• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 7: წინასწარი განსაზღვრის და ღვთიური არჩევის თეორიის მცდარობა

[7-1] წინასწარი განსაზღვრის და ღვთაებრივი არჩევის თეორიის ცდომილება (რომაელთა 8:28-30)

2021.05.01 148
წინასწარი განსაზღვრის და ღვთაებრივი არჩევის თეორიის ცდომილება(რომაელთა 8:28-30)
“ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე ეწევა სასიკეთოდ. ვინაიდან, რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის. ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამათლა, კიდეც განადიდა.”

ღმერთმა მხოლოდ ზოგიერთი აირჩია?
არა. მან ყველანი აგვირჩია იესო ქრისტეში

წინასწარი განსაზღვრის და ღვთაებრივი არჩევის თეოლოგიურმა თეორიამ, რომელიც ქრისტიანული დოქტრინის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს, იესოსადმი რწმენის ბევრ მსურველს ღმერთის სიტყვის გაგებაში ხელი შეუშალა. ამ მცდარ თეორიამ დიდი უწესრიგობა გამოიწვია. 
ეს ცრუ თეოლოგია ისე ასახავს წინასწარ განსაზღვრას, თითქოს ღმერთმა აირჩია ისინი, ვინც შეიყვარა და დასაღუპავად გასწირა ისინი, ვინც მან არ მოიწონა. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი რჩეული პიროვნება ხელახლა შობილი და მიღებულია ზეცაში, მაშინ როდესაც დანარჩენები, ვინც რჩეულთა რიგებში არ მოხვდა, ჯოჯოხეთისთვის არიან განწირულნი.
ღმერთს მართლა მხოლოდ ზოგიერთი ჩვენთაგანი რომ ამოერჩია, მუდამ ასეთი კითხვა დაგვტანჯავდა, “ვარ თუ არა მე ხსნისათვის განკუთვნილი?” გადასარჩენად რჩეულნი თუ არ ვართ, ჩვენთვის უსარგებლო იქნებოდა იესოს რწმენა. ამგვარად, ამ თეორიამ გამოიწვია ის, რომ ბევრს უფრო მეტად ის აწუხებდა, არის თუ არა რჩეული ღვთის მიერ, ვიდრე თვით რწმენის საკითხი.
შეიძლება კი ამგვარი რწმენით ეჭვებისგან თავის დაღწევა და მხოლოდ ღმერთისადმი მინდობა? რითი დავადასტუროთ, რომ ღმერთმა ნამდვილად ჩვენ ამოგვირჩია? ის ხომ მხოლოდ რჩეულთა ღმერთი იქნებოდა, თუმცაღა თვითონ ამბობს, “განა ღმერთი მხოლოდ იუდეველთა ღმერთია? განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც” (რომაელთა 3:29).
იმის გამო, რომ ბევრს არასწორად ესმის წინასწარი განსაზღვრის და ღვთაებრივი არჩევის მნიშვნელობა, იესოსადმი რწმენის მიუხედავად მათ მაინც დაღუპვის ეშინიათ.
ეფესელთა 1:3-5 ამბობს, “კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ცათა შინა, როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში წუთისოფლის შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით. წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისამებრ.”
ამიტომ უნდა განვიხილოთ წინასწარი განსაზღვრის და ღვთაებრივი არჩევის თეოლოგიური კონცეფცია. თავდაპირველად უნდა გავიგოთ, თუ რას ლაპარაკობს ბიბლია ამ საკითხების შესახებ და გავიძლიეროთ წყლისა და სულისგან ხსნის რწმენა.
რას გვეუბნება რომაელთა წერილი? ზოგმა თეოლოგმა “უპირობო არჩევის” უსაფუძვლო თეორია განავითარა. მაშ თეოლოგია ღმერთის ტოლია? არა, თეოლოგია არაა ღმერთი.
სამყაროს შექმნამდე ღმერთმა მთელი კაცობრიობა აირჩია იესო ქრისტეში და გადაწყვიტა ყველა ჩვენთაგანის გადარჩენა იმით რომ მართლები გავეხადეთ. იესოს ჩვენ უპირობოდ ვუყვარვართ. ნუ გადააქცევთ მას განმასხვავებელ ღმერთად. ურწმუნოებს თავისი პირადი აზრების სჯერათ, მაგრამ მორწმუნეები თავისი რწმენის საფუძვლად ღმერთის დაწერილ სიტყვას სდებენ.
 
 

ღვთაებრივი არჩევა ძველ აღთქმაში


სწორია უპირობო არჩევის თეორია?
არა. ჩვენი უფალი არაა მიკერძოებული. ღმერთმა ყველა ცოდვილი აირჩია იესოში, არა მხოლოდ რამოდენიმე რჩეული.

დაბადების 25:21-26-ში ჩვენ ვკითხულობთ ისაკის ორი ვაჟის, ესავის და იაკობის შესახებ. ღმერთმა იაკობი აირჩია, მაშინ როცა ისაკის ორივე შვილი ჯერ კიდევ დედის მუცელში იმყოფებოდა.
ისინი, ვისაც არასწორად ესმით ღმერთის სიტყვა, იყენებენ ამ ნაწყვეტს, როგორც უპირობო არჩევის თეორიის საფუძველს. ეს უფრო ბედის ღვთაებათა ქრისტიანობასთან აღრევას წააგავს.
თუ გვჯერა, რომ ღმერთი ჩვენ “უპირობო არჩევის” საფუძველზე გვირჩევს, და არა იესო ქრისტეში, ეს იგივეა, რაც ბედის ღვთაებათა და კერპების თაყვანისცემა. ბედის ღვთაებისთვის რომ გვეწამა, ჩვენ ამითი ღმერთის გეგმას ვუარყოფდით და სატანის მახეში ჩავვარდებოდით.
თუ ადამიანი არ ემორჩილება ღმერთის ნებას, მაშინ ის დასაღუპავად განკუთვნილ ცხოველს ემსგავსება. ვინაიდან ჩვენ, მორწმუნეები, ცხოველები არ ვართ, ჭეშმარიტი მორწმუნეები უნდა ვიყოთ, რომლებიც კითხულობენ და სწამთ ბიბლიაში დაწერილი ჭეშმარიტებისა. ბიბლიის დაწერილი სიტყვის პირველ ადგილზე არ დაყენება ნიშნავს საკუთარი თავის სატანის ხელში გადაცემას.
იმისათვის, რომ ჭეშმარიტი რწმენა ვიქონიოთ, ჩვენ უპირველეს ყოვლისა ბიბლიაში დაწერილი ჭეშმარიტების შესახებ უნდა ვიფიქროთ და ქრისტეში ხელახლა შობილების რწმენას მივყვეთ.
კალვინიზმი შეზღუდულ გამოსყიდვას ასწავლის. ეს ნიშნავს, რომ ღმერთის სიყვარული და უფლის გამოსყიდვა ზოგიერთს არ ეხება. რამდენად მართებულია ასეთი აზრი?
ბიბლია ამბობს, “ღმერთს ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს.” (1 ტიმოთე 2:4). გამოსყიდვის კურთხევა მარტო რჩეულთა ხვედრი რომ ყოფილიყო, ბევრი მორწმუნე იესოს რწმენაზე უარს იტყოდა. ბოლოს და ბოლოს, ვინ ისურვებდა ასეთი ვიწრო აზროვნების მქონე ღმერთის რწმენას?
ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი იმაში, რომ ჩვენი ღმერთი არაა მიკერძოებული. ის არის სიმართლის, სიყვარულის და სამართლიანობის ღმერთი. ჩვენ უნდა გვწამდეს იესოსი და წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარების და ამგვარად თავი დავიხსნათ ყველა ჩვენი ცოდვისგან. იესო არის ყველა იმ ადამიანის მხსნელი, ვინც ხელახლა შობილია წყლისა და სულისგან.
კალვინიზმის თანახმად, სადმე ათი კაცი რომ ყოფილიყო, ზოგი მათგანი ღმერთისაგან ხსნას მიიღებდა, დანარჩენებს კი ჯოჯოხეთის ცეცხლი ერგებოდა. ეს არაა სიმართლე.
უაზროა იმის თქმა, თითქოს ღმერთს მხოლოდ ზოგიერთი უყვარს, სხვებს კი უარყოფს. წარმოიდგინეთ, ღმერთი დღეს აქ ჩვენთან რომ ყოფილიყო. დარბაზის მარჯვენა მხარეს მჯდომნი სახსნელად რომ ამოერჩია და ამავე დროს მარცხენა რიგებში მჯდომთა ჯოჯოხეთში გაგზავნა გადაეწყვიტა, ჩავთვლიდით კი ჩვენ მას ღმერთად? 
არ აამაღლებდნენ უარყოფილები ხმას პროტესტის ნიშნად? მთელი ქმნილება დაიძახებდა, “როგორ შეიძლება იყოს ღმერთი ასე უსამართლო?” უპირობო არჩევის თეორია მცდარია, ვინაიდან ღმერთმა მთელი კაცობრიობა აირჩია იესო ქრისტეში.
ამიტომ ყველა, ვისაც ღმერთმა მოუწოდა ქრისტეს სახელით, არის რჩეული. მაშ ვის უხმობს ღმერთი? ის ეძახის არა მართლებს, არამედ ცოდვილებს. ღმერთი არ უხმობს იმათ, ვინც საკუთარ თავს მართლებად სთვლიან.
ღმერთის გამოსყიდვის კურთხევა ცოდვილებისთვისაა განკუთვნილი და მათთვის, ვინც ჯოჯოხეთს იმსახურებდა. ღვთაებრივი არჩევანი ნიშნავს იმას, რომ ღმერთი უხმობს ცოდვილებს, რათა ისინი თავის მართალ შვილებად გახადოს.
 
 

ღმერთი სამართლიანია


ღმერთს მხოლოდ მცირე რჩეულნი უყვარს?
არა, უფალი არაა ასე ვიწროდ მოაზროვნე. ღმერთი სამართლიანია.
 
ღმერთი სამართლიანია. ის არაა ღმერთი, რომელსაც მხოლოდ უპირობოდ რჩეულნი უყვარს. ის უწოდებს ცოდვილებს ქრისტეს სახელით. იესო ქრისტეს გადარჩენის გარეშე, რომელიც გამოსყიდვიდან და ცოდვების მიტევებიდან გამომდინარეობს, როგორ გავიგებდით ღმერთის სიყვარულის და ხსნის შესახებ? ნურასოდეს რაცხავთ მას უსამართლო ღმერთად.
სცადეთ დაინახოთ, თუ რა აკლია ეფესელთა წერილიდან მოყვანილ შემდეგ მუხლს, ეფ.1:3-5 “კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ცათა შინა, როგორც ამოგვარჩია ჩვენ წუთისოფლის შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით. წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისამებრ.” რა აკლია ამ ნაწყვეტს? ეს არის სიტყვები “მასში”, ანუ “იესო ქრისტეში”.
კალვინიზმის უპირობო არჩევანი არ ეთანხმება ბიბლიის სიტყვებს. ბიბლია ამბობს, “მან ამოგვარჩია ჩვენ იესო ქრისტეში წუთისოფლის შექმნამდე.”
ღმერთმა მთელი კაცობრიობა აირჩია წყლისა და სულისგან ხელახლა შობისთვის. მათ, ვისაც გარდაუვლად ეწერა ცოდვილად დაბადება, ეხლა ცოდვისაგან გამოსყიდვა და მის შვილებად გახდომა შეუძლიათ. ღმერთმა მთელი კაცობრიობა შეიყვანა ხსნისათვის გამზადებულ სიაში და ყველანი ამოირჩია იესო ქრისტეში. 
იმის გამო, რომ ბევრი თეოლოგი, რომელიც უპირობო ამორჩევის პოზიციაზე დგას იძახის, რომ მხოლოდ ზოგიერთია რჩეული, მრავალი ადამიანი ირაციონალური დოქტრინის ქაოსში ვარდება. ეს ცრუ თეოლოგები ასწავლიან, რომ ღმერთი ზოგიერთს ირჩევს და უკუაგდებს სხვებს უპირობო ამორჩევის წესით, მაშინ როდესაც მისი სიტყვის ჭეშმარიტება ისაა, რომ ღმერთმა ამოირჩია ყველა ცოდვილი იესოში. ბევრი ადამიანი ამ ცრუ დოქტრინის მსხვერპლი ხდება თავისი ცრურწმენის გამო. 
მაგრამ თუ მივხდებით, რომ ღმერთმა გადაწყვიტა მთელი კაცობრიობის გადარჩენა იესოში და რომ ცოდვის გამოსყიდვა ყველა იესოს მორწმუნეს ეკუთვნის, ჩვენ შეგვეძლება ყველა ცოდვისგან თავის დახსნა, ღმერთის შვილებად და მართლებად გახდომა, და გვექნება საუკუნო სიცოცხლე და დარწმუნება იმისა, რომ ღმერთი სამართლიანია.
 
