• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 3: წყლისა და სულის სახარება

[3-7] შეცვლილი მღვდლობა (ებრაელთა 7:1-28)

შეცვლილი მღვდლობა(ებრაელთა 7:1-28)
“ვინაიდან ეს მელქიცედეკი, შალემის მეფე, მაღალი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაამს, მეფეების განადგურების შემდეგ დაბრუნებულს, და აკურთხა იგი. იგი, რომელსაც აბრაამმა მეათედი უწილადა ყველაფრისაგან. პირველად მისი სახელი ნიშნავს: სიმართლის მეფეს, შემდეგ: შალემის მეფეს, ანუ მშვიდობის მეფეს. უმამო, უდედო, უგვარტომო, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული, ღვთის ძის მსგავსად, რჩება მღვდლად სამუდამოდ. შეხედეთ ახლა, რაოდენ დიდია იგი, რომელსაც მამამთავარმა აბრაამმა უწილადა მეათედი ნადავლიდან. მათ, ვინც ლევიანთაგან მიიღებენ მღვდლობას, რჯულით მცნებადა აქვთ მეათედის აღება ხალხისაგან, ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ისინიც აბრაამის საზარდულიდან გამოვიდნენ. მან კი, ვინც მათი გვარიდან არ არის, მიიღო მეათედი აბრაამისაგან და აკურთხა აღთქმის მქონე. ხოლო ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი უმეტესის მიერ იკურთხება. აქ მეათედს ღებულობენ მოკვდავი ადამიანები, იქ კი – ვისაც მოწმობა აქვს, რომ ცოცხალია. და, ასე ვთქვათ, თვით ლევიმ, რომელიც მეათედს ღებულობს, აბრაამის სახით გაიღო მეათედი. ვინაიდან ჯერ კიდევ მამის საზარდულში იყო, როცა მას მელქიცედეკი შეეგება. ჰოდა, სრულყოფა რომ ლევიანური მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს (ვინაიდან მისი საშუალებით მიეცა ხალხს რჯული), მაშ, რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქიცედეკის წესით და სახელდება არა აარონის წესით? რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად საჭიროა რჯულის შეცვლაც. ვინაიდან ის, ვისზადეც ლაპარაკია, ეკუთვნოდა სხვა ტომს, რომლისაგანიც არავინ მიკარებია სამსხვერპლოს. ვინაიდან ცხადია, რომ ჩვენი უფალი აღმობრწყინდა იუდასაგან, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უთქვამს მოსეს. და კიდევ უფრო ნათელია ის, რომ მელქიცედეკის მსგავსად დგება სხვა მღვდელი, რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულის მიხედვით კი არაა მღვდელი, არამედ შეუმუსვრელი სიცოცხლის ძალით. ვინაიდან დამოწმებულია:L “შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით”. ადრინდელი მცნება კი გაუქმდა უძლურებისა და უსარგებლობის გამო, ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი სასოება, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს. და ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე, ვინაიდან ისინი გახდნენ მღვდლები ფიცის გარეშე, ეს კი – ფიცით მის მიერ, რომელმაც უთხრა მას: “დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: ‘შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით’”. ესოდენ უმჯობესი აღთქმის თავდებიც იესო გახდა. მღვდელი ბევრი იყო, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში, მას კი უკუნისამდე დარჩენით გარდაუვალი მღვდლობა აქვს. ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ. ასეთი მღვდელმთავრი შეგვფერის ჩვენ: წმიდა, უმანკო, გულმართალი, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზედა ამაღლებული, რომელსაც არ სჭირდება, როგორც იმ მღვდელმთავრებს, ყოველდღე ჯერ თავისი ცოდვებისათვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის. ვინაიდან ეს მან ერთხელ მოიმოქმედა, როცა თავი შესწირა. ვინაიდან რჯული აყენებს უძლურ ადამიანებს მღვდელმთავრებად, ხოლო ფიცის სიტყვამ რჯულის შემდგომ დააყენა ძე უკუნისამდე სრულქმნილი.”
 
 

იესო - ზეციური მღვდელმსახური


ვინ არის უმეტესი, მღვდელმთავარი მელქიცედეკი, თუ მიწიერი მღვდელმთავარი აარონის წესით?
მღვდელმთავარი მელქიცედეკი

ძველ აღთქმაში იყო მღვდელმთავარი სახელად მელქიცედეკი. აბრაამის სოცოცხლის დროს ქედორ-ლაღომერმა და მასთან მოკავშირე მეფეებმა წაიღეს სოდომისა და გომორის მთელი ქონება და საზრდო და თავისი გზით გაბრუნდნენ. აბრაამმა დარაზმა თავის სახლში შობილი გაწვრთნილი მსახურნი და ბრძოლაში გაიყვანა.
მან დაამარცხა ქედორ-ლაღომერი, ყელამის მეფე და მისი მოკავშირე მეფეები და დაიბრუნა თავისი ძმისწული ლოტი მთელი მისი ქონებით. მტერთა განადგურების შემდეგ დაბრუნებულ აბრაამს შეეგება მელქიცედეკი, შალემის მეფე და მაღალი ღმერთის მღვდელი, გამოიტანა პური და ღვინო და აკურთხა იგი. აბრაამმა მისცა მას ყველაფრის მეათედი (დაბადება 14).
ბიბლიაში მღვდელმთავარ მელქიცედეკის და მისი წესით არსებული მღვდელმთავრების დიდება დეტალურადაა აღწერილი. მღვდელმთავარი მელქიცედეკი იყო “მშვიდობის მეფე”, “სიმართლის მეფე”, უმამო, უდედო, უგვარტომო. არც დღეთა დასაბამის მქონე, არც სიცოცხლის დასასრულის, ღვთის ძის მსგავსად, რჩებოდა მღვდლად სამუდამოდ. 
ბიბლია მოგვიწოდებს ყურადღებით დავაკვირდეთ იესო ქრისტეს დიდებას, რომელიც იყო მღველმთავარი მელქიცედეკის წესით, იესოს ახალი აღთქმის მღვდლობის და ძველი აღთქმის აარონის მღვდლობის შედარებით. 
ლევიანების შთამომავლები ინიშნებოდნენ მღვდლებად და ხალხისგან, თავის ძმებისგან მეათედს იღებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ აბრაამის შთამომავლები იყვნენ. მაგრამ როდესაც აბრაამმა მეათედი მისცა მღვდელმთავარ მელქიცედეკს, ლევი ჯერ კიდევ მის საზარდულში იყო. 
აღემატებოდნენ ძველი აღთქმის მღვდლები დიდებით იესოს? ბიბლია ხსნის ამ საკითხს. არის იესო მიწიერ მღვდელმთავრებზე უფრო დიდი? ვინ ვის მიერ უნდა იკურთხებოდეს? ებრაელთა წერილის ავტორი ამის შესახებ დასაბამიდანვე ლაპარაკობს. “ხოლო ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი უმეტესის მიერ იკურთხება.” აბრაამმა კურთხევა მღვდელმთავარ მელქიცედეკისგან მიიღო.
როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენი რწმენის მიხედვით? ძველ აღთქმისეული წმინდა სავანეს სამსხვერპლო სისტემის საღვთო ბრძანებებს უნდა დავეყრდნოთ, თუ იესო ქრისტეს, რომელიც ზეციერ მღვდელმთავრად მოგვევლინა წყლისა და სულის მსხვერპლით?
იმისდამიხედვით, თუ რომელს ავირჩევთ, კურთხევას ან მსჯავრს მივიღებთ. ღმერთის სიტყვის მიხედვით და ყოველდღიური მსხვერპლის მოტანით ვცდილობთ ცხოვრებას, თუ ვარჩევთ, რომ გვწამდეს იმ ხსნისა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოგვცა იესომ წყლისა და სისხლის მეშვეობით საკუთარი თავის შეწირვით? ამ ორიდან ერთ-ერთი უნდა ავირჩიოთ.
ძველი აღთქმის დღეებში ისრაელის ხალხი აარონის და ლევიანების შთამომავლებს შეჰყურებდა. ახალი აღთქმის დღეებში, თუ გვკითხეს, ვინ არის უდიდესი, იესო თუ აარონის წესით დანიშნული მღვდლები, უეჭველად შეგვიძლია ვუპასუხოთ, რომ იესოა უდიდესი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა იცის ამ ფაქტის შესახებ, მხოლოდ მცირედნი მიჰყვებიან მას თავისი რწმენით.
ბიბლია გვაძლევს მკაფიო პასუხს ამ კითხვაზე. ის გვეუბნება, რომ იესო, რომელიც სხვა ტომიდან იყო, საიდანაც არავის უმსახურია სამსხვერპლოსთან, მიიღო ზეციური მღვდლობა. “რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად საჭიროა რჯულის შეცვლაც.” 
ღმერთმა მისცა ისრაელის ხალხს მოსეს მეშვეობით მცნებები და რჯულის 613 დეტალური მუხლი. მოსემ უთხრა ხალხს, რომ რჯულის და აღთქმების მიხედვით უნდა ეცხოვრათ, და ისინიც ამაზე დათანხმდნენ.

რატომ გააუქმა ღმერთმა პირველი აღთქმა და დაადგინა მეორე?
რადგან ადამიანი მეტად სუსტი იყო, რომ ეცხოვრა პირველი აღთქმით.

ბიბლიაში ისრაელის ხალხმა შეჰფიცა უფალს იმ მცნებების მიხედვით ცხოვრება, რომლებიც ხუთწიგნეულშია მოცემული: დაბადება, გამოსვლა, ლევიანები, რიცხვნი და მეორე რჯული. ღმერთმა თითოეული მცნება გამოუცხადა მათ და ხალხმაც უყოყმანოდ ყოველ მათგანზე თანხმობით უპასუხა. 
მაგრამ შეგვიძლია იმის დანახვა, რომ მეორე რჯულის და იესო ნავეს შემდეგაც, მათ არასოდეს უცხოვრიათ ღვთის მცნებების მიხედვით. მსაჯულთა წიგნით დაწყებული, 1 მეფეთა და 2 მეფეთა წიგნების ჩათვლით, მათ თავიანთი წინამძღვრების ავტორიტეტის შელახვა დაიწყეს და ამის შემდგომ იმდენად გაიხრწნენ, რომ წმინდა სავანეს სამსხვერპლო სისტემაც შეცვალეს. 
საბოლოოდ, მალაქიას წიგნში, მათ შესაწირად მოჰქონდათ ისეთი ცხოველები, რომელთა მოტანაც არ შეიძლებოდა, მიუხედავად ღმერთის ბრძანებისა უმანკო მსხვერპლის მოტანის თაობაზე. მღვდლებს ისინი ეუბნებოდნენ, “გეთაყვა, ამას ყურადღებას ნუ მიაქცევ. გთხოვ, მიიღე ეს ცხოველი.” ღმერთის რჯულის მიხედვით მსხვერპლშეწირვის მაგივრად მათ ის თავისი ნებით შეცვალეს.
ისრაელის ხალხს ერთხელაც სრულყოფილად არ დაუცავთ ღმერთის რჯული ძველი აღთქმის პერიოდში. მათ დაივიწყეს და უბრალოდ უგულებელყვეს ხსნა, რომელიც ამ სისტემაში იყო მოცემული. ამიტომ ღმერთს უნდა შეეცვალა სამსხვერპლო სისტემა. იერემიას წიგნში ღმერთმა თქვა: “დავუდებ მე ისრაელის სახლსა და იუდას სახლს ახალ აღთქმას..” 
მოდით წავიკითხოთ იერემია 31:31-34. “‘აჰა, მოდის დღეები,’ – სიტყვა უფლისა, - “და დავუდებ მე ისრაელის სახლსა და იუდას სახლს ახალ აღთქმას, არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდე მათ მამებს იმ დღეს, როდესაც ხელი მოვკიდე მათ, რომ გამომეყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, ჩემი აღთქმა, რომელიც მათ დაარღვიეს, მე კი ვპატრონობდი მათ,” – სიტყვა უფლისა, - “რადგან ეს არის აღთქმა, რომელსაც დავუდებ ისრაელის ხალხს იმ დღეების შემდეგ,” –სიტყვა უფლისა, - “მივცემ მათ ჩემს რჯულს და მათ გულებზე დავწერ ამას, და მე ვეყოლები მათ ღმერთად და ისინი მეყოლებიან მე ერად. და აღარ ასწავლის მეტად თითოეული თავის მოყვასს და თითოეული თავის ძმას ასე: შეიცანით უფალი! რადგან პატარიდან დიდამდე ყველას ვეცოდინები მე, - სიტყვა უფლისა, - რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და მათ ცოდვებს აღარ გავუხსენებ მეტად.” 
ღმერთმა თქვა, რომ ახალ აღთქმას დაუდებდა. ადრე მან უკვე დაუდო აღთქმა ისრაელის ხალხს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ღვთის სიტყვის მიხედვით ცხოვრება. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ თავის ხალხისთვის ხსნის ახალი აღთქმა დაედგინა.
მათ შეჰფიცეს ღმერთს, “ჩვენ მხოლოდ შენ გცემთ თაყვანს და შენი სიტყვებით და მცნებებით ვიცხოვრებთ.” ღმერთმა უთხრა, “არ იყოლიოთ სხვა ღმერთები ჩემს გარდა”, და ისრელის ხალხმა უპასუხა, “დიახ, ჩვენ არასოდეს არ ვცემთ თაყვანს სხვა ღმერთს. შენ ხარ ჩვენთვის ერთადერთი ღმერთი. სხვა ღმერთი არასოდეს გვეყოლება.” მაგრამ მათ ვერ შეძლეს თავისი ფიცის შესრულება.
რჯულის დედაარსს 10 მცნება შეადგენს: “არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა. არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. დაიცავი შაბათის დღე, რათა წმიდაჰყო იგი. არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის სახელი ამაოდ. პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს. არ კლა. არ იმრუშო. არ იქურდო. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ. არ ისურვო შენი მოყვასის სახლი.” (გამოსვლა, თავი 20). 
ის აგრეთვე დაყოფილია 613 დეტალურ მუხლად, რომლებიც მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა დაეცვათ. “როგორ არ უნდა მოექცე შვილებს, როგორც მოექცე დედინაცვალს. . . ” ღმერთის რჯული მათ ყველანაირი კეთილი საქმის კეთებას ავალებდა და უკრძალავდა ბოროტის კეთებას. ასეთი იყო ათი მცნება და რჯულის 613 დეტალური მუხლი.
მაგრამ მთელი კაცობრიობის არსებობის განმავლობაში, არ ყოფილა თუნდაც ერთი პიროვნება, ვისაც რჯულის ყველა მუხლის დაცვა შეეძლო. ამიტომ ღმერთს უნდა გადაეწყვიტა ხალხის ყველა ცოდვებისგან გადასარჩენად სხვა გზის მოძებნა.
როდის შეიცვალა მღვდლობა? ის შეიცვალა იესოს ამქვეყნად მოსვლის შემდეგ. იესომ აარონის წესის ყველა მღვდლის ნაცვლად აიღო სამღვდლოება. მან გააუქმა წმინდა სავანეს მსხვერპლშეწირვა, რომელიც ლევიანების წესის თანდაყოლილი უფლება იყო. მან ერთპიროვნულად იკისრა ზეციერი მღვდელმთავრის მსახურება.
ის მოვიდა ამ ქვეყნად არა როგორც აარონის, არამედ როგორც იუდას ტომის, სამეფო სახლის შთამომავალი. მან მსხვერპლად გადასცა თავი თავის ნათლობასა და ჯვრის სისხლში და დაიხსნა მთელი კაცობრიობა მათი ცოდვებისგან.
საკუთარი თავის შეწირვით მან შესაძლებელი გახადა ჩვენთვის ცოდვის პრობლემის გადაჭრა. კაცობრიობის ყველა ცოდვა მან თავისი ნათლობის და სისხლის შეწირვით ამოშალა. მან ერთხელ და სამუდამოდ შესწირა საუკუნო მსხვერპლი ცოდვისთვის.
 

