• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 3: წყლისა და სულის სახარება

[3-9] რწმენით შევასრულოთ მამის ნება (მათე 7:21-23)

2021.05.01 195
რწმენით შევასრულოთ მამის ნება(მათე 7:21-23)
“ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?’ მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.’”
 

იქნებ ეს მე ვარ. . . 

ყველა ვინც იძახის “უფალო, უფალო,” შევა ცათა სასუფეველში?
არა. მხოლოდ ისინი, ვინც ასრულებენ ღმერთის ნებას.

იესო ქრისტე ამბობს, “ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.” ამ სიტყვებმა ბევრი ქრისტიანის გულში შიში გამოიწვია და აიძულებდა ღმერთის ნების შესასრულებლად გულმოდგინედ ეღვაწათ. 
ქრისტიანთა უმრავლესობას ჰგონია, რომ ერთადერთი, რისი გაკეთებაც მოეთხოვებათ ცათა სასუფეველში მოსახვედრად არის იესოს რწმენა, მაგრამ მათეს 7:21 გვაჩვენებს, რომ ყველა, ვინც ეუბნება მას “უფალო, უფალო”, როდი შევა ცათა სასუფეველში.
ბევრი ამ მუხლის წამკითხველი საფიქრალში ვარდება, “იქნებ ჩემზეაო ნათქვამი. . .” ისინი ცდილობენ საკუთარი თავის დარწმუნებას, “არა, იესო ალბათ ურწმუნოებს გულისხმობდა.” მაგრამ ეს აზრი მაინც გონებაში რჩებათ და სტანჯავს.
ამიტომ ისინი ამ მუხლის ბოლო ნაწილს ეჭიდებიან, რომელიც ამბობს, “არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.” ისინი ეჭიდებიან სიტყვებს “აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას” და ჰგონიათ, რომ ამის გაკეთებას შეძლებენ მეათედის ერთგული გადახდით, გათენებაზე ლოცვით, ქადაგებით, კეთილი საქმეების კეთებით, და არშეცოდებით. . . და გულმოდგინედ ცდილობენ ამის შესრულებას. მათ შემხედვარეს, ძალზე მებრალებიან.
ბევრი ადამიანი შეცდომას უშვებს იმის გამო, რომ არ ესმით ეს მუხლი. ამიტომ მსურს ნათლად განვმარტო ეს მუხლი რათა ყველამ ვიცოდეთ ღმერთის ნება და ვიცხოვროთ მის მიხედვით.
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ ის რომ ღმერთის ნება მისი მხოლოდშობილი ძის მიმართ იყო ყველა ადამიანის ცოდვების აღება და ასე მათი ცოდვებისგან გათავისუფლება.
ეფესელთა 1:5-ში სწერია, “ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისამებრ.” 
სხვა სიტყვებით, მისი მიზანი არის, რომ ვიცოდეთ ჭეშმარიტი სახარება, რომლითაც იესო ქრისტემ ჩამორეცხა ყველა ჩვენი ცოდვა, რითაც ხელახლა შობის საშუალება მოგვანიჭა. მას სურს, რომ ხელახლა ვიშვათ წყლისა და სულისგან მის ძეზე, იესო ქრისტეზე ყველა ჩვენი ცოდვების გადაცემით. ეს არის ღმერთის ნება.
 

ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’

რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც იესოსი გვწამს?
მამის ნება.

“ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.” (მათე 7:21). 
ჩვენ უნდა გვესმოდეს მამის ნება ორმხრივად. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ მის ნებას შეადგენს ჩვენთვის ცოდვათა მიტევების მოპოვება და ხელახლა შობა წყლისა და სულისგან. მეორედ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამ რწმენის საფუძველზე.
მის ნებას წარმოადგენს დედამიწის ყველა მაცხოვრებლის ცოდვების წაშლა. სატანამ ცოდვის მეშვეობით ჩვენი წინაპრის ადამის დაცემა გამოიწვია. მაგრამ ჩვენი მამის ნება არის ადამიანთა ყველა ცოდვის აღმოფხვრა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მამა ზეციერის ნებას არ წარმოადგენს მეათედის ერთგული გადახდა და გათენებაზე ლოცვების აღმართვა, არამედ ჩვენი ყველასი ცოდვისგან გადარჩენა. მისი ნებაა გადაარჩინოს ადამიანი ცოდვის ზღვაში დახრჩობისგან.
ბიბლია ამბობს, რომ ყველა, ვინც იძახის ‘უფალო, უფალო’ როდი შევა ცათა სასუფეველში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ უნდა გვწამდეს იესოსი, არამედ ვიცოდეთ, თუ რა სურს ჩვენთვის მამა ზეციერს. მისი ნებაა გადაგვარჩინოს ჯოჯოხეთის ცოდვასა და სამსჯავროსგან, რადგან ადამ და ევას მემკვიდრეობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვძალუძს არ ვცოდავდეთ.
 
