• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 6: ერეტიკოსები

[6-1] ფსევდო-მორწმუნეები და ერეტიკოსები ქრისტიანობაში (ესაია 28:13-14)

ფსევდო-მორწმუნეები და ერეტიკოსები ქრისტიანობაში(ესაია 28:13-14)
“და გახდა მათთვის სიტყვა უფლისა – “ბრძანება ბრძანებაზე, ბრძანება ბრძანებაზე, ხაზი ხაზზე, ხაზი ხაზზე, ცოტა აქ, ცოტა იქ,” რათა წასულიყვნენ და გულაღმა დაცემულიყვნენ და მახეში გაბმულიყვნენ, ტყვედ წასხმულიყვნენ. ამიტომ, ისმინეთ სიტყვა უფლისა, დამცინავო კაცნო, განმგებელნო ამ ერისა, რომელიც იერუსალიმშია.”

ბიბლიური ერესი როგორ განმარტავს ბიბლია სიტყვას “ერეტიკოსი”?
ერეტიკოსია ის, ვისაც ჯერ კიდევ ცოდვა აქვს გულში, მიუხედავად იესოს რწმენისა.
 
დღესდღეობით არსებობს მრავალი ფსევდო-ჟურნალისტი, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. მათ თავი კორესპონდენტებად მოაქვთ, მაგრამ ხშირად ფულს სძალავენ თავიანთ მსხვერპლთ, მათი არათვალსაჩინო საქციელის გამოქვეყნების მუქარით. “ფსევდო” ნიშნავს იმას, რაც გამოიყურება როგორც ნამდვილი, მაგრამ რეალობაში არ არსებობს. სხვა სიტყვებით, ეს აღნიშნავს რაიმეს, რისი ზედაპირიც სრულიად განსხვავდება მისივე შინაგანისგან. 
სიტყვები “ერეტიკოსი” და “ფსევდო” საკმაოდ ხშირად გაისმის, განსაკუთრებით ქრისტიანულ ეკლესიებში.
მაგრამ არსებობს რამოდენიმე ზუსტი განსაზღვრება იმისა, თუ რა არის ერეტიკოსი და რას უნდა დაერქვას “ფსევდო”, თუმცა არც ისე ბევრი ასწავლის ამ კონცეფციებს ბიბლიასთან მკაცრ შესაბამისობაში.
ასეთ ვითარებაში მე თავს ვალდებულად ვთვლი რომ გავამხილო, თუ რას უწოდებს ბიბლია “მწვალებლობას, ერესს” და შუქი მოვფინო ამ საკითხს. მე ასევე მსურს დაგანახოთ ერესის რამოდენიმე მაგალითი რეალურ ცხოვრებაში და ამგვარად ამაზეც ერთად დავფიქრდეთ. ღმერთის ნებისმიერი მორწმუნე თავის ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა დაფიქრდეს ერესის საკითხზე.
ტიტე 3:10-11 განსაზღვრავს ერეტიკოსს, როგორც ცოდვაში გახვეულ, ცბიერ პიროვნებას, საკუთარ თავშივე მსჯავრ დადებულს. ამიტომ ისინი, ვისაც იესო სწამთ, მაგრამ ცოდვა აქვთ გულში, არიან ერეტიკოსები ღმერთის წინაშე.
იესომ აიღო ყველა ცოდვა თავისი ნათლობით. მაგრამ ერეტიკოსები უარს ამბობენ ჭეშმარიტი სახარების რწმენაზე, იმ სახარებისა, რომელსაც ცოდვილთათვის გადარჩენა მოაქვს, და ამგვარად საკუთარი თავის მსჯავრდადებით ცოდვილთა რიგებს ავსებენ.
ერეტიკოსი ხომ არ ხართ? ამაზე დაფიქრება გვმართებს, თუ სუფთა და ღვთისმოსავი ცხოვრება გვსურს. 
თავს მსჯავრს ხომ არ სდებთ, როგორც ცოდვილი, თუმცა შესაძლოა იესოსი გწამთ, ჯერ თუ არ გსმენიათ წყლისა და სულის სახარების შესახებ? თუ თავს ცოდვილად თვლით, ამით იესოს ცუდ სამსახურს უწევთ, მისი სრულყოფილი ხსნის და წყლისა და სულის სახარების უგულვებელყოფით. 
ღმერთის წინაშე საკუთარი თავის ცოდვილად წოდება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ღვთის შვილი არ ხარ. მათ, ვინც აღიარებენ იესოს წინაშე, “უფალო, ცოდვილი ვარ”, მართებთ თავისი რწმენის გადამოწმება.
როგორ შეიძლება იესოსი გწამდეთ და მაინც იძახოთ რომ ცოდვილი ხართ, მაშინ როდესაც იესომ აიღო წუთისოფლის ყველა ცოდვა და სრულყოფილად დაგიხსნათ საუკუნო დაღუპვისაგან? როგორ შეიძლება უარყოფდეთ მისი ხსნის საჩუქარს და თავს ცოდვილად რაცხავდეთ, მაშინ როდესაც იესომ ყველა ცოდვა იტვირთა თავისი ნათლობით და მათ გამო სრული სასჯელი მიიღო ჯვარზე?
ასეთი ადამიანები ერეტიკოსები არიან, იმიტომ რომ საკუთარი ნებით ცოდვილნი ხდებიან, ღმერთის სიტყვის საპირისპიროდ. თქვენ უნდა იცოდეთ წყლისა და სულის სახარება, რათა თავი აარიდოთ ღმერთის წინაშე ერესის ჩადენას.
ყველა, ვისაც იესოსი სწამს, მაგრამ არაა ხელახლა შობილი, არის ერეტიკოსი, რადგანაც ჯერ კიდევ ცოდვა აქვს გულში.
იმის გამო, რომ ღმერთმა ამოშალა წუთისოფლის ყველა ცოდვა, ჩვენი ცოდვების ჩათვლით, მის წინაშე ვხდებით ერეტიკოსები, თუ ვუგულებელყოფთ ამ გადარჩენის კურთხევას. რადგან ღმერთი არის წმინდა, ჩვენ ერეტიკოსები ვართ, თუ ცოდვა გვაქვს გულში. თუ ნამდვილად გვსურს გავმართლდეთ, იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის სახარების უნდა გვწამდეს.
 

ერესის პირველწყარო ბიბლიაში

რა არის ღვთისმსახურის უმთავრესი მახასიათებელი?
ის უნდა იყოს ხელახლა შობილი.

მოდით შევხედოთ 3 მეფეთა 12:25-26. “და ააშენა იერობყამმა შექემი ეფრემის მთაზე და იქ დასახლდა. მერე წავიდა იქიდან და ფენუელი ააშენა. და ამბობდა თავის გულში იერობყამი: კვლავ დაუბრუნდება მეფობა დავითის სახლს.” იერობყამი მეფე სოლომონის ერთ-ერთი ქვეშემრდომი იყო. როდესაც ხანში შესვლისას სოლომონი გაირყვნა, იერობყამი აუჯანყდა მეფეს და მოგვიანებით ისრაელის ათი ტომის მეფე გახდა, სოლომონის ძის რეჰობყამის დროს.
ყველაზე მეტად იერობყამს ის ადარდებდა, რომ მისი ხალხი იუდაში არ დაბრუნებულიყო, სადაც ღვთის ტაძარი იდგა. 
ამიტომ მან გადაწყვიტა ამისათვის ხელი შეეშალა. მან ბეთელში და დანში ორი ოქროს ხბოები დადგა და თავის ხალხს მათთვის თაყვანის ცემა უბრძანა. 3 მეფეთა 12:28 ამბობს, “და ითათბირა მეფემ და გააკეთა ორი ოქროს ხბო.” ერთი ხბო მან ბეთელში დადგა, მეორე კი დანში და ხალხს ამ კერპების თაყვანისცემა უბრძანა იმის მიუხედავად, რომ ამის გაკეთება საშინელ ცოდვას წარმოადგენდა. ამ რიტუალის ჩასატარებლად ის მღვდლებსაც კი თვითნებურად აწესებდა. 
“ამ ამბების შემდეგაც არ მიუტოვებია იერობყამს ბოროტ გზაზე სიარული, და კვლავ განაწესებდა ხალხიდან გორაკთა მღვდლებს; ვინც მოეწონებოდა, იმას აუვსებდა ხელს და ის ხდებოდა გორაკთა ქურუმი.” (3მეფეთა 13:33). ასეთი იყო ერესის პირველწყარო.
ეხლაც კი ერეტიკოსები ღვთისმსახურებად ნიშნავენ ყველას, ვინც კი ღვთის საქმის შესრულების ნება-სურვილს იჩენს. ყველას, ვინც კი თეოლოგიურ სემინარიას ამთავრებს, შეუძლია გახდეს ღვთისმსახური, მახარობელი, მისიონერი ან ხუცესი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ხელახლა შობილი არაა წყლისა და სულისაგან.
როგორ შეიძლება რომ ის, ვინც არაა ხელახლა შობილი, ღვთისმსახური გახდეს? თუ ასეთ პიროვნებას მღვდლად ნიშნავენ, ეკლესია, რომელმაც ის აირჩია, ერეტიკოსების მწარმოებელ ქარხანად იქცევა. 
მოდით დავფიქრდეთ ერესის წარმოშობაზე. თავდაპირველად იერობყამმა თავისი პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად ღმერთი ოქროს კერპებზე გაცვალა. შემდეგ კი მღვდლებად ყველა მოხალისეს ნიშნავდა. სხვა სიტყვებით, ის ღვთისმსახურად ჩვეულებრივ ადამიანებს ნიშნავდა. და ზუსტად იგივე ხდება დღესდღეობითაც.
ერესის ისტორია იერობყამის ხანიდან დღემდე მოყოლებული გრძელდება. იმ ხალხის, რომლებიც არ არიან წყლისა და სულისგან შობილნი, ღვთისმსახურებად დანიშვნა დაუშვებელია.
შეუძლია ვინმეს, ვინც მხოლოდ თეოლოგიურ სემინარიას ამთავრებს, ღვთისმსახური ან მახარობელი გახდეს? 
მართებულია მათთვის ღვთისმსახურება, მიუხედავად იმისა, რომ არ არიან მის მიერ მოწონებულნი? არასოდეს. მხოლოდ ღმერთის მიერ აღიარებული შეიძლება გახდეს მისი მსახური. ღმერთის მიერ აღიარებულნი კი წყლისა და სულისგან ხელახლა შობილები არიან.
3მეფეთა12:25-26-ში და 3მეფეთა მე-13 თავში დაწერილია, რომ იერობყამის ცოდვამ ღმერთის რისხვა გამოიწვია. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ ამ ამბის შესახებ, და თუ ვინმეს ის არ სმენია, ბიბლიას უნდა დაუბრუნდეს და შეისწავლოს.
კიდევ ერთხელ დაფიქრდით, თქვენს მსახურებაში ღმერთს ოქროს ხბოებზე ხომ არ ცვლით? მიწიერ კურთხევებზე ხომ არ აკეთებთ აქცენტს, რათა თქვენმა მიმდევრებმა წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარებასთან დაბრუნება ვერ შეძლონ?
ხომ არ ეუბნებით თქვენს მიმდევრებს, რომ სნეულებებისგან განკურნებას შეძლებენ, თუ იესოსი სწამთ? ეუბნებით, რომ სახლებითა და ქონებით იქნებიან კურთხეულნი? ნიშნავთ თუ არა მათ, ვინც არ არიან ხელახლა შობილნი, ეკლესიის მსახურებად ან თანამშრომლებად და აცხადებთ, რომ მხოლოდ თქვენი დენომინაციაა ორთოდოქსალური? თუ ასეა, თქვენ იერობყამის ცოდვას სჩადიხართ ღმერთის წინაშე და მის რისხვას იწვევთ. 
 
 

ერეტიკოსები ოქროს კერპების ღმერთს სცემენ თაყვანს.