მღვდლობის შეცვლასთან ერთად რჯულიც შეიცვალა

რას წარმოადგენს გადარჩენის შეცვლილი რჯული?
იესო ქრისტეს ერთ საუკუნო მსხვერპლს

ძვირფასო მეგობრებო, ძველი აღთქმის მღვდლობამ ახალი აღთქმის მოსვლისას ცვლილება განიცადა. ძველი აღთქმის პერიოდში ლევიანების სახლის, აარონის შთამომავალთა მღვდელმთავარს, ისრაელიანთა გასული წლის ცოდვებისთვის განტევების მსხვერპლი მოჰქონდა. მღვდელმთავარი წმიდაიში შედიოდა. ის უახლოვდებოდა კიდობნის თავსარქველს სამსხვერპლო ცხოველის სისხლით. მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო ფარდის მიღმა შესვლა, სადაც წმიდათა წმიდა იყო.
მაგრამ იესოს მოსვლის შემდეგ აარონის მღვდლობა მას გადაეცა. იესომ საუკუნო მღვდლობა მიიღო. და მან ეს საუკუნო მღვდლობა აღასრულა საკუთარი თავის შეწირვით, რათა მთელი კაცობრიობა გადარჩენილიყო ყველა თავისი ცოდვებისგან.
ძველ აღთქმაში მღვდელმთავარს, ვიდრე მთელი ერისთვის მსახურებას შეძლებდა, ცხოველის თავზე ხელების დადებით საკუთარი ცოდვებიც უნდა გამოესყიდა. მას გადაჰქონდა თავისი ცოდვები მოზვერის თავზე ხელდადებით და ამბობდა, “ღმერთო, მე შევცოდე.” შემდეგ ის კლავდა ცხოველს და შვიდგზის ასხურებდა მის სისხლს თავსარქველზე და მის წინ. 
თუ თვით აარონ მღვდელმთავარი არ იყო სრულყოფილი, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რაოდენ არასრულყოფილი იყო ხალხი. ლევის ძე, მღვდელმთავარი აარონი თვითონ იყო ცოდვილი, ამიტომ საკუთარი თავის და ოჯახის ცოდვების გამოსასყიდად მას მსხვერპლად მოზვერი უნდა მოეტანა.
იერემიას 31 თავში უფალმა თქვა, “მე შევწყვიტავ ამ აღთქმას. მე დაგიდე აღთქმა, მაგრამ შენ ის არ დაიცავი. ამიტომ მე გავაუქმებ იმ აღთქმას, რომელმაც ვერ შეძლო შენი განწმენდა და მოგცემ ხსნის ახალ აღთქმას. მე აღარ დაგიხსნი ჩემი მცნებების მეშვეობით, არამედ მოგცემ წყლისა და სულის სახარების ხსნას.”
ღმერთმა მოგვცა ახალი აღთქმა. როდესაც შესრულდა სისრულე დროისა იესო მოვიდა წუთისოფელში როგორც ადამიანი, გადასცა თავი სამყაროს ცოდვებისათვის და სისხლი დაღვარა ჯვარზე მის მორწმუნეთა გადასარჩენად. თავის ნათლობაში მან მთელი კაცობრიობის ცოდვები იტვირთა.
ღვთის რჯული გაუქმდა და შეიცვალა. ღმერთის რჯულის მიხედვით რომ ეცხოვრათ, ისრაელის ხალხს შეეძლო ხსნის მიღწევა, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. “ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა” (რომაელთა 3:20). 
ღმერთს სურდა გაეგებინა ისრაელის ხალხისთვის, რომ ცოდვილები იყვნენ და რომ რჯული ვერ დაიხსნიდა მათ. მან გადაარჩინა ისინი არა მათი საქმეების, არამედ წყლისა და სულის ხსნის რჯულით. თავის უსაზღვრო სიყვარულში ღმერთმა მოგვცა ახალი აღთქმა, რომლის მეშვეობით ჩვენ სამყაროს ყველა ცოდვისგან დახსნა შეგვიძლია იესოს ნათლობისა და სისხლის მიერ.
თუ თქვენ გწამთ იესოსი მისი ნათლობის და სისხლის მნიშვნელობის შემეცნების გარეშე, მთელი თქვენი რწმენა ამაოა. ამას თუ აკეთებთ, უფრო დიდ განსაცდელში ვარდებით, ვიდრე საერთოდ რომ არ გეწამათ იესო.
ღმერთმა თქვა, რომ ახალ აღთქმას დასდებდა კაცობრიობის მათი ცოდვებისგან გადასარჩენად. როგორც შედეგი, ჩვენ ახლა არა ჩვენი საქმეების რჯულით, არამედ წყლისა და სულის გადარჩენის მართალი რჯულით ვართ დახსნილი.
ღმერთმა ეს აღგვითქვა და შეასრულა კიდევაც თავისი დანაპირები ჩვენთვის, ვისაც გვწამს იესო. მან ასევე გვითხრა იესოს დიდების შესახებ და დაგვანახა, თუ რაოდენ დიდია იესო ძველი აღთქმის აარონის წესის მღვდლებთან შედარებით.
ჩვენ განსაკუთრებული ხალხი გავხდით იესოს წყლისა და სულის ხსნისადმი რწმენით. დაუფიქრდით ამას. რა ნასწავლი და მჭერმეტყველიც არ უნდა იყოს თქვენი ეკლესიის ხუცესი, როგორ შეიძლება ის რომ იესოზე დიდი იყოს? ეს შეუძლებელია. გადარჩენა ჩვენ მხოლოდ წყლისა და სულის სახარების მეშვეობით შეგვიძლია, და არა უბრალოდ ღმერთის მცნებების შესრულებით. მღვდლობის შეცვლის გამო ხსნის რჯულიც შეიცვალა.
 

ღმერთის სიყვარულის უპირატესობა

რომელია უფრო დიდი, ღმერთის რჯული თუ ღმერთის სიყვარული?
ღმერთის სიყვარული

გადარჩენა მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როდესაც გვწამს იესოსი და ვიცით, თუ როგორ დაგვიხსნა იესომ, თუ რაოდენ დიდია ჩვენდამი ღმერთის სიყვარული. მაშ რა განსხვავებაა მცნებათა რწმენის და ღმერთის სიყვარულის დიდების რწმენის შორის?
ლეგალისტები უფრო მეტ მნიშვნელობას თავიანთი დენომინაციის დოქტრინებს და პირად გამოცდილებებს ანიჭებენ, ვიდრე ღმერთის სიტყვას. მაშინ როდესაც იესოსადმი სულიერი რწმენა ნიშნავს იმ დიდებული ხსნის რწმენას, რომელიც წყლითა და სულით შესრულდა. 
დღესაც კი ბევრი სთვლის, რომ მარტო პირველყოფილი ცოდვაა მიტევებული, ხოლო თავისი ყოველდღიური ცოდვები უნდა ინანიონ. ბევრს ამისი სჯერა და ცდილობენ ძველი აღთქმის მცნებების მიხედვით ცხოვრებას. მათ ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ იესოსმიერი ხსნის უპირატესობა, რომელიც წყალსა და სულში გამოვლინდა.
ძველ აღთქმაში ისრაელიანებს თავიანთი ცოდვებისგან გადასარჩენად ღმერთის რჯულის თანახმად უნდა ეცხოვრათ, მაგრამ ამ გადარჩენას ვერ მიაღწიეს. ვინაიდან უფალმა იცის ჩვენი სისუსტეები და არასრულყოფილება, მან გააუქმა თავისი მცნებები. საქმეებით ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ გადარჩენას. იესომ თქვა, რომ დაგვიხსნიდა წყლისა და სულის სახარებით. მან თქვა, “მე თვითონ დაგიხსნით ყველას ყველა თქვენი ცოდვისგან.” ღმერთმა ამის შესახებ დაბადების წიგნში იწინასწარმეტყველა.
“დედაკაცის თესლი თავს გაგიჭეჭყავს შენ და შენ მას ქუსლს დაუგესლავ” (დაბადება 3:15). როცა ადამმა და ევამ შესცოდეს და დაეცნენ, მათ ლეღვის ფოთლისგან გაიკეთეს სამოსი ღმერთისგან თავისი ცოდვილობის დაფარვის მცდელობით. მაგრამ ღმერთმა მოუხმო მათ და გაუკეთა ტყავის სამოსი, როგორც ხსნის სიმბოლო. დაბადების წიგნი მოგვითხრობს ხსნის სამოსის ორ სახეობაზე. ერთი ლეღვის ფოთლებისგან იყო დამზადებული, მეორე კი ცხოველის ტყავისგან. თქვენი აზრით რომელია უკეთესი? რათქმა უნდა, ტყავის სამოსელი უკეთესია, რადგან ცხოველის სიცოცხლე მსხვერპლად იყო მოტანილი ადამიანის დასაცავად.
ლეღვის ფოთლის სამოსი მალე იცვითება. მოგეხსენებათ, რომ ლეღვის ფოთოლი ხელის გულის მსგავსად გამოიყურება. ამიტომ ლეღვის სამოსის ჩაცმა ნიშნავს კეთილი საქმეების მიღმა ცოდვების დამალვას. ლეღვის ფოთლების სამოსელი რომ ჩაგეცვათ და აქ დამჯდარიყავით, მისი ფოთლები მალე ნაწილებად დაიფლითებოდა. ბავშვობისას ჯარისკაცობანას რომ ვთამაშობდი, მე ხშირად ნეკერჩხლის ხის ფოთლებისგან ვიკეთებდი ჯავშანს. მაგრამ რა სიფრთხილითაც არ უნდა მეტარებინა, დღის ბოლოს ის მთლიანად იხეოდა. ზუსტად ამის მსგავსად, ადამიანის მყიფე ხორცი განწმენდას შეუძლებელს ხდის.
მაგრამ წყლისა და სულის ხსნამ, იესოს ნათლობამ და მისმა ჯვარზე სიკვდილმა გადაარჩინა საკმარისზე მეტი ცოდვილი ღმერთის სიყვარულის დიდების დასამტკიცებლად. ამდენად უპირატესია ღმერთის სიყვარული მის რჯულზე.
 

ისინი, ვისაც ჯერ კიდევ ღმერთის რჯულის სწამთ

რატომ იმზადებენ ლეგალისტები ყოველდღიურად თავიანთი საქმეების სამოსელს?
რადგან მათ არ იციან, რომ საქმეებით გამართლება შეუძლებელია.

