(ტიტე 3:1-8)"შეახსენე მათ: დაემორჩილონ და მოუსმინონ განმგებელთ და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის. არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი, იჩენდნენ სიმშვიდეს ყველა ადამიანის მიმართ. ვინაიდან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უმეცარნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ვცხოვრობდით ღვარძლით და შურით, ვიყავით საძულველნი და ერთიმეორის მოძულენი. ხოლო, როცა გაცხადდა ჩვენი მაცხოვარი ღმერთის სახიერება და კაცთმოყვარეობა, მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით, რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ რათა, მისი მადლით გამართლებულები, გავხდეთ საუკუნო სიცოცხლის მემკვიდრენი, რისი იმედიც გვაქვს. სარწმუნოა სიტყვა. მე მსურს, რომ შენ მტკიცედ იდგე ამაზე, რათა ღვთის მორწმუნენი ცდილობდნენ კეთილი საქმეების კეთებას. ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანთათვის".
როგორ უნდა ვიქონიოთ სულიწმიდით აღსავსე ცხოვრება?
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ღმერთის ნება და ვიქადაგოდ სახარება მის მიხედვით
მათ ვისაც სწამთ იესო და აქვთ სულიწმიდის ბინადრობა, სულიწმიდით აღსავსე ცხოვრებით უნდა იცხოვრონ. ქრისტიანებისთვის, სულიწმიდით აღვსილი ცხოვრების ქონა არის ის რასაც მოითხოვს ღმერთი. ჩვენ მის ბრძანებებს უნდა დაუჯეროთ. მაშ როგორ უნდა ვიცხოვროთ სულიწმიდით აღსავსე ცხოვრებით? ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას თუ რას გვეუბნება ამის შესახებ პავლე მოციქული.
რა არის საჭირო სულიწმიდით აღსავსე ცხოვრებისთვის?
ტიტეს 3:1-ში პავლემ თქვა, "შეახსენე მათ: დაემორჩილონ და მოუსმინონ განმგებელთ და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის." ამგვარად, პირველ რიგში, ის გვეუბნება რომ დავემორჩილოთ განმგებელთ და ხელისუფალთ და მზად ვიყოთ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის. ის გულისხმობდა რომ ჩვენ ვერ შევძლებთ სულიწმიდით აღსავსე ცხოვრების გაწევას თუ ამაქვეყნის კანონებს არ დავემორჩილებით. რათქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ წუთისოფლის ხელისუფალნი და მათი კანონები ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება, ჩვენ მათ არ უნდა ვემორჩილებოდეთ. მაგრამ თუ კანონები არ არღვევენ ჩვენს რწმენას, მათ უნდა დავემორჩილოთ იმისთვის რომ სახარებისთვის მშვიდობიანი მსახურება შევძლოთ.
ჩვენ ვართ ხალხი რომელმაც სულიწმიდის ბინადრობა მივიღეთ. როგორ შევძლებდ სულიწმიდით აღსავსე ცხოვრების გატარებას, ამაქვეყნის კანონებს თუ დავარღვევთ? ამიტომ, სულიწმიდის აღსავსე ცხოვრების უზრუნველსაყოფად ჩვენ წუთისოფლის კანონებსაც უნდა ვიცავდეთ. მათ ვინც სულიწმიდის ბინადრობა მიიღო, სოციალური ნორმები უნდა დაიცვან. ღმერთთან სიარული მხოლოდ მაშინ შეგვიძლია როდესაც ამაქვეყნის კანონებს ვიცავთ.
წარმოიდგინეთ ვინმე ჩვენთაგანს ეკლესიაში მისვლამდე რაიმე დანაშაული რომ ჩაედინა. შეძლებდა ის უფლისთვის კომფორტულად მსახურებას? როგორ უნდა გამხდარიყო მისთვის შესაძლებელი უფლის სწავლების მიხედვით ცხოვრება, კანონგარეშე რომ ეცხოვრა? ჩვენ არ უნდა ვარღვევდეთ სოციალურ ნორმებს როცა სულში დავდივართ. კანონის დარღვევას კარგი არაფერი მოყვება. კანონისადმი მორჩილებით ჩვენ მშვიდობა უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ წესიერად უნდა ვიცხოვროთ როდესაც ვქადაგებთ სახარებას. სულიწმიდით აღსავსე ცხოვრებისთვის ყველა წმიდისთვის გონიერი იქნება საზოგადოებრივი კანონების შესაბამისად ცხოვრება.