 

ღმერთის ნება


რა არის ღმერთის ნება?
გაგვხადოს თავის შვილებად ცოდვისაგან გათავისუფლებით.

მათეს 3:15 ამბობს, “ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება”. ამრიგად იესოს ამ ქვეყნად მოსვლა ყველა ჩვენთაგანის ცოდვისგან გადასარჩენად წარმოადგენდა ღმერთის ნებას. მისი ნება შესრულდა, როდესაც იესომ ნათლობა მიიღო იოანე ნათლისმცემლისგან.
მას სურდა ჩვენი დახსნა და საკუთარ შვილებად ქცევა. ამისათვის მის ძეს უნდა წაეღო ყველა ჩვენი ცოდვა. მისი ნება იყო ყველა ადამიანის საკუთარ შვილებად ქცევა. ამიტომ მან მოავლინა თავისი ძე სატანის ბრჭყალებში ჩავარდნილი ყველა ადამიანის ცოდვათა წარსახოცად. მისი ნება იყო თავისი ძის სიცოცხლის ხალხისათვის მსხვერპლად მოტანა, რათა ყველა თავის შვილებად გაეხადა.
როდესაც იესო მოინათლა და მოკვდა ჯვარზე, აღსრულდა ღმერთის ნება. მისი ნება ჩვენს მიმართ ასევეა გვწამდეს, რომ ყველა ჩვენი ცოდვა გადაეცა იესოს მის ნათლობაში და რომ მან მიიღო მსჯავრი ყველა ჩვენი დანაშაულის გამო ჯვარზე სიკვდილით.
“რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე” (იოანე 3:16). ღმერთმა დაიხსნა თავისი ხალხი ცოდვისგან. ამის გასაკეთებლად პირველი, რაც იესომ მოიმოქმედა თავის საყოველთაო მსახურებაში იყო მონათვლა იოანე ნათლისმცემელთან.
“მიუგო იესომ და უთხრა მას: “ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება” მაშინ მიუშვა იგი” (მათე 3:15). ღვთის ნება იყო იესოს ამ ქვეყნად მოსვლა, წუთისოფლის ყველა ცოდვის აღება თავის ნათლობაში, ჯვარზე სიკვდილი და აღდგომა.
ეს ნათლად უნდა ვოცოდეთ. ბევრი კითხულობს მათეს 7:21 და ფიქრობს, რომ მისი ნება ჩვენს მიმართ არის ვემსახუროთ უფალს, თვით სიკვდილამდეც, და მთელი ჩვენი ამქვეყნიური ქონება მიუძღვნათ ეკლესიების აშენებას.
თანამოძმე ქრისტიანებო, ჩვენ, იესოს მორწმუნეებმა, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, თუ რა არის ღმერთის ნება და შემდეგ კი ვასრულოთ იგი. შეცდომა იქნება თავი მიუძღვნათ ეკლესიურ ცხოვრებას ღმერთის ნების შემეცნების გარეშე.
ადამიანები საკუთარ თავს ეკითხებიან, კიდევ რა უნდა იყოს საჭირო მათი ორტოდოქსალური ეკლესიების წიაღში ღვთისმოსავი ცხოვრების გარდა. მაგრამ მე თვითონ ვსწავლობდი კალვინიზმს პრესვიტერიანულ ეკლესიაში და გავიზარდე ნაშვილები დედის მიერ, რომელიც იმდენადვე რელიგიური იყო, როგორც ყოველი ღვაწლმოსილი პასტორი. სწავლა-განათლება მე ეგრედ-წოდებულ ორტოდოქსალურ ეკლესიაში მივიღე.
მოციქულმა პავლემ თქვა, რომ მასაც შეეძლო კვეხნა იმის გამო, რომ ის ბენიამინის ტომისა იყო და რჯულს გამალიელთან სწავლობდა, რომელიც იმ დროის უდიდეს რაბიდ ითვლებოდა. ხელახლა შობამდე პავლე იესოს მორწმუნეთა დასაპატიმრებლად მიემგზავრებოდა. მაგრამ დამასკოს გზაზე მან იესოს რწმენა იპოვა და გახდა მართალი წყლისა და სულის ხელახლა შობის კურთხევის მეშვეობით.
 