დღესაც კი არსებობს უამრავი ერეტიკოსი, რომელიც ოქროს ხბოებს სცემს თაყვანს. ისინი იძახიან, რომ ღმერთმა სოლომონი აკურთხა, როდესაც მან ათასი სრულადდასაწველი შესწირა ღმერთს. 3 მეფ.3:3-5 ამბობს, “და შეიყვარა სოლომონმა უფალი და მამამისის, დავითის წესზე დადიოდა, ოღონდ გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს. და წავიდა მეფე გაბიონს, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ, რადგან იქ იყო მთავარი გორაკი. ათასი სული აღსავლენი შესწირა მეფემ ამ სამსხვერპლოზე. და გამოეცხადა გაბაონში უფალი სოლომონს სიზმრად ღამით და უთხრა ღმერთმა: ‘მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე.’”
ისინი თავიანთ მიმდევრებს ფულს სძალავენ “სოლომონის ათასი სრულადდასაწველის” ცბიერი დაპირებით. ამ უგუნურ ადამიანებს ფულს სტაცებენ. და ისინი, ვინც ოქროს ხბოებს სცემენ თაყვანს როგორც თავიანთ ღმერთებს, კარგავენ თავის ფულს, რომელიც უზარმაზარი საეკლესიო შენობების ასაგებ შესაწირავად გამოიყენება. იმიტომ კი არა, რომ მათი ეკლესიები მცირე ზომისაა, არამედ იმის გამო, რომ თავიანთი მიმდევრებისგან ფულის გამოძალვა სურთ.
ოქროს კერპების თავიანთ საკრებულოებში სათაყვანებლად დაყენება ერთადერთი საბაბია, რომელსაც იყენებენ ერეტიკოსები ხალხისგან ფულის გამოსაძალვად. ჩვენ, ღმერთის მორწმუნეებმა, არასოდეს უნდა გავაბრიყვებინოთ თავი. თუ თქვენს ფულს ოქროს ხბოების სათაყვანებლად სწირავთ, ის ღმერთს კი არ ეძლევა, არამედ ფსევდო-მსახურთა ჯიბეებში ილექება, რომლებიც იერობყამის მსგავსად სავსენი არიან სიხარბით. თქვენ არასოდეს უნდა ჩავარდეთ ასეთი ერეტიკოსების მახეში.
მაშ რატომ ეამა ღმერთს ათასი სრულადდასაწველი სოლომონისგან? იმიტომ რომ სოლომონმა იცოდა საკუთარი ცოდვების შესახებ, და ესმოდა, რომ მათ გამო უნდა მომკვდარიყო, ამიტომაც საკუთარი რწმენის თანახმად შესწირა სრულადდასაწველი. მან ათასი სრულადდასაწველი შესწირა ღმერთისაგან მიღებული ხსნისთვის მადლობის აღსანიშნავად. სოლომონი ყოველდღიურად სწირავდა ათას სრულადდასაწველს, ფიქრობდა რა წყლისა და სულის გამოსყიდვის შესახებ.
ამგვარად უნდა გახსოვდეთ ერესის ნამდვილი მნიშვნელობა, რათა არასოდეს იყოთ მოტყუებული ფსევდო-მღვდლების მიერ.
 
 

ისინი, ვინც ხელახლა შობის გარეშე ატარებენ ღვთისმსახურებას, ერეტიკოსები არიან 


რას ამბობენ ერეტიკოსები ხელახლა შობის შესახებ?
ისინი ამბობენ, რომ ხელახლა იშვნენ ხილვების, სიზმრებოს და სხვა სულიერი გამოცდილებების საფუძველზე

ეს ის ხალხია, რომლებიც სხვებს ასწავლიან ხელახლა შობის შესახებ, მაშინ როდესაც თვითონ არ არიან რწმენით შობილნი. ყველა ასეთი ადამიანი ერეტიკოსია. სხვებს მოუწოდებენ ხელახლა შობისკენ, როდესაც თვითონ არ ძალუძთ ამის მიღწევა, რადგან არაფერი გაეგებათ წყლისა და სულის სახარებაზე. ამაზე ჩვენ მხოლოდ გვეღიმება.
ფსევდო-მღვდლები ცრუ სახარებას ქადაგებენ, რითაც ამახინჯებენ წყლისა და სულის სახარებას. ისინი მოუწოდებენ ხალხს მათი ცოდვების ყოველდღიური განბანისაკენ. 
ისინი ამბობენ, “წადით და მთებში ილოცეთ, მარხვაც სცადეთ, მიუძღვენით თქვენი თავი ღვთის საქმეს, გარიჟრაძზე ილოცეთ, იყავით მორჩილნი, შესწირეთ ბევრი ფული ეკლესიების შენებას და საკუთარ ცოდვებს მიხედეთ”.
ერთხელ გავიგონე, თუ როგორ ამოწმებდა ერთი პიროვნება თავის ხელახლა შობის შესახებ. ამბობდა, რომ სიზმარში თავი გრძელ რიგში მდგომი იხილა, და როდესაც მისი ჯერი მოვიდა, იესომ მისი სახელი წამოიძახა. ამ კაცის თქმით, ეს ხილვა მისი ხელახლა შობის მტკიცებულება იყო. მაგრამ რამდენად სწორია მისი დარწმუნება? იესოს ასე არ უთქვამს.
იოანეს 3-ში ის ამბობს, “თუ ვინმე წყლისა და სულისგან არ იშობა, ვერ შევა ცათა სასუფეველში”. ღმერთი ამბობს, რომ მხოლოდ წყლისა და სულისგან შობილებს შეუძლიათ გახდნენ ჭეშმარიტი ღვთისმსახურნი. ყველა, ვისაც სწამს, რომ სიზმრებსა, ფანტაზიებსა, სულიერი ექსტაზის ან სინანულის ლოცვათა გამო არის ხელახლა შობილი, არის ერეტიკოსი.
დღესდღეობით არიან ბევრნი, ვისაც ღმერთის დაწერილი სიტყვის არ სწამთ და წყლისა და სულისგან ხელახლა შობის მაგივრად დენომინაციურ დოქტრინებს უჭერენ მხარს. ისინი, ვინც უარს აცხადებს წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარების ქადაგებაზე, არიან ფსევდო-ქრისტიანები და ერეტიკოსები.
 

რეფორმატორები და თანამედროვე ქრისტიანობა

როდის დაიწყო ჭეშმარიტი სახარების არევა სხვა რელიგიებთან და მისი დამახინჯება?
რომის იმპერატორის კონსტანტინეს მიერ მილანის ედიქტის გამოცხადების შემდეგ 313 წ.

როდის ჩამოყალიბდა ქრისტიანული დენომინაციები? როდის დაარსდა ისეთი მრავალფეროვანი დენომინაციები, როგორიცაა: პრესვიტერიანული, მეთოდისტური, ბაპტისტური, ლუთერანული, სიწმინდის მოძრაობის და სრული სახარებისა? რეფორმაცია მოხდა დაახლოებით 500 წლის წინ.
ადრეული ქრისტიანები იესოს მიმდევრები იყვნენ, მისი ამქვეყნად ცხოვრების დროს. სიტყვა “ქრისტიანი” აღნიშნავს მათ, “ვინც მიჰყვება ქრისტეს.” 
პირველი ქრისტიანები - მოციქულები და მათი მოწაფეები იყვნენ. მოციქულები და ეკლესიის მამები მიჰყვებოდნენ ჭეშმარიტ სახარებას ჩვ.წ.აღ. 313-მდე. მაგრამ კონსტანტინე დიდის მილანის ედიქტის გამოსვლის შემდეგ დაიწყო ქრისტიანთა და წარმართთა ერთმანეთში არევა, რამაც ე.წ. ბნელ საუკუნეებში გამოვლინდა და 1000 წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. 
მოგვიანებით, ადრეულ მე-16 საუკუნეში მარტინ ლუტერმა რეფორმაცია გამოაცხადა სიტყვებით “მხოლოდ მართალი იცოცხლებს რწმენით.” ცოტა ხნის შემდეგ, 1500-1600 წლებს შორის, ისეთმა რეფორმატორებმა, როგორც ჯონ კალვინმა და ჯონ ნოქსმა თავისი ახალი მოძრაობით გამოეყვნენ კათოლიციზმს. ეს იყო ყველაფერი, რასაც რეფორმაციამ მიაღწია.
რეფორმაცია იყო უბრალოდ კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებული ახალი ეკლესიების დაარსების მცდელობა. რეფორმატორები არ უარყოფდნენ თვით კათოლიციზმს.
მათი მიზანი წყლისა და სულისგან ხელახლა შობის რწმენის გავრცელება კი არ იყო, არამედ რომის კათოლიკური ეკლესიის მხრიდან კორუფციისა და ზეწოლისაგან თავის დაღწევა. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ამ მოძრაობას პროტესტანტიზმი დაარქვა, რაც ნიშნავდა რომ მათ რიგებში მყოფი ხალხი აპროტესტებდა კათოლიციზმს.
იმ დროს კათოლიკური ეკლესია მოსახლეობის მხრიდან ინდულგენციების ყიდვას ახალისებდა. მათ ეუბნებოდნენ, რომ ძვირად ღირებული ინდულგენციების შეძენის მეშვეობით ისინი გარდაცვლილი ნათესავების სამოთხეში გაგზავნას შეძლებდნენ. ლუტერი ვერ ხვდებოდა, თუ რამდენად მცდარი იყო კათოლიციზმი. ის მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესიისთვის წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობის დასაფინანსებლად ინდულგენციების გაყიდვაში ხელის შეშლას ცდილობდა.
როგორც შედეგი, თანამედროვე პროტესტანტულ ეკლესიაში ჩვენ შეგვიძლია კათოლიკური ეკლესიის ბევრი გადმონაშთი აღმოვაჩინოთ: ჩვილთა ნათლობა, სინანულის ლოცვები, (რაც რომაული კათოლიკური ეკლესიის წიაღში არსებული აღიარებების მსგავსია), წმინდა რიტუალები, მხოლოდ იმ პირთა აღიარება, რომლებმაც თეოლოგიური სემინარიები მღვდელმსახურის წოდებით დაამთავრეს, დიდებული და გრანდიოზული ეკლესიები. ყოველივე ეს რომაული კათოლიკური ეკლესიის გადმონაშთია.
ადრეული 1500 წლების რეფორმაციიდან მოყოლებული პროტესტანტიზმის ისტორია მხოლოდ 500 წელიწადს ითვლის. ამ წელს კი რეფორმაციის მე-481 წლისთავია. შეიძლება თქვენთვის უცნობი იყოს, რომ მარტინ ლუტერი თავის დედა-ეკლესიას წინ აღუდგა მხოლოდ 481 წლის წინად. ამრიგად პროტესტანტიზმს არ შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს კანონიერებაზე თავისი შედარებით მცირე ასაკის გამო. ქრისტიანობის რეფორმაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. და ის მუდამ უნდა გრძელდებოდეს. 
მაგრამ არის ერთი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს. არასოდეს უნდა დავივიწყოთ, რომ მხოლოდ წყლისა და სულისგან ხელახლა შობილებს შეუძლიათ ცათა სასუფეველში შესვლა. მაშ მოდით ვიქადაგოთ ამის შესახებ! თქვენ ჰქადაგებთ იესოს სახარებას, წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარებას? თუ არა და, ღმერთის მსახური არ ყოფილხართ. ღმერთს სურს, რომ ყველამ “წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარება” ვიწამოთ. ეს ისაა, რასაც იესო ნიკოდემუს ასწავლიდა იოანეს მე-3 თავში.
ბიბლია მხოლოდ წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარებაზე გველაპარაკება, თუ სხვა რამეებზეც, როგორიცაა საზოგადოების სასარგებლოდ შრომა და წმინდა ცხოვრება? რა თქმა უნდა, ეს საკითხებიც მნიშვნელოვანია. მაგრამ ამის კეთებას იმის შემდეგ შეძლებთ, რაც წყლისა და სულისგან იშვებით ხელახლა. ღმერთის ნებაა ის, რომ გვწამდეს სახარების.
 

ერეტიკოსთა სწავლებები

ვინ არის ერეტიკოსი?
ის ვინც ჯერ კიდევ ცოდვილია, მიუხედავად იესოსადმი რწმენისა.

