(მათე 3:13-17)“მაშინ გალილეიდან იორდანეზე მოვიდა იესო იოანესთან, რათა მის მიერ მონათლულიყო. ხოლო იოანე აკავებდა და ეუბნებოდა: “მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?” მიუგო იესომ და უთხრა მას: “ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.” მაშინ მიუშვა იგი. ნათელღებული იესო მყისვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: “ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.””
იოანე ნათლისმცემლის ნათლობა
რა არის მონანიება?
ცოდვილი ცხოვრებისგან მოტრიალება და იესოსადმი რწმენა ჩვენს განსაწმენდელად.
ბევრისთვის უცნობია, თუ რატომ მოევლინა იესო წუთისოფელს და რატომ მიიღო ნათლობა იოანე ნათლისმცემლისგან. ამიტომ მოდით ვისაუბროთ იესოს ნათლობის დანიშნულებაზე და იოანე ნათლისმცემელზე, რომელმაც მონათლა იგი.
პირველ რიგში უნდა დავუფიქრდეთ იმას, თუ რატომ ნათლავდა იოანე იორდანეს მდინარეზე. მათეს 3:1-12-ში ახსნილია, რომ იოანე ნათლისმცემელი ნათლავდა ხალხს, რათა მათი ცოდვების აღიარებით და უკეთურობისგან მოტრიალებით ისევ ღმერთთან დაებრუნებინა.
“მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად” (მუხლი 11), და “ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები” (მუხლი3). იოანე ნათლისმცემელი, აქლემის ბეწვით შემოსილი და ქამარზე დამაგრებული კალიების შეკვრით, ღაღადებდა უდაბნოში და ქადაგებდა მონანიების ნათლობას ცოდვათა მისატავებლად.
ის მიმართავდა ხალხს, “მოინანიეთ, კაცობრიობის მხსნელი მოსულია. მოამზადეთ გზა მის შესახვედრათ, სწორი გახადეთ მისი ხსნის ბილიკები. შეწყვიტეთ ურჯულოთა ღმერთების თაყვანისცემა და მიიღეთ უფალი თქვენს გულში.”
დაებრუნებინა რისგან? კერპების თაყვანისცემისგან და ცოდვილი ცხოვრების სხვა უკეთური საქმეებისგან. მაშ, რა უნდა გავაკეთოთ? უნდა მოვინათლოთ იესოში ჩვენს განსაწმენდელად. იოანე ნათლისმცემელ.ი ღაღადებდა, “მოინათლეთ ჩემგან, განიბანეთ თქვენი ცოდვები. მაცხოვარი, თქვენი მესია, მოსულია წუთისოფელში. ის წაიღებს ყველა თქვენს ცოდვას ძველაღთქმისეული კრავის მსგავსად და ჩამორეცხავს ყველა თქვენს ცოდვას.”
ძველ აღთქმაში ყოველდღიური ცოდვები მსხვერპლზე ხელდადების გზით გადადიოდა. ისრაელის მთელი წლის ცოდვებიც გადადიოდა ვაცზე მღვდელმთავრის ხელდადებით გამოსყიდვის დღეს, რომელიც ყოველი წლის მეშვიდე თვის მეათე დღეზე მოდიოდა. (ლევიანების 16:29-31).
ამის მსგავსად, კაცობრიობის ყველა ცოდვები ერთიანად უნდა გადასულიყო იესოზე ნათლობისას, რათა მის მიერ განადგურებულიყო. ამიტომ იოანე მოუწოდებდა ხალხს იესოსთან დაბრუნებისკენ და მონათვლისაკენ.
იოანეს ნათლობის უპირველესი მნიშვნელობა იყო ისრაელის ხალხის მონანიება და მათი დაბრუნება იესოსთან, რომელიც მოგვიანებით უნდა მოსულიყო. მონანიება ნიშნავს ცოდვილი ცხოვრებისგან მოტრიალებას და მესიის რწმენას ყველა ცოდვის მისატევებლად.
ისრაელის ხალხს მათი ცოდვების განსაწმენდელად მოსული მესიის იმედით შეეძლო გამოსყიდვის მოპოვება. ჩვენც ასევე ვღებულობთ გამოსყიდვას იესოს რწმენით, რომელიც მოვიდა 2000 წლის წინ და წაშალა წუთისოფლის ყველა ცოდვა. მაგრამ ძველი აღთქმის ისრაელის ხალხმა მიატოვა ღმერთის რჯული, მოჰქონდათ უწესო მსხვერპლი და დაივიწყეს მესია.
ვინაიდან იოანე ნათლისმცემელს უნდა შეეხსენებინა ერისთვის ღვთის რჯულის და მოსალოდნელი მესიის შესახებ, მან დაიწყო ხალხის მონათვლა და ბოლოს იესოც მონათლა იორდანეს მდინარეზე.
მრავალი ადამიანი მოდიოდა იოანესთან და ინათლებოდა, კერპთა თაყვანისცემის და ღმერთის რჯულის მიტოვებისთვის მონანიებით. კანონიერი შესაწირავი მოიცავს სამ აუცილებელ ელემენტს – ცოცხალ ცხოველს, ხელდადებას და მის სისხლს. მსოფლიოს ყველა ადამიანი დახსნილია იესოსადმი რწმენით.
როდესაც ფარისევლები და სადუკევლები მოსანათლავად მოდიოდნენ, იოანემ შესძახა მათ, “იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალ რისხვას გაქცეოდით? მაშ, შექმენით მონანიების ღირსი ნაყოფი და ნუ იფიქრებთ, თქვათ თქვენთვის: ჩვენ მამად აბრაამი გვყავსო.” (მათე 3:7-9).
ამ ფარისევლებს და სადუკევლებს, პოლიტიკოსთა და კერპთაყვანისმცემთა ჯგუფებს, ეგონათ, რომ ღმერთის ხალხი არიან, იმის მიუხედავად, რომ არ სწამდათ ღვთის სიტყვის. მათ სხვა ღმერთების და საკუთარი მრუდე აზრების სწამდათ.
როდესაც ისინი მოსანათლად იოანე ნათლისმცემელთან მივიდნენ, მან უთხრა, “ნუ მოგაქვთ ცრუ შესაწირავი, არამედ ზურგი აქციეთ ცოდვას და იწამეთ, რომ მოვა მესია და ჩამორეცხავს თქვენს ცოდვებს. ამისი თქვენი გულით უნდა იწამოთ”.
მონანიება ნიშნავს მცდარი გზიდან მოტრიალებას. ჭეშმარიტი მონანიება - ცოდვისთვის და ცრუ რწმენისთვის ზურგის მიქცევა და იესოსთან დაბრუნებაა. ეს ნიშნავს გწამდეს მისი ნათლობის და ჯვარზე მიღებული მსჯავრის გამო მოსული გამოსყიდვის.
ასე ღაღადებდა იოანე ნათლისმცემელი ისრაელის ხალხის წინაშე, რომლებმაც მიატოვეს ღმერთის რჯული და სამსხვერპლო სისტემა, რათა ღმერთისკენ დაებრუნებინა გზააცდენილები. იოანეს როლი ხალხის იესოსაკენ დაბრუნებაში მდგომარეობდა, რათა ეწამათ მისი და გადარჩენილიყვნენ ყველა თავისი ცოდვისგან.
გწამთ იესოს ნათლობაში არსებული გამოსყიდვის?
რის გაკეთება მართებთ ადამიანებს იესოს წინაშე?
მათ უნდა იწამონ მისი, რათა გადარჩნენ ყველა თავისი ცოდვისგან.
პირველი, რაც გააკეთა იესომ თავისი საყოველთაო მსახურების დასაწყისში, იყო მისი მონათვლა იოანე ნათლისმცემელთან. ასეთი გზით მასზე წუთისოფლის მთელი ცოდვა გადავიდა.
