• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 8: სულიწმიდა

[8-4] ისინი ვისაც იესოს მოწაფეთა მსგავსი რწმენა აქვს (მოციქულთა საქმეები 3:19)

ისინი ვისაც იესოს მოწაფეთა მსგავსი რწმენა აქვს(მოციქულთა საქმეები 3:19)
"აბა, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან"
 

რა სახის რწმენა ჰქონდათ მოციქულებს?
მათ სწამდათ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის

როდესაც ვაკვირდებით იესო ქრისტეს მოწაფეებს, ვხედავთ რომ მათი რწმენის ხარისხი მას შემდეგ რაც სულიწმიდის ბინადრობა მიიღეს, აშკარად განსხვავებული იყო მათი რწმენისგან სულიწმიდის მიღებამდე. მათი სხეული არ შეცვლილა, მაგრამ სულიწმიდის მიღების შემდეგ მათი ცხოვრება სრულიად გარდაიქმნა იესო ქრისტეს სინათლით.
ქალაქს, სადაც მე ვცხოვრობ, ულამაზესი მთები და მდინარეები აქვს. ასეთი მშვენიერი სურათის შემხედვარე მე იმხელა კმაყოფილებით და გაოცებით ვივსები რომ არ შემიძლია ასეთი ქმნილებისთვის უფალს მადლობა არ აღვუვლინო. მზეში მბზინვარე გამჭირვალე წყლის სიკაშკაშე ჩემს გულს ბედნიერებით ავსებს და ირგვლივ არსებული სამყარო ოქროს ქვეყანად მეჩვენება. 
მაგრამ არის ადგილები სადაც ამგვარი ხედების სილამაზე არ მჟღავნდება. არის ადგილები სადაც ცა გამჭირვალეა მაგრამ მზის ქვეშ მდებარე წყალი უფრო ჭაობს წააგავს. ამგვარ ხედში მშვენიერება არ მოიძებნება. როდესაც მსგავს ტბას ვუყურებ, მადლობას ვუხდი უფალს მისი ბრწყინვალე სახარებისთვის რომელმაც ჩემი ცოდვები განწმინდა და სულიწმიდის ბინადრობა მომანიჭა. 
 ისევე როგორც ჭაობის მაგვარ ტბის ზედაპირს არ შეუძლია სინათლის არეკლვა, ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ დაშორებული ღმერთის სინათლეს და ჩვენი ცოდვილიანი ბუნების გამო უცნობი ბედისკენ მივემართებოდეთ. მაგრამ თუ ჩვენს გულში სულიწმიდა ცხოვრობს, ჩვენ წარვმოჩნდებით როგორც ღვთის შვილები და სხვებისთვისაც სახარების სწავლებას დავიწყებთ. რადგანაც ჩვენ მისი სინათლე მივიღეთ, ჩვენც ვიბრწყენთ როგორც მანათობლები.  მსგავსად, იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, მისმა მოწაფეებმა სულიწმიდა მიიღეს და გახდნენ სინათლის ძენი და მოციქულები. სულიწმიდის სინათლე ყველასთვის დიადი კურთხევაა და ამიტომ ბევრს სწადია მისი მიღება. 
 
 

პავლე მოციქულის რწმენა


რა სახის რწმენა ჰქონდა პავლეს? პავლემ, თავის რწმენის აღიარებაში, თქვა რომ იგი იმ დროის რჯულის ერთ-ერთი უდიდესი მასწავლებლის, გამალიელის მიერ იყო ზედმიწევნით განათლებული და გაწვრთნილი, მამების რჯულთან მკაცრ შესაბამისობაში. 
მაგრამ მან აღიარა რომ რჯულის დახმარებითაც კი არ შეეძლო ცოდვებისგან გადარჩენის მიღება და რომ ის სინამდვილეში იესოს, ჩვენი მაცხოვრის მდევნელიც იყო. ერთ დღეს დამასქოს მიმავალ გზაზე იგი იესოს შეხვდა და მისი სახარების მახარობელი გახდა. 
