს შემთხვევა ჩვენი ხსნისათვის მომზადებული ღვთის საქმე იყო. ბედკრული კაცობრიობის გადასარჩენად მას ამქვეყნად თავისი მსახური იოანე და მისი მხოლოდშობილი ძე იესო უნდა გამოეგზავნა.
ამიტომ ღმერთმა მონათლა მისი ძე იოანეს მეშვეობით წუთისოფლის ყველა ცოდვის მასზე გადასატანად, რათა მისი მორწმუნეები გადარჩენილიყვნენ.
ღმერთის განსაკუთრებული განგება!
ვინ მოამზადა ღმერთმა იესოს წინაშე მისი გამოსყიდვის საქმისათვის?
იოანე ნათლისმცემელი
იესო ქრისტე კაცობრიობის მხსნელი იყო, რომელიც მარიამ ღვთისმშობლის სხეულიდან იშვა. მარიამი მიათხოვეს იოსებს, რომელიც იყო იუდას ტომის შთამომავალი. ღვთის აღთქმის შესასრულებლად, იესო იუდას შთამომავლების მიერ უნდა მოსულიყო, ისევე როგორც იოანე ნათლისმცემელი უნდა შობილიყო აარონის, მღვდელმთავრის სახლში.
ღმერთმა მოამზადა ეს ორი ამქვეყნად მოსავლენად, ასეთი წესით და თადარიგით, - ჯერ იოანე და შემდეგ იესო. იოანე დაიბადა იმისთვის რომ შეეძლო იესოსთვის ნათლისღების მიცემა და მასზე მსოფლიოს ყველა ცოდვა გადაეტანა. ასე მღვდელმთავრის შთამომავალს გამოსყიდვის მსხვერპლი უნდა შეეწირა, რათა შეესრულებინა ძველ და ახალ აღთქმაში მოცემული ღვთის დანაპირები. იესოს გამოსყიდვის სახარება სწორად უნდა შესრულებულიყო იმისათვის რომ ყველა ადამიანს ხსნის მიღება შეძლებოდა.
გამოსვლის წიგნში ღმერთმა ისრაელს თავისი რჯული და აღთქმები მისცა; ღმერთის მცნებები და წმიდა სავანის სსამსხვერპლო სისტემა, მღვდლების სამოსლის ჩათვლით, მსხვერპლშეწირვის დეტალები და მათ შვილთა მიერ საღმვდლო წესის თანმიმდევრობა. ღმერთმა აარონი და მისი შთამომავლები მღვდელმთავრობის უწყვეტი მემკვიდრეობით დანიშნა.
ამიტომ, აარონის ყველა შთამომავალს შეეძლო მსხვერპლის შეწირვა და მღვდელმთავართა მოსვლა მხოლოდ აარონის სახლიდან შეიძლებოდა. ხედავთ ახლა, თუ რატომ იყო ასე?
აარონის მრავალ შთამომავალთ შორის ღმერთმა აირჩია გარკვეული მღვდელი, სახელად ზაქარია და მისი ცოლი ელიზაბეთი. მან თქვა: "აჰა, მე ვაგზავნი ჩემს მაცნეს შენი პირისახის წინაშე". როდესაც ღმერთმა უთხრა ზაქარიას რომ იგი საშუალებას მისცემდა ელისაბედს შესძენოდა ვაჟი სახელად იოანე, ის იმდენად გაოცდა, რომ უფლის ბრძანებით დამუნჯდა იმ დრომდე, სანამ ვაჟი არ გაჩნდებოდა და მას სახლეს არ დაარქმევდნენ.
და მართლაც, მის სახლში დაპირებიდ თანახმად ვაჟი დაიბადა. ისრაელის ჩვეულებისამებრ, როცა ბავშვის დარქმევის დრო დგებოდა, მას მამის ან მისი რომელიმე ნათესავის სახელი ენიჭებოდა.
"დაუდგა ელისაბედს მშობიარობის ჟამი და შვა ვაჟი. და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ გაამრავლა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და გაიხარეს მასთან ერთად. მერვე დღეს მოვიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამამისის სახელი, ზაქარია დაერქმიათ მისთვის, მაგრამ დედამისმა თქვა: "არა, იოანე ერქმევა მას”. უთხრეს: "შენს სანათესაოში არავინაა მაგ სახელის მქონე”. მაშინ ნიშნებით ჰკითხეს მამამისს, რისი დარქმევა სურდა. მან დაფა მოითხოვა და დაწერა: "მისი სახელია იოანე”. და ყველას გაუკვირდა. უცებ გაეხსნა მას ბაგე და ენა, ალაპარაკდა და აკურთხებდა ღმერთს. შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა; და დიდი მითქმა-მოთქმა იყო ამის თაობაზე იუდეის მთიანეთში. ყველა, ვინც გაიგებდა, გულში ინახავდა ამას და ამბობდა: "ვინ დადგება ამ ყრმისგან?” და უფლის ხელი იყო მასთან" (ლუკა 1: 57-66).
ზაქარიას ენა ჯერ კიდევ შეკრული ჰქონდა როცა მისი შვილი დაიბადა. როდესაც ბავშვის სახელის დარქმევის დრო მოვიდა, ახლობლები ვარაუდობდნენ რომ მისთვის სახელად ზაქარია უნდა დაერქვათ. მაგრამ დედამისი დაჟინებით იძახოდა რომ ბავშვის სახელი იოანე უნდა ყოფილიყო. ამაზე ნათესავებმა უპასუხეს რომ მათ ოჯახში ამ სახელით არავინ ყოფილა და რომ ბავშვს წესით მამის სახელი უნდა დარქმეოდა.
მაგრამ ვინაიდან ელიზაბეთი მაინც თავისას იმეორებდა, ნათესავები მივიდნენ ზაქარიასთან და ჰკითხეს, თუ რას დაარქმევდა ახალშობილს. ზაქარიამ, რადგან ჯერ კიდევ არ შეეძლო ლაპარაკი, მოითხოვა საწერი დაფა და მასზე დაწერა "იოანე". ყველა ახლობელს უკვირდა სახელის ეს არაჩვეულებრივი არჩევანი.
ზაქარიას, როგორც კი განაცხადა ბავშვის სახელი, მაშინვე პირი გაეხსნა. მან დიდება აღუვლინა ღმერთს, სულიწმიდით აივსო და იწინასწარმეტყველა.
ამრიგად, ლუკა მოგვითხრობს იოანე ნათლისმცემლის ზაქარიას სახლში დაბადების შესახებ. „იყო ვინმე მღვდელი, სახელად ზაქარია, აბიას წყებიდან.“ ღვთის განსაკუთრებული განგებით, იოანე ნათლისმცემელი, მთელი კაცობრიობის წარმომადგენელი, აარონის შთამომავალ ზაქარიას ეყოლა.
იოანე ნათლისმცემლისა და იესო ქრისტეს მეშვეობით ღმერთმა დაასრულა კაცობრიობის ხსნა. ჩვენ ყველანი დახსნილი ვართ ყველა ცოდვისგან იმით, რომ გვწამს გამოსყიდვის საქმე, რომელიც იოანესა და იესო ქრისტეს მეშვეობით განხორციელდა.
იესოს ნათლობა
რატომ იყო იესო მონათლული იოანეს მიერ?
წუთისოფლის ყველა ცოდვის ასაღებად
იოანე ნათლისმცემელმა დაადასტურა, რომ იესო ღვთის ძე იყო და რომ მან ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო. ის იყო იოანე ნათლისმცემელი, ღვთის მსახური, რომელიც ღვთის ხსნის დასამოწმებლად იყო მოვლენილი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი თავად არ გვეუბნება, რომ ის ჩვენი მხსნელია. ღმერთი ეკლესიაში მოქმედებს თავისი მსახურებით მეშვეობით და მეტყველებს ყველა იმ ხალხის პირით ვინც ხსნა მიიღო.
ღმერთი ამბობს, "ნუგეშით ელაპარაკეთ იერუსალიმს და აუწყეთ, რომ დასრულდა მისი ბრძოლა, რადგან ეპატია დანაშაული და ორმაგად მიეზღო უფლის ხელით ყველა მისი ცოდვის წილ....ხმება ბალახი და ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას". (ესაია 40: 2,8)
ღმერთმა ქრისტეს შობამდე დაახლოებით შვიდასი წლის წინათ აღგვითქვა, ”თქვენ აღარ ხართ ცოდვილები. მე გამოვისყიდე ყველა თქვენი ცოდვა და ბრძოლა დასრულებულია.” ამრიგად, გამოსყიდვის სახარების ხმა მუდმივად გვღაღადებს. ამას უწოდებენ წინასწარ გამზადებულ სახარებას.
როდესაც ვგებულობთ იოანე ნათლისმცემლის საქმეს და ნამდვილად გვესმის, რომ მის მეშვეობით იესოზე სამყაროს ყველა ცოდვა გადავიდა, ყველას შეგვიძლია ჩვენი ცოდვებისგან გათავისუფლება.
