(მათე 25:1-12)"მაშინ ცათა სამეფო დაემსგავსება იმ ათ ქალწულს, თავიანთი ლამპრები რომ აიღეს და ნეფის შესახვედრად გამოვიდნენ. ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი - გონიერი. ლამპრები კი აიღეს უგუნურებმა, მაგრამ ზეთი არ გაიყოლეს თან. ხოლო გონიერებმა ლამპრებთან ერთად ზეთიც თან გაიყოლეს ჭურჭლებით. ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველამ ჩათვლიმა, და დაეძინათ. შუაღამისას დაიძახეს: აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად! წამოდგნენ ქალწულები და გამართეს თავიანთი ლამპრები. სთხოვეს გონიერებს უგუნურებმა: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, რადგან გვიქრება ლამპრები. გონიერებმა კი მიუგეს პასუხად: ჩვენც და თქვენც რომ არ დაგვაკლდეს, უმჯობესია ვაჭრებთან წახვიდეთ და თქვენთვის იყიდოთო. ვიდრე საყიდლად იყვნენ წასულნი, მოვიდა ნეფე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიკეტა. მოგვიანებით მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. ხოლო მან მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ!"
ვინ არის წარმოდგენილი ქალწულების სახით რომლებსაც სულიწმიდის ბინადრობა აქვთ?
ვისთან მოდის სულიწმიდა?
მათთან ვისი ცოდვებიც მიტევებულია იესოს ნათლობის და მისი სისხლის რწმენით
ზემოთ მოყვანილ ნაწყვეტში ნაჩვენებია ხუთი გონიერი და ხუთი უგუნური ქალწული. ხუთმა უგუნურმა სთხოვეს ხუთ გონიერს რომ მათთვის ზეთი ეწილადათ. მაგრამ გონიერებმა უპასუხეს, "ჩვენც და თქვენც რომ არ დაგვაკლდეს, უმჯობესია ვაჭრებთან წახვიდეთ და თქვენთვის იყიდოთო". ამრიგად, როდესაც უგუნურები საყიდლად იყვნენ წასული, გონიერები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ლამფრებში ზეთი, ქორწილში შევიდნენ. მაშ როგორ გვმართებს ჩვენ უფლის შესახვედრად ზეთის მომზადება? ერთადერთი რამ რაც გვჭირდება არის რომ დაველოდოთ მას ჩვენს გულში არსებული ცოდვათა მიტევებით.
აქ ჩვენ ორი სახის რწმენას ვხედავთ. ერთია ცოდვათა მიტევების სახარებისადმი რწმენა. მას სულიწმიდის მიღებასთან მივყავართ. მეორე კი - უბრალოდ საკუთარი რელიგიური მრწამსის მიმართ ერთგულება, გულგრილი იმის მიმართ იქნა თუ არა მათი ცოდვები უფლის მიერ მიტევებული.
მათთვის ვინც საკუთარი მრწამსის მიმართ ერთგულებას იჩენს, მშვენიერი სახარება დამამძიმებელი ხდება. იმ უგუნურ ქალწულთა მსგავსად რომლებიც ზეთის საყიდლად გავიდნენ როცა მეფე უნდა მოსულიყო, ისინი ვინც სულიწმიდის მიღების იმედით ერთი სამლოცველო სახლიდან მეორეში გადადიან, მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებენ. ასეთი ადამიანებისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ განკითხვის დღის მოსვლამდე მათ გულში მშვენიერი სახარების რწმენის მიღება სჭირდებათ. მათ სურთ სულიწმიდის მიღება ღმერთზე თავისი თავგამოდებით შთაბეჭდილების მოხდენით. ჩვენ ახლა ერთი დიაკვნის აღიარებას მოვუსმენთ, რომელიც სულიწმიდის მისაღებად დიდი ძალისხმევა გამოიჩინა. ეს აღიარება თქვენთვისაც სასარგებლო იქნება.
