(იოანე 13:1-17)“პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა ქვეყნიერებიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი, შეიყვარა რა თავისიანები, რომლებიც ამ ქვეყნად იყვნენ, და ბოლომდე შეიყვარა ისინი. სერობის დროს, როდესაც ეშმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს, მისი გაცემა, იესომ, იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ და რომ ღმერთისაგან გამოვიდა და ღმერთთან მიდის, წამოდგა სერობიდან, გაიხადა ზედა სამოსი, აიღო ტილო და წელზე შემოირტყა. შემდეგ ჩაასხა წყალი საბანელში და დაუწყო მოწაფეებს ფეხთა ბანა და იმ ტილოთი შემშრალება, წელზე რომ ერტყა. როდესაც მივიდა სიმონ-პეტრესთან, მან უთხრა: „უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ მიხვდები, მერე კი გაიგებ.“ ეუბნება მას პეტრე: „უკუნისამდე არ დამბან ფეხებს!“ მიუგო იესომ: „თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი.“ ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, მარტო ფეხები კი არა, არამედ ხელებიც და თავიც!“ ეუბნება მას იესო: „განბანილს აღარ სჭირდება დაბანა, მხოლოდ ფეხებისა, რადგან ის მთლიანად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა.“ რადგან იცოდა, ვინც გასცემდა. ამიტომ თქვა: „ყველანი არა ხართ სუფთა.“ ფეხები რომ დაბანა მათ და თავისი სამოსი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: „იცით რა გიყავით? თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს, და სწორად ამბობთ, რადგან მე ვარ. ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული – მომავლინებელზე დიდი. რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ”.
რატომ დაბანა იესომ პეტრეს ფეხები პასექის დღესასწაულის წინა დღეს? ფეხების დაბანის წინ იესომ თქვა: „რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ მიხვდები, მერე კი გაიგებ”. პეტრე იესოს საუკეთესო მოწაფე იყო. მას სწამდა რომ იესო იყო ღვთის ძე და დაამოწმა რომ იესო იყო ქრისტე. რადგან იესომ მას ფეხები დაბანა, ამისათვის საკმაო მიზეზი უნდა არსებულიყო. როცა პეტრემ აღიარა თავისი რწმენა რომ იესო არის ქრისტე, ეს ნიშნავდა რომ მას სჯეროდა რომ იესო იყო მაცხოვარი, რომელიც მას ყველა ცოდვისგან გადაარჩენდა.
რატომ დაბანა იესომ თავის მოწაფეებს ფეხები მანამდე ვიდრე ჯვარცმულ იქნა?
მას სურდა რომ მათ გაეგოთ მისი სრულყოფილი ხსნა.
რატომ დაბანა მან ფეხები პეტრეს? იესომ იცოდა, რომ პეტრე მალე სამჯერ უარყოფდა მას და რომ იგი მომავალშიც გააგრძელებდა ცოდვას.
იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ პეტრეს გულში რაიმე ცოდვა რომ დარჩენილიყო, ის ვერ შეძლებდა იესოსთან გაერთიანებას. მაგრამ იესომ იცოდა თავისი მოწაფეების ყველა სისუსტე და მას არ სურდა რომ მათი ცოდვები მასსა და მის მოწაფეებს შორის მდგარიყვნენ. ამიტომ, მას უნდა ესწავლებინა მათთვის რომ ყველა მათი უსჯულოება უკვე წაშლილია. ეს იყო მიზეზი იმისა რომ მან თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა. იესოს, თავისი სიკვდილის და მათგან წასვლის წინ, სურდა დარწმუნებულიყო, რომ ისინი მტკიცედ იდგნენ მისი ნათლობის სახარებაზე და აგრეთვე, მათი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩადენილი ცოდვების მოშორების რწმენაზე.
იოანეს 13 საუბრობს სრულყოფილ ხსნაზე, რომელიც იესომ თავისი მოწაფეებისთვის შეასრულა. ფეხების დაბანის დროს იესომ მათ თავისი ნათლობის სახარების სიბრძნე გაუზიარა, რომლითაც ყველა ადამიანს საკუთარი ცოდვებისგან სრული განბანა შეეძლო.
„ნუ მოტყუვდებით ეშმაკის მიერ მომავალში. მდინარე იორდანეში ჩემი ნათლობით მე ყველა თქვენი ცოდვა წავიღე და მათთვის განსჯად ჯვარს მივიღებ. შემდეგ, მე მკვდრეთით აღვდგები და ყველა თქვენთვის ხელახლა შობის ხსნას განვახორციელებ. იმისთვის რომ გასწავლოთ რომ მე უკვე თქვენი მომავალი ცოდვებიც კი ჩამოგბანეთ, რათა გასწავლოთ ცოდვების მიტევების პირვანდელი სახარება, მე თქვენ ახლა ფეხებს გბანთ ჩემი ჯვარცმის წინ. ეს არის ზეციდან შობის სახარების საიდუმლოება. თქვენ ყველას ასე უნდა გწამდეთ. ”
ჩვენ ყველამ უნდა გავიგოთ ის მიზეზი რომლის გამოც იესომ მოწაფეებს ფეხები დაბანა, და უნდა ვიცოდეთ თუ რატომ თქვა მან: „რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ მიხვდები, მერე კი გაიგებ”. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია დავიჯეროთ ხელახლა შობის სახარება და თავადაც ვიშვათ ზეცით.
მან თქვა იოანეს 13:12-ში
რა არის შეცოდებები?
ესაა ცოდვები,რომლებსაც ჩვენი სისუსტეების გამო ყოველდღიურად ჩავდივართ
სანამ ჯვარზე მოკვდებოდა, იესომ თავის მოწაფეებთან ერთად აღდგომის დღესასწაული აღნიშნა და საკუთარი ხელებით მოწაფეების ფერხთა დაბანით ისინი სახარების ცოდვათა მიტევებაში დაარწმუნა.
"იესომ, იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ და რომ ღმერთისაგან გამოვიდა და ღმერთთან მიდის, წამოდგა სერობიდან, გაიხადა ზედა სამოსი, აიღო ტილო და წელზე შემოირტყა. შემდეგ ჩაასხა წყალი საბანელში და დაუწყო მოწაფეებს ფეხთა ბანა და იმ ტილოთი შემშრალება, წელზე რომ ერტყა. როდესაც მივიდა სიმონ-პეტრესთან, მან უთხრა: „უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ მიხვდები, მერე კი გაიგებ.“ (იოანე 13:3-7)
მან თავის მოწაფეებს ნათლისღების სახარება და ამ ნათლობის წყლის მეშვეობით ცოდვების გამოსყიდვა ასწავლა.
იმ დროს, პეტრეს არ ესმოდა თუ რატომ უნდა დაებანა უფალ იესოს მისთვის ფეხები. მას შემდეგ, რაც პეტრემ მართლა გაიგო თუ რა გააკეთა მისთვის იესომ, მისმა იესოსადმი რწმენამ ცვლილება განიცადა. იესოს სურდა ესწავლებინა პეტრესთვის ცოდვების მიტევების, მისი ნათლობის წყლის სახარების შესახებ.
იგი წუხდა რომ პეტრე ვერ შეძლებდა მასთან მოსვლას მისი ყველა მომავალი ცოდვების, ანუ, მისი მომავალი ხორციელი ცოდვების გამო. იესომ მოწაფეებს ფეხები დაბანა იმისთვის რომ ეშმაკს მათთვის რწმენა ვერ წაერთმია. მოგვიანებით, პეტრე მიხვდა ყოველივე ამის მიზეზს.
იესომ მოამზადა გზა, რათა ყველას, ვინც მისი ნათლობის წყალი და სისხლი ირწმუნა, სამუდამოდ გამოესყიდა თავიანთი ცოდვები.
იოანეს 13-ში ნახსენებია სიტყვები, რომლებიც მან თავის მოწაფეებს ფეხების დაბანის დროს უთხრა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი სიტყვებია, რომელთა ჭეშმარიტად გაგება მხოლოდ ხელახლა შობილთ შეუძლიათ.
პასექის დღესასწაულის შემდეგ იესომ მათ ფეხები დაბანა რათა გაეცნობიერებინათ, რომ მან უკვე გააქრო მათი მთელი ცხოვრების ცოდვები. იესომ თქვა: ”რატომ გბანთ ფეხებს, ახლა არ გესმით, მაგრამ მომავალში შეიტყობთ”. პეტრესთვის ნათქვამი ეს სიტყვები შეიცავდა იესოში მარადიული გამოსყიდვის ჭეშმარიტებას.
ყველამ უნდა ვიცოდეთ და გვწამდეს იესოს ნათლობის, რომელმაც ჩვენი ცოდვები და უსჯულოებანი მოგვაცილა. იორდანესთან იესოს ნათლობა იყო ცოდვების ხელდასხმით გადაცემის სახარება. ჩვენ ყველას უნდა გვჯეროდეს იესოს სიტყვების. მან თავისი ნათლობით წუთისოფლის ყველა ცოდვა აიღო და ცოდვების მიტევება მსჯავრის მიღებით და ჯვარცმით დაასრულა. იესო მოინათლა, რათა ყველა ადამიანი ცოდვებისგან გათავისუფლებულიყო.
მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე ჩადენილი ცოდვების მიტევება იესოს ნათლობით და ჯვარცმით აღსრულდა
რა არის ეშმაკის "მახე" მართალთა წინააღმდეგ?
ეშმაკი ცდილობს მართალთა მოტყუებას, რათა ისინი კვლავ ცოდვილებად აქციოს.
იესომ კარგად იცოდა, რომ ჯვარცმის, მკვდრეთით აღდგომის და ზეცაში ასვლის შემდეგ ეშმაკი და ცრუ სარწმუნოების გამავრცელებლები მოვიდოდნენ და მოწაფეების მოტყუებას შეეცდებოდნენ. პეტრეს მოწმობის საფუძველზე:”შენ ხარ ქრისტე, ცოცხალი ღმერთის ძე”, ჩვენ ვხედავთ რომ მან ირწმუნა იესო. მაგრამ იესოს კიდევ ერთხელ სურდა შეეხსენებინა პეტრესთვის, რომ გაეთვალისწინებინა ცოდვების მიტევების სახარება. ეს სახარება იყო იესოს ნათლობა, რომლის მეშვეობითაც მან ქვეყნიერების ყველა ცოდვა წაიღო. მას სურდა კიდევ ერთხელ ესწავლებინა პეტრესთვის, მოწაფეებისთვის და ჩვენთვისაც, ვინც მოგვიანებით მოვიდოდა. ”რასაც ვაკეთებ, ახლა არ გესმით, მომავლში კი შეიტყობთ”.
როდესაც იესოს მოწაფეები შესცოდავდნენ, ეშმაკი მათ საცდელად მოვიდოდა და დაჰგმობდა: „აჰა! თუ ისევ ცოდვებს სჩადიხარ, როგორ ღა ამბობ უცოდველი ვარო? შენ არ ხარ დახსნილი. შენ უბრალოდ ცოდვილი ხართ". ამ სახის ინფექციის თავიდან ასაცილებლად, იესომ უთხრა მოწაფეებს რომ მის ნათლობისადმი რწმენამ უკვე განბანა ისინი ყველა მათი ცოდვებისგან - წარსული, აწმყო და მომავალი.
„თქვენ ყველამ იცით რომ მე მოვინათლე. იორდანეში მონათვლის მიზეზი იყო მთელი თქვენი ცხოვრების ცოდვების, ისევე როგორც კაცობრიობის თავდაპირველი ცოდვის ჩამორეცხვა. გესმით ახლა რატომ მოვინათლე და რატომ უნდა ვეცვა ჯვარს და მოკვდე? ” იესომ მოწაფეებს ფეხები დაბანა რათა ეჩვენებინა, რომ მან ნათლობით ყველა მათი ყოველდღიური ცოდვა წაიღო და მათთვის ჯვარზე უნდა მიეღო განაჩენი.
ახლა თქვენ და მე იესოს ნათლობისა და სისხლის სახარებისადმი რწმენით ყველა ჩვენი ცოდვებისგან ვართ გამოსყიდული, რაც ყველა ცოდვის მიტევების საშუალებას გვაძლევს. იესო მოინათლა და ჯვარცმულ იქნა ჩვენთვის. მან თავისი ნათლობით და სისხლით ყველა ჩვენი ცოდვა გააქრო. ყველა ვინც იცის და სწამს ცოდვების მიტევების სახარების და სწამს ამ ჭეშმარიტების, გამოსყიდულია ყველა ცოდვებისგან.
მაშ რა უნდა ქნას ხელახლა შობილმა გადარჩენის შემდეგ? მათ ყოველდღიურად უნდა აღიარონ თავიანთი ცოდვები და ამავე დროს სწამდეთ იესოს ნათლობისა და სისხლის ხსნა, ყველა მათი ცოდვის გამოსყიდვის სახარება. ცოდვების მიტევების სახარება არის ის, რაც ჩვენ, ხელახლა შობილებმა, ღრმად უნდა ჩავიბეჭდოთ ჩვენს გონებაში.
მხოლოდ იმის გამო, რომ კვლავ სცოდავთ, ნიშნავს ეს იმას რომ ისევ ცოდვილი ხართ? არა. იმის მცოდნეთ რომ იესომ ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო, როგორ შეიძლება ისევ ცოდვილებად ვიქცეთ? იესოს ნათლობა და მისი სისხლი ჯვარზე იყო ჩვენი ცოდვების გამოსყიდვის სახარება. ყველას, გამონაკლისის გარეშე, ვისაც სწამს ცოდვების მიტევების პირვანდელი სახარება, შეუძლია იყოს ზეციდან შობილი, როგორც „მართალი ადამიანი“.
მართალი ვეღარასდროს გახდება ცოდვილი
რატომ არის შეუძლებელი მართლის ისევ ცოდვილად ქცევა?
რადგან იესომ უკვე გამოისყიდა მთელი მათი სიცოცხლის ცოდვები
თუ გწამთ ცოდვების მიტევების, წყლისა და სულის სახარება, მაგრამ მაინც გრძნობთ, რომ ცოდვილი ხართ თქვენი ყოველდღიური შეცდომების გამო, მაშინ უნდა მიხვიდეთ იორდანესთან, სადაც იესო ყველა თქვენი ცოდვების წასაღებად მოინათლა. ცოდვების მიტევების შემდეგ კვლავ ცოდვილი თუ გახდით, იესოს თავიდან მონათვლა დაჭირდებოდა. თქვენ უნდა გჯეროდეთ თქვენი ცოდვების მიტევების იესოს ნათლობის სახარებაში. უნდა გაითვალისწინოთ, რომ იესომ ნათლობის მეშვეობით ერთდროულად ყველა თქვენი ცოდვა წაიღო. თქვენ უნდა გქონდეთ ურყევი რწმენა იესო ქრისტესი, როგორც თქვენი მხსნელის.
გწამდეს იესოსი, როგორც შენი მხსნელის, ნიშნავს რომ გწამს იესოს ნათლობის, რომელმაც მთელი შენი ცხოვრების ცოდვები წაიღო. თუ ნამდვილად გწამთ იესოს ნათლობის, ჯვრის, სიკვდილისა და მისი მკვდრეთით აღდგომის, ვერასოდეს გახდებით ცოდვილი, რა ცოდვაც არ უნდა ჩაიდინოთ. თქვენ გამოისყიდეთ მთელი თქვენი ცხოვრების ცოდვებისგან, რწმენით.
იესო ქრისტემ მომავლის ცოდვებიც ამოშალა, ის ცოდვებიც კი, რომლებსაც ჩვენი სისუსტეების გამო ვიდენთ. ვინაიდან იესოს ხაზგასმით უნდა აღენიშნა თავისი ნათლობის მნიშვნელობა, მან თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა, ცოდვების მიტევების სახარების, ანუ მისი ნათლობის განსასახიერებლად. იესო ქრისტე მოინათლა, ჯვარცმულ იქნა, მკვდრეთით აღდგა და ზეცად ამაღლდა, რათა შეესრულებინა ღმერთის მიერ მსოფლიოს ყველა ცოდვის უხვი გამოსყიდვის და მთელი კაცობრიობის გადარჩენის დანაპირები. ამის შედეგად, მისმა მოწაფეებმა სიცოცხლის ბოლომდე შეძლეს ცოდვების გამოსყიდვის, იესოს ნათლობის, ჯვრის და აღდგომის სახარების ქადაგება.
პეტრეს ხორცის სისუსტე
რატომ უარყო პეტრემ იესო?
თავისი სისუსტის გამო
ბიბლია გვეუბნება რომ როდესაც პეტრესთან მღვდელმთავარ კაიაფას მსახურები მივიდნენ და დაადანაშაულეს იმაში რომ იგი იესოს ერთ-ერთი მიმდევარი იყო, მან ორჯერ უარყო იგი და თქვა: „არა, მე არ ვიცნობ ამ კაცს“. შემდეგ მან ეს კიდევ ერთხელ, მესამედ უარყო და დაიფიცა.
წავიკითხოთ მათეს 26:69 მონაკვეთი. "პეტრე კი გარეთ, ეზოში იჯდა. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: "შენც იესო გალილეველთან იყავი”. მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: "არ ვიცი, რას ლაპარაკობ”. კარიბჭიდან რომ გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქ მყოფთ უთხრა: "ესეც იესო ნაზარეველთან იყო”. მან კვლავ უარყო ფიცით: იმ კაცს არ ვიცნობო. ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: "ნამდვილად შენც ერთი იმათგანი ხარ, რადგან შენივე კილო გამხილებს”. მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი, არ ვიცნობ იმ კაცსო. ამ დროს იყივლა მამალმა. და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა”. ( მათე 26: 69-75).
პეტრეს ნამდვილად სწამდა იესოსი და ერთგულად მიჰყვებოდა მას. მას სწამდა რომ უფალი იესო მისი მაცხოვარი და ‘აღთქმული წინასწარმეტყველი’ იყო. როდესაც იესო კაიაფას სასამართლოში მიიყვანეს და პეტრესთვის საშიში გახდა ხელისუფლებისთვის იესოსთან ურთიერთობის გამჟღავნება, მან წყევლით უარყო იგი მათ წინაშე.
პეტრემ არ უწყოდა რომ მომავალში ასეთ რამეს იზავდა, მაგრამ იესომ იცოდა რომ ეს უნდა მომხდარიყო. იესომ ზედმიწევნით იცოდა პეტრეს სისუსტე. ამიტომ, იესომ პეტრეს ფეხები დაბანა და მის მეხსიერებაში ხსნის სახარება აღბეჭდა, როგორც იოანეს 13-ში წერია. "თქვენ მომავალშიც შესცოდავთ, მაგრამ მე თქვენი მომავალი ცოდვებიც მოგაცილეთ".
პეტრემ ნამდვილად უარყო იესო როცა მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, მაგრამ ამის გაკეთება მისმა ხორცის სისუსტემ აიძულა. ამიტომ, იმისთვის რომ თავისი მოწაფეები მათი მომავალი ცოდვებისგან დაეხსნა, იესომ წინასწარ დაბანა მათ ფეხები.
”მე ყველა თქვენ მომავალ ცოდვებსაც გამოვისყიდი. მე ჯვარს უნდა ვეცვა, რადგან მოვინათლე და ყველა თქვენი ცოდვა ავიღე, და ყველა ამ ცოდვის საფასურს გადავიხდი, რათა თქვენთვის ნამდვილი მხსნელი გავხდე. მე ვარ თქვენი ღმერთი, თქვენი მაცხოვარი. მე სრულად გადავიხდი ყველა თქვენი ცოდვის ფასს და ჩემი ნათლობით და სისხლით თქვენი მწყემსი გავხდები. მე ვიქნები თქვენი ხსნის მწყემსი.”