ამიტომ ისევე, როგორც იესოს სამართლაინი შრომა წუთისოფლის ყველა ცოდვის წარსახოცად, იესოს ნათლობა წარმოადგენდა ღმერთის მიერ კაცობრიობის გადარჩენის დასაწყისს. ღმერთი იხსნის ყველას, ვისაც სწამს, რომ იესომ წაიღო სამყარის ყველა ცოდვა თავისი ნათლობით.
იესოს ამ ქვეყნად მოსვლით და იოანესთან მოინათლვლით დაიწყო ზეციური სასუფევლის სახარება. მისი ნათლობისას გაიხსნა ზეცა, როგორც მათეს 3:15-შია აღწერილი, რაც იყო გამოსყიდვის შესაწირავის მოტანის მსაგვსი, როგორც ძველი აღთქმის ლევიანების 1:1-5, 4:27-31-შია ნაჩვენები.
ყოველივეს ძველ აღთქმაში აქვს თავისი ორეული ახალ აღთქმაში, და პირიქით. “მოძებნეთ უფლის წიგნში და წაიკითხეთ: არც ერთი მათგანი არ დააკლდება, არც მოისაკლისებენ ერთმანეთს.” (ესაია 34:16).
ორივე აღთქმა ლაპარაკობს ყველა ადამიანის ცოდვათა შენდობის შესახებ
ყოველდღე უნდა ვინანიოთ ჩვენი ცოდვები?
არა. ჭეშმარიტი მონანიება ნიშნავს ყველა ცოდვების აღიარებას და მოტრიალებას იესოს ნათლობისკენ გამოსყიდვის მისაღებად.
ძველ აღთქმაში დღის ცოდვები გადადიოდა ცოდვის მსხვერპლზე ხელდადების მეშვეობით. ამის შემდეგ მსხვერპლის სისხლი იღვრებოდა და ის სამსჯავროს ღებულობდა ცოდვილი ადამიანის ნაცვლად. ხოლო მთელი წლის დაგროვილი ცოდვები ასევე ცოდვის მსხერპლზე ხელდადებით გადაჰქონდათ, რათა მთელ ხალხს ამ წლის ცოდვებისთვის შენდობა მიეღო.
ახალ აღთქმაში ზუსტად ამის მსგავსად, იესო ქრისტე მოვიდა და მონათლულ იქნა იორდანეზე მთელი კაცობრიობის ცოდვების წასაღებად. ასე აღსრულდა ძველ აღთქმაში ნაწინასწარმეტყველი ღმერთის სიტყვა.
იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც იესო მონათლა, იყო ღვთის მსახური, იესომდე 6 თვით ადრე წარგზავნილი. მან დაამოწმა, რომ იესომ წაიღო წუთისოფლის ყველა ცოდვა, როდესაც თქვა იოანეს 1:29-ში, “აჰა, უფლის კრავი, რომელმაც აიღო წუთისოფლის ცოდვა.”
იორდანეზე ნათლობისას იოანე ნათლისმცემელმა იესოს გადასცა კაცობრიობის ცოდვები. ასეთი გზით უფალმა გამოისყიდა კაცობრიობის ყველა ცოდვა. ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვმართებს, არის რომ ვირწმუნოთ.
წუთისოფლის ყველა ცოდვა გადავიდა იესოზე. მისმა მოწაფეებმა საქმეთა 3:19-ში თქვეს, “მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები.”
ისინი გვიხსნიდნენ, თუ რატომ მონათლა იესო იოანემ, რატომ მოუწოდებდა ხალხს რომ მიჰყოლოდნენ მას. მან თქვა, “მოინანიეთ და მოიქეცით. ირწმუნეთ იესოს ნათლობის გამოსყიდვა. განიბანეთ თქვენი ცოდვები.”
მესია მოვიდა და ერთიანად ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა თავისი ნათლობით. ასეთი გზით მთელი სამყაროს ცოდვები იესოზე გადავიდა. ამრიგად ღმერთის აღთქმა აღსრულდა იესოს ნათლობით, როგორც დაწერილია მათეს 3:13-17-ში,
“მაშინ გალილეიდან იორდანეზე მოვიდა იესო იოანესთან, რათა მის მიერ მონათლულიყო. ხოლო იოანე აკავებდა და ეუბნებოდა: “მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?” მიუგო იესომ და უთხრა მას: “ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება” მაშინ მიუშვა იგი. ნათელღებული იესო მყისვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: “ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.””
იესო მოვიდა იოანესთან მოსანათლად, რათა ღვთიური ხსნა აღესრულებინა. იოანე ნათლისმცემელი ღმერთის განსაკუთრებული მსახური იყო. ლუკას 1 თავი ამბობს, რომ იოანე იყო აარონის, პირველი მღვდელმთავრის შთამომავალი. ღმერთმა ამოირჩია იოანე, აარონის შთამომავალი, რადგან სურდა, რომ კაცობრიობის წარმომადგენელს აღესრულებინა მთელი სიმართლე.
ამიტომ, ღვთის განგებით იოანე დაიბადა მღვდელმთავრის სახლში იესომდე 6 თვით ადრე. იოანე ნათლისმცემელმა განუმზადა გზა იესოს, როცა ღაღადებდა უდაბნოში, “მოინანიეთ, ექიდნეთა ნაშობნო! მოინანიეთ და მოიქეცით. მესია მოდის. მოიქეცით მისკენ, თორემ ის მოგკვეთს თქვენ და ჩაგყრის ცეცხლში. იწამეთ მისი ნათლობა და მისი ჯვრის სისხლი. მოინანიეთ და მოინათლეთ, და მიიღებთ გამოსყიდვას.”
გამოსყიდვის სახარება ნათლად არის აღწერილი საქმეების 3:19_ში. როცა იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში ღაღადებდა, მრავალი ადამიანი მოიქცა რწმენისაკენ.
რადგან იოანემ წუთისოფლის ცოდვები იესოზე გადაიტანა, კაცობრიობის ყველა ცოდვა ერთბაშად ამოიშალა. ვინაიდან იოანე ნათლისმცემელმა დაამოწმა, რომ იესომ ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო, ჩვენ ვიცით, რომ გადავრჩებით გამოსყიდვის სახარებისადმი, წყლისა და სულის სახარებისადმი რწმენით.
რატომ უნდა მოსულიყო იოანე ნათლისმცემელი იესოზე ადრე
რა მნიშვნელობა აქვს სიტყვებს “ვინაიდან ასე”?
① ყველაზე მართებული
② ყველაზე სწორი
③ მხოლოდ ასეთი გზით
(არა სხვაგვარად)
მათ, ვისი ცოდვებიც ჩამოირეცხა იესოსადმი, ჩვენი მაცხოვრისადმი რწმენით, შეუძლიათ თავისი ხსნის დამოწმება იესოს ნათლობის სახარების მათეს-ეული მოწმობით. მათეს 3:15-16_ში, იესო მოვიდა იოანესთან და უთხრა, “მომნათლე მე.” იოანემ უპასუხა, “მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?”
იოანე ნათლისმცემელი მიხვდა, თუ ვინ იდგა მის წინაშე. ის იყო ღმერთის მსახური, იესოსათვის მთელი კაცობრიობის ცოდვების გადასაცემად წარგზავნილი. ვინაიდან იესო მოვიდა, როგორც მაცხოვარი, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებების შესასრულებლად, მან უბრძანა იოანე ნათლისმცემელს მისი მონათვლა, რათა საკუთარ თავზე მთელი კაცობრიობის ცოდვები აეღო.