ისინი, ვინც ლეღვის ფოთლების სამოსელს იკეთებენ, ლეგალისტურ ცხოვრებას ეწევიან. ამ გზააცდენილ მორწმუნეებს გამუდმებით უწევთ თავიანთი სამოსლის ცვლა. ყოველ კვირა დღეს, როდესაც ეკლესიაში მიდიან, მათ ახალი სამოსელი უნდა მოიმზადონ. “ძვირფასო ღმერთო, მე იმდენი ცოდვა ჩავიდინე გასულ კვირას. მაგრამ უფალო, მე მწამს, რომ შენ გადამარჩინე ჯვარზე. უფალო, გევედრები, ჩამორეცხე ჩემი ცოდვები შენი ჯვრის სისხლით!” ისინი იქვე იკერავენ ამ ახალ სამოსელს. “ო, დიდება უფალს. ალილუია!”
მაგრამ მალე სახლში მისვლისას მათ ახალი სამოსლის შეკერვა უწევთ. რატომ? იმის გამო, რომ ძველი უკვე გაცვდა. “ძვირფასო უფალო, მე ისევ შევცოდე ბოლო სამი დღის განმავლობაში. გთხოვ, მომიტევო.” ისინი ისევ და ისევ იკერავენ და ატარებენ მონანიების ახალ სამოსელს.
თავდაპირველად ამ სამოსელმა შეიძლება რამოდენიმე დღე გასტანოს, მაგრამ ცოტა ხანში მათ ისევ ყოველდღიური სამოსი სჭირდებათ. ვინაიდან არასოდეს შეუძლიათ ღმერთის რჯულის მიხედვით ცხოვრება, მათ საკუთარი თავის რცხვენიათ. “ო, ეს იმდენად სამარცხვინოა. უფალო, ო უფალო, მე შევცოდე!” და ისევ მონანიების ახალი სამოსლის მზადება უწევთ. “ო უფალო, ისე ძნელია ლეღვის ფოთლის სამოსლის ყოველდღიურად კეთება.” და ისინი ისევ ირჯებიან ახალი სამოსლის კომპლექტის გასამზადებლად.
როდესაც ასეთი ადამიანები ღმერთს მიმართავენ, ეს მუდამ მხოლოდ მათი ცოდვების აღიარებაა. ისინი ტუჩებს იკვნიტავენ და ღმერთს შეჰღაღადებენ, “ღმე - ერთო!” და ისევ ყოველდღე ახალ სამოსს იმზადებენ. მაშ რა მოხდება, როცა დაიღლებაინ ამის კეთებით?
წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მთებში ადიან და მარხულობენ. უდიდესი ძალისხმევით ისინი განსაკუთრებული სიმკვრივის სამოსელს იკეთებენ. “უფალო, გთხოვ ჩამორეცხე ჩემი ცოდვები. გთხოვ გამხადე ახალი ადამიანი. მე მწამს შენი, უფალო.” მათ ჰგონიათ, რომ ღამით ლოცვა უფრო ეფექტურია. ამიტომ დღის განმავლობაში ისვენებენ და სიბნელის ჩამოვარდნისთანავე ხეებზე ცოცდებიან ან ბნელ გამოქვაბულებში მიდიან და ღმერთს შეჰღაღადებენ. “უფალო, მწამს!” “♪მე ვინანიებ და ვივსებ გულს მორჩილებით. ♪” ისინი ხმამაღლა ლოცულობენ და ყვირიან, “მწამს!” ასეთი გზით ისინი გამორჩეულ სამოსელს იკერავენ, რომლის დიდი ხნის გაძლების იმედი აქვთ, მაგრამ ეს არასოდეს ხდება.
ო, რაოდენ გამამხნევებელია მთაში ლოცვის შემდეგ დაბრუნება! გამაცოცხლებელი სიოს მსგავსად, ან ხეებსა და ყვავილებზე შეშხეფებული გაზაფხულის წვიმის მსგავსად, მათი სულები ყოვლად ძლიერი ღვთის მშვიდობითა და მადლითაა ავსებული. თავს მთის სულზე უფრო წმინდად გრძნობენ და წუთისოფელს თავის ახალ განსაკუთრებულ სამოსელში გამოწყობილები ხვდებიან.
მაგრამ საკუთარ სახლში ან ეკლეშიაში დაბრუნებისთანავე და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაბმისთანავე, მათი სამოსელი ისევ გაბინძურებას და გაცვეთას იწყებს.
მაშინ მეგობრები ეკითხებიან, “სად იყავი?”
“ო, ცოტა ხანი სხვაგან დავყავი.”
“გამხდარი ჩანხარ!”
“ხო, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არა აქვს.”
ისინი არასოდეს ახმაურებენ თავისი მარხვის ამბავს, მაგრამ ეკლესიში მიდიან და იწყებენ ლოცვას. “მე არასოდეს ვისურვებ ქალს. მე არასოდეს მოვიტყუები. მე არასოდეს მოვისურვებ ჩემი მეზობლის სახლს. მე ყველა ადამიანი მეყვარება.”
მაგრამ იმწამსვე, როგორც კი შესანიშნავ ქალბატონს ფაფუკი ფორმებით და კოხტა ფეხებით დაინახავენ, სიწმინდე მათ გულებში უეცრად ჩვეულებრივ გულისთქმად გადაიქცევა. “შეხედე რა მოკლე კაბაა! ეს კაბები სულ უფრო მოკლდება! ისევ უნდა შევხედო ამ ფეხებს! ოჰ, არა! ოჰ, უფალო! მე ისევ შევცოდე!”
ლეგალისტები ღვთისმოსავად გამოიყურებიან, მაგრამ თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ მათ ყოველდღიურად უწევთ ახალი სამოსლის შეკერვა. ლეგალიზმი არის ლეღვის ფოთლებისგან დამზადებულ სამოსში გამოწყობილი რწმენა, მცდარი რწმენა. ბევრი ადამიანი ძლიერ ცდილობს ღვთისმოსავად ცხოვრებას ღმერთის რჯულის თანახმად. ისინი ბღავიან მთელი ხმის ძალით მაღალ მთებში იქამდე, სანამ მათი ხმა საკმაოდ წმინდა ჟღერადობას იძენს.
ლეგალისტები შთამაგონებელად გამოიყურებიან, როდესაც ეკლესიაში ლოცვის მსახურება მიჰყავთ. “წმინდაო მამაო ზეციერო! ჩვენ შევცოდეთ გასულ კვირას. გევედრებით, გვაპატიე ჩვენ. . .” ისინი ცრემლებს ღვრიან და მრევლის დანარჩენი ნაწილიც მიჰყვება მათ ქმედებას. გულში ფიქრობენ, “მან ალბათ დიდი ხანი დაჰყო მთაში ლოცვასა და მარხვაში. ის იმდენად ღვთისმოსავად და სარწმუნოდ ჟღერს.” მაგრამ იმის გამო, რომ მისი რწმენა ლეგალისტურია, ჯერ კიდევ ლოცვის დასრულებამდე ლეგალისტის გული ისევ ქედმაღლობითა და ცოდვით ავსებას იწყებს.
როცა ადამიანები ლეღვის ფოთლის ახალ განსაკუთრებულ სამოსელს იკერავენ, მან შესაძლოა ორი ან სამი თვე გაუძლოს. მაგრამ ადრე თუ გვიან ეს სამოსელი ჩვრად იქცევა და ისევ ახალი კომპლექტის დამზადება და თავიანთი თვალთმაქცი ცხოვრების გაგრძელება უწევთ. ასეთია ლეგალისტების ყოფა, რომლებიც რჯულით ცხოვრებას ცდილობენ ხსნის მისაღწევად. მათ განუწყვეტლივ სჭირდებათ ლეღვის ფოთლის ახალ-ახალი სამოსლის მზადება.
ლეგალიზმი არის ლეღვის ფოთლისნაირი რწმენა. ლეგალისტები გეტყვიან, “ყველამ შესცოდეთ გასულ კვირას, არა? მაშ მოინანიეთ.”
ისინი ხმამაღალი ხმით გიყვირიან, “მოინანიე! ილოცე!”
ლეგალისტმა იცის თუ როგორ მისცეს საკუთარ ხმას წმინდა ჟღერადობა. “უფალო! მაპატიე. მე ვერ დავიცავი შენი რჯული და შენი მცნებები. მომიტევე უფალო, ერთხელაც მომიტევე.”
ისინი ვერასოდეს შეძლებენ ცხოვრებას რჯულის მიხედვით, რაოდენ გულადათ არ უნდა სცადონ ამის გაკეთება. სინამდვილეში ისინი გამოწვევას უკეთებენ ღმერთის რჯულს და თვით ღმერთს. ეს ქედმაღლობაა ღმერთის წინაშე.
 

ხუდალ ბეის მსგავსად

რატომ გააუქმა ღმერთმა რჯული?
რადგან ის უძლური იყო ჩვენი თავის ცოდვისგან დახსნაში.

იყო ერთი ახალგაზრდა კაცი სახელად ხუდალ ბეი. 1950 წელს, კორეის ომის დროს, კომუნისტმა ჯარისკაცებმა უბრძანეს მას შაბათ დღეს ბაღის გაწმენდა, რათა განერიდათ იგი მისი მყარი რელიგიური რწმენისგან და კომუნისტი გაეხადათ. მაგრამ ამ რელიგიურმა ახალგაზრდამ უარი თქვა მათი ბრძანებისადმი დამორჩილებაზე. ისინი დაჟინებით ითხოვდნენ ამას, მაგრამ ის კვლავ უარზე იყო. 
საბოლოოდ, ჯარისკაცებმა იგი ხეს მიაბეს და თოფები დაუმიზნეს. “რომელს აირჩევ, ბაღის დალაგებას თუ სიკვდილს?”
როდესაც იძულებული გახდა გადაწყვეტილება მიეღო, მან თქვა, “მე მიჯობს მოვკვდე, ვიდრე წმინდა შაბათს ვიმუშაო.”
“კარგი, ესეც შენი არჩევანი, სიამოვნებით მოგემსახურებით.”
და მათ დახვრიტეს იგი. მოგვიანებით ეკლესიის ლიდერებმა იმ ყმაწვილს დიაკვნის წოდება მიანიჭეს მისი ურყევი რელიგიური რწმენის აღსანიშნავად.
მაგრამ მისი რელიგიური რწმენა გაუკუღმართებული იყო. არ ჯობდა, დაელაგებინა ბაღი და იმ ჯარისკაცებისთვის სახარება ექადაგა? რატომ იყო საჭირო ასეთი ჯიუტობა და მისთვის სიკვდილი? შეაქებდა მას ღმერთი იმისთვის რომ შაბათ დღეს არ იმუშავა? არა.
ჩვენ სულიერი ცხოვრება უნდა გვქონდეს. არა ჩვენი საქმეები, არამედ ჩვენი რწმენა არის მნიშვნელოვანი ღმერთის წინაშე. ეკლესიის ლიდერებს სურთ ხუდალ ბეის ნაირი პიროვნების შექება, იმისთვის რომ მათი საკუთარი დენომინაციის უპირატესობა და ორტოდოქსია გამოაჩინონ. ეს იმ ორპირი ფარისევლების მსგავსია, რომლებმაც წინაღუდგნენ იესოს.
ლეგალისტებისგან ჩვენ ვერაფერს ვერ ვისწავლით. ჩვენ სულიერი რწმენის შესახებ გვმართებს სწავლა. იმას უნდა ჩავუფიქრდეთ თუ რატომ დაჭირდა იესოს ნათლობა და ჯვარზე სისხლის დაღვრა, და გავაცნობიეროთ წყლისა და სულის სახარების შინაარსი.
ჯერ ამ შეკითხვებზე გვმართებს პასუხის მოძებნა, და შემდეგ სახარების გავრცელება მსოფლიოს ყველა ერებში, რათა ისინიც იშვნენ ზეციდან. ჩვენი სიცოცხლე სულიერ შრომას უნდა მივუძღვნათ.
თუ მქადაგებელი გეუბნებათ, “იყავი, როგორც ეს ახალგაზრდა კაცი ხუდალ ბეი. დაიცავი შაბათი წმინდად,” ის მხოლოდ ცდილობს რომ კვირაობით თავის ეკლესიაში შემოგიტყუოს.
აი კიდევ ერთი ამბავი. ერთი ქალი იყო, რომელსაც კვირა დღის საეკლესიო მსახურებაზე დასასწრებად ბევრი სირთულე უნდა გადაელახა. მისი ქმრის მშობლები ქრისტიანები არ იყვნენ და ძლიერ უშლიდნენ ხელს ეკლესიის დასწრებაში. ამისთვის მისგან კვირა დღეს მუშაობას ითხოვდნენ. მაგრამ ის ქალი შაბათ საღამოს გადიოდა მინდორში სამუშაოდ და შუაღამემდე შრომობდა, რათა მის ოჯახს აღარ ჰქონოდა საბაბი კვირა დღეს ეკლესიში მისვლა დაეშალა.
რა თაქმა უნდა, ეკლესიაში სიარული მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისია კი ყოველ კვირა დღეს იქ მისვლა მხოლოდ იმის საჩვენებლად თუ რაოდენ ერთგულები ვართ? ჭეშმარიტად ღვთის ერთგულები ხელახლა შობილები არიან წყლისა და სულისაგან. ნამდვილი რწმენა იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი ხელხმეორედ იბადება.
შეძლებთ ცოდვებისგან გადარჩენას ღმერთის მცნებათა დაცვით? არა. მე არ გეუბნებით, რომ დაარღვიოთ რჯული, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ადამიანურად შეუძლებელია რჯულის ყველა მუხლის დაცვა.
იაკობი 2:10 ამბობს, “რადგან ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესცოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება.” ამიტომ პირველ რიგში იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ დაიხსნათ თავი წყლისა და სულის სახარებით. მერე კი მიდით ეკლესიაში, სადაც ნამდვილი სახარების მოსმენას შეძლებთ. ღვთისმოსავი ცხოვრების საშუალება თქვენ ხელახლა შობის შემდეგ გექნებათ. მაშინ, როდესაც არ უნდა მოგიხმოთ ღმერთმა, თქვენ მის წინაშე სიხარულით დადგებით.
ნუ ხარჯავთ დროს ყალბ, მცდარ ეკლესიაში სიარულზე, ნუ კარგავთ თქვენს ფულს უმართლო შემოწირულობებზე. ცრუ მქადაგებლები ვერ დაგიცავენ ჯოჯოხეთისგან. უპირველეს ყოვლისა, მოისმინეთ წყლისა და სულის სახარება და იშვით ზეციდან.
დაუფიქრდით იესოს ამქვეყნად მოსვლის მიზეზს. რჯულის მიხედვით ცხოვრებით რომ შეგვძლებოდა ცათა სასუფეველში მოხვედრა, მას არ დასჭირდებოდა ამ სოფლად მოვლინება. მისი მოსვლის შემდეგ შეიცვალა სამღვდლოება. ლეგალიზმი წარსულს ჩაბარდა. სანამ გადავრჩებოდით, გვეგონა რომ რჯულის მიხედვით ცხოვრებით შეგვეძლო ხსნის მიღება. მაგრამ ეს უკვე აღარ არის ჭეშმარიტი რწმენის ნიშანთვისება.
იესომ წუთისოფლის ყველა ცოდვისგან დაგვიხსნა თავისი სიყვარულით, თავისი ნათლობის წყლით, თავისი სისხლით და სულით. მან აღასრულა ჩვენი ხსნა იორდანეზე ნათლობით, ჯვრის სისხლით და აღდგომით.
ღმერთმა გააუქმა ყოფილი დადგენილებები მათი უსუსურობის და უსარგებლობის გამო. “ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი სასოება, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს. და ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე.” (ებრაელთა 7:19-20). იესომ დასდო ფიცი და დაგვიხსნა ყველა ჩვენი ცოდვებისგან თავისი ნათლობით და სისხლით. ლეგალისტური თავგანწირვა უსარგებლოა, და ერთადერთი ჭეშმარიტი რწმენა არის წყლისა და სულის სახარებისადმი რწმენა.
ჩვენ ნაყოფიერი რწმენა უნდა გვქონდეს. რომელია თქვენი აზრით უკეთესი თქვენი სულისთვის? ეკლესიის რეგულარული დასწრება და რჯულის მიხედვით ცხოვრება, თუ ღმერთის ეკლესიაში სიარული, სადაც წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარება იქადაგება, რათა შესძლოთ ხელახლა შობა? რომელი ეკლესია და რომელი მქადაგებელი იქნებოდა თქვენთვის უფრო სასარგებლო? დაფიქრდით ამაზე და აირჩიეთ ის, რომელიც უფრო წაადგება თქვენს სულს.
ღმერთი იხსნის თქვენს სულს იმ მქადაგებლის მეშვეობით, რომელსაც წყლისა და სულის სახარების სიტყვა მოაქვს. ყველამ უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ სულს. ჭეშმარიტად ბრძენი მორწმუნე ისაა, რომელიც ღმერთის სიტყვას უმორჩილებს თავს.
 
