(1 პეტრე 3:20-22)“ცოტა, ანუ რვა სული გადარჩა წყლისაგან; რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით (იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება) იესო ქრისტეს აღდგომით, რომელიც ღვთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.”.
როგორ ვხდებით ჩვენ მართლები?
ღმერთის წყალობის მეშვეობით
ღმერთი უკვე გვიცნობდა ვიდრე ამ ქვეყნად დავიბადებოდით. მან იცოდა რომ ჩვენ ცოდვილებად დავიბადებოდით და ყველა მორწმუნე გადაგვარჩინა მისი ნათლისღების მეშვეობით, რომელმაც წუთისოფლის ცოდვები წარიტაცა. მან ყველა მორწმუნე იხსნა და ისინი თავის ხალხად აქცია.
ყოველივე ეს ღმერთის წყალობის შედეგია. როგორც ნათქვამია ფსალმუნთა 8:4-ში, "რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი ან - ადამიანის ძე, რომ ზრუნავ მასზე?". გამოსყიდულები რომლებიც ყველა ცოდვისგან იყვნენ დახსნილნი, მისი განსაკუთრებული მადლის მიმღებები არიან. ისინი არიან მისი შვილები.
რანი ვიყავით ჩვენ, ვისაც მხოლოდ მისი სისხლის და სულის გვწამდა, მანამდე ვიდრე ღვთის შვილები გავხდებოდით, ვიდრე გავმართლდებოდით და გადავრჩებოდით და მისი მამად წოდების უფლებას მივიღებდით? ჩვენ ვიყავით ცოდვილები, უბრალო ცოდვილები, ვინც ამ ქვეყნად 70 ან ყველაზე მეტი 80 წლის განმავლობაში საცხოვრებლად დავიბადეთ, და ისიც კარგი ჯანმრთელობის შემრხვევაში.
მანამდე ვიდრე ჩვენი ცოდვებისგან განვიბანებოდით და მანამდე ვიდრე იესის ნათლობის და სისხლის სახარების რწმენა გვექნებოდა, ჩვენ ვიყავით ბიწიერი დასაღუპავად განკუთვნილი ადამიანები.
პავლე მოციქულმა თქვა რომ ის ღვთის მადლის გამო იყო ის ვინც იყო. ამის მსგავსად, სრულიად მისი მადლის შედეგია რომ ჩვენც ვართ დღესდღეობით ის რაც ვართ. ჩვენ ვმადლობთ მას ამ წყალობისთვის. შემოქმედი ამ ქვეყნად მოვიდა და გვიხსნა, თავის შვილებად და თავის ხალხად გვაქცია. ჩვენ მას მადლობას აღვუვლენთ წყლისა და სულის სახარების მადლისათვის.
რა არის იმის მიზეზი რომ ის ჩვენ თავის მართალ შვილებად გახდომის უფლებას გვანიჭებს? იმიტომ რომ კარგი შესახედაობის ვართ? ან იმიტომ რომ ასე ღირსეულნი ვართ? ან ძალიან კეთილები? მოდით დავფიქრდეთ ამაზე და ვიყოთ მადლიერნი იქ, სადაც მადლიერება გვმართებს.
ყოველივე ამის მიზეზი ისაა რომ ღმერთმა ჩვენ შეგვქმნა რათა მისი შვილები გავმხდარიყავით და მასთან ერთად ცათა სასუფეველში გვეცხოვრა. ღმერთმა თავის შვილებად გვაქცია იმისთვის რომ მარადიულად მასთან ერთად ვყოფილიყავით. ეს ერთად ერთი მიზეზია რომლის გამოც ღმერთმა საუკუნო სიცოცხლით გვაკურთხა. მას ეს იმის გამო არ გაუკეთებია რომ ვართ ლამაზები, ან ღირსნი, ან მის სხვა ქმნილებებზე უფრო სათნო ცხოვრებას ვეწევით.
“რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით იესო ქრისტეს აღდგომით" (1 პეტრე 3:21). "რომელშიც ცოტა, ანუ რვა სული გადაურჩა წყალშს" (1 პეტრე 3:20).
მხოლოდ მცირე რიცხვი გადარჩა, ერთი ქალაქიდან და ორი ოჯახიდან. მაშ სხვებზე უკეთესები ვართ? სულაც არა. ჩვენ სულაც არ ვართ განსაკუთრებულები, მაგრამ მაინც ხსნა მივიღეთ წყლისა და სულისადმი ჩვენი რწმენის მეშვეობით.
ეს სასწაულთა სასწაულია რომ გადავრჩით, და ეს არის ღმერთისგან უპირობო საჩუქარი და კურთხევა რომ მისი მამად და უფლად წოდება შეგვიძლია. ამას ვერასოდეს ვუარყოფთ. როგორც ვუწოდებდით ჩვენ მას მამას ან უფალს, ჯერ კიდევ ცოდვილნი რომ ვყოფილიყავით?
