• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 5: ცოდვის სათანადო აღიარება

[5-1] როგორ გავაკეთოთ ცოდვის სწორი აღიარება (1 იოან. 1:9)

როგორ გავაკეთოთ ცოდვის სწორი აღიარება(1 იოან. 1:9)
“თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უკეთურობისგან.”
 
 

სისხლის სახარება კეთილი უწყების ნახევარია


შევძლებთ ცათა სასუფეველში შესვლას მარტო სისხლის სახარებით?
არასდროს. ჩვენ უნდა გვწამდეს სრული სახარების (წყლისა და სულის სახარების).

1 იოანე 1:9 მხოლოდ მართლებს ეხება. თუ ცოდვილი, რომელიც ჯერ არ არის გამოსყიდული, ეცდება მისი ყოველდღიური ცოდვების მიტევების მიღებას ამ ნაწყვეტის მიხედვით და თავის დანაშაულთა აღიარებით, მისი ცოდვები არ გაქრება. ხვდებით რას ვამბობ? ეს ნაწყვეტი არ ეხება ცოდვილებს, რომლებიც არ იშვნენ ხელახლა.
ამ ქვეყნად ბევრია ისეთი, ვინც არაა ხელახლა შობილი, მაგრამ ამ ნაწყვეტს იღებენ 1 იოანე-დან და ლოცულობენ და ინანიებენ თავიანთ ცოდვებს, პატიების მიღების იმედით.
მაგრამ შეუძლია კი იმას, ვინც არაა ხელახლა შობილი, მისი ცოდვების სრული გამოსყიდვა მიიღოს ცოდვათა აღიარების ლოცვით? სანამ გავაგრძელებთ ჩვენს საუბარს, ამ მნიშვნელოვან ადგილზე უნდა შევჩერდეთ და მასში გავერკვეთ.
ვიდრე 1იოანეს წაიკითხავთ, უნდა გადაწყვიტოთ, იოანე მოციქული მართალი იყო თუ ცოდვილი. ნება მიბოძეთ შეგეკითხოთ. იყო იოანე მოციქული მართალი, წყლისა და სულის სახარების რწმენით ხელახლა შობილი ადამიანი, თუ ის ცოდვილი იყო?
თუ იტყვით, რომ მოციქული იოანე ცოდვილი იყო, ბიბლიურად მცდარი იქნებით თქვენს რწმენაში. თუ იოანე მოციქული იყო მართალი პიროვნება, რომელიც ხელახლა იშვა, როდესაც ირწმუნა იესოსი, ცხადი ხდება, რომ მისი რწმენა განსხავდებოდა თქვენისგან. თქვენ ისეთივე რწმენა უნდა იქონიოთ, როგორიც ჰქონდა იოანე მოციქულს.
ნება მომეცით კიდევ ერთი კითხვა დაგისვათ. იოანე მოციქული ამ წერილებს მართლების მისამართით სწერდა თუ ცოდვილების? მოციქული იოანე ამ წერილებს სწერდა მართლებს.
ამიტომ თუ ცოდვილები, რომლებიც არ არიან ხელახლა შობილნი, ციტირებას უკეთებენ 1იოანე 1:8-9 მუხლებს და საკუთარ თავს უსადაგებენ, ეს არასწორი იქნება. თუ გსურთ გახდეთ მართალი, აღიარეთ თქვენი ცოდვები ღმერთის წინაშე და იწამეთ წყლისა და სულის სახარება. მაშინ უფალი ჩამორეცხავს ყველა თქვენს ცოდვას იმ სახარებით, რომელმაც უკვე განწმინდა წუთისოფლის ცოდვები.
მოციქულ იოანეს რწმენა ასეთია: 1 იოანეს 5 თავში ის ამბობს, რომ მას აქვს “წყლის, სისხლის და სულის” რწმენა. გწამთ თქვენ იესოსი, რომელიც მოვიდა წყლით, სისხლით და სულით? იმ იესოსი გწამთ, რომელიც მოვიდა მხოლოდ ჯვრით, თუ იმის, რომელიც მოვიდა თავისი ნათლობით, სისხლით და სულით?