როდის დაიწყო ფსევდო-ქრისტიანულმა, ერეტიკულმა რწმენამ გავრცელება მსოფლიოში? 
ისრაელის ხალხი ერთ ღმერთს სცემდა თაყვანს მანამადე, სანამ ორ სამეფოდ გაიყოფოდა მეფე იერობყამის დროს, როგორც ეს 3 მეფ.12-13 თავებშია აღწერილი. იმ დროიდან მოყოლებული, ქრისტეს ამქვეყნად მოვლენამდე, ერეტიკულმა რწმენამ აყვავება განიცადა. და დღესაც უამრავი ერეტიკოსი არსებობს.
ბიბლია მოგვითხრობს ფსევდო-ქრისტიანულ სწავლებაზე ესაიას 28 თავში და ტიტეს 3:10-11-ში. ბიბლია ამბობს, რომ ერეტიკოსები ისინი არიან, ვისაც იესოსადმი რწმენის მიუხედავად ჯერ კიდევ ცოდვა აქვთ გულში. ყველა ასეთი პიროვნება - ერეტიკოსია.
და ისინი ასწავლიან, როგორც ესაიას 28:9-10-ში სწერია, “ვის ასწავლოს მან ცოდნა და ვის განუმარტოს მოსმენილი? რძეს გადაჩვეულ ჩვილებს? ძუძუს მოწყვეტილთ? რადგან ბრძანება ბრძანებაზე, ბრძანება ბრძანებაზე, ხაზი ხაზზე, ხაზი ხაზზე, ცოტა აქ, ცოტა იქ.” 
ერეტიკოსები ამატებენ ბრძანებას ბრძანებაზე, ხაზს ხაზე. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, “უფრთხილდით, უფრთხილდით მათ, ვინც თავის თავზე ამბობს: იესოსადმი რწმენის მეშვეობით ხელახლა შობილები ვართო.” მხოლოდ იმას გეუბნებიან, რომ იფრთხილოთ, რაც არ უნდა იყოს. ისინი გეტყვიან, არ მოუსმინოთ, არ წახვიდეთ, ვაითუ ერესში ჩავარდეთო.
მაგრამ თუ ასე დარწმუნებულნი არიან თავისი რწმენის ჭეშმარიტებაში, რატომ ვერ ეწინააღმდეგებიან იმათ, ვინც ეუბნება, რომ მათი რწმენა არ შეესაბამება ღმერთის სიტყვას? რა საცოდაობაა! ისინი ორთოდოქს ქრისტიანებად ასაღებენ თავს, მათ მიერ ერესად წოდებული სწავლების დაგმობის სიტყვები კი არ გააჩნიათ. ჭეშმარიტ ქრისტიანს შეუძლია სძლიოს ერეტიკოსს ღმერთის სიტყვით. 
დღესდღეობით ეგრედ წოდებული ორთოდოქსი ქრისტიანები უარყოფენ ხელახლა შობილებს, როგორც “ერეტიკოსებს” მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სარწმუნოება განსხვავებულია. როგორ შეიძლება ვიყოთ ერეტიკოსები, როდესაც წყლისა და სულის სახარების გვწამს? 
თუ ისინი, ვისაც ერეტიკოსებს უწოდებენ, წყლისა და სულის სახარებას ქადაგებენ, ისინი ჭეშმარიტი ორთოდოქსი ქრისტიანები არიან. შესაბამისად, თუ ეგრედ წოდებული ორთოდოქსი ქრისტიანები არ ქადაგებენ წყლისა და სულის სახარებას, ისინი ერეტიკოსები არიან.
“ორთოდოქსიის” და “ერესის” განსხვავება იმაში მდგომარეობს, ქადაგებენ თუ არა მათი მიმდევრები წყლისა და სულის სახარებას, სწამთ თუ არა იესოსი და აქვთ თუ არა გულში ცოდვა. როგორ შეიძლება იყვნენ ერეტიკოსები, თუ სწამთ ღმერთის სიტყვის და არიან ხელახლა შობილნი წყლისა და სულისაგან?
ერესია ეს თუ არა გწამდეს იესოს ნათლობის, ჯვარზე მისი სისხლის და სრულიად იყო განწმენდილი ცოდვისგან? “ორთოდოქსალურია” არ გწამდეს წყლისა და სულის სახარების?
არსებობს იმდენი დენომინაცია, რომელიც განშორდა ბიბლიას და მაინც თავს “ორთოდოქს” ქრისტანებად აცხადებენ. ისინი შორდებიან წყლისა და სულისგან ხელახლა შობას, როგორც ის ბიბლიაშია აღნიშნული, რადგან მხოლოდ ჯვრის სისხლს ქადაგებენ, უარყოფენ რა იესოს ნათლობას (წყალს).
რა განსხვავებაა დღესდღეობით რომის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებს შორის? ისევე როგორც რეფორმატორები წინ აღუდგნენ რომის ეკლესიას და გამოეყვნენ მას პროტესტანტიზმის ასაშენებლად, ჩვენც უნდა შევეწინააღმდეგოთ ბრმა ქრისტიანებს და ფსევდო-მღვდლებს. მხოლოდ მაშინ შევძლებთ ჭეშმარიტი სახარების დანახვას, გვექნება ჭეშმარიტი რწმენა და ვიქნებით სრულყოფილად დახსნილები წყლისა და სულის სახარების მეშვეობით.

რა უნდა ვქნათ, რომ არ ვიქცეთ ერეტიკოსებად?
უნდა ხელახლა ვიშვათ წყლისა და სულის სახარებისგან.

ბიბლია გვეუბნება, რომ მხოლოდ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის მორწმუნენი მიჰყვებიან ჭეშმარიტ რწმენას. იესომ ასე უთხრა ნიკოდემუს იოანეს 3:1-12-ში.
ერეტიკოსები მუდამ უბიძგებენ თავიანთ მიმდევრებს იყვნენ სარწმუნოებისადმი მიძღვნილნი. ისინი ურჩევენ მათ გათენებაზე ლოცვას და უფრო გულმოდგინედ შრომას. ეს იგივეა, რაც ბრმა ადამიანს სირბილისაკენ უბიძგო.
არა აქვს მნიშვნელობა, რაოდენ გულმოდგინედ ლოცულობთ, ამას სარგებლობა არ ექნება, თუ წყლისა და სულისგან არა ხართ შობილი. როდესაც ვამბობთ, რომ წყლისა და სულისგან ხელახლა შობილნი მართლები არიან, ერეტიკოსები რომაელთა 3:10-ს უკეთებენ ციტირებას, “არავინ არის მართალი”-ო. ამ მუხლის გამო ისინი მორწმუნეებს ერეტიკოსებად რაცხავენ.
მაგრამ ერეტიკოსები თვითონ არიან. ამ მუხლის ნამდვილი მნიშვნელობა არაა იმდენად მარტივი, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. ერეტიკოსებს მთელი ბიბლია არ წაუკითხავთ. მოციქულმა პავლემ თქვა, რომ ამ ქვეყნად არავინაა მართალი. მას მხოლოდ ძველი აღთქმის ერთ-ერთი მუხლი მოჰყავდა, სადაც ნათქვამია, რომ არავინ იყო მართალი ქვეყნად მანამადე, ვიდრე იესო ქრისტე მოვიდოდა და გამოიხსნიდა მთელ კაცობრიობას მისი ცოდვებისგან ღმერთის დიდებული ხსნით. ისინი, ვინც იესომ გადაარჩინა, მართლები გახდნენ.
ჩვენ დავინახავთ სიმართლეს, თუ მთელ თავს წავიკითხავთ. ერეტიკოსები ატყობინებენ თავიანთ მიმდევრებს, რომ უფრთხოდნენ იმათ, ვისი რწმენაც განსხვავებულია და უკრძალავენ ღმერთის თაყვანისცემას სხვაგან, გარდა იმ ეკლესიებისა, რომლებსაც ისინი ორთოდოქსალურებად სცნობენ. ამიტომ მათი წევრები ვერ ბედავენ იმ ეკლესიებში სიარულს, სადაც წყლისა და სულის სახარებას ასწავლიან.
ისინი ყურს იყრუებენ ჭეშმარიტ სახარებაზე და ვერ აღწევენ ხელახლა შობას. ასეთია იმ ცრუ წინამძღვართა სწავლებანი, რომლებიც ჯოჯოხეთის შვილებს ამრავლებენ. ამისათვის ისინი ღმერთისგან მსჯავრს მიიღებენ. ერეტიკოსებს მართებთ ღმერთისაკენ მობრუნება.
ვინ არიან ერეტიკოსები? წყლისა და სულის სახარებისადმი რწმენით გამოსწყიდულები, თუ ისინი, ვინც იესოსადმი რწმენას აღიარებენ, მაგრამ ვერ აღწევენ წყლისა და სულისგან ხელახლა შობას?
ტიტე 3:11 ამბობს, რომ ისინი, ვისაც სწამთ იესოსი, მაგრამ “თავიანთ თავშივე არიან მსჯავრდებულები”, არიან ერეტიკოსები.
თავიანთ მიმდევრებს ისინი გამოღვიძების კრებებზე სიარულს უკრძალავენ, სადაც წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარება იქადაგება იმ მიზეზით, რომ ეს სახიფათოა. რატომ ეშინიათ “ორთოდოქსებს” საპირისპირო სარწმუნოებების? მათ ამის ეშინიათ იმიტომ, რომ თვითონ არ ფლობენ ჭეშმარიტებას. “ბრძანება ბრძანებაზე, ბრძანება ბრძანებაზე.” აი როგორია ერეტიკოსთა სწავლება.
ერეტიკოსი მღვდლები სხვადასხვა წიგნებიდან, ფილოსოფოსთა ნაშრომებიდან, მხატვრული ლიტერატურიდან იღებენ ციტატებს და ამ ყველაფერს საკუთარ აზრებს ამატებენ, ისე რომ ყოველივე ლამაზად ჟღერდეს.
თავიანთ მიმდევრებს ისინი უმეცრებად სთვლიან და ქვეყნიური სწავლებებით ცდილობენ მათ განათლებას. ჭეშმარიტი ეკლესია კი ღმერთის სიტყვას ქადაგებს და მორწმუნეებს ღმერთის სიტყვით ანათლებს. ადამიანები ეკლესიაში ამქვეყნიური სწავლებების მისაღებად არ მოდიან. პირიქით, ისინი მოდიან, რათა მოისმინონ ზეციურის შესახებ, რისი გაგებაც ამ ქვეყნად შეუძლებელია. ისინი მოდიან იესოს სიტყვის მოსასმენად.
ადამიანები შედიან ეკლესიაში, როგორც ცოდვილები, მაგრამ მათ სურთ იქიდან გამოსვლა, როგორც მართალ მორწმუნეებს, რომლებსაც ცოდვა აღარა აქვთ. მაგრამ რას უქადაგებენ მათ ერეტიკოსი მღვდლები? ისინი უკრძალავენ გამოღვიძების კრებებზე სიარულს, სადაც ღმერთის მსახურნი ჭეშმარიტ სახარებას ქადაგებენ. ისინი უშლიან თავიანთ მიმდევრებს წყლისა და სულისგან ხელახლა შობას.
ეს დიდი უგუნურებაა. შესაძლოა, თავიანთი მიმდევრები მოატყუონ, მაგრამ ღმერთს ვერასოდეს მოატყუებენ.

შეუძლიათ ფსევდო-მქადაგებლებს თავიანთ მიმდევრებისთვის ხელახლა შობის მიცემა?
არა. მხოლოდ ხელახლა შობილს შეუძლია მისცეს სხვას ხელახლა შობა.

ერეტიკოსებო, თუ თქვენ ჭეშმარიტი ღვთის მსახურები ხართ, ნუთუ არ გესმით სული წმინდის ბრალდება? უნდა მობრუნდეთ. უნდა შეწყვიტოთ თქვენი მიმდევრებისთვის გამოღვიძების კრებებზე დასწრების აკრძალვა, სადაც ღმერთის ჭეშმარიტი მსახურნი წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარებას ქადაგებენ.
ერეტიკოსები თავიანთ მსმენელებს მხოლოდ თეოლოგიას ასწავლიან, ამიტომ სხვა თეორიებთან შეხვედრისას ისინი მარცხდებიან. რაოდენ დასანანია ეს. ფსევდო-მღვდლები გაწაფულნი არიან ღმერთის სიტყვის გარეშე მსახურების ჩატარებაში. ისინი ქადაგებენ, რჩევებს იძლევიან და მსახურობენ თავიანთ გზააცდენილ რწმენაზე დაყრდნობით. ისინი, ვინც ქადაგებენ ღმერთის სიტყვის გარეშე, არიან ერეტიკოსები და დაქირავებულნი (ინ.10:13).
ფსევდო-მსახურნი არიან ერეტიკოსები, რადგანაც მათი შინაგანი და გარეგანი ბუნება განსხვავებულია. ზოგიერთნი, იმ ეკლესიებს, რომლებიც არ ბაძავენ ფართოდ მიღებულ დენომინაციებს, ერეტიკულებად რაცხავენ. მაგრამ ზოგიერთ ეკლესიას არ სურს ეკუთვნოდეს რომელიმე დენომინაციას, ვინაიდან ეკლესიათა უმრავლესობა შორსაა ბიბლიისგან.
ერეტიკოსები ეუბნებიან თავიანთ მიმდევრებს, რომ ისინი გამოსყიდულები არიან, თუმცა თვითონ ჯერ არ გადაუწყვეტიათ საკუთარი ცოდვების საკითხი. ისინი სჩადიან იერობყამის ცოდვას. თუ არსებობს ვინმე, ვისაც ჯერ კიდევ ცოდვა აქვს გულში, მაგრამ ღმერთის საქმის გაკეთებას ცდილობს, მან უნდა გაითვიცნობიეროს, რომ მისი ცოდვები და ღმერთის სიწმინდე აბსოლუტურად შეუთავსებელია ერთმანეთთან. მან უნდა დაინახოს, რომ ერეტიკოსია.
ამიტომ თუ ვინმე, ვინც ქადაგებს ან ვისაც საეკლესიო მოვალეობანი აკისრია, ჯერ კიდევ ცოდვილია, უნდა მიხვდეს, რომ ის ერეტიკოსია, რადგან არ იცის ქრისტეს ხსნის სახარება, - წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარება. თუ ვინმე ბიბლიას ერეტიკოსისგან სწავლობს და სხვებსაც ამგვარგად ასწავლის, ისიც ერეტიკოსი ხდება.
ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა. მათ, ვინც იესოს ნათლობისა და მისი სისხლისადმი რწმენით მართლები გახდნენ, მხოლოდ მართალთა შობა შეუძლიათ, ხოლო იმათი ხვედრი, ვინც ჯერ კიდევ ცოდვილია – ცოდვილთა შობაა. “ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა” (მათე 7:17).
 

რას ასწავლიან ერეტიკოსი მღვდლები თავიანთ ქადაგებებში?

რას ასწავლიან ერეტიკოსი მღვდლები თავიანთ ქადაგებებში?
ამქვეყნიურ თეოლოგიას და ადამიანთა აზრებს.

