(მოციქულთა საქმეები 1:4-8)“და შეკრიბა ისინი და უბრძანა არ გასცილებოდნენ იერუსალიმს, არამედ დალოდებოდნენ მამის აღთქმულს, რაზეც უთხრა: “ჩემგან მოისმინეთ; ვინაიდან იოანე ნათლავდა წყლით, თქვენ კი, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, მოინათლებით სულიწმიდით.” ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას: “ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ, უფალო, ისრაელს სამეფოს?” უთხრა მათ: “თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ დროები ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით. არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე.”
ადამიანში სულიწმიდის ბინადრობა ღვთის საჩუქარია თუ იგი მას პირადი ძალისხმევის საფუძველზე ეძლევა?
ეს არის საჩუქარი რომელიც ეძლევა იმას ვინც ცოდვათა მიტევებას ღებულობს, რაც შეადგენს ღმერთის აღთქმის აღსრულების მნიშვნელობას
ერთხელ მქონდა გამოცდილება როდესაც ლოცვის მეშვეობით რაღაც სულიწმიდის მაგვარი ალი მივიღე. მაგრამ ამ ალებმა დიდხანს არ გასტანა და ჩემი დაგროვილი ცოდვების ტვირთის ქვეშ მალევე გაქრა. მაგრამ ახლა მსურს დაგანახოთ ჭეშმარიტება იმ სულიწმიდის შესახებ, რომელიც ჩვენში მუდამ მკვიდრდება, არა ცოდვის მიერ ადვილად ჩაქრობილი ცრუ სულების, არამედ ჭეშმარიტი სახარების მეშვეობით. სულიწმიდა რომელსაც ახლა ამ წერილის საშუალებით გაცნობთ, არ არის რაღაცა რასაც ხანგრძლივი ლოცვების მეშვეობით ვღებულობთ, არამედ მხოლოდ წყლისა და სულის სახარებისადმი რწმენით.
მინდა ამ წიგნის საშუალებით [1]სულიწმიდის თქვენში დავანების მიღებასთან მიგიყვანოთ. თქვენ მიხვდებით რომ სულიწმიდა შთააგონებს ამ უწყებას, რომელსაც მე თქვენ ამჟამად გადმოგცემთ. ესაა ღმერთის აბსოლუტური სურვილი, რომ ჩვენ დღეს და ამ საუკუნეში სულიწმინდის ბინადრობა მივიღოთ. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ სულიწმიდის ჩვენში დამკვიდრების შესახებ და მიიღოთ კიდევაც იგი ამ ერთი წიგნის საშუალებით. თუ ეს წიგნი თქვენთვის საკმარისი არაა, გირჩევთ ჩემს მიერ ადრე გამოცემული ორი წიგნის წაკითხვას. ამ წიგნების საშუალებით თქვენ ღვთის წინაშე სრულყოფილ რწმენას მიიღებთ.
| 1.სულიწმიდა მკვიდრდება ხელახლა შობილთა გულებში, ვისაც წყლისა და სულის სახარების რწმენით ყველა ცოდვა მიეტევა. მას შემდეგ რაც იგი წმინდანში შემოდის, სულიწმიდა სამუდამოდ მკვიდრდება მასში და აღარასდროს სტოვებს ადამიანს სანამ მას სახარების სჯერა. იგი წმინდანებს დარწმუნებას ანიჭებს, უბიძგებს მათ ბიბლიაში ღვთის ნების შეცნობისაკენ, აძლიერებს მათ ამ სამყაროში არსებული ცდუნებების და სირთულეების გადასალახავად და სულის ნაყოფის უხვად მოტანის უნარს აძლევს. სულიწმიდის ბინადრობის მეშვეობით ღმერთი წმინდანის სხეულს, როგორც ღვთის ტაძარს განადიდებს (მოციქულთა საქმეები 2:38-39, იოანე 14:16, 16: 8-10, 1 კორინთელთა 3:16, 6:19, გალატელთა 5 : 22-23) |
მრავალი ქრისტიანი ცდილობს მიიღოს სულიწმიდა ისევე როგორც ის სულთმოფენის დღეს იესოს მოწაფეებზე გადმოვიდა. ზოგმა ამ მეთოდის გამოყენებით დიდი ფულიც კი იშოვა. ისინი თავს მოაჩვენებენ თითქოს და სულიწმიდა ყოფილიყო რაღაცა, რისი მიღებაც ადამიანის ძალისხმევით შეიძლებოდეს. ისინი ისწრაფვიან ხილვებისკენ, სასწაულებისკენ, სურთ გაიგონ იესოს ხმა, ილაპარაკონ უცხო ენებზე, განკურნონ სნეულები და განდევნონ დემონები. მაგრამ ამავე დროს, მათ გულში კვლავ ცოდვაა და ისინი ბოროტი სულების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან (ეფესელთა 2: 1—2). დღესაც მრავალი ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას იმის უმეცრად რომ ბოროტი სულების ძალის ქვეშ არიან მოქცეული. ამიტომ ეშმაკი ყველანაირი მეთოდებით აცდუნებს და ატყუებს ხალხს, როგორიცაა საოცრებანი და სასწაულები, რომლებიც სინამდვილეში მხოლოდ ილუზიაა.
