• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 8: სულიწმიდა

[8-11] აავსეთ თქვენი ცხოვრება სულიწმიდით (ეფესელთა 5:6-18)

აავსეთ თქვენი ცხოვრება სულიწმიდით(ეფესელთა 5:6-18)
"არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვებით, რადგან ამისათვის ღმერთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს. ამიტომ ნუ იქნებით მათი თანაზიარნი. რადგან ოდესღაც იყავით სიბნელე, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით. რადგან ნათლის ნაყოფი არის ყოველივე სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაში. გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი. ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ უფრო მეტი, ამხილეთ. რადგან მათგან ფარულად ჩადენილი სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა. ხოლო ყოველი მხილებული ნათლისაგან მჟღავნდება, რადგან ყოველი გამომჟღავნებული ნათელია. ამიტომ ამბობს: „გაიღვიძე, მძინარევ, და აღსდექ მკვდრეთით, და გაგინათებს შენ ქრისტე.“ მაშ, ყურადღებით იყავით, როგორ იქცევით – მოიქეცით არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. გამოიყენეთ ჟამი, რადგან ეს დღეები ბოროტია. ამიტომ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეიცანით, რა არის უფლის ნება. ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით".
 

რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის რომ ჩვენი ცხოვრება სულიწმიდით იყოს აღვსილი?
ჩვენ ჩვენი თავი უნდა უარვყოთ, ავიღოთ ჯვარი, და ბოროტი აზრების უკუგდებით, თავი სახარების ქადაგებას მივუძღვნათ.

"სულიწმიდით აღვსილი ცხოვრების" შესანარჩუნებლად ჩვენ თავი სახარების ქადაგებას უნდა მივუძღვნათ. სულიწმიდით აღსავსე სიცოცხლის მისაღებად ჩვენ უპირველესად უნდა მივიღოთ კურთხევა, რომლის გამო სულიწმიდას ჩვენს გულში დასახლება შეუძლია. სულიწმიდის ბინადრობის მისაღებად ჩვენ ასეთი რწმენა უნდა ვიქონიოთ, ანუ გვწამდეს ღვთის მიერ ჩვენთვის მოცემული წყლისა და სულის სახარების. ამგვარი რწმენის ქონით ჩვენ მივიღებთ კურთხევას, რომელიც სულიწმიდას ჩვენს გულში დამკვიდრების საშუალებას მისცემს. 
სურთ თუ არა მათ ვისაც სულიწმიდის ბინადრობა აქვთ, სულიწმიდით აღვსილი ცხოვრების ქონა? რა თქმა უნდა სურთ. მაგრამ რატომ არის რომ მათ შორის ზოგიერთს არ შეუძლია მსგავსი ცხოვრების გაწევა? ამის მიზეზი ისაა რომ მათი პირადი პრობლემები ღმერთის საქმეზე მეტ მნიშვნელობას იძენენ, რის შედეგად მათ აღარ შეუძლიათ ღმერთთან სიარული. სულიწმიდით აღსავსე ცხოვრებისთვის ჩვენ უნდა შევისწავლოთ და ვირწმუნოთ ღმერთის სიტყვა. პირველ რიგში, მოდით შევხედოთ ბიბლიას, რათა დავინახოთ თუ რა სახის ცხოვრება და რწმენა გვჭირდება.
 
 

რა არის იმის მიზეზი რომ ზოგი ადამიანი ვერ ახერხებს სულიწმიდით ცხოვრების აღვსებას?


პირველ რიგში, შეგვიძლია ვთქვათ რომ ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი თავის უარყოფას. ბიბლიში ნათქვამია რომ მხოლოდ მათ ვინც თავის თავს უარყოფს, შეუძლია უფალთან ერთად სიარული. ვინაიდან სულიწმიდით აღვსილი ცხოვრების მიღწევა შეუძლებელია ადამიანის პირადი ძალისხმევით, თავისი თავის უარსაყოფად ყველამ სულიწმიდის ბინადრობისადმი რწმენა უნდა იქონიოს. მათთვისაც კი ვისაც სულიწმიდის ბინადრობა გააჩნიათ, ზოგჯერ ძნელია საკუთარი თავის უარყოფა, თუ ღვთის სასუფევლისთვის მზრუნველობა აკლიათ. ამიტომ, სულიწმიდით აღსავსე ცხოვრებისთვის ჩვენ წყლისა და სულის სახარებას უნდა მოვემსახუროთ. მხოლოდ მაშინ შეძლებს პიროვნება საკუთარი თავის უარყოფას და სამართლიანობის მსახურად ცხოვრებას. 
მათეს 16:24-26-ში ნათქვამია, "მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს იესომ: ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს. ვინაიდან ვისაც თავის სულის გადარჩენა სურს, ის დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაკარგავს სულს, ის მოიპოვებს მას. რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, ხოლო თავისი სული დაკარგოს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?"
იმის მიზეზი რომ ზოგი ხელახლა შობილი ვერ ახერხებს სულიწმიდით აღვსილი ცხოვრებით ცხოვრებას არის ის რომ მათ ვერ შეძლეს თავიანთი ხორცის გულისთქმების უკუგდება. იმათაც კი ვისაც სულიწმიდის ბინადრობა აქვთ, შეუძლიათ სულიწმიდის მიყოლა მხოლოდ მაშინ როცა ისინი თავიანთი ხორცის გულისთქმებს დათმობენ. არსებობს ხორციელი ცხოვრების მრავალი ასპექტი, რომელიც ჩვენ უნდა დავთმოთ რათა შევძლოთ უფლისათვის მიყოლა. უფალმა თქვა, "უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს".
ხორციელი აზროვნება სიკვდილია, ხოლო სულიერი აზროვნება არის სიცოცხლე და მშვიდობა. ადამიანებმა რომლებსაც სულიერად ცხოვრება სწადიათ, ხორციელი ცხოვრება უნდა მიატოვონ. მხოლოდ იმათ ვინც ბედავს ამ მსხვერპლის გაღებას, ძალუძთ სულიწმიდით აღვსილი ცხოვრების შენარჩუნება. ესაა სულიწმიდის სისავსის ჭეშმარიტება.
ვისი მიყოლა გინდათ, უფლის თუ ქვეყნიერების? თქვენი არჩევნის მიხედვით, თქვენ გექნებათ ან სულიწმიდით აღვსილი ცხოვრება ან გულისთქმებით. თუ მართლა გსურთ სულიწმიდით აღსავსე სიცოცხლით ცხოვრებას, არჩევანი თქვენია. ღმერთმა ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვისგან დაგვიხსნა და სულიწმიდის ბინადრობის ნიჭი მოგვცა. მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული, ისურვებთ თუ არა სულიწმიდით აღსავსე სიცოცხლით ცხოვრებას. სხვა სიტყვებით, სულიწმიდით აღსავსე სიცოცხლე არ არის ღმერთის მიერ წინასწარ განზრახული ან დაკისრებული. ასეთი ცხოვრება არის დამოკიდებული ჩვენს შორის მხოლოდ იმათ ნებაზე ვისაც წყლისა და სულის ბრწყინვალე სახარება სწამთ.
 