 

იესო გახდა მღვდელი ფიცის მეშვეოვით


ლევიანების შთამომავლები ფიცის მეშვეობით ხდებოდნენ მღვდლები?
არა. მარტო იესო გახდა მღვდელი ფიცის მეშვეობით.

ებრაელთა 7:20-21 ამბობს, “ვინაიდან ისინი გახდნენ მღვდლები ფიცის გარეშე, ეს კი – ფიცით მის მიერ, რომელმაც უთხრა მას: დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: ‘შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით.’” 
ხოლო ფსალმუნი 110:4 ამბობს, “დაუფიცა უფამლა და არ მოინანიებს: ‘შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით.’” უპალმა დასდო ფიცი. მან დაგვიდო აღთქმა და გაგვიცხადა ის თავის დაწერილ სიტყვაში. “მე გავხდები საუკუნო მღვდელმთავარი მელქიცედეკის წესით. მელქიცედეკი სიმართლის მეფეა, მშვიდობის ხელმწიფე და მღვდელმთავარი უკუნისამდე. მე გავხდები საუკუნო მღვდელმთავარი მელქიცედეკის წესით თქვენი ხსნისათვის.”
იესო მოვიდა ამქვეყნად და გახდა უკეთესი აღთქმის თავდები (ებრ.7:22). მოზვერთა და ვაცთა სისხლის მაგივრად, მან საკუთარი თავი გადასცა მსხვერპლად, როდესაც მოინათლა და ჯვარზე დაღვარა სისხლი ყველა ჩვენი ცოდვის ჩამოსარეცხად.
ძველი აღთქმის დროს, როდესაც მღვდელმთავარი გარდაიცვლებოდა, მისი შვილი იღებდა მღვდლობას 30 წლის ასაკში. თვითონ რომ მოხუცდებოდა და მისი შვილი აღწევდა 30 წლის ასაკს, ის მღვდლობას თავის შვილს გადასცემდა.
მღვდელმთავარს მრავალი შთამომავალი ჰყავდა. ამიტომ მეფე დავითმა დაადგინა სისტემა, რომლის მიხედვით ისინი თავიანთ მოვალეობებს თადარიგით ასრულებდნენ. ვინაიდან აარონის ყველა შთამომავალი მღვდლად ინიშნებოდა, მათ სამღვდლოების მსახურების უფლება და მოვალეობა ჰქონდათ. ლუკა ამბობს, “ზაქარია, აბიას რიგიდან. . . ერთხელ, როცა თავისი ყოველდღიური რიგისამებრ, მსახურებდა ღვთის წინაშე. . . .” 
იესო მოვიდა წუთისოფელში და საუკუნო მღვდლის როლი აიღო. ის მოვიდა, როგორც კეთილი უწყების მღვდელი. მან აღასრულა წყლისა და სულსგან ხელახლა შობის ხსნა.
აარონის შთამომავლები სუსტი და არასრულყოფილნი იყვნენ. რა ხდებოდა მღვდელმთავრის გარდაცვალების შემდეგ? მღვდლობა მის შვილზე გადადიოდა, მაგრამ ასეთი მსხვერპლშეწირვები ვერასოდეს უზრუნველყოფდნენ მთელი კაცობრიობის ხსნას. ადამიანური რწმენა ვერასოდეს იქნება სრულყოფილი.
ახალი აღთქმის დროს, იესო მოვიდა ამ ქვეყნად. მაგრამ მას არ სჭირდებოდა გამუდმებული მსხვერპლის მოტანა, იმის გამო, რომ ის მუდმივად ცოცხლობს. თავის ნათლობაში მან ყველა ჩვენი ცოდვა სამუდამოდ წაიღო. მან თავი შესწირა და ჯვარცმულ იყო, რათა ყველა მისი მორწმუნე სრულიად გაეთავისუფლებინა ცოდვისგან.
ახლა კი ის ცოცხალია და ზის ღვთის მარჯვნივ, როგორც ჩვენი წარმომადგენელი. “ძვირფასო მამაო, ისინი ჯერ კიდევ არასრულნი არიან, მაგრამ მათ სწამთ ჩემი. მე ყველა მათი ცოდვა წავიღე დიდი ხნის წინ.” იესო არის ჩვენი გადარჩენის საუკუნო მღვდელმთავარი.
მიწიერი მღვდლები არასოდეს იყვნენ სრულყოფილნი. მათი სიკვდილის შემდეგ მღვდლობას მათი შვილები იღებდნენ. ჩვენი უფალი მუდამ ცოცხალია. მან აღასრულა ჩვენი საუკუნო ხსნა იმითი რომ მოვიდა ამ ქვეყნად, მოინათლა იოანე ნათლისმცემელთან და შემდეგ სისხლი დაღვარა ჯვარზე ყველა ჩვენი ცოდვისთვის.
“ხოლო, სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირავი მათთვის” (ებრ. 10:18). იესო ამოწმებს ჩვენი ხსნის შესახებ ვიდრე საუკუნეს აღსასრულამდე. იშვით თუ არა თქვენ წყლისა და სულისაგან?
“ასეთი მღვდელმთავრი შეგვფერის ჩვენ: წმიდა, უმანკო, გულმართალი, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზედა ამაღლებული” (ებრ. 7:26). “ვინაიდან რჯული აყენებს უძლურ ადამიანებს მღვდელმთავრებად, ხოლო ფიცის სიტყვამ რჯულის შემდგომ დააყენა ძე უკუნისამდე სრულქმნილი.” (ებრ. 7:28). 
Mმე მინდა გითხრათ, რომ უმანკო იესო ქრისტემ ერთხელ და სამუდამოდ ჩამორეცხა ჩვენი ცოდვები თავისი ნათლობის წყლით და თავისი სისხლით ჯვარზე. მან გადაგვარჩინა ყველა ჩვენი ცოდვისგან არა საქმეთა რჯულით, არამედ ყველა ჩვენი ცოდვის აღებით და მათთვის მსჯავრის მიღებით.
გწამთ თუ არა, რომ მან დაგვიხსნა ყველა ცოდვისგან სამუდამო ხსნის მეშვეობით? თუ გწამთ ამისი, გადარჩენილი ხართ. მაგრამ თუ არ გწამთ, ჯერ კიდევ ბევრის სწავლა გჭირდებათ იესოს საუკუნო ხსნის შესახებ.
ნამდვილი რწმენა მოდის წყლისა და სულის სახარებიდან, რომელიც მკაცრად წმინდა წერილზეა დაფუძნებული. იესო ქრისტე, საუკუნო ზეციური მღვდელმთავარი, გახდა ჩვენი საუკუნო მხსნელი თავისი ნათლობის და ჯვარზე სისხლის მეშვეობით.
 

კარგად უნდა გვესმოდეს ჩვენი რწმენის შინაარსი

რას ნიშნავს “გწამდეს იესოსი?”
ეს არის იესოს ნათლობის და მისი ჯვარზე სიკვდილის მიმართ რწმენა.
 
