(მოციქულთა საქმეები 19:1-3)"კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარეები, ჩავიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი. უთხრა მათ: “თუ მიიღეთ სულიწმიდა, როცა ირწმუნეთ?” მათ მიუგეს: “არც კი გაგვიგონია, თუ არსებობს სულიწმიდა.” უთხრა: “რიღათი მოინათლეთ?” მათ თქვეს: “იოანეს ნათლისცემით.”"
რატომ ამბობს ბიბლია "იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას"?
იმიტომ რომ ადამაინებს შეუძლიათ ცათა სასუფევლის წარტაცვა მშვენიერი სახარებისადმი რწმენით რომელიც იძახის რომ იესომ სამყაროს ყველა ცოდვა იოანეს ნათლობით და თავისი ჯვრის სისხლით ამოშალა.
როგორ სახარებას ქადაგებდა პავლე? ის ქადაგებდა იესოს ნათლობის და მისი სისხლის სახარებას. მოციქულთა საქმეების 19:1-2 ამბობს, "კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარეები, ჩავიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი. უთხრა მათ: “თუ მიიღეთ სულიწმიდა, როცა ირწმუნეთ?” მათ მიუგეს: “არც კი გაგვიგონია, თუ არსებობს სულიწმიდა”. ამასთან, ამ ადამიანებს სწამდათ იესოსი თუმცაღა მისი ნათლობის მნიშვნელობა ჰქონდათ გამორჩენილი. მათ არ იცოდნენ მშვენიერი სახარების შესახებ რომელსაც ადამიანი სულიწმიდის ბინადრობასთან მიყავს. ამიტომ პავლეს შეკითხვა "თუ მიიღეთ სულიწმიდა, როცა ირწმუნეთ?" მეტად უცნაური იყო ეფესოს ზოგიოერთი მოწაფესთვის. სხვებს შეიძლება კითხვა დაესვათ, "იწამეთ თუ არა იესო?" მაგრამ პავლემ ასეთი უჩვეულო გზით დაუსვა შეკითხვა რათა მშვენიერი სახარებისადმი რწმენის განახლებით მათ სულიწმიდის მიღება შეძლებოდათ. პავლეს მსახურება იყო იესოს წყლისა და სისხლის შესანიშნავი სახარების ქადაგება. პავლემ, პეტრემ და იოანემ ასევე დაამოწმეს იოანე ნათლისმცემლის მიერ იესოს მონათვლის შესახებ.
მოდით შევხედოთ ნათლობის სახარების შესახებ მოციქულთა დამოწმებებს. პირველად, პავლემ დაამოწმა, "არამც და არამც! ჩვენ, რომელნიც მოვუკვდით ცოდვას, როგორღა ვიცოცხლოთ მასში? ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ?" (რომაელთა 6:2-3) და "ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით" (გალატელთა 3:27).
პეტრე მოციქულმაც დაამოწმა იესოს ნათლობის სახარებაზე 1 პეტრეს 3:21-22-ში, როცა ამბობდა, "რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით (იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება) იესო ქრისტეს აღდგომით, რომელიც ღვთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი."
ასევე იოანე მოციქულმა დაამოწმა ამ მშვენიერი სახარების შესახებ 1 იოანე 5:5-8-ში და თქვა, "ვინ არის სოფლის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა? ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით. მარტო წყლით კი არა, არამედ წყლითა და სისხლით. სული მოწმობს, ვინაიდან სული ჭეშმარიტებაა. რადგან სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ ცათა შინა: მამა, სიტყვა და სულიწმიდა. და ეს სამი ერთია. და სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი. და ეს სამი ერთია".