 

უნდა ვიცოდეთ ღმერთის ნება მანამდე სანამ მის გაკეთებას შევძლებთ


რა არის აუცილებელი იესოს რწმენის მიღებამდე?
პირველად მისი ნება უნდა ვიცოდეთ.

ჩვენი განწმენდა – ღმერთის ნებაა. “ვინაიდან ღვთის ნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ სიძვას.” (1თესალ.4:3) ჩვენ ვიცით, რომ ღმერთის ნებაა ჩვენი სრულყოფილი განწმენდა წყლისა და სულის მეშვეობით და სარწმუნო ცხოვრებით ცხოვრება.
თუ არის ვინმე, ვისაც სწამს იესო, მაგრამ ჯერ კიდევ ცოდვა აქვს გულში, ის არ ცხოვრობს ღმერთის ნებასთან შესაბამისობაში. მისი ნების შესრულება მოითხოვს რომ განვიწმინდოთ იესოში აღმოჩენილი ხსნით. ამის ცოდნა ნიშნავს ღმერთის ნების შესრულებას.
როდესაც მე გეკითხებით, “ჯერ კიდევ გაქვთ ცოდვა გულში, თუმცა იესოსი გჯერათ?” და თქვენი პასუხი დადებითია, ცხადია, რომ ჯერ არ გცოდნიათ ღმერთის ნება. ღმერთის ნებაა ის, რომ განვიწმინდოთ და გადავრჩეთ ყველა ჩვენი ცოდვებისგან წყლისა და სულის მიმართ რწმენით.
ერთხელ ცხოვრობდა კაცი, რომელსაც დამჯერი შვილები ჰყავდა. ერთ დღეს მან მოიხმო უფროსი ვაჟი, რომელიც ასევე ყველაზე უფრო დამჯერი იყო, და უთხრა, “შვილო, წადი მინდვრის იქით განლაგებულ სოფელში. . .”
ვიდრე ლაპარაკს დაასრულებდა, შვილმა შეაწყვეტინა, “დიახ, მამაო”, და გაუჩინარდა. მას არ მოუცდია იმის გასარკვევად, თუ რის გაკეთება მართებდა. ის უბრალოდ წავიდა.
მამამისმა დაუძახა, “შვილო, ძალიან კარგია და სათნო, რომ ასე დამჯერი ხარ, მაგრამ ჯერ უნდა იცოდე თუ რის გაკეთება მსურს შენგან”.
მაგრამ შვილი პასუხობდა, “არა უშავს, მამაო. მე დაგიჯერებ. ვის შეუძლია შენთის ჩემზე უკეთ დაჯერება?”
მაგრამ რა თქმა უნდა ის ხელცარიელი დაბრუნდა. ის ვერანაირად ვერ გააკეთებდა მამამისის ნებას, რადგან არ იცოდა, თუ რა სურდა სინამდვილეში მამას. ის უბრალოდ ბრმად დაემორჩილა.
თუ იესო ქრისტეს არ შევიცნობთ, ჩვენც იმ ყმაწვილს დავემსგავსებით. ბევრი ადამიანი თავს უძღვნის სარწმუნოებას, მიჰყვება თეოლოგიურ დოქტრინებს, ერთგულად სწირავს მეათედს, ლოცულობს მთელი ღამის განმავლობაში, მარხულობს. . .და ეს ყველაფერი ღმერთის ნების ცოდნის გარეშე.
როდესაც ადამიანები კვდებიან გულში არსებული ცოდვით, მათ უკან აბრუნებენ სასეფევლის კარის მისასვლელთან. ისე თავგამოდებულნი იყვნენ ღმერთის ნების კეთებაში, მაგრამ არც კი იცოდნენ თუ რა სურდა ღმერთს.