 

მოისურვეთ სულიწმიდით აღვსილი ცხოვრება


თუ სულიწმიდით აღვსილი ცხოვრება გსურთ, ღმერთი მოგცემთ ამის საშუალებას. ის თქვენ ხელს შეგიწყობს და გაკურთხებს. მაგრამ თუ თქვენ ეს არ გინდათ, მაშინ უარი უნდა თქვათ სულიწმიდით აღსავსე ცხოვრებაზე. 
სულიწმიდის ბინადრობი მიღება თქვენ მხოლოდ წყლისა და სულის სახარების რწმენით შეგიძლიათ, და არა თქვენი პირადი ნება-სურვილით. ამასთანავე, სულიწმიდით აღსავსე ცხოვრების გაწევა და მისი შენარჩუნება მთლიანად თქვენს ნებაზეა დამოკიდებული.
ამიტომ, თუ ვინმეს სულიწმიდით აღვსილი ცხოვრება სწადია, მან თავისი საკუთარი ნება უნდა შეამოწმოს და ღმერთს სთხოვოს შემწეობა. თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს სულიწმიდით აღვსილი ცხოვრება, ღმერთი გვაკურთხებს და ჩვენს სურვილებს დააკმაყოფილებს. მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ხორცის გულისთქმები უნდა ვუარყოთ. 
მეორეც, სულიწმიდით აღვსილი ცხოვრების მისაღწევად ჩვენ ჩვენი ჯვარი უნდა ვიტვირთოთ. ჩვენ რთულ ვითარებებშიც ღმერთის ნების შესაბამისად უნდა ვიცხოვროთ და ვიაროთ. სწორედ ეს ნიშნავს სულიწმიდით აღვსილ მართალ ცხოვრებას. 
და მესამე, უფალმა თქვა, "ვინაიდან ვისაც თავის სულის გადარჩენა სურს, ის დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაკარგავს სულს, ის მოიპოვებს მას. რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, ხოლო თავისი სული დაკარგოს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?" ეს ნიშნავს რომ უფლისათვის მიყოლა ჩვენი ცხოვრებისთვის შესაფერისია. ჭეშმარიტად, თუ მას მივყვებით, ჩვენი სულიც და ხორციც წარმატებას ნახავს, მაგრამ თუ არ მივყვებით მას და ჩვენი პირადი ნებასურვილით ცხოვრებას ავირჩევთ, ჩვენი სულიც და ხორციც ორთავე დაიღუპება.
რატომ არ გვაქვს სულიწმიდით აღსავსე ცხოვრება? ამის მიზეზი ისაა რომ ჩვენ საკუთარ აზრებს, სახელდობრ, ხორცის გულისთქმებს არ ვუარყოფთ. როდესაც ჩვენ იესოს მივყვებით, სული გვანმტკიცებს ჩვენს შინაგან კაცში და ამის გამო მას ჩვენი წაძღოლა უფრო ეფექტურად შეუძლია. 
ეფესელთა 5:11-13-ში ნათქვამია, "ნუ შეეზიარებით სიბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ. რადგან მათგან ფარულად ჩადენილი სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა. ხოლო ყოველი მხილებული ნათლისაგან მჟღავნდება, ვინაიდან რაც გამომჟღავნდა, უკვე ნათელია." ქრისტიანებს არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეთ სიბნელის უნაყოფო საქმეებთან. მაგრამ როდესაც ჩვენ სიბნელის უნაყოფო საქმეებს ვყვებით, ღმერთი გვეუბნება რომ ასეთები ვამხილოთ. ჩვენ დაგმობილი უნდა ვიყოთ ჩვენი სიბნელის საქმეების გამო, რადგან რასაც ისინი ფარულად აკეთებენ, სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა. მაგრამ ყველაფერი რაც გამომჟღავნდა, უკვე ნათელია.
ვის შეუძლია ყველა ამ სამარცხვინო საქმეების მხილება და მათზე ლალპარაკი? თუ სხვები, თქვენი ძმები და დები, ან ღვთისმსახურები ამას ვერ ამხელენ, თქვენ ეს თვითონ უნდა გააკეთოთ. ნათქვამია რომ ყველაფერი მხილებული ნათლისგან მჟღავნდება. ამიტომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი ბოროტი საქმეები როგორც უმართლო, და ვიყოთ ტარებული სულიწმიდით, ჩვენით ან ჩვენი ლიდერების მეშვეობით სიბნელის უნაყოფო საქმეების გასამხელად.
ამ სამყაროში, ყოველივე მხილებული უბრალოდ საყვედურს იწვევს, მაგრამ ღმერთის სამყაროში, ყოველივე მხილებული ნათლით მჟღავნდება, რადგან რაც გამომჟღავნდა, უკვე ნათელია. იმის გამო რომ ჩვენ არასრული არსებები ვართ, ჩვენ ამ ქვეყნად გაუცნობიერებლად ბევრს ვცოდავთ. ამასთანავე, როდესაც ჩვენზე ღმერთის სიტყვის შუქს ვფენთ, გარკვეული ცოდვების დანახვას ვიწყებთ და მათი აღიარება შეგვიძლია. და ამგვარად ჩვენ ღმერთს უსასრულოდ მადლობას აღვუვლენთ.
ვინაიდან იესომ ყველა ჩვენი ცოდვა და უკეთურება მოგვაშორა, და რადგან ღმერთის მთელი სიმართლე მისი იორდანეს მდინარეში ნათლობის დროს შესრულდა, ჩვენ შეგვიძლია ღმერთის სამართლიანობის მეშვეობით ყველაფრის სინათლით გამჟღავნება. კაცობრიობის მიერ ჩადენილი მილიარდობოთ ცოდვა იესოზე იქნა გადატანილი როცა იგი იოანემ მონათლა. ის არის ღმერთის კრავი რომელმაც წაიღო წუთისოფლის ცოდვა, მათთვის განსასჯელად ჯვარზე მოკვდა და შემდეგ აღდგა მკვდრეთით. იესომ კაცობრიობის ყველა ცოდვა მიუტევა და როდესაც მან თქვა, "აღსრულდა" (იოანეს 19:30), მთელი კაცობრიობა დახსნილ იქნა. ჩვენ განწმენდილნი ვართ იესო ქრისტეს მიერ გაკეთებული საქმისადმი რწმენით. რადგან ჩვენი ცოდვები მიტევებულია, ჩვენ ისევ შეგვიძლია სინათლესთან მოახლოვება და ღმერთის მიყოლა, როგორც მართალ ადამიანებს. 
 

