(გალატელთა 5:16-26; 6:6-18)"ჰოდა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს. ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი - ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ. და თუ სულს მიყვებით, რჯულის ქვეშ აღარ ხართ. ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება - ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. ნუ გავხდებით ამპარტავანნი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მიმართ შურიანნი.""სიტყვაში დამოძღვრილი ყოველივე სასიკეთოს უზიარებდესდამმოძღვრავს. ნუ ცდუნდებით, ღმერთი დასაცინი არ ხდება, ვინაიდან, რასაც თესავს კაცი, იმას იმკის! ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს. სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით თუ არ მოვიქანცებით! მაშასადამე, სანამ დრო გვაქვს, ყველასთვის კეთილი ვაკეთოთ; განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მორწმუნეა. ნახეთ, რამხელა ასოებით მოგწერეთ ჩემი ხელით. ხორციელად განდიდების მსურველნი წინადაცვეთას მხოლოდ იმიტომ გაიძულებენ, რომ ქრისტეს ჯვრისთვის არ იქნენ დევნილნი. ვინაიდან თვით წინადაცვეთილნიც არ იცავენ რჯულს, თუმცა უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა თქვენი ხორცით დაიკვეხნონ. მე კი ნუმც დამეკვეხნოს, თუ არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც წუთისოფელი ჩემთვის არის ჯვარცმული, მე კი - წუთისოფლისთვის. ვინაიდან ქრისტე იესოში არაფერს ნიშნავს არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთლობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება. ვინც ამ წესში ივლის, მშვიდობა და წყალობა მათზე და ღმერთის ისრაელზე. ამიერიდან ნუღარავინ შემაწუხებს, რადგან უფალ იესოს ჭრილობებს ვატარებ ჩემს სხეულში. ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან, ძმებო, ამინ!"
რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის რომ სულში ვიაროთ?
ჩვენ ბრწყინვალე სახარება უნდა ვიქადაგოდ და მას მივყვებოდეთ
მოციქულმა პავლემ თავის გალატალთა ეპისტოლეში სულიწმიდის შესახებ დაწერა. გალატელთა 5:13-14-ში მან თქვა, "ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.
მოკლედ რომ ვთქვათ, უწყება იმაზე ლაპარაკობს რომ რახან ჩვენ მშვენიერი სახარების მეშვეობით ვიქენით დახსნილი და გავნთავისუფლდით ცოდვისგან, ჩვენ არ უნდა ვიყენებდეთ ამ თავისუფლებას ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებლად, არამედ სიყვარულით ერთმანეთს უნდა ვემსახურებოდეთ და მივყვებოდეთ ამ მშვენიერ სახარებას. ვინაიდან ღმერთმა ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვისგან დაგვიხსნა, ჩვენთვის მართებულია სახარების ქადაგება. პავლემ ასევე თქვა, "მაგრამ თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ" (გალატელთა 5:15).
იარეთ სულით რათა სულიწმიდით აღივსოთ
გალატელთა 5:16-ში პავლემ თქვა, "აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს". ხოლო 22-26 მუხლებში ის ამბობს, "ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება - ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. ნუ გავხდებით ამპარტავანნი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მიმართ შურიანნი". აქ პავლე გვეუბნება რომ თუ სულში ვივლით, სულის ნაყოფსაც გამოვიღებთ. სულიწმიდა ჩვენ სულიერად სიარულს გვთხოვს. მაგრამ ჩვენ ხორცში ვცხოვრობთ.
ჩვენ, ადამიანები, ვიბადებით ხორცით რომლესაც არ შეუძლია სულის ნაყოფის გაღება. მაშინაც კი, თუ ვეცდებით სულით სიარულს, ჩვენი ბუნება არ შეიცვლება. ამიტომაა რომ მხოლოდ მათ, ვინც მშვენიერი სახარების რწმენით სულიწმიდის ბინადრობას ღებულობენ, სულში სიარულიც და სულის ნაყოფის გაღებაც შეუძლიათ.
როდესაც ბიბლია გვეუბნება რომ სულში ვიაროთ, ის გულისხმობს რომ ჩვენ მშვენიერი სახარება უნდა ვიქადაგოდ, რათა სხვებსაც შეეძლოს მათი ცოდვების მიტევების მიღწევა. თუ ჩვენ ამ ბრწყინვალე სახარებისთვის ვცხოვრობთ, ჩვენ სულის ნაყოფსაც გამოვიღებთ. სხვა სიტყვებით, ეს არაა ადამიანის ბუნების შეცვლის საკითხი. როცა ჩვენ ამ მშვენიერი სახარებით დავდივართ, ჩვენ შეგვიძლია სულის ნაყოფის გამოღება, ანუ, სიყვარულის, სიხარულის, მშვიდობის, სულგრძელობის, სახიერების, სიკეთის, ერთგულების, სიმშვიდის, და თავშეკავების. სულის ნაყოფი ასევე გვეხმარება სხვების მათი ცოდვებისგან გადარჩენაში, მარადიული სიცოცხლის მისაღწევად.
ხორცის გულისთქმები სულიერი სურვილების წინააღმდეგ
პავლემ თქვა, "ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი - ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ" (გალატელთა 5:17). იმის გამო რომ ჩვენ, გამოსყიდულები, ერთდროულად ხორციელ ვნებებს და სულსაც ვფლობთ, ეს ორი ელემენტი მუდამ ქონფლიქტშია ერთმანეთთან. შედეგად, არც ერთს და არს მეორეს არ შეუძლია ჩვენი გულების სრულყოფილად ავსება.