რატომ? იმტომ რომ იესო არის ყოვლადძლიერი ღმერთის, შემოქმედის ძე, და ის აგრეთვე არის მაცხოვარი. ის მოვიდა, რათა ყველა ჩვენი ცოდვები ჩამოერეცხა. ამიტომ ყველა ადამიანის გადასარჩენად ის უნდა მონათლულიყო.
“ვინაიდან ასე” იესო მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ და ჩამორეცხა ყველა ჩვენი ცოდვა. ის დაისაჯა ჩვენს ნაცვლად ჯვარზე. იესოს ნათლობა ჩვენი გადარჩენის მტკიცებულებაა. რადგან ძველ აღთქმაში ღმერთმა თქვა, რომ ყველა ცოდვა სამსხვერპლო კრავზე უნდა გადასულიყო, ღმერთის ძე გახდა ეს კრავი და ყველა ჩვენი ცოდა იტვირთა.
ასე რომ ხელდადება ძველ აღთქმაში და იესოს ნათლობა ახალ აღთქმაში წარმოადგენს ცოდვების გადაცემას, და ხსნა და საუკუნო სიცოცხლე ეძლევა იმათ, ვისაც წყლისა და სულის სახარების სწამს.
იესოს ნათლობამ ჩამორეცხა ყველა ჩვენი ცოდვა
როგორ შევიმოსოთ იესო?
იესოში მონათვლით.
როდესაც იესო მონათვლას აპირებდა, იოანე ნათლისმცემელმა მისი შეჩერება სცადა და უთხრა, “მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?”
მაგრამ იესომ უპასუხა, “ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.” ასე იყოს. დამიშვი. მან უთხრა იოანეს, “შენ მთელი კაცობრიობის ცოდვები უნდა გადმომცე, რათა წყლის გამოსყიდვის სახარების ყველა მორწმუნე მოვიზიდო ჩემთან. ამის შემდეგ მე მივიღებ მსჯავრს ყველა მათი ცოდვებისთვის, რათა ყველამ, ვისაც ჩემი ნათლობის სწამს, მიიღოს გამოსყიდვა ყველა ცოდვისგან. გადაიტანე ჩემზე წუთისოფლის ცოდვა ამ ნათლობით, რათა ყველა, ვინც მოგვიანებით მოვა, ერთბაშად გადარჩეს თავისი ცოდვებისგან. ამიტომ დამიშვი ახლა.”
იესო მოინათლა იოანე ნეთლისმცემლის მიერ და მისი ნათლობა ღვთის გამოსყიდვის სამართლიანი კანონის მიხედვით შესრულდა. რადგან ყველა ცოდვა გადავიდა იესოზე მის ნათლობაში, ჩვენ ერთბაშად ვღებულობთ გამოსყიდვას, როცა გვწამს იესო და ვინათლებით. ვინაიდან მან ყველა ჩვენი ცოდვა თავის თავზე აიღო ხელდადების გზით, მოკვდა ჯვარზე და ახლა ღვთის მარჯვნივ ზის, ჩვენ ვღებულობთ ხსნას წყლისა და სულის გამოსყიდვისადმი რწმენით.
ეს არის იესო, რომელმაც დაგვიხსნა წუთისოფლის ყველა ცოდვისგან. ხსნის მიღწევა ჩვენ შეგვიძლია რწმენით, რომ იესომ წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა და გადაიხადა ყველა ჩვენი ცოდვის საზღაური ჯვარზე. იესოს ნათლობა იყო გამოსყიდვის სახარების დასაწყისი.
გამოსყიდვის სახარება ხშირადაა ნახსენები ბიბლიაში და მოციქული პავლე ასევე იძახის გალატელთა წერილში, რომ იგი ჯვარს ეცვა ქრისტესთან ერთად, რადგან მოინათლა ქრისტეში და შეიმოსა ქრისტე. მოციქული პავლე ლაპარაკობს გამოსყიდვის რწმენაზე, რომელიც გამომდინარეობს იესოს ნათლობიდან და ჯვარზე მისი სიკვდილიდან.
“ასე იყოს”
რა იყო იოანე ნათლისმცემლის დანიშნულება?
მისი როლი, როგორც კაცობრიობის მღვდელმთავრის, იყო იესოსთვის წუთისოფლის ყველა ცოდვის გადაცემა.
იესომ თქვა, “ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.” მთელი სიმართლე ნიშნავს ყველა ჩვენი ცოდვის ჩამორეცხვას მისი ნათლობის მეშვეობით და ყველა ადამიანის გულის განწმენდას. “და მაშინ დაუშვა იგი.” იესო მოინათლა იორდანეზე.
ისევე როგორც მღვდელმთავარი ადებდა თავის ხელებს სამსხერპლო ვაცს, იოანე ნათლისმცემელმა დაასხა ხელები იესოს და გადაიტანა მასზე წუთისოფლის ყველა ცოდვა. იოანე ნათლისმცემელი იყო მღვდელმთავარი, რომლის დანიშნულება, როგორც კაცობრიობის წარმომადგენლის, იყო სამყაროს ყველა ცოდვის იესოსთვის გადაცემა. “ღმერთო, მე გადამაქვს მსოფლიოს ყველა ცოდვა შენს კრავზე, იესოზე.” ასე მთელი კაცობრიობის ცოდვები იესოზე გადავიდა.
იოანე ნათლისმცემელმა დაასხა ხელები იესოს თავზე, ჩააყვინთინა წყალში, და მოაშორა ხელები, როცა იესო წყლიდან ამოვიდა. იესოს ნათლობა მართალი ხსნისათვის მოხდა. ასე დაიხსნა იესომ მთელი კაცობრიობა, ვისაც მისი ნათლობის სწამდა.
გაიხსნენ ცანი და ხმა იყო ციდან
რა დროიდან გაიხსნა ცათა სასუფეველი?
იოანე ნათლისმცემლის დღეებიდან (მათე 11:12)
“ნათელღებული იესო მყისვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: “ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”” (მათე 3:16-17).
როდესაც იესომ წაიღო წუთისოფლის ყველა ცოდვა თავისი ნათლობით, ცა გაიხსნა მისთვის. ასე რამოდენიმე ათასი წლის წინ დადებული ღმერთის აღთქმა აღსრულდა იორდანეზე იესოს ნათლობით.
იესომ, ღვთის კრავმა, გადაარჩინა მსოფლიოს ყველა ადამიანი მათი ცოდვებისგან. წუთისოფლის ყველა ცოდვა იესოზე გადავიდა და მან ღვთის ნება აღასრულა.
ამაზე მოწმობს იოანეს 1:29, “აჰა, უფლის კრავი, რომელმაც აიღო წუთისოფლის ცოდვა.” რადგან ყველა ცოდვა იესოზე, ღვთის კრავზე იყო გადასული, ის სამი წლის შემდეგ გოლგოთის ჯვარზე ავიდა ამ ტვირთით მხრებზე. თავის ნათლობაში ყველა ცოდვის აღების შემდეგ, სადაც კი არ მიდიოდა, ის ეუბნებოდა თავის მორწმუნეებს, რომ ყველა მათი ცოდვა მიტევებულიყო.
იოანეს 8:11_ში მან უთხრა მრუშობაში დაჭერილ ქალს, “არც მე გდებ მსჯავრს.” მას არ შეეძლო მისი მსჯავრდადება, ვინაიდან ის, ვინც უნდა გასამართლებულიყო, თვით იესო იყო, რომელმაც აიღო ყველა ცოდვა. ასე მან აღუთქვა ყველას, რომ ის ცოდვილთა მხსნელია.