მას ჰქონდა რწმენა იესო ქრისტესი როგორც ღმერთის ძის, რომელიც ამ ქვეყნად მოვიდა, მოინათლა იოანეს მიერ წუთისოფლის ყველა ცოდვის წარსახოცად, და ამ ცოდვებისთვის თავის თავზე მთელი სასჯელის ასაღებად ჯვარზე სისხლი დაღვარა. სხვა სიტყვებით, პავლეს გულში ცოდვათა მიტევების რწმენა ჰქონდა.
იესოს მოწაფეებს სწამდათ რომ იოანეს მიერ იესოს ნათლობა და მისი ჯვრის სისხლი ყველა მათი ცოდვების მისატევებლად მოხდა. პავლეც იგივე რწმენას იზიარებდა და ამიტომ ყველა მისი ცოდვებისგან ხსნა მიიღო. 
პავლემ თქვა გალატელთა 3:27-ში, "ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით", და აღიარა იესოს ნათლობის რწმენა როგორც თავისი  ხსნა. ასევე პეტრეც ამბობს 1 პეტრეს 3:21-ში, "რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით (იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება) იესო ქრისტეს აღდგომით", როდესაც ამ მუხლში იესოს ნათლობის მშვენიერ სახარების დემონსტრირებას აკეთებს. იესოს მოწაფეებს სწამდათ რომ მისმა ნათლობამ რომელიც მან იოანესგან მიიღო, ქვეყნიერების ყველა ცოდვა ამოშალა. მათ თავიანთი ცოდვების მიტევება მიიღეს და ამგვარად ამ ჭეშმარიტებისადმი რწმენით აღარ იმყოფებოდნენ რჯულის წყევლის ქვეშ. 
მათ როგორც იესოს ნათლობის, ასევე მისი ჯვრის სისხლის სწამდათ. ცხადია რომ ასეთი რწმენა აუცილებელი იყო მოწაფთა წარმატებულ კვალიფიკაციისთვის. მოციქულთა საქმეების 1:21-22-ში, ნათქვამია, "ამგვარად, ჯერ არს, იმ კაცთაგან, ვინც მუდამ თან გვახლდნენ, როცა ჩვენს შორის დადიოდა უფალი იესო, იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული ჩვენგან მისი ამაღლების დღემდე, ერთ-ერთი მათგანი გახდეს ჩვენთან ერთად მისი აღდგომის მოწმე.” იესოს მოწაფედ გახდომა იოანეს მიერ ისეოს ნათლობისადმი რწმენით იწყებოდა. 
ჭეშმარიტება რომელსაც ჩვენ ჩვენი ცოდვების მისატევებლად ვსაჭიროებთ, არის იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლისადმი რწმენა. ""ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით" (გალატელთა 3:27). ამგვარად, პავლესაც სწამდა იოანეს მიერ იესოსთვის მიცემული ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის.
მოდით შევხედოთ ტიტეს 3:5-ს. "მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით". აქ, ფრაზა "ხელახლა შობის განბანით" ნიშნავს რომ სამყაროს ყველა ცოდვა განწმენდილ იქნა იმ მომენტში როცა იოანემ იესო მონათლა. ამის მსგავსად, თუ თქვენი ცოდვების მიტევების მიღწევა გსურთ, უნდა ირწმუნოთ მშვენიერი სახარება, რომელიც ამბობს რომ თქვენი ცოდვები იესოს მის იოანეს მიერ ნათლობაში გადაეცა. სწორედ იმიტომ იქნა იესო ჯვარცმული და  სისხლით დაიცალა, რომ მანამდე იოანესგან მიღებულ ნათლობით მან  ყველა ჩვენი ცოდვა აიღო. ამ ფაქტისადმი რწმენა საკმარისია სულიწმიდის ბინადრობის მისაღებად. პავლემაც აღიარა რომ მას იოანეს მიერ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის სწამდა.
მოდით ვნახოთ ებრაელთა 10:21-22. ის ამბობს, "მივუახლოვდეთ მას გულმართლად და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი". აქ, "სუფთა წყლით სხეულგანბანილნი" მიუთითებს იოანესგან მიღებულ იესოს ნათლობას, რომელმაც მსოფლიოს ყველა ცოდვა ჩამორეცხა.
