(1 იოანე 1:1-10)"იმაზე, რაც იყო დასაბამიდან, რაც მოგვისმენია და ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვებივართ და ჩვენს ხელებს მოუსინჯავს, სიცოცხლის სიტყვაზე, რადგან სიცოცხლე გამოჩნდა და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ; იმაზე, რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რათა თქვენც გქონდეთ თანაზიარება ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან. ამას გწერთ, რომ სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული. აჰა, ამბავი, რომელიც მოვისმინეთ მისგან და გაუწყებთ თქვენ: ღმერთი არის ნათელი და არავითარი სიბნელე არ არის მასში. თუ ვამბობთ, რომ თანაზიარება გვაქვს მასთან, ბნელში კი დავდივართ, მაშინ ვტყუით და არ ვიქცევით ჭეშმარიტებით. ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც ის არის ნათელში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს, სისხლი გვწმედს ყოველგვარი ცოდვისაგან. თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, საკუთარ თავს ვატყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან. თუ ვამბობთ, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში".
რა არის სულიწმიდასთან თანაზიარების არსებითი წინაპირობა?
ამისათვის ჩვენ უპირველესად უნდა ვიცოდეთ და გვწამდეს წყლისა და სულის სახარება და რწმენით ყველა ჩვენი ცოდვისგან განვიწმინდოთ
თუ სულიწმიდასთან თანაზიარება გსურთ, პირველ რიგში უნდა იცოდეთ რომ უფლის წინაშე თუნდაც უმცირესი ცოდვა ასეთ თანაზიარებას შეუძლებელს ხდის. შეიძლება იფიქროთ, "რანაირად შეუძლია ადამიანს მცირე ცოდვაც კი არ ჰქონდეს უფლის წინაშე?" მაგრამ თუ უფალთან თანაზიარება ნამდვილად გსურთ, თქვენს გულში არავითარი სიბნელე არ უნდა იყოს. ამიტომ, უფალთან თანაზიარებისთვის საჭიროა იცოდეთ რომ გამოსყიდვის სახარების უნდა გწამდეთ და ყველა თქვენი ცოდვისგან იყოთ განწმენდილი.
თუ ჭეშმარიტად გწადიათ სულიწმიდასთან თანაზიარება, უპირველესად უნდა იცოდეთ და გწამდეთ წყლისა და სულის სახარება და თქვენი ცოდვები რწმენით განწმინდოთ. წყლისა და სულის სახარებას თუ არ იცნობთ და ის თუ გულში არ გაქვთ მიღებული, უფალთან თანაზიარებაზე არც კი უნდა იფიქროთ. სულიწმიდასთან თანაზიარება შესაძლებელია მხოლოდ როცა თქვენი გულიდან წყლისა და სულის სახარების მეშვეობით ყველა ცოდვაა ამოშლილი.
ადამიანის გონებიდან და სულიდან ყველა ცოდვის ამოშლა წყლისა და სულის სახარებით არის შესაძლებელი. უფალი მოგცემთ სულიწმიდის კურთხევას როცა წყლისა და სულის მშვენიერ სახარებას ირწმუნებთ. ნამდვილად გსურთ უფალთან და სულიწმიდასთან თანაზიარების ქონა? თუ ასეა, მაშინ გააცნობიერეთ თქვენი ცოდვები და ირწმუნეთ მშვენიერი სახარება ამ ცოდვებისგან განსაწმენდად. ამის შემდეგ ჭეშმარიტად შეძლებთ უფალთან თანაზიარებას.
უფალთან თანაზიარების ქონა თუ გსურთ, უნდა გჯეროდეთ იესოს ნათლობის რომელიც მან იორდანეს მდინარეში იოანესგან მიიღო, და ასევე გწამდეთ მისი ჯვრის სისხლის. თუ ადამიანებს ნამდვილად სურთ სულიწმიდასთან თანაზიერების ქონა, მათ უნდა იცოდნენ თუ ვინ არის სულიწმიდა. სულიწმიდა არის წმიდა ღმერთი. და ამიტომ მას ბინადრობა მხოლოდ მათში შეუძლია, ვისაც მშვენიერი სახარების სწამს.
მოდით დავაკვირდეთ იმათ ვისი ცოდვები განწმენდილ იქნა იესოს ნათლობის და მისი სისხლის რწმენით, და ვისაც ამჟამად სულიწმიდის თანაზიარება აქვს.
"ამ ქვეყანაზე მრავალი განსხვავებული ადამიანია და თითოეული მისი პირადი აზრებით და გზებით დადის. მეც ერთ დროს მათი მსგავსი ვიყავი. მე მეტად ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა და ბავშვობიდანვე დედაჩემს ეკლესიაში დავყვებოდი და ნუნებრივად, მეც ღმერთის მორწმუნე გავხდი. მამა ჩემო იყო ათეისტი და ხშირად მაკრიტიკებდა ჩემი რწმენის გამო, მაგრამ ოჯახის ყველა დანარჩენი წევრი ეკლესიაში დადიოდა. ეკლესიის დასწრება ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილად იქცა.
ამასთანავე, ჩემი სიყმაწვილის პეროიდში, ჩემი საწოლს მიჯაჭვული მამის შემყურეს, გონებაში მრავალი აზრი მებადებოდა ისეთი საგნების მიმართ როგორიცაა სიცოცხლე და სიკვდილი, სამოთხე და ჯოჯოხეთი. უმრავლესობა ამბობდა რომ თუ მე ღმერთის მწამდა, შევძლებდი სამოთხეში მოხვედრას და მის შვილად გახდომას, მაგრამ პირადად მე ამაში არასდროს ვიყავი დარწმუნებული. მე არ მქონდა იმის დარწმუნება რომ მის შვილი გავხდი. ვისწავლე რომ თუ ამქვეყნად სიკეთეს გავაკეთებ, ზეცაში მოხვედრას შევძლებ, ამიტომ ვცდილობდი გაჭირვებულებისთვის სიკეთის კეთებას.
