• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 8: სულიწმიდა

[8-7] მშვენიერი სახარება, რომელიც გულში სულიწმიდის ბინადრობას განიჭებთ (ესაია 9:6-7)

მშვენიერი სახარება, რომელიც გულში სულიწმიდის ბინადრობას განიჭებთ(ესაია 9:6-7)
"რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი. განივრცობა მისი ხელმწიფება და არ ექნება დასასრული მის მშვიდობას დავითის ტახტსა და მის სამეფოზე, რათა განამტკიცოს იგი და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან უკუნისამდე; ცაბაოთ უფლის მოშურნეობა აღასრულებს ამას"
 

რა აძლევს სულიწმიდას მორწმუნეთა გულში ბინადრობის საშუალებას?
წყლისა და სულის მშვენიერი სახარება

სულიწმიდის მისაღებად უნდა გვწამდეს წყლისა და სულის სახარება. ჩვენს უფალს საკვირველი, მრჩეველი და ძლიერი ღმერთი ჰქვია. ჩვენი უფალი საკუთარ თავს გვიმხელს როგორც სასუფევლისკენ გზას. იესო ქრისტემ ყველას მშვენიერი სახარების საჩუქარი უბოძა.
ამასთან, ამ ქვეყნად ბევრია ვინც ჯერ კიდევ სიბნელეში ცხოვრობს. ისინი ცდილობენ ამ სიბნელისგან თავის დაღწევას, მაგრამ ვინაიდან მშვენიერი სახარება არ იციან, თავის ცოდვებს ვერასოდეს გაექცევიან. ამის მაგივრად ისინი თავისი ცრუ მოძღვრების რწმენით ჭეშმარიტებას დაშორდნენ. საპირისპიროდ, ისინი ვინც ჭეშმარიტებას ეძებენ, აღმოაჩენენ მშვენიერ სახარებას და სიცოცხლის ბოლომდე ღვთის კურთხევით გარემოცული სავსე ცხოვრებით იცხოვრებენ. მე მჯერა რომ ეს ღვთის განსაკუთრებული კურთხევაა რომელიც საშუალებას მაძლევს დავეხმარო ადამიანებს მშვენიერი სახარების პოვნაში და ცოდვებისგან განწმენდაში.
ამიტომ, ცოდვისგან თავისუფლება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა უფლის კურთხევა. უფალთან შეხვედრა და სულიწმიდის მიღება დიდი ბედნიერებაა. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის რომ ღვთის კურთხევა ამ მშვენიერი სახარების რწმენისგან მოდის.
ღმერთის კურთხევა მოდის მშვენიერი სახარების რწმენით, რომელიც იესო ქრისტემ, მისმა მხოლოდშობილმა ძემ მოგვიტანა. იესო არის ის, ვინც გვიხსნის სამყაროს ცოდვებისგან და გვაკურთხებს თავისი წყალობით. სხვა ვერავინ გადაგვარჩენს ცოდვებისგან და ვერც დაგვეხმარება გულში არსებული დანაშაულის ამოღებაში. ვის შეუძლია თვითონ დაიხსნას თავი საკუთარი ცოდვებისა და მარადიული სიკვდილის ტანჯვისგან?
ღმერთი გვეუბნება: ”არის გზა, რომელიც სწორი ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილია” (იგავები 16:25). ადამიანები საკუთარ რელიგიებს აფუძნებენ და ამით განადგურებისა და სიკვდილისკენ მიექანებიან. მრავალი რელიგია ამაყობს იმით რომ სამართლიან ცხოვრებაზე ამახვილებენ ყურადღებას და ხალხის ცოდვებისაგან დასახსნელად საკუთარ გზებს სთავაზობენ, მაგრამ მხოლოდ უფლის მიერ მოცემული წყლისა და სულის სახარება არის ის, რასაც ჩვენი თავის ყველა ჩვენი ცოდვისგან დახსნა შეუძლია. მხოლოდ იესოა მაცხოვარი რომელსაც ძალუძს ცოდვილთა მათი ცოდვებისგან გადარჩენა.
იოანეს 14:6-ში ჩვენმა უფალმა თქვა: ”მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე”. მან თავისი ხორცი და სისხლი გაიღო მათთვის, ვინც სიკვდილისკენ მიემართებოდა. მან ასევე მოიხსენია თავი როგორც ჭეშმარიტი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა. ღმერთი ამბობს, რომ თუ ვინმეს არ სწამს იესოს მშვენიერი სახარების, მას არ შეუძლია ცათა სასუფეველში შესვლა.
უნდა ვირწმუნოთ წყლისა და სულის სახარება, მივიღოთ ჩვენი ცოდვების მიტევება და გვწამდეს რომ ის არის ჩვენი მხსნელი, რათა შევიდეთ ცათა სასუფეველში.
 
 

ერთხელ, ძველ ისრაელში!


„იუდას მეფის, ახაზის, იოთამის ძის, ყუზიას ძის დღეებში იყო, რომ გამოვიდნენ არამელთა მეფე რეცინი და ისრაელის მეფე ფეკახი, რემალიას ძე, იერუსალიმის წინააღმდეგ საომრად, მაგრამ ვერ დაიპყრეს. ”(ესაია 7: 1).
ისრაელი თავდაპირველად ერთი ერი იყო. მიუხედავად ამისა, ისრაელი სამხრეთად და ჩრდილოეთად დაიყო. ღვთის ტაძარი იყო სამხრეთ იუდეის იერუსალიმში, სადაც სოლომონის ვაჟი, რობოამი მეფობდა. მოგვიანებით, იერობოამმა, სოლომონის ერთ-ერთმა მსახურმა, ჩრდილოეთით კიდევ ერთი ერი შექმნა, რის გამოც სრაელი ორად გაიყო.
ამ დროიდან ღმერთის რწმენამ დაკნინება განიცადა. რწმენის გაუარესება გახდა დღევანდელი ერეტიკული რელიგიების წყარო. ამრიგად, იერობოამი გახდა ერეტიკოსთა წარმომშობი. მან შეცვალა ღვთის კანონი რადგან ტახტის შენარჩუნება უნდოდა და ამით ერეტიკოსების მამა გახდა. თავისი ხალხისთვის ისრაელში, ჩრდილოეთ სამეფოში, მან განსხვავებული რელიგია შექმნა და ისიც კი შეეცადა რომ იუდა, სამხრეთის სამეფო დაეპყრო. თითქმის 200 წელმა განვლო, მაგრამ ორ სამეფოს შორის მტრული ურთიერთობა უცვლელი რჩებოდა.
მაგრამ ღმერთმა თქვა ესაიას საშუალებით: ”იმის გამო, რომ ბოროტი განიზრახეს შენს წინააღმდეგ არამელებმა, ეფრემელთ და რემალიას ძემ, როცა თქვეს: ‘ავიდეთ იუდაში და შევაშინოთ ის, და დავიმორჩილოთ, და დავსვათ იქ მეფედ ტაბეელის ძე.’ მაგრამ ასე ამბობს უფალი ღმერთი: არ გამოვა! ასე არ მოხდება!რადგან არამზე დამასკო მბრძანებლობს, დამასკოზე კი – რეცინი. კიდევ 65 წელი – და გაქრებიან ეფრემელნი. ეფრემზე მბრძანებლობს სამარია და სამარიაზე – რემალიას ძე. თუ თქვენი რწმენა მერყევია, თქვენც მერყევნი ყოფილხართ”(ესაია 7: 5-9).
იმ დროს ღმერთმა ესაიას მეშვეობით მეფე ახაზს უწინასწარმეტყველა, მაგრამ მეფეს არ სჯეროდა მისი. ახაზს მხოლოდ ის აწუხებდა რომ სირიის ჯარს ვერ გაუძლებდა, მაგრამ სირიელთა ჯარის შეჭრის და ისრაელის მათთან კავშირის შესახებ რომ გაიგო, შიშმა შეიპყრო. მაგრამ მოვიდა ღვთის მსახური, ესაია და უთხრა მას: „სამოცდახუთ წელიწადზე ნაკლებ დროში განადგურდება ჩრდილოეთ ისრაელი. და ის ბოროტი შეთქმულება, რომელიც ორმა მეფემ დადო, არასოდეს შესრულდება. ”
ღვთის მსახურმა მეფე ახაზს უთხრა რომ ღვთისგან ნიშანი ეძია. „მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, ნიშანი: ქვესკნელიდან ან მაღლა ზეციდან”(ესაია 7:11). "ისმინე, დავითის სახლო, არ გეყოთ ადამიანები რომ გასარჯეთ, ახლა ჩემი ღმერთის გარჯაც გინდათ? ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: აჰა, ახალგაზრდა ქალი დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებენ მას სახელად ემანუელს.”(ესაია 7: 13-14). ეს იყო ღვთის წინასწარმეტყველება იმაზე რომ იგი თავის ხალხს მათი ცოდვებისგან იხსნიდა.
 