ოთხივე სახარება მოგვითხრობს იოანე ნათლისმცემლის შესახებ, ხოლო მალაქია, ძველი აღთქმის უკანასკნელი წინასწარმეტყველი, ასევე მოწმობს, რომ იოანე ნათლისმცემელი ღვთის მიერ გამზადებული მსახურია. ახალი აღთქმა იწყება იოანე ნათლისმცემლის დაბადებით და მის მიერ ცოდვების გადაცემით.
მაშ რატომ ვუწოდებთ მას იოანე ნათლისმცემელს? იმიტომ რომ მან იესო მონათლა. რას ნიშნავს ნათლობა? ის ნიშნავს "გადაცემას, დამარხვას, ჩამორეცხვას" - იგივეს, რაც ძველ აღთქმაში "ხელდასხმა" იყო.
ძველ აღთქმაში, როცა ადამიანი შესცოდავდა, ის ამ ცოდვებს უმანკო სამსხვერპლო ცხოველს გადასცემდა მის თავზე ხელების დადებით და მსხვერპლი ამ ცოდვებითურთ კვდებოდა. "ხელების დადება" ანუ "ხელდასხმა" ნიშნავს "გადაცემას". ამიტომ, "ხელების დახსმას" და "ნათლობას" ერთი და იგივე ეფექტი და მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად იმისა რომ ისინი გარეგნულად თითქოსდა განსხვავდებიან.
მაშ რა მნიშვნელობა ჰქონდა იესოს ნათლობას? მისი ნათლობა იყო ცოდვების მიტევების ერთადერთი გზა. ღმერთმა დააწესა კანონი, რომლის მიხედვით ცოდვა მსხვერპლს „ხელების დასხმით“გადაეცემოდა. ამრიგად, ძველი აღთქმის დღეებში ცოდვილებს თავიანთი ცოდვების მსხვერპლისთვის გადასაცემად სჭირდებოდათ მსხვერპლის თავზე ხელების დასხმა. ამის შემდეგ სამსხვერპლო ცხოველი იკვლებიდა და მღვდლები მის სისხლს საკურთხევლის რქებზე სცხებდნენ. ასე გამოისყიდებოდა ყოველდღიური ცოდვები.
მაშინ როგორ ანხორციელებდნენ ისინი ყოველწლიურ ცოდვების გამოსყიდვას?
ამისათვის, მღვდელმთავარი აარონი მთელი ისრაელის ხალხისთვის სწირავდა მსხვერპლს. ვინაიდან იოანე ნათლისმცემელი აარონის სახლში დაიბადა, მისთვის მიზანშეწონილი იყო მღვდელმთავრის მსახურება და ღმერთმა ეს როლი მისთვის წინასწარ განსაზღვრა, გამოსყიდვის აღთქმის თანახმად.
იოანე ნათლისმცემელი იყო მთელი კაცობრიობის წარმომადგენელი და უკანასკნელი მღვდელმთავარი, რადგან ძველი აღთქმა დასრულდა, როდესაც იესო ქრისტე დაიბადა. იოანე ნათლისმცემლის გარდა სხვას ვის შეეძლო ახალ აღთქმაში იესოზე ყველა ცოდვის გადატანა, ისევე როგორც აარონი ამას ძველ აღთქმაში თავისი ხალხის ცოდვების გამსასყიდად აკეთებდა? იოანე ნათლისმცემელმა, როგორც ძველი აღთქმის უკანასკნელმა მღვდელმთავარმა და მთელი კაცობრიობის წარმომადგენელმა, იესოს გადასცა მსოფლიოს ყველა ცოდვა, როდესაც იგი მონათლა.
იმის გამო, რომ იოანემ მსოფლიოს ყველა ცოდვა იესოს გადასცა, წყლისა და სულის სახარების რწმენას ჩვენი გამოსყიდვა შეუძლია. იესო გახდა სამსხვერპლო კრავი, რათა გადაერჩინა ყველა ცოდვილი და ამით შეესრულებინა გამოსყიდვის შრომა, ღმერთის გეგმის თანახმად. იესომ გვითხრა, რომ იოანე ნათლისმცემელი იყო უკანასკნელი წინასწარმეტყველი, უკანასკნელი მღვდელმთავარი, რომელმაც მას მსოფლიოს ყველა ცოდვა გადასცა.
რატომ არ შეეძლო თავად იესოს ამის გაკეთება? რატომ დასჭირდა მას იოანე ნათლისმცემელი? არსებობდა მიზეზი რომლის გამოც იოანე იესოზე ექვსი თვით ადრე დაიბადა; ეს მოხდა ძველი აღთქმის რჯულის და მისი დანაპირების შესასრულებლად.
იესო ქალწულ მარიამს შეეძინა, ხოლო იოანე ნათლისმცემელი - ხანდაზმულ და უნაყოფო ქალს, სახელად ელისაბეთს.
ეს იყო ღმერთის საქმე და მან ის ყველა ცოდვილის გადასარჩენად დაგეგმა. ცოდვის წინააღმდეგ გაუთავებელი ომისგან და ჩვენი ცოდვილი ბუნებით გამოწვეულ ყველა ტანჯვისგან ერთიანად გადასარჩენად, მან გამოაგზავნა თავისი მსახური იოანე, შემდეგ კი საკუთარი ძე, იესო. იოანე ნათლისმცემელი მოვლინებულ იყო როგორც მთელი კაცობრიობის წარმომადგენელი, უკანასკნელი მღვდელმთავარი.
დედაკაცთაგან ნაშობთა შორის უდიდესი
ვინ იყო დედამიწაზე უდიდესი ადამიანი?
იოანე ნათლისმცემელი
მოდით შევხედოთ მათეს 11:7-14-ს. "როცა ისინი მიდიოდნენ, იესომ დაუწყო ლაპარაკი ხალხს იოანეზე: “რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა? აბა, რისთვის გახვედით, ფაფუკად შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკად შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან. აბა, რისთვის გახვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? აბა, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც. ვინაიდან ეს ის არის, ვისზედაც დაწერილია: ‘აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე.’ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია. იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას. ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. თუ მიღება გსურთ, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს".
ხალხი გავიდა უდაბნოში იოანე ნათლისმცემლის სანახავად, რომელიც შესძახოდა მათ: ”მოინანიეთ, ექიდნეთა ნაშობნო!” იესომ ჰკითხა ხალხს, “რის სანახავად გახვედით? ფაფუკად შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკად შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან“.
იესომ თავად დაამოწმა იოანეს სიდიადე. „რის სანახავად გახვედით? ბარბაროსის, რომელიც აქლემის ტყავშია გამოწობილი და ხმამაღალი ხმით შეგყვირის? სწორედ ასე უნდა გამოჩენილიყო. რის სანახავად გახვედით? რბილი სამოსით შემოსილი ადამიანის? რბილი სამოსით შემოსილნი მეფეთა სასახლეებში ცხოვრობენ. მაგრამ ის მეფეზე უფრო დიდია “, - დაამოწმა იესომ. ”ფაფუკად შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან. აბა, რისთვის გახვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? აბა, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც".
ძველად წინასწარმეტყველები მეფეებზე დიდებად ითვლებოდნენ. იოანე ნათლისმცემელი მეფეებზეც და წინასწარმეტყველებზეც უფრო დიდი იყო. ის უფრო დიდი იყო, ვიდრე ძველი აღთქმის ყველა წინასწარმეტყველი. სინამდვილეში, იოანე, უკანასკნელი მღვდელმთავარი და კაცობრიობის წარმომადგენელი, უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე აარონი, პირველი მღვდელმთავარი. იესომ თავად დაადასტურა რომ იოანე სწორედ ასეთი პიროვნება იყო.
ვინ არის კაცობრიობის წარმომადგენელი? თავად ქრისტეს გარდა, ვინ არის ყველაზე დიდი ადამიანი დედამიწაზე? იოანე ნათლისმცემელი. „აბა, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც". "აჰა, მე ვაგზავნი ჩემს მაცნეს შენი პირისახის წინაშე, რომელიც გზას მოგიმზადებს.”
იოანე ნათლისმცემელმა დაამოწმა რომ ცოდვის წინააღმდეგ ომი დასრულდა. "აჰა, ღმერთის კრავი, რომელსაც მიაქვს წუთისოფლის ცოდვა!" იოანე ნათლისმცემელმა დაამოწმა რომ იესომ ქვეყნიერების ცოდვები წაიღო.
მათეს 11:11-ში ნათქვამია: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი; მაგრამ ცათა სამეფოში უმცირესი მასზე დიდია.“ იყო თუ არა ვინმე იოანე ნათლისმცემელზე დიდი დედაკაცთაგან ნაშობთა შორის?