"მე ყველაფერს ვაკეთებდი სულიწმიდა რომ მიმეღო. ვთვლიდი რომ თუ ჩემს რწმენას მცხუნვარედ მივუძღვნიდი თავს, შევძლებდი სულიწმიდის მიღებას, ასე რომ ერთი სამლოცველო სახლიდან მეორეში გადავდიოდი. ამ სამლოცველო სახლებს შორის ერთ-ერთში ისინი მსახურებაში ელექტრონულ პიანოს და დასარტყამ ინსტრუმენტებს იყენებდნენ. ხუცესი რომელსაც კრება მიყავდა, სათითაოდ უხმობდა მათ ვისაც სულიწმიდის მიღება სურდა, და როდესაც ის მათ შუბლზე ხელს შემოჰკრავდა, ისინი ენებზე ლაპარაკს იწყებნენ.
ის მიკროფონით ხელში ირგვლივ დარბოდა და ყვიროდა "მიიღე ცეცხლი, ცეცხლი, ცეცხლი!" და ხალხს შუბლზე ხელს ადებდა, რითიც ზოგიერთ მათგანში შეტევებს და გონების დაკარგვას იწვევდა. გარკვეული ეჭვები მქონა იმის თაობაზე რომ მსგავსი მოვლენები სულიწმიდის მიღებას მიუთითებდა, მაგრამ იმ დროისთვის მე უკვე ასეთ კრებებზე მიჯაჭვული ვიყავი. ყოველივე ამისდა მიუხედავად, სულიწმიდის მიღებაში წარმატება მაინც არასოდეს მქონია.
ამ გამოცდილებების შემდეგ, მთებში ავედი და ფიჭვის ხეზე ხელმოხვეული, მთელი ღამის განმავლობაში ტირილი და ლოცვა ვცადე. ამის გარდა, გამოქვაბულშიც ვცადე ლოცვა, მაგრამ არც ამან გაჭრა. ამის შემდეგ ვცადე 40 დღე მთელი ღამის განმავლობაში მელოცა, მაგრამ სულიწმიდის მიღება ვერც მაშინ შევძელი. შემდეგ, ერთ დღეს მე სულიწმიდის სემინარზე დამპატიჟეს. სემინარი კვირაში ერთხელ ტარდებოდა და შვიდ კვირას უნდა გაგრძელებულიყო.
სემინარი იყო ღმერთის სიყვარულის, ჯვრის, იესოს აღდგომის, ხელდადების, სულის ნაყოფის და სულიერი ზრდის შესახებ. იმ დროისთვის, როცა სემინარის პროგრამა თითქმის დასასრულს უახლოვდებოდა, სემინარის მქადაგებელმა თავზე ხელი დამადო და სულიწმიდისთვის ილოცა, და მეც ის გავაკეთე რაც მან მირჩია. მოვდუნდი, ხელები ზეცისკენ ავღმართე და ხმამაღლა ისავ და ისევ "ლა-ლა-ლა-ლა"-ს გავიძახოდი. უცბად, როცა "ლა-ლა-ლა-ლა"-ს ვიმეორებდი, მე უცნაურ ენაზე სწრაფად დავიწყე ლაპარაკი. ბევრი მაშინ სულიწმიდის მიღებას მილოცავდა. მაგრამ სახლში მარტო რომ დავრჩი, შიშმა შემიპყრო. ამგვარად, ამ სემინარისთვის მოხალისედ დავიწყე მუშაობა. ვიფიქრე რომ რაც შეიძლება მეტად უნდა მემუშავა მოხალისედ, ასე რომ ქვეყნის ფარგლებში ვმოგზაურობდი და ყველგან ჩემს დახმარებას ვთავაზობდი. და როდესაც ზოგიერთ ავადმყოფებზე ვადებდი ხელებს, მათი სნეულებები თითქოს ქრებოდა, თუმცა მოკლე ხნის შემდეგ ისინი ისევ უბრუნდებოდათ. შემდეგ კი თვალწინ ხილვები გამიჩნდა და წინასწარმეტყველებაც შემეძლო. ჩემს გასაკვირად, ჩემი წინასწარმეტყველებები ყოველთვის მართლდებოდა. იქიდან მოყოლებული, მე უამრავ ადგილას ვიყავი მიპატიჟებული და ცნობილი პიროვნებაც გავხდი. ყოველივე ამის მიუხედავად, მე მაინც შიშს განვიცდიდი. შემდეგ, ერთ დღეს, ხმა მომესმა, "ნუ დასეირნობ ასე ადგილიდან ადგილზე, ამის ნაცვლად, მიდი და შენს ოჯახს ხსნის მიღებაში დაეხმარე". მაგრამ მე არ ვიცოდი თუ რას ნიშნავდა დახსნა. მე მხოლოდ ის გამეგო რაც სხვებისგან მქონდა მოსმენილი - რომ თუ სულიწმიდის ნიჭს ხშირად არ გამოვიყენებ, ღმერთი მე იმას წამართმევს. ერთის მხრივ, მეშინოდა ჩემი ნიჭების გამოყენების, მაგრამ ამის შეწყვეტა მაინც არ შემეძლო.
