• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 8: სულიწმიდა

[8-8] ვისგან მოედინება სულიწმიდის ცოცხალი წყლის მდინარეები? (იოანე 7:37-38)

ვისგან მოედინება სულიწმიდის ცოცხალი წყლის მდინარეები?(იოანე 7:37-38)
"დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა: „ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას; ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდენენ ცოცხალი წყლის მდინარეები.“
 

ვისა შეუძლია შესვას სულიწმიდის ცოცხალი წყალი?
მათ ვისაც იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის მშვენიერო სახარების სწამთ

სულიწმიდის ცოცხალი წყალი იმათ წიაღიდან მოედინება, ვისაც მშვენიერი სახარების სჯერა. იოანეს 7:38-ში ნათქვამია: „ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდენენ ცოცხალი წყლის მდინარეები.“ ეს ნიშნავს, რომ არსებობს ჭეშმარიტი ხსნა და ცოდვების მიტევება მათთვის, ვისაც სწამს ღვთის მეირ მოცემული მშვენიერი სახარების.
რა შემთხვევაში ხდება სულიწმიდის ბინადრობა? სულიწმიდის ბინადრობის მიღწევა შეიძლება მაშინ, როცა ადამიანი ისმენს და იჯერებს ჭეშმარიტ სახარებას, რომელიც ამბობს რომ იესო ქრისტემ იოანესგან მიღებული ნათლობით სამყაროს ყველა ცოდვა წაიღო. ამის შემდეგ ადამიანი შეძლებს სულიწმიდის ცოცხალი წყლის შესმას. მათ, ვისაც მშვენიერი სახარების სწამთ, აქვთ სულიწმიდის ბინადრობა და გააჩნიათ სულიერი ცოცხალი წყლის განცდა, რომელიც მათ გამშრალ გულებს ახლად აწყურებას და ატენიანებს, ყოველთვის როდესაც ისინი ღვთის სიტყვებს ქადაგებენ ან ისმენენ.
სულიწმიდის ცოცხალი წყალი იმათ გულიდან მოედინება, ვისაც წყლისა და სულის სახარების სჯერა, რომელიც ამბობს, რომ უფალი ამქვეყნად მოვიდა ყველა ცოდვილის მათი ცოდვებისაგან გადასარჩენად. სულიწმიდა არის ჭეშმარიტება, რომლის განცალკევება წყლისა და სულის სახარებისგან არ შეიძლება, და ის ცხოვრობს მათში ვისაც ღვთის სიტყვები სწამთ.
ყველა ვისაც სულიწმიდის ცოცხალი წყლის შესმა სურს, იესოს ნათლობის მშვენიერი სახარების და ჯვარზე მისი სისხლის რწმენით ყველა ცოდვის მიტევება უნდა მიიღოს. სულიწმიდის ეს ცოცხალი წყალი იმათ გულებშია, ვისაც ღვთის სიტყვების სჯერათ. ადამიანებს, რომლებმაც ირწმუნეს წყლისა და სულის სახარება, აქვთ სულიწმიდის ცოცხალი წყალი, რომელიც მათი გულებიდან მდინარესავით მოედინება. ამ წუთასაც კი სულიწმიდის ცოცხალი წყალი ნაკადულივით ჩქეფს მათ გულებში, ვინც იესო ქრისტეს ნათლობის მშვენიერი სახარების და ჯვარზე მისი სისხლის რწმენით თავიანთი ცოდვების მიტევება მიიღეს.
ამავე დროს, სულიწმიდის ცოცხალი წყლის ერთი წვეთიც კი არ ვარდება იმათ გულებიდან, ვისაც ამ მშვენიერი სახარების ჭეშმარიტების არ სწამთ. სანამ არ ვირწმუნე და არ ვაღიარე წყლისა და სულის სახარება, ჩემი გულიდან სულიერი ცოცხალი წყლის ერთი წვეთიც კი არ გამოსულა. იმ დროს, მიუხედავად იმისა რომ იესო ქრისტესი მხურვალედ მწამდა, არც კი გამეგებოდა სულიწმიდის ცოცხალი წყლის მნიშვნელობა, რადგან გულში სულიწმიდა არ მქონდა. მაგრამ ახლა მე მაქვს წყლისა და სულის მშვენიერი სახარება და სულიწმიდის ცოცხალი წყალი თავისუფლად მოედინება ჩემი გულიდან.
ახლა სულიწმიდის ცოცხალი წყალი იღვრება ჩემი და მათი გულებიდან, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და მისი სჯერა. ასევე, იესოს სიტყვებოს შესაბამისად, "ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას", სულიწმიდის ცოცხალი წყალი სხვა ადამიანებსაც აღადგენს ხელახლა შობილი ქრისტიანების საშუალებით, რომელთაც წყლისა და სულის მშვენიერი სახარების სწამთ.
ცოცხალი წყალი ამ წუთასაც ჩემი გულიდან წყლისა და სულის მშვენიერი სახარების რწმენასთან ერთად მოედინება და სხვებსაც მისგან შესმის საშუალებას აძლევს. ღმერთი ჩემი გულიდან სულიწმიდის ცოცხალ წყალს მდინარესავით ადინებს. ეს არის ის რაც მხოლოდ სულიწმიდის ბინადრობის მქონე ადამიანებს აქვთ გამოცდილი.
ისევე როგორც გამოცხადების წიგნში წერია რომ არავინ იცის მისი ახალი სახელი გარდა მათი, ვინც ის მიიღო, სულიწმიდის და ცოცხალი წყლის ბინადრობაც არის საიდუმლოება, რომელიც მხოლოდ მათთვის არის ცნობილი, ვინც წყლისა და სულის მშვენიერი სახარება იცის და მისი სწამს. ამიტომ უნდა იცოდეთ sვისში ბინადრობს სულიწმიდა. უნდა იცოდეთ რომ სულიწმიდის ბინადრობა მხოლოდ მათ ეძლევათ, ვისაც იესოს სახარების სწამთ.
 