 

ღვთაებრივი არჩევანი იაკობის და ესავის მაგალითზე


ვინ აირჩია ღმერთმა? მხოლოდ რჩეულნი?
არა. ღმერთმა აირჩია მთელი კაცობრიობა ქრისტეში. ამიტომ ყველა, ვისაც სწამს ქრისტე და ცოდვა არა აქვს მისი ნათლობის რწმენით, არის რჩეული.

დაბადების 25:19-28-ში ესავი და იაკობი იბრძოდნენ თავიანთი დედის, რებეკას მუცელში. ღმერთმა თქვა დაბადების 25:23-ში, “და უთხრა მას უფალმა: “ორი ხალხია შენს მუცელში, და ორი ერი გაიყრება შენი საშოდან. და ერი ერს აღემატება და უფროსი უმცროსს დაემონება.”” 
ცოდვილებმა ეს სიტყვები თეოლოგიური წინასწარი განსაზღვრის და ღვთაებრივი არჩევის თეორიად გადააქციეს, რითაც იესოს მრავალი მორწმუნე ჩააგდეს გაუგებრობაში იმ საკითხის მიმართ, არიან თუ არა ისინი რჩეულნი! როდესაც რჩეულებად სთვლიან თავს, ფიქრობენ, რომ გადარჩნენ და ჰკარგავენ ინტერესს წყლისა და სულისგან ხელახლა შობის მიმართ.
უპირობო არჩევის კოპნცეფციამ ბევრი იესოს მორწმუნე გამოსყიდვისგან განაშორა და ჯოჯოხეთი მიუსაჯა. გარდა ამისა, ეს კონცეფცია ღმერთს უსამართლოდ რაცხავს.
იმის გამო, რომ ამდენი თეოლოგი საკუთარი აზრებიდან წარმოშობილ ცრუ დოქტრინას ასწავლის, მრავალმა იესოს მორწმუნემ დაუცველად იგრძნო თავი და საკუთარი რჩეულობის შესახებ ეჭვებში ჩავარდა, ფიქრობდა რა, არის თუ არა წინასწარ განსაზღვრული მისი გამოსყიდვა.
ვინ აირჩია ღმერთმა იაკობსა და ესავს შორის? მან აირჩია იაკობი იესო ქრისტეში. რომაელთა 9:10-11-ში ნათქვამია, რომ ღმერთმა იაკობს მოუწოდა მისი ძმის, ესავის ნაცვლად, თუმცა ისინი ერთი კაცის მიერ იყვნენ ჩასახულნი, აირჩია მათ დაბადებამდე, როცა ჯერ არც კარგი და არც ცუდი გაუკეთებიათ.
ღმერთის მიზანი იყო იაკობის არჩევა, არა მისი საქმეების, არამედ მისი რწმენის გამო. ბიბლია აგრეთვე გვეუბნება, რომ იესო მოვიდა ცოდვილთა მოსაწოდებლად, და არა იმ ადამიანთა, ვინც ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა.
ადამიანები, როგორც ადამის შთამომავლები, ცოდვილებად იბადებიან. მეფე დავითმა თქვა, რომ ის დედის მუცლიდანვე ცოდვილი იყო და ცოდვაში დაიბადა. “აჰა, უკანონობაში ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი.” (ფსალმუნი 50:7). 
ადამიანი ცოდვილად იბადება თავისი წინაპრების ცოდვათა გამო. ამიტომ ყველა ამქვეყნად შობილი გარდაუვლად ხდება ცოდვილი, მოქმედებს, როგორც ცოდვილი და ცოდვის ნაყოფს წარმოშობს.
ბავშვი, რომელსაც ჯერ არც ერთი ცოდვა არ ჩაუდენია, უკვე ცოდვილია, რადგანაც ის მასში არსებული ცოდვის თესლით იბადება. მის გულში დევს ბოროტი აზრები, მრუშობა, სიძვა და მკვლელობა. ის იბადება თავის წინაპართა ცოდვებითურთ. ადამიანი ცოდვილია, ვიდრე ის დაიბადება.
არსებობს მიზეზი, რომლის გამო ღმერთმა დაუშვა ჩვენი არასრულყოფილება. ადამიანი ღმერთის ქმნილებაა, მაგრამ უფალს ჩაფიქრებული ჰქონდა რომ ვექციეთ თავის შვილებად ცოდვისაგან დახსნის გზით. აი რატომ დაუშვა მან ადამის ცოდვაში ჩავარდნა.
როდესაც ამის შედეგად ადამიანი ცოდვილი გახდა, ღმერთმა წუთისოფლად იესო მოავლინა და თავის მხოლოდშობილ ძეს კაცობრიობის ყველა ცოდვა მისი ნათლობის მეშვეობით ააღებინა.
ღმერთის მიზანი იყო იესოს ნათლობითა და მისი ჯვრის სისხლით მთელი კაცობრიობის გამოსყიდვა, და მათთვის საკუთარ შვილებად გახდომის ძალაუფლების მიცემა იესოსადმი რწმენის მეშვეობით. მან დაუშვა ადამის ცოდვაში ჩავარდნა, ქრისტეს მიერ ყველა ცოდვის ჩამორეცხვის შეპირებით.
ცოდვილები, რომლებსაც ცრუ დოქტრინის სწამთ, ამბობენ, “შეხედეთ იაკობს და ესავს. მან ერთ-ერთი მათგანი უპირობოდ აირჩია, მეორე კი უარყო”. მაგრამ ღმერთი არ გვირჩევს ჩვენ უპირობოდ, არამედ მან აგვირჩია იესო ქრისტეში. ჩვენ მხოლოდ ბიბლიაში დაწერილ სიტყვას უნდა დავაკვირდეთ. რომაელთა 9:10-12 ამბობს, “არა მხოლოდ, არამედ როცა რებეკასაც ერთისაგან, ჩვენი მამის, ისაკისაგან ჩაესახა (ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, კარგი ან ცუდი, რომ ღვთის განზრახვა მისი არჩევანის თანახმად მომხდარიყო) არა საქმეთაგან, არამედ მომწოდებლისაგან ეთქვა მას: ‘უფროსი დაემონება უმცროსს.’” 
ღმერთმა იაკობი იესოში აირჩია. იაკობი იყო უღირსი და უმართლო ცოდვილის მაგალითი. ეფესელთა 1:4 ამბობს, რომ ღმერთმა ჩვენ მასში (ქრისტეში) აგვირჩია.
ვის მოუწოდა ღმერთმა? მან მოუწოდა იაკობს, ვინაიდან იცოდა, რომ ის ცოდვილი და უმართლო იყო ღმერთის წინაშე და ასევე ისიც, რომ იაკობი ღმერთზე იყო დაყრდნობილი. მან მოუწოდა იაკობს მისი მხოლოდშობილი ძის იესოს სახელით და გამოისყიდა ის წყლისა და სულის სახარებით, რათა იაკობი საკუთარ შვილად ექცია. ამგვარად მოუწოდა ღმერთმა იაკობს და გამოსყიდვით აკურთხა იგი.
მან მოუწოდა ცოდვილებს, რათა ისინი მართლებად გაეხადა იესოსმიერი გამოსყიდვის მეშვეობით. ასეთია ღმერთის გეგმა.
 
 

უპირობო არჩევის ყალბი დოქტრინა


რატომ შეიყვარა ღმერთმა იაკობი?
იმიტომ რომ იაკობმა იცოდა თავისი უმართლობის შესახებ.

ცოტა ხნის წინ უპირობო ამორჩევის ამბავზე დაფუძნებული წიგნი წავიკითხე. ერთ ახალგაზრდას დაესიზმრა, თითქოს მის წინაშე დედაბერი გაჩნდა, ყმაწვილს სადღაც მოუხმო, და ისიც გაყვა. ამის შემდეგ დედაბერმა უთხრა ყმაწვილს, რომ ის ღვთის მიერ იყო ამორჩეული.
ყმაწვილმა ჰკითხა დედაბერს, თუ როგორ შეეძლო ღმერთს მისი არჩევა როდესაც ის არც კი იყო მორწმუნე? იმან კი მიუგო, რომ ღმერთმა ის უპირობოდ აირჩია მისი ურწმუნოების მიუხედავად.
ეს სიცრუეა. როგორ შეუძლია ღმერთს, შემთხვევითობის პრინციპით ზოგი ჯოჯოხეთში გააგზავნოს, ხოლო დანარჩენები გადარჩენისთვის აირჩიოს? ღმერთმა ყველანი აირჩია იესოში. 
თეოლოგიური არჩევის თეორია, რომელიც იესოს გამორიცხავს, არის ყალბი და ცრუ. მიუხედავად ამისა, ბევრი თეოლოგი დაჟინებით იმეორებს, რომ ღმერთმა მხოლოდ ზოგიერთი ჩვენთაგანი ამოირჩია. ეს არაა სიმართლე. ღმერთს ყველა ადამიანის გადარჩენა სურს იესოში. მხოლოდ ისინი, ვისაც არ სწამთ იესოს წყლისა და სულის გამოსყიდვის, ვერ გადარჩებიან.
ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა მთელი კაცობრიობა გადასარჩენად თავის ძეში, იესო ქრისტეში და თვით სამყაროს შექმნამდე დააპირა, რომ თავის შვილებად გავეხადეთ. მან დაგეგმა კაცობრიობის დახსნა წუთისოფლის ყველა ცოდვისგან იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით. ასეთია სიმართლე, როგორიც ის ბიბლიაშია მოყვანილი. 
მართლები, რომლებიც ხელახლა შობილნი არიან ქრისტეში, არიან რჩეულები. მაგრამ თეოლოგები ამტკიცებენ, რომ ღმერთი მხოლოდ ზოგიერთ ჩვენთაგანს ირჩევს. მაგალითად, ისინი იძახიან, რომ ბუდისტი მონაზნები იმ ადაიმანთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რემლებიც ღმერთს არ აურჩევია. მაგრამ ღმერთმა ისინიც აირჩია იესოში.
ღმერთს ზოგი უპირობოდ რომ აერჩია იესოს გარეშე, ჩვენთვის აღარ იქნებოდა საჭირო სახარების ქადაგება. თუ ღმერთმა ზოგიერთის არჩევა დაგეგმა იესოსგან დამოუკიდებლად, იესოს რწმენას ცოდვილებისთვის აზრი აღარ ექნებოდა. როგორ შესრულდებოდა მაშინ მისი სიტყვები სიყვარულის, სიმართლის და დახსნის შესახებ?
იქნებოდა თუ არა მაშინ რაიმე აზრი ღვთის მსახურთა მიერ ამ ქვეყნად სახარების ქადაგებაში? რა აზრი აქვს იმ ცნებას, თითქოს ღმერთმა უკვე უპირობოდ ამოირჩია გამოსყიდულები და დაღუპულები იესოს გარეშე?
მიზეზი, რომლის გამო ღმერთმა აირჩია იაკობი იესოში, მიზეზი იმისა, რომ მან შეიყვარა იაკობი და შეიძულა ესავი იყო ის, რომ მან დასაბამიდანვე იცოდა, რომ იაკობი ირწმუნებდა იესოს, ესავი კი უარყოფდა მას.
ამ ქვეყნად ბევრია ცოდვილი, რომელთაც სწამთ იესოსი. ზოგი მათგანი ესავის მსგავსია, ზოგი კი – იაკობის. 
რატომ შეიყვარა ღმერთმა იაკობი? იაკობი იყო უმართლო და იცოდა თავისი უღირსობის შესახებ. ამიტომ მან აღიარა, რომ ცოდვილი იყო ღმერთის წინაშე და ითხოვა მისი წყალობა. აი რატომ გადაარჩინა ღმერთმა იაკობი. 
მაგრამ ესავი უფრო მეტად საკუთარ თავზე იყო დაიმედებული, ვიდრე უფალზე და არ ისწრაფოდა ღმერთის მადლისკენ. ამიტომ ღმერთმა თქვა, რომ მან შეიყვარა იაკობი და შეიძულა ესავი. ასეთია სიმართლის სიტყვა.
ღმერთმა ჩვენ ყველანი გაგნვსაზღვრა იესოში გადარჩენისთვის. ყველაფერი, რაც მოეთხოვებათ ცოდვილებს, არის რომ იწამონ იესო. მაშინ ღმერთის ჭეშმარიტება და სამართლიანობა დაიმკვიდრებს მათ გულებში. ცოდვილებს არაფერი შეგვიძლია იმაზე მეტი, ვიდრე გვწამდეს მთელი გულით იესოს მეშვეობით ჩვენდამი მოცემული გადარჩენისა. ყველაფერი, რაც გვმართებს, არის გვწამდეს იესოში გამოსყიდვის.
 
 

თანდათანობითი განწმენდის ყალბი თეორია


შეუძლია ცოდვილს თანდათან გახდეს მართალი?
არა, ეს შეუძლებელია. ერთხელ და სამუდამოდ ღმერთმა გაამართლა ცოდვილები და გახადა ისინი უნაკლო თავისი ნათლობის და ჯვარზე სიკვდილის გამოსყიდვით.