ერთხელ გავიგე რომ ერთ შამანმა ქალმა იესოს რწმენა მოისურვა და მეც ჩემი მეგობრების თანხლებით მას ვეწვიე. ჩვენი ვიზიტის შესახებ ის წინასწარ არ გაგვიფრთხილებია. მაგრამ შამანი ქალი ჩვენ უკვე ჭიშკრის გარეთ გველოდებოდა და გვითხრა, "მე ვიცოდი თქვენ რომ მოდიოდით". შემდეგ მან მოულოდნელად ჩვენზე წყლის შესხმა დაიწყო და თან იძახოდა, "განსხვავება არაა აღმოსავლეთის და დასავლეთის შამანიზმს შორის!" მან ჩვენ "იესოს შამანები" გვიწოდა, თითი მოგვიშვირა და თქვა, "ეს კაცი საზარელია, ის კი არა". ის რაც შამანმა ქალმა თქვა, ჩემთვის ძლიერ დარტყმას წარმოადგენდა. იმაზე დავიწყე ფიქრი რომ ყველაფერი რასაც აქამდე ვაკეთებდი სულაც არ განსხვავდებოდა შამანთა ნამოქმედარისგან. ჩემს მიერ გაკეთებულმა არც ერთმა საქმემ არ მომიტანა სულიწმიდა, რადგან გულში ჯერ კიდევ ცოდვა მქონდა".
ამ აღიარებიდან ჩვენ ვსწავლობთ რომ სულიწმიდის მიღება აღემატება ადამიანურ მცდელობას. რადგან ასეთი რწმენა არ არის ღმერთის სიტყვაზე დაფუძნებული, მათ ვინც ამგვარ რელიგიურ ცხოვრებას ეწევა, ზეთი არა აქვთ თავიანთ ლამფრებში.
ლამფარი ბიბლიაში აღნიშანვს ეკლესიას, ხოლო ზეთი აღნიშნავს სულიწმიდას. ბიბლია გულისხმობს რომ ისინი ვინც ეკლესიაში სულიწმიდის მიღების გარეშე დადიან, იქნება ის ღვთის ეკლესია თუ არა, არიან უგუნურები.
უგუნურებს დღითი დღე თავისი რელიგიური ვნებების და თავგამოდების დაწვის მიდრეკილება აქვთ. სხვა სიტყვებით, უგუნურები ღვთისადმი თავის ბრმა თავგამოდებასთან ერთად, თავის გრძნობებსაც უაზროდ ხარჯავენ. თუ წარმოვიდგენთ რომ ჩვენი ემოციები 20 სანტიმეტრს შეადგენენ და 1 სანტიმეტრის დაწვას ერთი დღე უნდა, ყველა ჩვენი ემოციის ცეცხლში დასაწველად მხოლოდ 20 დღე იქნებოდა საჭირო. მათი რწმენის ემოციები ახალ ძალას იკრეფენ განთიადის ლოცვების, ღამის ლოცვების, მარხვის ლოცვების და აღორძინების კრებათა მეშვეობით, მაგრამ მათი გრძნობები ასევე მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში უაზროდ ცეცხლს ეძლევიან. ისინი დანებებულნი არიან თავიანთი ემოციების დაწვის გაუთავებელ პროცესს.
მათი ემოციები იესოს სახელით იწვება. ისინი დადიან ეკლესიაში და წვავენ ემოციებს, მაგრამ გული მაინც არეულობაში აქვთ და მუდამ რაღაც ახალს ეძებენ. ამის მიზეზი არის ის, რომ მათი რწმენა მოდის სხეულებრივი გამოცდილებიდან; ამიტომ მათ მუდმივი მოთხოვნილება აქვთ განაახლონ ეს გრძნობები ისე, რომ მათი ალი არ ჩაქრეს. მაგრამ ამგვარი რწმენით მათ არ შეუძლიათ სულიწმიდის მიღება. უბრალოდ ემოციების დაწვა არ გამოიწვევს მათ მიერ სულიწმიდის მიღებას.
