• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 3: წყლისა და სულის სახარება

[3-5] ხელახლა შობის ორიგინალური სახარების მნიშვნელობა (იოან. 3:1-6)

ხელახლა შობის ორიგინალური სახარების მნიშვნელობა(იოან. 3:1-6) 
“ფარისევლებს შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემუსი, იუდეველთა მთავარი. იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: “რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ხარ მოძღვარი, ღვთისაგან მოსული, ვინაიდან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის.” მიუგო იესომ და უთხრა მას: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლა არ იშობა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს.” ნიკოდემუსმა უთხრა მას: “როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შეძლებს თავისი დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?” მიუგო იესომ: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისგან არ იშობა, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი სულია. ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი: თქვენ ხელახლა უნდა იშვათ-მეთქი. ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან არის შობილი.””
 
 

როგორია ხელახლა შობის ბიბლიური მნიშვნელობა?


ამ ქვეყნად ბევრია ადამიანი, ვისაც იესოსადმი რწმენით ხელახლა შობა სწადია. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ხელახლა შობა ჩვენზე არაა დამოკიდებული. სხვა სიტყვებით, ჩვენი საქმეებით მისი მიღწევა შეუძლებელია.

ხელახლა შობა ემოციებს ან ფიზიკურ ცვლილებას უკავშირდება?
არა. ხელახლა შობა სულიერ ცვლილებასთან არის დაკავშირებული. მისი მეშვეობით ცოდვილი ადამიანი ხელახლა იბადება, როგორც უცოდველი პიროვნება.

ბევრი ქრისტიანი ამ საკითხში ცდება. მათ სწამთ, რომ ნამდვილად გადარჩებიან, თუ ბევრ ახალ ეკლესიას ააგებენ, ან თუ თავს მიუძღვნიან ქრისტიანულ მისიონერულ მოღვაწეობას შორეულ ქვეყნებში ურწმუნოთა შორის, ზოგი კი უარს ამბობს ქორწინებაზე და მთელ თავის ენერგიას იმაზე ხარჯავს, რაც საღვთო საქმედ მიაჩნია.
ამის გარდა, არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ ეკლესიებში ფულის მსხვილ თანხებს სწირავენ, ზოგი კი ყოველდღიურად რეცხავს ეკლესიის იატაკს. ასე თუ ისე, ისინი ეკლესიას თავიანთ დროსა და ქონებას უძღვნიან და სჯერათ, რომ ასეთი ძალისხმევა მათ საუკუნო სიცოცხლის გვირგვინს დაადგამს. ისინი იმედოვნებენ, რომ ღმერთი შენიშნავს მათ მცდელობებს და ხელახლა შობის უფლებას მიანიჭებს.
საქმე იმაშია, რომ არსებობს უამრავი ღვთისადმი მიძღვნილი ადამიანი, რომელთაც ზეციდან შობა სურთ. ასეთები ყველგან გვხდებიან. ისინი თავდაუზოგავად შრომობენ იმის იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ღმერთი მათ ხელახლა შობით აკურთხებს. მათი ნახვა სამლოცველო სკოლებსა, სემინარიებსა თუ სანატორიუმებში შეიძლება. რაოდენ დასანანია, რომ მათ არ უწყიან ხელახლა შობის ჭეშმარიტების შესახებ. 
ყოველი მათგანი თავიანთი მოღვაწეობის ტერმინებში ფიქრობს, “თუ ამ საქმეს სრულყოფილად გავაკეთებ, ზეციდან ვიშვები”. ამიტომ მთელ თავის ძალისხმევას ისინი ასეთ შრომას უძღვნიან და სწამთ, რომ ასე მომავალი გადარჩენის საფუძველს იშენებენ. ისინი ფიქრობენ, “მეც ოდესმე ვიშვები ზეციდან, როგორც ღირსი უესლი!” ხოლო იოანეს 3:8 წაკითხვისას ამ მუხლს იმგვარად განმარტავენ, თითქოს არავის შეუძლია იმის თქმა, თუ საიდან მოდის ან სად მიდის ხელახლა შობის კურთხევა.
ამგვარად, ისინი ძლიერ ცდილობენ, რომ იესომ მათ ოდესმე ხელახლა შობის უფლება არგუნოს. ბევრი ფიქრობს, “თუ ასე ვიმოღვაწებ, იესო მე ერთ მშვენიერ დღეს გადარჩენას მომანიჭებს. ვერც კი მივხდები, რომ უკვე დახსნილი ვარ. უბრალოდ, ერთ მშვენიერ დილას გავიღვიძებ ხელახლა შობილი და მეცოდინება, რომ სამოთხეში მივდივარ”. ო, რაოდენ ფუჭია მათი იმედები და რწმენა! 
ასეთი გზით ვერასდროს გადავრჩებით! სიგარეტისა და ნარკოტიკებისგან თავის არიდებით ან ეკლესიის ბეჯითი დასწრებით ჩვენ ვერასდროს ვიშვებით ზეციდან! როგორც თქვა იესომ, ჩვენ “ხელახლა უნდა ვიშვათ წყლისა და სულისგან”, იმისთვის რომ ცათა სასუფეველში მოვხვდეთ. წყალი და სული – ღმერთის ერთადერთი წინაპირობაა ხელახლა შობის მისაღებად. 
იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება წყლისა და სულისგან არ იშობა, ყველა მისი მცდელობა იყოს მართალი იესოს წინაშე, უნაყოფოა. ადამიანი ვერასოდეს იშობა ზეციდან შემოწირულობების ან ღმერთისადმი მიძღვნის მეშვეობით. მან შეიძლება ჩათვალოს, რომ რადგან მხოლოდ ღმერთმა უწყის თუ ვინაა ხელახლა შობილი, მას არ ძალუძს იმის გაგება, არის თუ არა ის შობილი ზეციდან.
ასეთი აზროვნება შეიძლება დამამშვიდებელი იყოს, მაგრამ ხელახლა შობას მაგიდის ქვეშ ვერ დამალავ. მორწმუნეს ეს ნამდვილად ეცოდინება, ისევე როგორც სხვებს მის ირგვლივ. 
შეიძლება ფიზიკურად ჩვენ ამას ვერ შევიგრძნობთ, მაგრამ სულში მშვენივრად მივხვდებით. ჭეშმარიტად დახსნილები ის მორწმუნეები არიან, რომლებიც ხელახლა იშვნენ ღვთის სიტყვის მეშვეობით - წყლის, სისხლის და სულის სიტყვისგან. მაგრამ ისინი, ვინც არ იშვნენ ხელახლა, ამას ვერ ხვდებიან, ისევე როგორც ვერ ხვდებოდა ნიკოდემუსი.
ამიტომაც უნდა ვუსმინოთ ჭეშმარიტების სიტყვას იესოს ნათლობისა და სისხლის მეშვეობით გამოსყიდვის შესახებ. ღმერთის სიტყვის მოსმენის და შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების დანახვას შევძლებთ. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია გავიხსნათ გონება და ყურადღებით მოვუსმინოთ.
“ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი” (ინ.3:8)
როდესაც ადამიანი, რომელიც ხელახლა არაა შობილი, კითხულობს ამ ნაწყვეტს, ის ფიქრობს, “აჰა! იესომ თქვა, რომ შეუძლებელია ვიცოდე ვარ თუ არა ხელახლა შობილი! ეს არავინ იცის!” ასეთი აზრი ამშვიდებს მას. მაგრამ ეს არაა სიმართლე. ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ საიდან მოდის თუ სად მიდის ქარი, მაგრამ ღმერთმა იცის ყოველივე. 
ხელახლა შობილებშიც კი არიან ისეთები, ვინც ამას თავიდან ვერ ათვიცნობიერებს. ეს გასაგებიცაა. მაგრამ ასეთი ადამიანის გულში სახარებაა: გამოსყიდვის სიტყვა იესოს ნათლობისა და სისხლის მეშვეობით. 
ეს არის ზეციდან შობის დამოწმება. ის, ვინც ისმენს სახარებას და ხვდება, “ო, მაშინ მე უცოდველი ვარ. მაშინ მე დახსნილი ვარ და ხელახლა შობილი!”. როდესაც მას სწამს და გულში ინახავს წყლისა და სულის სახარებას, ადამიანი ხდება მართალი, ღმერთის შვილი. 
დაუშვათ ვინმეს ჰკითხეს, “ხარ თუ არა ხელახლა შობილი?”, ის კი პასუხობს, “ჯერ არა”. - “მაშინ მითხარი, გადარჩენილი ხარ?” “ხო, მჯერა რომ გადარჩენილი ვარ”. მაგრამ ის ხომ ურთიერთ გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს? ასე ამიტომ იქცევა, რომ ჰგონია, როცა ვინმე მაღლიდან იშობა, ის ასევე ხორციელ ცვლილებასაც განიცდისო. 
ასეთ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ხელახლა შობა არის რაღაც, რაც მათი ცხოვრების რადიკალურ ცვლილებას წარმოადგენს. მაგრამ ჭეშმარიტება იმაშია, რომ მათ არ ესმით წყლისა და სულის სახარების მეშვეობით ხელახლა შობის შინაარსი. 
ამ ქვეყნად უამრავი ადამიანია, რომელთაც არ ესმით ხელახლა შობის მნიშვნელობა. ეს ძალზე დასანანია. არა მხოლოდ არაეკლესიური ხალხი, არამედ ეკლესიის ლიდერთა უმრავლესობა მოქმედებს მსგავსი ცდომილების ქვეშ. ჩვენი, ხელახლა შობილთა გულები გლოვობენ ასეთ ადამიანებს. 
როდესაც ჩვენ ასეთი გრძნობა გვეუფლება, რაოდენ უფრო დიდი ტკივილი უნდა იყოს ეს იესოსთვის, ჩვენი ღმერთისთვის, რომელიც ზეცაშია? მოდით ყველანი ვიშვათ ზეციდან ხელახლა შობის, იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის სახარებისადმი რწმენით. 
ხელახლა შობა და გადარჩენა ერთსა და იგივეს ნიშნავს. მაგრამ არიან ბევრნი, ვისაც ეს ჭეშმარიტება არ ესმით. იყო ხელახლა შობილი ნიშნავს იმას, რომ ცოდვა ადამიანის გულიდან ამოიშალა წყლისა და სულის სახარებისადმი რწმენით. ეს ნიშნავს გახდე მართალი იესოს ნათლობისადმი და ჯვარზე მის მსხვერპლისადმი რწმენით. 
ხელახლა შობამდე ადამიანი არის ცოდვილი, მაგრამ მის შემდეგ ის სრულიად უცოდველია, როგორც ახალი ქმნილება. ის ხდება ღმერთის შვილი ხსნის სახარებისადმი რწმენით. 
მაღლიდან შობა ნიშნავს იესოს ნათლობის სამოსის ტარებას, იესოსთან ერთად ჯვარზე სიკვდილს და მასთან ერთად აღდგომას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი მართლდება იესოს ნათლობისა და მისი ჯვრის სიტყვის მეშვეობით. 
როდესაც ადამიანი დედის მუცლიდან იბადება, ის ცოდვილია. მაგრამ როდესაც ის იგებს წყლისა და სულისგან მაღლიდან შობის ჭეშმარიტ სახარებას, ის ხელახლა იშობა და ხდება მართალი.
გარეგნულად მას რაიმე ცვლილება არ ეტყობა, მაგრამ შინაგანად, თავის სულში, ის ზეციდან შობილია. აი ამას ნიშნავს იყო ხელახლა შობილი. მაგრამ ისე ცოტაა ადამიანი, რომელთაც იციან ეს ჭეშმარიტება; არ არის ერთიც კი ათი ათასიდან. მეთანხმებით, რომ ძალზე ცოტანი არიან, ვისაც ხელახლა შობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა ესმით?
მათ, ვისაც სწამთ წყლისა და სულის სახარების და ხელახლა შობილები არიან, შეუძლიათ გარჩევა ნამდვილად ხელახლა შობილის ნომინალური ქრისტიანისგან.
 