იოანე ნათლისმცემელმა სასიცოცხლო როლი ითამაშა მშვენიერი სახარების სრულყოფაში. მალაქიას 31-3 და მათეს 11:10-11-ში ბიბლია შემდეგს ამბობს იოანე ნათლისმცემლის შესახებ. იოანე ნათლისმცემელი იყო კაცობრიობის წარმომადგენელი და ნაწინასწარმეტყველები ელია, რომელიც უნდა მოსულიყო ძველ აღთქმაში დაწერილის თანახმად. ძველ აღთქმაში ცოდვის მსხვერპლი იკვლებოდა მისი სისხლის დაღვრით მას შემდეგ რაც ის ხელდადების გზით ადამიანის ცოდვას მიიღებდა. ახალ აღთქმაში კი, ეს ცოდვის მსხვერპლი რომელმაც მის ნათლობაში ხელდასხმით მსოფლიოს ყველა ცოდვა აიღო და შემდეგ ამ ცოდვების საფასურის დასაფარავად ჯვარზე გაიღო სიცოცხლე, თვით იესო ქრისტე იყო. იესომ შეძლო კაცობრიობის გადარჩენა იმიტომ რომ იოანე ნათლისმცემელმა იორდანეს მდინარეში მონათვლის დროს წუთისოფლის ყველა ცოდვა მას გადასცა.
კაცობრიობის მათი ცოდვებისგან გადასარჩენად ღმერთმა ორი დიადი საქმე ჩაიფიქრა და კიდეც განახორციელა. პირველი იყო ქალწულ მარიამის სხეულის მეშვეობით იესოს ამ ქვეყნად მოვლინება და მისი მონათვლა და ჯვარცმა მსოფლიოს ცოდვების წარსახოცად. მეორე იყო ელიზაბეთის მიერ იოანე ნათლისმცემლის შობა. ღმერთმა ეს ორი საქმე იმისთვის მოახდინა რომ კაცობრიობა მათი ცოდვებისგან გადაერჩინა. ასეთი იყო ღმერთის მიერ სამებაში დაგეგმილი შრომა. ღმერთმა იესომდე ექვსი თვით ადრე ამ ქვეყნად იოანე ნათლისმცემელი გამოაგზავნა, შემდეგ კი იესო, კაცობრიობის მხსნელი, ამ ქვეყნად კაცობრიობის მათი ცოდვების გამო სამსჯავროსგან დასახსნელად მოავლინა.
იესომ დაამოწმა იოანეს შესახებ მათეს 11:9-ში, "აბა, რისთვის გახვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? აბა, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც". ამასთანავე, როდესაც იოანე ნათლისმცემელმა, რომელმაც ქვეყნიერების მთელი ცოდვა იესოს გადასცა, იხილა ის მომავალი მეორე დღეს, მან დაამოწმა და თქვა, "აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს სოფლის ცოდვას!" (იოანე 1:29).
ბიბლიაში მრავალჯერაა ნახსენები იოანე, რომელმაც იესო მონათლა, და ჩვენ გვმართებს მის შესახებ ცოდნის მოპოვებისადმი სწრაფვა. იოანე ნათლიმცემელი ამ სოფლად იესოზე ადრე მოვიდა. მისი როლი იყო ღმერთის გეგმის თანახმად მშვენიერი სახარების განხორციელება. ბიბლია ამბობს რომ იესომ იოანესგან ქვეყნიერების მთელი ცოდვა მიიღო და რომ იოანემ ეს ცოდვები მას ღვთის ნების აღსასრულებლად გადასცა.
ჩვენ მას ვუწოდებთ იოანე ნათლისმცემელს, რადგან მან იესო მონათლა. რა მნიშვნელობა აქვს სინამდვილეში იოანეს მიერ იესოს ნათლობას? სიტყვა "ნათლობა" ნიშნავს "ჩამორეცხვას". ვინაიდან სამყაროს ყველა ცოდვა იესოზე მის ნათლობაში გადავიდა, მოხდა მათი ჩამორეცხვა, ან განბანა. იესოს ნათლობას იგივე მნიშვნელობა ჰქონდა რაც "ხელდადებას" რომელსაც ძველ აღთქმაში ცოდვის მსხვერპლი ღებულობდა. ნათლობის სულიერი მნიშვნელობა არის "გადაცემა," "ჩამორეცხვა", ან "დამარხვა". იესოს იოანეს მიერ მონათვლა იყო გამოსყიდვის შრომა ქვეყნიერების ყველა ადამიანის ცოდვების ასაღებად.