რას ნიშნავს ურჯულოების კეთება?
გწამდეს იესოსი, როგორც ცოდვილს, და არ იცოდე წყლისა და სულის სახარება.

“ბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?’ მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო” (მათე 7:22-23) 
არსებობს ის, რაც ღმერთს უნდა რომ ვაკეთოთ, და არსებობს რწმენა, რომელსაც ის ჩვენგან ითხოვს. მას სურს რომ გვწამდეს, რომ იესომ ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო. ბევრი წინასწარმეტყველებს, სდევნის ეშმაკებს და ახორციელებს სასწაულებს მისი სახელით, მაგრამ არ უწყის წყლისა და სულის ჭეშმარიტებას.
სასწაულების კეთება მრავალი ეკლესიების შენებას ნიშნავს, ასევე საკუთარი ქონების გაყიდვას ეკლესიისთვის მისაძღვნელად, საკუთარი სიცოცხლის უფლისთვის მიძღვნას, და ა.შ.
მისი სახელით წინასწარმეტყველება ადამიანებს ლიდერებად აყენებს. ასეთი ადამიანები ემსგავსებიან ფარისევლებს, რომლებიც იკვეხნიდნენ რჯულისმიერი ცხოვრებით და უპირისპირდებოდნენ იესოს. ეს ასევე ეხება ეგრედ-წოდებულ ორთოდოქს ქრისტიანებს.
ეშმაკების განდევნა ძალის გამოვლენას ნიშნავს. ისინი ყველა ისეთი ენთუზიაზმით არიან სავსე თავის რწმენაში, მაგრამ ბოლოს უფალი ეტყვის, რომ არ იცნობს მათ. ის შეეკითხება, თუ რანაირად შუძლიათ რომ იცნობდნენ უფალს, როდესაც ის მათ არ სცნობს. 
უფალი ამბობს, “მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო!’” იმ დღეს მრავალი შესძახებს მას, “უფალო, მე მწამს. მწამს, რომ შენ ჩემი მხსნელი ხარ.” ისინი იტყვიან, რომ უყვართ უფალი, მაგრამ გულში ცოდვა აქვთ. უფალი უწოდებს მათ ურჯულოების მოქმედნს (დაუხსნელ ცოდვილებს) და უბრძანებს განშორებას.
იმ დღეს ისინი, ვინც ხელახლა შობის გარეშე მოკვდა შეჰღაღადებენ იესოს წინაშე, “მე ვწინასწარმეტყველებდი, ვაშენებდი ეკლესიებს და გავაგზავნე 50 მისიონერი შენი სახელით.”
მაგრამ იესო უპასუხებს იმ ცოდვილებს, “მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო!”
“რას გულისხმობ? ნუთუ არ იცი, რომ შენი სახელით ვწინასწარმეტყველებდი? მრავალი წელი ეკლესიში ვმსახურობდი. . .სხვებს ვასწავლიდი შენდამი რწმენას. როგორ შეიძლება რომ არ მიცნობდე?”
ის მიუგებს, “მე არასოდეს არ გიცნიბდი. შენ, რომელიც აცხადებ, რომ მიცნობ, მაგრამ გულში ცოდვა გაქვს, განმშორდი!”
ღმერთის წინაშე ურჯულოებაა გწამდეს მისი გულში არსებული ცოდვით ან არ გწამდეს მისი ხსნის რჯულის თანახმად. მისი ნების არცოდნა – ურჯულოებაა. ურჯულოებაა მისი ნების კეთების მცდელობა ამ ნების ცოდნის გარეშე ან წყლისა და სულის ხელახლა შობის კურთხევის არცოდნა. ურჯულოებაა ასევე მიჰყვებოდე მას მისი ნების უცოდინარად. ურჯულოება კი ცოდვაა.
 