რადგანაც იესომ, ღმერთის ძემ, წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა, ახლა მსოფლიოს ყველა მორწმუნეს განწმენდა შეუძლია. იესოს ნათლობის დროს ზეცა გაიხსნა. ცათა სასუფევლის კარი ფართოდ გაიღო და ყველას, ვისაც სწამს იესოს ნათლობის, მანდ თავისუფლად შესვლა შეუძლია.
იესო ჯვარს ეცვა იმის შემდეგ რაც თავისი ნათლობით წუთისოფლის ყველა ცოდვა აიღო
როგორ გაუჭეჭყა იესომ თავი სატანას?
მკვდრეთით აღდგომით ყველა ჩვენი ცოდვებისთვის მსჯავრის აღების შემდეგ.
რადგან ყველა ცოდვა მის თავზე გადავიდა, იესოს სასჯელი უნდა მიეღო ჯვარზე. იესოს სული ღრმად იყო უხრებული, როდესაც ის ჯვარზე მოსალოდნელ აგონიაზე პიქრობდა. ის ლოცვას აგრძელებდა, სანამ მისი ოფლი სისხლის მსხვილ წვეთებად არ იქცა. როდესაც თავის მოწაფეებთან ერთად გეთსიმანიისკენ გაემართა, მან შესძახა, “მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი” (მათე 26:39). “მე მოვინათლე და ვიტვირთე წუთისოფლის ყველა ცოდვა, მაგრამ ამარიდე სიკვდილი მათ გამო.” მაგრამ ღმერთმა არ უპასუხა მას.
განტევების დღეს ძველ აღთქმაში ცოდვის მსხვერპლი უნდა მოეკლათ, რათა მისი სისხლი მღვდელმთავრის მიერ შვიდგზის დაპკურებულიყო კიდობნის თავსარქვლის წინაშე. ამის მსგავსად იესო უნდა ჯვარცმულიყო და ღვთის განგებით ამის გაკეთება სხვა გზით არ შეიძლებოდა.
სამსხვერპლო წარმოადგენს ღვთის სამსჯავროს, ხოლო ცოდვის მსხვერპლის სისხლი - სიცოცხლეს. თავსარქვლის წინ და ზემოდ სისხლის შვიდგზის დაპკურება ნიშნავდა, რომ მთელი სამსჯავრო აღსრულებულიყო (ლევიანები 16:1-22).
იესო ლოცულობდა, რათა ღმერთს მისთვის ეს სასმისი აეცილებინა. მაგრამ მამამ ეს არ დაუშვა და ბოლოს იესომ სთქვა, “არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ” (მათე 26:39). იესომ ილოცა, რომ ღმერთი ისე მოქცეულიყო როგორც თვლიდა საჭიროდ. მან დაასრულა ლოცვა და დაემორჩილა მისი მამის ნებას.
იესომ დათმო საკუთარი ნება და დაემორჩილა მამას. რატომ? იმიტომ რომ ქვეყნიერების ყველა ცოდვის აღების შემდეგ რომ არ დასჯილიყო, ხსნა ვერ შესრულდებოდა. ის ეცვა ჯვარს, რადგან თავის ნათლობისას კაცობრიობის ყველა ცოდვა იტვირთა. “ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.” (რომაელთა 6:23).
ღმერთმა შეასრულა აღთქმა, რომელიც ამბობდა, რომ მას მაცხოვარი უნდა გამოეგზავნა და გადაერჩინა კაცობრიობა ხელდადების გზით, იესოს ნათლობით. იესო დაემორჩილა ღვთის ნებას და ჩვენს ნაცვლად მიიღო მსჯავრი.
ეს იყო ასევე დაბადების 3:15-ის აღსრულება, “და ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის, და შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ.” ღმერთმა აღუთქვა ადამს მესიის, ქალის თესლის მოვლინება, და რომ ის დაამხობდა სატანის მართველობას, რომელმაც ადამიანი ცოდვილად და ჯოჯოხეთის მკვიდრად აქცია.
როცა ვიცით და გვწამს იესოს ნათლობის და ჯვარზე მისი სიკვდილის, ყველა ჩვენი ცოდვა ირეცხება და თავს ვიხსნით სამსჯავროსგან.
გულში მყარი რწმენა უნდა ვიქონიოთ, როცა იესოს ნათლობაზე და მისი ჯვრის სისხლზე ვფიქრობთ. იწამეთ თქვენს გულებში და გადარჩებით.
იესოს ნათლობა ზეციური სახარების დასაწყისია
რა იყო უფლის ბოლო ბრძანება ზეცად ამაღლებამდე?
მან უბრძანა თავის მოწაფეებს მოემოწაფათ ყველა ერები მამის, ძის და სული წმიდის სახელით ნათლობით..
იესოს ნათლობა იყო სახარების დასაწყისი და მან დაიხსნა ყველა ცოდვილი თავის ნათლობითა და სისხლით. მათეს 28:19_ში სწერია, “ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდას სახელით.” იესომ უთხრა მოწაფეებს დაემოწმებინათ, რომ მამამ, ძემ და სული წმიდამ დაიხსნეს მთელი კაცობრიობა ყველა ცოდვებისგან და სრულიად ამოშალეს ეს ცოდვები იესოს ნათლობით და მისი სისხლით.
იესომ მისცა მათ ძალაუფლება ყველა ერის მოსამოწაფებლად და იესოს გამოსყიდვის ნათლობის სასწავლელად, რომელმაც ჩამორეცხა სამყაროს ყველა ცოდვა.
2000 წლის წინ იესო მოვიდა დედამიწაზე ხორციელად და მონათლულ იქნა იოანე ნათლისმცემლის მიერ. იესოს ნათლობით წუთისოფლის ყველა ცოდვა, ჩვენი ცოდვების ჩათვლით, მასზე გადავიდა.
რამდენი ცოდვა გადავიდა იესოზე? ხვალინდელ ცოდვებს რაც შეეხება? ის გვეუბნება, რომ ხვალინდელი ცოდვებიც გადავიდა მასზე. ჩვენს შვილთა ცოდვები, ყველა თაობაში, წარსულის, აწმყოს და მომავლის, თვით ადამისაც კი, იესოზე გადავიდა.
როგორ შეიძლება აღარ არსებობდეს ცოდვა? რანაირად შეგვიძლია უცოდველნი გავხდეთ? ეს მოხდა, რადგან იესომ ყველა ჩვენი ცოდვა და წუთისოფლის ცოდვაც წაიღო თავისი ნათლობით, რათა ყველა მორწმუნეს ცოდვისგან გათავისუფლება და ცათა სასუფეველში შესვლა შეეძლოთ.
“ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისაკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი.” (იოანე 3:21).
იესომ ჩამორეცხა ყველა ჩვენი ცოდვა თავისი ნათლობით, ჯვრის სისხლით და აღდგომით. ამიტომ მისი ნათლობისადმი და ჯვარზე სიკვდილისადმი რწმენა ყველა ცოდვისგან გადარჩენას ნიშნავს. ეს არის გამოსყიდვის რწმენა.
როცა ჩვენ ქრისტეს ნათლობის და სისხლის გვწამს, დახსნილები ვართ. იესოსი მართებულად რომ გვწამს, მართლები ვართ, თუ ცოდვილები? ჩვენ ვართ მართლები. უცოდველნი ვართ, მიუხედავად ჩვენი არასრულყოფილების? დიახ, ვართ უცოდველნი. იესოს ნათლობის და ჯვარზე მიღებული მსჯავრის რწმენა ნიშნავს სრული და ჭეშმარიტი რწმენის ქონას.
იესოს სახელით მონათვლა
რა არის ზეციური სახარების დასაწყისი?
