• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 3: წყლისა და სულის სახარება

[3-3] იესო ქრისტე მოვიდა წყლით, სისხლით და სულით (1 იოანე 5: 1-12)

იესო ქრისტე მოვიდა წყლით, სისხლით და სულით(1 იოანე 5: 1-12)
"ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგან არის შობილი, და ყველა, ვისაც მშობელი უყვარს, მისგან შობილიც უყვარს. ღვთის შვილნი რომ გვიყვარს, მაშინ ვგებულობთ, როდესაც გვიყვარს ღმერთი და ვიცავთ მის მცნებებს. ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია. ვინაიდან ყოველი ღვთისგან შობილი სძლევს სოფელს. და ეს არის ძლევა, სოფლის მძლეველი, ჩვენი რწმენა. ვინ არის სოფლის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა? ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით. მარტო წყლით კი არა, არამედ წყლითა და სისხლით. სული მოწმობს, ვინაიდან სული ჭეშმარიტებაა. რადგან სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ ცათა შინა: მამა, სიტყვა და სულიწმიდა. და ეს სამი ერთია. და სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი. და ეს სამი ერთია. თუ ვღებულობთ კაცთა მოწმობას, ღვთის მოწმობა უფრო დიდია, ვინაიდან ეს არის ღვთის მოწმობა, რომლითაც დაამოწმა თავის ძეზე. ღვთის ძის მორწმუნეს თავის თავშივე აქვს მოწმობა. ვისაც ღმერთი არ სწამს, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არა სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა დაამოწმა თავის ძეზე. ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის"
 

როგორ მოვიდა იესო?
ის მოვიდა წყლით, სისხლით და სულით

მართალია ის რომ იესო წყლით მოვიდა? დიახ, მართალია. ის მოვიდა თავისი ნათლისღებით. წყალი იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანესთან იესოს მონათვლის სიმბოლოა. ეს იყო გამოსყიდვის ნათლობა, რომლითაც მან მსოფლიოს ყველა ცოდვა წაიღო.
ისიც მართალია რომ იესო სისხლით მოვიდა? დიახ, მართალია. იგი მოვიდა ხორციელად და მოინათლა, რათა სამყაროს ყველა ცოდვა აეღო, შემდეგ კი ჯვარზე ცოდვის საფასური თავისი დაღვრილი სისხლით გადაიხადა. ამიტომ იესო სისხლითაც მოვიდა.
მოვიდა იესო სულით? დიახ, მოვიდა. იესო იყო ღმერთი, მაგრამ იგი მოვიდა როგორც ხორცშესხმული სული, რათა ცოდვილთა მხსნელი გამხდარიყო.
ბევრს არ სჯერა, რომ იესო მოვიდა წყლით, სისხლით და სულით. მხოლოდ რამდენიმეს სწამს რომ იესო ნამდვილად არის მეფეთა მეფე და ღმერთთა ღმერთი. ადამიანთა უმრავლესობა ისევ ეჭვობს: ‘არის იესო ნამდვილად ღვთის ძე, თუ კაცის ძე?’ და ბევრს, მათ შორის თეოლოგებსა და ეკლესიის მსახურებს, სჯერათ იესოსი როგორც უბრალო კაცის, და არა ღმერთის, მაცხოვრისა და აბსოლუტური არსების.
მაგრამ ღმერთმა თქვა რომ ყველა, ვისაც სჯერა, რომ იესო არის მეფეთა მეფე, ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი მაცხოვარი, ღვთისაგან არის შობილი. მათ, ვისაც ღმერთი უყვარს, ასევე უყვართ იესო და მათ, ვისაც ჭეშმარიტად სწამთ ღმერთი, ზუსტად იმავნაერად სწამთ იესოსიც.
ადამიანი ვერ დასძლევს წუთისოფელს, ზეციდან თუ არ იშვა. ამრიგად, იოანე მოციქულმა გვითხრა რომ მხოლოდ ჭეშმარიტ ქრისტიანებს შეუძლიათ დასძლიონ წუთისოფელს. მიზეზი რის გამოც მორწმუნეებს წუთისოფლის დაძლევა შეუძლიათ არის ის, რომ მათ გააჩნიათ წყლის, სისხლის და სულის რწმენა. წუთისოფლის დაძლევის ძალა არ ჩნდება ადამიანის ნებით, ძალისხმევით ან სურვილით.
"თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწილა. წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არარაობა ვიქნებოდი. მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არაფრად ვევარგები". (1 კორინთელთა 13:1-3)
აქ მოხსენიებული `სიყვარული` ნიშნავს რომ იესო მოვიდა წყლით, სისხლით და სულით. ბიბლიაში სიტყვა `სიყვარული` ყოველთვის გულისხმობს "ჭეშმარიტების სიყვარულს" (2 თესალონიკელთა 2:10). სინამდვილეში, ღმერთის სიყვარული მისი მხოლოდშობილი ძის მეშვეობით გამოვლინდა (1 იოანე 4: 9).
 

მხოლოდ მას, ვისაც წყლისა და სისხლის სწამს, შეუძლია ქვეყნიერების დაძლევა

ვინ არის სოფლის მძლეველი?
ის ვისაც სწამს იესოს ნათლობის გამოსყიდვის, მისი სისხლის და სულის

1იოანეს 5:5-6 ამბობს: "ვინ არის სოფლის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა? ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით".
მოძმე ქრისტიანებო, ის რომელმაც სძლია სატანას და ქვეყნიერებას, არის იესო ქრისტე. მათ, ვისაც სწამთ წყლის, სისხლის და იესოს სულის სიტყვის, ასევე შეუძლიათ ქვეყნიერების დაძლევა. როგორ სძლია იესომ ქვეყნიერებას? წყლის, სისხლის და სულის გამოსყიდვის მეშვეობით.
ბიბლიაში "წყალი" გულისხმობს "იესოს ნათლობას" (1 პეტრე 3:21). იესო ამქვეყნად ხორციელად მოვიდა. იგი მოვლინებულ იქნა სამყაროს ცოდვილთა გადასარჩენად; იგი ყველა ცოდვილის ცოდვის მოსაშორებლად მოინათლა და ამ ცოდვების გამოსასყიდად ჯვარზე მოკვდა.
ჯვრის სისხლი მიუთითებს იმ ფაქტს, რომ იესო ამქვეყნად ხორციელად მოვიდა. იგი ცოდვილთა გადასარჩენად ცოდვილი ხორცის მსგავსებაში მოვიდა და წყალში მოინათლა. ამიტომ, იესო ჩვენთან წყლითაც და სისხლითაც მოვიდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან როგორც მისი ნათლობის წყლით, ასევე მისი სიკვდილის სისხლით წაიღო მსოფლიოს ყველა ცოდვა.
როგორ ბატონობდა სატანა მსოფლიოზე? სატანამ ადამიანები ღვთის სიტყვაში დააეჭვა და გულებში ურჩობის თესლი ჩაუდო. სატანა ცდილობს ადამიანების თავის მსახურებად ქცევას და მათ მოტყუებას, რომ არ დაემორჩილონ ღვთის სიტყვას.
მაგრამ იესო ამქვეყნად მოვიდა და თავისი ნათლობის წყლით და ჯვრის სისხლით ყველა მათი ცოდვა ამოშალა: მან გაიმარჯვა სატანაზე და სამყაროს ყველა ცოდვა მოსპო.
ეს მოხდა იმიტომ, რომ იესო ქრისტე იყო ცოდვილთა მაცხოვარი. ის გახდა მხსნელი, რადგან იგი მოვიდა წყლით და სისხლით.
 
 

თავისი ნათლობის გამოსყიდვით იესომ წაიღო წუთისოფლის ყველა ცოდვა


რას ნიშნავს იესოს მიერ წუთისოფლის ძლევა?
იმას რომ მან ამოშალა ქვეყნიერების ყველა ცოდვა.

ვინაიდან იესო ყველა ჩვენი ცოდვის ასაღებად მოინათლა და მათ გამოსასყიდად მოკვდა, მან შეძლო ჩვენი ამ ცოდვებისგან გათავისუფლება. იმის გამო რომ იესო მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის, მთელი კაცობრიობის წარმომადგენლის მიერ მოინათლა, მასზე სამყაროს ყველა ცოდვა გადავიდა. იესომ ცოდვის ასანაზღაურებლად ჯვარზე სიცოცხლე გაიღო. მან თავისი სიკვდილით და აღდგომით ეშმაკის ძალა დაამარცხა. თავისი სიკვდილით იესომ ყველა ჩვენი ცოდვის საფასური გადაიხადა .
 
 

იესო მოვიდა ცოდვილებთან თავისი წყლის ნათლობით და ჯვრის სისხლით


როგორ დასძლია მან სატანის ძალას?
თავისი ნათლობით, სისხლით და სულით

იოანე მოციქულმა თქვა, რომ გამოსყიდვა არ არის მხოლოდ წყლით, არამედ წყლით და სისხლით. ამიტომ, რადგან იესომ ყველა ცოდვა ამოშალა და ისინი სამუდამოდ მოგვაშორა, ყველა ცოდვილი მისდამი რწმენით და მისი სიტყვისადმი ერთგულობით ცოდვისგან ხსნას ღებულობს.
როდესაც იესო ქვეყნიერებას მოევლინა, მან არა მხოლოდ ცოდვები მოგვაცილა, არამედ მათი საფასური ჯვარზე თავისი სისხლით გადაიხადა. მან იორდანეში ნათლისღებით ჩვენი ცოდვები წაიღო და ჯვარზე ამ ცოდვების საფასური გადაიხადა; მან თავისი სიკვდილით ჩვენი ცოდვების ვალი დაფარა. ღმერთის სამართლიანი კანონი, რომელიც ამბობს რომ "ცოდვის საფასური სიკვდილია" (რომაელთა 6:23), შესრულდა.
რას გულისხმობდა იესო წუთისოფლის ძლევაში? რწმენა რომელიც წუთისოფელს ამარცხებს, არის გამოსყიდვის სახარებისადმი რწმენა, რომელიც იესომ წყლისა და სისხლით მოგვანიჭა. იგი ხორციელად მოვიდა და ხსნის შესახებ თავისი ნათლობის წყლით და ჯვრის სიკვდილით დაამოწმა.
იესომ სძლია ქვეყნიერებას, კერძოდ, ეშმაკს. ადრეული ეკლესიის მოწაფეები მტკიცედ იდგნენ წამების წინაშეც კი, და არ ემორჩილებოდნენ არც რომის იმპერიას და არც ამაქვეყნის რაიმე ცდუნებებს.
ეს ყველაფერი მათი რწმენის შედეგი იყო, იმის რომ იესო მოვიდა წყლით (იგი მოინათლა ჩვენი ცოდვების წასაღებად) და ჯვარზე მისი სისხლით (მან თავისი სიკვდილით ყველა ჩვენი ცოდვის საფასური გადაიხადა).
იესო მოვიდა სულით (იგი ადამიანის ხორცში მოვიდა) და ცოდვილთა ცოდვები თავისი ნათლობით და ჯვარზე სისხლით წაიღო, რათა ყველას ვინც უნდა გამოვსყიდულიყავით, შეგვძლებოდა წუთისოფლის ძლევა.
 

რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით იესო ქრისტეს აღდგომით (1 პეტრე 3:21)

რას არის ხსნის ხატება?
იესოს ნათლისღება

1 პეტრეს 3:21-ში ნათქვამია, “რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით (იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება) იესო ქრისტეს აღდგომით”.
პეტრე მოციქულმა დაამოწმა რომ იესო იყო მაცხოვარი და რომ ის ნათლობის წყლით და სისხლით მოვიდა.
ამის შედეგად, ჩვენ უნდა გვწამდეს იესოსი, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით. და ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ იესოს ნათლობის წყალი ჩვენი ხსნის ხატებაა. პეტრე მოციქულმა გვითხრა, რომ ნათლობის "წყალი", "სისხლი" და "სული" არის გამოსყიდვის "აბსოლუტური ფაქტორები".
იესოს არც ერთ მოწაფეთაგანს არასოდეს სწამებია მხოლოდ მისი ჯვრის სისხლის, მისი ნათლობის გარეშე. გჯეროდეს მხოლოდ სისხლის ნიშნავს ჭეშმარიტი რწმენის მხოლოდ ნახევრის ფლობა. ნახევარ ან არასრულ სიმართლეზე დაფუძნებული რწმენა დროთა განმავლობაში ქრება. მაგრამ იმათი რწმენა, ვისაც წყლის, სისხლის და სულის სახარების სწამს, დროთა განმავლობაში ძლიერდება. 
მიუხედავად ამისა, დღეს მსოფლიოში დღითი დღე მარტო სისხლის სახარების ხმა ძლიერდება. რატომ არის ასე? ხალხმა არ იცის ჭეშმარიტების სიტყვა, წყლისა და სულის გამოსყიდვა, და ამიტომ მათ ხელახლა შობა არ შეუძლიათ.
ოდეს, დასავლეთის ეკლესიები ცრურწმენის მსხვერპლნი გახდნენ. როგორც ჩანს, გარკვეული ხნის განმავლობაში ისინი წარმატებულები იყვნენ, მაგრამ ეშმაკის მსახურებმა ხელი შეუწყეს რწმენის ცრურწმენად გადაქცევას.
ცრურწმენა არის იმის დაჯერება რომ ეშმაკი გაიქცევა თუ ფურცელზე ჯვარს გამოსახავ, ან თუ მას ხისგან გააკეთებ, და რომ ეშმაკი განიდევნდება, თუკი იესოს სისხლის რწმენას აღიარებ. ამ და სხვა ცრურწმენათა მეშვეობით ეშმაკმა მოატყუა ხალხი იმით თითქოს მათთვის მხოლოდ იესოს სისხლის რწმენა იყო საჭირო. სატანა თავს მოაჩვენებს თითქოს მას სისხლის ეშინია და იძახის რომ იესოს მიერ ჯვარზე დაღვრილი სისხლი არის ყველაფერი რაც იესომ ცოდვილთათვის გააკეთა.
ამასთან, პეტრე და ყველა დანარჩენი მოწაფე იესოს ნათლობისა და ჯვრის სისხლის ჭეშმარიტ სახარებას ამოწმებდნენ. მაგრამ რაზე მოწმობენ დღევანდელ დღეს ქრისტიანები? ისინი მხოლოდ იესოს სისხლზე მოწმობენ.
ჩვენ უნდა გვწამდეს ბიბლიაში დაწერილი სიტყვების და გვწამდეს სულის ხსნის, იესოს ნათლობის და მისი სისხლის. თუ ჩვენ უგულებელვყოფთ იესოს ნათლობას და მხოლოდ იმას დავამოწმებთ რომ იესო ჩვენთვის ჯვარზე მოკვდა, ჩვენი ხსნა სრული არ იქნება.
 

წყლის მეშვეობით ხსნის შესახებ ღმერთის "დამოწმების სიტყვა"

რა არის ღმერთის მიერ ჩვენი ხსნის მტკიცებულება?
წყალი, სისხლი, და სული

1 იოანეს 5:8-ში უფალი ამბობს: "და სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი. და ეს სამი ერთია".
პირველი არის სული, მეორე - იესოს ნათლობის წყალი, და მესამე - მისი ჯვრის სისხლი. ეს სამივე ერთია.
იესო მოვიდა ამქვეყნად რათა ყველანი ამ ცოდვებისგან გადავერჩინეთ. მხოლოდ მან შეასრულა ეს ამ სამის: ნათლობის, სისხლის და სულის მეშვეობით.
`და სამნი არიან რომლებიც მოწმობენ.` არის სამი რამ რაც ადასტურებს, რომ ღმერთმა დაგვიხსნა. მტკიცებელების ეს სამი ელემენტი არის იესოს ნათლობის წყალი, მისი სისხლი და სული. ეს სამი არის ის რაც იესომ ამქვეყნად ჩვენთვის მოიმოქმედა.
ამ სამიდან ერთიც რომ გამორჩენოდა, ხსნა სრულყოფილი არ იქნებოდა. სამნი მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი.
ჩვენთან ხორციელად მოსული იესო ქრისტე არის ღმერთი, სული და ძე. იგი ამქვეყნად მოვიდა როგორც სული ადამიანის ხორცში და სამყაროს ყველა ცოდვის მოსაშორებლად წყალში მოინათლა. მან ყველა ცოდვა თავის სხეულზე იტვირთა და ჯვარზე სისხლის დაღვრით ჩვენ, ცოდვილები გვიხსნა. მან სრულად გადაიხადა ყველა ცოდვის საფასური. ესაა წყლის, სისხლის და სულის მეშვეობით სრული გამოსყიდვის სახარება.
ამათგან მხოლოდ ერთიც რომ გამგვეტოვა, ეს იქნებოდა ღმერთის იმ ხსნის უარყოფა, რომელმაც ყველა ცოდვისგან გვიხსნა. დღეს მორწმუნეთა უმრავლესობას რომ დავთანხმებულიყავით, უნდა გვეთქვა: ”დედამიწაზე ორნი მოწმობენ: სისხლი და სული”.
მაგრამ იოანე მოციქულმა თქვა, რომ არის მოწმობის სამი მატარებელი: იესოს ნათლობის წყალი, ჯვრის სისხლი და მისი სული. მოციქული იოანე საკმაოდ ცალსახა იყო თავის დამოწმებაში.
რწმენა რომელიც ცოდვილს გამოისყიდის,არის სულის, წყლისა და სისხლისადმი რწმენა. რომელი რწმენა აძლევს ადამიანს წუთისოფლის დაძლევის უნარს? და სად შეიძლება ასეთი რწმენის პოვნა? ის სწორედ აქ არის, ბიბლიაში. ესაა გწამდეს იესოსი, რომელიც მოვიდა წყლით, სისხლით და სულით. გწამდეთ ამისი და მიიღეთ ხსნა და მარადიული სიცოცხლე.