ამ ჭეშმარიტების მოწაფეების გულებში მყარად დარგვის მიზნით, იესომ პასექის დღესასწაულის წინ მათ ფეხები დაბანა. ეს არის სახარების ჭეშმარიტება.
იმის გამო რომ ჩვენი ხორცი ხელახლა შობის შემდეგაც სუსტია, ჩვენ კვლავ შევცდებით. რა თქმა უნდა, არ უნდა ვცოდოთ, მაგრამ როდესაც პეტრეს შემთხვევის მსგავსი მძიმე კრიზისები გვხვდება, ჩვენ ვცოდავთ, თუნდაც ამის გაკეთება ნამდვილად არ განგვიზრახია. ჩვენ ხორცში ვცხოვრობთ, ამიტომ ზოგჯერ ჩვენს ცოდვებს დაღუპვამდე მივყავართ. ხორცი შესცოდავს, მანამდე სანამ ამ საერო სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ იესომ თავისი ნათლობითა და სისხლით ყველა ეს ცოდვა გამოისყიდა.
ჩვენ არ უარვყოფთ რომ იესო არის ჩვენი მხსნელი, მაგრამ როდესაც ხორცში ვცხოვრობთ, ჩვენ ვაგრძელებთ ღვთის ნების საწინააღმდეგოდ ცოდვების ჩადენას. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ხორციელებად ვიბადებით.
იესომ კარგად იცოდა რომ ხორცში ყოფნის დროს ჩვენ ცოდვებს ჩავიდენთ, ამიტომ იგი ჩვენი მხსნელი გახდა ამ ცოდვების ნათლობით და სისხლით დაფარვით. მან მოაშორა ცოდვები ყველას, ვისაც მისი ხსნის და აღდგომის სწამს.
ამიტომ ოთხივე სახარება იწყება იოანე ნათლისმცემლის მიერ იესოს ნათლობით. მისი ადამიანური ცხოვრების მიზანი იყო ხელახლა შობის, ხსნის სახარების შესრულება.
რამდენს ხანს ვცოდავთ ხორცში?
ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცოდავთ, თვით სიკვდილის დღემდე.
როდესაც პეტრემ იესო უარყო, არა ერთხელ, არც ორჯერ, არამედ სამჯერ, ვიდრე მამალი დაიყივლებდა, როგორ უნდა გაეტეხა ამას მისი გული! როგორ უნდა შერცხვენოდა თავისი თავის? ადრე მან ფიცი დადო იესოს წინაშე რომ არასდროს უღალატებდა მას. მან შესცოდა თავისი ხორცის სისუსტის გამო, მაგრამ რაოდენ უბედურად უნდა ეგრძნო თავი, როდესაც სისუსტეს დაემორჩილა და იესო არა მხოლოდ ერთხელ, არამედ სამჯერ უარყო? რაოდენ შერცხვენილი უნდა ყოფილიყო, როდესაც იესომ მას კიდევ ერთხელ თანაგრძნობით შეხედა?
მაგრამ იესომ იცოდა ეს ყველაფერი და უფრო მეტიც. ამიტომ, მან თქვა: ”მე ვიცი, რომ კვლავ და კვლავ შესცოდავ. მაგრამ მე უკვე მოგაცილე ყველა ეს ცოდვა ჩემი ნათლობით, იმისთვის რომ შენმა ცოდვებმა არ დაგაბრკოლოს და ისევ ცოდვილად არ გაქციოს, და შეუძლებელი გახადოს შენთვის ჩემთან დაბრუნება. მე შენთვის სრულყოფილი მხსნელი გავხდი იმით, რომ მოვინათლე და შენი ყველა ცოდვის გამო მსჯავრი მივიღე. მე შენი ღმერთი გავხდი, შენი მწყემსი. გჯეროდეს შენი ცოდვების მიტევების სახარების. შენ მუდამ მეყვარები, მაშინაც კი, როცა ხორციელ ცოდვებს ჩაიდენ. მე უკვე ჩამოგბანე ყველა შენი უსჯულოება. ცოდვების მიტევების სახარება მუდამ ქმედითია. ასევე ჩემი სიყვარულიც შენ მიმართ მარადიულია.”
იესომ უთხრა პეტრეს და მოწაფეებს: „ფეხებს თუ არ დაგბანთ, ჩემთან წილი არ გექნებათ“. მიზეზი იმისა რომ მან ამ სახარებაზე იოანეს 13-ში ილაპარაკა იყო ის რომ ხაზი გაესვა იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ყველასთვის რომ ისინი წყლისგან და სულისგან ხელახლა შობილიყვნენ. გწამთ ამისი?
მე-9 მუხლში, „ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, მარტო ფეხები კი არა, არამედ ხელებიც და თავიც!“- ეუბნება მას იესო: “განბანილს აღარ სჭირდება დაბანა, გარდა ფეხისა, რადგან ის მთლიანად სუფთაა.”
ძვირფასო მეგობრებო, ჩაიდენთ თქვენ მომავალში `ხორციელ` ცოდვებს, თუ არა? ამას ნამდვილად იზავთ. მაგრამ იესომ თქვა რომ მისი ნათლობითა და სისხლით მან უკვე მომავლის ცოდვებიც ამოშალა, ხორციელი ცოდვების ჩათვლით, და თავის ჯვარცმამდე მან ნათლად განუმარტა მოწაფეებს ჭეშმარიტების სიტყვა, გამოსყიდვის სახარება.
იმის გამო, რომ ჩვენ ყველა ჩვენი სისუსტით ხორცში ვცხოვრობთ, არ შეგვიძლია ცოდვა არ ჩავიდინოთ. იესომ თავისი ნათლობით წაშალა სამყაროს ყველა ცოდვა. მან არა მხოლოდ თავი და სხეული, არამედ ფეხებიც, ანუ მომავლის ყველა ცოდვა განგვბანა. ეს არის ხელახლა შობის, იესოს ნათლობის სახარება.
იესოს ნათლობის შემდეგ, იოანე ნათლისმცემელმა დაამოწმა: „აჰა, ღვთის კრავი, რომელსაც მიაქვს წუთისოფლის ცოდვა!”(იოანე 1:29). ჩვენ უნდა გვწამდეს რომ სამყაროს ყველა ცოდვა ჩამორეცხილ იქნა იესოზე მისი ნათლობის დროს მათი გადატანის შედეგად.
ამ ცოდვილ სამყაროში ცხოვრების დროს არ შეგვიძლია არ ვცოდოთ. ეს აშკარა ფაქტია. ყოველთვის, როდესაც ჩვენი ხორციელი სისუსტეები მჟღვანდება, საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ რომ იესომ მიტევების სახარებით ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ცოდვა, და მათი ფასი თავისი სისხლით გადაიხადა. ჩვენ მას მთელი გულით უნდა ვმადლობდეთ. მოდით, რწმენით ვაღიაროთ, რომ იესო არის ჩვენი მხსნელი და ღმერთი. დიდება უფალს!
ამქვეყნად არავის ძალუძს ხორციელი ცოდვებისთვის თავის არიდება. ადამიანები განუწყვეტლივ სცოდავენ თავიანთი ხორცით მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში და შემდეგ კვდებიან ამ ცოდვების გამო.
ბოროტი აზრები ადამიანთა გულებში
რა ბილწავს ადამიანს?
სხვადასხვა სახის ცოდვები და ბოროტი აზრები
იესო ამბობს მათეს 15:19-20-ში. ”ვინაიდან გულიდან ამოდის: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს.” იმის გამო, რომ ადამიანის გულში არსებული მრავალი სახის ცოდვა ბილწავს მას, ის უსუფთაოა.
ადამიანმა უნდა აღიაროს თავისი ბოროტი ბუნება
რა არის ყველა ადამიანის გულში?
თორმეტი სახის ცოდვა (მარკოზი 7:21-23)
უნდა შეგვეძლოს თქმა, ”ეს თორმეტი სახის ცოდვა ადამიანთა გულებშია. მეც გულში ყველა ეს ცოდვა მაქვს. ჩემშია თორმეტი სახის ცოდვა, რომელთა შესახებ ბიბლიაში წერია.” მანამდე სანამ წყლისა და სულისგან ხელეხლა ვიშვებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ცოდვები თავიდანვე ჩვენს გულებშია. უნდა ვაღიაროთ რომ ღვთის წინაშე სრულიად ცოდვილები ვართ, მაგრამ ჩვენ ამას ხშირად არ ვაკეთებთ. უმეტესობა თავის ცოდვებს ამართლებს და ამბობს: ”გულში არასოდეს მქონია ასეთი აზრები, უბრალოდ უცაბედად გზა ამებნა.”
მაგრამ რა თქვა იესომ ადამიანებზე? მან ცხადად თქვა, რომ ის, რაც ადამიანის გულიდან გამოდის, "ბილწავს" მას. მან გვითხრა რომ ადამიანებს შიგნით ბოროტი აზრები ბუდობენ. როგორ ფიქრობთ? კეთილი ხართ თუ ბოროტი? იცით თუ არა რომ ყველას აქვს ბოროტი აზრები? დიახ, ყველას აზრები ბოროტია.
რამდენიმე წლის წინ, სეულში უზარმაზარი სუპერმარკეტი მოულოდნელად ჩამოინგრა. ოჯახებმა, რომლებმაც თავიანთი ახლობლები დაკარგეს, ღრმა ტკივილი განიცადეს, მაგრამ ბევრი ადამიანი იქ ტრაგიკული სანახაობით გასართობად მივიდა.
ზოგი ფიქრობდა: „რამდენი დაიღუპა? 200? არა, ცოტაა. შესაძლოა 300? ისე, ბევრად უფრო საინტერესო და სანახაობრივი იქნებოდა დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ ათასი რომ ყოფილიყო....” დიახ, ადამიანთა გულებს შეუძლია ამგვარი ბოროტება. ეს ფაქტი უნდა მივიღოთ. როგორი უპატივცემულობა იყო ეს მკვდრების მიმართ! რა დამანგრეველი იყო ეს ოჯახებისთვის! ზოგი ფინანსურადაც განადგურდა.
ზოგი მაყურებელთაგანი არ იყო მეტად კეთილმოსურნე. ”ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა, მეტი ხალხი რომ მომკვდარიყო! რა სანახაობაა! რა იქნებოდა, იგივე შემთხვევა ხალხით სავსე სტადიონზე რომ მომხვდარიყო? ნანგრევების ქვეშ ხომ ათასობით იქნებოდა დარჩენილი? რა თქმა უნდა! ეს ნამდვილად ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა!” შესაძლოა ზოგს მსგავსი ფიქრები ჰქონდა. იგივე ფენომენის მოსმენა ავტოკატასტროფების შესახებ შეიძლება. ცნობისმოყვარე მაყურებლები მხოლოდ მცირე ავარიებით უკმაყოფილონი არიან.
ყველამ ვიცით ზოგჯერ რამდენად ბოროტი შეიძლება იყოს ადამიანი. რა თქმა უნდა, ამგვარ ბოროტ აზრებს ხმამაღლა არასოდეს ვიტყვით. შეიძლება ენა დავაწკაპუნოთ და ჩვენი სიმპატიები გამოვხატოთ როცა უცაბედად ავარიის მოწმენი ვხდებით, მაგრამ ფარულად, გულში, გვსურს რომ ეს უფრო სანახაობრივი იყოს. ჩვენ გვსურს საშინელი ტრაგედიების ხილვა, სადაც ათასობით ადამიანი იღუპება, მანამდე სანამ ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს პირად ინტერესებს. სწორედ ასეა აწყობილი ადამიანების გულები. ჩვენს შორის უმეტესობაც ზუსტად ასეთია, სანამ ზეციდან შობას განვიცდით.
მკვლელობა ყოველი ადამიანის გულში
რატომ ვცოდავთ?
იმიტომ რომ გულებში ბოროტი აზრები გვაქვს
ღმერთმა გვითხრა რომ ყოველი ადამიანის გულში არის მკვლელობა. მაგრამ ბევრი ღმერთის წინაშე ამის უარყოფას დაიწყებდა და იტყოდა: „როგორ შეგიძლიათ ამის თქმა! გულში არანაირი მკვლელობის აზრები არ მაქვს! როგორ შეგიძლიათ ჩემზე ასეთი რამის გაფიქრებაც კი?!” ისინი არასდროს აღიარებენ, რომ გულში მკვლელობა აქვთ. მათი აზრით, მკვლელები მათგან განსხვავებულ სახეობას წარმოადგნენ.
”ის სერიული მკვლელი, რომელიც წუხელ ახალ ამბებში ანახეს, ის ბრბო, რომელმაც ხალხი მათ სარდაფებში მოკლა და დაწვა, - ისინი არიან ვის გულშიც მკვლელობაა! ისინი განსხვავებული ბუნების არიან. მე მათ არასედეს ვგავდი! ისინი მოძალადეები არიან! მკვლელები!”. ისინი გულისწყრომით უყურებენ კრიმინალებს და ყვირიან: ”ბოროტი თესლისგან დაბადებულნი უნდა აღიგვან პირისაგან მიწისა! მათ ყველას სიკვდილი უნდა მიესაჯოს! ”
მაგრამ სამწუხაროდ, მკვლელობის აზრები ამ გულნაწყრომი ადამიანების გულებშიც დევს, ისევე როგორც სერიული მკვლელების გულებში. ღმერთი გვეუბნება რომ ყველა ადამიანის გულში არის მკვლელობა. ჩვენ უნდა მივიღოთ ღვთის სიტყვა, რომელიც ჩვენს გონებაში დაფარულსაც კი ხედავს. ამიტომ, უნდა ვაღიაროთ: ”მე ცოდვილი ვარ, გულში არსებული მკვლელობით”.
დიახ, ღმერთმა გვითხრა, რომ ყველა ადამიანის გულში ბოროტი აზრები დევს, მათ შორის მკვლელობაც. მოდით, მივიღოთ ღვთის სიტყვა. მაშინ როცა ყოველი მომდევნო თაობა უფრო ბოროტი ხდება, პირადი დაცვის ყველანაირი საშუალებები მკვლელობის იარაღად იქცევა. ეს ჩვენს გულში არსებული მკვლელობის შედეგია. თქვენ შეგიძლიათ მოკლათ გაბრაზების, ან შიშის შეტევის ფონზე. მე არ ვამბობ, რომ ყოველი ჩვენთაგანი რეალურად კლავს ადამიანებს, მაგრამ ამაზე გულში ვფიქრობთ.
ჩვენ ყველანი გულში ბოროტი აზრებით ვიბადებით. ზოგი მათგანი მართლაც მკვლელობით მთავრდება, არა იმიტომ რომ ისინი განსაკუთრებულად მკვლელებად იყვნენ დაბადებულნი, არამედ იმიტომ, რომ მკვლელად გახდომის უნარი ყველას გაგვაჩნია. ღმერთი გვეუბნება, რომ გულში ბოროტი აზრები და მკვლელობები გვაქვს. ეს სიმართლეა. არც ერთი ჩვენგანი არ არის გამონაკლისი ამ ჭეშმარიტებიდან.
ამიტომ, სწორი გზა რომლითაც უნდა ვიაროთ არის ღვთის სიტყვის მიღება და მორჩილება. ჩვენ ვცოდავთ ამ ქვეყნად, რადგან გულში ბოროტი აზრები გვაქვს.
მრუშობა ჩვენს გულებში
ღმერთი ამბობს, რომ ყველა ადამიანის გულში მრუშობაა. მეთნხმით ამაში? შეგიძლიათ აღიაროთ რომ გულში მრუშობა გაქვთ? დიახ, ყველა ადამიანის გულში მრუშობაა.
ამიტომ ჩვენს საზოგადოებაში ყვავის პროსტიტუცია და სხვა სექსუალური დანაშაულები. ეს კაცობრიობის ისტორიის ყველა პერიოდში ფულის კეთების ერთ-ერთი ყველაზე საიმედო გზა იყო. სხვა ბიზნესმა შეიძლება ეკონომიკური დეპრესია განიცადოს, მაგრამ ეს უზნეო ბიზნესები იმდენად არ ზარალდებიან, რადგან თითოეული ადამიანის გულში მრუშობა ცხოვრობს.
ცოდვილთა ნაყოფი ცოდვაა
რას შევადარებთ ადამიანს?
ხეს, რომელიც მხოლოდ ცოდვის ნაყოფს ისხამს
ისევე, როგორც ვაშლის ხე ისხავს ვაშლს, მსხლის ხე მსხალს, ფინიკის ხე ფინიკებს და ხურმის ხე ხურმას, ჩვენც, რომლებიც გულში 12 სახის ცოდვით ვართ დაბადებული, მხოლოდ ცოდვის ნაყოფის მოტანა შეგვიძლია.
იესო ამბობს რომ რაც ადამიანის გულიდან გამოდის, ის ბილწავს მას. მეთანხმებით ამაში? ჩვენ მხოლოდ იესოს სიტყვებს ვეთანხმებით და ვამბობთ: „დიახ, ჩვენ ვართ ცოდვილთა, ბოროტმოქმედთა მოდგმა. დიახ, შენ მართალი ხარ, უფალო". დიახ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი ბოროტება. ჩვენ ღვთის და საკუთარი თავის წინაშე სიმართლე უნდა ვაღიაროთ.
როგორც იესო ქრისტე დაემორჩილა ღვთის ნებას, ჩვენც უნდა დავეთანხმოთ ღვთის სიტყვას და დავემორჩილოთ მას. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია წყლისა და სულის მეშვეობით ჩვენი ცოდვებისგან მივიღოთ ხსნა. ეს არის ღვთის საჩუქარი.
ჩემი ქვეყანა ოთხი ლამაზი სეზონით არის დალოცვილი. სეზონების განმავლობაში სხვადასხვა სახის ხეებს თავისი ნაყოფი მოაქვს. ანალოგიურად, ჩვენ გულში არსებული თორმეტი ცოდვა გვიტაცებს და გამუდმებით ცოდვისკენ გვიბიძგებს. დღეს ჩვენი გული შეიძლება მკვლელობამ დაიპყროს, ხვალ კი ეს შეიძლება იყოს მრუშობა.
შემდეგ, მომდევნო დღეს, ბოროტი აზრები, შემდეგ სიძვა, ქურდობა, ცრუ მოწმობა...და ა.შ. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვაგრძელებთ ცოდვას, ყოველთვიურად, ყოველდღე, ყოველ საათს. ერთი დღეც არ გადის, რაიმე სახის ცოდვა რომ არ ჩავიდინოთ. ჩვენ ისევ და ისევ ვიფიცებით რომ ცოდვას აღარ ჩავიდენთ, მაგრამ ამას ვერაფერს ვშველით, რადგან ასეთებად ვართ დაბადებულები.
ოდესმე გინახავთ ვაშლის ხეს უარი ეთქვა ვაშლის მოსხმაზე, ის რომ არ სდომოდა? "მე არ მსურს ვაშლის მოსხმა!" მტკიცე გადაწყვეტილებაც რომ მიეღო ამის შესახებ, როგორ შეეძლებოდა მას მაინც ვაშლი რომ არ მოესხა? გაზაფხულზე მისი ყვავილები აუცილებლად აყვავდებოდა, ზაფხულში ის ვაშლებს მოისხამდა და შემოდგომაზე უკვე მომწიფებული ნაყოფი მზად იქნებოდა ასაკრეფად.
ეს არის ბუნების კანონი და ცოდვილთა ცხოვრებაც ბუნების იგივე კანონს ემორჩილება. ცოდვილებს არ შეუძლიათ არ გამოიღონ ცოდვის ნაყოფი.