 

ადრე მე მხოლოდ ჯვრის სისხლის მჯეროდა


მიუხედავად იმისა, რომ იესოს ჯვრის სისხლის ათი წლის განმავლობაში მწამდა, გულში მაინც ცოდვა მქონდა. იმ დროს მე მქონდა რწმენა, რომელიც ასწავლიდა რომ ჩემი ცოდვები მხოლოდ იესოს სისხლით იყო ნაპატიები. ამასთან, ამგვარი რწმენის მიერ მე ვერც ცოდვის სრულყოფილი პატიება მივიღე და ვერც სულიწმიდის ბინადრობა, და ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ დაბნეულობა და სიცარიელე იყო. ერთადერთი ნიშანი, რომელიც ჩემი მხრიდან იესოს რწმენას მიუთითებდა იყო ის ფაქტი, რომ მე ეკლესიაში დავდიოდი.
სწორედ მაშინ იყო როცა დავიწყე ჩემი რწმენის გადახედვა. ‘მართლა მივიღე სულიწმიდა?’ როდესაც პირველად ვირწმუნე იესო, გული მისდამი სიყვარულით მქონდა სავსე და ენების ნიჭიც კი გამიჩნდა. მაგრამ რა მომივიდა? მივხვდი, რომ ეს მწვავე გრძნობების გამოცდილება არ იყო სულიწმიდის ბინადრობის ნიშანი და რომ მე საერთოდ არ მიმიღია სულიწმიდა. მე მწამდა იესოსი, მაგრამ სულიწმიდა და სულიწმიდის ცოცხალი წყალი არი იყო ჩემს გულში.
ნამდვილად მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, იყო ჩემი გული ცხელი თუ ცივი, ვინაიდან ჩემი რწმენა [4]კალვინიზმის სწავლებას ეყრდნობოდა. კითხვები, რომლებზეც ნამდვილად უნდა გამეცა პასუხი იყო შემდეგი:
(1) ცხოვრობს ჩემში სულიწმიდა? - არა. არ ვარ დარწმუნებული რომ ის ჩემშია. 
(2) არის ჩემში ცოდვა? - `ხო, არის`. - მაშინ ჩემში ნამდვილად იყო ცოდვა, მიუხედავად იმისა, რომ იესოს ჯვრის სისხლის მწამდა. გულში ისევ ცოდვა მქონდა, მიუხედავად იმისა რომ მწამდა იესო და ყოველდღე მონანიების ლოცვებს ვამბობდი. რამდენიც არ ვცადე, ჩემს გულში არსებული ცოდვა ბოლომდე არასდროს არ გამქრალა.
 
4. ჯონ კალვინის მიერ ინიცირებული ქრისტიანული ინტერპრეტაციის სისტემა. იგი ხაზს უსვამს ბედისწერას და ხსნას. კალვინიზმის ხუთი პუნქტი შემუშავდა არმინიანთა პოზიციის საპასუხოდ.
 კალვინიზმი ასწავლის: 1) სრულ ცოდვიანობას: რომ ადამიანი თავისი არსების ყველა ნაწილში ცოდვითაა შემუსვრილი: სხეულში, სულში, გონებაში და ემოციებში, 2) დაუმსახურებელ მადლს: რომ ღმერთის წყალობა ადამიანის მიმართ მთლიანად ღმერთის თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული და არაფერი აქვს საერთო ადამიანთან. ეს წყალობა სრულიად დაუმსახურებელია ადამიანის მიერ, 3) შეზღუდულ გამოსყიდვას: რომ ქრისტეს არ უტვირთია ყველა ადამიანის ცოდვა ვინც ოდესმე ცხოვრობდა, არამედ მხოლოდ იმათი ცოდვები ვინც ხსნისთვის იყო არჩეული, 4) უცილობელ წყალობას: რომ ღმერთის მიერ ვინმეს მიმართ ხსნის მოწოდებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია, 5) წმინდანთა მოთმინებას: რომ შეუძლებელია ხსნის დაკარგვა. მაგრამ თქვენ ცხადად შეგიძლიათ დაინახოთ მისი სწავლების განსხვავება წყლისა და სულის სახარებისგან, განსაკუთრებით შეზღუდული გამოსყიდვის დოქტრინასთან დაკავშირებით.

