• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 8: სულიწმიდა

[8-9] იესოს ნათლობის სახარება რომელმაც ჩვენ გაგვწმინდა (ეფესელთა 2:14-22)

იესოს ნათლობის სახარება რომელმაც ჩვენ გაგვწმინდა(ეფესელთა 2:14-22)
"ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაარღვია გამყოფი ზღუდე, გააუქმა მტრობა თავისი სხეულით, დებულებებში არსებული მცნებათა რჯული, რათა ორისაგან თავის თავში შეექმნა ერთი ახალი ადამიანი, მშვიდობისმყოფელი. და ერთ სხეულში ორივე შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, მასში მტრობის მოკვდინებით. მოვიდა და გახარათ მშვიდობა თქვენ - შორებელთ და ახლობელთ, ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს ერთი სულით მისადგომი მამასთან. ამიტომ თქვენ უკვე აღარა ხართ უცხოები და მდგმურები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი, აშენებულნი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი, რაზედაც მთელი შენაწევრებული შენობა იზრდება უფალში წმიდა ტაძრად, რომელზეც შენდებით თქვენც ღვთის დასამკვიდრებლად სულში".
 
 

სიღარიბის გამო გაშვილებული ბავშვი

 
რამ განაშორა ადამიანი ღმერთისგან?
მისმა ცოდვამ

კორეის ომის დასრულებიდან ნახევარი საუკუნე გავიდა, მაგრამ მან უდიდესი ჭრილობები დაუტოვა კორეელ ხალხს. კორეის ომის შემდეგ ბევრი მცირეწლოვანი ბავშვი უცხო ქვეყნებში იქნა გაშვილებული. მიუხედავად იმისა რომ იმ დროს გაეროს ძალები კორეაში მოვიდნენ და დიდად დაგვეხმარნენ, ჯარისკაცების წასვლის შემდეგ ბევრი ბავშვი უმამოდ დარჩა.
გაეროს ბევრმა ჯარისკაცმა, რომლებთაც აქ ცოლი და შვილი ჰყავდათ, სახლში დაბრუნების შემდეგ მიატოვა თავიანთი კორეული ოჯახები. ამიტომ ბევრი მათგანი დედებმა კვლავ ბავშვთა სახლებში მიაბარეს და შემდეგ უცხო ქვეყნებში გასაშვილებლად გადასცეს. სინამდვილეში ბევრ ამ ბავშვისთვის საკმაოდ იღბლიანი იყო მიმღები მშობლების მონახვა და კარგ პირობებში აღზრდა.
ამ ნაშვილებმა ბავშვებმა დაინახეს რომ ასაკის მატებასთან ერთად ისინი საკმაოდ განსხვავდებოდნენ თავიანთ მშობლებსა და მეზობლებისგან, და შეიტყვეს, რომ ისინი შორეული ქვეყნიდან, კორეადან იყვნენ ნაშვილები. ‘რატომ მიმიტოვეს მშობლებმა? იმიტომ გამიშვეს ამ ქვეყანაში, რომ ვძულდი?` მათი ყმაწვილური გონებით, ამ ბავშვებს უბრალოდ არ ესმოდათ თუ რა მოხდა.
მათი ცნობისმოყვარეობა და ამავე დროს თავის ნამდვილ მშობლებზე გულის მოსვლა მათთან შეხვედრის სურვილთან ერთად იზრდებოდა. ‘საინტერესოა, როგორ გამოიყურებიან ჩემი მშობლები? როგორ შეძლეს მათ ჩემი მიტოვება? ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ვძულდი? არა, ამას ალბათ რაღაც მიზეზი ჰქონდა’. შესაძლოა ამის გამო ეს ბავშვები ბევრ კონფლიქტს და ზოგჯერ უკიდურეს სიძულვილსაც განიცდიდნენ. ან სხვა შემთხვევაში შესაძლოა სწყვეტდნენ რომ ამაზე აღარ ეფიქრათ. ამასობაში ვერც კი შეამჩნიეს თუ როგორ გავიდა დრო და ზრდასრულ ადამიანებად იქცნენ. ისინი ქორწინდნებოდნენ, შვილები ებადებოდათ და საკუთარ ოჯახებსაც ქმნიდნენ.