გულში მოკრძლებულობა უნდა ვიქონიოთ
პავლემ თქვა, "არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი, იჩენდნენ მოკრძალებას ყველას მიმართ". სულიწმიდით აღვსილი ცხოვრების გასატარებლად ჩვენ არავის უნდა შევურაცხყოთ, ვიყოთ მშვიდობიანნი, შემწყნარენი, და ყველას მიმართ თვინიერებას ვიჩენდეთ.
ხელახლა შობილთა გულებში მოკრძალება, თავშეკავება და შემწყნარებლობაა. ეს შესაძლებელი ხდება ჩვენში მცხოვრები სულიწმიდის გამო. პავლემ გვითხრა რომ ჩვენ არ უნდა დავაზიანოთ სახარება ერთმანეთთან პაექრობით. რა თქმა უნდა, როცა სოციალური კანონები სახარებას ეწინააღმდეგება, ჩვენ ამას წინ უნდა აღვუდგეთ. მაგრამ თუ ასე არაა, სიმშვიდე უნდა დავიცვათ. სხვები ჩვენზე ამგვარად უნდა ვაფიქრებინოთ, "თუმცა ის ზოგჯერ ლომივით შმაგია, სინამდვილეში მტრედივით მშვიდობიანია. როგორც ჩანს, მისი ქრისტიანული რწმენა მას თავაზიან და საზრიან პიროვნებად ხდის".
ხორცის გულისთქმებში არავითარი შემწყნარებლობა ან მოკრძალება არაა. მაგრამ სულიწმიდის ბინადრობის მეშვეობით და უფლის მიერ, რომელმაც ჩვენი ცოდვებისგან გვიხსნა, ჩვენ სხვების მიმართ შემწყნარებლობა შეგვიძლია. ვინმეს პატიება ვინც ძალიან ცუდად მომექცა არის ნამდვილი "პატიება" და მისდამი ჩემს მხრიდან გულითადი თვინიერების გამოჩენა, ნამდვილი "თვინიერებაა". ეს თვინიერება არ იქნებოდა მე მხოლოდ მოსაჩვენებლად რომ გამომეჩინა მის მიმართ მოკრძალება, გულში კი სინამდვილეში მძულებოდა. თვინიერებით და მიტევებით სავსე გულის ქონა ხელახლა შობილ ქრისტიანთა შინაგანი მორალია.
ჩვენ ასევე შემწყნარებლობა უნდა ვიქონიოთ როდესაც ადამიანები უსამართლოდ გვექცევიან. სანამ ისინი სახარების დაბრკოლებას არ ცდილობენ, ჩვენ მომთმენნი უნდა ვიყოთ ყველას მიმართ. მაგრამ თუ ამას იზავენ, ჩვენ შემწყნარებლობის სინათლე ჭეშმარიტების სინათლით უნდა შევცვალოთ. შემწყნარებლობა მხოლოდ ღმერთის ჭეშმარიტებაში მოიძებნება, ამიტომ ისინი ვინც მას ებრძვიან, აფერხებენ და ჰგმობენ ღმერთის სიტყვას და არ იმსახურებენ მათ მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას.
ღმერთი არ ჰპატიობს მათ ვინც მას ეწინააღმდეგება, არამედ ამისათვის ფასს ახდევინებს. ღმერთმა აბრაამს უთხრა, "მე ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს" (დაბადება 12:3). ადამიანები რომლებიც ჭეშმარიტების სახარებას აბრკოლებენ, ვერანაირად ვერ გადარჩებიან. ისინი ვერ გაექცევიან უბედურებას, რომელიც არა მარტო მათ ცხოვრებას დაამსხვრევს, არამედ მათ შთამომავლობისას მესამე მუხლამდე.
რატომ უნდა ვიყოთ მომთმენნი და მოკრძალულნი? როგორც დაწერილია ტიტეს 3:3-ში, "ვინაიდან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უმეცარნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ვცხოვრობდით ღვარძლით და შურით, ვიყავით საძულველნი და ერთიმეორის მოძულენი". ჩვენც ზუსტად ამ ადამიანთა მსგავსნი ვიყავით სანამ ხელახლა ვიშვებოდით. ამრიგად ჩვენ უნდა შევიწყნაროთ და მივუტევოთ მათ, რადგან ჩვენც ოდეს მათი მსგავსი ვიყავით.