‘როგორ მივიღო სულიწმიდის ბინადრობა?’ ‘როგორ ამოვრეცხო ცოდვა ჩემი გულიდან?’ ეს იყო ორი შემაწუხებელი პრობლემა, რომელიც გონებაში მეჯდა, მას შემდეგაც კი, რაც იესო ვირწმუნე. იესოს რწმენის მიღების შემდეგ მე ენებზეც ვლაპარაკობდი და მჯეროდა რომ ჩემი ცოდვები იესოს სისხლის რწმენის წყალობით იყო განწმენდილი.
რაც დრო გადიოდა, გულში სულ უფრო მეტი ცოდვა მიგროვდებოდა. მე ცოდვით ვიყავი სავსე. მონანიების ან მარხვის ლოცვებს არ შეეძლო ჩემს გულში არსებული ცოდვების ჩამორეცხვა, სანამ მხოლოდ იესოს სისხლს ვეყრდნობოდი. მე დიდხანს ვიტანჯებოდი ჩემი არსებული ცოდვების გამო. რაც უფრო ვდარდობდი, მით უფრო მხურვალედ ვუქადაგებდი სხვებს იესოს შესახებ. ეკლესიაში კიდევ უფრო რეგულარულად დავიწყე სიარული და მხოლოდ მის სისხლზე დაყრდნობოთ, იესოს მსახურებას მთლიანად მივუძღვენი თავი.
მაგრამ რაც დრო გადიოდა, ჩემს გულში არსებული ცოდვები მაბრკოლებდა ჭეშმარიტი რწმენის მიღებისგან. იესოსადმი რწმენა სულ უფრო ძნელი ხდებოდა, ვიდრე ოდესმე ადრე. ვეცადე კიდევ უფრო მეტად იესოს სისხლს დავყრდნობოდი და მაქსიმალურად გამეზარდა ღმერთისთვის მიძღვნა. მიუხედავად ამისა, გულში არსებული სიცარიელე კიდევ უფრო ფართოვდებოდა. ამგვარმა რწმენამ ჩემში გამოფიტვა და ლეთარგიული გრძნობები გამოიწვია და თვალთმაქც ქრისტიანად ვიქეცი, რომელიც მხოლოდ გარეგნულზე ზრუნავდა. ჩემს თავს ვეუბნებოდი: ‘იესოს რწმენა ყველასთვის ასეა, ეს მხოლოდ მე არ მემართება!’ ვცდილობდი იმის უარყოფას, რომ ჩემი რწმენა მცდარი იყო. ამასთან, იესოს სისხლს და მონანიების ლოცვებს მაინც არ შეეძლო ჩემი ყველა არსებული ცოდვის განბანა.
მაშინ რა რწმენით შეიძლებოდა ჩემი არსებული ცოდვების განწმენდა? ჩემი არსებული ცოდვების მოშორება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმის რწმენით რომ ყველა ჩემი ცოდვა იესოს მისი იორდანეში მონათვლი დროს გადაეცა. ეს მათეს 3:13-17-შია დაწერილი. მაშინ რატომ არ იქნა ჩამორეცხილი ჩემი არსებული ცოდვები იესოს სისხლით? მე არ ვიცოდი და არ მწამდა მშვენიერი სახარების, რომელიც იოანეს მიერ იესოს ნათლობის მნიშვნელობას შეიცავდა!
ნიშნავს ეს იმას, რომ სამყაროს ყველა ცოდვა იესოს ნათლობთ იყო ჩამორეცხილი? დიახ, ეს ასეა. ამაზე მოწმობს ბიბლია: "ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში“ (იოანე 3:3-5). იესო ამქვეყნად მოვიდა და იოანეს მიერ ნათლობით სამყაროს ყველა ცოდვა აიღო.
მე ამაში ჯერ კიდევ ეჭვი მეპარებოდა და ამის გასარკვევად ძველი და ახალი აღთქმის შედარება დავიწყე. შედეგი იყო ის, რომ აღმოვაჩინე რომ ეს ნამდვილად ასე იყო. მსოფლიოს ყველა ცოდვა იესოზე მის ნათლობის მომოენტში გადავიდა, და ჩემი ყველა ცოდვაც იმ დროს მას გადაეცა. მე განვიწმინდე ამ სიტყვების რწმენის შედეგად. მივხვდი, რომ ეს იყო ჭეშმარიტების სიტყვა, როგორც ის ბიბლიაშია ჩაწერილი, და რომ ეს იყო მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი სახარება.
გარდა ამისა, მივხვდი რატომ არ მიქრებოდა ცოდვები მხოლოდ იესოს სისხლისადმი რწმენით. მიზეზი იყო ის, რომ მე არ შემეძლო იესოსთვის ჩემი რეალური ცოდვების გადაცემა, სანამ არ ვიცოდი მისი მდინარე იორდანეში ნათლობის ჭეშმარიტება. როგორც იქნა, სიმართლეს მივაგენი. გავიგე, რომ იესო ამქვეყნად ჩემთვის მოვიდა და რომ მან თავისი ნათლობით მსოფლიოს ყველა ცოდვა იტვირთა და შემდეგ ჯვარცმულ იქნა, რათა სამყაროს ყველა ცოდვისგან დავეხსენით. მე ასევე გავიგე და ვირწმუნე ჭეშმარიტება, რომ იესოს ნათლობის და ჯვარზე მისი სისხლის მიზანი იყო მსოფლიოს ყველა ცოდვის ამოშლა. ახლა ვარ მართალი, იესოს მიერ მოცემული მშვენიერი სახარებისადმი რწმენის წყალობით, რადგან ყველა ჩემი ცოდვა მიტევებულია.
ეს არ იყო ეკლესიის დოქტრინები, რამაც ჩემი ცოდვები გააქრო, ეს გააკეთა იესოს ნათლობამ და მისი ჯვრის სისხლმა. ეს ჭეშმარიტება მშვენიერ სახარებაშია. მე გადავრჩი ყველა ჩემი ცოდვისგან და მართალი გავხდი არა მხოლოდ iესოს სისხლის რწმენით, არამედ იმის რწმენით რომ ჩემი ხსნა იესოს ნათლობასა და მისი ჯვრის სისხლში მდგომარეობდა. 
კიდევ ერთი რამ, რის გამოც მადლიერი უნდა ვიყო, არის ის, რომ ღვთის სულიწმიდამ დაივანა ჩემზე მას შემდეგ, რაც მშვენიერი სახარების რწმენა დავიწყე. ახლა სულიწმიდა მკვიდრობს ჩემში, იოანეს მიერ იესოს ნათლობის და ჯვარზე მისი სისხლის სიტყვით.
მადლობას ვუხდი უფალს, რომელმაც მომცა ეს მშვენიერი სახარება და რომელმაც ნება მიბოძა იგივე რწმენა მექადაგა რაც იესოს მოციქულებს ჰქონდათ. ღმერთმა მარგუნა სულიწმიდა, თუმცა ერთადერთი რამ რაც გავაკეთე, იყო მშვენიერი სახარების რწმენა. ახლა მე შემიძლია ღირსეულად და დარწმუნებით მივაწოდო ეს უწყება მსოფლიოს ყველა ხალხს. დანამდვილებით შემიძლია ვუთხრა მათ, რომ მხოლოდ იესოს სისხლის რწმენა არ გააქრობს მათ ყველა ცოდვებს!
მაგრამ მე მათთვის იმის თქმა შემიძლია რომ ყველა მათი ცოდვა აუცილებლად ამოირეცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირწმუნებენ მშვენიერ სახარებას, რომელიც მოგვითხრობს იოანეს მიერ იესოს ნათლობაზე და მისი ჯვრის სისხლზე. მე სულაც არ მრცხვენია ამ მშვენიერი სახარების ღვთის წინაშე ქადაგების. ახლა მე შემიძლია მსოფლიოს ყველა ხალხს წყლისა და სულის ხელახლა შობის ეს მშვენიერი სახარება ღირსეულად ვუქადაგო. მე მადლობას ვუხდი უფალს, რომელმაც წყლისა და სულის სახარების მეშვეობით ნება მიბოძა სულიწმიდის ცოცხალი წყალი შემესვა.
 
 

კლინიკურმა ცდებმა აჩვენა რომ ჭეშმარიტი სახარება არის მხოლოდ წყლისა და სულის სახარება