 

ვინ არის ღვთის მტერი?


კაცობრიობის მტერი არის ცოდვა და ცოდვა სატანისგან მოდის. და ვინ არის მხსნელი ჩვენი ცოდვებისგან? მაცხოვარი არის სხვა არავინ თუ არა იესო ქრისტე, ღვთის ძე. ადამიანს გააჩნია არსებითი ხორციელი სისუსტეები და, შესაბამისად, არ შეუძლია ცოდვის არჩადენა. ის სატანის ძალაუფლების ქვეშ იმყოფება. უამრავი ადამიანი კვლავ სტუმრობს ნათელმხილველებს და ცდილობენ იცხოვრონ ზუსტად ისე, როგორც ეს ცრუ წინასწარმეტყველები მათ ასწავლიან. ეს არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ ისინი სატანის ძალაუფლების ქვეშ იმყოფებიან.
უფალმა ესაიას ხსნის დამადასტურებელი მტკიცებულება მისცა და თქვა, რომ ქალწული ძეს გააჩენდა და მას ემანუელს დაარქმევდნენ. ეს იყო ღმერთის გეგმა რომ იესო კაცის ცოდვილი ხორცის მსგავსებაში მოევლინა და მიეცა მისთვის ძალაუფლება ცოდვილები სატანის ჩაგვრისგან დაეხსნა. წინასწარმეტყველების თანახმად, იესო ამქვეყნად მოვიდა, როგორც ქალწულ მარიამისგან შობილი ადამიანი.
იესო ჩვენთან რომ არ მოსულიყო, ჩვენ ისევ სატანის მართველობის ქვეშ ვიცხოვრებდით. მაგრამ იესო მოვიდა ამქვეყნად, მოინათლა იოანესთან და ჯვარზე მოკვდა, რათა მოეცა ჩვენთვის მშვენიერი სახარება, რომელიც ყველა ცოდვილს მათი ცოდვებისგან დაიხსნიდა. ამიტომ ბევრმა ირწმუნა ეს მშვენიერი სახარება, მიიღო ცოდვათა მიტევება და ღვთის შვილი გახდა.
დღესაც კი ბევრი თეოლოგი დაობს იმის შესახებ იყო იესო ქრისტე ღმერთი თუ ადამიანი. კონსერვატიული თეოლოგები ამბობენ: "იესო არის ღმერთი", მაგრამ ზოგიერთი ახალი ღვთისმეტყველი ეპასუხება მათ რომ იესო უბრალოდ იოსების უკანონო შვილი იყო. რა უბადრუკი განცხადებაა ეს!
ზოგი თანამედროვე თეოლოგი ამბობს რომ მათ არ სჯერათ რომ იესოს წყალზე გაუვლია. ისინი ამბობენ: ”იესო სინამდვილეში ჰორიზონტზე მდებარე დაბალ გორაკზე დადიოდა და მის მოწაფეებს, შორიდან რომ დაინახეს, ეგონათ, რომ იგი წყალზე დადიოდა”. დღევანდელი დღის ღვთისმეტყველები, რომლებიც ახალი თეოლოგიის სკოლებს მიეკუთვნებიან, არც ისე ხშირად არიან თეოლოგიის დიდი მცოდნეები. მათი უმეტესობა მხოლოდ იმის რწმენას ირჩევს, რისი ბიბლიაში გააზრების უნარიც აქვთ.
კიდევ ერთი მაგალითის მოსაყვანად, ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესომ 5000 ადამიანი ორი თევზით და ხუთი პურით გამოკვება. მაგრამ ისინი ძალიან სკეპტიკურად უყურებენ ამ სასწაულს. ისინი ამას შემდეგნაირად ხსნიან. „ხალხი იესოს მიყვებოდა და ძლიერ მოშივდათ. ასე რომ, იესომ თავის მოწაფეებს სთხოვა, ერთად შეეგროვებინათ საჭმლის ნარჩენები. შემდეგ ერთმა ბავშვმა ნებაყოფლობით მისცა იესოს თავისი კერძი და ყველა დანარჩენ ხალხს ამის დანახვაზე გული აუყუჩდათ და მათაც თავისი კერძიდან მცირე ნაწილი გაიღეს. ასე რომ, როდესაც მთელი დარჩენილი საჭმელი შეკრიბეს და ჭამეს, ნარჩენების თორმეტი კალათი აღმოჩნდა”. ასეთი ტიპის თეოლოგები უბრალოდ ცდილობენ ღვთის სიტყვები თავიანთ მეტად შეზღუდულ გაგებას შეუსაბამონ.
გწამდეს ღვთის ჭეშმარიტების უბრალოდ ნიშნავს გწამდეს ღმერთის მშვენიერი სახარების. რწმენა არც იმას ნიშნავს რომ რაღაცა ირწმუნო მხოლოდ იმიტომ რომ ამას აზრი აქვს, და არც იმას რომ არ ირწმუნო რადგან ამას აზრი არა აქვს. მიუხედავად იმისა შეგვიძლია ჩვენ დაწერილის გაგება თუ არა, უნდა ვენდოთ ღმერთს და მივიღოთ მისი სიტყვები ისე როგორც დაწერილია.
ის ფაქტი რომ იესო ჩვენთან კაცის ძის სახით მოვიდა, ნიშნავს რომ იგი ჩვენი თავის ცოდვებისაგან დასახსნელად იყო გამოგზავნილი. იესო, რომელიც ღმერთია, მოვიდა ამ დედამიწაზე ჩვენს გადასარჩენად. ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ ის მოვიდოდა ჩვენთან როგორც კაცის ძე, ქალწულისგან შობილი.
დაბადების 3: 15-ში უფალმა ღმერთმა უთხრა გველს: ”მე მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, და შენს მოდგმასა და დედაკაცის მოდგმას შორის: მისი მოდგმა თავს გაგიჭეჭყავს; შენ კი მას ქუსლს დაუგესლავ!”. ეს ნიშნავს რომ ღმერთმა გადაწყვიტა იესოსი, როგორც ჩვენი მაცხოვრის, კაცის სახით გამოგზავნა, კაცობრიობის მათი ცოდვებისგან გადასარჩენად.
ბიბლიაში წერია: ”სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?“ სიკვდილის ნესტარია ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია” (1 კორინთელთა 15: 55-56). სიკვდილის ნესტარი ცოდვაა. როდესაც ადამიანი სცოდავს, სიკვდილი მას თავის მონად აქცევს. მაგრამ ჩვენმა უფალმა თქვა: ”დედაკაცის მოდგმა თავს გაგიჭეჭყავს”. ეს ნიშნავს რომ იესოს უნდა გაენადგურებინა სატანის მიერ მოტანილი ცოდვის ნესტარი.
იესო ამქვეყნად მოვიდა, მოინათლა, რათა სამყაროს ყველა ცოდვა წაეღო, და ამ ცოდვებისთვის ჯვარცმულ იქნა და განიკითხა. მან იხსნა მათი ცოდვებისგან ყველა, ვინც მშვენიერი სახარება ირწმუნა. როდესაც ადამმა და ევამ შესცოდეს, ღმერთმა აღუთქვა კაცობრიობას რომ იხსნიდა მას სატანის ძალაუფლებისგან. დღევანდელ სამყაროში ღვთის მტერი ისაა, ვისაც არ სწამს მშვენიერი სახარების.
 