ჩვენ ყველამ უნდა განვიმზადოთ სათანადო რწმენა იმისთვის რომ ღვთის სრული თანდასწრების წინაშე მივიღოთ სულიწმიდა. მაშინ და მხოლოდ მაშინ გავხდებით ჩვენ ღირსნი სულიწმიდის მიღებისა. როგორ მოვიპოვოთ რწმენა, რომელიც სულიწმიდის მიღების ღირსს გვხდის? ჭეშმარიტება მდგომარეობს მშვენიერ სახარებაში, რომელიც შესრულდა იორდანეში იესოს ნათლობით და მისი სისხლის ჯვარზე დაღვრით.
ღმერთი ჩვენ მოგვმართავს როგორც "ბოროტმოქმედთა მოდგმას" (ესაია1:4). ჩვენ ეს საკუთარი თავის წინაშე უნდა ვაღიაროთ. ადამიანები საწყისშივე ცოდვის 12 სახეობით იბადებიან (მარკოზი 7:21-23). ადამიანებს არ შეუძლიათ არ სცოდონ მათი გაჩენის დღიდან სიკვდილის დღემდე.
იოანეს 1:6-7-ში წერია, "იყო კაცი, მოვლინებული ღვთისგან; სახელი მისი იყო იოანე. იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით". იოანე ნათლისმცემელმა მონათლა იესო და მასზე წუთისოფლის ყველა ცოდვა გადაიტანა, და თქვა: "აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს!" (იოანე 1:29). ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვისგან ვიქენით დახსნილი იოანეს მიერ იესოს მონათვლის გამო. იოანეს რომ არ მოენათლა იესო და არ გამოეცხადებინა რომ ის იყო ღვთის კრავი რომელმაც წუთისოფლის ცოდვები აიღო, ჩვენ არც გვეცოდინებოდა რომ იესომ ჯვარზე ყველა ჩვენი ცოდვა აზიდა. არც ის გვეცოდინებოდა რომ სულიწმიდა მივიღეთ. მაგრამ იოანეს დამოწმების გამო, ჩვენ გავიგეთ რომ იესომ ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო, და სულიწმიდის მიღებაც შევძელით.
ამ რწმენით, ჩვენ ის ქალწულები გავხდით, რომლებიც სრულიად იყვნენ მომზადებული იესოს, ნეფის მისაღებად. ჩვენ ვართ ეს ქალწულები რომლებსაც იესო სწამთ და სულიწმიდის მისაღებად სრულ მზადყოფნაში არიან.
მთელი გულით გწამთ წყლისა და სულის სახარების? გწამთ რომ იესო ქრისტემ იოანეს ნათლობაში ყველა თქვენი ცოდვა წაიღო? ბიბლიაში ნათქვამია: ”რწმენა მოსმენისგანაა, ხოლო მოსმენა ღვთის სიტყვისგან" (რომაელთა 10:17). სულიწმიდის მისაღებად ჩვენ უნდა გვწამდეს რომ იესო იოანეს მიერ მოინათლა და ჯვარზე მოკვდა. უნდა გვესმოდეს, რომ სულიწმიდის მიღება მხოლოდ იმის რწმენით შეიძლება რომ იესო ამ ქვეყნად ადამიანის სახით მოვიდა და იოანეს მიერ მოინათლა, რომ იგი ჯვარზე მოკვდა და აღდგა მკვდრეთით.
ზემოთ მოყვანილ მონაკვეთში ათი ქალწულის მსგავსად, დღესაც არსებობს მორწმუნეთა ორი ჯგუფი. თქვენ რომელ მხარეს ხართ? თქვენ გჭირდებათ სულიწმიდის მიღება წყლისა და სულის რწმენით. დადიხართ ეკლესიაში, მაგრამ ისევ სულიწმიდის დავანების მოლოდინში ხართ? თქვენ უნდა იცოდეთ სულიწმიდის მიღების ჭეშმარიტი გზა.