ამ ბავშვებით მე ერთ ადგილობრივ ტელეარხის პროგრამის მეშვეობით დავინტერესდი. ამ პროგრამაში ტელერეპორტიორი ინტერვიუს იღებდა ერთი ნაშვილები ქალისგან რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობდა. ეს ქალი იმ დროს თავის ოციან წლებში იყო და სწავლობდა თეოლოგიას. თავიდან მან ძლიერ ეცადა რეპორტიორთან შეხვედრისთვის თავის არიდება, რადგან არ უნდოდა ხალხს რომ გაეგო მისი გაშვილების ამბავი. რეპორტიორმა დაარწმუნა იგი რომ ეს ინტერვიუ ხელს შეუწყობდა სხვა ბავშვების უცხო ქვეყნებში გაშვილების ტალღის შეჩერებას. მაშინ ქალი დათანხმდა.
რეპორტიორის ერთ-ერთი შეკითხვა იყო, "რას იტყოდით თქვენს ნამდვილ მშობლებთან შეხვედრის საშუალება რომ მოგცემოდათ? ყველაზე უფრო მეტად რისი გაგება გსურთ?" ქალმა უპასუხა, "მე უბრალოდ არ მესმის რატომ დასჭირდათ მათ ჩემი თავის შვილობილად გადაცემა. მინდა ვკითხო, ვძულდი მათ თუ არა." მისმა ნამდვილმა დედამ ეს ინტერვიუ ტელევიზორში ნახა, დაუკავშირდა ტელეარხს და თქვა რომ მისი ქალიშვილის შეხვედრა სურდა. ასეთი გზით ისინი ერთმანეთს შეხვდნენ.
დედამისი აეროპორტში ძალიან ადრე მივიდა და მან თავისი ქალიშვილის ჩამოსვლას ელოდებოდა. როდესაც მისი შვილი გამოსასვლელში გამოჩნდა, დედამისი ერთ ადგილას გაშეშდა და ტირილი დაიწყო. მათ ერთმანეთი აქამდე არასოდეს უნახავთ. პირველად დედამისმა თავისი გაზრდილი ქალიშვილი მხოლოდ ტელეეკრანზე იხილა. მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთის ენა არ ესმოდათ, მათ თავიანთი გულებით და ემოციური მზერით შეძლეს ლაპარაკი. ისინი ერთმანეთის სახეს ხელით ეხებოდნენ და დედამისი ამ დროს ქალიშვილს პატიებას სთხოვდა იმისთვის რაც მან გააკეთა. ყველაფერი რაც მას იმ წუთას შეეძლო იყო რომ ეტირა და ბოდიში ეხადა. 
შემდეგ დედამისმა ის სახლში მიიყვანა და იქ მათ ერთად ისადილეს. რა თქმაუნდა, ქალიშვილს მხოლოდ გერმანულად შეეძლო ლაპარაკი, დედამისს კი მხოლოდ კორეულად, ამიტომ ისინი სიტყვების მეშვეობით ვერ ურთიერთობდნენ. მაგრამ რაღაცნაირად, იმ ფაქტმა რომ ისინი დედა და შვილი იყვნენ, მათ ერთმანეთი დაბრკოლების გარეშე გააგებინა. მათ ბევრი უსიტყვო დიალოგი ჰქონდათ და თავს ჟესტების მეშვეობით გამოხატავდნენ, ერთმანეთის სახის შეხებით და თავისი თვალებით და გულებით საუბრით.
იმ დროისთვის როცა გერმანიაში ბრუნდებოდა, ახალგაზრდა ქალმა უკვე იცოდა რომ დედამისს ძლიერ უყვარდა იგი. მისი გაფრენის წინ, იგივე რეპორტიორმა რომელმაც პირველი ინტერვიუ აუღო, კიდევ ერთხელ გაესაუბრა. "მე არ დამჭირდა იმის კითხვა თუ რატომ გადამცა მე დედაჩემმა გასაშვილებლად. დედაჩემი ახლაც ღარიბია. ქვეყანაში მცხოვრები მდიდარი ადამიანები ძვირფას უცხოურ მანქანებით დადიან, მაგრამ დედაჩემი დღესაც სიღარიბეში ცხოვრობს" - თქვა მან, და გააგრძელა, "მიუხედავად იმისა რომ მე დედაჩემისთვის ეს შეკითხვა არ დამისვია და მისგან ამაზე პასუხი არ მიმიღია, მე მივხვდი რომ მან მე იმისთვის გამაშვილა რომ სიღარიბისგან გადავერჩინე. ამიტომ ვიცოდი რომ აღარ მჭირდებოდა მისთვის ამ კითხვის დასმა, და ესაა ასევე მიზეზი იმისა რომ ახლა ყველა ეჭვი და სიძულვილი გამქრალია".
 