ტიტეს 3:4-8-ში ის ამბობს, "ხოლო, როცა გაცხადდა ჩვენი მაცხოვარი ღმერთის სახიერება და კაცთმოყვარეობა, მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით, რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ, რათა, მისი მადლით გამართლებულები, გავხდეთ საუკუნო სიცოცხლის მემკვიდრენი, რისი იმედიც გვაქვს. სარწმუნოა სიტყვა. მე მსურს, რომ შენ მტკიცედ იდგე ამაზე, რათა ღვთის მორწმუნენი ცდილობდნენ კეთილი საქმეების კეთებას. ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანთათვის".
ბიბლიის მიხედვით, ღმერთს ჩვენი კეთილი საქმეების გამო არ დავუხსნივართ. მან მოგვანიჭა ხელახლა შობის კურთხევა იმიტომ რომ ჩვენ მას ვუყვარდით და ვეცოდებოდით. სხვა სიტყვებით, იესო ქრისტე განკაცდა ამ ქვეყნად, მოინათლა, ჯვარზე მოკვდა, მკვდრეთით აღდგა, და ამგვარად ამორეცხა ყველა ჩვენი ცოდვა. იესო აღდგა და ამჟამად ღმერთის მარჯვნივ არის დაბრძანებული. მისი მკვდრეთით აღდგომით, ამ სამყაროს ყოველი უკმარი საგანი სრულყოფილ იქნა.
ღმერთმა ჩვენ იესო ქრისტეს, ჩვენი მაცხოვრის მიერ, სულიწმიდით გვაკურთხა. იესო ქრისტე მოინათლა იოანეს მიერ იმისთვოს რომ ქვეყნიერების ყველა ცოდვა წაეღო და ჯვარზე მოკვდა რათა ყველა ჩვენი ცოდვა მიტევებულ ყოფილიყო. ჩვენ გადავრჩით და გავხდით მართლები.
ბიბლია ასევე ამბობს, "გავხდეთ საუკუნო სიცოცხლის მემკვიდრენი". ეს ნიშნავს რომ ჩვენ, როგორც ღმერთის მემკვიდრენი, ვართ ისინი ვინც მთელ მის სიუხვეს და დიდებას იმკვიდრებს. ასეთი კურთხეული ცხოვრების მისაყოლად ჩვენ სულიწმიდის სისავსეში უნდა ვცხოვრობდეთ. თქვენ უნდა გწამდეთ წყლისა და სულის სახარება, მიიღოთ ყველა თქვენი ცოდვების მიტევება და ეს სახარება სხვებსაც უქადაგოდ.
ამიტომ, მივიღეთ რა ცოდვების მიტევება, ჩვენ სხვების სასარგებლოდ უნდა ვიშრომოთ, წუთისოფლის წესებიც დავიცვათ და ღმერთის ყველა მაძიებელს სახარება ვუქადაგოდ. ჩვენ ასევე უნდა მივუტევოთ მათ ვინც ჩვენ გვემდუერბა და მოვექცეთ მათ სახიერად და მოთმინებით, ისე რომ ვერ შეძლონ ამ მშვენიერი სახარების ქადაგების შეფერხება. "ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანთათვის". თუ სულიწმიდის სისავსისკენ ისწრაფით, უნდა გახსოვდეთ პავლემ რაც გვითხრა. შეიძლება პირველი შეხედვით ეგ ბევრის მთქმელი არ ჩანდეს, მაგრამ ეს ფრიად საგულისხმო სიტყვებია.
რადგან ამ წუთისოფელში ვცხოვრობთ, ჩვენ ვერ შევძლებთ სულიწმიდით ავსებას თუ სხვებთან კონფლიქტში ვართ საზოგადოებრივი წესების დარღვევის გამო. ამიტომ უნდა დავემორჩილოთ ამ წესებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ღმერთის სიტყვას. ამაქვეყნის კანონები უნდა დავიცვათ. მაშინაც კი როცა მორწმუნეები ვართ, კანონების მორჩილება უკეთესი არჩევანია, თუ გვსურს სულიწმიდით აღვსილი ცხოვრების გატარება. კეთილი საქმეების საკეთებლად, ჩვენ ამა სოფლის კანონებს უნდა ვიცავდეთ და ჩვენს მოყვასთან მშვიდობაში ვიყოთ.
გსურთ იცხოვროთ სულიწმიდის სისავსით?