 
იესო აკონტროლებს ქარს

ვის შეუძლია დახსნილის გარჩევა?
მხოლოდ ხელახლა შობილს

“ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან არის შობილი.”
იესო ლაპარაკობდა მათზე, ვინც არ იყო გადარჩენილი. ხელახლა შობილმა უწყის ხელახლა შობის შესახებ, მაგრამ ნიკოდემოს ეს არ ესმოდა. ღმერთმა იცის, თუ ვინაა ხელახლა შობილი და თვითონ ხელახლა შობილმაც იცის ეს. 
მაგრამ იმათ, ვინც არ არის დახსნილი, ვერ გაეგებათ, თუ როგორ შეუძლია ადამიანს იშვას ზეციდან, ისევე როგორც არ ესმით, თუ საიდან მოდის ან სად მიდის ქარი. 
ხვდებით ამას? ვინ ამოძრავებს ქარს? ღმერთი. ვინ შექმნა ქარი? ღმერთმა ზეცაში. ვინ აკონტროლებს დედამიწაზე კლიმატს, მართავს ქარსა და წყალს? ვინ შთაბერავს სიცოცხლის სულს ყველა ცოცხალ არსებას? სხვა სიტყვებით, ვინ შექმნა ყოველი სულდგმული ამ ქვეყნად და ასაზრდოვებს მათ? სხვა არავინ, თუ არა იესო ქრისტე. და იესო ღმერთია. 
როდესაც არ ვიცით წყლის, სისხლის და სულის სახარების სიტყვები, არ გვძალუძს ხელახლა შობა და არც სხვების სულიერი დარიგება. იესომ გვითხრა, რომ თუ ვინმე წყლისა და სულისგან არაა შობილი, ის ვერ იშობა ზეციდან.
ჩვენ უნდა გვწამდეს წყლისა და სულის სახარების, ძლიერი სახარების, რომელიც ხელახლა შობას გვაძლევს. სული წმინდა შემოდის და ცხოვრობს ყველა იმ ადამიანში, ვისაც სწამს წყლისა და სულის სახარების. 
იესო ქრისტე მოინათლა, რათა მთელი კაცობრიობის ცოდვები წაეღო და სისხლით დაიცალა ჯვარზე ამ ცოდვებისთვის საფასურის გადასახდელად. მან დაამკვიდრა ხელახლა შობის ხსნა ყველა ადამიანის გულში. როცა ჩვენ გვწამს ამ სახარების, სული წმინდა შემოდის ჩვენს სულში. ეს არის ზეციდან შობის ხსნა. როდესაც ჩვენ გვჯერა მთელი ჩვენი ცოდვების იესოს ნათლობით და მისი სისხლით მეშვეობით ამოშლის, მაშინ ჩვენ ნამდვილად ვიშვებით ზეციდან. 
შესაქმის 1:2 –ში სწერია, “და მიწა იყო უსახურ-უდაბური, და იყო ბნელი უფსკრულის პირზე. და სული ღვთსა იძვროდა წყლის პირზე.” ნათქვამია, რომ ღმერთის სული იძვროდა წყლის პირზე. ის არ ეხებოდა დედამიწის ზედაპირს. 
ეს ნიშნავს, რომ სული წმინდას არ შეუძლია ცოდვილის გულში შემოსვლა. იმის გული, ვინც არაა ზეციდან შობილი იმყოფება ქაოსში, ის სავსეა ცოდვის ბნელით. ამიტომ ღმერთის სულს არ შეუძლია მასში სახლობა. 
ღმერთმა გამოაგზავნა სახარების სინათლე, რათა გაენათებინა ცოდვილთა გულები. “დაე იყოს ნათელი” - თქვა ღმერთმა, და გახდა ნათელი. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო ღმერთის სულს ადამიანის გულში ცხოვრება. 
ამიტომ ხელახლა შობილთა გულებში, ვისაც წყლისა და სულის სახარების სწამთ, ღმერთის სული ცხოვრობს. სწორედ ამაშია მათი “ხელახლა შობის” მნიშვნელობა. ისინი ხელახლა იშვნენ თავიანთ სულში, რადგანაც მოისმინეს წყლისა და სულის ხსნის სიტყვები და იწამეს მათი!    
როგორ უნდა ვიშვათ ხელახლა? იესომ ეს ფარისეველ ნიკოდემუს აუხსნა, როდესაც თქვა, “ვინც წყლისა და სულისგან არ იშობა, ვერ შევა ღვთის სასუფეველში”. ნიკოდემუსმა ჰკითხა, “როგორ შეიძლება ვიშვათ ხელახლა წყლისა და სულისგან? ნუთუ ისევ დედის მუცელში უნდა შევიდეთ და ხელმეორედ დავიბადოთ?” როგორც ჩანს, მან ეს სიტყვები ბუკვალურად გაიგო და არ ესმოდა, თუ რა გზით უნდა იშვას ხელახლა ადამიანი. 
იესომ მიუგო, “შენ მასწავლებელი ხარ, და არც კი უწყი თუ რას ნიშნავს ეს?” იესომ აუხსნა, რომ თუ ვინმე წყლისა და სულისგან არ იშობა, მას არ ძალუძს არა მხოლოდ ცათა სასუფეველში შეღწევა, არამედ მისი ხილვაც კი. იესომ ნიკოდემუსს ხელახლა შობის ჭეშმარიტება აუხსნა. 
მართალია, რომ არსებობს მრავალი ადამიანი, რომელთაც სწამთ იესო, თუმცა ამავე დროს ისინი გადარჩენილები არ არიან. ქრისტიანთა უმრავლესობა, ნიკოდემუსის მსგავსად სინამდვილეში არ არიან მაღლიდან შობილნი. 
დღევანდელი ეკლესიების ლიდერთა მსგავსად, ნიკოდემუსი იმ დროს ისრაელის სულიერი ლიდერი იყო, თანამედროვე ტერმინოლოგიით მას კონგრესმენის მსგავსი მნიშვნელობის თანანდებობა ეკავა. რელიგიური სტანდარტებით ის იყო მასწავლებელი, ებრაელთა რაბი, მათი რელიგიური წინამძღვარი. ის აგრეთვე თეოლოგიის სრულყოფილი მცოდნე იყო.
იმ დროის ისრაელში არ არსებობდა თანამედროვე სკოლების მსგავსი დაწესებულებანი, ამიტომ მთელი მოსახლეობა სასწავლებლად ტაძარში ან სინაგოგებში დადიოდა “სწავლული კაცების” დარიგების მოსასმენად, რომლებიც ერის მასწავლებლებად ითვლებოდნენ. ისევე როგორც დღეს, იმ დროშიც იყო უამრავი ცრუ მასწავლებელი. და ისინი ასწავლიდნენ ხალხს, მაშინ როდესაც თვითონ არ იყვნენ მაღლიდან შობილნი.
დღესდღეობით არსებობს ბევრი რელიგიური ლიდერი, ეკლესიის მესვეური, მასწავლებლები, მქადაგებლები, უხუცესები და დიაკვნები, რომლებიც არ არიან შობილნი ზეციდან. ნიკოდემუსის მსგავსად მათ არაფერი გაეგებათ ხელახლა შობის ჭეშმარიტების შესახებ. ბევრი იმასაც კი ფიქრობს, რომ ხელახლა შობისათვის ჩვენ ისევ დედის მუცელში უნდა დავბრუნდეთ. მათ ესმით, რომ უნდა იშვნენ ზეციდან, მაგრამ არ იციან როგორ. 
მათი უცოდინარობის გამო, ისევე როგორც ბრმა, რომელიც სპილოს ხელით ეხება მისი ფორმის ამოსაცნობად, მათი სწავლებებიც ემყარება პირადულ გრძნობებსა და გამოცდილებებს. ეკლესიაში ისინი ამქვეყნიურ ფასეულობებს ჰქადაგებენ. და ამის გამო ბევრი გულრწფელი ადამიანი ვერ აღწევს ხელახლა შობას. 
ხელახლა შობას არაფერი აქვს საერთო ჩვენს კეთილ საქმეებთან. ჩვენ ვიშვებით ღმერთის მიერ ჩვენდამი ზეციდან მოცემული წყლის, სისხლის და სულის სიტყვისაგან. სწორედ ღმერთის სახარება ახდენს ჩვენში ცვლილებას და ცოდვილებს მართლებად გვაქცევს. 
იესომ თქვა, “თუ მე მიწიერზე გითხარით და არ გწამთ, როგორ იწამებთ, ზეციერზე რომ გითხრათ?” და მართლაც, ხალხს არ სჯეროდა, როდესაც იესომ უთხრა, რომ მთელი მათი ცოდვების გამოსყიდვა შესრულდა მისი ნათლობის მეშვეობით. რა არ იწამეს მათ? მათ არ სწამდათ, რომ გამოსყიდვა შესაძლებელი იყო იესოს ნათლობის და ჯვარზე მისი სიკვდილის მეოხებით. სწორედ ეს ჰქონდა მას მხედველობაში, როცა ეუბნებოდა, რომ არ იწამებდნენ, “ზეციურის შესახებ რომ ეთქვა”.
იმისთვის, რომ ყველა ჩვენი ცოდვებისგან განვეწმინდეთ, იესო მონათლულ იქნა იოანე ნათლისმცემლის მიერ და მოკვდა ჯვარზე, რის შემდეგ აღსდგა მკვდრეთით, რათა ცოდვილებისთვის ხელახლა შობისკენ გზა გაეკაფა. 
ამიტომ იესომ ეს ნიკოდემუს აუხსნა ძველი აღთქმის მოყვანით, “არავინ ასულა ცაში გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ზეცაშია. როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს კაცის ძე. რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.” (ინ.3:13-15) ისევე როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, კაცის ძეც უნდა ამაღლდეს, რათა ყველა მის მორწმუნეს მისცეს საუკუნო სიცოცხლე. 
რა იგულისხმა იესომ, როცა თქვა, “როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს კაცის ძე”? მან მოიყვანა ეს ნაწყვეტი ძველი აღთქმიდან იმის საჩვენებლად, თუ როგორ გამოისყიდდა მისი ნათლობა და სისხლი კაცობრიობის ყველა ცოდვას.
იმისთვის რომ მომკვდარიყო ჯვარზე და ამაღლებულიყო, იესოს ჯერ მთელი ქვეყნიერების ცოდვები უნდა წაეღო იოანე ნათლისმცემლისაგან ნათლობის მეშვეობით. რადგანაც იესო იყო უცოდველი, მას არ შეეძლო ჯვარცმულიყო. ამისთვის ის ჯერ უნდა მონათლულიყო იოანე ნათლისმცემლის მიერ და ამგვარად მთელი კაცობრიობის ცოდვები თავის თავზე აეღო. 
მხოლოდ ჩვენი ცოდვების აღებით და შემდეგ მათი საფასურის თავისი სისხლის მეშვეობით გადახდით შეეძლო მას ყველა ცოდვილის გადარჩენა დაღუპვისაგან. იესომ მოგვცა წყლისა და სულისგან ხელახლა შობის ხსნა.
ამიტომ ისინი, ვისაც სწამთ იესო, როგორც თავიანთი მხსნელი, ატარებენ მისი ნათლობის სამოსელს, კვდებიან და ხელახლა იშვებიან მასთან ერთად. შემდგომში ნიკოდემუსმა ეს გაიგო. 
 
როგორც გველი აღამაღლეს უდაბნოში

რატომ იყო ჯვარცმული იესო?
 იმიტომ რომ თავისი ნათლობით  მან მთელი კაცობრიობის  ცოდვები წაიღო.