რას ნიშნავს დედაკაცთაგან ნაშობი? აქ ლაპარაკია მთელ კაცობრიობაზე. ადამისა და ევას გარდა, ყველა ადამიანი ქალისგან დაიბადა. დიახ, დედაკაცთაგან ნაშობთა შორის იოანე ნათლისმცემელზე დიდი ადამიანი არ აღმდგარა. ამიტომ ის არის უკანასკნელი მღვდელმთავარი და კაცობრიობის წარმომადგენელი. იოანე ნათლისმცემელი იყო მღვდელმთავარი, წინასწარმეტყველი და მთელი კაცობრიობის წარმომადგენელი.
ძველ აღთქმაში ღმერთმა აარონს და მის შვილებს მარადიული მსახურება დაუდგინა. ყველა ცოდვა აარონისა და მისი ვაჟების მეშვეობით უნდა ჩამორეცხილიყო. ეს იყო ღმერთის ბრძანების თანახმად.
სხვა ლევიანებს რომ გაებედათ მათ საღმვდლო მსახურებაში შესვლა, ასეთები ნამდვილად მოკვდებოდნენ. მათ მხოლოდ საკურთხევლისთვის ცეცხლის შეშის შეგროვება, ცხოველების გატყავება, ცხიმის ამოცლა, ნაწლავების გაწმენდა და მათი ნარჩენების ბანაკის გარეთ გატანა შეეძლოთ. ამაზე უფრო მეტი კადნიერება რომ დაეშვათ და მღვდელბის საქმისთვის ხელი მოეკიდათ, ისინი მაშინვე მოკვდებოდნენ. ასეთი იყო ღვთის კანონი. ამ ხაზს ისინი ვერ გადააბიჯებდნენ.
დედამიწაზე იოანე ნათლისმცემელზე დიდი კაცი არ აღმდგარა. ის ყველაზე დიდი იყო ყველა მოკვდავთა შორის. "იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სამეფო ძალისხმევით აიღება, და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას."
კაცობრიობის გამოსყიდვა შესრულდა როდესაც იოანე ნათლისმცემელმა იესო მონათლა, და მათ, ვისაც იესო ირწმუნეს, შეუძლიათ ცათა სასუფეველში შესვლა, რადგან ისინი რწმენით გამართლდნენ.
ახლა მოდით ვნახოთ, თუ რა დაამოწმა იოანეს მამამ მის შესახებ.
ზაქარიას, იოანეს მამის დამოწმება
რა იწინასწარმეტყველა ზაქარიამ თავის ძეზე?
იოანე გაუმზადებს უფალს გზას მისი ხალხისთვი ხსნის ცოდნის მისანიჭებლად
მოდით წავიკითხოთ ლუკას 1:67-80: "და აღივსო სულიწმიდით მამამისი ზაქარია, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა: "კურთხეულ არს უფალი, ისრაელის ღმერთი, რადგან მოხედა თავის ხალხს და გამოსყიდვა მოუმზადა. და აგვიმაღლა ხსნის რქა თავისი მსახურის, დავითის სახლში; როგორც ამბობდა დასაბამიდან თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან; წყალობას უჩვენებდა ჩვენს მამებს და თავის წმიდა აღთქმას გაიხსენებდა; შეჰფიცა ჩვენს მამას, აბრაჰამს, რომ მოგვანიჭებდა ჩვენ, რათა ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილთ, უშიშრად გვემსახურა მისთვის, სიწმიდესა და სიმართლეში მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში. და შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველი დაგერქმევა, ვინაიდან ივლი უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად, რათა მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა, მათი ცოდვების მიტევების მეშვეობით, ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა მზის აღმოსავლის სიმაღლიდან, სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა სამშვიდობო გზაზე წარსამართად”. ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა; და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა”.
ზაქარიამ ორი რამ იწინასწარმეტყველა. პირველი, ის რომ მთელი კაცობრიობის მეფე უნდა მოსულიყო. 68 და 73 მუხლებიდან მან სიხარულით იწინასწარმეტყველა, რომ ღმერთს არ დავიწყებია თავისი დანაპირები და რომ იესო, აბრაამისთვის შეპირებულის თანახმად, მარიამ ღთისმშობელს შეეძინებოდა რათა მისი შთამომავლები მტრების ხელიდან ეხსნა.
და მეორე, 74-ე მუხლიდან: „მოგვანიჭებდა ჩვენ, რათა ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილთ, უშიშრად გვემსახურა მისთვის". ეს იყო აბრაამსა და ისრაელის ხალხისთვის ღმერთის მიერ მიცემული აღთქმის შეხსენება და ამიტომ მან იწინასწარმეტყველა: „რომ მოგვანიჭებდა ჩვენ, უშიშრად გვემსახურა მისთვის“.
76-ე მუხლიდან დაწყებული მან თავის ყრმაზე იწინასწარმეტყველა, "და შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველი დაგერქმევა, ვინაიდან ივლი უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად, რათა მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა, მათი ცოდვების მიტევების მეშვეობით, ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა მზის აღმოსავლის სიმაღლიდან, სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა სამშვიდობო გზაზე წარსამართად”.
აქ ის ამბობს, "რათა მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა, მათი ცოდვების მიტევების მეშვეობით". ვის გულისხმობდა იგი ხალხისთვის ხსნის ცოდნის მიცემაში? იოანე ნათლისმცემელს. შეგიძლიათ ამის დანახვა? იოანე ნათლისმცემელს, ღმერთის სიტყვების თანახმად, უნდა მოეტანა ცოდნა იმის შესახებ, რომ იესო არის ღვთის ძე, რომელმაც სამყაროს ცოდვები წაიღო.
ახლა მოდით შევხედოთ მარკოზის 1:1-5-ს, "დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღვთის ძისა. როგორც ესაია წინასწარმეტყველის მიერაა დაწერილი: "აჰა, მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოამზადებს შენს გზას. ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, გაუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები”. მოვიდა იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად. იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი გამოდიოდა მასთან, ინათლებოდნენ მის მიერ მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს".
როდესაც ისრაელიანებმა იოანე ნათლისმცემელს მოუსმინეს, ისინი წარმართთა კერპების თაყვანისმცემლობას ზურგი აქციეს და იოანე ნათლისმცემლის მიერ მოინათლნენ. მაგრამ იოანემ დაამოწმა: „მე წყლით გნათლავთ რათა ღმერთს დაუბრუნდეთ. მაგრამ მოვა ღვთის ძე რომელიც ჩემგან ნათელს იღებს, იმისთვის რომ ყველა თქვენი ცოდვა გადავიდეს მასზე. და თუ გწამთ მისი ნათლისღების როცა ჩემთან ინათლებით, თქვენი ყველა ცოდვა მას გადაეცემა, ისევე როგორც ცოდვები ძველი აღთქმის დროს ხელდასხმით გადადიოდა". სწორედ ამის შესახებ ამოწმებდა იოანე.
ის ფაქტი, რომ იესო იორდანეში მოინათლა, ნიშნავს, რომ იგი მოინათლა სიკვდილის მდინარეში. დაკრძალვის დროს ჩვენ ვმღერით: ” ♪ სულ მალე, სულ მალე, ჩვენ მშვენიერ სანაპიროზე შევხვდებით ერთმანეთს. ჩვენ იმ ლამაზ სანაპიროზე შევხვდებით ♪ ”როდესაც მოვკვდებით, ჩვენ მდინარე იორდანეს გადავკვეთავთ. მდინარე იორდანე არის სიკვდილის მდინარე. იესო მოინათლა სიკვდილის ამ მდინარეში, რადგან მან იქ მსოფლიოს ყველა ცოდვა აიღო, ხოლო "ცოდვის საფასური სიკვდილია".
ნათლისღება რომელსაც ჩვენი ცოდვები გადააქვს
რა არის ხელდასხმის პირველსახე ახალ აღთქმაში?
იესოს ნათლობა
მათეს 3:13-17-ში ვკითხულობთ: ”მაშინ წამოვიდა იესო გალილეიდან იოანესთან იორდანეზე, რათა მის მიერ მონათლულიყო. ხოლო იოანე აკავებდა მას და ეუბნებოდა: „მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „დაუშვი ახლა, რადგან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.“ მაშინ მიუშვა იგი. ნათელი რომ იღო, იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან. და, აჰა, გაეხსნა მას ცანი და იხილა ღმერთის სული, მტრედივით გარდამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. და, აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ჩემი ძე საყვარელი, რომელშიც არის ჩემი სათნოება".
იესო მდინარე იორდანესთან მივიდა და იოანე ნათლისმცემლის მიერ მოინათლა. მან უბრძანა იოანეს: „მომნათლე“. იოანმა მიუგო: „მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?“. ზეცის და დედამიწის მღვდელმთავარი ერთმანეთს შეხვდა.
როგორც ებრაელთა წერილში არის ნათქვამი, იესო ქრისტე არის უკუნისამდე მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით. ეს ნიშნავს, რომ იესო ადამიანთა გენეალოგიის გარეშე დგას. ის არ არის აარონის ან დედამიწაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანის შთამომავალი. ის არის ღვთის ძე, ჩვენი შემოქმედი. ის არის ის, ვინც არის; ამიტომ მას არ გააჩნია საგვარეულო ნუსხა. იესომ უკუაგდო ზეცის დიდება და ჩამოვიდა დედამიწაზე თავისი ხალხის გადასარჩენად.