მაგრამ გულში ვიცოდი რომ შევცოდე. თუნდაც სხვებისთვის კეთილშობილ ადამიანად გამოვიყურებოდი, მაინც ჩემი ცოდვების გამო დამნაშავედ ვგრძნობდი თავს. იმ დროს ჩვეულებად შემოვიღე ეკლესიაში სიარული და ლოცვა, "გევედრები, შენი ნამდვილი შვილი გამხადე, უფალო. გთხოვ, შემაცნებინე ჭეშმარიტება". ლოცვის განმავლობაში ჩემს გულში ახალი ჟინი გამიჩნდა. ყოველთვის როცა მისი სიტყვების სწავლებას ვუსმენდი, ამ სიტყვების არც გაგება და არც დანახვა შემეძლო. ჩემი ცხოვრების სიცარიელით, ჩემი ცოდვით, სიკვდილის პრობლემით დ ა.შ. გამოფიტული ვიყავი.
ისეთი აზრები მებადებოდა როგორც, "მინდა ხელახლა ვიშვა. თუ ვერ ვიშვი ხელახლა, ეს ძალზე ცუდი იქნება". მაგრამ ამ აზრების მიუხედავად, ეკლესიაში უფრო იშვიათად დავდიოდი და ამასობაში ჩემმა სიყმაწვილის წლებმაც გაიარა. ახლა უკვე სამსახურის შოვნა მჭირდებოდა, მაგრამ ეს უფრო ძნელი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. კიდევ უფრო დარდიანი გავხდი და რაც არ უნდა მეცადა უკვე ვერც ვიღიმებოდი. ჩემი თავის დაცარიელებული გულით შემხედვარე, დეპრესიაში ჩავვარდი. მაგ დროს ჩემი უფროსი ძმისგან სახარება მოვისმინე.
"მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ წარიხოცოს თქვენი ცოდვები, რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან" (მოციქულთა საქმეები 3:19). ეს ზუსტად წყლისა და სულის სახარება იყო. ყოფილი კრებებიდან მხოლოდ ის მქონდა ნასწავლი რომ იესო ჩვენი ცოდვებისთვის ჯვარზე მოკვდა. მაგრამ ამ სახარებამ მაუწყა რომ იესო ჩვენი ცოდვების წარსახოცად იოანე ნათლისმცემლის მიერ მოინათლა და ჯვარზე ამ ცოდვებისთვის სასჯელი მიიღო.
მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ეკლესიაში დავდიოდი და თავს ღმერთის შვილად მოვაჩვენებდი და მაინც მარცხი განვიცადე. მაგრამ როცა მოვუსმინე წყლისა და სულის მშვენიერ სახარებას და ვირწმუნე იგი, ჩემში არსებული ცოდვა და ყველაფერი რაც ადრე მტანჯავდა, სრულიად გაქრა და გული მშვიდობით ამევსო.
ადრე ვთვლიდი რომ მხოლოდ ღმერთისადმი გულმოდგინე რწმენის და ეკლესიის ზედმიწევნით დასწრების შემთხვევაში მე შევძლებდი ზეცაში მოხვედრას. მაგრამ ღმერთმა მე წყლისა და სულის სახარება გამომიგზავნა და ყველა ჩემი ცოდვა მომიტევა. მან მე სულიწმიდის საჩუქარი მომცა. სანამ მის გამოსყიდვას მივიღებდი, არც სულიწმიდის და არც ენებზე ლაპარაკის შესახებ არაფერი მსმენია. უბრალოდ ეკლესიაში დავდიოდი და მჯეროდა რომ თუ გულრწფელად ვიცხოვრებდი და ჩემს ეკლესიას მოვემსახურებოდი, ღმერთი ამის გამო მაკურთხებდა. მაგრამ მივხვდი რომ სულიწმიდას მიღებას მხოლოდ ჩემი ცოდვების წყლისა და სულის მშვენიერი სახარებით მიტევების შემთხვევაში შევძლებდი.
ჩემ ადრინდელ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ცოდვაში ვიმყოფებოდი, თუმცა ღმერთის მწამდა. და მე ასევე ნელთბილ ცხოვრებას ვეწეოდი, სულიწმიდის მიღების უაღრესი მნიშვნელობის უცოდინარი. მაგრამ მისი მსახურის მეშვეობით, რომელმაც ბიბლიის მიხედვით მშვენიერი სახარება მიქადაგა, ვირწმუნე და გავიგე რომ სულიწმიდა ჩემშიც დასახლდა.
გამოსყიდვა რომ მივიღე, თავიდან ჯერ არ ვიყავი დარწმუნებული იმაში იყო თუ არე ჩემში სულიწმიდა. მაგრამ მის სიტყვას უწყვეტვლივ ვსწავლობდი და გავაცნობიერე, რომ ჩემს გულში ახალი რწმენა აყვავდა და რომ მე სულიწმიდის ბინადრობა მივიღე. ახლა ეს სიმართლეა და სრულ დარწმუნებას ვგრძნობ იმაში რომ სულიწმიდა ჩემში ცხოვრობს! როდესაც მან ცოდვები მომიტევა, ვიცოდი რომ მხოლოდ ცოდვისგან თავისუფლებს შეეძლებოდა ღმერთის შვილები გამხდარიყვნენ და მისი სულიწმიდა მიეღოთ.
მე ასევე გავიგე რომ ჩემი მცდელობა მის თვალში სრულყოფილი გამოვჩენილიყავი ან უმწიკვლო ცხოვრებით მეცხოვრა არასოდეს მომცემდა სულიწმიდის მიღების საშუალებას. ღმერთი მოდის მათთან ვინც იცის რომ ისინი ცოდვილები არიან და არ იციან თუ რა უნდა იღონონ ამასთან დაკავშირებით. ის ხვდება მათ ვინც მგზნებარედ ეძებს და საჭიროებს მას.