იცით თუ არა მოსეს მიერ სპილენძის გველის უდაბნოში ამაღლების ამბავი? ეს შემთხვევა აღწერილია რიცვხვნის 21 თავში. ის მოგვითხრობს, რომ ისრაელიანთა გულები წახდენილი იყო ეგვიპტედან გამოსვლის შემდეგ, რამაც ისინი ღმერთის და მოსეს წინააღმდეგ აალაპარაკა. 
ამის გამო უფალმა ხალხში შხამიანი გველები გამოგზავნა, რომლებიც მათ კარვებში აღწევდნენ, გესლავდნენ და კლავდნენ მათ. დაგესლვის შედეგად მათ სხეულები უსივდებოდად და ბევრი მათგანი დაიღუპა. 
როცა ხალხში ეს ჭირი დაიწყო, მოსემ, მათ წინამძღვარმა შეევედრა ღმერთს, “უფალო, გვიხსენი!” მაშინ ღმერთმა მოსეს უბრძანა სპილენძისგან შხამიანი გველის გაკეთება და მისი ბოძზე აღმართვა. ღმერთმა თქვა, რომ ყველა, ვინც კი ამ გველს შეხედავდა, იცოცხლებდა. მოსემ გააკეთა, როგორც მისთვის იყო ნაბრძანები და ღმერთის სიტყვა ხალხს გამოუცხადა. 
ყველა, ვინც დაუჯერა მის სიტყვას და ახედა სპილენძის გველს, განიკურნა. ზუსტად ასევე ჩვენც უნდა განვიკურნოთ ეშმაკის შხამიანი დაგესლვისგან. ისრაელის ხალხმა დაუჯერა მოსეს, თვალი აღაპყრო ბოძზე აღმართულ სპილენძის გველს, და ამგვარად განიკურნა.
ბოძზე აღმართული გველი წარმოადგენდა მთელი კაცობრიობის ცოდვებისთვის წყევლის იესო ქრისტეზე გადასვლის გამოცხადებას, რომელიც მან წაიღო თავისი ნათლობით და ჯვარზე სიკვდილით. მან ეს საკუთარ თავზე აიღო იმისათვის, რომ გადაეხადა მთელი მსოფლიოს ცოდვილთა მათი ცოდვების გამო მსჯავრის საფასური. ამგვარად მან აღასრულა ჩვენი ცოდვებისთვის მთლიანი სასჯელი. 
იესო ქრისტე მოვიდა ამ ქვეყნად ყველა იმ ადამიანის გადასარჩენად, ვისაც “გველის შხამისგან”, სატანის ცდუნებებისგან სიკვდილი ეწერა. ჩვენი ცოდვების საფასურის გადასახდელად იგი უნდა მონათლულიყო და მომკვდარიყო ჯვარზე მანამადე, ვიდრე მკვდრეთით აღდგებოდა ყველა იმ ჩვენთაგანის სახსნელად, ვინც კი მისი ვიწამეთ.
ისევე როგორც ძველი აღთქმის ისრაელიანები გადარჩნენ, როდესაც ბოძზე აღმართულ გველს შეხედეს, დღესაც ყველა, ვისაც სწამს იესოსი და სჯერათ, რომ მან გადაიხადა ჩვენი ცოდვების საფასური თავისი ნათლობით და სისხლით, ღებულობენ გადარჩენას და ხელახლა შობას.
იორდანეზე იოანეს მიერ თავისი ნათლობით, ჯვარზე სიკვდილით და მკვდრეთით აღდგომით იესომ სრულიად გადაიხადა მსოფლიოს ყველა ცოდვათა საფასური. ახლა კი ყფველას, ვისაც მისი სწამს, შეუძლიათ მისი მადლით მიიღონ ხსნის კურთხევა. 
“არავინ ასულა ცაში გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ზეცაშია” (ინ.3:13). როგორც ჩვენი ცოდვებისთვის საზღაური, იესო მოინათლა და სისხლი დაღვარა ჯვარზე, რითაც ზეცის კარიბჭე გაგვიხსნა. “მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით,” თქვა იესომ იოანეს 14:6-ში.
იმის გამო, რომ იესო მოინათლა და ჯვარს ეცვა ჩვენთვის სასუფევლის კარის გასაღებად, ყველა, ვისაც სწამს მისი მეოხებით გადარჩენის, არიან დახსნილები. იესომ უკვე გადაიხადა ჩვენი ცოდვების საფასური, და ამიტომ ყველას, ვისაც სწამს წყლის, სისხლის და სულის ჭეშმარიტების, ძალუძს ცათა სასუფეველში შესვლა.
იესომ გადაგვარჩინა წყლისა და სულის სახარებით. ხელახლა შობა მოდის იესოს ნათლობის და მისი სისხლის მიმართ რწმენით და იმის რწმენით, რომ ის არის ღმერთი.
“როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს კაცის ძე.” (ინ.3:14) რას ნიშნავს ეს მუხლი? რატომ უნდა ჯვარცმულიყო იესო? ნუთუ მან ჩვენნაირად შესცოდა? ნუთუ ის ჩვენსავით სუსტი იყო? იყო ის ისევე არასრულყოფილი, როგორც ჩვენ ვართ? არა, არ იყო. 
მაშ რისთვის უნდა ჯვარცმულიყო? ეს იყო საჭირო ჩვენს სახსნელად და ყველა ჩვენი ცოდვის გამოსასყიდათ. ის იყო მონათლული და ჯვარს ეცვა, რათა ყველა ჩვენი ცოდვებისგან გადავერჩინეთ. 
ეს არის ხსნის, წყლისა და სულისგან ხელახლა შობის ჭეშმარიტება. იესომ ახალი სიცოცხლე მისცა ყველას, ვინც იწამა მისი ნათლობა და ჯვარზე სიკვდილი, რაც ჩვენი ცოდვების საზღაური იყო.
 
 

წყლის და სულის მნიშვნელობა


 რას ნიშნავს წყალი და სული?
 წყალი აღნიშნავს იესოს ნათლობას, ხოლო სული – იმას, რომ ის ღმერთია

ბიბლია გვასწავლის, რომ როდესაც იესოს ნათლობის და მისი ჯვარზე სიკვდილის გვწამს, ჩვენ მაღლიდან ვიშვებით. ღმერთის შვილებად გახდომა, ხელახლა შობა, მიიღწევა დაწერილი ღმერთის სიტყვით - წყლის, სისხლის და სულის სახარებით, რომელიც ჩვენი ცოდვების საზღაურს გამოხატავს. 
ბიბლიის მიხედვით, “წყალი” ნიშნავს იესოს ნათლობას (1პეტრ.3:21), “სული” კი ნიშნავს იმას, რომ იესო არის ღმერთი. სწორედ ესაა ხელახლა შობის ჭეშმარიტება, რომ იესო მოვიდა ამქვეყნად როგორც ადამიანი, რათა გადაეხადა ჩვენი ცოდვების საზღაური თავისი ნათლობით და სისხლით.
მან წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა თავისი ნათლობით და გადაიხადა ცოდვის საზღაური ჯვარზე სიკვდილით. იმის გამო, რომ მოინათლა და სისხლით დაიცალა ჯვარზე, მან გადაარჩინა ყველანი, ვისაც მისი სწამს.
ჩვენ უნდა გავათვიცნობიეროთ, რომ იესოს ნათლობა და სისხლი წარმოადგენს ჩვენი ცოდვებისაგან ხსნას. მხოლოდ მათ, ვინც ხელახლა იშვნენ წყლისა და სულისგან, შეუძლიათ იხილონ ცათა სასუფეველი და შევიდნენ მასში. იესომ დაგვიხსნა თავისი ნათლობის წყლით, თავისი სისხლით და სულით. გწამთ ამისი?
იესო არის ზეციური მღვდელმთავარი, რომელიც მოევლინა ამ სამყაროს ქვეყნიერების ცოდვების გამოსასყიდათ. ის მოინათლა, დაღვარა სისხლი ჯვარზე და აღდგა მკვდრეთით, რითაც ყველა მისი მორწმუნის მხსნელი გახდა.
იესომ თქვა იოანეს 10:7-ში, “მე ვარ კარი ცხვართა”. იესო დგას ზეცის კარებთან. ვინ გააღებს ჩვენთვის ამ კარს? ესაა იესო ქრისტე.
ის პირს იბრუნებს მათგან, ვისაც მისი გადარჩენის ჭეშმარიტების ცოდნის გარეშე სწამს. ის არ აძლევს ხელახლა შობის უფლებას იმათ, ვისაც არ სჯერათ მისი ნათლობის, სისხლის და სულის. ის პირს იბრუნებს ყველა იმათგან, ვისაც არ სწამთ მისი დაწერილი სიტყვის, ვინც უარს ამბობს მისი სიწმინდის ცნობაზე და ვინც არ აღიარებს მას, როგორც ღმერთს. 
ყველა, ვისაც არ სურს დაწერილი ჭეშმარიტების ცნობა იმის შესახებ, რომ ის მოვიდა ამქვეყნად ხორციელად, იყო მონათლული და მოკვდა ჯვარზე მთელი ქვეყნიერების ცოდვების გამოსასყიდად, ან რომ ის ჯვარზე მოკვდა ჩვენს ნაცვლად მსჯავრის მისაღებად, ან რომ ის ჯვარცმის შემდეგ მესამე დღეს აღდგა, - ყველა ესენი უარყოფილნი იქნებიან იესოს მიერ და განადგურდებიან. როგორც დაწერილია, “ცოდვის საზღაური სიკვდილია”.
მაგრამ ისინი, ვისაც სწამთ მისი ნათლობის და სისხლის გამომსყიდველი კურთხევის, ვისი გულებიც განიწმინდა, დაიშვებიან ცათა სასუფეველში. ესაა ხელახლა შობის ჭეშმარიტი სახარება, ის სახარება, რომელიც მოგვევლინა წყლით, სისხლით და სულით. წყლისგან და სულისგან შობა წარმოადგენს ზეციურ კეთილ უწყებას. მხოლოდ მათ, ვისაც იესოს ნათლობის და სიხლის სწამს, შეუძლიათ იშვნენ ზეციდან. წყლის, სისხლის და სულის სახარების მორწმუნენი უცოდველნი არიან; სწორედ ასეთები ითვლებიან ხელახლა შობილებად.
მაგრამ დღესდღეობით, ნიკოდემუსის მსგავსად, რომელსაც არ ესმოდა ჭეშმარიტება, ადამიანთა უმრავლესობას იესოსი ნამდვილი სახარების რწმენის გარეშე სწამთ. რაოდენ წარჩინებული საზოგადოების წევრი იყო ნიკოდემუსი! მაგრამ მან იესოსგან ჭეშმარიტი სახარება მოისმინა და მოგვიანებით, როდესაც იესო ჯვარს აცვეს, ნიკოდემუსი იყო ერთადერთი, რომელიც მისი ცხედრის დასაკრძალავად მოვიდა. ამ დროისთვის მან ჭეშმარიტად ირწმუნა.
დღეს-დღეობით ბევრმა არ უწყის იესოს წყლისა და სულის ჭეშმარიტების შესახებ. უფრო მეტიც კი, არიან ბევრნი, ვინც არ ღებულობს სიმართლეს, როდესაც ჭეშმარიტი სახარების მოსმენის საშუალება ეძლევათ. ეს ძალზე დასანანია.
ყველა ჩვენთაგანისთვის იესომ შესაძლებელი გახადა მაღლიდან შობა. რამ გაგვხადა ჩვენ ხელახლა შობილები? ეს იყო წყალი, სისხლი და სული. იესომ წაიღო ჩვენი ცოდვები, როცა მოინათლა. ის მოკვდა ჯვარზე და შემდეგ აღდგა მკვდრეთით.
და ის აძლევს ყველა მის მორწმუნეს ხელახლა შობის კურთხევას. იესო არის მხსნელი, რომელიც მის ყველა მორწმუნეს აძლევს ხელახლა შობის უფლებას. ილოცეთ, რომ მუდამ იყოთ იესოსთან, რომელმაც შექმნა ცა და მიწა და ყოველივე მათ შორის.
იოანე 3:16 ამბობს, “რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.” ჩვენ დავიმსახურეთ საუკუნო სიცოცხლე იესოსადმი რწმენის გამო. ჩვენ ხელახლა ვიშვით წყლისა და სულისადმი რწმენით. ჭეშმარიტება ისაა, რომ თუ გვწამს ხსნის სახარების, იესოს ნათლობის და სისხლის სახარების, და იმის, რომ იესო არის მხსნელი და ღმერთი, ჩვენ გადავრჩებით. 
მაგრამ თუ ჩვენ არ გვჯერა ამ ჭეშმარიტების, სამუდამოდ ვიქნებით ჩაგდებული ჯოჯოხეთში. სწორედ ამიტომ უთხრა იესომ ნიკოდემუს, “თუ მიწიერზე გითხარი და არ გწამთ, როგორ იწამებთ ზეციერზე რომ გითხრათ?”
რა გააკეთა ჩვენთვის ღმერთმა? იესოსმიერმა გადარჩენამ მოგვცა ზეციდან შობის უფლება. იესომ დაგვიხსნა ქვეყნიერებისგან, ეშმაკისგან და ქვეყნიერების ცოდვებისგან. იმისთვის, რომ ცოდვის მსჯავრისგან ეხსნა წუთისოფლის ცოდვილნი მან წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა თავისი ნათლობით, ჯვარცმულ იქნა და შემდეგ აღდგა მკვდრეთით. 
ჩვენ უნდა ავირჩიოთ, გვწამდეს თუ არა ამ გადარჩენის. ხელახლა შობის ხსნა მოდის იესოს ნათლობის და სისხლის მიერ გადარჩენის რწმენისგან.
ნათქვამია, რომ არსებობს ორი სახის კურთხევა, რომელიც მოგვცა ღმერთმა. ერთია საერთო, ჩვეულებრივი კურთხევა, რომელიც შეიცავს ყოველივეს ბუნებაში, მზისა და ჰაერის ჩათვლით. იგი ცნობილია, როგორც საერთო კურთხევა, რადგან მოცემულია ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, ცოდვილნი არიან ისინი თუ მართალნი. 
მაშ რაღაა განსაკუთრებული კურთხევა? ეს არის წყლისა და სულისგან ხელახლა შობის კურთხევა, რომელიც იხსნის ყველა ცოდვილს მათი ცოდვების გამო სიკვდილისაგან.
 
 
განსაკუთრებული კურთხევა

რა არის ღმერთის განსაკუთრებული კურთხევა?
ის, რომ მან მოგვანიჭა ხელახლა შობა მისი ნათლობის, ჯვარცმის და აღდგომის მეშვეობით.

