(მოციქულთა საქმეეები 8:14-24)“იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა რომ გაიგეს, სამარიამ ღმერთის სიტყვა მიიღოო, პეტრე და იოანე გაგზავნეს მათთან, რომლებიც ჩავიდნენ და ილოცეს მათთვის, რომ მიეღოთ სულიწმიდა. რადგან ამ დრომდე არც ერთ მათგანზე არ იყო გადმოსული, მხოლოდ ინათლებოდნენ უფალ იესოს სახელით. დაასხეს მათ ხელები და მათაც მიიღეს სულიწმიდა. სიმონმა რომ დაინახა, მოციქულთა ხელდასხმით ეძლევათო სულიწმიდა, ფული მიუტანა მათ. უთხრა: "მეც მომეცით ძალაუფლება, რომ ვისაც ხელს დავასხავ მიიღოს სულიწმიდა”. მაგრამ მიუგო მას პეტრემ: "შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს დასაღუპად, რადგან ღვთის ნიჭის ფულით შეძენა განიზრახე. არა გაქვს შენ წილი და ხვედრი ამ სიტყვაში, რადგან წრფელი არ არის შენი გული ღვთის წინაშე. მაშ, მოინანიე შენი უკეთურება და უფალს შეევედრე, იქნებ მოგიტევოს შენი გულის ზრახვა, ვინაიდან მწარე ნაღვლით და უსამართლობით შებორკილს გხედავ”. თქვა სიმონმა: "შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ არაფერი მომეწიოს თქვენი ნათქვამიდან.”
შეუძლია ვინმეს სულიწმიდის მიღება ხელდასხმის გზით?
არა. ამისათვის წყლისა და სულის სახარების რწმენაა საჭირო
ამ ძირითადი მონაკვეთიდან გამომდინარე, მსურს მოგახსენოთ სიტყვა იმის შესახებ რომ ”შეიძლება თუ არა ადამიანმა საკუთარი ძალისხმევით მიიღოს სულიწმიდის ბინადრობა". ადრეული ეკლესიის დროს მოციქულებმა ღვთისგან ძალა მიიღეს და მის მიერ სხვადასხვა ადგილას იყვნენ წარგზავნილი. მოციქულთა საქმეებში რამოდენიმე ზებუნებრივი მოვლენაა ნაჩვენები, რომელთაგან ერთ-ერთია სულიწმიდის მორწმუნეებზე გადმოსვლა როდესაც მოციქულები მათ თავზე ხელებს ადებდნენ. ბიბლიაში ნათქვამია რომ „როდესაც მოციქულებმა ხელები დაასხეს მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუღია სულიწმიდა მიუხედავად იმისა რომ ირწმუნეს იესო, მათ მიიღეს სულიწმიდა“.
მაშ როგორ მიიღეს მათ სულიწმიდა ხელდადების გზით? იმ დროს ღმერთის სიტყვა ჯერ კიდევ იწერებოდა და ეს შრომა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, ამიტომ ღმერთმა მოციქულებს თავისი მისიის შესასრულებლად განსაკუთრებული ძალები მიანიჭა. ის მოციქულებთან იყო და მათი საშუალებით მრავალი საოცრება და სასწაული მოახდინა. ეს განსაკუთრებული დრო იყო, როდესაც ღმერთი ახდენდა სასწაულებს და საოცრებებს, რომელთა დანახვაც ადამიანებს საკუთარი თვალით შეეძლოთ, რათა ერწმუნათ რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა და მაცხოვარი. არსებობდა საჭიროება რომ ღმერთს, მოციქულებთან ერთად, ეჩვენებინა სულიწმიდის მოქმედება, რათა დაედასტურებინა რომ იესო ქრისტე არის ღმერთი და რომ ის არის ძე ღვთისა, მაცხოვარი. სულიწმიდას ადრეული ეკლესიის დროს საოცრებების და სასწაულების მეშვეობით რომ არ ემოქმედა, ვერავინ დაიჯერებდა რომ იესო მაცხოვარია.
მაგრამ დღეს ჩვენთვის აუცილებელი არ არის სულიწმიდის მიღება ხილულ საოცრებათა და სასწაულების მეშვეობით, რადგან ბიბლია უკვე დასრულებულია. ამის ნაცვლად, სულიწმიდის ბინადრობა ახლა რწმენას ეყრდნობა. სხვა სიტყვებით, ეს ხდება ჭეშმარიტების სახარებისადმი რწმენით. ღმერთი აძლევს სულიწმიდის ბინადრობას მათ, ვისაც ღვთის წინაშე ჭეშმარიტების სახარების სწამს. სულიწმიდის ბინადრობა მხოლოდ მათ ეძლევათ, ვისაც ღვთის სიტყვის სჯერა, ვინაიდან ეს სიტყვა უკვე შესრულდა იესოს ამქვეყნად მოსვლით და მისი ნათლობით და სისხლით.
დღეს ბევრი პასტორი მორწმუნეებს ასწავლის, რომ სასწაულთა ხილული მოვლენები სულიწმიდის ბინადრობის ნიშანია და მორწმუნეები სულიწმიდის მიღებისკენ იმავე გზით მიჰყავთ. ისინი ატყუებენ ხალხს ცრუ სწავლებებით, მაგალითად, რომ ენებზე ლაპარაკი სულიწმიდის ჩამოსვლის ნიშანია. ეს პასტორები თავს დიდ ნიშნებსა და სასწაულების მქონე მოციქულებად თვლიან და იპყრობენ რელიგიური ფანატიკოსების ყურადღებას, რომლებსაც თავიანთი ემოციებით ღმერთის განცდა სურთ.
ეს ფანატიზმი ქრისტიანებზე მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ბევრი მათგანი მიჰყვება ასეთ რწმენას და ზებუნებრივი საშუალებებით ბოროტ სულებს იღებენ. ახლაც კი, რელიგიური ფანატიზმის გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანები ფიქრობენ რომ მათ ხელის შეხებით შეუძლიათ სხვებისთვის სულიწმიდის გადაცემა.
ამასთან, სიმონის მსგავსად მოტყუებულნი, ისინი იმ ჯადოქარს ჰგვანან, რომელიც წერილის მთავარ მონაკვეთში ჩნდება. ისინი დამთვრალნი არიან თვითკმაყოფილებით და მატერიალური სიხარბით, მაგრამ ყველა მათი მოქმედება ხალხში მხოლოდ დაბნეულობას იწვევს. ამგვარი ცრუ სწავლება ღვთის წინაშე სულიწმიდის ბინადრობის მიღების ჭეშმარიტი გზიდან გადახვევას წარმოადგენს.
დღესაც მრავალი ცრუწინასწარმეტყველი, სულიწმიდისთვის მოღვაწეობის თავის მოჩვენებით სინამდვილეში თავიანთი მცდარი რელიგიური წესებით სატანის საქმეს ასრულებს. ჭეშმარიტი ქრისტიანები უნდა ემყარებოდნენ ღვთის სიტყვას, რომლის ცოდნაც სულიწმიდის ბინადრობის ერთადერთი გზაა. ეგრედ წოდებულმა ორმოცდაათიანელებმა, რომლებიც დიდ ყურადღებას სულიწმიდის ფიზიკურ გამოცდილებას აქცევენ, უარი უნდა თქვან თავიანთ აბსურდულ რწმენაზე, დაუბრუნდნენ ღვთის სიტყვებს და ირწმუნონ ჭეშმარიტება, რაც მათ უეჭველად სულიწმიდის ბინადრობამდე მიიყვანს.
სიმონი იმ დროის სამარიაში ცნობილი ჯადოქარი იყო. მას შემდეგ რაც მან დაინახა რომ ხალხი იესოს მოწაფეების მეშვეობით სულიწმიდას ღებულობდა, მან სულიწმიდის შეძენა ფულით შეეცადა. ამგვარი რწმენის მქონე ადამიანები უცილობლად ეშმაკის ტყვეები ხდებიან, რომლებსაც იგი შემდეგ თავისი საქმის შესასრულებლად იყენებს. სიმონს სულიწმიდის მიღება სურდა, მაგრამ მისი სურვილი მხოლოდ ანგარებით იყო ნაკარნახევი. ჩვენ ვხედავთ, რომ ამგვარი რწმენა არ არის ჭეშმარიტი სულის მიმღები რწმენა.