`იესოს ნათლობა და ჯვარი` ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად იყო
რას ნიშნავს იესოს გამოსყიდვა?
ეს არის ცოდვის საფასურის გადახდა იესოს ნათლობით (ხელდასხმით) და მისი ჯვრის სისხლით.
მოდით წავიკითხოთ ბიბლიური მონაკვეთი რათა გავარკვიოთ, თუ როგორ შეუძლიათ ცოდვილებს, ბოროტმოქმედთა მოდგმას, გამოისყიდონ თავიანთი ცოდვები ღვთის წინაშე და ბედნიერად გაატარონ თავიანთი ცხოვრება. ესაა ცოდვების გამოსყიდვის სახარება.
ლევიანის 4-ში ნათქვამია, "თუ ხალხიდან ვინმე ჩაიდენს უნებლიე ცოდვას და ამით უფლის რომელიმე მცნებას დაარღვევს, და იქმს რაიმე აკრძალულს, და დამნაშავე გახდება, ან, როდესაც მიხვდება თავის ცოდვას, რომლითაც შესცოდა, მიიყვანოს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად უხინჯო დედალი თხა, თავისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა, დაადოს ხელი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს თავზე, და დაკლას ეს მსხვერპლი იმ ადგილას, სადაც სრულადდასაწველი მსხვერპლი იკვლება. აიღოს მღვდელმა მისი სისხლი თითით და წაუსვას სრულადდასაწველის საკურთხევლის რქებს; და მთელი მისი დანარჩენი სისხლი დაასხას საკურთხევლის ძირას. მთელი მისი ქონი მოჰკვეთოს, როგორც მოიკვეთება ქონი სამშვიდობო მსხვერპლიდან, და დააკმიოს მღვდელმა საკურთხეველზე კეთილსურნელებად უფლისათვის, და შეუნდობს მას მღვდელი, და მიეტევება მას" (ლევიანნი 4:27-31).
როგორ ღებულობდა ხალხი ცოდვების მიტევებას ძველი აღთქმის პერიოდში? ისინი ცოდვის მსხვერპლის შესაწირავს თავზე ხელს ასხავდნენ და ამგვარად ცოდვები მასზე გადადიოდა.
ეს ლევიანების წიგნში წერია. "მიმართე ისრაელიანთ და უთხარი: როდესაც ვინმე თქვენთაგანი შესწირავს უფალს პირუტყვს, შესწიროს ნახირიდან ან ფარიდან. თუ მისი მსხვერპლი სრულადდასაწველია, მოიყვანოს უხინჯო მოზვერი საკრებულო კარვის კართან, რათა წყალობა ჰპოვოს უფლის წინაშე. დაადოს ხელი სრულადდასაწველ მსხვერპლს თავზე – და წყალობას ჰპოვებს ცოდვათა შესანდობად" (ლევიანნი 1:2-4)
როდესაც იმ ეპოქის ადამიანი სცნობდა მის გულში არსებულ ცოდვას, მას ცოდვის შესაწირავი უნდა მოემზადებინა, რომელიც ამ ცოდვის გამოსასყიდად გამოიყენებოდა. მას ‘ხელები უნდა დაედო’ შესაწირავის თავზე, მის მიერ ჩადენილი ცოდვების გადასაცემად. წმინდა კარვის ეზოში ყოვლადდასაწველი მსხვერპლის საკურთხეველი იდგა. ის ოთხკუთხა ყუთის ფორმის იყო, მქადაგებლის კათედრის მაგიდაზე ოდნავ უფრო დიდი, და თითოეულ კუთხეში მას ჰქონდა რქები. ისრაელის ხალხი ცოდვების შენდობას აღწევდა შესაწირავის თავზე ამ ცოდვების გადატანით და ყოვლადდასაწველის საკურთხეველზე მისი ხორცის დაწვით.
ღმერთმა ლევიანებში უთხრა ხალხს: "მოიტანეთ ის საკუთარი ნებით კარვის კარზე უფლის წინაშე". ასე მათი ცოდვები ცოდვის შესაწირავზე მასზე ხელდასხმის დროს გადადიოდა, შემდეგ კი მსხვერპლის მომტანი ამ შესაწირავს ყელს აჭრიდა და მის სისხლს ყოვლადდასაწველის საკურთხევლის რქებზე აპკურებდა.
ამის შემდეგ შესაწირავი მის შიგნეულობისგან იწმინდებოდა, ხორცი კი იჭრებოდა და ყოვლადდასაწველი შესაწირავის საკურთხეველზე ცეცხლში იწვებოდა. ხორცის ტკბილი სურნელი ღმერთთან მათ გამოსასყიდად აღევლინებოდა. ასე აღწევდნენ ისრაელიანები თავიანთი ყოველდღიური ცოდვების გამოსყიდვას.
ღმერთმა ასევე მათი ყოველწლიური ცოდვების გამოსასყიდად კიდევ ერთი მსხვერპლი დაუშვა. ეს ყოველდღიური ცოდვების გამოსყიდვის მსხვერპლისგან განსხვავდებოდა. ამ შემთხვევაში, მღვდელმთავარი ისრაელის ხალხის სახელით პირადად ასხავდა ხელს ცოდვათა შესაწირავს და კიდობნის აღმოსავლეთით შვიდჯერ აპკურებდა მის სისხლს. აგრეთვე, ცოცხალი თხის თავზე ხელების დასხმა ისრაელის ხალხის წინაშე ყოველწლიურად მეშვიდე თვის მეათე დღეს ხდებოდა (ლევიანნი 16: 5-27).
ვის განასახიერებს ძველი აღთქმის ცოდვის შესაწირავი?
იესო ქრისტეს
ახლა გავეცნოთ, თუ როგორ შეიცვალა მსხვერპლის სისტემა ახალ აღთქმაში და როგორ იქნა შენარჩუნებული წლების განმავლობაში ღვთის მარადიული წესდება.
რატომ უნდა მომკვდარიყო იესო ჯვარზე? რა დააშავა მან ამ დედამიწაზე, ღმერთს რომ მისი ძის ჯვარზე სასჯელი დაეშვა? ვინ აიძულა იგი ჯვარზე რომ მომკვდარიყო? როდესაც სამყაროს ყველა ცოდვილი, ანუ ყოველი ჩვენთაგანი, ცოდვაში ჩავარდა, იესო ამ ქვეყნად ჩვენს გადასარჩენად მოგვევლინა.
იგი იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში მოინათლა და კაცობრიობის სახელით ყველა ცოდვისთვის ჯვარზე სასჯელი იტვირთა. იესოს მონათვლა და ჯვარზე სისხლის გაღება ძველი აღთქმის გამოსყიდვის მსხვერპლის, ცოდვის შესაწირავზე ხელდასხმის და მისი სისხლის დაღვრის მსგავსი იყო.
ეს იყო ძველი აღთქმის წესი. ცოდვილი ხელს ადებდა ცოდვის შესაწირავს და თავის ცოდვებს აღიარებდა: „უფალო, მე შევცოდე. მე ჩავიდინე მკვლელობა და მრუშობა”. შემდეგ, მისი ცოდვები ცოდვის შესაწირავზე გადადიოდა.
ისევე როგორც ცოდვილი სამსხვერპლო პირუტყვს კლავდა და მას ღვთის წინაშე სწირავდა, იესოც იმავე წესით შეგვეწირა ყველა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად. იესო მოინათლა და ჯვარზე სისხლით დაიცალა, რათა გადავერჩინეთ, და თავისი მსხვერპლით მან ყველა ჩვენი ცოდვა გამოისყიდა.
სინამდვილეში, იესო ჩვენს გამო მოკვდა. როდესაც დავუფიქრდებით, რა აზრი ჰქონდა ხალხის ყველა ცოდვის გამო იმ უხინჯო ცხოველების მსხვერპლად შეწირვა? იცოდნენ იმ ცხოველებმა თუ რა იყო ცოდვა? ცხოველებმა ცოდვა არ იციან. ისინი ასევე რაიმე ნაკლის გარეშე უნდა ყოფილიყვნენ.
იმ უნაკლო ცხოველების მსგავსად, იესოც იყო ცოდვის გარეშე. ის არის წმინდა ღმერთი, ღვთის ძე, და მას არასოდეს შეუცოდავს. ამრიგად, მან 30 წლის ასაკში მდინარე იორდანეში მონათვლით ყველა ჩვენი ცოდვა გააქრო.
იესო ჯვარზე იმ ცოდვების გამო მოკვდა რომლებიც მან ჩვენგან მიიღო. კაცობრიობის ყველა ცოდვის მოცილება სწორედ მისმა ხსნის მსახურებამ შეასრულა.
ცოდვათა გამოსყიდვის სახარების დასაწყისი
რატომ მოინათლა იესო იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ?
მთელი სიმართლის აღსასრულებლად
მათეს 3-ში წერია: ”მაშინ წამოვიდა იესო გალილეიდან იოანესთან იორდანეზე, რათა მის მიერ მონათლულიყო. ხოლო იოანე აკავებდა მას და ეუბნებოდა: „მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ? მიუგო იესომ და უთხრა მას: „ასე უნდა იყოს ახლა, რადგან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.“ მაშინ მიუშვა იგი.”(მათე 3: 13-15).
ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს, თუ რატომ მოინათლა იესო 30 წლის ასაკში. იგი მოინათლა ყველა ადამიანის ცოდვის შესანდობად და ღვთის მთელი სიმართლის შესასრულებლად. ყველა ადამიანის ცოდვებისგან სახსნელად იესო ქრისტე, უბიწო, იოანე ნათლისმცემლის მიერ მოინათლა.
ამრიგად, მან სამყაროს ცოდვები იტვირთა და ყველა ადამიანის მათი ცოდვებისგან გამოსასყიდად საკუთარი თავი მსხვერპლად მოიტანა. ცოდვისგან რომ გადავრჩეთ, უნდა ვიცოდეთ მთელი ჭეშმარიტება და გვწამდეს მისი. ჩვენზეა დამოკიდებული, ვირწმუნოთ მისი ხსნა და გადავარჩეთ.
რას ნიშნავს იესოს ნათლობა? ის იგივეა, რაც ძველ აღთქმაში ხელების დასხმა. ძველ აღთქმაში, ყველა ადამიანის ცოდვა მღვდელმთავრის ხელების დასხმით ცოდვის შესაწირავის თავზე გადადიოდა. ანალოგიურად, ახალ აღთქმაში იესომ ქვეყნიერების ცოდვები საკუთარი თავის ცოდვის მსხვერპლად შეთავაზებით და იოანე ნათლისმცემლის მიერ მონათვლით აიღო.
იოანე ნათლისმცემელი იყო უდიდესი ადამიანთა შორის, ღმერთის მიერ დანიშნული კაცობრიობის წარმომადგენელი. როგორც კაცობრიობის წარმომადგენელმა და მღვდელმთავარმა, მან ხელები დაასხა იესოს და ამით მას სამყაროს ყველა ცოდვა გადასცა. `ნათლობა` ნიშნავს `გადაცემას, დაკრძალვას და ჩამორეცხვას`.
იცით, რატომ მოვიდა ამქვეყნად იესო და რატომ მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ? გწამთ თუ არა იესოსი მისი ნათლობის მნიშვნელობის ცოდნით? იესოს მონათვლას უნდა წაეღო ყველა ჩვენი ცოდვა, ცოდვები, რომლებსაც ჩვენ, ბოროტმოქმედთა მოდგმა, ჩვენი ხორცით მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ვიდენთ. იოანე ნათლისმცემელმა იესო ჩვენი ცოდვების გამოსყიდვის სახარების შესასრულებლად მონათლა.
მათეს 3: 13-17-ში ის იწყება სიტვთი "მაშინ", და ეხება იესოს მონათვლის მომენტს, როცა მასზე წუთისოფლის ყველა ცოდვა გადავიდა.
"მაშინ", იესომ კაცობრიობის ყველა ცოდვა წაიღო, სამი წლის შემდეგ ჯვარზე მოკვდა და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა. სამყაროს ყველა ცოდვის ჩამოსარეცხად, იგი ერთხელ და სამუდამოდ მოინათლა, ერთხელ და სამუდამოდ მოკვდა ჯვარზე და ერთხელ და სამუდამოდ აღდგა მკვდრეთით. მათ გამო, ვისაც ღვთის წინაშე ცოდვებისგან გამოსყიდვა სწადიათ, მან იტვირთა წუთისოფლის ყველა ცოდვა და ისინი ერთხელ და სამუდამოდ გადაარჩინა.
რატომ უნდა მონათლულიყო იესო? რატომ მოუწია მას ეკლის გვირგვინის დადება და ჩვეულებრივი ავაზაკის მსგავსად პილატეს კარზე განსჯა? რატომ უნდა ჯვარცმულყო იგი ჯვარზე და სისხლი დაეღვარა? ყოველივე ზემოდ თქმულის მიზეზი არის ის რომ მან თავისი ნათლობით თავის თავზე მთელი სამყაროს ცოდვა, თქვენი და ჩემი ცოდვები იტვირთა. ჩვენი ცოდვების გამო იგი ჯვარზე უნდა დაღუპულიყო.
ჩვენ უნდა გვწამდეს ხსნის სიტყვის რომლითაც ღმერთმა გადაგვარჩინა და მისი მადლიერი ვიყოთ. იესოს ნათლობის, მისი ჯვრისა და მისი მკვდრეთით აღდგომის გარეშე, ჩვენთვის არანაირი ხსნა არ იქნებოდა.
როდესაც იესო იოანეს მიერ მსოფლიოს ყველა ცოდვის ასაღებად მოინათლა, მან ჩვენი ცოდვები წაიღო და ამით გვიხნა ჩვენ, ვისაც მისი ხსნის სახარების გვწამს. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, "იესომ მხოლოდ თავდაპირველი ცოდვა წაიღო, არა?" მაგრამ ისინი ცდებიან.
ბიბლიაში ცხადად არის აღნიშნული რომ იესომ მსოფლიოს ყველა ცოდვა თავისი ნათლობით ერთხელ და სამუდამოდ გააქრო. ყველა ჩვენი ცოდვა, მათ შორის პირვანდელი ცოდვა, სრულიად ამოიშალა. იესო ამბობს მათეს 3:15-ში: ”ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება”. მთელი სიმართლის აღსრულება ნიშნავს იმას რომ ყველა ცოდვა, გამონაკლისის გარეშე, მოგვშორდა.
ამოშალა იესომ მთელი ჩვენი ცხოვრების ცოდვებიც? დიახ, მან ეს გააკეთა. მოდით, ამის დასტური ჯერ ლევიანთა წიგნში მოვიძიოთ. ის მოგვითხრობს მღვდელმთავრისა და გამოსყიდვის დღის მსხვერპლის შესახებ.
მთელი ისრაელის ყოველწლიური ცოდვების გამოსასყიდი მსხვერპლი
შეიძლებოდა ისრაელიანების ერთხელ და სამუდამოდ განწმენდა ამ ქვეყნად ცოდვის მსხვერპლის შეწირვით?
არა, არასდროს
"შეწიროს აჰარონმა მოზვერი ცოდვისთვის და გამოისყიდოს თავის თავი და თავისი სახლეული. აიყვანოს ორი ვაცი და დააყენოს უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან; წილი ჰყაროს აჰარონმა ორივე ვაცზე: ერთი წილი უფლისთვის, მეორე - განტევებისთვის. მიჰგვაროს აჰარონმა უფალს მისი წილხვდომილი ვაცი და შესწიროს ცოდვის მსხვერპლად. ხოლო ვაცი, რომელსაც განტევება ხვდა წილად, ცოცხლად დააყენოს უფლის წინაშე, რათა გამოისყიდოს იგი და გაუშვას უდაბნოში განსატევებლად."(ლევიანნი 16:6-10).
აქ ვხედავთ რომ აარონს საკრებულო კარვის შესასვლელთან ისრაელიანთა ყოველწლიური ცოდვების გამოსასყიდად ორი ვაცი მოჰქონდა.
"წილი ჰყაროს აჰარონმა ორივე ვაცზე: ერთი წილი უფლისთვის, მეორე - განტევებისთვის".
ყოველდღიური ცოდვების რჯულისმიერი გამოსყიდვისთვის საჭირო იყო სამსხვერპლო ცხოველი, რომლის თავზე ცოდვილს თავისი ცოდვები ხელდასხმის მეშვეობით გადაჰქონდა. მაგრამ ისრაელიანთა ყოველწლიური ცოდვებისთვის, მღვდელმთავარს, მთელი ხალხის სახელით, ყოველწლიურად მეშვიდე თვის მეათე დღეს ცოდვის შესაწირავზე მთელი წლის ცოდვები გადაჰქონდა.
ლევიანებში 16: 29-31, წერია: "და იყოს ეს თქვენთვის სამუდამო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს, მარხვით დაიმდაბლეთ თავები და არ გააკეთოთ არავითარი საქმე, არც მკვიდრმა და არც თქვენ შორის მცხოვრებმა ხიზანმა. რადგან ამ დღეს გამოგისყიდით მღვდელი, განიწმიდებით ყოველი თქვენი ცოდვისგან და წმიდა იქნებით უფლის წინაშე. დასვენების შაბათია ეს თქვენთვის, დაიმდაბლეთ თავი. ეს სამუდამო წესია".
ძველ აღთქმაში ისრაელის ხალხს ყოველდღიური ცოდვების გამოსასყიდად ცოდვის შესაწირავი მოჰქონდა, ცოდვები მის თავზე გადაჰქონდა და აღიარებდა: „უფალო, მე ჩავიდინე ესა და ეს ცოდვა. გთხოვ მომიტევო”. შემდეგ, მან ცოდვათა შესაწირავს ყელს აჭრიდა, მის სისხლს მღვდელს გადასცემდა და სახლში ბრუნდებოდა, დარწმუნებული რომ იგი უკვე ცოდვისგან თავისუფალი იყო. ამრიგად, ცოდვის შესაწირავი ცოდვილისთვის კვდებოდა, მის თავზე ადამიანის ცოდვებითურთ. შესაწირი ცხოველი ცოდვილის ნაცვლად იკვლებოდა. ძველ აღთქმაში ცოდვის შესაწირავი შეიძლება ყოფილიყო თხა (ვაცი), ცხვარი, ხბო ან ხარი, ანუ ერთ-ერთი ღვთის მიერ ამისათვის გამოყოფილი წმინდა ცხოველი.
ღმერთმა თავისი უსაზღვრო წყალობით დაუშვა ცხოველის სიცოცხლის შეწირვა იმის ნაცვლად რომ თავისი ცოდვებისთვის თვით ცოდვილი მომკვდარიყო.
ამგვარად ძველ აღთქმაში ცოდვილებს შეეძლოთ თავიანთი ცოდვების გამოსყიდვა ამისათვის დანიშნული სამსხვერპლო ცხოველის მეშვეობით. ცოდვილის უსჯულოება ცოდვის შესაწირავზე ხელების დასხმით გადადიოდა, ხოლო მისი სისხლი მღვდელს ადამიანის ცოდვების გამოსასყიდად გადაეცემოდა.
ამასთანავე, შეუძლებელი იყო ყოველდღიურად ცოდვების გამოსყიდვა. შედეგად, ღმერთმა მღვდელმთავარს ნება დართო რომ ისრაელის მთელი ხალხის სახელით მას ყოველწლიურად მეშვიდე თვის მეათე დღეს მთელი წლის ცოდვები განეწმინდა.