 

ადამიანები ღმერთს მათ გულში არსებული ცოდვის გამო დაშორდნენ


რატომ დავშორდით ჩვენ ღმერთს და რატომ არ შეგვიძლია მასთან მიახლოვება? გასაშვილებლად გაგზავნილმა ქალმა გაიგო რომ დედამისმა მისი თავის სიღატაკისგან გადასარჩენად გადასცა სხვა ოჯახში აღსაზრდელად. ღმერთთანაც დაკავშირებით ასე ხომ არაა? ღმერთმა ჩვენ თავის ხატად და მსგავსებად შეგვქმნა. რას შეეძლო ჩვენი მისგან დაშორება? ამის პასუხი ისაა რომ ეშმაკმა ადამიანს ცოდვა ჩაადენინა, ცოდვამ კი ადამიანი ღმერთს განაშორა. 
თავდაპირველად, ღმერთმა ადამიანი თავის მსგავსებად შექმნა და ძლიერ უყვარდა იგი. ადამიანი ღმერთის სიყვარულის ობიექტი იყო და მის ყველა სხვა ქმნილებაზე უფრო მეტ დიდებას ფლობდა. მაგრამ სატანამ, დაცემულმა ანგელოზმა, მოახერხა ადამიანის ღმერთისგან დაშორება. მან აცდუნა ადამიანს ეჭვი შეპარვოდა ღმერთის სიტყვებში და კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხის ნაყოფი შეაჭამა. 
ამრიგად ადამიანი ცოდვის გამო იქნა ღმერთისგან დაშორებული და მის მიმართ ურჩობა გამოიჩინა. მან არ ჭამა სიცოცხლის ხის ნაყოფისგან, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს იძლეოდა და რომლის ჭამაც ღმერთმა დაუშვა, მაგრამ ამის ნაცვლად მან კეთილისა და ბოროტის აკრძალული ხის ნყოფი იგემა. ამის შედეგი იყო ის რომ ადამიანი ღმერთისგან იქნა გაყოფილი.
ადრე ღმერთის სიყვარულის ობიექტმა, ადამიანმა ურჩობა გამოიჩინა და თავისი ამპარტავნების გამო ღმერთისგან იქნა დაშორებული. ცოდვის გამო რომელიც ადამიანის გულში შევიდა, ის საბოლოოდ სრულიად დაშორდა ღმერთს. ამის შემდეგ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ღმერთისგან განცალკევებით ცხოვრობდა და ჩიოდა, "რატომ მიგვატოვა ღმერთმა მას შემდეგ რაც შეგვქმნა? რატომ დაგვრთო მან ნება ცოდვა რომ ჩაგვედინა? რატომ გვაგზავნის ის ჯოჯოხეთში იმის შემდეგ რაც ასე უსუსურები გაგვხადა? აჯობებდა, საერთოდ რომ არ შევექმენით". ადამიანი მის გულში და გონებაში მრავალი კითხვით, ცნობისმოყვარეობით, ეჭვებით და სიბრაზით ცხოვრობდა, მანამდე სანამ ხელახლა შობას მიაღწევდა. 
როდესაც ტელეპროგრამაში ის გაშვილებული ქალი ვნახე, მივხვდი რომ ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობა ჰგავდა ამ ქალის მის ნამდვილ მშობელთან ურთიერთობას. არანაირ მწუხარებას, გაუგებრობას, წყევლას ან ცოდვას არც ერთ შემთხვევაში არ შეეძლო ადამიანის ღმერთისგან განცალკევება. ასევე მე მივხვდი რომ თუმცა ღერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობა სიყვარულს ეფუძნებოდა, მაინც არსებობდა გაუგებრობის გაჩენის საშუალება.
ისევე როგორც დედამისს თავისი ქალიშვილი სხვა ქვეყანაში მისდამი სიძულვილის გამო არ გაუგზავნია, ღმერთმაც ადამიანი თავისგან განაშორა არა სიძულვილის არამედ ცოდვის გამო. არ არსებობს არავითარი საბაბი ღმერთის მიერ ადამიანის ან ადამიანის მიერ ღმერთის სიძულვილისა. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. იმის მიზეზი რომ ადამიანი დაშორდა ღმერთს იყო ის რომ ადამიანი გახდა ცოდვილი მას შემდეგ რაც იგი სატანის ცდუნებას დაემორჩილა. 
 