 

ღმერთის ნება ბიბლიაში


ვინ არიან ღმერთის შვილები?
უცოდველი მარეთლები

მისი ნებაა ჩვენს მიმართ, რომ გვწამდეს წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარების. ნამდვილი სახარება ჩვენ ხელმეორად შობას გვაძლევს. ღმერთის ნებაა ასევე, რომ ვიცხოვროთ სახარებისთვის, როგორც მისი შვილები. უნდა ვიცოდეთ ღმერთის ნება, მაგრამ ასე ბევრისთვის უცნობია წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარება.
როცა ვეკითხები ხალხს, თუ რატომ სწამთ იესოსი, ბევრი მპასუხობს, რომ სწამთ მისი, რათა ცოდვებისგან დახსნა მიიღონ.
მე კითხვას ვუსვამ, “მაშ, გაქვთ თუ არა ცოდვა გულში?”
ისინი მპასუხობენ, “რა თქმა უნდა, მაქვს.”
“მაშ, დახსნილი ხართ თუ არა?”
“რა თქმა უნდა, ვარ.”
“შეუძლია ცოდვილს, რომელსაც ცოდვა აქვს გულში, ცათა სასუფეველში შესვლა?”
“არა, არ შეუძლია.”
“მაშინ, ცათა სასუფეველში მიდიხარ, თუ ჯოჯოხეთის ცეცხლში?”
ისინი იძახიან, რომ ცათა სასუფეველში მიდიან, მაგრამ შეუძლიათ კი? ისინი ჯოჯოხეთში მოხვდებიან.
ზოგი ფიქრობს, რომ რადგან იესოსი სწამთ, შეუძლიათ ცათა სასუფეველში მოხვედრა, თუნდაც ცოდვა ჰქონდეთ გულში, და რომ ამის გაკეთება ღმერთის ნებაა. მაგრამ ღმერთი არ მიიღებს ცოდვილებს ცათა სასუფეველში.
რა არის ღმერთის ნება? ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთის ნება ჩვენთვის არის რომ გვწამდეს მისი ძის, გვწამდეს იესოს ნათლობით და მისი ჯვრის სისხლით გამოსყიდვის კურთხევის.
ისინი, ვისაც წყლისა და სულისგან ხელახლა შობის კურთხევის სწამთ, მისი შვილები ხდებიან. მისი შვილები კი მართლები არიან.
როდესაც ღმერთი ჩვენ მართლებს გვიწოდებს, ნუთუ მას ქრისტიანი-ცოდვილი ჰყავს მხედველობაში? ღმერთი არასოდეს იტყუება. ამიტომ მის წინაშე თქვენ ან ცოდვილი უნდა იყოთ, ან მართალი. არსად არ არსებობს ისეთი რამ, როგორც “უცოდველად ჩათვლა.” განწმენდილებად ის მხოლოდ წყლისა და სულის სახარების მორწმუნეებს რაცხავს.

როგორ უნდა გავხდეთ ღმერთის შვილები?
წყლისა და სულის სახარების მიღებით.

რადგან ღმერთმა ადამიანთა ყველა ცოდვა თავის ძეს გადასცა, ის, თუნდაც მისი საკუთარი ძე იყო, მაინც ჯვარზე უნდა გასამართლებულიყო. ღმერთს არასოდეს ძალუძს ტყუილის თქმა. ის ამბობს, “ცოდვის საზღაური სიკვდილია” (რომ.6:23). როდესაც მოკვდა მისი ძე, სიბნელემ დაფარა დედამიწა სამი საათით.
“შესძახა იესომ დიდი ხმით: “ელი, ელი! ლამა საბაქთანი?” რაც ნიშნავს: ‘ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?’” (მათე 27:46)
იესომ აიღო წუთისოფლის ყველა ცოდვა თავისი ნათლობით და დაიხსნა ყველა ადამიანი მათი ცოდვებისგან. მან იტვირთა ეს ცოდვები და იცოდა, რომ უნდა ჯვარცმულიყო და მიტოვებულიყო ღმერთის, მისი მამის მიერ. ასე ღმერთმა გაასამართლა თავისი ძე იმ ცოდვებისთვის, რომლებიც მან იორდანეზე აიღო და სამი საათით პირი იქცია თავისი ძისგან.
“ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.” (იოანე 1:12).
ხართ თქვენ ღვთის შვილები? ჩვენ ვართ ხელახლა შობილები, რადგან მივიღეთ წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარება. წყლისა და სულისგან ხელახლა შობილები მართლები არიან. ახლა ჩვენ ყველანი მართლები გავხდით.
“თუ ღმერთი ჩვენსკენ არს, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?” (რომაელთა 8:31). როცა მართალი პიროვნება თავის თავს ღმერთის და ხალხის წინაშე მართალს უწოდებს, ისინი, ვინც არაა გამოსყიდული, მის გასამართლებას იწყებენ. ამიტომ მოციქულმა პავლემ თქვა, “ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს? ღმერთი ამართლებს მათ.” (რომ. 8:33). ღმერთმა ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა და გვიწოდა წმიდანები, მართლები და თავისი შვილები. მან მოგვანიჭა უფლება ღმერთის დიდებით სავსე ძენი და ასულები გავმხდარიყავით.
წყლისა და სულისგან ხელახლა შობილები მისი შვილები არიან. ისინი უსასრულოდ მასთან ერთად ცხოვრობენ. ისინი აღარ არიან უბრალოდ ამა ქვეყნის ქმნილებანი, არამედ ღმერთის შვილები, რომელთა სამკვიდრებელი ზეცაა.
ახლა, როდესაც ღმერთის მართალი შვილები გახდნენ, აღარავის შეუძლია მათი გამტყუნება, მათი გასამართლება და მათი ღმერთისგან დაშორება.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ წყლისა და სულის სახარება რათა გვწამდეს იესოსი. უნდა ვიცოდეთ ბიბლია. აუცილებელია რომ ვიცოდეთ და გვწამდეს ღმერთის ნება მის შესასრულებლად.
 