სატანა ატყუებს ცოდვილებს თანდათანობითი განწმენდის ყალბი თეორიით, იმისთვის რომ თავიანთი ცოდვებისგან გადარჩენა ვერ მიიღონ. თანდათანობითი განწმენდა ნიშნავს, რომ ცოდვილები ნელ-ნელა წმიდავდებიან იმის შემდეგ, რაც იესო ირწმუნეს. 
ეს თეორია შემდეგნაირად ჟღერს: ცოდვილებს არ შეუძლიათ ერთბაშად გამართლება, მაგრამ იესოს რომ იწამაბენ, მხოლოდ პირველყოფილი ცოდვისგან პოულობენ დახსნას. აწმყო ცოდვები კი ყოველდღიური მონანიების ლოცვებით ჩამოირეცხება და ადამიანი თანდათან ხდება წმინდა.
ამ თეორიის ბირთვი არის თანდათანობითი განწმენდა. თითქოს ლამაზად ჟღერს, რომ ადამიანს შეუძლია ირწმუნოს იესო და თანდათან უფრო წმინდა ქრისტიანი გახდეს. ამ თეორიამ მრავალი ქრისტიანი აცდუნა წლების განმავლობაში, აძლევდა რა მათ უსაფრთხოების შეგრძნებას. აი რატომ არის ასე ბევრი “მე-შენზე-უფრო-წმინდა” ქრისტიანი დღევანდელ ქრისტიანობაში.
მათ ჰგონიათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინი უბრალოდ შეიცვლებიან და აღარ შესცოდავენ. მაგრამ ისინი ცხოვრობენ, როგორც ცოდვილები და გასამართლდებიან, როგორც ცოდვილები ღმერთის წინაშე თავისი სიკვდილის შემდეგ.
წაიკითხეთ ბიბლიის ჭეშმარიტი სიტყვა. რომაელთა 8:30-ში ნათქვამია, “ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა, და ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა.” 
ხოლო 29 მუხლში, “ვინაიდან, რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის.” პირველი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არსებობს საფეხურები გამართლების მიღწევაში. მაგრამ სიტყვა გვეუბნება, რომ გამართლება მოგვეცა ერთხელ და სამუდამოდ.
 “ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა.” იესომ მოუწოდა ცოდვილებს და მართლებად აქცია ისინი თავისი ნათლობით იორდანეზე და ჯვარზე სიკვდილით.
ამიტომ ის, ვისაც სწამს იესოში გამოსყიდვის, ხდება ღმერთის განდიდებული შვილი. ღმერთის მადლმა გამოისყიდა ცოდვილები და განადიდა ისინი მისი სახელით.
აი რას გვეუბნება ღმერთი. მაგრამ ზოგი ქრისტიანი რომაელთა 8:30-ზე მიგვითითებს. “არსებობს განწმენდის ეტაპები. ნუთუ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თანდათანობით ვწმიდავდებით?” აი როგორ იტყუებიან ისინი. ისინი ელაპარაკებიან ხალხს მომავალ დროში, რომ ცოდვილი დროთა განმავლობაში ხდება მართალი.
მაგრამ ბიბლია არა მომავალში, არამედ წარსულ დროში გველაპარაკება იმის შესახებ, რომ ჩვენ გავმართლდით ერთხელ და სამუდამოდ. არსებობს მკვეთრი სხვაობა მომავალი გრამატიკული დროის და წარსული დროის შორის. 
ჩვენ სრულიად უნდა გვჯეროდეს ბიბლიის. დაწერილის თანახმად, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ღმერთის შვილები ერთხელ და სამუდამოდ. ეს მთლიანად განსხვავდება ეტაპობრივი განწმენდის თეორიისგან. 
თანდათანობითი განწმენდის თეორია ამბობს, რომ მხოლოდ პირველყოფილი ცოდვა არის ნაპატიები, როცა იესოსი გვწამს. ეს გულისხმობს, რომ ჩვენ რელიგიურ ცხოვრებას უნდა ვეწეოდეთ და ყოველდღე ვინანიოთ ცოდვები, რათა ღმერთის წინაშე წარდგომისას მართლები ვიყოთ.
იმის გამო, რომ ბევრს ამ თეორიის სჯერა, ისეთივე ცოდვილებად რჩებიან იმის შემდეგაც, რაც იესო ირწმუნეს. აი რატომაა ყალბი თანდათანობითი განწმენდის თეორია.
ბიბლია ცხადად გვეუბნება, რომ ჩვენ რწმენით ვხდებით მართლები და ღმერთის შვილები. ისევე როგორც ახალშობილები იბადებიან ამქვეყნად, ღმერთის შვილებიც წმიდავდებიან მაშინათვე, როგორც კი იესოს გამოსყიდვას გებულობენ და სწამთ მისი. საფეხურობრივი განწმენდის ყალბი თეორია სიცრუემ წამროშვა.
 
 

სრული დახსნა ყველა ცოდვისგან


რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის რომ სრულიად განვიწმინდოთ?
უნდა გვწამდეს გამოსყიდვის წყლისა და სულის მეშვეობით.
 
რომაელთა 8:1-2 ამბობს, “ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად. რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან.” ეს ნაწყვეტი გვეუბნება, რომ ღმერთმა ყველა ცოდვილი მართლებად გახადა და გადაარჩინა იესოს ყველა მორწმუნე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან.
ბიბლია მოგვითხრობს სრული გამოსყიდვის შესახებ ებრაელთა 9:12-ში. “არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა.” ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, იესოს მორწმუნეები, ვართ გამოსყიდულები და მიღებულნი ზეცაში. 
ჩვენ მოვისმინეთ და ვირწმუნეთ წყლისა და სულის გამოსყიდვის სახარება ქრისტე იესოში და ყველა ჩვენი ცოდვის პატიება მოვიპოვეთ. მაგრამ ცოდვილებს, რომლებსაც სწამთ, რომ მათ მხოლოდ პირველყოფილი ცოდვა მიეტევათ, არ შეუძლიათ ნამდვილი ხსნის მიღება. ისინი სთვლიან, რომ იესოს რწმენაში მოსვლის შემდეგ ჩადენილი ცოდვებისათვის მათ ყოველდღე უნდა ინანიონ.
მათი მცდარი რწმენა აიძულებს, რომ ყოველდღიურად ინანიონ, რათა განთავისუფლდნენ ყველა თავისი უმართლობისგან. ეს არაა ჭეშმარიტი რწენა, რომელიც გვიხსნის ჯოჯოსეთისგან.
მათ რომ იესოსი ერწმუნათ და ერთხელ და სამუდამოდ მიეღოთ გამოსყიდვა, მართლები და ღმერთის შვილები გახდებოდნენ. ნამდვილი გამოსყიდვა ადამიანებს მართლებად და ღვთის შვილებად ხდის ერთხელ და სამუდამოდ.
მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნეები გათავისუფლდნენ წუთისოფლის ყველე ცოდვისგან, მათი ხორცი არ იცვლება სიცოცხლის ბოლომდე. მაგრამ მათი გულები გაჟღენთილია ღმერთის სამართლიანობით. ამაში არასოდეს უნდა შევცდეთ.
ბიბლია გვეუბნება, რომ ჩვენ ვიწმინდებით და ვხდებით მართლები, როდესაც გვწამს სახარების.
მოდით შევხედოთ ებრაელთა 10:9-14, რათა ჭეშმარიტი სახარება დავინახოთ. “მაშინ დასძინა: “აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულენლად, ღმერთო.” ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე. ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. და ყოველი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და მრავალგზის სწირავს იმავე მსხვერპლთ, რომელთაც არასოდეს არ ძალუძთ ცოდვების მოსპობა. მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. მას შემდეგ კი ელის, სანამ მისი მტრები მის ფერხთა კვარცხლბეკად იქცევიან. ვინაიდან მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი.”
“ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.” ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს დაწერილია წარსულ დროში და არა მომავალში. 
იმისათვის, რომ სრულიად განიწმინდოს, ადამიანს იესოს მიერ მოცემული წყლისა და სულის გამოსყიდვის უნდა სჯეროდეს.
 
 

იესომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვცა საუკუნო გამოსყიდვა 


რატომ უნდა ხარობდეს ადამიანი გამუდმებით? (1 თესალ. 5:16)
რადგან იესომ აიღო ყველა მისი ცოდვა, მას ისღა დარჩენია, რომ იყოს თავმდაბალი უფლის წინაშე და უმადლოდეს მას ამ წყალობისთვის.

თუ იესოს საუკუნო გამოსყიდვის გვწამს, ჩვენ ერთბაშად ვმართლდებით. ბიბლია ამბობს, “მუდამ ხარობდეთ, ილოცეთ განუწყვეტლივ; მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის.” (1 თესალ. 5:16-18).
მუდამ ხარობდეთ. როგორ შეგვიძლია ვხარობდეთ მუდამ? ადამიანს, რომელიც ღებულობს საუკუნო გამოსყიდვას ერთხელ და სამუდამოდ, შეუძლია მუდმივად სიხარული. ვინაიდან ის თავისუფლია ცოდვისგან, მან მტკიცედ იცის, რომ იესომ იორდანეზე ყველა მისი ცოდვა აიღო. ასეთი ადამიანი თავმდაბალი ხდება უფლის წინაშე და მადლიერი მისი მადლისთვის, და ამიტომ უწყვეტად შეუძლია სიხარული.
“ნეტარ არიან, ვისი ურჯულოებანიც მიტევებულია და ცოდვები დაფარული.” (რომაელთა 4:7). ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ცოდვები დაფარულია, თუმცა მაინც არსებობენ მის გულში. მისი გული მართლა იწმინდება. იესომ სრულიად ჩამორეცხა ყველა მისი ცოდვა და სამუდამოდ დაიხსნა იგი.
ამ საუკუნო გამოსყიდვაზე ახალ აღთქმაშია ნათქვამი. როდესაც იესო ინათლებოდა, მან თქვა, “ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.” (მათე 3:15). 
ისევე როგორც ვაცებს და კრავებს მიჰქონდათ ადამიანის ცოდვები ხელდადების მეშვეოიბით ძველ აღთქმაში, იესომაც იტვირთა სამყაროს ყველა ცოდვა და განწმინდა კაცობრიობა ყველაზე უფრო მართებული და სწორი გზით.
“ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება,” თქვა იესომ. იესო მოინათლა ყველაზე მართებული და სწორი გზით და აიღო კაცობრიობის ყველა ცოდვა, რითაც ყველანი გადაგვარჩინა.
მათეს 3:15-ში დაწერილია, რომ იესომ აიღო წუთისოფლის ყველა ცოდვა. ღმერთის სამართლიანობა აღსრულდა. ჩვენ არ უნდა ვეცადოთ ამ საუკუნო გამოსყიდვის გონებით ჩაწვდომა. ჩვენ უნდა მივიღოთ ის, როგორც ხსნის სიტყვა. “ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა.” (ფსალმუნი 31:1).
გულის და ხორცის ყველა ცოდვა იესომ ჩამორეცხა, როდესაც მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ იორდანეს მდინარეზე. მან მიიღო მსჯავრი იმ ცოდვათა გამო, რომლებსაც ჩვენ ვიდენთ ამ გახრწნილ და გარყვნილ სამყაროში. ყველა ჩვენი ცოდვის აღების შემდეგ იესო მოკვდა ჯვარზე. 
ყველა ვისაც სწამს ცოდვების გამოსყიდვის, შეუძლია გახდეს მართალი და უნაკლო, ერთხელ და სამუდამოდ. რადგანაც იესო მუდმივად ცოცხლობს, ყველა, ვისაც სწამს იესოს გამოსყიდვის, მუდამ რჩება მართალი.
ეხლა გაბედულად შეგვიძლია დავდგეთ ღმერთის წინაშე და ვთქვათ, “გამარჯობა, ღმერთო! მე მწამს შენი მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტესი, და მეც შენი შვილი ვარ. მადლობა, მამაო. მადლობა, რომ შენს შვილად მაქციე. ეს არა ჩემს საქმეთაგან, არამედ მხოლოდ წყლისა და სულისგან ხელახლა შობის რწმენით მოხდა. შენ ქვეყნიერების ყველა ცოდვისგან გადამარჩინე. მე მწამს შენი ნათქვამის, “ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება” (მათე3:15). იესოს ნათლობის და მისი ჯვრის მეშვეობით მე შენი შვილი გავხდი. ამისათვის მადლობას გწირავ.”
გადაეცით ყველა თქვენი ცოდვა იესოს? წაიღო თუ არა მან ყველა თქვენი ცოდვა? ბიბლია გვეუბნება, რომ იესოს ნათლობის და ჯვარზე სიკვდილის გამო ცოდვილებს შეუძლიათ განწმენდა მარტო მისდამი რწმენით.
 
 

იესოს ნათლობის და გამოსყიდვის კავშირი


რითი უკავშირდება იესოს ნათლობა გამოსყიდვას?
იესოს ნათლობა არის გამოსყიდვის ხატება, რომელიც ძველ აღთქმაში ხელდადებით იყო ნაჩვენები.