ღვთიური ძალაუფლების მიღების ეგოისტური სურვილით მავალმა, სიმონმა ფულით სცადა სულიწმიდის შეძენა. ამის გამო მან პეტრესგან, ღვთის მსახურისგან, სასტიკი საყვედური მიიღო. მიუხედავად იმისა რომ ნათქვამია რომ სიმონმა იესო ირწმუნა, ის არ იყო ადამიანი, რომელსაც სულიწმიდა ცოდვების მიტევებით ჰქონდა მიღებული. სხვა სიტყვებით, მან ჩათვალა რომ სულიწმიდის ბინადრობის მიღება ღმერთისთვის ამქვეყნიური ნივთების შეთავაზებით შეიძლებოდა.
მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად მას სავარაუდოდ იესოსი მწამდა, მისი ნამდვილი შინაგანი აზრები არ იყო დაკავშირებული იესოს ჭეშმარიტ სიტყვებთან. ამის ნაცვლად, იგი მატერიალური სიხარბით აივსო. პეტრემ, რომელმაც იცოდა სიმონის აზრები, უსაყვედურა მას სულიწმიდის, რომელიც ღვთის საჩუქარია, უბრალო ფულით შეძენის მცდელობის გამო. მან უთხრა სიმონს, რომ მისი ფული მას დაღუპვამდე მიიყვანდა.
დღესდღეობით ავი სულებით შეპყრობილი ცრუ წინასწარმეტყველები ხალხის მოტყუებას ცდილობენ იმით რომ არწმუნებენ თითქოს ყველა სასწაული და საოცრება გამონაკლისის გარეშე სულიწმიდის მოქმედებაა. ხშირად შეგვიძლია მსგავსი ადამიანების დანახვა რომლებიც ამგვარ ძალებს ეთაყვანებიან და მხურვალედ ლოცულობენ სულიწმიდის მიღებისათვის. ამისდა მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს რომ არავის ძალუძს სულიწმიდის ბინადრობის მიღება ამქვეყნიური მომხვეჭელობით ნაკარნახევი ლოცვების საშუალებით.
თქვენს მახობლადაც ხომ არ არიან ქარიზმატები? ამ სახის ადამიანებთან ფრთხილად უნდა იყოთ. ისინი სხვებს ფანატიური რწმენით უახლოვდებიან. ისინი აცხადებენ რომ ეშმაკების განდევნა ძალუძთ და არა მხოლოდ ეს არამედ თითქოს შეუძლიათ ადამიენებზე ხელების დადებით მათ სულიწმიდა მიაღებინონ. მაგრამ მათ არა სულიწმიდის, არამედ ავი სულების ძალაუფლება უკავიათ. მათ ვინც ამტკიცებს რომ ხელების დადების მეშვეობით მიიღეს სულიწმიდა, საკუთარი თავიც და სხვებიც მხოლოდ ავი სულების მიღებასთან მიყავთ.
სულიწმიდის ჭეშმარიტი ბინადრობა მოდის მხოლოდ მათზე ვისაც წყლისა და სულის სახარების სიტყვის სწამთ (1იოანე 5:3-7). იმისდა მიუხედავად რომ წყლისა და სულის სახარება ნათლად არის ჩაწერილი ბიბლიაში, იმის გამო რომ ასე ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ ცოდვა აქვთ გულში, ისინი ცდილობენ ღმერთის მიწვდომას ისეთი ზებუნებრივი ძალებით და გამოცდილებებით როგორიცაა ტრანსები, ენებზე ლაპარაკი, ნათელმხილველობა და ეშმაკების განდევნა. ამიტომაა რომ ცრუ წინასწარმეტყველები ახერხებენ ამდენად მრავალი ადამიანის შეტყუებას ეშმაკისგან წარმოშობილ ცრურწმენისეულ ქრისტიანობაში.
პეტრემ გაკიცხა სიმონი და უთხრა, "შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს დასაღუპავად, რადგან ღვთის ნიჭის ფულით შეძენა განიზრახე. არა გაქვს შენ წილი და ხვედრი ამ სიტყვაში, რადგან წრფელი არ არის შენი გული ღვთის წინაშე. შენ დემონის შვილი ხარ". ჩვენ გულისტკივილით უნდა ვოხრავდეთ იმ ფაქტის გამო რომ დღევანდელ დღეს ასე ბევრია მისი მსგავსი მსახური. მათ უმრავლესობას ქარიზმატები წარმოადგენენ. ისინი თავისი მრევლისგან ფულს ითხოვენ. ჩვენ შორს უნდა ვიდგეთ ასეთი რწმენისგან და სულიწმიდის ბინადრობა წყლისა და სულის ჭეშმარიტი სახარების რწმენით უნდა მივიღოთ (მათე 3:15, 1 პეტრე 3:21, იოანე 1:29, იოანე 19:21-23).
ქარიზმატები ხელდადებით მოქმედებენ!
ამგვარი რწმენისგან შორს უნდა ვიყოთ. დღეს ზოგიერთ ადამიანს აქვს აბსურდული რწმენა, თითქოს მათ სულიწმიდის მიღება იმ ადამიანებისგან ხელდადებით შეუძლიათ ვინც ეს ძალაუფლება უკვე მოიპოვა. ისინი ფიქრობენ რომ რადგან წმინდა წერილებში ნათქვამია რომ ბევრმა მოციქულებისგან ხელდადების გზით მიიღო სულიწმიდა, მათაც ახლა ამის გაკეთება შეუძლიათ. ზოგ თვალთმაქცს ასევე აბსურდულად სჯერა რომ შეუძლია საკუთარი ხელების დასხმის გზით ხალხისთვის სულიწმიდის გადაცემა. ამ ტიპის ადამიანების არსებობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ მათი რწმენა ბევრად განსხვავდება ადრეული ეკლესიის პერიოდის მოციქულთა რწმენისაგან. დღესდღეობით ზოგიერთ ქრისტიანთა რწმენისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევა ისაა რომ მათ არ სწამთ წყლისა და სულის ჭეშმარიტი სახარება. ისინი ამბობენ რომ სწამთ ღმერთის, მაგრამ მის მიმართ მოწიწება არ გააჩნიათ და ნაცვლად საკუთარ თავსაც და სხვებსაც ატყუებენ. ამასთან, ცოდვილ ადამიანს არ ძალუძს მიიღოს სულიწმიდის ბინადრობა და არც სხვებს მიაღებინოს. თუ ვინმე აცხადებს რომ ღვთის სული ცოდვილზე გადმოვიდა, ეს სული სინამდვილეში სულიწმიდა არ იყო; სამაგიეროდ, ეს იყო ეშმაკის სული რომელიც ჭეშმარიტ სულად მხოლოდ თავს მოაჩვენებდა.
ადრეული ეკლესიის ხანის მოციქულები იყვნენ ადამიანები რომლებმაც იცოდნენ და სწამდათ, რომ იესო ქრისტე იყო მაცხოვარი, რომელმაც იოანეს მიერ ნათლობით და ჯვარზე სიკვდილით კაცობრიობის ყველა ცოდვა წაიღო. მათ შეძლეს სულიწმიდის ბინადრობის მიღება რადგან სწამდათ იესოს ნათლობის ჭეშმარიტება და მისი ჯვრის სისხლი. ისინი ასევე სხვებსაც უქადაგებდნენ წყლისა და სულის სახარებას, რითაც სულიწმიდის ბინადრობის მიღებაში ეხმარებოდნენ.
მაგრამ დღესდღეობით ბევრ ქრისტიანს მცდარი ფანატიკური რწმენა გააჩნიათ. ნამდვილად შესაძლებელია ცოდვილისთვის სხვა ცოდვილი მსახურისგან ხელდადების გზით სულიწმიდის მიღება? ეგ სრული უაზრობაა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა რომ გულში ცოდვა აქვთ, მათ სულიწმიდის ბინადრობა მიიღეს. მაშინაც კი, თუ მისი მრევლის თვალში ვინმე კარგ მწყემსად გამოიყურება, მას არ შეუძლია სხვას სულიწმიდის ბინადრობა მიაღებინოს, თუ გულში ჯერ კიდევ ცოდვა აქვს.
ამისდა მიუხედავად, ბევრ ადამიანს აქვს ასეთი არასწორი რწმენა. ეს არის მიზეზი იმისა რომ ამდენ ცრუ წინასწარმეტყველს შეუძლია ხალხის ჯოჯოხეთამდე მიყვანა. თქვენ უნდა იცოდეთ ის ფაქტი, რომ ისინი, ვინც ამგვარ რწმენას ასწავლიან, ცრუწინასწარმეტყველნი არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც უკვე დემონების მიერ იქნენ შეპყრობილი.