მაშ რა იყო მღვდელმთავრის როლი გამოსყიდვის დღეს? თავიდან, აარონ მღვდელმთავარი ცოდვის შესაწირავზე ხელებს ასხამდა მთელი ხალხის ცოდვების აღიაერებით: „უფალო, ისრაელის ხალხმა ჩაიდინა ესა და ეს ცოდვები, მკვლელობა, მრუშობა, სიძვა, ქურდობა, ცრუ მოწმობა, გმობა...”
შემდეგ ის ცოდვათა შესაწირავ ცხოველს კლავდა, მის სისხლს იღებდა და მას წმიდა კარვის საკურთხეველზე შვიდჯერ აპკურებდა. (ბიბლიაში 7 სრულყოფილ რიცხვად ითვლება.)
მისი ამოცანა იყო ხალხის ყოველწლიური ცოდვების ცოდვის შესაწირავის თავზე მათი სახელით გადატანა, რის შედეგად სამსხვერპლო ცხოველი შენდობის შენაცვლებით მსხვერპლად იქცეოდა.
ვინაიდან ღმერთი სამართლიანია, იმისთვის რომ ყველა ადამიანი ცოდვებისგან ეხსნა, მან დაადგინა ადამიანის ნაცვლად სამსხვერპლო ცხოველის სიკვდილი. რადგან ღმერთი ნამდვილად მოწყალეა, მან დაუშვა ცოდვილთა ნაცვლად შესაწირი ცხოველის სიცოცხლის მოტანა. შემდეგ მღვდელმთავარი სისხლს კიდობნის აღმოსავლეთ მხარეს ანთხევდა და ამრიგად, გამოსყიდვის დღეს, მეშვიდე თვის მეათე დღეს, ხალხის გასული წლის ცოდვებს გამოისყიდიდა.
ვინ არის სამსხვერპლო კრავი ძველი აღთქმის თანახმად?
იესო, რომელიც არის უმანკო
მღვდელმთავარს ისრაელის ხალხისათვის გამოსყიდვის დღეს ორი ვაცი უნდა შეეთავაზებინა. ერთ-ერთ მათგანს ეწოდა განტევების ვაცი, რაც ნიშნავს ‘გაშვებას’. ანალოგიურად, ახალი აღთქმის სამსხვერპლო ვაცი არის იესო ქრისტე. ”რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყველა მისი მორწმუნე არ დაღუპულიყო, არამედ ჰქონოდა მარადიული სიცოცხლე” (იოანე 3: 16).
ღმერთმა მოგვცა მისი მხოლოდშობილი ძე როგორც სამსხვერპლო კრავი. როგორც მთელი კაცობრიობის სამსხვერპლო კრავი, იგი მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ და გახდა მაცხოვარი, მსოფლიოს მესია. იესო ნიშნავს "მხსნელს", ხოლო ქრისტე ნიშნავს "ცხებულ მეფეს", ასე რომ იესო ქრისტე ნიშნავს "ღვთის ძეს, რომელიც ყველას სახსნელად მოვიდა."
ისევე როგორც ძველ აღთქმაში გამოსყიდვის დღეს ადამიანთა ყოველწლიური ცოდვების შენდობა მიიღწეოდა, იესო ქრისტე, თითქმის 2000 წლის წინ, მოვიდა ამქვეყნად რათა მონათლულიყო და ჯვარზე სისხლი გაეღო ყველა ჩვენი ცოდვის გამოსყიდვის სახარების აღსასრულებლად.
ამ ეტაპზე, მოდით წავიკითხოთ მონაკვეთი ლევიანთა წიგნიდან. ღმერთმა მოგვცა მისი მხოლოდშობილი ძე როგორც სამსხვერპლო კრავი. როგორც მთელი კაცობრიობის სამსხვერპლო კრავი, იგი მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ და გახდა მაცხოვარი, მსოფლიოს მესია. იესო ნიშნავს "მხსნელს", ხოლო ქრისტე ნიშნავს "ცხებულ მეფეს", ასე რომ იესო ქრისტე ნიშნავს "ღვთის ძეს, რომელიც ყველას სახსნელად მოვიდა."
ისევე, როგორც ძველ აღთქმაში გამოსყიდვის დღეს ადამიანთა ყოველწლიური ცოდვების შენდობა მიიღწეოდა, იესო ქრისტე, თითქმის 2000 წლის წინ, მოვიდა ამქვეყნად რათა მონათლულიყო და ჯვარზე სისხლი გაეღო, ყველა ჩვენი ცოდვის გამოსყიდვის სახარების აღსასრულებლად.
ამ ეტაპზე, მოდით წავიკითხოთ მონაკვეთი ლევიანთა წიგნიდან. "და დაადოს აარონმა ორივე ხელი ვაცს თავზე, და აღიაროს მასზე ისრაელიანთა ყოველი უკანონობა, ყოველი დანაშაული და ყოველი ცოდვა, და ყოველივე ამ ცოდვებს დაჰკრებს ვაცის თავზე, და გაუშვებს საგანგებო კაცის ხელით უდაბნოში. და გაიყოლებს ვაცი თავისი თავით უდაბურ ქვეყანაში ყველა მათ ცოდვებს; და გაუშვებენ ვაცს უდაბნოში." (ლევიანნი 16:21-22).
დაწერილია რომ მთელი ისრაელის ცოდვა ვაცის თავზე გადადიოდა, ისევე როგორც ეს ნათქვამია ლევიანთა 1-ში. "ყოველი მათი უკანონობა" გულისხმობს ყველა ცოდვას, რომელიც მათ გულში და ხორცში ჩაიდინეს. და "ყოველი მათი დანაშაული" მღვდელმთავრის ხელების დასხმით ცოდვის მსხვერპლის თავზე იდებოდა.
ღვთის რჯულის მეშვეობით ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნა უნდა ვიქონიოთ
რისთვის მოგვცა ღმერთმა რჯული?
ცოდვის შესაცნობად
ღვთის კანონი შედგება 613 მცნებისგან. სინამდვილეში, ამას თუ დაუფიქრდებით, ჩვენ ყველანი იმას ვაკეთებთ, რის გაკეთებასაც ის გვიკრძალავს და არ ვაკეთებთ იმას, რის გაკეთებას ითხოვს.
ამიტომ, ჩვენ ცოდვილები ვართ. ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა მოგვცა მცნებები, იმისთვის რომ ჩვენი ცოდვების შემეცნება გვქონოდა (რომაელთა 3:20). ეს ნიშნავს რომ მან მოგვცა თავის მცნებათა კანონი, რათა ესწავლებინა რომ ცოდვილები ვართ. მას მცნებები იმისთვის არ მოუცია რომ ჩვენ მათი დაცვა შეგვეძლო, არამედ იმისთვის რომ შეგვეძლო ჩვენი ცოდვების გაცნობიერება.
მას ეს მცნებები მათ დასაცავად არ მოუცია. არ შეიძლება მოელოდო რამ ძაღლმა ადამიანის მსგავსად იცხოვროს. ანალოგიურად, ჩვენც ვერასდროს შევძლებთ ღვთის რჯულის მიხედვით ცხოვრებას, მაგრამ მის მცნებათა კანონის საშუალებით შეგვიძლია მხოლოდ ჩვენი ცოდვების გაცნობიერება.
ღმერთმა ისინი მოგვცა რადგან ჩვენ ცოდვის გროვა ვართ, მაგრამ ამას სინამდვილეში ვერ ვაცნობიერებთ. პარადოქსულად, ღმერთი თავისი მცნებების საშუალებით გვეუბნება: "თქვენ ხართ მკვლელები, მეძავები, ბოროტმოქმედები". მან გვითხრა რომ არ მოგვეკლა, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ჩვენს გულებში და ზოგჯერ ჩვენ სხეულითაც ვასრულებთ მკვლელობას.
თუმცა, რადგან რჯულში წერია, რომ არ უნდა მოვკლათ, ვიცით, რომ მკვლელები ვართ და ვამბობთ: ”ოჰ, მე შევცდი. მე ცოდვილი ვარ, რადგან გავაკეთე ის, რაც არ უნდა გამეკეთებინა. მე შევცოდე. ”
ისრაელის ხალხის ცოდვებისაგან თავის დასაღწევად ღმერთმა ძველ აღთქმაში აარონს გამოსყიდვის მსხვერპლის მოტანაზე ნება დართო, და სწორედ აარონი იყო, ვინც წელიწადში ერთხელ ხალხის გამოსყიდვას ასრულებდა.
ძველ აღთქმაში გამოსყიდვის დღეს ღმერთისთვის ორი ცოდვის შესაწირავი მოჰქონდათ. ერთი ღმერთის წინაშე უნდა მოტანილიყო, მეორე კი ხელების დახსმის შემდეგ მასზე ხალხის ყოველწლიური ცოდვებითურთ უდაბნოში იგზავნებოდა. მანამე ვიდრე ვაცი უდაბნოში საგანგებო კაცის ხელით გაიგზავნებოდა, მღვდელმთავარი ცოცხალი ვაცის თავზე ხელებს ასხავდა და ისრაელის ცოდვებს აღიარებდა. ”უფალო, ხალხმა ჩაიდინა მკვლელობა, სიძვა, პარვა, კერპთაყვანისცემა... ჩვენ შევცოდეთ შენს წინაშე.”
პალესტინის მიწა უკაცრიელი უდაბნოა. სამსხვერპლო ვაცს უკიდეგანო უდაბნოში უშვებდნენ, სადაც ის საბოლოოდ კვდებოდა. როდესაც ვაცს უდაბნოში უშვებდნენ, ისრაელის ხალხი მას თვალს ადევნებდა მანამდე სანამ ის ჰორიზონტზე გაუჩინარდებოდა და სჯეროდათ, რომ მათი ცოდვები ამ საგანგებო ვაცთან ერთად ქრებოდა. ამრიგად, ხალხი გულის სიმშვიდეს პოულობდა, განტევების ვაცი კი უდაბნოში კვდებოდა მთელი ხალხის ყოველწლიური ცოდვების გამო.
ამგვარად, ღმერთმა გამოისყიდა ყველა ჩვენი ცოდვა ღვთის კრავის, იესო ქრისტეს მეშვეობით. ყველა ჩვენი ცოდვა მთლიანად ამოიშალა იესოს ნათლობისა და ჯვარზე მისი სისხლის მეშვეობით.
იესო არის ღმერთი და ჩვენი მხსნელი. ის არის ღვთის ძე, რომელმაც მთელი კაცობრიობა ცოდვისგან იხსნა. ის არის შემოქმედი, რომელმაც თავის ხატად და მსგავსებად შეგვქმნა და ამქვეყნად ცოდვებისგან გადასარჩენად მოგვევლინა.
იესოზე არა მხოლოდ ყოველდღიური ცოდვები გადავიდა, რომლებსაც ჩვენი ხორცით ვიდენთ, არამედ ყველა მომავალი ცოდვაც და ჩვენი გონების და ხორცის ცოდვებიც. ამრიგად, იგი იოანე ნათლისმცემლის მიერ უნდა მონათლულიყო რათა ღვთის მთელი სიმართლე, სამყაროს ყველა ცოდვის სრული გამოსყიდვა შეესრულებინა.
იესოს ჯვარცმამდე სამი წლით ადრე, როდესაც მან პირველად დაიწყო თავისი მსახურება, იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში მონათვლით მან მსოფლიოს ყველა ცოდვა იტვირთა. კაცობრიობის მისი ხსნა ჩვენი ყველა ცოდვის გამოსასყიდად მისი მონათვლით დაიწყო.
მდინარე იორდანეში, იმ ადგილას, სადაც წყალი წელის სიღრმემდე აღწევს, იოანე ნათლისმცემელმა იესოს თავზე ხელები დაასხა, რის შემდეგ იგი წყალში ჩაძირა. ეს ნათლობა იგივე იყო, რაც ძველ აღთქმაში ხელების დასხმა და ყველა ცოდვის გადაცემის იგივე ეფექტი ჰქონდა.
წყალში ჩაძირვა სიკვდილს ნიშნავდა, ხოლო წყლიდან ამოსვლა - აღდგომას. ამრიგად, იოანე ნათლისმცემლის მიერ მონათვლით, იესომ შეასრულა და გამოავლინა თავისი მისიის სამივე კომპონენტი: ყველა ცოდვის წაღება, ჯვარცმა და აღდგომა.
ჩვენი გადარჩენა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი როცა დავემორჩილებით იმ სიტყვებს, რომლითაც იესომ ცოდვისგან გვიხსნა. ღმერთმა გადაწყვიტა იესოს მეშვეობით ჩვენი გადარჩენა და ამგვარად შესრულდა აღთქმა, რომელიც მან ძველ აღთქმაში დადო. ამ მოქმედების მეშვეობით, იესო მის მხრებზე ყველა ჩვენი ცოდვის ტვირთით ჯვრისკენ გაემართა.
რა საქმეა დარჩენილი ჩვენთვის მას შემდეგ რაც იესომ ჩვენი ყველა ცოდვა წაშალა?
ჩვენ მხოლოდ ღმერთის სიტყვების რწმენა უნდა გვქონდეს
იოანეს 1:29-ში წერია: ”მეორე დღეს იხილა მან მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა, ღმერთის კრავი, რომელიც იღებს ქვეყნიერების ცოდვას". იოანე ნათლისმცემელმა თქვა: "აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას!” კაცობრიობის ყველა ცოდვა გადაეცა იესოს, როდესაც ის იორდანეში მოინათლა. გწამდეთ ამისი! მაშინ ყველა თქვენი ცოდვის გამოსყიდვით იქნებით კურთხეული.
ჩვენ უნდა გვწამდეს ღვთის სიტყვის. ჩვენ გვერდზე უნდა გადავდოთ საკუთარი აზრები და სიჯიუტე და დავემორჩილოთ ღვთის დაწერილ სიტყვას. ჩვენ უბრალოდ უნდა გჯეროდეს ჭეშმარიტების რომ იესომ სამყაროს ყველა ცოდვა წაიღო.
იმის თქმა რომ იესომ აიღო ქვეყნიერების ყველა ცოდვა და იმის თქმა, რომ მან ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად ღვთის სიმართლე შეასრულა, ზუსტად ერთი და იგივეა. "ხელების დასხმა" და "ნათლობა" ასევე ერთსა და იგივეს ნიშნავს.
მიუხედავად იმისა, ვიტყვით ჩვენ "ყველა"-ს, "ყველაფერს", თუ "მთელს", მნიშვნელობა მაინც იგივე რჩება. ძველ აღთქმაში სიტყვა "ხელების დასხმის" მნიშვნელობა იგივე რჩება ახალ აღთქმაშიც, გარდა იმისა რომ მის ნაცვლად სიტყვა "ნათლობა" გამოიყენება.
საქმე ეხება იმ უბრალო ჭეშმარიტებას რომ იესო მოინათლა და ჯვარზე ყველა ჩვენი ცოდვის გამოსასყიდად განიკითხა. ჩვენი ხსნა ამ პირვანდელი სახარებისადმი რწმენის შედეგია.
როდესაც ბიბლიაში ნათქვამია რომ იესომ წაიღო მთელი `წუთისოფლის ცოდვა` (იოანე 1:29), რას ნიშნავს ეს? ეს გულისხმობს ყველა ცოდვას, რომლითაც ჩვენ დავიბადეთ, როგორიცაა ბოროტი აზრები, ქურდობა, სიძვა, სიხარბე, უზნეობა, გმობა, სიამაყე და უგუნურება, რომლებიც ჩვენს გონებაში ცხოვრობენ. ის ასევე მოიცავს ყველა დანაშაულს და შეცდომას, რომელსაც ხორციელად ან ჩვენს აზრებში ვიდენთ.
"ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში." (რომაელთა 6:23). "და სისხლის დაღვრის გარეშე არ ხდება მიტევება" (ებრაელთა 9:22). როგორც ამ მონაკვეთებშია ნათქვამი, ყველა ცოდვის ფასი უნდა დაიფაროს. იესო ქრისტემ, კაცობრიობის ცოდვისგან გადასარჩენად, საკუთარი სიცოცხლე გაიღო და ერთხელ და სამუდამოდ გადაიხადა ცოდვის საფასური.
ამიტომ, ჩვენი თავის ცოდვებისგან დასახსნელად ყველაფერი რაც მოგვეთხოვება არის ის რომ გვჯეროდეს იესოს ნათლობის და მისი სისხლის ორიგინალური სახარების, ისევე როგორც მისი ღვთაებრიობის.
ხვალინდელი ცოდვების გამოსყიდვა
ისევ გვჭირდება თუ არა ჩვენი ცოდვებისთვის მსხვერპლის მოტანა?
არა, აღარასდროს
ხვალინდელი და ზეგინდელი დღის ცოდვები, ცოდვები რომლებსაც სიკვდილის დღემდე ჩავდივართ, ისევე როგორც დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი ცოდვები, - ყველა „წუთისოფლის ცოდვაშია“ შესული. ადამიანთა ცოდვები დაბადებიდან სიკვდილამდე ”წუთისოფლის ცოდვის” ნაწილია და სწორედ ყველა ეს წუთისოფლის ცოდვა გადაეცა მთლიანად იესოს მის ნათლობაში. ყველა ცოდვა, რომელსაც ჩვენ სიკვდილის დღემდე ჩავიდენთ, უკვე მოშორებულია.
საჭიროა მხოლოდ გვწამდეს ამ ორიგინალური სახარების, ღვთის დაწერილი სიტყვის, და ჩვენს სახსნელად ჭეშმარიტებას დავემორჩილოთ. ჩვენ გვერდზე უნდა გადავდოთ საკუთარი აზრები რათა ყველა ჩვენი ცოდვისგან გამოსყიდვა მივიღოთ. თქვენ შეიძლება იკითხოთ: ”როგორ უნდა წაეღო იესოს ჯერ არ ჩადენილი ცოდვები?” ამაზე მეც დაგისვამთ კითხვას: „როგორ ფიქრობთ, ყოველი ჩვენი შეცოდების ჯერზე იესო უნდა დაბრუნდეს ამ ქვეყნად და ისევ და ისევ ღვაროს ჩვენთვის სისხლი?"
ხელახლა შობის სახარებაში არსებობს ჩვენი ცოდვების გამოსყიდვის კანონი. "და სისხლის დაღვრის გარეშე არ ხდება მიტევება" (ებრაელთა 9:22). როდესაც ძველი აღთქმის დღეებში ვინმეს თავისი ცოდვების გამოსყიდვა სურდა, მას თავისი ცოდვები მსხვერპლშესაწირავზე ხელების დასხმით უნდა გადაეცა, რის შემდეგ შესაწირავი ამ ადამიანის ცოდვებისთვის უნდა დაკლულიყო.
მსგავსად ამისა, ღვთის ძე ამქვეყნად კაცობრიობის სახსნელად მოვიდა. იგი მოინათლა ყველა ჩვენი ცოდვის წარსახოცად და ჯვარზე ჩვენი ცოდვების საფასურის დასაფარავად სისხლი დაღვარა და მოკვდა, სიტყვებით ”აღსრულდა!”. იგი მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა და ახლა ღვთის მარჯვნივ ზის. ამრიგად, იგი ჩვენი მარადიული მხსნელი გახდა.
ცოდვებისგან სრულყოფილი გათავისუფლებისთვის ჩვენ გვერდზე უნდა მოვისროლოთ ყველა ჩვენი ფიქსირებული იდეა და მივატოვოთ რელიგიური დოქტრინა რომელიც გვეუბნება რომ ცოდვები სინანულის ლოცვების საშუალებით ყოველდღე უნდა გამოვისყიდოთ. კაცობრიობის ცოდვების შესანდობად, კანონიერი მსხვერპლი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწირულიყო. ზეციურმა ღმერთმა მისი ნათლობის მეშვეობით საკუთარ ძეს სამყაროს ყველა ცოდვა გადასცა და ჩვენთვის ჯვარს აცმევინა. მისი მკვდრეთით აღდგომით ჩვენი ხსნა იყო დასრულებული.