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც იესო სწამს, მაგრამ ცხოვრობს, როგორც ცოდვილი და ეკლესიაში ლოცულობს, “ძვირფასო ღმერთო, გთხოვ მომიტევო ცოდვები, რომელიც მე გასულ კვირას ჩავიდინე. მომიტევე იმ ბოლო სამი დღის ცოდვები. ო, უფალო მომიტევე დღევანდელი ცოდვები. მე მწამს იესოსი.”
მოდით დავუშვათ, რომ ასეთ ადამიანს მიეტევა მისი იმდღევანდელი ცოდვები ასეთი ლოცვის წყალობით. მაგრამ ამის შემდეგ ის უბრუნდება თავის ყოველდღიურ ცხოვრებას და ისევ სცოდავს. მაშინ ის ისევ ცოდვილი ხდება.
იესო გახდა ღმერთის კრავი და აიღო ყველა ცოდვილის ყველა ცოდვა თავის ნათლობაში და გამოისყიდა ისინი თავისი ჯვარცმით. გამოსყიდვის მოსაპოვებლად ცოდვილებმა უნდა იწამონ ქვემოთ თქმულის: 
მთელი ცოდვა აღებულ იქნა იესოს მიერ, როდესაც ის მოინათლა იოანე ნათლისმცემლისგან, რითაც აღასრულა ღმერთის სამართლიანობა. წუთისოფლის ყველა ცოდვა ჩამოირეცხა. ყველა, ვისაც სწამს ამ ჭეშმარიტების, არის დახსნილი. როგორც მათეს 3:13-17-ში არის დაწერილი, “ვინაიდან ასე” იყო იესო მონათლული იოანე ნათლისმცემლის მიერ და გახდა ყველა მორწმუნის მხსნელი.
ჭეშმარიტების სახარება გვეუბნება, რომ იესომ წაიღო ქვეყნის ცოდვები ერთხელ და სამუდამოდ. მაგრამ ცრუ თეოლოგია გვეუბნება, რომ ჩვენ ყოველდღე ვპოულობთ გამოსყიდვას. რომლის უნდა გვჯეროდეს? ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ვართ გამოსყიდულნი, თუ ყოველდღიური გამოსყიდვის მოპოვება გვმართებს?
ცხადია, რომ იესომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დაგვიხსნა. ჭეშმარიტი რწმენა არის რწმენა წყლისა და სულის გამოსყიდვის, რომელიც მოხდა ერთხელ და სამუდამოდ. ისინი, ვისაც ჰგონია, რომ ყოველდღეE უნდა მივაღწიოთ გამოსყიდვას, ვერასოდეს გადარჩებიან.
მათ უნდა გაიგონ, რომ ჭეშმარიტი გამოსყიდვა მოდის იმ რწმენიდან, რომ იესომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დაგვიხსნა თავისი ნათლობით და ჯვარზე სიკვდილით. ერთადერთი რაც დაგვრჩენია, არის რომ ვუმადლოდეთ ღმერთს და გვწამდეს ამ ჭეშმარიტი სახარების.
მაგრამ ისინი, ვინც ცრუ რწმენას მიყვება ამბობენ, რომ ჩვენ მხოლოდ პირველყოფილი ცოდვისგან ვართ გადარჩენილი, რომ ყოველდღე გვმართებს გამოსყიდვის მოპოვება ჩვენი აწმყო ცოდვებისგან, და რომ “თანდათანობით” შეგვიძლია გავხდეთ მართლები. ეს სიცრუეა.
იესოს ნათლობამ და მისმა სიკვდილმა ჯვარზე ერთხელ და სამუდამოდ მოგვცა ცოდვების მიტევება. ეს არის ჭეშმარიტება. ჩვენი ცოდვები იესოზე უნდა გადასულიყო იოანე ნათლისმცემლის მეშვეობით და იესო ჯვარზე უნდა მომკვდარიყო იმისთვის, რომ გადავერჩინეთ.
“მაპატიე”-ს თქმა იმის შემდეგ, რაც შევცოდეთ არ აკმაყოფილებს ღმერთის სამართლიანობას. ღმერთის რჯული ამბობს, რომ ცოდვის საზღაური სიკვდილია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის სამართლაინი და წმინდა.
მათ ვინც ლოცულობენ ღმერთთან, “ვწუხვარ, გთხოვ მაპატიე,” იმის შემდეგ რაც შესცოდეს, არაფერი იციან ღმერთის სამართლიანობის შესახებ. ისინი პატიებისთვის ლოცულობენ, მაგრამ მხოლოდ საკუთარი სინდისის დასამშვიდებლად. სწორია ის, რომ ადამიანი ყოველდღე სცოდავს და მერე სინდისს იმშვიდებს თავის დანაშაულთა მონანიებით? გადარჩენის ერთადერთი გზა არის იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის რწმენა. ჩვენ ამისი მთელი გულით უნდა გვწამდეს. ეს ერთადერეთი გზაა ღმერთის სამსჯავროს თავიდან ასაცილებლად.
მოდით კიდევ ერთხელ დავუფიქრდეთ ცოდვისგან გამოსყიდვას. ებრაელთა 9:22 ამბობს, “თითქმის ყველაფერი, რჯულის მიხედვით, სისხლით წმიდავდება, და სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება.” 
ღმერთის სამართლიანი რჯულის თანახმად ცოდვები სისხლით უნდა ჩამოირეცხოს და სისხლის დაღვრის გარეშე არ არსებობს მიტევება. ასეთია ღმერთის სამართლიანი კანონი. ცოდვის საზღაურის გადაუხდელობის შემთხვევაში არ შეიძლება მოხდეს გამოსყიდვა.
ღმერთის რჯული სამართლიანია. იესო მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ და სისხლი დაღვარა ჯვარზე, რათა ჩვენ, ცოდვილები გადავერჩინეთ. მან მოგვაშორა ყველა დანაშაული თავის ნათლობაში და ჩვენს ცოდვათა საფასურის გადასახდელად ჯვარზე დაღვარა სისხლი. მან ჩვენს ნაცვლად ცოდვების საზღაური გადაიხადა.
 
გამოსყიდვა ერთხელ და სამუდამოდ მოგვეცა, თუ ყოველდღე გვეძლევა?
ერთხელ და სამუდამოდ. იესომ ცოდვილთა ცოდვები თავისი ნათლობით აიღო.
 
მათეს 3:15-ში, როდესაც იესო მოინათლა ყველაზე მართებული გზით, მან ამოშალა ყველა ცოდვა თავისი ნათლობით და მოკვდა ჯვარზე, რათა წუთისოფლის ყველა ცოდვისგან გადავერჩინეთ. 
ყოველდღიური პატიების თხოვნა იგივე იქნებოდა, რაც თხოვნა იმისა, რომ მას განმეორებით ეტვირთა ჩვენი ცოდვები და მათთვის მომკვდარიყო. ჩვენ ნამდვილად გვმართებს ღმერთის სამართლიანი რჯულის გააზრება. იესოს არ სჭირდება განმეორებით სიკვდილი იმისთვის, რომ ცოდვებისგან დაგვიხსნას.
იესოს მორწმუნეთა მხრიდან ყოველდღიური ცოდვებისთვის გამუდმებული პატიების მოთხოვნა ყველაზე უფრო შეურაწმყოფელია ღმერთისათვის. “ო, ეს თავხედი უგუნურები! ისინი სთხოვენ ჩემს ძეს, იესოს, რომ ხელმეორედ მოინათლოს და მოკვდეს ჯვარზე! მათ იესოს გამოსყიდვის სწამთ, თავს კი მაინც ცოდვილებს უწოდებენ! მე მათ გავასამართლებ ჩემი სამართლიანი კანონით და ყველას ცეცხლიან ჯოჯოხეთში გავაგზავნი. მოკლავდით თქვენს მხოლოდშობილ შვილს მეორეჯერ? თქვენ მთხოვთ, რომ კიდევ ერთხელ მოვკლა ჩემი ძე თქვენი ამჟამინდელი ცოდვების გამო. მე უკვე დავუშვი ჩემი ძის სიკვდილი, რათა თქვენ ერთხელ და სამუდამოდ სამყაროს ყველა ცოდვისგან დამეხსენით. ამიტომ ნუ გამოიწვევთ ჩემს რისხვას იმითი რომ ისევ და ისევ ითხოვთ თქვენი ყოველდღიური ცოდვების პატიებას, არამედ იწამეთ წყლისა და სულის გამოსყიდვის სახარება.”
იესო ეუბნება ცოდვილებს, რომ წავიდნენ იმ ეკლესიაში, სადაც ჭეშმარიტი სახარება იქადაგება, მიატოვონ ცრურწმენა და რწმენის მეშვეობით სიცრუის დაძლევით გამოსყიდვა მიიღონ.
ახლა კი თქვენი გულითადი რწმენით გადარჩენის დრო დადგა. გწამთ თქვენ?
 
 
შედეგი რწმენისა, რომელიც არა ჭეშმარიტებას, არამედ საქმეებს ეყრდნობა

შესრულდა თუ არა წუთისოფლის ყველა ცოდვის გამოსყიდვა?
დიახ. ის მოხდა იესოს ნათლობით და ჯვარზე მისი სიკვდილით.

ცოდვილებიც, რომლებსაც იესო სწამთ, მაგრამ არ არიან დახსნილები, შეიძლება იბრწყინონ 3-5 წლის განმავლობაში. თავიდან ისინი სავსენი არიან ენთუზიაზმით, მაგრამ მათი რწმენა მქრთალდება დროთა განმავლობაში. თუ თქვენი იესოსადმი რწმენა საქმეებზეა დაფუძნებული, თქვენი ენთუზიაზმიც ასევე მალე გაქრება.
ბრმები ვერ ხედავენ. ამიტომ ისინი თავის დანარჩენ გრძნობებზე არიან დამოკიდებულნი და ცოდნას ამ გზით იძენენ. როდესაც გრძნობენ, რომ თვალები ცრემლებით ევსებათ, ისინი შეცდომით ამას ღვთაებრივი პატიების ნიშნად ღებულობენ. მაგრამ ნამდვილი პატიება გრძნობა როდია.
სულიერად ბრმები ცდილობენ თავისი პირველი სიყვარულის დაბრუნებას გამოღვიძების კრებების ამაო დასწრებით, მაგრამ ძველ გრძნობას ვერ იბრუნებენ. ცოდვის მიტევების მიღწევა ასეთი გზით შეუძლებელია. მათ რომ თავიდანვე სწორად ერწმუნათ, მაშინ ცოდვათა გამოსყიდვა და ღვთის მადლი დღითი დღე სულ უფრო ნათლად იკაშკაშებდა.
მაგრამ ყალბი გამოსყიდვა მხოლოდ დასაწყისში ანათებს და დროის განმავლობაში კარგავს თავის ბრწყინვალებას. ენთუზიაზმის მხურვალება მალე ქრება იმის გამო, რომ სულიერად ბრმებმა თავიდანვე ვერ მოუსმინეს ნამდვილ სახარებას.
ორპირი მწიგნობრები და ფარისევლები უბით ბიბლიას ატარებენ, იზუთხავენ “მამაო ჩვენო”-ს, მოციქულთა სარწმუნოების აღიარებას, და განუწყვეტლივ ლოცულობენ. ეკლესიებში წინაურდებიან და ემოციებით იმუხტებიან, მაგრამ მათი ცოდვები დღითი დღე გროვდება და საბოლოოდ უარყოფილნი რჩებიან ღმერთის მიერ. გარედან ისინი რელიგიური სიფიცხის თეთრი ბათქაშით არიან დაფარულნი, მაგრამ შიგნით მათი ჭკუა და გონება ცოდვისგან არის დამპალი. ეს არის შედეგი რწმენისა, რომელიც არა ჭეშმარიტებაზე, არამედ რელიგიურ საქმეებზეა დაფუძნებული.
 
 

ჩვენ ვმართლდებით რწმენით.

 
უკვე მოხდა ამქვეყნად მთელი ცოდვის გამოსყიდვა?
დიახ. ის შესრულდა იესოს ნათლობით და მისი სიკვდილით ჯვარზე.
 