ამქვეყნად მისი ჩამოსვლის მიზეზი იყო ყველა იმ გადარჩენა, რომლებიც სატანის ტყუილის გამო იტანჯებოდნენ. გარდა ამისა, იოანე ნათლისმცემლის ნათლობით, მან ამოშალა მსოფლიოს ყველა ცოდვა. "მიუგო იესომ და უთხრა მას: “დაუშვი ახლა, რადგან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.“ მაშინ მიუშვა იგი."
“დაუშვი ახლა!” ნება დამრთე! იესომ ეს მთელი კაცობრიობის წარმომადგენელს უბრძანა თავი დახარა ნათლის მისაღებად. ძველ აღთქმაში, როდესაც ღმერთს მსხვერპლს სწირავდნენ, ან ცოდვილს ან მღვდელმთავარს მის თავზე ხელები უნდა დაესხა და ცოდვები გადაეცა. "ხელების დასხმა" "გადატანას" ნიშნავს.
იოანე ნათლისმცემელმა მონათლა იესო. ეს იგივე იყო, რაც ძველ აღთქმაში ხელების დასხმა. "გადაცემა", "დასაფლავება", "ჩამორეცხვა" და "მსხვერპლი" ასევე იგივეა. ახალი აღთქმა არის რეალობა, ხოლო ძველი აღთქმა არის მისი ჩრდილი.
როდესაც ცოდვილი ძველ აღთქმაში კრავს ხელებს ასხავდა, მისი ცოდვა კრავზე გადადიოდა, რის შემდეგ ის იკვლებოდა. იმის ცოდვები, ვინც კრავს ხელს ასხავდა, სამსხვერპლო ცხოველზე გადადიოდა, ამიტომ კრავი ამ ცოდვების გამო უნდა მომკვდარიყო! ცოდვების კრავზე გადატანის შემთხვევაში, შეიძლებოდა სამსხვერპლო სისტემის მიხედვით მსხვერპლის მომტანი ცოდვისგან გათავისუფლებულიყო? დიახ.
ვთქვათ რომ ეს ცხვირსახოცი ცოდვაა, ეს მიკროფონი კი - სამსხვერპლო კრავი. როდესაც ამ მიკროფონს ხელებს ვადებ, ეს ცოდვა მას, კრავს გადაეცემა. ღმერთმა თავად გადაწყვიტა, რომ ეს ასე ყოფილიყო. "დაასხი ხელები". იმისთვის, რომ ძველი აღთქმის დღეებში ცოდვა გამოესყიდა, ადამიანს მსხვერპლის თავზე ხელები უნდა დაესხა. ამის შემდეგ მას შეეძლო ცოდვისგან გათავისუფლება. ანალოგიურად, იესოს ნათლობა იყო მსოფლიოს ცოდვების ჩამორეცხვა, დამარხვა და მასზე გადატანა. სწორედ ესაა ამის ზუსტი მნიშვნელობა.
რას ნიშნავს მთელი სიმართლის აღსრულება?
ეს არის ყველა ცოდვის ჩამორეცხვა მათი იესოზე გადაცემით
ამრიგად, როდესაც იესო მოინათლა წუთისოფლის ყველა ცოდვის ასაღებად, მართლაც გადაეცა მას ყველა ცოდვა? მსოფლიოს ყველა ცოდვა ნამდვილად გადაეცა იესოს და ამან ყველა ადამიანი გამოისყიდა. ეს იგივე იყო რაც მსხვერპლზე ცოდვების გადაცემა ძველ აღთქმაში. იესო გალილეიდან იორდანესკენ მივიდა და უთხრა იოანეს: "დაუშვი ახლა, რადგან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება”. (მათე 3:15).
ამის შემდეგ იოანემ მონათლა იესო. იესომ იოანეს უთხრა რომ მათთვის მართებული იყო მისი ნათლობით მთელი სიმართლის აღსრულება. "მთელი სიმართლე" ნიშნავს "ყველაზე მართებულს და შესაფერისს". "ასე" - ამ შემთხვევაში, ნათლობის საშუალებით, შაღსრულდა მთელი სიმართლე. ეს იმას ნიშნავდა, რომ მართებული იყო იოანესთვის მოენათლა იესო, იესო კი მის მიერ მონათლულიყო, მასზე სამყაროს ყველა ცოდვის გადასაცემად.
ღმერთი გვაძლევს გამოსყიდვას იესოს ნათლობის, ჯვარზე მისი მსხვერპლის და ჩვენი რწმენის საფუძველზე. ”ყველა ადამიანი ცოდვისგან იტანჯება და ეშმაკი მათ მათი ცოდვების გამო აწამებს. ამიტომ, მათი გადარჩენისა და სასუფეველში მოსახვედრად, შენ, როგორც კაცობრიობის წარმომადგენელმა და აარონის შთამომავალმა, უნდა მომნათლო მე მთელი კაცობრიობის გულისთვის. მე მოვინათლები შენს მიერ, იოანე. ამითი, გამოსყიდვის საქმე შესრულდება. ”
"მესმის" - უპასუხა იოანემ.
ასე რომ, იოანემ მონათლა იესო. მან იესოს თავზე ხელები დაასხა და გადასცა მას მსოფლიოს ყველა ცოდვა. ამრიგად, იესო გახდა მხსნელი, რომელმაც ყველა ჩვენი ცოდვა ამოშალა. ახლა კი, მისი გამოსყიდვისადმი რწმენას ჩვენი ხსნა შეუძლია. გჯერათ ამისი?
მთელი კაცობრიობის წარმომადგენლის ხელით იორდანეში ნათლობის შემდეგ, იესო, თავის მხრებზე მთელი მსოფლიოს ცოდვებით, სამ წელიწად ნახევარი დადიოდა და ქადაგებდა სახარებას, როგორც თავის პირველ საჯარო მსახურებას.
ქალს, რომელიც მრუშობაში იყო შეპყრობილი მან უთხრა, "არც მე გდებ მსჯავრს". მას არ შეეძლო მისთვის მსჯავრის დადება, რადგან მან უკვე ყველა ცოდვა თავის თავზე აიღო და მათთვის ჯვარზე უნდა მომკვდარიყო. როდესაც იგი გეთსიმანიის ადგილას ლოცულობდა, მან სამჯერ ლოცვით შეევედრა მამას რომ ღვთის განკითხვის თასი მისთვის აეცილებინა, მაგრამ მალე დანებდა და თქვა: ”მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ".
"აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს ქვეყნიერების ცოდვებს!"
რამდენი ცოდვა აიღო იესომ?
ქვეყნიერების ყველა ცოდვა
იოანეს 1:29-ში ნათქვამია: „მეორე დღეს იხილა მან მისკენ მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ღმერთის კრავი, რომელიც იღებს ქვეყნიერების ცოდვას". იოანე ნათლისმცემელმა მონათლა იესო და მეორე დღეს, როდესაც იესო მასთან მივიდა, ხალხს აუწყო: "აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს ქვეყნიერების ცოდვას!” ეს იყო მისი დამოწმება.
ღვთის ძე მოვიდა ამქვეყნად და წაიღო ყველა ცოდვა. იოანე ნათლისმცემელმა კვლავ დაამოწმა. იოანეს 1:35-36-ში ნათქვამია: „მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი. დაინახა მომავალი იესო და თქვა: "აჰა, კრავი ღვთისა”".
ღვთის კრავი გულისხმობს იმ ფაქტს, რომ იესო არის ძველ აღთქმაში ნახსენები მსხვერპლშესაწირავის ნამდვილი და რეალური წინასახე, რომელიც ისრაელის ცოდვებისთვის გარდაიცვალა. შენთვის და ჩემთვის, ძე ღვთისა და ჩვენი შემოქმედი, მოვიდა ამქვეყნად ყველა ჩვენი ცოდვის წასაშლელად; ყველა ცოდვა სამყაროს შექმნიდან მის აღსასრულის დღემდე, პირველი ცოდვით დაწყებული ჩვენს ყველა უსამართლობამდე, ჩვენი ნაკლოვანებებით დაწყებული და ჩვენი შეცდომებით დამთავრებული. მან ყველანი გამოისყიდა თავისი ნათლისღებით და ჯვრის სისხლით.
იესომ მოგვაშორა ყველა ცოდვა და მოგვცა ჩვენ, მორწმუნეებს, სრულყოფილი გამოსყიდვა. გესმით ეს? "ღვთის კრავი, რომელიც იღებს ქვეყნიერების ცოდვას".
დაახლოებით 2000 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ის ამქვეყნად დაიბადა და ახ.წ. 30 წელს იესომ წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა. ახ.წ. 1 წელს იესო დაიბადა. ქრისტესამდელ დროს ჩვენ ვუწოდებთ "ქ.შ." (ქრისტეს შობამდე). თითქმის 2000 წელი გავიდა მას შემდეგ რაც იესო მოვიდა ამქვეყნად.