რომელი რწმენით არის შესაძლებელი სულიწმიდის მიღება? შეგიძლიათ მიიღოთ ის შამანიზმის ექსტაზური ენთუზიაზმით? ანდა კომატოზურ მდგომარებაში? შეგიძლიათ სულიწმიდის მიღება ფანატიკური რელიგიის რწმენით? გამუდმებით უნდა ლოცულობდეთ ღმერთთან ცოდვების მისატევებლად? ბიბლიაში ნათქვამია რომ როდესაც იესო მოინათლა და წყლიდან ამოვიდა, ღვთის სული მასზე მტრედივით დაეშვა. იგი იმისთვის მოინათლა რომ ყველა ჩვენი ცოდვა ეტვირთა და რომ ეთქვა ჩვენთვის რომ იგი ჯვარს უნდა ცმულიყო ყველა ჩვენი ურჯულოების საფასურის დასაფარავად.
იესო იოანეს მიერ მოინათლა, რათა აეღო წუთისოფელის ცოდვა და შემდეგ ის ჯვარზე ავიდა იმისთვის რომ ჩვენ დავეხსენით და მიგვეღო სულიწმიდა. ეს არის ჭეშმარიტება. იესო მოინათლა იოანესთან, ყველა ჩვენი ცოდვებისთვის ჯვარზე განიკითხა და აღდგა მკვდრეთით. ჩვენ უნდა გვწამდეს იესოს იოანეს მიერ ნათლისღების და მისი ჯვრის სისხლის, თუ ჩვენი ცოდვების მიტევება გვსურს. იესოს ნათლობაში (მათე 3: 13-15) ჩვენ ვხედავთ რომ სულიწმიდა მტრედის მსგავსად მშვიდობიანად ჩამოდის მათზე, ვინც მისი ნათლობის რწმენით არის განწმენდილი.
სულიწმიდის მისაღებად არსებითია რომ გვწამდეს იოანეს მიერ იესოს ნათლობა და მისი ჯვრის სისხლი. როცა ადამიანი ცოდვათა მიტევების რწმენას ღებულობს, სულიწმიდა მასზე მტრედივით მშვიდობიანად ეშვება. მათ ვინც უკვე მიიღეს სულიწმიდა, უნდა იცოდნენ რომ ეს რწმენის მიერ ცოდვათა მიტევების გამო გახდა შესაძლებელი. სულიწმიდა მათზე ჩამოდის ვისაც მთელი გულით სწამთ ცოდვების მიტევების.
იესო ქრისტე მარადიული სიცოცხლის პურითა და ღვინით მოვიდა (მათე 26:26-28, იოანე 6:53-56). როდესაც იესო მისი მონათვლის შემდეგ წყლიდან ამოვიდა, იყო ხმა ზეციდან, "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე" (მათე 3:17).
არაა ძნელი ღმერთის როგორც სამების რწმენა. ღმერთი არის იესოს მამა და იესო არის ღმერთის ძე. სულიწმიდაც ასევე ღმერთია. სამება ჩვენთვის ერთ ღმერთს წარმოადგენს.
უნდა იცოდეთ, რომ ვერასდროს მიიღებთ სულიწმიდას მხოლოდ ჯვრის რწმენით ან მართალი საქმეების მიერ საკუთარი თავის განწმენდის მცდელობით. სულიწმიდის მიღებას შეძლებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დაიჯერებთ რომ იოანემ მონათლა იესო რათა ყველა ჩვენი ცოდვა მისთვის გადაეცა, და რომ იგი ჯვარს აცვეს, ყველა ჩვენი ცოდვის გამოსასყიდად. რა მარტივი და გასაგებია სიმართლე! სულაც ძნელი არაა ცოდვების მიტევების და სულიწმიდის მიღება.
ღმერთი მარტივად გვესაუბრება. ჩვეულებრივი ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტი დაახლოებით 110 – დან 120 – მდეა. უფლის სახარება საკმარისად ადვილია უბრალო ხალხისთვის გასაგებად. 4 ან 5 წლის ასაკის ბავშვებისთვისაც კი არასოდესაა ძნელი მშვენიერი სახარების გაგება. მაგრამ ღმერთს უფრო რთულად რომ ელაპარაკა სულიწმიდის ბინადრობის შესახებ, ჩვენ ხომ ვერასდროს გაუგებდით მას? ღმერთმა სამართლიანად მოგვიტევა ყველა ჩვენი ცოდვა, და მათ ვინც ამის ირწმუნა, საჩუქრის სახით სულიწმიდა უბოძა.