უნდა დავუფიქრდეთ იმას თუ როგორ უნდა გვწამდეს იესოსი მართებული გზით და მტკიცედ დავფუძნდეთ საკუთარ რწმენაში. როგორ უნდა ვიწამოთ იესოსი სწორად? ამის გაკეთება შეგვიძლია იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის სახარების რწმენით. 
სწორი რწმენა არის იესოს შრომის, მისი ნათლობის და სისხლის მიმართ რწმენა, ჩვენი პირადი მცდარი აზრების დაუმატებლად. თქვენ გწამთ? მაგრამ როგორია თქვენი სულიერი მდგომარეობა? ეყრდნობით თუ არა თქვენს საკუთარ საქმეებსა და ძალისხმევას?
ბევრი დრო არ გასულა, რაც იესო ვირწმუნე, მაგრამ დაახლოებით 10 წელიწადი ვწვალობდი ლეგალიზმის გამო. მაგრამ ბოლოს დავიღალე ასეთი ცხოვრებისგან. ახლაც კი არ მსიამოვნებს იმ დროის გახსენება. ჩემი მეუღლე ახლა აქ ზის, ჩემს გვერდით. მან იცის რამდენად საშინელი იყო ჩვენთვის ის დრო. 
კვირა დღეს ვეუბნებოდი, “ძვირფასო, მოდი დღეს მოვილხინოთ.”
“მაგრამ დღეს ხომ კვირაა!”
ის სარეცხსაც კი არ რეცხავდა კვირას. ერთ კვირა დღეს მე შარვალი გამეხა. მაგრამ მან მთხოვა ორშაბათამდე დამეცადა. სინამდვილეში მე თვითონაც დაჟინებით ვითხოვდი ხოლმე შაბათი დღის სწორად დაცვას. მაგრამ ეს ძალზე რთული იყო. კვირა დღეს არასოდეს დაგვისვენია, რადგან იმდენად მძიმე იყო შაბათის სწორი დაცვა. მე ეხლაც მახსოვს ის დღეები. 
ძვირფასო მეგობრებო, იმისათვის რომ ჭეშმარიტად გვწამდეს იესოსი, ჩვენ უნდა ვიწამოთ მისი ნათლობითა და ჯვრის სისხლით ჩვენი ცოდვების გამოსყიდვა. ნამდვილი რწმენა არის იესოს ღვთაებრიობის და მისი ადამიანობის მიმართ რწმენა, ისევე როგორც ყველა მის მიერ ამქვეყნად შესრულებული საქმისა. ჭეშმარიტად ერთგულებს სწამთ მისი ყველა სიტყვის.
რას ნიშნავს “გწამდეს იესოსი?” ესაა მისი ნათლობის და სისხლის რწმენა. რამდენად უბრალოა. ყველაფერი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის რომ ჩავიხედოთ ბიბლიაში და ვიწამოთ სახარება. ყველას სწორად უნდა გვწამდეს.
“გმადლობ, უფალო. ეხლა მე ვხედავ, რომ ეს ჩემი ძალისხმევით არ მომხდარა! ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა (რომ.3:20). ეხლა ყველაფერი გავიგე. ადრე მეგონა, რომ რადგან რჯული კეთილია, რადგან ის ღმერთის მცნება იყო, უნდა მეცადა მისით მეცხოვრა. აქამდე ასე გულმოდგინედ ვცდილობდი, მაგრამ ეხლა ვხედავ, რომ ვცდებოდი როცა ვთვლიდი, რომ რჯულის მიხედვით ცხოვრებას შევძლებდი. ახლა ვხედავ, რომ ვერასოდეს შევძლებ ღმერთის მცნებების დაცვას! ამიტომ, ღმერთის რჯულის მეშვეობით მე ვხვდები, რომ ჩემი გული სავსეა ბოროტი აზრებითა და უკეთურობებით. ახლა მესმის, რომ რჯული მოგვეცა, რათა დაემკვიდრებინა ჩვენში ცოდვის ცოდნა. ო, მადლობა უფალო. მე არასწორად მესმოდა შენი ნება და ისე ძლიერ ვცდილობდი რჯულის დაცვას. ამის მცდელობაც კი ქედმაღლობა იყო ჩემი მხრიდან. მე ვინანიებ. ახლა მე ვიცი, რომ იესო მოინათლა და სისხლი დაღვარა ჩემს გადასარჩენად! მე მჯერა!”
თქვენ გულწრფელად და სპეტაკად უნდა გწამდეთ. უნდა გწამდეთ მხოლოდ ბიბლიის დაწერილი სიტყვის. ეს ერთადერთი გზაა, რომ სრულყოფილად იშვათ ზეციდან.
რა არის გწამდეს იესოსი? რაღაცა, რაც გარკვეული დროის განმავლობაში უნდა ვასრულოთ? ჩვენი რწმენა რელიგიაა, რომლისთვისაც უნდა ვიშრომოთ? ადამიანებმა შექმნეს ღმერთები და იმ ღვთაებათა შესაფერისი რელიგიები. რელიგია არის პროცესი, რომელსაც ადამიანი აწარმოებს თავისი მიზნის – ადამიანური სიკეთის მისაღწევად.
მაშ რწმენა რაღაა? ის ნიშნავს გწამდეს ღმერთის და ენდობოდე მას. ჩვენ ვეყრდნობით იესოს ხსნას და მადლობას ვუხდით ამ კურთხევისათვის. ეს არის ნამდვილი რწმენა. ასეთია განსხვავება რწმენასა და რელიგიას შორის. როგორც კი შეძლებთ ამ ორის გარჩევას, მაშინვე 100 ქულას მიიღებთ რწმენის გაგების საკითხში. 
თეოლოგები, რომლებიც არ არიან ხელახლა შობილნი, გვეუბნებიან, რომ უნდა გვწამდეს იესოსი და ღვთისმოსავად ვცხოვრობდეთ. შეუძლია კი ადამიანს იყოს ერთგული რწმენაში მხოლოდ ღვთისმოსაობის ხარჯზე? რაღათქმა უნდა, ჩვენ კარგი ადამიანები უნდა ვიყოთ. ვინ ცხოვრობს უფრო ღვთისმოსავად, ვიდრე ისინი ჩვენს შორის, ვინც ხელახლა არის შობილი?
მაგრამ საქმე იმაშია, რომ თეოლოგები ამას ცოდვილებს ეუბნებიან. ცოდვილ ადამიანში 12 სახეობის ცოდვა ბუდობს. როგორ უნდა იცხოვროს მან ღვთისმოსავად? ცხადია, გონებით იგი შეიძლება ხვდებოდეს რის გაკეთება მართებს, მაგრამ მის გულს ამის შესრულება არ შეუძლია. როდესაც ცოდვილი ეკლესიიდან გამოდის, ღვთისმოსავი ცხოვრება უბრალო თეორიად იქცევა, და მისი ინსტინქტი მას ისევ ცოდვისაკენ უბიძგებს.
ამიტომ უნდა გადავწყვიტოთ ჩევნს გულებში, ვაპირებთ თუ არა რჯულის მიხედვით ცხოვრებას, თუ ხსნის მიღებას იესოს ნათლობისა და მისი ჯვრის სისხლის რწმენით, ზეციუირი საუკუნო მღვდელმთავრის რწმენით.
გახსოვდეთ, რომ იესო არის ჭეშმარიტი მღვდელმთავარი მორწმუნეთათვის. დაე, ყველამ მივიღოთ ხსნა იესოს ნათლობისა და მისი ჯვრის სისხლის ჭეშმარიტი ხსნის ცოდნით და რწმენით.
 

ხელახლა შობილებს არ ეშინიათ სამყაროს აღსასრულისა
 

რატომ არ ეშინიათ ხელახლა შობილებს სამყაროს აღსასრულისა?
რადგან წყლისა და სულის რწმენა მათ ცოდვისგან იხსნის.
 
როდესაც ხელახლა შობილი ხართ, არ უნდა გეშინოდეთ სამყაროს აღსასრულისა. კორეაში ბევრი ქრისტიანი აცხადებდა, რომ სამყაროს აღსარსული 1992 წლის 28 ოქტომბერს უნდა მოსულიყო. რა მშფოთვარე და საშინელი დღე იქნება ეს, - ამბობდნენ ისინი. მაგრამ ყველა მათი განცხადებები ყალბი აღმოჩნდა. ჭეშმარიტად ხელახლა შობილები ღვთისმოსავად ცხოვრობენ და სახარებას ბოლო წუთამდე ავრცელებენ. როდესაც არ უნდა მოვიდეს ქვეყნიერების აღსასრული, ჩვენ მხოლოდ წყლისა და სულის სახერების ქადაგება გვევალება.
როცა მოვა ნეფე, წყლისა და სულისგან ჭეშმარიტად ხელახლა შობილი ქალწულები შეეგებებიან მას დიდი სიხარულით და იტყვიან, “ო, შენ მოხვედი! ჩემი ხორცი ჯერ კიდევ სუსტია, მაგრამ შენ შემიყვარე და გადამარჩინე ყველა ჩემი ცოდვებისგან. ამიტომ მე აღარა მაქვს ცოდვა გულში. მადლობა უფალო, შენ ჩემი მხსნელი ხარ!”
იესო არის ყველა მართალთა ნეფე. ქორწილი იმართება პირველ რიგში იმის გამო, რომ სიძეს უყვარს საცოლე, არა პირიქით. მე ვიცი, რომ ამ ქვეყნად ზოგჯერ ისეც ხდება, მაგრამ ზეცაში მხოლოდ საქმრო ღებულობს გადაწყვეტილებას იმაზე, მოხდება თუ არა ქორწინება. სწორედ ის ირჩევს რომ დაქორწინდეს, მისი სიყვარულისა და ხსნის საჩუქრის საფუძველზე, საცოლის ღირსებების მიუხედავად. ასე ხდება ქორწინება ზეცაში.
ნეფემ ყველაფერი იცის პატარძლის შესახებ. ვინაიდან მისი საყვარელი ქალწულები ამდენად ცოდვილნი იყვნენ, მან შეიბრალა ისინი და დაიხსნა ყველა მათი ცოდვისგან, როდესაც მოინათლა და სისხლი დაღვარა ჯვარზე.
ჩვენი უფალი იესო არ მოსულა ამქვეყნად, როგორც აარონის შთამომავალი. ის არ მოსულა ამ სოფლად მიწიერი მსხვერპლის მოსატანად. ამის გასაკეთებლად მრავალი ლევიანი, აარონის შთამომავალი არსებობდა.
სინამდვილეში, ძველი აღთქმის მსხვერპლთა უმთავრესი სახე და აჩრდილი იყო სხვა არავინ, თუ არა თვით იესო ქრისტე. ამიტომ, როცა ჭეშმარიტი სახე მოევლინა ამ ქვეყანას, რა მოუვიდა მის აჩრდილს? ის გაუქმდა.
იესოს ამქვეყნად მოსვლის დროს არასოდეს მოუტანია აარონის მსხვერპლთა მსგავსი. მან საკუთარი თავი შეწრირა კაცობრიობას, იმითი რომ მოინათლა და სისხლი დაღვარა ცოდვილთა დასახსნელად. მან დაასრულა ეს ხსნა ჯვარზე.
მათთვის, ვისაც იესოს ნათლობისა და მისი ჯვრის სისხლის სწამთ, ხსნა არ წარმოადგენს რაიმე ბურუსით მოცულ საგანს. იესოს ჩვენი ცოდვები გაუგებარი გზით არ გამოუსყიდია. მან ეს ცხადად გააკეთა. “მე ვარ გზა, ჭეშმარიტყება და სიცოცხლე” (იოანე 14:6). იესო მოვიდა ამქვეყნად და დაგვიხსნა თავისი ნათლობით, სიკვდილით და აღდგომით.
 

ძველი აღთქმა - იესოს აჩრდილი

რა მიზეზით დაარსდა მეორე აღთქმა?
ადრინდელი აღთქმის უძლურებისა და უსარგებლობის გამო.

ძველი აღთქმა არის ახალი აღთქმის აჩრდილი. თუმცა იესოს არასოდეს მოუტანია მსხვერპლი ძველაღთქმისეულ მღვდელთა მსგავსად, მან უკეთესი მღვდლობა გასწია, საუკუნო ზეციური მღვდლობა. ვინაიდან ადამიანები ამ ქვეყნად დაბადებიდანვე ცოდვილნი არიან, ისინი ცოდვაში ვარდებიან და არასოდეს ძალუძთ გამართლება ღმერთის რჯულის მეშვეობით. ამიტომაც ღმერთმა სხვა აღთქმა დასდო.
ჩვენმა ზეციერმა მამამ გამოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე ამ სოფლად და საპასუხოდ გვთხოვა, რომ გვქონოდა მისი ნათლობის, სისხლის და აღდგომის რწმენა. ეს არის ღმერთის მეორე აღთქმა. მეორე აღთქმა მოითხოვს ჩვენგან, რომ გვწამდეს წყლისა და სულის სახარების.
უფალი აღარ ითხოვს ჩვენს კეთილ საქმეებს. ის არ გვეუბნება, თუ როგორ უნდა ვოცხოვროთ იმისათვის რომ გადავრჩეთ. ის მხოლოდ მისი ძის მეშვეობით მოსული ხსნის რწმენას გვთხოვს. უფალი მოითხოვს ჩვენგან, რომ უპირველეს ყოვლისა მისი ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის ვიწამოთ. და ამაზე ჩვენ თანხმობით უნდა ვუპასუხოთ.
ბიბლიაში იუდას სახლი მეფობას ინარჩუნებდა. სოლომონის დრომდე ისრაელის ყველა მეფე იუდას სახლში იბადებოდა. სამეფოს გაყოფის შემდეგაც კი იუდას ტომს სამხრეთი სამეფოს ტახტი ეკავა მის დაცემამდე ჩ.წ.ა.586 წელს. ამიტომ იუდას ხალხი მთელ ისრაელს წარმოადგენდა. ლევიანები სამღვდლოების ტომი იყო. ისრაელის ყოველ ტომს თავისი დანიშნულება ჰქონდა. იუდას ტომს ღმერთმა აღუთქვა მათი რიგებიდან მესიის მოსვლა.
რატომ დასდო ღმერთმა ეს აღთქმა იუდას ტომთან? ამ აღთქმის დადება ნიშნავდა მთელი მსოფლიოს ხალხებთან აღთქმის დადებას, რადგან ისრაელი სიმბოლოზირებდა მთელ კაცობრიობას. იესომ აღასრულა ახალი აღთქმა, რაც იყო კაცობრიობის ხსნა მისი ნათლობის, მისი ჯვარზე სიკვდილის და აღდგომის გზით.
 
 

ადამიანის ცოდვები არ ჩამოირეცხება მონანიებით

 
ადამიანის ცოდვები მონანიებით მოისპობა?
არა.