ეფესელთა 5:8-11 ამბობს, "ვინაიდან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით. რადგან ნათლის ნაყოფი არის ყოველივე სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაში. გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი. ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ". ეს მონაკვეთი გვეუბნება რომ ვიაროთ როგორც ნათლის შვილებმა და სულის ნაყოფი გამოვიღოთ.
შემდეგ ეფესელთა 5:12-13 ამბობს, "ვინაიდან, რასაც ისინი ფარულად აკეთებენ, სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა. და მაინც, მხილებული ნათლით მჟღავნდება, ვინაიდან რაც გამომჟღავნდა, უკვე ნათელია." პავლე აქ ლაპარაკობს იმაზე რომ ყოველივე მხილებული მჟღავნდება ნათლით. თუ მართალი პიროვნება ვერ ცხოვრობს მართებული გზით, მისი საქმეები გამოაშკარავდება, ან თავისით ან ღმერთისგან მხილებით. რა ხდება როცა პიროვნება სიბნელის საქმის კეთებაშია ნაპოვნი და შემდეგ ნათლის მიერ მხილებული? თავისი შეცდომების აღიარების შემდეგ, მისი გული ისევ მსუბუქდება როცა ის ღმერთის წინაშე მოდის. "მხილებული ნათლით მჟღავნდება, ვინაიდან რაც გამომჟღავნდა, უკვე ნათელია". ჩვენთვის ძალზე სასარგებლოა სინათლის მიერ ვიყოთ მხილებული. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვენს დანაშაულთა აღიარება და ღმერთთან დაბრუნება შეგვიძლია.
თუ ნამდვილად გვსურს სულიწმიდის სისავსეში ცხოვრება, გულში სახიერება უნდა ვიქონიოთ. მაშინაც კი როცა ვინმეს გულში ცოდვა არა აქვს, ეს არ ნიშნავს რომ მან სხვებს კეთილად არ უნდა მოეპყროს. ჩვენ გულში არსებული სიკეთით და სახიერებით უნდა ვცხოვრობდეთ. ჩვენ სიბრძნოთ უნდა ვიქადაგოდ და ვილოცოთ მათთვის ვინც არ იცის წყლისა და სულის სახარების შესახებ, რათა შეიცნონ იგი და თავიანთი ცოდვების პატიება მიიღონ. ჩვენ ასევე არავის არ უნდა ვავნოთ. ვჭამთ, ვსვამთ, გვძინავს თუ ვფხიზლობთ, ჩვენ სახარებისთვის უნდა ვიცხოვროთ და სხვებსაც ვემსახუროთ.
სულიწმიდით სავსე ცხოვრებისთვის ჩვენ დროის მნიშვნელობაზე უნდა დავფიქრდეთ და ვემსახუროთ ბრწყინვალე სახარებას როგორც ბრძენნი. წუთისოფელზე თუ ვართ შეყვარებული, შეიძლება სიბნელის ცდუნების მსხვერპლი გავხდეთ და ღმერთის საქმეს დაუდევრად მოვეპყროთ. ამიტომ, მზერა უფალზე უნდა გავაჩეროთ და მისთვის სასურველი ვაკეთოთ. თუმცა ღვთის მიერ მოცემული ხსნის გვწამს, ჩვენ მაინც მუდამ უნდა ვიფხიზლოთ. სულისმიერი სიბრძნის ადამიანი მთელ მსოფლიოში მშვენიერი სახარების ქადაგებისადმი უნდა იყოს მიძღვნილი, სანამ ეს ქვეყანა სიბნელით არ მოიცვა.
შეიცნეთ უფლის ნება
ჩვენ უნდა ვცადოთ შევიცნოთ თუ რა არის ღმერთისათვის მოსაწონი. უნდა გავარკვიოთ თუ რა სურს მას რომ ვაკეთოთ, მისი ეკლესიის და მისი სიტყვის მეშვეობით. ჩვენ გვჭირდება იმის ცოდნა თუ როგორ მოვიქცეთ, რომ ვასიომოვნოთ ღმერთს და ჩვენს მიმართ მისი ნება აღმოვაჩინოთ.