"მაგრამ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა, ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღმერთის მიერ ნაცემი და წამებული. მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი - ჩვენი ურჯულოების გამო.....და უფალმა მას დააკისრა, ყველა ჩვენგანის ურჯულოება". ესაიას 53-ში ნათქვამია რომ იესომ იტვირთა მთელი წუთისოფლის ურჯულოებანი და დანაშაულებანი.
ახალ აღთქმაში, ეფესელთა 1:4-ში, წერია: ”როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში სამყაროს შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვიყოთ მის წინაშე სიყვარულით.” ეს მონაკვეთი გვეუბნება რომ მან ჩვენ მასში სამყაროს შექმნამდე ამოგვარჩია. ვიდრე სამყარო შეიქმნებოდა, ღმერთმა გადაწყვიტა ქრისტეში შევექმენით თავის ხალხად, უბიწოებად და მართლებად. რაც არ უნდა გვეფიქრა ადრე, ახლა უნდა ვირწმუნოთ და დავემორჩილოთ ღვთის სიტყვას, წყლის, სისხლის და სულის სიტყვას.
ღმერთმა გვითხრა რომ მისმა კრავმა, იესო ქრისტემ, აიღო სამყაროს ცოდვები და გამოისყიდა მთელი კაცობრიობა. ებრაელთა 10-ში წერია: ”რჯული, რომელსაც აქვს მომავალ სიკეთეთა აჩრდილი და არა თვით საგანთა ხატება, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები.”(ებრაელთა 10:1).
აქ ნათქვამია, რომ ერთ და იგივე მსხვერპლშეწირვებს, რომელსაც ისინი ყოველწლიურად სთავაზობდნენ, ვერასოდეს შეეძლოთ ადამიანთა სრულყოფა. რჯული არის მომავალი სიკეთეების აჩრდილი და არა თვით მოვლენათა პირველსახე. იესო ქრისტემ, მესიამ, რომელიც უნდა მოსულიყო, ერთხელ და სამუდამოდ სრულგვყო ჩვენ (ისევე, როგორც ისრაელის ყოველწლიური ცოდვები ერთიანად გამოისყიდებოდა) მისი ნათლობით და ჯვარცმით, ყველა ჩვენი ცოდვის გამოსასყიდად.
ამიტომ, იესომ თქვა ებრაელთა 10-ში, "მაშინ დასძინა: „აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო.“ – ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე. ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. და ყოველი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და მრავალგზის სწირავს იმავე მსხვერპლს, რომელსაც არასოდეს არ ძალუძს ცოდვების გაუქმება. მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღმერთის მარჯვნივ. და მას მერე ელის, სანამ მისი მტრები მის ფეხთა კვარცხლბეკად იქცევიან. რადგან მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი. წმიდა სულიც გვიმოწმებს ჩვენ, რადგან ამ ნათქვამის შემდეგ: „აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ მათ იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი, მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებში და ჩავწერ მათს გონებაში, და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებსა და მათ ურჯულოებას.“ხოლო სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის მათთვის შესაწირავი” (ებრაელთა 10:9-18).
ჩვენ გვჯერა რომ იესომ თავისი ნათლობით და ჯვრის სისხლით გვიხსნა სამყაროს ყველა ცოდვისგან
წყლისა და სულისგან ხელახლა შობის ხსნა, რომელიც ჩვენს გულებსა და გონებაშია ამოტვიფრული
იმიტომ ვართ მართლები რომ აღარ ვცოდავთ?
არა. ჩვენ მართლები ვართ იმის გამო იესომ ყველა ცოდვა მოგვაშორა, და ჩვენ გვწამს მისი.
ყველას გწამთ მისი სრულყოფილი ხსნის? —ამინ!— ემორჩილებით რწმენით ღმერთის სიტყვებს რომ იესო ქრისტე მოინათლა და ჯვარზე ჩვენს გადასარჩენად oსისხლი დაღვარა? ხელახლა შობა თუ გვსურს, მისი სიტყვის უნდა გვწამდეს. გადარჩენა მაშინ შეგვიძლია როდესაც გვწამს რომ იესო ქრისტემ, მიტევების სახარებით, ყველა ჩვენი ცოდვა გააუქმა, წუთისოფლის ცოდვებთან ერთად.
ჩვენ ვერასდროს გავხდებით უცოდველი ღვთის რჯულის შესრულებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ სრულყოფილნი მისი საქმისადმი რწმენით. იესო ქრისტემ ყველა ცოდვა იორდანეში ნათლობით წაიღო, ჩვენს გამო მიიღო განაჩენი და ყველა ჩვენი ცოდვებისთვის ჯვარზე დაისაჯა. ამ სახარების გულითადი რწმენით ჩვენ შეგვიძლია ყველა ჩვენი ცოდვებისგან გამოსყიდვა და გამართლება. გჯერათ ამისი?
იესოს ნათლობა, მისი ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა მოხდა კაცობრიობის ყველა ცოდვის მიტევების და ხსნის რჯულის შესასრულებლად, ღმერთის უსაზღვრო და უპირობო სიყვარულის საფუძველზე. ღმერთს ვუყვარვართ ისეთები როგორებიც ვართ და ის არის სამართლიანი, ამიტომ პირველ რიგში მან ჩვენ მართლებად გაგვხადა. მან გაგვამართლა იესოზე ყველა ჩვენი ცოდვების ნათლისღებით გადატანით.
ჩვენი ცოდვების წარსახოცად, მან ჩვენთვის ამქვეყნად თავისი მხოლოდშობილი ძე, იესო გამოგზავნა. მან იესოს ნება დართო რომ ნათლობის საშუალებით წარეხოცა მსოფლიოს ყველა ცოდვა და შემდეგ თავის ძეს ყველა ჩვენი ცოდვის გამო განაჩენი გამოუტანა. მან ჩვენ თავისი მართალი შვილები გაგვხადა წყლისა და სისხლის ხსნის მეშვეობით, რომელიცაა ღმერთის "აღაპე" სიყვარული.
ებრაელთა 10:16-ში წერია: ”მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებში და ჩავწერ მათს გონებაში.”
ჩვენს გულში და გონებაში ცოდვილები ვართ ღმერთის წინაშე თუ მართლები? თუ ღვთის სიტყვის რწმენა გვაქვს, მართლები ვხდებით. იესო ქრისტემ ყველა ცოდვა წაიღო და მათ გამო განიკითხა. იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი. შეიძლება იფიქროთ: „ვინაიდან ყოველდღე ვცოდავთ, როგორ შეგვიძლია ვიყოთ მართლები? ჩვენ ნამდვილად ცოდვილები ვართ”. მაგრამ როდესაც გვწამს ღვთის სიტყვის ისეთივე მორჩილებით რომლითაც ქრისტე იესო მამას ემორჩილებოდა, ჩვენ მართლები ვხდებით.
რა თქმა უნდა, როგორც ადრე ვთქვი, სანამ ხელახლა ვიშვებოდით, გულში ცოდვა გვქონდა. მას შემდეგ რაც ჩვენს გულებში ცოდვების მიტევების სახარება მივიღეთ, ჩვენ ყველა ცოდვისგან გადავრჩით. როცა სახარება არ ვიცოდით, ვიყავით ცოდვილები. მაგრამ ჩვენ გავმართლდით როცა იესოს ხსნის რწმენა დავიწყეთ და ღვთის მართალი შვილები გავხდით. ეს არის სწორედ ის გამართლების რწმენა, რომელზეც პავლე მოციქულმა ისაუბრა. მიტევების სახარების რწმენამ ჩვენ მართლები გაგვხადა.
არც პავლე მოციქული, არც აბრაამი და არც რწმენის წინაპრები არ გამხდარან მართლები თავიანთი საქმეებით, არამედ ღვთის სიტყვის რწმენით, ცოდვების მიტევების მისი კურთხევის სიტყვებით.
ებრაელთა 10:18-ში ნათქვამია, ”ხოლო სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის მათთვის შესაწირავი” (ებრ.10:9-18). როგორც წერია, ღმერთმა გვიხსნა რათა ჩვენი ცოდვების გამო არ მომკვდარიყავით. გჯერათ ამის? —ამინ–
ფილიპელთა 2-ში სწერია, "თქვენშიაც იმ საფიქრალზე იფიქრეთ, რაც ქრისტე იესოშია. რომელიც ღვთის ხატება იყო და, მიტაცებად არ თვლიდა ღვთის თანასწორად ყოფნას, არამედ წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი. რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და ქვესკნელელმა, ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად" (ფილიპელთა 2:5-11).
იესო ქრისტე, რომელიცაა მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი (ებრაელთა 1:3), საკუთარი რეპუტაციისთვის არ იღწვოდა. ამის მაგივრად, მან მსახურის ფორმა მიიღო და კაცის მსგავსებაში მოვიდა. მან თავი დაიმდაბლა და სიკვდილამდე მორჩილი გახდა რათა გადავერჩინეთ.
ამიტომ, ჩვენ ვადიდებთ იესოს: „ის არის ჩვენი ღმერთი, მხსნელი და მეფე“. მიზეზი რის გამოც ვადიდებთ ღმერთს და იესოს არის ის რომ იესო ბოლომდე დაემორჩილა მამის ნებას. ის რომ მას არ დამორჩილებოდა, ჩვენ ახლა ვერ განვადიდებდით ღვთის ძეს. მაგრამ ვინაიდან ღვთის ძე სიკვდილამდე დაემორჩილა მამის ნებას, მთელი ქმნილება და დედამიწაზე მყოფი ყველა ადამიანი განადიდებს მას და ამას სამუდამოდ გააკეთებს.
იესო ქრისტე გახდა ღვთის კრავი, რომელმაც მოგვაშორა ქვეყნიერების ცოდვები და დაწერილის თანახმად, მან ისინი თავისი ნათლობით გაანადგურა. დაახლოებით 2000 წელია გასული მას შემდეგ რაც მან სამყაროს ცოდვები წაიღო. თქვენი და ჩემი ცოდვებიც, ვინაიდან ამქვეყნად ჩვენი დაბადების დღიდან ვცხოვრობთ, ასევე სამყაროს ცოდვებშია შესული.
ხვალ თუ შევცოდავთ ისევ ცოდვილები გავხდებით?
არა, რადგანაც იესომ წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა - წარსული, აწმყო, და მომავალი.
პირვანდელი ცოდვის საკუთარი ცხოვრების განმავლობაში ჩადენილი ცოდვებისგან გამოყოფის გარეშე, ჩვენ დაბადების დღიდანვე ვცოდავთ. ასე არაა? - დიახ, ასეა.
იესომ იცოდა, რომ დაბადების დღიდანვე და სიკვდილის დღემდე შევცოდავდით, ამიტომ მან ყველა ჩვენი ცოდვა წინასწარ წაიღო. ხედავთ ახლა? 70 წლამდე თუ ვიცხოვრეთ, ჩვენი ცოდვები ასზე მეტ სატვირთო მანქანას აავსებს. მაგრამ იესომ თავისი ნათლობით ერთხელ და სამუდამოდ მოგვაშორა ყველა ცოდვები და თავისი სხეულით ისინი ჯვარზე აზიდა.
იესოს მხოლოდ პირვანდელი ცოდვა რომ წაეღო, ყველანი დავიღუპებოდით და ჯოჯოხეთში მოვხვდებოდით. მაშინაც კი, თუ ვიფიქრეთ რომ მას არ შეეძლო ყველა ცოდვის წაღება, ეს ვერასდროს შეცვლის იმ ფაქტს რომ იესომ ყველა ჩვენი ცოდვა გააქრო.
რამდენი ცოდვის ჩადენა შეგვიძლია ამქვეყნად? ჩვენს მიერ ჩადენილი ყველა ცოდვა სამყაროს ცოდვებში შედის.
როდესაც იესომ უთხრა იოანეს რომ მოენათლა იგი, ის სწორედ ამას გულისხმობდა. იესომ თავად დაადასტურა რომ მან ყველა ცოდვა მოგვაცილა. ღმერთმა იესოს წინაშე თავისი მსახური გამოგზავნა და მოანათლებინა იგი. იოანეს, კაცობრიობის წარმომადგენლის მიერ მონათვლისას იესომ, მის წინაშე თავის დახრით და ნათლის მიღებით, კაცობრიობის ყველა ცოდვა წაიღო.
ყველა ჩვენი ცოდვა 20-დან 30 წლამდე, 30-დან 40 წლამდე და ა.შ. ჩვენი შვილების ცოდვებიც კი, შეტანილია სამყაროს ცოდვებში, რომლებიც იესომ თავისი ნათლობით მოსპო.
ვინ გაბედავს იმის თქმას რომ ამქვეყნად კიდევ ცოდვაა დარჩენილი? იესო ქრისტემ ამოშალა ქვეყნიერების ყველა ცოდვა და ყველას შეგვიძლია ხსნის მიღება, როდესაც გულით, ეჭვის გარეშე გვწამს იმისი რაც მან ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად გააკეთა: მისი ნათლობა და მის მიერ დაღვრილი ძვირფასი სისხლი.
ადამიანთა უმეტესობა საკუთარ აზრებში გახვეული მშფოთვარე ცხოვრებას ატარებს და საკუთარ თავზე ისე საუბრობს, თითქოს მათ ცხოვრებას უაღრესი მნიშვნელობა ჰქონდეს. მაგრამ ბევრია, ვისაც მეტად უპრო მძიმე ცხოვრება აქვს გავლილი. ბევრ ადამიანს საკმაოდ მღელვარე ცხოვრება აქვს. მეც ასეთი ცხოვრებით ვცხოვრობდი სანამ ხელახლა ვიშვებოდი. როგორ შეიძლება რომ ვერ გაიგოთ ან არ მიიღოთ იესოს ნათლობის და მისი სისხლის სახარება?
ცოდვილთა ხსნა დასრულებულია
რატომ დაბანა იესომ პეტრეს ფეხები?
რადგან მას სურდა რომ პეტრეს მტკიცე რწმენა ჰქონოდა იმ ფაქტისა რომ მან თავისი ნათლობით უკვე ყველა მისი მომავალი ცოდვაც ამოშალა.
წავიკითხოთ იოანეს 19. „თავcდ მოიკიდა ჯვარი და გავიდა თხემის ადგილზე, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ჰქვია, სადაც ჯვარს აცვეს იგი, მასთან ერთად, აქეთ-იქით, ორი სხვა, შუაში კი - იესო. პილატემ წარწერაც გააკეთებინა ფიცარზე და ჯვარს მიამაგრა. ეწერა: “იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე”. ბევრი იუდეველი კითხულობდა ამ წარწერას, რადგან იესოს ჯვარცმის ადგილი ახლოს იყო ქალაქთან და დაწერილი იყო ებრაულად, რომაულად და ბერძნულად.“ (იოანე 19: 17-20).
ძვირფასო მეგობრებო, იესო ქრისტემ იტვირთა წუთისოფლის ყველა ცოდვა და პილატეს კარზე ჯვარცმის განაჩენი მიიღო. ახლა მოდით ერთად დაუფიქრდეთ ამ სურათს.
28–ე მუხლიდან: „ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი წერილის აღსასრულებლად, თქვა: “მწყურია!”. იქ ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი წამოაცვეს უსუპს და პირთან მიუტანეს. როცა მიიღო ძმარი იესომ, თქვა: “აღსრულდა!” და მიიდრიკა თავი და სული განუტევა.“(იოანე 19:28-30)
იესომ თქვა: „აღსრულდა!“ რის შემდეგ ჯვარზე სული განუტევა. სამი დღის შემდეგ იგი მკვდრეთით აღდგა და ზეცად ამაღლდა.
იოანე ნათლისმცემლის მიერ იესოს მონათვლა და მისი ჯვარზე სიკვდილი ერთმანეთს არსებითად უკავშირდება; ერთის მეორის გარეშე არსებობას არანაირი აზრი არა აქვს. ამიტომ, ვადიდოთ უფალი იესო იმისთვის რომ მან გვიხსნა ჩვენ თავისი მიტევების სახარებით.
ადამიანის ხორცი მუდამ ხორცის მოთხოვნილებებს მისდევს, ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია ხორცით რომ არ ვცოდოთ. ჩვენი ხორციელი ცოდვებისგან გადასარჩენად იესო ქრისტემ თავისი ნათლობა და სისხლი მოგვცა. მან ჩვენი ხორცის ცოდვებისგან თავისი სახარებით გვიხსნა.
მათ, ვისაც ცოდვების სრული მიტევება აქვთ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ცათა სასუფეველში შესვლა იესოს რწმენით, რომელიც დაიბადა ბეთლემში, მოინათლა იორდანეში, სიცოცხლე გაიღო ჯვარზე და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა. ჩვენ ვაქებთ უფალს და მუდამ ვადიდებთ მის სახელს.
იოანეს ბოლო თავში იესო თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გალილეაში მივიდა. იგი მივიდა პეტრესთან და უთხრა: "სიმონ იოანესო, ამათზე მეტად გიყვარვარ?” ეუბნება მას: “დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.” ეუბნება მას: “აძოვე ჩემი კრავები.”
პეტრე მიხვდა ყველაფერს, იესოს ნათლობის სახარებას და მის სისხლს, ცოდვების მიტევებას. ახლა, ირწმუნა რა წყლისა და სისხლის სახარება, რომელმაც ყველა მისი ცოდვების მიტევება უბოძა და გააცნობიერა რა, თუ რატომ დაბანა მას იესომ ფეხები, პეტრეს რწმენა კიდევ უფრო ძლიერი გახდა.
მოდით კიდევ ერთხელ წავიკითხოთ იოანეს 21:15. ”რომ ისაუზმეს, იესო ეუბნება სიმონ-პეტრეს: “სიმონ იოანესო, ამათზე მეტად გიყვარვარ?” ეუბნება მას: “დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.” ეუბნება მას: “აძოვე ჩემი კრავები”. იესომ იცოდა რომ პეტრესთვის თავისი კრავების მინდობა შეეძლო, რადგანაც პეტრე იყო მოწაფე, რომელმაც სრულყოფილი ხსნა მიიღო და ღმერთის მართალი და სრულყოფილი მსახური გახდა.
პეტრე ყოველდღიური ცოდვების გამო კვლავ ცოდვილი რომ გამხდარიყო, იესო მას ცოდვების გამოსყიდვის სახარების ქადაგებას არ დაავალებდა, რადგან პეტრე, სხვა მოწაფეებთან ერთად, ვერ შეძლებდა ყოველდღირუი ხორციელი ცოდვებისთვის თავის არიდებას. მაგრამ იესომ უთხრა მოწაფეებს რომ ექადაგად სახარება რომელმაც ყველა მათი ცოდვა გააქრო ვინაიდან ირწმუნეს იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის, ცოდვების გამოსყიდვის სახარება.
"უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ"
ისევ "ცოდვილი" ხდებით ყოველ შეცოდებისას?
არა. იესომ მდინარე იორდანეში უკვე ყველა ჩემი მომავალი ცოდვა წაიღო.
მოდით დავუფიქრდეთ იესოს მიერ პეტრესთვის თქმულ სიტყვებს. ”სიმონ, იოანესო, ამათზე მეტად გიყვარვარ?” „დიახ, უფალო. შენ იცი რომ მიყვარხარ." მისი სიყვარულის აღიარება, რომელიც ყველა ცოდვის გამოსყიდვის სახარების რწმენით იყო შობილი, იყო ჭეშმარიტი.