მოდით წავიკითხოთ ებრაელთა 10:16-18. “აჰა, აღთქმა, რომელსაც ვუანდერძებ მათ იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი, მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებს და ჩავწერ მათ გონებაში. ცოდვებსა და ურჯულოებას აღარ გავუხსენებ. ხოლო, სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირავი მათთვის.”
ეხლა, როდესაც გამოსყიდულები ვართ იესოს ნათლობის წყლით და მისი ჯვრის სისხლით, ჩვენ აღარ ვსაჭიროებთ ცოდვათა მიტევებას. შეიძლება თავიდან ამის მოსმენა თქვენთვის საკვირველი იყოს, მაგრამ ეს ბიბლიის სიტყვებს ეთანხმება. ყოველივე ეს ადამიანთა სიტყვებია? ბიბლია არის ყველაფრის ათვლის საწყისი და საზომი. 
“იმ დღეების შემდეგ, მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებს და ჩავწერ მათ გონებაში.” როგორა გრძნობთ თავს გამოსყიდვის შემდეგ? ეხლა, როდესაც თქვენი გული გათავისუფლდა ცოდვისგან, თქვენ თავს განახლებულად გრძნობთ. თქვენ მართალი პიროვნება გახდით და შეგიძლიათ ნათელში ცხოვრება.
უფალი ამბობს ებრაელთა 10:17-ში “ცოდვებსა და ურჯულოებას აღარ გავუხსენებ.” ის გვეუბნება, რომ აღარ გაიხსენებს გამოსყიდულთა ცოდვებს და ურჯულოებებს. რატომ? იმიტომ რომ იესო მოინათლა ყველაზე უფრო მართებული გზით, “ვინაიდან ასე”. მთელი ცოდვის აღების შემდეგ იესო გასამართლდა მის მორწმუნეთა გულისთვის. 
ეხლა კი, მის შემდეგ, რაც მან ჩვენი ყველა ცოდვის საფასური გადაიხადა, შეიძლება გვახსოვდეს ისინი, მაგრამ მათ გამო ბრალის გრძნობას არ უნდა განვიცდიდეთ. ჩვენი ცოდვებისთვის სიკვდილი აღარ გვიწევს, რადგან იესომ ჩამორეცხა მთელი ცოდვა და ჩვენთვის ჯვარზე სისხლით დაიცალა.
ებრაელთა 10:18 ამბობს, “ხოლო, სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირავი მათთვის.” ეს ნიშნავს, რომ მან სამყაროს მთელი ცოდვა ამოშალა. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ მათ, ვინც იესოში ხელახლა არიან შობილნი, აღარ სჭირდებათ ცოდვისათვის მსხვერპლის მოტანა.
“ო ღმერთო, გთხოვ მომიტევო. მე მჯერა იესოსი, მაგრამ მაინც უბედური ვარ, იმიტომ რომ ჯერ გამოსყიდვა არ მიმიღია. მე ქრისტიანი ვარ, მაგრამ ჩემი გონება სრულებით შებილწულია ცოდვით”. ასე არ უნდა ვილოცოთ.
ცოდვილები სცოდავენ და ამას ვერ აცნობიერებენ. მათ არ ესმით თუ რას ნიშნავს ცოდვა, იმის გამო რომ არ იციან ღმერთის სიმართლის რჯული. გონებით ესმით, რომ არ უნდა სცოდავდნენ, მაგრამ არ იციან თუ რა არის ცოდვა ღმერთის წინაშე. ღმერთმა დაგვანახა, რომ ცოდვა ნიშნავს არ გწამდეს იესოსი.
იოანეს 16:9-ში ის გვეუბნება თუ რა არის ღმერთის წინაშე ცოდვა. “ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს.” ღმერთის წინაშე ცოდვაა არ გწამდეს იესოსი. იოანეს 16:10 ამბობს თუ რა არის სამართლიანობა. “სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვერასოდეს მიხილავთ.” სხვა სიტყვებით, იესომ უკვე დაიხსნა ეს ქვეყანა ყველა ცოდვისგან, და ამიტომ აღარ სჭირდება ჩვენი ხელმეორედ გადარჩენა განმეორებითი ნათლობით და ჯვარზე სიკვდილით.
მან მოუწოდა თავისი გამოსყიდვის მორწმუნეებს, რათა განეწმინდა და გაემართლებინა ისინი. სამყაროს გამოსყიდვა დასრულდა მისი ნათლობის და ჯვარზე სიკვდილის მეშვეობით. არავითარი სხვა გამოსყიდვა არ არის საჭირო ცოდვილთა გადასარჩენათ.
 “არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით.” (საქმ. 4:12). იესო მოვიდა ამ ქვეყნად, მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ და სისხლი დაღვარა ჯვარზე ყველა ცოდვილის გადასარჩენად. იწამეთ ეს მთელი გულით და იყავით დახსნილი. იესომ განგწმინდათ თქვენ წყლითა და სისხლით.
იესომ ამოშალა ჩვენი ხორცის ყველა ცოდვა წყლის და სისხლის მეშვეობით. ჩვენ რწმენით ვართ გადარჩენილები. თუ გვწამს სიმართლის, თუ გვწამს იესო ქრისტეს სახარების, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ვხდებით მართლები. იესოს ნათლობა და მისი სიკვდილი ჯვარზე, - ეს ორი არის ფუნდამენტური ჭეშმარიტება.
 
 
მუხლები, რომლებსაც ცოდვილები თავშესაფარად იყენებენ

შეგვიძლია ნამდვილად ადავრჩეთ ცოდვების აღიარებით, თუ უკვე გამოსყიდულები ვართ?
ღმერთმა ერთხელ და სამუდამოდ მოგვანიჭა ცოდვებისგან გამოსყიდვა.
 
1 იოანე 1:9 ამბობს, “თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურობისაგან.” 
ადვილი იქნებოდა, ცოდვათა პატიებისთვის მხოლოდ მათი აღიარება რომ ყოფილიყო საკმარისი. ასეთი აზრით აღჭურვილმა ზოგმა თეოლოგმა ახალი დოქტრინის “დიდებული იდეა” გამოიგონა. ისინი ამტკიცებენ, რომ ყოველთვის, როდესაც ვინმე საკუთარ ცოდვებს აღიარებს, ის პატიებას ღებულობს. რა მოხერხებულია არა? მაგრამ იესოს არასოდეს უთქვამს, რომ ჩვენ მხოლოდ ღმერთთან ცოდვებს აღიარებით მივიღებთ პატიებას.
ნამდვილად შეიძლება მოგვეტევოს უბრალოდ ცოდვის აღიარებით, თუ უკვე გამოსყიდულები ვართ? ამ ორიდან რომლის გჯერათ? ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ ამ ყალბ დოქტრინას სწამთ, რომ მაშინ ღებულობენ პატიებას, როცა ცოდვებს აღიარებენ, მაგრამ სინამდვილეში ცოდვა მათ გულში რჩება, რადგანაც არ იციან გამოსყიდვის ჭეშმარიტი სიტყვა. სინამდვილეში, იმის თქმას, რომ იესოს მორწმუნე ცოდვილები აწმყო ცოდვების პატიებას ღებულობენ მაშინ როცა ლოცულობენ ამისთვის, არავითარი აზრი არა აქვს.
ამიტომ ჩვენ მის გამოსყიდვის სიტყვას ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ და გავარჩიოთ ჭეშმარიტება სიცრუისგან, მიუხედავად იმისა, თუ რა გვასწავლეს ადრე.
ცოდვილებს არასწორად ესმით 1 იოანეს 1:9. ისინი შეცდომით სთვლიან, რომ ის ეხება მათი ყოველდღიური ცოდვების პატიებას. მოდით ყურადღებით წავიკითხოთ სწავლება. “თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურობისაგან”. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ მხოლოდ პირველყოფილი ცოდვისგან მივიღეთ ხსნა და რომ ყოველდღიური ცოდვები უნდა ვაღიაროთ მის წინაშე, რათა მან, ერთგულმა და მართალმა, მოგვიტევოს ისინი? ეს მხოლოდ შეცდომაში შემყვანი აზრებია, რომლებიც ჩვენი ხორცის სისუსტის გამო გვებადება.
ჩვენ ვგებულობთ, რომ ეს არაა სიმართლე, როდესაც გვწამს იესოს ნათლობის და სისხლის. ყველა ცოდვა უკვე ჩამოირეცხა მისი ნათლობით და ჯვრის სისხლით დიდი ხნის წინ.
სული წმინდის მიხევდით, ჭეშმარიტი რწმენა და მცდარი აზრების მიხედვით რწმენა – ორი სრულიად განსხვავებული რამ არის. ისინი, ვისაც საკუთარი აზრების მიხედვით სწამთ, ცოდვების ყოველდღიური ჩამორეცხვის მოთხოვნას განიცდიან; მაგრამ მათ, ვისაც სწამს წყლისა და სულის გამოსყიდვის, იციან, რომ ერთხელ და სამუდამოდ იყვნენ დახსნილი იესო ქრისტეს ნათლობითა და სისხლით.
ისინი, ვისაც სწამთ, რომ ყოველდღიურად უნდა აღიარონ ცოდვები იმისთვის რომ ხელახლა მიაღწიონ გამოსყიდვას, სინამდვილეში სჩადიან ცოდვას, - იესოს ნათლობითა და სისხლით მიღწეული გამოსყიდვის ურწმუნოების ცოდვას.
იყავით თუ არა გამოსყიდული ერთხელ და სამუდამოდ იესოს ნათლობისა და სისხლის მეშვეოიბით? ისინი, ვინც არ არიან გამოსყიდულები, ცდილობენ ხსნის მოპოვებას თავისი ცოდვების ყოველდღიური აღიარებით. ეს კი ისევ მომავალში ჩადენილი ცოდვების პრობლემას სტოვებს.
მათ შეიძლება სცადონ წინასწარ მოინანიონ თავისი მომავალი ცოდვები. მაგრამ ასეთი საქციელით ისინი იესოსადმი რწმენის ნაკლულობას გამოხატავენ. ასეთი ადამიანები ბრმები არიან გამოსყიდვის სახარების მიმართ. იესომ დაგვიხსნა ცოდვისგან ერთხელ და სამუდამოდ თავისი ნათლობით და სისსხლით, აიღო რა მსჯავრი საკუთარ თავზე. ჩვენ ვაღწევთ ხსნას უბრალოდ იესოსადმი რწმენით.
თუ ფიქრობთ, რომ გადარჩენისთვის თქვენი მომავალი ცოდვებიც უნდა ინანიოთ, არაფრით განსხვავდებით იმ ურწმუნოებისგან, რომლებმაც არაფერი იციან წყლისა და სულისგან ხელახლა შობის შესახებ. ცოდვილები ვერ გადარჩებიან ცოდვების აღიარებით.
ამიტომ, თუ გულრწფელად აღიარებთ, “მე ცოდვილი ვარ, რომელსაც ჯერ გამოსყიდვა არ მიუღია”, და შემდეგ მოუსმენთ და ირწმუნებთ მისი ნათლობის და ჯვარზე სიკვდილის სახარებას, ღმერთი თქვენ დაგიხსნით ყველა ცოდვისაგან. 
მაგრამ თუ არ იწამებთ გამოსყიდვის სახარებას და მარტო მონანიების ლოცვის უკან დაიმალებით, თქვენ საშინელ სამსჯავროს მიიღებთ იესოს მეორედ მოსვლის დროს, როცა იგი ამქვეყნად მოვა, როგორც მართალი მსაჯული.
ისინი, ვისაც არ სწამთ წყლისა და სულის სახარების, იქნებიან გასამართლებულნი. თავისი აღიარებების უკან თუ დაიმალებიან, სამსჯავრო ელით. ამიტომ ნუ დაელოდებით სამსჯავროს დღეს. დღესვე იწამეთ წყლისა და სულის კურთხეული სახარება.
 
 

სწორი აღიარება და ჭეშმარიტი რწმენა


როგორია სწორი აღიარება ცოდვილისთვის?
რომ მას ჯერ კიდევ ცოდვა აქვს და ჯოჯოხეთში მოხვდება, თუ არ ირწმუნებს ჭეშმარიტ სახარებას.

ღმერთმა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გამოგვისყიდა. აი ცხოვრებისეული მაგალითი იმის ასახსნელად, რისი თქმაც მინდა. დავუშვათ, ჩრდილოეთ კორეის ჯაშუში სამხრეთში გადმოდის. ის ხედავს რამდენად აყვავებულია ჩვენი ქვეყანა, ხვდება, რომ მოატყუეს და ღებულობს გადაწყვეტილებას ჩაბარდეს პოლიციას.
უახლოეს პოლიციის განყოფილებაში მისვლისას მას შეეძლო ეღიარებინა და ეთქვა, “მე ჩრდილოეთის ჯაშუში ვარ”, ანდა ეთქვა, “მე გადმოვედი სამხრეთში ამა და ამ პიროვნების მოსაკლავად, ამა და ამ ობიექტის ასაფეთქებლად, და უკვე ავაფეთქე ერთი, მაგრამ ახლა გნებდებით. ამიტომ ახლა უკვე ჯაშუში აღარ ვარ.”
მართებული აღიარებაა ეს? ნამდვილად რომ სდომოდა აღიარება, საკმარისი იყო მხოლოდ იმის თქმა “ჯაშუში ვარ”-ო. ეს მარტივი აღიარება ყველაფერს მოიცავს: რომ ის ცუდი პიროვნებაა და სასჯელს იმსახურებს. მიუხედავად იმისა, თუ რა მისია ეკისრა მას, ასეთი უბრალო აღიარებით ის პატიებას მოიპოვებდა.
სწორედ ამის მსგავსად, თუ ცოდვილი აღიარებს ღმერთის წინაშე, “მე ცოდვილი ვარ, რომელიც ჯერ არ იყო გამოსყიდული. მე ჯოჯოხეთში მოხვედრა და მსჯავრი მელის. გევედრები, დამიხსენი მე”, - და სწამს იესოსი, ის მიიღებს გამოსყიდვას. იესო მოინათლა და სისხლი დაღვარა ჩვენთვის, და ყველაფერი, რაც გმართებს გადასარჩენად, არის გვწამდეს მისმიერი ხსნისა.
გამოცხადება 2:17 ამბობს, “მივცემ მას თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, გარდა მიმღებისა.” ბიბლია ამბობს, რომ მხოლოდ მას, ვინც ღებულობს ჭეშმარიტ სახარებას, ეცოდინება იესოს სახელი. მხოლოდ იმან, ვინც ერთხელ და სამუდამოდ არის გამოსყიდული, იცის გამართლების მიღწევის საიდუმლო.
ადამიანი, რომელმაც არ იცის ამის შესახებ, დარჩება ცოდვილად ყოველდღიური მონანიების ლოცვათა მიუხედავად. აღიარება არ ნიშნავს ყოველდღიურ ლოცვას ცოდვათა მისატევებლად. მაშინაც კი როცა ვინმე 10 წელია რაც ქრისტიანია, ის მაინც ცოდვილი რჩება, თუ ღმერთისგან ყოველდღე პატიებას ითხოვს. ეს ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ არაა ღმერთის შვილი.
დახსნის მისაღწევად მას უნდა ეღიარებინა, რომ ჯერ კიდევ ცოდვილია და ერწმუნა ქრისტესმიერი გამოსყიდვის. ასეთია ჭეშმარიტი რწმენა.
 