იერემიას 17:1-ში სწერია, რომ ადამიანის ცოდვები ორ ადგილასაა ჩაწერილი. “იუდას ცოდვა რკინის კალმითაა დაწერილი, ალმასის წვეტითაა ამოჭრილი მათი გულის ფიცარზე და თქვენ სამსხვერპლოთა რქებზე.” ჩვენი ცოდვები ჩვენს გულებშია ჩაწერილი. აქედან ვიცით, რომ ცოდვილები ვართ. სანამ იესოს ირწმუნებს, ადამიანმა არ იცის, რომ ცოდვილია. რატომ? იმიტომ რომ მას არა აქვს გულში ღმერთის რჯული. ამიტომ, როგორც კი ვინმე იწამებს იესოს, ის ხვდება, რომ ცოდვილია ღმერთის წინაშე.
ზოგი ხვდება, რომ ცოდვილია მხოლოდ იესოსადმი რწმენის 10 წლის შემდეგ. “ო, ღმერთო ჩემო! მე ცოდვილი ვარ! მეგონა, რომ დახსნილი ვიყავი, მაგრამ როგორც ჩანს ჯერ კიდევ ცოდვილი ვყოფილვარ!” ამის გათვიცნობიერება მასთან ერთ მშვენიერ დღეს მოდის, როცა საბოლოოდ თავის თავს ისეთს ხედავს, როგორიც სინამდვილეშია. ის ისე ბედნიერი იყო ამ 10 წლის განმავლობაში, მაგრამ უეცრად ჭეშმარიტება იხილა. იცით რატომ? ის მოდის ამ დასკვნამდე იმიტომ რომ საბოლოოდ შეძლო თავისი ცოდვების და უკეთურობების დანახვა ღმერთის რჯულის კუთხიდან. მას იესო 10 წლის განმავლობაში სწამდა ისე რომ არც იყო ხელახლა შობილი.
რადგან თავის გულიდან ცოდვების ამოშლა მას არ შეუძლია, ის ცოდვილად რჩება ღმერთის წინაშე. ამის გასაგებად ზოგს 5 წელი, ზოგს კი 10 წელი სჭირდება. ზოგი ამას ხვდება 30 წლის, ზოგი 50 წლის მერე, ზოგი კი სიცოცხლის ბოლომდე ვერასოდეს გებულობს ამ ჭეშმარიტებას. “ძვირფასო ღმერთო, მე კეთილი ადამიანი ვიყავი, სანამ შენს მცნებებს დავიმახსოვრებდი.” დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგად ვიცავ რჯულს, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ყოველდღე ვცოდავდი. როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, “მე ოდესღაც ვცხოვრობდი რჯულის გარეშე და, როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა, მე კი მოვკვდი.” (რომაელთა 7:9). იესოსადმი რწმენის მიუხედავად მე ცოდვილი ვარ.
ღმერთის სიტყვის მიხედვით ცხოვრებაში თქვენი ცოდვები გიშლით ხელს. ეს ცოდვები თქვენს გულშია ჩაწერილი. რადგან ღმერთი სწერს თქვენს ცოდვებს ამ ადგილას ყოველთვის, როდესაც ლოცვისათვის თავს ხრით, ეს ცოდვები აღმოცენდებიან. “ოპლა! მე ცოდვა ვარ, შენ რომ ჩაიდინე!” 
“მაგრამ მე მოვინანიე ეს ამბავი 2 წლის წინ. ისევ რატომ იჩენ თავს ასე უეცრად? რატომ არ გაუჩინარდი?”
“ოჰ, კარგი ერთი! მე შენს გულში ვარ ჩაწერილი. რაც არ უნდა იფიქრო, შენ ჯერ კიდევ ცოდვილი ხარ.”
“არა! არა!”
ამგვარად, ის ისევ ინანიებს თავის 2 წლის წინ ჩადენილ ცოდვას. “გთხოვ მომიტევე უფალო. მე ისევ ადრე ჩადენილი ცოდვების მიერ ვიტანჯები. მე ვინანიებ მათ, მაგრამ ისინი მაინც ჩემთან არიან. გევედრები მომიტევე, რადგან შევცოდე.”
მაგრამ ქრება კი ეს ცოდვები მონანიებით? ვინაიდან ადამიანის ცოდვები მის გულშია ჩაწერილი, ისინი ვერასოდეს ამოიშლება წყლისა და სულის სახარების გარეშე. მხოლოდ წყლისა და სულის სახარებით შესაძლებელია ნამდვილი გამოსყიდვის მიღება. ჩვენ მხოლოდ იესოს ჭეშმარიტი სახარების მეშვეობით შეგვიძლია გადარჩენა.
 

მე ვიქნები შენი მხსნელი

როგორ ვუპასუხოთ ახალ აღთქმას?
უნდა გვწამდეს მისი მთელი გულით და ვიქადაგოთ ის მთელ მსოფლიოში..
 
ჩვენმა ზეციერმა უფალმა ახალი აღთქმა დაგვიდო. “მე გავხდები თქვენი მხსნელი. მე სრულიად გაგათავისუფლებთ წუთისოფლის ყველა ცოდვისგან წყლისა და სისხლის მეშვეობით. მე ჭეშმარიტად ვაკურთხებ ყველა ჩემს მორწმუნეს.”
გწამთ ღმერთთან დადებული ახალი აღთქმის? ყველა ჩვენი ცოდვისგან დახსნა და ხელახლა შობა შეგვიძლია, როცა გვწამს მისი აღთქმის ჭეშმარიტების და წყლითა და სისხლით მისგან მოსული ხსნისა.
ჩვენ ვერ ვენდობით ექიმს, თუ ის სწორად არ მოგვეპყრობა. ექიმმა ჯერ დიაგნოზი უნდა დაუსვას თავის პაციენტს და შემდეგ შესაბამისი წამალი გამოუწეროს. არსებობს წამლების უამრავი სახეობა, მაგრამ მან ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რომელი აირჩიოს. პაციენტისთვის სწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, არსებობს მრავალი სამედიცინო საშუალება მის განსაკურნავად. მაგრამ მცდარი დიაგნოზის დასმის შემთხვევაში ყველა ის სასარგებლო წამალი ავადმყოფს მხოლოდ უარესად გახდის.
ამის მსგავსად, როდესაც გწამთ იესოსი, თქვენი სულის დიაგნოსტირება უნდა ჩაატაროთ ღმერთის სიტყვის საფუძველზე. როდესაც თქვენს სულებს ღვთის სიტყვის მეშვეობით სინჯავთ, დანამდვილებით შეძლებთ იმის დანახვას, თუ რა მდგომარეობაშია თქვენი სული. სულების მკურნალს შეუძლია გამონაკლისის გარეშე, ყველა ავადმყოფის განკურნება. მათ ყველას შეუძლიათ იშვან ხელახლა.
თუ იტყვით, “არ ვიცი, ვარ თუ არა გამოსყიდული,” ეს იმის აღსანიშნავი იქნება, რომ არ ხართ დახსნილი. თუ პასტორი იესოს ნამდვილი მოწაფეა, მას უნდა შეეძლოს თავის მიმდევრებისთვის ცოდვის პრობლემის გადაჭრა და სულიერი წაძღოლა. მან უნდა შეძლოს თავისი მიმდევრების ნამდვილი სულიერი მდგომარეობის დანახვა. 
იესო მოვიდა ამ ქვეყნად სამყაროს მთელი ცოდვების წარსახოცად. ის მოვიდა, მიიღო ნათლობა და მოკვდა ჯვარზე. ყველა ცოდვები რომ გამოისყიდა, გგონიათ თქვენი ცოდვები გამორჩა? წყლისა და სულის სიტყვა ყველა მორწმუნის ცოდვებს სპობს.
ეს სახარება დინამიტს წააგავს. ის ირგვლივ ყველაფერს აფეთქებს, მაღალი შენობების და მთების ჩათვლით. იესოს შრომა აბსოლუტურია. ის ანადგურებს ყველა იმ ადამიანის ცოდვებს, ვისაც სწამს მისი წყლისა და სულის სახარებით. მოდით დავაკვირდეთ წყლისა და სულის სახარებას როგორიც ის ბიბლიაშია მოცემული.
 
 

ხელდადების სახარება ძველ აღთქმაში


რას ემსახურებოდა ხელდადების რიტუალი ძველ აღთქმაში?
მისი მიზანი იყო ცოდვების გადატანა ცოდვის მსხვერპლზე.

მოდით ვნახოთ გამოსყიდვის სახარების ჭეშმარიტება ლევიანების 1:3-4-ში. “თუ მისი მსხვერპლი სრულადდასაწველია, მაშინ მსხვილფეხა საქონლიდან უნაკლო მოზვერი შესწიროს, საკრებულო კარვის შესავალთან შესწიროს იგი კეთილმოსურნეობით უფლის წინაშე. და დაადოს თავისი ხელი სრულადდასაწველს თავზე, რათა მოიპოვოს მან წყალობა თავის ცოდვათა შესანდობად.”
ეს ნაწყვეტი გვეუბნება, რომ სრულადდასაწველი შესაწირავი საკრებულო კარვის შესასვლელთან უნდა მოეტანათ უფლის წინაშე მსხვერპლის თავზე ხელების დადებით, და ეს მსხვერპლის უნაკლო ცხოველი უნდა ყოფილიყო.
ძველი აღთქმის საუკუნეში ცოდვილი ადამიანი ხელებს ადებდა შესაწირავის თავზე თავისი ყოველდიური ცოდვების გამოსასყიდად. ის კლავდა ცოდვის მსხვერპლს უფლის წინაშე, მღვდელი კი იღებდა სისხლს და სრულადდასაწველის სამსხვერპლოს რქებზე სცხებდა. ამის შემდეგ ის დანარჩენ სისხლს სამსხვერპლოს ძირთან ღვრიდა, რითიც მთავრდებოდა ადამიანის ყოველდღიური ცოდვების შენდობა. 
წლიური ცოდვების განტევების შესახებ დაწერილია ლევიანების 16:6-10-ში, “და შესწიროს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის მსხვეპლად, და ქმნას შენდობა თავის თავზე და თავის სახლზე. და აიყვანოს ორი ვაცი და დააყენოს ისინი უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან. და ყაროს აარონმა ორივე ვაცზე წილი: ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი განტევებისთვის. და შესწირავს აარონი ვაცს, რომელსაც ხვდა წილი უფლისათვის, და შესწიროს იგი ცოდვის მსხვერპლად. და ვაცი, რომელსაც ხვდა წილი განტევებისა, დააყენოს ცოცხლად უფლის წინაშე, რომ შეუნდოს, და გაუშვას განსატევებლად უდაბნოში.” როგორც ბიბლია გვიხსნის, განტევების ვაცი “განდევნას, წარგზავნას” ნიშნავს. ამრიგად წელიწადის ცოდვების გამოსყიდვა მეშვიდე თვის მეათე დღეს ხდებოდა.
ლევიანების 16:29-30-ში დაწერილია, “იყოს ეს თქვენთვის საუკუნო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს, დაიმდაბლედ მარხვით სულნი თქვენნი და არავითარი საქმე არ გააკეთოთ, არც მკვიდრმა და არც თქვენს შორის მცხოვრებმა ხიზანმა. რადგან ამ დღეს შეგინდობთ მღვდელი, რათა შეგინდოთ ყოველი თქვენი ცოდვა უფლის წინაშე შესანდობად.” 
ეს იყო დღე, როდესაც ისრაელიანები წელიწადის ცოდვებს ინანიებდნენ. როგორ ხდებოდა ეს? პირველად, მღვდელმთავარი აარონი უნდა დასწრებულიყო მსხვერპლშეწირვის რიტუალს. ვინ წარმოადგენდა ისრაელის ხალხს? აარონი. ღმერთმა დააყენა აარონი და მისი შთამომავლები მღდელმთავრებად.
აარონი სწირავდა მოზვერს თავისი თავის და ოჯახისათვის. ის კლავდა მოზვერს და შვიდგზის სცხობდა მის სისხლს თავსარქვლის წინ და მის ზემოთ. უპირველეს ყოვლისა მას საკუთარი თავი და ოჯახი უნდა გამოესყიდა.
გამოსყიდვა ნიშნავდა ადამიანის ცოდვების შესაწირავზე გადატანას და მის მაგივრად მოკვლას. კანონით, თვით ცოდვილი ადამიანი უნდა მომკვდარიყო, მაგრამ მას შეეძლო ცოდვების შენდობის მიღება იმითი, რომ ცოდვები მსხვერპლზე გადადიოდა და ის ცოდვილის ნაცვლად ღებულობდა სიკვდილს.
იმის შემდეგ, რაც მისი და ოჯახის ცოდვები მიტევებული იყო, მას ერთი ვაცი მოჰქონდა ღმერთის წინაშე, მეორეს კი, როგორც განტევების ვაცს, ისრაელის ხალხის თვალწინ უდაბნოში უშვებდა.
ერთი ვაცი მოჰქონდათ, როგორც ცოდვისათვის მსხვერპლი. აარონი ხელებს ადებდა ცოდვის მსხვერპლს და აღიარებდა, “ო, ღმერთო, შენმა ხალხმა, ისრაელმა, დაარღვია ათივე მცნება და რჯულის 613-ვე მუხლი. ისრაელიანები ცოდვილნი გახდნენ. ახლა მე ხელებს ვადებ ვაცს ამ წლის ყველა ჩვენი ცოდვების მასზე გადასატანად.”
ის ყელს უჭრიდა ვაცს და შედიოდა სავანეს წმიდაიში მისი სისხლით. შემდეგ ის შვიდჯერ აპკურებდა სისხლის ნაწილს თავსარქველის ზედაპირზე და მის წინ. 
წმიდაის შიგნით აღთქმის კიდობანი იდგა. მასში აღთქმის ორი დაფა ინახებოდა, მანანას ოქროს ქილა და აარონის აყვავებული კვერთხი.
აარონის კვერთხი სიმბოლიზირებს უფლის აღდგომას, აღთქმის ორი ქვის დაფა – მის სამართალს, ხოლო მანანის ოქროს ქილა – მის სიცოცხლის სიტყვას.
აღთქმის, ანუ მოწმობის კიდობანს თავსარქველი ეხურა. სამსხვერპლო სისხლი მის წინაშე შვიდგზის ისხურებოდა. რადგან მღვდელმთავრის სამოსლის კალთებზე ოქროს ეჟვანი (ზარები) იყო მიმაგრებული, ისინი ხმას გამოსცემდნენ, როდესაც ის სისხლს ასხურებდა.
ლევიანების 16:14-15-ში დაწერილია, “და აიღოს მოზვრის სისხლი და მოასხუროს თითით თავსარქველის ზედაპირს აღმოსავლეთიდან, და თავსარქველის წინ მოასხუროს სისხლი შვიდგზის თითით. და დაკლას ვაცი ცოდვის მსხვერპლისა, რომელიც ხალხისთვისაა, და შეიტანოს მისი სისხლი ფარდის მიღმა, და გააკეთოს მისი სისხლით იგივე, რაც გააკეთა მოზვრის სისხლით, და მოასხუროს იმ თავსარქველზე და თავსარქველის წინ.” 
როცა მღვდელი ვაცის სისხლს ასხურებდა, ზარები ხმას გამოსცემდნენ და ყველა ისრაელიანებს, ვინც გარეთ იყო თავმოყრილი, ესმოდათ ზარების ხმა. ვინაიდან მათი ცოდვების შენდობა მღვდელმთავრის მიერ უნდა შასრულებულიყო, ეჟვანის ხმა მათი ცოდვების შენდობას მოასწავებდა. ისრაელის მთელი ხალხისთვის ეს კურთხევის ხმა იყო.
ეჟვანის შვიდგზის შემოკვრას რომ გაიგებდნენ, ამბობდნენ, “ო, რაოდენ შვებას ვგრძნობ; მთელი წლის ცოდვების გამო ვწუხდი, ახლა კი გავთავისუფლდი მათგან.” და ხალხი უბრუნდებოდა თავის ცხოვრებას, მსჯავრისგან თავისუფალი. იმ დროის ზარების ხმას იგივე მნიშვნელობა ჰქონდა, რაც წყლისა და სულისგან ხელახლა შობის კეთილ უწყებას.
როდესაც ჩვენ წყლისა და სულის გამოსყიდვის სახარებას ვისმენთ, მთელი გულით გვწამს იგი და ვაღიარებთ მას ჩვენი ბაგეებით, ამაში მდგომარეობს წყლისა და სულის სახარების მთელი დედაარსი. ეჟვანის შვიდგზის დაკვრისას ისრაელიანთა მთელი წლის ცოდვები იწმინდებოდა. ღმერთის წინაშე მათი ცოდვები ქრებოდა.
ისრაელის ხალხისთვის ვაცის შეწირვის შემდეგ მღვდელმთავარი იღებდა მეორე ვაცს და სავანეს გარეთ შეკრებილ ხალხთან გამოდიოდა. მათ თვალწინ მღვდელმთავარი აარონი მეორე ვაცს თავზე ხელებს ადებდა.
ლევიანთა 16:21-22, “და დაადებს აარონი თავის ორივე ხელს ცოცხალ ვაცს თავზე, და აღიარებს მასზე ისრაელიანთა ყოველ უკანონობას და მათ ყოველ დანაშაულს და მათ ყოველ ცოდვას, და დადებს მათ ცოცხალი ვაცის თავზე, და წარგზავნის საგანგებო კაცით უდაბნოში.” 
მღვდელმთავარი აარონი ხელს ადებდა მეორე ვაცის (განტევების ვაცის) თავს და აღიარებდა ღმერთის წინაშე ისრაელიანთა მთელი წლის ცოდვებს. “ო, უფალო, ისრაელის ხალხმა შესცოდა შენს წინაშე. ჩვენ დავარღვიეთ ათი მცნება და შენი რჯულის 613–ვე მუხლი. ო, ღმერთო, მე გადამაქვს ისრაელიანთა მთელი წლის ცოდვები ამ ვაცზე.”
იერემიას 17:1-ის თანახმად, ცოდვები ორ ადგილასაა ჩაწერილი. ერთია საქმეთა წიგნი, მეორე კი მათი გულების ფიცრები.
ამიტომ თუ ადამიანებს თავიანთი ცოდვების გამოსყიდვა სურთ, ისინი საქმეთა წიგნიდან და მათი გულების ფიცრებიდან უნდა იქნას ამოშლილი. გამოსყიდვის დღესასწაულზე ერთი ვაცი სასამართლო წიგნში ჩაწერილი ცოდვებისთვის იყო მოტანილი, ხოლო მეორე – იმ ცოდვებისთვის, რომელიც მათი გულების ფიცრებზე იყო ამოტვიფრული.