იესომ უბრძანა მოწაფეებს "არ გასცილებოდნენ იერუსალიმს, არამედ დალოდებოდნენ მამის აღთქმულს" (მოციქულთა საქმეები 1:4). მოციქულთა საქმეებში ნაჩვენები სულიწმიდის მიღება ხდება არა "გამოცდილებებით", "მიძღვნით", ან "სინანულის ლოცვებით", არამედ მათთვის სულიწმიდის მოსაცემად "ღვთის დანაპირების მოლოდინით". ამ მონაკვეთიდან უნდა ვისწავლოთ რომ სულიწმიდის ბინადრობა არ არის ადამიანთა სასოწარკვეთილი ლოცვების შედეგი. ეს არის ღვთის საჩუქარი, რომლის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ წყლისა და სულის შესანიშნავი სახარების სრული რწმენით, რომელიც მამა ღმერთმა და იესო ქრისტემ მთელ კაცობრიობას უბოძეს. სულიწმიდის ნამდვილი ბინადრობა ხდება იესო ქრისტეს მიერ ჩვენთვის მოცემული სახარების რწმენის მეშვეობით. ღმერთმა მოგვანიჭა წყლისა და სულის ჭეშმარიტება იმისთვის რომ ჩვენ სულიწმიდის ბინადრობა მიგვეღო (იოანე 3: 3-5).
ფრაზა "სულიწმიდის დანაპირები” ბევრჯერ გვხვდება ახალ აღთქმაში. პეტრე სულთმოფენის დღეს თავის ქადაგებაში (მოციქულთა საქმეები 2:38-39) ამბობს სულიწმიდის ნათლობის შესახებ: "ეს არის ღვთის დანაპირები რომ სულიწმიდა მიეცეს ყველას, ვინც ამ მშვენიერი სახარების რწმენის შედეგად ცოდვების შენდობას მიიღებს.”
სულიწმიდის ბინადრობა არის საჩუქარი მათთვის, ვინც თავიანთი ცოდვების მიეტევება მიიღო, და შეიცავს ღმერთის აღთქმის შესრულების მნიშვნელობას. სულიწმიდა ახალ აღთქმაში არ არის ისეთი რამ, რისი მიღებაც შეიძლება ღმერთსა და ადამიანებს შორის კომპრომისით, არამედ ეს არის ღვთისგან აღთქმული საჩუქარი. ამიტომ, სულიწმიდის ბინადრობა, როგორც მოციქულთა საქმეებშია ნაჩვენები, არ არის ისეთი რამ, რისი მიღებაც ლოცვის მეშვეობით შეიძლება (საქ. 8: 19-20).
სულიწმიდა გადმოდის მხოლოდ მათზე, ვისაც სწამს იესოს მიერ ჩვენთვის მოცემული წყლისა და სულის სახარების. იესომ თავის მოწაფეებს სულიწმიდის გამოგზავნა შეპირდა, რათა შეძლებოდათ მათში სულიწმიდის დამკვიდრება. ”რამეთუ იოანე ნათლავდა წყლით, თქვენ კი, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, მოინათლებით სულიწმიდით" (საქმეები 1: 5). ასე რომ, მისი მოწაფეები ღვთის დანაპირების შესრულებას ელოდებოდნენ.
ბიბლიაში იმ პიროვნებათა რწმენაზე დაკვირვებით, რომლებმაც სულიწმიდის ბინადრობა მიიღეს, ვხვდებით რომ ეს მოხდა არა მათი ძალისხმევით, არამედ ღვთის ნებით. მოციქულთა საქმეებში აღწერილი მოწაფეებზე სულიწმიდის გარდმოსვლა არ მომხდარა მათი პირადი მცდელობის ან სულიერი მიღწევების საფუძველზე.
მათზე სულიწმიდის ეს გარდმოსვლა იესოს დანაპირების თანახმად, „არც თუ მრავალი დღის შემდეგ“, მალევე შესრულდა. ეს ადრეული ეკლესიის პერიოდის პირველი კურთხევა იყო. წმინდა წერილების დათვალიერებით ვხედავთ რომ ღვთის დაპირება არ აღსრულებულა მარხვის, ლოცვების ან თავგანწირვის, არამედ იესოსადმი რწმენის გამო. იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ მორწმუნეებმა როგორც ცოდვების მიტევება, ასევე სულიწმიდის ბინადრობა ერთდროულად მიიღეს.