 

ღმერთის ნებაა, რომ ცოდვილები ხელახლა იშვნენ წყლისა და სულისგან


რატომ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში?
ყველა ცოდვის მისთვის გადასაცემად.

ღმერთის ნებაა, რომ მივიღოთ გამოსყიდვა და ვიშვათ ხელახლა წყლისა და სულისგან. “ვინაიდან ღვთის ნებაა თქვენი განწმედა.” (1 თესალ. 4:3). 
ღმერთის ნება იყო მისი ძის გამოგზავნა, იმისათვის რომ მთელი ცოდვა გადასულიყო მასზე და ჩვენ გადავერჩინეთ. ასეთია სული წმიდის კანონი, რომელიც წყლისა და სულისგან ხელახლა შობის საშუალებას გვაძლევს. მან ჩვენ ყველანი ცოდვისგან დაგვიხსნა.
ჩვენ გამოსყიდულები ვართ. გესმით ახლა ღმერთის ნება? მისი ნება იყო ყველანი რომ გამოვესყიდეთ. მას არ სურს, რომ ამ ქვეყნიერებასთან კომპრომისზე წავიდეთ, არამედ რომ მხოლოდ მისი სიტყვების გვწამდეს და მხოლოდ ის ვადიდოთ. 
ღმერთის ნებაა ასევე, რომ ხელახლა შობილები ამოწმებდნენ სახარებას და ცხოვრობდნენ ეკლესიის წიაღში, უძღვნიდნენ თავს დანარჩენი სულების ღმერთთან დაბრუნების საქმეს.
ჩვენ ვცოდავთ არა იმიტომ, რომ ეს გვსურს, არამედ იმიტომ რომ სუსტები ვართ. მაგრამ იესომ მოგვაშორა ეს ცოდვები. ღმერთმა გადაიტანა წუთისოფლის ყველა ცოდვა იესოზე იოანე ნათლისმცემლის მეშვეობით. მან გამოაგზავნა თავისი ძე ამ მიზნით და იგი იოანეს მოანათვლინა. ჩვენ დახსნილები ვართ ამის რწმენით. ესაა ღმერთის ნება.
 

ღმერთის ნებაა, რომ გვწამდეს იესოსი, რომელიც მან მოავლინა

რატომ მოვიდა იესო ცოდვილი ადამიანის მსგავსებაში?
კაცობრიობის ყველა ცოდვების წარსახოცად.