სული გვიბიძგებს, ჩვენი გულის სიღრმიდან, რომ ვიქადაგოდ მშვენიერი სახარება და უფალს ვემსახუროთ. ეს ჩვენ სულიერი შრომისთვის მოწადინებულს გვხდის. ის ჩვენ ღმერთის მშვენიერი სახარების ქადაგებით ადამიანთა მათი ცოდვებისგან ხსნაში გვეხმარება.
მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენი სურვილები ხორციელ ვნებებს აღძრავენ, ისე რომ სულით ვეღარ დავდივართ. ეს არის მარადიული კონფლიქტი სულსა და ხორცის გულისთქმათა შორის. როდესაც ადამიანი ხორციელი ვნებებით არის შთანთქმული, ის ხორცის დაკმაყოფილებას ცდილობს. ხორცი თავისი სურვილებით სულს ეწინააღმდეგება. ისინი ერთმანეთს ემტერებიან, ასე რომ ჩვენ ვეღარ ვაკეთებთ იმას რაც გვსურს.
მაშ რაში მდგომარეობს სულით სიარული? და რა არის ღმერთისათვის მოსაწონი? ღმერთმა თქვა რომ მშვენიერი სახარების ქადაგება და მისი მიყოლა არის სულით სიარული. მათ ვისაც სულიწმიდის ბინადრობა აქვთ, ღმერთი სულის მიმყოლ გულებს აძლევს, რათა მათ სულიერი ცხოვრებით სიარული შეძლონ. ღმერთის მიერ ჩვენთვის მოცემული მცნება რომ სულის ნაყოფი გამოგვეღო და სულით გვევლო იყო ჩვენთვის შეგონება და ბრძანება რომ სხვები მშვენიერი სახარების ქადაგებით მათი ცოდვებისგან გვეხსნა. სულიწმიდაში სიარული ნიშნავს ღმერთისთვის მოსაწონი ცხოვრებით ცხოვრებას.
იმისათვის რომ სულით ვიაროთ, ჩვენ პირველ რიგში სულიწმიდის ბინადრობა უნდა ვიქონიოთ. უპირველესად, თუ სულიწმიდის ჩვენში დამკვიდრება გვწადია, ჩვენ ღვთის მიერ მოცემული მშვენიერი სახარება უნდა ვირწმუნოთ. თუ გულის სიღრმეში არ გვჯერა ამ ბრწყინვალე სახარების, ჩვენ ვერც სულიწმიდას მივიღებთ, და ვერც ცოდვისგან ხსნას, რაც ნიშნავს რომ ვერასოდეს შევძლებთ სულით სიარულს.
სული ჩვენ ამ მშვენიერი სახარების ქადაგების სურვილს გვაძლევს, რათა ვემსახუროთ უფალს და ღმერთს დიდება მივაგოთ. ასეთი სურვილი გამომდინარეობს გულიდან, რომელიც ღვთისადმი და მთელი მსოფლიოსთვის მშვენიერი სახარების ქადაგებისადმი არის მიძღვნილი. მათ ვისაც სწამთ მშვენიერი სახარების და თავიანთი ცოდვების მიტევების შემდეგ სულიწმიდას ღებულობენ, შეუძლიათ სულით სიარული და სახარების ქადაგებისთვის თავის მიძღვნა. ესაა მათი ზეციდან მოცემული სულიერი მემკვიდრეობა.
ისინი ვისაც სულიწმიდის ბინადრობა აქვთ, ემორჩილებიან სულიწმიდას და სულშივე დადიან, მიუხედავად იმისა რომ მათ ჯერ კიდევ ხორცის ვნებებიც გააჩნიათ, რის მიღწევასაც მათში მცხოვრები სულიწმიდა განაპირობებს. პავლემ თქვა, "იარეთ სულით". ის ამითი გულისხმობდა რომ ჩვენ იესოს მიერ მოცემული წყლისა და სულის დიდებული სახარება გვექადაგა, რათა სხვებსაც დავხმარებოდით მათი ცოდვების მიტევების მიღებაში.
ზოგჯერ, მაშინაც კი როცა სულში დავდივართ, ხორციელი გამოვლინებები გვეპარება. ხორცის ვნებები და სულის სურვილები ჩვენს ცხოვრებაში ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ და ნათლად ვაცნობიერებდეთ რომ ისინი, ვისაც სულიწმიდის ბინადრობა აქვთ, თავის ცხოვრებას სულში სიარულით უნდა ატარაბდნენ. მხოლოდ ასეთი გზით შევძლებთ ჩვენ ღმერთის კურთხევებით აღსავსე ცხოვრებით ცხოვრებას. თუ ისინი ვისაც სულიწმიდის ბინადრობა აქვთ, უარს იტყვიან სულის ნაყოფის მოტანაზე, მათი ბოლო იქნება ამ ხორციელ ნაყოფთა გამო დაღუპვა. ასეთი ნაყოფი წარმავალია და სავალალო. აქიდან გამომდინარეობს აუცილებლობა იმისა თომ ჩვენ მუდამ სულში უნდა ვიაროთ.
ჩვენ გვსმენია მოწოდება "იარეთ სულიერად”, მაგრამ ზოგი ჩვენს შორის შეიძლება ფიქრობდეს, "ეს როგორ ვქნა როცა ჩემში სულიწმიდას არ ვგრძნობ?" ზოგ ჩვენგანს ჰგონია რომ ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია სულიწმიდის ბინადრობის ამოცნობა თუ ღმერთი თვითონ გამოგვეცხადება და პირდაპირ დაგველაპარაკება. მაგრამ ასეთი აზრი არის გაუგებრობა. სული ჩვენ გვაძლევს სურვილს და მონდომებას წყლისა და სულის ბრწყინვალე სახარებისთვის რომ ვიცხოვროთ.