იესოს ნათლობას იგივე მნიშვნელობა აქვს რაც ხელდასხმას, რომელიც ძველ აღთქმაში ცოდვის შესაწირავზე ცოდვების გადაცემის მეთოდი იყო. სხვა სიტყვებით, ისრაელის ხალხს გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავრის ხელდასხმის მეშვეობით თავისი წლიური ცოდვები ცოდვის მსხვერპლზე გადაჰქონდა. ძველაღთქმისეულ მსხვერპლთშეწირვას იგივე ფუნქცია ჰქონდა რაც იესოს ნათლობას და მის ჯვარზე სიკვდილს.
ღმერთმა დაადგინა გამოსყიდვის დღე როგოც დრო ისრაელიანების ცოდვების გასაუქმებლად. მეშვიდე თვის მეათე დღეს მღვდელმთავარს, ცოდვის მსხვერპლის თავზე ხელდადების მეშვეობით, ხალხის ცოდვების გამოსასყიდად მათი წლიური ცოდვები გადაჰქონდა. ეს იყო მსხვერპლშეწირვის სისტემა რომელიც ღმერთმა დააწესა. ეს იყო ხალხის ცოდვების ცოდვის მსხვერპლზე გადატანის არსებული ერთადერთი გზა, და ამ ცოდვის გადასაცემად ხელდადება ღმერთის მიერ დადგენილი მარადიული კანონი იყო.
"და დაადოს აარონმა ორივე ხელი ვაცს თავზე, და აღიაროს მასზე ისრაელიანთა ყოველი უკანონობა, ყოველი დანაშაული და ყოველი ცოდვა, და ყოველივე ამ ცოდვებს დაჰკრებს ვაცის თავზე, და გაუშვებს საგანგებო კაცის ხელით უდაბნოში. და გაიყოლებს ვაცი თავისი თავით უდაბურ ქვეყანაში ყველა მათ ცოდვებს; და გაუშვებენ ვაცს უდაბნოში" (ლევიანნი 16:21-22).
ძველ აღთქმაში, ცოდვილი ადამიანი ცოდვის შესაწირავის თავზე ხელებს ადებდა და მიტევების მოსაპოვებლად მასზე თავისი ცოდვები გადაჰქონდა. ხოლო გამოსყიდვის დღეს, აარონ მღვდელმთავარი, როგორც მთელი ისრაელის წარმომადგენელი, ისრაელის ცოდვების ცოდვის მსხვერპლზე გადასატანად მის თავზე ხელებს ასხამდა. ამის შემდეგ, როცა შესაწირავი მათ ცოდვებს აიღებდა, ის იკვლებოდა.
ამას იგივე სულიერი მნიშვნელობა აქვს რაც ნათლობას (`ბაპტიზმა` ბერძნულად ნიშნავს "ჩაომრეცხვა, დამარხვა, გადაცემა") რომელიც იესომ ახალ აღთქმაში იოანე ნათლისმცემლისგან მიიღო. ისევე როგორც ძველ აღთქმაში მღვდელმთავარი ისრაელის ხალხის ცოდვების გადასაცემად ცოდვის მსხვერპლზე ხელებს ადებდა, კაცობრიობის ყველა ცოდვა იესოზე იქნა გადატანილი მის იოანე ნათლისმცემლის მიერ ნათლობაში. ამის შემდეგ იესო ჯვარზე მოკვდა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად. ასეთია ჭეშმარიტების შესანიშნავი სახარება.
აარონ მღვდელმთავრის მსგავსად, რომელსაც ისრაელის ხალხის სახელით გამოსყიდვის შესაწირავი მოჰქონდა, იოანე ნათლისმცემელმა, აარონის ერთ-ერთმა შთამომავალმა, როგორც კაცობრიობის წარმომადგენელმა, შეასრულა ეს ამოცანა იესოს ნათლობით და მასზე კაცობრიობის ყველა ცოდვების გადატანით. ღმერთი შემდეგნაირად აღწერს მისი სიყვარულის შესანიშნავ გეგმას ფსალმუნთა 49:4-5-ში, "მოუწოდებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის განსასჯელად:“შემოიკრიბეთ ჩემი წმიდები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირით.” ამინ, ალილუია!