ამიტომ როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში, ჩვენ შეგვიძლია იმის აღმოჩენა რომ მშვენიერი სახარების ძირითადი კომპონენტები არის იესოს ნათლობა და მისი ჯვარზე სიკვდილი. თქვენც გმართებთ პავლეს მსგავსი რწმენის გაზიარება.
დღესდღეობით ბევრ ქრისტიანს იესოსი ამაოდ სწამს, იმის ცოდნის გარეშე რომ იესოს იოანეს მიერ მონათვლის მომენტში სამყაროს ყველა ცოდვა განწმენდილ იქნა. ზოგი თეოლოგი ამტკიცებს რომ ცოდვების მისატევებლად ადამიანმა წყლის ნათლობა უნდა მიიღოს. ასეთი განცხადება სავარაუდოდ გაკეთებულია წყლისა და სულის ჭეშმარიტი და მშვენიერი სახარების ცოდნის გარეშე როგორიც ის ბიბლიაშია ჩაწერილი. ჩვენი ცოდვების მიტევება არ ხდება ჩვეულებრივი წყლის ნათლობის რიტუალის ჩატარებით. იესოს ნათლობის და მისი სისხლის მიმართ რწმენა გვწმენდს ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვისგან. მხოლოდ მათ, ვისაც მშვენიერი სახარების სჯერათ, აქვთ თავიანთი ცოდვების მიტევება. ხოლო მისი სისხლისადმი რწმენით მათ მთელი თავისი სამსჯვაროს საფასური გადაიხადეს. მხოლოდ ამგვარი რწმენის მქონეს შეუძლია სულიწმიდის მიღება.  
"მივუახლოვდეთ მას გულმართლად და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი" (ებრაელთა 10:22). ებრაელთა წერილის ავტორი გვეუბნება რომ მივუახლოვდეთ ღმერთს გულმართლად და სრული რწმენით. თქვენც უნდა მიუახლოვდეთ მას გულმართლად და ამ მშვენიერი სახარებისადმი სრული რწმენით.
დღევანდელ დღეს ქრისტიანები გულწრფელად იმედოვნებენ სულიწმიდის ბინადრობის მიღებას. მაგრამ სულიწმიდა სახლდება მხოლოდ მათში, ვისი ცოდვების მიტევებულია. ბევრმა არ იცის ამის შესახებ და სურთ იესოს ნათლობის და სისხლის მშვენიერი სახარების რწმენის გარეშე სულიწმიდის მიღება. ისინი ვისაც სწამთ იესო მაგრამ ამავე დროს არ სწამთ მისი ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის, ვერ მიიღებენ სულიწმიდას. ამის მიზეზი ისაა რომ მათი გულები არაა სუფთა.
პავლეს სწამდა იესოს ნათლობისა და ჯვრის სისხლის და ამიტომ მან სულიწმიდა მიიღო. უფრო მეტიც, მან განავრცო ეს რწმენა და ამის გამო იდევნებოდა როგორც ერეტიკოსი. მაგრამ რადგანაც მის გულში სულიწმიდა ცხოვრობდა, მან შეძლო სიცოცხლის ბოლომდე წყლისა და სულის სახარების გავრცელება. "ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში" (ფილიპელთა 4:13). მასში სულიწმიდის ბინადრობის გამო ის ემსახურებოდა ღმერთს და სულიწმიდის დაცვის ქვეშ იმყოფებოდა სანამ ღმერთს დაუბრუნდებოდა. მხოლოდ მათ ვისაც პავლეს მსგავსი რწმენა აქვთ, შეუძლიათ სულიწმიდის მიღება. 
მოდით პავლეს რწმენას დავაკვირდეთ. კოლოსელთა 2:12-ში ის ამბობს, "მასთან ნათლისღებით დამარხულები მასთანვე აღდექით ღვთის ძალისადმი რწმენით,რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით". პავლემ ყველა თავისი ცოდვის მიტევება მიიღო რადგან სწამდა იესოსი, რომელიც იოანეს მიერ მოინათლა.
 
 

რამდენად შეიცვალა ქრისტიანობა ძველ დროსთან შედარებით?