როცა დავუფიქრდებით იმ ფაქტს რომ დახსნილები ვართ, ვგებულობთ რომ ღმერთმა უპირობოდ შეგვიყვარა. ნუთუ არ ვიქნებით მისი მადლიერნი? მისი სიყვარული და კურთხევა რომ არა, ჩვენ დავიბადებოდით და მოვკვდებოდით უიმედო ცხოვრების შემდეგ, რის შემდეგ ჯოჯოხეთში აღმოვჩნდებოდით. ჩვენ ისევ და ისევ ვუმადლობებთ ღმერთს მისი კურთხევებისთვის და სიყვარულისთვის, რომლებმაც ჩვენ მის თვალებში მის შვილებად ყოფნის ღირსნი გაგვხადა.
ძვირფასი ხსნა რომელიც იესოს ნათლობამ მოგვიტანა
რატომ დაიღუპნენ ადამიანები ნოეს დროს?
რადგან მათ წყლის არ სწამდათ (იესოს ნათლობის)
"რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით". 1 პეტრეში წერია, რომ მხოლოდ რვა სული გადაურჩა წყალს. რამდენი ადამიანი იქნებოდა ნოეს დროს? ჩვენთვის ამის ცოდნა შეუძლებელია, მაგრამ ვთქვათ, ერთი მილიონი იყო. ნოეს ოჯახში ამ მილიონიდან მხოლოდ 8 ადამიანი გადარჩა.
თანაფარდობა დღესაც დაახლოებით იგივე იქნებოდა. ამბობენ რომ ახლა დედამიწაზე 6 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. რამდენი ადამიანი განიბანა თავიანთი ცოდვებისგან მათ შორის, ვისაც დღეს იესო სწამთ? მხოლოდ ერთ ქალაქს რომ გადავხედოთ, ასეთები ძალზე ცოტა იქნება.
ჩემს ქალაქში, რომელიც დაახლოებით 250,000 ადამიანს ითვლის, რამდენია მათი ცოდვებისგან გამოსყიდული? ალბათ 200? მაშინ რა თანაფარდობა იქნება? ეს ნიშნავს, რომ ათასიდან ერთზე ნაკლებმა მიიღო გამოსყიდვის კურთხევა.
დათვლილია რომ კორეაში დაახლოებით 12 მილიონი ქრისტიანი ცხოვრობს, მათ შორის კათოლიკებიც. რამდენი მათგანი იშვა ხელახლა წყლისა და სულისგან? უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნოეს დროს დედამიწის მთლიანი მოსახლეობიდან მხოლოდ 8 გადარჩა. უნდა ვიცოდეთ და გვჯეროდეს, რომ იესომ ჩამორეცხა ყველა იმათი ცოდვა, ვისაც მისი ნათლობის სწამთ, რის მეშვეობითაც მან ყველა ცოდვა წაიღო.
ბევრი არაა ვისაც სჯერა რომ თავისი ნათლობით და ჯვარზე სისხლით იესომ ყველანი გამოისყიდა. შეხედეთ `იესოს მკვდრეთით აღდგომის` ცნობილ ნახატს. რამდენი მკვდრეთით აღდგენილი ადამიანია მასში ნაჩვენები? ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ჩამოდიან ისინი იერუსალიმის ციხე-სიმაგრიდან იესოსკენ, რომელსაც მათთვის ხელები ფართოდ აქვს გაშლილი. როგორ ფიქრობთ, მათ შორის რამდენია თეოლოგი ან ღვთისმსახური?
დღეს მსოფლიოში უამრავი ღვთისმეტყველია, მაგრამ იმდენად ცოტაა ის, ვინც იცის და სჯერა იესოს ნათლობის, როგორც გამოსყიდვის მთავარი ჭეშმარიტების. ზოგი თეოლოგი ამბობს რომ იესო თავისი თავმდაბლობის გამო მოინათლა, ზოგი კი იძახის რომ იგი მოინათლა, რათა უფრო მეტად ჩვენ, ადამიანებს დამსგავსებოდა.
მაგრამ ბიბლიაში ნათქვამია რომ ყველა მოციქული, პეტრეს და იოანეს ჩათვლით, მოწმობდა იესოს ნათლობაზე როგორც ჩვენი ცოდვების მასზე გადატანის საშუალებაზე, და ჩვენც ამისი გვჯერა.
მოციქულები წერილებში ამოწმებენ რომ ჩვენი ცოდვები იესოს მის ნათლობისას გადაეცა. ის რომ ჩვენ ხსნის მიღწევა მხოლოდ ამ უწყებისადმი რწმენით შეგვიძლია, ღმერთის მადლის იმდენად გასაოცარი მოწმობაა.
არ არსებობს არანაირი "ალბათ" გამოსყიდვის ნათლობაში
ვინ ღებულობს ღმერთის უკიდეგანო სიყვარულს?
ის ვისაც იესოს ნათლობის და მისი სისხლის სწამს
ადამიანები ადვილად იჯერებენ რომ მხოლოდ იესოსადმი რწმენას შეუძლია ჩვენი გადარჩენა. ყველა დენომინაციას თავიანთი რწმენის მიხედვით გადარჩენის სწამთ და ბევრი თვლის რომ იესოს ნათლობა ქრისტიანულ საზოგადოებაში არსებული უბრალო დოგმაა. მაგრამ ეს სიმართლე არაა. ათასობით იმ წიგნში, რომელიც წავიკითხე, ერთიც კი ვერ ვიპოვე რომელიც ლაპარაკობს იესოს ნათლობასა და სისხლში არსებული გამოსყიდვის და ღმერთის ხსნის შორის ურთიერთ დამოკიდებულებაზე.