თუ ადამიანს გულში ცოდვა აქვს, შეუძლია კი სულიწმიდას მასში დასახლება? ამაზე პასუხი უარყოფითია. მაშინ შესაძლებელია თუ არა ადამიანმა, რომელსაც გულში ცოდვა აქვს, სხვებში სულიწმიდის ბინადრობა გამოიწვიოს? ამაზეც პასუხი უარყოფითია. მაშინ რა იწვევს დღესდღეობით ქარიზმატულ ქრისტიანებში სასწაულების და საოცრებების მოხდენას, მაშინ როცა გულში მათ ისევ ცოდვა აქვთ? ამას ბოროტი სულები აკეთებენ. სულიწმიდა ვერასოდეს იცხოვრებს ცოდვილში. ის მხოლოდ მათში მკვიდრდება, ვისაც წყლისა და სულის სახარების სჯერა. დარწმუნებული ხართ, რომ სული რომელიც თქვენზე გადმოვიდა ნამდვილად სულიწმიდაა?
იოანეს 3:5-ში იესომ თქვა: "ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში”. როგორც ასეთი, სულიწმიდის ბინადრობა მხოლოდ წყლისა და სულის ჭეშმარიტი სახარების რწმენით მიიღწევა. შეცდომა, რომელსაც დღეს მრავალი ქრისტიანი უშვებს, არის იმის რწმენა, რომ სულიწმიდის ბინადრობის მიღება ცოდვილი მსახურებისგან ხელის დადებით არის შესაძლებელი. ეს კრიტიკული შეცდომაა. დღესდღეობით, ბევრ ქრისტიანს და მსახურს სჯერათ და დარწმუნებულნი არიან, რომ სულიწმიდის ბინადრობა მათზე ხელდადების გზით გადმოდის.
ცოდვების ჭეშმარიტი მიტევების და ხელდადების შორის ურთიერთ დამოკიდებულება
"ხელდადება" არის მოქმედება, რომლის მეშვეობით ადამიანს შეუძლია მასში რაღაც არსებულის სხვისთვის ან სხვა ობიექტისთვის გადაცემა. იფიქრეთ ასე: თუ მიკროფონში ვლაპარაკობთ, ხმა კაბელების საშუალებით გამაძლიერებელში გადის და შემდეგ დინამიკებიდან გამოდის, რათა ყველამ გაიგოს. ანალოგიურად, ძველ აღთქმაში, როდესაც ცოდვილი ცოდვის შესაწირავის თავზე ხელებს ადებდა, მისი ცოდვები ამ შესაწირავზე გადადიოდა, ის კი ამგვარად ცოდვათა მიტევებას პოულობდა. ანალოგიურად, ღვთის ძალა გადადის ადამიანებზე, როდესაც მისი მსახურები მათ ხელებს ასხავენ. ამ გზით, ხელების დადებას "გადაცემის, გადასვლის" მნიშვნელობა აქვს.
ქარიზმატები ადამიანებს ხელდადების გზით სულიწმიდის ბინადრობას არ აძლევენ, პირიქით, ისინი მათში ავი სულების მიღებას იწვევენ. უნდა გახსოვდეთ, რომ ავი სულების მქონე ადამიანი ამ სულებს ხელდასხმის გზით სხვებსაც გადასცემს. როდესაც დემონით შეპყრობილი ადამიანი ხელებს სხვა პიროვნების თავზე ადებს, მასში არსებული დემონი იმ ადამიანში გადადის, რადგან ეშმაკი ცოდვილთა მეშვეობით მოქმედებს. ამიტომ, ყველამ უნდა ირწმუნოს წყლისა და სულის სახარება, თუ სულიწმიდის ბინადრობის მიღება სურთ. ეშმაკი მართავს მათ, ვინც ცოდვაშია, მაშინაც კი, თუ მათ იესო სწამთ, თუ ცოდვების მიტევება არა აქვთ მიღებული.
თუ ვინმე ხელდასხმას დემონით შეპყრობილი ადამიანისგან ღებულობს, მასშიც დემონები შემოვლენ და ისიც ასევე ცრუ სასწაულებს მოახდენს. უნდა ვიცოდეთ, რომ დემონები სხვებში ხელდადების გზით სახლდებიან, ხოლო სულიწმიდის ბინადრობა მხოლოდ წყლისა და სულის სახარების რწმენით არის შესაძლებელი.
ხელდადება არის ღმერთის მიერ სხვისთვის რაიმეს გადასაცემად დადგენილი მეთოდი. მაგრამ ეშმაკი მრავალ ადამიანს ხელდადების გზით ბოროტ სულებს აღებინებს. ის ფაქტი რომ დღეს ბევრია ვინც სულიწმიდის ძალის შეძენას ფულის მეშვეობით ცდილობს, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.
ქრისტიანთა უმეტესობას არასწორად ესმის სულიწმიდის ბინადრობის ჭეშმარიტება
კითხვაზე, თუ როგორ შეუძლიათ მიიღონ სულიწმიდის ბინადრობა, ბევრი ადამიანი პასუხობს რომ ეს მონანიების ლოცვით ან მარხვით არის შესაძლებელი. ეს არაა სიმართლე. მაშინ გადმოდის თქვენზე სულიწმიდა, როცა ღმერთს განსაკუთრებულ ლოცვებს აღუვლენთ? არა. სულიწმიდის ბინადრობა მხოლოდ მათზე მოდის, ვისაც წყლისა და სულის სახარების სჯერა.
რადგან ღმერთი არის ჭეშმარიტება, მან სულიწმიდის ბინადრობის მისაღებად კანონი დაადგინა. შეუძლია სულიწმიდას იცხოვროს ადამიანში, რომელსაც გულში ცოდვა აქვს? ამაზე პასუხი ნამდვილად უარყოფითია. სულიწმიდის მიღება არც ხელების დადებით შეიძლება. მაშინაც კი, თუ ვინმე აღორძინების შეხვედრებს ესწრება და მხურვალედ ლოცულობს ღმერთთან სულიწმიდის ძალის მისაღებად, სულიწმიდა მისთვის არ იქნება მისაწვდომი. ცოდვილებს ნამდვილად არ შეუძლიათ სულიწმიდის ბინადრობის მიღება. ცოდვილებს შეუძლიათ მიიღონ სულიწმიდის ნამდვილი ბინადრობა საჩუქრის სახით, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წყლისა და სულის სახარების რწმენით ცოდვების მიტევებას მიიღებენ.
ვინც არ იცნობს წყლისა და სულის სახარებას, ვერ მიიღებს სულიწმიდის ბინადრობას. დღესდღეობით წყლისა და სულის სახარება სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში ქრისტიანული ლიტერატურის, საეკლესიო შეხვედრების, ინტერნეტისა და ელექტრონული წიგნების საშუალებით. ამიტომ ყველას ვინც ჭეშმარიტ სახარებას ეძებს, შეუძლია ირწმუნოს იგი და სულიწმიდის ბინადრობა მიიღოს. თუ ჯერ არ მიგიღიათ სულიწმიდის ბინადრობა, უნდა გააცნობიეროთ, რომ ამისათვის წყლისა და სულის სახარება უნდა ირწმუნოთ.
ცრუ რწმენის საუკეთესო მაგალითი!
დღეს, როდესაც ვაკვირდებით იმ ადამიანების სიმპტომებს, რომლებიც ცრუ სულებს ღებულობენ, დემონების ნამდვილი არსებობის დანახვა შეგვიძლია. "სულიწმიდის აღორძინების კრებები" არის კრებები სადაც ადამიანები, რომელთაც უკიდურესად სურთ სულიწმიდის მიღება, ერთად იყრიან თავს. ამ შეხვედრებზე ვხედავთ ადამიანებს რომლებიც ტაშს უკრავენ და ცრემლებით და მარხვით მონანიების ლოცვებს აღავლენენ. მქადაგებელი მათ ფანატიკური ლოცვების შესრულებას ავალებს და ეუბნება რომ სულიწმიდა მათზე არ გადმოვა სანამ ისინი ამას არ გააკეთებენ. შემდეგ ხალხი ყვირის: "უფალო!" და თავიანთ ფანატიკურ ლოცვებს იწყებს.