ნამდვილად მიიღეთ ცოდვების მიტევება და სულიწმიდის ბინადრობა? როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, ჭეშმარიტია თუ არა სახარება? ერთხელ მე ჩავატარე ცდები იმ ადამიანებზე, რომელთაც იესოს მიერ მოცემული მშვეინიერი სახარების უნდა ერწმუნათ. ერთ პიროვნებას მე მხოლოდ იესო ქრისტეს ჯვრის სისხლის შესახებ ვუქადაგე. მე ასევე ვუთხარი მას რომ იესო ქრისტეში ცოდვა არ იყო. მეორე ადამიანს მე იოანეს მიერ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის მშვენიერი სახარება ვუქადაგე. შედეგი იყო ის, რომ პიროვნბამ რომელმაც ცოდვათა მიტევება მხოლოდ იესოს სისხლის რწმენით მიიღო, თქვა, რომ მას გამუდმებით უნდა მოენანიებინა თავისი არსებული ცოდვები. მაგრამ იმან ვინც იესოს ნათლობისა და სისხლის მშვენიერი სახარება ირწმუნა, თქვა, რომ ის ახლა სრულყოფილად უცოდველი ადამიანი გახდა.
მან თქვა, რომ გულში ცოდვა აღარ ჰქონდა, რადგან სწამდა იმ ჭეშმარიტების რომ იესომ ყველა მისი ცოდვა აიღო და მათ გამო განიკითხა. მან შეძლო ღვთისგან სულიწმიდის მიღება რადგან სწამდა მშვენიერი სახარების, რომელშიც ნათქვამია, რომ იოანეს მიერ იესოს ნათლობამ სამყაროს ყველა ცოდვა ამოშალა.
იმის მიზეზი რომ ამ პიროვნებამ შეძლო იმის თქმა რომ მას გულში ცოდვა აღარ ჰქონდა იყო ის, რომ მან მშვენიერი სახარების რწმენით თავის გულში სულიწმიდა მიიღო. სულიწმიდამ მას მისცა დარწმუნება რომ მას გულში ცოდვა აღარ ჰქონდა. ღმერთი აძლევს სულიწმიდის ბინადრობას ყველას, ვისაც იოანეს მიერ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის სწამს. ვისში ბინადრობს სულიწმიდა? სულიწმიდა საჩუქრად მიეცემა მათ, ვისაც სწამს იოანეს მიერ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის მშვენიერი სახარება.
სულთმოფენობის დღეს მხოლოდ გარეგნული ფენომენების ხილვამ მრავალი ადამიანი სულიწმიდის მიღების ჭეშმარიტების თაობაზე შეცდომაში შეიყვანა და მშვენიერი სახარება გვერდზე გადაადებინა. ბევრს ჰგონია, რომ თუ სასოწარკვეთით ილოცებენ და მოიძიებენ სულიწმიდას, ისინი ამით სულიწმიდის ბინადრობის მიღებას შეძლებენ. დიდი ხნის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს ოდნავი წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ იმ ჭეშმარიტების შესახებ, რომელიც ამბობს რომ სულიწმიდის მიღება მხოლოდ იესოს ნათლობის და სისხლის მშვენიერი სახარების რწმენით არის შესაძლებელი. მაგრამ ახლა ღვთის მრავალი მსახური, რომლებმაც სულიწმიდის ბინადრობა წყლისა და სულის სახარების რწმენით მიიღეს, იმავე სულიწმიდის დახმარებით სახარებას ქადაგებს. ამის შედეგად, ბევრმა ადამიანმა მთელ მსოფლიოში შეძლო ამ მშვენიერი სახარების და სულიწმიდის ბინადრობის მიღება.
მათ, ვისაც სწამს ამ მშვენიერი სახარების, ღმერთი სულიწმიდის ბინადრობის საშუალებას ანიჭებს. ბიბლიაში ნათქვამია: ”იქნება უკანასკნელ დღეებში, – ამბობს ღმერთი, – გადმოვღვრი ჩემი სულისაგან ყველა ხორციელზე” (მოციქულთა საქმეები 2:17). ამასთან, უნდა იცოდეთ რომ სულიწმიდის ბინადრობის მიღების მცდელობა მშვენიერი სახარების შემეცნების გარეშე, დიდი შეცდომაა. სულიწმიდის ბინადრობოს მიღების სხვა გზა არ არსებობს გარდა იოანეს მიერ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის რწმენით. 
ვინაიდან ღმერთი ამბობს, რომ ადამიანს ცათა სასუფეველში შესვლა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც იგი წყლისა და სულისგან ხელახლად იშვება, და მხოლოდ ხელახლაშობილებო ფლობენ სულიწმიდის ნიჭს, ეჭვგარეშეა, რომ ყველას სჭირდება სულიწმიდის ბინადრობა იმისათვის რომ ცათა სასუფეველში შევიდეს. როგორ შეიძლება იფიქროთ სულიწმიდის მიღებაზე ან სამოთხეში შესვლაზე, წყლისა და სულის მშვენიერი სახარების რწმენის გარეშე?
სასუფეველში მოსახვედრი სხვა გზა არ არსებობს გარდა მშვენიერი სახარების რწმენისა. სულიწმიდის მიღება თქვენ მხოლოდ იესოს ნათლობის და მისი სისხლის სახარების რწმენით შეგიძლიათ. ისევე როგორც ფულს ვიხდით, როდესაც ნივთებს ვყიდულობთ, სულიწმიდის ბინადრობასაც მაშინვე ვიღებთ, როცა მშვენიერი სახარების გვწამს.
მინდა გითხრათ, რომ თუ ნამდვილად გსურთ სულიწმიდის ბინადრობა, უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ და გწამდეთ წყლისა და სულის სახარება. მაშინ სულიწმიდის მიღების გამოცდილებაც გექნებათ. სულიწმიდის ბინადრობის მიღება თქვენ მხოლოდ წყლისა და სულის მშვენიერი სახარების რწმენით შეგიძლიათ. ღმერთს სურს თქვენთვის სულიწმიდის ბინადრობის მიცემა.
მე მწამს მშვენიერი სახარების და რაც დრო გადის, კიდევ უფრო ძლიერად ვგრძნობ რომ ეს მშვენიერი სახარება რომელიც ღმერთმა მომცა, არის ყველაზე შესანიშნავი და ძვირფასი რამ მსოფლიოში. მე ღმერთის მადლიერი ვარ. თქვენც ასე გრძნობთ? ჩვენ ვათვიცნობიერებთ, რომ ის ვინც სულიწმიდა მიიღო, უაღრესად იქნა ნაკურთხი ღმერთის მიერ. 
მე გაწვდით უწყებას იმის შესახებ თუ როგორ მიიღოთ სულიწმიდის ბინადრობა ამ ბრწყინვალე სახარების რწმენით. ადამიანებს შეუძლიათ გახდნენ სულიწმიდის ბინადრობის მიღების ღირსნი მხოლოდ წყლისა და სულის მიერ ხელახლა შობის კურთხეული მშვენიერი სახარების მიღებით.
იოანეს 7:38-ში იესომ თქვა: ”ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები.” ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებიც იესო ქსისტეს მიერ მოცემული ამ მშვენიერი სახარების რწმენით ყველა მათი ცოდვის მიტევებას ღებულობენ, სულიწმიდის ბინადრობა აქვთ. სულიწმიდის ცოცხალი წყალი მდინარესავით მოედინება მათ გულებიდან. ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ამ მშვენიერი სახარების, განიცდიან სულიერი ცოცხალი წყლების დინებას.
მიუხედავად იმისა, რომ მე ადრე იესოს მიძღვნილი მორწმუნე ვიყავი, სანამ ხელახლა არ ვიშვი წყლისა და სულის სახარებით, სულიწმიდის ცოცხალი წყალი არ მოედინებოდა ჩემი გულიდან. მაგრამ მას შემდეგ რაც ვირწმუნე წყლისა და სულის მშვენიერი სახარება, ცოცხალმა წყალმა თავისუფლად დაიწყო ჩემი გულიდან დინება, ზუსტად ისე როგორც ეს ბიბლიაში წერია. ამ წუთასაც კი სულიწმიდის ცოცხალი წყალი მიედინება წყლისა და სულის სახარებასთან ერთად, რომელიც ღმერთმა მომცა. სულიწმიდის ცოცხალი წყალი წლიდან წელიწადში უხვად მოედინება ჩემი გულიდან. მე დავიწყე მახარებლის საქმის კეთება, მშვენიერი სახარების ქადაგებით, მას შემდეგ რაც სულიწმიდის ბინადრობა მივიღე.
 