იოანეს 3:16-ში დაწერილია, “რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.” ეს აღწერს ღმერთის განსაკუთრებულ კურთხევას: იესო მოვიდა ამქვეყნად ადამიანის ხორცში და ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა იმითი, რომ მოინათლა და ჯვარს ეცვა ჩვენთვის. ესაა ღმერთის განსაკუთრებული კურთხევა, ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ ჩვენ ყველანი დახსნილი ვიქენით ყველა ცოდვისგან. 
ფაქტია ის, რომ იესომ დაგვიხსნა ჩვენ, და ცოდვილები მართლებად გვაქცია. თქვენ შეგიძლიათ იქონიოთ ღმერთის განსაკუთრებული კურთხევა მხოლოდ ამ ჭეშმარიტებისადმი რწმენით. გწამთ თქვენ ამისი?
მთელი თქვენი რწმენა ფუჭი იქნება, თუ ამ განსაკუთრებულ ღმერთის კურთხევაზე უარს იტყვით, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ ღვთისმოსავად გიცხოვრიათ მთელი თქვენი ცხოვრება.
მე ამას გამუდმებით ვასწავლი და არასოდეს მავიწყდება იმის შესახებ ქადაგება, რომ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის რწმენა არის ხელახლა შობის ერთადერთი გზა. ბიბლიის ყველა წიგნი გვიჩვენებს, რომ იესოს მეშვეობით ხელახლა შობის კურთხევა არის “ღმერთის განსაკუთრებული კურთხევა”, რომლის შესახებ ჩვენ ვლაპარაკობთ. არაფერი არ გამოხატავს ღმერთის კურთხევას უფრო უკეთესად, ვიდრე ცოდვილთა ხსნა იესოს ნათლობის და მისი ჯვარცმის მეშვეობით.
იესოს ნათლობა და მისი ჯვარცმა არის ღმერთის განსაკუთრებული კურთხევა. წუთისოფლის ცრუ მქადაგებლებს ამაზე არაფერი აქვთ სათქმელი. ეს ცრუ მასწავლებლები წარმოგვიდგებიან სინათლის ანგელოზთა სამოსში, ქრისტიანული მორალით და ჰუმანიზმით შეიარაღებულნი.
დიახ, ეს ასეა. სასწაულები, რომლებსაც ისინი ახდენენ, სნეულთა განკურნებები, - ყოველივე ეს ბოროტისგანაა, იმ შემთხვევაში, თუ ღმერთის განსაკუთრებულ კურთხევასთან არაფერი აქვს საერთო.
სწორედ ღმერთის ამ განსაკუთრებულმა კურთხევამ მოგვცა ჩვენ, ცოდვილებს, გამოსყიდვის სახარება. თავისი განსაკუთრებული კურთხევით ღმერთმა მოგვცა ხელახლა შობის საშუალება. მან ახალ ქმნილებებად გვაქცია თავისი ნათლობის, სისხლის, სიკვდილის და აღდგომის მეშვეობით. მან ყველანი თავის შვილებად გაგვხადა, ცოდვისგან თავისუფლები.
გწამთ ამისი? – დიახ. – ხართ თქვენ ჭეშმარიტად კურთხეულები? – დიახ. – იესოს ნათლობა და მისი სისხლი, სიკვდილი და აღდგომა არის განსაკუთრებული კურთხევა, რომელიც ღმერთმა მოგვცა წყლისა და სულის მეშვეობით. ეს განსაკუთრებული კურთხევის სახარებაა. დიდება ღმერთს იმისთვის, რომ დაგვიხსნა თავისი განსაკუთრებული კურთხევით.
რაოდენ დასანანია, რომ ასე ბევრმა ერთგულმა ქრისტიანმა დღესდღეობით არაფერი იცის ღმერთის განსაკუთრებული კურთხევის, ნათლობისა და სისხლის სახარების, წყლისა და სულისგან ხელახლა შობის შესახებ. ისინი ბრმად ცდილობენ გზების გაკაფვას თავიანთ თეოლოგიებსა და რელიგიურ მორალში. რაოდენ უმეცრები არიან ისინი!
ქრისტიანობა ასე დიდხანს არსებობს და რეფორმაციის დროიდან თითქმის ხუთას წელმა განვლო, მაგრამ დღესაც, კორეაშიც და სხვა ქვეყნებშიც იმდენად ბევრია ხელახლა შობის და ღმერთის განსაკუთრებული კურთხევის უცოდინარი ადამიანი. 
მაგრამ მე ვიმედოვნებ და მჯერა, რომ უფალი გააგებინებს მათ ჭეშმარიტებას, რადგან ჩვენ წუთისოფლის აღსასრულის დაახლოვებულ პერიოდში ვცხოვრობთ.
ცოდვილები ხელახლა უნდა იშვნენ და მიიღონ წყლისა და სულის ჭეშმარიტება იმისთვის, რომ გახდენ მართლები და შევიდნენ ცათა სასუფეველში. ბევრი ქრისტიანი ძლიერ ცდილობს ხელახლა შობის მიღწევას.
მაგრამ თუ ისინი ამას ხელახლა შობის ჭეშმარიტი ცოდნის გარეშე ცდილობენ, მათი რწმენა ფუჭია. ისინი ამბობენ, რომ ხელახლა უნდა იშვნენ ცათა სასუფეველში შესასვლელად, მაგრამ არ გააჩნიათ ამ ჭეშმარიტების გასაღები.
ისინი უბრალოდ სთვლიან, რომ რადგან ასე ერთგულნი არიან თავის რწმენში, რადგან გულში ცეცხლს გრძნობენ, შეუძლიათ ხელახლა შობის მიღწევა. მაგრამ ასეთ მცდელობებს, რომლებიც დამყარებულია პირადულ გრძნობებზე ან მხურვალე რელიგიურ საქმიანობაზე, მივყავართ მხოლოდ ცდომილიან რწმენასთან.
 
 

ღმერთის სიტყვა, რომელსაც ჭეშმარიტ ხელახლა შობისაკენ მივყავართ


რა განსხვავებაა რწმენასა და რელიგიას შორის?
რწმენა ნიშნავს გვწამდეს იმის, რაც გააკეთა იესომ ჩვენს სახსნელად, ხოლო რელიგია არის საკუთარ აზრებზე და საქმეებზე დაყრდნობა.

1 იოანეს 5:4-8–ში ნათლადაა ნათქვამი, რომ მხოლოდ წყლის, სისხლის და სულისადმი რწმენის შემთხვევაში ვიშვებით ჩვენ ხელახლა. თუ ამის მიღწევა გვწადია, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ხელახლა შობა მხოლოდ ღმერთის დაწერილი სიტყვის, ჭეშმარიტების სიტყვის მეშვეობით არის შესაძლებელი. უნდა ვიცოდეთ, რომ ხილვები, ენებზე ლაპარაკი ან გრძნობითი გამოცდილებები ვერასოდეს მიგვიყვანენ ხელახლა შობისკენ.
იოანეს მე-3 თავში იესომ თქვა, რომ ვერავინ შევა ცათა სასუფეველში, თუ ის წყლისა და სულისგან არ არის ხელახლა შობილი. შიეძლება ითქვას, რომ ვისაც ხელახლა შობა სწადია, იესოსი ორჯერ უნდა იწამოს. პირველად ადამიანს იესოსი რელიგიურად სწამს, აღიარებს რა თავის ცოდვებს ღმერთის რჯულის წინაშე. იესოსადმი რწმენა პირველად მოდის ღმერთის რჯულის მეშვეობით და საკუთარი თავის უაღრესი ცოდვილიანობის შეგრძნებით. 
ჩვენ არ უნდა გვწამდეს იესოსი ამ ქვეყნად არსებული მრავალი რელიგიების მსგავსად. ქრისტიანობა რელიგია არაა. ის არის ერთადერთი გზა რწმენის მეშვეობით საუკუნო სიცოცხლის მისაღებად.
ყველა, ვისაც იესოსი რელიგუირად სჯერა, ბოლოს ხელცარიელი დარჩება. მის გულში მხოლოდ ცოდვა, ქაოსი და სიცარიელე დაიბუდებს. ასე არ არის? რა მოგებაა ბიბლიაში აღწერილ ფარისეველთა მსგავსი თვალთმაქცი გახდე? 
ყველას სურს იქცეს ზეციდან შობილ ქრისტიანად. მაგრამ როდესაც ადამიანს ქრისტიანობის რელიგიურად სჯერა, ის თანდათან ხდება თვალთმაქცი, რომლის გული ცოდვებითაა სავსე. ჩვენ ყველამ უნდა შევიცნოთ ხელახლა შობის ჭეშმარიტება. 
თუ ვინმე რელიგიურ ქრისტიანობას ხელახლა შობის გარეშე მიყვება, მისი ბოლო – გულში არეულობა და სიცარიელეა. თუ იესოს მორწმუნე არ არის ხელახლა შობილი, მისი რწმენა მცდარია. ამიტომ თანდათან ის ყალბისმქმნელად იქცევა და მისი მცდელობა გამოჩნდეს წმინდანი ყველას წინაშე, მთავრდება მწარე მარცხით.
მანამადე, სანამ ქრისტიანობის რელიგიურად გწამთ, თქვენ მუდამ ცოდვილი და თვალთმაქცი დარჩებით, და მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაიტანჯებით თქვენი ცოდვების გამო. თუ ცოდვებისგან გათავისუფლება გსურთ, დაწერილი სიტყვის უნდა იწამოთ, - წყლის, სისხლის და სულის სახარების.
 
 

გამოსყიდვის საიდუმლოს აღმოჩენა იესოს ნათლობაში


რის გამო ვიშვებით ჩვენ ხელახლა?
იესოს ნათლობის, მისი სიკვდილის და აღდგომის გამო.

ბიბლია გვეუბნება, რომ ყველა ადამიანს აქვს საშუალება ხელახლად იშვას ღმერთის უცვლელი სიტყვის მეშვეობით. ახლა მოდით შევხედოთ პეტრე მოციქულის სიტყვებს 1პეტ.3:21-ში “რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით.”
ბიბლიაში დაწერილია, რომ იესოს ნათლობა არის ის ხატება, რომელიც ჩვენ გვიხსნის. ყველა იესოს მორწმუნემ უნდა იცოდეს არა საკუთარი ნათლობის, არამედ იესოს ნათლობის შესახებ. იესოს ნათლობა ჩვენ, ცოდვილებს, ახალ სიცოცხლეს გვაძლევს. იწამეთ ეს და თქვენ იშვებით ზეციდან და ხსნის კურთხევას დაიმკვიდრებთ.
ჩვენ შეგვიძლია გადავრჩეთ, გავმართლდეთ და მოვიპოვოთ საუკუნო სიცოცხლე იმ ფაქტის გაგებით, რომ ხსნა მიიღება იესოს ნათლობისადმი რწმენით. სხვა სიტყვებით, როდესაც ჩვენ ღმერთის სიტყვის მიხედვით გადარჩენის ჭეშმარიტების გვჯერა, ჩვენი ცოდვები სამუდამოდ ქრება.
ხელახლა შობა ნიშნავს ხელმეორედ დაბადებას. ჩვენს შორის უმრავლესობა იწყებს ხოლმე იესოსადმი რელიგიური რწმენით, შემდეგ კი ხელახლა ვიშვებით რწმენის საშუალებით, როდესაც ვგებულობთ ჭეშმარიტებას. სახელი იესო ნიშნავს “ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან” (მათ. 1:21)
როდესაც ჩვენ გვწამს იესოსი და ვიცით, თუ რა გააკეთა მან მთელი კაცობრიობისათვის, ჩვენ ვთავისუფლდებით ცოდვებისგან და ხელახლა ვიშვებით, როგორც სრულიად ახალი პიროვნებები. 
თავიდან ჩვენ იესოსი რელიგიურად გვწამს, შემდეგ კი, როდესაც ვისმენთ და ვუჯერებთ იესოს ნათლობისა და მისი სისხლის სახარებას, ჩვენ ხელახლა ვიბადებით.
რა არის ის ჭეშმარიტება, რომელიც ხელახლა გვშობს? უპირველეს ყოვლისა, ესაა იესოს ნათლობა, შემდეგ სისხლი, რომელიც მან ჯვარზე დაღვარა, და ბოლოს, მისი მკვდრეთით აღდგომა. იყო ხელახლა შობილი ნიშნავს გწამდეს იესოსი როგორც ღმერთის, ჩვენი მხსნელის. მოდით ვნახოთ, თუ როგორ აღწევდა ხელახლა შობას ძველი აღთქმის ხალხი.
 
 

ცოდვის გამოსყიდვა ძველ აღთქმაში: ხელდადება და სისხლის მოტანა.