შეგიძლიათ ცათა სასუფეველში შესვლა მხოლოდ სისხლის სახარებისადმი რწმენით? თუ თქვენი რწმენა მარტო ჯვრის სისხლის სახარებისაა, თქვენ კეთილი უწყების მხოლოდ ნახევარი იცით. თუ მარტო ჯვრის სისხლის გწამთ, უეჭველია, რომ ყოველდღე პატიებისთვის ილოცებთ. ეტყობა გწამთ, რომ თქვენი ცოდვები უბრალოდ მონანიების ლოცვით მოგცილდებათ.
მაგრამ შესაძლებელია თქვენი ცოდვების ჩამორეცხვა, როდესაც მხოლოდ ჯვრის სისხლის გწამთ, ინანიებთ და ლოცულობთ ყოველდღიური ცოდვების მისატევებლად? თუ ასეთ ადამიანებს მიეკუთვნებით, თქვენი ცოდვები თქვენს გულში დარჩება, ვინაიდან არავის ძალუძს თავისი ცოდვების ჩამორეცხვა მხოლოდ ჯვრის სისხლის რწმენით ან ყოველდღიური მონანიების ლოცვით. თუ ასეთ ხალხს ეკუთვნით, მაშ ჯერ არ გცოდნიათ წყლისა და სულის სახარება და თქვენი რწმენა არასრულყოფილია.
მოციქული იოანე იყო ხელახლა შობილი, რადგანაც სწამდა წყლის, სისხლის და სულის სახარების. მაგრამ თქვენ მხოლოდ ჯვრის სისხლის გწამთ. მაშინ როდესაც თვითონ არ გაგაჩნიათ სახარების ნათელი შემეცნება, როგორ მიიყვანთ სხვებს ხსნისაკენ? თვითონ არ ხართ ხელახლა შობილი, მაგრამ ცდილობთ თქვენი ცოდვების განბანას ყოველდღიური მონანიების ლოცვებით. ასე არაფერი გამოგივათ.
მიუხედავად იმისა თუ რამდენად გულმოდგინედ ლოცულობს ან ინანიებს ადამიანი, მისი ცოდვები ვერ ამოიშლება მისი გულიდან. თუ ზოგჯერ ფიქრობთ, რომ თქვენი ცოდვები გაუჩინარდა, ეს მხოლოდ თქვენი წარმოდგენაა და თქვენი ემოციების ძალა. თუ ლოცულობთ და ინანიებთ, შესაძლოა რამოდენიმე დღით კარგად იგრძნოთ თავი. მაგრამ ასეთი გზით ვერასოდეს განთავისუფლდებით თქვენი ცოდვებისგან.
ცოდვილები ლოცულობენ და ინანიებენ თავისი ცოდვებისგან გადარჩენის მიღწევის იმედით. აი რატომ რჩებიან ცოდვილებად, იესოს მიმართ თუნდაც ხანგრძლივი რწმენის შემდეგ. მათ არ იციან წყლისა და სულის სახარება. თუ გწამთ იესოსი, მაგრამ ჯერ არ ხართ ხელახლა შობილი, ასეთ ხალხს მიეკუთვნებით. თუ თქვენი ცოდვების ყოველდღიური ლოცვებით და მონანიებით წაშლას ცდილობთ, ეს იმის აშკარა დასტურია, რომ ჯერ არ ხართ ხელახლა შობილი. უნდა გადაწყვიტოთ, იწამოთ თუ არა წყლისა და სულის სახარება, როგორც ეს იოანე მოციქულმა გააკეთა, თუ თქვენი რწმენა თქვენს აზრებსა და ემოციებზე დაამყაროთ. პირველი – ჭეშმარიტებაა, მეორე კი – ტყუილი.
ბიბლიის მიხედვით ჭეშმარიტი სახარება ისაა, რომ იესო მოინათლა და ერთხელ და სამუდამოდ მოაცილა წუთისოფელს ყველა ცოდვა და ყველა ცოდვილის ნაცვლად მიიღო სასჯელი ჯვარზე. თუ ადამიანს იესოს ნათლობის და ჯვარზე მისი სიკვდილის სწამს, ის ერთბაშად ყველა ცოდვისგან დახსნას ღებულობს. მეორე მხრივ, თუ ვინმე ცდილობს მონანიების ლოცვებით თავისი დანაშაულის ჩამორეცხვას, ის ვერასოდეს განთავისუფლდება თავისი ცოდვებისგან. გგონიათ, რომ ყველა თქვენი ყოველდღიური ცოდვა გახსოვთ? რა უყოს ღმერთმა იმ ცოდვებს, რომლებიც თქვენ არ მოგინანიებიათ? არის მონანიების ლოცვები ყოველდღიური ცოდვების პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტილება? არა.
 