 

რისთვის იშვა იესო ამ ქვეყნად?


ღმერთმა ჩვენ რჯული და მშვენიერი სახარება მოგვცა, რათა დავეხსენით ჩვენი ცოდვბისგან. რჯულის ქვეშ, ადამიანები ღვთის წინაშე ცოდვილები გახდნენ. ასევე, რჯული იქნა მოცემული ხალხის მიერ ცოდვის შესაცნობად. როდესაც ადამიანები ცოდვის და თავად რჯულის მონებად იქცნენ, ჩვენი უფალი ამქვეყნად მოვიდა რჯულის სამართლიანი მოთხოვნების აღსასრულებლად.
იესო რჯულის ქვეშ დაიბადა. ის დაიბადა რჯულის საუკუნეში. მიზეზი იმისა რომ ადამიანებს რჯული სჭირდებოდათ იყო ის რომ მათ უნდა სცოდნოდათ თავიანთი ცოდვები, ამ ცოდვათა მიტევების მისაღებად. ადამიანები ტანსაცმელს მხოლოდ მაშინ იწმინდავენ როდესაც ამჩნევენ რომ ის დასვრილია. ამის მსგავსად, თავიანთი ცოდვების გასათვიცნობიერებლად, ადამიანებმა ღმერთის რჯული უნდა შეიცნონ. რჯული რომ არ ყოფილიყო, არც ცოდვის რაიმე გაგება იარსებებდა, და იესოსაც არ დაჭირდებოდა ამ ქვეყნად მოვლინება. 
თუ იცით ღვთის რჯული, თქვენ გაქვთ მასთან შეხვედრის შანსი. ჩვენ გავიგეთ რჯულის შესახებ და ამგვარად შევძელით ჩვენი ცოდვების დანახვა. მხოლოდ მას შემდეგ რაც ჩვენი ცოდვა გავათვიცნობიერეთ, შემოგვთავაზა იესო ქრისტემ მშვენიერი სახარება მის სარწმუნებლად. ღმერთს რჯული რომ არ მოეცა, მაშინ ცოდვილები არ ვიქნებოდით და სამსჯავროც არ იარსებებდა. ამრიგად, ღმერთმა მოგვცა რჯული და გვიბოძა მშვენიერი სახარება, რათა ყველა ცოდვილი მათი ცოდვებისგან გადაერჩინა.
რჯული, რომელიც უნდა არსებობდეს შემოქმედსა და მის ქმნილებას შორის, არის ღმერთის ხსნის რჯული. ეს არის სიყვარულის კანონი. ღმერთმა უთხრა ადამიანს: ”სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხისგან არ ჭამო” (დაბადება 2:17). ეს იყო რჯული, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს რჯული გახდა იმ სიყვარულის საფუძველი, რომლითაც ღმერთმა ყველანი გვიხსნა ჩვენი ცოდვებისგან. ხსნის რჯულს საფუძველი ჩაეყარა ჩვენი ცოდვების მიტევებაში. ღმერთი გვეუბნება, რომ ის არის ჩვენი შემოქმედი და რომ ყველაფერი გაჩნდა მისი ნების შესაბამისად.
ეს ნიშნავს, რომ ღმერთი არის აბსოლუტური არსება და რომ ხალხს უნდა სწემდეს ხსნის რჯულის, რომელიც მშვენიერი სახარების საშუალებით განხორციელდა.
აბსოლუტური ღმერთი აბსოლუტურად კეთილია. ღმერთის სიყვარულმა ამ სამყაროს მიმართ უბიძგა მას შეეწირა თავისი მხოლოდშობილი ძე რომელიც ყველა ცოდვილის მხსნელი გახდა. ღმერთს რომ შევექმენით და ამავე დროს ჩვენთვის ცოდვებისგან დახსნის მომტანი მშვენიერი სახარება არ მოეცა, ჩვენ მის წინააღმდეგ საჩივრის შედგენის უფლება გვექნებოდა.
მაგრამ ღმერთმა ჩვენი თავის განადგურებისგან გადარჩენა მოისურვა და ამიტომ მან დაადგინა ხსნის რჯული. ამ რჯულის გამო, ჩვენ შევძელით ჩვენი ცოდვების გაცნობიერება და მათთვის თვალის გასწორებით, დაგვეწყო იესოს მშვენიერი სახარების რწმენა. როდესაც ჩვენ ღვთის სიტყვას ვარღვევთ, ჩვენ წარმოვჩნდებით რჯულის წინაშე როგორც ცოდვილები და ყოველივე ამის შემდეგ, როგორც ცოდვილები, მუხლს ვიდრეკთ მის წინაშე და ღმერთს ცოდვების მიტევების წყალობას შევთხოვთ.
იესო ქალის მიერ იქნა ნაშობი და ამქვეყნად იმისთვის მოვიდა რომ კაცობრიობა ცოდვისგან გადაერჩინა. იესო ამ სოფლად ადამიანის სახით იქნა მოვლინბული, რათა ჩვენთვის განკუთვნილი ღვთის გეგმა შეესრულებინა. ჩვენ გვწამს მისი მშვენიერი სახარების. ამიტომ, ჩვენ ვადიდებთ უფალს.
ზოგი წუწუნებს: „რატომ შემქმნა ღმერთმა ასეთი მყიფე, რომ ასე ადვილად ჩავვარდი ცოდვაში და ჩემი უკეთურობისთვის ამდენი ტანჯვა მომიწია?“ მაგრამ ღმერთს არასდროს ნდომებია ჩვენი ტანჯვა. მან ჩვენი ტანჯვა დაუშვა მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ იესოს სახარებაში ეჭვი გვეპარებოდა.
ღმერთმა მოგვცა ტანჯვაც და მშვენიერი სახარებაც, იმისთვის რომ ჩვენ, როგორც მის შვილებს, მისი მსგავსი ძალა გვქონოდა. ეს იყო მისი გეგმა.
დემონები გაჰყვირიან: „არა! არა! ღმერთი დიქტატორია! წადით და იცხოვრეთ როგორც მოგესურვებათ. იყავით დამოუკიდებლები! საკუთარი ძალისხმევით იშოვეთ სიმდიდრე! ” დემონები ასევე ცდილობენ ღმერთის მიმართ კაცობრიობის რწმენის დახშობას.
მაგრამ ისინი, ვინც ღმერთის გარეშე ცხოვრებას ირჩევენ, მისი ხსნის გეგმისთვის დაბრკოლებას წარმოადგენენ. იესო ამქვეყნად მოვიდა და მოუწოდა მათ, ვინც ეშმაკის ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა რომ ზურგი ექციათ თავიანთი ცოდვებისთვის. ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ღმერთისგან დამოუკიდებლად.
 