ნოეს დროს მხოლოდ 8 ადამიანი გადარჩა. არ ვიცი დღეს რამდენია გადარჩენილი, მაგრამ არა მგონია რომ ბევრი იყოს. გადარჩენილები ისინი არიან ვისაც სწამთ ნათლობა და იესოს სისხლი. მრავალი ეკლესიის სტუმრობისას, ისევ და ისევ ვრწმუნდებოდი რომ ძალიან ცოტაა ის, ვინც ქადაგებს იესოს ნათლობის სახარებას, რომელიცაა ჭეშმარიტების სახარება.
თუ არ გვწამს იესოს ნათლობისა და სისხლის გამოსყიდვის, ჩვენ კვლავ ცოდვილები ვართ და ხსნა არ მიგვიღია, რაოდენ ერთგულადაც არ უნდა დავესწროთ ეკლესიას. ჩვენ შეიძლება მთელი ცხოვრება ერთგულად ვიაროთ ეკლესიაში, მაგრამ თუ გულში კვლავ ცოდვა გვაქვს, ისევ ცოდვილები ვართ.
თუ უკვე 50 წელია რაც ეკლესიას ვესწრებით, მაგრამ გულში მაინც ცოდვა გვაქვს, ჩვენი 50 წლის რწმენა სხვა არაფერია, თუ არა სიცრუე. ბევრად უკეთესი იქნებოდა ჭეშმარიტი რწმენის მხოლოდ ერთი დღე გვქონოდა. მათ შორის ვისაც იესო სწამთ, მხოლოდ ისინი, ვისაც სწორად სწამს მისი ნათლობის მნიშვნელობა და მისი სისხლი, შევლენ ცათა სამეფოში.
ჭეშმარიტი რწმენა არის იმის რწმენა, რომ ღვთის ძე ამქვეყნად მოვიდა და მოინათლა, და რომ მან სამყაროს ყველა ცოდვა იტვირთა. სწორედ ასეთი რწმენა მიგვიყვანს ცათა სასუფეველში. ჩვენ ასევე უნდა გვწამდეს რომ იესომ თქვენთვის და ჩემთვის ჯვარზე სისხლი დაღვარა. ჩვენ ესეც უნდა ვიცოდეთ, რათა მას მადლობა აღვუვლინოთ და განვადიდოთ იგი.
რანი ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ კაცთა და ქალთა შვილები, რომლებიც იესოს ნათლობით და სისხლით გადავრჩით. როგორ არ უნდა ვუმადლოდეთ მას? 30 წლის ასაკში იესო ჩვენი გადარჩენის მიზნით მდინარე იორდანეში მოინათლა. ამით მან ყველა ცოდვა მოგვაცილა და ჯვარზე ჩვენთვის განაჩენი მიიღო.
როდესაც ამაზე ვფიქრობთ, არ შეგვიძლია მას მოკრძალებულად არ ვუმადლობდეთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი, რაც იესომ ამქვეყნად გააკეთა, ჩვენი გადარჩენისთვის იყო. პირველად, ის ამქვეყნად მოგვევლინა. შემდეგ იგი მოინათლა, ჯვარცმულ იქნა, მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა და ახლა ღვთის მარჯვნივ ზის.
ღმერთის გამოსყიდვა თითოეული ჩვენგანისთვისაა, გამონაკლისის გარეშე. იესოს ხსნა მთლიანად თქვენთვის და ჩემთვის არის. ჩვენ ვადიდებთ ღმერთს მის სიყვარულსა და კურთხევებისთვის.
ჩვენ ვიცით ერთი სახარების სიმღერა რომელიც ასე ჟღერს. "♫ რა საოცრებაა! ♫ სამყაროს უამრავი ადამიანიდან მე აღმოვჩნდი ის ვისაც მისი სიყვარული და ხსნა მიეცა! ♫ ო, რა გასაოცარია მისი სიყვარული! ♫ მისი ჩემდამი სიყვარული, მისი ჩემდამი სიყვარული. რა საოცრებაა! ♫ სამყაროს უამრავი ადამიანიდან ჩვენ მივიღეთ მისი ხსნა, მისი ხალხი გავხდით. ჩვენ მის სიყვარულს ვატარებთ. ♫ ო, ღმერთის სიყვარულო, ღმერთის მადლო.♫ ო, რაოდენ საოცარია მისი სიყვარული! მისი ჩემდამი სიყვარული ♫"
იესო წუთისოფლად მოვიდა თქვენსა და ჩემს გადასარჩენად და მისი ნათლობის გამოსყიდვაც ჩვენთვისაა შემონახული. სახარება არაა უბრალო ზღაპარი; ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც გვაშორებს ჩვენი მშფოთვარე ცხოვრებისგან და გადავყავართ ღვთის მშვენიერ სასუფეველში. უნდა გახსოვდეთ, რომ რწმენა არის ღმერთსა და თქვენ შორის ურთიერთობა.
იგი ამ სამყაროში ჩვენს სახსნელად მოვიდა. იგი მოინათლა და მიიღო ჯვრის განაჩენი ჩვენი ცოდვების მოსაცილებლად.