 

ნამდვილი მონანიება და აღიარების მიზანი


რა შეზღუდვები გააჩნია აღიარებას და კეთილ საქმეებს?
თუმცა უნდა ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები, ვერასოდეს გადავრჩებით უბრალოდ ცოდვათა აღიარებით და კეთილი საქმეების ქმნით.

მონანიება ბიბლიაში ნიშნავს ცრურწმენისგან ჭეშმარიტ რწმენასთან მოტრიალებას, ხოლო მართლისთვის ის ნიშნავს საკუთარი შეცდომების აღიარებას და სახარების ნათლისკენ დაბრუნებას. 
თუ ამჟამად ცოდვილი ხართ, ასეთი აღიარება უნდა გააკეთოთ. “ძვირფასო ღმერთო, მე ვცოდავდი და ჯოჯოხეთში მოხვედრას ვიმსახურებ. მაგრამ მინდა, რომ თავი დავიხსნა ჩემი ცოდვებისგან. გევედრები, გადამარჩინე ყველა ჩემი ცოდვისგან. მე ჯერ არ ვარ ხელახლა შობილი და ჯოჯოხეთში მივდივარ.” ასეთია სწორი აღიერება.
მაშDროგორი აღიარება მართებს ხელახლა შობილს? “ძვირფასო ღმერთო, მე ხორციელი ცოდვა ჩავიდინე და ვწუხვარ ამის გამო. მე მწამს, რომ იესო მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ და გადამარჩინა ყველა ჩემი ცოდვისგან, ამ ცოდვისგანაც, ეხლა რომ ჩავიდინე, თუმცა ცოდვების გამო სიკვდილს ვიმსახურებდი. მე ვმადლობ უფალს იმისთვის, რომ მან გადამარჩინა წყლითა და სისხლით.” ხელახლა შობილის და დაუხსნელის აღიერებები განსხვავდება ერთმანეთისგან.
ჩვენ ყველამ იოანე მოციქულის მსგავსი რწმენა უნდა ვიქონიოთ. თუ თქვენი ცოდვების დამალვას ეცდებით იმ აღიარების უკან, რომელიც მართლებისთვისაა განკუთვნილი, ვერასოდეს გადარჩებით სიკვდილისგან, რომელიც ცოდვის საზღაურია.
ყველა ცოდვილმა, რომელიც არაა ხელახლა შობილი უნდა შეწყვიტოს ცოდვათა აღიარების ლოცვების უკან დამალვა და დაიწყოს წყლისა და სისხლის ჭეშმარიტი სახარების რწმენა. მათ უნდა ისწავლონ მოციქულ იოანეს რწმენა და ამგვრად მიაღწიონ ხსნას.
ცოდვილებს არ ესმით, თუ რაოდენ საშინელი იქნება სამსჯავრო მათი ცოდვებისთვის. ყველაზე უფრო საზარელი ცოდვა ღმერთის წინაშე არის არ გწამდეს წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარების.
ყველამ, ვისაც იესო სწამს, მაგრამ ჯერ არ არის ხელახლა შობილი, უნდა აღიაროს ღმერთის წინაშე, “უფალო, მე ვარ ცოდვილი, რომელიც ჯოჯოხეთის ცეცხლს იმსახურებს,” და თავი შეიკავოს სიტყვებისგან, “უფალო, გთხოვ ამოშალე ჩემი ცოდვები.” როდესაც ცოდვილი ღებულობს თავის გულში კეთილ უწყებას იმის შესახებ, რომ იესომ გადაარჩინა იგი იორდანეზე თავისი ნათლობით და თავისი ჯვრის სისხლით, ის ყველა ცოდვებისგან თავისუფლდება. ასეთი აღიარება უნდა გაკეთოს ცოდვილმა, რათა ღმერთის წინაშე ყველა თავისი ცოდვისგან მიიღოს ხსნა.