იესოს პეტრესთვის და სხვა მოწაფეებისთვის ფერხთა დაბანის მეშვეობით ცოდვათა მიტევების სახარება რომ არ ესწავლებინა, ისინი ვერ შეძლებდნენ თავიანთი სიყვარულის ამგვარ აღიარებას.
ამის ნაცვლად, იესოს შეკითხვაზე, "ამათზე მეტად გიყვარვარ?" პეტრე მიუგებდა: ”უფალო, მე მხოლოდ არასრულყოფილიი ადამიანი ვარ. მე ცოდვილი ვარ, ვინც წუთისოფლის საგნებზე მეტად ვერასდროს შეგიყვარებს. გთხოვ, ნუღა მეკითხები ამას”. და შემდეგ ის გაიქცეოდა და იესოსგან დამალვას ეცდებოდა.
მაგრამ მოდით დავფიქრდეთ პეტრეს პასუხზე. იგი იყო ნაკურთხი ცოდვების მიტევების სახარებით, იესოს ნათლობისა და მისი სისხლის სახარებით, რომელმაც კაცობრიობა იხსნა.
ამიტომ, პეტრემ შეძლო თქმა: ”დიახ, უფალო. შენ იცი, რომ მიყვარხარ." სიყვარულის ეს აღიარება მისი იესოს მიტევების სახარებისადმი რწმენამ წარმოშვა. პეტრეს სწამდა ცოდვების მიტევების ჭეშმარიტი სახარების, რომლის მეშვეობით იესომ ქვეყნიერების ყველა ცოდვა წაიღო. ეს ასევე მოიცავდა მომავლის ყველა ცოდვას, რომლებსაც ადამიანები მათი ხორციელი ნაკლოვანებებისა და სისუსტეების გამო ჩაიდენდნენ.
პეტრეს მტკიცედ სწამდა ცოდვების მიტევების სახარების და ვინაიდან მას ასევე სწამდა რომ იესო იყო ღვთის კრავი, მას შეეძლო უყოყმანოდ გაეცა უფლისთვის ასეთი პასუხი. იესოს ხსნა ცოდვების მიტევების სახარებით მოვიდა და ამრიგად, პეტრემ ასევე ყველა მისი ყოველდღიური ცოდვისგანაც ხსნა მიიღო. პეტრეს სჯეროდა სახარების მიერ ყველა ცოდვის მიტევების ხსნისა.
ხართ თუ არა თქვენც პეტრეს მსგავსი? შეგიძლიათ გიყვარდეთ და ენდობოდეთ იესოს, რომელმაც ყველა ჩვენი ცოდვა წაშალა თავისი მიტევების, თავისი ნათლობის და სისხლის სახარებით? როგორ შეიძლება არ გწამდეთ და არ გიყვარდეთ იგი? სხვანაირად შეუძლებელია.
იესოს მხოლოდ წარსულის ან აწმყოს ცოდვები რომ წაეღო და მომავლის ცოდვები დაეტოვებინა, ჩვენ ვეღარ განვადიდებდით მას ისე როგორც ამჟამად ვადიდებთ. ამას გარდა, ჩვენ ყველანი აუცილებლად ჯოჯოხეთში მოვხვდებოდით. ამიტომ, ყველამ უნდა ვაღიაროთ რომ ცოდვების მიტევების სახარების რწმენამ გადაგვარჩინა.
ხორცი ყოველთვის ცოდვისკენაა მიდრეკილი, რის გამოც ჩვენ განუწყვეტლივ ვცოდავთ. ამიტომ უნდა ვაღიაროთ, რომ იესოს მიერ მოცემულმა ცოდვების უხვი გამოსყიდვის სახარების, ნათლობისა და სისხლის სახარების რწმენამ, ჩვენ ყველა გვიხსნა.
ჩვენ რომ არ გვეწამა ცოდვების გამოსყიდვის სახარების, რომელიცაა იესოს ნათლობა და სისხლი, ვერც ერთი მორწმუნე ვერ მიიღებდა თავისი ცხოვრების განმავლობაში ჩადენილი ცოდვებისგან ხსნას. გარდა ამისა, ჩვენი ცხოვრებისეული ცოდვების გამოსყიდვა მარტო ყოველ ჯერზე აღსარებით და მონანიებით რომ ყოფილიყო შესაძლებელი, ჩვენ ასეთ ტვირთს ვერ ავიტანდით და გულში ყოველთვის ცოდვა დაგვრჩებოდა.
ეს რომ ასე ყოფილიყო, ჩვენ ისევ ცოდვილ მდგომარეობას დავუბრუნდებოდით და იესოს ვერც შევიყვარებდით და ვერც დავუახლოვდებოდით უფალს. ამასთანავე, ჩვენ ასევე ვერ შევძლებდით იესოს ხსნის რწმენას და ჩვენი სიცოცხლის ბოლომდე მისთვის მიყოლას.
იესომ მოგვცა ცოდვების მიტევების სახარება და გადაარჩინა ისინი ვინც ის ირწმუნა. ის გახდა სრულყოფილი მაცხოვარი და ჩამოგვბანა ჩვენი ყოველდღიური ცოდვები, რათა იგი ჭეშმარიტად შეგვეყვარა.
ჩვენ, მორწმუნეებს, არ შეგვიძლია არ გვიყვარდეს იესოს ნათლობის და სისხლის სახარება, ჩვენი ცოდვების მიტევება. ყველა მორწმუნეს შეუძლია სამუდამოდ შეიყვაროს იესო და მის მიერ მოცემული ცოდვების მიტევების სახარება და ამ ხსნის სიყვარულის ტყვე გახდეს.
საყვარელნო! იესოს მცირედი ცოდვაც კი რომ დაეტოვებინა, თქვენ ვერ ირწმუნებდით მას და ვერც ცოდვების მიტევების სახარების მოწმე გახდებოდით. თქვენ ვერ შეძლებდით ღვთის მსახურად შრომას.
მაგრამ, თუ გწამთ ცოდვების მიტევების სახარების, თქვენ ყველა თქვენი ცოდვისგან გადარჩენა შეგიძლიათ. ის საშუალებას გაძლევთ თავი იხსნათ ყველა ცოდვისგან, როდესაც აცნობიერებთ იესოს სიტყვაში ჩაწერილ შენდობის ჭეშმარიტ სახარებას.
”ამათზე მეტად გიყვარვარ?”
რამ შეგვაყვარა იესო ყველაფერზე ურო მეტად?
მისი ნათლობის ჩვენდამი სიყვარულმა, რომელმაც გაგვბანა ყველა ცოდვისგან, ყველა მომავალი ცოდვის ჩათვლით
ღმერთმა თავისი კრავები მიანდო თავის მსახურებს, რომლებსაც ცოდვების მიტევების სახარების სწამდათ. იესომ სამჯერ ჰკითხა პეტრეს: „სიმონ, იოანესო, ამათზე მეტად გიყვარვარ?“ პეტრემ ყოველ ჯერზე უპასუხა: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ“. მოდით ვიფიქროთ პეტრეს პასუხზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს იყო არა უბრალოდ მისი ნების გამოხატულება, არამედ მისი ცოდვების მიტევების სახარებისადმი რწმენა.
როდესაც ჩვენ ვინმე გვიყვარს და ეს სიყვარული მარტო ჩვენს ნება-სურვილს ემყარება, ის შეიძლება დაიმსხვრას როდესაც ვსუსტდებით. მაგრამ თუ ეს სიყვარული ღვთის სიყვარულის ძალაზეა დაფუძნებული, ის სამუდამოდ გასტანს. ღმერთის სიყვარული, კერძოდ, ყველა ჩვენი ცოდვების უხვი გამოსყიდვა, იესოს ნათლობის, წყლის და სულის ხსნა, სწორედ ასეთია.
ცოდვების მიტევების სახარებისადმი ჩვენი რწმენა უნდა გახდეს ჩვენი უფლისთვის სიყვარულის და შრომის საფუძველი. ის რომ მხოლოდ ჩვენი ნებით შეგვეყვარა, ხვალევე წავბორძიკდებოდით და ჩვენი უსჯულოებების გამო ჩვენივე თავის სიძულვილით დავასრულებდით. მაგრამ იესომ ყველა ჩვენი ცოდვა ჩამოგვრეცხა: პირვანდელი ცოდვა, წარსულის ყოველდღიური ცოდვები, დღევანდელი და ხვალინდელი ცოდვები და მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ყველა ჩადენილი ცოდვა. მას თავის ხსნაში არავინ არ გამორჩენია.
ეს ყველაფერი სიმართლეა. ჩვენი სიყვარული და რწმენა ჩვენს ნებასა და გადაწყვეტილებებზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ჩვენ უმალვე რწმენის მარცხს განვიცდიდით. მაგრამ იმის გამო რომ ჩვენი სიყვარული და რწმენა დამოკიდებულია იესოს მიერ მოცემულ გამოსყიდვის სახარებაზე, ჩვენ უკვე ღვთის შვილები, მართლები ვართ. ვინაიდან ჩვენ წყლისა და სულის ხსნის გვწამს, ცოდვის გარეშე ვართ.
იმის გამო რომ ჩვენი ხსნა მოხდა არა ჩვენში არსებული ღვთისმოსაობის, არამედ ღვთის სიყვარულისა და ჩვენი ცოდვების მიტევების ჭეშმარიტი ხსნის რჯულის მიერ, ჩვენ მართლები ვართ, რაოდენ არასრულყოფილები და სუსტები არ უნდა ვიყოთ ცხოვრებაში. ჩვენ შევალთ ცათა სასუფეველში და ღმერთს მთელი მარადიულობის განმავლობაში განვადიდებთ. გწამთ ამის?
1 იოანე 4:10-ში ნათქვამია: ”ამაში გამოჩნდა სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამოსასყიდ მსხვერპლად.” იესომ წყლითა და სულით გვიხსნა, ამიტომ უნდა გვწამდეს მიტევების, იესოს ნათლობისა და მისი სისხლის სახარების.
ღმერთს ცოდვების მიტევების სახარებით რომ არ გადავერჩინეთ, ჩვენ ხსნას ვერ მივიღებდით, რაოდენ მხურვალედაც არ უნდა გვეწამა მისი. მაგრამ იესომ ჩამოგვრეცხა ყველა ცოდვა რომელსაც ჩვენს გულში და ჩვენს ხორცში ვიდენთ.
იმისათვის რომ გავხდეთ მართლები, დარწმუნებული უნდა ვიყოთ ჩვენს ხსნაში, წყლისა და სულის სიტყვის, გამოსყიდვის სახარების რწმენით. წუთისოფლის ყველა ცოდვის მიტევების სახარება შედგება იესოს ნათლობასა და მისი სისხლისგან. მიტევების სახარება არის ნამდვილი რწმენის შინაარსი, ხსნის ჭეშმარიტი საფუძველი და ღვთის სასუფეველში შესვლის გასაღები.
ჩვენ უნდა უკუვაგდოთ ჩვენს ნებასურვილზე დამყარებული რწმენა
საიდან მოდის წეშმარიტი რწმენა?
ის მოდის უფლის სიყვარულიდან, რომელმაც უკვე ჩამორეცხა ყველა ჩვენი მომავალი ცოდვა.
საკუთარი ნებით გამოწვეული რწმენა ან სიყვარული არც ჭეშმარიტი სიყვარულია და არც ჭეშმარიტი რწმენა. ამქვეყნად ბევრია ვინც ჯერ თავისი კეთილი ნებით იჯერებს იესოს, შემდეგ კი საერთოდ უარს ამბობს თავის რწმენაზე მათ გულში ცოდვის აგონიის გამო.
მაგრამ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რომ იესომ ჩამორეცხა სამყაროს ყველა ცოდვა: არა მხოლოდ უმნიშვნელო შეცდომები, არამედ დიდი ცოდვებიც, რომლებიც უმეცრებით ხდება.
იოანეს 13-ში, იმისათვის, რომ ესწავლებინა თავის მოწაფეებისთვის, თუ როგორ იყო მისი ხსნა ყოვლისმომცველი და სამარადისოდ ეფექტური, იესომ თავის ჯვარცმამდე მოწაფეები ოთახში შეკრიბა. მათთან ერთად სერობისას ის წამოდგა და მოწაფეებს ფეხები დაბანა, რათა მათ გულებში უხვი გადარჩენის ჭეშმარიტება ამოეტვიფრა. ყველამ უნდა ვიცოდეთ და გვწამდეს მიტევების სახარება, რომელიც იესომ მოწაფეებს ფერხთა დაბანის მეშვეობით ასწავლა.
პეტრემ თავიდან მტკიცე უარი თქვა იესოს მიერ მისთვის ფეხის დაბანის უფლებაზე. "არასოდეს დამბან ფეხებს!" და ეს იყო მისი პირადი ნებით შობილი რწმენის გამოხატულება. მაგრამ იესომ უპასუხა: ”რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ ხვდები, მერე კი გაიგებ".
ახლა, წყლისა და სულის სახარების მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია ბიბლიური სიტყვების გაგება, რომელთა გააზრების უნარი ადრე არ გაგვაჩნდა. ეს არის ჭეშმარიტების სიტყვა, წყლისა და სულის სახარება, ცოდვათა მიტევება, რომელიც საშუალებას აძლევს ცოდვილს გახდეს მართალი მისი გულითადი რწმენით.
პეტრე სხვა მოწაფეებთან ერთად სათევზაოდ იყო გასული, ისევე როგორც ამას ადრე იესოს შეხვედრამდე აკეთებდა. შემდეგ, მათ წინაშე იესო გამოჩნდა და მოუწოდა. იესომ მათ საუზმე მოუმზადა და საუზმის დროს პეტრე მიხვდა, თუ რას ნიშნავდა იესოს მიერ მანამდე თქმული სიტყვები: ”რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ ხვდები, მერე კი გაიგებ”. პეტრე საბოლოოდ მიხვდა თუ რას გულისხმობდა ადრე იესო ფეხების დაბანაში.
„უფალმა ყველა ჩემი ცოდვისგან განმბანა. ყველა ცოდვისგან, რომელსაც ჩემი სისუსტის გამო ვიდენ, მათ შორის ყველა ცოდვისგან, რომელსაც მომავალში ჩავიდენ. ” პეტრემ უკუაგდო საკუთარი ნებით და გადაწყვეტილებით მიღებული რწმენა და დაიწყო იესოს ნათლობასა და სისხლზე, ცოდვების მიტევების სახარებაზე მტკიცედ დგომა.
საუზმის შემდეგ იესომ ჰკითხა პეტრეს: „ამათზე მეტად გიყვარვარ?“ ამჟამად, იესოს სიყვარულის რწმენით გაძლიერებულმა, პეტრემ აღიარა: „დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ." პეტრეს უკვე შეეძლო ასეთი პასუხის გაცემა, რადგან მიხვდა თუ რას გულისხმობდა იესო, როცა თქვა: ”მერე კი გაიგებ". მან შეძლო თავისი ჭეშმარიტი რწმენის, იესოს ნათლობისა და სისხლის, ცოდვების მიტევების სახარების რწმენის აღიარება.
ამის შემდეგ, იგი გახდა ღვთის ჭეშმარიტი მსახური
ამ გამოცდილების შემდეგ, პეტრემ და სხვა მოწაფეებმა თავის სიცოცხლის ბოლომდე იქადაგეს სახარება. პავლეც კი, რომელიც უმოწყალოდ დევნიდა ქრისტიანებს, რომის იმპერიის იმ მძიმე დღეებში სახარების მოწმე გახდა.
როგორ შეგიძლიათ ღვთის ჭეშმარიტი მსახური გახდეთ?
ყველა თქვენი ცოდვების მისი მარადიული გამოსყიდვის რწმენით
იესოს თორმეტ მოწაფეთაგან იუდა იყო ის რომელმაც იესო გაყიდა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო. მისი ადგილი მოციქულმა პავლემ დაიკავა. მოწაფეებმა ერთმანეთში მოციქული მათიასი აირჩიეს, მაგრამ სწორედ პავლე იყო ის ვინც ღმერთმა აირჩია, ამიტომ პავლე იესოს მოციქული გახდა და სხვა მოწაფეებთან ერთად ცოდვების მიტევების სახარებას ქადაგებდა.
იესოს მოწაფეების უმეტესობა მოწამეობრივად გარდაიცვალა. მაშინაც კი, როდესაც მათ სიკვდილით ემუქრებოდნენ, ისინი არ უარყოფდნენ თავიანთ რწმენას და განაგრძობდნენ პირვანდელი სახარების ქადაგებას.
მათ შეიძლება ასე ექადაგად: ”იესო ქრისტემ თავისი ნათლობით და სისხლით, ანუ ცოდვების მიტევების სახარებით, თქვენი ხორცის ყველა ცოდვა ამოშალა. იესომ იორდანეში მონათვლით ყველა თქვენი ცოდვა წაიღო და თქვენს ნაცვლად ჯვარზე განისაჯა. ირწმუნეთ იესოს ნათლობის და ჯვარზე მისი სისხლის სახარება და გადარჩით. ”
ორიგინალური სახარების გაგონებამ და მისმა რწმენამ მართლაც მრავალი ადამიანი გადაარჩინა. ეს იყო რწმენის ძალა იესოს ნათლობის, მისი სისხლის და სულის სახარებაში.
მოწაფეები ქადაგებდნენ წყლისა და სულის სახარებას და ამბობდნენ: ”იესო არის ღმერთი და მაცხოვარი”. სწორედ იმის გამო რომ მათ წყლისა და სულის სახარების შესახებ დაამოწმეს, ახლა თქვენ და მე შეგვიძლია იესოს ნათლობის და სისხლის სახარების, როგორც ჩვენი ხსნის მოსმენა და გაგება, და ცოდვისგან თავის დაღწევა. ღმერთის უსასრულო სიყვარულის და იესოს სრულყოფილი ხსნის გამო, ჩვენ ყველანი იესოს მოწაფეები გავხდით.
ყველას გწამთ? იესომ იმდენად შეგვიყვარა, რომ მოგვცა წყლისა და სულის სახარება, ცოდვების მიტევება, და ჩვენ გავხდით იესოს მართალი მოწაფეები. მიტევების ჭეშმარიტი სახარების სწავლების მიზნით, იესომ მოწაფეებს ფეხები დაბანა.
მან ეს გააკეთა იმისთვის რომ მათთვის და ჩვენთვისაც ესწავლებინა რომ მსოფლიოს ყველა ცოდვა, მათ შორის ის ცოდვებიც, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიდენთ, მთლიანად წაიშალა, როცა იესო მოინათლა და ჯვარზე დაიცალა სისხლით. ჩვენ ვმადლობთ იესოს მისი სიყვარულისა და მიტევების სახარებისათვის.
მოწაფეების ფეხების განბანით იესომ ორი რამ გვასწავლა. პირველ რიგში, ეს მოხდა რომ მათთვის ესწავლებინა, როგორც თქვა: ”რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ ხვდებით, მერე კი გაიგებთ”, რომ ყველა ჩვენი ცოდვა მიტევების სახარებით, იესოს ნათლობის და მისი სისხლის სახარებით იყო გამქრალი.
მეორე სწავლება იყო ის რომ რადგან იესომ ცოდვილთა გადასარჩენად და მათ მართლებად გასახდომად თავი დაიმდაბლა, ჩვენ, ხელახლა შობილნი, სხვებს უნდა ვემსახუროთ მიტევების სახარების ქადაგებით. მართებულია რომ ჩვენ, ვინც პირველნი მოვედით, ვემსახუროთ მათ, ვინც შემდგომ მოვა.