შესაძლოა ზოგჯერ დარწმუნებული ვართ რომ ის ჩვენში ბინადრობს მაგრამ მაინც ვერ ვგრძნობთ მას, რადგან ხორციელად დავდივართ. ზოგმა შეიძლება ისიც იფოქროს რომ მას ჩვენში სძინავს. ეს ის ხალხია ვინც მიიღეს სულიწმიდა, მაგრამ ისევ ხორცის მიხედვით დადიან.
ეს პიროვნებები მარტო თავიანთ ხორცს აკმაყოფილებენ და ისე იქცევიან როგორც ის მათ კარნახობს, მაგრამ ბოლოში ზარალდებიან ხორცის მზარდი მოთხოვნილებების გამო. ზოგჯერ ისინიც კი ვისშიც სულიწმიდა ბინადრობს, თავიანთი ხორცის ვნებების მიყოლით ცხოვრობენ, რადგან ჰგონიათ რომ ამის კეთება ბუნებრივია. მაგრამ ისინი ვისაც ხორცს ემორჩილებიან, ბოლოს ხორცის მონები ხდებიან.
უფალი გვეუბნება რომ სულის მიხედვით ვიცხოვროთ. ეს ნიშნავს ბრწყინვალე სახარებისთვის მსახურებას. ეს ასევე ნიშნავს რომ ჩვენ სრულიად უნდა მივუძღვნათ თავი წყლისა და სულის ულამაზეს სახარებას. სახარებაში სიხარულის განცდა და მისით ცხოვრება ნიშნავს სულის მიხედვით ცხოვრებას. ჩვენ ზუსტად ასე უნდა ვიცხოვროთ როცა ვგებულობთ თუ რას ნიშნავს სულიერად სიარული. ცხოვრობთ თქვენ სულიერად?
შეუძლია მათ ვისაც სულიწმიდის ბინადრობა არა აქვს, სულიერად ცხოვრება?
მათ ვინც ხელახლა შობილი არაა, არ იციან თუ რას ნიშნავს სულში სიარული. ამგვარად, ბევრი ადამიანი სულიწმიდის მიღებას თავისებურად ცდილობს და ელტვის. მათ ჰგონიათ რომ სულიწმიდისადმი მისწრაფება მისით აღვსებას უდრის.
მაგალითად, როდესაც ადამიანები გარკვეულ ეკლესიებში მსახურებისთვის იკრიბებიან, ხუცესი ხმამაღალი ხმით ლოცვას აღავლენს და ყველანი უფლის სახელს მოუწდებენ. ზოგი მათგანი ენებზე ლაპარაკს იწყებს, თითქოს სულიწმიდით ავსებულიყო, მაგრამ არავის, მათი ჩათვლით, არ ესმის თუ რას ამბობენ. ამასობაში, სხვები იატაკზე ეცემიან და მათი სხეული ექსტაზში ცახცახებს. ისინი ნამდვილად ავი სულების მიერ არიან შეპყრობილნი მაგრამ ჰგონიათ რომ სულიწმიდა მიიღეს. მერე გრიალი იწყება როდესაც ყველა ყვირის "უფალო, უფალო!", ღმერთს მოუწოდებენ, სტირიან და ტაშს უკრავენ. ამ ფენომენს ჩვეულებრივ როგორც "სულიწმიდით ავსებას" აღნიშნავენ.
ხუცეში შემდეგ ენებზე ლაპარაკს იწყებს, იმავე დროს კათედრაზე ხელის ბრახუნით, და ყველა ყვირის, "უფალო! უფალო!". მათ ძალზე უყვართ მსგავსი ატმოსფერო და ზოგმა ისიც კი თქვა რომ ამ არაწმიდა ტრანსის მომენტში ედემის ბაღის კეთილისა და ბოროტების შემეცნების ხე და იესოს სახე იხილა. მათ ეს ყოველივე სულიწმიდის მიღების, მისით აღვსების და მასთან სიარულის გზებში ერევათ. მათი მცდარი მოქმედებები ღმერთის სიტყვის და სული წმიდის შესახებ გაუგებრობის შედეგია.
"იარეთ სულით". აი რას ეუბნება ღმერთი ხელახლა შობილებს. ეს ნიშნავს მისთვის მოსაწონი საქმეების კეთებას. პავლემ ხორცის საქმეები სულის ნაყოფს შეადარა. მან თქვა, "ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება" (გალატელთა 5:22-23).
"სულით სიარული" ნიშნავს მშვენიერი სახარების ქადაგებას და სხვების მათი ცოდვებისგან დახსნას. თუ ამას გავაკეთებთ, შევძლებთ სულის ნაყოფის მოტანას. სულის ნაყოფია სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება, და ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ ამ ნაყოფის მოტანას თუ ამ მშვენიერი სახარების მიხედვით ვცხოვრობთ. მას ვინც ამ დიდებულ სახარებას ემსახურება და მას ქადაგებს, მისთვის თავის გაწირვით, შეუძლია სულიწმიდით ავსებული სულიერი ცხოვრებით სიარული.
როგორც სულის ნაყოფი, "სახიერება" ნიშნავს კეთილი საქმეების კეთებას. ის ასევე ნიშნავს სათნოებას. მშვენიერი სახარებისთვის სათნო ქმედებას და სხვების სასარგებლოდ მოღვაწეობას ასევე სახიერება ჰქვია. უდიდესი სათნოება ღმერთის თვალებში არის ადამიანთა საკეთილდღეოთ სახარების ქადაგება.