რა კურთხევაა, როდესაც ერთგულებს შეუძლიათ ღმერთს თავიანთი მამა უწოდონ! როგორ შეგვიძლია ვირწმუნოთ იესო როგორც ჩვენი მხსნელი და ამ რწმენით ცოდვებისგან ხსნა მივიღოთ? ეს შესაძლებელია ჩვენდამი მისი უსაზღვრო სიყვარულის გამო. ჩვენ გადავარჩით მის გამო, რომელმაც პირველმა შეგვიყვარა.
იესოს მიაქვს ჩვენი ყველა ცოდვა, ერთხელ და სამუდამოდ
ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ვართ დახსნილები თუ თანდათანობით?
ერთხელ და სამუდამოდ
"რადგან ქრისტეც მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვებისთვის, მართალი - უსამართლოთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოიკლა ხორცით და გაცოცხლდა სულით" (1 Პეტრე 3:18). იესო ქრისტე მოინათლა ჩვენს გამოსასყიდად და ჯვარზე მოკვდა რათა გადავერჩინეთ თქვენ და მე, უმართლონი.
იგი ერთხელ მოკვდა ამ სოფლად, რათა ჩვენთვის ღვთის სასჯელი აერიდებინა. იმისათვის რომ ცათა სასუფეველში შევიდეთ და სამუდამოდ ღვთის წინაშე ვიცხოვროთ, იგი ამქვეყნად ხორციელად მოვიდა და თავისი ნათლობით, ჯვარზე სიკვდილით და მკვდრეთით აღდგომით ყველა ჩვენი ცოდვა ერთბაშად ჩამორეცხა.
გჯერათ, რომ იესო ქრისტემ თავისი ნათლობით და სისხლით სრულიად გადაგვარჩინა ? თუ არ გწამთ მისი ნათლობისა და სისხლის სახარების, ვერ გადარჩებით. იმის გამო, რომ ჩვენ ძალიან სუსტები ვართ, ხელახლა ვერ ვიშვებით, თუ არ ვირწმუნებთ რომ იესომ თავისი ნათლობით და სისხლით ერთხელ და სამუდამოდ ყველა ჩვენი ცოდვა ამოშალა.
იგი მოინათლა ყველა ჩვენი ცოდვის წარსახოცად და ჩვენთვის ჯვარზე განიკითხა. იესომ ერთხელ და სამუდამოდ ცამორეცხა ცოდვილთა ყველა ცოდვა თავისი ნათლობის და სისხლის გამოსყიდვით.
გამოსყიდვა შეუძლებელი იქნებოდა ჩვენთვის, როგორც ადამიანებისთვის, თუ შეცოდების ყოველ ჯერზე მონანიება მოგვიწევდა, თუ დაგვჭირდებოდა მუდამ კეთილშობილი და გულუხვი ვყოფილიყავით და ეკლესიისთვისაც ბევრი შესაწირავი შემოგვეთავაზებინა.
ამიტომ, ჩვენი ხსნისთვის იესოს ნათლობისა და ჯვარზე სისხლის რწმენა აუცილებელია. უნდა გჯეროდეს წყლისა და სისხლის. უბრალოდ კარგი საქმეების კეთებას არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენი ცოდვების მიტევებასთან.
სარგებელი არ ექნებოდა თქვენი ხსნისთვის ღარიბთათვის ძვირადღირებული სამოსლის ყიდვას ან ღვთისმსახურთათვის გემრიელი კერძების მირთმევას. იესო იხსნის მხოლოდ მათ, ვისაც მისი ნათლობა და სისხლი სწამს. თუ გვწამს რომ ღმერთმა ერთხელ და სამუდამოდ გვიხსნა იესოს მეშვეობით მისი ნათლობით და სისხლით, გადავრჩებით.
ზოგს შეიძლება ეგონოს რომ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა ასე თქვა ბიბლიაში, ეს მაინც განსჯის საგანია. ეგ მათი საქმეა, მაგრამ ჩვენ დაწერილის თანახმად უნდა გვწამდეს მისი სიტყვის.
ებრაელთა 10:1-10–ში სწერია, რომ მან ერთხელ და სამუდამოდ დაგვიხსნა. ეს ნამდვილად ასეა რომ ღმერთმა ერთიანად გადაარჩინა ისინი, ვინც იესოს ნათლობა და სისხლი ირწმუნეს. ჩვენც ასე უნდა გვჯეროდეს. ”♫ იგი ერთხელ მოკვდა, ყველანი ერთიანად გვიხსნა. ო, ძმებო, ირწმუნეთ და გადარჩებით. დაალაგეთ თქვენი ტვირთი იესოს ნათლობის ქვეშ♫”. იესომ ერთხელ და სამუდამოდ გადაგვარჩინა ყოველგვარი ბოროტებისგან და ცოდვებისგან, ერთიანი მონათვლით და ერთიანი სისხლის დაღვრით.
"მართალი უმართლოთა გამო" (1 პეტრე 3:18). იესო არის ღმერთი, უცოდველი, და მას არასოდეს შეუცოდავს. ის ჩვენთან ხორციელად ჩამოვიდა, რათა ადამიანები ცოდვებისგან გადაერჩინა. იგი მოინათლა და ყველა ცოდვა მოგვაშორა. მან გვიხსნა ცოდვისა და უსამართლობისგან.