სულიწმიდა იესოს მოწაფეებზე ზეციდან მოულოდნელად გადმოვიდა!
"ორმოცდამეათე დღის ზეიმმა რომ მოაწია, ყველანი ერთად იყვნენ" (მოციქულთა საქმეები 2:1). იესოს მოწაფეები სულიწმიდის დავანების ღვთის დანაპირების მოლოდინში ერთად იყვნენ შეკრიბილნი. და ბოლოს სულიწმიდა მათზე ნამდვილად გადმოვიდა.
”მოულოდნელად ხმაური გაისმა ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისხდნენ. და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, როგორც ცეცხლოვანნი და სათითაოდ დაივანა თითოეულ მათგანზე. ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ".(საქმეები 2: 2-4).
სულიწმიდა მათ "მოულოდნელად ზეციდან" მოევლინა. აქ სიტყვა "მოულოდნელად" ნიშნავს რომ ეს მოხდა არა ადამიანის ნებით. გარდა ამისა, სიტყვა "ზეციდან" განმარტავს თუ საიდან გაჩნდა სულიწმიდა, და ასევე ეწინააღმდეგება იმ აზრს რომ სულიწმიდის ბინადრობა შეიძლება ადამიანის ნებით ან ძალისხმევით იქნას მიღწეული. სიტყვა „ზეციდან“ გვიჩვენებს, რომ იმის თქმა რომ სულიწმიდის გადმოსვლის მიღწევა ლოცვების საშუალებით შეიძლება, არის თაღლითური პრეტენზია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის რომ სულიწმიდა ზეციდან მოულოდნელად გადმოვიდა, ნიშნავს რომ სულიწმიდის ბინადრობა არ ხდება მიწიერი საშუალებებით, მაგალითად, ენებზე ლაპარაკით ან თავგანწირვით. თავიდან იესოს მოწაფეები ამეტყველდნენ ენებზე, რათა ყველა ერის ხალხისთვის მშვენიერი სახარება ექადაგად. ამის მიზეზი იყო ის რომ სულიწმიდის დახმარებით მოწაფეებს იქ მყოფ უცხო ენებზე მოლაპარაკე ებრაელთათვის მათ საკუთარ ენაზე სახარების ქადაგების საშუალება მიცემოდათ. ყველა ერიდან და კუთხიდან მოსული ხალხისთვის გასაოცარი იყო მოწაფეების მიერ მათ საკუთარ ენაზე საუბრის მოსმენა, ვინაიდან მოწაფეების უმეტესობა გალილეიდან იყო.
"და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი, და სათითაოდ დაივანეს ყოველ მათგანზე. და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ" (მოციქულთა საქმეები 2:3-4). აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ ფრაზას რომ სულიწმიდა "სათითაოდ დაივანა ყოველ მათგანზე". მოწაფეებს, რომლებიც ერთ ადგილას შეკრებილნი სულიწმიდის მოსვლას ელოდებოდნენ, უკვე სწამდათ წყლისა და სულისგან ხელახლა შობის სახარების.
ბევრ ქრისტიანს დღეს არასწორად ესმის მონაკვეთის ეს ნაწილი, რადგან თვლიან, რომ სულიწმიდის გადმოსვლა ყოველთვის ქარიშხლის მსგავსი ხმაურით ხდება სანამ ისინი ლოცულობენ. მაგრამ ეს არის სულიწმიდის შესახებ გაუგებრობა, რომელიც წარმოიშობა უმეცრებისა და დაბნეულობის საფუძველზე. მართლა ახდენს სულიწმიდა ასეთ ხმებს, როცა ხალხზე გადმოდის? არა, არ ახდენს.
ის რასაც ადამიანები თავისი ყურებით იგებენ, არის ხმები, რომლებსაც ეშმაკი გამოსცემს როდესაც ხალხის სულებს შთანთქავს. ის გამოსცემს ამგვარ ბგერებს როდესაც ილუზიებით, ხმების მიბაძვით და ცრუ სასწაულებით მოქმედებს ხალხის დაბნეულობაში ჩასაგდებად, და თავის მოსაჩვენებლად თითქოს ის სულიწმიდაა. ხალხს ეს ყოველივე სულიწმიდის მოსვლის მტკიცებულებაში ერევა. ხალხს ასევე სჯერა რომ სულიწმიდა ძლიერი ქარის მსგავსად მოდის "სუიჰჰ!~" მაგვარი ხმით. ისინი დემონების მიერ არიან ცდუნებულნი. მოციქულთა საქმეებში ჩაწერილი სულიწმიდის მოფენა მხოლოდ მშვენიერი სახარების რწმენის მეშვეობით იყო მიღწეული.