ცოდვილმა მარტო ის უნდა აღიაროს, რომ აქამდე არ იყო ხელახლა შობილი და შემდეგ ირწმუნოს წყლისა და სულის სახარება. მაშინ იმწამსვე მიიღებს დახსნას. წყლისა და სულის სახარებით ყველა ცოდვილის გადარჩენა მოხდა. “სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით.” (საქმეები 4:12). ღმერთმა ყველა ცოდვილი მათი ცოდვებისგან გადაარჩინა იმით, რომ მისი ძე, იესო ქრისტე მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ და მოკვდა ჯვარზე.
უფალმა ამოშალა ყველა ცოდვა, რომელსაც ადამიანი თავისი ხორცით და თავისი გულით დაბადებიდან სიკვდილამდე იდენდა. ჩვენ უნდა გვწამდეს ჭეშმარიტი სახარების, იმისთვის რომ გადავრჩეთ. ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც შეგვეძლება გადავურჩეთ ყველა ჩვენს ცოდვას და ნამდვილად განვიწმინდოთ. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ვმართლდებით, როცა გვწამს წყლისა და სულის ჭეშმარიტი სახარების. 
იესო მოინათლა, აიღო სამყაროს ყველა ცოდვა, მათთვის საზღაური გადაიხადა ჯვარზე თავისი სიცოცხლით, აღდგა მესამე დღეს და ამჟამად ღმერთის მარჯვნივ არის დაბრძანებული. ესაა აბსოლუტური ჭეშმარიტება.
ჩვენ ყველამ ასეთი აღიარება უნდა გავაკეთოთ. “უფალო, მე სიკვდილამდე ცოდვის ჩადენა მიწერია. დედაჩემის მუცლიდან ცოდვილი დავიბადე და ყველა იმ ცოდვის გამო, რაც ცხოვრებაში ჩავიდინე, ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩაგდებას ვიმსახურებ. ამიტომ მე მსურს ვიწამო იესო, რომელიც მოვიდა წყლით, სისხლით და სულით და რომელიც გახდა ჩემი მხსნელი.”
როგორც მათეს მე-3 თავში სწერია, იესომ აიღო წუთისოფლის ყველა ცოდვა, - იმ ცოდვების ჩათვლით, რომლებსაც ჩვენს სიკვდილის დღემდე ვიდენთ, - როდესაც იორდანეს მდინარეში მოინათლა. “შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ.” (იოანე 8:32).
იესოს მხოლოდ პირველყოფილი ცოდვისგან რომ გადავერჩინეთ და ეთქვა, რომ ჩვენი საკუთარი ცოდვების პრობლემა თვითონ გადაგვეწყვიტა, ჩვენ გამუდმებულ აგონიაში ვიქნებოიდით. მაგრამ იესომ გაგვათავისუფლა ყველა ცოდვებისგან თავისი ნათლობით და სისხლით. რაზე უნდა ვიდარდოთ, როდესაც გვწამს იესოს ნათლობისა და მისი ჯვრის სისხლის, და მადლობა უფალს, მისი სული ცხოვრობს ჩვენს გულებში?
გწამთ თქვენ იესოსი? გწამთ, რომ სული წმინდა ცხოვრობს თქვენში? ყველა თქვენი ცოდვა იესოზე გადავიდა, როდესაც მან თავისი ნათლობით წუთისოფლის ცოდვა აიღო. ამის შემდეგ მან სამსჯავრო იკისრა ჯვარზე, რითაც დაგვიხსნა საუკუნო სასჯელისგან. ასეთია ნამდვილი სახარება.
 