ადამიანი ჯოჯოხეთისთვის განწირულ ცოდვილად იბადება

ამ ქვეყნად არ არსებობს ჭეშმარიტება, რომელიც ცვალებადობას არ განიცდის. მაგრამ იესოს მშვენიერი სახარება უცვლელი ჭაშმარიტებაა. ამიტომ ადამიანებს შეუძლიათ ამ ჭეშმარიტებაზე დაყრდნობა და ეშამკის ძლაუფლებისგან თავის დაღწევა. კაცობრიობა ადამ და ევას ცოდვები მემკვიდრეობით მიიღო და ქრისტეს ჩარევის გარეშე, ჯოჯოხეთის ცეცხლისთვის იქნებოდა განწირული. მაგრა ამის ნაცვლად, უფლის თავგანწირვის გამო, ადამიანი ღმერთის შვილად გახდომის ძალაუფლებით იქნა ნაკურთხი. "ამიტომ აღარ იქნება წყვდიადი ჩაგრულთათვის" (ესაია 9:1). ღმერთმა ამ ქვეყნად თავისი ძე მოავლინა და განადიდა ისინი ვინც მშვენიერი ხსნა ირწმუნა. 
"დიდი ნათელი იხილა სიბნელეში მოსიარულე ხალხმა და სინათლე გამოუბრწყინდათ აჩრდილთა ქვეყანაში მცხოვრებთ" (ესაია 9:2). დღევანდელ დღეს ეს სიტყვა თქვენთვისაც და ჩემთვისაც სრულდება. მშვენიერი სახარების რწმენით ჩვენ მარადიული სიცოცხლით ვიქენით ნაკურთხი, რომლის ქონა ამ სოფლად შეუძლებელია. იესო ქრისტემ იხსნა კაცობრიობა სამყაროს ყველა ცოდვისგან, და მათ ვინც ეს მშვენიერი სახარება ირწმუნა, მან საუკუნო სიცოცხლე და ცათა სასუფეველი უბოძა.
 