ღმერთი გვეუბნება რომ ჩვენ ვერ შევძლებთ სულიწმიდის მიღებას ხელდადებით ან მონანიების ლოცვებით. სულიწმიდა არ მოდის მარხვის ან მიძღვნის ან თუნდაც მთებში მთელი ღამის განმავლობაში ლოცვის გამო. რა სახის რწმენით ხდება ჩვენში სულიწმიდის მიღება? ეს ხდება იმის რწმენით რომ იესო მოვიდა ამქვეყნად, მოინათლა ჩვენი ცოდვების წარსახოცად, ჯვარზე მოკვდა და აღდგა მკვდრეთით.
ნამდვილად გვჭირდება ამის რწმენა?
რატომ გვჭირდება ცოდვების მიტევების მიღება სულიწმიდის მისაღებად? იმისათვის რომ ღვთის სასუფევლის მოქალაქეები გავხდეთ, ჩვენ მისი სული გვჭირდება. ამიტომ, სულიწმიდის მისაღებად ჩვენ უნდა გვწამდეს იესოსი, როგორც ჩვენი მხსნელის, მისი ნათლობის და სისხლის, და ბოლოს, ჩვენი ცოდვების მიტევება უნდა მივიღოთ.
რატომ აძლევს ღმერთი სულიწმიდას მათ, ვისაც ცოდვები მიეტევა? მიზეზი არის მათი მის ხალხად დაბეჭდა. იმისათვის, რომ დაბეჭდოს ისინი, ვისაც ღვთის სიტყვის საფუძველზე სწამს იესო, იგი მათ სულიწმიდის საწინდარს აძლევს.
ასე ბევრი ადამიანი არასწორ რწმენას მიყვება. გწამდეს იესოს ნათლობის და მიიღო სულიწმიდა ხომ იმდენად ადვილია! ეს ადვილია მათთვის, ვინც უკვე მიიღო სულიწმიდა, მაგრამ შეუძლებელია მათთვის, ვისაც ცოდვების მიტევება ჯერ არ მიუღია. მათ არ იციან ჭეშმარიტება და ამის ნაცვლად სულიწმიდის მიღების სხვა გზებს ეძებენ, ისეთებს როგორც ფანატიური მოქმედებებით რელიგიურ კომაში ჩავარდნას. მათი უმეცრება იმდენად დიდია, რომ მათ სატანის მიერ დათესილი თესლით გონება ებინდებათ და ცრუმორწმუნე რელიგიების გავლენის ქვეშ იქცევიან.
სულიწმიდა ცხოვრობს მათში, ვისაც სწამს იესოს ნათლობა და მისი ჯვრის სისხლი და რომლებიც ცოდვათა შენდობას ღებულობენ. მხოლოდ მათ, ვისაც სწამს ღმერთის ხსნა, შეუძლიათ აღიარონ: "მე ცოდვა არ მაქვს". თუ ადამიანს არ სჯერა წყლისა და სულის სახარების, მას არ შეუძლია იმის თქმა რომ ცოდვა არა აქვს. ამრიგად, ღმერთმა საწინდარის სახით სულიწმიდა უბოძა თავის შვილებს რომლებსაც სწამთ იესოს ნათლობისა და ჯვარზე სისხლის და რომლებსაც ცოდვათა მიტევება აქვთ მიღებული.
ვინ მოწმობს რომ იესოს ნათლობამ და სისხლმა ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო? იესო, მისი მოწაფეები და სულიწმიდა ამოწმებენ ამის შესახებ. ვინ დაგეგმა ყველა ადამიანის მათი ცოდვებისგან დახსნა? ეს წმიდა მამა ღმერთმა გააკეთა. ვინ აღასრულა ეს გეგმა? იესო ქრისტემ. ვინ იყო საბოლოო საწინდარი იმისა რომ ეს გეგმა განხორციელდა? ეს იყო სულიწმიდა.
ღმერთმა მოისურვა ჩვენი თავის მის ხალხად ქცევა და ამიტომ გადაწყვიტა რომ ჩვენი ცოდვებისგან იესოს ნათლობით და მისი სისხლით გადავერჩინეთ. ამიტომ, ღვთიური სამება უზრუნველყოფს ჩვენს საბოლოო ხსნას და ადასტურებს ცოდვების მიტევებას.