იესოს ნათლობა
ვინაიდან ადამიანი არასრულყოფილი არსებაა, ღვთის მსახურნი ნათლავენ იესოს ნათლობისა და მისი სისხლის მორწმუნეებს მათი რწმენის დასამოწმებლად. ხელახლა შობილები ადასტურებენ თავის ხსნას, როგორც თავიანთი რწმენის მტკიცებულებას, იმავე სახის ნათლობით, რომლითაც იესო მოინათლა.
მსახური ჯერ ლოცულობს ხელახლა შობილის თავზე ხელდადებით და ითხოვს ღმერთის კურთხევას, რათა ამ პიროვნებამ სათანადოდ ემსახუროს ღმერთს თავისი სიცოცხლის მანძილზე. შემდეგ ის ნათლავს მას მამის, ძის და წმიდა სულის სახელით.
ჩვენ ვინათლებით იესოს ნათლობის და მისი სისხლის რწმენის საფუძველზე. ეს ნათლობა აჩვენებს, რომ ყველა ცოდვა იესოზე გადავიდა, რომ ნათლული მოკვდა იესოსთან ერთად და მასთან ერთად აღდგა.
მონათვლა ნიშნავს იესოს ნათლობაში მასზე ცოდვების გადასვლის, მასთან ერთად მსჯავრის აღების და მასთან ერთად აღდგომის რწმენის აღიარებას. ეს არის მამის, ძის და წმიდა სულის, ანგელოზების, სატანის და ძმების და დების წინაშე საკუთარი რწმენის აღიარება. ეს არის აღიარება იმისა, რომ პიროვნება ხელახლა იშვა წყლისა და სულისგან.
იესოს მორწმუნეები, მისი ნათლობის და ჯვარზე სისხლის ნამდვილი მნიშვნელლობის მცოდნენი, დახსნილები არიან წუთისოფლის ყველა ცოდვისგან. ამიტომ ისინი ინათლებიან მამის, ძის და სული წმიდის სახელით.
“ძველმა განვლო და ახლა ყოველივე ახალია”. (2კორ.5:17) ჩვენმა ძველმა განვლო და ვიშვით ზეციდან, როგორც რწმენის ხალხი. საკუთარ გულებში ამის დასამტკიცებლად ჩვენ ვინათლებით. ჩვენ ვინათლებით იესოში მისი ნათლობის რწმენით.
სიცოცხლე იესოს ნათლობის და ჯვრის სისხლის ხელახლა შობის შემდეგ
რისთვის ცხოვრობენ ხელახლა შობილები?
ისინი ცხოვრობენ ღმერთის სასუფევლისთვის და მისი სიმართლისთვის და ქადაგებენ სახარებას მთელ მსოფლიოში.
გამოსყიდვის და ხელახლა შობის შემდეგ სიცოცხლე უნდა შეიცავდეს ღმერთის სიტყვის რწმენას. ეს არ უნდა იყოს ემოციური სიცოცხლე, რომელშიც ადამიანს ყოველდღიური ცოდვების გამუდმებული მონანიება უწევს. ამის ნაცვლად ის უნდა იქცეს რწმენით სავსე სიცოცხლედ, რომელშიც გვექნება ყოველდღიუირი დარწმუნება, რომ იესომ წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა თავისი ნათლობით.
ყველა ჩვენი ცოდვა გადავიდა იესოზე მის მონათვლისას. ამის მერე ის სამ წელიწადს ცხოვრობდა ამ ტვირთით, სანამ ყველა ჩვენი ცოდვებისთვის სამსჯავრო არ მიიღო და ჯვარს ეცვა.
ამიტომ ჩვენ, მორწმუნეებს, უნდა გვქონდეს დაწერილი სიტყვის, და არა უბრალოდ ემოციური რწმენა. ამას თუ ვერ შევძლებთ, გამოსყიდვისა და ხელახლა შობის შემდეგ მხოლოდ ჩვენი ყოველდღიური ცოდვებით ვიქნებით დამწუხრებულნი.
ჩვენ უნდა უკუვაგდოთ ცოდვის პირადული თვალთხედვა და გვწამდეს მარტო წყლისა და სულის სახარების. ასე უნდა იცხოვროს ხელახლა შობილმა.
რა თქვა იესოს შესახებ იოანე ნათლისმცემელმა? მან თქვა, “აჰა, ღვთის კრავი, რომელმაც აიღო წუთისოფლის ცოდვა.” (იოან.1:29). მან დაამოწმა, რომ იესომ წაიღო დღევანდელი, ხვალინდელი და გუშინდელი დღის ცოდვები, ყველა ცოდვა, დაწყებული პირველყოფილიდან.
არ წაიღო მან ყველა ეს ცოდვა? არ გადავიდა ყველა ეს ცოდვა იესოზე? წუთისოფლის ცოდვა შეიცავს ყველა ჩვენი წარსულის, აწმყოს და მომავლის ცოდვებს. ჩვენ უნდა დავამოწმოთ იესოს ნათლობის გამოსყიდვის სახარება.
ის, ვისაც იესოს ნათლობის და მისი სისხლის ჭეშმარიტების სწამს, გადარჩება. ყველას, ვისაც იესოს ნათლობის სწამს, ცოდვა არა აქვს გულში.
მიუხედავად ამისა, ბევრს ჰგონია, რომ ჯერ კიდევ ცოდვა აქვთ, რადგან არ იციან იმის შესახებ, რომ მათი ცოდვები უკვე გადავიდა იესოზე მის ნათლობაში. ისინი სატანის მიერ არიან მოტყუებულნი. სატანა ჩასჩურჩულებს მათ ხორციელი აზრების მეშვეობით. “შენ ყოველდღე სცოდავ. როგორ შეიძლება უცოდველი იყო?”
იმისათვის, რომ უცოდველნი იყვნენ, მათ უბრალოდ ღვთისადმი რწმენა სჭირდებათ. მაგრამ სატანა აფიქრებინებს, რომ ცოდვილნი არიან იმის გამო, რომ ყოველდღე სცოდავენ. არავინაა ცოდვილი, თუ მას იესოს ნათლობის და ჯვარზე მისი სისხლის სწამს.
რადგან ჩვენ ამ ქვეყნად ვცხოვრობთ, როგორც არასრულყოფილი და სუსტი არსებანი, ჩვენ ვერასოდეს ვიტყვით, რომ მართლებად გახდომა შეგვიძლია ჩვენი საქმეების საფუძველზე. მაგრამ შეგვიძლია რწმენით იმის თქმა, რომ დახსნილები ვართ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის ჭეშმარიტებით. იესოს ნათლობისა და მისი სისხლის რწმენი გაგებისთანავე ჩვენი გულები განიწმინდება და დაბეჯითებით გვეცოდინება, რომ არა გვაქვს არავითარი ცოდვა.
“♬ მე გამოსყიდული ვარ. შენ გამოსყიდული ხარ. ჩვენ ყველანი გამოსყიდულები ვართ. ♬” ეს იმდენად სასიხარულო და ბედნიერი გრძნობაა, იცხოვრო ყველასათვის სახარების ქადაგების სურვილით და იცოდე, რომ სული წმინდით ხარ მართული.
რა თქმა უნდა ჩვენ, მორწმუნეები, ყოველდღე ვცოდავთ, მაგრამ ცოდვა ჩვენ არა გვაქვს. ჩვენ გვაქვს იესოს ნათლობა და მისი სისხლი გულებში. ადრე ჩვენი გულები ცოდვით იყო სავსე, მაგრამ ახლა, როდესაც იესოს ნათლობის გვწამს, როგორ შეიძლება ვრჩებოდეთ ცოდვილებად?
“აჰა, აღთქმა, რომელსაც ვუანდერძებ მათ იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი, მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებს და ჩავწერ მათ გონებაში.” (ებრ. 10:16).