მან მე დამანახა რომ სიკეთის კეთება და ღმერთის უგუნურად რწმენა მე ზეცაში არ მომახვედრებდა და რომ იესო ქრისტე ამ ქვეყნად მოვიდა მშვენიერი წყლისა და სულის სახარებით ჩემი თავის ცოდვებისგან გადასარჩენად. მან მე მომცა სულიწმიდა რათა მას ჩემში მარადიულად ეცხოვრა.
მე ვმადლობ უფალს იმისთვის რომ მისი შვილი გამხადა და მაკურთხა სულიწმიდის ბინადრობით. უფალი რომ არა, მე ახლაც გულში ცოდვა მექნებოდა და ჯოჯოხეთში საუკუნოდ დამწყვდევის განაჩენს მივიღებდი".
ამის მსგავსად, მეც ადრე მხოლოდ ჯვრის სისხლის მწამდა და ვერ ვღებულობდი სულიწმიდას ძალიანაც რომ მეცადა. იმ დროს მე მწამდა იესო, მაგრამ გულში მაინც ცოდვა მქონდა, რომელიც სულიწმიდის მიღებაში ხელს მიშლიდა. ცოდვილს არ შეუძლია თავის გულში სულიწმიდის მიღება. მაგრამ ბევრი ცოდვილი მაინც ცდილობს სულიწმიდის მიღებას მაშინაც კი როცა მათი გულები ცოდვითაა სავსე.
თუ ნამდვილად გსურთ სულიწმიდის მიღება და მასთან თანაზიარება, უნდა ირწმუნოთ წყლისა და სულის მშვენიერი სახარება და გამოსყიდვა მოიპოვოთ. ჯერ კიდევ ცოდვილი ხართ? თუ ასეა, შეგიძლიათ ჭეშმარიტი სახარების მოსმენა მათგან ვინც უკვე მიიღეს სულიწმიდა. მათ ვისაც სულიწმიდასთან თანაზიარება სურთ, მწყურვალე გული უნდა იქონიონ და წყლისა და სულის მშვენიერ სახარებას მიენდონ.
მხოლოდ მართლებს ძალუძთ ეკლესიის მეშვეობით სულიწმიდის სიტყვების მოსმენა. მათ შეუძლიათ თავიანთი ერთგული ცხოვრების გატარება მშვენიერი სახარების მოსმენით, მაგრამ ცოდვილები თავიანთი ჯოჯოხეთისთვის განწირული დაწყევლილი ცხოვრებით ცხოვრობენ და არც კი გაეგებათ სახარების შესახებ.
ამიტომ, აუცილებლად უნდა შეისწავლოთ წყლისა და სულის სახარება. რისთვის გჭირდებათ ამ სახარების რწმენა? თქვენ ეს გჭირდებათ იმისთვის რომ რჯულის რელიგიას გამოექცეთ და თქვენი რწმენა ღმერთის სიტყვაზე დაფუძნებულ მშვენიერ სახარებაზე ააშენოთ. იესოს მოწაფეები ამ მშვენიერ სახარებას მისდევდნენ და ის ახლა ეკუთვნის მათ ვინც სულიწმიდა მიიღო. წყლისა და სულის მშვენიერი სახარება ზუსტად იგივეა რაც ის რომელსაც ადრეული ეკლესიის მოციქულები მიყვებოდნენ. ყველა ქრისტიანმა უნდა მიიღოს სულიწმიდა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ისინი ღმერთის შვილებად გახდომას.
მათ ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერათ წყლისა და სულის მშვენიერი სახარების, ცოდვა აქვთ გულში. მათ არ შეუძლიათ სულიწმიდასთან თანაზიერების ქონა. ამისათვის მათ ჯერ ღმერთის მიერ მოცემული წყლისა და სულის სახარება უნდა ირწმუნონ, და მაშინ მიიღებენ სულიწმიდას.
ბიბლია ხშირად ახსენებს სულიწმიდას
სულიწმიდის ბინადრობა იესოს აღდგომის მომენტიდან დაიწყო. ახლაა გადარჩენის დღე და ახლაა მისი უსაზღვრო მადლის დრო. მაგრამ ნამდვილად სამწუხარო იქნება თუ ვერ მივიღებთ წყლისა და სულის სახარებას და თუ სულიწმიდასთან თანაზიერების გარეშე დავრჩებით.
გაგაჩნიათ სულიწმიდასთან თანაზიარება? თქვენი ცოდვები ხომ არ გიშლით ხელს მასთან თანაზიარებაში? თუ ასეა, ისწავლეთ წყლისა და სულის სახარების შესახებ რომელიც ღმერთმა მოგცათ, და ირწმუნეთ იგი. თუ ამ სახარებას ირწმუნებთ, თქვენს გულში სულიწმიდა დაივანებს და ის თქვენი თანამგზავრი გახდება. სულიწმიდა ცხოვრობს მხოლოდ იმ ადამიანთა გულებში ვისაც წყლისა და სულის სახარების სწამთ. სულიწმიდა ხშირად მართალთა გულებში თავის ნებას ამჟღავნებს. პავლეს სულიწმიდისმიერი მსახურება შედგებოდა ამ მშვენიერი სახარების გავრცელებაში.
როგორ უნდა შეძლოთ სულიწმიდის მქონე ადამიანის ამოცნობა? რა არის ამის ნიშნული? ამის ნიშნული იქნება ის, სწამს თუ არა მას წყლისა და სულის მშვენიერი სახარების. თუ ადამიანმა იცის და სჯერა წყლისა და სულის მშვენიერი სახარების, მაშინ ისაა პიროვნება, რომელსაც სულიწმიდის ბინადრობა გააჩნია.
სულიწმიდა არ ცხოვრობს მათში ვისაც არ სწამს მშვენიერი სახარების. სულიწმიდა სახლდება მხოლოდ იმ ადამიანებში, ვისაც სჯერა ცოდვების მიტევების რომელიც მოდის იოანესგან იესოსთვის მოცემული ნათლობისგან და მისი ჯვრის სისხლისგან. გაქვთ თუ არა თანაზიარება სულიწმიდასთან?