შეუძლიათ ამ ფანატიკოსებს სულიწმიდის ბინადრობის ამ გზით მიღება? არა. თქვენ დაინახავთ მომკივარე, ზურგზე დაცემულ და მოცახცახე ადამიანებს, რომლებიც უცნაურ ხმებს უშვებენ. ზოგი აქა-იქ აიატაკზე ეცემა და კანკალებს, და ვხედავთ როგორ გაჰყვირიან ისინი და ენებზე ლაპარაკს იწყებენ. ზოგი მთელი კრების განმავლობაში სხვებს წივილ-კივილით თავს ახდის და ხალხი ემოციებით არის წალეკილი. ზოგიერთ მათგანს შეტევები ეწყება, მთელი ტანით ცახცახებენ და ენებზე ლაპარაკობენ. ხალხი ამბობს, რომ ეს მოვლენები იმის მტკიცებულებაა რომ მათზე სულიწმიდა გადმოვიდა. მაგრამ დაფიქრდით რა ხდება, როდესაც დემონი თავის საქმეს ასრულებს? ეს სულიწმიდის მოქმედებაა? ნამდვილად არა.
ეშმაკი ბევრ ქრისტიანს ატყუებს
დღეს მრავალი ქრისტიანი ატარებს ისეთ რელიგიურ ცხოვრებას, როგორიც ეშმაკს სურს. ის ატყუებს ხალხს და ეუბნება, რომ მათ სულიწმიდის მისაღებად ძლიერი მსახურებისგან ხელდასხმა უნდა მიიღონ. ბევრ ქრისტიანს ეს ოფიციალურ დოქტრინად მიაჩნია. ეშმაკი ადამიანების თავში აყალიბებს იმ აზრს რომ ისინი სულიწმიდას გადამეტებული ლოცვების შემთხვევაში მიიღებენ. ის ცდილობს გააორმაგოს და გაასამმაგოს იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ასეთი რწმენა აქვს.
ამიტომ, ბევრი არ იცნობს და არც კი ცდილობს გაეცნოს წყლისა და სულის სახარებას. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ეშმაკის აზრები, რომლის ჩანეგრვასაც ის ჩვენს თავებში ცდილობს და ვიცოდეთ და გვწამდეს წყლისა და სულის სახარება. სულიწმიდის ბინადრობა მხოლოდ მათთან მოდის, ვისაც სწამს წყლისა და სულის სახარების. თქვენ უნდა გწამდეთ ამის.
ქრისტიანთა მცდარი წარმოდგენა სულიწმიდის ბინადრობის შესახებ
უპირველეს ყოვლისა, ქარიზმატული ქრისტიანობის მრავალი მიმდევრის რწმენაში დიდი გაუგებრობა სუფევს. ისინი გულში არსებული ცოდვით ცდილობენ სულიწმიდის მიღებას. მათ მცდარად სწამთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გულში ცოდვა აქვთ, ისინი შეძლებენ სულიწმიდის ბინადრობის დაუფლებას. ამასთან, ადამიანს წყლისა და სულის სახარებისადმი ყოველგვარი რწმენის გარეშე, შეუძლებელია სულიწმიდის სისავსის მიღება.
მეორეც, ნათქვამია, რომ ხალხის ამპარტავნება ხელს უშლის მათ სულიწმიდის ბინადრობის მიღებაში. მაშ ნიშნავს ეს, რომ ადამიანს შეუძლია მიიღოს სულიწმიდა, თუ იგი ქედმაღლურად არ იქცევა? არსებობს კი ამქვეყნად ადამიანი, რომელიც ოდნავადაც ქედმაღალი არაა? ამპარტავანი ადამიანი, რომელსაც ღმერთი ვერ აპატიებს, არის ის, ვინც ღვთის სიტყვას საკუთარ აზრებს ამატებს. მრავალი ადამიანი საკუთარი მეთოდებით ცდილობს სულიწმიდის ბინადრობის მიღწევას, წყლისა და სულის ჭეშმარიტი სახარების უგულებელყოფით. მაგრამ სულიწმიდის ბინადრობა მხოლოდ მათზე მოდის, ვისაც წყლისა და სულის სახარების სჯერა.
მესამედ, ამბობენ რომ სულიწმიდის ბინადრობა მაშინ მოდის, როდესაც ვინმე ღვთის წინაშე ყველა ცოდვას გულწრფელად აღიარებს. ამიტომ სულიწმიდის მიღების სურვილს რომ გამოთქვამენ, მათ თავიანთი ცოდვების აღიარებისკენ მოუწოდებენ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ სულიწმიდის ბინადრობა არ მოდის ვინმეს მიერ უბრალოდ თავიანთი ცოდვების აღიარების გამო. დღეს ქრისტიანთა უმეტესობას მოუთმენლად სურს სულიწმიდის ბინადრობა და მისი სისავსე, მაგრამ მათ ამის მიღწევა არ შეუძლიათ რადგან გულში კვლავ ცოდვა აქვთ. ამ ტიპის ცხარე სურვილის მქონე ადამიანი დემონების მიერ იქნება შეიპყრობილი.
მეოთხედ, ზოგი ამბობს, რომ სულიწმიდის ბინადრობა შესაძლებელია როდესაც ღმერთს გულწრფელად კურთხევას შევთხოვთ. მაგრამ ამის მიღება არც მათხოვრობით შეიძლება. ეს უბრალოდ მცდარი აზროვნებაა.
მეხუთედ, ზოგი სულიწმიდის ბინადრობას გარკვეულ სულიერ ძალების ფლობასთან აიგივებს. ენებზე ლაპარაკი სულიწმიდის ბინადრობის ფართოდ მიღებულ მტკიცებულებად ითვლება. მაგრამ სულიწმიდა არ ცხოვრობს ვინმეს გულში მხოლოდ იმიტომ, რომ მას იესოს სახელით დემონების განდევნა შეუძლია ან უცხო ენებზე ლაპარაკი. ცოდვა სატანას ეკუთვნის. შეუძლია თუ არა გულში ცოდვის მქონე ადამიანს თქვას, რომ მან მიიღო სულიწმიდის ბინადრობა იმის გამო რომ ის რაღაც უცნაურ ძალებს ფლობს? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის სიავე, რომელსაც დემონები თამაშობენ.
წყლისა და სულის სახარება, რომელიც იესომ მოგვცა, ერთადერთი ჭეშმარიტი სახარებაა, რომელსაც შეუძლია სულიწმიდის ბინადრობის მიღებასთან ჩვენი მიყვანა. თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ რომ შეგიძლიათ სულიწმიდის და ცოდვების მიტევების სხვა მეთოდებით მიღება, თქვენ ღრმად ხართ მოტყუებული. იმედი მაქვს, რომ გათავისუფლდებით თქვენი მცდარი რწმენისგან და მის ნაცვლად სულიერ აზრებთან და ჭეშმარიტ რწმენასთან მოხვალთ.
გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ დღეს ბევრი ქრისტიანი დემონებით არის შეპყრობილი. მთელ მსოფლიოში მრავალი ქრისტიანი დემონთა ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, ვინაიდან სურთ განსაკუთრებული აღორძინების კრებების ან ხელდადების საშუალებით სულიწმიდის ბინადრობის მიღება. ისინი მიდიან კონკრეტულ ადამიანებთან, როგორიცაა ლოცვითი სახლების ხელმძღვანელები, უფროსი დიაკვნები, ამღორძინებლები ან პასტორები, რომლებზეც ამბობენ, რომ მათ მიიღეს სულიწმიდის ძალა. ისინი მათთან ხელდადების საშუალებით სულიწმიდის მიღების იმედით მიდიან. ამასთან, ვერავინ ვერასდროს მიიღებს სულიწმიდის ბინადრობას ამგვარი რწმენით, რაც არ უნდა მხურვალედ სწამდეთ იესო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არავინაა ღმერთის გარდა, ვისაც შეუძლია ვინმეს სულიწმიდის ბინადრობა მიაღებინოს.
დღესაც ბევრი ადამიანი ცდილობს სიმონ ჯადოქრის მსგავსად სულიწმიდის შეძენას. ისინი ცდილობენ სულიწმიდის ამქვეყნიური სწავლებების და არა სახარების რწმენით მიღებას. ქრისტიანთა უმრავლესობა მთელ მსოფლიოში არის ამგვარ აზროვნებაში ჩაკეტილი. სულიწმიდა მხოლოდ მათზე გადმოდის, ვისაც აქვს მისი მიღების აუცილებელი კვალიფიკაცია. სულიწმიდის მიღების ერთადერთი ფორმულა არის წყლისა და სულის სახარების რწმენა, და ესაა ერთადერთი პასუხი ამ ჭეშმარიტებაზე (მოციქულთა საქმეები 2:38).