ხოლო "სიკეთე" არის ადამიანთა მიმართ თანაგრძნობა. ის ვინც მოწყალეა სხვების მიმართ და სახარებას სულგრძელობით და სათნოებით ემსახურება, მშვიდობას დაიმკვიდრებს. მას ვინც სულიერად დადის, უხარია უფლის საქმის განხორციელების ხილვა, უყვარს უფლის საქმის კეთება, უყვარს ადამიანები და ყველაფერში ერთგულია. თუმცა მათთვის არავის ძალით არ დაუკისრებია ამის კეთება, ის ვისაც სულიწმიდის ბინადრობა აქვს, მისი საქმის ბოლომდე ერთგულია. ის არის მშვიდი და თავშეკავებული. მხოლოდ თუ ამგვარად ცხოვრობს, შეძლებს ადამიანი სულის ნაყოფის გამოღებას.
თქვენც შეძლებთ სულის ნაყოფის გამოღებას თუ სულში ივლით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ხორცის გულისთქმების მონად იქცევით. წერილი ამბობს გალატელთა 5:19-21-ში, "ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება, შურიანობა, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს".
ხორცის საქმეები აშკარაა
ხორცის საქმეები აშკარაა. ხორცის პირველ საქმედ დასახელებულია "სიძვა", რაც ნიშნავს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან საძრახის ურთიერთობას. მეორე არის "უწმიდურება". მესამე არის "თავაშვებულობა", რაც ასევე ავხორცობას ნიშნავს. მეოთხე, "კერპთმსახურება", რაც ნიშნავს ღმერთის ნაცვლად კერპების მსახურებას. მეხუთე არის "მისნობა". მეექვსე არის "მტრობა". როდესაც ადამიანი ვისშიც სულიწმიდა არ არის, დადის ხორციელად, მას არ შეუძლია სხვების მიმართ მტრობა არ გამოიჩინოს, თავისი ცოდვილიანი ბუნების შესაბამისად. მეშვიდე არის "ჩხუბი". ეს ნიშნავს ახლობლების და ოჯახის წევრების მიმართ ჭირვეულობას. დანარჩენებია "ეჭვიანობა, რისხვა, და შუღლი".
ყველა ესენი მახასიათებელია ადამიანების ვინც ხორცის მიხედვით ცხოვრობს. მეთერთმეტეა "უთანხმოება". როცა პიროვნება მხოლოდ ხორცის მიხედვით დადის, მისთვის შეუძლებელია ეკლესიის საქმის კეთება და ბოლოს ის ეკლესიას თავისით სტოვებს. მეთორმეტეა "განხეთქილება". ხორცით მოარული ამას თავისი ნების დასაკმაყოფილებლად აკეთებს. მაგრამ ასეთი ცხოვრება იმდენად განსხვავებულია ღმერთის ნებისგან რომ ის ბოლოს მშვენიერ სახარებას ზურგს აქცევს. განხეთქილება ნიშნავს ბიბლიური ჭეშმარიტებისგან გადახვევას. არავინ მათ შორის ვისაც ღმერთის სიტყვის რწმენა აქვს და სულით დადის, არ აქცევს ზურგს ღვთის ნებას. "ეჭვიანობა, მკვლელობები, ლოთობა, გაუმაძღრობა" და მათი მსგავსი, ასევე ხორცის საქმეებს მიეკუთვნება. ისინი ვინც მხოლოდ ხორცის თანახმად ცხოვრობენ, ამგვარი საქმეების კეთებით ამთავრებენ. ამიტომ გვეუბნება უფალი, "იარეთ სულიერად". ჩვენ, ხელახლა შობილნი, სულით უნდა ვიაროთ!
მათ ვინც არ არიან ხელახლა შობილნი, არაფერი გააჩნიათ გარდა ხორციელი გულისთქმებისა. ამიტომ არის რომ მათი შედეგია "სიძვა, უწმიდურება, თავაშვებულობა, კერპთმსახურება". ცრუ მსახურები რომლებიც ხელახლა არ იშვნენ, "მისნობას" ანხორციელებენ თავიანთ მიმდევრებზე, რათა მათ მსხვილი ფულადი თანხების შემოწირულობა აიძულონ. მათ ვინც ყველაზე მეტს სწირავს ისინი ეკელესიაში მნიშვნელოვან საქმეს და თანამდებობებს აძლევენ. ისინი ვინც ხორცით ცხოვრობენ, სხვების მიმართ "მტრობას" იჩენენ. ისინი ეკლესიას მრავალ აღმსარებლობებად ჰყოფენ და დანარჩენებს როგორც მწვალებლებს ჰგმობენ. "ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება და შურიანობა" ასევე იმათ გულებშია ვინც ხელახლა შობილი არაა. ჩვენც, წმიდებს, იგივე მოგვივა, თუ მხოლოდ ხორცის თანახმად ვივლით.