ადამიანთა ყველა ცოდვა დაბადებიდან სიკვდილამდე იესოს გადაეცა როცა იგი მოინათლა და ყველანი გვიხსნა სამსჯავროსგან, როცა ჯვარზე სისხლით დაიცალა და მოკვდა. იგი ცოდვილთათვის მოინათლა და მათ მაგივრად გაიღო სიცოცხლე.
ეს არის მისი ნათლობის გამოსყიდვა. იესომ ერთხელ და სამუდამოდ გვიხსნა ყველა, ვინც ცოდვილები ვიყავით. რა სუსტია თითოეული ჩვენგანი! იესომ ყველა ჩვენი ცოდვა დაბადებიდან ჩვენს სიკვდილამდე გამოისყიდა და საკუთარი თავი ჯვრის სამსჯავროზე მოიტანა. ჩვენ, ვისაც გვჯერა იესოსი, უნდა გვწამდეს, რომ მან ერთხელ და სამუდამოდ დაგვიხსნა თავისი ნათლობით და სისხლით.
ჩვენ სუსტები ვართ, მაგრამ იესო არა. ჩვენ არ ვართ ერთგულნი, ის კი ერთგულია. ღმერთმა ერთხელ და სამუდამოდ გადაგვარჩინა. ”ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.” (იოანე 3:16). ღმერთმა ჩვენ მისი მხოლოდშობილი ძე მოგვცა. მან მოანათლინა თავისი ძე რათა მასზე სამყაროს ყველა ცოდვა გადასულიყო, ყველა ადამიანისთვის ნაცვლად მსჯავრის მისაღებად.
რა საოცარი ხსნაა! რა საოცარი სიყვარულია! მადლობას ვუხდით ღმერთს მისი სიყვარულისა და ხსნისთვის. ღმერთი იხსნის მათ, ვისაც სწამს იესოს წყალი და სისხლი: ნათლობა და იესოს ჯვრის სისხლი, და ის ფაქტი, რომ იესო არის ღვთის ძე.
მათ, ვისაც იესო სწამთ, შეუძლიათ გადარჩენის და საუკუნო სიცოცხლის მიღება იესოს ნათლობის და სისხლის ჭეშმარიტების რწმენით. ყველამ უნდა ვირწმუნოთ ეს.
ვინ გადაგვარჩინა? ღმერთმა თუ მისმა რომელიმე ქმნილებამ? ეს იყო იესო, რომელიცაა ღმერთი, ვინც გვიხსნა. ჩვენ გადავრჩით რადგან გვწამდა ღმერთის გამოსყიდვის და ესაა მისი გამოსყიდვის გადარჩენა.
იესო არის ხსნის უფალი
Რას ნიშნავს "ქრისტე"?
მღვდელმთავარი, მეფე, და წინასწარმეტყველი
იესო ქრისტე არის ღმერთი. იესო ნიშნავს მაცხოვარს, ხოლო ქრისტე ნიშნავს „ცხებულს“. იმის მსგავსად როგორც სამუელმა სცხო საულს ძველ აღთქმაში, მეფეები, მღვდლები და წინასწარმეტყველები თავის მისიის შესასრულებლად ასევე უნდა ცხებულიყვნენ.
იესო მოვიდა ამქვეყნად და სამი მოვალეობისთვის იქნა ცხებული: მღვდელმთავრის, მეფის და წინასწარმეტყველის. როგორც ზეციური მღვდელმთავარი, იგი მოინათლა რათა ყველა ადამიანის ცოდვა ჩამოერეცხა.
დაემორჩილა რა მამის ნებას, მან საკუთარი თავი, როგორც ცოდვის შესაწირავი მოიტანა მამის წინაშე. ”მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. არავინ მოდის მამასთან, თუ არა ჩემით”(იოანე 14: 6). იესომ იხსნა ისინი ჩვენს შორის, ვისაც სწამს მისი, რომელმაც ჩვენი ცოდვები თავისი ნათლიბით და ჯვარცმით მოგვაშორა.
”რადგან სიცოცხლე ყოველი ხორციელისა მის სისხლშია.” (ლევიანნი 17:11). ნათლობის შემდეგ იესო ჯვარზე სისხლით დაიცალა; ამგვარად, ღმერთის წინაშე ჩვენი ცოდვების დასაფარავად თავისი სიცოცხლის შეწირვით, რათა მორწმუნეები გადარჩენილიყვნენ.
იგი ჯვარზე სიკვდილის შემდეგ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა და ციხეში დამწყვდეულ სულებს სახარება უქადაგა. ისინი ვინც ჯერ გამოსყიდული არაა, ცოდვის ციხეში სულიერი პატიმრებივით არიან და იესო მათ ჭეშმარიტების სახარებას, წყლისა და სისხლის სახარებას უქადაგებს. ჩვენს სახსნელად ღმერთმა მოგვცა წყლისა და სულის სახარება. ყველას ვისაც ამის სჯერა, შეუძლია ხელახლა შობა.
იესოს ნათლობა და სისხლი ცოდვილებს იხსნის
როგორ შეგვიძლია ღვთის წინაშე კეთილი სინდისის ქონა?