სულიწმიდის ხელდადებით მიღება მხოლოდ ადრეული ეკლესიის პერიოდში მცირე ხნით იყო შესაძლებელი. ამის შემდეგ სულიწმიდის ბინადრობა ხალხზე მოდიოდა მათ მიერ წყლისა და სულის სახარების შეცნობასთან და რწმენასთან ერთდროულად. ამიტომ, გარდა სულიწმიდის მოქმედების რომელიც ღვთის სიტყვის რწმენის საფუძველზე ხდება, ყველაფერი დანარჩენი უკვე დემონების საქმეა. ღმერთი ამბობს რომ დემონები სატანის მსახურები არიან, და ის იმდენად გამჭრიახად შრომობდა, რომ ადამიანებს იესოსადმი რწმენის შემთხვევაშიც კი ცოდვის მიტევების მიღება აღარ შეუძლიათ. ეშმაკი ატყუებს ხალხს და ეუბნება, რომ მათ სულიწმიდას მისცემს, თუკი ირწმუნებენ იესოს და მიიღებენ ხელდადებას. ის ამ ტიპის ხრიკების საშუალებით აფართოვებს მთელ მსოფლიოში თავის ტერიტორიას.
ჩვენ ახლა დემონების მიერ შეპყრობილთა სიმპტომებს გავეცნობით. პირველ რიგში, როდესაც ნათელმხილველში ან შამანში დემონის მიერ შეპყრობილობის სიმპტომებს ვამოწმებთ, ვხედავთ, რომ ისინი განიცდიან კანკალის შეტევებს, ტრანსს და გონების დაკარგვასაც კი. შემდეგ მათ ენა ებმევათ და მათი ნების საწინააღმდეგოდ პირიდან უცნაური სიტყვები გამოსდით. ისინი უცხო ენებზე ლაპარაკობენ.
ჯადოქრებიც და ქრისტიანებიც, რომლებსაც დემონები ხელდადების მეშვეობით დაეუფლნენ, ამ გამოცდილების ერთობლივი მფლობელები არიან. როდესაც ქარიზმატული ამღორძინებელი იღებს მიკროფონს და ყვირის: ”ცეცხლით, ცეცხლით, ცეცხლით!”, კრება აღტყინებულია და თვითკონტროლს კარგავს. ადამიანები, რომლებსაც მისგან ხელების დასხმის მიღება სურთ, წინ გამოდიან. ისინი განიცდიან უკონტროლო რყევას და ენებზე ლაპარაკობენ. ეს სიმპტომები დემონების საქმეა, რომლებიც სულიწმიდის მოქმედებას სიმულირებენ.
ადამიანები რომლებიც შეპყრობილნი არიან ავი სულებით, რომელთა გამოძახება ყველა პრიმიტიული რელიგიის შამანებსა და ნათელმხილველებს შეუძლიათ, იგივე სიმპტომებს ავლენენ რაც ქრისტიანები, რომლებიც ხელდადების მეშვეობით დემონების ზეგავლენის ქვეშ იქცევიან. მაგრამ მთელი მტკიცებულების მიუხედავად, ხალხი ამას მაინც ვერ გებულობს. ეს ქრისტიანები ღრმა დაბნეულობაში არიან ჩვარდნილი, რადგან თვლიან, რომ მიიღეს სულიწმიდა როდესაც ამ სახის სიმპტომებს განიცდიან.
სატანა ქრისტიანებში მკითხავის მსგავსად მუშაობს
სატანა დემონებით დაავადებულ ხალხს წინასწარმეტყველების ლოცვის საშუალებას აძლევს. ისინი წინასწარმეტყველებენ: „შენ იქნები ძვირფასი ლიდერი. ათასობით ცხვარი იძოვებს შენს წინაშე. ღმერთი მომავალში გაგწვრთნის და ძვირფას ლიდერად დაგაყენებს!". სხვებს ისინი ილუზორულ დაპირებებს აძლევენ, როგორიცაა: ”შენ გახდები ღვთის სანაქებო მსახური. შენ იქნები ღვთის სახელგანთქმული მსახური”, რათა წაახალისონ ხალხი რომ მიყვნენ მათ და მთელი ცხოვრების განმავლობაში ეშმკების მსახურებად იცხოვრონ.
ნათელმხილველებიც ასევე სხვა ადამიანების მომავლის შესახებ წინასწარმეტყველებენ. ”მომავალში წყალს უნდა უფრთხილდეთ”. ”თქვენ დიდ ფულს გააკეთებთ.” ”აღმოსავლეთიდან კეთილშობილი კაცი გამოჩნდება და დაგეხმარება.” ასეთია მათი ნათქვამის მაგალითები. პირველი სიმპტომი, რომელიც დემონებით შეპყრობილ ადამიანებში ვლინდება, არის ის რომ ისინი ცრუწინასწარმეტყველებენ.
შემდეგ ისინი ენებზე ლაპარაკობენ რომლებიც თვითონაც კი არ ესმით. მათ ცახცახი ემართებათ და პიროვნების აშლილობის სიმპტომებსაც კი ავლენენ. შამანს ან მკითხავს თუ შეხვდით, შეგიძლიათ იმის თქმა რომ ისინი ჯანსაღი პიროვნებები არიან? ისინი ხშირად უხეშად ელაპარაკებიან მათზე ბევრად უფროსი ასაკის ადამიანებს.
ამასთან, ადამიანები, რომლებსაც სულიწმიდის ჭეშმარიტი ბინადრობა აქვთ, ის ბიბლიური ჭეშმარიტების რწმენით მიიღეს, რომელიც ამბობს რომ იესომ განწმინდა სამყაროს ყველა ცოდვა თავისი ნათლობით და ჯვარზე სიკვდილით. ეს ადამიანები აგრეთვე ეხმარებიან სხვებს წყლისა და სულის სახარების ცოდნასა და რწმენაში და ცოდვების მიტევებისა და სულიწმიდის ბინადრობის მიღებაში. ისინი თავად ცდილობენ იცხოვრონ მართალი გზით და მათი პიროვნებები იმდენად სასიამოვნო და ჯანსაღია, რომ სხვებიც ღვთის კურთხეული რწმენისკენ და ღმერთისათვის მოსაწონ ცხოვრებისკენ მიჰყავთ. ღმერთი ზოგჯერ მათთაც კიცხავს, რათა წმინდად შეინარჩუნოს ისინი, იმ შემთხვევაში თუ მათი გონება ქვეყნიერებისკენ გადაიხარა.
მართლები, რომლებმაც ყველა ცოდვის მიტევება მიიღეს, ნამდვილად განსხვავდებიან იმ ადამიანებისგან, რომელთა პიროვნება განადგურებულია ბოროტი სულების მიერ. ჭეშმარიტი პიროვნება სიცოცხლეს უბრუნდება, თუკი ის ცოდვების მიტევებას, და ამით სულიწმიდის ბინადრობასაც ღებულობს. გარდა ამისა, მართლები ღრმად სწუხან სხვების შესახებ, არახელსაყრელ ვითარებაშის კი, ფიქრობენ იმაზე თუ როგორ გაუხსნან მათ ღვთის სიტყვა, მათ გათავისუფლებისთვის ლოცულობენ და რეალურად მათ დასახმარად თავგანწირვას ავლენენ.
მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ დემონებით შეპყრობილი ადამიანების პიროვნებები საშინლად არიან განადგურებული. სატანა აკონტროლებს მათ და თავის ნებაზე ატარებს, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ კანკალი და ენებზე ლაპარაკი სულიწმიდის საჩუქარია. მაგრამ ეს გამოცდილებები ნამდვილად არ წარმოადგენენ სულიწმიდის საჩუქრებს.
დღესდღეობით ბევრი მსახურია, ვინც ამაყობს თავიანთი უფლებამოსილებით, როგორიცაა ღვთის სახელით წინასწარმეტყველების თქმა, სხვადასხვა საოცრებების შესრულება და ენებზე ლაპარაკი. მაგრამ თუ მათ გულში კვლავ ცოდვა აქვთ, მაშინ ეს ძალები დემონების მიერ შეპყრობილობის გადამწყვეტი მტკიცებულებაა. ამიტომ მათ სხვებისთვის სულიწმიდის ბინადრობის კი არა, არამედ მხოლოდ დემონების გადაცემა შეუძლიათ. ასევე, იმის გამო, რომ სატანა მატყუარაა, მათ მიერ მოხდენილი სასწაული მოკლე დროში ძალიან ადვილად ქრება.