იცით თუ არა, რომელი სახარების გაგება გჭირდებათ, იმისთვის რომ მიიღოთ სულიწმიდა და მასთან თანაზიარება? მშვენიერი სახარება მოიძებნება იოანეს მიერ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის რწმენაში. წყლისა და სულის სახარების თუ არ გწამთ, თქვენი ცოდვების მიტევება შეუძლებელია, რის გამოც სულიწმიდა თქვენში ვერ დაიბინადრებს. სულიწმიდა მოითხოვს რომ ადამიანებმა ირწმუნონ წყლისა და სულის სახარება, რათა მიიღონ იგი.
სულიწმიდას არ შეუძლია ცოდვილთა გულებში ცხოვრება. სულიწმიდის მიღება თუ გსურთ, პირველ რიგში უნდა იწამოთ ეს მშვენიერი სახარება, რათა ყველა თქვენი ცოდვისგან განიწმინდოთ. ასევე, სულიწმიდასთან თანაზიარებას თუ ესწრაფვით, მშვენიერი სახარების ქადაგების ერთგული უნდა გახდეთ. თუ გსურთ რომ სულიწმიდა წაგიძღვეთ ცხოვრებაში, მუდამ უნდა გიყვარდეთ მშვენიერი სახარება და ეცადოთ მისი გავრცელება ყველგან სადაც კი მიდიხართ. სულიწმიდა მათთანაა ვინც წყლისა და სულის სახარებას ავრცელებს.
სულიწმიდის ბინადრობა მხოლოდ მართლებს ეძლევათ, მათ, ვისაც მშვენიერი სახარების სწამს. მხოლოდ მართლებს, მათ ვისაც მშვენიერი სახარების სჯერა, შეუძლიათ სულიწმიდასთან თანაზიარობა. მშვენიერი სახარება რომელსაც სულიწმიდა იწონებს, არის სახარება რომელიც განხორციელდა იოანეს მიერ იესოს ნათლობით და მისი სისხლით (1 იოანე 5:3-7).
პეტრესაც სწამდა მშვენიერი სახსარების და მან თქვა, "რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით (იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება) იესო ქრისტეს აღდგომით" (1 პეტრე 3:21). ბიბლიაში "წყალი" ხშირად მიუთითებს იესოს ნათლობას რომელიც მან იოანე ნათლისმცემლისგან მიიღო.
მათ ვინც სულიწმიდის მიღება შეძლეს, ამ მშვენიერი სახარების მეშვეობით გამოსყიდვა მიიღეს და ყველა ცოდვისგან არიან თავისუფლები. მათ ვისაც სწამთ მშვენიერი სახარების, შეუძლიათ სულით და ჭეშმარიტებით, სულიწმიდის ხელმძღვანელობით მამა ღმერთის თაყვანისცემა (იოანე 4:23). სულიწმიდა ეხმარება მართლებს იმაში რომ იცხოვრონ სულიწმიდით აღვსილი ცხოვრებით. მათ ვისაც სულიწმიდის ბინადრობა აქვთ, შეუძლიათ იცხოვრონ მარადიულად და ადიდონ უფალი. სულიწმიდა უზრუნველჰყოფს ჩვენს ღმერთის შვილობას. ჩვენ ახლა წყლისა და სულის სახარებაში და სულიწმიდაში მარადიული სიცოცხლე შეგვიძლია.
სულიწმიდას არა აქვს თანაზიარება მათთან ვინც საკუთარ თავს ატყუებს
სულიწმიდა ეუბნება ცოდვილებს 1 იოანეს 1:8-ში, "თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, საკუთარ თავს ვატყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში". სულიწმიდას არ შეუძლია დავანება მათზე ვინც თავს იტყუებს. სულიწმიდა საყვედურს უცხადებს ცოდვილებს და ეუბნება, "რატომ არ ირწმუნე მშვენიერი სახარების, რომელიც იესოს ნათლობით და სისხლით შესრულდა?"
ჩვენ ახლა შევხედავთ ხელახლა შობილი ქრსიტიანის ამბავს, რომელიც ერთ დროს ფიქრობდა რომ სულიწმიდა ჰქონდა მიღებული, იესოს ნათლობის და სისხლის მოწმობის გარეშე. ამ კაცს ახლა უკვე სწამს წყლისა და სულის სახარების და სულიწმიდაც მიიღო. აქ ჩვენ ნათლად უნდა ავღნიშნოთ თუ ვისში ივანებს სულიწმიდა.
"ღმერთმა ჩემს გულში იმ წუთიდან დაიწყო ცხოვრება რაც ამ ქვეყნად ჩემი არსებობის დანიშნულება გავაცნობიერე. თავს რომ ვაკვირდები, ვფიქრობ რომ ამ სასტიკ წუთისოფელში ჩემი მარტოდ ყოფნის სისუსტემ თავი ღმერთისადმი ლტოლვაში იჩინა. მე განსაკუთრებით არ ვეძებდი ღმერთს, მაგრამ ბუნებრივად მივიღე მისი არსებობა რადგან ის, თუმცა უხილავია, მაინც არის. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ვეკითხებოდი ჩემს თავს,"ნუთუ ის მართლა აქაა?" მაგრამ ასეთი აზრი შიშს მგვრიდა რადგან მყარად მჯერა რომ ის არის ყველაფრის შემოქმედი.
ისინი ვინც ღმერთს უარყოფდნენ, ერთის მხრივ უგუნურები ჩანდნენ, მაგრამ ბევრ რამეში ჩემზე ბევრად უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდათ. მათ თითქოს საკუთარი ძალით შეეძლოთ ყველაფრის გადალახვა, მე კი, მეორეს მხრივ, უსუსურ რეგვენად გამოვიყურებოდი. მაგრამ იმის გამო რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის იმედი მქონდა, მე ღმერთს მაინც კიდევ უფრო დიდი მოწიწებით ვუყურებდი. თავს ვეკითხებოდი, იყო თუ არა ზეცა განკუთვნილი ჩემნაირი ადამიანებისთვის, რომლებიც მუდამ უკმარისობას განიცდიან. ამ კითხვამ ჩემში კიდევ უფრო მეტი სასუფევლისადმი ლტოლვა გამოიწვია.