ადამიანები რომელთა ცოდვები მიტევებულია, ხელახლა შობილნი არიან, ხოლო ხელახლა შობილნი არიან ისინი ვისაც გააჩნიათ სულიწმიდის ბინადრობა. ისინი ვისშიც სულიწმიდა მკვიდრობს, ჭეშმარიტად წმიდები და ღმერთის შვილები არიან. ისინი სულიწმიდით აღსავსე ცხოვრებით უნდა ცხოვრობდნენ. ეს ყველა წმიდანის მოვალეობაა. ჩვენ საკუთარ თავზე არ უნდა დავხარჯოთ ჩვენი უნარი და ენერგია, სხვების მიმართ გულგრილნი. ჩვენ არ უნდა შევაფერხოთ ღმერთის საქმე ამაქვეყნის დროთა და მოვლენათა მიბაძვით.
თუ განვიწმინდეთ და ღვთის სიყვარულის ძალით გარდავიქმენით, ჩვენ მისაბაძი პიროვნებები უნდა გავხდეთ, რათა ჯეროვნად შევძლოთ უფლის საქმის გაგრძელება და განხორციელება. თუ მისდამი რწმენით მისი შვილები გავხდით, ჩვენთვის შესაფერისია რომ სიკეთის ადამიანებად ვიქცეთ.
ღვთის შვილების ხორცი შორსაა სრულყოფილებისგან, მაგრამ ღმერთი კმაყოფილია მისით, თუ ჩვენ ღმერთის ნებაზე ვზრუნავთ და სიკეთეს ვიქმთ. მაგრამ ხელახლა შობილებსაც კი შეუძლიათ სხვებისთვის ზიანის მოტანა თუ ისინი მარტო საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ. "ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით" (ეფესელთა 5:18), ნიშნავს რომ ხორცის გულისთქმებით არ უნდა ვთვრებოდეთ, არამედ სიკეთის საქმეები ვაკეთოთ.
პავლემ თქვა ეფესელთა 5:19-21-ში, "ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნით, გალობითა და სულიერი საგალობლებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში. მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისთვის ღმერთს და მამას, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით. დაემორჩილეთ ერთმანეთს ღვთის მოშიშებით." თუ ჩვენ სულიწმიდით აღვსილი ცხოვრების ქონა გვსურს, ჩვენ უნდა გვჯეროდეს და ვქადაგებდეთ ხსნის სახარებას და გამოვავლინოთ ის რაც ღმერთმა ჩვენთვის გააკეთა.
ღმერთი გვაკურთხებს ყოველთვის როდესაც ვლოცულობთ, და მან ეს კურთხევები ფსალმუნებში, გალობებში და სულირ სიმღერებში ჩაგვიწერა, რათა მისი განდიდება ერთხმად შეგვეძლო. ჩვენ უნდა ვაქებდეთ, ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ მას. სულიწმიდით სავსე ცხოვრების ქონა ჩვენ ასევე მაშინ შეგვიძლია როდესაც ვლოცულობთ ერთმანეთისთვის და მათთვის ვინც ჯერ კიდევ არ იყო დახსნილი. ჩვენ ღმერთს გულის სიღრმიდან უნდა ვუმადლობდეთ და პატივი მივაგოთ იესო ქრისტეს, რომელმაც ჩვენ ხსნა მოგვიტანა. გულში ამგვარი აზროვნებით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი უმართლობების აღიარებას, ჩვენი ცოდვების განწმენდისთვის მადლობის გამოხატვას და ღვთისადმი მორჩილებას. სწორედ ასეთია სულიწმიდით აღსავსე ცხოვრება.
ჩვენ მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში მშვენიერ სახარებას უნდა ვემსახუროთ
ჩვენ კეთილი საქმეები უნდა ვგეგმოთ და მშვენიერი სახარების აღმატებული დიდებისთვის მათკენ ვისწრაფოდეთ. უნდა შევუერთდეთ ღვთის ეკლესიას, ერთად ვილოცოთ და ღმერთს ყველა ადამიანის სულის გადარჩენა შევთხოვოთ. ამქვეყნად ჯერ კიდევ ბევრია ვინც არაა ხელახლა შობილი რადგან არ იციან ბრწყინვალე სახარება, თუნდაც ღმერთს ეძებენ. ჩვენ უნდა ვილოცოთ ამ ხალხისთვის და ვთხოვოთ, "ღმერთო, გევედრებით, ისინიც გადაარჩინე." ჩვენ არ უნდა ვიყოთ თავკერძა, არამედ ჩვენი ქონება დაკარგულთა გადასარჩენად სახარების მსახურებისთვის გავიღოთ. კეთილი საქმის კეთება - სხვათა სულებისთვის ცხოვრებას და ღმერთის სასუფევლის გაფართოვებას ნიშნავს.