ცრუ მქადაგებლები ყველაფერს უფრთხიან. რატომ არიან ასე ფრთხილნი? იმიტომ რომ ყურადღებით უნდა იყვნენ, მათი ტყუილები რომ არ გამჟღავნდეს, რადგან არა აქვთ წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სწორი რწმენა.
ხან საიდან იღებენ ქადაგების თემას და ხან საიდან. ისინი ხალხს ატყუებენ და ასწავლიან სახარების ნამდვილი მნიშვნელობის შემეცნების გარეშე.
“ბრძანება ბრძანებაზე, ბრძანება ბრძანებაზე, ხაზი ხაზზე, ხაზი ხაზზე, ცოტა აქ, ცოტა იქ,” (ესაია 28:13).
ხაზი ხაზზე, ისინი ამბობენ, “ჰმმ, ბერძნულად ეს სიტყვა ამას ნიშნავს, ხოლო ებრაულად ამას. არსებობს ამ სიტყვების რამოდენიმე მნიშვნელობა.” ისინი ასევე აფრთხილებენ ხალხს, რომ შავ-თეთრ ფერებში გამოხატულ სახარების თეორიას მოერიდონ და იძახიან: “მარტინ ლუტერმა ასე თქვა, ჯონ კალვინმა კი ისე, ხოლო ჯონ ნოქსმა თქვა ესა და ეს, და ჩვენი აზრით, ყოველი მათგანი თავისებურად მართალია.”
მათ არც ის იციან რაზეც ლაპარაკობენ და არც ის, რისიც სწამთ. ჭეშმარიტი რწმენის მქონეს კი სიმართლის გამოხატვა უბრალო შავ-თეთრ ტერმინებში შეუძლია. ჭეშმარიტ მორწმუნეებს ზუსტად შეუძლიათ განასხვავონ ხელახლა შობილი ჯერ კიდევ დაუხსნელისაგან. ჩვენ ნათლად ვქადაგებთ წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარებას.
მაგრამ ერეტიკოსები ქაოსში იმყოფებიან. მათი რწმენა ღამურას წააგავს. ისევე როგორც ღამურას დღის განმავლობაში გამოქვაბულის შიგნით ყოფნა ურჩევნია, ღამის ჟამს კი მის გარეთ, ერეტიკოსებსაც სხვადასხვაგვარი თეორიები იტაცებენ, სჯერათ იმისაც და ამისაც. მათ არასოდეს უწყიან, თუ რაში მდგომარეობს ჭეშმარიტება. როცა ერეტიკოსი მღვდელი ჯოჯოხეთში მიდის, მისი მიმდევრებიც მასთან ერთად ცვივდებიან უფსკრულში. ასე ბევრი ადამიანი ხვდება ჯოჯოხეთში იმის გამო, რომ ყალბი წინასწარმეტყველება იწამეს.
შობილია თქვენი ღვთისმსახური წყლისა და სულისგან? ქადაგებს ის ხელახლა შობის სახარების სიტყვას ისე, როგორც ის ბიბლიაშია დაწერილი? თუ ასეა, თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ, ხოლო თუ არა, თქვენ განწირული ხართ. თუ არ ხართ ხელახლა შობილი, უნდა მოუსმინოთ წყლისა და სულის სახარებას, იკითხოთ წიგნები, რომლებიც ხსნიან მას და იშვათ ხელახლა.
ერეტიკოსებს არ უყვართ წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარება. ისინი ქადაგებენ, “იესო მოვიდა ჩვენი ცოდვების წარსახოცად და მან სწორედ ეს გააკეთა. ის დღესაც შლის ჩვენს ცოდვებს და მომავალშიც ამოშლის.” როგორ შეიძლება ეს იყოს სიმართლე? ისინი იძახიან, რომ არიან მართლები, მაგრამ აგრძელებენ ცოდვების ჩადენას. მართლები არიან ერთ მომენტში და ცოდვილები მეორეში.
მათი თეოლოგია არის ცრუ. ის ყალბია. ყველა, ვინც ამჟამად მართალია, ხოლო შემდეგ მომენტში ცოდვილი, არის ერეტიკოსი, ცრუ წინასწარმეტყველი. ყველა, ვინც თავის თავს მსჯავრს სდებს და ყვრნის, - იგივეა.
 

ღმერთის წყევლა ერეტიკოსთა მიმდევრებზეა

რაზე ამახვილებენ ყურადღებას ერეტიკოსები?
საქმეებზე.

ერეტიკოსები არათანმიმდევრულნი არიან. ამიტომ მათ არ შეუძლიათ თავისი მრევლისთვის წყლისა და სულისგან ხელახლა შობის გადაცემა, როცა ისინი გადარჩენის შესახებ უსვამენ კითხვას. ამის ნაცვლად ისინი საცინარ სწავლებას აძლევენ, თითქოს ადამიანს თავისი წარმოსახვის ძალით შეუძლია ხელახლა შობა და ისიც კი დანამდვილებით არ ეცოდინება, არის თუ არა ხელახლა შობილი. ეს იმდენად საცინარია.
იოანეს მე-3 თავში იესომ თქვა, “ვინც წყლისა და სულისაგან არ იშობა, ვერ შევა ღვთის სასუფეველში.” მაგრამ დღესდღეობით იმ მართლებს, რომლებიც იშვნენ ხელახლა, ერეტიკოსებს უწოდებენ.
ერეტიკოსი მღვდლები ამბობენ, რომ თავს მართლებს ვერ უწოდებენ თავისი სიმდაბლის გამო. მრევლს კი ეუბნებიან, “ნუ ესწრებით^ნურც ერთ გამოღვიძების კრებას, სადაც მქადაგებელი წყლისა და სულისგან ხელახლა შობაზე აპირებს საუბარს. თუ ხელახლა იშვებით, ერეტიკოსად შეგრაცხავთ და ჩვენი ეკლესიიდან გაგაძევებთ. თუ ჩვენთან ყოფნა გინდათ, დარჩით ცოდვილი და ღმერთი მაშინ გაგამართლებს, როცა ამის დრო მოვა.” აი რას ამბობენ ისინი. სინამდვილეში ისინი გულისხმობენ, რომ ხელახლა შობა პირადად თქვენზეა დამოკიდებული. 
ერეტიკოსები ეუბნებიან თავიანთ მიმდევრებს, “თქვენ ჩვენთან უნდა დარჩეთ, მაგრამ ხელახლა შობის საკითხი – თქვენს პასუხისმგებლობაშია. ამიტომ თქვენ თვითონ ეცადეთ. დარჩით როგორიცა ხართ და მიდით ღმერთთან, როცა ამის დრო მოვა, და ჰპოვებთ ჭეშმარიტებას. მე ვერ გეტყვით, თუ რა მოხდება ამის შემდეგ. მაგრამ ჩვენი ეკლესია – ორთოდოქსალურია, ამიტომ ჩვენთან უნდა იყოთ.” რას ფიქრობთ ამაზე, სწორია?
ერეტიკოსი მღვდლები ცოტას აქიდან აიღებენ, ცოტას იქიდან, და ქმნიან თეორიებს, რის შემდეგ ეს მათთვის ერთადერთ ჭეშმარიტებად იქცევა. მათ არ იციან ღმერთის სიტყვა, რომელიც წყლისა და სულის შესახებ გველაპარაკება.
ერეტიკოსები ბიბლიას საკუთარი წარმოდგენის მიხედვით განმარტავენ. ბიბლიის განმარტება მისი ყოველი სიტყვის საფუძველზე უნდა ხდებოდეს, მაგრამ ისინი ამას თვითნებურად აკეთებენ. სწორედ ამიტომაა ასე ბევრი თეოლოგი და დენომინაცია ქრისტიანობაში. 
ერეტიკული დენომინაციების და თეოლოგების დიდი რიცხვის გამო არსებობს უთვალავი ერეტიკული წიგნი. ფსევდო-მღვდლები სხვადასხვა წიგნებიდან ნაწყვეტების ციტირებით ქადაგებენ. მაგრამ ჭეშმარიტი ღვთის მსახურნი ქადაგებენ მხოლოდ ბიბლიით.
ერეტიკოსები თავიანთ მიმდევრებისგან მრავალი ეშმაკური გზით სძალავენ ფულს. ისინი კარგად ჭამენ და ილხენენ ამ ქვეყნად და სიცოცხლეს ჯოჯოხეთში ასრულებენ იმის გამო, რომ ვერ იშვნენ ხელახლა. ასეთი ბოლო მოუმზადა მათ ღმერთმა.
თავიდან ღმერთი ითმენს ასეთებს. მაგრამ მათ, ვინც დაჟინებით უარყოფს წყლისა და სულისგან ხელახლა შობის კურთხევას, ის ჯოჯოხეთში აგზავნის.
ღმერთი გაასამართლებს ერეტიკოსებს. მათ მხურვალედ სწამთ ღმერთის და თავიდან ბიბლიის კომენტარიების და თეოლოგიური ნაშრომების უამრავ ტომებს ყლაპავენ. მაგრამ ცოტა ხანში ისინი ადამიანური წეს-ჩვეულებებით იწყებენ ქადაგებას, რის გამოც მათი მიმდევრები ვერასოდეს აღწევენ ზეციდან შობას.
ერეტიკოსები აქცენტს თავიანთ საქმეებზე აკეთებენ. ნებისმიერი ღვთისმსახური, რომელიც არ ქადაგებს წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარებას, არის ერეტიკოსი ღმერთის წინაშე.
ისინი უზომო ტვირთად აწვებიან თავიანთ მრევლს, აძალებენ მათ 40-დღიან ღამის ლოცვების დასწრებას, 100-დღიან დილის ლოცვებს, ლოცვებს მთებში, რეგულარულ მარხვას, ეკლესიების მშენებლობისთვის შესაწირავის მოტანას, ათასობით სრულადდასაწველს, შესაწირავს გამოღვიძების კრებებისთვის. . . და ნუსხასაც კი ადგენენ იმის საჩვენებლად, თუ რამდენი შესწირა ამა თუ იმ მორწმუნემ. მხოლოდ მათი საქმეების ნაყოფთა ხილვით შეგვიძლია დავინახოთ, რომ ერეტიკოსები არიან.
ღმერთის წყევლა მათ მიმდევრებზეც გადადის. ღვთის მსახურნი, რომელნიც არ არიან ზეციდან შობილნი, ისევე როგორც მათი მიმდევრები, - ყველანი ღმერთის წყევლის ქვეშ იმყოფებიან.
 

ერეტიკოსები ცდილობენ თავიანთი მიმდევრების აზრების წაკითხვას

რატომ ცდილობენ ერეტიკოსები მიმდევართა აზრების გამოცნობას?
იმიტომ რომ არ არიან ხელახლა შობილნი და მსახურობენ თვალთმაქცურად, გულში ღვთის სულის გარეშე.

ერეტიკოსი ღვთისმსახურნი ყოველ დღე სტირიან. ისინი უფროსი დიაკვნების, ხუცესების, უმცროსი დიაკვნების და ჩვეულებრივი მრევლის გულის მოგებას ცდილობენ. აი ასეთი წესით ცხოვრობენ ისინი დღითი დღე.
ისინი ყოველდღე ორპირობენ. “წმი-ნდა და მო-წყალე….” თუმცა ცოდვით სავსენი არიან, წმინდა სიტყვები უნდა ილაპარაკონ, ასე რომ ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო იძირებიან თვალთმაქცობაში.
ერთმა მქადაგებელმა თქვა, “შენში ღვთის სულის გარეშე ქადაგება – წყევლის ქვეშ ყოფნის ტოლფასია.” ეს იმას ნიშნავს, რომ ერეტიკულია ღმერთის საქმის კეთება მაშინ, როდესაც ჯერ გამოსყიდული არა ხარ; ეს დაწყევლილი ცხოვრებაა. თუ თქვენ ერთ-ერთი ამ ერეტიკოსთაგანი ხართ, წყლისა და სულისგან შობა გჭირდებათ.
ყოველი, ვისაც იესო სწამს, მაგრამ არ არის ხელახლა შობილი, არის ერეტიკოსი. ამიტომ ყველა უნდა დაუბრუნდეს წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარებას. მხოლოდ მართლებს, რომლებიც ხელახლა იშვნენ წყლისა და სულისგან, შეუძლიათ სხვებისათვის სახარების ქადაგება.
 

ერეტიკოსები მხოლოდ მშვიდობას ქადაგებენ

რითი ხიბლავენ ერეტიკოსები თავიანთ მიმდევრებს?
ისინი მუდამ მშვიდობას ქადაგებენ და ეუბნებიან მათ, რომ ცათა სასუფეველში შესვლას შეძლებენ მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილნი არიან.