მან იმედდაკარგულებს სახარების ბრწყინვალე შუქი მოაფინა

ადამიანი, ბაყაყის მსგავსად, ამ ქვეყნად მხოლოდ მოკლე ხნით მოდის და შემდეგ მალევე ქრება. მისი სიცოცხლე ერთწლიან მცენარეებს და ბალახს ემსგავსება. ბალახი წელიწადში მხოლოდ რამოდენიმე თვის განმავლობაში ინარჩუნებს სიცოცხლის ძალას და შემდეგ ღვთის განგების თანახმად უჩინარდება. 
ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში ამ ბალახივით უაზრო და ამაოა. მაგრამ ღმერთმა ჩვენს დათრგუნულ სულებს მშვენიერი სახარება უბოძა და მისი სამართლიანობით, თავის შვილებად გვაქცია. რაოდენ საოცარი მადლია ეს! ღმერთის სიყვარულის გამო ჩვენი უაზრო ცხოვრება მარადიულ ცხოვრებად იქცა და ჩვენ ასევე მის შვილებად გახდომის მადლით ვიქენით ნაკურთხი. 
ქვემოთ მოყვანილია ერთი პიროვნების აღიარება, ვინც მშვენიერი სახარების რწმენის გამო ღმერთის მადლით იქნა ნაკურთხი.
"მე დავიბადე ოჯახში სადაც არავის სწამდა ღმერთის. ამიტომ, მშვენივრად მიმაჩნდა ის რომ დედაჩემი მის წინაშე დამდგარი წყლის ფიალით ყოველ დილას ჩვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის ზეცის და დედამიწის ღვთაებებთან ლოცულობდა. რომ ვიზრდებოდი, არაფერი გამეგებოდა ჩემი ფასეულობის ან ჩემი არსებობის მიზეზის შესახებ, რამაც იმ დასკვნამდე მიმიყვანა რომ ნამდვილად სულ ერთი იყო, ვიცოცხლებდი თუ მოვკვდებოდი. იმის გამო რომ ჩემი ფასი არ ვიცოდი, განმარტოვებულად ვცხოვრობდი. 
ამგვარმა ცხოვრებამ დამქანცა და ამიტომ ვიჩქარე რომ დავოჯახებულიყავი. ჩემი ცოლქმრული ცხოვრება საკმაოდ კარგი იყო. მე ბევრი არაფერი მაკლდა, ამიტომ წყნარ და მშვიდ ცხოვრებას ვეწეოდი. შემდეგ შვილი შემეძინა და იმ დროიდან აღმოვაჩინე რომ ჩემში სიყვარულმა დაიწყო დაბადება. ეგოისტური სურვილები თანდათან მიქრებოდა, მაგრამ ასევე ჩემი ახლობლების დაკარგვასაც ვშიშობდი.
ამრიგად, ღმერთის ძიება დავიწყე. მე მყიფე და უუნარო ვიყავი, რის გამოც ჩემს ახლობლებზე საზრუნველად აბსოლუტურ არსებას ვსაჭიროებდი. ამიტომ ეკლესიაში სიარული დავიწყე, მაგრამ ჩემი რწმენა ცოტათი განსხვავდებოდა დედაჩემისგან, რადგან იგი წყლის თასის წინაშე ლოცულობდა, ჩემი ლოცვა კი მხოლოდ ბუნდოვან შიშებსა და იმედებს ემყარებოდა.
ერთხელ, ადგილობრივ ეკლესიაში ჩატარებულ ერთ მცირე შეხვედრას ვესწრებოდი და როცა ვლოცულობდი, ჩემი თვალებიდან ცრემლებმა დაიწყო დინება. შემრცხვა და ტირილის შეჩერება ვცადე, მაგრამ ცრემლები არ მიჩერდებოდა. ჩემს გარშემო მყოფმა ადამიანებმა თავზე ხელები დამადეს და სულიწმიდის მიღებას მილოცავდნენ. მაგრამ მე შეცბუნებული ვიყავი. ღვთის სიტყვა არც კი ვიცოდი და ჩემი ღმერთის მიმართ რწმენაც მეტად ბუნდოვანი იყო, ამიტომ დარწმუნებული არ ვიყავი რომ ეს ძალა სულიწმიდისგან იყო.
ეკლესია რომელსაც ვესწრებოდი, ორმოცდაათიანელ-ქარიზმატულ მოძრაობას მიეკუთვნებოდა, და მანდ ბევრი იყო ვისაც ჩემნაირი გამოცდილებები ჰქონდა და თითქმის ყელა ლაპარაკობდა ენებზე. ერთ დღეს მე გამოღვიძების კრებაზე დამპატიჟეს, რომელიც მიყავდა პასტორს რომელზეც ხალხი ამბობდა რომ ის სულიწმიდით იყო აღვსილი. 
პასტორმა ეკლესიაში მრავალი ადამიანი შეკრიბა და თქვა რომ ის ვიღაცის სინუსიტს განკურნავდა, ვინაიდან მას ამისათვის საჭირო სულიერი ძალა ჰქონდა. მაგრამ მე ვფიქრობდი რომ სინუსიტი არის ავადმყოფობა რომელიც საავადმყოფოებშიც ადვილად იკურნება, ასე რომ უფრო მეტად იმაში ვიყავი დაინტერესებული თუ როგორ მიიღო ამ პასტორმა სულიწმიდა. ამასთან, იმის შემდეგ რაც განკურნებები დაასრულა, მან დაიწყო ტრაბახი იმაზე რომ იმის წინასწარმეტყველებაც კი შეეძლო, მიაღწევდა თუ არა რომელიმე უნივერსტითეტის სტუდენტი მათ მისაღებ გამოცდებში წარმატებას. უამრავმა ხალხმა მისი ძალები განადიდა ისე თითქოს ისინი ღმერთისა იყო.
მაგრამ მე მისი არ მესმოდა. ასევე დარწმუნებული არ ვიყავი იმაში რომ ამ პასტორის ძალებს სულიწმიდასთან რაიმე ჰქონდა საერთო. ვფიქრობდი რომ მის მიერ სინუსიტის განკურნება ან ვინმეს გამოცდებში წარმატების წინასწარმეტყველება სულაც არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი. ამრიგად მისი ეგრედ წოდებული სასწაულების სულიწმიდის მოქმედებასთან გაიგივება არ შემეძლო. 
ღმერთის ძალა და სიყვარული რომელიც წარმომედგინა, განსხვავდებოდა იმისგან რაც მე მანდ ვნახე. ამიტომ ამ ეკლესიის დასწრება შევწყვიტე და გავურბოდი იმ ადამიანებს რომლებსაც ამ პასტორის ძალების სჯეროდათ. ამის შემდეგ მე უფრო მშვიდ ეკლესიაში დავიწყე სიარული, რომელიც ავირჩიე რადგან მჯეროდა რომ ის უფრო მეტად ღმერთის სიტყვაში იყო დაინტერესებული. მანდ მე რჯულის შესახებ გავიგე და ამის მეშვეობით, ისიც რომ ძალზე უკეთური ადამიანია ვიყავი. ღმერთი ჩემი შიშის ობიექტი გახდა და გავიგე რომ მის წინაშე წელგამართული ვერ ვიდგებოდი და რომ მისი სულის მიერ ვიყავი უარყოფილი.
ესაიას 59: 1-2-ში წერია: ”აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს! არამედ თქვენი ურჯულოება გახდა გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის, თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და არ ისმენს!“. ეს, როგორც ჩანს, ჩემს სიტუაციას შეეფერებოდა. შეუძლებელი იყო მისი შვილი რომ გავმხდარიყავი და სულიწმიდა მიმეღო, რადგან ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი ან ვფიქრობდი, ცოდვილი იყო.
ღმერთის მეშინოდა და ამიტომ გამუდმებით სინანულის ლოცვებით ვლოცულობდი. ჩემთვის არავის უთქვია ეს რომ მეკეთებინა, მაგრამ მსურდა რომ ღვთის წინაშე პატიოსნად ვმდგარიყავი. იმის გამო რომ ცოდვილი ვიყავი, კიდევ უფრო მეტ გულრწფელ ლოცვებს აღვავლენდი. მაგრამ ამ ლოცვებმა ჩემი ცოდვები ვერ ამორეცხა. ყველაფერი რასაც მივაღწიე იყო ის რომ ღმერთს უბრალოდ ჩემს აზრებს და გულწრფელობას ვაჩვენებდი, მაგრამ ჩემი ცოდვები ისევ ჩემთან რჩებოდა. იმ დროიდან დავიწყე ღმერთის წინააღმდეგ საჩივრების მოტანა. მინდოდა სრულყოფილი გავმხდარიყავი მის თვალში, მაგრამ ასე უცებ ვერ ვიქნებოდი სრულყოფილი, ამიტომ ჩემი საჩივრები და ცოდვები გროვდებოდა.
ამ რელიგიური დაბნეულობის დროს მამაჩემმა ინსულტი გადაიტანა. სანამ გარდაიცვლებოდა, ის საოპერაციო ოთახებში და საავადმყოფოს საწოლებში 40 დღე იტანჯებოდა. მაგრამ მე ერთხელაც ვერ შევძელი მამაჩემისთვის ლოცვა. მე ცოდვილი ვიყავი, ამიტომ ვფიქრობდი რომ მამაჩემისთვის რომ მელოცა, მისი ტკივილი კიდევ უფრო გამწვავდებოდა.
რწმენის ნაკლებობის გამო ვიტანჯებოდი და მინდოდა ღმერთს რომ გავყოლოდი, მაგრამ არ შემეძლო, ამიტომ ჩემი ჩივილი გავაგრძელე და საბოლოოდ, ღმერთს საერთოდ განვშორდი. ასე დასრულდა ჩემი რელიგიური ცხოვრება. მეგონა, თუ ღმერთს ვირწმუნებდი, მისი სული ჩემში დაივანებდა და სიმშვიდეს მოვიპოვებდი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო უაზრო გახდა და შიშსა და დარდში ვატარებდი მას.
მაგრამ უფალს არ მივუტოვებივარ. მან მე ერთ მორწმუნეს შემახვედრა, რომელსაც ღვთის სიტყვის საშუალებით სულიწმიდა ნამდვილად გქონდა მიღებული. ამ ადამიანისგან გავიგე, რომ იესომ იოანეს მიერ ნათლობაში ჩვენი ცოდვები აიღო და რომ მათთვის ის ჯვარზე იქნა განკითხული. ამიტომ, ამ ქვეყნიერების ყველა ცოდვა, მათ შორის ჩემიც, ნაპატიები იყო. როდესაც ეს მოვისმინე და გავიგე, მივხვდი რომ ყველა ჩემი ცოდვა განწმენდილიყო.
ღმერთმა დამეხმარა მე ცოდვების მიტევების მიღებაში და სულიწმიდის კურთხევა და მშვიდი ცხოვრება მარგუნა. მან მე ჩუმად გზა გამიკვლია, სიკეთისა და ბოროტების ცხადი გაგება მომანიჭა და ამქვეყნიური ცდუნებების დასაძლევადაც ძალა მომცა. მან უპასუხა ჩემს ლოცვებს და დამეხმარა მართალი და ღირსი ცხოვრებით მეცხოვრა. მე ნამდვილად მადლობას ვუხდი ღმერთს სულიწმიდის მონიჭებისთვის.”
ყოველი ჩვენგანი უფლის მადლით არის ნაკურთხი და სულიწმიდის მიღების უნარი გააჩნია. მე ვმადლობ უფალს მისი ბრწყინვალე სახარებისთვის. ღმერთმა მართლები ასე გასაოცარი ბედნიერებით აკურთხა. მართალთა გულები მუდამ სიხარულითაა სავსე. უფალმა ჩვენ მარადიული ბედნიერება მოგვანიჭა. ჩვენ ვიცით რაოდენ ძვირფასია ღმერთის ხსნა, სიყვარული და წყალობა, და ამისთვის მადლიერნი ვართ. 
უფალმა ჩვენ ეს ბედნიერება ზეციური მშვენიერი სახარების მეშვეობით მოგვიტანა. ეს არის რაღაცა რისი შეძენაც შეუძლებელია ფულით. ღმერთმა ჩვენ სულიწმიდა და მშვენიერი სახარება გამოგვიგზავნ,ა რათა მოზეიმე მართლები გავეხადეთ. მშვენიერი სახარება არის ის რაც ჩვენს სიცოცხლეს კურთხევებით ავსებს. უფალმა მოგვცა მშვენიერი სახარება და მას უხარია ის რომ მართლები ამ კურთხეულ სიცოცხლით ნეტარებენ. 
როგორც ლუკას სახარებაში არის ჩაწერილი, ანგელოზმა თქვა, "ვინაიდან ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი”. მაშინ თქვა მარიამმა: "აჰა, უფლის მხევალი ვარ; დაე, მეყოს შენი სიტყვისამებრ”. და გაშორდა მას ანგელოზი" (ლუკა 1:37-38). იმ წუთასვე რაც მარიამმა ანგელოზის მიერ მოტანილ ღმერთის ბრწყინვალე სიტყვებს დაუჯერა, მასში იესო იქნა ჩასახული. ამის მსგავსადვე, მართლები თავიანთ გულებში მშვენიერ სახარებას ისახავენ.
"რადგან უღელი მისი ტანჯვისა, არგანი მისი მხრებისა და შოლტი მისი მჩაგვრელისა შენ შემუსრე, როგორც მიდიანის დღეს" (ესაია 9:4). ეშმაკმა ჩვენს ცხოვრებაში ყოველგვარი მწუხარება, სნეულება და ჩაგვრა გამოიწვია, და ჩვენ მეტად სუსტები ვართ მას რომ ჩვენით ვძლიოთ. მაგრამ ღმერთმა ჩვენ შეგვიყვარა, და ამიტომ იგი შეებრძოლა ეშმაკს და დაამარცხა იგი.
"რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ, ძე მოგვეცა; და იქნება მთავრობა მის მხრებზე; და უწოდებენ მას სახელად: საკვირველს, მრჩეველს, ძლიერ ღმერთს, საუკუნო მამას, მთავარს მშვიდობისა. რათა იზარდოს მთავრობამ და მშვიდობამ დაუსრულებლად, დავითის ტახტზე და მის სამეფოზე, რათა გაამყაროს და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან და უკუნისამდე. უფალ ცაბაოთის შური იქმს ამას" (ესაია 9:6-7).
ღმერთმა შეგვპირდა რომ ჩვენ, როგორც თავის შვილებს, იესოს მიერ მოტანილი მშვენიერი სახარების მეშვეობით განგვადიდებდა. მან თავისი დანაპირების შესაბამისად დაამარცხა სატანა და გაგვათავისუფლა მისი ძალაუფლებისგან.
უფალი მოვიდა დედამიწაზე და თავისი ძალით აღგვითქვა მთელი ცოდვის სიბნელის მოშორება. ამიტომ ჩვენ ჩვენს უფალსაც საკვირველს ვუწოდებთ. მან ჩვენთვის ბევრი გასაოცარი რამ მოიმოქმედა. ღმერთის ამქვეყნად კაცის ძის ფორმით მოსვლის გადაწყვეტილება იდუმალი საოცრება იყო. უფალი ამბობს, "მოდით და ვიკამათოთ, – ამბობს უფალი. – ყირმიზივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება, და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გათეთრდება" (ესაია 1:18).
უფალი შეგვპირდა, რომ ცოდვებისგან დაგვიხსნიდა და მარადიულ პატიებას მოგვცემდა. იესო მოიხსენიება როგორც საკვირველი, და, შესაბამისად, მან ჩვენთვის სასწაულებრივი საქმეები მოიმოქედა. ”და უწოდებენ მას სახელად: საკვირველს, მრჩეველს, ძლიერ ღმერთს.” ღმერთმა, როგორც ჩვენმა მრჩეველმა, მშვენიერი სახარებით ჩვენი ხსნა დაგეგმა და შეასრულა კიდევაც თავისი ჩანაფიქრი, რათა ჩვენი ცოდვებისგან მარადიული ხსნა მოენიჭებინა. 
ღვთის უგუნურება ადამიანზე უფრო ბრძენია. ეს იყო მისი სიბრძნე, რომ იესო იოანესთან მონათლულიყო და ჯვარზე მომკვდარიყო, რათა ყველა ჩვენი ცოდვისგან დავეხსენით. ეს არის საიდუმლოებით მოცული საქმე რომელიც მან ჩვენთვის გააკეთა, მაგრამ ეს არის ასევე სიყვარულის რჯული, რომელმაც ყველა ცოდვისგან გვიხსნა. სიყვარულის რჯული არის ჭეშმარიტების სახარება, რომელსაც წყლისა და მისი სისხლის საშუალებით სულიწმიდის მიღებასთან მივყავართ.
უფალი ამბობს ესაიას 53:10-ში: ”მაგრამ უფალმა ინება მისი შემუსვრა, მისი დასნეულება“. იესომ თავისი სიცოცხლე ცოდვის მსხვერპლად მოიტანა, რათა ღმერთი ნება შეესრულებინა. ღმერთმა სამყაროს ცოდვები თავის ძეს, იესო ქრისტეს დააკისრა, და ამ ცოდვებისთვის გნსასჯელად ჯვარცმის სატანჯველი გადაატანინა. ეს არის საოცარი სახარება, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ იხსნა კაცობრიობა მათი ცოდვებისგან. ქრისტემ ჩვენთვის თავისი სიცოცხლე გაიღო, ცოდვის საფასური დაფარა და ხსნით გვაკურთხა.
 