მსგავსი შრომა ნიშნავს სულიწმიდით აღვსილ ცხოვრებას. სულიწმიდის სისავსით ცხოვრება არ შედგება უცხო ენებზე ლაპარაკში და სასწაულების კეთებაში, არამედ იმის შეცნობაში თუ როგორ ვასიომოვნოთ ღმერთს. ეს ნიშნავს ღმერთის მიერ მოცემული ხსნის რწმენას, გალობებითა და ფსალმუნებით ღმერთის თაყვანისცემას და განდიდებას. ეს ნიშნავს რომ ღმერთის ნებაა რომ ვმადლობდეთ, ვაქებდეთ და ვადიდებდეთ მას მთელი ჩვენი გულით და ვემსახურებიდეთ მას ჩვენი სხეულით, როგორც სამართლიანობის იარაღით. მისი ბრძანებების შესრულება სულიწმიდით აღსავსე ცხოვრების გატარებას უდრის.
ასევე, სულიწმიდის სისავსისთვის ჩვენ ერთმანეთსაც უნდა ვემორჩილებოდეთ. როდესაც ვინმე რჩევას გვაძლევს, ჩვენ ყური უნდა დაუგდოთ ნათქვამს. მსგავსად, თუ მე სხვას მივცემ რჩევას, მანაც უნდა დამიგდოს ყური, თუნდაც ჩემს აზრს არ ეთანხმებოდეს. ამრიგად ჩვენ ერთმანეთის მორჩილებით და ღმერთის საქმის კეთებით სულიწმიდით სავსე ცხოვრებას უნდა ვეწეოდეთ.
სულიწმიდით აღსავსე ცხოვრებით სიარული იესო ქრისტეს განდიდებას ნიშნავს
სულიწმიდით აღვსილი ცხოვრების ქონა ნიშნავს იესო ქრისტეს მცნებების დაცვას. მოდით აღმოვაჩინოთ თუ რას ნიშნავს ეს, ეფესელთა 6:10-13-ის წაკითხვით. "და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას. რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ წინაღდგომა ბოროტ დღეს და ყველაფრის გადამლახველებმა გასძლოთ."
რას ნიშნავს სულით აღსავსე ცხოვრება? ის ნიშნავს იყო ძლიერი უფალში და მისი ძალის რწმენა იქონიო. ეს ნიშნავს ვცხოვრობდეთ სულიწმიდის ძალით რომელიც ჩვენში მკვიდრობს, და არა ჩვენი საკუთარი ნებით. უფრო მეტიც, ეს ნიშნავს ლოცვით ცხოვრებას. ლოცვის საშუალებით ჩვენ ენერგიულად და ღვთის მიერ ჩვენთვის მოცემული მრავალგვარი ნიჭებით და კურთხევებით ცხოვრების გაწევა შეგვიძლია. ასეთი ცხოვრება ნიშნავს ღმერთის სრული საჭურვლის შემოსვას. ჩვენ იმდენად სუსტები ვართ რომ მაშინაც კი როცა მასთან სიარულს და მის მსახურებას და მორჩილებას ვცდილობთ, ჩვენ არ შეგვიძლია სულით აღსავსე ცხოვრების გაწევა თუ მის სიტყვას არ ჩავეჭიდეთ.
ღმერთის სიტყვის რწმენა სასიცოცხლოა ჩვენი სულიერი ძალის გასანვითარებლად. მაშინაც კი, როცა რწმენა გვაქვს, ჩვენ ღმერთის სრული საჭურველი უნდა შევიმოსოთ და ვთქვათ, "მე დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც ღმერთის სიტყვაშია ჩაწერილი". ეს არის რწმენა რომელიც სულიწმიდით აღსავსე ცხოვრების გაწევის ძალას გვაძლევს.
განიცდის რომელიმე თქვენგანი პრობლემებს ამგვარი ცხოვრების გაწევით? თუ ასეა, გაიხსენეთ წმ.წერილის სიტყვები და შეიმოსეთ ღმერთის სრული საჭურველი. ღმერთმა გვიბრძანა მისი სრული საჭურვლის შემოსვა. ამ სიტყვების თქვენი გულის სიღრმეში მიღებით, თქვენ მიხვდებით თუ რას ნიშნავს ღმერთის სრული საჭურვლის ტარება. ჩვენი გარემოცვის ან ადამიანთა ნათქვამის მიუხედავად, ჩვენ ღმერთის სიტყვებს უნდა ჩავეჭიდოთ. ასე ჩვენ შევძლებთ სულიწმიდის აღსავსე ცხოვრების გატარებას.