სულიწმიდის და დემონების საქმიანობის შორის აშკარა განსხვავება არსებობს. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ისე ჩანდეს თითქოს სულიწმიდის მოქმედება თავიდან განსაკუთრებულ გამოცდილებებს ან შესანიშნავ ნიჭებს არ გვთავაზობს, რაც დრო გადის, ღვთის ძალა მართალთა გულებში დილის ამომავალი მზის მსგავსად განუწყვეტლივ იზრდება.
ავი სულებით შეპყრობილი ქრისტიანები
რატომ არის ამდენი ადამიანი ავი სულებით შეპყრობილი მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ სულიწმიდის მიღებას?
იმიტომ რომ ისინი ცრუწინასწარმეტყველების ხელდადებით დემონებს ღებულობენ
საკვირველია რომ ასე ბევრ იესოს მორწმუნეს ვხედავთ, რომელთა სხეულებიც და სულიც გაჩანაგდა იმის გამო რომ მათ ცრუ წინასწარმეტყველებისგან ხელდადებით ავი სულები მიიღეს. ამ ხალხს არაფერი აქვთ საერთო ღმერთთან, რადგან მათი რწმენა არ ემყარება ბიბლიის სიტყვებს. ისინი გულმოდგინედ იყენებენ თავიანთ ძალებს და არ უწყით რომ მათი მოღვაწეობა ბევრ ადამიანს ეშმაკის მსახურებად აქცევს. რატომ შრომობენ ისინი ასე დაუღალავად ქრისტიანობაში თავიანთი ძალების გამოყენებით? რადგან მათი ეგრედ-წოდებული ძალები მალევე უჩინარდება თუ ისინი მათ ხშირად არ იყენებენ. ამიტომ ისინი ამ საქმეში მეტად ირჯებიან.
მათ უწყვეტად უნდა ილოცონ და აწარმოონ სასწაულები და ნიშნები იესოს სახელით. ადამიანები, რომლებიც ამბობენ: ”მე სახარების ქადაგების ნიჭი მაქვს მიღებული", იძულებულნი არიან განუწყვეტლივ იქადაგონ სახარება, რადგან თუ ეს არ გააკეთეს, მათი ფსევდო ბედნიერება მალე ქრება. თუ ისინი არ იჩენენ ერთგულებას დემონების ნიჭების მიმართ, როგორიცაა ენებზე ლაპარაკი, განკურნებები, ან წინასწარმეტყველებანი, ანუ სხვა სიტყვებით, თუ სატანის საქმისადმი ერთგულები არ არიან, მას შეუძლია ისინი ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაასნეულოს. ეს იგივეა რაც როდესაც შამანი ან მკითხავი ხანგრძლივ დაავადებას იტანს როდესაც უგულებელყოფს ეშმაკის მსახურის როლს. ამიტომ არის რომ მათ ასე მგზნებარედ უწევთ სატანისგან მიღებული ნიჭების გამოყენება, რათა ამ ძალების ამოწურვის შემდეგ მან მათ უბედურება არ დაატეხოს.
ერთხელ ვიცნობოდი ერთ პიროვნებას, რომელსაც გულწრფელად სწამდა იესო და როგორც ჩანდა, ღმერთის მრავალ ძალას ფლობდა. იგი ხალხს სულიწმიდის სისავსის მიღებასთან მოუწოდებდა და ხელმძღვანელობდა აღორძინების შეხვედრებს, სადაც იგი ხელდადების გზით სდევნიდა დემონებს და აღასრულებდა საოცრებებს, როგორიცაა ენებზე ლაპარაკი და განკურნება. მისი სასწაულმოქმედი მოღვაწეობის გამო ის შურის და პატივისცემის ობიექტად იქცა. ათიათასობით მორწმუნე მიჰყვებოდა მას. მაგრამ მოკლე ხნის შემდეგ მან დაიწყო იესოს სიტყვების უარყოფა: „იესო ქრისტე წარუმატებელია. ის არ არის ღვთის ძე. ” მან დაწყევლა იესო ქრისტე და ისიც კი თქვა, რომ ის თვითონ იყო ღმერთი. მან საბოლოოდ მოკლა იესო ქრისტე როგორც საკუთარ გულში ასევე მრავალი ქრისტიანის გულშიც.
ამ პიროვნების მსგავსი ადამიანები უარყოფენ წყლისა და სულის სახარაბას,
რადგან მათი მეგზური ეშმაკი გახდა. მათ თავიდანვე მიიღეს მცდარი რწმენა რადგან იმის ილუზია აქვთ თითქოს ადრეული მოციქულების მსგავს ძალებს ფლობენ, რათა საკუთარი უნარები იხილონ, სხვები ენებზე აალაპარაკონ და ხელდადებით დემონები განდევნონ. მათ მტკიცედ სწამთ რომ სულიწმიდის ბინადრობა აქვთ მიღებული.
ისინი ხალხს სულიწმიდის მიღების მეთოდებს ასწავლიან, იმაში დარწმუნებულნი რომ მისი მიღება მონანიების ლოცვებით შეიძლება. მაგრამ სულიწმიდის მიღების ასეთი მეთოდი არაა დაფუძნებული ღმერთის სიტყვაზე. ამისდა მიუხედავად ისინი მაინც ამტკიცებენ რომ თუ იესოს მორწმუნე ენებზე ლაპარაკობს და წინასწარმეტყველებს, ეს იმის ნიშანია რომ მასზე სულიწმიდა გადმოვიდა.
ვინაიდან ბევრს ჯერ კიდევ არ ესმით სულიწმიდის ბინადრობის ჭეშმარიტება, მათ ჰგონიათ რომ მისი მიღება ცრუწინასწარმეტყველების სწავლებების შესწავლით და მიყოლით შეეძლებათ. სწორედ ამგვარად მოახერხა სატანამ ქრისტიანთა დემონური სულებით ავსება და მათზე გაბატონება. ყველა ეს მეთოდები არის სხვა არაფერი თუ არა მის მიერ დაგებული მახე.
ცრუწინასწარმეტყველთა სწავლებების მეშვეობით მრავალი ადამიანი დემონური სულების მორჩილებაში ჩავარდა. ჩვეულებრივი მორწმუნეები ერთფეროვან ცხოვრებას ეწევიან, მაგრამ დემონური სულებით შეპყრობილი ადამიანები ავი სულების ძალას იყენებენ და ზედაპირულად მგზნებარე რელიგიურ ცხოვრებას ატარებენ. რა უნარებს და ნიჭებს ავლენენ ისინი? მათ შეუძლიათ განკურნება, უცნაურ ენებზე ლაპარაკი და ხელდადების მეშვეობით სხვების დემონურ შეპყრობილობაში შეყვანა.
ავი სულები ადამიანური სიხარბის მეშვეობით მოქმედებენ
ეშმაკი შრომობს მთავარ მონაკვეთში ნაჩვენები სიმონის მსგავს ადამიანებთან. ეს ადამიანები ამბობენ რომ სულიწმიდის ხელდასხმით მიღება შეუძლიათ, წყლისა და სულის სახარებისადმი რწმენის მიუხედავად. დღესდღეობით ბევრია მოტყუებული სატანის მიერ და ცდილობენ სულიწმიდის მონანიების ლოცვების, მარხვის, თავგანწირვის ან ხელდადების მეშვეობით მიღებას. მიუხედავად ამისა, ისინი დემონების მიერ არიან შეპყრობილი და წყევლის ქვეშ ცხოვრობენ.