ახლა მოდით შევხედოთ ერთი დის აღიარებას რომელიც მოწაფე გახდა იესო ქრისტეში სულიწმიდის მიღების შემდეგ. "მე უკვე სიბერეს ვუახლოვდებოდი, მაგრამ შვილის გაჩენა არ შემეძლო, ამიტომ ლოცვაში ღვთის კურთხევის მისაღებად მე ეკლესიიდან ეკლესიაში დავდიოდი. სახლში მარტოდ ყოფნის დროსაც კი ყველაზე ცოტა ერთ ან ორ საათს ვლოცულობდი და ეს რელიგიური წესი ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ამგვარ რელიგიურ ცხოვრებას რომ ვეწეოდი, მე ერთ ხნიერ ქალბატონს შევხვდი. მან მითხრა რომ თუ ღმერთისთვის შვილის შეძენის თხოვნა მსურდა, მე მისგან ხელდადების ლოცვის მიღება უნდა მეცადა. ადრე საიდანღაც გამეგო რომ ეს ქალი ღვთის მაცნე იყო და ამიტომ დავთანხმდი მის მიერ ხელდადებაზე. იმ მომენტში განვიცადე ის რაც ადრე არასდროს განმიცდია. ენა ამიბზრიალდა და უცხო ენაზე ლაპარაკი დავიწყე და სხეულში უცნაური და ცხელი ენერგიის ტალღები ვიგრძენი.
ჩავთვალე რომ ეს გამოცდილება ჩემს მიერ სულიწმიდის და ლოცვებზე პასუხის მიღებას ნიშნავდა. როგორც ჩანდა, ქალი რომელმაც თავზე ხელები დამადო, სულიწმიდის ნიჭს ფლობდა და შეეძლო წინასწარმეტყველება და განკურნება. მას არასოდეს უსწავლია ღვთის სიტყვა, მაგრამ სულიწმიდის ძალის გამოყენებით ის ბევრ ხუცესს და განათლებულს ხელდადების გზით სულიწმიდის მიღებაში ეხმარებოდა. 
იქიდან მოყოლებული, მე მსგავსი კრებების დასწრება დავიწყე, რომელთაგან ერთ-ერთს "[3]განახლების/აღორძინების მოძრაობა" ერქვა. ასეთ კრებაზე ჩემი ერთ-ერთი ლოცვის დროს მე მთელ სხეულში ჟრჟოლა განვიცადე და გული ღმერთის და მოყვასის მიმართ ცეცხლოვანი სიყვარულით ამენთო. კრებაზე მყოფ სხვა ადამიანებსაც იგივე მოსდიოდა და ბევრი გონებას კარგავდა და ენებზე ლაპარაკობდა. მანდ ასევე ავი სულების მიერ შეპყრობილი ადამიანებიც იყო და კრების ხელმძღვანელი იმ ავ სულებს სდევნიდა. ამ განახლების/აღორძინების კრებების მიზანი იყო ის რომ დახმარებოდა ადამიანებს სულიწმიდის განცდაში, ისეთი გამოცდილებებით როგორც კანკალი, წინასწარმეტყველება, ავი სულების განდევნა და ენებზე ლაპარაკი. მაგრამ ყველა ამ გამოცდილებათა მიუხედავად, მე გულში მაინც ცოდვა მქონდა, და ეს ცოდვა მე შიშს და სირცხვილს მგვრიდა.
 
3.ჭეშმარიტი განახლება ქრისტიანული ცხოვრების აუცილებელი ნაწილია, და მას სულის ნაყოფით დადასტურებული სულიერი სიმწიფე მოაქვს. მაგრამ ბოლო წლებში ზოგმა მოძრაობამ ახალი განსაზღვრება მისცა "განახლების" ტერმინს, იმგვარად რომ მას წმინდა წერილში ნაჩვენები სულიერი სიმწიფის პროცესთან არანაირი მსგავსება აღარა აქვს. ეს "განახლება", რომელიც უკონტროლო ემოციებს წარმოშობს, დახასიათებულია ყოველგვარი საეჭვო მანიფესტაციებით და ზე-ბიბლიური ან არაბიბლიური სწავლებებით და ჩვეულებებით. 