ღმერთმა გვითხრა რომ მოვივაჭროთ ჟამი

პავლემ თქვა რომ თუ სულიწმიდით სავსე ცხოვრება გვსურს, ჩვენ დრო უნდა მოვივაჭროთ. ეფესელთა 5:16-17-ში წერია, "მოივაჭრეთ ჟამი, ვინაიდან დღეები მუხთალია. მაშ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეიცანით, რა არის ღვთის ნება." თუ ჩვენ სულიწმიდით სავსე ცხოვრება გვინდა, ჩვენ დრო უნდა მოვივაჭროთ და არ ვიყოთ უგუნურნი. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ თუ რა არის უფლის ნება და ვაკეთოთ ის. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ რა არის უფრო მნიშვნელოვანი: ჩვენი ხორცისადმი მიძღვნილი სიცოცხლე თუ ღმერთისადმი მიძღვნილი. 
ჩვენი ხელახლა შობის შემდეგ, ჩვენში სულიწმიდა შემოდის. თუ სულიწმიდის ბინადრობას ვღებულობთ, ეს ნიშნავს რომ ჩვენი ბატონი არის უფალი და ის ასევე არის ჩვენი მეფე. მხოლოდ ის არის ჩვენი მხსნელი და ჩვენ იგი უკლებლივ ღმერთად უნდა მივიღოთ. ის ჩვენი ერთადერთი ბატონი და მმართველია. ის არის ბატონი რომელმაც მე შემქმნა, მომიტევა ყველა ცოდვა და მაკურთხა. და ის არის მეფე რომელსაც აქვს ძალაუფლება ჩემს სიცოცხლესა და სიკვდილზე, კურთხევებსა და წყევლებზე. ჩვენ უნდა ვაღიაროთ რომ უფალი არის ჩვენი ბატონი და ღმერთი, ასე რომ მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში ჩვენ მას უნდა ვემორჩილებოდეთ.
მოდით ვნახოთ თუ რას ამბობს ფილიპელთა 2:5-11. "თქვენშიც იგივე აზრები იყოს, რაც ქრისტე იესოში. რომელიც, თიმცა ღმერთის ხატება იყო, მიტაცებად არ თვლიდა ღმერთის თანასწორად ყოფნას, მაგრამ წარმოიცარიელ თავი და მიიღო მონის ხატება, ადამიანთა მსგავსი გახდა და კაცის სახე მიიღო, დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე. ამიტომ ღმერთმა აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი ზეციერისა, მიწიერისა და ქვესკნელისა, და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, – მამა ღმერთის სადიდებლად".
პავლემ თქვა, "თქვენშიც იგივე აზრები იყოს". მან თქვა რომ ეს იესო ქრისტეს არსების შუაგულს შეადგენდა. პავლე ამბობდა რომ "იგივე აზრი" გამოხატავდა იესოს, რომელიც იყო შემოქმედი ღმერთი და მოვიდა ამქვეყნად მისი ხალხის მათი ცოდვებისგან გადასარჩენად, მამა ზეციერის ნების თანახმად. უფალი ამქვეყნად მოვიდა და მის იოანესთან ნათლობით სამყაროს ყველა ცოდვა წაიღო. და როდესაც იგი ჯვარზე მოკვდა, მსოფლიოს ცოდვებიც მასთან ერთად ამოიძირკვა. ამის შემდეგ ის მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა და ჩვენი მაცხოვარი გახდა.
იესო ქრისტეს, ჩვენი შემქმნელის ამ ქვეყნად მოსვლის მიზანი იყო ჩვენი გადარჩენა. მან თავისი სიყვარული მისი ნათლობის და ჯვარცმის სისხლის მეშვეობით დაგვანახა. მთელმა ქმნილებამ მუხლი უნდა მოიდრიკოს მის წინაშე და დააფასოს მისი სიყვარული, რომლის გამო მან, თუმცა თვითონ შემოქმედი იყო, თავი დაიმდაბლა და ქმნილებას დაემსგავსა, და რომლითაც ჩვენ ცოდვათა მიტევება მოგვცა. სწორედ ამიტომ უნდა აღიარის მთელმა ქმნილებამ, რომ ის არის ჭეშმარიტი მხსნელი. მან ჩვენ მოგვცა საშუალება რომ გვეღიარებინა, რომ ის არა მარტო მთელი ქმნილების უფალია, არამედ უმაღლესი სამართლიანობის უფალი. 