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ დღევანდელი ქრისტიანობა ყოველი პიროვნების სულში ე.წ. `ხელდადების` გზით დემონების საქმეს უჭერს მხარს. ეს ადამიანები, რომლებიც სიმონის მსგავსი თვისებების მატარებლები არიან, არიან ასევე ღმერთის წინაშე ცრუწინასწარმეტყველები. იესოს მორწმუნეებსაც კი, თუ გულში ცოდვა აქვთ, შეუძლიათ დემონურ შეპყრობილობაში ჩავარდნა. ასეთ ადამიანებს ეშმაკის დახმარებით სასწაულების მოხდენა შეუძლიათ. სატანას მიყავს ხალხი თავის მსახურების მიერ ხელდასხმის მისაღებად იმისთვის რომ ხელი შეუწყოს მათ დემონურ შეპყრობილებას და ამ წუთისოფელში თავისი სამეფო ააშენოს. თანამედროვე [2]ორმოცდაათიანელ-ქარიზმატული მოძრაობის ეკლესიები მსოფლიოში ოფიციალურად ფორმალურ ქრისტიანულ დენომინაციებად ითვლებიან.
| 2.მე-20 საუკუნის ბოლო ნახევარში მატერიალური სიუხვის და მასობრივი მოხმარების წინაშე დასავლურმა ქრისტიანობა ჭკნობა დაიწყო. ამავე დროს, ამის შედეგად, ბევრი ქრსიტიანი, რომელიც იესოსთან უფრო ახლოს სიარულის გზას ეძებდა, უკმაყოფილო იყო წინანდელი ეკლესიების სიმშრალით. სხვები სულიერი ზრდის უქონლობას ან მის ნელ ტემპებს განიცდიდნენ, დანარჩენები კი გულაცრუებულნი იყვნენ იმით რომ ვერ შეძლეს თავიანთი რწმენის იესოსადმი პირად სიყვარულად გადაქცევა. ამ ვითარებებში აღმოცენდა ეგრედ-წოდებული ორმოცდაათიანელ-ქარიზმატული მოძრაობა. ისინი ვინც ამ მოძრაობას იყვნენ აყოლილი, ადრეული სულთმოფენის მეორმოცდაათე დღის მოტრფიალე, ენთუზიასტურ გამოცდილებებს და პრაქტიკებს ეძებდნენ, როგორიც იყო ენებზე ლაპარაკი, წინასწარმეტყველება და სასწაულების და ნიშნების მოხდენა. განვითარებად ქვეყნებში ეს მოძრაობა საოცრად გაიზარდა მათი საჭიროებების კონტექსტში. მათი ლიდერები განვითარებადი ქვეყნის ქრისტიანებს სიმდიდრისა და ჯანმრთელობის კურთხევებით და რელიგიური ენთუზიაზმით იპყრობდნენ. ამბობდნენ რომ ამ მოძრაობიდან ერთ-ერთი განშტოება, ნეო-ორმოცდაათიანელები, იყო მოძრაობა რომელიც ნიუ-ეიჯ (ახალი საუკუნის) მოძრაობის სწავლებებსაც კი იზიარებდა. |
ეს წუთისოფელი თანდათან თავის აღსასრულს უახლოვდება. თუ ამ ბოლო დღეებში ხელახლა შობის მიღწევა გვსურს, უნდა ვიცოდეთ თუ როგორ მოქმედებს ეშმაკი და მტკიცეთ აღვუდგეთ მის ხრიკებს. ჩვენ ასევე ჩვენი ცოდვებისგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვიქნეთ დახსნილი და წყლისა და სულის სახარების რწმენით სულიწმიდის ბინადრობა მივიღოთ. ჩვენ სიმართლეს უნდა დავუბრუნდეთ და სრულყოფილად ვიცოდეთ თუ როგორ გადმოდის ჩვენზე ღმერთის სული.
ღმერთის სიტყვის შესაბამისად, "მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო" (ოსია 4:6), დღესდღეობით ბევრი სიმართლის მაძიებელი იმუსრება როცა თავიანთ უმეცრებაში ქარიზმატებს ისინი ცდომილებაში შეყავთ. ხალხი ამბობს რომ ეგრეთ წოდებული ორმოცდაათიანელ-ქარიზმატული ეკლესიები თუნდაც უდაბნოში რომ დაარსებულიყო, ხალხი იქაც შეიკრიბებოდა. რატომ არის ასე? ქარიზმატები აფართოებენ თავიანთ ეკლესიებს თავისი ფსევდო-ძალების მეშვეობით ხალხისთვის გზის აბნევით, რაც ხელდასხმის საშუალებით მათ ავი სულების შეპყრობილობაში აგდებს. მათი განსაკუთრებული ნიჭი ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანებს ხელდადების მეშვეობით დემონები დაეუფლებიან, ისინი დიდი ენთუზიაზმით იწყებენ რელიგიუს ცხოვრებას.
ქარიზმატების კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება არის ის რომ ისინი თავიანთ ეკლესიებს დიდ ფულად თანხებს სწირავენ და უპირობოდ ხდებიან ფანატიური მორწმუნეები. უამრავი ქრისტიანიც ენთუზიაზმით აღსავსეა დემონთა ძლაუფლების გამოყენებით ევანგელიზმის მიმართ, მაგრამ უცილობლად ჯოჯოხეთში მიდიან და ვერ აცნობიერებენ საკუთარი ბოლო დანიშნულების ადგილს. ეს ადამიანები ვისაც მხურვალედ სწამთ ეშმაკის ძალის როგორც თავიანთი გადარჩენის მტკიცებულების, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ზეცას მოელოდებიან. მიუხედავად ამისა, მათ გულში ისევ ცოდვაა, რის გამოც მათ წარწყმედა ელოდება.
ვინმემ რომ ჰკითხოს, "გაქვთ თუ არა გულში ცოდვა, ღვთისადმი რწმენის მიუხედავად?”, ისინი დაბეჯითებით უპასუხებენ რომ მათთვის სრულიად ბუნებრივია ცოდვაში ყოფნა. ისინი თვლიან რომ ადამიანისთვის აბსოლუტურად შეუძლებელია გულში ცოდვის არქონა, იმ შემთხვევაშიც კი თუ მას იესოსი სწამს.
ადამიანები ფიქრობენ რომ მაინც იმსახურებენ ზეცის სასუფეველში მოხვედრას, მაშინაც კი როცა გულში ცოდვა ავქვთ, მხოლოდ იმიტომ რომ კომფორტულად გრძნობენ თავს იესოსადმი რწმენით და ფსევდო-ძალების ფლობის დამოწმებით.
რაოდენ აბსურდული იმედია ეს! მათი ურყევი რწმენის მიზეზი ამა თუ იმ სახის ზებუნებრივი ნიჭების ქონაა. მათ განიცადეს ენებზე ლაპარაკი, ხილვები და ავადმყოფთა განკურნებები, და ფიქრობენ და მტკიცედ სწამთ რომ ეს გამოცდილებები სულიწმიდის მოქმედებაა. ამიტომ ისინი თავს იჯერებენ რომ ამ გამოცდილებების გამო გამოსყიდვაც და სულიწმიდაც ნამდვილად აქვთ მიღებული.
ვინაიდან ხსის სიტყვის არასრულყოფილი ცოდნა აქვთ, მათ თავის ხსნაში დარწმუნება არ გააჩნიათ, თუ რაიმე ხილული სულიერი ნიჭი არ გამოეცხადათ. ამის გამო, ისინი ძლიერ ირჯებიან თავისი ხსნის ხილული გარანტიების მოძიებაში და შემდეგ ამთავრებენ იმით რომ სატანა მათ თავისი საქმიანობისთვის იყენებს.
რადგან ასეთი ადამიანები ღვთის პასუხების მოძებნას წყლისა და სულის სახარებისადმი რწმენის ნაცვლად, მონანიების ლოცვებში და თავგანწირვაში ცდილობენ, როგორც შედეგი ისინი სულიწმიდის მაგივრად ბოროტ სულებს ღებულობენ.
ეშმაკი ბრალს სდებს ადამაინებს მათ ყურში ჩაჩურჩულებით, "შენ შესცოდე, ხომ ასეა?", და თვით-გვემაში შეყავს ისინი. მე ვიცნობ ერთ პიროვნებას რომელმაც ამჟამად უკვე მიიღო ცოდვების მიტევება და სულიწმიდა. მის ხელახლა შობამდე, როცა ის იესოს მგზნებარე მაგრამ დაუდევარი მორწმუნე იყო, მას ერთი ამბავი შეემთხვა. ეს პიროვნება ენებზეც კი ლაპარაკობდა და მრავალ სასწაულსაც ახდენდა. თუმცა ის სტიროდა და ღამით მონანიების ლოცვებს აღავლენდა, მის იესოსადმი რწმენის მიუხედავად, მის გულში არსებული ცოდვა გამუდმებით სტანჯავდა მას. ზუსტად მაშინ დაიწყო ეშმაკის ჩაჩურჩულება. "შენ შესცოდე, ამიტომ ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი გირჩევნია". ეშმაკი ხშირად მოდიოდა, ადანაშაულებდა მას და მისი ცოდვების შეხსენებით აწვალებდა. ეშმაკს ის საკუთარი თავის გაკიცხვასთან და თვით-გმობასთან მიყავდა. მაგრამ ერთადერთი რამ რისი გაკეთებაც იმ პიროვნებას შეეძლო, მის გულში არსებული ცოდვის აღიარება იყო. მას არ შეეძლო სატანის ბრალდებებისგან გათავისუფლება მანამდე სანამ მშვენიერი სახარება არ გაიგო და ირწმუნა. უნდა იცოდეთ რომ ისინი ვისაც არ სწამს წყლისა და სულის სახარების, ეშმაკის ნადავლი ხდება. ნუთუ მართლა გგონიათ რომ მათ ვისაც ცოდვების მიტევება არა აქვს მიღებული, ეშმაკის თავიდან მოცილების ძალა გააჩნია? ნებისმიერი ადამიანი რომელიც არ ეჭიდება წყლისა და სულის სახარებას, ეშმაკის მიერ დატყვევებული და გაწამებული იქნება.