ახ.წ. 30 წელს იოანე ნათლისმცემელმა იესო მონათლა და მეორე დღეს აუწყო ხალხს: „აჰა! ღვთის კრავი, რომელიც იღებს ქვეყნიერების ცოდვას!” "აჰა!" მან უთხრა ხალხს რომ დაეჯერებინათ იესოსი, რომელმაც ყველა ცოდვა წაიღო. მან დაადასტურა, რომ იესო იყო ღვთის კრავი, ის რომელმაც ჩვენ ყველა ცოდვისგან გადაგვარჩინა.
იესომ წაიღო ყველა ცოდვა და დაასრულა ცოდვის წინააღმდეგ ჩვენი საუკუნო ომი. ახლა ჩვენ ცოდვის გარეშე ვართ, რადგან ღმერთის ძემ ისინი ამოშალა. იოანე ნათლისმცემელმა დაადასტურა, რომ იესომ წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა, როგორც თქვენი, ასევე ჩემი. "იყო კაცი, მოვლინებული ღმერთისაგან, და სახელი მისი იოანე. იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით." (იოანე 1:7)
იოანეს მოწმობის გარეშე, საიდან უნდა გვცოდნოდა რომ იესომ ყველა ცოდვა წაიღო? ბიბლია ხშირად გვეუბნება, რომ იესო ჩვენთვის მოკვდა, მაგრამ მხოლოდ იოანე ნათლისმცემელმა დაამოწმა რომ მან ყველა ცოდვა მოგვაშორა.
რამდენ ცოდვას შეადგენს ქვეყნიერების ყველა ცოდვა?
ადამიანთა ყველა ცოდვებს, სამყაროს დასაწყისიდან მის დასასრულამდე
ბევრმა დაამოწმა ეს ფაქტი იესოს გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ მხოლოდ იოანემ დაადასტურა ეს სანამ იესო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. რა თქმა უნდა, იესოს მოწაფეებმაც დაამოწმეს იესოს გამოსყიდვის შესახებ. მათ დაამოწმეს რომ იესომ ჩვენი ცოდვები წაიღო, რომ ის ჩვენი მხსნელია.
იესომ წაიღო ქვეყნიერების ცოდვები. მკითხველო, ჯერ 100 წლის ხომ არ ხარ? 30 წლის ასაკში იესომ წუთისოფლის ცოდვები წაიღო. მოდით განვიხილოთ ეს დიაგრამა.

ვთქვათ რომ პირველი ადამიანი შეიქმნა იესოს მოსვლამდე 4000 წლის წინ. ამჟამად იესოს მოსვლიდან 2000 წელზე ცოტა მეტია გასული. ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება სამყარო, მაგრამ მისი აღსასრული ნამდვილად დადგება. ის ამბობს: ”მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული, პირველი და უკანასკნელი” (გამოცხადება 22:13).
ასე რომ, დასასრული ნამდვილად იქნება. ჩვენ ახლა 2002 წლის პერიოდში ვიმყოფებით. ქრისტემ წაიღო ჩვენი ცოდვები ახ.წ. 30 წელს და ეს მოხდა მის ჯვარზე სიკვდილამდე 3 წლით ადრე.
„აჰა! ღვთის კრავი, რომელიც იღებს ქვეყნიერების ცოდვას“. მან წაიღო სამყაროს ცოდვები, თქვენი და ჩემი ცოდვები. ჩვენ იესოს დაბადებიდან 2000 წელზე მეტი ვართ დაშორებულნი და ვცხოვრობთ დაახლოებით 2000 წელი მას შემდეგ, რაც იესომ ჩვენი ცოდვები წაიღო. ჩვენ დღემდე ვცხოვრობთ და ყოველდღიურად ვიდენთ ცოდვებს, მაგრამ იესო არის ღვთის კრავი, რომელმაც უკვე აიღო ქვეყნიერების ცოდვები.
ჩვენ დაბადების მომენტიდან ვიწყებთ ამ ქვეყნად ცხოვრებას და ცოდვას. ვცოდავთ ყველანი დაბადების მომენტიდან თუ არა? - დიახ, ვცოდავთ. - მოდით, მთელი ეს პროცესი გავიაროთ. ჩვენი დაბადებიდან 10 წლის ასაკამდე ვცოდავთ, თუ არა? - ხო, ასეა. - მაშ, გადაეცა ეს ცოდვები იესოს? - კი, გადაეცა. - ვინაიდან იესოს ყველა ცოდვა გადაეცა, ის არის ჩვენი მხსნელი. თუ არა და როგორ შეეძლო ჩვენი მხსნელი რომ ყოფილიყო? იესოზე ყველა ცოდვა გადავიდა.
11-დან 20 წლამდე ვცოდავთ, თუ არა? ჩვენ ვცოდავთ ჩვენს გულებში და ჩვენს საქციელში....ამაში ძალზე კარგად ვართ გაწაფული. ჩვენ გვასწავლიდნენ რომ არ უნდა შევცოდოთ, მაგრამ ჩვენს ბუნებას ცოდვების ჩადენის მიდრეკილება აქვს.
ღმერთი გვეუბნება რომ ყველა ის ცოდვა იესოზეა გადასული. მან იცოდა რომ ცოდვილები ვიყავით, ამიტომ მან წინასწარ წაიღო ყველა ის ცოდვა.
და რამდენ ხანს ვცხოვრობთ ამ სამყაროში? ვთქვათ დაახლოებით 70 წელს. ამ 70 წლის განმავლობაში ჩადენილი ყველა ცოდვა რომ შეგვეკრიფა, რამდენად მძიმე იქნებოდა ჩვენი ლოდი? ამ ცოდვებით 8 ტონიანი სატვირთო მანქანა რომ შეგვევსო, ალბათ 100-ზე მეტი მანქანა გამოვიდოდა.
წარმოიდგინეთ რამდენ ცოდვას ჩავიდენთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. არის თუ არა ეს ქვეყნიერების ცოდვები? ისინი ქვეყნიერების ცოდვების ნაწილია. ჩვენ ვცოდავთ დაბადებიდან 10 წლამდე, 10–დან 20–მდე, 20–დან 30–მდე... თვით სიკვდილის დღემდე, მაგრამ ყველა ეს ცოდვა შედის იმ ცოდვებში რომლებიც უკვე იესოზე მისი ნათლობით გადავიდა.
ადამიანის მხსნელი, იესო ქრისტე
რამდენი ცოდვა წაიღო იესომ?
ჩვენი წინაპრების, ჩვენი და ჩვენი შთამომავლების ცოდვები, ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე
იესო გვეუბნება რომ იგი განკაცდა ყველა ამ ცოდვის ჩამოსარეცხად. მაგრამ იესომ საკუთარ თავს ვერ მონათლავდა, ამიტომ ღმერთმა გამოაგზავნა თავისი მსახური იოანე, რომელიც არჩეულ იქნა ყველა ადამიანის წარმომადგენლად. როგორც წერია: `მას სახელად ეწოდება საკვირველი, მრჩეველი, ძლიერი ღმერთი`. თავად მან, თავისი სიბრძნითა და რჩევით, თავის წინ კაცობრიობის წარმომადგენელი გააგზავნა და თავად იესო, ძე ღმერთისა, მოგვევლინა ხორციელად წუთისოფლის ყველა ცოდვის ასაღებად. არის თუ არე ეს ღვთის ღრმა განგების მშვენიერი ხსნა?
რაოდენ მშვენიერია ეს! მხოლოდ იოანე ნათლისმცემლის მიერ მონათვლით, მან ამოშალა კაცობრიობის ყველა ცოდვა მთელ მსოფლიოში და თავისი ჯვარცმით ერთხელ და სამუდამოდ დაიხსნა ყველანი მათი ცოდვებისგან. მან ყველანი გაგვანთავისუფლა. დაფიქრდით ამაზე. მოდით შევხედოთ თქვენს ყველა ცოდვას 20 წლიდან 30 – მდე, 30–დან 40–მდე, 40–დან 60–მდე, 70–მდე, 100–მდე, და ასევე თქვენი შვილების ცოდვებს. ამოშალა მან ყველა ეს ცოდვები თუ არა? ხო, მან ეს გააკეთა. ეს არის იესო ქრისტე, კაცობრიობის მხსნელი.
რადგან იოანე ნათლისმცემელმა ჩვენი ცოდვები იესოზე გადაიტანა, და რადგან ღმერთმა ეს ასე დაგეგმა, ჩვენ მისდამი რწმენით ხსნის მიღება შეგვიძლია. ვართ თუ არა თქვენ და მე ცოდვილები? გადავიდა თუ არა ყველა ჩვენი ცოდვა იესოზე? - ჩვენ აღარ ვართ ცოდვილები, რადგან ჩვენი ცოდვები უკვე იესოზეა გადასული. -
ვინ ბედავს იმის თქმას რომ ამქვეყნად ცოდვა არსებობს? იესომ სამყაროს ყველა ცოდვა წაიღო. მან იცოდა, რომ შევცოდავდით და ამრიგად, მომავლის ცოდვებიც წაიღო. ზოგი ჩვენთაგანი ჯერ 50 წლისაც კი არაა და ზოგს ცხოვრების ნახევარიც კი არ გაუვლია, მაგრამ ისე ვლაპარაკობთ საკუთარ თავზე, ჩემის ჩათვლით, თითქოს მუდამ უნდა ვიცხოვროთ.