ესენია ზოგი პრობლემატიური სწავლებები და ჩვეულებანი რომლებსაც განახლების და აღორძინების საეჭვო მოძრაობებში ხელი ეწყობა: გადამეტებული ყურადღების გამახვილება ქარიზმატულ გამოცდილებებზე წმ.წერილთან შედარებით, ცრუ მანიფესტაციები, ცრუ სწავლებები, ცრუ წინასწარმეტყველებანი, ცრუ ნიშნები და სასწაულები, და ა.შ. მაგრამ ამ მოძრაობების ყველაზე სახიფათო მხარე არის ის რომ მათ მრავალ ადამიანს სულიწმიდის მიღების შესახებ მცდარი გაგება დაახვიეს და მშვენიერი სახარება გვერდზე გადაადებინეს.

ამიტომ ჩემი ლოცვების დროს გულწრფელად ვლოცულობდი იმისთვის რომ ცოდვის პრობლემის გადაწყვეტა შემძლებოდა. მე ვაღიარე რომ შევცოდე, მაგრამ ადამიანები ისევ ანგელოზად მთვლიდნენ. მეგონა რომ კარგი მორწმუნე ვიყავი, მაგრამ ვცდებოდი. ჩემი შეცდომა რომ არ დამენახა, მე არ მექნებოდა სულიწმიდის მიღების შანსი. 
ამის შემდეგ მე შევხვდი მათ ვინც წყლისა და სულის სახარებას ქადაგებდა და ღმერთის სიტყვების რწმენით ყველა ჩემი ცოდვის მიტევება მივიღე. ახლა მე ნამდვილად ბედნიერი ვარ. მე მჯერა წყლისა და სულის სახარების და სულიწმიდა მაქვს მიღებული. მე ვმადლობ ღმერთს. მსურს რომ მსოფლიოს ყველა ქრისტიანმა ირწმუნოს ეს მშვენიერი სახარება და სულიწმიდის ბინადრობა მიიღოს. მე ვმადლობ ჩვენს უფალს”. 
აქ ჩვენ ვისწავლეთ რომ სულიწმიდის მისაღებად ჩვენ წყლისა და სულის სახარება გვჭირდება. თუ ყველა თქვენი ცოდვების პატიება გწადიათ, იოანეს მიერ იესოს ნათლობის რწმენა უნდა იქონიოთ. მოდით შევხედოთ ეფესელთა 4:5-ს."ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება". აქ ნათქვამია რომ არსებობს მხოლოდ ერთი უფალი და მხოლოდ ერთი ნათლობა, რისაც ჩვენ გვჯერა. სულიწმიდის ბინადრობის მისაღებად ჩვენ ყველას გვმართებს იოანეს მიერ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის რწმენა. ამას თუ არ ვიზავთ, სულიწმიდა ჩვენში არასდროს არ დასახლდება. 
ერთ დროს არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ასწავლიდნენ და სწამდათ რომ სიწმინდის და სისპეტაკის მოძრაობა მათ სულიწმიდის მიღებაში დაეხმარებოდა. მაგრამ როგორ ფიქრობთ, დამკვიდრდება ჩვენში სულიწმიდა ასეთ მოძრაობებს თუ შევუერთდით? სიწმიდის და სისპეტაკის მოძრაობათა მეშვეობით გაქვთ სულიწმიდა მიღებული? ეს ასე რომ ყოფილიყო, თქვენთვის უთუოდ ბრძნული იქნებოდა ამგვარი რწმენის შენარჩუნება. მაგრამ სულიწმიდას თქვენზე ამ მიზეზთა გამო რომ დაევანა, იესოს არ დაჭირდებოდა ამ სოფლად მოსვლა და ჩვენი თავის ცოდვებისგან გადარჩენა, და არც იოანეს მიერ მონათვლა და შემდეგ ჯვარზე გაკვრა.
სულიწმიდის ბინადრობის მიღება არის იესოს ნათლობის და მისი სისხლის სახარებისადმი რწმენის საჩუქარი, რომელმაც თქვენ ცოდვების პატიება მოგიტანათ. სულიწმიდის ბინადრობა არის საჩუქარი რომელიც ეძლევა მათ ვისი ცოდვებიც ამ ჭეშმარიტი სახარების მეშვეობით იქნა განწმენდილი და მიტევებული. 