ღმერთმა ჩვენ იესოს მეშვეობოით მიგვიღო

"ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით. რადგან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაარღვია გამყოფი ზღუდე, გააუქმა მტრობა თავისი სხეულით, დებულებებში არსებული მცნებათა რჯული, რათა ორისაგან თავის თავში შეექმნა ერთი ახალი ადამიანი, მშვიდობისმყოფელი" (ეფესელთა 2:13-15). უფალი იესო იოანეს მიერ მოინათლა და სამყაროს ცოდვები წაიღო, რათა გაეუქმებინა მცნებათა რჯული. შემდეგ მან ჯვარზე სისხლი დაღვარა ადამიანის მისი ცოდვებისგან გადასარჩენად და ღმერთთან დასაბრუნებლად. ახლა ღმერთი ღებულობს მათ ვინც მის მიერ განიწმინდნენ.
ოდესმე წარმოგედგინათ სამყარო წყლის გარეშე? არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მე ინჩონის ქალაქის ბიბლიურ კრებას ვესწრებოდი. ეს ქალაქი კორეის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საზღვაო პორტია, და იმ დროს რამოდენიმე დღის განმავლობაში ონკანში წყალი არ იყო. მე ვიფიქრე, `ადამიანებს ნამდვილად არ შეუძლიათ წყლის გარეშე ცხოვრება`.
ღმერთს ეს სამყარო ერთი თვით უწყლოდ რომ დაეტოვებინა, ქალაქებში შეუძლებელი გახდებოდა ცხოვრება ყოველგვარი ჭუჭყის, სიმყრალის და მასობრივი წყურვილის გამო. ჩვენ ნამვდილად გვმართებს ღმერთის მიერ ჩვენთვის მოცემული წყლის დაფასება. ისევე როგორც წყალი აბსოლუტურ საჭიროებას წარმოადგენს ადამიანთა არსებობისთვის, იესოს ნათლობაც, რომელიც მან იოანესგან იორდანეს მდინარეში მიიღო, სრულიად სასიცოცხლოა ჩვენთვის. 
იესო ამ ქვეყნად რომ არ მოსულიყო და იოანეს მიერ რომ არ მონათლულიყო, როგორ შეძლებდნენ მისი მორწმუნეები ცოდვების მიტევების მიღებას? ისევე როგორც ადამიანებს უწყლოდ არსებობა არ შეუძლიათ, ამ ქვეყნად ყველა დაიღუპებოდა მათი ცოდვების გამო, იოანეს იესო რომ არ მოენათლა .
მაგრამ, ვინაიდან იესოს ნათლობამ ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო, ჩვენ ახლა დარწმუნება გვაქვს იმის ცოდნაში რომ ჩვენი გულები სრულიად განიწმინდა და უფლის ხსნით ვიქენით ნაკურთხი. იესოს ნათლობა არსებითია ჩვენი რწმენისთვის. უფრო მეტიც, მისი ნათლობა სრულიად აუცილებელია ჩვენთვის მისი სულიწმიდის ბინადრობის მისაღებად.