სულით მავალ ხელახლა შობილ ქრისტიანებს სულიწმიდის ნაყოფი მოაქვთ
ისინი ვინც ხელახა არიან შობილნი, მშვენიერი სახარების საქადაგებლად უნდა ცხოვრობდნენ. ვინაიდან უფლის შრომის მარტოდ გაწევა ჩვენთვის მეტად რთულია, ჩვენ ამ ბრწყინვალე სახარების მსახურების საქმეს ღვთის ეკლესიისთვის შეერთებით უნდა ვასრულებდეთ. ჩვენ ერთად უნდა ვილოცოთ და ჩვენი ენერგია დავუთმოთ იმას რომ გავხდეთ სულიწმიდის მშვენიერი სახარების მიერ მავალი ხალხი. ადამიანები რომლებიც სულით დადიან, წყლისა და სულის სახარების ქადაგებისთვის ცხოვრობენ. სხვა სიტყვებით, მხოლოდ ხორცით სიარული პირადი ინტერესებისთვის ცხოვრებას უდრის, მაშინ როცა სულიერად სვლა სხვა ადამიანთა გადასარჩენად მოღვაწეობას ნიშნავს. ბევრი ხელახლა შობილი ქრისტიანი ასეთ მშვენიერ ცხოვრებას ეწევა. ისინი სხვების საკეთილდღეოდ ცხოვრობენ.
მსოფლიოში უამრავი ხალხია ვისაც ამ დიდებული სახარების შესახებ არც კი სმენიათ. ჩვენ გვიყვარს აფრიკის და აზიის ხალხი. ჩვენ გვიყვარს ყველანი ევროპაში და ამერიკაში, ისევე როგორც შორეულ კუნძულებზე. ჩვენ ჩვენი სიყვარული მათთვის წყლისა და სულის სახარების წარდგენით უნდა გამოვხატოთ.
ჩვენ სულით უნდა ვიაროთ. ამის წინააღმდეგ არ არის რჯული. "ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება - ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული" (გალატელთა 5:22-23). არსებობს კი ამათ წინააღმდეგ რაიმე რჯული? არა. ჩვენ სულის რჯულს უნდა ვემორჩილებოდეთ. პავლემ გვითხრა რომ სულიერად გვევლო. ისევე როგორც ჩვენმა უფალმა ცოდვილებისთვის თავისი სიცოცხლე გაიღო, ჩვენც სხვებს სახარება უნდა ვუქადაგოდ. სხვა ადამიანთა მათი ცოდვებისგან გადარჩენა სულში სიარულს ნიშნავს. ამიტომ ჩვენ სულიერად უნდა ვიაროთ.
პავლემ თქვა გალატელთა 5:24-26-ში, "ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. ნუ გავხდებით ამპარტავანნი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მიმართ შურიანნი". სულით თუ ვცხოვრობთ, ჩვენ დაკარგული სულების დასახსნელად უნდა ვცხოვრობდეთ. ჩვენ სულის საქმე უნდა ვაკეთოთ და მასთან ერთად ვიაროთ. სულიწმიდას რომელიც ღმერთმა მოგვცა, ჩვენს გულში მყოფ იესო ქრისტესთან ზიაერბასთან მივყავართ. სულიწმიდა არის სიყვარულის ხელმწიფე. ღმერთი ჩვენ როგორც მისი სიყვარულის მატარებლებს გვიყენებს.
პავლემ თქვა, "ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად" (გალატელთა 5:24). მან ასევე თქვა რომ ისინი ვინც ხელახლაა შობილი, იესო ქსრისტესთან ერთად მოკვდენ. ჭეშმარიტად ხელახლა შობილები უკვე მოკვდნენ იესოსთან ერთად. ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ ჩვენ მოვკვდით იესო ქრიტესთან ერთად როცა ის ჩვენი ცოდვების საზღაურის გადასახდელად იქნა ჯვარცმული. სხვა სიტყვებით, ის ფაქტი რომ იესო ქრისტე ჯვარცმულ იყო, ნიშნავს იმას რომ თქვენც და მეც მასთან ერთად მოვკვდით ჯვარზე. მისი სიკვდილი იყო ჩვენი სიკვდილი და მისი მკვდრეთით აღდგომა ჩვენს გარანტირებულ აღდგომას სიმბოლიზირებს. თქვენ და მე ვცხოვრობთ და ვკვდებით იესო ქრისტეში რწმენით. ჩვენ რწმენა უნდა ვიქონიოთ. ჩვენი რწმენა სულიერად სიარულის უნარს გვაძლევს.
ღმერთი ჩვენ სულში სიარულის ძალას გვანიჭებს. ამიტომ ჩვენ, ვისაც ყველა ჩვენი ცოდვა მოგვეტევა, სულით უნდა ვიაროთ. ისინი ვინც სულიწმიდა მიიღო, მადლიერნი უნდა იყვნენ იმისთვის რომ ყველა მათი ცოდვა მიტევებულ იქნა და თავი უნდა მიუძღვნან დაკარგულთა გადასარჩენად სახარების ქაგადებას. თუნდაც ვინმეს ცოდვების მიტევება მიეღო და ხელახლა ყოფილიყო შობილი, ის უფლის ეკლესიისგან გარიყული იქნება და ვერ შეძლებს მისთვის მსახურების გაწევას, თუ ხორცის გულისთქმების მიხედვით ცხოვრობს. თქვენც და მეც თვით იესო ქრისტეს მოსვლის დღემდე წყლისა და სულის სახარებით უნდა ვიცხოვროთ.
ნუ იქნებით ამპარტავანნი, არამედ იცხოვრეთ სულიწმიდის სისავსით
პავლემ თქვა, "ნუ გავხდებით ამპარტავანნი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მოშურნენი". რა არის ამპარტავნება? ესაა ხორცის გულისთქმების თანახმად მოქცევა. ამქვეყნად ბევრია ვინც ცუდმემიდურად ცხოვრობს. ბევრი მათგანი ფულს ახვავებს, პირველობისთვის იბრძვის, ამაქვეყნის სიმშვენე უყვარს და მხოლოდ აწმყო მომენტისთვის ცხოვრობს. ასეთ ადამიანებში არ მოიძებნება არავითარი ერთგულება, და დროთა სვლასთან ერთად მათი ბოლო ხრწნა და განადგურებაა.