ჩვენს შორის ბევრია ვინც მშფოთვარე ცხოვრებას ეწევა. ნება მიბოძეთ ეს შემდეგნაირად ავხსნა. როგორია მაისის ბუზის სიცოცხლის ხანგრძლიობა? დაახლოებით 12 საათი.
"ღემერთო ჩემო! წუხელ ერთ კაცს გადავეყარე რომელმაც ბუზის საკლავი მომიქნია! თითქმის გამანადგურა და იცი, ასეთი სასტიკი ადამიანი არასდროს შემხვედრია ჩემი ნახევარი ცხოვრების განმავლობაში!” მან მხოლოდ 12 საათი იცოცხლა და პირს ვერ აჩერებდა. მაგრამ მისი ცხოვრების ნახევარი უკვე გასული იყო.
საღამოს 7 ან 8 საათისთვის, იგი თავის სიცოცხლის შებინდებას ხვდება, ცოტა ხანში კი სიკვდილსაც. ზოგმა ბუზმა შეიძლება 20 საათი გასტანოს, ზოგმა 21, ზოგიც მწიფე სიბერემდე 24 საათს იცხოვრებს. მათ შეუძლიათ თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ ისაუბრონ, მაგრამ როგორ გამოიყურება ეს ყოველივე ჩვენს თვალებში? რადგან 70, ან 80 წლამდე ვცხოვრობთ, შეიძლება ვთქვათ: „კარგით რა, ნუ მაცინებთ“. მათი ცხოვრებისეული გამოცდილება არაფერია ჩვენს თვალში.
მოდით მოვიხმაროთ ეს ქარაგმა ღმერთსა და ჩვენ შორის ურთიერთობაში. ღმერთი მარადიულია. ის მარადისობაში ცხოვრობს. ის სწყვეტს სამყაროს დასაწყისსა და დასასრულს. ვინაიდან ის არსებობს უკუნისამდე, ის ცხოვრობს მარადისობაში, თვით მარადისობის დროთა ჩარჩოებს მიღმა. ის თავისი მარადისობის პოზიციიდან გვიყურებს.
ოდესღაც, მან აიღო მსოფლიოს ყველა ცოდვა, მოკვდა ჯვარზე და თქვა: ”აღსრულდა”. იგი მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა და ზეცად ამაღლდა. ის ახლა მარადისობაში ცხოვრობს. ახლა ის ყველას ზემოდან დაგვყურებს.
ვინმემ შეიძლება თქვას: ”ოჰ, ღმერთო, მე იმდენს ვცოდავდი. თუმცა მხოლოდ 20 წელია ვცხოვრობ, უკვე უამრავი ცოდვა მაქვს ჩადენილი”. ”30 წელი ვიცხოვრე და ურიცხვი ცოდვა მაქვს.უბრალოდ მეტისმეტია. როგორ შემიძლია ოდესმე გავნთავისუფლდე ამ ცოდვებისგან?”
მაგრამ ჩვენი უფალი თავის მარადისობაში იტყოდა: ”ნუ მაცინებ. მე არა მხოლოდ შენს მიერ დღემდე ჩადენილი ცოდვები გამოვისყიდე, არამედ შენი წინაპრების ცოდვები შენს დაბადებამდე და შენი შთამომავლების ყველა თაობის ცოდვები, რომლებიც შენი სიკვდილის შემდეგ იცხოვრებენ.” ის ამას თავისი მარადისობის განზომილებიდან გეუბნებათ. გწამთ ამისი? ირწმუნეთ და მიიღეთ ხსნის საჩუქარი, რომელიც უფასოდ გეძლევათ. შედით ცათა სასუფეველში.
ნუ შეიზღუდებით საკუთარი აზრებით, არამედ გწამდეთ ღვთის სიტყვების. "ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება". ღმერთის კრავმა, რომელმაც ქვეყნიერების ცოდვები აიღო, უკვე აღასრულა მთელი სიმართლე. იესომ წაიღო სამყაროს ყველა ცოდვა. გააკეთა მან ეს თუ არა? დიახ, გააკეთა.
რა თქვა იესომ ჯვარზე სანამ სულს დალევდა?
"აღსრულდა."
იესო ქრისტემ თავისი ნათლობით აიღო მსოფლიოს ყველა ცოდვა, პონტიუს პილატეს კარზე სიკვდილით დაისაჯა და ჯვარზე გაეკრო.
"თავად მოიკიდა ჯვარი და გავიდა თხემის ადგილზე, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ჰქვია, სადაც ჯვარს აცვეს იგი, მასთან ერთად, აქეთ-იქით, ორი სხვა, შუაში კი - იესო. პილატემ წარწერაც გააკეთებინა ფიცარზე და ჯვარს მიამაგრა. ეწერა: “იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე”. ბევრი იუდეველი კითხულობდა ამ წარწერას, რადგან იესოს ჯვარცმის ადგილი ახლოს იყო ქალაქთან და დაწერილი იყო ებრაულად, რომაულად და ბერძნულად". (იოანე 19:17-20)
მოდით ვნახოთ თუ რა მოხდა როცა ის ჯვარზე გააკვრეს.
"ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი წერილის აღსასრულებლად, თქვა: “მწყურია!” იქ ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი წამოაცვეს უსუპს და პირთან მიუტანეს. როცა მიიღო ძმარი იესომ, თქვა: “აღსრულდა!” და მიიდრიკა თავი და სული განუტევა". (იოანე 19:28-30)
ძმარი რომ იგემა, იესომ დაიძახა: "აღსრულდა!” ,თავი დახარა და სული განუტევა. მაგრამ მესამე დღეს იესო ქრისტე აღდგა მკვდრეთით და ზეცად ამაღლდა.
მოდით მივუბრნდეთ ებრაელთა 10:1-9-ს, "რჯული, რომელსაც აქვს მომავალ სიკეთეთა აჩრდილი და არა თვით საგანთა ხატება, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები, თორემ შეწყვეტდნენ შესაწირავს, ვინაიდან შემწირველებს, თუ ერთხელ განიწმიდებოდნენ, აღარ ექნებოდათ ცოდვების არავითარი შეგნება. მაგრამ მათში არის ცოდვების ყოველწლიური გახსენება. ვინაიდან ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია. ამიტომ ქრისტე სოფელში მოსვლისას ამბობს: “მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე. სრულადდასაწველები და ცოდვის გამოსასყიდი არ იყო შენთვის მოსაწონი. მაშინ მე ვთქვი: ‘აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში სწერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო’”. ზემოთ რომ თქვა: “არც მსხვერპლები, არც შესაწირავები, არც სრულადდასაწველები, არც ცოდვის გამოსასყიდნი, რომლებსაც სწირავენ რჯულის თანახმად, შენ არ გსურს და არც არის შენთვის მოსაწონი”, მაშინ დასძინა: “აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო”. ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე. ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით".
მარადიული გამოსყიდვა
როგორ შეგვიძლია გადავჭრათ ყოველდღიური ცოდვის პრობლემა მას შემდეგ რაც იესო ვირწმუნეთ?
იმის დადასტურებით რომ იესომ თავის ნათლობაში უკვე ყველა ცოდვა გააქრო.
რჯული, ან მსხვერპლშეწირვის სისტემა, იყო მომავალ სიკეთათა აჩრდილი. ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვებმა, ცხვრებმა და თხებმა, დაგვანახეს რომ იესო ქრისტე უნდა მოსულიყო და ჩვენი ცოდვები ზუსტად იმავე წესით წაეღო, ყველა ჩვენი ცოდვის ამოსაშლელად.
ძველი აღთქმის ხალხმა, დავითმა, აბრაამმა და სხვებმა, იცოდნენ და სჯეროდათ, თუ რას ნიშნავდა მათთვის მსხვერპლის შეწირვის სისტემა. ის ცხადყოფდა, რომ მესია, ქრისტე (ქრისტე ნიშნავს `ცხებულ მეფეს`), მოვიდოდა ერთ მშვენიერ დღეს და წაიღებდა ყველა ცოდვას. მათ სწამდათ თავიანთი გამოსყიდვის და ამ რწმენით ხსნა მიიღეს.
რჯული მომავალი სიკეთეების აჩრდილი იყო. ცოდვებისთვის დღითი დღე, წლიდან წლამდე მსხვერპლის შეწირვა ვერასოდეს შეძლებდა მათ სრულად გამოსყიდვას. ამიტომ, სრული და მარადიული არსება, უმანკო, ღვთის ძე, დედამიწაზე უნდა ჩამოსულიყო.