ბიბლია ამბობს, რომ ღმერთის ნების კეთებაა გწამდეს ის, ვინც მან მოავლინა. “უთხრეს მას: ‘როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთის საქმენი ვაკეთოთ?’ მიუგო იესომ და უთხრა მათ: ‘ღვთის საქმე ის არის, რომ ირწმუნოთ იგი, რომელიც მან მოავლინა.’ უთხრეს მას: ‘რა ნიშანს იძლევი, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ? რას მოიმოქმედებ? ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში’, როგორც დაწერილია: ‘პური ზეციდან მისცა მათ საზრდოდ’” (იოანე 6:28-31). 
ხალხმა უთხრა იესოს, რომ ღმერთმა მოსეს ნიშანი მისცა, როდესაც ის ქანაანის გზაზე მიდიოდა და მისცა ისრაელიანებს მანანა ზეციდან, რის შედეგადაც მათ ღმერთი იწამეს. (იოან.6:32-39). ხალხი ეკითხებოდა იესოს “როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთის საქმენი ვაკეთოთ?” 
იესომ უპასუხა, რომ ღვთის საქმეთა შესასრულებლად მათ უნდა სწამდეთ მისი. თუ ღმერთის საქმის კეთება გვსურს, უნდა ვიწამოთ იესო ქრისტეს მიერ შესრულებული საქმის. ღვთის ნება ჩვენთვის არის არა მხოლოდ სახარების რწმენა და ქადაგება, არამედ მისით ცხოვრება.
ღმერთმა გვიბრძანა, “ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდას სახელით, ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ.” (მათე 28:19-20).
იესო ცხადად გვეუბნება, რომ მოვნათლოთ მამის, ძის და სული წმიდის სახელით. ყველაფერი, რაც მან შეასრულა თავისი მამისთვის და წმიდა სულისთვის, შედის მის ნათლობაში. როცა ეს გვესმის, შეგვიძლია ვიწამოთ ღმერთი და დავინახოთ ყოველივე, რაც გააკეთა იესომ ამ ქვეყნად და თუ როგორც ამოწმებდა სული წმინდა ამის შესახებ.
ღმერთმა მოავლინა იესო წყლისა და სულის სახარების დასამოწმებლად. ამიტომაც მხოლოდ როდესაც გვწამს ღვთის და მისი მსახურის სიტყვის, შეგვიძლია გადარჩენა.
 
 

ღმერთის საქმის კეთება


რა არის ჩვენი ცხოვრების მიზანი?
ღმერთის ნების კეთება მთელ მსოფლიოში სახარების გავრცელებით.

თუ ღმერთის საქმის კეთება გვინდა, პირველ რიგში უნდა ვიწამოთ იესოს ნათლობის და ჯვარზე მისი სიკვდილის სახარება. ღმერთის საქმეა გწამდეს ის, ვინც მან მოავლინა. იმისათვის რომ იესო ვირწმუნოთ, უნდა გვწამდეს, რომ მან დაგვიხსნა წყლითა და სისხლით.
ღმერთის ნება სრულდება ჩვენში, როცა იესო გვწამს და ვქადაგებთ სახარებას. ასეთი გზით ჩვენ ღმერთის საქმეს ვასრულებთ. მან გვითხრა, რომ მხოლოდ მათ, ვისაც სწამს წყლისა და სულისგან ხელახლა შობის კურთხევის, შეუძლია ცათა სასუფეველში შესვლა.        
მოდით ყველამ დავიკავოთ ჩვენი ადგილი ცათა სასუფეველში ღმერთის ნების სწორად გაგებით, იმის ცოდნით და რწმენით, რომ ყველა ჩვენი ცოდვა გადავიდა იესოზე მის ნათლობისას, მისი სასუფევლის გავრცელებისთვის ცხოვრებით და სიცოცხლის ბოლო დღემდე სახარების ქადაგებით.
თანამოძმე ქრისტიანებო! წყლისა და სულის სახარების მორწმუნეები არიან ისინი, ვინც აკეთებს ღმერთის საქმეს. ღმერთის საქმეა გწამდეს ის, ვინც მან მოავლინა. მისი ნების კეთებაა გწამდეს, რომ ყველა ცოდვა გადავიდა იმაზე, ვინც ღმერთმა მოავლინა და რომ იესო ქრისტე ჩვენი მხსნელია.
ადამიანის ცოდვისაგან დახსნის შრომა შესრულდა, როდესაც იესო მოინათლა იორდანეზე და მოკვდა ჯვარზე. ღმერთის საქმის მეორე ნაწილი არის გწამდეს იმისი, ვინც მან მოავლინა, გწამდეს მხსნელის, რომელმაც მოაშორა წუთისოფელს მთელი მისი ცოდვა, და ქადაგებდე სახარებას მთელს მსოფლიოში.
ახლა კი ჩვენ, ვინც ხელახლა შობილნი ვართ, უნდა ვცხოვრობდეთ სახარების ქადაგებით დედამიწის კიდემდე.