ამიტომაა რომ მათ ვინც ხორცის მიხედვით ცხოვრობს, ამპარტავნებს უწოდებენ. მაშინაც კი როცა სიმდიდრე აქვთ, არის კი ჭეშმარიტი მშვიდობა და კმაყოფილება მათ გულებში? ხორცის ნაყოფი საბოლოოდ ხრწნას ეძლევა. მიწიერ საგნებს სხვების სულებისთვის სარგებლობა ვერ მოაქვთ, ისინი მხოლოდ თვით პიროვნებას და მის ხორცს აკმაყოფილებენ.
ბიბლია ამბობს, "ზოგი უხვად გასცემს და უფრო ემატება, ზოგი კი თავს იკავებს გაცემისაგან და მაინც აკლდება" (იგავნი 11:24). ისინი ვინც ხელახლა არაა შობილი, მეტად ხელმოჭერილნი არიან. იმის გამო რომ ამაქვეყნის საგნები მათთვის ყველაფერს წარმოადგენს, მათ თავიანთ გულებში სხვებისთვის ადგილი აღარ რჩებათ. ამიტომაა რომ ისინი მხოლოდ საკუთარი ცხოვრების სიამეზე ზრუნავენ.
მაგრამ ბიბლია ამბობს რომ არის ის ვინც გაცემისგან თავს იკავებს, მაგრამ მას მაინც აკლდება და სიღარიბისკენ მიდის. ადამიანები ხორცის გულისთქმების მიხედვიდ დადიან, მაგრამ ამის შედეგი იგივეა რაც გზაზე ყაჩაღს გადაეყარო და მისი ხელისგან დაიღუპო. ყველაფერი ეს ამპარტავნების შედეგია.
ისინი ვისაც სულიერი სურვილების მიყოლა უყვართ
პავლეს სურდა სულიერი ცხოვრებით ცხოვრება და ისი ასევე იქცეოდა. ის ჩვენ ღმერთის სიტყვის მიხედვით სათნო ცხოვრებას გვასწავლიდა. გალატელთა 6:6-10-ში მან თქვა, "სიტყვაში დამოძღვრილმა ყოველივე სიკეთე გაუზიაროს დამმოძღვრელს. ნუ მოტყუვდებით: ღმერთი თავს არავის შეარცხვენინებს, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის. ვინც თავისი ხორცისათვის თესავს, ხორცისაგან მოიმკის ხრწნილებას. ხოლო ვინც სულისათვის თესავს, სულისაგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს. სიკეთის კეთება ნუ მოგვწყინდება, რადგან თავის ჟამს მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით. ამგვარად, ვიდრე გვაქვს ჟამი, სიკეთე ვაკეთოთ ყველასთვის, უფრო მეტად კი მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია".
პავლე ურჩევდა მათ ვინც ღვთის სიტყვაში განისწავლა ყოველივე სიკეთის გაზიარებას თავიანთ მასწავლებლებთან. ის რასაც იგი "ყოველივე სიკეთეში" გულისხმობდა იყო სულიერად სიარულით და სახარების ქადაგებით დაღუპული სულების დახსნის მეშვეობით უფლის სიამოვნება. ისინი ვინც ხელახლა არიან შობილნი, უნდა შეუერთდნენ იმათ ვინც ასწავლის და დადის სულიერად, იგივე აზრებით, სიყვარულით, და იგივე განსჯით.
"ყოველივე სიკეთე გაუზიაროს დამმოძღვრელს". "ყოველივე სიკეთე" ნიშნავს ეკლესიის მეშვეობით ადამიანების მათი ცოდვებისგან გადარჩენას. პავლემ გვითხრა რომ ყველაფერი ერთაზროვნად გვეკეთებინა, ერთიანი ლოცვით და იერთიანი მიძღვნით. უფლის საქმე ჩვენ ერთად უნდა ვაქეთოთ.
პავლემ თქვა, "ნუ მოტყუვდებით: ღმერთი თავს არავის შეარცხვენინებს, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის." აქ, "შერცხვენა" ნიშნავს "აბუჩად აგდებას და დაცინვას". ამრიგად, "ნუ მოტყუვდებით: ღმერთი თავს არავის შეარცხვენინებს" ნიშნავს რომ არავინ არ უნდა დასცინოს ღმერთს. მაგალითად, ადამიანი არ უნდა უყურებდეს ღმერთის სიტყვებს ზერელედ, პირადი ინტერესების სასარგებლოდ თარგმნოს ისინი ან მათი არ სჯეროდეს. პავლემ თქვა, " რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის". ეს ნიშნავს რომ ის ვინც ხორცში თესავს, ხრწნას მოიმკის, მაგრამ ის ვინც სულს თესავს, მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს.
რას მოვიმკით თუ წყლისა და სულის ბრწყინვალე სახარებით ვიცხოვრებთ? ჩვენ მოვიმკით მარადიულ სიცოცხლეს და ჩვენი ცოდვებისგან ხსნას. ჩვენ მოვიმკით სულის ნაყოფს სხვების სულების მათი ცოდვების გამოსყიდვასთან და საუკუნო სიცოცხლესთან ღმერთის კურთხევების მიერ მიყვანით.
მაგრამ თავისი ხორცისთვის მცხოვრებ ადამიანებს რა ბედი ეწევათ? ისინი ბოლოში მხოლოდ ხრწნას და სიკვდილს მოიმკიან. მათი სიკვდილის შემდეგ მათგან აღარაფერი დარჩება. ადამიანი ხელცარიელი იბადება და ხელცარიელი კვდება.