ჩვენ, ვისაც გვწამს ღმერთის და გვაქვს სულიწმიდის ბინადრობა, უნდა გვწამდეს, რომ ღმერთი არის `ჩემი ერთადერთი მბრძანებელი` და გულში იესო ქრისტეს სიყვარული გვქონდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს იმის რწმენა რომ ჩვენ კი არა ვართ უფალი, არამედ იესო ქრისტეა, რომელმაც შეგვქმნა და დაგვიხსნა ყველა ჩვენი ცოდვისგან. და ჩვენ ასევე უნდა გვჯეროდეს რომ ის არის უფალი, რომელიც ახალი კურთხეული ცხოვრების საშუალებას გვაძლევს და ყველაფერს აკეთებს და იღწვის ჩვენთვის. 
არსებობს ბევრი ადამიანი რომლებსაც ხელახლა შობის შემდეგაც კი არ სურთ თავის ცხოვრებაში მბრძანებლის შეცვლა. არიან ბევრნი ვისაც აქვთ სულიწმიდის ბინადრობა, მაგრამ მაინც ამტკიცებენ რომ თვითონ არიან თავისი თავის ბატონ-პატრონი. სულიწმიდით აღვსილი ცხოვრება არის ღმერთისადმი მიყოლის ცხოვრება. ასეთი ცხოვების მიღწევა ერთ დღეში შეუძლებელია, მაგრამ მიღწევადია მხოლოდ როცა გვწამს რომ იესო ჩვენი სიცოცხლის უფალი და ჩვენი და მთელი სამყაროს ქმნილების შემოქმედია. ჩვენ გჭირდება რწმენა რომ ვემსახუროთ იესო ქროსტეს, ჩვენს უფალს, მბრძანებელს და ღმერთს, რომელმაც დაგვიხნა ჩვენი ცოდვებისგან და მის ცათა სასუფეველში მარადიული სიცოცხლე მოგვცა. 
ეს ჭეშმარიტება ჩვენ მუდამ გონებასა და გულში უნდა ვატაროთ. ბევრი ადამიანი ცხოვრობს როგორც საკუთარი თავის ბატონ-პატრონი. ისინი თავის ცხოვრებაზე საკუთარ მმართველობას ინარჩუნებენ და იცავენ. მაგრამ ახლა უფლის და მბრძანებლის შეცვლის დრო დადგა. ჩვენ გავხდით ხალხი, რომელმაც ღმერთი შეიცნო, და ამიტომ ჩვენი უცილობელი ბატონი მხოლოდ უფალი უნდა იყოს.
ჩვენ ყველას გულში ცოდვა გვაქვს, რის გამოც ჩვენს უკეთურობებისთვის ჯოჯოხეთს ვიმსახურებთ. მაგრამ ჩვენ ვპოვეთ ღმერთი წყლისა და სულის სახარების რწენაში. ღმერთმა იმდენად შეგვიყვარა რომ ის მოვიდა ამქვეყნად, იოანესთან ნათლობაში ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო და ჯვარზე მოკვდა, რათა ჩვენი ჭეშმარიტი მაცხოვარი გამხდარიყო. და ღვთისადმი რწმენის გამო ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვებისგან ვიყავით დახსნილები. სხვა სიტყვებით, ჩვენ სულიწმიდის ბინადრობა მივიღეთ. 
ბიბლია ამბობს, "ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის" (რომაელთა 8:9). როდესაც ჩვენ გამოსყიდვა, ანუ სულიწმიდის ბინადრობა მივიღეთ, ჩვენ ღმერთის შვილები გავხდით. სულიწმიდა ჩვენთვის ღმერთია და ჩვენ უნდა ვიაროთ ღმერთის სამართლიანობაში, სულიწმიდის დამოძღვრით. ასეთი ცხოვრების მისაღწევად ჩვენ საკუთარი თავის ბატონ-პატრონობა უნდა უქუვაგდოთ. იესოს შეხვედრის და მის მიერ გადარჩენის შემდეგ ჩვენ ის უნდა გავხადოთ ჩვენი ერთადერთი ბატონი და უფალი.
 