სად შეგვიძლია ამგვარი რწმენის მიღება? გამოცხადების 3:22 ამბობს, "ვისაც ყური აქვს, ისმინოს რას უებნება სული ეკლესიებს". ჩვენ ნამდვილად უნდა მოვუსმინოთ სულის ნათქვამს ეკლესიის მიმართ. სხვა სიტყვებით, ჩვენ ვერ მოვისმენდით ღმერთის სიტყვას და ვერც სულიწმიდით სავსე ცხოვრების ქონას შევძლებდით, ღმერთის მსახურთა გარეშე. ვის მეშვეობით ლაპარაკობს ღმერთი? ღმერთი ელაპარაკება წმიდებს და მსოფლიოს ყველა ხალხს მისი ეკლესიის მსახურთა მეშვეობით.
ეს ნიშნავს რომ უნდა გჯეროდეთ რომ ღმერთის ეკლესიის სწავლება ნამდვილად ღმერთის სიტყვაზეა დაფუძნებული. ეკლესიის სწავლებები გონებაში ამგვარი რწმენით უნდა მიიღოთ. მქადაგებელი ვერ შეძლებდა თავისი პირადი აზრების სწავლებას, მასში სულიწმიდა რომ არ ყოფილიყო. მქადაგებელი რომელსაც სულიწმიდის ბინადრობა აქვს, სულიწმიდის მმართველობის ქვეშ ასწავლის ღმერთის სიტყვას. თუ ის ამას არ იზავს და არაბიბლიურ სიტყვათა სწავლებას შეუდგება, ღმერთის სული მას გააჩერებს რადგან ის მქადაგებლის გულში ცხოვრობს.
სულიწმიდა არის ღმერთი. ღვთისმსახურის ავტორიტეტი უაღრესად დიდია ვინაიდან მასში თვით ღმერთი მკვიდრობს. ახალ აღთქმაში იესომ უთხრა პეტრეს, "მე მოგცემ ცათა სასუფევლის გასაღებს" (მათე 16:19). ზეციური სასუფევლის გასაღები არის წყლისა და სულის სახარება. სხვა სიტყვებით, სახარება არის ზეცად შესასვლელი გასაღები. ღმერთმა მისი სიტყვის ქადაგების ძალაუფლება არა მხოლოდ პეტრეს მისცა, არამედ ღმერთის ყოველ მსახურს და წმიდას, თუ ისინი ხელახლა არიან შობილნი და სულიწმიდის ბინადრობა აქვთ.
სულიწმიდით აღსავსე ცხოვრებისთვის ჩვენ უნდა შევიმოსოთ ღმერთის სრული საჭურველი. თუ რწმენა არ გვყოფნის, ყოველდღიურად გონებაში ეკლესიის სწავლება უნდა ვიქონიოთ, ეკლესიის ავტორიტეტის და ღვთისმსახურთა მიმართ რწმენით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღეს მოსმენილი ქადაგება თქვენს პირად შემთხვევას და სიტუაციას არ ეხება, მაინც უნდა მოუსმინოთ და გულში დაიმარხოთ იგი. მოძებნეთ ბიბლიაში სიტყვები რომლებიც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გჭირდებათ. ჩაეჭიდეთ მათ. ამ გზით, რწმენის ადამიანი გახდებით. მაშინ შეძლებთ სულიწმიდით აღსავსე ცხოვრებით ცხოვრებას, ღმერთთან ერთად სიარულს და ამაქვეყნის სიბნელის მთავრობათა და ხელმწიფებათა წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებას.
შესაძლოა დაიბენით, რადგან ადრე გითხარით რომ ამაქვეყნის მმართველებს უნდა დაუჯეროთ, ახლა კი ვიძახი რომ ქვეყნიერების მთავრობათა წინააღმდეგ უნდა იბრძოლოთ. ძველი რომის ხანაში, რომის იმპერატორი თავის თავს ღმერი უწოდა და კანონი მოითხოვდა რომ ყველა ადამიანი მას როგორც ღმერთს მოპყრობოდა. მაგრამ ეს იყო ის რის გაკეთებაც ქრისტიანებს არ შეეძლოთ რადგან ეს ღმერთის სიტყვას ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ იმ დროის ქრისტიანებს არ ჰქონდათ სხვა გამოსავალი თუ არა შებრძოლებულიყვნენ რომის იმპერატორს, რომელიც ხალხს აძალებდა მისთვის როგორც ღმერთისთვის თაყვანისცემას.