ღმერთის სამსხვერპლო სისტემა

რამდენი ცოდვა აიღო იესომ იოანეს ნათლობაში?
წარსულის, აწმყოს და მომავლის ცოდვები, ქვეყნის შექმნიდან და მის აღსასრულამდე

ბიბლია საუბრობს მსხვერპლშესაწირავზე რომელიც ადრე ყოველდღიური ცოდვების შესანდობად კეთდებოდა. ცოდვილს უმანკო ცხოველი უნდა მოეყვანა და მის თავზე ხელები დაესხა თავისი ცოდვების გადასაცემად. ამის შემდეგ მას უნდა დაეკლა ცხოველი და მისი სისხლი მღვდლისთვის გადაეცა. მღვდელი შემდეგ ამ პირუტყვის სისხლს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს რქებზე სცხებდა, დანარჩენს კი სამსხვერპლოს საფუძველთან აქცევდა.
ასეთი გზით პოულობდა ადამიანი ყოველდღიური ცოდვების შენდობას. ხელდადება იყო მეთოდი რომლის მეშვეობით ცოდვილს თავისი ცოდვების მსხვერპლზე გადატანა შეეძლო. ისინი ვისაც სამსხვერპლო სისტემის მიხედვით მოჰქონდათ შესაწირავი, თავიანთი ცოდვების პატიებას ღებულობდნენ. სამსხვერპლო სისტემა იყო ის გზა რომლითაც ადრე ჩვენი ცოდვების გამოსყიდვა ხდებოდა, სანამ იესო ქვეყნიერების ყველა ცოდვას წაიღებდა.
ღმერთმა აგრეთვე გამოსყიდვის დღე დააწესა იმისთვის რომ ისრაელის ხალხს მთელი წლის განმავლობაში ჩადენილი ცოდვების გამოსყიდვა შეძლო. მსხვერპლის მოტანა მეშვიდე თვის მეათე დღეს ხდებოდა. ღმერთმა აარონი, მღვდელმთავრი, დააყენა იმ პიროვნებად რომელსაც ისრაელიანთა ყველა ცოდვა სამსხვეპლო განტევების ვაცზე გადაჰქონდა. მთელი რიტუალი ღვთის გეგმის შესაბამისად ხორციელდებოდა. ცოდვების მიტევება მისი სიბრძნისა და კაცობრიობისადმი სიყვარულიდან გამომდინარეობდა. ამაში იყო მისი ძალა.
"სრულადდასაწველის საკურთხევლის რქები" მიუთითებენ "განკითხვის წიგნებს" (გამოცხადება 20:12), სადაც კაცობრიობის ცოდვები იწერებოდა. მიზეზი, რომლითაც მღვდელმა ცოდვის შესაწირავის სისხლს სრულადდასაწველის საკურთხევლის რქებზე სცხებდა, იყო განკითხვისს წიგნში ჩაწერილ პიროვნებათა სახელების და მათი დანაშაულების ამოშლა. სისხლი ყოველი ხორციელის სიცოცხლეს წარმოადგენს. მსხვერპლშეწირვას ისრაელიანთა ცოდვები მიჰქონდა და ცოდვის საფასურის დასაფარავად განტევების ვაცი იკვლებოდა. ამრიგად მათი ცოდვებისთვის განაჩენის მისაღწევად ღმერთი მათ სამსხვერპლო ცხოველს აკვლევინებდა. ეს იყო მისი სიბრძნისა და ჩვენს მიმართ სიყვარულის ნიშანი.
იესო ქრისტე ამ ქვეყნად მოვიდა როგორც ცოდვის შესაწირავი, ღვთის გეგმის შესასრულებლად. მან თავისი მსხვერპლით სამყაროს ცოდვები წაიღო. თუ ამ დაპირების სიტყვებს შევხედავთ, დავინახავთ: ”მაგრამ უფალმა ინება მისი შემუსვრა, მისი დასნეულება” (ესაია 53:10) ან, ”მან წაიღო ქვეყნიერების ცოდვა”(იოანე 1:29).
"რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი, მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი. განივრცობა მისი ხელმწიფება და არ ექნება დასასრული მის მშვიდობას დავითის ტახტსა და მის სამეფოზე, რათა განამტკიცოს იგი და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან უკუნისამდე; ცაბაოთ უფლის მოშურნეობა აღასრულებს ამას" (ესაია 9:6-7). 
ეს იდუმალი და საოცარი დაპირება იმაში მდგომარეობდა რომ იესოს უნდა განეხორციელებინა ღვთის ნება და სამყაროს ცოდვების აღებით ყველა მორწმუნისთვის მშვიდობა მოეტანა. ღმერთის ეს დანაპირები იყო სიყვარულის აღთქმა, რომლითაც მან მთელი კაცობრიობისთვის მშვიდობის მოპოვება დაგეგმა. ეს არის ის, რისი გაკეთება ღმერთმა შეგვპირდა და რაც მან კიდევაც აღასრულა.
მათეს 1:18-ში ნათქვამია: „იესო ქრისტეს შობა კი ამგვარად მოხდა: დედამისის, მარიამის იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე შეუღლდებოდნენ ისინი, აღმოჩნდა რომ ორსულად იყო სულიწმიდისგან.“ „იესო“ ნიშნავს მაცხოვარს, რომელიც თავის ხალხს ცოდვებისგან იხსნის. "ქრისტე" ნიშნავს ცხებულ მეფეს. იესოს, რომელიც არის მეფე, ცოდვები არ ჰქონია და ის არის ჩვენი მეფე და მაცხოვარი, რომელიც ქალწულისგან იშვა რათა თავისი ხალხი ცოდვებისგან გადაერჩინა.
"შობს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, ვინაიდან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან”. ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის პირით" (მათე 1:21-22).
 