ჩვენი გულის ტახტი იესოს უნდა გადავცეთ

ჩვენ ვერ შევძლებთ უფლის მიყოლას თუ ჩვენს საკუთარ თავს ვთვლით ჩვენი ცხოვრების უფლად. როდესაც ღმერთი მისთვის მსახურებას გვიბრძანებს, ჩვენ დაუყონებლივ ვიტყვით "დიახ", თუ ჩვენი თავის ბატონ-პატრონი არ ვართ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გვეკითხა, "შენთვის ეს რატომ უნდა გავაკეთო?”. პიროვნება რომელიც თავისი თავის ბატონია, უარს იტყვის იმის კეთებაზე რაც ღმერთს სურს, და იფიქრებს, "მან უნდა მთხოვოს, და არა მიბრძანოს მისი სურვილების კეთება". ამგვარი პიროვნებისთვის ღმერთის მითითებები სხვა არაფერია თუ არა უსაფუძვლო და მომაბეზრებელი სიტყვები. 
მაგრამ სულიწმიდით ავსებისთვის ჩვენ მის ბრძანებებს უნდა დავემორჩილოთ. ჩვენ არ უნდა ვემსგავსოთ სასაკლაოზე ძალით მიზიდულ საქონელს, არამედ ნებაყოფლობით უნდა მივყვებოდეთ ღმერთს. ჩვენ უნდა მივყვებოდეთ ღმერთს, ჩვენს მაცხოვარს, რომელიც სიმართლის გზაზე გვატარებს. ღმერთი არის უფალი, რომელმაც ჩვენ ხსნით გვაკურთხა. თუ ჩვენ მას როგორც ჩვენს უფალს ვემსახურებით და მის წესებს ვიცავთ, ჩვენ სულიწმიდით აღვსებას შევძლებთ. თუ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები თქვენს ხელმწიფობას იესოს გადასცემთ და მას დააყენებთ ყველაფერ დანარჩენზე უფრო მაღლა, ცხოვრებაში მადლი და კურთხევები გექნებათ. 
შესაძლოა გინახავთ სურათები სადაც ნაჩვენებია ადამიანი რომელსაც მძვინვარე ქარბუქიან ზღვაში გემი მიყავს, და მის უკან მდგარი იესო. როცა გვგონია რომ ჩვენ თვითონ ვმართავთ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებს და უფლის საქმეს ვასრულებთ, სინამდვილეში ეს ჩვენი უფალი იესო ქრისტეა ვისაც მივყავართ და ვისაც ჩვენი ხელი უკავია. ყოვლისშემძლე ღმერთი მეთვალყურეობს ჩვენს ცხოვრებას. მან ჩვენ გვიხსნა. ის ჩვენ ეშმაკისგან გვიცავს, გვმართავს და ბატონობს ჩვენს ცხოვრებაზე.
ვინაიდან ის ჩვენი უფალი და ბატონი გახდა, მას ძალუძს ჩვენი მეთვალყურეობა და ჩვენი კურთხევა. მაგრამ თუ ჩვენ მას ჩვენს უფლად არ ვცნობთ, ის ვერ შეასრულებს ამ როლს. რადგან ის პიროვნებაა, ის არ გვაძალებს მისი ნებისადმი დამორჩილებას. მიუხედავად იმისა რომ ყოვლისშემძლე ღმერთია, ის ჩვენთვის არაფერს გააკეთებს თუ ჩვენ არ დავიწყებთ მისთვის როგორც ჩვენი უფლისთვის ნებაყოფლობით მსახურებას და მას შევთხოვთ შემწეობას.
 