 

ჩემი რწმენის აღიარება მშვენირი სახარების და სულიწმიდის ბინადრობის რწმენის შემდეგ


ეს მოხდა შემოდგომის დადგომამდე, ჩემი ადრეული ოციანი წლების ასაკში. იმ შემოდგომამ განსაკუთრებით დამაფიქრა ჩემი სიკვდილის გარდაუვალობაზე. ჩემ ცხოვრებაში იმ წელს არეულობა, სიცარიელე და სიბნელე ჭარბობდა, ჩემს გულში არსებული ცოდვების გამო. მე არასწორი მიმართულებით მივდიოდი და წარმოდგენა არ მქონდა თუ რომელი გზა ამერჩია. ჩემი სხეული სნეულდებოდა და გულში სიცარიელე მეზრდებოდა.
ჩემი ცოდვების გამო სასოწარკვეთილებაში ვიყავი და ამ მდგომარეობის მიზეზიც ზუსტად არ გამეგებოდა. სხვა გზა არ მქონდა, გარდა იმისა რომ ჩემი ცხოვრების უეცარი დასრულების შემთხვევაში დავლოდებულიყავი ღმერთის განაჩენს და მისთვის ცოდვების შენდობა მეთხოვა. ”ოჰ, უფალო, სანამ მოვკვდები, შენდამი რწმენით ჩემი ცოდვების მიტევების მიღება მსურს. ასევე, გთხოვ, მომარჩინე ჩემი სხეულის ავადმყოფობისგან!" - ვლოცულობდი და ვლოცულობდი.
სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი სასომიხდილი გულის სიღრმიდან ახალი იმედის ამოფრქვევა. გული სავსე მქონდა ღმერთისადმი ლტოლვით და ცეცხლოვანი ბირთვივით ცხელი იყო. ეს არ იყო სასოწარკვეთა: ეს იყო ახალი იმედი, რომელიც მძვინვარე ცეცხლივით ელვარებდა ჩემს გულში. ამ დღიდან დავიწყე ახალი რელიგიური ცხოვრება, იმ რწმენით, რომ იესო ჯვარზე მოკვდა ჩემი თავის ცოდვებისგან გადასარჩენად.
ცოტა ხნის შემდეგ, ენებზე ლაპარაკის გამოცდილებაც მქონდა. მოგვიანებით, როცა ვფიქრობდი იესოს მიერ ჯვარზე დაღვრილ სისხლზე, მე ცრემლების ღვრას განვაგრძობდი. მადლიერი ვიყავი, რომ მან ჩემთვის ჯვარზე სისხლი დაღვარა.
ამ ინციდენტის შემდეგ მე ჩემი ძველი ცხოვრება მივატოვე და ახალი სამსახური ვიპოვე, რომელმაც საშუალება მომცა წმიდა კვირა რომ დამეცვა. ამ დროს ჩემი გული იესოს მიმართ სიყვარულით სავსე იყო და უსასრულო მადლიერებით ივსებოდა, ყოველთვის როცა ვგრძნობდი, რომ იესომ ჩემი თავის ცოდვებსგან გადასარჩენად ჯვარზე თავისი სისხლი გაიღო. ჩემმა რელიგიურმა სულისკვეთებამ ზრდა დაიწყო, მაგრამ ის მთლიანად მხოლოდ იესოს ჯვრის სისხლის სიტყვებზე იყო დაფუძნებული.
მაგრამ რაც დრო გადიოდა, ჩემი სისუსტეების და არსებული ცოდვების გამო ჩემი რელიგიური ცხოვრება ტანჯვით იქნა მოცული. ჩემი არსებული ცოდვები ბოლომდე არ იყო ამოშლილი, რადგან ჩემი რწმენა მხოლოდ იესოს ჯვრის სისხლში მდგომარეობდა. მაშინ ჩემი არსებული ცოდვების განწმენდა სინანულის ლოცვებით ვცადე. მაგრამ ლოცვებმა, რომლებსაც ღვთის მიტევების მიღწევის იმედით აღვავლენდი, მთლიანად ვერ ამორეცხეს ჩემში არსებული ცოდვები. ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა რომ ღმერთის რჯულის დაცვა არ შემეძლო. ჩემმა არსებულმა ცოდვებმა დაგროვება დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ მონანიების ლოცვებით ჩემი ცოდვები ბოლომდე ვერ განვწმინდე, სხვა გზა არ მქონდა, თუ არა ეს ლოცვები გამეგრძელებინა. მე მწამდა რომ ყოველ ჯერზე, როცა ვცოდავდი, შემეძლო სინანულის ლოცვებით და იესოს ჯვრის სისხლზე ფიქრით ამ ცოდვების მოშორება. რაც უფრო მეტს ვაგრძელებდი ჩემს რელიგიურ ცხოვრებას, მით უფრო მიგროვდებოდა არსებული ცოდვები ჩემს სისუსტეთა გამო. ამ ცოდვათა გამო ჩემი ტანჯვა კიდევ უფრო იზრდებოდა.
მე თანდათან ფარისეველი ქრისტიანი ვხდებოდი და ბოლოს დიაკვნადაც ვიყავი დანიშნული, მოგვიანებით კი მახარობლად, ჩემი ცოდვების ტვირთის მიუხედავად. ყოველთვის როდესაც ჩემი რეალური ცოდვების ტკივილს განვიცდიდი, სახარების საქადაგებლად გამოვდიოდი, იმ აზრით რომ ეს ჩემი სულის განწმენდის ერთადერთი გზა იყო. მაგრამ ჩემი არსებული ცოდვები არ ამოირეცხა ამგვარი, დოქტრინებზე და თავგანწირვაზე დაფუძნებული რწმენით.
ერთხელ სატანის მიერ შეპყრობის გამოცდილებაც კი მქონდა. მე მსჯავრში ჩავვარდი ჩემი არსებული ცოდვების გამო და ამ დანაშაულთა გამო უკვე სიკვდილიც კი მინდოდა. "შენ შესცოდე, ასე არ არის?" - სატანა განაგრძობდა ჩემი ცოდვების მეშვეობით ჩემს ბრალდებას და ტანჯვას.
ჩემი რწმენა ნგრევის პირას იყო მისული. მივხვდი, რომ მხოლოდ იესოს სისხლის რწმენისა და მონანიების ლოცვებით მე ვერ ვიშორებდი ჩემს არსებულ ცოდვებს და საბოლოოდ იმედგაცრუებულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
როდესაც სასულიერო სემინარიაში კალვინიზმს ვსწავლობდი, დავინტერესდი იოანეს მიერ იესოს ნათლობის მიზეზით. ბევრ პროფესორს ვკითხე თუ რატომ მოინათლა იესო ქრისტე იორდანეში იოანეს მიერ. მაგრამ მათი პასუხები იყო სტერეოტიპული, მაგალითად ისეთი როგორც: ის მოინათლა რომ თავისი მოკრძალება გამოეჩინა ან გამოეცხადებინა რომ იგი ღვთის ძე იყო. მაგრამ ასეთი პასუხები საკმარისი არ იყო ჩემი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.
 