რა წარმოადგენს ძველ აღთქმაში ხელახლა შობის სახარებას? მოდით ჯერ ლევიანების 1 თავი წავიკითხოთ და ვნახოთ თუ რას ამბობს ის ამის შესახებ. 
ლევიანები 1:1-5, “და მოუხმო უფალმა მოსეს, და უთხრა მას საკრებულოს კარვიდან: ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: როცა შესწიროს ვინმე თქვენგანმა მსხვერპლი უფალს საქონელთაგან, მსხვილფეხათაგან და ცხვართაგან და თხათგან შესწირეთ ეს მსხვერპლი. თუ მისი მსხვერპლი სრულადდასაწველია, მაშინ მსხვილფეხა საქონლიდან უნაკლო მოზვერი შესწიროს. საკრებულო კარვის შესავალთან შესწიროს იგი კეთილმოსურნეობით უფლის წინაშე. და დაადოს თავისი ხელი სრულადდასაწველს თავზე, რათა მოიპოვოს მან წყალობა თავის ცოდვათა შესანდობად. და დაკლას მოზვერი უფლის წინაშე; და შესწირონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, მოიტანონ სისხლი და სამსხვერპლოს ირგვლივ მოაპკურონ, რომელიც არის საკრებულო კარვის შესასვლელთან.”
ლევიანების წიგნში ღმერთი გვანახებს, თუ როგორ შეეეძლოთ ისრაელის ძეთ ღმერთთან მიახლოვება გამოსყიდვითი სისტემის გზით. ეს ის ჭეშმარიტებაა, რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს. ამიტომ მოდით გავარჩიოთ ეს სიტყვები.
ღმერთმა მოუხმო მოსეს და ელაპარაკა მას საკრებულოს კარვიდან. ეს ისრაელიანთა ცოდვების გამოსყიდვას ეხებოდა. როდესაც ისრაელის ხალხი ღმერთის რჯულისადმი დაუმორჩილებლობის ცოდვას იდენდა, მათ შეეძლოთ ამ ცოდვების გამოსყიდვა ღმერთისამდი უნაკლო ცხოველის მსხერპლის მოტანით.
ეს ღმერთის მიერ მითითებული სამსხვერპლო ცხოველები უნაკლო უნდა ყოფილიყვნენ. ამასთანავე, ისინი ღვთის მიერ დანიშნული წესით უნდა შეეწირათ. მსხვერპლშეწირვის ფორმა ასეთი იყო:
როდესაც ვინმე შესცოდავდა ძველი აღთქმის დროს, მას ღმერთის წინაშე ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი უნდა მოეტანა. უპირველეს ყოვლისა, ეს მსხვერპლი უნაკლო უნდა ყოფილიყი. შემდეგ ცოდვილს ხელები უნდა დაედო მსხერპლის თავზე იმისთვის, რომ მასზე თავისი ცოდვები გადაეტანა. 
ცხოველის დაკვლის შემდეგ მისი სისხლი სამსხვერპლოს რქებზე უნდა წასმულიყო, დანარჩენი კი მიწაზე უნდა დაეღვარათ. ასეთი იყო წმინდა კარვის რიტუალი, რომელიც ღმერთმა გამოსყიდვის კურთხევის სახით თავის ერს უბოძა. 
ღმერთის რჯული და მცნებები შედგება 613 მუხლისგან, რომლებიც მიუთითებენ, თუ რა უნდა ვაკეთოთ ან რის გაკეთება დაუშვებელია. ღმერთმა ისრაელის ხალხს თავისი რჯული და მცნებები მისცა. მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ღმერთის რჯული და მცნებები სწორი იყო, მათ არ შეეძლოთ ამ მცნებათა მიხედვით ცხოვრება, რადგან ყოველი მათგანი იბადებოდა ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული თორმეტი სახეობის ცოდვით.
ამიტომ მათ დაჰკარგეს კეთილშობილად ცხოვრების უნარი ღვთის წინაშე. მათ აღარ შეეძლოთ მართალი ცხოვრება. ამის ნაცვლად ისინი მხოლოდ ცოდვების ჩადენას აგრძელებდნენ, თუნდაც ძლიერ ეცადათ ცოდვებისგან თავის შეკავება. ცოდვილად დაბადება და სიკვდილი - მთელი კაცობრიობის ხვედრი იყო. 
მაგრამ ღმერთმა თავის უსაზღვრო წყალობით, თავის ერს მსხერპლშეწირვის სისტემა უბოძა, რომლის მეშვეობით მათ საკუთარი ცოდვების გამოსყიდვა შეეძლოთ. მან მისცა წმინდა საკურთხევლის რიტუალი იმისათვის, რომ ისრაელიანებს და მსოფლიოს ყველა ერს თავისი ცოდვებისგან გამოსყიდვა შეეძლოთ. სამსხვერპლო სისტემის მეშვეობით მან მთელი 
კაცობრიობის მიმართ თავისი მართალი სიყვარული გამოავლინა. მან მთელ სამყაროს ხსნის გზა დაანახა.
ღმერთმა მისცა ხალხს მსხერპლშეწირვის სისტემა და სამსხვერპლოსთან მსახურება ლევიანების ტომის წარმომადგენლებს უბრძანა. ისრაელის 12 ტომთაგან მხოლოდ ლევიანების სახლს დაევალა ისრაელიანთათვის მსხვერპლის შეწირვაზე ემსახურათ. მოსე და აარონი ლევიანების ტომიდან იყვნენ. ბიბლია მოგვითხრობს წმინდა საკურთხევლის სამსხვერპლო რიტუალის სამართავ კანონებსა და წესების, ხელდადებით გამოსყიდვის სახარების შესახებ. 
ამიტომ, როდესაც ნამდვილად ვგებულობთ ლევიანების სამსხვერპლო რიტუალის შინაარსს, ჩვენ თავადაც შეგვიძლია ვიშვათ ზეციდან. აი რატომ უნდა შევისწავლოთ ღმერთის სიტყვა წმინდა საკურთხევლის მსხვერპლის შესახებ. ეს ძველი აღთქმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ბოლოს კი, როდესაც ახალ აღთქმას ვუბრუნდებით, ჩვენ გვაქვს წყლისა და სულისგან ხელახლა შობის კურთხევა.
 
 
ცოდვათა ანაზღაურება ძველ აღთქმაში
 
რა არის ღმერთის თვისება?
სამართლიანობა და სიყვარული

ღმერთმა მოუხმო მოსეს, ლევიანთა ტომიდან, წმინდა საკურთხეველთან, მისი ძმა აარონი კი მღვდელმთავრად დანიშნა. აარონს ხალხის ცოდვები ცოდვის გამომსყიდველ შესაწირავზე უნდა გადაეტანა. 
ეს არის ის, რაც ღმერთმა უთხრა მოსეს, როგორც ნაჩვენებია ლევიანების 1:2-ში. “ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როცა შესწიროს ვინმე თქვენგანმა მსხვერპლი უფალს საქონელთაგან, მსხვილფეხათაგან და ცხვართაგან და თხათგან შესწირეთ ეს მსხვერპლი.’” ღმერთი აქ სამსხვერპლო შესაწირავზე მიუთითებს. თუ ვინმე საკუთარი ცოდვების გამოსყიდვას ეძებდა, მას თავის შინაურ ცხოველთაგან ხარი ან ცხვარი უნდა მოეტანა. 
ღმერთმა ასევე თქვა, “თუ მისი მსხვერპლი სრულადდასაწველია, მაშინ მსხვილფეხა საქონლიდან უნაკლო მოზვერი შესწიროს. საკრებულო კარვის შესავალთან შესწიროს იგი კეთილმოსურნეობით უფლის წინაშე” (ლევ.1:3)
ღმერთი ღებულობდა მსხვერპლს იმ პიროვნების სიცოცხლის სანაცვლოდ, რომელიც თავისი ცოდვების გამო უნდა მომკვდარიყო. ისრაელიანებს შეეძლოთ თავისი ცოდვების გადაცემა ცხოველის თავზე ხელების დასხმით. სამსხვერპლო ცხოველები მათ თავისუფალი ნებით უნდა მოეტანათ. ახლა მოდით ვნახოთ, თუ რას ამბობს მე-4 მუხლი.
“და დაადოს თავისი ხელი სრულადდასაწველს თავზე, რათა მოიპოვოს მან წყალობა თავის ცოდვათა შესანდობად.” ასეთი გზით მსხვერპლი მიღებული იყო ღვთის მიერ. როდესაც ცოდვილი ხელებს ადებდა სრულადდასაწველს, მისი ცოდვები ცხოველის თავზე გადადიოდა. ამიტომ ცოდვილს ღმერთის წინაშე მსხვერპლის თავზე ხელები უნდა დაესხა, რათა ღმერთს ის მიეღო და მისთვის ცოდვების გამოსყიდვა ებოძა.
ის კლავდა ცხოველს და მის სისხლს სამსხვერპლოს რქებზე სცხებდა, ნარჩენს კი მიწაზე ღვრიდა საკურთხევლის წინაშე. იმისთვის, რომ საკუთარ ცოდვათა საფასური გადაეხადა და მათგან გათავისუფლებულიყო, მას ღმერთის მიერ დანიშნული კანონებით უნდა მოეტანა მსხვერპლი.
ლევიანების 1:5-ში დაწერილია, “და დაკლას მოზვერი უფლის წინაშე; და შესწირონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, მოიტანონ სისხლი და სამსხვერპლოს ირგვლივ მოაპკურონ, რომელიც არის საკრებულო კარვის შესასვლელთან.”
წმინდა კარვის შიგნით, კარებთან იყო სრულადდასაწველის საკურთხეველი, რომლის ოთხივე კუთხე ოთხი რქით იყო დაგვირგვინებული. 
სრულადდასაწველზე ცოდვების გადმოსაცემად ხელდადების შემდეგ ცოდვილს სამსხვერპლო ცხოველი უნდა მოეკლა, მღვდელი კი სისხლს საკურთხევლის რქებზე სცხებდა. საკურთხევლის რქები გამოხატავენ ცოდვათა გამო სამსჯავროს. ამგვარად, ამ რქებზე სისხლის წასმა ნიშნავდა იმას, რომ ცხოველმა სისხლი დაღვარა ცოდვილის ნაცვლად მისი ცოდვების ასანაზღრაურებლად. როდესაც ღმერთი საკურთხევლის რქებზე სისხლს ხედავდა, ის ცოდვილს მის დანაშაულს შეუნდობდა. 
რატომ უნდა დაღვრილიყო მსხვერპლის სისხლი? იმიტომ რომ “ცოდვის საზღაური სიკვდილია” (რომაელთა 6:23) და იმის გამო, რომ ხორციელის სიცოცხლე მის სისხლშია. ამიტომაც დაწერილია ებრაელთა წერილში, “სისხლის დაღვრის გარეშე არ ხდება მიტევება” (ებრ.9:22) ამგვარად, ცოდვისათვის მსხვერპლის სისხლის დაღვრა აკმაყოფილებდა ღმერთის რჯულს, რომელიც ამბობს, რომ ცოდვის საზღაური სიკვდილია.
წესით, მოტანილი სისხლი ცოდვილი ადამიანის მიერ უნდა დაღვრილიყო, მაგრამ ადამიანის გამოსასყიდად თავის სისხლს ცოდვის მსხვერპლი ღვრიდა. ამის შემდეგ მღვდელი სისხლს სამსხვერპლოს რქებს სცხებდა იმის აღსანიშნავად, რომ ცოდვის საზღაური გადახდილი იყო.
თუ ახალ აღთქმაში გამოცხადების 20:11-15 წავიკითხავთ, დავინახავთ, რომ სამსხვერპლო რქები აღნიშნავენ განაჩენთა წიგნს. ეს იმის შესახებ დამოწმებაა, რომ ცოდვათა გამო სამსჯავრო შესრულდა ხელდადების და მსხვერპლის სისხლის მეშვეობით.
 