დღესდღეობით, მათ შორის ვინც განახლების/აღორძინების მოძრაობებს არიან აყოლილი, არიან ზოგიერთნი ვისაც სჯერა რომ მონანიების დამღლელ ლოცვებს მათ სულიწმიდის მიღებაში დახმარება შეუძლია. ისინი ამბობენ რომ თუნდაც ვინმეს გულში ცოდვა ჰქონდეს, თუ ის მონანიების ლოცვებს აღავლენს, ის მიიღებს სულიწმიდას. 
ორმოცდაათიანელ-ქარიზმატული მოძრაობა რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1800-იან წლებში დაიწყო. ეს მოძრაობა დაიბადა ინდუსტრიალური რევოლუციის შემდგომ, როცა ადამიანთა ეთიკამ და მორალმა კრახი განიცადეს. ამ მოძრაობამ თავის უმაღლეს წერტილს მიაღწია როცა მრავალი ადამიანის გული დიდი დეპრესიის გამო დაცარიელდა. იმ დროიდან მოყოლებული, ღვთის სიტყვაზე დაფუძნებული რწმენის დაკნინება და ახალი რელიგიური მოძრაობების აღმავლობა დაიწყო. ზუსტად ორმოცდაათიანელ-ქარიზმატული მოძრაობა იყო ის რომელიც ისწრაფვოდა სულიწმიდის (ღმერთის) ფიზიკურ გამოცდილებებისკენ - ღვთის საქმეთა საკუთარი თვალით ნახვის და ღვთის სიტყვების ძალის თავისი სხეულით და გონებით განცდისკენ.
მაგრამ ამ მოძრაობის მომაკვდინებელი დეფექტი არის ის რომ იგი მორწმუნეებს ღმერთის სიტყვას აშორებს და არსებობს როგორც რელიგია რომელიც სხეულებრივი ნეტარებისთვის იბრძვის. როგორც შედეგი, ამ ახალი მოძრაობის მიმდევრები შამანიზმის მხარდამჭერნი გახდნენ. დღესაც კი, მათ ვინც ორმოცდაათიანულ-ქარიზმატულ მოძრაობებს არიან აყოლილი, სჯერათ რომ თუ ვინმეს იესის რწმენა აქვს, ის იქნება მდიდარი, მისი სნეულებანი განიკურნება, ის იქნება ყველაფერში წარმატებული, მიიღებს სულიწმიდას, ილაპარაკებს ენებზე და სხვების განკურნების ძალაც ექნება. ორმცდაათიანულ-ქარიზმატული მოძრაობა მთელ მსოფლიოს მოედო. ეს მოძრაობა გახდა დაბრკოლება მშვენიერი სახარების ადამიანთა რწმენისთვის და მათ მიერ სულიწმიდის ბინადრობის მიღებისთვის.
თანამედროვე ქრისტიანობა დაახლოებით 500 წლის წინ, ლუთერის და კალვინის სწავლებებით დაიწყო. მაგრამ ქრისტიანობის ფარგლებში, სულიწმიდის ბინადრობის შესახებ ბიბლიური სწავლება არ არის მყარად ჩამოყალიბებული. პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ თანამედროვე ქრისტიანობის დასაბამიდანვე, ქრისტიანთა უმრავლესობამ იესო მისი ნათლობის და ჯვარზე სიკვდილის მნიშვნელობის გაუცნობიერებლად ირწმუნა. უარესიც, ადამიანებმა ქრისტიანობის ცრუ დოქტრინებზე ყურადღების გამახვილება და მხოლოდ სხეულებრივი გამოცდილებებისთვის მნიშვნელობის მინიჭება დაიწყეს. ყველა ქრისტიანმა უნდა ირწმუნოს მშვენიერი სახარება რომელიც ამბობს რომ იესო მოინათლა იოანეს მიერ რათა მთლიანად წაეღო ქვეყნიერების ყველა ცოდვა და რომ ის ჯვარცმულ იქნა ამ ცოდვებისთვის მსჯავრის მისაღებად. სწორედ ამის რწმენა მიგაღებინებთ თქვენ სულიწმიდას.