არის თუ არა ღმერთის ხსნა სრულყოფილი იესოს ნათლობის გარეშე?
არა

დიდი ხნის წინ, სანამ ზეციდან ვიშვებოდი, მეც ვიყავი ქრისტიანი, რომელსაც მხოლოდ ჯვრის სისხლის და სულის სჯეროდა. მე მჯეროდა, რომ იესო მოვიდა სულით, მოკვდა ჩემთვის ჯვარზე და დამიხსნა ყველა ცოდვისგან. მე მხოლოდ ამ ორი რამის მჯეროდა და იმდენად თავდაჯერებული ვიყავი, რომ ამას ყველას ვუქადაგებდი.
ვაპირებდი თეოლოგიის შესწავლას და მისიონერად გახდომას, რათა ყველა დაკარგული სულისთვის მეშრომა და მომვკვდარიყავი, იესოს მაგალითის მსგავსად. მეტად გრანდიოზული გეგმები მქონდა.
მაგრამ მანამდე სანამ მხოლოდ ამ ორი რამის მჯეროდა, ჩემს გულში მაინც ცოდვა იყო დარჩენილი. ამის შედეგად, ქვეყნიერებას ვერ ვძლევდი. ცოდვისგან გათავისუფლება არ შემეძლო. როცა მხოლოდ სისხლის და სულის მჯეროდა, გულში ისევ ცოდვა მქონდა.
მიზეზი იმისა რომ გულში კვლავ ცოდვა მქონდა იესოსადმი რწმენის მიუხედავად, იყო ის, რომ არ ვიცოდი წყლის, იესოს ნათლობის შესახებ. ჩემი ხსნა არ იყო დასრულებული მანამდე სანამ გამოსყიდვას არ მივაღწიე ნათლობის წყლის, სისხლის და სულის სრულყოფილი რწმენით.
მიზეზი, რის გამოც ვერ ვძლევდი ხორციელ ცოდვებს იყო ის რომ არ ვიცოდი იესოს ნათლობის მნიშვნელობა. ახლაც ბევრს სჯერა იესოსი, მაგრამ მაინც ხორციელ ცოდვებს სჩადიან. მათ გულში კვლავ ცოდვა აქვთ და ყველაფერს ცდილობენ იმ პირველი სიყვარულის აღსადგენად, რომელიც მათ იესოს მიმართ ჰქონდათ.
მათ არ შეუძლიათ თავისი პირველადი ვნების აღდგენა, რადგან არასდროს ჩამოურეცხავთ წყლით თავიანთი ცოდვები. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ყველა მათი ცოდვა იესოს მისი ნათლობისას გადაეცა, და რწმენაში დაცემის შემდეგ ისინი ვეღარ იბრუნებენ თავიანთ პირველყოფილ რწმენას.
მინდა ეს ყველასათვის გასაგები გავხადო. ჩვენ შეგვიძლია რწმენით ცხოვრება და ქვეყნიერების დაძლევა როცა იესოსი გვწამს. რაოდენ არასრული არსებები არ უნდა ვიყოთ, რამდენი ცოდვაც არ უნდა ჩავიდინოთ ამქვეყნად, იმის გამო რომ გვწამს იესოსი, როგორც ჩვენი მხსნელის, რომელმაც თავისი ნათლობით და სისხლით ცოდვებისგან სრულიად გაგვათავისუფლა, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ გამარჯვებული.
მაგრამ თუ იესოსი მისი ნათლობის წყლის გარეშე გვწამს, სრულყოფილ გადარჩენას ვერ მივაღწევთ. იოანე მოციქულმა გვითხრა რომ რწმენა, რომელიც ამარცხებს წუთისოფელს არის რწმენა იესო ქრისტესადმი, რომელიც მოვიდა ნათლობის წყლით, სისხლით და სულით.
ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგვიგზავნა რათა გამოესყიდა ისინი ვინც ირწმუნებდა მის ნათლობას და სისხლს. იესომ თავისი ნათლობით ყველა ცოდვა მოგვაცილა. იესო, ღვთის მხოლოდშობილი ძე, მოვიდა ჩვენთან სულით (კაცის ხორცში) და ცოდვის საფასურის დასაფარავად იგი ჯვარზე სისხლით დაიცალა. ამრიგად, იესომ დაიხსნა ყველა ადამიანი მათი ცოდვებისგან.
რწმენა, რომელსაც წუთისოლის დაძლევისკენ მივყავართ, მოდის იმ ჭეშმარიტების რწმენით, რომ იესო ჩვენთან წყლით, სისხლით და სულით მოვიდა და ყველანაირი ცოდვისგან გაგვათავისუფლა.
ნათლობის წყალი და ჯვრის სისხლი რომ არ ყოფილიყო, ნამდვილი ხსნა არ მოხდებოდა. სამი კომპონენტიდან ერთის ან მეორის არქონის შემთხვევაში ჩვენ ნამდვილი ხსნა არ გვექნებოდა. ჭეშმარიტი ხსნა ვერ მიიღწევა წყლის, სისხლის და სულის გარეშე. ამიტომ, უნდა გვწამდეს წყლის, სისხლის და სულის. იცოდეთ ეს და გექნებათ ჭეშმარიტი რწმენა.
 

მე გეუბნებით რომ არ არსებობს ჭეშმარიტი ხსნა წყლის, სისხლის და სულის დამოწმების გარეშე

რა არის სამი აუცილებელი ელემენტი რომელიც გადარჩენაზე მოწმობს?
წყალი, სისხლი, და სული

შეიძლება ზემოთხსენებულ კითხვის შესახებ ვინმემ ასე იფიქროს, "იესო ჩემი მხსნელია. მე მწამს მისი ჯვრის სისხლის და მსურს მოწამეობრივად მოვკვდე. მე მწამს იესოსი იმის მიუხედავად, რომ გულში ცოდვა მაქვს. მე გულითადად მოვინანიე და ძლიერ ვეცადე რომ ყოველდღე კეთილი, სამართლიანი და საქველმოქმედო საქმეები მეკეთებინა. მე შენთვის ჩემი სიცოცხლე და მთელი ჩემი ამქვეყნიური ქონება გავეცი. მეუღლეც კი არ შემირთავს. როგორ შეიძლება ღმერთმა არ მიცნოს? იესო ჩემთვის ჯვარზე მოკვდა. ჩვენი წმიდა ღმერთი განკაცდა და ჩვენთვის ჯვარზე მოკვდა. მე ვირწმუნე შენი, მიგიძღვენი ჩემი სიცოცხლე და შენთვის ერთგულად ვშრომობდი. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება უღირსი ადამიანი ვიყო და გულში კიდევ რაღაც ცოდვაც მქონდეს, ხომ არ გამაგზავნის იესო ჯოჯოხეთში ამის გამო? არა, ის ამას არ იზავს”.
ასე ბევრია ამ პიროვნების მსგავსი. ესაა ადამიანები რომლებსაც არ სწამთ რომ იესო ქვეყნიერების ყველა ცოდვის ასაღებად მოინათლა. მაშინ როცა ამ ნომინალურ ქრისტიანებს, რომლებსაც იესოსი სწამთ, მაინც ცოდვა აქვთ, სად აღმოჩნდებიან ისინი ბოლოს? ისინი ჯოჯოხეთში მოხვდებიან. ისინი უბრალოდ ცოდვილები არიან!
ისინი, ვინც თავის ნებისამებრ ფიქრობენ და თვლიან რომ ღმერთმაც ასევე უნდა იფიქროს, ჯოჯოხეთში მიდიან. უფრო მეტიც, ზოგი იმასაც ამბობს, რომ რადგან იესომ ყველა ცოდვა წაიღო როცა ჯვარზე მოკვდა, მსოფლიოში ცოდვა აღარ არსებობს. ამასთან, აქ საუბარია მხოლოდ სისხლსა და სულზე. ეს არ არის რწმენა, რომელსაც ადამიანი სრული გამოსყიდვისკენ მიჰყავს.
უნდა გვწამდეს, რომ იესომ ჩვენი ცოდვები ნათლისღებით მოგვაშორა, ჩვენთვის ჯვარზე განიკითხა და მოკვდა, და რომ იგი მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა.
ასეთი რწმენის გარეშე სრული გამოსყიდვა შეუძლებელი იქნებოდა. იესო ქრისტე მოინათლა, მოკვდა ჯვარზე და აღდგა. იესო ქრისტე მოგვევლინა წყლით, სისხლით და სულით. მან წაიღო მსოფლიოს ყველა ცოდვა.
არსებობს სამი საარსებო ელემენტი, რომელიც დედამიწაზე მისი ხსნის შესახებ მოწმობს: სული, წყალი და სისხლი.
პირველ რიგში, სულიწმიდა მოწმობს რომ იესო არის ღმერთი და რომ იგი ხორციელად მოვიდა.
მეორე ელემენტია "წყლის" მოწმობა. წყალი არის იოანე ნათლისმცემლის მიერ იორდანეში იესოს ნათლობა, რომლის მეშვეობითაც ჩვენი ცოდვები იესოზე გადავიდა. ჩვენი ყველა ცოდვა გადაეცა იესოს მისი მონათვლის მომენტში (მათე 3:15).
მესამე მოწმე არის "სისხლი", რომელიც მიუთითებს იესოს მიერ ჩვენი ცოდვების გამო პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას. იესო მოკვდა ჩვენთვის, ჩვენს გამო მიიღო მამა ღმერთის განაჩენი და აღდგა მესამე დღეს, რათა ჩვენთვის ახალი სიცოცხლე მოეცა.
მამა ღმერთი აგზავნის სულიწმიდას როგორც გამოსყიდვის მოწმეს, მათ გულში ვისაც მისი ძის ნათლობისა და სისხლის სწამსთ.
მათ ვინც ხელახლა იშვნენ, აქვთ სიტყვა, რომლითაც ისინი სძლევენ სამყაროს. გამოსყიდული პიროვნება სძლევს ეშმაკს, ცრუწინასწარმეტყველთა ტყუილებს და ქვეყნიერების იმ დაბრკოლებებს და ზეწოლას, რომლებიც მათ განუწყვეტლივ უტევენ. ასეთი ძალაუფლების მიზეზი ის არის, რომ ჩვენ გულში სამი მოწმე გვყავს: იესოს წყალი, მისი სისხლი და სული.

რის მეშვეობით ვიმარჯვებთ ქვეყნიერებაზე და ეშმაკზე?
სამი მოწმის რწმენის მეშვეობით

ჩვენ შეგვიძლია ეშმაკზე და ქვეყნიერებაზე გამარჯვება რადგან გვწამს სულის, წყლისა და სისხლის. მათ, ვისაც იესოს ნათლობისა და სისხლის სწამთ, შეუძლიათ დასძლიონ ცრუწინასწარმეტყველთა ყველანაირ ტყუილს. ჩვენი რწმენის ასეთი გამარჯვების ძალა მდგომარეობს წყლის, სისხლის და სულის რწმენაში. გჯერათ ამის?
თქვენ ვერც ხელახლა შობას და ვერც წუთისოფლის დაძლევას ვერ შეძლებთ, თუ არ გექნებათ იესოს ნათლისღებით და სისხლით მიღწეული გამოსყიდვისადმი რწმენა და ასევე რწმენა იმისა რომ იესო არის ღვთის ძე და ჩვენი მაცხოვარი. არის ასეთი რწმენა თქვენს გულში?
სუფევს თუ არა სული და წყალი თქვენს გულებში? გჯერათ თუ არა რომ ყველა თქვენი ცოდვა იესოს გადაეცა? გაგაჩნიათ თუ არა გულში მისი ჯვრის სისხლი?
თქვენ სძლევთ წუთისოფელს, თუ გულში იესოს წყლის და სისხლის რწმენა გექნებათ, და თუ გჯერათ რომ იესო თქვენთვის ჯვარზე მოკვდა და თქვენს ნაცვლად განაჩენი მიიღო.
იოანე მოციქულმა შეძლო წუთისოფლის ძლევა რადგან გულში მას ეს სამივე არსებითი ელემენტი ჰქონდა. ის ასევე საუბრობდა გამოსყიდვის შესახებ ყველა თავის თანამორწმუნე ძმებთან, რომლებიც დაბრკოლებებს და საფრთხეებს ხვდებოდნენ თავიანთ ყოველდღიურ შრომაში. მან დაადასტურა: ”თქვენც შეგიძლიათ წუთისოფლის ძლევა. იესო მოვიდა სულით, წყლით და სისხლით. ისევე როგორც მან სძლია წუთისოფელს, მისი ერთგულებიც შეძლებენ მის დაძლევას. ეს ერთადერთი გზაა წუთისოფელზე გასამარჯვებლად".
1 იოანეს 5:8-ში ნათქვამია: "და სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი. და ეს სამი ერთია". ბევრი ისევ მხოლოდ სისხლსა და სულზე ლაპარაკობს, მაგრამ მხედველობიდან რჩებათ იესოს ნათლობის წყალი. `წყალს` თუ ამოიღებენ, ისინი კვლავ ეშმაკის მიერ მოტყუებულნი დარჩებიან. მათ თავი უნდა მიანებონ ამ თვით-მოტყუებას და მოინანიონ; მათ უნდა იწამონ იესოს ნათლობის `წყალი`, ხელახლა შობისათვის.
ვერავინ სძლევს ქვეყნიერებას თუ მას იესოს წყლისა და სისხლის არ სჯერა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ვერავინ! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იესოს წყლისა და სისხლის, როგორც ჩვენი ძლიერი იარაღის გამოყენებით. მისი სიტყვა არის სულიერი ხმალი, სინათლე.
ჯერ კიდევ ძალიან ბევრია, ვისაც არ სწამს იესოს ნათლობის რომელმაც ყველა მათი ცოდვები წაიღო. ჯერ კიდევ ძალიან ბევრია, ვისაც მხოლოდ ორის სწამს. ასე რომ, როდესაც იესო ეუბნება: `ადექი და იბრწყინე`, მათ ამის გაკეთება არ შეუძლიათ. მათ გულში ისევ ცოდვაა. მიუხედავად იმისა რომ მათ სჯერათ იესოსი, ისინი ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან.
 