იოანეს მიერ იესოს ნათლობის ჭეშმარიტებამ ჩემში მშვენიერი სახარეის ამოცნობა გამოიწვია 

სემინარიაში ყოფნის შემდეგ, ჩემი ცოდვები ისევ არ იყო განწმენდილი და მათი წონის ქვეშ კიდევ უფრო მეტად ვიტანჯებოდი ვიდრე ოდესმე. შემდეგ, ერთ დღეს მე მივხვდი თუ რატომ მოინათლა იესო და რატომ თქვა მან, რომ ამ საქმით მთელი სიმართლე აღსრულდებოდა. ეს იყო მშვენიერი სახარება, რომელიც ამბობდა რომ ყველა ჩემი ცოდვა იესოს მდინარე იორდანეში მისი ნათლობით გადაეცა. ღმერთმა ამ ჭეშმარიტების გაცნობიერებაში თავისი დაწერილი სიტყვით დამეხმარა.
ღვთის სიტყვის წაკითხვისა და გადაკითხვის შემდეგ, რომელშიც მშვენიერი სახარებაა ჩაწერილი, საბოლოოდ გავიგე სიმართლე რომ ყველა ჩემი ცოდვა იესოზე მის იოანეს მიერ ნათლობაში გადავიდა, რის შემდეგ ის მათთვის ჯვარზე იქნა განკითხული.
ეს იყო ის წუთი, როცა მივხვდი რომ სულიწმიდის ბინადრობა ნამდვილად მომეცა. გულში ყველა ცოდვა მთლიანად მომეტევა მას შემდეგ რაც გავიგე და ვირწმუნე ეს მშვენიერი სახარება. ცოდვები, რომლებმაც იმედგაცრუებაში და სასოწარკვეთაში ჩამაგდო, ამ მშვენიერი სახარების ძალით მთლიანად იქნა განბანილი. ცოდვები, რომლებიც არასოდეს მიქრებოდა ჩემი უსასრულო თავდადების და მონანიების ლოცვების მიუხედავად, ერთბაშად და მთლიანად გაქრა. მე ამისათვის გულწრფელად ვუმადლი უფალს.
მე ჭეშმარიტებას ვიძახი, როდესაც ვამბობ რომ სამყაროს ყველა ცოდვა ვერ იწმინდება მხოლოდ იესოს ჯვრის სისხლით. იოანეს მიერ იესოს ნათლობამ ცოდვების მიტევებაც გამოიწვია. ახლა ყველამ უნდა გაიგოს და დაიჯეროს რომ მათი ყველა ცოდვა ჩამოირეცხა წყლისა და სულის მშვენიერი სახარების წყალობით. ჩემი გულის სიღრმეში მე ახლა სულიწმიდის ბინადრობა მაქვს, რადგან მჯერა წყლისა და სულის მშვენიერი სახარების, და ღვთის მოწმობის სიტყვა, რომლითაც მან თავის ძეზე დაამოწმა, საკმარისი იყო ჩემი გულიდან ყველა ცოდვის განსადევნად. მშვენიერი სახარების რწმენის შედეგად სულიწმიდა ჩემზე მტრედივით დაეშვა.
ამ დღიდან მოყოლებული, სულიწმიდამ ჩემს გულში მოქმედება დაიწყო, რამაც საშუალება მომცა ჩემი სულიერი შრომა განმეხორციელებინა, ანუ, სხვა სიტყვებით, მშვენიერი სახარება მექადაგა. ახლა ჩემს გულში არავითარი ცოდვა აღარ არის. იოანეს მიერ იესოს ნათლობამ და მისმა ჯვრის სისხლმა დაამოწმეს ჩემი ცოდვების მიტევების შესახებ და მიმიყვანეს სულიწმიდის ბინადრობის მიღებასთან. ალილუია! მე ვადიდებ უფალს. სულიწმიდა მტრედივით ჩუმად დაეშვა ჩემზე და დაიწყო ჩემში ბინადრობა იმ დღიდან როცა ვირწმუნე წყლისა და სულის სახარება. მან დაიწყო მუშაობა ჩემს გულში ხან მტრედად, და ხან გავარვარებულ ბრძმედის ღუმელად.
ახლა თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ სულიწმიდის ბინადრობა, თუ მიიღებთ და დაიჯერებთ წყლისა და სულის მშვენიერ სახარებას. არ გსურთ მიიღოთ სულიწმიდა და ჩემთან ერთად განადიდოთ უფალი, წყლისა და სულის მშვენიერი სახარების რწმენით? არ გინდათ ჩემთან ერთად იმუშაოთ მთელ მსოფლიოში წყლისა და სულის მშვენიერი სახარების ქადაგებით?
წყლისა და სულის მშვენიერი სახარება განგწმენდთ თქვენ და სულიწმიდის ბინადრობას მოგანიჭებთ. ღვთის სიმართლე სახარებაში რწმენიდან რწმენაში ცხადდება. ამიტომ არის რომ სულიწმიდის ბინადრობა მხოლოდ წყლისა და სულის მშვენიერი სახარების რწმენის მეშვეობით გვეძლევა.
 