ყველაფერი მას მიანდეთ

ყველაფერი უფალს მიანდეთ რათა მან შეძლოს ჩვენზე მისი უფლობის შესრულება. ემსახურეთ მას და აღიარეთ იგი თქვენს მეთაურად. რადგან ჩვენ არასრულყოფილები ვართ, ჩვენ მას უნდა მივანდოთ ყოველივე და მთელი პასუხისმგებლობა მას გადავცეთ. როდესაც ჩვენ ჩვენს ოჯახებს, ყოველდღიურ ცხოვრებას და ყველაფერ დანარჩენს მას მივანდობთ, ჩვენ ღმერთისგან სიბრძნეს მივიღებთ და შევძლებთ მისი სურვილისამებრ ცხოვრებას, ყველა პრობლემის ღვთის მიერ ბოძებული რწმენითა და ძალით მართვით.
მაშინ ჩვენი პირადი პრობლემები ჩვენი უფლის საკუთრება ხდება, რაც ნიშნავს რომ თუ ჩვენ უბრალოდ მივყვებით იესოს, ყოვლისშემძლე ღმერთს, ის ჩვენს ნაცვლად აიღებს ჩვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას. მაშინ ჩვენ შევძლებთ სულიწმიდით აღვსილი ცხოვრებით სიარულს და გავიხარებთ იმ მშვიდობით რომელიც მასშია. როგორც ერთგულმა ქრისტიანებმა, ჩვენ ღმერთის წინაშე მუხლი უნდა მოვიდრიკოთ, ვცნოთ და ვემსახუროთ მას როგორც ჩვენს ბატონსა და უფალს.
მოდით ვნახოთ თუ რას ამბობს ფილიპელთა 3:3 იმაზე თუ როგორი რწმენა გვჭირდება იმისთვის რომ სულიწმიდით აღსავსე ცხოვრებით ვიცხოვროთ. "რადგან ჩვენ ვართ წინადაცვეთილობა - ვინც სულით ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი მოქადულნი და არა ხორცის მოიმედენი". აქ "წინადაცვეთილობა" სიმბოლიზირებს მათ ვინც ღმერთს სულით ემსახურება, იქადის ქრისტე იესოთი და ხორცზე არ ამყარებს თავის იმედს.
წინადაცვეთილობით ცხოვრება ნიშნავს ჩვენი გულებიდან ყველა ცოდვის ამოკვეთას და მათ იესო ქრისტესთვის გადაცემას, რომელიც იოანეს მიერ მოინათლა. ისინი ვინც სულით დადიან, თავის სიცოცხლეს ღვთის სულის საკუთრებად ცნობენ. ისინი ღმერთს ემსახურებიან, ქრისტე იესოში ხარობენ, და ამბობენ, "იესომ მე ეს დიდებული სიცოცხლე მიბოძა. მან მე მართალი გამხადა და მაკურთხა. მან მე მომანიჭა მთელი მადლის სისავსე რაც კი მჭირდება მას რომ ვემსახურო". აი ასეთი ცხოვრებით უნდა ვცხოვრობდეთ. ეს იქნება სულიწმიდით აღსავსე ცხოვრება. პავლემ თქვა, "ამიტომ ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად" (1 კორინთელთა 20:31). 
ფილიპელთა 3:13-14-ში ის ამბობს, "ძმებო, არ მიმაჩნია რომ უკვე მივაღწიე. ერთია, რომ ვივიწყებ, რაც ჩემს უკან დარჩა, და იმას ველტვი, რაც ჩემს წინაა. ვილტვი მიზნისაკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისაკენ ქრისტე იესოში." ღმერთმა გვითხრა რომ უკან დარჩენილი წარსულის საქმეები დაგვევიწყა და იმისკენ მიგვემართა გეზი რაც ჩვენს წინაშე ძევს. ჩვენ ძლიერ უნდა ვისწრაფოდეთ ჩვენი მიზნისაკენ. ჩვენი წარსული მართალი ან უმართლო საქმეების მიუხედავად, ჩვენ ყოველივე უკან დარჩენილი უნდა დავივიწყოთ და ვეცადოთ მივწვდეთ ჩვენს წინაშე მდებარე მიზანს. ეს მიზანია ღთის ნებისადმი მსახურება, იესო ქრისტეზე მისდამი რწმენით ჩაჭიდებით.
ჩვენ შორს ვართ სრულყოფილებისგან, ამიტომ ადვილად ვმარცხდებით როდესაც ხორცის ცდუნებას ვხვდებით. მაგრამ ღვთისადმი მზერის აპყრობით და რწმენით ჩვენ ყველა სისუსტის და უკეთურობის აღმოფხვრა შეგვიძლია. როცა იესო ქრისტე იოანეს მიერ იქნა მონათლული და ჯვარზე მოკვდა, ყველა ჩვენი ცოდვა მასზე გადავიდა. როდესაც იგი მკვდრეთით აღდგომით ჩვენი მაცხოვარი გახდა, ჩვენ მისდამი რწმენის საფუძველზე ახალი ცხოვრება მოგვეცა. ამიტომ უნდა უკუვაგდოთ ყველაფერი რაც უკან დაგვრჩა, და ვისწრაფოდეთ წინ არსებულისკენ და ჩვენი მიზნისკენ.
 
 

სულიწმიდით აღსავსე ცხოვრების შენარჩუნება


ამიტომ, როგორც ითქვა, ჩვენ უნდა მივემართოთ წინმდებარე მაღალი მიზნისკენ. იმედი მაქვს რომ შეძლებთ ყოველივე წარსულის რაც შეიძლება სწრაფად დავიწყებას თუ ის თქვენ გამძიმებს. არსებობს ბევრი რამ რაც ჩვენთვის მიუწვდომელია ჩვენი სისუსტეების გამო, მაგრამ მათ მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ის რაც მნიშვნელოვანია, მომავალშია შემონახული. რადგანაც ეს ასეა, ჩვენ ჩვენი თავის ხელმწიფობა იესო ქრისტეს რწმენით უნდა გადავცეთ და მის მიერ ვიყოთ მართული. ჩვენ მას უნდა გადავაწყვეტინოთ ის თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი ცხოვრება, და მისთვის მოსაწონი ვაკეთოთ.
 