 
ცოდვათა ჩამოთვლა არ არის ის, რასაც 1 იოანეს 1:9 ამბობს აღიარების შესახებ

ყოველდღიურად, თუ მხოლოდ ერთხელ უნდა ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები, რომ გადავრჩეთ?
მხოლოდ ერთხელ.

შეუძლია ქურდს ან მკვლელს გადარჩეს მხოლოდ ცოდვის აღიარებით? ცოდვილები არ ღებულობენ გამოსყიდვას მარტო თავიანთი ცოდვების აღიარებით. გამოსყიდვის მიღწევა მათთვის შესაძლებელია მხოლოდ იესოს წყლისა და სულის ხელახლა შობის კურთხეული სახარების რწმენით. ზოგი გზააცდენილი ქრისტიანი ასეთ აღიარებებს აკეთებს: 
“ძვირფასო ღმერთო, დღეს მე ისევ ვეჩხუბე ვიღაცას. მე შევცოდე. მე ვიღაცა მოვატყუე. მე რაღაცა მოვიპარე.”
ასე რომ გაეგრძელებინა, ღმერთი ეტყოდა, “გაჩუმდი, ცოდვილო! ხოდა მერე რა?”
“გეთაყვა, მომისმინე. ღმერთო, შენ გვიბრძანე ცოდვების აღიარება. მე წყალობას გთხოვ.”
ღმერთს არ სურს მსგავსი ლოცვების მოსმენა. მას სურს იმათი ლოცვების მოსმენა, ვისაც სწამს წყლისა და სულის გამოსყიდვის; იმათი, ვინც აღიარებს თავის ცოდვებს და ჭეშმარიტად სწამს ხელახლა შობის სახარების. 
წმ. ავგუსტინემ თქვა, რომ ისიც კი მოინანია, რომ ჩვილობისას დედის ძუძუს სწოვდა. მას ეგონა, რომ ამნაირი აღიარება მას ცათა სასუფეველში მიიყვანდა. ამაზე შეიძლება მხოლოდ გაგვეცინოს. მხოლოდ რაიმე ცოდვების აღიარება საქმეს არ შველის.
ღმერთი ამბობს, “გაჩუმდი და უბრალოდ მითხარი, თუ შესცოდე. თუ შესცოდე, გეყოფა ამაზე ლაპარაკი. აქამდე არასწორად გწამდა, ასე რომ მიდი ეკლესიაში, სადაც სიმართლეს ასწავლიან. ირწმუნე გამოსყიდვის სახარება მართებული გზით და მიიღე გამოსყიდვა. თუ არა და მოვალ და გაგასამართლებ.”
მონანიების ლოცვები პატიების მოსაპოვებლად და აღიარების მეშვეობით გადარჩენის მიღწევის ყველა სხვა მცდელობა მიუთითებს გზააცდენილ და მცდარ რწმენაზე.
1იოანეს 1:9-ში სწერია, რომ როდესაც ჩვენ ყველა ჩვენს ცოდვას ვაღიარებთ, მაშინ წყლისა და სისხლის სახარება ყველა ცოდვისგან გაგვათავისუფლებს.
 
 
“გამშორდით
 
რას ნიშნავს ურჯულოების ჩადენა?
ეს არის გწამდეს იესოსი, როცა ცოდვა გრჩება გულში.

ქრისტიან ცოდვილებს გზააცდენილი რწმენა აქვთ და ურჯულოებას სჩადიან იესოს წინაშე. “ბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?’ მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.’” (მათე 7:22-23).
წარმოიდგინეთ, რომ ასეთი სიცრუის მორწმუნე კვდება, წარდგება ღმერთის წინაშე და ამბობს, “გამარჯობა ღმერთო, შენ იმდენად მშვენიერი წარმომედგინე, როდესაც შენზე ვფიქრობდი დედამიწაზე, მაგრამ აქ, ზეცაში კიდევ უფრო მშვენიერი ხარ. მადლობა უფალო. შენ მე დამიხსენი. მე მწამს, რომ მიყურებ, როგორც უცოდველს, მიუხედავად იმისა, რომ გულში ცოდვა მაქვს. მე აქ მოვედი, ვიანიდან შენ დამპირდი, რომ ზეცაში მიმიღებ. ახლა კი მე შევალ იქ, სადაც ყვავიან ყვავილები. აბა, ნახვამდის, იმედია მალე შევხდებით.”
ის ბაღისაკენ მიიწევს, მაგრამ იესო აჩერებს მას. “მოიცადე! მოდით ვნახოთ აქვს თუ არა ამ ადამიანს გულში ცოდვა. შენ ცოდვილი ხარ?”
“რა თქმა უნდა, ცოდვა მაქვს. მაგრამ ხომ მწამდა შენი?”
“გაქვს თუ არა ცოდვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გწამდა?”
“რა თქმა უნდა, მაქვს ცოდვა.”
“რა? ცოდვა გაქვს? მომგვარეთ სიცოცხლის წიგნი და საქმეების წიგნი. შეამოწმეთ მისი სახელი. ნახეთ, თუ რომელი წიგნი შეიცავს მის სახელს.”
რაღა თქმა უნდა, მისი სახელი საქმეების წიგნშია აღმოჩენილი. 
“ახლა კი, აღიარე ცოდვები, რომელიც შენ დედამიწაზე ჩაიდინე.”
ადამიანი ცდილობს ამისათვის თავის არიდებას, მაგრამ ღმერთი აიძულებს, რომ გააღოს პირი და აღიაროს თავისი ცოდვები.
“ხო, მე ჩავიდინე ესა და ეს ცოდვა. . . ”
ის ძლიერ შემცბარია და პირს ვერ ხურავს.
“კარგი, გეყოფა! მან საკმარისი ჩაიდინა ჯოჯოხეთში მოსახვედრად. ამისათვის მეტად შესაფერისია! გააგზავნეთ იმ ცეცხლოვან ადგილას.”
ის ყვავილების მშვენიერ ბაღში კი არ იგზავნება, არამედ იმ ადგილას, რომელიც სავსეა ცეცხლით და გოგირდით. ის კბილებს აღრჭენს სიმწრისაგან, როცა ჯოჯოხეთში ვარდება.
“მე მწამდა შენი, მე ვწინასწარმეტყველებდი შენი სახელით, ვქადაგებდი შენი სახელით, სახლი გავყიდე შენი მსახურების გამო, ობლებს ვეხმარებოდი, იმდენი გადავიტანე შენი სახელის გულისთვის, გათენებაზე ვლოცულობდი, ვემსახურებოდი ავადმყოფებს, . . . მე ვიმსახურებ ზეცას.”
ის ისე მაგრად აღრჭენს კბილებს, რომ მტვერამდე ცვითავს მათ. როდესაც ჯოჯოხეთამდე აღწევს, ის ხედავს ყველა იმ ქრისტიანს, ვინც არ იცოდა იესოს გამოსყიდვის ნამდვილი მნიშვნელობა. ისინი, ვინც აუკუღმართებენ გამოსყიდვის სახარებას, უარყოფილნი არიან ღვთის მიერ.
 
 

ცრუ მორწმუნეების ცოდვები ჩაწერილია საქმეთა წიგნში

 
ვისი სახელებია ჩაწერილი სიცოხლის წიგნში?
იმათი სახელები, ვისაც არა აქვთ გულში ცოდვა
 
მიუხედავად იმისა, გვწამს ჩვენ თუ არა იესოსი, ღმერთი მოსპობს მათ, ვისაც გულში ცოდვა აქვთ. თუ ის ცოდვის ნატამალსაც კი აღმოაჩენს ვინმეს გულში, ასეთი პიროვნება განწირულია ჯოჯოხეთისთვის განსჯის დღეს. ღმერთი მოუწოდებს ცოდვილებს, რომლებიც არ არიან გამოსყიდულნი, აღიარონ, რომ ჯერ კიდევ არ იყვნენ დახსნილები, თუ გამოსყიდვის მიღწევა სურთ.
ცოდვილის ცოდვები მის გულშია ჩაწერილი. წყლისა და სულისგან შობილებს შეიძლება ახსოვდეთ კიდევაც თავისი ძველი ცოდვა, მაგრამ ის ამოშლილია მათი გულიდან. ისინი მართლები გახდენენ.
მაგრამ იმათ, ვინც არ იშვნენ ხელახლა, ცოდვა აქვთ გულში. ამიტომ ისინი ღმერთის წინაშე ცოდვილები არიან. რა დროსაც არ უნდა მოიყარონ ლოცვისთვის მუხლი, მათი ცოდვა ჰყოფს მათ ღმერთისგან და არ აძლევს მას საშუალებას გაიგოს მათი ლოცვები. ისინი ლოცულობენ მრავალი რამისთვის, მაგრამ მათი ცოდვები რჩება. ბოლოს იქამდე მიდიან, რომ ცოდვების აღიარებაში ინანიებენ 10, 11, და 20 წლის წინად ჩადენილ დანაშაულებს.
მართლა სჭირდებათ გამუდმებული მონანიება თავიანთ ლოცვებში? ასე რატომ იქცევიან? ამის გაკეთება არც ისე სწადიათ, მაგრამ რა დროსაც არ უნდა დაიწყონ ლოცვა, ახსენდებათ, რომ დამნაშავეები არიან ღვთის წინაშე. ამიტომ ჰგონიათ, რომ სანამ სერიოზულ ლოცვას შეუდგებიან, ცოდვებისგან უნდა განიწმინდონ.
ღმერთმა დაწერა მათი ცოდვები რკინის კალმით მათი გულების ფიცრებზე, ისე რომ ეს ცოდვები ვერასოდეს ამოიშლება. ამის გამო ისინი გრძნობენ, რომ ყოველთვის, როცა ღმერთთან მიდიან, თავიანთი ცოდვების აღიარება სჭირდებათ. ამიტომ ვისაც იესოს სრული სახარების მხოლოდ ნახევარი სწამთ, უწევთ უბედურებაში ცხოვრება, როგორც ცოდვილებს და ბოლოს ჯოჯოხეთში მოხვედრა.
იერემიას 17:1-ში სწერია, “იუდას ცოდვა რკინის კალმითაა დაწერილი, ალმასის წვეტითაა ამოჭრილი მათი გულის ფიცარზე და თქვენს სამსხვერპლოთა რქებზე.”
იუდა არის ისრაელის ხალხის სამეფო ტომის სახელი. ბიბლია იუდას სახით მთელ კაცობრიობას წარმოადგენს, ამიტომ იუდა ყველა ადამიანს აღნიშნავს. 
იუდას ცოდვა დაწერილია რკინის კალმით და ამოჭრილი ალმასეს წვეტით, რომელსაც რკინის ამოღება შეუძლია. ალმასი მსოფლიოში ყველაზე მკვრივი მასალაა. რკინის კალმით და ალმასის წვეტითაა ჩაწერილი ჩვენი ცოდვები.
ამოჭრის შემდგომ მათი წაშლა შეუძლებელია. ისინი არ წაიშლება, თუ არ ვირწმუნებთ წყლისა და სულის ჭეშმარიტებას.
საკუთარი აზრებით გამოსყიდვა, ქრისტიანულ დოქტრინებზე დაყრდნობა, თეოლოგიის დაზუთხვა და საკუთარი თავის მიძღვნა ეკლესიისთვის არაფერი სარგებელია, თუ ცოდვა ჯერ კიდევ გულში რჩება.
რადგან იესოს ნათლობის გარეშე მათი ცოდვები ვერასოდეს ამოიშლება, ცოდვილებს მუდამ ახსოვთ ისინი და იმეორებენ, “უფალო, ცოდვილი ვარ”, ყველა ლოცვის დროს. გულში ისევ ცოდვა უდევთ მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ ძლიერად ცდილობენ ღმეთთან კავშირის დამყარებას, კისრულობენ რა უამრავ პასუხისმგებლობას ეკლესიებში და დოქტრინებსა და თეოლოგიას სწავლობენ.
ისინი მთებში მარტოვდებიან, ამაოდ ცდილობენ ენებზე ლაპარაკს და ეძებენ ცეცხლოვან ხილვებს, მაგრამ ყოველივე ეს – ფუჭია. თუ გულში ცოდვა გრჩებათ, ვერასოდეს გექნებათ მშვიდობა.
ჩვენი ცოდვა, როგორც სწერია იერემიას 17:1-ში, ამოჭრილია ჩვენი სამსხვერპლოს რქებზე. ზეცაში არსებობს სიცოცხლის წიგნი და საქმეების წიგნი. ცოდვილთა ცოდვები საქმეთა წიგნშია ჩაწერილი, რის გამოც თავიანთი დანაშაულებისგან თავს ვერასოდეს აღწევენ. ღმერთი მათ საქმეთა წიგნში და ჩვენი სინდისის ფიცრებზე სწერს, და მერე გვაჩვენებს მათ თავისი რჯულის მეშვეობით.
ჩვენ მთლიანად უნდა ამოვშალოთ ეს ჩანაწერები იესოს ნათლობისადმი და მის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლისადმი რწმენით, იმისთვის რომ გადავრჩეთ. ამის შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით საუკუნო სიცოცხლისათვის და ჩვენი სახელები სიცოცხლის წიგნში ჩაიწერება.
 