ჩვენი გულები თავისუფლაია ცოდვისგან. იესომ შესაძლებელი გახადა ჩვენთვის, რომ სრულყოფილად ვყოფილიყავით გამოსყიდულნი მისი ნათლობით და ჯვარზე სიკვდილით. ცოდვისგან ხსნა გამომდინარეობს ღმერთის სიტყვის რწმენისგან.
ვისაც იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის სწამს, ვერასოდეს გახდება ცოდვილი
ისევ ცოდვილები ვხდებით, როცა ვცოდავთ?
არა, ჩვენ აღარასოდეს ვხდებით ცოდვილები.
როდესაც იესოს ნთლობის და მისი სისხლის არ გვწამდა, განურჩევლად იმისა, თუ რამდენჯერ ვლოცულობდით პატიებისთვის, ცოდვა მაინც გულში გვრჩებოდა. მაგრამ როდესაც ჭეშმარიტი სახარება ვიწამეთ, ყველა ჩვენი ცოდვა ჩამოირეცხა.
“ჰეი, როგორ მოხდა ბოლო დროს ასე მხნე და მხიარული რომ ხარ?”
“იცი რა, მე აღარა მაქვს გულში ცოდვა.”
“მართლა? მაშინ ალბათ რამდენიც გინდა იმდენი შეგიძლია სცოდავდე?”
“გესმის, ადამიანს არ შეუძლია რომ არ სცოდავდეს. ასეთია ადამიანი. მაგრამ იესომ მთელი ცოდვა გაანადგურა თავისი ნათლობით და მათთვის მსჯავრი მიიღო ჯვარზე. ამიტომ მე ეხლა თავს ვუძღვნი ეკლესიაში სახარების მსახურებას. რომაელთა მე-6 მუხლი ამბობს, რომ ჩვენ ყველამ ასე უნდა ვოცხოვროთ. ვინაიდან გულში ცოდვა აღარა მაქვს, მსურს რომ მართალი საქმეები ვაკეთო. ჩვენ უნდა გვწამდეს იესოს ნათლობის, ჯვარზე მისი სისხლის და მთელ მსოფლიოში სახარებას ვქადაგებდეთ! როცა იესოსი, ჩვენი გამოსყიდვის უფლის გვწამს, ვეღარასოდეს გავხდებით ცოდვილები. ჩვენ უნდა გვწამდეს იესოს ნათლობისა და მისი ჯვრის სისხლისმიერი საუკუნო ხსნისა. მე იმდენად სავსე ვარ მადლიერებით!”
ვინ ღებულობს წმინდა სულს?
რას ამოწმებდა იოანე ნათლისმცემელი იესოზე?
მან დაამოწმა, რომ იესო ქრისტე იყო ღვთის კრავი, რომელმაც წაიღო წუთისოფლის ცოდვა, კერძოდ, წარსულის, აწმყოს და მომავლის ცოდვები, პირველყოფილი ცოდვის ჩათვლით.
ის, ვისაც იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის სწამს, ღებულობს ხსნას. როგორ ვღებულობთ ჩვენ სული წმიდას? მოც.საქმ. 2:38-39 გვაძლევს ამაზე პასუხს. “ხოლო პეტრემ უპასუხა მათ: “მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს. ვინაიდან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი, ღმერთი ჩვენი.”
იესო ქრისტეს სახელით მონათვლა ნიშნავს იესოს ნათლობის რწმენას და გამოსყიდვის მიღწევას. ამ შემთხვევაში სული წმინდა გვეძლევა, როგორც ღვთის საჩუქარი.
იესო ქრისტეს სახელით მონათვლა ასევე ნიშნავს ქრისტეს ნათლობის და სისხლის რწმენით განწმენდას. როცა ამ რწმენას ვღებულობთ, ვაღწევთ გამოსყიდვას და ვხდებით მართლები. მორწმუნეები თოვლივით სპეტაკნი ხდებიან იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის მეშვეობით.
“და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.” როდესაც მტკიცედ გვწამს, რომ ყველა ჩვენი ცოდა გადაეცა იესოს მის ნათლობაში და რომ ის მათთვის სიკვდილით დაისაჯა ჯვარზე, ჩვენი გულები სრულიად იწმინდება. ახალი ცხოვრება გვეწყება, როცა იესოს ნათლობის და მისი სისხლის გვწამს, ვღებულობთ სული წმიდის ნიჭს და ვხდებით ღმერთის შვილები.
“შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.” (იოანე 8:32). ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჯვარზე მიღებული უფლის სამსჯავროს ნამდვილი მნიშვნელობა. ჭეშმარიტება იმაშია, რომ იესომ ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა თავისი ნათლობით და ჯვარზე სიკვდილით. გამოსყოდვა გვეძლევა, როდესაც სიმართლის გვწამს.
შეიძლება რომ გადავრჩეთ იესოს ნათლობის გარეშე?
როგორ გახდა იესო ჩვენი მხსნელი?
თავის ნათლობაში ყველა ჩვენი ცოდვების აღებით
უფლის საყოველთაო მსახურებიდან რომ გამოგვეტოვა ის ფაქტი, რომ იესო მოვიდა ამქვეყნად და წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა თავისი ნათლობით, ანდა თუ გამოგვრჩება მხედველობიდან იესოს სიწმინდე, რომელიც იშვა ქალწულ მარიამისგან, ან თუ ვუგულებელყოფთ იესოს ჯვრის რწმენას, ქრისტიანობა უბრალოდ წრუმორწმუნეთა რელიგიად იქცევა, რომელიც მათ “მაპატიე, მაპატიეს” გამეორებას აიძულებს, როგორც ამას ბუდისტები აკეთებენ თავიანთ ტაძრებში.
იესოს ნათლობის მხედველობიდან ამოგდება ნიშნავს, რომ ჩვენი ცოდვები მასზე არ გადასულა. ჩვენი რწმენა ფუჭი იქნებოდა და მიგვამსგავსებდა მევალეს, რომელიც იძახის, რომ ყველა ვალი დაფარული აქვს, მაშინ როდესაც მას არაფერი გადაუხდია. ეს ჩვენ ყველას მატყუარებად გვაქცევდა. თუ მევალე ამბობს, რომ ყველა ვალი გასტუმრებული აქვს, მაშინ როდესაც მსგავსი არაფერი უქნია, ის ფაქტობრივადაც და სინდისის თვალსაზრისითაც მევალედ რჩება.
იესომ სრულებით განწმინდა მორწმუნეები თავისი ნათლობის წყლით და ღმერთის შვილებად გახადა ისინი. იოანე ნათლისმცემლის მეშვეობით იესომ წუთისოფლის ყველა ცოდვა წაიღო, რათა ყველა მორწმუნე განწმენდილიყო. როცა ჩვენ ეს ვიცით და გვწამს, ჩვენი გულები სამუდამოდ წმიდავდება.
მადლობა ღმერთს მისი მადლისათვის. ლუკა 2:14 ამბობს, “დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და კაცთა შორის სათნოება!” იესოს წყლისა და სისხლის ჩვენი რწმენა გვაძლევს სრულყოფილ ხსნას და ღმერთის შვილებად გვხდის. იესოს ნათლობამ და მისმა სისხლმა დაგვიხსნა ჩვენ და ვისაც კი სწამს ამ ორი რამის, დახსნილია.
მისი შრომიდან არაფრის გამოკლება არ შეიძლება. ზოგს მარტო სისხლის სჯერა და ამბობენ, რომ პავლე მოციქული მხოლოდ ჯვრით იკვეხნიდაო. მაგრამ იესოს ნათლობა ჩართული იყო მის ჯვარცმაში.