ჩემი მშობლები ზიზღით უყურებდნენ რელიგიურ ადამიანებს და ჩემი და-ძმა ეკლესიას ყოველგვარი ინტერესის გარეშე ესწრებოდა. ისინი სთვლიდნენ რომ ეკლესიისადმი ჩემი თავდადება მალე გაქრებოდა და ამიტომ ჩემს სკოლის წლებში არ მაკავებდნენ ეკლესიაში სიარულისგან. ამრიგად, მე ერთ ეკლესიიდან მეორეში დავდიოდი და ბოლოს, ქოლეჯში სწავლის დროს, ჩვენს სახლის მახლობლად არსებულ პატარა ეკლესიაში დავიწყე სიარული.
იმ ეკლესიის დასწრება იმიტომ ავირჩიე რომ ის სახარებაზე ძლიერ აქცენტს აკეთებდა. ეკლესიის ხუცესი იყო ევანგელისტური ამღორძინებელი, რომელიც როგორც სჩანდა, ბიბლიის სიტყვის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებდა. მე ასეთი რელიგიური ცხოვრების გულრწფელად გატარების მიზეზები გამაჩნდა, მაშინაც კი როცა ჩემი მეცადინეობებით გადაღლილი და დათრგუნული ვიყავი.
მიზეზი ის იყო რომ როდესაც ხალხი ჩემი ეკლესიის წევრებს წარმართებს უძახოდა, მე მაინც მწამდა რომ ჩემი ეკლესია სწორი იყო და დარწმუნება მქონდა რომ მეც სასუფეველში მოვხვდებოდი. ეს დარწმუნება სახარებაზე იყო დაფუძნებული. ნათქვამია რომ ცოდვილები ვერ შევლენ სასუფევლის კარიბჭეში, მაგრამ სხვა ეკლესიის წევრები ამბობდნენ რომ მათი გულები ცოდვით იყო სავსე. ადრე მეც ვფიქრობდი რომ ჩემი ეკლესიის წევრები ცოდვილები იყვნენ, სანამ ამ ეკლესიაში დავიწყებდი სიარულს, ასე რომ ამ კრიტიკას ყურადღებას არ ვაქცევდი.
მაგრამ ის ეგრედ წოდებული ევანგელისტი ამღორძინებლები განსხვავდებოდნენ იმისგან რაც მე ადრე მქონდა გამოცდილი. ისინი ამბობდნენ რომ თუ ჩვენ იესოსი მართებულად გვწამს, ჩვენ უცოდველები ვხდებით. და მხოლოდ უცოდველებს შეუძლიათ სასუფეველში შესვლა. ისინი ასევე ამბობდნენ რომ იესომ ჩვენ ჯვარზე სამართლიანობა მოგვიპოვა და ამიტომ ჩვენ ცოდვილები აღარ ვიყავით, არამედ მართლები. ამის თავიდან არ მჯეროდა, მაგრამ რომ ვუფიქრდებოდი, ამას აზრი ჰქონდა. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ვიფიქრე რომ თუ სასუფეველში მოხვედრა მსურდა, ღმერთი მხოლოდ იმ შემთხვევაში შემიშვებდა, უცოდველი თუ ვიქნებოდი, რადგან ღმერთს სძულს ცოდვა.
ამ ეკლესიას ჩემს ადრინდელ რწმენისგან განსხვავებული რწმენა ჰქონდა და ღვთის თაყვანისცემის მსახურებებიც ცოტათი განსხვავდებოდა. მაგრამ ვინაიდან სასუფეველი არის ადგილი სადაც მხოლოდ რჩეულთა მცირე რიცხვს შეუძლია შესვლა, ჩავთვალე რომ ამ ეკლესიის წევრებს სწორი რწმენა ჰქონდათ. იმის გამო რომ ეკლესია იესოს სხეულსა და სისხლზე ამახვილებდა ყურადღებას, ყოველ კვირადღეს ჩვენ ზიარებაში პურს და ღვინოს მივირთმევდით. რადგან ეს რიტუალი ბიბლიაზე იყო დამყარებული, მე ის მივიღე. მაგრამ მოგვიანებით აღმოვაჩინე რომ ადამიანები ამ რიტუალში მონაწილეობას იღებდნენ მისი ნამდვილი მნიშვნელობის გაუგებრად.
მე მწამდა რომ სულიწმიდა მორწმუნეთა და მართალთა გულებში ბინადრობდა და რომ ის ჩვენს ლოცვებს ისმენდა. ამიტომ მჯეროდა რომ სულიწმიდა ჩემშიც ცხოვრობდა. იმდენად ვიყავი დარწმუნებული რომ ღმერთი ჩემი მოკავშირე იყო და ასევე იმიტომ რომ არც სახარებას არასდროს ვაყენებდი ეჭვის ქვეშ, რომ ყოველივე ამის მწამდა. ძნელბედობის ჟამს ღმერთს ისე ვესაუბრებოდი თითქოს ის ჩემს გვერდით იყო. მე მჯეროდა რომ ის მე მისმენდა როცა მას ისეთ საიდუმლოებებს ვუზიარებდი რომლებსაც სხვას ვერავის ვეტყოდი. ასე რომ მე ვენდობოდი მას და მასზე ვიყავი დამოკიდებული.
მე იმათი არ მესმოდა ვინც აღორძინების კრებებზე დადიოდა ენებზე სალაპარაკოდ და დავცინოდი მათ ვინც მარხვითი ლოცვების მსახურებებს ესწრებოდა. მათ მცდელობებს რომ ვუყურებდი, ჩემთვის ვფიქრობდი, "რად სჭირდებათ სულიწმიდის მისაღებად ასეთი უაზრო ძალისხმევა? სულიწმიდა მათზე ხომ მხოლოდ მაშინ დაივანებს თუ ისინი უცოდველები გახდებიან, და მათთანვე მარადიულად დარჩება. ისინი ალბათ ცოდვილები არიან. ის მათზე არ დაივანებს ძალიანაც რომ ეცადონ. მე ისინი მეცოდებოდა და უგუნურები მეგონა. ასეთი აზროვნებით, მივედი იმ დასკვნამდე რომ ჩემი სახარებისეული რწმენა იყო საუკეთესო და სხვების რწმენა კი სიცრუე.