გასაოცარი საქმეები რომლებიც სულიწმიდამ ჩემთვის მოიმოქმედა 

მას შემდეგ რაც სულიწმიდის ბინადრობა მივიღე, ახალ ეკლესიაში დავიწყე შრომა, რათა მშვენიერი სახარება მექადაგა. სულიწმიდამ მშვენიერი სახარების ძლიერად ქადაგების უნარი მომანიჭა. 
ამ დროს მოხდა შემდეგი ინციდენტი. იმ ქალაქში სადაც მე ვცხოვრობდი მკერავი იყო, რომელიც უცხოელ მყიდველებთან საქმიანობდა. ეს ადამიანი დიაკვანი იყო. ერთხელ, როდესაც ვიღაცასთან ბიზნეს შეხვედრაზე მიდიოდა, ის ადგილობრივ სასტუმროსთან გაჩერდა, სადაც ჩვენი ვებ-გვერდი დაინახა. ჩვენმა მოპატიჟებამ იგი მიიზიდა და მან ჩემთან დაკავშირება სცადა. ის შემხვდა და მითხრა რომ დიდი ხნის განმავლობაში ცოდვაში ცხოვრობდა. წყლისა და სულის სახარებასთან დაკავშირებულ ხუთსაათიანი კონსულტაციის შემდეგ მან საბოლოოდ აღიარა ცოდვების მიტევების ჭეშმარიტება. იგი ხელახლა იშვა და იმავე დროს სულიწმიდის ბინადრობაც მიიღო.
აი კიდევ ერთი ამბავი რომელიც მოხდა როდესაც ეკლესიისთვის შენობას ვეძებდი. საკმაოდ მშვენიერი და ფართო შენობა ვნახე. მაგრამ იმ დროს ამ შენობის ჩვენს ეკლესიისათვის დასაქირავებლად საკმარისი თანხა არ გამაჩნდა. ჩემი შეფასებით შეუძლებელი იყო ამ შენობის ქირაობა, თანხების ნაკლებობის გამო. მაგრამ სულიწმიდამ გულში მითხრა: „განმტკიცდი და გაძლიერდი“. გასაკვირად, საბოლოო ჯამში მაინც შევძელი ამ ეკლესიის შენობის მოპოვება და სულიწმიდის დახმარებით ღმერთის საქმის შესრულება. იმ დროიდან სულიწმიდა მე წყლისა და სულის მშვენიერ სახარებას მაქადაგებინებდა. ჩემს გულში მცხოვრები სულიწმიდა ამ წუთასაც ჩემთან არის და შთამაგონებს რომ ეს მშვენიერი სახარება ყველას ვუქადაგო. და მე ვხედავ რომ ისინიც ვინც ამ მშვენიერ სახარებას ისმენენ და სწამთ, სულიწმიდის ბინადრობას ღებულობენ.
მე მადლობას ვუხდი სულიწმიდას, რომელმაც ამ მშვენიერი სახარების ქადაგების საშუალება მომცა. მე ვიცი რომ მთელი ჩემი სიცოცხლეც კი არ მეყოფოდა იმისთვის რომ დამეწერა ყველაფერი, რაც სულიწმიდამ ჩემთვის გააკეთა. სულიწმიდა მაძლევს საშუალებას ვიცხოვრო ამ ცოცხალი წყლით, რომელიც თავისუფლად მოედინება ჩემი გულიდან. მე მადლობას ვუხდი მას, ვინც ჩემში ცხოვრობს.
 

სულიწმიდამ დააფუძნა ეკლესია, რომელიც მასთან ერთად დადის წყლისა და სულის სახარებაში 

ერთხელ მე მშვენიერი სახარების საქადაგებლად ერთ უკაცრიელ ადგილას ვმოგზაურობდი. იმ დროს ღმერთმა ერთ პატარა ქალაქში მიმიყვანა სადაც შევხვდი ღმერთის მაძიებელ ადამიანთა მცირე ჯგუფს. ღმერთმა მიბიძგა მათთვის სახარება მექადაგა, რამაც მათში სულიწმიდის ბინადრობა გამოიწვია. მათ მიიღეს სულიწმიდა ამ დიდებული სახარების მოსმენით და მისი რწმენით. სულიწმიდამ შთააგონა ისინი ჩემი თანამშრომლები გამხდარიყვნენ და იმ დროიდან დაწყებული მე ამ მშვენიერ სახარებას მათთან ერთად მთელ მსოფლიოში ვქადაგებდი.
იმ დროს ისინი ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფს წარმოადგენდნენ და არ მიეკუთვნებოდნენ რაიმე რელიგიურ აღმსარებლობას. მათ ღვთის სიტყვების შესაბამისად ცხოვრება სურდათ, მაგრამ ცოდვისადმი თავისი მონობის გამო ისინი სასოწარკვეთით სთხოვდნენ ღმერთს ამ ცოდვათა მიტევებას. სულიწმიდამ მე ადამიანთა ამ ჯგუფთან მიმიყვანა და მიბიძგა რომ მექადაგა მათთვის ეს ბრწყინვალე სახარება. მივხვდი, რომ სულიწმიდამ მეც და ისინიც წინასწარ მოგვამზადა ერთმანეთის შესახვედრად. მათთან შეხვედრისას ღმერთმა წარმიძღვა წყლისა და სულის მშვენიერი სახარების ქადაგებაში, მსხვერპლშეწირვის სისტემით დაწყებული, როგორც ეს ლევიანთა წიგნშია დაწერილი, რის შედეგად მსმენელებმა ამ დიდებული სახარების სიტყვების მეშვეობით სულიწმიდა მიიღეს.
ღმერთმა მშვენიერი სახარების მორწმუნეებთან ერთად სულიწმიდის ეკლესია დააფუძნა. სულიწმიდამ ისინი ამ ბრწყინვალე სახარების მეშვეობით იესოს მოწაფეებად დანიშნა. ახლა უფრო და უფრო მეტმა ცხვარმა დაიწყო სულიწმიდის მიღება და ეკლესიაში შესვლა.
სულიწმიდამ მიბიძგა დამეწყო მისიონერული სკოლა და აღმეზარდა მოწაფეები. მან მე დამეხმარა ადამიანთათვის ღვთის სიტყვების სწავლებაში, ისევე როგორ მათაც დაეხმარა რწმენით ღმერთის მორჩილებაში და მის მუშაკებად შრომაში. მან მშვენიერი სახარების საქმე ყველა ადგილას გაავრცელა სადაც ისინი მიდიოდნენ და მათი მეშვეობით ეკლესიები დააფუძნა. სულიწმიდა უძღოდა თავის მსახურებს წყლისა და სულის ბრწყინვალე სახარების ქადაგებაში. მან ასევე მართალებს, რომლებმაც ცოდვის მიტევება მიიღეს, ეკლესიასთან შეერთება და ამ ქვეყნად მართალი ცხოვრებით კურთხევა უბოძა.
ეშმაკი უხსოვარი დროიდან ატყუებდა ადამიანებს და ის ამის კეთებას მომავალშიც გააგრძელებს. ის ეუბნება ხალხს, რომ მათ სულიწმიდის მიღება მონანიების ლოცვით, მარხვით ან ხელდადებით შეუძლიათ. ეს სულაც არაა სიმართლე. ადამიანები ვერ მიიღებენ სულიწმიდას მონანიების ლოცვებით ან ხელდასხმით. მათ სულიწმიდის მიღება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როდესაც ყველა მათი ცოდვა ნაპატიებია წყლისა და სულის სახარების რწმენით, რომელიც ღმერთმა მოგვცა. ესაა სულიწმიდის ბინადრობის ნამდვილი მნიშვნელობა. სულიწმიდა განუწყვეტლივ უძღოდა იესო ქრისტეს მოწაფეებს წყლისა და სულის მშვენიერი სახარების ქადაგებაში, ხალხისთვის სულიწმიდის ბინადრობის მიღებაში დასახმარებლად.
 