რა დაანახა ღმერთმა ისრაელის ხალხს ძველი აღთქმის სამსხვერპლო სისტემით?
რომ მოვიდოდა მხსნელი და ერთხელ და სამუდამოდ ამოშლიდა მათ ცოდვებს ყველაზე მართებული გზით.

ვაცის თავზე ხელების დადებით მღვდელმთავარი აჩვენებდა ხალხს, რომ მათი წლიური ციდვები ვაცზე გადავიდა. როდესაც ეს ცოდვები ვაცის თავზე გადადიოდა, საგანგებო კაცს ვაცი უდაბნოში მიყავდა.
პალესტინა უდაბნოების ქვეყანაა. ვაცი, რომელსაც ისრაელიანთა წლის ყველა ცოდვები მიჰქონდა, სპეციალურად დანიშნული ადამიანის მიერ უწყლო და უბალახო უდაბნოში მიყავდათ. ხალხი იდგა და თვალს აყოლებდა უდაბნოში მიმავალ ვაცს.
ისინი გულში ამბობდნენ, “მე უნდა მოვმკვდარიყავი, მაგრამ ჩემს მაგივრად ჩემი ცოდვებისთვის ვაცი კვდება. მადლობა ვაცო, შენი სიკვდილი ნიშნავს, რომ მე ცოცხალი ვრჩები.” ვაცი შორს უდაბნოში მიყავდათ და ისრაელიანებს წლის ყველა ცოდვები ეპატიებოდათ.
როდესაც თქვენი გულის ცოდვა ცოდვის მსხვერპლზე გადადის, თქვენ განწმენდილი ხდებით. ეს ამდენად უბრალოა. ჭეშმარიტება ყოველთვისაა მარტივი, როცა ჩვენ ვგებულობ მას.
ვაცი უჩინარდებოდა ჰორიზონტის მიღმა. მისი გაშვების მერე საგანგებო კაცი მარტო ბრუნდებოდა. ისრაელიანთა მთელი წლის ცოდვები გამქრალიყო. ვაცი უწყლო და უბალახო უდაბნოში ხეტიალის შემდეგ კვდებოდა თავზე ისრაელიანთა მთელი წლის ცოდვებით.
ცოდვის საზღაური სიკვდილია და ღმერთის სამართლიანობა სრულდებოდა. ღმერთი სწირავდა ვაცს იმისთვის, რომ ისრაელიანებს სიცოცხლე შენარჩუნებოდათ. ყველა ცოდვა, რომელიც მათ წლის განმავლობაში ჰქონდათ ჩადენილი, სრულიად იწმინდებოდა.
მაშინ როდესაც ძველი აღთქმის ხანაში ყოველდღიური და მთელი წლის ცოდვები ამგვარად ნადგურდებოდა, ღმერთის აღთქმის მიხედვით ჩვენი ცოდვების მსგავსი შენდობაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მომხდარიყო. მისი აღთქმის თანახმად მას მესია უნდა გამოეგზავნა და გავენთავისუფლებინეთ მთელი ჩვენი სიცოცხლის ცოდვებისგან. ეს აღთქმა იესოს ნათლობის მეშვეობით შესრულდა.4
 

წყლისა და სულისგან ხელახლა შობა ახალ აღთქმაში

რატომ მოინათლა იესო იოანე ნათლოსმცემლის მიერ?
რათა აღესრულებინა მთელი სიმართლე სამყაროს ყველა ცოდვის აღებით. იესოს ნათლობა ახალ აღთქმაში უდრის ხელდადებას ძველ აღთქმაში.

მოდით წავიკითხოთ მათეს 3:13-15. “მაშინ გალილეიდან იორდანეზე მოვიდა იესო იოანესთან, რათა მის მიერ მონათლულიყო. ხოლო იოანე აკავებდა და ეუბნებოდა: “მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?” მიუგო იესომ და უთხრა მას: “ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება” მაშინ მიუშვა იგი.”
იესო მოვიდა იორდანეს მდინარეზე, მონათლულ იქნა იოანე ნათლისმცემლის მიერ და ამით აღასრულა მთელი სიმართლე. ის მოინათლა იოანეს მიერ. იოანე იყო უდიდესი დედაკაცთაგან ნაშობთა შორის.
მათეს 11:11-12 ამბობს, “დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია. იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე სასუფეველლი ძალისხმევით იღება და ძალისხმეველნი წარიტაცებენ მას.” 
იოანე ნათლისმცემელი ღმერთის მიერ იყო არჩეული, როგორც კაცობრიობის წარმომადგენელი და წარიგზავნა ქრისტემდე 6 თვით ადრე. ის იყო აარონის შთამომავალი და უკანასკნელი მღვდელმთავარი.
როდესაც იესო მიუახლოვდა მას, იოანე ნათლისმცემელმა თქვა, “მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?”
“ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.” მისი მიზანი იყო კაცობრიობის გათავისუფლება ცოდვისგან, რათა ღმერთის შვილები გამხდარიყვნენ. იესომ უთხრა იოანეს, “ჩვენ უნდა აღვასრულოთ წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარება. ამიტომ მომნათლე ახლა”.
იოანემ მონათლა იესო. იესოსთვის მართებული იყო, რომ მონათლულიყო და წაეღო წუთისოფლის ყველა ცოდვა. რადგან ის ყველაზე მართებული გზით იქნა მონათლული, ჩვენ სრულყოფილად ვიყავით დახსნილი ყველა ჩვენი ცოდვებისგან. იესო მოინათლა იმისთვის, რომ ყველა ჩვენი ცოდვა მასზე გადასულიყო.
იესო მოევლინა ქვეყანას და მოინათლა 30 წლის ასაკში. ეს იყო მისი პირველი მსახურება. იესომ აღასრულა მთელი სიმართლე სამყაროს ყველა ცოდვის განადგურებით, რითაც ყველა ადამიანი განწმინდა.
იესო მოვიდა წუთისოფელში და მოინათლა ყველაზე მართებული გზით, რათა ყველა ცოდვგისგან გადავერჩინეთ. “ვინაიდან ასე” აღსრულდა მთელი სიმართლე.
ღმერთმა თქვა, “ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე” (მათე 3:17). იესო ქრისტემ იცოდა, რომ მას კაცობრიობის ყველა ცოდვა უნდა აეღო და ჯვარზე დაეღვარა სისხლი, მაგრამ დაემორჩილა მამამისის ნებას და თქვა, “არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ” (მათე 26:39). მამა ზეციერის ნება იყო კაცობრიობის ყველა ცოდვის ამოშლა და ამგვარად წუთისოფლის ხალხისთვის ხსნის მიცემა.
ამიტომ იესო, მორჩილი ძე, დაემორჩილა მამამისის ნებას და მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ.
იოანეს 1:29-ში ნათქვამია, “მეორე დღეს იხილა მან მისკენ მომავალი იესო და თქვა: ‘აჰა, ღვთის კრავი, რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა.’” იესომ აიღო მთელი ცოდვა და სისხლით დაიცალა გოლგოთაზე. “აჰა, ღვთის კრავი, რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა,”- დაამოწმა იოანე ნათლისმცემელმა.
თქვენ გაქვთ ცოდვა? მართალი ადამიანი ხართ თუ ცოდვილი? სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ იესომ წაიღო ქვეყნიერების ცოდვა და ჯვარს ეცვა ჩვენთვის.

როდის გადავიდა ყველა ცოდვილის ცოდვები იესოზე?
იესომ აიღო ჩვენი ცოდვები, როდესაც მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ იორდანეზე.