იესოს ნათლობის და სისხლის სახარება აუცილებლად უნდა დამოწმდეს, რათა ხალხმა მოისმინოს, ირწმუნოს და გადარჩეს

მისი ნათლობის რწმენა უბრალოდ დოგმაა?
არა, ეს არაა დოგმა. ეს არის ჭეშმარიტება.

როდესაც ჩვენ სახარებას ვმოწმობთ, ის უნდა იყოს აშკარა და გარკვეული. იესო მოვიდა სულით, ნათლობით (რომელმაც მოგვაცილა ყველა ცოდვა) და სისხლით (რომელმაც ყველა ჩვენი ცოდვის საფასური დაფარა). ჩვენ ამ სამივესი უნდა გვწამდეს.
თუ არა და, მაშინ ჩვენ სახარებას კი არ ვქადაგებთ არამედ უბრალოდ რელიგიას. ქრისტიანთა უმეტესობა დღევანდელ ქრისტიანობას მხოლოდ რელიგიად თვლის, მაგრამ ქრისტიანობის კლასიფიცირება როგორც რელიგიის არ შეიძლება. ეს არის ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული გამოსყიდვის რწმენა, ღმერთისკენ მიმართული რწმენა. ეს არ შეიძლება უბრალოდ რელიგიად ჩაითვალოს.
რელიგია არის ადამიანის მიერ შექმნილი რამ, ხოლო რწმენა თვალებს აღაპყრობს იმ ხსნისაკენ რომელიც ღმერთმა გვიბოძა. სწორედ ამაშია განსხვავება. თუ ამ ფაქტს უგულებელყოფთ, ქრისტიანობას მხოლოდ სხვა რელიგიის მსგავსად შეხედავთ და ზნეობისა და ეთიკის ჭრილით იქადაგებთ.
იესო ქრისტე არ მოსულა ამქვეყნად რაიმე რელიგიის დასაარსებლად. მას არასოდეს დაუარსებია რელიგია რომელსაც სახელად ქრისტიანობა ერქვა. რატომ გჯერათ, რომ ეს უბრალოდ რელიგიაა? თუ ეს ყველაფერი ერთია, ბუდიზმის რატომ არ აირჩევთ მის ნაცვლად? როგორ ფიქრობთ, ვცდები ამას რომ ვამბობ?
ზოგს იესოსი, როგორც ცხოვრების რელიგიური გზის სჯერათ და იძახიან: „რა განსხვავებაა? ზეცა, ნირვანა, სამოთხე....ისინი ყველა ერთი და იგივეა, უბრალოდ სხვადასხვა სახელები ჰქვიათ. ჩვენ ყველანი მაინც ერთ ადგილას აღმოვჩნდებით.”
თანამოძმე ქრისტიანებო, ჭეშმარიტებას მტკიცედ უნდა ჩავეჭიდოთ. ჩვენ უნდა ‘აღვდგეთ და ვიბრწყინოთ’. ჩვენ უყოყმანოდ უნდა შეგვეძლოს სიმართლის თქმა.
როდესაც ვინმე ამბობს: ”ხომ არ შეიძლება ეს სამოთხეში ერთადერთი გზა იყოს?”, თქვენ ცალსახად უნდა უპასუხოთ: ”დიახ! ეს ერთადერთი გზაა. თქვენ სამოთხეში მხოლოდ მაშინ შეძლებთ მოხვედრას, როცა ირწმუნებთ იესო ქრისტეს, რომელიც მოვიდა წყლით, სისხლით და სულით.” თქვენ ისე ძლიერად უნდა ბრწყინავდეთ, რომ სხვებმაც შეძლონ გამოსყიდვის სიტყვის მოსმენა, ხელახლა შობა და სამოთხეში მოხვედრა.
 

იქონიეთ სწორი რწმენა: 
იესოს უპასუხო მოყვარულები, რომლებმაც არ იციან იესოს ნათლობის და მისი სისხლის გამოსყიდვა, დაიღუპებიან

ვინ დაიღუპება, მიუხედავად იმისა, რომ იესოსი სწამს?
ვისაც არ სჯერა იესოს ნათლობის
    
იესოსადმი მხოლოდ თვითნებური რწმენის პრეტენზიის ქონა არის უპასუხო სიყვარული იესოს მიმართ და უმოკლესი გზა ქრისტიან-რელიგიონისტის პოზიციისკენ.
ერთხელ წყნარ ოკეანეში მოგზაური გემი იძირებოდა და მხოლოდ რამოდენიმე ადამიანმა მოახერხა რეზინის ტივის მეშვეობით თავის დაღწევა. მათ SOS-სიგნალი გააგზავნეს, მაგრამ მძვინვარე ზღვა ხელს უშლიდა სხვა გემებს მათთან მოახლოვებაში. შემდეგ ვერტმფრენი მოვიდა და ზემოდან ტროსი ჩამოუგდო. რომელიმე მათგანს ტროსისთვის ხელებით ჩაჭიდება რომ ეცადა მისი წელის ირგვლივ მოხვევის ნაცვლად, ის დაემსგავსებოდა ადამიანს, რომელიც იესოსადმი უპასუხო სიყვარულის მსხვერპლი გახდა; სწამდეს ღმერთის ისე როგორც თვითონ სურს. თუმცა ჯერ არაა გადარჩენილი, მაინც იმეორებს: ”მე მჯერა. გადამარჩინე. მე მჯერა, ამიტომ ვთვლი რომ გადავრჩები”.
მას, ვისაც არ ესმის იესოს ნათლობის და მისი სისხლის ჭეშმარიტება, სწამს რომ ის გადარჩება მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ზემოდან ჩამოგდებულ თოკს ხელით ჩაეჭიდა.
მაგრამ როგორც კი დაიწყებენ მის ამოყვანას, მისი თოკზე ხელის მოჭერა ძალას დაკარგავს. ის მხოლოდ საკუთარი ძალის ამარა დარჩება თოკზე მოჭიდებაში. მაგრამ ნაპირი მეტად შორია იმისთვის რომ დიდხანს შეძლოს თოკზე ჩაბღაუჭება. როდესაც მისი ძალა ამოიწურება, ის ვეღარ შეიკავებს თოკს ხელში და უკან ოკეანეში ჩავარდება.
იესოს მიმართ უპასუხო სიყვარულიც ასეა. ბევრმა შეიძლება თქვას რომ სწამთ ღმერთი და იესო; რომ მათ სჯერათ სულით მოვლენილი იესოსი, მაგრამ ეს მთლიანი განტოლების მხოლოდ ერთი-ერთი ნაწილია. მათ სრულყოფილი სახარების არც დაჯერება შეუძლიათ და არც მასში დარჩენა, ასე რომ ძალით იმეორებენ ისევ და ისევ, რომ მათ ‘სწამთ’ მისი.
გჯეროდეს და ეცადო რომ გჯეროდეს, ერთი და იგივე არაა. ისინი ამბობენ, რომ იესოს ბოლომდე მიჰყვებიან, მაგრამ უკანასკნელ დღეს ისინი გარეთ განიდევნებიან იმ ცოდვის გამო რომელიც ჯერ კიდევ მათ გულშია. მათ უყვართ იესო იმის შემეცნების გარეშე რომ ის მოვიდა თავისი ნათლობით, სისხლით და სულით. თუ იესო მხოლოდ მისი სისხლის გამო უყვართ, ისინი ჯოჯოხეთში მოხვდებიან.
დაიბით თქვენი სული ჭეშმარიტი სახარების თოკით, წყლისა და სისხლის სახარებით. როდესაც იესო ზემოდან გადარჩენის თოკს უშვებს, ისინი ვინც მას თავის წელზე წყლით, სისხლით და სულით იკრავენ, გადარჩებიან.
ვერტმფრენიდან მაშველმა დინამიკიდან წამოიძახა: „გთხოვთ, ყურადღებით მომისმინოთ. როცა თოკს ჩამოვაგდებ, ის მკლავებს ქვეშ გაიყარეთ და მკერდზე დაიბით. შემდეგ უბრალოდ გაჩერდით სადაც ხართ. ნუ ჩამოეკიდებით თოკს ხელებით. უბრალოდ შეიკარით ის მკერდზე და მოდუნდით. მაშინ გადარჩებით“.
ერთმა მიჰყვა მითითებებს და თოკით მიიბა თავი, რის გამოც გადაარჩა. მაგრამ მეორემ თქვა: ”არაუშავს, მე ძალიან ღონიერი ვარ. მე სპორტკლუბში ვვარჯიშობდი. შეხედეთ! ხედავთ ჩემს კუნთებს? მე მრავალი კილომეტრის მანძილზე შემიძლია ჩამოკიდება.” შემდეგ როდესაც მისი აწევა დაიწყეს, იგი თოკს ხელებით ჩაეჭიდა.
თავიდან ორივე ადამიანი აიყვანეს ტივიდან. მაგრამ არსებობს განსხვავება. ის ვინც მოუსმინა მითითებებს და თოკი მკერძე მიიბა, დაუბრკოლებლად იქნა აყვანილი. გზაში მან გონებაც კი დაკარგა, მაგრამ მაინც უსაფრთხოდ დარჩა.
იმას კი ვინც საკუთარი ძალებით იკვეხნიდა, საბოლოოდ თოკზე ხელი გაეშვა რადგან ძალა გამოელია. ის დაიღუპა, რადგან უარი თქვა მოსმენაზე და უგულებელყო მითითებები.
სრული გამოსყიდვის მისაღწევად უნდა გწამდეთ მისი ნათლობის წყლის და სისხლის გამოსყიდვის, რომლებმაც ყველა სული ცოდვისგან იხსნა. ხსნა მათთვისაა გამზადებული, ვისაც მთელი გულით სწამს სიტყვის:"მე სრულიად გადაგარჩინე იოანე ნათლისმცემელთან ჩემი მონათვლით და ჩემს მიერ ჯვარზე დაღვრილი სისხლით".
მათ, ვისაც მხოლოდ სისხლის სწამთ, ამბობენ: ”ნუ ღელავთ, მე მჯერა. მე სიცოცხლის ბოლომდე მადლობელი ვიქნები იესოს სისხლისთვის. მე იესოს ბოლომდე მივყვები და ჩემი მხოლოდ სისხლისადმი რწმენა საკმარისზე მეტია იმისათვის რომ ვძლიო წუთისოფელს და ყველა ცოდვას მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე.”.
ამასთან, ეს საკმარისი არაა. მათ, ვისაც ღმერთი თავის ხალხს უწოდებს, სწამთ სამივე მოწმობის: რომ იესო მოვიდა სულით, რომ მოინათლა (მან ერთიანად წაიღო ყველა ცოდვა იორდანეში თავისი ნათლობით), რომ იგი ჯვარზე მოკვდა ყველა ცოდვის საფასურის გადასახდელად და რომ იგი მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა.
სულიწმიდა მოდის მხოლოდ მათთან, ვისაც ამ სამივესი სწამთ და ვინც სამივეზე ამოწმებს. "დიახ, მე შენი მხსნელი ვარ. მე გადაგარჩინე წყლით და სისხლით. მე ვარ შენი ღმერთი”.
მაგრამ მათ, ვისაც ამ სამის არ სწამთ, ღმერთი არ იხსნის. თუნდაც მხოლოდ ერთი გამორჩეთ, ღმერთი ამბობს: „არა, შენ არ გადარჩები“. მის ყველა მოწაფეს ამ სამივესი სწამდა. იესო ამბობს, რომ მისი ნათლობა არის ხსნის წინასახე, ხოლო მისი სისხლი არის განაჩენი".
 