დღევანდელ დღეს, მიზეზი იმისა რომ ქრისტიანობა ამდენად გაპარტახებულია  არის ის რომ ადამიანები უგულებელყოფენ იესოს მიერ იოანესგან მიღებულ ნათლობას და მისი ჯვრის სისხლს. იესო გვეუბნება რომ შევიცნოთ ჭეშმარიტება. იოანეს მიერ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის რწმენა ნიშნავს წყლისა და სულის სახარებისადმი რწმენას. თუ გსურთ სულიწმიდის მიღება, მაშინ ირწმუნეთ რომ როცა იოანემ იესო მონათლა, თქვენი ცოდვები მასზე გადავიდა და რომ მისი სისხლი ყველა თქვენი ცოდვის სამსჯავროც და შენდობაც იყო. აი მაშინ მიიღებთ სულიწმიდას. 
ქრისტიანთა უმრავლესობას მხოლოდ იესოს სისხლის სწამთ, როგორც გამოსყიდვის სახარების. მაგრამ შეუძლია იმათ თქვენს შორის ვისაც მხოლოდ მისი სისხლის სწამს, ცოდვისგან თავის დახსნა? შეგიძლიათ თუ არა? თუ ფიქრობთ რომ ეს შესაძლაბელია, ალბათ იესოს ნათლობის ნამდვილი მნიშვნელობის მხოლოდ ბუნდოვანი რწმენა გაგაჩნიათ. ასეთ შემთხვევაში, თქვენს გულში ჯერ კიდევ ცოდვაა. მხოლოდ როდესაც ერთმანეთს უკავშირებთ იესოს ნათლობას და სისხლს, როგორც ერთიან რწმენას, შეძლებთ თქვენი ცოდვებისგან დახსნას და სულიწმიდის მიღებას. ბიბლია ამბობს რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი სახარება რომელიც სძლევს წუთისოფელს.  "და სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი. და ეს სამი ერთია"(1 იოანე 5:8). ამიტომ, უნდა ვიცოდეთ რომ როდესაც ღმერთმა მოისურვა ჩვენი თავის ცოდვებისგან გადარჩენა, მან იოანეს იესო მოანათლინა და შემდეგ ის ჯვარს აცმევინა. 
იმის მიზეზი რომ ქრისტიანთა უმეტესობას არა აქვთ ცოდვების მიტევება მათი იესოსადმი რწმენის მიუხედავად, არის ის რომ მათ არ სწამთ მშვენიერი სახარების, რომელიც სრულყოფილ იქნა იოანეს მიერ იესოს ნათლობით და მისი ჯვრის სისხლით. მათ ვისაც ამ ორი რამის სწამს, მიეტევებათ ცოდვები და მათ გულებში სულიწმიდა დაიბინადრებს.
როდესაც ადამიანები გებულობენ რომ მათი ცოდვები განწმენდილ იქნა, მათი გულები წყნარი წყალივით მშვიდობით და სიუხვით ივსება. იმ წუთიდან რაც სულიწმიდა ადამიანის გულში სახლდება, მის გულში და მისი გულიდან მდინარის მაგვარი მშვიდობა იწყებს დინებას. ჩვენ ვხვდებით ჩვენს უფალს ამ ჭეშმარიტებისადმი რწმენით და სულთან სიარულით, როდესაც სულიწმიდის მიღების სახარებას განვავრცობთ. ჩვენს გულებს ადრე ამდაგვარი მშვიდობა არასოდეს სცოდნია. იმ დროიდან რაც წყლისა და სულის სახარების რწმენას ვიწყებთ, ჩვენი ცხოვრება უშფოთველი ხდება და ჩვენი გულები სრულყოფილი სიხარულით ივსება. ამ მშვენიერ სახარებას ჩვენ ვერასოდეს მივატოვებთ. სულიწმიდა მუდამ ჩვენს გულებშია და ის გვიბიძგებს მისი სიტყვის გავრცელებისკენ და ამ სიტყვის მორწმუნე ადამიანებს სულიწმიდის ბინადრობას ანიჭებს.