პეტრემ, იესოს ერთ-ერთმა მოწაფეთაგანმა, თქვა, "რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით (იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება) იესო ქრისტეს აღდგომით." (1 პეტრე 3:21). პეტრეს განცხადება გვეუბნება რომ იესო იოანეს მიერ იყო მონათლული და თავისი სისხლი დაღვარა ჩვენი თავის ცოდვებისგან დასახსნელად. იესოს ნათლობა, რომელმაც ქვეყნიერების ყველა ცოდვა ამორეცხა, ჭეშმარიტი სახარებაა.
ახლა მოდით შევხედოთ გამოსვლის 30:17-21-ში მოყვანილ სპილენძის საბანელის შესახებ მონაკვეთს, "და უთხრა უფალმა მოსეს: “გააკეთე სპილენძის საბანელი და მისი სპილენძის კვარცხლბეკი. და დადგი იგი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის, და ჩაასხი შიგ წყალი. და აარონმა და მისმა ძეებმა დაიბანონ მასში ხელები და ფეხები. საკრებულო კარავში შესვლისას დაიბანონ წყლით, რათა არ დაიხოცონ, ანდა, როცა მივლენ სამსხვერპლოსთან მსახურებისთვის, უფლის საცეცხლო შესაწირავის საკმევად. და დაიბანონ ხელები და ფეხები, რათა არ დაიხოცონ. და იყოს მათთვის საუკუნო წესად, მისთვის და მისი შთამომავლობისთვის მათ თაობებში”.
როგორც ვხედავთ, საკრებულოს კარავში იყო სპილენძის საბანელი, რომელიც კარავსა და სამსხვერპლოს შორის იყო განლაგებული და რომელიც განსაბან წყალს შეიცავდა. ეს საბანელი კარავში რომ არ მდგარიყო, წარმოიდგინეთ რაოდენ გასვრილი იქნებოდნენ მსხვერპლის მომტანი მღვდლები. 
რამდენი სისხლი და ჭუჭყი მოედებოდა მღვდლებს რომლებსაც ხალხისთვის ყოველდღიურად ამდენი შესაწირი მოჰქონდათ, პირუტყვებზე ხელის დადებით და შემდეგ მათი დაკვლით? საკრებულოს კარავში საბანელი რომ არ ყოფილიყო, მღვდლები მეტად გაისვრებოდნენ.
ზუსტად ამიტომ დააწესა მათთვის ღმერთმა საბანელი, რათა მღვდლებს მასთან მოახლოვება სუფთა ხელებით შეეძლოთ. ცოდვილებს თავიანთი ცოდვები შესაწირავზე ხელდადებით გადაჰქონდათ, რის შემდეგ მღვდელი მათ ხალხის ნაცვლად ღმერთს სწირავდა. ღმერთმა მოამზადა სპილენძის საბანელი იმისთვის რომ მღვდლებს წმიდათა წმიდაში შესვლა და წყლით განბანა შეეძლოთ, რომ არ მომკვდარიყვნენ. მღვდელსაც კი არ შეეძლო წმიდათა წმიდაში ცხოველის სისხლით გასვრილი ხელებით შესვლა. ამიტომ იყო რომ ღმერთთან მოახლოვებისთვის მღვდლები ხალხისთვის მსხვერპშესაწირის მოტანის შემდეგ სპილენძის საბანელში არსებული წყლით მთელი თავისი ჭუჭყისგან უნდა განბანილიყვნენ.
 