პავლე და პეტრე მოციქულებმაც დაამოწმეს როგორც იესოს ნათლობაზე, ასევე მის სისხლზე

რაზე მოწმობდნენ იესოს მოწაფეები?
იესოს ნათლობაზე და სისხლზე

ილაპარაკა თუ არა პავლე მოციქულმა იესოს ნათლობაზე? ვნახოთ, რამდენჯერ ახსენა მან იესოს ნათლობა. მან რომაელთა 6:3-ში თქვა: ”ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ?” და 6:5-ში, ”ვინაიდან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას".
მან ასევე თქვა გალატელთა 3:27-ში: ”ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით". იესოს მოციქულებმა ყველამ დაადასტურა "წყალი", ანუ იესოს ნათლობა. ”რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით” (1 პეტრე 3:21).
 
 

უფლის გამოსყიდვის ხსნა მოვიდა იესოს წყლით და სისხლით


ვის უწოდებს ღმერთი მართალს?
ვისაც გულში არანაირი ცოდვა არა აქვს

გამოსყიდვა, რომელიც იესომ ადამიანებს უბოძა, არის იესოს ნათლობის წყალი და მისი სისხლი ჯვარზე. ამ გამოსყიდვით ჩვენ შეგვიძლია ავდგეთ და გავბრწყინდეთ. როგორ? ამ სამი რამის დამოწმებით.
„აღსდექ, განათდი, რადგან მოვიდა შენი სინათლე და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე”(ესაია 60:1). ღმერთმა სინათლე მოგვანათა და მოგვიწოდებს რომ ჩვენც გავბრწყინდეთ. ჩვენ ამ ბრძანებას უნდა დავემორჩილოთ.
ჩვენ მთელი ძალით ვქადაგებდით სახარებას. ამასთან, ამდენი ხალხი მაინც არ უგდებს ყურს. გწამდეთ იესოსი და მიიღებთ გამოსყიდვას. თქვენ გახდებით მართალნი. თუ გულში კვლავ ცოდვა გაქვთ, ჯერ მართალნი არ ხართ. თქვენ ჯერ ვერ სძლიეთ წუთისოფლის ცოდვებს.
თქვენ ვერასდროს მოიშორებთ გულიდან ცოდვას თუ არ გწამთ იესოს წყლის (იესოს ნათლობის). ვერასდროს აიცილებთ თავიდან სამსჯავროს, თუ არ გჯერათ მისი სისხლის. ვერასოდეს გადარჩებით, თუ არ გწამთ სულით მოვლენილი იესო ქრისტესი. თქვენ ვერ იქნებით სრულიად მართლები, თუ ამ სამივე მოწმობის არ გწამთ.
არასრული სიმართლე იწვევს მხოლოდ „ე.წ. სიმართლეს“. თუ ვინმე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ცოდვა აქვს, მაგრამ თავს მართალ ადამიანად თვლის, ის ჯერ არ არაა იესოში. ზოგი ადამიანი დღესდღეობით ცდილობს გამოსყიდვა დააფუძნოს „ე.წ. სიმართლეზე“. მათ ამ თემაზე მრავალტონიანი უსარგებლო სტატიები აქვთ დაწერილი.
უწოდებს კი ღმერთი ადამიანს უცოდველს, როცა მის გულში ჯერ კიდევ ცოდვაა? არა, ის ამას არ იზავს. ღმერთი მას ისე უწოდებს, როგორც ხედავს. ის ყოვლისშემძლეა, მაგრამ ტყუილს ვერასდროს შეძლებს. ხალხს არ ესმის სიმართლის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ჩვენ რაიმეს "სუფთას" ვუწოდებთ მხოლოდ მაშინ, როცა ის სუფთაა. ჩვენ არ ვამბობთ "მართალს", თუ მანდ ჯერ კიდევ ცოდვაა.
შეიძლება იფიქროთ რომ იესო თქვენ მართალს გიწოდებთ მაშინაც კი თუ გულში ცოდვა გაქვთ. ეს არასწორია.
იესო მხოლოდ მაშინ გვიწოდებს მართალს, როცა გვწამს იესოსი, როგორც სულით, წყლით (რომ მან აიღო ყველა ჩვენი ცოდვა ნათლისღებით) და სისხლით (იგი ხორციელად მოვიდა და ჩვენთვის მოკვდა) მოსულს.
თანამოძმე ქრისტიანებო, "ე.წ. სიმართლეს" არაფერი აქვს საერთო წყლისა და სისხლის სახარებასთან. "ეგრეთ წოდებული სიმართლე", ან "მართლად წოდება" არის რელიგიური დოგმა, რომელიც ადამიანებმა გამოიგონეს. გიწოდებთ ღმერთი მართალს, თუკი გულში ცოდვა გაქვთ? ღმერთი არავის უწოდებს მართალს როცა მათ გულში ჯერ კიდევ ცოდვა გააჩნიათ, რაოდენ მხურვალედ არ უნდა სწამდეს მათ იესო. იესოს ტყუილი არ შეუძლია.
მაინც ფიქრობთ, რომ ის ვინმეს მართალს უწოდებს, როცა მის გულში ცოდვაა? ასე ფიქრობენ ადამიანები და არა ღმერთი. ღმერთს სძულს ტყუილი. გიწოდებს ის მართალს, როცა მხოლოდ "სულის" და "სისხლის" გწამთ? არასოდეს.
არსებობს ადამიანთა მხოლოდ ერთი კატეგორია რომელსაც ღმერთი მართალთ უწოდებს. ეს არიან ისინი, ვისაც გულში არანაირი ცოდვა არა აქვთ. ის ცნობს მხოლოდ მათ, ვისაც სამივე რამის სწამს: რომ იესო, რომელიც არის ღმერთი, ამქვეყნად ხორციელად მოვიდა, რომ იგი მოინათლა იორდანეში და რომ მან ჯვარზე სისხლი დაღვარა, ყველა ჩვენი ცოდვის ამოსაშლელად.
მხოლოდ ისინი, ვისაც გამოსყიდვის სასიხარულო ცნობა სწამთ, ღვთის მიერ მართლებად არიან აღიარებულნი. მათ სწორად სწამთ. მათ უკლებლივ სჯერათ ყველაფრის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა. მათ სწამთ რომ იესო მოვიდა და მოინათლა ყველა ჩვენი ცოდვის წარსაღებად, რომ მან ჯვარზე სიკვდილით ჩვენს ნაცვლად განაჩენი მიიღო და შემდეგ მკვდრეთით აღდგა.
ეს ყველაფერი ღვთის სიყვარულის გამო გაკეთდა. იესო ჩამოვიდა ზეციდან და თქვა: ”მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ” (მათე 11:28). მან ეს გააკეთა ჩვენი ცოდვების აღებით.
ღმერთი არ ცნობს მათ ვისაც მხოლოდ იესოს სისხლის სჯერა. მათ, ვისაც მხოლოდ იესოს სისხლი სწამს, გულში მაინც ცოდვა აქვთ. ვის სცნობს იესო როგორც გამოსყიდულებს?
ირწმუნეთ იესოს ნათლობა, მისი სისხლი და ის ფაქტი რომ ის არის ღმერთი. ყოველივე ეს საჭიროა თქვენი გადარჩენისთვის. „მე წავიღე ყველა თქვენი ცოდვა როდესაც ამქვეყნად ჩამოვედი და იოანე ნათლისმცემლისგან მოვნათლე. მე გიმოწმებთ, რომ ქვეყნიერების ყველა ცოდვა ჩემზე გადმოვიდა. მე ჯვარზე ცოდვების ფასო გადავიხადე. ამით გადაგარჩინეთ.”
მათ, ვისაც სამივესი სწამს, იესო ეუბნება: „დიახ, თქვენ დახსნილები ხართ. თქვენ ხართ მართალნი და ღვთის შვილები.” თქვენც შეგიძლიათ გადარჩეთ, თუ ირწმუნებთ იესოს ნათლობას, მის სისხლს და სულს. მათ, ვისაც მხოლოდ სისხლის და სულის სჯერა, გულში კვლავ ცოდვა აქვთ.
ღვთის სასუფევლში მხოლოდ ერთი ჭეშმარიტებაა. იქ არის სამართლიანობა, პატიოსნება, სიყვარული და სიკეთე. მანდ ტყუილის ერთი ნაწილაკიც კი არაა. ზეცაში ტყუილი და სიცრუე არ არსებობს.