იესომ თქვა რომ ის მოვიდა მამის ნების შესასრულებლად, მის შესახებ წიგნში დაწერილის თანახმად. ”მაშინ დასძინა: “აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო”. ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე.” ჩვენ გამოვისყიდეთ ჩვენი ცოდვებისგან, რადგან იესო ქრისტემ წაიღო ეს ცოდვები, როგორც ეს ძველ აღთქმაშიც იყო დაწერილი და იმიტომ რომ ჩვენ მისი გვწამს.
მოდით წავიკითხოთ ებრაელთა 10:10. ”ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.” ამ ნებით ჩვენ განვიწმინდეთ იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. ვართ თუ არა განწმენდილნი? -დიახ, ვართ.-
რას ნიშნავს ეს? მამა ღმერთმა გმოაგზავნა თავისი ძე და მის ნათლობაში მასზე ყველა ჩვენი ცოდვა გადაიტანა. მან მიიღო და განიკითხა იგი ჯვარზე, ერთხელ და სამუდამოდ. ამრიგად, მან გვიხსნა ყველა, ვინც ცოდვისგან ვიტანჯებოდით. ეს იყო ღვთის ნება.
ჩვენი დახსნის მიზნით, იესომ საკუთარი თავი როგორც მარადიული მსხვერპლი მოიტანა, ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენს განსაწმენდად. ჩვენ განწმენდილნი ვართ, რადგან იესომ ჩვენი ყველა ცოდვების გამო თავი შესწირა და ჩვენთვის მოკვდა, რათა არ განვსჯილიყავით. ძველ აღთქმაში მსხვერპლს ყოველ დღე სწირავდნენ, რადგან ყველა ყოველდღიური ცოდვა მათ ჩამოსარეცხად მორიგ შესაწირავს საჭიროებდა.
იესოს პეტრესთვის ფერხთბანის სულიერი მნიშვნელობა
კიდევ არსებობს ცოდვები რომლებისთვის მონანიების ლოცვებს უნდა აღვავლენდეთ?
არა
იოანე 13–ში მოთხრობილია იესოს პეტრესთვის ფეხრთბანის შესახებ. მან პეტრეს ფეხები დაბანა, რათა ეჩვენებინა, რომ ის მომავალშიც ჩაიდენდა ცოდვებს და ამით ასწავლიდა პეთრეს, რომ მან უკვე გამოისყიდა ყველა ეს ცოდვა. იესომ იცოდა, რომ მომავალში პეტრე კვლავ შესცოდავდა, ამიტომ საბანელში წყალი ჩაასხა და ფეხები დაჰბანა.
პეტრემ უარის თქმა შეეცადა, მაგრამ იესომ მიუგო: ”რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ ხვდები, მერე კი გაიგებ”. აი რას ნიშნავს ეს მონაკვეთი: "შენ ამის შემდეგ კვლავ შესცოდავ. შენ მე უარყმოფ და კვლავ შესცოდავ მას შემდეგაც რაც ყველა შენს ცოდვას ჩამოვრეცხავ. ჩემი ზეცად ამაღლების შემდეგაც შესცოდავ. ამიტომ, ფეხებს გბან რომ სატანა გავაფრთხილო, რომ არ გამოგცადოს, რადგან შენი მომავალი ცოდვებიც ავიღე”.
ნუთუ ფიქრობთ რომ მან პეტრეს ფეხები იმისთვის დაბანა რომ ეთქვა რომ ყოველდღე უნდა მოვინანიოთ? არა. ჩვენ გამოსასყიდად ყოველდღიური მონანიება რომ დაგვჭირვებოდა, ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ იესოს ერთხელ და სამუდამოდ არ წაუღია ყველა ჩვენი ცოდვა.
მაგრამ იესომ თქვა რომ მან ყველანი ერთხელ და სამუდამოდ გაგვწმინდა. ყოველდღე თუ დაგვჭირდა მონანიება მაშინ ძველი აღთქმის დროში უნდა დავბრუნდეთ. მაშინ ვინ შეძლებდა გამართლებას? ვინ შეძლებდა სრული გამოსყიდვის მიღწევას? ღმერთისადმი რწმენის შემთხვევაშიც კი, ვინ შეძლებდა ცოდვის გარეშე ცხოვრებას?
ვის შეუძლია მონანიებით განწმენდა? ჩვენ ყოველდღე განუწყვეტლივ ვცოდავთ, მაშ, როგორ შეგვიძლია თითოეული ცოდვისთვის პატიება მოვითხოვოთ? როგორ შეგვიძლია ასე სქელკანიანი ვიყოთ და ყოველდღე თავი შევაწყინოთ მას ჩვენი გამოსყიდვისთვის ვედრებით? დილით ჩადენილი ცოდვები დღის ბოლოს უკვე გვავიწყდება, ხოლო საღამოს ჩადენილი ცოდვები - მეორე დილით. ყველა ჩვენი ცოდვის ასეთი გზით მონანიება შეუძლებელია.
ამიტომ, იესო ერთხელ მოინათლა და ერთხელ შესწირა თავი ჯვარზე, რომ ყველანი ერთიანად განვწმენდილიყავით. შეგიძლიათ ამის გაგება? ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ვიქენით გამოსყიდულნი ყველა ჩვენი ცოდვებისგან. ჩვენ ყოველ მონანიების ჯერზე არ ვღებულობთ გამოსყიდვას.
ჩვენ ყველა ცოდვისგან მივიღეთ ხსნა იმის რწმენით რომ იესომ ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო, ჩემის და თქვენიც.
“და ყოველი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და მრავალგზის სწირავს იმავე მსხვერპლთ, რომელთაც არასოდეს არ ძალუძთ ცოდვების მოსპობა. მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. მას შემდეგ კი ელის, სანამ მისი მტრები მის ფერხთა კვარცხლბეკად იქცევიან. ვინაიდან მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი. სულიწმიდაც გვიმოწმებს ჩვენ, ვინაიდან ნათქვამია: “აჰა, აღთქმა, რომელსაც ვუანდერძებ მათ იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი, მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებს და ჩავწერ მათს გონებაში.” “ცოდვებსა და ურჯულოებას აღარ გავუხსენებ.” ხოლო, სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირავი მათთვის" (ებრაელთა 10:11-18)
რას ნიშნავს ეს: ”ხოლო, სადაც ცოდვების მიტევებაა” მე-18 მუხლში? ეს ნიშნავს რომ თვით ცოდვა, საერთოდ ნებისმიერი ცოდვა, სამუდამოდ ამოიშალა, გამონაკლისის გარეშე. ღმერთმა გაანადგურა ისინი და ყველას გვაპატია. გჯერათ ამის? ”ხოლო, სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის მათთვის შესაწირავი.”
მოდით შევაჯამოთ ყველაფერი რაც აქამდე ითქვა. იოანე ნათლისმცემელს იესოსთვის ხელები რომ არ დაესხა, ანუ, მას რომ იესო არ მოენათლა, შეიძლებოდა გამოვსყიდულიყავით? არა, აბსოლუტურად არა! მოდით უკან დავიხედოთ. იესოს იოანე ნათლისმცემელი, როგორც ყველა ადამიანის წარმომადგენელი რომ არ აერჩია და მის მეშვეობით ყველა ცოდვა არ წაეღო, შეძლებდა ის ყველა ჩვენი ცოდვის განწმენდას? არ შეძლებდა.
ღვთის რჯული სამართლიანია. მას არ შეეძლო უბრალოდ ეთქვა რომ ის ჩვენი მხსნელია და რომ მან ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო. მას პრაქტიკულად უნდა მოეცილებინა ჩვენი ცოდვები. რატომ მოვიდა ჩვენთან ხორციელად იესო, ღმერთი? ის მოვიდა იმისთვის, რომ თავისი ნათლობით კაცობრიობის ყველა ცოდვა აეღო. იესომ იცოდა, რომ შეუძლებელი იყო ჩვენი გულიდან და ხორციდან ყველა ჩვენო ცოდვის მოსპობა, ის როგორც მარადიული მსხვერპლი ხორციელად რომ არ მოსულიყო.
იესო ქრისტე რომ არ მონათლულიყო, ჩვენი ცოდვები ისევ იარსებებდა. ის ჯვარზე ჩვენი ცოდვების წაუღებავად რომ ცმულიყო, მის სიკვდილს აზრი აღარ ექნებოდა. ჩვენ ეს არანაირად არ შეგვეხებოდა. ასეთი სიკვდილი სრულიად უაზრო იქნებოდა.
30 წლის ასაკში, როდესაც მან თავისი მსახურება დაიწყო, იესო იოანე ნათლისმცემელთან იორდანესთან მოსანათლად მივიდა. მისი საჯარო მსახურება 30 წლის ასაკში დაიწყო და 33 წელს დასრულდა. 30 წლის ასაკში იგი იოანეს მიერ მოინათლა. „დაუშვი ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს ამის გაკეთება იმისთვის რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და გახდეს მართალი. ეს ჩვენთვის მართებული საქმეა. ახლა კი მომნათლე“. დიახ, იესო ქრისტე მოინათლა ყველა ხალხის გამოსასყიდად.