იესომ თავის ნათლობაში ქვეყნიერების ყველა ცოდვა წაიღო

მათეს 3:13-16-ში დაწერილია, "მაშინ წამოვიდა იესო გალილეიდან იოანესთან იორდანეზე, რათა მის მიერ მონათლულიყო. ხოლო იოანე აკავებდა მას და ეუბნებოდა: „მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ასე იყოს ახლა, რადგან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.“ მაშინ მიუშვა იგი. ნათელი რომ იღო, იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან. და, აჰა, გაეხსნა მას ცანი და იხილა ღმერთის სული, მტრედივით გარდამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა".
ამ მონაკვეთში იოანე ნათლისმცემელი ჩნდება. რატომ უნდა მონათლულიყო იესო იოანეს მიერ? იესო უნდა მონათლულიყო რათა საკუთარ თავზე ქვეყნიერების მთელი ცოდვები აეღო, და შემდეგ, ღმერთის ნების შესაბამისად, მთლიანად ამოეშალა ისინი. 
"მის მხრებზე დაივანებს მმართველობა" (ესაია 9:6). აქ "მმართველობა" ნიშნავს იმას რომ იესო არის ის ვისაც როგორც ზეციურ უფალს და სამყაროს მეფეს, აქვს ავტორიტეტი და ძალაუფლება.
რომაელთა 1:17 ამბობს, "მასში ცხადდება ღვთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში".
 

ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა

"რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი, მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი" (ესაია 9:6). იესო არის ღმერთის ძე. იესო არის ქმნილების ღმერთი რომელმაც მთელი სამყარო შექმნა. ის არა მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთის ძეა, არამედ ასევე არის შემოქმედი და მშვიდობის მთავარი. იესო არის ღმერთი რომელმაც კაცობრიობას ბედნიერება მოუტანა.
იესო არის ჭეშმარიტების ღმერთი. მან მოგვაშორა ყველა ჩვენი ცოდვა, დაგვიხსნა და მოგვცა მშვიდობა. არსებობს კიდევ ცოდვა ამ ქვეყნად? არა, ცოდვა აღარ არსებობს. მიზეზი, რომლის გამოც ასე ჩვენ თამამად შეგვიძლია იმის თქმა რომ არავითარი ცოდვა აღარაა, არის ის, რომ ჩვენ გვწამს მშვენიერი სახარების, რომელიც ამბობს რომ იესომ თავისი ნათლობით და ჯვარზე სისხლით სამყაროს ყველა ცოდვა მოსპო. იესოს ჩვენ არ მოვუტყუებივართ. მან ჩვენი ცოდვის საზღაური თავისი ნათლობით და სისხლით დაფარა. მან ყველას, ვინც ეს ირწმუნა, უფლება მისცა მისი შვილი გამხდარიყო და ყველას მშვიდობა მოგვიტანა. მან ასევე საშუალება მოგვცა რომ როგორც მის განწმენდილ შვილებს რწმენით მარადისობაში გვეცხოვრა. მე ვადიდებ უფალს და მადლობას აღვუვლენ მას.
 
 
აჰა! უფლის კრავი რომელსაც მიაქვს ქვეყნიერების ცოდვა!

იოანეს 1:29 ამბობს, "მეორე დღეს იხილა მან მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა! უფლის კრავი რომელსაც მიაქვს ქვეყნიერების ცოდვა!" მას შემდეგ რაც მან თავისი ნათლობით მსოფლიოს ყველა ცოდვა აიღო, იესო ქრისტე ისევ გამოჩნდა იოანე ნათლისმცემლის წინაშე. იოანე ნათლისმცემელმა დაამოწმა იესოზე და თქვა, "აჰა! უფლის კრავი რომელსაც მიაქვს ქვეყნიერების ცოდვა!" მან კიდევ ერთხელ დაამოწმა იოანეს 1:35-36-ში, "მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი. და დაინახა მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ღმერთის კრავი.“
იესო იყო მესია, რომელიც ღმერთის კრავის სახით მოვიდა, ძველ აღთქმაში მოცემულ ღვთის დანაპირების თანახმად. მესია იესო ქრისტე მოვიდა ჩვენთან როგორც საკვირველი, მრჩეველი და ძლიერი ღმერთი, და მოინათლა იმისთვის რომ ყველა ჩვენი ცოდვებისგან დავეხსენით. ჩვენ ვაჟი შეგვეძინა! მან იოანესგან მიღებული ნათლობით მსოფლიოს ყველა ცოდვა იტვირთა, ამ ცოდვების საზღაური გადაიხადა და გახდა მშვიდობის მთავარი, რომელიც ჩვენ მშვიდობას და ყველა ცოდვის მიტევებას გვაძლევს. „აჰა! უფლის კრავი რომელსაც მიაქვს ქვეყნიერების ცოდვა!”
ერთ დროს ადამიანებს სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა თავისი ცოდვებისთვის სიკვდილისა. მათ თავიანთი ცოდვილი ბუნების გამო ურიცხვი ცოდვის ჩადენა და საბოლოოდ ჯოჯოხეთში მოხვედრა ეწერათ. ისინი ბედკრულ ცხოვრებას ატარებდნენ; მათი უსუსურების გამო არც ერთ მათგანს არ შეეძლო ღვთის სასუფეველში შესვლა ან თუნდაც მასზე ოცნება.
იესო ქრისტემ, რომელიც ჩვენი ღმერთია, ყველა მათი ცოდვა იტვირთა, როცა იოანეს მიერ იორდანეს მდინარეზე მოინათლა და შემდეგ მათი უკეთურებების გამო ჯვარცმის სამსჯავრო მიიღო. თავის სიკვდილის პირზე ქრისტემ თქვა, "აღსრულდა!" (იოანე 19:30). ეს იყო იესოს მოწმობის შეძახილი იმაზე რომ მან მთელი კაცობრიობა მათი ცოდვებისგან და სიკვდილისგან გადაარჩინა, და რომ მან სრულიად იხსნა ყველა ვინც ირწმუნა მშვენიერი სახარება. 
"აჰა! ულის კრავი რომელსაც მიაქვს ქვეყნიერების ცოდვა!" იცით თუ არა, სად არის ქვეყნიერების ყველა ცოდვა? ისინი იესის სხეულზეა. სად არის ყველა ცოდვა და დანაშაული, რომლებსაც ამ ქვეყნად დამონებული ვყევართ? ისინი ყველა იესო ქრისტეზე გადავიდა. სადაა ყველა ჩვენი ცოდვა? ის იმის სხეულზეა, ვის მხრებზეც მმართველობაა დავანებული, ისინი ყოვლისშემძლე ღმერთის სხეულზეა. 
 