ვინ არის ის ვინც ურჯულოებას მიჰყვება?
ის ვისაც არ სწამს იესოს ნათლობის

”ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?”(მათე 7:22)
ღმერთი არასდროს ცნობს ადამიანის ამგვარ საქმეებს საკმარისად მის სასუფეველში შესასვლელად. 
"მაშინ მე განვუცხადებ მათ: "მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო"(მათე 7:23).
”უფალო, მე შენ ჩემი ორი სახლი შეგწირე. მე შენთვის სიცოცხლეც კი გავიღე. ნუთუ ეს არ დაინახე? უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არასოდეს უარმყავხარ. ნუთუ ეს არ დაგინახავს?”
"მაშ მითხარი, გულში მაინც ცოდვა გაქვს?"
"დიახ, უფალო. ცოტა კიდევ მაქვს”.
„მაშინ განმშორდი! არცერთ ცოდვილს არა აქვს აქ შემოსვლის უფლება.”
"მაგრამ მე ჩემი რწმენის გამო მოწამე გავხდი, უფალო!"
”რას გულისხმობ მოწამე გავხდიო? შენ მხოლოდ შენი სიჯიუტის გამო დაიღუპე. გიღიარებია ჩემი ნათლობა და სისხლი? მომიცია მე მოწმობა შენს გულში, რომ ჩემი ხალხი ხარ? შენ არ გწამს ჩემი ნათლობის და მე არასოდეს დამიმოწმებია რომ ჩემი ხალხი ხარ, მაგრამ მაინც შენს რწმენას მიჰყევი და მისთვის მოკვდი. როდის დამიმოწმებია შენთვის? შენ ეს თვითონ მოიტანე შენს თავზე. შენ მხოლოდ თვითნებურად გიყვარდა და ეცადე შენი გამოსყიდვის მიღწევა. გესმის ეს? ახლა კი, შენს გზას გაუდექი".
იესომ გვითხრა რომ ავდგეთ და გავანათოთ. გამოსყიდულებმა შეიძლება ზოგჯერ მრავალ ნომინალურ ქრისტიანისა და ცრუწინასწარმეტყველის წინაშე თავი დაიფარონ და ვერ ანათებდნენ. მაგრამ მცირე ალს დიდი ხანძრის გამოწვევა შეუძლია. თუ ადამიანი მამაცურად დგას და სიმართლეს ამოწმებს, მთელი სამყარო განათდება.
ესაიას 60:1-2-ში ნათქვამია, "აღსდექ, განათდი, რადგან მოვიდა შენი სინათლე და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე. რადგან, აჰა, სიბნელე დაფარავს დედამიწას და წყვდიადი - ხალხებს, შენზე კი უფალი გაბრწყინდება და მისი დიდება გამოჩნდება".
ღმერთი გვიბრძანებს რომ ავდგეთ და გავანათოთ, რადგან სიცრუის სიბნელემ, ანუ ცრუ სახარებამ, მთელი მსოფლიო დაფარა. მხოლოდ მას, ვისაც სწამს იესო, შეუძლია მისი სიყვარული. მათ ვინც გამოსყიდული არაა, არასოდეს შეუძლიათ იესოს სიყვარული. როგორ შეძლებენ? ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ სიყვარულზე, მაგრამ სინამდვილეში ვერასოდეს შეიყვარებენ მას, მთელი სიმართლის თუ არ სჯერათ.
 

არსებობს სამი რამ, რაც ცოდვილთა ხსნაზე მოწმობს

რა არის ჩვენს გულებში ხსნის მოწმობა?
იესოს ნათლობა

"და სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი. და ეს სამი ერთია". იესო დედამიწაზე მოვიდა და თავისი საქმე წყლის და სისხლის მეშვეობით შეასრულა. მან ეს გააკეთა და ამითი დაგვიხსნა.
"თუ ვღებულობთ კაცთა მოწმობას, ღვთის მოწმობა უფრო დიდია, ვინაიდან ეს არის ღვთის მოწმობა, რომლითაც დაამოწმა თავის ძეზე. ღვთის ძის მორწმუნეს თავის თავშივე აქვს მოწმობა. ვისაც ღმერთი არ სწამს, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არა სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა დაამოწმა თავის ძეზე. ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია. ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს. ვისაც ძე ღვთისა არა ჰყავს, სიცოცხლე არა აქვს". (1 იოანე 5:9-12)
ზეციდან შობილნი ღებულობენ ადამიანთა მოწმობასაც. ჩვენ გვცნობენ როგორც მართლებს. როდესაც გამოსყიდული ხელახლა შობილები გამოსყიდვის ჭეშმარიტებაზე ლაპარაკობენ, არავის შეუძლია მათთვის შემოდავება. მათ სხვა არაფერი რჩებათ გარდა ამ ჭეშმარიტების მიღებისა. ისინი ამოწმებენ რომ ჩვენ სწორად გვწამს, რომ მართალნი ვართ ჩვენს რწმენაში. როდესაც ვუყვებით როგორ ვიშვით ზეციდან, ვერავინ უპირისპირდება ჭეშმარიტ სახარებას რომლის მოწმენიც ვართ. ისინი ამბობენ, რომ მართლები ვართ. ამგვარად ჩვენ ვღებულობთ ადამიანთა მოწმობას.
მაგრამ ეს მონაკვეთი ასევე ამბობს, "ღვთის მოწმობა უფრო დიდია, ვინაიდან ეს არის ღვთის მოწმობა". 
მასში ნათქვამია, რომ ღმერთის მოწმობა არის მისი ძის შესახებ. სწორია? რა არის მისი ძის მოწმობა? მოწმობა იმისა რომ ღმერთმა დაგვიხსნა არის ის რომ იესო მოვიდა სულით, გამოსყიდვის წყლით და ჯვარზე სისხლით. ღმერთი ამოწმებს რომ მან ზუსტად ამგვარად დაგვიხსნა, და რომ ჩვენ ვართ მისი ხალხი, რადგან ამისი გვწამს.
"ღვთის ძის მორწმუნეს თავის თავშივე აქვს მოწმობა. ვისაც ღმერთი არ სწამს, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არა სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა დაამოწმა თავის ძეზე".
ეს მონაკვეთი ზუსტად გვეუბნება თუ ვინ არიან დახსნილები. მასში ნათქვამია რომ მას ვისაც ღვთის ძე სწამს, თავის თავშივე აქვს მოწმობა. გაქვთ ასეთი მოწმობა თქვენს გულში? ის თქვენში და ჩემშია. ღმერთი დედამიწაზე ჩვენთვის მოვიდა. (იგი სულიწმიდის მიერ ხორციელად მოგვევლინა მარიამ ქალწულის სხეულის მეშვეობით). როდესაც იესო 30 წლის იყო, იგი მოინათლა და ყველა ჩვენი ცოდვა თავის თავზე აიღო. და შემდეგ ყველა ამ ცოდვითურთ, იგი ჯვარზე განიკითხა. იგი მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს რათა ჩვენთვის საუკუნო სიცოცხლე მოეცა. იესომ სწორედ ასე დავიხსნა.
რა მოხდებოდა, ის მკვდრეთით რომ არ აღმდგარიყო? როგორ შეძლებდა ის ჩემთვის საფლავიდან დამოწმებას? ამიტომ არის ის ჩემი მხსნელი. ეს არის ის, რისიც გვწამს.
და ზუსტად როგორც თქვა, მან თავისი ნათლობით და სისხლით გადაგვარჩინა. ვინაიდან ჩვენ ამისი გვწამს, თქვენ და მე გადარჩენილები ვართ. მოწმე თქვენში და ჩემშია. გამოსყიდულები ვერასოდეს უგულებელყოფენ მისი ნათლობის "წყალს". ჩვენ არასდროს გმოვრიცხავთ იმას, რამაც ჩვენ გადაგვარჩინა.
"რადგან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება" (მათე 3:15). ჩვენ არასდროს უარვყოფთ იმას, რომ იესომ იორდანესთან ყველა ცოდვა წაიღო, როდესაც იოანე ნათლისმცემელმა მონათლა. გამოსყიდულები ვერასოდეს უარყოფენ "წყალს", ანუ იესოს ნათლობას.
 

ისინი, ვისაც სჯერა, მაგრამ გამოსყიდვა არა აქვთ, ბოლომდე უარყოფენ იესოს ნათლობას

ვინ სახავს ღმერთს ცრუდ?
ვისაც იესოს ნათლობის არ სწამს

რაოდენ ზუსტი იყო იოანე მოციქულის მიერ ნათქვამი: ”ვისაც ღმერთი არ სწამს, ცრუდ სახავს მას”. იოანე მოციქულს აქ და ახლა რომ ეცხოვრა, რას გვეტყოდა ის ჩვენ, დღევანდელ ქრისტიანებს? ის გვკითხავდა, `წაიღო თუ არა იესომ ყველა ჩვენი ცოდვა როცა მოინათლა`.
არ დაამოწმებდა იოანე ნათლისმცემელი ამ სახარების შესახებ, რომლის მიხედვით იესომ თავისი ნათლობით გამოგვისყიდა? "განა შენი ცოდვები არ გადავიდა იესოს თავზე და განა არ აუღია მას შენი ცოდვები, როცა ის ჩემგან მოინათლა?" ამრიგად, მან აშკარად დაადასტურა, რომ იესო მოინათლა ყველა ჩვენთაგანის დასახსნელად (იოანე 1:29, 1 იოანე 5: 4-8).
მათ, ვისაც ღმერთის არ სწამთ, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ სწამთ ყველაფრის, რაც მან ჩვენს გადასარჩენად გააკეთა, მას ცრუდ სახავენ. როდესაც ვამბობთ, რომ იესომ ყველა ჩვენი ცოდვა აიღო როდესაც მოინათლა, ისინი ამბობენ: „ოჰ, ღმერთო ჩემო! მას არ შეეძლო ყველა ცოდვა წაეღო! მან მხოლოდ თავდაპირველი ცოდვა აიღო, ასე რომ ჩვენი ყოველდღიური ცოდვები ისევ რჩება.”
ასე რომ, ისინი დაჟინებით ამტკიცებენ, რომ გამოსყიდვის მისაღწევად მათ თავიანთი ყოველდღიური ცოდვებისთვის მონანიების ლოცვები უნდა აღავლინონ. მათ ასე სწამთ. თქვენც გჯერათ ამის? ისინი, ვისაც არ სწამთ რომ ჩვენი ცოდვები იესოს ნათლობით იყო ჩამორეცხილი, ღმერთს ცრუდ სახავენ.
 