 

ჩაწერილია თქვენი სახელი სიცოცხლის წიგნში?


ვისი სახელებია ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში?
იმათი სახელები, ვისაც გულში ცოდვა არა აქვთ.

აუცილებელია, რომ თქვენი სახელი სიცოცხლის წიგნში იქნას ჩაწერილი. თუ თქვენი სახელი იქ არაა, რა სარგებლობა ჰქონდა იესოს რწმენას? ნამდვილად რომ იყოთ გამოსყიდული, თქვენ წყლისა და სულისგან ხელახლა შობის უნდა გჯეროდეთ.
იესო მოვიდა წუთისოფელში, მოინათლა 30 წლის ასაკში სამყაროს ყველა ცოდვის ჩამოსარეცხად და მოკვდა ჯვარზე ჩვენს დასახსნელად. როგორც მათეს 3:15-შია ჩაწერილი, იესო იქნა “ასე” მონათლული და ეცვა ჯვარს. ამისი უნდა გვწამდეს, თუ გვსურს, რომ ჩვენი სახელები სიცოცხლის წიგნში იქნეს ჩაწერილი.
როდესაც ადამიანები კვდებნიან და მიდიან ღმერის წინაშე, ის ამბობს, “ნახეთ, არის თუ არა ამ ადამიანის სახელი სიცოცხლის წიგნში.”
“დიახ, ის არის, უფალო.”
“შენ იტანჯე და დედამიწაზე ცრემლებს ღვრიდი ჩემდამი ერთგულების გამო, ახლა კი მე ისე ვიზამ, რომ აღარასოდეს იტირებ.”
და ღმერთი მას სიმართლის გვირგვინით აჯილდოვებს.
“მადლობა, უფალო. მე მადლიერი ვარ სამუდამოდ.”
“ანგელოზებო, დაადგით ამ ადამიანს გვირგვინი.”
“უფალო, ისიც საკმარისზე მეტია, რომ გადამარჩინე. გვირგვინი უკვე მეტის მეტი იქნებოდა ჩემთვის. მადლობა. მე იმდენად მადლობელი ვარ, რომ დამიხსენი. ისიც კი მეყოფა, რომ შენს თანდასწრებაში ვიცხოვრო.”
“ანგელოზებო, მუხლი მოიყარეთ და დაისვით ჩემი ეს მე-10,000 შვილი თქვენს მხრებზე.”
ანგელოზები პასუხობენ, “დიახ, უფალო.”
“გეთაყვა, დაჯექი ჩემს მხრებზე.”
“ო, ეს ისე საოცარია! სწორად ვზივარ? აბა, წავიდეთ.”
ანგელოზი ფრთხილ ნაბიჯებს ადგავს.
“გსურს გასეირნება?”
“ო, რა მშვენიერია აქაურობა. რამდენად დიდია ეს ადგილი?”
“მე ამ აგილებში უკვე რამოდენიმე მილიარდი წელი დავდივარ, მაგრამ მისი ბოლო ჯერ არ მინახავს.”
“მართლა? ალბათ უკვე დაგამძიმე. შეგიძლია ჩამომსვა.”
“ჩვენ აქ არასოდეს ვიღლებით.”
“გმადლობ, მაგრამ მინდა ცათა სასუფევლის ნიადაგზე დავადაგა ფეხი. სად არიან ყველა ის მართლები, რომლებიც ჩემზე ადრე მოვიდნენ?”
“აგერ იქ არიან.”
“მოდი მათთან მივიდეთ.”
ალილუია! ისინი ეხვევიან ერთმანეთს, იცინიან და მუდამ ბედნიერად ცხოვრობენ.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ იესოს მორწმუნე, მაგრამ ჯერ კიდევ ცოდვილი, კვდება და წარდგება ღმერთის წინაშე. ის ასევე იძახის, რომ სწამს იესოსი და აღიარებს, რომ ცოდვილია.
ღმერთი ამბობს, “შეხედეთ, ჩაწერილია თუ არა ამ ადამიანის სახელი სიცოცხლის წიგნში.”
“უფალო, ის არ არის ამ წიგნში.”
“მაშ, საქმეთა წიგნში ნახეთ.”
“მისი სახელი და მისი ცოდვები აქაა ჩაწერილი.”
“მაშინ გააგზავნეთ ეს ადამიანი იქ, სადაც არასოდეს განიცდიან საწვავის ნაკლებობას და დაე მუდამ იქ იცხოვროს.”
“ო უფალო, ეს იმდენად უსამართლოა. . . ”
ის ამბობს, რომ ეს უსამართლოა. რატომ უნდა ჩააგდონ ჯოჯოხეთში, როდესაც ასე მგზნებარედ სწამდა იესოსი?
ამის მიზეზი ისაა, რომ სატანის მიერ იქნა მოტყუებული და სახარების ჭეშმარიტების მხოლოდ ერთ ნახევარს უსმენდა. იესოს გამოსყიდვის ნამდვილ მნიშვნელობას თუ ვერ გავიგებთ, ჩვენც ჯოჯოხეთში ავღმოჩნდებით.
ამ ადამიანს სწამდა იესოსი, მაგრამ მოტყუებულ იქნა სატანის მიერ და თავს ცოდვილად სთვლიდა. ნამდვილი სახარება რომ მოესმინა, მიხვდებოდა, რომ მისი რწმენა მცდარია. მაგრამ ვერ ირწმუნა თავისი ცრუ რწმენისადმი ეგოისტური მიდრეკილების გამო. 
თუ ცათა სასუფეველში მოხვედრა გსურთ, წყლისა და სულისგან ხელახლა შობის უნდა გჯეროდეთ. როგორც დაწერილია მათეს 3:15-ში, “ვინაიდან ასე” წაიღო იესომ წუთისოფლის ყველა ცოდვა. უნდა გწამდეთ წყლისა და სისხლის ხსნისა.
 
ვისი სახელებია ჩაწერილი საქმეთა წიგნში?
იმათი სახელები, ვისაც გულში ცოდვა აქვს
 
თუ ნებისმიერი რამის რწმენას აირჩევთ, როგორც გულკეთილი ადამიანი, რომელიც არასოდეს ამბობს უარს სხვის თხოვნაზე, თქვენ გზა შეიძლება ჯოჯოხეთში დაამთავროთ. ჯოჯოხეთში ბევრი გულკეთილი ადამიანია, მაგრამ ზეცაში არიან ნამდვილი მებრძოლეები, რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის, რისიც სწამდათ.
ზეცაში მოხვედრილმა ადამიანებმა უწყოდნენ, რომ ჯოჯოხეთისთვის განკუთვნილი ცოდვილები იყვნენ და მადლიერებით იწამეს ის, რომ მათი ცოდვები ჩამოირეცხა იესოს ნათლობითა და სისხლით.
არსებობს თქმულება, თითქოს ზეცაში უამრავი ყური და პირი ინახება. იმის გამო, რომ ბევრ ადამიანს იესოს გამოსყიდვის მხოლოდ ყურებით და პირით სწამდათ, ღმერთმა მათი სხეულის დანარჩენი ნაწილი გოგირდის ცოცხლოვან ალში ჩააგდო.
წარმოიდგინეთ, რომ ვინმე, ვისაც იესოსი სწამს, მაგრამ ჯერ კიდევ ცოდვა აქვს გულში, დგას ღმერთის წინაშე და ამბობს, “უფალო, ხალხმა მე მართალი მიწოდა, რადგან მწამდა იესოსი, თუმცა ჯერ კიდევ ცოდვა მაქვს გულში. მე მჯეროდა, რომ შენც მე შემხედავდი, როგორც უცოდველს. ასე მასწავლეს და ასე მწამდა. უბრალოდ სხვა მრავალი მორწმუნის მსგავსად მწამდა. იქ, საიდანაც მე მოვედი, ეს ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული რწმენა იყო.”
უფალი პასუხობს მას, “მე ვერ ვაპატიებ იმათ, ვისაც ცოდვა აქვს გულში. მე ყველა შენი ცოდვა ამოვშალე წყლისა და სულის ხელახლა შობის კურთხევით. მაგრამ შენ უარი სთქვი ამის რწმენაზე. ანგელოზებო! ჩააგდეთ ეს ქედმაღალი ადამიანი ჯოჯოხეთის ცეცხლში.”
ყველა, ვისაც იესოსი სწამს, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ გულში ცოდვა აქვს, ჯოჯოხეთში მოხვდება. მოუსმინეთ გამოსყიდვის ჭეშმარიტ სახარებას და დაიხსენით თავი ყველა ცოდვისგან. სხვა შემთხვევაში ჯოჯოხეთში დაიწვებით.
იმის თქმა, რომ უცოდველი ხართ, მაშინ როდესაც ცოდვა გაქვთ გულში, არის ღმერთის მოტყუება. საბოლოოდ ჩვენ შევძლებთ იმის დანახვას, თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა ცოდვილთა და მართალთა შორის. თქვენ მიხვდებით, თუ რატომ გევედრებით ასე, რომ მოიპოვოთ გამოსყიდვა.
თქვენ იხილავთ განსხვავებას იმათ შორის, ვისაც სრული გამოსყიდვის სწამთ (იესოს ნათლობა და მისი ჯვარზე სიკვდილი)Pდა ვისაც ამისი არ სწამს, - როცა ზეცის და ჯოჯოხეთის გზაჯვარედინზე დადგებით. მაშინ დიდი სხვაობა გამოჩნდება ამ ორს შორის. ზოგი ცათა სასუფეველში შევა, მაშინ როდესაც დანარჩენები ჯოჯოხეთში ჩავარდებიან.
თქვენ იესოსი გწამთ, მაგრამ მაინც ცოდვილი ხართ? მაშინ უნდა გაიგოთ, რომ წყლისა და სულისგან გმართებთ ხელახლა შობა. ვისაც გულში ცოდვა აქვს, ღმერთი ჯოჯოხეთში აგზავნის. მხოლოდ ისინი, ვისაც ცოდვების სრული მიტევების სწამთ, შეძლებენ ცათა სასუფეველში შესვლას.
ახლავე გააკეთეთ ეს. თუ გადასდებთ, შესაძლოა ძალზე გვიანი იყოს. მოემზადეთ წინასწარ. სანამ ჯოჯოხეთში მოხვდებოდეთ, იწამეთ წყლისა და სულის გამოსყიდვის და განიწმინდეთ.
დიდება ჩვენს უფალ იესოს! ჩვენ მას მადლობას ვუხდით მისი წყალობისათვის, რომელიც იმაში გამომჟღავნდა, რომ ცოდვილები მართლებათ გვაქცია. ალილუია!
 
 

იესო: მართალთა ადვოკატი


შესაძლებელია ჩვენი ცოდვების მონანიების ლოცვებით გაქრობა?
არა, ეს სრულიად შეუძლებელია. ეს ერთ-ერთი ხრიკია, რომლითაც სატანა გვატყუებს.