ეკლესიის ისტორია ამბობს რომ ადრეული ეკლესიის პირველი ორი საუკუნის განმავლობაში არ ზეიმობდნენ ქრისტეშობის დღესასწაულს. ადრეული ეკლესიის ქრისტიანები, იესოს მოციქულებთან ერთად, იხსენიებდნენ მხოლოდ "იესოს ნათლობის დღეს", რომელიც იოარდანეს მდინარეზე იოანე ნათლისმცემლის მიერ შესრულდა. რატომ ანიჭებდნენ ისინი ასეთ დიდ მნიშვნელობას იესოს ნათლობას თავიანთ რწმენაში? ამ კითხვაზე პასუხი სამოციქულო ტრადიციის ქრისტიანობის ნამდვილი გასაღებია. მაგრამ იმედი მაქვს თქვენ მორწმუნეთა წყლით ნათლობა და იესოს ნათლობა ერთმანეთში არ აგერევათ.
მორწმუნეთა ნათლობა, როგორიც ის დღესაა, დიდათ განსხვავდება იოანეს მიერ იესოსთვის მოცემულ ნათლობისაგან. ამიტომ ჩვენ ყველამ იესოს მოწაფეების მსგავსი რწმენა უნდა ვიქონიოთ თუ სულიწმიდის ბინადრობის მიღება გვსურს. ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ სულიწმიდის ბინადრობა, იოანეს მიერ იესო ქრისტეს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის რწმენით.
თუ ადრეული ეკლესია ნათლობას უაღრესად მნიშვნელოვან რიტუალად თვლიდა, ეს იყო მათ მიერ იესოს ნათლობისადმი ცენტრალური რწმენის გამო, და ჩვენც დღეს იოანეს მიერ იესოს ნათლობას ჩვენი ხსნის გარდაუვალ შემადგენელ ნაწილად უნდა ვთვლიდეთ. უფრო მეტიც, ჩვენ უნდა მივაღწიოთ და შევინარჩუნოთ სრულყოფილი ცოდნის რწმენა, რომელიც ამბობს რომ იესო უნდა ჯვარცმულიყო მისი იოანეს მიერ მონათვლის გამო.
უნდა გვახსოვდეს რომ სულიწმიდა მაშინ სახლდება ჩვენში როდესაც ჩვენ გვწამს რომ იესო მოინათლა, მოკვდა ჯვარზე და მკვდრეთით აღდგა რათა ჩვენი მხსნელი გამხდარიყო. იესოს იოანეს მიერ მონათვლას და მისი ჯვრის სისხლს მეტად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ამ შესანიშნაც სახარებაში.
ჩვენთვის სულიწმიდის მიღების საიმედო გზა არის იესოს ნათლობის და სისხლის მშვენიერი სახარების რწმენა. იესოს ნათლობამ ერთბაშად ამოწმინდა კაცობრიობის ყველა ცოდვა. ეს იყო გამოსყიდვის ნათლობა, რომელსაც ჩვენ სულიწმიდის მიღებასთან მივყავართ. იმის გამო რომ ზოგ ადამიანს არ ესმის იესოს ნათლობის ძალა, ისინი მას ჩვეულებრივ ცერემონიად თვლიან.
იესოს ნათლობა მშვენიერი სახარების განუყოფელ ნაწილს შეადგენს, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ აიღო მან მსოფლიოს ყველა ცოდვა და ჯვარზე სისხლის დაღვრით მათთვის სასჯელი მიიღო. ნებისმიერი ადამიანი ვისაც ამ მშვენიერი სახარების სიტყვების სწამს, ხდება ეკლესიის წევრი, რომელიცაა უფლის საკუთრება, და სულიწმიდის კურთხევებს განიცდის. სულიწმიდა არის ღვთის საჩუქარი მათთვის ვინც მათი ცოდვების მიტევება მიიღო.
თავისი ნათლობით იესო გახდა სრულყოფილი "ღვთის კრავი რომელსაც მიაქვს წუთისოფლის ცოდვა" (იოანე 1:29). იოანეს 1:6-7-ში ნათქვამია, "იყო კაცი, მოვლინებული ღვთისგან; სახელი მისი იყო იოანე. იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით".