მათეს 3:17-ში წერია: ”ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე". ისინი ვისაც ღვთის სულიწმიდა აქვთ, ღვთის ხალხი არიან, მისი შვილები. ”ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე.” იესო არის ღმერთი თავის საწყისში.
მამა ღმერთი გვეუბნება: ”თუ თქვენი ცოდვების პატიების მიღება გსურთ, გწამდეთ, რომ კაცობრიობის ყველა ცოდვა იესოს, ჩემი მხოლოდშობილი ძის მიერ იქნა წაღებული, მიიღეთ სულიწმიდა და გახდით ჩემი შვილები". ვისაც ამის სწამს, თავიანთი ცოდვების მიტევებას ღებულობს და ღვთის შვილი ხდება. ის მათ სულიწმიდის საჩუქარს აძლევს, რათა დაბეჭდოს ისინი როგორც თავისი შვილები. ცოდვების პატიებას მხოლოდ მაშინ ვღებულობთ, როცა იესოს ნათლობას და მის სისხლს ერთიანად ვირწმუნებთ.
როდესაც ადამიანები არ ათავისუფლებენ თავიანთ გულებს ქვეყნიერებისგან და არ სწამთ ცოდვათა მიტევების სახარების, მათ ჰგონიათ რომ ორიგინალური ცოდვა უკვე გამქრალია, მაგრამ რომ მათ მაინც მონანიების ლოცვებით შეუწყვეტლად უნდა ილოცონ თავიანთი არსებული ცოდვების შესანდობად. თუ ისინი ამგვარი აზრების მსხვერპლად იქცევიან, ბიბლია მათთვის გონებისთვის მიუწვდომელი და გაუგებარი ხდება. ამიტომ ისინი ღვთის მოწაფეებისგან განსხვავებულ რწმენას მისდევენ.
ზოგი იძახის რომ სულიწმიდა მათთან "ლოცვების საშუალებით" მოდის. მაგრამ მკაცრად ბიბლიური თვალსაზრისით ეს სწორი არაა. ეს შეიძლება პირველი შეხედვით მისაღებად ჟღერდეს, მაგრამ ბიბლიაში ნათქვამია, რომ როდესაც იესო მისი იოანეს მიერ მონათვლის შემდეგ წყლიდან ამოვიდა, სულიწმიდა მასზე მტრედივით დაეშვა. ეს ადასტურებს იმას რომ თუ გვსურს სულიწმიდის მიღება, ჩვენ მხოლოდ უნდა გვწამდეს იმის, რომ იესო მოვიდა ამქვეყნად, მოინათლა იოანეს მიერ სამყაროს ყველა ცოდვის ასაღებად, ჯვარზე განისაჯა და შემდეგ მკვდრეთით აღდგა რათა ჩვენი მაცხოვარი გამხდარიყო.
რას გვეუბნება ღმერთი, როდესაც ამ ჭეშმარიტების გვწამს და სულიწმიდას ვღებულობთ? ის გვეუბნება: ”შენ ჩემი შვილი ხარ. ეს ჩემი საყვარელი შვილია, რომელიც მე მოვიწონე. ” ღმერთი იგივეს ეტყვის მათ, ვინც იესოს მომავალშიც ირწმუნებს და მიიღებს ცოდვათა მიტევებას. ეს ჭეშმარიტება არის ღმერთის დანაპირები იმისა რომ ჩვენ მისი შვილები გავხდებოდით.