რომაელთა მე-6 თავში ჩვენ ვხედავთ, რომ პავლე მოინათლა ქრისტეში და მოკვდა მასთან ერთად. აგრეთვე გალატელთა 2:20, “მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული. მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლოიბს ჩემში. ახლა რომ ხორციელად ვცოცხლოიბ, რწმენით ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი გადასცა ჩემთვის.”
და გალატელთა 3:27-29, “ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით. უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არეც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. და თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, აბრაამის თესლი ხართ და აღთქმით მემკვიდრენი.”
იყო მონათლული ქრისტეში ნიშნავს გწამდეს ყველაფრის, რაც მან გააკეთა ამ სოფლად, მისი ნათლობისა და ჯვარზე დაღვრილი სისხლის. იესოს ნათლობის და სისხლის რწმენა ნიშნავს იმ ჭეშმარიტების რწმენას, რომ იესომ უკვე ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა დაახლოებით 2000 წლის წინად. არ არსებობდ რაიმე სხვა გზა, რომელსაც ჩვენთვის გადარჩენის მოტანა შეეძლოს.
ჩვენ დახსნილები ვართ ღმერთის მიერ როცა გვწამს იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის.
შეიძლება ჩვენი ცოდვების განბანა მარტო მონანიების ლოცვებით?
არა. ცოდვების პატიება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი რწმენის გამო, რომ ყველა ცოდვა გადავიდა იესოზე, როდესაც ის მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ.
“ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.” (რომაელთა 10:10).
“ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით (გალატელთა 3:27). ჩვენს რწმენას მივყავართ ქრისტეში ნათლობისაკენ, ქრისტეში შემოსვისკენ და ღვთის შვილებად გახდომისაკენ. როდესაც იესო მოევლინა წუთისოფელს და მოინათლა, ყველა ჩვენი ცოდვა და წუთისოფლის ცოდვები მასზე გადავიდა.
ჩვენი რწმენა ქრისტესთან გვაერთებს. ჩვენ მოვკვდით, როდესაც ის მოკვდა. ჩვენ ვეცვით ჯვარს როცა ის ეცვა ჯვარს. ჩვენ ავღდექით როდესაც ის აღდგა მკვდრეთით. ახლა კი, იმის გამო რომ ჩვენ გვწამს იესოს ნათლობის, მისი სისხლის, მისი აღდგომის, ცათ ამაღლების და მისი მეორედ მოსვლის, ჩვენ შეგვიძლია ცათა სასუფეველში შესვლა და საუკუნო სიცოცხლე.
როცა ადამიანებს მარტო იესოს სისხლის სწამთ, ისინი სულ იტანჯებიან ცოდვისგან, რომელიც მათ გულში რჩება. რატომ? იმიტომ რომ მათ არც იციან და არც ღებულობენ იესოს ნათლობის მნიშვნელობას, რომელმაც გაანადგურა ყველა მათი ცოდვა და თოვლივით სპეტაკად, სამუდამოდ განწმინდა მათი ცოდვილი გულები.
გწამთ თქვენ იესოს ნათლობის და მისი სისხლის, რომელმაც ყველა თქვენი ცოდვისგან გიხსნათ? გეთაყვა, ირწმუნეთ ამისი. იესოს ნათლობის რწმენის გარეშე თქვენი რწმენა ამაო იქნება. იესოს ნათლობის რწმენის გარეშე თქვენ ვერ მიიღებთ ცოდვების გამოსყიდვას; თქვენ უპასუხო სიყვარულში იქნებით ჩაბმული.
მარტო ჯვრის მორწმუნეები ამბობენ, “იესო ჩემი უფალია, ჩემი მხსნელი, რომელიც მოკვდა ჩემთვის ჯვარზე. ის აღდგა მკვდრეთით და ამოწმებდა თავის აღდგომას 40 დღის განმავლობაში ცათ ამაღლებამდე, და ახლა ზის ღვთის მარჯვნივ. მე მწამს, რომ ის მოვა მეორედ იმისთვის რომ განგვსაჯოს, და ვლოცულობრ, რომ იესომ სრულიად შემცვალოს, რათა მე მისი შეხვედრა შევძლო. ო, ჩემო საყვარელო იესო, ჩემო უფალო.”
ისინი თავისი ცოდვების პატიებას შესთხოვენ და იმედოვნებენ ცოდვისგან გათავისუფლებას, მაგრამ მათ გულებში ცოდვა ცხოვრობს. “მე მწამს იესო, მაგრამ ცოდვა მაქვს გულში. მე მიყვარს იესო, მაგრამ გულში ცოდვა მაქვს. მე არ შემიძლია რომ ვთქვა, ‘გეთაყვა მოდი, ჩემო საქმროვ’”, რადგან ცოდვა მაქვს და არ შემიძლია გადარჩენის დარწმუნება ვიქონიო. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ იესო მაშინ მოვა, როცა კარგად მოვემზადები და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ძლიერად ვილოცებ და მოვინანიებ. მე მიყვარს იესო მთელი ჩემი გულით, მაგრამ ვერ გავბედავ მის დახვედრას ჩემს გულში არსებული ცოდვების გამო.”
იესოს რომ ეკითხა ასეთი ადამიანებისთვის, “რატომ ფიქრობთ, რომ არ ხართ სრულყოფილნი?”
ისინი უპსაუხებდნენ, “უფალო, მე ვიცი, რომ არ ვარ მართალი პიროვნება, რადგან ყოველდღე ვცოდავ. ამიტომ გთხოვ მომიხმე, როცა ცოდვილებს მოუხმობ.”
მათ არ იციან, რომ ღმერთი, შემოქმედი და მოსამართლე, არ მიიღებს ცოდვილებს და არ გახდის მათ თავის შვილებად.
საქმრო მოვიდა და საცოლის ცოდვის ყველა პრობლემა გადაწყვიტა, მაგრამ იმის გამო, რომ საცოლემ ეს არ იცოდა, ის იტანჯებოდა. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცოდვილები ვართ რადგან შევცოდეთ ხორცში, ღმერთის რწმენა არა გვაქვს. როცა არც ვიცით, და არც გვესმის ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტების, ცოდვა ჩვენს გულში სულ უფრო მრავლდება.
რატომ იტანჯება ზოგიერთი მის გულში დარჩენილი ცოდვისგან?
იმიტომ რომ არც იციან და არც ღებულობენ თავიანთ გულში იესოს ნათლობის მნიშვნელობას, რომელმაც ყველა მათი ცოდვა წაიღო.
ნეფემ წაიღო ქყვეყნიერების ყველა ცოდვა. სად? იორდანეზე, როცა მოინათლა. ისინი, ვისაც ამისი არ სწამთ, ჯერ კიდევ ცოდვილები არიან. ისინი შებღალულ (წაბილულ) საცოლედ რჩებიან.
საქმრო ეკითხება საცოლეს, “როგორ შეგიძლია გიყვარდე, როდესაც ჩემი საცოლეი არ ხარ? ვიდრე საქმროს მიწოდებ, ყველა შენი ცოდვა უნდა ჩამოირეცხო.”
შეგვიძლია გამოსყიდვის მიღება იესოს ნათლობის გარეშე? არა! ჩვენ შექმნილები ვართ ღმერთის ხატად და მსგავსებად, ამიტომ გულებში სიმართლეს ვეძებთ და ჩვენი სინდისი ცდილობს რომ იყოს მართალი. მაგრამ ჩვენთვის შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ უცოდველნი ვართ, თუ ჩვენი გული ჯერ კიდევ ცოდვისგან არ განწმენდილა. მხოლოდ როცა ვღებულობთ და გვწამს იესოს ნათლობის, შეგვიძლია დაბეჯითებით თქმა, რომ არავითარი ცოდვა აღარ გვაქვს და ვართ მართლები.