ესაია 28:14-15 ამბობს, “ამიტომ ისმინეთ სიტყვა უფლისა, დამცინავო კაცნო, განმგებელნო ამ ერისა, რომელიც იერუსალიმშია. რადგან თქვენ ამბობდით: “ჩვენ კავშირი შევკარით სიკვდილთან და შავეთთან დავდეთ ხელშეკრულება. როდესაც წამლეკავი შოლტი გადაივლის, ჩვენ ვერ მოგვეწევა, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფარად და ტყუილში დავიმალეთ.”
ვინ არიან ეს დამცინავები? ისინი, ვინც ქადაგებენ საკუთარ მცდარ რწმენასთან შერეულ ღმერთის სიტყვას. როგორიც არ უნდა იყოს მქადაგებლის აზრები, რასაც არ უნდა ასწავლიდეს თეოლოგია, მან ბიბლიის ჭეშმარიტი განმარტება უნდა მიაწოდოს მსმენელს. მაგრამ ერეტიკოსი მღვდლები ბიბლიას ისე ქადაგებენ, როგორც მათ აწყობთ. ისინი მგმობელნი არიან.
 “ჩვენ კავშირი შევკარით სიკვდილთან და შავეთთან დავდეთ ხელშეკრულება. როდესაც წამლეკავი შოლტი გადაივლის, ჩვენ ვერ მოგვეწევა”.
ერეტიკოსები ამბობენ, რომ წამლეკავი შოლტი გადაივლის და მათ ვერ მოეწევა. ისინი ამშვიდებენ ხალხს. განადგურება და ჯოჯოხეთი ელოდებათ, მაგრამ იძახიან, რომ არაფერია სახიფათო. განადგურება და ჯოჯოხეთი არ არსებობს მათთვის. ამიტომ, თუ სიცოცხლე გსურთ, ასეთ ერეტიკოსებს უნდა განერიდოთ.
ერეტიკოსები ამბობენ, რომ თქვენ არ გჭირდებათ წყლისა და სულისგან ხელახლა შობა. სწორია ეს? არა, არავითარ შემთხვევაში. ცათა სასუფეველში ვერ შეხვალთ, თუ წყლისა და სულისგან ხელახლა არ იშვებით.
დასაშვებია, რომ არ მოვხვდეთ ცათა სასუფეველში? ეს იგივეა, რომ გვეკითხა დასაშვებია თუ არა ჯოჯოხეთში ჩავარდნა. რაღა თქმა უნდა, ორივე შეკითხვაზე პასუხია – არა. ყველამ უნდა ვიწამოთ წყლისა და სულის ხელახლა შობის სახარება და ერთად შევიდეთ ცათა სასუფეველში.
ერეტიკოსი მღვდლები აცდუნებენ ხალხს, როდესაც ეუბნებიან, რომ თუ მათ იესოსი სწამთ, არაუშავს თუ ცოდვილები რჩებიან, და რომ ჯოჯოხეთი მათ არ უწერიათ.
რას უზამს იესო ცოდვილებს? შეუძლია ცოდვილს სასუფეველში შესვლა? შესძლებთ ჯოჯოხეთში მოხვედრის თავიდან აცილებას, თუ ცოდვილი ხართ? დაწერილია ბიბლიაში, რომ ჯოჯოხეთში არ მოხვდებით, თუნდაც გწამდეთ იესოსი, მაგრამ გულში ცოდვა გქონდეთ?
ერეტიკოსები იძახიან, რომ სიკვდილთან დასდეს აღთქმა, ისე რომ სიკვდილი მათ არ ეწევათ. ისინი ამბობენ, რომ მორწმუნეს შეუძლია თავიდან აიცილოს ჯოჯოხეთი მაშინაც კი, როცა ცოდვით სავსე გული აქვს. მართლა გჯერათ, რომ ეს ასეა?
ერეტიკოსები დარწმუნებით შთააგონებენ ხალხს და ეუბნებიან, რომ სიკვდილი და განადგურება მათ არ ელოდება. ერეტიკოსი ღვთისმსახურნი ნიშნავენ დიაკვნებად, ხუცესებად და მსახურებად ადამიანებს, რომლებიც არ იშვნენ ხელახლა. მაგრამ ასეთებმა უნდა იცოდენ, რომ სიცოცხლეს ჯოჯოხეთში დაამთავრებენ იმის გამო, რომ არ სწამთ წყლისა და სულის სახარება. ამის ნაცვლად მათ თავის მიმდევრებში წყლისა და სულის სახარების რწმენის დანერგვა მართებთ.
ეკუთვნით მორწმუნეებს, მაშინაც კი, როცა ისინი ცოდვილები არიან, სასუფეველში შესვლა? ლაპარაკობს ბიბლია იმის შესახებ, რომ ცოდვილები სასუფეველში მიდიან? არა. შესაძლოა მართალი კაცი ცოდვილი იყოს? არა. Yყოველივე ზემოდ ხსენებული არის მწვალებლური და ფსევდო-თეოლოგიური სწავლება.
ბიბლია ამბობს, “ცოდვის საზღაური სიკვდილია” (რომ.6:23). ეს ღმერთის კანონია. ის ყველა ცოდვილს ჯოჯოხეთში აგზავნის. მაგრამ ყველა ის, ვინც ხელახლა შობილია წყლისა და სულისგან, მიღებულია ზეცაში.
ერეტიკოსი მსახურნი ამ სიტყვებს იმეორებენ და მედგრად სჯერათ, რომ არ მოხვდებიან ჯოჯოხეთში, თუმცა გულში ცოდვა აქვთ. იმის გამო, რომ ცრუ თეოლოგიის უკან იმალებიან, ღმერთს არაფრის გაკეთება შეუძლია მათ გადასარჩენად. მათ მხოლოდ თავისი სწავლებების სწამთ. იმის გამო, რომ თავიანთ თეოლოგიას ღმერთის სიტყვას ამჯობინებენ, ერეტიკოსები და ცოდვილები არიან, ჯოჯოხეთისთვის განკუთვნილნი. რაოდენ დასანანია, რომ ასე ბევრნი არიან.
 

ერეტიკოსებს მხოლოდ ფული აინტერესებთ

რა არის ერეტიკოსი მღვდლების მიზანი?
თავისი მიმდევრებისთვის რაც შეიძლება მეტი ფულის გამოძალვა.

ერეტიკოსებს და ფსევდო-ღვთისმსახურთ მხოლოდ ფული აინტერესებთ. ისინი გაუმაძღრები არიან. “რამდენ ფულს შემოსწირავს ეს პიროვნება, თუ ჩვენს ეკლესიაში მოვა?” ისინი ფიქრობენ მის მიერ გადახდილ მეათედზე. ეს ოქროს კერპის თაყვანისცემის მსგავსია. “გთხოვ ღმერთო, მომცე წარმატება, ბევრი ფული რომ გავაკეთო!” ფსევდო-მსახურნი ზუსტად ასეთ ლოცვებს ასწავლიან თავის მრევლს.
ისინი ამბობენ, “თუ იესოსი გჯერათ, თქვენ ბევრ ფულს გააკეთებთ, უნაყოფო თუ ხართ, ნაყოფს მოიტანთ და თქვენს ბიზნესში წარმატება გექნებათ.”
იმდენად ბევრი ადამიანია მოტყუებული ასეთ ფსევდო-ღვთისმსახურთა მიერ, კარგავენ იმ ფულსაც, რაც გააჩნიათ, და ჯოჯოხეთში მიექანებიან თავისი უთავბოლობის გამო. რაოდენ უსამართლოა ეს! თუ ვინმე, მწვალებლობის მოჯადოების ქვეშ მომხდარი, უცბად გონს მოეგება, ის გაოცდება იმით, თუ რაოდენ ბევრი ფული შეუწირავს ამ მაცდურებისთვის. მას საკუთარი თავი შესძულდება თავისი სისულელის გამო ასეთი ხალხის მიყოლისათვის და მათთვის ასე მძიმედ შრომისათვის.
ერეტიკოსები განსაკუთრებული გულმოდგინებით ასრულებენ იმას, რაც ლეგიტიმურ რელიგიად მიაჩნიათ. მათი მიმდევრები თავს უძღვნიან გათენებაზე ლოცვებს, მთაში ლოცვებს, სპეციალურ შემოწირულობებს, მეათედებს, ყოველკვირეულ შემოწირულობებს. არსებობს უამრავი საბაბი მრევლისგან ფულის ამოღებისა.
ერეტიკოსთა მიმდევრები მძიმედ შრომობენ, მაგრამ ჯერ კიდევ ცოდვა აქვთ გულებში იმის გამო, რომ მათთვის არავის უსწავლებია წყლისა და სულის სახარება. თუ ვინმე ამის შესახებ კითხვას დაუსვამს, პასუხს ვერასოდეს მიიღებენ. ყველა, ვინც არაა ხელახლა შობილი წყლისა და სულისგან, არის ერეტიკოსი. 
 

საბრალო ერეტიკოსები და მათი მიმდევრები

ვინაა მსოფლიოში ყველაზე საბრალო ხალხი?
ისინი, ვინც მსახურობენ წყლისა და სულისგან ხელახლა შობის გარეშე.
 
“ო, საბრალო ერეტიკოსებო! გერჩივნათ, ჯერ თქვენს საკუთარ გამოსყიდვაზე გეზრუნათ!” ფსევდო-რწმენის უმთავრესი ნიშანი არის იერობყამის ოქროს ხბოსათვის თაყვანისცემა. პირველი, რაც ერეტიკოსებმა გააკეთეს ძველ აღთქმაში, იყო ტაძრის აშენება და მისი ოქროს ხბოებით ავსება (3მეფ.12:25-33).
დღესდღეობით ისინი მსხვილ ეკლესიებს აგებენ და თავიანთ მიმდევრებს ფულს სძალავენ. ბანკიდან სესხის აღებას ურჩევენ დიდებული ეკლესიის მშენებლობისთვის შესაწირავად. მსმენელთა ემოციებს აღანთებენ და შემდეგ რიგებში შემოწირულობის შესაგროვებელ თეფშებს ჩამოატარებენ. ფული, ბეჭდები, ოქროს საათები თვალის დახამხამებაში ავსებენ თეფშს. ასე მუშაობენ ერეტიკოსები. ყველა ერეტიკულ ეკლესიაში ეს ერთმანეთის მსგავსად ხდება.
გარეგნულად ისინი სულიერ საკითხებში დაინტერესებულებად სჩანან, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ფულზე ფიქრობენ. მე გირჩევთ შორს იყოთ იმ ეკლესიებისგან, რომლებსაც მხოლოდ ფული აინტერესებთ. გთხოვთ, ნუ დადიხართ ეკლესიებში, სადაც მხოლოდ მდიდრებს ექცევიან თავაზიანად. დაუშვებელია ყოველი საკრებულოს შემოწირულობის ოდენობის გამოცხადება, რადგანაც ისინი ამას უფრო მეტი ფულის მოზიდვის მიზნით აკეთებენ.
ერეტიკოსები მაცდუნებელ სიტყვებს ეუბნებიან თავიანთ მიმდევრებს. 
“იესოს თუ იწამებთ, კურთხეული გახდებით.”
“მიუძღვენით თავი ღმერთის საქმეს. რაც უფრო მეტს იშრომებთ, მით უფრო კურთხეულები იქნებით.”
“თუ ეკლესიის ხუცესი გახდებით, მატერიალურად იქნებით კურთხეული.”
ამგვარად მათი მიმდევრები ერთმანეთს ეჯიბრებიან ხუცესის ადგილის დაკავებაში. ამაში რაიმე მატერიალური ანაზღაურება რომ არ დებულიყო, რომელი მათგანი მოინდომებდა ხუცესად მუშაობას? თავის მხრივ, ხუცესებისგანაც ელოდებიან შემოწირულობის მოტანას. 
მათი არჩევა განპირობებულია იმით, თუ რაოდენ ღრმად სწამთ თავიანთი დენომინაციის დოქტრინის, რამდენად ცნობილნი არიან საზოგადოებაში და რაოდენ დიდი ფულის შემოწირვა შეუძლიათ ეკლესიაში. ეს ნამდვილად ასეა.
ერეტიკოსებს მხოლოდ ფულის საკითხი აწუხებთ. მათ დიდი ეკლესიების აშენება სურთ. სულაც არ ენაღვლებათ, თუ მათი მიმდევრები ჯოჯოხეთში მიდიან, ოღონდ ბევრი ფული შემოსწირონ.
ერეტიკოსები მხოლოდ ანაზღაურებისთვის მუშაობენ. ისინი იტყუებენ ადამიანებს ლამაზი დაპირებებით და თავიანთ მიმდევრებს სხვადასხვა წოდებებით აჯილდოვებენ (იეზეკ.13:17-19). ეს იმისთვის კეთდება, რომ ეკლესიას მიაჯაჭვონ და მისი დოვლათი გაზარდონ. ერეტიკოსები არ ქადაგებენ წყლისა და სულის სახარებას. ისინი მხოლოდ თავიანთ გამდიდრებას ლამობენ.
მასაც კი, ვინც მხოლოდ რამოდენიმე თვე დადის ეკლესიაში, დიაკვნად ნიშნავენ. უფრო მეტიც, თუ ის კარგად ერკვევა დოქტრინაში და მყარი ფინანსური საფუძველი აქვს, მას ხუცესამდე ამაღლებენ. ყველაფერი ეს ხდება იერობყამის ცოდვის სამარცხვინო ტრადიციაში, რომელმაც ღმერთი ოქროს ხბოებით შეცვალა.
ერეტიკოსები ოქროს ხბოებს სცემენ თაყვანს. მათ არ მიჰყავთ ხალხი ხელახლა შობისაკენ. ისინი მხოლოდ ფულს ართმევენ მათ ამქვეყნიური კურთხევების დაპირებების ცდუნებით. მათ სულაც არ ენაღვლებათ, მოხვდებიან თუ არა ისინი ჯოჯოხეთში, მთავარია, რომ მათი ეკლესია ფინანსურად იყოს უზრუნველყოფილი.
 