ჩვენ იესოს მოწაფეების მსგავსად უნდა ვიცხოვროთ

ჩვენ მხოლოდ მაშინ შევძლებთ სულიწმიდით აღსავსე ცხოვრების გაწევას, როცა ჩვენს ცოდვის გამოსყიდვის რწმენაში გავძლიერდებით. ეს ფრიად მნიშვნელოვანია. მოდით შევხედოთ 2 ტიმოთეს 2:1-10. "ამიტომ, შენ, ჩემო შვილო, იყავ ძლიერი მადლში, რომელიც ქრისტე იესოშია. და რაც მოისმინე ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს, რომელთაც უნარი ექნებათ სხვების სწავლებისა. იტანჯე ჩემთან ერთად, როგორც იესო ქრისტეს კეთილმა მეომარმა. არც ერთი მეომარი არ შეიბორკება ცხოვრებისეული საქმეებით, რათა აამოს მხედართმთავარს. ხოლო ვინმემ რომ იბრძოლოს კიდეც, გვირგვინს ვერ მიიღებს, თუ უკანონოდ იბრძოლებს. მიწის მუშაკმა პირველმა უნდა იგემოს ნაყოფებისაგან. დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე, რადგან უფალი მოგცემს გაგებას ყველაფერში. გახსოვდეს მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, ჩემი სახარების მიხედვით. რისთვისაც მე ვიტანჯები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვა შებორკილი არაა. ამიტომ ყოველივეს ვითმენ რჩეულთათვის, რათა მათაც მიიღონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებასთან ერთად".
პავლეს მიერ ტიმოთესთვის ნათქვამის მსგავსად, სულიწმიდა გვეუბნება, “იყავ ძლიერი მადლში, რომელიც ქრისტე იესოშია. და რაც მოისმინე ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს, რომელთაც სხვების სწავლების უნარი აქვთ". 
"იყავ ძლიერი მადლში, რომელიც ქრისტე იესოშია" - აქ მადლში გაძლიერება ნიშნავს იმას რომ ჩვენ უნდა გავძლიერდეთ წყლისა და სულის სახარების რწმენაში, ქრისტესადმი რწმენით და მისთვის ჩაჭიდებით. იესო ქრისტე მოვიდა ამ ქვეყნად რათა ყველა ჩვენი ცოდვა თავის ნათლობაში მიეღო, მომკვდარიყო ჯვარზე, და აღმდგარიყო როგორც ჩვენი მაცხოვარი. ეს ნიშნავს რომ ჩვენ ღმერთის მადლში უნდა ვიყოთ ძლიერნი და მისდამი მუდამ მადლიერნი. ღმერთმა ჩვენ გადაგვარჩინა, ამიტომ ჩვენ ეს ხსნა როგორც ღმერთის საჩუქარი რწმენით უნდა მივიღოთ. ესაა ცოდვათა მიტევების ხსნა. მას არაფერი აქვს საერთო ყოველდღიურ დილის ლოცვებთან ან ეკლესიის ასაშენებლად თანხების შემოწირულობასთან. ყოველივე მსგავსს ხსნის მიღების საქმეში უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე სარგებლობა.
ცოდვების მიტევების მიერ ჩვენი ხსნა ნიშნავს იმას რომ იესო ქრისტე, ჩვენი საქმეებისგან დამოუკიდებლად, მოინათლა ყველა ჩვენი ცოდვის ასაღებად და მთელი ჩვენი უკეთურობის ამოსაშლელად ჯვარზე მოკვდა. შემდეგ ის მკვდრეთით აღდგა ჩვენი თავის ყველა ჩვენი ცოდვისგან გადასარჩენად. ხუცესები და ერისკაცები - ყველა ერთნაირად არის ნაპატიები ამ ჭეშმარიტების სახარების რწმენით. ნებისმიერი ადამიანი ვისაც ამგვარად მთელი გულით სწამს იესო ქრისტესი, ცოდვების სრულ მიტევებას ღებულობს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვიქონიოთ ხსნის მადლის დარწმუნება და გავძლიერდეთ რწმენაში. 
თუ სულიწმიდით აღსავსე ცხოვრება გვინდა, ჩვენ წყლისა და სულის სახარების რწმენაში უნდა ვიყოთ ძლიერნი. ჩვენს ცხოვრებაში არის სფეროები რომლებშიც სათანადო დონეს ვერ ვაღწევთ, და მათში ჩვენი სისუსტეების წილს ვიზიარებთ. სწორედ ამიტომ უნდა გავხდეთ ხსნის მადლში ძლიერნი. ყოველთვის როდესაც ჩვენი სისუსტე თავს იჩენს, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ჩვენს რწმენაზე და საკუთარ თავს ვუთხრათ, "ღმერთმა გადამარჩინა წყლისა და სულის სახარებით. იესომ წყლითა და სულით ყველა ჩემი ცოდვა მომიტევა". ამ სახარების რწმენით ჩვენ ვხდებით მართლები და ვძლიერდებით სულიწმიდის ბინადრობის მეშვეობით. ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვისგან ვიყავით დახსნილი და გავძლიერდით წყლისა და სულის სახარების რწმენით. ჩვენი რწმენის მეშვეობით ჩვენ კურთხეული ერი გავხდით.
პავლემ თქვა, "ამიტომ ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად" (1 კორინთელთა 20:31). ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს რომ ჩვენ ღმერთს უნდა მივუძღვნათ ჩვენი სიცოცხლე. "ჭამთ თუ სვამთ", - ჩვენ უნდა ვჭამოთ, ვსვათ და ვიყოთ ძლიერნი ღმერთისთვის, მისი საქმის შესასრულებლად. ჩვენ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვები უნდა მივიღოთ, სახარების ქადაგება რომ შევძლოთ. "არც ერთი მეომარი არ შეიბორკება ცხოვრებისეული საქმეებით, რათა აამოს მხედართმთავარს" (2 ტიმოთე 2:4). სახარების საქადაგებლად, თქვენ სულიწმიდით აღვსილი ცხოვრებით უნდა იაროთ. ჩვენ თავდადებული ცხოვრების გაწევა მაშინ შეგვიძლია როდესაც სახარების საქადაგებლად ვცხოვრობთ. ყველა ვინც ამგვარ ერთგულ ცხოვრებას ეწევა, სულიწმიდით არის აღვსილი. ჩვენ ყველამ უნდა ვისწრაფოდეთ სულიწმიდით აღვსილი ცხოვრებისაკენ. შემოწირულობებიც კი, რომლებიც თქვენი მძიმე შრომით მოიპოვეთ, სახარებისთვის უნდა იყოს გამოყენებული. 