ამქვეყნად დაბადების შემდეგ ჩვენ 1 წლიდან 10 წლამდე ასაკშიც კი ვცოდავთ. ასევე ვცოდავთ 11 წლიდან 20 წლამდე. ცოდვები, რომლებსაც ჩვენ ჩავდივართ ჩვენს გულებში და ჩვენს საქმეებში, - მან ყველა ეს ცოდვა წაიღო.
ჩვენ ასევე ვცოდავთ 21 წლიდან 45-მდე. მან ყველა ეს ცოდვაც აიღო. მან აიღო სამყაროს ყველა ცოდვა და ეცვა ჯვარს. ჩვენ დაბადების დღიდან სიკვდილამდე ვცოდავთ. მაგრამ მან ყველა ეს ცოდვები მოგვაშორა.
“აჰა, ღვთის კრავი, რომელმაც აიღო წუთისოფლის ცოდვა!” მთელი ცოდვა, ადამიდან დაწყებული, ამქვეყნად დაბადებულ ბოლო ადამიანამდე – როდესაც არ უნდა მოხდეს ეს – მან ის ყველა აიღო. მას არ აურჩევია, ვის ცოდვებს აიღებდა, ვისას კი არა.
მას არ გადაუწყვეტია მხოლოდ ზოგიერთი ჩვენგანის შეყვარება. ის მოვიდა ხორციელად და იტვირთა ქვეყნიერების ყველა ცოდვა და ეცვა ჯვარს. მან ყველა ჩვენთაგანის მაგივრად მიიღო მსჯავრი და სამუდამოდ ამოშალა სამყაროს ცოდვები. 
არავინ იყო გამორიცხული მისი ხსნიდან. “წუთისოფლის ყველა ცოდვა” ჩვენს ცოდვასაც მოიცავს. იესომ ის ყველა აიღო.
თავისი ნათლობით და სისხლით მან განწმინდა სამყაროს ყველა ცოდვა. მან ისინი მთლიანად აიღო თავის ნათლობაში და ამ ცოდვებისთვის ჯვარზე დაისაჯა. ვიდრე ჯვარზე მოკვდებოდა, იესომ თქვა, “აღსრულდა” (იოანე 19:30), რაც ნიშნავდა, რომ კაცობრიობის ხსნა დასრულებული იყო.
რატომ ეცვა ჯვარს იესო? იმიტომ რომ ხორციელის სიცოცხლე მის სისხლშია და სისხლით მიიღწევა შენდობა ადამიანისა (ლევ.17:11). რისთვის უნდა მონათლულიყო იესო? იმისთვის, რომ მას უნდოდა სამყაროს ყველა ცოდვის აღება.
“ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი წერილის აღსასრულებლად, თქვა: “მწყურია!”” (იოანე 19:28) იესო მოკვდა იმის ცოდნით, რომ ღმერთის ყველა ძველაღთქმისეული აღთქმა აღსრულდა მისი იორდანეზე ნათლობით და ჯვარზე სიკვდილით.
იესომ იცოდა, რომ მის მეშვეობით მოხდა გამოსყიდვა და თქვა, “აღსრულდა.” ის მოკვდა ჯვარზე. მან გაგვწმინდა ჩვენ, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და ავიდა ზეცაში, სადაც ის ამჟამად ღმერთის მარჯვნივ ზის.
იესოს ნათლობითა და ჯვარზე სიკვდილით ყველა ცოდვის ჩამორეცხვა წარმოადგენს წყლისა და სულისგან ხელახლა შობის კურთხეულ სახარებას. გწამდეთ მისი და მიიღებთ ყველა თქვენი ცოდვების პატიებას.
ჩვენ ვერ გამოვისყიდით საკუთარ ცოდვებს ყოველდღიური მონანიების ლოცვებით. გამოსყიდვა მოგვეცა ერთხელ და სამუდამოდ მხოლოდ იესოს ნათლობის და ჯვარზე მისი სიკვდილის მეშვეობით. “ხოლო, სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირავი მათთვის” (ებრ. 10:18).  
 
ღმერთის რჯულის დანიშნულება

შეგვიძლია რჯულის მეშვეობით განვიწმინდოთ?
არა. რჯული მხოლოდ ჩვენს ცოდვებს გვაგებინებს..

ებრაელთა 10:9-ში, დაწერილია, “მაშინ დასძინა: “აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო”. ის აუქმებს პირველს რათა დაადგინოს მეორე.” რჯულის მეშვეობით განწმენდა შეუძლებელია. ის ჩვენ მხოლოდ ცოდვილებად გვხდის. ღმერთს არ განუზრახია ჩვენთვის, რომ რჯულით გვეცხოვრა.
რომაელთა 3:20 ამბობს, “ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა.” ღმერთმა მისცა ისრაელიანებს რჯული მოსეს მეშვეობით იმის შემდეგ, რაც 430 წელმა განვლო აბრაამის მიერ აღთქმის მიღების დღიდან. მან მისცა ხალხს რჯული, რათა ცოდნოდათ, თუ რას ნიშნავს ცოდვა ღმერთის წინაშე. ღმერთის რჯულის უქონლობის შემთხვევაში კაცობრიობას არ ექნებოდა ცოდვის შემეცნება. ღმერთმა მოგვცა რჯული იმისთვის, რომ ცოდვის გაგება მიგვეღო.
ამიტომ რჯულის ერთადერთი მიზანი იყო ყველა ჩვენთაგანის ღმერთის წინაშე ცოდვილობის ჩვენება. ამ ცოდნის მეშვეობით ჩვენ იესოსთან უნდა დავბრუნებულიყავით წყლისა და სულის ხელახლა შობის კურთხეული სახარების რწმენით. ეს იყო ღმერთის მიერ ჩვენთვის მოცემული რჯულის დანიშნულება.
 

უფალი მოვიდა ღმერთის ნების შესასრულებლად

რის გაკეთება გვმართებს ღვთის წინაშე?
უნდა გვწამდეს ღმერთის გამოსყიდვის იესოს მეშვეობით.

“‘აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო’. ის აუქმებს პირველს რათა დაადგინოს მეორე.” (ებრ. 10:9). ვინაიდან რჯულის მეშვეობით განწმენდას ვერ შევძლებდით, ღმერთმა რჯულით კი არ დაგვიხსნა, არამედ თავისი სრულყოფილი გამოსყიდვით. ღმერთმა გადაგვარჩინა თავისი სიყვარულის და სამართლიანიბის გზით. 
“ამ ნებით ვართ ჩვენ განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის ედრთგზის შეწირვით. და ყოველი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და მრავალგზის სწირავს იმავე მსხვერპლთ, რომელთაც არასოდეს არ ძალუძთ ცოდვების მოსპობა.” (ებრ. 10:10-12). 
ის დაჯდა ღვთის მარჯვნივ, რადგან მისი გამოსყიდვის შრომა შესრულდა და მისთვის მეტი არაფრის გაკეთება აღარ იყო დარჩენილი. ჩვენს გადასარჩენად ის აღარასოდეს არც მოინათლება და არც ჯვარს ეცმევა.
ახლა კი, როდესაც სამყაროს ყველა ცოდვა წარიხოცა, ერთადერთი, რაც მას დარჩენია იყო რომ მიეცა საუკუნო სიცოცხლე მისი მორწმუნეებისთვის. ამჟამად ის თავის სულით აღნიშნავს იმათ, ვისაც წყლისა და სულის ხსნისა სწამს.
იესო მოვიდა ამქვეყნად, წაიღო ქვეყნიერების ყველა ცოდვა და მოკვდა ჯვარზე, რითაც თავისი შრომა დაასრულა. ახლა, როდესაც უფლის საქმე დასრულებულია, ის დაბრძანებულია ღვთის მარჯვნივ.
უნდა გვწამდეს, რომ უფალმა იესომ სამუდამოდ დაგვიხსნა ცოდვისგან. მან ჩვენ სამუდამოდ სრულყოფილები გაგვხადა თავის ნათლობითა და სისხლით.
ახლა კი ყველაფერი, რაც მოგვეთხოვება არის რომ გვწამდეს იესოს ნათლობის და მისი ჯვარცმის მეშვეობით მოსული გამოსყიდვის. იწამეთ და გადარჩებით.
რომაელთა 5:1-2 ამბობს, “და რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მეშვეობითაც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი იმ მადლთან, რომელშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების სასოებით.” 
არ არსებობს გამართლების სხვა გზა, გარდა წყლისა და სულისგან ხელახლა შობის კურთხეული სახარების რწმენისა.
 

ისინი, ვინც ღმერთის მტრები ხდებიან

ვინ არიან ღმერთის მტრები?
ვისაც სწამთ იესო, მაგრამ ცოდვა აქვთ გულში.

ებრაელთა 10:12-13-ში უფალი ამბობს, “მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. მას შემდეგ კი ელის, სანამ მისი მტრები მის ფერხთა კვარცხლბეკად იქცევიან.” მან თქვა, რომ განსჯის დღემდე მოიცდის მათი ბედის გადაწყვეტას.
მისი მტრები ისევ ამობენ, “ღმერთო, გეთაყვა მაპატიე ცოდვები.” სატანას და მის მიმდევრებს არ სწამთ წყლისა და სულის სახარების და ისევ და ისევ პატიებას გამოსთხოვენ ღმერთს.
ჩვენი უფალი ღმერთი მათ ახლა არ გაასამართლებს. მაგრამ იესოს მეორედ მოსვლისას მათ განსჯიან და სამუდამოდ ჩააგდებენ ჯოჯოხეთში. ღმერთი უთმენს იმ დღემდე იმის იმედით, რომ მოინანიებენ და გამართლდებიან გამოსყიდვის მეშვეობით.
ჩვენმა უფამლა იესომ წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა და მოკვდა ჩვენთვის, მის მორწმუნეთათვის. იესო როდესღაც მეორედ გამოჩნდება ყველა მისი მორწმუნის გადასარჩენად. “ო, მალე მოდი ჩვენთან უფალო!” ის მეორედ მოვა უცოდველთა წასაყვანად, რათა მუდამ მასთან ერთად იცხოვრონ ცათა სასუფეველში.
მათთვის, ვინც დაჟინებით იმეორებს, რომ ცოდვილია, უფლის მოსვლის ჟამს ზეცაში ადგილი ვერ მოიძებნება. უკანასკნელ დღეს მათ გაასამართლებენ და ჩააგდებენ ჯოჯოხეთის ცეცხლში. ეს სასჯელი ელოდება იმათ, ვინც უარს ამბობს წყლისა და სულისგან ხელახლა შობის რწმენაზე.
ჩვენი უფალი იესო უყურებს სიცრუის მორწმუნეებს, როგორც თავის მტრებს. სწორედ ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ ამ სიცრუის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ უნდა გვწამდეს წყლისა და სულისგან ხელახლა შობის კურთხეული სახარების.
 

უნდა გვწამდეს წყლისა და სულის სახარების

გვჭირდება ჩვენი ცოდვების გამოსყიდვა ეხლა, როცა ყველა ჩვენი ვალი (ცოდვა) სრულიად იქნა გადახდილი?
არა, ეს სრულებით არ არის საჭირო.

ებრაელთა 10:15-16 ამბობს, “სულიწმიდაც გვიმოწმებს ჩვენ, ვინაიდან ნათქვამია: ‘აჰა, აღთქმა, რომელსაც ვუანდერძებ მათ იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი, მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებს და ჩავწერ მათ გონებაში.’” 
ყველა ჩვენი ცოდვის ამოშლის შემდეგ მან თქვა, “აჰა, აღთქმა, რომელსაც ვუანდერძებ მათ.” რა არის აღთქმა? “მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებს და ჩავწერ მათ გონებაში.” თავიდან ჩვენ ღმერთის რჯულის მიხედვით ლეგალისტურ ცხოვრებას ვცდილობდით, მაგრამ რჯულით ვერ გადავრჩებოდით.
მოგვიანებით გავიგეთ, რომ იესომ უკვე დაგვიხსნა ისინი, ვისაც გულით გვწამს წყლისა და სულის ხელახლა შობის კურთხეული სახარება. ყველა, ვისაც სწამს იესოს ნათლობისა და სისხლის, არის გადარჩენილი.
იესო არის ხსნის უფალი. “არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით” (საქმ. 4:12). იესო მოვიდა ამ სოფლად, როგორც ჩვენი მაცხოვარი. ვინაიდან ჩვენ ვერ გადავრჩებოდით ჩვენი საქმეებით, იესომ დაგვიხსნა და ჩაწერა ჩვენი გულების ფიცრებზე თავისი სიყვარულის და ხსნის რჯულით გადარჩენა. 
““ცოდვებსა და ურჯულოებას აღარ გავუხსენებ” ხოლო, სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირავი მათთვის.” (ებრ. 10:17-18). 
ახლა მას აღარ ახსოვს ჩვენი ურჯულოებანი. ახლა, როდესაც მან ჩვენი ცოდვები წაიღო, ჩვენ, მორწმუნეებს, აღარა გვაქვს რაიმე ცოდვები, რომლებისთვის მიტევება უნდა გვჭირდებოდეს. ჩვენი ვალი სრულყოფილად იქნა გადახდილი და აღარაფერი დარჩა გადასახდელი. ადამიანები გადარჩებიან იესოს მსახურებისადმი რწმენით, რომელმაც დაგვიხსნა თავისი ნათლობით და ჯვარზე დაღვრილი სისხლით.
ახლა ყველაფერი, რაც მოგვეთხოვება, არის გვწამდეს იესოს წყლისა და სისხლის. “შეიცნობთ ჭეშმარიტებას, და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ” (იოანე 8:32). გწამდეთ იესოს ხსნისა. გამოსყიდვის მიღება სუნთქვაზე უფრო ადვილია. ყველაფერი რაც მოგეთხოვებათ არის გწამდეთ ჭეშმარიტების, როგორიც ის სინამდვილეშია. ხსნა უბრალოდ ღმერთის სიტყვისადმი რწმენაა.
გწამდეთ, რომ იესო არის ჩვენი მხსნელი (გწამდეთ იესოს ნათლობის და მისი ჯვარზე სიკვდილის), და გჯეროდეთ, რომ ხსნა თქვენ გეკუთვნით. უკუაგდეთ თქვენი პირადული აზრები და იწამეთ იესოს ხსნა. მე ვლოცულობ, რომ თქვენ ნამდვილად ირწმუნოთ იესო და მზხად იყოთ მასთან ერთად საუკუნო სიცოცხლეში შესვლისთვის.