თავიანთ ქადაგებებში ერეტიკოსებს დარწმუნება აკლიათ

ერეტიკოსებს ხშირათ უყვართ ისეთი სიტყვების ხმარება, როგორც “შესაძლოა”, “ალბათ,” იმიტომ რომ საკუთარ ნათქვამში დარწმუნებული არ არიან. მათ არ გააჩნიათ ღმერთის სიტყვის რწმენა და იმისიც კი ბოლომდე არ სწამთ, რასაც ქადაგებენ. მათი რწმენის სისტემა არ დევს ღმერთის სიტყვის საფუძველზე. ისინი იძახიან, “შეიძლება ითქვას, რომ….” არასოდეს ლაპარაკობენ ნათლად და დარწმუნებით. აჯობებდა, ამ ტყუილების სწავლების მაგივრად საერთოდ არაფერი ესწავლებინათ თავიანთი მრევლისთვის. 
ერეტიკოსებს არ ძალუძთ ხალხის მიყვანა წყლისა და სულისგან ხელახლა შობასთან. მათ მხოლოდ უფრო მეტი ადამიანი მიჰყავთ ჯოჯოხეთში.
 

ერეტიკოსები ცრუ წინასწარმეტყველების როლს ასრულებენ

რაში მდგომარეობს წმინდა სულის გმობა?
გწამდეს იესოსი, მაშინ როდესაც მისი ნათლობისადმი ურწმუნო ცოდვილის ცხოვრებით ცხოვრობ.
 
მათეს მე-7 თავი მოგვითხრობს იმ ხალხის შესახებ, ვისაც იესო ცწამდა, მაგრამ მაინც ჯოჯოხეთში მოხვდნენ. ერეტიკოსები ღმერთს შესჩივიან აღსასრულის დღეს. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, “ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?” (მათე 7:22-23).
მათ არ სწამთ, რომ იესომ ამოშალა ადამიანთა ყველა ცოდვა; მათ არ სწამთ წყლისა და სულის სახარების. 
ისინი ურჯულოებას სჩადიან. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ხალხს იესოს რწმენას ასწავლიან, თუმცა ჯერ კიდევ ცოდვა აქვთ გულში. თქვენ შეიძლება იკითხოთ, თუ რა არის ამაში ამდენად ცუდი, მაგრამ ეს ღმერთის წინაშე სერიოზული ცოდვაა.
როდესაც ცოდვილი ვინმეს იესოსადმი რწმენის აუცილებლობაზე უქადაგებს, მას არ ძალუძს მათი ხელახლა შობასთან მიყვანა, რადგანაც თვითონ არ არის ხელახლა შობილი წყლისა და სულისგან. ამიტომ ერეტიკოსები მხოლოდ იესოს მორწმუნე ცოდვილებს ამრავლებენ. ასეთი ურჯულოების ჩადენა ცოდვაა წმინდა სულის წინააღმდეგ.
ერეტიკოსებს არც ღმერთის სიტყვის სწამთ და არც სახარებას ქადაგებენ დაწერილის თანახმად. ისინი მხოლოდ ფულს სძალავენ თავიანთ მიმდევრებს. ცოდვილები არიან მიუხედავად იმისა, რომ იესოსი სწამთ. ისინი ცდილობენ სხვების დაწინამძღვრებას, მაშინ როდესაც თვითონ არ არიან ხელახლა შობილნი. ამგვარად ისინი ურჯულოებას სჩადიან.
 

ერეტიკოსები მართალთა უსუსური წამბაძველები არიან

როგორ გავარჩიოთ არის თუ არა ადამიანი ხელახლა შობილი?
იმითი, აქვს თუ არა მას ცოდვა.

ნუ მოტყუვდებით იმ ცრუ მქადაგებლებით, რომლებიც თავს ცოდვილებად აცხადებენ. ნუ აძლევთ მათ თქვენს ფულს. ნუ მისცემთ თქვენს მძიმე შრომით შეძენილ ფულს ამ ცოდვილებს.
რატომ უნდა აძლიოთ ფული იმ მქადაგებლებს, რომლებსაც ვერ შესწევთ უნარი თქვენთვის ცოდვების საკითხში დახმარებისა? თუ ეკლესიისთვის ფულის მიცემა გინდათ, ეს იმის შემდეგ გააკეთეთ, რაც თქვენი ცოდვები აღმოიფხვრება წყლისა და სულის სახარების მეშვეობით.
ხელოვნებაში არსებული წამბაძველობის მსგავსად არსებობს წამბაძველობა ცხოვრებაშიც. მაგალითად, არსებობენ წამბაძველი რელიგიები, რომლებსაც არ ძალუძთ გულიდან ყველა ცოდვის აღმოფხვრა. როგორ უნდა გაარჩიოთ წამბაძველი რელიგია? წამბაძველობა ჰქვია რაღაცას, რაც გარეგნულად ნამდვილი მოჩანს, მაგრამ რეალობაში შორსაა ჭეშმარიტებისგან.
თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ. ვინ არის ჭეშმარიტი მქადაგებელი? ვინ არიან ერეტიკოსები? რომელია ორტოდოქსალური რწმენა? ნამდვილ ორტოდოქსებს სწამთ იესოსი და მისი გამომსყიდველი ძალის. მათ არ გააჩნიათ ცოდვა გულში. ერეტიკოსების გული კი ცოდვითაა სავსე.
მაშ ყველა ადამიანი ამ ერეტიკოსების მსგავსია? შესაძლებელია. მაგრამ მოდით დავუბრუნდეთ ბიბლიას. ყოველი, ვისაც სწამს იესოსი, მაგრამ არაა ზეციდან შობილი, არის ერეტიკოსი. ცხადია, რომ ხელახლა შობილნი არიან ჭეშმარიტი ორტოდოქსები. მაშასადამე, ისინი, ვინც არ იშვნენ ზეცით, არიან ერეტიკოსები. ერეტიკოსები ჰქვია მათ, ვისაც სწამს იესო, მაგრამ ჯერ კიდევ ცოდვა აქვთ გულში.
ერეტიკოსები მართალთა წამბაძველები არიან. მათ შეიძლება იცოდნენ, რომ განწმენდისათვის იესოსადმი რწმენაა საჭირო, მაგრამ საუბედუროდ მათ ჯერ კიდევ ცოდვა აქვთ გულში. მათ სწამთ, რომ ცოდვილები არიან. ისინი აცხადებენ, რომ მაინც სამოთხეში მოხვდებიან და რომ ღმერთს სცემენ თაყვანს. გარეგნულად მართლები სჩანან, მაგრამ მოდით ნუ მოვტყუვდებით მათი წამბაძველობით.
 
 

ღმერთის სამსჯავრო ელოდება ერეტიკოსებს


რატომ იქნა შეცვლილი ჭეშმარიტი სახარება?
იმიტომ რომ ცრუ მსახურებმა და ერეტიკოსებმა ადამიანთა მცდარი შეხედულებები ჭეშმარიტ სახარებას შეურიეს

“ამიტომაც არის სიტყვა უფალი ცაბაოთისა, ისრაელის ძლიერისა: “მე მოვისვენებ ჩემი დაუშმანებისაგან და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე. და მოვაბრუნებ ჩემს ხელს შენსკენ და როგორც ნაცარტუტით, გავწმენდ შენს წიდას და მოვაცილებ მთელ შენს კალას. და დავაბრუნებ შენს მსაჯულებს, როგორც თავდაპირველად იყო, და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში იყო! ამის შემდეგ გეწოდება შენ სამართლიანობის ქალაქი, სარწმუნო დედაქალაქი.” სიონი სამართლიანობით იქნება გამოსყიდული, ხოლო მისი მოქცეულნი –სიმართლით. და შემუსვრა ბოროტმოქმედთა და შემცოდავთა ერთად მოხდება, და უფლის მიმტოვებელნი მოისპობიან. რადგან შერცხვებიან მუხნარების გამო, რომლებსაც თქვენ ნატრობდით, და შეგრცხვებათ ბაღებისა, რომლებიც თქვენ ამოირჩიეთ. რადგან იქნებით ფოთოლშემჭკნარ მუხასავით და ბაღივით, რომელშიც არაა წყალი. და ძლიერი ძენძად იქცევა, და მისი ნაკეთობა – ნაპერწკლად, და ორივე ერთად დაიწვება, და არავინ იქნება ჩამქრობი.” (ესაია 1:24-31)
ღმერთი გვეუბნება, რომ თუ ადამიანთა რწმენას მივყვებით, მათ გამო სირცხვილი გველოდება. ის გვეუბნება, რომ შევრცხვებით იმ ეკლესიის გამო, რომელიც საკუთარი შეხედულებით ავირჩიეთ, და ეს სირცხვილი უწყლო ბაღში დანერგილი ხის მსგავსი იქნება, რომლის ფოთლები ჭკნება. 
ის გვეუბნება, რომ ცრუ მქადაგებლები და მათი მიმდევრები, რომლებიც ღმერთის სიტყვის ნაცვლად ადამიანურ სწავლებებს მიჰყვებიან, დაემსგავსებიან დამპალ ხეს და მათი საქმეები დაიწვება. ორივენი დაიწვებიან ჯოჯოხეთში. ცრუ მქადაგებლები და ერეტიკოსები, რომლებმაც უარყვეს გამოსყიდვა, ისევე როგორც სხვა ცოდვილები და მართლების მტრები, დაისჯებიან ღმერთის ცეცხლით. 
მხოლოდ თეოლოგიაზე დაფუძნებული ეკლესიები გარეგნულად შეიძლება დიდებულად გამოიყურებოდენ, მაგრამ მათი შინაგანი არსი ცარიელია. ნებისმიერი ეკლესია, რომელიც არ არის ღმერთის სიტყვისადმი რწმენაზე და წყლისა და სულისგან ხელახლა შობის რწმენაზე დაფუძნებული, დამშრალ ბაღნარს ემსგავსება.
თუნდაც ის ხეა, მაგრამ მკვდარი ხე, რომელსაც ნაყოფი არ მოაქვს. როცა ჭას წყალი აღარ მოაქვს, ის ჭად აღარ ითვლება.
 “და ძლიერი ძენძად იქცევა, და მისი ნაკეთობა – ნაპერწკლად, და ორივე ერთად დაიწვება, და არავინ იქნება ჩამქრობი.” ისინი, ვისაც ღვთის სული არა აქვთ, სხვების თვალში შესაძლოა ძლიერებად სჩანან, მაგრამ ღმერთის თვალებში ისინი დამპალ ხეს ემსგავსებიან, რომელიც ჯოჯოხეთის ცეცხლისთვისაა გამზადებული.
უფალი კითხულობს, “მცველო, ღამის რა ჟამია?” (ესაია21:11) მართლებმა, რომლებსაც საუკუნო სიცოცხლე აქვთ, უნდა იქადაგონ წყლისა და სულის სახარება ღამის ბნელში. 
ღმერთი არის ნათელი, სატანა კი ბნელი. ღმერთს ადამიანი სიმართლისკენ მიჰყავს, ხოლო სატანას – ქაოსით და ცრუ თეოლოგიით სავსე ყალბი ტაძრებისაკენ.
წინასწარმეტყველ ესაიას დროს ადამიანთა რწმენა ისევე ქაოტიური იყო, როგორიც ის დღესაა. მათ შეურიეს ღმერთის სიტყვა ადამიანურ თეოლოგიას და დადგენილებებს, გზას ააცდინეს ისრაელიანები ადამიანური წარმოქმნის ქაოტური ნამოქმედარით იმ ზომამდე, რომ ღმერთმა მათი მოცილება გადაწყვიტა.
“და მოვაცილებ მთელ შენს კალას. და დავაბრუნებ შენს მსაჯულებს, როგორც თავდაპირველად იყო და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში იყო!.” შესაწირავი, რომელიც არასოდეს იქნება მიღებული ღმერთის მიერ ამ კალას მსგავსია, ღვთის სიმართლის და ადამიანური შეხედულებების ნაზავს.
ღმერთი არასოდეს მიიღებს ნარევიდან შემდგარ შესაწირავს. ადამიანის თვალისათვის ის შეიძლება სუფთა სჩანდეს, მაგრამ თუ ადამიანთა მცდარ რწმენასთან არის შერეული, ის სიბინძურესთანაა შერეული და ამიტომ მიუღებელია ღმერთისთვის.
ღმერთი უწყრებოდა ისრაელის ხალხს, განსაკუთრებით ერეტიკოსებს, ფსევდო-მქადაგებლებს და ცოდვილებს.
თუ გამოსვლის ან რიცხვნის წიგნებს წავიკითხავთ, დავინახავთ, რომ თავიდან ღმერთი მათ არ უწყრებოდა. ის ეხმარებოდა ისრაელის ხალხს და კურთხევებს უგზავნიდა. მაგრამ იესო ნაველის გარდაცვალების შემდეგ, მსაჯულთა წიგნიდან დაწყებული, ისრაელის ერი მტრის გამუდმებულ შემოსევებს განიცდიდა.
მიუხედავად ამისა მათ მაინც საკუთარი გზით სვლა ირჩიეს. იმ დროს ღმერთმა გამოაგზავნა წინასწარმეტყველი იერემია და უბრძანა ისრაელს ბაბილონისთვის დამორჩილება.
იერემიამ ეს ბრძანება ხალხს გადასცა. ამას სულიერი მნიშვნელობა ჰქონდა, რომელიც სიმბოლიზირებდა იმ ფაქტს, რომ მართლები ერეტიკოსთა მიმდევრებს წყლისა და სულის სახარებასთან დაბრუნებას უბრძანებენ.
 