იესომ ერთხელ და სამუდამოდ გამოგვისყიდა, როცა მოინათლა და ჯვარზე სისხლი დაღვარა

ვინ იტყუება?
ის ვისაც იესოს ნათლობის არ სწამს

იესო მოინათლა და ერთხელ და სამუდამოდ წაიღო ყველა ცოდვა. ღმერთი იხსნის მათ, ვისაც სწამთ ნათლისღება და იესოს სისხლი, მაგრამ მიატოვებს მათ, ვისაც ამის არ სჯერა. ასეთები ჯოჯოხეთში წავლენ. ამიტომ ვართ თუ არა დახსნილები, დამოკიდებულია იმაზე თუ რისი გვწამს. იესომ მსოფლიო ყველა ცოდვისგან გაანთავისუფლა. ვისაც ამის სწამს, გადარჩება, და ვისაც არ მწამს, გადარჩენა ჯერ არ მიუღია, რადგან ღმერთს ცრუდ სახავენ.
ადამიანები ჯოჯოხეთში მიდიან არა თავიანთი სისუსტეების, არამედ რწმენის ნაკლებობის გამო. "ვისაც ღმერთი არ სწამს, ცრუდ სახავს მას" (1 იოანე 5:10). ისინი, ვისაც არ სჯერათ რომ ყველა მათი ცოდვა იესოს გადაეცა, გულში ისევ ცოდვას ატარებენ. მათ არ შეუძლიათ იმის თქმა რომ ცოდვა არა აქვთ.
ერთხელ ერთ დიაკვანს შევხვდი და ვკითხე: ”დიაკვანო, გაქრა თუ არა ყველა შენი ცოდვა, როცა იესო ირწმუნე?”
"რა თქმა უნდა, გაქრა."
”მაშინ, ვინაიდან იესომ მსოფლიოს ყველა ცოდვა წაიღო და თქვა, ” აღსრულდა ”, შენ გადარჩენილი ხარ, ხომ ასეა? ”
”დიახ, გადარჩენილი ვარ.”
„მაშ, ცოდვის გარეშე უნდა იყო“.
"დიახ, ასეა."
"რა მოხდება, ისევ თუ შესცოდე?"
”ჩვენ მხოლოდ ადამიანები ვართ. როგორ შეგვიძლია არ შევცოდოთ? ამიტომ ყოველდღიურად უნდა მოვინანიოთ და ცოდვები ჩამოვირეცხოთ". ამ დიაკვანს ჯერ კიდევ ცოდვა აქვს გულში, რადგან არ იცის გამოსყიდვის სრული ჭეშმარიტება.
მისნაირი ადამიანები ღმერთს დასცინიან და ცრუდ სახავენ მას. ნუთუ ვერ შეძლო იესომ, რომელიც არის ღმერთი, აღმეოფხვრა სამყაროს ყველა ცოდვა? რაოდენ გულსატკენია! იესოს ყველა ცოდვა რომ არ მოეშორებინა, როგორ იქნებოდა ის ხსნის ღმერთი? როგორ შეიძლებოდა მას ჩვენთვის ეთქვა რომ მისი გვწამდეს? გსურთ იგი მატყუარად აქციოთ? არ გირჩევთ ამის გაკეთებას!
ბიბლია გვეუბნება რომ მას არ უნდა დავცინოთ. ეს ნიშნავს, რომ ნუ სახავ მას ცრუდ და ნუ შეეცდები მის მოტყუებას. ღმერთს ჩვენს თავს ვერ შევადარებთ.
იოანე მოციქული ზუსტად მოგვითხრობს გამოსყიდვის სახარების შესახებ. ბევრ ადამიანს არ სურს დაიჯეროს ის რაც ღმერთმა ჩვენთვის 
გააკეთა - კერძოდ, რომ იესო ქრისტე მოვიდა წყლით, სისხლით და სულით.
არსებობს ქრისტიანთა ორი ჯგუფი: ვისაც არ სწამს ისე, როგორც ბიბლია ამბობს და აცხადებენ: ”მე ცოდვილი ვარ”, და ისინი ვისაც სწამთ ყველაფერი რაც ღმერთმა მათთვის გააკეთა და რწმენით აღიარებენ: ”მე ვარ მართალი. ” თქვენი აზრით რომელი ჯგუფი ამბობს სიმართლეს?
ისინი, ვისაც არ სწამს იმის რაც ღმერთმა მოიმოქმედა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომლებიც არ ღებულობენ წყლის, სისხლის და სულის მოწმობას, იტყუებიან. მათ ცრუ რწმენა აქვთ. ისინი ვისაც არ სწამთ, ღმერთს ცრუდ სახავენ.
ნუ აკეთებთ ამას. იესო მდინარე იორდანესთან მივიდა და ასე (მონათვლით) აღასრულა მთელი სიმართლე (აიღო სამყაროს ცოდვები).
 

ურწმუნოები უარყოფენ იესოს ნათლობას და მის სიწმიდეს

რას უარყოფენ სატანა და ეშმაკი?
იესოს ნათლობას

მისი ძის მორწმუნეს თავის თავშივე აქვს მოწმობა. ხელახლა შობილებს სჯერათ, რომ მათი ცოდვები იესოზე მისი მონათვლის მომენტში გადავიდა და რომ ისინი იესოს წყლით და სისხლით იყვნენ დახსნილები. მათ სწამთ, რომ იესო იშვა ამქვეყნად მარიამ ღვთისმშობლის სხეულის მეშვეობით, რომ იგი ჯვარზე სიკვდილამდე იორდანეში მოინათლა და რომ იგი აღდგა მკვდრეთით.
მართლებს გულში მოწმობა აქვთ. ჩვენი ხსნის დასტური არის ჩვენი რწმენა იესოსადმი, რომელიც მოვიდა წყლით, სისხლით და სულით. ეს მოწმობა თქვენშია. გირჩევთ ეს მოწმობა საკუთარ თავში იქონიოთ. მე გეუბნებით, ხსნა არ არსებობს, თუ თქვენში არაა მოწმობა, გადარჩენის მტკიცებულება.
იოანე მოციქულმა თქვა: ”მას, ვისაც ღვთის ძის სწამს, თავის თავშივე აქვს მოწმობა” (1 იოანე 5:10). მოწმობის ქონა მხოლოდ ჯვარზე სისხლის რწმენას ნიშნავს? ან უნდა გვწამდეს წყლის, მაგრამ არა სისხლის? თქვენ სამივესი უნდა გწამდეთ იმისთვის რომ ღმერთმა გცნოთ და მოგიწონოთ.
მხოლოდ ამის შემდეგ დაგიმოწმებთ იესო რომ ‘გადაარჩენილები ხართ’. ნუთუ იმას ამბობთ რომ მოწმობა გექნებათ, თუ სამიდან მხოლოდ ორის დაიჯერებთ? ეს იქნებოდა ღმერთისადმი თვითნებური რწმენა. ეს მხოლოდ თქვენი საკუთარი თავისთვის მოწმობა იქნებოდა.
ასეთები ბევრია. მსოფლიოში ძალიან ბევრია, ვისაც სამიდან მხოლოდ ორის სწამთ. ისინი ამოწმებენ, რომ არიან დახსნილები და ამის შესახებ წიგნებს წერენ, ისე როგორც მათი გონება უკარნახებს. რაოდენ მწყობრად მეტყველებენ ისინი! ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ისინი საკუთარ თავს "ევანგელისტებს" უწოდებენ. ისინი გრძნობენ რომ არა მხოლოდ "ევანგელისტები", არამედ "რელიგიურებიც" არიან. მათ არ სჯერათ "წყლის", მაგრამ თავიანთი ხსნით მაინც ამაყობენ! რა ლოგიკურად ჟღერენ ისინი! მაგრამ გონებაში არა აქვთ ღვთის მოწმობა. ეს მხოლოდ მათი ჰიპოთეზებია.
როგორ შეიძლება ამას ხსნა უწოდო? მხოლოდ მათ, ვისაც სწამთ იესოსი, რომელიც სულით, წყლით და სისხლით მოვიდა, ღვთისა და კაცთა წინაშე მოწმობა გააჩნიათ.
პავლე მოციქულმა თქვა: ”რადგანაც ჩვენი სახარება თქვენდამი არ იყო მხოლოდ სიტყვით, არამედ აგრეთვე ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით”. (1 თესალონიკელთა 1:5). სატანა აღფრთოვანებულია, როდესაც ხალხს მხოლოდ იესოს სისხლის სჯერა. "ო, სულელებო, მე თქვენ მოგატყუეთ, ჰა-ჰა!" ბევრს სჯერა რომ როცა ადამიანები იესოს სისხლს ადიდებენ, სატანა გარბის. მათი აზრით, სატანას შეიძლება ჯვარმა შეაშინოს. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ სატანა მხოლოდ თავს მოაჩვენებს. ჩვენ ამან არ უნდა მოგვატყუოს.
როდესაც დემონი ადამიანში შედის, ის შეიძლება შეშლილივით მოიქცეს და პირიდან ქაფი გამოუშვას. ეს ეშმაკისთვის რთული საქმე არაა. ეშმაკს შეუძლია ადამიანისთვის თითქმის ყველაფრის დაძალება. მას მხოლოდ ოდნავ სჭირდება მისი ტვინის დაუფლება. ღმერთმა ეშმაკს ყველანაირი ძალა მისცა, მოკვლისა გარდა. ეშმაკს შეუძლია ადამიანი ფოთოლივით ააკანკალოს, ააყვიროს ან პირიდან ქაფი გამოაშვებინოს.
როდესაც ეს ხდება, მორწმუნეები ყვირიან: „განიდევნე, იესოს სახელით! განიდევნე! ” როცა ადამიანი გონს მოეგება და ნორმალურ მდგომარეობაში ბრუნდება, ისინი ეუბნებიან, რომ ეს იესოს სისხლის ძალამ იმოქმედა. მაგრამ ეს არ იყო მისი სისხლის ძალა. ეს მხოლოდ ეშმაკის მიერ "შოუს" ჩვენება იყო.
სატანას და ეშმაკს ყველაზე მეტად ეშინიათ იმათი, ვისაც სწამს იესო, რომელმაც დაგვწმინდა თავისი ნათლობით და ვინც თავისი სისხლით ჩვენთვის განაჩენი მიიღო და მესამე დღეს აღდგა. სატანას არ შეუძლია გაჩერდეს იესოს ნათლობისა და სისხლის გადარჩენის მოწმის გვერდით.
მოგეხსენებათ, კათოლიკე მღვდლები ზოგჯერ ექორსიზმის მსახურებას ატარაბენ. ჩვენ ეს ფილმებში გვინახავს. ფილმში "ომენი" მღვდელს ხის ჯვარი უჭირავს და იქნევს მას, მაგრამ მაინც კვდება. ხელახლა შობილი მის მსგავსად არ დამარცხდებოდა.
ზეციდან შობილი ადამიანი დარწმუნებით ლაპარაკობს იესოს სისხლსა და წყალზე. ეშმაკს მისი ტანჯვა რომ ეცადა, ის შეეკითხებოდა მას: ”იცი თუ არა, რომ იესომ ჩემი ყველა ცოდვა წაიღო?” ეშმაკი ამ შემთხვევაში გაიქცეოდა. ეშმაკს სძულს ხელახლა შობილის მახლობლად ყოფნა. ‘ხელახლა შობილი’ იქ რომ მჯდარიყო, ეშმაკი გაქცევას შეეცდებოდა. ნათქვამია, რომ ვისაც ღმერთი არ სწამთ, მას ცრუდ სახავენ. მათ არ სწამთ მისი ძის მოწმობა, წყლისა და სისხლის მოწმობა.