ჩემი გულის ამპარტავნებამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. 10 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ რელიგიურ ცხოვრებას ვეწეოდი. მაგრამ დრო რაც გადიოდა გონებასა და გულში კითხვები მიჩნდებოდა. მე ვფიქრობდი, "ჯვრის სისხლის სახარების გამო უცოდველი ვარ, მაგრამ არიან თუ არა ყველა დანარჩენი მორწმუნეები უცოდველნი?" არც კი ვიცი რამ წარმოშვა ჩემში ასეთი კითხვები. ისინი უბრალოდ გონებაში მიჩნდებოდა და ამის შესახებ ვერავის ვერ ვეკითხებოდი. ეს იყო ჩემი პირადი რწმენის საკითხი და ამიტომ სხვისი აზრის დაწოლის ქვეშ არ უნდა მომხდარიყო. ამის გარდა, მსგავსი შეკითხვის ვინმესთვის დასმა უბრალოდ უხეშობა იქნებოდა.
მაგრამ ამ შეკითხვებს უკვე ჩემს თავს ვუსვავდი. კოლეჯში სწავლების დროს დავიწყე რაღაცის კეთება რაც აკრძალული იყო რელიგიური წესებით და გული იმდენად დამიბნელდა რომ ჩემმა რწმენამ დაკნინება დაიწყო. ჩემს რწმენაში უკვე იმდენად აღარ ვიყავი დარწმუნებული. "შემიძლია კი თავს მართალი ადამიანი ვუწოდო? ნამდვილად განმწმინდა იესომ ყველა ჩემი ცოდვისგან?" ამ არეულობის პერიოდში თავს ჯვრის სახარებაზე ფიქრი დავაძალე და საკუთარი თავის ტვინის გამორეცხვა დავიწყე. მაგრამ რაც უფრო ვაწვებოდი ჩემს თავს მით უფრო გზააბნეული ვხდებოდი. ეკლესიის კრებების დასწრებაც შევწყვიტე და ჩემი კლუბის საქმიანობა მოვიმიზეზე.
ამ არეულობასა და ქაოსის შუაგულში მე საბოლოოდ ჭეშმარიტებას მივაგენი. მე მოვისმინე წყლისა და სულის სახარება და ის მე მეხივით დამეცა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო რომ თითქმის ავტირდი. მაგრამ რაც უფრო მეტად ვუსმენდი ამ სახარებას, მით უფრო ვაცნობიერებდი რომ ყველაფერი რისიც აქამდე მწამდა, ფუჭი იყო.
მე იესოსთვის ცოდვები არასოდეს გადამიცია. მე მხოლოდ რაღაცნაირად მწამდა რომ მან ჩემი ცოდვები წაიღო და რომ მე ამიტომ უცოდველი ადამიანი ვიყავი, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იყო. რატომ მოვიდა იესო ამ ქვეყნად მოსანათლად? იმისთვის რომ ეჩვენებინა რომ კრავივით თავმდაბალი იყო? ან რომ მისი განკაცება დაემტკიცებინა? ან იქნებ მისი გარდაუვალი სიკვდილის შესახებ ეწინასწარმეტყველა? არასდროს წარმომედგინა რომ ის ბუნდოვანი ცოდნა მისი ნათლობის შესახებ რომელიც გამაჩნდა, ამდენად მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ ჭეშმარიტება ისაა რომ იესო იოანეს, კაცობრიობის წარმომადგენლის მიერ მოინათლა, და იმ ნათლობაში ყველა ჩვენი ცოდვა მასზე გადავიდა.
`ოჰ, აი რატომ გახდა იესო ღმერთის კრავი რომელსაც მიაქვს წუთისოფლის ცოდვა!` ახლა ყველაფერი გასაგები გახდა. `იესო შემდეგ ჯვარე ჩემი ცოდვებისთვის დაისაჯა. აი რატომ ვარ მე ახლა უცოდველი ჩემს გულში`. იმ წუთასვე რაც მე წყლისა (იესოს ნათლობის) და სისხლის (ჯვრის) და სულიწმიდის (იესო როგორც ღმერთი) სახარება შევიცანი, ცოდვები რომლებსაც მე ადრე ჩემს გულში ვგრძნობდი, ერთიანად გაქრა.
ახლა მე ჭეშმარიტად უცოდველი და მართალი ადამიანი ვარ და სულიწმიდა საბოლოოდ დასახლდა ჩემში. ჯვრის რწმენა რომელიც ადრე მქონდა, საკმარისი არ იყო ჩემს გულში არსებული ცოდვებისგან განსაწმენდად. თუ ზუსტად არ იცით როგორ გადავიდა თქვენი ცოდვები იესოზე, ამ ცოდვების პატიებას ვერ მიიღებთ და სულიწმიდა თქვენში ვერ დაიბინადრებს. მე ვმადლობ უფალს. მშვენიერი სახარების მეშვეობით მე შევძელი სულიწმიდის მიღება.
ჩემი მხრიდან რაიმე ძალისხმევის გარეშე მე წყლისა და სულის სახარების საშუალებით ჩემს ცოდვათა მიტევება მივიღე და სულიწმიდა ჩემში აწ და მარადის ბინადრობს. ახლა მე სიამაყით შემიძლია თავს უცოდველი ვუწოდო და ვიამაყო იმით რომ ცათა სასუფეველი ჩემია. მე ვიყენებ ამ საშუალებას რათა უფალს მადლობა აღვუვლონო ასეთი კურთხევის უფასოდ მონიჭებისთვის. ალილუია!"