ღმერთი საყვედურობს ერეტიკოსებს

რატომ საყვედურობს ღმერთი ერეტიკოსებს?
იმიტომ რომ ისინი ღმერთის ნაცვლად კერპებს ემსახურებიან.

რის გამო ასამართლებდნენ ღმერთის მსახურნი ისრაელის ხალხს? იმის გამო, რომ მათ შეცვალეს მსხვერპლთშეწირვის სისტემა, ჩვეულებრივ ადამიანებს ნიშნავდნენ მღვდლებად და შესაწირავის თარიღებს ცვლიდნენ.
გამოსყიდვის დღესასწაულის მეშვიდე თვის მეათე დღე მათ მერვე თვის მეხუთე დღით შეცვალეს და არა-ლევიანების ტომიდან აწესებდნენ მღვდლებს. ამგვარად მათ ხელახლა შობისკენ მიმავალი გზა მოიკვეთეს.
ღმერთი უწყრებოდა ცრუ მქადაგებლებს. ისინი, ვინც ღმერთის ნაცვლად ოქროს კერპებს ემსახურებოდნენ, იქცნენ ერეტიკოს მღვდლებად.
სინამდვილეში ღმერთი მათ მხოლოდ კერპთაყვანისმცემლობის გამო არ უწყრებოდა. თქვენც და მეც ხოლმე არ ვეთაყვანებით კერპებს? ჩვენ ისე ხშირად ვცოდავთ, მაგრამ ჩვენი უსამართლობანი არ გვეთვლება უმძიმეს ცოდვებად, მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთის მადლის ქვეშ ვიმყოფებით. მაგრამ ღმერთის შეცვლა ოქროს კერპებზე უპატიებელია. იგივე ეხება მსხვერპლთშესაწირავის სისტემის შეცვლას და სამღვდლოებაში ჩვეულებრივი ადამიანების დანიშნვას. 
რაოდენ საზარელი ცოდვებია ეს! ეს უმძიმესი ცოდვებია. როგორ შეიძლება ვინმეს ეპატიოს ღმერთის ოქროს ხბოთი შეცვლა! ბიბლიაში ნათქვამია, რომ ეს იყო იერობყამის ცოდვა, რომელმაც ღმერთის რისხვა გამოიწვია.
ისევე როგორც ღმერთმა ძველ აღთქმაში რისხვა მოავლინა, ის ეხლა იმ ცოდვილებს უსწორდება, რომლებიც მის წინააღმდეგ მოქმედებენ. ღმერთმა უთხრა ისრაელს, რომ იგი დასწყევლიდა იმას, ვინც არ უკუიქცა ოქროს კერპთა თაყვანისცემისგან.
 

ერეტიკოსებს უკანონო შესაწირავი მოაქვთ

რა უნდა გავაკეთოთ სანამ ღმერთისთვის მსახურებას შევძლებთ?
ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვა უნდა ჩამოვირეცხოთ 

ისრაელის ერეტიკოსი მღვდლების მეფეები ღმერთის წინააღმდეგ მოქმედებდნენ და ნიშნავდნენ მათ, ვინც აბუჩად აგდებდა სამღვდელოების მსხვერპლთშეწირვის სისტემას. იერობყამი, მეფე გამრუდებული გონებით, მღვდლებად იმათ ნიშნავდა, ვინც ლევიანების ტომიდან არ იყო.
მხოლოდ ლევიანებს შეეძლოთ მღვდლობა და წმინდა კარავში მსახურება. უფრო ზუსტად, მღვდლები აარონის სახლიდან უნდა ყოფოლიყვნენ. ეს იყო ღმერთის საუკუნო კანონი. მაგრამ იერობყამი მღვდლებს არა-ლევიანების სახლიდან აწესებდა და ოქროს ხბოებისთვის მსხვერპლის მოტანას აიძულებდა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ გამოიწვია ამან ღმერთის რისხვა.
დღესაც კი მათ, ვინც არ არიან ხელახლა შობილები, ეკლესიის ღვთისმსახურებად, ხუცესებად და დიაკვნებად ნიშნავენ. ეს ღმერთის რჯულის საწინააღმდეგოა და მის რისხვას იწვევს. კმაყოფილია ღმერთი უკანონო მსხვერპლთშესაწირავით? ერეტიკოსებს მართებთ ოქროს ხბოების განადგურება, ღმერთთან დაბრუნება და ხელახლა შობა.
ესაია 1:10-17 ამობს, “ისმინეთ უფლის სიტყვა, სოდომის მთავარნო, ყური დაუგდედ რჯულს ჩვენი ღმერთისას, გომორას ხალხო. “რად მინდა მე თქვენი მრავალი შესაწირავი? - ამბობს უფალი.” - გავძეხი მე სრულადდასაწველი ვერძებით და ქონით მსუქანი საქონლისა; და სისხლი მოზვერთა, ცხვრებისა და ვაცებისა არ მსურს მე. როდესაც მოდიხართ ჩემს წინაშე წარსადგომად, ვინ გთხოვთ ჩემი ეზოების გათელვას? არ მომიტანოთ მეტად ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი – სისაძაგლეა ის ჩემთვის, ახალმთვარობას და შაბათს, სადღესასწაულო შეკრებას ვერ ვიტან; ურჯულოება და დღესასწაული? თქვენი ახალმთვარობები და დღესასწაულები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა ისინი, დავიღალე მათი ზიდვით. და როცა თქვენ გაიწვდენთ ხელებს, მე აგარიდებთ თვალს, და რამდენიც არ ილოცოთ, არ მოგისმენთ. თქვენი ხელები სავსეა სისხლით. განიბანეთ, განიწმიდეთ, მოაშორეთ თქვენი ბოროტი ნამოქმედარი ჩემს თვალთაგან, შეწყვიტეთ ბოროტება. ისწავლეთ სიკეთის ქმნა, ეძებეთ სამართალი; გაამაგრეთ ჩაგრული, სამართლიანად გაასამართლეთ ობოლი, გამოესარჩლეთ ქვრივს.”
თუ ამ ნაწყვეტს ყურადღებით წავიკითხავთ, დავინახავთ, რომ ისრაელის რელიგიური ლიდერები მეტად თავდადებულნი იყვნენ. მაგრამ ასეთი მიძღვნის მიუხედევად მათ განადგურება ეწიათ, რადგან არასწორი მსხვერპლი მოჰქონდათ და ღმერთის კანონს არ ემორჩილებოდნენ.
შეგვიძლია იმის დანახვა, რომ არც ღმერთის რჯულს მიჰყვებოდნენ მსხვერპლთშეწირვის დროს და არც მის სიტყვას უგდებდნენ ყურს. ეს ლიდერები იმდენად თავდადებულნი იყვნენ, რომ ღმერთის წინაშე უთვალავი მსხვერპლი მოჰქონდათ. ბიბლია მოგვითხრობს, რომ საკრებულოს კარავში სისხლი მდინარესავით მოედინებოდა.
მაგრამ როდესაც ღმერთმა მათ ნამოქმედარს შეხედა, თქვა, რომ ეს გომორას ცოდვის მსგავსი იყო. ის ხედავდა მათ მიერ მოტანილ შესაწირავს, მაგრამ სინამდვილეში ისინი ცოდვას სჩადიოდნენ. მან თქვა, რომ სჯობდა საერთოდ არ მოეტანათ მსხვერპლი. ღმერთს ის არ სურდა.
ღმერთს აღარ შეეძლო მათი ცოდვების პატიება, როდესაც ოქროს ვერძებისთვის მოჰქონდათ მსხვერპლი. მას მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. ღმერთი ეუბნებოდა ისრაელის ხალხს, რომ მის მიერ დადგენილი წესით უნდა მოეტანათ შესაწირავი, თუ არა და სჯობდა საერთოდ არ მოეტანათ. 
მათ მიერ ღმერთისადმი მსხვერპლი სწორი გზით არ იყო მოტანილი, რის შედეგად მღვდლები უფლის წინაშე ცოდვას სჩადიოდნენ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ღვთისადმი მსახურება და მისი საქმის კეთება საკუთარი ცოდვების განბანის გარეშე უმძიმესი ცოდვაა მის მიმართ.
 

ერეტიკოსები სკოლის მასწავლებლებს გვანან

რას ასწავლიან ერეტიკოსები?
ეთიკას და არა იმას, თუ როგორ უნდა იშვა ხელახლა.

გარეგნულად ერეტიკოსები წმინდანებად გამოიყურებიან. როდესაც ისინი კათედრასთან იკავებენ ადგილს, იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურებიან, რომ ბევრი ადამიანი მათი გარეგნობით ტყუვდება. ისინი იმდენად ლოგიკურად მსჯელობენ და მუდამ ამთავრებენ ქადაგებებს სიკეთის ქმნისადმი მოწოდებით. რანაირი ქადაგებაა ეს? რა განსხვავებაა მათ ქადაგებებსა და სკოლის მასწავლებლების გაკვეთილებს შორის?
ღმერთის ეკლესია არის ადგილი, სადაც ხელახლა შობილნი ერთად იკრიბებიან ღმერთის თაყვანის საცემად. მხოლოდ ასეთი ეკლესია არის ჭეშმარიტი. ღმერთის ჭეშმარიტი ეკლესია არ ცდილობს ასწავლოს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცე ღმერთის წინაშე. ჭეშმარიტი ეკლესიის მსახხური ქადაგებს წყლისა და სულის სახარებას. თქვენი არასრულყოფილების მიუხედავად, ღმერთმა ყველა თქვენი ცოდვა ჩამორეცხა.
ერეტიკოსი მღვდლები ეუბნებიან თავიანთ მიმდევრებს: “გააკეთეთ ეს, გააკეთეთ ის,” და მძიმე ტვირთს ადებენ, მაგრამ თვითონ ამისათვის თითის განძრევაც არ სურთ. 
ერეტიკოსი ღვთისმსახური თავის შვილისთვის ძვირადღირებულ ვიოლინოს ყიდულობს და საზღვარგარეთ სასწავლებლად აგზავნის. როგორ შეიძლება მღვდელს ჰქონდეს ამის საშუალება? საიდან შოულობს იგი ფულს? თუ ამდენი ფული აქვს, სახარების საქადაგებლად არ უნდა დაეხარჯა? უნდა იაროს მქადაგებელმა ძვირადღირებული მანქანით? ნუთუ ასეთი მანქანის ტარება მას პატივს და ღირსებას მატებს? მქადაგებელი, რომელიც ძვირადღირებული მანქანით დადის, არის ქურდი. მაშინ როდესაც მის მიმდევრებს მცირელიტრაჟიანი მანქანის ყიდვის საშუალებაც კი არ გააჩნიათ, როგორ შეიძლება მისთვის “დელუქსის” მოდელის ფლობა? ერეტიკოსი მქადაგებლის დანახვა მისი საქმეებით შეგვიძლია. 
ერეტიკოსი მღვდლები ფულის დიდ თანხებს ითხოვენ. ზოგი ეკლესია თავიანთ მქადაგებლებს თვეში 10,000 დოლარს უხდის. და ეს მხოლოდ ოფიციალური ხელფასია. ისინი ასევე სწავლის, წიგნების, შვილთა მოვლა-პატრონობის, მივლინებებისათვის და მრავალი სხვა საჭიროებისთვის გამოყოფილი თანხებით არიან უზრუნველყოფილნი. 
და მაინც, ზოგი მათგანი ჩივის, რომ საკმარისად არ უხდიან ფულს. თვეში 10,000-ს ღებულობენ და უფრო დიდ ფულს ითხოვენ. 10,000 დოლარი ცოტაა? მქადაგებელი კმაყოფილი უნდა იყოს იმხელა შემოსავლით, რომელიც მას საშუალებას მისცემს იარსებოს წყლისა და სულის სახარების საქადაგებლად.
ნამდვილი მქადაგებელი ნუგეშს და სიმშვიდეს ღმერთისგან იღებს. მაგრამ ერეტიკოსი მღვდელი, რომელსაც არა აქვს მშვიდობა, ფულად ანაზღაურებას მოითხოვს. ასეთი მქადაგებლები სინამდვილეში ოქროს ხბოებს ეთაყვანებიან. 
ღმერთის ეკლესიას ზოგჯერ სიონს უწოდებენ. არ არსებობს სიონზე მშვენიერი ეკლესია. ღმერთის ეკლესია არის ის ადგილი, სადაც წყლისა და სულის სახარება იქადაგება. 
ესაია 1:21 ამბობს, “როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სავსე იყო სამართლიანობით, სიმართლე განისვენებდა იქ, ახლა კი მკვლელები არიან!” ესაია ღმერთის ეკლესიას აღწერს, როცა ამბობს, “სავსე იყო სამართლიანობით”.
ღმერთი სამართლიანია. იმის გამო, რომ ჩვენ არასრულყოფილები ვართ, როგორც ადამის მოდგმა და დაბადებული ვართ ცოდვაში, იესო მოვიდა ამქვეყნად ჩვენი ცოდვების წარსახოცად წყლისა და სულის მეშვეობით. ასე სამართლიანია ღმერთი.
ძველ აღთქმაში, როდესაც ხალხმა იცოდა თავისი არასრულყოფილების შესახებ, ის მოდიოდა ღმერთთან შესაწირავის მოსატანად. “მე შევცოდე ასე და შემდეგნეიარად. მე ვარ დამნაშავე.” მაშინ მათ ყოველდღიური ცოდვები მიეტევებოდათ და გამოსყიდვის დღეს ისინი მთელი წლის ცოდვების პატიებასაც ღებულობდნენ. 
ამის მსგავსად ახალ აღთქმაში იესო ქრისტე მოვიდა ამქვეყნად, მოინათლა და ჯვარს ეცვა კაცობრიობის ცოდვების ერთხელ და სამუდამოდ მოსაშორებლად. 
მაგრამ საახალწლო მსახურებაზე ბევრი სტირის და ინანიებს, “ძვირფასო ღმერთო, გთხოვ მომიტევო გასულ წელს ჩადენილი ცოდვები. და გთხოვ, მაკურთხე ამ წელს.” ასეთი ადამიანები ერეტიკოსები არიან.
მაშ, რაში მდგომარეობს წყლისა და სულისგან ხელახლა შობის ჭეშმარიტება? იესო მოვიდა წუთისოფელში დაახლოებით 2000 წლის წინ, ერთხელ და სამუდამოდ ჩამორეცხა კაცობრიობის ცოდვები და ამგვარად სამუდამოდ გადაგვარჩინა ცოდვისგან. მან წუთისოფლის ყველა ცოდვისგან დაგვიხსნა წყლის და სისხლის მეშვეობით. მაგრამ ყოველდღიურად რომ მოგვეთხოვა ცოდვათა პატიება, რას იტყოდა ის? 
“როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სავსე იყო სამართლიანობით, ახლა კი მკვლელები არიან!” ყველა, ვინც საკუთარ თავს ცოდვილს უწოდებს, ერეტიკოსია.
 