თუ ის სხვების მათი ცოდვებისგან დახსნის შრომას ასრულებს, ის სულის ნაყოფს და მარადიულ სიცოცხლეს მოიმკის. მაგრამ თუ ის ხორცის გულისთქმების მიხედვით ცხოვრობს, ის ხრწნას მოიმკის. ის ასევე მოიმკის წყევლას და მას სხვებსაც გადასცემს. ამიტომ პავლე, რომელმაც ყველაფერი იცოდა რწმენით ცხოვრების შესახებ, გვირჩევდა არ გვევლო ხორცის მიხედვით.
"სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის ჟამს მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით". პავლე იყო ღმერთის მსახური რომელიც სულიერად დადიოდა. როცა ვინმე ხედავს ბიბლიაში რომ იგი სულით დადიოდა, ზოგს შეიძლება ეგონოს რომ სულიწმიდა პირდაპირ მითითებებს აძლევდა მას, როგორიცაა, "პავლე, ახლა მარცხნივ შეუხვიე და იქ ვიღაცას შეხვდი", ან "იმ კაცს ჯობია თავი აარიდო". მაგრამ ეს ასე არაა.
ის სულით დადიოდა სხვებისთვის ხსნის სახარების ქადაგებით და მათი სულების ხსნაში დახმარებით. პავლე ასევე ემსახურებოდა უფალს იმათთან შეერთებით ვინც სულიერად დადიოდა. ქრისტიანთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ დადიოდნენ სულიერად, არამედ ხორცის გულისთქმებით. მათ არ მიიღეს პავლე მაგრამ წინაღუდგნენ მას და ცილიც კი დასწამეს. პავლემ თქვა რომ მას საერთოს ქონა არ სურდა მათთან ვინც იესო ქრისტეს მოწაფეებს წინააღმდეგ იბრძოდა და მათ ჰგმობდა.
თუ თქვენ სულში სიარული გსურთ, თქვენ სახარებით უნდა იცხოვროთ. ისინი ვინც წინადაცვეთილი იყო, პავლეს გასამართლებას ცდილობდნენ. გალატელთა 5:11-ში ნათქვამია, "მე კი, ძმებო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას, რისთვისღა ვიდევნები? მაშინ ჯვრის საცთური მოიხსნებოდა". ეს იყო ხალხი ვინც წინადაცვეთის რიტუალის ქომაგები იყვნენ, და ამბობდნენ, "მაშინაც კი როცა ვინმე იესოს რწმენით ხელახლა არის შობილი, იგი უნდა წინადაიცვითოს. თუ ადამიანი ხორციელად არ წინადაიცვითება, ის ღმერთის შვილი არაა". რატომ სდევნიდნენ ისინი პავლეს? მას სწამდა რომ მარადიული სიცოცხლის გამოსყიდვა და კურთხევა მოდიოდა მხოლოდ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლისგან. სწორედ ამას ქადაგებდა იგი.
რწმენა რომელიც ადამიანს მართალს ხდის, მოდის ჭეშმარიტების შესწავლისგან და მისი ქადაგებისგან. პავლე წყლისა და სულის ჭეშმარიტებას უაღრესად მნიშვნელოვნად თვლიდა. მას სჯეროდა რომ მათ ვინც იცოდა ჭეშმარიტება, შეეძლოთ სულიერად ცხოვრება და რომ არ იყო წინადაცვეთის არავითარი აუცილებლობა. სწორედ ამას ქადაგებდა იგი. მაგრამ წინადაცვეთილები თვლიდნენ რომ ეს რიტუალი ადამიანის ხსნის რწმენის არსებითი ნაწილი იყო. ამასთან, არ არსებობს სხვა სახარება გარდა იმისა რომელიც ღმერთის მიერ იქნა მოცემული, და ამიტომ ჩვენ მას არაფერი უნდა დავუმატოთ ან მოვაკლოთ.
როცა პავლე სულით დადიოდა, ის უგულებელყოფილი და დევნილი იყო მისი თანამემამულე ებრაელების მიერ. "სხეულით თავმოწონების მსურველები გაიძულებენ წინადაცვეთას მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტეს ჯვრისთვის არ იდევნებოდნენ. რადგან თვით წინადაცვეთილებიც არ იცავენ რჯულს, მაგრამ უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა თქვენი სხეულით დაიქადონ. მე კი, თუ დავიქადნი, მხოლოდ ჩვენი უფალი იესო ქრისტეს ჯვრით, რომლითაც ქვეყნიერება ჯვარცმულია ჩემთვის, ხოლო მე ქვეყნიერებისათვის. რადგან ქრისტე იესოში არაფერია არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთლობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება" (გალატელთა 6:12-15). და პავლემ უთხრა წინადაცვეთილებს, "სხეულით თავმოწონების მსურველები გაიძულებენ წინადაცვეთას მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტეს ჯვრისთვის არ იდევნებოდნენ".
პავლე კიცხავდა მათ ვინც ხორცის გულისთქმების მიხედვით დადიოდა. ისინი ნამდვილად ხორციელად ცხოვრობდნენ და მათი მსგავსი ბევრი იყო. მაგრამ პავლემ შეწყვიტა მათთან ურთიერთობა. მან თქვა, "მე კი, თუ დავიკვეხო, მხოლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით". იესო ქრისტე იოანეს მიერ იქნა მონათლული სამყაროს ყველა ცოდვის ასაღებად და მოკვდა ჯვარზე რათა დაეხსნა პავლეც და ყველა ვისაც კი ჩვენი უფალი ღმერთი მოუწოდებს. პავლემ თქვა, "იესო ქრისტეს ჯვრით ეს წუთისოფელი ჯვარცმული იქნა ჩემთვის და მე წუთისოფლისთვის. ვინაიდან ქრისტე იესოში არაფერს ნიშნავს არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება". პავლე, რომელიც მოუკვდა ქვეყნიერებას, ისევ იესო ქრისტეს მიერ ცოცხლობდა.