მათ ვინც სულიწმიდა მიიღეს, შეუძლიათ თქვან რომ უცოდველები არიან ღმერთის წინაშე. რაოდენ დიდხანს არ უნდა გწამებოდათ იესო, თუ ღვთის მიერ ჩვენთვის მოცემული მშვენიერი სახარების არ გჯერათ, გულში ნამდვილად ცოდვა გაქვთ. ასეთი ადამიანიები ღმერთსაც და საკუთარ თავსაც ატყუებენ. ასეთ ხალხს უფალი არასდროს შეხვედრიათ. თუ ცოდვილს სულიწმიდასთან ურთიერთობის ქონა უნდა, მან პირველ რიგში საკუთარი თავის მოტყუება უნდა შეწყვიტოს და აღიაროს რომ შესცოდა. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა მას წყლისა და სულის სახარების რწმენის საშუალება. ისინი ვისაც ამ მშვენიერ სახარების სწამთ, სულიწმიდის მიღებას იმსახურებენ.
რას ეუბნება სულიწმიდა ცოდვილებს? ის მათ ურჩევს ცოდვათა მიტევების მიღებას მშვენიერი სახარების რწმენით, რომელიც იესოს ნათლობით და მისი სისხლით განხორციელდა. თუ ამბობთ რომ უცოდველი ხართ მაშინ როცა შესცოდეთ, სულიწმიდას არასდროს მიიღებთ. ისინი ვისაც მშვენიერი სახარება არ მიუღია და იძახიან რომ არ შეუცოდავთ, ღმერთსაც და საკუთარ თავსაც ატყუებენ. ცოდვილებმა უნდა გაიგონ წყლისა და სულის მშვენიერი სახარების შესახებ და მიიღონ სულიწმიდა. მხოლოდ ამ შემთხვევაში დააღწევენ ისინი თავს ღმერთის მკაცრ სამსჯავროს.
მართლებს თავიანთი ცოდვების აღიარებით სულიწმიდასთან თანაზიარების მიღება შეუძლიათ
მე მივმართავ იმათ ვისაც სწამს წყლისა და სულის სახარება და ამგვარად, სულიწმიდა აქვთ მიღებული. მოდით შევხედოთ თუ რას ეუბნება ღმერთი მართლებს. 1 იოანეს 1:9-ში ის ამბობს, "თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან". ეს მუხლი ნიშნავს რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი დაბინძურებული გულებიდან არსებული ცოდვების ამოშლა იმ მშვენიერი სახარების გახსენებით და რწმენით, რომელიც აცხადებს რომ იესომ ყველა ჩვენი ცოდვა თავისი ნათლობით აიღო და შემდეგ ისინი თავისი ჯვარცმით გამოისყიდა. მართლებს სჭირდებად მხოლოდ ღვთის წინაშე თავისი არსებული ცოდვების აღიარება. მხოლოდ მაშინ შეძლებენ ისინი სულიწმიდასთან თანაზიარებას. მართლებმა თავისი არსებული ცოდვები უნდა აღიარონ და გააგრძელონ მშვენიერი სახარებისადმი რწმენა.
ძალიან დიდი ხნის წინ, იესოს ნათლობის და მისი სისხლის მშვენიერმა სახარებამ ყველა ჩვენი ცოდვა ამოწმინდა, და ამიტომ, მართლებს უნდა სწამდეთ ამ სახარების და იყვნენ განწმენდილი თავიანთი ცოდვებისგან. უფალმა უკვე მიუტევა მათ ყველა ცოდვა წყლისა და სულის სახარების მეშვეობით. მართლებმა უნდა დაუჯერონ მშვენიერ სახარებას იმისთვის რომ თავიანთი ცოდვებისგან იქნენ გათავისუფლებული. მართლებს მათი გულების განწმენდა შეუძლიათ წყლისა და სულის მშვენიერი სახარების რწმენით როცა ისინი მათ მიერ ჩადენილი ცოდვებით იბღალებიან.
დიდი ხნის წინ, ჩვენმა უფალმა მართალთა ყველა ცოდვა თავისი ნათლობით და სისხლით განწმინდა. ამიტომ ისინი ვისაც სწამს, ნამდვილად არიან თავისუფალნი ყველა მათი ცოდვებისგან. მაგრამ მართლებმა უნდა აღიარონ თავისი ცოდვები ღმერთის წინაშე. და შემდეგ, ყველა ამ ცოდვისგან გასათავისუფლებლად, იესოს ნათლობის და სისხლის რწმენას დაუბრუნდნენ, რომელიც მშვენიერ სახარებას შეადგენს. ამიტომ მათ მუდამ შეეძლებათ სულიწმიდასთან ერთად განახლებული ცხოვრებით სიარული. მათ ვისაც უფლის წინაშე თავისი სისუსტეების გამო შეუცბუნებლად დგომა შეუძლია, ღმერთთან ჭეშმარიტი თანაზიარება აქვთ, წყლისა და სულის მშვენიერი სახარების დამსახურებით.
როგორ უნდა მივაღწიოთ სულიწმიდასთან ნამდვილ თანაზიარებას?
ბევრია ვისაც სულიწმიდასთან თანაზიარება სურს. ამასთან, მათ არ იციან თუ როგორ განახორციელონ ეს სურვილი, მაშინაც კი როცა იესოსი სწამთ. ყველა ადამიანი სულიწმიდას წყლისა და სულის სახარების რწმენით ღებულობს და იმ წუთიდან მოყოლებული მასთან ურთიერთობას იწყებს.
მსგავსად, ერთადერთი გზა რომლითაც მართალს სულიწმიდასთან თანაზიარების მიღწევა შეუდლია, არის იცოდეს და სწამდეს წყლისა და სულის სახარების ჭეშმარიტება. მართლის და სულიწმიდის შორის ზიარება ვერ მიიღწევა ჭეშმარიტი სახარების გარეშე. მაშ რა უნდა ვთქვათ სულიწმიდასთან თანაზიარების შესახებ? ის მხოლოდ მშვენიერი სახარების ჭეშმარიტების რწმენით მიიღწევა.