მაგრამ ხალხი მაინც ფიქრობს რომ სულიწმიდის მიღების სხვა გზებიც არსებობს. გგონიათ, სულიწმიდა თქვენზე ტირილის და მიწიერი ძალისხმევის გამო გარდმოვა? ღვთის საქმეები მხოლოდ მისი ნებით არის ნაკარნახევი და იგი სულიწმიდას მხოლოდ იმათ აძლევს ვისაც მათი ცოდვები მიეტევა. ის ამბობს: ”მე მოვნათლე ჩემი ძე, რათა მას ყველა თქვენი ცოდვა წაეღო და ჯვარცმულიყო მათ გამო. მე ჩემი ძე თქვენს მხსნელად დავაყენე. თუ ჩემი ძის მიერ აღსრულებულ ცოდვათა მიტევებას მიიღებთ, მე სულიწმიდას გამოგიგზავნით. ”
მამა ზეციერი ისე მოქმედებს, როგორც მას მოესურვება. მაშინაც კი, თუ ადამიანი მთელი ღამე მუხლებზე დგომით იტირებს ღმერთთან სანამ ფილტვები არ გაუსკდება, ეს არაა გარანტია იმისა რომ ღმერთი მას სულიწმიდას გამოუგზავნის. ის მხოლოდ უსაყვედურებს ადამიანს და ეტყვის: ”შენ ჯერ ჭეშმარიტი ცოდნა არ მიგიღია და მცდარი რწმენისთვის ჩაჭიდებას აგრძელებ. სულიწმიდა არ მოგეცემა მანამდე სანამ ჭეშმარიტ სარწმუნოებას უარყოფ ”.
ამ ქვეყნად, ადამიანთა გადაწყვეტილებები შეიძლება ვითარების შესაბამისად იცვლებოდეს, მაგრამ კანონი, რომელიც ღმერთმა ცოდვების მიტევების და სულიწმიდის მისაღებად დააწესა, უცვლელი რჩება. თუ მცდარი რწმენის ხიბლში ჩავარდით, ძნელია ისევ სწორი გზის პოვნა. ბიბლიაში ნათქვამია რომ იესო ურჩებისთვის დაბრკოლების ლოდად იქცევა (1 პეტრე 2: 8).
ადამიანებს რომლებსაც სწამთ იესო, მაგრამ ჯერ არ იციან თუ რატომ მოინათლა იგი, გამოსყიდვის სახარების მხოლოდ ნახევარი სწამთ, და რა თქმა უნდა, ამის გამო ჯოჯოხეთში წავლენ. ამიტომ, როდესაც პირველად ირწმუნებთ იესოს, უნდა ისწავლოთ მისი ნათლობის და მისი სისხლის შესახებ, რომელთაგან ცოდვათა მიტევების სახარება შედგება. და თუ ცოდვების შენდობას მიიღებთ, მაშინ თქვენც მიიღებთ სულიწმიდას.
მოდით დავფიქრდეთ იესოს ამქვეყნად ცხოვრებაზე. იესო განკაცდა და თავისი ნათლობით ამ სამყაროს ყველე ცოდვა წაიღო. მან ასევე ჯვარზე გაიღო თავისი სიცოცხლე და ჩვენი ცოდვების გამო გასმართლდა, რათა ჯოჯოხეთის ცეცხლისგან გადავერჩინეთ. ვისაც მისი სწამს, სულიწმიდის საჩუქარს ღებულობს.
ამიტომ, სულიწმიდის მისაღებად ჩვენ ყველამ ჭეშმარიტ გზას უნდა მივყვეთ. საჭიროა ჭეშმარიტების სიტყვების შესაბამისად ფიქრი. როდესაც ამას გავაკეთებთ, იესო დაგვიცავს და გვაკურთხებს. მათ, ვინც თავის გულებს მისთვის იცარიელებს და მისი სიტყვების სწამთ, შეუძლიათ ცოდვათა შენდობის მიღებით და სულიწმიდის მეგზურობით ჭეშმარიტებაში ცხოვრება. უფრო მეტიც, მათ ასევე ძალუძთ სულიწმიდის დახმარებით სხვების სწორ გზაზე დაყენება.
ირწმუნეთ იესოს ნათლობით და მისი სისხლით მიღწეული გამოსყიდვა. მხოლოდ მაშინ შევძლებთ ჩვენ მისი რწმენით მიყოლას და ცოდვათა მიტევების, მარადიული სიცოცხლისა და სულიწმიდის განსახლების კურთხევების მიღებას. იესო არის მიტევების უფალი, რომელმაც თავისი ნათლობით და ჯვარზე სიკვდილით მსოფლიოს ყველა ცოდვა წაიღო. იესომ გაგვწმინდა ყველა ჩვენი ცოდვისგან და მისცა სულიწმიდა მათ, ვინც ჭეშმარიტების სახარება ირწმუნა. თქვენ შეგიძლიათ სულიწმიდის მიღება ჭეშმარიტი რწმენის მიღებით.