მას შემდეგ, რაც იესო მოინათლა და მოგვაცილა ყველა ცოდვა, და რადგან ჩვენი ცოდვები მას იოანე ნათლისმცემლის ხელით გადაეცა, ღმერთმა პირი იბრუნა როდესაც იესო ჯვარზე კვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იესო იყო მისი მხოლოდშობილი ძე, მას ის უნდა შეეწირა.
ღმერთი სიყვარულია, მაგრამ მას მოუწია თავისი ძის სიკვდილად გაწირვა. ასე რომ, სამი საათის განმავლობაში სიბნელემ მოიცვა მთელი ქვეყანა. სიკვდილის წინ იესომ შესძახა: "ელი, ელი, ლამა საბაქთანი?" რაც ნიშნავდა: ”ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე?” იესომ აიღო ჩვენი ყველა ცოდვა და მიიღო ჩვენთვის შემნაცვლელი სასჯელი. ამითი მან ყველა გადაგვარჩინა. იესოს ნათლობის გარეშე მის სიკვდილს მნიშვნელობა არ ექნებოდა.
ცოდვილი ადამიანი ხარ თუ მართალი?
მართალი, რომელსაც გულში ცოდვა არა აქვს
ნათლობის მეშვეობით ყველა ჩვენი ცოდვის აღების გარეშე იესო ჯვარზე რომ მომკვდარიყო, მისი სიკვდილი გამოსყიდვას ვერ მოიტანდა. იმისათვის რომ სრულყოფილად გამოვესყიდეთ, იესო მოინათლა იოანეს, ყველა ადამიანის წარმომადგენლის მიერ, და მიიღო ჯვარზე განაჩენი, რათა ყველა მისი მორწმუნე გადარჩენილიყო.
ამიტომ, იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება. იმის გამო, რომ იოანე ნათლისმცემელმა მსოფლიოს ყველა ცოდვა იესოს გადასცა, ჩვენი ცოდვები გამოსყიდულია. ახლა თქვენც და მეც შეგვიძლია ღმერთს ჩვენი მამა ვუწოდოთ და თამამად შევიდეთ ცათა სასუფეველში.
ებრაელთა 10:18-ში სწერია: ”ხოლო, სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირავი მათთვის”. ისევ ცოდვილი ხართ? ახლა, როცა იესომ უკვე გადაიხადა ყველა თქვენი ვალი, მაინც დაგრჩათ ვალი გადასახდელი?
იყო ერთი ადამიანი, რომლის ლოთობამ მრავალი კრედიტორის წინაშე ვალში ჩააგდო. შემდეგ, ერთ დღეს, მისმა შვილმა დიდძალი ფული იშოვა და მამის ყველა ვალი გადაიხადა. მამამისს აღარ დარჩა არანაირი ვალი, რაოდენ დიდი ვალიც არ უნდა ჰქონოდა იქ არსებულ ყოველ ლუდხანისთვის.
ეს არის ის, რაც იესომ ჩვენთვის გააკეთა. მან წინასწარ საკმარისზე მეტი გადაიხადა ყველა ჩვენი ცოდვისთვის. არა მხოლოდ ჩვენი ცხოვრების ცოდვებისთვის, არამედ წუთისოფლის ყველა ცოდვისთვის. ყველა ეს ცოდვა იესოზე გადავიდა, როცა ის მოინათლა. მაშ ახლაც ცოდვილები ხართ? არა, აღარ ხართ.
თავიდანვე რომ გვცოდნოდა გამოსყიდვის ეს სახარება, რა ადვილი იქნებოდა ჩვენთვის იესოს რწმენა. მაგრამ ეს მაინც იმდენად უჩვეულოდ ჟღერს, რომ ბევრს უკვირს.
მაგრამ ეს უწყება სულაც არაა ახალი. ის კაცობრიობის ისტორიის დასაწყისშიც არსებობდა. უბრალოდ ჩვენ ეს ადრე არ ვიცოდით. წყლისა და სულის სახარება მუდამ იყო წმინდა წერილებში ჩაწერილი და ყოველთვის მოქმედებდა. ის მუდამ იქ იყო. ის იყო ამ ბიბლიაში, მანამდე, ვიდრე თქვენ და მე დავიბადებოდით. ის აქ დედამიწის შექმნიდან იყო.
მარადიული გამოსყიდვის სახარება
რა უნდა ვქნათ ღმერთის წინაშე?
უნდა ვირწმუნოთ გამოსყიდვის მარადიული სახარება
იესო ქრისტემ, რომელმაც ჩვენი ცოდვები ამოშალა, ეს თქვენს და ჩემს დაბადებამდე გააკეთა. მან ყველა ცოდვა წაიღო. ისევ გაქვთ ცოდვა? - არა! - მაშ რა შეიძლება ითქვას იმ ცოდვებზე, რომელსაც ხვალ ჩაიდენთ? ისინი ასევე შედიან ქვეყნიერების ცოდვებში.
მოდით ამჟამად გამოვრიცხოთ ხვალინდელი ცოდვები. ცოდვები, რომლებიც აქამდე გვქონდა ჩადენილი, ასევე შედიოდა ქვეყნიერების ცოდვათა ნუსხაში, ხომ ასეა? გადავიდნენ ისინი იესოზე თუ არა? დიახ, გადავიდნენ.
მაშ, გადავიდა მასზე თუ არა ხვალინდელი ცოდვები? დიახ, მან ისინიც მთლიანად იტვირთა, გამონაკლისის გარეშე. მას ერთი ცოდვაც კი არ გამორჩენია. სახარება გვეუბნება რომ გულით გვწამდეს, რომ იესომ ერთიანად წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა და ყველა მათთვის საფასური გადაიხადა. ‘დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღვთის ძისა.’ (მარკ. 1:1). ცათა სასუფევლის სახარება სასიხარულო ამბავია. ის გვეკითხება: ”მე ყველა შენი ცოდვა წავიღე. მე შენი მხსნელი ვარ. გჯერა ჩემი?" ურიცხვ ხალხთა შორის მხოლოდ რამოდენიმემ უპასუხა: ”დიახ, მჯერა. მე მჯერა შენს მიერ თქმულის თანახმად. ეს იმდენად მარტივი იყო, რომ იმ წუთასვე გავიგე”. ვინც ასე აღიარებს თავის რწმენას, აბრაამის მსგავსად მართალი ხდება.
მაგრამ სხვები ამბობენ: ”ვერ ვიჯერებ ამას. ეს ჩემთვის იმდენად ახლად და უცნაურად ჟღერს”.
შემდეგ, ის იკითხავს: ”უბრალოდ მითხარი, ავიღე მე ყველა შენი ცოდვა თუ არა?”
”მე მასწავლეს, რომ შენ მხოლოდ თავდაპირველი ცოდვა წაიღე, მაგრამ არა ყოველდღიური ცოდვები”.
”ვხედავ, მეთად ჭკვიანი ხარ შენს არჩევანში დაგეჯერა იმის რაც გასწავლეს. ამიტომ ჯოჯოხეთში უნდა წახვიდე რადგან მე შენთვის სათქმელი აღარაფერი დამრჩა”.
ჩვენ გადარჩენილები ვართ მისი სრული გამოსყიდვის რწმენით. ყოველი, ვინც ამტკიცებს, რომ ცოდვა აქვს, ჯოჯოხეთში უნდა წავიდეს. მან საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
გამოსყიდვის სახარება იოანე ნათლისმცემლის მოწმობით იწყება. ვინაიდან იესომ იოანე ნათლისმცემლის მიერ ნათლობის მეშვეობით ყველა ჩვენი ცოდვა ჩამორეცხა, ჩვენ უკვე განწმენდილები ვართ.
თავის წერილებში პავლე მოციქულმა ბევრი ილაპარაკა იესოს ნათლობის შესახებ. გალატელთა 3:27-ში: სწერია, ”ვინაიდან, ყველანი ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეში შეიმოსენით კიდეც". `ქრისტეში მონათვლა` ნიშნავს რომ ჩვენ ქრისტესთან ვართ გაერთიანებული მისი ნათლობის რწმენით. როდესაც იესო მოინათლა, ჩვენი ყველა ცოდვა მას იოანე ნათლისმცემლის მეშვეობით გადაეცა და ისინი მთლიანად ამოიშალა.
1 პეტრეს 3:21-ში ნათქვამია: ”ეს ნათლობის ხატება იყო - რაც ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის შეპირება ღვთისთვის - რომელიც ამჟამად გიხსნით იესო ქრისტეს აღდგომით”.
მხოლოდ მათ, ვისაც იოანე ნათლისმცემლის მოწმობის, იესოს ნათლობის და ჯვრის სისხლის სწამთ, აქვთ ზემოდან ბოძებული გამოსყიდვის მადლი.
მიიღეთ თქვენს გულში იესოს ნათლობა, როგორც ხსნის ხატება, და გადარჩით.