ღმერთი ამბობს რომ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში სცოდავს
1 იოანეს 1:10 ამბობს, "თუ ვამბობთ, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში". ღმერთის წინაშე არავინაა ვისაც არ შეუცოდავს. ბიბლიაც იძახის, "არ არის ქვეყანაზე მართალი კაცი, მხოლოდ სიკეთეს რომ იქმოდეს და არ სცოდავდეს" (ეკლესიასტე 7:20). ყველა ადამიანი სცოდავს ღმერთის წინაშე. თუ ვინმე ამბობს რომ არ შეუცოდავს, ასეთი პიროვნება მატყუარაა. ადამიანები მთელი სიცოცხლის განმავლობაში და თვით სიკვდილის დღემდე სცოდავენ, და სწორედ ამიტომ იქნა იესო იოანეს მიერ მონათლული, რომ ეტვირთა ყველა მათი ცოდვა. ჩვენ რომ არ შეგვეცოდა, მაშინ არც დაგვჭირდებოდა ღმერთის როგორც ჩვენი მაცხოვრის რწმენა.
უფალი ეუბნება იმათ ვინც ფიქრობს რომ არ შეუცოდავთ: "ჩემი სიტყვა არაა შენში". თუ ადამიანს არ სწამს წყლისა და სულის მშვენიერი სახარება, მაშინ ის წარწყმედას იმსახურებს. თუ მართალი ან ცოდვილი იტყვის რომ მათ ღმერთის წინაშე არ შეუცოდავთ, ისინი არ იმსახურებენ მშვენიერი სახარების რწმენას.
უფალმა ყველას უბოძა მშვენიერი სახარების გასაოცარი საჩუქარი. ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვა ვაღიარეთ და მოვინანიეთ, ამ მშვენიერი სახარების მეშვეობით ცოდვათა მიტევება რომ მიგვეღო. ჩვენ ასევე ყუველთვის შეგვიძლია სულიწმიდასთან თანაზიარების მისაღებად ღვთის მიერ ცოდვების მისატევებლად ბოძებულ ამ მშვენიერ სახარებასთან დაბრუნება და მისი რწმენა. სულიწმიდასთან ზიარების ჭეშმარიტი აზრი დევს წყლისა და სულის სახარებაში, და მხოლოდ მათ, ვისაც წყლისა და სულის სახარება გააჩნიათ, შეუძლიათ ღმერთთან თანაზიარების ქონა.
ადამსა და ევასგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვების გამო კაცობრიობა დაშორებული იყო ღმერთისგან. მაგრამ ახლა ჩვენ, ვისაც ეს ცოდვის თესლი გვქონდა დამკვიდრებული, ისევ შევიძლია ღმერთთან თანაზიარობის მიღება. ეს რომ გავაკეთოთ, უნდა დავუბრუნდეთ იესო ქრისტეს წყლისა და სულის სახარების რწმენას და მივიღოთ იმ ცოდვების მიტევება, რომლებმაც ღმერთისგან ასე ძლიერ დაგვაშორა.
ისინი ვისაც მშვენიერი სახარების სწამთ, ყველა მათი ცოდვებისგან იქნებიან დახსნილები და ღმერთი მათ სულიწმიდით აავსებს. მართლებს ღმერთთან თანაზიარების ქონა შეუძლიათ, ვინაიდან მათ მიიღეს სულიწმიდა. ამიტომ ისინი, ვინც მათი ცოდვების გამო მოკვეთილი იყო ღმერთისგან, წყლისა და სულის მშვენიერ სახარებას უნდა დაუბრუნდნენ და სწამდეთ მისი. მხოლოდ მაშინ შეძლებენ ისინი ღმერთთან ჭეშმარიტი ურთიერთობის ქონას.
სულიწმიდის ბინადრობა მოდის მშვენიერ სახარებისადმი რწმენასთან ერთად. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ სულიწმიდის ბინადრობა მხოლოდ წყლისა და სულის სახარების რწმენის საშუალებით მიიღწევა. მშვენიერი სახარებისადმი რწმენამ ღმერთთან მიმავალი ახალი გზა გაგვიკვალა. ღმერთმა ჩამოანგრია გამყოფი კედელი რომელიც ჩვენ მისგან გვყოფდა თავდაპირველი ცოდვის და არსებული ცოდვების გამო, და საშუალება მოგვცა წყლისა და სულის მშვენიერი სახარებისადმი რწმენით მასთან თანაზიარება მიგვეღო.
ჩვენ ხელახლა უნდა დავამყაროთ სულიწმიდასთან ურთიერთობა. მასთან თანაზიარება მიიღწევა წყლისა და სულის სახარების შემეცნებით, რწმენისადმი დასამორჩილებლად. სულიწმიდასთან თანაზიარება გვეძლევა მაშინ როცა გვაქვს რწმენა იმ ფაქტისა რომ ჩვენი ცოდვების მიტევება მშვენიერი სახარებისგან მოდის. მათ ვისაც თავიანთი ცოდვების მიტევება არ მიუღიათ, არ შეუძლიათ სულიწმიდასთან ზიარება. სხვა სიტყვებით, არავის ძალუძს სულიწმიდასთან თანაზიარების ქონა წყლისა და სულის სახარებისადმი რწმენის გარეშე.
თუ თქვენთვის ძნელია სულიწმიდასთან თანაზიარების ქონა, პირველ რიგში უნდა აღიაროთ რომ წყლისა და სულის სახარების არ გწამთ და რომ თქვენი ცოდვები არ იქნა მიტვებული. გსურთ სულიწმიდასთან ურთიერთობა? მაშინ ირწმუნეთ სახარება რომელიც აღსრულდა იესოს ნათლობით და მისი სისხლით. მხოლოდ მაშინ მიიღებთ ყველა თქვენი ცოდვის მიტევებას და როგორც ჯილდოს, გულში სულიწმიდის ბინადრობას. ამ მშვენიერ სახარებას ნამდვილად ძალუძს თქვენთვის სულიწმიდასთან თანაზიარების მონიჭება.