 

იესოს ნათლობამ სამყაროს ყველა ცოდვა ამორეცხა


იოანეს მიერ იორდანეს მდინარეში იესოს ნათლობის მეშვეობით მასზე სამყაროს ყველა ცოდვა იქნა გადატანილი. მისი წყალში სრული ჩაძირვა სიმბოლიზირებს მის სიკვდილს, ხოლო მისი წყლიდან ამოსვლა - მის მკვდრეთით აღდგომას. სხვა სიტყვებით, იესო იოანეს მიერ ქვეყნიერების ცოდვების ასაღებად იქნა მონათლული, ამ ცოდვათა საფასური გადაიხადა და ჯვარზე მოკვდა. მისი სიკვდილი ჩვენი ცოდვების საფასურის დაფარვა იყო, ხოლო მისმა აღდგომამ ჩვენ საუკუნო სიცოცხლე მოგვიტანა. 
ჩვენ რომ არ გვერწმუნა რომ იესომ თავის ნათლობაში ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო, ჩვენი გულები ისევ ცოდვით იქნებოდა სავსე. ასეთ შემთხვევაში რანაირად შევძლებდით ღმერთთან მიახლოვებას? ცოდვათა მიტევების სახარება არ არის ერთ-ერთი აღმსარებლობის დოქტრინა, არამედ ღვთის ჭეშმარიტება.
ჩვენ არ შეგვიძლია რწმენით ცხოვრება სრულყოფილი ცოდნის გარეშე, ანუ, სხვა სიტყვებით, ჩვენ ვერ ვძლებთ წუთისოფელს თუ ნამდვილად არ გვენაღვლება იოანეს მიერ იესოს ნათლობის ამბავი. ისევე როგორც ყველა ცოცხალ არსებას წყალი სჭირდება მათი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ჩვენც რწმენით ცხოვრებისთვის და ცათა სასუფეველში შესასვლელად ცოდვების მიტევება და იესოს ნათლობის წყალი გვჭირდება. იესო უნდა მონათლულიყო, ჯვარზე მომკვდარიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო, რათა ჩვენ ყველანი ჩვენი ცოდვებისგან გადავერჩინეთ. ესაა წყლისა და სულის სახარება, რომლისაც ჩვენ მთელი გულით უნდა გვწამდეს.
თუმცა იესო სიკვდილამდე იქნა ჯვარცმული, მას არაფერი ჩაუდენია ასეთი სასჯელის დასამსახურებლად. ის ამ ქვეყნად ჩვენი ცოდვების განსაბანად მოვიდა, 30 წლის ასაკში მოინათლა, და 33 წლის ასაკში მისი ჯვარზე სიკვდილით ჩვენი მაცხოვარი გახდა. ღმერთს სურდა კაცობრიობა თავის შვილებად ექცია, რაოდენ მყიფე და ცოდვილიც არ უნდა ვყოფილიყავით. სწორედ ამისთვის იქნა მონათლული იესო. ღმერთმა ჩვენ ერთდროულად ცოდვათა მიტევება და სულიწმიდის ნიჭი მოგვცა.
ბიბლია ამბობს რომ თუ ვინმე წყლისა და სულისგან არ იშვება ის ვერც იხილავს ღვთის სასუფეველს და ვერც შევა მასში (იოანე 3:3-5). თქვენ უნდა იცოდეთ და გწამდეთ რომ იესო მოინათლა ყველა ჩვენი ცოდვის ამოსაშლელად. ხელახლა შობილი ქრისტიანის გულიც კი, თუ ის გამუდმებით არ ფიქრობს იესოს მიერ მის ნათლობაში სამყაროს ყველა ცოდვის აღებაზე, მალე დაბინძურდება. იმის გამო რომ ჩვენ მატერიალური არსებები ვართ, ჩვენ ვერ აუვალთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ცოდვით გასვრას. ამიტომ ჩვენ მუდამ რწმენით უნდა ვცხოვრობდეთ და ვიფიქროთ იესოს ნათლობაზე, მის სისხლზე, და მის აღდგომაზე. ეს რწმენა ჩვენი საყრდენია იმ დღემდე როცა ცათა სასუფეველში შევალთ.