იესოს ნათლობის და სისხლის რწმენით
იესო ქრისტე ჩვენი მხსნელია და ამაზე მოწმობს 1პეტრეს3:21, ”რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით (იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება)”. იესოს ნათლობის წყალი აუცილებელია ცოდვილთა გადასარჩენად.
იესომ ყველა ცოდვილის ცოდვა ჩამორეცხა, ამ ცოდვების ნათლისღებაში თავის თავზე აღებით. გწამთ თუ არა იესოს ნათლობის? გჯერათ, რომ მისი ნათლობით ჩვენი გულები ყველა ცოდვისგან არის განწმენდილი? ჩვენი გულები ყველა ცოდვისგან იწმინდება, მაშინ როცა ჩვენი ხორცი მაინც სცოდავს.
"ხელახლა შობა" არ ნიშნავს იმას რომ ადამიანი აღარ შეცდება. ჩვენ, ხელახლა შობილნი, ასევე ჩავდივართ ცოდვებს, მაგრამ ჩვენი გულები ცოდვებისგან სუფთა რჩება მისი ნათლობისადმი რწმენის გამო. ამგვარად, ზემოთ მოცემულ მონაკვეთში ნათქვამია: ”არა ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა, არამედ კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება”. (1 პეტრე 3:21).
რადგან იესომ ჩემი ცოდვები ჩამორეცხა და რადგან ღმერთმა ჩემთვის განაჩენი მიიღო, როგორ შეიძლება მისი არ მწამდეს? იმის მცოდნეს რომ იესომ, რომელიცაა ღმერთი, თავისი ნათლობით და სისხლით გადამარჩინა, როგორ არ უნდა მჯეროდეს მისი? ჩვენ დახსნილები ვართ ღვთის წინაშე და ახლა ჩვენი სინდისი სუფთაა. ჩვენ აღარ შეგვიძლია ღვთის წინაშე იმის თქმა რომ იესოს ჩვენი ცოდვები სრულად არ ამოუშლია, ისევე როგორც იმის თქმა, რომ ღმერთს არ ვუყვარვართ.
ხელახლა შობის შემდეგ ჩვენი სინდისი გაცილებით უფრო მგრძნობიარე ხდება ცოდვის მიმართ, და გვანიშნებს როცა არასწორად ვიქცევით. ჩვენი სინდისი ოდნავადაც თუ არის დათრგუნული, ჩვენ არ შეგვიძლია სრულიად ვიყოთ ცოდვისგან თავისუფალი, საკუთარ თავს იესოს ნათლობის ძალას თუ არ შევახსენებთ. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი კეთილი სინდისის ქონა.
როდესაც სინდისი გვაწუხებს, ეს ნიშნავს რომ რაღაცა არასწორია. იესოს ნათლობის წყალს მიაქვს ცოდვის მთელი ჭუჭყი. იესომ თავისი ნათლობით ყველა ცოდვა მოგვაცილა და სრულიად გაგვწმინდა, თვით ჩვენი სინდისიც კი. როდესაც ამას ნამდვილად დავიჯერებთ, ჩვენი სინდისის განწმენდა ნამდვილად შესაძლებელი ხდება. როგორ შეგვიძლია სინდისის განწმენდა? იესოს ნათლობისა და სისხლის რწმენით. ყველას დაბადებიდანვე ბოროტი და ბინძური სინდისი აქვს, მაგრამ თუ გვწამს რომ ყველა ჩვენი ცოდვა იესოზე გადავიდა, ჩვენ შეგვიძლია ამ ლაქის ამოღება.
ეს არის ხელახლა შობილთა რწმენა. ეს არ არის თვითჰიპნოზი, არამედ ის რასაც შეგნებულად ვაღიარებთ. სუფთაა თქვენი სინდისი? ის სუფთაა იმის გამო რომ სათნოდ ცხოვრობდით, თუ იმიტომ, რომ ყველა თქვენი ცოდვა იესოზე გადავიდა და თქვენ მისი გწამთ? მხოლოდ ასეთი რწმენით შეგიძლიათ სუფთა სინდისის მიღება.
არსებობს სიცოცხლის სიტყვები და უსიცოცხლო სიტყვები. როგორაა შესაძლებელი ყველა ადამიანის სინდისის განწმენდა? ერთადერთი გზა, რითაც შეგვიძლია ვიყოთ მართალი და გვქონდეს სუფთა სინდისი, არის იესოს სრული გამოსყიდვის რწმენა.
როდესაც მისი ნათლობის რწმენა გვიწმინდავს, ეს არ ნიშნავს, რომ ხორცის სიბინძურე ქრება, არამედ ის, რომ ჩვენი სინდისი სუფთაა ღვთის წინაშე. სწორედ ამისათვის მოვიდა იესო, მოინათლა, ჯვარზე მოკვდა, მკვდრეთით აღდგა და ახლა ღვთის მარჯვნივ არის დაბრძანებული.
როდესაც ამის დრო დადგება, ის კვლავ მოვა ამ ქვეყნად. "ასევე ქრისტეც, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვილთათვის, არამედ მის მომლოდინეთა გადასარჩენად." (ებრაელთა 9:28). ჩვენ გვწამს რომ ის მოვა ჩვენთან, ვინც მას მოუთმენლად ელოდება და უკვე უცოდველია მისი ნათლობისა და სისხლის რწმენით.