ღმერთის წყლისა და სულის სახარება აბსოლუტურად აუცილებელია სატანის განსადევნად. ამიტომ ყველამ ვისაც სწამს იესო, უნდა ირწმუნოს წყლისა და სულის სახარება და ის ასევე მსოფლიოს ყველა ადამიანს უქადაგოს. ისინი ვინც ამას ისმენენ, უნდა დაემორჩილონ ამას და სწამდეთ ამისი.
ურჯულოების საიდუმლო ამ ქვეყნად უკვე ამოქმედებულია!
ამჟამად მთელი მსოფლიო დემონების აქტივობით არის მოცული. თუ გვსურს ვიქადაგოთ სახარება რომელსაც ადამიანები სულიწმიდის მიღებასთან მიყავს, უნდა მოვიშოროთ ღრმა გაუგებრობები სულიწმიდის ბინადრობის შესახებ.
პირველ რიგში, ცხადი უნდა გავხადოთ ის ფაქტი რომ ის აზრი თითქოს სულიწმიდა ხელდადების საშუალებით მოდის, არის ტყუილი. ნათლად უნდა დავამოწმოთ რომ ისეთი გამოცდილებები როგორიცაა "ხელდასხმის შემდეგ ენებზე ალაპარაკება, მონანიების და მარხვის პერიოდში სხეულში რაღაც ცხელი ტალღების შეგრძნება და პირადად იესოსგან სიტყვების მოსმენა", არის ეშმაკის საქმეები. მხოლოდ წყლისა და სულის სახარებისადმი რწმენით არის შესაძლებელი ეშმაკის ხრიკებისგან თავის დაღწევა. მხოლოდ რწმენით შეგვიძლია ჩვენი ცოდვებისგან დახსნა, წყლისა და სულის სახარების მეშვეობით.
წყლისა და სულის სახარების გამოყენებით ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეშმაკი, "სიცრუის მამა". სატანამ მსოფლიოს ყველა ადამიანი თვით-გმობის უღელით შებოჭა, ამიტომ ჩვენ ეს ხალხი ჭეშმარიტებასთან უნდა დავაბრუნოთ იმითი რომ გავაგებინოთ რომ მათი მცდარი გამოცდილებები და ემოციები სატანის მზაკვრობაა.
დღესდღეობით, სულიწმიდის ფულით შეძენის მსურველი სამარიელი სიმონის მსგავსი ადამიანები ეკლესიებს ხელმძღვანელობენ. ისინი ბრმის მიერ მატარებელი ბრმები არიან. მათ არ შეუძლიათ ხალხისთვის გადარჩენის სრულყოფილი გზის ჩვენება რადგან არ იცნობენ წყლისა და სულის სახარებას და გულში ცოდვა აქვთ. ამიტომ ისინი ღამის ლოცვების სესიებით, მონანიების ლოცვების დანიშნვით და ხელდადებით ეშმაკს მათი მიმდევრების გულებში დასახლების საშუალებას აძლევენ. ეს ადამიანები სინამდვილეში შეპყრობილნი არიან ეშმაკის მიერ, და თუ ჩვენ მათი ღმერთის სიტყვებთან დაბრუნება გვსურს, უნდა დავამსხვრიოთ სატანის საქმე მათთვის წყლისა და სულის სრულყოფილი ცოდნის მიტანით. ხალხი თუ უმეცარი დარჩება სატანის მანქანების მიმართ, მათ სხვა გამოსავალი არ ექნებათ გარდა უმწეოდ ტანჯვისა.
როგორც ვთქვი, ყოველგვარი სასწაულების მოხდენა, როგორიცაა ენებზე ლაპარაკი და ხელდადების შემდგომ წინასწარმეტყველებების გაცემა, - ეშმაკის მოქმედებაა. სხვა სიტყვებით, ქარიზმატების ძალები ეშმაკის მოქმედებით ვლინდება. ჩვენ მათ ეს უნდა ვასწავლოთ. "ეს ეშმაკია ვინც მოქმედებს შენში, თუ გულში ჯერ კიდევ ცოდვა გაქვს. თუ გგონია რომ შენში სულიწმიდა ცხოვრობს მაშინ როცა ცოდვა გაქვს გულში, მოტყუებული ხარ".
მოციქულთა საქმეების მე-8 თავის მთავარ მონაკვეთში ნაჩვენები მოციქულთა და მათგან ხელდადების მიმღებ ადამიანთა რწმენა ერთ და იმავე კატეგორიაშია მოთავსებული, ვინაიდან მათ ყველამ იცოდნენ იესო ქრისტეს წყლისა და სულის სახარების შესახებ. მაგრამ მოციქულთა რწმენა სრულიად განსხვავებული იყო დღევანდელ ქრისტიანთა უმრავლესობის რწმენისგან, ვისაც სჯერათ რომ უბრალოდ ხელდადება მათ სულიწმიდას მიაღებინებს.
შეუძლია ვინმეს სულიწმიდის ხელდასხმის გზით მიღება იმისგან ვინც ცოდვათა მიტევება მიიღო? არა. ბიბლია ამბობს რომ "სული ღვთისა იძვროდა წყლის პირზე" (დაბადება 1:2). ეს ნიშნავს რომ ცოდვების მიტევების და სულიწმიდის მისაღებად პიროვნებამ უნდა მოისმინოს და ირწმუნოს წყლისა და სულის სახარება. ღმერთი აგზავნის სულიწმიდას როგორც საჩუქარს ხელახლა შობილ ქრსიტიანისთვის, რომელმაც წყლისა და სულის სახარება ირწმუნა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ რომ სულიწმიდის მისაღებად ხალხისთვის ხელდასხმისადმი სწრაფვა გვესწავლა, ეს წყლისა და სულის სახარებისთვის შეწინააღმდეგება იქნებოდა, რომლითაც ღმერთმა ჩვენი თავის ცოდვებისგან ხსნა განიზრახა. იმის ფიქრი თითქოს ვინმეს ძალუძს სხვისთვის სულიწმიდის მიცემა, ღმერთის გამოწვევას უდრის, და ამდაგვარი რწმენის მქონე ადამიანები ადვილად ვარდებიან ეშმაკის მახეებში. ამის დაშვება არასოდეს შეიძლება.
ყველა ჩვენი ცოდვა ნაპატიებია როდესაც გვწამს წყლისა და სულის სახარების და ამაზე თვით სულიწმიდაც მოწმობს. მას ვისაც წყლისა და სულის სახარების სწამს, გულში აღარა აქვს ცოდვა. ეს არა იმიტომ რომ მას არ შეუცოდია, არამედ იმის გამო რომ მას წყლისა და სულის სახარების ძალის სწამს. წყლისა და სულის სახარება მოწმობს, რომ მას გულში ცოდვა აღარა აქვს, და სულიწმიდაც ამას ამოწმებს. არავის შეუძლია იესოს მხსნელი უწოდოს თუ გულში ღვთის სული არა აქვს.
დემონებით შეპყრობილ ადამიანებმა არ უწყიან წყლისა და სულის სახარების შესახებ და ამაზე საუბარიც არ სურთ. მათ არც იციან წყლისა და სულის სახარება და არ შეუძლიათ ჭეშმარიტების გარჩევა. ისინი ამბობენ რომ სულიწმიდა მხოლოდ მაშინ მოდის როდესაც ისინი ხელდასხმას ასრულებენ ან ღებულობენ მას. მაგრამ სულიწმიდა არასოდეს მოდის ხელდასხმის გზით. უნდა გაათვიცნობიეროთ რომ ეშმაკის მოქმედებები დიდ ზეგავლენას ახდენენ მთელი მსოფლიოს ეკლესიების ადამიანებზე მისი ცრუ სწავლებებით. ამისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია სულიწმიდის ბინადრობის მიღება წყლისა და სულის სახარების რწმენით.