სულიწმიდამ მთელ მსოფლიოში წიგნების გავრცელების მსახურებაში გაგვიძღვა

ისევე, როგორც პავლე თავის ეპისტოლეებში მშვენიერი სახარების შესახებ წერდა, ჩემს გულში მცხოვრები სულიწმიდა გახდა წყლისა და სულის მშვენიერი სახარების წიგნების მეშვეობით ქადაგების და გავრცელების კატალიზატორი. ეს არის მიზეზი იმისა რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ქრისტიანულ წიგნებს, რომლებიც შეიცავენ ამ მშვენიერ სახარებას, რასაც მორწმუნეები სულიწმიდის მიღებასთან მიყავს. თავიდან მხოლოდ რამოდენიმე გვერდიანი მცირე ზომის ტრაქტატებით დავიწყეთ, მაგრამ მალე ჩვენი წიგნები, რომლებიც ამ ბრწყინვალე სახარებას შეიცავდა, მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
ჩემში მცხოვრებ სულიწმიდას უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოყავდა ეკლესიაში იმის შემდეგ რაც მათ ამ წიგნების წაკითხვით და მშვენიერი სახარების რწმენით ცოდვების მიტევება მიიღეს. გარდა ამისა, ის გაგვიძღვა ამ დიდებული სახარების მსოფლიოს დაახლოებით 150 ქვეყანაში მრავალ უცხო ენაზე ქადაგებაში, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც.
სულიწმიდამ უბიძგა ეკლესიას რომ ელოცა მსოფლიო მისიისთვის და წაგვიძღვა ამ მშვენიერი სახარების სხვადასხვა ენაზე თარგმნაში და ლიტერატურული მსახურებების მეშვეობით გავრცელებაში, რათა მრავალ ერს შეძლებოდა მისი მოსმენა და რწმენა. სულიწმიდამ ასევე საშუალება მომცა რომ სხვა ქვეყნებშიც ახალ მოწაფეებთან ერთად მემუშავა და მათთან ერთად მექადაგა ბრწყინვალე სახარება. მე ამისათვის მადლობას ვუხდი სულიწმიდას.
სულიწმიდამ შთამაგონა რუსეთში სახარების ქადაგება. სულიწმიდამ ლოცვის მმართველობა მოგვცა და შეგვახვედრა ჭეშმარიტების მაძიებელი რუსი მახარებლები და მათთვის ლამაზი სახარება გვაქადაგებინა. ეს იყო როდესაც მათ პირველად მოისმინეს მშვენიერი სახარება. შემდეგ მათ ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა, წყლისა და სულის მშვენიერი სახარების მოსმენით და რწმენით.
ერთ-ერთმა მათგანმა, მოსკოვის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორმა, წყლისა და სულის მშვენიერი სახარების მოსმენის შემდეგ ეს აღიარება მომაწოდა:
”მე ღმერთის 6 წლის განმავლობაში მჯეროდა, მაგრამ მისი ჭეშმარიტად გაგების გარეშე. ამასთან, წყლისა და სულის მშვენიერი სახარების მოსმენის შემდეგ, გულში ძლიერი რწმენა და მშვიდი კომფორტი გამიჩნდა. მე ნამდვილად მადლობას ვუხდი უფალს. მანამდე მეგონა რომ რელიგიურ ცხოვრებას სწორი სახის რწმენით ვეწეოდი. ჩემი რელიგიური ცხოვრება შედგებოდა მხოლოდ იესოს სისხლის რწმენაში, რომელიც ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა. ამასთან, წარმოდგენა არ მქონდა, რომ ღმერთმა ყველა ჩემი ცოდვა განწმინდა.
შემდეგ მე ხელახლა შობილ ხუცესებს შევხვდი და მოვისმინე მშვენიერი სახარების შესახებ რომელიც ღმერთმა მოგვცა, და მივხვდი რომ მე ჯერ კიდევ ცოდვილი ვიყავი. მე ვეცადე უფრო მეტი მესწავლა იმის შესაებ თუ რას წარმოადგენდა მშვენეირი სახარება და ასევე თუ რას ნიშნავდა სამართლიანობა. მე გავათვიცნობიერე, რომ ყველა ჩემი ცოდვა იესოზე მის ნათლობაში იქნა გადასული. ეს იყო მშვენიერი სახარება. მე მივხვდი რომ არა მარტო თავდაპირველი ცოდვა, არამედ ჩემი ყოველდღიური ცოდვები და მომავლის ცოდვებიც იესოზე მის ნათლობისას გადავიდა. ჭეშმარიტების სახარების მოსმენით და რწმენით მე ხელახლა შობის უდიდესი ბედნიერება მოვიპოვე".
მრავალმა რუსმა, ამ პროფესორის ჩათვლით, მიიღო სულიწმიდა წყლისა და სულის ულამაზესი სახარების მოსმენით და რწმენით. ამგვარად, იქ სულიწმიდის ეკლესია იქნა დაარსებული და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სულიწმიდის შთაგონებით მშვენიერი სახარების რწმენასთან მოდიოდა
ჩემში მცხოვრებმა სულიწმიდამ მე ხელახლა შობილ ქრისტიანად მაქცია, ისევე როგორც ყველა ისინი ვინც წყლისა და სულის ბრწყინვალე სახარება ირწმუნა, და ახლა მე ამ დიდებულ სახარებას მთელ მსოფლიოს ვუქადაგებ. ღმერთმა საშუალაბე მოგვცა მშვენიერი სახარების წიგნები უწყვეტლივ გვეთარგმნა არა მხოლოდ ინგლისურ, არამედ მსოფლიოს სხვა მრავალ ენაზე. მან ჩვენ მთელ მსოფლიოში ეს დიდებული სახარება გვაქადაგებინა. მე მადლობას ვუხდი სულიწმიდას. ახლა თქვენც შეგიძლიათ სულიწმიდის ბინადრობის მიღება. ღმერთს სურს რომ თქვენ გქონდეთ სულიწმიდის ბინადრობა. 
ბევრი ადამიანი სულიწმიდის მიღებას მისი სახელისთვის მოწოდებით და ღმერთთან სასოწარკვეთილი ლოცვების აღვლენით ცდილობს. მაგრამ იესოს მიერ მოცემული წყლისა და სულის ბრწყინვალე სახარების გარეშე სულიწმიდის მიღების მცდელობა დიდი შეცდომაა. იმის თქმა რომ ვინმეს სულიწმიდის მიღება იესოს წყლისა და სულის მშვენიერი სახარების გარეშე შეუძლია, არის ცრუსწავლება.
მიიღეს იესოს მოწაფეებმა სულიწმიდა მშვენიერი სახარების რწმენის გარეშე, რომელიც მათ იესომ მისცა? არა, აბსოლუტურად არა. უნდა იცოდეთ რომ დღესდღეობით, სულიწმიდა მათში მკვიდრობს ვისაც სწამთ წყლისა და სულის მშვენიერი სახარება და მათი გულებიდან სულიწმიდის ცოცხალი მდინარეები მოედინება.