რწმენის კლინიკური ექსპერიმენტი
შეგვიძლია გადარჩენა იესოს ნათლობის გარეშე?
არასდროს
ერთხელ ჩვენს დაჟეონის ეკლესიაში კლინიკური და დაუგეგმავი ექსპერიმენტი ჩავატარეთ.
დაჟეონის ეკლესიის მეუფემ პარკმა უთხრა ერთ წყვილს რომ მსოფლიოში არანაირი ცოდვა არ არსებობდა, იესოს ნათლობის მნიშვნელობის ხსენების გარეშე. ქმარს ქადაგების დროს ჩვეულებრივ ეძინა ხოლმე როცა სხვა ეკლესიებში დადიოდა, რადგან ყველა პასტორი ქადაგებდა სახარებას იესოს ნათლობით გამოსყიდვის გარეშე, რის გამოც მას აიძულებდნენ ყოველდღე მოენანიებინა.
მაგრამ აქ, ჩვენს დაჟეონის ეკლესიაში, იგი ქადაგებას თვალებდაჭყეტილი უსმენდა, რადგან უთხრეს რომ ყველა მისი ცოდვა იესოზე იყო გადასული. ამან მის მეუღლეს გაუადვილა მისი დაყოლიება რომ მასთან ერთად ეკლესიაში მსახურებას დასწრებულიყო.
ერთ დღეს, ის იჯდა ეკლესიაში და მოისმინა რომაელთა 8:1. ”ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოშია”. მან მაშინვე გაიფიქრა: ‘აჰა, თუ ვინმეს იესოსი სწამს, ის ცოდვის გარეშეა. რადგან მეც მწამს იესო, მეც ცოდვის გარეშე ვარ.`
მერე თავის სიძეს და მის ბევრ მეგობარს დაურეკა და უთხრა: „გაქვთ ცოდვა გულში? თუ ასეა, თქვენი რწმენა სწორი არაა.” ეს რომ გაიგო, ღირსმა პარკმა არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. ქმარმა იმ მომენტში ჯერ არ იცოდა იესოს ნათლობის შესახებ, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ის ახლა ცოდვის გარეშე იყო.
ამის შემდეგ იმ წყვილს პრობლემები დაეწყო. ცოლი ადრე უფრო რელიგიური იყო, მაგრამ გულში მაინც ცოდვა ჰქონდა, ქმარი კი ამბობდა რომ იგი ცოდვის გარეშე იყო. ქმარი მხოლოდ რამდენჯერმე დაესწრო ეკლესიას, მაგრამ იძახდა რომ ის უკვე ცოდვის გარეშეა. ცოლი კი დარწმუნებული იყო რომ ორივეს გულში კვლავ ჰქონდათ ცოდვა. მათ ამაზე კამათი დაიწყეს. ქმარი ამტკიცებდა რომ იგი ცოდვის გარეშე იყო, რადგან ‘არავითარი მსჯავრი არაა მათზე ვინც ქრისტე იესოშია’ ცოლი კი ამტკიცებდა რომ მას გულში ჯერ კიდევ ცოდვა აქვს.
ერთ დღეს, მისი ცოლი იმდენად გაღიზიანებული იყო ამ საკითხით რომ გადაწყვიტა მისულიყო და ეკითხა მეუფე პარკისთვის, თუ რას გულისხმობდა, როდესაც თქვა რომ ყველა ცოდვა იესოზე გადავიდა.
ასე რომ ერთ დღეს, საღამოს მსახურების დასრულების შემდეგ, მან ქმარი სახლში გააგზავნა, თვითონ კი დარჩა, რათა მეუფე პარკისთვის კითხვა დაესვა. მან თქვა: ”მე ვიცი, რომ ჩვენთვის რაღაცის ახსნას ცდილობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი მრჩება. გთხოვთ მითხრათ რა არის ეს”. ამაზე, მეუფე პარკმა მოუყვა მას წყლისა და სულისგან ხელახლა შობის შესახებ.
ქალი მაშინვე მიხვდა თუ რატომ იყო ნათქვამი რომაელთა 8:1-ში: ”ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოშია”. მან იმწუთასვე დაიჯერა და გადარჩენა მიიღი. მან ბოლოს და ბოლოს გააცნობიერა, რომ ყველა ჩვენი ცოდვა იესოზე მისი ნათლისღებით გადავიდა, რათა ქრისტეში მყოფნი სამსჯავროზე არ მისულიყვნენ..
მან დაწერილი სიტყვის გაგება დაიწყო. მან როგორც იქნა დაინახა რომ გამოსყიდვის გასაღები იესოს ნათლობაში იდო და რომ ჩვენ მისი ნათლობის გამოსყიდვით ვმართლდებით.
სინამდვილეში, მისი ქმარი სახლში არ წასულა, არამედ მას გარეთ ელოდებოდა. მან მოისმინა თავისი ცოლის დამოწმება იმის შესახებ რომ მისი ცოდვები განწმენდილია და აღტაცებით ჰკითხა: „აბა, ახლა გამოსყიდული ხარ?“
მაგრამ მისი ცოლისთვის პასტორის სიტყვების მოსმენის შემდეგ, ის დაიბნა. მანამდე მას არასოდეს სმენია იესოს ნათლობის სახარების შესახებ. ის დარწმუნებული იყო, რომ გულში ცოდვა აღარ ჰქონდა იესოს ნათლობის გარეშეც. ასე რომ, სახლში, მათ ისევ კამათი დაიწყეს.