პეტრეს რწმენა (1 პეტრე 3:21) იყო საკმარისად სრულყოფილი მასში სულიწმიდის ბინადრობის მისაღებად
მოციქულთა საქმეების 2-ში პირველი სულთმოფენის ორმოცდამეათე დღის შემთხვევის ამოტვიფრვით ღმერთს სურს ხაზი გაუსვას იმ ჭეშმარიტებას, რომ სულიწმიდა მოწაფეებზე დაივანა რადგან მათ უკვე ირწმუნეს წყლისა და სულის სახარება. მაგრამ ადამიანები ჩვეულებრივად "სულთმოფენაზე" ფიქრობენ, როგორც მოვლენაზე როდესაც სულიწმიდა ზეციდან რაღაც ზებუნებრივი ნიშნებით და მზვინვარე ხმაურით ჩამოდის.
ამიტომ დღესდღეობით ე.წ. აღორძინების კრებებში ითვლება რომ სულიწმიდის მიღება გაშმაგებული ლოცვების, მარხვის ან ხელების დადების საშუალებით მიიღწევა. ისეთი მოვლენები როგორიცაა დემონური შეპყრობილობა, უგონოდ ძირს დაცემა, რამოდენიმე დღის განმავლობაში ტრანსში ჩავარდნა ან უკონტროლოდ კანკალი, არ არის სულიწმიდისმიერი საქმე.
სულიწმიდა გონივრული არსებაა და არ უგულვებელყოფს ადამიანის პიროვნებას. ის არ იქცევა უტიფრად ადამიანის მიმართ, რადგან ის თვითონაა პიროვნება ღმერთი, რომელსაც გააჩნია ინტელექტი, ემოცია და ნება. ის ადამიანებზე მხოლოდ მაშინ გადმოდის როდესაც მათ წყლისა და სულის სახარების სიტყვების სწამთ (მოციქულთა საქმეები 2:38).
პეტრემ დაამოწმა რომ სულიწმიდა მოწაფეებზე დაივანა, წინასწარმეტყველ იოელის სიტყვის თანახმად. ეს იყო ღვთის აღთქმის შესრულება, სადაც ნათქვამი იყო რომ სულიწმიდა მოეფინებოდა მათ, ვინც ცოდვების მიტევებას მიიღებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულიწმიდის ბინადრობა ეძლევა იმათ, ვისაც სწამს ჭეშმარიტების რომ იესო მოინათლა იოანეს მიერ და ჯვარს ეცვა, რათა მთელი კაცობრიობა ცოდვებისგან გადაერჩინა. პეტრეს ქადაგება, იოელის წინასწარმეტყველებასთან ერთად, გვაჩვენებს რომ უნდა ვიცოდეთ თუ რატომ მოინათლა იესო და რატომ უნდა გვჯეროდეს ამის. ამ ჭეშმარიტების ცოდნას ქრისტიანები სულიწმიდის მიღებასთან მიყავს.
გწამთ მშვენიერი სახარების, რომელზეც პეტრე მოწმობს? (1 პეტრე 3:21) თუ ჯერ კიდევ გაქვთ უსარგებლო ცრუმორწმუნეობა რომელსაც ამ მშვენიერ სახარებასთან საერთო არაფერი აქვს? ცდილობთ სულიწმიდის თქვენი საქმეებით მიღებას, ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ? მაშინაც კი, როცა ვინმეს ღმერთის სწამს და ცოდვების განწმენდის იმედით სინანულის ლოცვას აღუვლენს, სულიწმიდის ბინადრობის მისაღებად სხვა გზა არაა გარდა წყლისა და სულის სახარების რწმენისა.
კვლავ ელოდებით სულიწმიდის დავანებას, წყლისა და სულის სახარების შესახებ ცოდნის არქონის მიუხედავად? იცით თუ არა იესოს ნათლობის და ჯვარზე მისი სისხლის ნამდვილი მნიშვნელობა, რაც სულიწმიდის თქვენს გულში დამკვიდრებას იწვევს? უნდა იცოდეთ რომ სულიწმიდის ბინადრობა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა წყლისა და სულის სახარების გწამთ. სულიწმიდის ჭეშმარიტი ბინადრობა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც სჯერა წყლისა და სულის მშვენიერი სახარების. ჩვენ მადლობას აღუვლენთ ღმერთს იმისთვის რომ მან მოგვანიჭა მისი წყლისა და სულის სახარება, რომელიც სულიწმიდის ბინადრობის საშუალებას გვაძლევს.