სად მოხვდებიან ისინი, ვისაც სწამს იესოსი ღმერთის ნების შეცნობის გარეშე?
ისინი წავლენ ჯოჯოხეთში

“ბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?’ მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო’” (მათე 7:22-23). 
ეს ნაწყვეტი ცხადად გვეუბნება თუ ვინ ითვლება ცოდვილად ღმერთის წინაშე და ვინ არიან ურჯულოების მოქმედნი.
მათ შორის, ვინც “უფალო, უფალო”-ს იძახის ისე ბევრია ისინი, ვინც არ არიან ხელახლა შობილები. ისინი იტანჯებიან, რადგან ჯერ კიდევ ცოდვა აქვთ გულში. ამიტომ ღმერთს ნახევრად ჩივილით შეჰღაღადებენ, “უფალო, უფალო!” 
ისინი სთვლიან, რომ მათი სინდისი განიწმინდება, თუ ლოცვის დროს ხმას აამაღლებენ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ცოდვა რჩება მათ გულებში. ისინი ხმამაღლა ლოცულობენ მთებში ხმაში გამოუთქმელი ტანჯვით, თითქოს ღმერთი შორს ყოფილიყო. როდესაც სრულყოფილი რწმენა არ გაგვაჩნია, “უფალო, უფალო”-ს უფრო ხშირად გავიძახით ხოლმე.
ზოგ ეკლესიაში, სადაც მრევლი ხელახლა შობილი არაა, ისინი იმხელა ენთუზიაზმით ლოცულობენ, რომ მქადაგებლის კათედრას აყირავებენ.
მაგრამ ბიბლიიდან შეგვიძლია დავინახოთ, რომ ყველა, ვინც შესძახის “უფალო, იფალო”-ს, როდი შევა ცათა სასუფეველში. მხოლოდ იმათ, ვისაც სწამს წყლისა და სულის სახარების, გააჩნია რწმენა, რომელიც ღმერთის საქმეებს აკეთებინებს.
ბიბლია გვეუბნება, რომ ურჯულოებაა უხმობდე ღმერთის სახელს გულში არსებული ცოდვით. ყოფილხართ როდესმე მთაში ჩატარებულ ლოცვის კრებაზე? ზოგიერთი ხნიერი ქალბატონი დიაკვნები სტირიან და ჰგოდებენ, უხმობენ რა მის სახელს, რადგან არც ოდესმე შეხვედრიან იესოს სინამდვილეში, არც მიუღიათ ღმერთის სული თავიანთ გულებში და არც ხელახლა შობილნი არიან წყლისა და სულისგან. მის სახელს ასე დაჟინებულად უხმობენ, რადგან ჯოჯოხეთში მოხვედრის ეშინიათ.
წარმოიდგინეთ რომ ვინმე, ვინც თავის ცხოვრებას მისიონერის ან პასტორის როლში ეკლესიის მსახურებას უძღვნიდა, საბოლოოდ უარყოფილ იქნა ღმერთის მიერ. მშობლის ან მეუღლის მიერ მიტოვება საკმარისი იქნებოდა მისი გულის გასატეხად, მაგრამ ღმერთის, მეფეთა მეფის, ჩვენი სულების მსაჯულის მიერ მიტოვებული, სად უნდა წავიდეს?
მე ვიმედოვნებ, რომ ეს არასოდეს მოუვა არც ერთ თქვენგანს. გთხოვთ მოუსმინეთ და იწამეთ წყლისა და სულის სახარების. ღვთის ნებაა ჩვენთვის, რომ ვიშვათ ხელახლა და ვიცხოვროთ წყლისა და სულის სახარებაში. 
ჩვენ, ქრისტიანებს, უნდა გვწამდეს წყლისა და სულის სახარება და ძალას ვიძენდეთ ბიბლიის ჭეშმარიტებიდან. მხოლოდ მაშინ შეგვეძლება ღვთის სამსჯავროსგან გადარჩენა.