ცოდვები ორ ადგილასაა დაწერილი

მთელი კაცობრიობის ცოდვები ღმერთის წინაშე ორ ადგილასაა ცაწერილი. ერთი – ადამიანთა გულის ფიცარია, ხოლო მეორე – ღმერთის წინაშე გადაშლილი განაჩენის წიგნი.
იერემია 17:1-ში დაწერილია, “იუდას ცოდვა რკინის კალმითაა დაწერილი, ალმასის წვეტითაა ამოჭრილი მათი გულის ფიცარზე და თქვენს სამსხვერპლოთა რქებზე”.
ლევიანების 17:11 ამბობს, “ხორციელის სიცოცხლე მის სისხლშია”. სისხლი არის სხეულის სიცოცხლე, და ჩვენი ცოდვების საფასურის გადახდა მხოლოდ ამ სისხლითაა შესაძლებელი. ამიტომ სისხლი საკურთხევლის რქებზე იცხებოდა. რჯულის მიხედვით თითქმის ყველაფერი სისხლით წმიდავდება და სისხლის დაღვრის გარეშე არ არის მიტევება. (ებრ. 9:22)
“და გაატყაოს სრულადდასაწველის მსხვერპლი და დაჭრას იგი ნაწილებად. და დადონ აარონ მღვდლის ძეთ ცეცხლი სამსხვერპლოზე და განალაგონ შეშები ცეცხლზე. და განალაგონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, ეს ნაწილები და თავი და ქონი შეშებზე, რომლებიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე. და შიგნეული და კანჭები მისი წყლით გამორეცხოს; და დააკმიოს მღვდელმა ყოველივე სამსხვერპლოზე; ეს სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის.” (ლევ. 1:6-9).
შემდეგ მღვდლები ანაწევრებდნენ სრულადდასაწველს და საკურთხევლის ცეცხლზე სდებდნენ. ეს რიტუალი აღნიშნავდა იმას, რომ როდესაც ადამიანები შესცოდავდნენ ღმერთის წინაშე, ისინი ასეთი გზით უნდა მომკვდარიყვნენ – საკუთარი სისხლი დაეღვარათ და ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩაგდებულიყვნენ. მაგრამ სამსჯავრო სრულდებოდა ცოდვათა გამო მსხვერპლის მეშვეობით, ასე რომ ხალხს შეეძლო თავიანთი ცოდვების გამოსყიდვა.
სრულადდასაწველის მსხვერპლი წარმოადგენდა ღმერთის სამართლიანი კანონის სამსჯავროს რიტუალს. ღმერთმა მთელი კაცობრიობისათვის გამომსყიდველ რიტუალში ორივე კანონი აამოქმედა, - სამართლიანობის და სიყვარულის.
ვინაიდან ღმერთი არის სამართლიანი, მას ცოდვილები უნდა გაესამართლებინა და მათთვის სიკვდილი მიესაჯა. მაგრამ იმის გამო, რომ მას უყვარდა თავისი ხალხი, ღმერთმა მათ საშუალება მისცა, რომ თავიანთი ცოდვები სამსხვერპლო ცხოველზე გადაეტანათ. ახალ აღთქმაში, იმის გამო, რომ ჩვენმა უფალმა ასე შეგვიყვარა, ის მოინათლა და ჯვარს ეცვა, რათა ცოდვილთათვის მსხვერპლი გამხდარიყო. იესოს ნათლობამ და მისმა ჯვარზე სიკვდილმა მთელი სამყაროს ცოდვები ამოშალა.
 
 
ყოველდღიური ცოდვის გამოსყიდვა ძველ აღთქმაში

ვის წარმოადგენს უმწიკვლო მსხვერპლი ძველ აღთქმაში?
იესო ქრისტეს

მოდით წავიკითხოთ ლევიანების 4:27. “და თუ ჩაიდენს ვინმე ხალხიდან შეცდომით რაიმეს უფლის რომელიმე მცნების წინააღმდეგ, რაც არ უნდა ჩადენილიყო, და დადანაშაულდება, ან როდესაც ცნობილი გახდება მისთვის მისი ცოდვა, რომლითაც მან შესცოდა, მიიტანოს მსხვერპლად დედალი თხა, უნაკლო, თავისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა. და დაადოს თავისი ხელი ცოდვის მსხვერპლს თავზე, და დაკლას ეს ცოდვის მსხვერპლი სრულადდასაწველის ადგილზე. და აიღოს მღვდელმა მისი სისხლიდან თითით და მოასხუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლო რქებს; და მთელი მისი დანარჩენი სისხლი მოაპკუროს სამსხვერპლოს საძირკველს. და მთელი მისი ქონი მოჰკვეთოს, როგორც მოიკვეთა ქონი სამშვიდობო მსხვერპლიდან, და დააკმიოს მღვდელმა სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად უფლისათვის, და შეუნდობს მას მღვდელი, და მიეტევება მას.” (ლევ. 4:27-31).
ადამის შთამომავლები, ისრაელის ხალხი, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ადამიანი, ამ ქვეყნად ცოდვით სავსე იბადებოდნენ. ამიტომ ჩვენი გულები სავსეა ცოდვით. ადამიანის გულში ცოდვის უამრავი ნაირსახეობაა: ბოროტი აზრები, მრუშობა, სიძვა, მკვლელობა, ქურდობა, გაუმაძღრობა და სისულელე.
როდესაც ცოდვილს ყოველდღიური ცოდვების გამოსყიდვა სურდა, მას წმინდა საკურთხეველთან უნაკლო ცხოველი უნდა მოეყვანა. ამის შემდეგ მას ცხოველის თავზე ხელები უნდა დაედო თავისი ცოდვების გადასაცემად, მოეკლა მსხვერპლი და მღვდლისთვის მისი სისხლი მიეცა ღმერთის წინაშე მოსატანად.
შემდეგ მღვდელი ასრულდბდა მსხვერპლშეწირვის რიტუალის დარჩენილ ნაწილს, რათა ცოდვილს შენდობა ეპოვა.
ღმერთის რჯულის და მცნებების გარეშე ადამიანებს არ ეცოდინებოდათ, შესცოდეს მათ თუ არა. როდესაც ჩვენს თავს ღმერთის რჯულისა და მცნებების კუთხით ვუყურებთ, ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ ცოდვილობას. ცოდვები ჩვენი პირადული სტანდარტებით კი არა, არამედ ღმერთის რჯულის და მცნებების მიხედვით ფასდება.
ისრაელიანები სცოდავდნენ არა იმიტომ, რომ სურდათ, არამედ იმის გამო, რომ ისინი იბადებოდნენ გულში არსებული მრავალი სახეობის ცოდვით. ცოდვებს, რომლებსაც ადამიანი თავისი სისუსტის გამო სჩადის, ჰქვია დანაშაული. ცოდვა შეიცავს ადამიანის ყველანაირ დანაშაულს და უკანონობას.
ადამიანი არასრულყოფილი არსებაა. ისრაელიანებიც თავისი არასრულყოფილობის გამო ცოდვილები იყვნენ და სცოდავდნენ. ადამიანის ყველა ცოდვა და უსამართლობა შეიძლება შემდეგნაირად იყოს კატეგორიზებული. ბოროტ ზრახვებს, რომლებსაც ჩვენ გულში ვატარებთ, ცოდვა ჰქვია, ხოლო როცა ჩვენ მათ ვიდენთ, ამას ჰქვია დანაშაული. წუთისოფლის ცოდვები ორივე სახეობას შეიცავს.
ძველ აღთქმაში ცოდვები ხელდადების მეშვეობით მსხვერპლშესაწირის თავზე გადადიოდა. ამის მერე ცოდვილი იწმინდებოდა ყოველგვარი ბრალისგან და ამიტომ აღარ უნდა მომკვდარიყო თავისი ცოდვების გამო. სამსხვერპლო სისტემა ამგვარად იყო ღმერთის სამართლიანი მსჯავრის და მისი სიყვარულის ხატება.
იმის გამო, რომ ღმერთმა ჩვენ მიწისგან გამოგვსახა, ადამიანი თავიდან იყო მხოლოდ მტვერი. საკურთხევლის რქებზე სისხლის წასმა და მის საძირკველთან დარჩენილის გადაღვრა ნიშნავდა იმას, რომ ისრაელიანბმა აინაზღაურეს ცოდვები და თავიანთი გულების ფიცრიდან ყველა ცოდვა ამოშალეს.
“და დააკმიოს მღვდელმა ქონი სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად უფლისათვის.” ქონი სიმბოლიზირებს წმინდა სულს. ამიტომ ცოდვების გამოსყიდვა ღმერთის მიერ დადგენილი გზით უნდა აღვასრულოთ. ამასთანავე, უნდა მივიღოთ გულში ცოდვების გამოსყიდვა იმ გზით, რომელიც ღმერთმა მართებულად ჩათვალა.
ღმერთმა უთხრა ისრაელის ხალხს, რომ ცოდვის მსხვერპლი კრავი, ვაცი ან ხბო უნდა ყოფილიყო. ცოდვის მსხვერპლი ძველ აღთქმაში განსაკუთრებით უნდა ამორჩეულიყო. ხბო სუფთა ცხოველია. მიზეზი, რომლის გამო ცოდვის მსხვერპლი უმწიკვლო უნდა ყოფილიყო იყო ის, რომ ასეთი მსხვერპლი გამოხატავდა იესო ქრისტეს, რომელიც წმინდა სულისგან ჩაისახა, რათა მთელი კაცობრიობისთვის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი გამხდარიყო.
ძველი აღთქმის ხალხი თავიანთ ცოდვებს უმწიკვლო მსხვერპლის თავზე ხელების დადებით გადასცემდა. მღვდლები კი სამსხვერპლო რიტუალს ატარებდნენ მათი ცოდვების დასაფარავად. ასეთი გზით აღწევდა ისრაელის ხალხი ცოდვათა შენდობას.
 
 

განტევების დღის რიტუალი

 
რატომ უნდა მოეტანათ ისრაელიანებს მსხვერპლი განტევების დღეს?
იმიტომ, რომ სიცოცხლის ბოლომდე სცოდავდნენ. ყოველდღიურ მსხვერპლს არ შეეძლო მათი განწმენდა ღმერთის წინაშე.

მაგრამ იმის გამო, რომ მსხვერპლი ყოველი ცოდვის ჩადენისას უნდა შეწირულიყო, შეუძლებელი ხდებოდა ხალხის ცოდვების დასაფარავად საკმარისი რაოდენობის მსხვერპლშესაწირის მოტანა. ამიტომ თანდათან ხალხი დაუდევარი გახდა. ყოველდღიური ცოდვების გამოსყიდვა მათ აუტანელ ტვირთად მოეჩვენათ და ამ რიტუალის საბოლოოდ შეწყვეტა ამჯობინეს.
რაც არ უნდა ვეცადოთ, ვერასოდეს შევძლებთ ყველა ჩვენი ცოდვის დასაფარავად საკმარისი მსხვერპლის მოტანას. ამიტომ ჩვენი ცოდვების ჭეშმარიტი გამოსყიდვა უნდა მოგვეცეს ღმერთის მიერ ჩვენთვის მომზადებული ხსნის კანონისადმი გულითადი რწმენით.
ჩვენი სისუსტის გამო, მიუხედავად იმისა თუ რაოდენ ძლიერ ვცდილობთ ღმერთის რჯულის მიხედვით ცხოვრებას, ჩვენ მხოლოს უფრო მეტად ვხვდებით, თუ რამდენად არასრულყოფილნი და სუსტები ვართ. ამიტომაც ღმერთმა საშუალება მისცა ისრაელის ხალხს მთელი წლის ცოდვები ერთბაშად გამოესყიდათ. (ლევ.16:17-22)
ლევიანებში დაწერილია, “იყოს ეს თქვენთვის საუკუნო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს, დაიმდაბლეთ მარხვით სულნი თქვენნი და არავითარი საქმე არ გააკეთოთ, არც მკვიდრმა და არც თქვენს შორის მცხოვრებმა ხიზანმა. რადგან ამ დღეს შეგინდობთ მღვდელი, რათა შეგინდოთ ყოველი თქვენი ცოდვა უფლის წინაშე შესანდობად. ეს შაბათი დასვენებისაა თქვენთვის, დაიმდაბლეთ მარხვით სულნი თქვენნი. ეს საუკუნო წესია.” (ლევიანები. 16:29-31).
ამგვარად ისრაელის ხალხი წელიწადში ერთხელ გულის სიმშვიდეს აღწევდა, როდესაც მღვდელმთავარი მეშვიდე თვის მეათე დღეს გამომსყიდველ მსხვერპლშეწირვას ასრულებდა ყველა იმ ცოდვისთვის, რასაც ხალხი წელიწადის განმავლობაში იდენდა. იმ დღეს, ცოდვებისგან განბანილები, ისინი სულიერ სიმშვიდეს პოულობდნენ. 
მეშვიდე თვის მეათე დღეს მღვდელმთავარი აარონი, როგორც მთელი ისრაელის წარმომადგენელი, გამომსყიდველ მსხვერპლშეწირვას მსახურობდა. ამ დროს დანარჩენ მღვდლებს წმიდა საკურთხეველში შესვლის უფლება არ ჰქონდათ. პირველ რიგში აარონს გამოსყიდვის მსხვერპლი საკუთარი თავისთვის და ტომისთვის უნდა მოეტანა, და მხოლოდ ამის შემდეგ - ისრაელის დანარჩენი ხალხისათვის, რადგან თვითონაც და მისმა ტომმაც შესცოდა.
მსხვერპლშეწირვის რიტუალს ის შემდეგნაირად ასრულებდა. “და აიყვანოს ორი ვაცი და დააყენოს ისინი უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან. და ყაროს აარონმა ორივე ვაცზე წილი: ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი განტევებისათვის. და შესწირავს აარონი ვაცს, რომელსაც ხვდა წილი უფლისათვის, და შესწიროს იგი ცოდვის მსხვერპლად. და ვაცი, რომელსაც ხვდა წილი განტევებისა, დააყენოს ცოცხლად უფლის წინაშე, რომ შეუნდოს და გაუშვას განსატევებლად უდაბნოში.” (ლევიანები 16:7-10). 
თავისი სახლის და საკუთარი თავისთვის გამოსყიდვის რიტუალის დასრულების შემდეგ აარონი “წილს ყრიდა ორ ვაცზე”. ერთი უფლისთვის იყო, ხოლო მეორე - განტევების ვაცისთვის, “აზაზელისთვის”.
თავიდან უფლისთვის მსხვერპლად ერთი ვაცი მოჰქონდათ. ამ დროს მღვდელმთავარი მთელი ხალხის სახელით ვაცის თავზე ხელებს ადებდა, მათ მიერ წელიწადის განმავლობაში ჩადენილი ცოდვების გადასაცემად.
სისხლი თავსარქველში, წმიდათა წმიდაიში შეჰქონდათ და შვიდგზის აპკურებდნენ. ისრაელის ხალხს გასული წლის ყველა ცოდვა მიეტევებოდა. თავიანთი ცოდვების გამო სიკვდილის მაგივრად, მღვდელმთავარი აარონი მათ სამსხვერპლო ცხოველის თავზე გადასცემდა და ყველას ნაცვლად მსჯავრს აღებინებდა. შემდეგ ღვთის წინაშე მეორე ცოცხალი ვაცი მოჰქონდა მსხვერპლად. ეს ხალხისათვის მსხვერპლი იყო.
 