ამჯერად, მათი როლები შეიცვალა. ცოლი დაჟინებით ეკითხებოდა ქმარს, ჰქონდა თუ არა მას გულში ცოდვა. მან ჰკითხა, თუ როგორ შეეძლო მას ცოდვის გარეშე ყოფილიყო როდესაც იესოს ნათლობის არ სწამდა. მან მოუწოდა თავის ქმარს რომ საკუთარ სინდისში კარგად ჩაეხედა. მაშინ, თავისი სინდისის შემოწმებისას, ქმარი მიხვდა რომ მის გულში მაინც ცოდვა იყო.
ასე რომ, იგი მივიდა ღირს პარკთან და აღიარა რომ გულში ისევ ცოდვა ჰქონდა . მან ჰკითხა: ”როდესაც ისინი მსხვერპლო ცხოველის თავზე ხელებს ასხავდნენ, ეს მის დაკვლამდე ხდებოდა, თუ დაკვლის შემდეგ?” მას არასდროს სმენია წყლისა და სულის სახარების შესახებ, ამიტომ იგი საშინლად დაიბნა.
ზუსტად ამაში იყო ამ სულიერი ექსპერიმენტის მნიშვნელობა. იესო მოინათლა, მსოფლიოს ყველა ცოდვის მისთვის გადასაცემად. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო მას ჯვარზე მომკვდარიყო, ვინაიდან ცოდვის საფასური სიკვდილია.
"ისინი შესაწირავს ხელებს მის დაკვლამდე ასხავდნენ თუ დაკვლის შემდეგ?" მან ეს ჰკითხა, რადგან არ ესმოდა ხელდასხმის და იესოს ნათლობის მნიშვნელობა. ამაზე, მეუფე პარკმა დეტალურად განუმარტა მას იესოს ნათლობის გამოსყიდვა.
იმ დღეს ქმარმა პირველად გაიგო წყლისა და სულის სახარება და ხსნა მიიღო. მან მხოლოდ ერთხელ მოისმინა სახარება და მაშინვე გადარჩა.
ასეთი იყო იესოს ნათლობის გამოტოვების ექსპერიმენტი. შეიძლება ვთქვათ რომ ცოდვა არ გვაქვს, მაგრამ იესოს ნათლობის გარეშე სინდისში მაინც ცოდვა გვრჩება. ჩვეულებრივ, ადამიანები ამბობენ რომ იესომ ჯვარზე სიკვდილით ყველასი ცოდვა განწმინდა, მაგრამ მხოლოდ მათ, ვინც ირწმუნა იესოს ნათლობა და სისხლი, შეუძლიათ თქვან, რომ ნამდვილად აღარა აქვთ ცოდვა ღმერთის წინაშე.
მეუფე პარკმა ამ წყვილის მაგალითზე დაადასტურა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ცოდვების სრულად გამოსყიდვა იესოს ნათლობის რწმენის გამოსყიდვის გარეშე.
გადარჩენის ხატება: იესოს ნათლობა
რა არის ხსნის ხატება?
იესოს ნათლობა
”რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით.” იესო ამ სოფლად მოვიდა, რათა ყველა ცოდვა განეწინდა და ჩვენი სინდისი თოვლივით გაეთეთრებინა. ჩვენ ყველა ცოდვისგან ვართ განწმენდილი, რადგან იესომ ისინი თავის ნათლობაში თავის თავზე მთლიანად აიღო. მან თავისი ნათლისღებით და სისხლით გვიხსნა. ამიტომ, ყველა ქმნილებამ მუხლი უნდა მოიდრიკოს მის წინაშე.
იესოს რწმენა გვიხსნის. ჩვენ იესოს რწმენით ღვთის შვილები ვხდებით და სამოთხეში მივდივართ. იესოს რწმენით ჩვენ მართლები გავხდით. ჩვენ სამეფო სამღვდლოება ვართ. ჩვენ შეგვიძლია ღმერთს მამა ვუწოდოთ. ჩვენ ამ ქვეყნად ვცხოვრობთ, მაგრამ მეფეები ვართ.
ნამდვილად გწამთ რომ ღმერთმა იხსნა ის, ვისაც წყლისა და სულის გამოსყიდვა სწამს? ჩვენი გამოსყიდვა ვერასოდეს იქნება სრული იესოს ნათლობის გარეშე. რწმენა, რომელსაც ღმერთი და იესო ჭეშმარიტებად აღიარებენ, არის მისი ნათლობის, მისი ჯვრისა და სულის სახარების რწმენა, რამაც ჩვენ სრულიად გადაგვარჩინა. ეს ერთადერთი ჭეშმარიტი რწმენაა.
ჩვენი ცოდვები ამოიშალა როცა იესომ ისინი ნათლობით წაიღო და ყველა ჩვენი ცოდვის საფასური თავისი ჯვრის სისხლის გადაიხადა. ქრისტე იესომ გვიხსნა წყლითა და სულით. დიახ! ჩვენ ამისი გვწამს!