ჩვენ სინამდვილეში მოვკვდით იესო ქრისტეში. მაგრამ ზოგჯერ ჩვენ გვავიწყდება ეს სიმართლე. ჩვენ მისი უნდა გვწამდეს. თუ ამ ჭეშმარიტების რწმენა არ გვექნა, ჩვენ ჩვენი ხორცის გულისთქმების და ჩვენი ოჯახების მიერ გავხდებით შებორკილები, და ეს ჩვენ უფალთან სიარულში ხელს შეგვიშლის. ჩვენი ხორცი იმდენად სუსტია რომ ჩვენს ოჯახებსაც კი არ ძალუძთ დაგვეხმარონ ღვთის მიყოლაში. მხოლოდ უფალს შეუძლია ამაში ჩვენი დახმარება. როგორ უნდა დაეხმაროს მკვდარმა ადამიანმა ამაქვეყნის ხალხს მათ მიწიერ საქმეებში? მათ ვინც მოუკვდნენ ამ წუთისოფელს, არ შეუძლიათ სოფლის საგანთა ფლობა.
იესო მკვდრეთით აღდგა. მისი აღდგომა ჩვენ გვაძლევს ახალი სულიერი ცხოვრებისთვის ხელახლა შობის საშუალებას. აქ ჩვენ გვაქვს ახალი სამსახური, ახალი ოჯახი, ახალი იმედი. ჩვენ ხელახლა შობილი ხალხი ვართ. ჩვენ როგორც ზეციურ მეომრებს, გვაქვს პასუხისმგებლობა ვიქადაგოთ ღმერთის სიტყვა. პავლემ აღიარა რომ ის კაცად ჩამოყალიბდა სხვებისთვის ხსნის მიღწევის დახმარებით, არა ფიზიკური, არამედ სულიერი მეთოდებით. მან თქვა რომ იგი უკვე მოკვდა და ხელახლა იშვა იესო ქრისტეს მეშვეობით. მოდით ვეცადოთ გავხდეთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი რწმენის მსგავსი აღიარების თქმა.
პავლემ თქვა გალატელთა 6:17-18-ში, "ამიერიდან ნუღარავინ შემაწუხებს, რადგან უფალ იესოს წყლულებს ვატარებ ჩემი სხეულით. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან, ძმებო. ამინ". პავლე უფალ იესოს წყლულებს ატარებდა. ის დიდად არ აქცევდა ყურადღებას თავის ჯანმრთელობას, რათა უფლისათვის სულით ევლო. მას წერაც კი არ შეეძლო რადგან თანდათან მხედველობასაც კარგავდა. ამიტომ პავლეს რამოდენიმე წერილი მისი თანმხლები პირის, ტერთიუსის მიერ იქნა ჩაწერილი, როცა პავლე ღვრთის სიტყვას უკარნახებდა. თუმცა ფიზიკურად უძლური იყო, მას უხაროდა სულში სიარული და თქვა, "ამიტომ არ ვცხრებით, მაგრამ თუ ჩვენი გარეგანი კაცი ცვდება, ჩვენი შინაგანი მაინც განახლდება დღითი დღე" (2 კორინთელთა 4:16).
პავლე გვირჩევს რომ ადამიანთა მიმართ სიკეთე გამოვიჩინოთ და სულში ვიაროთ. ის ასევე ამბობს, "სულიერად სიარული სახარებისთვის ცხოვრებას ნიშნავს". თქვენც და მეც უნდა გვახსოვდეს თუ რას ნიშნავს სულით სიარული. ჩვენ არ უნდა მივსდევდეთ ამაოებას, არამედ ვემსახუროთ სახარებას და მისთვის ვიცხოვროთ. მოდით ვიაროთ სულით, რწმენის მეშვეობით, მთელი ჩვენი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში.
ახლა, წყლისა და სულის სახარების რწმენით, ჩვენს გულებში ჭეშმარიტი ღვთის სულია. ღმერთი სიხარულით გვიპასუხებს თუ სახარებასთან შესაბამისობაში ვილოცებთ. სულის ნაყოფის გამოღება ნიშნავს სულში სიარულს და ადამიანთა გამოსყიდვას. თქვენ შეგიძლიათ სულის ნაყოფის გამოღება, სახელდობრ, სიყვარულის, სიხარულის მშვიდობის, სულგრძელობის, სახიერების, სიკეთის, ერთგულების, სიმშვიდის, თავშეკავების, - როდესაც სულით დადიხართ და სახარებისთვის ცხოვრობთ. წყლისა და სულის სახარების საქადაგებლად ჩვენ უნდა შევძლოთ სიძნელეების გადატანა, ვიყოთ შემწყნარებელნი, გამოვავლინოთ სახიერება და დაკარგულებს სიკეთე ვუკეთოთ. სულის ნაყოფი მათ ცხოვრებაში ჩნდება ვინც დაკარგულ სულებს იხსნის მათთვის სიკეთის კეთებით და სახარების ქადაგებით, რომელიც მათ სულიწმიდის ბინადრობის მიღების უნარს აძლევს. აი ეს არის სულის ნაყოფის გამოღება და სულში სიარული.