რა არის ღვთის ძის მოწმობა?
მისი ნათლობა, მისი სისხლი, და სული

რა არის ღვთის ძის მოწმობა? ესაა ის, რომ იგი სულით მოვიდა და წყლის მეშვეობით ჩვენი ცოდვები წაიღო. მან თავის თავზე სამყაროს ყველა ცოდვა იტვირთა და ჩვენთვის ყველასთვის ჯვარზე სისხლი დაღვარა. ეს არაა წყლის, სისხლის და სულის გამოსყიდვა?
ადამიანები ღვთის წინაშე ცრუობენ, რადგან არ სჯერათ წყლისა და სისხლის სახარების, გამოსყიდვის ჭეშმარიტი სახარების. ყველა სხვა, ამ ჭეშმარიტი სახარების გარდა, ყალბია. მათი რწმენა ცრუა და ისინი ამაოდ ავრცელებენ ამ ცრუ სახარებებს.
მოდით დავუბრუნდეთ 1იოანეს. მე-11 მუხლში ნათქვამია: ”და ესაა მოწმობა: ღმერთმა საუკუნო სიცოცხლე მოგვანიჭა და ეს სიცოცხლე მის ძეშია”. ის გვეუბნება, რომ ღმერთმა მოგვცა მარადიული სიცოცხლე და ეს სიცოცხლე იმაში იბუდებს, ვინც მას რწმენით იღებს. ეს მარადიული სიცოცხლე ასევე მის ძეშია.
ისინი, ვინც მარადიულ სიცოცხლეს ღებულობენ, გამოსყიდულნი არიან იესოს ნათლობის და მისი სისხლის რწმენით. გამოსყიდულნი მიიღებენ საუკუნო სიცოცხლეს და მარად იცოცხლებენ. მიიღეთ თუ არა საუკუნო სიცოცხლე?
მე-12 ლექსში, „ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს. ვისაც ძე ღვთისა არა ჰყავს, სიცოცხლე არა აქვს". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას, ვისაც სწამს იმის რაც ღვთის ძემ დედამიწაზე მოიმოქმედა მისი ნათლობით, ჯვარზე სიკვდილით და აღდგომით, აქვს საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ ვისაც ამათგან თუნდაც ერთი გამორჩება, არც სიცოცხლე ექნება და არც გამოსყიდვა.
იოანე მოციქული ნათლად განასხვავებს ღვთის ხალხს იესოს მიერ შესრულებული საქმის მიმართ რწმენის საფუძველზე: წყალი, სისხლი და სული. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, არის თუ არა მათში ღვთის სიტყვა. იგი განსაზღვრავს გამოსყიდულებს იესოს ნათლობის წყლის, მისი სისხლის და მისი სულის რწმენის საფუძველზე.
 

ვინც ხელახლა არაა შობილი, ცხვარს თხისგან ვერ ანსხვავებს

ვის შეუძლია გამოსყიდულის გამოუსყიდელისგან გარჩევა?
იმას ვინც ხელახლაა შობილი

იოანე მოციქულმა აშკარად განსაზღვრა გამოსყიდული მართლები. ეს პავლე მოციქულმაც გააკეთა. როგორ შეუძლიათ ღვთის მსახურებს ცხვარი და თხა განასხვაონ ერთიმეორისგან? როგორ განასხვავებენ ისინი ღვთის ჭეშმარიტ მსახურებს მოჩვენებითი მსახურებისაგან? მათ, ვინც იესოს წყლისა და სისხლის რწმენით არიან გამოსყიდულნი, ამის დანახვის ძალა აქვთ მიცემული.
იქნება ადამიანი პასტორი, მახარებელი თუ უხუცესი, თუ იგი ვერ ახერხებს გამოსყიდულთა იდენტიფიკაციას, ან თუ მას არ შეუძლია ცხვრის თხისაგან განსხვავება, ის ჯერ კიდევ ხელახლა არ შობილა და თავის თავში საუკუნო სიცოცხლე არა აქვს. მაგრამ მათ, ვინც ჭეშმარიტად იშვა ზეცით, აშკარად შეუძლიათ განსხვავების დანახვა. მათ ვისშიც საუკუნო სიცოცხლე არაა, განსხვავების არც დანახვა და არც აღიარება შეუძლიათ.
ეს იმის მსგავსია როცა სიბნელეში ფერებს ვერ ვარჩევთ. მწვანე ხომ მწვანეა და თეთრი თეთრია. მაგრამ თვალები თუ დახუჭე, ვერც დაინახავ და ვერც სცნობ რაიმე ფერს.
მაგრამ მათ, ვისაც თვალები ღია აქვთ, ფერის ყველაზე მცირე ვარიაციის გარჩევაც კი შეუძლიათ. მათ შეუძლიათ გაარჩიონ რომელია მწვანე და რომელი თეთრი. ანალოგიურად, არსებობს აშკარა განსხვავება გამოსყიდულებსა და მათ შორის, ვინც გამოსყიდული არა.
ჩვენ უნდა ვიქადაგოთ გამოსყიდვის სახარება, წყლის, სისხლის და სულის სახარება. ჩვენ უნდა ავდგეთ და გავანათოთ. როდესაც ხალხის მასებს ვხვდებით ჭეშმარიტი სარწმუნოების გასამრავლებლად, ჩვენ ადამიანის სიტყვებით არ ვსაუბრობთ. ბიბლიაში, 1იოანეს 5 განმარტავს ამის მნიშვნელობას. ეს ეტაპობრივად უნდა ავუხსნათ, დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად.
სიტყვა რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ, ანუ წყლის, სისხლის და იესოს სულის სიტვვა - გამოსყიდვის სინათლეა. ხალხისთვის იესოს "წყლის" გაცნობა გაბრწყინებას ნიშნავს. მათთვის ესოს "სისხლის" გაცნობა ასევე გაბრწყინებას ნიშნავს. ჩვენ ყოველივე ეს ფრიად ცხადი უნდა გავხადოთ იმისათვის რომ დედამიწაზე არავინ დარჩეს ვისთვისაც უცნობია ეს ჭეშმარიტება.
თუ ზეციდან შობილნი არ ადგებიან და არ გაანათებენ, მრავალი ადამიანი გამოსყიდვის გარეშე დაიღუპება და ღმერთი არ იქნება კმაყოფილი. ასეთ შემთხვევაში ის ჩვენ ზარმაც მსახურებს გვიწოდებს. ჩვენ უნდა განვავრცოთ იესოს წყლის და სისხლის სახარება.
მიზეზი, რის გამოც მე ბევრჯერ ვმეორდები არის ის, რომ იესოს ნათლობა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი გადარჩენისთვის. როდესაც ჩვენ ბავშვებს ვესაუბრებით, ყველაფერი დაწვრილებით უნდა ავუხსნათ, განვიხილოთ ყოველი საკითხი რათა დავრწმუნდეთ რომ მათ ეს გაიგეს.
წერა-კითხვის უცოდინარი კაცის სწავლება რომ გვეცადა, პირველად ალბათ ანბანით დავიწყებდით. შემდეგ შეგვიძლია მას ეტაპობრივად ამ ანბანის მეშვეობით სიტყვების წერა ვასწავლოთ. როდესაც შეძლებს მთლიანი სიტყვების ატყობას, როგორიცაა მაგალითად "სასჯელი", ჩვენ ამ სიტყვების მნიშვნელობის ახსნას დავიწყებდით. ზუსტად ასე უნდა ვესაუბროთ ხალხს იესოს შესახებ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ ნამდვილად ესმით.
ჩვენ ცხადად უნდა ავუხსნათ იესოს ნათლობა. იგი ამქვეყნად წყლით, სისხლით და სულით მოვიდა. მე ვლოცულობ რომ ირწმუნოთ იესო როგორც თქვენი მხსნელი, და მიიღოთ გამოსყიდვა.
წყლისა და სულის გამოსყიდვა გამომდინარეობს იესოს ნათლობის და მისი ჯვარზე დაღვრილი სისხლის რწმენისგან, და ასევე იმ რწმენისაგან რომ იესო არის ღმერთი, ჩვენი მაცხოვარი.