ორივე მიზეზი, რომელათა გამოც იესომ პასექის დღესასწაულზე მოწაფეებს ფეხები დაბანა, სრულიად აშკარაა და კვლავ არსებობს მის ეკლესიაში.
მოწაფე ვერასოდეს იქნება თავის მასწავლებელზე უფრო დიდი. ამიტომ, ჩვენ მთელ მსოფლიოს ვუქადაგებთ სახარებას და ვემსახურებით მას, თითქოს თვით იესოს ვემსახურებოდეთ. ჩვენ, ვინც ადრე გადავრჩით, უნდა ვემსახუროთ მათ, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა. ამის სასწავლებლად იესომ მოწაფეებს ფეხები დაბანა. გარდა ამისა, მან პეტრეს ფეხების დაბანით დაგვანახა, რომ ის იყო სრულყოფილი მაცხოვარი, რათა ეშმაკს აღარასდროს მოვეტყუებინეთ.
თქვენ ყველას შეგიძლიათ გადარჩეთ ცოდვების მიტევების, წყლისა და სულის სახარების რწმენით. იესომ თავისი ნათლობით, ჯვარცმით და მკვდრეთით აღდგომით გააქრო ყველა ჩვენი ცოდვა. მხოლოდ იმას, ვისაც მისი სახარების სწამს, შეუძლია სამუდამოდ იხსნას თავი ამ სამყაროს ცოდვებისგან.
გწამდეთ სახარების, რომელმაც ყველა ჩვენი ყოველდღიური ცოდვები ამორეცხა
ჩვენ შეგვიძლია ეშმაკის ტყუილების მოკვეთა მიტევების სახარების, წყლისა და სულის სიტყვების რწმენით. ადამიანები ეშმაკის მიერ ადვილად ტყუვდებიან და ის განუწყვეტლივ ჩასჩურჩულებს მათ თავის სიცრუეებს. ვინაიდან ცხადია, რომ ადამიანთა ხორცი ამქვეყნად განუწყვეტლივ სცოდავს, როგორ შეიძლება მათი ოდეს ცოდვის გარეშე ყოფნა? ყველა ადამიანი ცოდვილია.
მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს პასუხი. "ვიცით რა რომ იესომ თავისი ნათლობით ჩვენი ხორცის ყველა ცოდვა წაიღო, როგორ შეიძლება მორწმუნეს ცოდვა ჰქონდეს? იესომ სრულად გადაიხადა ცოდვის მთელი საფასური; მაშ, ჩვენ რაღა დაგვრჩა გადასახადი?"
თუ არ გვჯერა წყლისა და სისხლის სახარების, ეშმაკის სიტყვები გონივრული ჩანს. მაგრამ, თუ სახარება ჩვენს მხარეს გვაქვს, შეგვიძლია ღვთის ჭეშმარიტებისადმი ურყევი რწმენის ქონა.
ჩვენ წყლისა და სისხლით ხელახლა შობის სახარების რწმენა უნდა ვიქონიოთ. ჭეშმარიტი სარწმუნოება არის გწამდეს იესოს ნათლობის სახარების, ჯვარზე მისი სისხლის, მისი სიკვდილის და მკვდრეთით აღდგომის.
ოდესმე გინახავთ წმინდა სავანეს მოდელის სურათი? მას მცირე კარვის ფორმა აქვს. სახლი დაყოფილია ორ ნაწილად, გარეშე ნაწილი არის წმინდა ეზო, ხოლო შიდა ნაწილი - წმიდათა წმიდა საკურთხევლი, რომელშიც მოწმობის კიდობანი მდებარეობს.
წმინდა კარვის გარე ეზოში სულ 60 სვეტია, ხოლო წმიდათა წმიდაში არის 48 დაფა. ღვთის სიტყვების მნიშვნელობის გასაგებად ჩვენ გონებაში წმინდა კარავი უნდა წარმოვიდგინოთ.
რისგან იყო კარვის ეზოს ბჭე გაკეთებული?
რისგან იყო კარვის ეზოს ბჭე გაკეთებული?
ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის და დაგრეხილი ბისონის ფარდისგან
კარვის ეზოს კარიბჭე აღწერილია გამოსვლის 27:16-ში. "და ეზოს ბჭისათვის ფარდა - ოცი წყრთა, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილებისა და დაგრეხილი ბისონისა, მქარგავის ნაკეთობით. ოთხი სვეტი და ოთხი კვარცხლბეკი.” კარვის კარიბჭეში გამოყენებული მასალა შედგებოდა ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილებისგან. ის იყო რთული და ფერადოვანი ნაქსოვი.
ღმერთმა უბრძანა მოსეს რომ კარიბჭე ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ძაფებისგან მოექსოვა, რათა ყველასთვის ადვილი ყოფილიყო შესასვლელის დანახვა. ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილით და დაგრეხილი ბისონით ნაქსოვი კარიბჭე ოთხ სვეტზე იყო ჩამოკიდებული.
ეს ოთხი მასალა განასახიერებს ღმერთის ხსნის გეგმას, რომლითაც მას უნდა გადაერჩინა ყველა ვისაც სწამდა მისი ძე, იესოს ნათლობის და სისხლის და მისი ღმერთად აღიარების რწმენით.
წმინდა კარვის ასაშენებლად გამოყენებულ თითოეულ მასალას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ის წარმოადგენს ღვთის სიტყვას და იესო ქრისტეს მეშვეობით კაცობრიობის გადარჩენის მისმიერ გეგმას.
რამდენი სახეობის მასალა იყო გამოყენებული წმინდა კარვის კარიბჭეზე? იყო გამოყენებული ოთხი სხვადასხვა მასალა; ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ძაფი და დაგრეხილი ბისონი. ეს ოთხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხელახლა შობის სახარების რწმენის განმტკიცებაში. ეს რომ მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო, ეს ინფორმაცია ასეთი დეტალებით ბიბლიაში არ ჩაიწერებოდა.
ყველა მასალის მნიშვნელობა რომელიც გამოყენებულია წმინდა კარვის კარიბჭისთვის, ძალზე საყურადღებოა ჩვენი ხსნისთვის. ამიტომ, ღმერთმა ეს ყოველივე მოსეს გამოუცხადა და უთხრა რომ ყველაფერი ზუსტად მითითების მიხედვით გაეკეთებინა.
რას ნიშნავს ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართი ღვთის სახარებაში?
რას განასახიერებს წმინდა კარვის მოწყობილობაში გამოყენებული ყველა მასალა?
იესოს ხსნას მისი ნათლობით და სისხლით
წმინდა კარვის შიგნით არსებულ ფარდაში რომელიც წმიდასა და წმიდათა წმიდის შორის იყო ჩამოკიდებული, გამოიყენებოდა ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ძაფი და ნაგრეხი ბისონი. იგივე მასალები გამოიყენებოდა მღვდელმთავრის მოსასხამებისთვის, რომელსაც წელიწადში ერთხელ წმიდათა წმიდაში შესვლა შეეძლო.
ცისფერი ნართი განასახიერებს იესოს ნათლობას. 1 პეტრეს 3:21-ში ნათქვამია: ”რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით”. პეტრემ ამ მუხლში დაამოწმა იესოს ნათლობაზე, რომლის მეშვეობითაც მან მსოფლიოს ყველა ცოდვა იტვირთა, როგორც გამოსყიდვის ხსნის ხატებაზე. ჩვენი ყველა ცოდვა იესოზე მისი ნათლობით გადავიდა. ამიტომ, ცისფერი ნართი, იესოს ნათლობა, არის ხსნის სიტყვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.
ჭიაფერი ნართი განასახიერებს იესოს სისხლს, ძოწეული ნართი კი მის ღვთიურობას - იესოს, როგორც მეფის და ღმერთის სტატუსს. ნართის სამი ფერი საჭირო იყო ჩვენი იესოსა და მისი ხსნისადმი რწმენისათვის.
ბრწყინვალე სამოსს რომელსაც მღვდელმთავარი ატარებდა, ეფოდი ეწოდა და ეფოდის ხალათიც მთლიანად ცისფერი იყო. მღვდელმთავარს თავზე ეხურა ტურბანი, რომელზეც წმინდა ოქროს ფირფიტაზე ამოტვიფრულიყო, ‘სიწმინდე უფლისა’. ფირფიტა თავსაფართან ასევე ლურჯი ძაფით იყო მიმაგრებული.
ცისფერი ნართის მიერ წარმოდგენილი ჭეშმარიტება
რას განასახიერებს ცისფერი ნართი?
იესოს ნათლობას
ბიბლიაში ცისფერი ნართის მნიშვნელობა მოვიძიე. რას ამბობს ბიბლია ცისფერზე? ჩვენ უნდა გვესმოდეს ცისფერი ნართის მნიშვნელობა ცისფერ, ძოწეულ და ჭიაფერ ნართთა შორის.
ცისფერი ნართი განასახიერებს "წყალს", ანუ იესოს ნათლობას. იესო ქრისტე მიინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ, წუთისოფლის ყველა ცოვის ასაღებად (მათე 3:15).
იესოს თავის ნათლობაში მსოფლიოს ყველა ცოდვა რომ არ წაეღო, ჩვენ ღმერთის წინაშე ვერ განვიწმინდებოდით. ამიტომ, იესო ქრისტე უნდა მოსულიყო ამქვეყნად და მონათლულიყო იოანე ნათლისმცემელთან მდინარე იორდანეში, რათა მთელი სამყაროს ცოდვა გაენადგურებინა.
მიზეზი, რის გამოც წმინდა კარვის კარიბჭეზე ცისფერი ნართი უნდა ყოფილიყო, იყო ის რომ ჩვენ ვერ განვიწმინდებოდით იესოს ნათლობის გარეშე.
ჭიაფერი ნართი განასახიერებს იესოს სისხლს, მის სიკვდილს. ძოწეული ნართი გულისხმობს იესოს ღვთაებას, ამრიგად, მის სტატუსს, როგორც "ნეტარი და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე, უფალთა უფალი" (1 ტიმოთე 6:15).
სიმართლე ისაა, რომ ჭიაფერი ნართი განასახიერებს ქრისტეს სისხლს, რომელმაც ჯვარზე სისხლი დაღვარა კაცობრიობის ცოდვის საფასურის დასაფარავად. იესო ქრისტე ამქვეყნად ხორციელად მოვიდა იმისთვის რომ თავის ნათლობაში კაცობრიობის ყველა ცოდვა აეღო და ჯვარზე თავგანწირვით მთელი ცოდვის საფასური გადაეხადა. იესოს ნათლობა და სისხლი არის მიტევების ნამდვილი სახარება, რომელიც ძველ აღთქმაში წმინდა კარვისთვის გამოყენებული ნართის ფერების საშუალებით იყო ნაწინასწარმეტყველები.
კარვის საყრდენები აკაციის ხისგან იყო გაკეთებული, ბუდეები იყო სპილენძისა, ხოლო თვით ეს ბუდეები დაფარულიყო ვერცხლის რკალებით.
ყველა ცოდვილი თავისი ცოდვების გამო განიკითხებოდა, რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია. სანამ ვინმეს ახალი სიცოცხლის მოსაპოვებლად ღმერთის კურთხევის მიღება შეეძლო, მას ძველი აღთქმის დღეებში თავისი ცოდვებისთვის მსხვერპლი უნდა მოეტანა.
ამასთან, ახალ აღთქმაში იესოს ნათლობამ, რომელიც წმინდა კარვის ცისფერი ნართით არის წარმოდგენილი, ყველა ჩვენი ცოდვა წაშალა. იესომ ჩვენი ცოდვები ჯვარზე აიტანა, მათთვის სისხლი დაღვარა და განიკითხა, და ამით გვიხსნა ყველა ვისაც გვწამს მიტევების სახარება. ის არის მეფეთა მეფე და წმინდა ღმერთი.
საყვარელო ქრისტიანებო, იესოს ნათლობა იყო იესოს ხსნა, რომელმაც გვიხსნა ყველა ჩვენი ცოდვის მოშორებით. იესო, რომელიც ღმერთია, ამ სოფლად ხორციელად მოვიდა (ძოწეული ნართი); იგი მოინათლა, რათა აეღო წუთისოფლის ყველა ცოდვა (ცისფერი ნართი); იგი ჯვარცმულ იქნა და ჯვარზე სისხლი გაიღო, ჩვენს მაგივრად განაჩენის მისაღებად (ჭიაფერი ნართი). იესოს ნათლობა უეჭველად გვასწავლის რომ იგი კაცობრიობის ნამდვილი მაცხოვარი გახდა.
ამის დანახვა ასევე შეგვიძლია იმ ფერებში, რომლებიც წმინდა კარვის კარიბჭისთვის იყო გამოყენებული.
კარიბჭის ქსოვილის ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართით და ნაგრეხი ბისონით ნაქარგი ფარდა ნათლად ღვთის ხსნის ჭეშმარიტების საჩვენებლად იყო შექმნილი. აქ ნაგრეხი ბისონი, რომილიც თეთრი ფერისაა, გვიჩვენებს რომ მან ყველანი, გამონაკლისის გარეშე გვიხსნა ცოდვებისგან. ეს აბსოლუტურად აუცილებელი იყო გამოსყიდვის ხსნისთვის.
წმინდა კარვის კარიბჭისთვის გამოყენებული იმავე მასალებიდან ვხედავთ, რომ იესო ქრისტეს მიერ ცოდვილთა ხსნა უცაბედად და დაგეგმვის გარეშე არ მომხდარა. ის ღვთის ზედმიწევნით მოცემულ დეტალურ გეგმას დაემორჩილა, მოინათლა, ჯვარცმულ იქნა და მკვდრეთით აღდგა, იმისათვის რომ კაცობრიობის ხსნა მთლიანად სისრულეში მოეყვანა. ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ძაფებით, მიტევების სახარების მასალებით, იესომ იხსნა ყველა, ვინც მისი ხსნა ირწმუნა.
ძველი აღთქმის სპილენძის საბანელი იყო ახალი აღთქმის ნათლობის აჩრდილი
რატომ იბანდნენ მღვდლები ხელებს და ფეხებს წმიდაიში შესვლის წინ?
იმიტომ რომ ისინი ღმერთის წინ ყოველგვარი ცოდვის გარეშე უნდა მდგარიყვნენ
საბანელი ასევე სპილენძისგან იყო გაკეთებული. სპილენძი განასახიერებს განაჩენს, რომელიც იესომ ჩვენთვის განიცადა. წყლის წყალსატევი განასახიერებდა სახარების სიტყვას რომელიც გვეუბნება რომ ჩვენი ყველა უკეთურება განბანილ იქნა.
ეს მაგალითი გვაჩვენებს თუ როგორ ხდებოდა ყოველდღიური ცოდვების განბანვა. მთელი კაცობრიობის ყოველდღიური ცოდვების ამოშლა იესოს ნათლობის სიტყვისადმი რწმენითაა შესაძლებელი.
ყოვლადდასაწველის სამსხვერპლო განასახიერებს განაჩენს. იესოს წყალი, რომელიც ლურჯი ან ცისფერია, არის ცოდვების გამოსყიდვის სახარება, ანუ, იოანე ნათლისმცემლის მიერ შესრულებული იესოს ნათლობა (მათე 3:15; 1 იოანე 5: 5-10). ეს არის მოწმობის სიტყვა გამოსყიდვის მეშვეობით მოცემულ ხსნის სახარების შესახებ.
1 იოანეს 5-ში წერია: ”და ეს არის ძლევა, რომელიც სძლევს ქვეყნიერებას, ჩვენი რწმენა....რადგან სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი, და ეს სამი ერთია.” ის ასევე გვეუბნება, რომ მას, ვისაც ღვთის ძის სწამს, თავის თავშივე აქვს წყლის, სისხლის და სულის მოწმობა.
ღმერთმა საშუალება მოგვცა განვწმენდილიყავით გამოსყიდვის სახარების რწმენით და შევსულიყავით წმინდა კარავში. ამიტომ, ჩვენ ახლა შეგვიძლია ვიცხოვროთ რწმენით, ვიკვებოთ ღვთის სიტყვებით, მის მიერ ვიყოთ ნაკურთხი და მართალთა ცხოვრებით ვიცხოვროთ. ღვთის ხალხად გახდომა ნიშნავს გამოსყიდვის სახარების რწმენით გადარჩენას და წმინდა კარვის შიგნით ცხოვრებას.
დღეს ბევრი ამბობს, რომ საკმარისია მხოლოდ რწმენა, წმინდა კარვის კარიბჭის ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართების მნიშვნელობაზე ფიქრის გარეშე. მაგრამ თუკი ვინმე იესოს ყოველივე ამის ცოდნის გარეშე ირწმუნებს, მისი რწმენა ჭეშმარიტი არ იქნება, რადგან მის გულში კვლავ ცოდვა იქნება დარჩენილი. ასეთ ადამიანს გულში ისევ ცოდვა ექნებოდა, გამოსყიდვის სახარების, წყლის, სისხლის და სულის სახარების მიერ ხელახლა შობის ჭეშმარიტებისადმი ურწმუნოების გამო.
ვინმესთვის რომ გეთხოვათ შეეფასებინა ადამიანი რომელსაც ის არ იცნობდა და თქვენს მოსაწონად მას რომ ეთქვა: „დიახ, მე მჯერა ამ პიროვნების. მართალია, მას არასდროს შევხვედრილვარ, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი მაინც მჯერა.” როგორ ფიქრობთ, მოგეწონებოდათ ასეთი პასუხი? შესაძლოა თქვენს შორის ვინმე ამის მსგავსად იქცეოდეს ადამიანურ საქმეებში, მაგრამ ეს არაა იმ სახის ნდობა, რომელსაც ღმერთი ჩვენგან ითხოვს.
ღმერთს სურს, რომ გვწამდეს ცისფერი (იესოს ნათლობა), ძოწეული (იესოს ღვთაება) და ჭიაფერი (იესოს სისხლი) ძაფებით წარმოდგენილი ცოდვების მიტევების, იესოს ხსნის სახარება. მანამდე ვიდრე ვირწმუნებთ იესოს, უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ გვიხსნა მან ყოველი ჩვენი ცოდვისგან.
როდესაც იესოსი გვწამს, უნდა ვიცოდეთ, როგორ მან გვიხსნა ყველა ცოდვისგან წყლის (იესოს ნათლობის), სისხლის (მისი სიკვდილი) და სულის მეშვეობით (იესოს ღვთაება).
როდესაც ამას ნამდვილად გავიგებთ, შეგვეძლება ჭეშმარიტი და სრული რწმენის განცდა. ჩვენი რწმენა არასოდეს იქნებოდა სრულყოფილი ამ ჭეშმარიტების ცოდნის გარეშე. ჭეშმარიტი რწმენა მხოლოდ იესოს ხსნის, მიტევების სახარების და კაცობრიობის ჭეშმარიტი მხსნელის მოწმობის გაგებით ხდება.
მაშ როგორია რწმენა, რომელიც იესოს აბუჩად იგდებს? მოდით ვნახოთ ეს.
რწმენა, რომელიც იესოს აბუჩად იგდებს
რა არის ყველაზე უფრო საჭირო რწმენისათვის?
იესოს ნათლობის ზუსტი ცოდნა
უნდა გესმოდეთ რომ იესოს თვითნებურად რწმენა, მის აბუჩად აგდებას უდრის. თუ ფიქრობთ: ”მიჭირს დავიჯერო, მაგრამ რადგან ის ღმერთია და ძე ღვთისა, მაინც რაღაცნაირად მისი უნდა ვიწამო”, - ასეთ შემთხვევაში იესოს აბუჩად იგდებთ. თუ ნამდვილად გსურთ ხელახლა შობა, იესოს ნათლობის და სისხლის, გამოსყიდვის სახარების უნდა გწამდეთ.