 
ხალხისათვის

აარონი ხალხის წინაშე ხელებს მეორე ვაცს ადებდა და ღმერთის წინაშე აღიარებდა. “უფალო, ისრაელის ხალხმა ცოდვები ჩაიდინა: მკვლელობანი, მრუშობანი, პარვა, სიხარბე, ტყუილი…..და ასევე კერპთ თაყვანისცემა. ისინი არ იცავდნენ წმინდა შაბათს, ისინი ამაოდ იხსენიებდნენ შენს სახელს და დაარღვიეს შენი რჯულის ყველა მუხლი.” შემდეგ ის იღებდა ხელებს. ამგვარად ხალხის მთელი წლის ცოდვები სამსხვერპლო ცხოველზე გადადიოდა.
მოდით ლევიანების 16:21 წავიკითხოთ. “და დაადებს აარონი თავის ორივე ხელს ცოცხალ ვაცს თავზე, და აღიარებს მასზე ისრაელიანთა ყოველ უკანონობას და მათ ყოველ დანაშაულს და მათ ყოველ ცოდვას, და დადებს მათ ცოცხალი ვაცის თავზე, და წარგზავნის საგანგებო კაცით უდაბნოში.” ამის შემდეგ ვაცი უდაბნოში ხეტიალობდა, სადაც კვდებოდა კიდევაც თავზე ისრაელიანთა ცოდვებითურთ. განტევების ვაცი, “აზაზელი” ებრაულად “მოკვეთას, მოშორებას” ნიშნავს. ეს ნიშნავდა, რომ ცოდვის მსვერპლი იდევნებოდა უფლის სახისგან, ისრაელის ხალხის გულისათვის.
ისრაელის ცოდვები აარონის ხელდადებით განტევების ვაცზე გადადიოდა. ამ გზით ისრაელიანებს ცოდვები მიეტევებოდათ. როდესაც ისინი ხედავდნენ, როგორ ადებდა მღვდელმთავარი ხელებს განტევების ვაცს და თვალს ადევნებდნენ უდაბნოში მის წაყვანას, ყველანი, ვისაც გამოსყიდვის რიტუალის სწამდა, რწმუნდებოდნენ თავისი ცოდვების შენდობაში. ძველი აღთქმის ყველა რიტუალი იყო ახალი აღთქმის ხელახლა შობის აჩრდილი.
ძველ აღთქმაში ხელდადება და მსხვერპლის სისხლი წარმოადგენდა ცოდვისგან გადარჩენის სახარებას. ახალ აღთქმაში ის ძირითადად იგივე დარჩა.
 
 
გამოსყიდვის სახარება ახალ აღთქმაში

როგორ ხდებოდა ყველა ცოდვის გამოსყიდვა ახალ აღთქმაში?
მათეს 1:21-25-ში დაწერილია, “ძეს გააჩენს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან. ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: “აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს, - რაც თარგმანით ნიშნავს: “ჩვენთან არს ღმერთი.””
იესო, ჩვენი უფალი, მოევლინა ქვეყანას იმანუელის სახელით ცოდვებისგან მთელი კაცობრიობის გადასარჩენად. ამიტომ მას დაერქვა სახელი იესო. იესო მოვიდა ადამიანის ყველა ცოდვის წასაღებად. ის მოვიდა კაცის ხორცში, რათა კაცობრიობის მხსნელი გამხდარიყო. მან აღასრულა ჩვენი გადარჩენა და სამუდამოდ დაგვიხსნა ცოდვისგან.
 
 

ხელახლა შობის სახარება


როგორ გადაგვარჩინა იესომ ყველა ჩვენი ცოდვისგან? მან ეს გააკეთა თავისი ნათლობის მეშვეობით. მოდით შევხედოთ მათეს 3:13-ს.
“მაშინ გალილეიდან იორდანეს მოვიდა იესო იოანესთან, რათა მის მიერ მონათლულიყო.” (მათე 3:13-17). 
ახალ აღთქმაში, როდესაც იესოს 30 წელი შეუსრულდა, ის მივიდა იორდანეზე იოანე ნათლისმცემელთან, მოინათლა მის მიერ და წაიღო ყველა ადამიანის ცოდვა. ამის გაკეთებით მან ღმერთის სამართლიანობა აღასრულა.
 
 

რატომ იქნა იესო მონათლული იორდანეზე?


რა არის ნაჩვენები სახარებაში?
ღმერთის სამართლიანობა.

მოდით ახლა შევხედოთ იმ სცენას, სადაც ზეციური მღვდელმთავარი ხვდება კაცობრიობის უკანასკნელ მღვდელმთავარს. აქ, ნათლობაში ჩვენ ვხედავთ ღმერთის სამართლიანობას, რომელმაც სამყაროს ყველა ცოდვა გამოისყიდა.
იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც იესო მონათლა, იყო უდიდესი ქალთაგან შობილთა შორის. იესო ამოწმებს მათეს 11:11-ში, “დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი”. ისევე როგორც ხალხს ეპატიებოდა ცოდვები გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარ აარონის მიერ ცოდვის მსხვერპლზე ხელდადებისას, ახალ აღთქმაშიც წუთისოფლის ყველა ცოდვა გამოსყიდულ იქნა, როდესაც იესო იოანე ნათლისმცემლის მიერ მოინათლა.
ხელახლა შობის სახარება არის ყველა ცოდვის სრულყოფილი გამოსყიდვის სახარება. ამიტომ იესოს ნათლობის მიერ გამოსყიდვის ამბავი იყო ის სახარება, რომელიც ღმერთმა დააფუძნა თავისი სამართლიანობის შესასრულებლად და რომელმაც დაიხსნა წუთისოფლის ყველა ადამიანი. იესო მონათლულ იქნა ყველაზე მართებული გზით წუთისოფლის ცოდვათა გამოსასყიდად.
რას ნიშნავს “მთელი სიმართლის აღსრულება”? ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა ჩამორეცხა წუთისოფლის ყველა ცოდვა ყველაზე უფრო მართებული გზით. იესო მოინათლა კაცობრიობის ყველა ცოდვის წარსახოცად. “მასში ცხადდება ღვთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: მართალი იცოცხლებს რწმენით.” (რომაელთა 1:17). 
ღმერთის სიმართლე გამოიხატა მის გადაწყვეტილებაში გამოეგზავნა ამ ქვეყნად თავისი ძე, იესო ქრისტე, ყველა ცოდვის ცარსახოცად იოანე ნათლისმცემლის მიერ ნათლობის მეშვეობით და იესოს ჯვარზე სიკვდილით.
ახალ აღთქმაში ღმერთის სამართლიანობა გამოიხატა იესოს ნათლობაში და მის სისხლში. ჩვენ გავმარლთდით, იმიტომ რომ იესომ წაიღო კაცობრიობის ყველა ცოდვა თითქმის ორი ათასწლეულის ცინ იორდანეს მდინარეზე. როდესაც ჩვენს გულებში ღმერთის ხსნას ვღებულობთ, მაშინ ღვთის სამართლიანობა ჭეშმარიტად სრულდება.
 “მაგრამ იესომ მიუგო პასუხად: “ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.” მაშინ იოანემ მიუშვა იგი. ნათელღებული იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი, და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. აჰა, ხმა ციდან მეტყველი: “ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.”” (მათე 3:15-17). 
ეს ნაწყვეტი გვაჩვენებს, რომ ღმერთმა თვითონ დაამოწმა, რომ მისი ძის ნათლობის ფაქტმა აღასრულა ხსნის სრულყოფილი სიმართლე. ის გვეუბნებოდა, “იესო, რომელიც მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ, არის ჩემი ჭეშმარიტი ძე”. ღმერთმა დაამოწმა, რომ მისი შვილი მთელი კაცობრიობის გამოსასყიდად მოინათლა. მან ეს გააკეთა იმისათვის, რომ იესოსი, მისი ძის შრომა, ამაო არ ყოფილიყო.
იესო არის ღმერთის ძე და ის ასევე არის მსოფლიოს ცოდვილთა მხსნელი. “რომელიც მე მოვიწონე”, თქვა ღმერთმა. იესო ნამდვილად დაემორჩილა მამამისის ნებას და თავისი ნათლობით კაცობრიობის ყველა ცოდვა წაიღო.
სიტყვა ნათლობა ნიშნავს “ჩამორეცხვას, გადაცემას, დამარხვას.” იმის გამო, რომ ყველა ჩვენი ცოდვა მისი ნათლობის მომენტში იესოზე გადავიდა, ყველაფერი, რაც ახლა მოგვეთხოვება, არის ის რომ გვწამდეს სახარების, წუთისოფლის ყველა ცოდვისაგან გადასარჩენად.
ძველი აღთქმის ხსნის ყველა წინასწარმეტყველების აღსრულება ახალ აღთქმაში იესოს ნათლობის მეშვეობით მოხდა. ამიტომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებანი საბოლოოდ ახალ აღთქმაში აირეკლა. ისრაელის ხალხის მსგავსად, რომლებიც წელიწადში ერთხელ გამოისყიდდნენ თავიანთ ცოდვებს, ყველა ადამიანის ცოდვა იესოს გადაეცა და წარიხოცა ახალ აღთქმაში.
ლევიანების 16:29-ში არის მათეს 3:15-ის აჩრდილი. იესო მოინათლა წუთისოფლის ყველა ცოდვის ასაღებად. მისი ნათლობის გამო ყველა, ვისაც სწამს ცოდვების მის მიერი სამუდამო მიტევების, არიან დახსნილები; მათი ყველა ცოდვა ამოიშალა მათი გულების ფიცრებიდან.
თუ თქვენ არ აღიარებთ და არ გწმათ გულში იესოს ნათლობისა და მისი ჯვარზე სიკვდილის ჭეშმარიტების, ვერასოდეს განიწმინდებით თქვენი ცოდვებისაგან, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ ღვთისმოსავად ცხოვრობთ. მხოლოდ იესოს ნათლობის მეშვეობიოთ შესრულდა ღმერთის სიტყვა და წაიშალა თქვენი ცოდვები. ჭეშმარიტი ხსნა მიიღწევა ყველა ჩვენი ცოდვის გამოსყიდვით, იესოს ნათლობის მეშვეობით.
ახლა როგორ მოიქცევით? მიიღებთ ამ ხსნას თქვენს გულებში, თუ არა? ეს არაა ადამიანის, არამედ თვით ღმერთის სიტყვა. იესო მოკვდა ჯვარზე იმიტომ, რომ მან წაიღო ყველა თქვენი ცოდვა თავის ნათლობაში. ეთანხმებით იმას, რომ იესოს ჯვარცმა იყო მისი ნათლობის შედეგი? 
რომაელთა 8:3-4-ში დაწერილია, “ვინაიდან რაკი ვერა შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში, რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც ვცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად.” 
ვინაიდან ადამიანს არ ძალუძს ღმერთის რჯულის და აღთქმების დაცვა საკუთარი ხორცის სისუსტის გამო, იესომ თავის თავზე აიღო და მოსპო ხორცის ყველა ცოდვა. ესაა იესოს ნათლობის ჭეშმარიტება. იესოს ნათლობამ განაპირობა მისი ჯვარზე სიკვდილი. ასეთია ღმერთის ორიგინალუროი სახარების ჭეშმარიტება. 
თუ თქვენ აქამდე მხოლოდ იესოსი ჯვარზე სიკვდილის გწამდათ, ახლა დროა მოტრიალდეთ და მიიღოთ თქვენს გულში იესოს ნათლობის ხსნის სახარება. მაშინ, და მხოლოდ მაშინ შეგეძლებათ გახდეთ ღმერთის შვილი. 
 