ჩვენი სინდისი ვერასოდეს განიწმინდება, თუ ჩვენი თავი უცოდველნი გვგონია მაშინ როდესაც რეალობაში გულში ცოდვა გვაქვს. არც ღმერთს შეუძლია ასეთი პირობით ჩვენი მიღება. ღმერთი არასოდეს ტყუის.
ღმერთმა უბრძანა მოსეს, რომ გაეკეთებინა ისრაელიანთა აღწერა და მათი სიცოცხლისათვის გამოსასყიდი გადაეხადა. მდიდრებს არ უნდა მოეტანათ ნახევარ შეკელზე მეტი, არც ღარიბს შეეძლო ამაზე ნაკლების მოტანა. გამოსასყიდი ყველას უნდა გადაეხადა.
ამიტომ, როგორ შეიძლება ადამიანის განწმენდა, თუ არ სწამს იესოსი, რომელმაც მისი სიცოცხლის გამოსასყიდი გადაიხადა? ასეთ ადამიანში ცოდვა რჩება.
როცა მხოლოდ იესოს სისხლის გვწამს, გულებში ცოდვა გვრჩება და უნდა ვაღიაროთ, რომ ცოდვილები ვართ. მაგრამ როცა გვწამს მისი ნათლობის და ჯვრის სახარების, ნამდვილად შეგვიძლია იმის აგანცხადება, რომ უცოდველნი ვართ. მაშინ ხსნა და საუკუნო სიცოცხლე ჩვენია.
სული წმიდის გმობა
რომელი ცოდვა აგდებს ადამიანს ჯოჯოხეთში?
სული წმიდის გმობა, ანუ იესოს ნათლობის ურწმუნოება.
რომაელთა 1:17 ამბობს, “მასში ცხადდება ღვთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში”. ღმერთის სამართლიანობა გამოხატულია სახარებაში. იესო ქრისტე მოევლინა წუთისოფელს და ჩამორეცხა ყველა ჩვენი ცოდვა თავისი ნათლობით და ჯვარზე სიკვდილით. იესოს ნათლობა და მისი სისხლი არის სახარების ძალა. იესომ ამოშალა ჩვენი ცოდვები ერთხელ და სამუდამოდ.
გწამდეს ნიშნავს იყო დახსნილი, ხოლო ურწმუნოება ნიშნავს საუკუნო დაღუპვას. ჩვენმა ზეციერმა მამამ გამოგზავნა ამ ქვეყნად თავისი მხოლოდშობილი ძე და მონათლა იგი ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად. ამიტომ, მისი მორწმუნე იწმინდება ყველა დანაშაულისგან.
ერთადერთი ცოდვა, რომელიც ამ ქვეყნად რჩება, არის მისი ნათლობის და სისხლის ურწმუნოება. ურწმუნოება ნიშნავს სული წმიდის გმობას და ცოდვას, რომელსაც ღმერთი გაასამართლებს და ურწმუნოებს ჯოჯოხეთში ჩააგდებს. ეს ყველაზე უფრო მძიმე ცოდვაა. ყოველმა თქვენგანმა, რომელიც ასეთ ცოდვას სჩადის, უნდა მოინანიოს და მიიღოს გამოსყიდვა იესოს ნათლობისადმი რწმენით. თუ არა და, სამუდამოდ დაიღუპებით.
ხართ დახსნილი მისი ნათლობის და სისხლის გამოსყიდვის დამოწმებით? მიიღეთ თუ არა იოანეს მოწმობა, როგორც დაწერილია იოანეს 1:29_ში “აჰა, ღვთის კრავი, რომელმაც აიღო წუთისოფლის ცოდვა!”? გწამთ იესოს ნათლობის და მისი სისხლის, როგორც სწერია ებრაელთა 10:18-ში “ხოლო სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირავი მათთვის.”?
ღმერთი აღნიშნავს იმათ, ვისაც გულით სწამთ იესოს ნათლობის და მისი სისხლის. ღმერთი მათ თავის შვილებად ხდის. იესოს ნათლობის და სისხლის მორწმუნენი გამოსყიდულები არიან იესოს ღვთის სამართლიანი სიყვარულის მიერ.
ღვთისგან მოსული ღმერთის სიტყვებს ლაპარაკობს, მაგრამ მიწიერი, რომელიც ღმერთს არ გამოუგზავნია, ქადაგებს თავისი პირადი აზრების მიხედვით. ამ ქვეყნად ბევრია ღმერთის სიტყვის მქადაგებელი, მაგრამ ღვთის მიერ გამოგზავნილები იესოს ნათლობასა და მისი სისხლზე ქადაგებენ.
მაგრამ ისინი, ვინც საკუთარ სიტყვებს ქადაგებენ, მხოლოდ პირადულ აზრებს გამოხატავენ. ისინი იძახიან, “ჩვენ გამოსყიდულები ვართ პირველყოფილი ცოდვისგან, მაგრამ ყველამ უნდა ინანიოს თავისი ყოველდღიური ცოდვა.” ისინი ამბობენ, რომ ჩვენ თანდათანობით უნდა განვიწმიდოთ.
მაგრამ შეუძლია ადამიანს ასეთი გზით განწმენდა? შეგვიძლია განვიწმინდოთ საკუთარ დამსახურებებზე დაყრდნობით და საკუთარი ძალისხმევით? იმის გამო ვიწმინდებით, რომ ღმერთმა ყველა ჩვენი ცოდვა ამოშალა, თუ იმიტომ რომ ჩვენი ძალით ვეცადეთ მივწვდომოდით გამოსყიდვას?
ნამდვილი რწმენა არის ის, რაც გვწმენდს. შეგვიძლია ნახშირის გათეთრება, ათასჯერ რომ გავრეცხოთ? შეგვიძლია თუთქის წასმით შავი კანის გათეთრება? საპნის ან თუთქის არავითარი რაოდენიბა არ გვეყოფა ჩვენი ცოდვების ამოსარეცხად, და ჩვენი საკუთარი სიმართლე ბინძურ სამოსელს ჰგავს. ჩვენ ვმართლდებით იესოს ნათლობის და მისი სისხლის რწმენით, თუ მხოლოდ ჯვრის სისხლის რწმენით?
ნამდვილი რწმენა მოდის იესოს ნათლობის წყლისგან და მისი ჯვრის სისხლისგან. ხსნა არ მოდის, როგორც ჩვენი პირადი ძალისხმევის შედეგი. მხოლოდ ჩვენი რწმენა იესოს ნათლობისა და მისი სისხლისა, გვათავისუფლებს ცოდვისგან და მართლებად გვხდის.
მამამ ყველა ადამიანი თავისი ძის ხელში გადასცა, და მის მორწმუნეს ექნება საუკუნო სიცოცხლე. ღვთის ძის რწმენა ნიშნავს მისი ნათლობის და სისხლის მეშვეობით მოსული გამოსყიდვის რწმენას. მის მორწმუნეს, როგორც ღმერთის შვილის, საუკუნო სიცოცხლე ექნება. გადარჩენილი მუდმივად ღმერთის თანდასწრებაში ცხოვრობს.
იესოს ნათლობისადმი და ღმერთთან მისი ერთობისადმი რწმენა ნიშნავს ასევე სული წმიდისადმი რწმენას. ჭეშმარიტების სიტყვა გვაძლევს ხელახლა შობას. ჩვენ ვართ დახსნილები იესოს ნათლობის და მისი სისხლისადმი რწმენით.
იქონიეთ რწმენა. იესოს ნათლობის და მისი სისხლის რწმენა ნიშნავს გამოსყიდვის მოპოვებას. იქონიეთ ჭეშმარიტი სახარების რწმენა და მოიპოვეთ ცოდვათა მიტევება.