გწამდეს იესოსი, მისი გამოსყიდვის სახარების შეუცნობრად უფრო უარესია, ვიდრე საერთოდ არ გწამდეს მისი. მხოლოდ იესოს სისხლის სახარების ქადაგება, ამაოდ, ჭეშმარიტების ცოდნის გარეშე შრომას ნიშნავს.
იესოს არ სურს რომ ირგვლივ ვიაროთ და მისდამი თვითნებური რწმენა ვიქადაგოთ, ან უმიზეზოდ გვწამდეს მისი. იესოს სურს რომ ჩვენ მისი გამოსყიდვის სახარების ცოდნის საფუძველზე გვწამდეს.
როდესაც იესოსი გვწამს, უნდა ვაღიაროთ, რომ გამოსყიდვის სახარება არის იესოს ნათლობა და მისი სისხლი. როდესაც იესოსი გვწამს, უნდა გვესმოდეს მის სიტყვაში არსებული გამოსყიდვის სახარება და განსაკუთრებით გვესმოდეს თუ როგორ წარხოცა მან ყველა ჩვენი ცოდვა.
ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ თუ რას გულისხმობს წმინდა კარვის კარიბჭის ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართები. ამის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ვიქონიოთ ჭეშმარიტი რწმენა, რომელიც მარად გაგრძელდება.
ჩვენ ვერასდროს ვიშვებით ხელახლა იესოს რწმენის, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართების შემეცნების გარეშე
რას აკეთებდნენ მღვდლები წმიდაიში შესვლის წინ?
ისინი ხელფეხს იბანდნენ სპილენძის საბანელის წყლით
ჩვენმა უფალმა იესომ სრულიად გვიხნა. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვადიდოთ უფალი, როცა ვხედავთ, თუ რაოდენ დიდებული იყო მის მიერ ჩვენი ხსნა. საჭიროა წმინდა კარავს რომ დავაკვირდეთ. მან მოგვცა წმინდა კარვის ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართებით წარმოდგენილი გამოსყიდვის სახარების სიტყვა და გვიხსნა ჩვენ მათი მეშვეობით. ჩვენ ვმადლობთ და ვადიდებთ უფალს.
ცოდვილებს არ შეეძლოთ წმინდა ადგილას შესვლა სამსჯავროს შიშით. როგორ შეძლებდა ვინმე წმიდაიში შესვლას, მისი ცოდვების გამო განსჯის გარეშე? ეს იყო სრულიად გამორიცხული. ასეთი პიროვნება აკრძალულ ადგილას რომ შესულიყო, ის მანდვე და მაშინვე მოკვდებოდა. ეს მისი სრული წარწყმედა იქნებოდა. შეუძლებელი იყო ცოდვილის წმინდა ადგილას შესვლა და სიცოცხლის შენარჩუნება.
ჩვენმა უფალმა დაგვიხსნა წმინდა კარვის კარიბჭეში დამალული საიდუმლოებებით. მან გვიხსნა ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართით და თეთრი დაგრეხილი ბისონით. ამ მაგალითების მეშვეობით მან თავისი ხსნის საიდუმლო გაგვიმხილა.
მართალი არაა რომ თქვენც და მეც სწორედ ამ გზით მივიღეთ ჩვენი ხსნა? თუ არ გწამთ ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართის სიტყვის, გამოსყიდვის სახარებით ხსნა არ მოხდება. ცისფერი აქ არ წარმოადგენს ღმერთს; ის განასახიერებს სხვა არაფერს თუ არა იესოს ნათლობას. ეს არის იესოს ნათლობა, რომელმაც წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა.
ცისფერი ნართის დაუჯერებლად შესაძლებელია მხოლოდ ყოვლადდასაწველის საკურთხეველამდე მისვლა. მაგრამ წმიდათა წმიდაში, სადაც ღმერთი ცხოვრობს, ვერავინ შევა.
ამიტომ, სანამ წმინდა კარვის კარიბჭეში შევალთ, უნდა ვირწმუნოთ ცისფერი ნართის (იესოს ნათლობა), ძოწეული ნართის (მისი სისხლი ჯვარზე) და ჭიაფერი ნართის (იესოს ღვთაებრიობა). მხოლოდ მაშინ, როცა ამის გვწამს, ვიქნებით მიღებული ღმერთის მიერ და წმიდათა წმიდაში ფარდის მიღმა შესვლის უფლებას დავიმსახურებთ.
ზოგი კარვის გარე ეზოში შედის და ფიქრობს რომ ის უკვე მის შიგნითაა. მაგრამ ეს არ არის ხსნა. სადამდე უნდა მივიდეთ ხსნა რომ მივიღოთ? ჩვენ ამისათვის წმიდათა წმიდაში შესვლა უნდა შევძლოთ.
იმისათვის რომ წმიდათა წმიდაში შევიდეთ, სპილენძის საბანელი უნდა გავიაროთ. სპილენძის საბანელი განასახიერებს იესოს ნათლობას და ფარდის მიღმა წმიდაიში შესვლამდე ჩვენ იესოს ნათლობით ჩვენი ყოველდღიური ცოდვები უნდა ჩამოვირეცხოთ და განვიწმინდოთ.
ძველ აღთქმაში მღვდლები წმიდაიში შესვლის წინ უნდა განბანილიყვნენ, ხოლო ახალ აღთქმაში იესომ მოწაფეებს მათი სიცოცხლის მანძილზე ჩადენილი ცოდვების ჩამორეცხვის განსასახიერებლად, ფეხები დაბანა.
ბიბლია ამბობს: ”რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღმერთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე ქრისტე იესოში, ჩვენს უფალში” (რომაელთა 6:23). ღმერთი განსჯის ადამიანის ცოდვებს გამონაკლისის გარეშე, მაგრამ ამის ნაცვლად მან ეს ცოდვები თავის ძეს დააკისრა და განსაჯა იგი. ეს არის ღმერთის სიყვარული და მისი ხსნა. ჭეშმარიტი ხსნა მხოლოდ მაშინ მიიღწევა როცა ვირწმუნებთ გამოსყიდვის სახარებას, რომელიც შეიცავს იესოს ნათლობას, სისხლს, სიკვდილს და მკვდრეთით აღდგომას.
ხელახლა შობის მისაღწევად ადამიანმა არასოდეს უნდა უგულებელყოს ბიბლიური ჭეშმარიტება, ცოდვების გამოსყიდვის სახარება
რის გაკეთებაა დარჩენილი ჩვენთვის?
გვწამდეს სახარების, ღმერთის დაწერილი სიტყვის.
მე ადამიანებს უპატივცემლოდ არასოდეს ვეპყრობი. თუ ვინმე ჩემთვის უცნობ თემაზე საუბრობს, მე თავაზიანად ვთხოვ რომ ამიხსნან. მაგრამ როდესაც ხალხს წმინდა კარვის მნიშვნელობის შესახებ ვეკითხებოდი, ვერავინ მცემდა პასუხს.
რა უნდა მექნა? მე ბიბლიასთან უნდა დავბრუნებულიყავი. სად ლაპარაკობს ბიბლია წმინდა კარავზე? ეს დეტალურად გამოსვლაშია აღწერილი. თუ გამოსვლის წიგნს ყურადღებით წავიკითხავთ, შევძლებთ გავაცნობიეროთ მისი მნიშვნელობა ღვთის დაწერილი სიტყვის თანახმად.
ძვირფასო მეგობრებო, თქვენ ვერ გადარჩებით იესოსადმი დაუფიქრებელი რწმენით. თქვენ ვერ შეძლებთ ხელახლა შობას ეკლესიის რეგულარული დასწრებით. ჩვენ ვიცით რა უთხრა იესომ ნიკოდიმოსს. ”ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ იშვება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღმერთის სასუფეველში....შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და განა ეს არ იცი?"(იოანე 3:5,10).
ყველას, ვისაც იესოსი სწამს, უნდა სწამდეს ცისფერი ნართის (სამყაროს ყველა ცოდვა იესოზე გადავიდა მის მონათვლაში), ძოწეული ნართის (იესოს სიკვდილი ყველა ჩვენი ცოდვისთვის) და ჭიაფერი ნართის (იესო არის მაცხოვარი, ღმერთი და ძე ღვთისა).
უნდა გვწამდეს რომ იესო არის სამყაროს ყველა ცოდვილის მხსნელი. ამ რწმენის გარეშე ვერასდროს ვიშვებით ხელახლა და ვერც ღვთის სასუფევლის წმიდაიში შევალთ. ამის გარეშე ამ ქვეყნად რწმენით ცხოვრებაც კი შეუძლებელია.
რა ადვილი იქნებოდა მხოლოდ იესოს რწმენის წყალობით ხელახლა რომ ვშობილიყავით, ხომ ასეა? - დიახ - „♫ თქვენ გადარჩით, მე გადავრჩი, ყველანი გადავრჩით. ♫” რა მშვენიერია! მაგრამ დღესდღეობით ისე ბევრია ვისაც იესო სწამთ მაგრამ ხელახლა შობა არ განუცდიათ.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ ბიბლიის ჭეშმარიტება და გვწამდეს იესოსი. უნდა გვესმოდეს ბიბლიაში არსებული ცოდვების მიტევების სახარება და ცისფერი, ძოწეული და ჩიაფერი ძაფების მნიშვნელობა, იმისთვის რომ შევიდეთ წმინდა სავანეში და რწმენით ღმერთთან ვიყოთ. ამ რწმენის კარვის შიგნით, ჩვენ შეგვიძლია ბედნიერად ვიცხოვროთ მანამ, სანამ იესო კვლავ მოვა მის სასუფეველში ჩვენს წასაყვანად. ჩვენთვის აუცილებელია იესო მართებულად გვწამდეს.
ორიგინალურ სახარებაში ლურჯი ნართით მოვლენილი განწმენდა
რა არის იესოს ჯვრის გარდა ჩვენი დახსნის აუცილებელი პირობა?
იესოს ნათლობა
ხალხს ჰგონია რომ მშვენივრად შეუძლიათ შეცდომების გარეშე ცხოვრება. მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობენ სიკეთის კეთებას, მით უფრო მალე აღმოაჩენენ თავიანთ ნაკლოვანებებს. ადამიანი იმდენად არასრულია, ასე რომ შეუძლებელია რომ არ შესცოდოს. მაგრამ იმის გამო რომ იესომ გვიხსნა ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართით, გამოსყიდვის სახარებით, ჩვენ შეგვიძლია განვიწმინდოთ და შევიდეთ ღვთის წმიდაიში.
ღმერთს ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართით რომ არ გადავერჩინეთ, ჩვენ ვერასდროს შევძლებდით წმიდათა წმიდაში ჩვენით შესვლას. რა არის ამის მიზეზი? წმიდაიში მხოლოდ მათ რომ შეეძლოთ შესვლა ვინც ხორცით სრულყოფილ ცხოვრებას ეწეოდა, მასში შესასვლელად არავინ გამოდგებოდა. როდესაც ადამიანს იესო ჭეშმარიტი სახარების ცოდნის გარეშე სწამს, ის თავის გულში მხოლოდ უფრო მეტ ცოდვას იგროვებს.
იესომ თავისი ზედმიწევნით დაგეგმილი ხსნით გადაგვარჩინა; ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართის და თეთრი დაგრეხილი ბისონის ხსნით. მან ყველა ჩვენი ცოდვები ჩამორეცხა. გწამთ ამის? - დიახ - გაქვთ გულში მიტევების სახარების ჭეშმარიტება და ამის მოწმე ხართ? - დიახ -
მხოლოდ მაშინ, როცა სახარებაზე მოწმობთ, შეგიძლიათ დაიდოთ შუბლზე ოქროს ფირფიტა, რომელზეც ამოტვიფრულია "უფლის სიწმინდე" და შეუერთდეთ "სამეფო სამღვდელოებას" (1 პეტრე 2: 9). მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ დადგეთ ხალხის წინაშე და უთხრათ რომ ღვთის მსახური ხარ, სამეფო სამღვდლოების მუშაკი.
მღვდელმთავრის ტურბანს აქვს ოქროს ფირფიტა და ეს ფირფიტა მასზე ცისფერი ბაწრით არის დამაგრებული. რატომ ცისფერი? იმიტომ რომ იესომ გვიხსნა მიტევების სახარებით, წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა და თავისი ნათლობით უცოდველნი გაგვხადა. ახალ აღთქმაში ნათლობა არის ძველ აღთქმაში ხელების დასხმის ეკვივალენტი.
რაც არ უნდა გულწრფელად და ერთგულად გვწამდეს იესო, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართის საიდუმლო სიტყვების გაცნობის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით "უფლის სიწმინდის" ფირფიტის მოპოვებას.
როგორ გავხდით მართლები? მათეს 3:15-ში წერია: ”ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება”. იესო მოინათლა და დაგვიხსნა მსოფლიოს ყველა ცოდვისგან. თავისი ნათლობით მან ყველა ცოდვა მოგვაშორა და ჩვენ, მორწმუნეები, მართლები გავხდით.
როგორ შევძლებდით იმის თქმას რომ ცოდვის გარეშე ვართ, იესოს ნათლობა რომ არ მომხდარიყო? მაშინაც კი რომ გვერწმუნა იესოსი და ცრემლები გვეღვარა მის ჯვარზე სიკვდილზე ფიქრით, ამქვეყნად არსებული ყველა ცრემლი ვერ ამორეცხავდა ჩვენს ცოდვებს. არასდროს. რამდენიც არ უნდა ვიტიროთ და ვინანიოთ, ჩვენი ცოდვები ისევ ჩვენთან დარჩება.
`უფლის სიწმინდე’. ვინაიდან მან ნათლობით და სისხლით ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო, უფალმა ნება დართო რომ ჩვენი ცოდვები იესოზე გადასულიყო, და რადგან ხსნის სიტყვა ბიბლიაშია ჩაწერილი, ჩვენ გავხდით მართლები ჩვენი რწმენით, ყველა ჩვენი უსამართლობების და სისუსტეების მიუხედავად.
ამიტომ ახლა შეგვიძლია წელგამართული ვიდგეთ ღმერთის წინაშე. ახლა შეგვიძლია ვიცხოვროთ როგორც მართლებმა და მსოფლიოს სახარება ვუქადაგოთ. ”♪.. მე ვარ დახსნილი. თქვენ ხართ დახსნილი. ჩვენ ყველანი ვართ დახსნილნი. ♪ ” ჩვენ ხსნა მივიღეთ ღვთის მოწყალე გეგმის შესაბამისად.
თქვენს გულში გამოსყიდვის სახარების სიტყვის გარეშე ხსნა არ არსებობს, რაოდენ ძლიერად არ უნდა ეცადოთ. ეს უპასუხო სიყვარულზე პოპულარულ კორეულ სიმღერას ჰგავს. ”♫..ო, რა სწრაფად მიცემს გული, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ყოველთვის როცა მას ვხედავ, ყოველთვის, როცა მასთან ვიმყოფები. ეს ალბათ უპასუხო სიყვარულია. ♫ გული სწრაფად მიცემს, მისი კი არა. ჩემი სიყვარული მისდამი არასოდეს მიბრუნდება ♫ ". სამწუხაროდ, ამდენ ქრისტიანს ჯერ კიდევ უპასუხო სიყვარული აქვთ ღმერთის მიმართ.
ზოგი ფიქრობს რომ ხსნა ადამიანებისთვის მრავალი სხვადასხვა გზით მოდის. ასეთები კითხულობენ: ”რატომ უნდა მოხდეს ეს მხოლოდ ნათლობის სახარებით?” მაგრამ იესოს ნათლობის სახარება რომ არა, ეს ვერასდროს იქნებოდა სრულყოფილი ხსნა. ეს ერთადერთი გზაა, რომლის საშუალებით შეგვიძლია ღმერთის წინაშე გამართლება, რადგან ეს არის ერთადერთი გზა რომლითაც ყველა ჩვენი ცოდვისგან განწმენდა შეგვიძლია.
რა არის ცისფერი ნართით ხსნა, რომელიც იესომ მოგვიტანა?
რამ გაგვხადა მართლებად?
ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართის სახარებამ
ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართის სახარების ხსნა ღვთის საჩუქარია კაცობრიობისთვის. ამ საჩუქარმა წმინდა კარავში შესვლის და მშვიდობის მოპოვების საშუალება მოგვცა. მან გვაქცია მართლებად, მოგვცა ეკლესიის წიაღში ცხოვრების და მის მიერ წმინდა წერილში გაწვრთნის საშუალება.
როდესაც ჩვენ ღვთის წინაშე სალოცავად მივდივართ, ეს სახარება ღმერთის სიყვარულით გვაკურთხებს. ამიტომ ეს ხსნა ჩვენთვის ამდენად ძვირფასია. იესო გვეუბნება რომ რწმენის სახლი `კლდეზე` ავაშენოთ. კლდე მისი ნათლობის სახარებაა. ჩვენ ყველანი უნდა გადავრჩეთ, ვიცხოვროთ ამ გადარჩენით, მოვხდეთ სამოთხეში, მოვიპოვოთ მარადიული სიცოცხლე და გავხდეთ ღვთის შვილები.
ძვირფასო მეგობრებო, გამოსყიდვის სახარების გამო, ჩვენ წმიდა სავანეში რწმენით შესვლა შეგვიძლია. ჩვენი ყველა ცოდვის სრული ამოშლით (იესოს ნათლობით) და იესოს ჯვარზე განსჯის მეშვეობოთ ჩვენ იესოს ნათლობის სახარების რწმენით ხსნა მივიღეთ.
ყველა ჩვენი ცოდვის უხვი გამოსყიდვა, იესოს ნათლობა და სისხლი, არის სახარება, რომელმაც ყველა ჩვენი ცოდვა გააქრო. გჯერათ ამის? ჭეშმარიტი სახარება არის გამოსყიდვის ზეციური სახარება, რომელმაც სრულად გაგვბანა ყველა ჩვენი ცოდვისგან.
ჩვენ ხელახლა ვიშვით გამოსყიდვის სახარების რწმენით. იესომ მოგვცა გამოსყიდვის სახარება, რამაც ჩვენი ყოველდღიური ცოდვები და სამომავლო ცოდვებიც კი მოგვაცილა. ადიდეთ უფალი. ალილუია!
წყლისა და სულის სახარება (ანუ წყლისა და სისხლის სახარება) არის ჭეშმარიტი სახარება, რომელსაც ასრულებს და ქადაგებს თვით იესო ქრისტე. ეს წიგნი დაიწერა იესოს სახარების საიდუმლოების, წყლისა და სულის სახარების გამოსავლენად.
იმის გამო რომ ბევრს იესო მის შესახებ სრული სიმართლის შემეცნების გარეშე სწამთ, ისინი მხოლოდ თავს იკატუნებენ იმ განცხადებით თითქოს არიან ფუნდამენტალისტები ან რელიგიური პლურალისტები ქრისტიანული თეოლოგიის სამყაროში (ე.წ. ფილოსოფიური თეოლოგია); მოკლედ, ისინი ცხოვრობენ მწვალებლობაში და დაბნეულობაში. ამიტომ, ჩვენ უკან უნდა დავბრუნდეთ და ვირწმუნოთ ჭეშმარიტი სახარება. ჯერ კიდევ გვიანი არ არის.
მათთვის, ვისაც კითხვები აქვს წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარების შესახებ მე მეორე წიგნში ამ საკითხებს უფრო დეტალურად განვიხილავ.