ყველა ცოდვა, დაბადებიდან სიკვდილამდე!

ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცოდავთ. ჩვენ დაბადების დღიდან 20 წლის ასაკამდე ვიდენთ ცოდვებს. სად წავიდა 20 წლის განმავლობაში ჩადენილი ყველა ცოდვა? ისინი იესო ქრისტეს სხეულს გადაეცა. ცოდვები, რომლებიც 21–დან 40 წლამდე ჩავიდინეთ, ასევე იესოზე გადავიდა. რამდენი წელიც არ უნდა იცხოვროს ადამიანმა, ყველა ცოდვა, რომელიც მან სიცოცხლის დასაწყისიდან მის დასასრულამდე ჩაიდინა, იესო ქრისტეზეა გადასული. კაცობრიობის მიერ ჩადენილი ყველა ცოდვა, ადამიდან დაწყებული და ამ დედამიწაზე უკანასკნელი პიროვნებით დამთავრებული, იესოზე გადავიდა. ჩვენი შვილების და შვილიშვილების ცოდვებიც კი არის უკვე იესოზე გადასული. ყველა ცოდვა გადაეცა იესოს იმ მომენტში, როცა ის მოინათლა.
კიდევ არსებობს ამ ქვეყანაზე ცოდვები? არა. არც ერთი არაა დარჩენილი. მსოფლიოში ცოდვა აღარ დარჩა, რადგან ჩვენ გვწამს მშვენიერი სახარების, რომელიც იესო ქრისტემ მოგვცა. გაქვთ ცოდვა გულში? არა. ამინ! ჩვენ გვჯერა მშვენიერი სახარების, რომელშიც ნათქვამია, რომ იესო ქრისტემ ყველა ცოდვისგან გადაგვარჩინა. ჩვენ ვადიდებთ ყოვლისშემძლე იესოს ამ გასაოცარი საქმის განხორციელებისთვის.
იესო ქრისტემ ჩვენი დაკარგული სიცოცხლე აღადგინა. ახლა ჩვენ გვწამს მშვენიერი სახარების, რათა შევძლოთ ღმერთთან ერთად ცხოვრება. იმათაც კი, ვინც ადრე ღვთის მტრები იყვნენ - ცოდვილებს, რომლებსაც სხვა გზა არ რჩებოდათ გარდა ტყეების სიბნელეში დამალვისა, - ახლა მშვენიერი სახარების რწმენით თავიანთი ცოდვებისგან ხსნის მიღება შეუძლიათ.
მშვენიერი სახარება გვასწავლის, რომ უფალმა ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა როდესაც იოანესთან მოინათლა, იქნა ჯვარცმული და მკვდრეთით აღდგა. იესოს სახარების რწმენით ჩვენ ღმერთის განწმენდილი შვილები გავხდით. იესომ საკუთარი სხეული ცოდვის მსხვერპლშესაწირად მოიტანა. მან, ყოვლისშემძლე ღმერთის ძემ, რომელსაც ამ ქვეყნად არასოდეს არც ერთი ცოდვა არ ჩაუდენია, იტვირთა სამყაროს ყველა ცოდვა და იხსნა ყველა, ვისაც მისი სწამს. ესაიას 53: 5-ში ნათქვამია: ”მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი - ჩვენი ურჯულოების გამო.”
იესომ წაიღო სამყაროს ყველა ცოდვა, მათ შორის თავდაპირველი და არსებული ცოდვები, და არც ერთი დანაშაული არ გამორჩენია. მან ცოდვის საფასური ჯვარზე სიკვდილით გადაიხადა და ამით ყველა ცოდვისგან გვიხსნა. იესომ ამ მშვენიერი სახარების მეშვეობით მსოფლიოს ყველა ცოდვა ამორეცხა. იესოს მეშცვეობით ჩვენ ახალი სიცოცხლე ვპოვეთ. ისინი ვისაც ამ მშვენიერი სახარების სწამთ, აღარ არიან სულიერად მკვდრები. ახლა ჩვენ გვაქვს ახალი და მარადიული სიცოცხლე, რადგან იესომ ჩვენი ცოდვის მთელი საზღაური გადაიხადა. იესო ქრისტეს მშვენიერი სახარების რწმენით ჩვენ ღვთის შვილები გავხდით.
გწამთ რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა? გწამთ ასევე რომ ის თქვენი მაცხოვარია? დიახ, მწამს. იესო ქრისტე არის ჩვენთვის სიცოცხლე. მისი საშუალებით ჩვენ ახალი სიცოცხლე ვიპოვეთ. ჩვენს ცოდვებსა და დანაშაულთა გამო ჩვენ სიკვდილი გვიწევდა. მაგრამ იესომ ცოდვის საზღაური თავისი ნათლობით და ჯვარზე სიკვდილით გადაიხადა. მან გვიხსნა ცოდვის მონობისგან, სიკვდილის ძალასა და სატანის ბორკილებისგან.
უფალი არის ღმერთი, რომელმაც გვიხსნა ჩვენი ცოდვებისგან და გახდა ყველა იესოს მორწმუნის მხსნელი. როდესაც ებრაელთა 10: 10-12, 14 და 18 ვუყურებთ, ვხედავთ, რომ უფალმა დაგვწმინდა ისე, რომ აღარ დარჩა ცოდვათა მიტევების მიღების არანაირი საჭიროება. ჩვენ ღვთის სასუფეველში იესოს რწმენით შევდივართ. ჩვენს ცოდვათა და დანაშაულათა გამო სიკვდილი გვეწერა, მაგრამ ახლა, იესოს ნათლობისა და სისხლის რწმენით, შეგვიძლია სასუფეველში შესვლა და მარადიული სიცოცხლით ნეტარება.
"კეთილი მწყემსი თავის სიცოცხლეს დებს ცხვრისთვის" (იოანე 10:11). ჩვენი უფალი ამქვეყნად იმისთვის მოვიდა რომ ჩვენი ცოდვებისგან მისი ნათლობით, ჯვარზე სიკვდილით და მკვდრეთით აღდგომით გადავერჩინეთ. ის ასევე სულიწმიდის ბინადრობას აძლევს მათ, ვისაც ამ ჭეშმარიტების რწმენით ცოდვების მიტევება აქვთ მიღებული. გმადლობთ შენ, უფალო! შენი სახარება არის მშვენიერი სახარება, რომელიც მორწმუნეებს სულიწმიდის ბინადრობას აძლევს. ალილუია! მე ვადიდებ უფალს.