იესოს სხვა გზა არ ჰქონდა თუ არა მონათლულიყო და მომკვდარიყო ჩვენი ცოდვებისთვის, ამიტომ ჩვენ უნდა გვწამდეს რომ ამით მან ხსნა მოგვიპოვა. სამყაროს ყველა ცოდვისგან დასახსნელად ჩვენ სხვა არაფერი მოგვეთხოვება გარდა ამ მშვენიერი სახარებისადმი რწმენისა.
ჩვენ უფალს მივაგებთ მადლობას, რომელმაც მოგვცა წყლისა და სულის სახარება. უდიდესი საჩუქარი რომელიც ღმერთმა გვიბოძა იყო მისი მხოლოდშობილი ძის ამქვეყნად მოვლენა მის ნათლობასა და სისხლით ჩვენი თავის ყველა ჩვენი ცოდვისგან დასახსნელად. 
მიზეზი იმისა რომ ჩვენ ვერ ვუახლოვდებოდით ღმერთს და იძულებული ვიყავით მისგან განცალკევებით გვეცხოვრა იყო ჩვენს გულში არსებული ცოდვა. იესო მოინათლა იოანეს მიერ წუთისოფლის ცოდვების გასაუქმებლად და მოკვდა ჯვარზე იმ კედლის ჩამოსანგრევად რომელიც ღმერთსა და ადამიანს შორის იყო აღმართული. ეს ურთიერთობა ღმერთსა და ადამიანს შორის იესოს ნათლობით და სისხლით იქნა აღდგენილი. ჩვენ ვმადლობთ მას ამ საჩუქრისთვის. ფიზიკური მშობლის მის შვილისადმი სიყვარული დიდია, მაგრამ ის ვერ შეედრება ღმერთის სიყვარულს, რომლის მიერ იესომ ჩვენ, ცოდვილები გვიხსნა.
იესოს ნათლობაც და მისი სისხლიც ერთნაირად მნიშვნელოვანია. ამ სამყაროში წყალი რომ არ ყოფილიყო, შეძლებდა რომელიმე ცოცხალი არსება გადარჩენას? იესოს ნათლობის გარეშე ვერავინ შეძლებდა გულიდან ცოდვის აღმოპყვრას. იესო რომ არ მონათლულიყო და არ მომკვდარიყო ჯვარზე, ვერავინ მიიღებდა ცოდვების მიტევებას. საბედნიეროდ, იესო მოინათლა და ჩვენთვის დამასრულებელი მსხვერპლი მოიტანა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ უკმარისი და არასაიმედონი ვართ, ჩვენ მაინც შეგვიძლია მისი ნათლობის და ჯვრის სისხლის მეშვეობით სულიწმიდის მიღება
ადამიანებს რომლებსაც სწამთ იესო ქრისტეს ნათლობის და ჯვარზე სიკვდილის შეუძლიათ ღმერთთან მიახლოვება და მისი განდიდება. ჩვენ ახლა უფლის განდიდება და თაყვანისცემა შეგვიძლია რადგან მისი შვილები გავხდით. ეს ღმერთის მადლი და კურთხევაა. იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის სახარება ნამდვილად გასაოცარია. ჩვენ ყველას შეგვიძლია ხსნის და სულიწმიდის ბინადრობის მიღება ამ შესანიშნავი სახარების რწმენით.