მოდით წავიკითხოთ 1 იოანეს 2:1-2. “შვილნო ჩემნო, ამას გწერთ იმისათვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე, მართალი იესო ქრისტე. ის არის ჩვენი, და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი წუთისოფლის ცოდვების მიმტევებელი.” 
ხედავთ ამას? არის კიდევ ვინმე, ვისაც სწამს, მაგრამ მაინც ცოდვა აქვს გულში? თუ გულში ცოდვა გაქვთ, მაგრამ ღმერთის წინაშე უარყოფთ ამას, თქვენ მას ატყუებთ. და თქვენს თავსაც ატყუებთ.
მაგრამ თუ ნამდვილად გაუგებთ იესოს და იწამებთ იმას, რაც მან იორდანეზე გააკეთა ყველა ცოდვის ჩამოსარეცხად, თქვენ სრულიად გათავისუფლდებით ცოდვისგან. მაშინ შეგეძლებათ თქმა, “უფალო, მე ხელახლა ვიშვი წყლისა და სულისგან. მე არა მაქვს ცოდვა. მე შემიძლია შენს წინაშე დგომა სირცხვილის გარეშე.”
მაშინ უფალი გიპასუხებთ, “დიახ, სწორი ხარ, ისევე როგორც აბრაამმა მირწმუნა და სწამდა, რომ ის მართალია, შენც მართალი ხარ, რადგანაც მე ყველა შენი ცოდვა ამოვშალე.”
მაგრამ წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ცოდვა აქვს გულში, მიუხედავად იმისა, რომ იესოსი სწამს. ის იძახის, “რადგანაც მე იესოსი მწამდა, ზეცაში მოვხდები, თუნდაც ცოდვა მქონდეს გულში.”
მას ისე ძლიერ სურს სასუფეველში მოხვედრა, რომ ცოტა ხანი წინააღმეგობის გაწევასაც ცდილობს, სანამ სასამართლო ტახთის წინაშე დგას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჯოჯოხეთში აღმოჩნდება. რატომ? მან არ იცოდა წყლისა და სულისგან ხელახლა შობის კურთხეული სახარება.
ყველამ უნდა აღიაროს, რომ ცოდვილია დედამიწაზე ცხოვრებისას. “მე ცოდვილი ვარ. მე მოვხდები ჯოჯოხეთში. გევედრები, გადამარჩინე.” ცოდვილს ვერ გამოისყიდის მონანიების ლოცვა. ამის ნაცვლად მან უნდა აღიაროს, რომ ცოდვილია, მიიღოს წყლისა და სულის გამოსყიდვა და გადარჩეს. მხოლოდ წყლისა და სულის გამოსყიდვით შეუძლია მას გახდეს მართალი.
იმის მტკიცება, რომ მხოლოდ პირველყოფილი ცოდვაა ნაპატიები იესოში და ხსნის მისაღწევად ყოველდღიური ცოდვები უნდა ვინანიოთ – ცრუ სახარებაა. ეს ჩვენ პირდაპირ ჯოჯოხეთში მიგვიყვანს. ასე რომ უამრავი მორწმუნე საკუთარ თავს ჯოჯოხეთში აგზავნის ამ ცრუ სახარების რწმენის გამო და ეს ტენდენცია დღეს დღეობით სულ უფრო ჭარბობს.
ცრუ სახარებაში ხომ არ ჩავარდნილხართ? შესაძლებელია ყველა თქვენი ვალის გადახდის შემდეგაც მოვალედ რჩებოდეთ? დაუფიქრდით ამას. თუ თავს მაინც ცოდვილად სთვლით მიუხედავად იესოსადმი რწმენისა, შეიძლება კი იმის თქმა, რომ სწორად გწამთ მისი? თქვენ მორწმუნე და ცოდვილი ხართ, თუ მორწმუნე და მართალი?
არჩევანი თქვენზეა. შეგიძლიათ ირწმუნოთ, რომ ყველა თქვენი ცოდვა ნაპატიებია, ან ის რომ ყოველდღე უნდა ინანიოთ. თქვენი არჩევანი განსაზღვრავს იმას, წახვალთ თქვენ ზეცაში თუ ჯოჯოხეთში. ყური უნდა დაუგდოთ მახარობელს, რომელიც ჭეშმარიტ სახარებას გადმოგცემთ.
ცრუ სახარების მორწმუნეები ისევ ცოდვების პატიებისთვის ლოცულობენ ყველა დილის ლოცვის კრებაზე, ყველა ოთხშაბათის მსახურებაზე, ყველა პარასკევის ღამის ლოცვაზე, ამ ცოდვათა ამოშლის იმედით.
“უფალო, მე შევცოდე. მე ამ კვირაში შევცოდე,” იძახიან ისინი. მერე დიდი ხნის წინად ჩადენილ ცოდვებს იხსენებენ და ისევ ლოცულობენ ღმერთის პატიებისთვის. ეს არის წყლისა და სულისგან ხელახლა შობის კურთხეული სახარების შეურაცყოფა.
ჩვენი ცოდვების ფასი სისხლით უნდა იქნეს გადახდილი. ებრაელთა 9:22 ამბობს, “სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება.” თუ ფიქრობთ, რომ ცოდვა გაქვთ, ნუთუ ისევ სთხოვთ უფალს, რომ თქვენთვის სისხლი დაღვაროს? ისინი, ვისაც არ სწამთ სრული გამოსყიდვის, დამნაშავენი არიან იესოს გამოსყიდვის ცრუდ შერაცხვაში. სინამდვილეში ისინი ამტკიცებენ, რომ იესოს ისინი ერთხელ და სამუდამოდ არ დაუხსნია, და რომ ის მატყუარაა.
იმისთვის, რომ იესოში გამოსყიდვა გქონდეთ, თქვენ წყლისა და სულის გამოსყიდვის ჭეშმარიტების უნდა გწამდეთ. შეგიძლიათ რეალურად განთავისუფლდეთ ცოდვებისგან ასობით, ათასობით, მილიონობით ლოცვათა მეშვეობით? ჭეშმარიტი სახარება გვიხსნის ერთხელ და სამუდამოდ. გახდით მართლები, მიდით ცათა სასუფეველში და იცხოვრეთ მართლის საუკუნო სიცოცხლით.
♪ მე იესოში ახალი სიცოცხლე მაქვს. წარსული აღარ არსებობს, ახალი ქმნილება გავხდი. ამაო გზები დავიწყებულია. ო, იესო არის ჩემი ჭეშმარიტი სიცოცხლე. მე იესოში ახალი ცხოვრება მაქვს.♪
თქვენ იესოში გაქვთ ახალი სიცოცხლე. მიუხედავად იმისა, გამოიყურებით თუ არა იმდენად ლამაზად ან სიმპატიურად, როგორც თქვენ ეს გსურთ, ხართ თუ არა მეტად დაბალი ან მეტად მსუქანი, ისინი, ვინც კურთხეულნი არიან წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარებით, ბედნიერად ცხოვრობენ. რა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ თქვენი ცხვირი იდეალური ფორმის არაა, ან თუ თქვენ დაბალი აღნაგობის ხართ? იმის გამო, რომ არც ერთი ჩვენთაგანი არაა სრულყოფილი, ჩვენ იესოს წყლისა და სულისგან ხელახლა შობის რწმენით ვართ დახსნილები. მაგრამ ისინი, ვისაც დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე, ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან. 
მადლობა უფალო. მე მუდამ მადლობას ვუხდი უფალს. ვინაიდან ჩვენ წყლისა და სულისგან ხელახლა შობის გვწამს, ჩვენ მიღებული ვართ ზეცაში.
 
 
სიცრუეს ჯოჯოხეთში მივყავართ

ვინ მიიღებს ბოლოს სიმართლის გვირგვინს?
ის, ვინც სძლებს სიცრუეს.

სიცრუე გვეუბნება, რომ პატიების მოსაპოვებლად ჩვენ ყოველდღე უნდა ვილოცოთ, მაგრამ წყლისა და სულის სახარება გვაუწყებს, რომ ჩვენ უკვე სრულყოფილად ვართ ნაპატიები და ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვმართებს, ეს არის გვწამდეს ამისი.
ამ ორიდან რომელია მართალი? ყოველდღე უნდა ვინანიოთ, თუ სწორია გვწამდეს, რომ იესომ დაგვიხსნა, როდესაც მოინათლა ყველაზე მართებული გზით ყველა ჩვენი ცოდვის წარსახოცად? სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ იესომ ამოშალა ჩვენი ცოდვები ერთხელ და სამუდამოდ და ასეთი მართალი გზით მოგვანიჭა ხსნა.
ჩვენ უნდა ვძლიოთ ტყუილს სულიერ ომში. მრავალი ადამიანი მიჰყვება სიცრუეს. “პერგამის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს, ვისაც ორლესული მახვილი აქვს: ვიცი, რომ იქ ცხოვრობ, სადაც სატანის ტახტია” (გამოცხადება 2:12-13). 
“გამარჯვებულს მივცემ გადანახული მანანისაგან და მივცემ მის თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, გარდა მიმღებისა.” (გამოცხადება 2:17).
იქ, სადაც უამრავი ბოროტი სული ბინადრობს და სიცრუეს თავი სიმართლედ მოაქვს, სატანა თავს სინათლის ანგელოზად მოაჩვენებს. ღმერთი ვერაფრით დაეხმარება იმათ, ვინც ისმენს და იცის წყლისა და სულის ხსნის შესახებ მაგრამ არ სწამს მისი. ასეთი ადამიანი ჯოჯოხეთში აღმოჩნდება.
ყველამ თავისთვის უნდა გადაწყვიტოს, იწამოს თუ არა იესოს ხსნა. თქვენს წინაშე არავინ იხრის მუხლს იმის თხოვნით, რომ ეს იწამოთ და გადარჩეთ. 
თუ გსურთ ცოდვისგან გადარჩენა, იწამეთ წყლისა და სულისგან მოსული ხსნა. თუ გრძნობთ მადლიერებას ღვთის სიყვარულისთვის და მადლისთვის ჩვენი დახსნის გამო, მაშინ იწამეთ ამისი. თუ ხართ ცოდვილი, რომელიც ჯოჯოხეთში მიდის, იწამეთ წყალი და სული, იესოს ნათლობა და მისი სიკვდილი ჯვარზე. მაშინ გახდებით მართალი პიროვნება.
თუ ფიქრობთ, რომ არ ხართ ცოდვილი, მაშინ არ გჭირდებათ იესოსადმი რწმენით გამოსყიდვა. მხოლოდ ცოდვილები გადარჩებიან ყველა თავისი ცოდვისგან წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარებისადმი რწმენით. იესო არის ცოდვილთა მხსნელი და დამწუხრებულთა ნუგეშიმცემელი. ის არის შემოქმედი. ის არის სიყვარულის უფალი. 
მე გულრწფელად მოგიწოდებთ, რომ იწამოთ წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარება. გწამდეთ ამისი. თქვენ დარწმუნდებით, რომ იესო თქვენთვის იქნება მხსნელი, მეგობარი, მწყემსი და ღმერთი. ცოდვილებმა უნდა იწამონ იესო. თუ არ გსურთ აღმოჩნდეთ ჯოჯოხეთში, უნდა იწამოთ ეს. ღმერთი არ გვევედრება ხსნის სახარება რომ ვიწამოთ.
გინდათ რომ მიღებული იყოთ ზეცაში? მაშინ იწამეთ წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარება. იესო ამბობს, “მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. გწამდეთ ჩემი.” თქვენ იძახით, რომ ჯოჯოხეთში მოხვედრა გსურთ? მაშინ ნუ იწამებთ. ის ამბობს, რომ უკვე მოამზადა თქვენთვის ადგილი ჯოჯოხეთში.
ღმერთი არ გვეჩოქება. მოვაჭრე ყველა ადამიანს ეპატიჟება თავისი საქონლის გაყიდვის მცდელობით, მაგრამ ღმერთი ცათა სასუფეველს აძლევს უფასოდ, მხოლოდ იმათ, ვინც გამოსყიდულია. ღმერთი არის სამართლიანი.
ამბობენ, რომ წუთისოფლის აღსასრული მოახლოვებულია. დიახ, მეც ასე ვფიქრობ. და სრული უგუნურებაა არ გწამდეს წყლისა და სულისგან ხელახლა შობის ჭეშმარიტი სახარების. 
იწამეთ წყლისა და სულისგან ხელახლა შობის კურთხეული სახარების ხსნა. მოდით, ერთად მოვხდეთ ცათა სასუფეველში. ხომ გინდათ ჩემთან ერთად მისვლა იქ, სადაც იესო ცხოვრობს?
 
ცოდვილი ხართ, თუ მართალი?
მართალი, რომელსაც არა აქვს გულში ცოდვა.

მოდით წავიკითხოთ რომაელთა 8:1-2. “ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად. რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან.” 
იესომ წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა თავისი ნათლობით და ჯვარზე სიკვდილით. მან გადაარჩინა ყველა ცოდვილი, რომლებიც თავისი ცოდვების გამო უნდა გასამართლებულიყვნენ.
ღმერთის ხსნა ორი რამისგან შედგება. ერთი არის რჯული, ხოლო მეორე - მისი სიყვარულია. რჯული გვასწავლის, რომ ცოდვილები ვართ. რჯულის მიხედვით, ცოდვის საზღაური სიკვდილია. რჯულის მეშვეობით ვერ გადავრჩებით. ის მხოლოდ ჩვენი ცოდვილიანი ბუნების და ბედის შესახებ გვასწავლის. ის გვაგებინებს, რომ ცოდვილები ვართ.
ცოდვის საზღაურის გადასახდელად იესო მოევლინა წუთისოფელს, იტვირთა ყველა ჩვენი ცოდვა და გადაიხადა მათი საფასური თავისი სიცოცხლით, რათა სამსჯავროსგან გადავერჩინეთ. ღმერთის სიყვარულმა დაგვიხსნა ყველა ცოდვისგან.
ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ტყუილზე. ღმერთი აძლევს წყლისა და სულისგან ხელახლა შობის კურთხევას იმათ, ვინც სძლევს სიცრუეს.
ჩვენ დახსნილები ვართ იესოს რწმენით. მისი სიტყვისადმი რწმენით ჩვენ ვაღწევთ სამართლიანობას და ვგებულობთ ჭეშმარიტებას. იწამეთ თქვენს გულებში წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარება და მიიღებთ ხსნას.