თუ სულიწმიდით აღსავსე ცხოვრების შენარჩუნება გსურთ, თქვენ უფალს უნდა მიუძღვნათ თავი, მას ემსახუროთ, თქვენი ფული სახარებისთვის გამოიყენოთ და ღმერთს გაუზიაროთ თქვენი სიხარულიც და მწუხარებაც. თუ ასეთი სახის ცხოვრების გაწევა გვინდა, ჩვენ რწმენით უნდა ვიცხოვროთ, სახარებისთვის მსახურებისადმი ძლიერი სურვილით.
ბევრი ადამიანი აქამდე მხოლოდ პირად ინტერესებისთვის ცხოვრობდა. მათ ირგვლივ კედლები აღმართეს და ქონება დაიგროვეს, როგორც საკუთარი თავის მეუფეებმა. მაგრამ ახლა ჩვენ ღმერთისთვის უნდა დავიწყოთ ცხოვრება. ჩვენ ახლა ღმერთი უნდა ვაღიაროთ ჩვენს ერთადერთ მეუფედ და მბრძანებლად. უფალი ამბობს, "არც ერთი მეომარი არ შეიბორკება ცხოვრებისეული საქმეებით, რათა აამოს მხედართმთავარს". კარგი მეომრის ცხოვრების გაწევა წესების მიყოლას ნიშნავს. უფალი ჩვენი პრობლემების გადაწყვეტაში გვეხმარება, გვიცავს და გვიძღვება ჩვენ, თუ მისთვის როგორც მისი ერთგული მეომრები ვცხოვრობთ. ის გვეუბნება რომ უპირველასად ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე მოვიძიოთ (მათე 6:33). 
ღვთის სიტყვაში არაფერია მცდარი. მას თუ მივსდევთ, მისი სიტყვის ჭეშმარიტებასაც ვიგემებთ. მაგრამ გახსოვდეთ რომ პირველად თქვენ ჯერ გულში სულიწმიდის ბინადრობა უნდა იქონიოთ. ადამიანს რომელსაც სულიწმიდის ბინადრობა არა აქვს, არ შეუძლია თავისი ხელმწიფობის ტახტის ღმერთისთვის გადაცემა. მაგრამ სულიწმიდის ბინადრობის მქონე ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება და შესაბამისად, სულიწმიდის სისავსის განცდა და გულში ბედნიერების და მშვიდობის ქონა.
სულიწმიდის ბინადრობა თქვენთვის რეალობად იქცევა, თუ გაიგებთ და ირწმუნებთ წყლისა და სულის ბრწყინვალე სახარებას. თუ სულიწმიდის სისავსე და კურთხეული ცხოვრება გსურთ, თქვენ ღმერთს, როგორც თქვენს მეუფეს უნდა ემსახუროთ, და მისი სამეფოს საკეთილდღეოთ იცხოვროთ. მაშინ თქვენ ნამდვილად აღივსებით სულიწმიდით და თქვენი გულიც უხვი გახდება. თქვენი წარმატებული ცხოვრებაც გაგრძელდება როდესაც თქვენ ღმერთის სამეფოში მცხოვრები შვილების კურთხევებს მოიპოვებთ. 
მე მოგაწოდეთ ეს სწავლება იმის შესახებ რომ ადამიანები რომლებმაც უფლისადმი რწმენით ცოდვებისგან ხსნა და სულიწმიდის ბინადრობა მიიღეს, სულიწმიდით აღვსილი ცხოვრებით უნდა იარონ. მე განვმარტე სულიწმიდით აღვსილი ცხოვრება და აღვწერე თუ როგორ უნდა იქნეს შენარჩუნებული ასეთი ცხოვრება. მე ასევე ავხსენი რომ რწმენის მეშვეობით თქვენ თქვენი გულის ხელმწიფობის ტახტი უფალს უნდა გადასცეთ, რწმენითვე მას ემსახუროთ და სულიწმიდით აღვსილი ცხოვრება შეინარჩუნოთ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმისთვის ვისაც სულიწმიდის ბინადრობა აქვს, ხელახლა შობა არაა უკანასკნელი ნაბიჯი. მან უნდა გააგძელოს სულიწმიდის აღვსილი ცხოვრება. ჩვენ დანამდვილებით უნდა ვიცოდეთ და გვწამდეს, რომ ჩვენი სულიც და ხორცის მხოლოდ მაშინ იქნება კურთხეული როცა ჩვენ ასეთ ცხოვრებას ვეწევით. 
ამგვარი ცხოვრების მიღწევა უცბად არ ხდება. ის შესაძლებელია მხოლოდ როდესაც ჩვენ უფლის, როგორც ჩვენი მეუფის გვჯერა და მას ჩვენს გულებში უპირველეს ადგილს ვუთმობთ. ღმერთმა დაგვიხსნა და უკვე მოგვცა სულიწმიდით სავსე, სახარებისადმი მსახურების ცხოვრება. მან ასევე მოგვცა თავისი სამსახური და როლი მისი საქმის საკეთებლად, რათა ჩვენ სულიწმიდით აღვსილი ცხოვრების შენარჩუნება შეგვეძლო.
თქვენ მას უნდა მიუძღვნათ თავი და მისთვის იცხოვროთ. ემსახურეთ მას ამ მშვენიერი სახარების ქადაგებით. მაშინ თქვენი გული აღივსება სულიწმიდით და თქვენგან ბედნიერება და მადლი გადმოიფრქვევა. მისი დაბრუნების დღეს, თქვენ კურთხეული იქნებით, ღმერთის წინაშე ამაყად მდგომი და მისი ჯილდოს მომპოვებელი. თქვენც და მეც უნდა აღვფრთოვანებული ვიყოთ სულიწმიდით აღვსილი ცხოვრებით. ჩვენ რწმენის მეშვეობით უნდა ვიღვწვოდეთ ამგვარი ცხოვრებისაკენ. სწორედ ასე ხდება სულიწმიდით სავსე სიცოცხლის შენარჩუნება. 
უარყავით თუ არა თქვენი გულების სამეფო ტახტი, სულიწმიდით აღვსილი ცხოვრების მისაღწევად? მე იმედი მაქვს რომ თქვენ უფალს დაუთმობთ თქვენს გულებში უმაღლეს ადგილს. თქვენ სულიწმიდით აღვსილი ცხოვრების გაწევის სურვილი უნდა იქონიოთ. სწორედ მაშინ გაკურთხებს ღმერთი, რათა შეძლოთ სულიწმიდით სავსე ცხოვრებით სიარული.