მართლის აღიარება

როგორი უნდა იყოს მართლის აღიარება?
აღიარონ, რომ ყოველდღე სცოდავენ, მაგრამ ჰქონდეთ იმის რწმენა, რომ იესომ ამოშალა მათი ყოველდღიური ცოდვები 2000 წლის წინ.

s1 იოანე 1:9 ამბობს, “თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უკეთურობისგან.” ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა, რომელიც გადაწყვეტს წყლისა და სულის სახარების რწმენას, უნდა აღიაროს თავისი ცოდვები და თქვას, “უფალო, შეცოდებისგან თავს ვერ ვიკავებ მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ვიცი, რომ მონანიების ლოცვებით ვერ გადავრჩები ყველა ჩემი ცოდვისგან. მე მჯერა, რომ ცოდვის საზღაური სიკვდილია, და არაფერს, იესოს ნათლობის და მისი ჯვარცმის გარდა არ შეუძლია ყველა ჩემი ცოდვის განადგურება. მე ვაღიარებ, რომ დღეს შევცოდე, მაგრამ მწამს, რომ იესომ უკვე ჩამორეცხა ის ცოდვა, რომელიც მე დღეს ჩავიდინე, იორდანეზე, 2000 წლის წინ.” თუ ამნაირად ილოცებს, ცოდვის პრობლემა მის სინდისში ერთბაშად გადაწყდება. 
მათ, ვინც უკვე არიან ხელახლა შობილნი, მხოლოდ თავისი ცოდვების აღიარება სჭირდებათ. ისინი მხოლოდ ადასტურებენ, რომ იესომ უკვე ჩამორეცხა ნებისმიერი ცოდვა, რაც კი მათ არ უნდა ჩაედინათ. ვინაიდან იესო მოინათლა და მოკვდა ცოდვილებისთვის 2000 წლის წინ, იმის მიუხედავად, თუ რამდენად სუსტები არიან, ყველა მათი ცოდვა სრულიად წარიხოცა.
ტექსტი, რომელიც დღეს წავიკითხეთ ძალზე სასარგებლოა მართლებისათვის. მაგრამ თუ ცოდვილი იღებს ამ მუხლს და არასწორად იყენებს, ის ჯოჯოხეთში მოხვდება. ამის მიუხედავად, ბიბლიის ეს ნაწყვეტი ყველაზე უფრო ხშირად გამოიყენება არასწორად. დიდი ხნის განმავლობაში ეს უდიდეს გაუგებრობას იწვევდა ქრისტიანთა შორის.
არსებობს გამოთქმა, გამოუცდელმა ექიმმა შეიძლება თავისი პაციენტი დაღუპოსო. როდესაც გამოუცდელი ექიმი იმაზე მეტის გაკეთებას ცდილობს, ვიდრე შეუძლია, მან შეიძლება მოკლას პაციენტი. 
ცხოვრების კანონია, რომ ადამიანი კარგად ნასწავლი და გამოცდილი უნდა იყოს იმისთვის, რომ თავისი მოვალეობები პირნათლად შეასრულოს. იგივე ვითარება რწმენის სამყაროშიცაა. ისინი, ვინც ღმერთის სიტყვას ასწავლიან, უნდა მიაწოდონ მსმენელთ ჭეშმარიტება ისე, როგორც ის დაწერილია, ზუსტად და მკაფიოდ, ხოლო მათ მოსწავლეებს მოსმენილის რწმენა უნდა გააჩნდეთ. 
თუ მქადაგებლები თავიანთ მსმენელებს ცრუ დოქტრინებს ასწავლიან, ან თუ მორწმუნეები ბიბლიას შეცდომით სწავლობენ, ეს მხოლოდ სამსჯავროთი და ჯოჯოხეთით დამთავრდება ორივესთვის. მხოლოდ ხელახლა შობილს შეუძლია ბიბლიის სწორად სწავლება. კარგ წამალმაც შეიძლება მოკლას ავადმყოფი, თუ ის არასწორადაა დანიშნული, და იგივეა ღმერთის სიტყვის სწავლის შემთხვევაშიც. ეს იმდენადვე მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში, როგორც ცეცხლი. მაგრამ ისევე, როგორც ცეცხლი მხოლოდ უბედურების მომტანია, ბავშვის ხელში თუ ჩავარდა, ღმერთის სიტყვასაც შეუძლია საშინელი უბედურების მოტანა, თუ ის არასწორ ხელებშია ჩაბარებული.
ჩვენ უნდა განვასხვავოთ მართლის და ცოდვილის აღიარებები. 1იოანე1:9 მართლებისთვისაა. როდესაც მართალი პიროვნება რწმენით აღიარებს თავის ცოდვებს ღმერთის წინაშე, ის მათგან თავისუფლდება, ვინაიდან იესომ უკვე ჩამორეცხა ყველა ცოდვა 2000 წლის წინ. 
არასწორი იქნება, თუ ცოდვილები ჩათვლიან, რომ მათი ცოდვები ირეცხება ყოველთვის, როდესაც ისინი პატიებისთვის ლოცულობენ. როცა ადამიანი არაა ხელახლა შობილი, შესაძლებელია მისი ცოდვები მხოლოდ აღიარებით გაქრეს?
ღმერთი სამართლიანია. მან მოავლინა ამ ქყვეყნად თავისი მხოლოდშობილი ძე, ააღებინა მსოფლიოს ცოდვები მის ნათლობაში და დაიხსნა ყველა, ვისაც სწამს მისი ნათლობის წყლის და მისი ჯვრის სისხლის. ამიტომ, როდესაც მართალი ადამიანი აღიარებს თავის ცოდვებს, ღმერთი მას ეუბნება, რომ იესომ უკვე წაიღო ყველა ცოდვა 2000 წლის წინ. ამით ის ადასტურებს, რომ არც ერთი ცოდვა აღარ გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხორცი ჯერ კიდევ სცოდავს.