ერეტიკოსი მღვდლები ვერ ქადაგებენ წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარებას 

ესმის ღმერთს ცოდვილების ლოცვა?
არა. ღმერთს არ ესმის მათი, რადგან ცოდვები ჰყოფენ მათ ღმერთისგან.

ჩვენი ღმერთი მკვლელებს უწოდებს მათ, ვინც მას აღიარებს, მაგრამ გამუდმებით ცოდვების პატიებას ითხოვს. ვინაიდან ისინი ცოდვათა პატიებას ითხოვენ და ამავე დროს ცოდვილები რჩებიან, ნუთუ ელოდებიან იმას, რომ იესო დაბრუნდება და ხელმეორედ მოკვდება მათი ცოდვებისთვის? იესოს ნათლობა და ჯვარცმა გადარჩენის დედაარსს წარმოადგენს.
1 პეტრეს 3:21 ამბობს, რომ იესოს ნათლობა არის ჩვენი გადარჩენის ხატება. იესო ქრისტე ერთხელ მოკვდა კაცობრიობის ცოდვებისგან გადასარჩენად. მან ერთხელ და სამუდამოდ ამოშალა ადამიანთა ცოდვები და აღდგა სამი დღის შემდეგ. ეხლა ის ღმერთის მარჯვნივ ზის ზეცაში.
იესო ქრისტე მოინათლა ერთხელ და მოკვდა ერთხელ ჯვარზე, რათა სამუდამოდ გადავერჩინეთ ცოდვისაგან. ის მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ 30 წლის ასაკში. ის ერთხელ მოკვდა, რათა გადავერჩინეთ წუთისოფლის ყველა ცოდვისგან. არ ნიშნავს ეს, რომ სამსჯავრო აღსრულდა ერთხელ და სამუდამოდ?
როდესაც ერეტიკოსები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ცოდვილნი არიან, ისინი ითხოვენ ღმერთისგან, რომ მეორედ ჩამოვიდეს და ისევ ეცვას ჯვარს. სინამდვილეში მას ამის გაკეთება ყოველთვის დასჭირდებოდა, როცა ისინი ცოდვათა პატიებას მოითხოვდნენ.
ისინი, ვისაც მთელი გულით სწამთ წყლისა და სულის სახარების, სამუდამოდ არიან დახსნილები ცოდვისგან, გახდნენ მართლები და მიდიან ცათა სასუფეველში ღმერთის კურთხევების და საუკუნო სიცოცხლის მისაღებად. ყოველი, ვინც მართალ პიროვნებას შეხვდება, შეიძლება იქნეს დახსნილი წყლისა და სულის მეშვეობით და გახდეს ღმერთის ხალხის ერთ-ერთი კურთხეული წევრი. ყოველი, ვინც ღმერთის წინაშე ჭეშმარიტ გადარჩენას ითხოვს, იქნება კურთხეული.
მოდით წავიკითხოთ ესაიას 1:18-20. “მოდით და ვიკამათოთ.- ამბობს უფალი. – “ყირმიზივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება, და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გადაიქცევა. თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ, მაგრამ თუ უარს იტყვით და ურჩობას გასწევთ, მახვილით მოისპობით!” – რადგან უფლის პირმა წარმოთქვა ეს.”
ღმერთი გვეუბნება, რომ თუ დაუჯერებთ წყლისა და სულის სახარებას, ჩვენ მიწის კურთხეულ ნაყოფს ვიგემებთ, მაგრამ თუ ვუარყოფთ მას და წინ აღვუდგებით, მახვილით ვიქნებით მომსპარნი.
ჩვენმა ღმერთმა თქვა, “მოდით, და ერთად ვიმსჯელოთ. მოდით ვისაუბროთ. არასრულყოფილნი ხართ? უმართლოები ხართ? მეტად გიყვართ საკუთარი თავი? მცნებებით ცხოვრება არ შეგიძლიათ? ვერ ასრულებთ რჯულის ბრძანებებს? იცით, მაგრამ ვერ ასრულებთ? მაშინ მოდით ჩემთან. თქვენი ცოდვები ყირმიზივით რომ იყოს, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გადაიქცევა.” ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა სამართლიანი გზით დაიხსნა ცოდვილები და აქცია ისინი მართლებად.
როდესაც ღმერთმა ადამი და ევა შექმნა, ცოდვა არ არსებობდა. მაგრამ მალე სცენაზე სატანა გამოჩნდა. მან აცდუნა ისინი და ღმერთისადმი დამოურჩილებისაკენ უბიძგა. მან მთელი კაცობრიობა ცოდვილებად აქცია იმითი, რომ ადამ და ევას ცოდვა ჩაადენინა. სატანამ გამოიწვია ადამიანის დაცემა. თავდაპირველად ადამი და ევა უცოდველები იყვნენ ღმერთის წინაშე. ისინი ღმერთთან ერთად ცხოვრობდნენ ედემას ბაღში. მაგრამ შემდეგ ცოდვაში ჩავარდნენ. ეხლა კი ღმერთი ჩვენ გვიხმობს. მოდით და ერთად ვიმსჯელოდ. მოდით განვსაჯოთ ერთად!
“რამდენი ცოდვა გაქვს ჩადენილი ამქვეყნად? და კიდევ რამდენ ცოდვას ჩაიდენ, სანამ მოკვდები?”
“ო, ღმერთო. შეუძლებელია არ შევცოდო. ჩვენ ვერ განვიწმინდებით, რაც არ უნდა ვეცადოთ.” 
“კარგი, მაშ რამდენი ცოდვა ჩაიდინე აქამდე?”
“უფალო, ყველაფერს ვერ გავიხსენებ, მაგრამ არის რამოდენიმე, რომელიც მაგონდება. აი მაშინ, ხომ გახსოვს? შენ იცი რაზეც ვლაპარაკობ. . .და კიდევ ერთხელ სხვა დროს, შენ იცი ეს. . . ”
მაშინ ღმერთი ეტყვის, “მაშ გააგრძელე და მელაპარაკე. შენ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერია? მაგრამ ყველა ის ცოდვა, რომელიც შენ გახსოვს, ყველა ცოდვა რომელიც უკვე დაგავიწყდა, და ის ცოდვებიც კი, რომელსაც მომავალში ჩაიდენ, მე ამოვშალე სამუდამოდ. და არა მხოლო შენი, არამედ შენი შვილების და შვილთა შვილების ცოდვები, მთელი შენი შთამომავლობის ცოდვების ჩათვლით. მე ვარ მართალი ღმერთი. მე ერთხელ და სამუდამოდ ამოვშალე შენი ცოდვები.”
ღმერთი, რომელმაც კაცობრიობის ცოდვები ამოშალა, ადამის ცოდვიდან დაწყებული და დედამიწის ზურგზე უკანასკნელი ადამიანის ცოდვამდე, არის ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული.
“მე ვარ მხსნელი და ყოვლისშემძლე ღმერთი.”
“მე ვარ იეღოვა, მწყალობელი ღმერთი.”
“მე შევიწყალებ მათ, ვინც შეწყალებას იმსახურებს, და შევიბრალებ მათ, ვინც იმსახურებს შებრალებას.”
თუ ჩვენ მისგან მოწყალებას მოვითხოვთ და გულწრფელნი ვიქნებით ღმერთთან, სათხოვარს მივიღებთ. ჩვენ ზეციერ მამას ყველა ჩვენთაგანის კურთხევა სურს. მას უნდა, რომ ყველანი მართლები გავხდეთ. მის სიყვარულსა და მოწყალებაში ღმერთს სურს ყველანი გაგვხადოს თავის მართალ შვილებად.

რის გაკეთებას მოელის ჩვენგან ღმერთი იმის შემდეგ რაც ვიშვებით ზეციდან?
მას სურს, რომ მთელ მსოფლიოში ვიქადაგოთ სახარება.

უფალს სურს, რომ ჩვენ თოვლივით სპეტაკნი ვიყოთ. იესომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამორეცხა კაცობრიობის ცოდვები თავისი ნათლობით და სისხლით. თუ ეკლესიას არ შეუძლია მორწმუნეთათვის ცოდვისა და სიცოცხლის საკითხის გადაჭრა, მას არ შეიძლება დაერქვას ღმერთის ჭეშმარიტი ეკლესია. 
ადამიანი მღვდელთან მიდის და ეკითხება, “ცოდვილი ვარ, რა ვქნა? ვინანიებ და უკვე იმდენჯერ მოვინანიე, მაგრამ ჩემი ცოდვები არ მცილდება. მეტი აღარ შემიძლია. არა მგონია, რომ რელიგიური ცხოვრების გაგრძელება შევძლო.” თუ მღვდელს არ ძალუძს მის პრობლემაზე სწორი პასუხის გაცემა, ის ერეტიკოსია. შესაძლოა მან უთხრას, “ეს შენზეა დამოკიდებული. წადი და მთებში ილოცე. სცადე 40-დღიანი მარხვა.”
ერეტიკოსი მღვდლები და რელიგიური ლიდერები იმდენად სავსენი არიან უწმინდურობით, რომ არც გაეგებათ წყლისა და სულის სახარება. მათ არ იციან, ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში მოხვდება მათი სული.
ასეთი წინამძღვრები უმართლოები არიან ღმერთის წინაშე. ისინი ფსევდო-მორწმუნეები და ერეტიკოსები არიან. გარეგნულად მოჩანს, თითქოს იესოსი სწამთ, მაგრამ მათი გულები ჯერ კიდევ ცოდვითაა სავსე. მათ არ განიბანეს თავიანთ ცოდვები. ისინი ვერ ქადაგებენ წყლისა და სულის სახარებას, რომელსაც შეუძლია ყველა ცოდვის მოცილება. ნუ მოვტყუვდებით მათ მიერ.
ტიტე 3:10-11 ამბობს ერეტიკოსების შესახებ, “მწვალებელს (ერეტიკოსს) პირველი და მეორე შეგონების შემდეგ გაერიდე. იცოდე, რომ ასეთი კაცი გაირყვნა და სცოდავს, მისმავე თავმა დასდო მას მსჯავრი” . იმის გამო, რომ მათ სწამთ იესოსი, მაგრამ არ არიან ხელახლა შობილნი, ისინი საკუთარ თავს სდებენ მსჯავრს, როგორც ცოდვილები. ისინი უკუაგდებენ და თელავენ წყლისა და სულის სახარებას, როდესაც თავს ჯოჯოხეთში მიმავალ ცოდვილებს უწოდებენ.
ისინი არიან ერეტიკოსები ქრისტიანობაში. ყოველი, ვისაც იესოსი სწამს და ცოდვა აქვს გულში, არის ერეტიკოსი. ერეტიკოსები განსხვავდებიან ღმერთისგან. ღმერთი წმინდაა. მაგრამ ისინი არ არიან წმინდები. ისინი, ვისაც სწამთ წყლისა და სულის სახარების, განწმენდილნი არიან ყველა თავისი ცოდვებისგან. ამიტომ თუ ვინმეს იესოსი სწამს, მაგრამ ცოდვა აქვს, არის ერეტიკოსი. ჩვენ უნდა შორს ვიყოთ მათგან, ვინც იძახის, რომ ღმერთის სწამთ, მაგრამ მაინც ცოდვილები არიან.
მოდით ვუქადაგოთ სახარება მათ, ვისაც ის ჯერ კიდევ არ მოუსმენია და ვისაც სურს რწმენა, მაგრამ არ შეუძლია იმის გამო, რომ არ იციან მის შესახებ. მოდით დავეხმაროთ ხელახლა შობაში. მოდით წინ აღვუდგეთ მათ ვინც წყლის და სულის სახარების გზას ეღობება. 
ჩვენ უნდა ვიქადაგოთ წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარება მთელ მსოფლიოში. ამინ!