იმისთვის რომ ვირწმუნოთ იესო როგორც ჩვენი მაცხოვარი, რომელმაც ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო, უნდა გვესმოდეს იოანეს მსახურება და მისი მოწმობა, როგორც ის ბიბლიაშია მოყვანილი. მაშინ შევძლებთ იესო ქრისტეს, როგორც ჩვენი მაცხოვრის რწმენას. სულიწმიდის მისაღებადაც ჩვენ ძლიერი, მისი დამოწმებით გამაგრებული რწმენა გვჭირდება. ამიტომ იმისთვის რომ ვსრულყოთ ჭეშმარიტების ეს მშვენიერი სახარება, ჩვენ უნდა გვჯეროდეს იოანეს მიერ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის.
მათეს 11:12-ში წერია რომ, "იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას". ეს მონაკვეთი ცნობილია როგორც ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე რთული ადგილი. მაგრამ ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ფრაზას "იოანე ნათლისმცემლის დღიდან". ის უეჭველად აცხადებს რომ იოანეს მსახურება პირდაპირ იყო დაკავშირებული იესოს მიერ ჩვენი ხსნის მისიასთან.
იესოს სურს რომ ჩვენ გაბედული რწმენით შევიდეთ სასუფეველში, როგორც ძალისხმევის მქონე მრისხანე ადამიანები. ჩვენ ყოველდღიურად ვცოდავთ, ვართ წარმავალი და მყიფე, მაგრამ ჩვენი ბიწიერების მიუხედავად ის ჩვენ მის სასუფეველში შესვლის უფლებას გვანიჭებს. ამრიგად ეს მონაკვეთი ნიშნავს რომ ადამიანებს შეუძლიათ ცათა სასუფევლის დაუფლება მშვენიერი სახარების რწმენით, რომელიც ამბობს რომ იესომ აღმოფხვრა სამყაროს ყველა ცოდვა მისი იოანეს მიერ ნათლობით და ჯვრის სისხლით. სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავს რომ ცათა სასუფეველი წარიტაცება იესოს ნათლობის და სისხლის მშვენიერი სახარების გაბედული რწმენით.
იესოს ნათლობამ ყველა ჩვენი ცოდვა გააქრო, და მისდამი ჩვენი რწმენა ჩვენში სულიწმიდის ბინადრობის მიღების საწინდარია. ჩვენ ეს სახარება მეზობლებს, ნათესავებს, ნაცნობებს და მსოფლიოს ყველა ადამიანს უნდა ვუქადაგოდ. ჩვენ უნდა ვიქონიოთ ამ მშვენიერი სახარების რწმენა, რომელიც ამბობს რომ წუთისოფლის ცოდვები იესოზე მის ნათლობაში გადავიდა. ჩვენი რწმენის მეშვეობით ჩვენ გამოსყიდვის ნეტარებას და სულიწმიდის ბინადრობას მივაღწევთ.
იესოს ნათლობამ ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო, ხოლო მისი სისხლი ცოდვისათვის სასჯელი იყო. ჩვენ უნდა ავუხსნათ ურწმუნოებს წყლისა და სულის მშვენიერი სახარება. მხოლოდ ასეთი გზით შეძლებენ ისინი სახარების რწმენას და სულიწმიდის მიღებას. მსურს რომ ამისი გჯეროდეთ. მხოლოდ იოანეს მიერ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის რწმენით შეუძლია ადამიანს ყველა მისი ცოდვების მიტევების და სულიწმიდის ბინადრობის მიღება.
წყლისა და სულის მშვენიერი სახარების რწმენით ყველას შეუძლია გახდეს უფლის შვილი, ვისშიც სულიწმიდა ბინადრობს, და ერთ-ერთი ჩვენი ძმათაგანი. თქვენ ამ მშვენიერი სახარების ისეთივე რწმენა უნდა გქონდეთ როგორც ჰქონდა პავლეს. მე ვმადლობ უფალს და ვადიდებ მას ამ მშვენიერი სახარების მოცემისათვის. ამინ.