ორიგინალური სახარება
 
რა არის ორიგინალური სახარება?
წყლის და სულის სახარება
 
ორიგინალური სახარება არის ცოდვების გამოსყიდვის სახარება. ესაა იესოს ნათლობის, მისი ჯვარზე სიკვდილის და აღდგომის სახარება, რომელიც ღმერთმა გამოგვიცხადა. იესო ქრისტემ ერთიანად ამოშალა ყველა ცოდვა იორდანეზე ნათლობისას და ამგვარად ხსნა მოუტანა ყველას, ვისაც ამ ჭეშმარიტების სწამს. ჩვენი რწმენის გამო, ყველა ჩვენი მომავლის ცოდვებიც წაიშალა. 
ამგვარად, ვისაც იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის სწამს, სამუდამოდ დახსნილია წუთისოფლის ყველა ცოდვისგან. გწამთ თქვენ ამისი? თუ თქვენი პასუხია “დიახ, მწამს”, მაშინ თქვენ გამართლებული ხართ.
ახლა კი მოდით შევაჯამოთ ის, რაც მოხდა იესოს ნათლობის შემდეგ. იოანეს 1:29-ში სწერია, “აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას!”
იოანე ნათლისმცემელმა დაამოწმა, რომ იესო არის ღვთის კრავი, რომელსაც წუთისოფლის ცოდვა მიაქვს. იორდანეზე ნათლობისას მან იესოზე წუთისოფლის ყველა ცოდვა გადაიტანა.
ვინაიდან იოანე ნათლისმცემელმა თვითონ მონათლა იესო, მას შეეძლო რომ დაემოწმებინა, “აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას!” იესო მოინათლა და წაიღო სამყაროს ცოდვები, და ეს არის ხელახლა შობის სახარება.
 
 
“აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას!” (იოანე 1:29). თავისი ნათლობით იესომ წუთისოფლის ყველა ცოდვა წაიღო.
ცოდვები, რომელიც თქვენი დაბადების დღიდან 10 წლის ასაკამდე გაქვთ ჩადენილი, შედის წუთისოფლის ცოდვებში. გწამთ, რომ ეს ცოდვები იესოზე გადავიდა? – დიახ, მწამს. – 11 წლიდან 20 წლის ასაკამდე ჩადენილი ცოდვები? გწამთ, რომ ისინიც გადავიდა იესოზე? – დიახ, მწამს. – 
შედის ის ცოდვები, რომლებსაც თქვენ მომავალში ჩაიდენთ, წუთისოფლის ცოდვათა რიცხვში? – დიახ, ისინიც შედიან. – მაშ, გადავიდნენ ისინი იესოზე? – დიახ, გადავიდნენ. – ნამდვილად გწამთ, რომ ყველა თქვენი ცოდვა გადაეცა იესოს? – დიახ, მე მწამს. – გწამთ, რომ წუთისოფლის ყველა ცოდვა იესოს გადაეცა მის ნათლობაში? – დიახ, მწამს. – 
გსურთ თქვენ ქვეყნიერების ცოდვებისგან გადარჩენა? თუ გსურთ, იწამეთ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის სახარება. როგორც კი ამას ირწმუნებთ, გადარჩებით. იესოს ნათლობა და მისი სისხლი არის ხელახლა შობის ორიგინალური სახარება. ეს არის ღმერთისგან მოსული კურთხევა სამყაროს ყველა ცოდვილთათვის.
ვისაც იესოს ნათლობისა და მისი ჯვრის სისხლით ხელახლა შობის ხსნის სწამს, ვინც შეჰყურებს მის სიყვარულს, აქვს ჭეშმარიტი რწმენა და ჭეშმარიტად არის ხელახლა შობილი. Eხელახლა შობის ნიშნებია წყალი და იესოს სისხლი. ოღონდ მიიღეთY ბიბლიაშიO დაწერილი ჭეშმარიტების სიტყვები.
 
 
რელიგია და რწმენა

რა დამოწმებაა ხელახლა შობილის გულში?
ის რომ იესომ წაშალა ყველა ჩვენი ცოდვა თავისი ნათლობით და სისხლით.

რელიგია ნიშნავს გწამდეს იესოსი შენი საკუთარი წარმოდგენით და უარყოფდე ღმერთის წმინდა სიტყვას. მაგრამ ცოდვისგან გათავისუფლებას არაფერი აქვს საერთო ადამიანის პირადულ აზრებთან. რწმენა ნიშნავს გწამდეს ძველი და ახალი აღთქმის ყოველი სიტყვის, საკუთარი აზრების უარყოფით. ეს ნიშნავს მიიღო ყოველივე ისე, როგორც ბიბლიაშია დაწერილი და ირწმუნო წყლისა და სისხლის გზით მოსული ხსნა: იესოს ნათლობა და მისი სისხლი ჯვარზე. ადამიანი გადარჩება თავის გულში ორიგინალური სახარების სიბრძნის მიღებით.
იესოს ნათლობის გარეშე არ ხდება ჩვენი ცოდვების გადაცემა, და სისხლის დაღვრის გარეშე არაა ცოდვათა მიტევება. ყველა ჩვენი ცოდვა გადავიდა იესოზე მანამადე, ვიდრე ის მათ ჯვარზე აზიდავდა, და შემდეგ სისხლი დაღვარა ჩვენთვის. როდესაც გვწამს იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის, სახარების მეშვეობით ხელახლა შობის, ჩვენ წუთისოფლის ყველა ცოდვისგან ვთავისუფლდებით.
ჭეშმარიტი რწმენაა გჯეროდეს, რომ იესო ქრისტემ სრულიად გაგვწმინდა ყველა ჩვენი ცოდვებისგან თავისი ნათლობით; ეს ნიშნავს გწამდეს, რომ მან ჯვარზე იკისრა მსჯავრი ყველა ჩვენი ცოდვის გამო. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ღვთის სამართლიანი ხსნისა. ღმერთმა ისე შეიყვარა ადამიანი, რომ გადაგვარჩინა იესოს ნათლობის და ჯვარზე მისი სისხლის მეშვეობით. როცა ასეთი სახარების გვწამს, ჩვენ ვღებულობთ ყველა ჩვენი ცოდვისგან ხსნას, მსჯავრისგან თავისუფლებას და ვხდებით მართლები ღმერთის წინაშე.
“უფალო, მე მწამს. მე არ ვიმსახურებ ხსნას, მაგრამ მწამს იესოს ნათლობის სახარების, მისი ჯვარცმის და აღდგომის”. ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ ღმერთს ხელახლა შობის სახარების კურთხევისათვის. ხელახლა შობის ორიგინალური სახარებისადმი რწმენა - ჭეშმარიტი რწმენაა.
ხელახლა შობის ჭეშმარიტება ესაა, “ამრიგად, რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა - ღმერთის სიტყვისაგან.” (რომაელთა10:17). “შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ” (იოანე.8:32). ჩვენ დანამდვილებით უნდა შევიცნოთ ჭეშმარიტება და გვწამდეს წყლის, სისხლის და სულის, რომელნიც ამის შესახებ ამოწმებენ. (1იოან.5:5-8)
“ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.” ეს იესოს სიტყვებია წყლისა და სისხლის შესახებ. თქვენ განთავისუფლდით? რელიგიურები ვართ თუ მორწმუნენი? იესო ღებულობს მხოლოდ იმათ, ვისაც წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარების რწმენა გააჩნია. 
თუ იესოს ნათლობის და მისი სისხლის სახარების გწამთ, მაშინ გულში ცოდვა აღარა გაქვთ. მაგრამ თუ იესოსი რელიგიურად გწამთ, თქვენ ჯერ კიდევ ცოდვაში იმყოფებით იმის გამო, რომ არ გაქვთ იესოსმიერი ხსნის სრულყოფილი რწმენა. რელიგიური ადამიანები ცდილობენ თავიანთ ცოდვათა გამოსყიდვის მიღწევას ყოველთვის, როდესაც მონანიების ლოცვით ლოცულობენ.
ამგვარად ისინი სრულყოფილად ვერასოდეს იხსნიან თავს საკუთარი ცოდვებისგან. თუნდაც მთელი თავისი სიცოცხლე ელოცათ, ეს ვერასოდეს შეცვლის იესოს ნათლობის და ჯვარზე მისი სიკვდილისმიერ ცოდვათა სრულყოფილ მიტევებას. მოდით მივიღოთ ხსნა იესოს სახარებისადმი რწმენით, რომელმაც სამყაროს ყველა ცოდვა ამოშალა, ისინიც კი, რომლებსაც მომავალში ჩავიდენთ.
ისევ გიმეორებთ, ყოველდღიური მონანიება ვერასოდეს შეცვლის ზეციდან შობის სახარებას. ყველა ქრისტიანს უნდა სწამდეს ხელახლა შობის სახარებისმიერი ცოდვათა გამოსყდვის.
სრულყოფილად ჩვენი ცოდვების მონანიებას ვერასოდეს შევძლებთ. ყალბ მონანიებას არ ძალუძს ადამიანის ღმერთთან მიყვანა, ის მხოლოდ ადამიანის სულს ამშვიდებს. ყალბი მონანიება არის ცალმხრივი აღიარება, რომელიც არასოდეს ითვალისწინებს ღმერთის ნებას. ეს ის არაა, რასაც ღმერთი ჩვენგან მოელის.
რა არის ჭეშმარიტი მონანიება? ეს ნიშნავს მოუბრუნდე ღმერთს, დაუბრუნდე იესოს ხსნის სიტყვას და გწამდეს მისი ისე, როგორც მის სიტყვაშია დაწერილი. სახარება, რომელიც ჩვენ გვიხსნის, არის იესოს ნათლობის, მისი ჯვარცმის და აღდგომის სახარება. როცა ასე სრულყოფილად გვწამს სახარების, ჩვენ ვღებულობთ ხსნას და საუკუნო სიცოცხლეს.
ასეთია ხელახლა შობის სახარების სიბრძნე; ესაა გწმადეს იესოს ნათლობის, მისი სისხლის და ღმერთის სასუფევლის სახარებისა, რომელიც ხელახლა შობის საშუალებას გვაძლევს.
როდესაც იესომ გვითხრა, რომ წყლისა და სულისგან ხელახლა უნდა ვიშვათ, ის გულისხმობდა, რომ ეს უნდა მოხდეს მისი ნათლობის და ჯვრის სისხლისადმი რწმენით. მხოლოდ მაშინ შევძლებთ ღმერთის სასუფეველში შესვლას და მასში დამკვიდრებას. ჩვენ მისი სიტყვის უნდა გვწამდეს. ორი რამ, რაც ჩვენი ცოდვების მიტევებას ამოწმებს, - იესოს ნათლობა და მისი ჯვრის სისხლი, - არის ის სიტყვა, რომელიც ჩვენ ხელახლა გვშობს.
გწამთ ხელახლა შობის სახარების და ცოდვათა მიტევების? იესოს ნათლობისადმი და ჯვარზე მისი სისხლისადმი რწმენა გვიხსნის წუთისოფლის ყველა ცოდვისაგან. ასეთი რწმენით შეგვიძლია ჩვენ ხელახლა შობა. რადგან ბიბლია გვეუბნება, რომ იესომ ამოშალა წუთისოფლის ყველა ცოდვილთა ცოდვები, რატომ არ უნდა დაუჯეროთ ამას და ვიშვათ ზეციდან?
ისინი, ვისაც სწამს ამ ორი რამის, რაც ჩვენი ხელახლა შობის დამოწმებას წარმოადგენს, - იესოს ნათლობის და მისი ჯვარცმის, არიან ჭეშმარიტად ზეციდან შობილნი. ხოლო ღვთის ძის მორწმუნეს თავის თავშივე აქვს მოწმობა (1 იოან.5:3-10). როდესაც თქვენ იესოსი გწამთ, არ უნდა გამოგრჩეთ წყლის, სისხლის და სულის სახარება.
ისევე როგორც მეფის სარდალი ნაყამანი კეთრისგან განსაკურნებლად იორდანეს წყლებში შევიდა (4მეფეთა.5), ჩვენც უნდა გვწამდეს, რომ იესომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამორეცხა ყველა ცოდვა იორდანეში, რის შედეგადაც მოგვცა საუკუნო ხსნა.
იმის გამო, რომ იესომ შეგვიყვარა, შეგვიძლია თავი დავიხსნათ წუთისოფლის ყველა ცოდვისგან ცოდვათა მიტევების სახარებისადმი რწმენით. მოდით ყველამ ერთად ვირწმუნოთ ხელახლა შობის სახარება და მოვიპოვოთ ღმერთის ხსნა.