იმისთვით რომ ეშმაკთან ბრძოლაში გავიმარჯვოთ, ჩვენ უნდა გვწამდეს ღმერთის სიტყვის და მას ჩავეჭიდოთ. თუ ღმერთის სიტყის თანახმად ვცხოვრობთ, ჩვენ მის კურთხევებს მოვიპოვებთ და ეშმაკის დამარცხებასაც შევძლებთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დახსნილები ვართ, ეშმაკთან ბრძოლას წავაგებთ თუ ღმერთის სიტყვას არ ვეჭიდებით. ღმერთი გვაფრთხილებს, "თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძწრის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს" (1 პეტრე 5:8). ეშმაკს არ გაუჭირდება იმ პიროვნებაზე შეტევა, რომელსაც ღვთის სიტყვის არ სჯერა.
ღმერთის სიტყვის გარეშე თვით იესოც კი ვერ შეებრძოლებოდა ეშმაკს. "დაწერილია, ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღმერთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით’ “(მათე 4:4). მან განდევნა ეშმაკი დაწერილისადმი რწმენის მეშვეობით. ჩვენზე რაღა ვთქვათ? ჩვენ სიბრძნე გვაკლია და იესოს ვერ შევედრებით. ამიტომ, ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვმართებს ღმერთის სიტყვის რწმენა და მისთვის ჩაჭიდება.
ჩვენ არ უნდა ვთქვათ, "მგონი სიტყვა სწორია მაგრამ მე არ შემიძლია მისდამი სრული რწენა". ჩვენ ღვთის სიტყვას უნდა ჩავეჭიდოთ. "მე მჯერა რომ ყველაფერი ისე მოხდება როგორც დაწერილია". ასეთია სათანადო რწმენა და ის ღმერთის სრული საჭურვლის შემოსვის საშუალებას მოგვცემს. ადამიანები რომლებიც ამბობენ, "ყველაფერი ზუსტად ისე იქნება როგორც უფალმა თქვა", კურთხეულნი იქნებიან. თუ ადამიანი მტკიცედ ეჭიდება ღმერთის სიტყვას და ენდობა მას, მისთვის ყველაფერი მისი რწმენის შესაბამისად წარმატებულად დამთავრდება. თუნდაც ეშმაკმა ჩვენი ცდუნება სცადოს, ის ნამდვილად უკუიქცევა, თუ ვიტყვით, "მე მჯერა ღმერთის სიტყვის. მე მწამს რომ მისი სიტყვა ჭეშმარიტებას წარმოადგენს". სწორედ ასე უნდა გაიმარჯვოთ ეშმაკის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჩვენ ღმერთის სიტყვას უნდა ჩავეჭიდოთ
“ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ წინაღდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლევლებმა, გასძლოთ. მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები, და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად. და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.” (ეფესელთა 6:13-17).
მონაკვეთში, "იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი" ღმერთის სიტყვა შედარებულია წელზე შემორტყმულ ქამართან. ეს ნიშნავს რომ ჩვენი გონება ღმერთის სიტყვით უნდა შემოვირტყათ. ის გვეუბნება რომ მივყვეთ ჭეშმარიტების სიტყვას რათა შევძლოთ ღმეთთან ერთი აზრის ქონა. როცა ღმერთთან ერთი აზრისანი ვართ, ჩვენ ბუნებრივად შეგვიძლია რწმენა და ვამბობთ, "მე მჯერა რომე ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი ისე აღსრულდება როგორც ღმერთმა თქვა".
შემდეგ, ჩვენ სიმართლის ჯავშნით უნდა შევიმოსოთ. ჩვენ უნდა ჩავიცვათ წყლისა და სულის სახარების ჯავშანი, რომელის ამბობს რომ ღმერთმა ჩვენ გადაგვარჩინა. წელი ჭეშმარიტებით უნდა შემოვირტყათ და სიმართლის ჯავშანი შევიმოსოთ. ჩვენ უნდა შევიმოსოთ ძვირფასი ქვების ჯავშანი. ჩვენ ისინი უნდა შევიმოსოთ იმ რწმენით რომ ღმერთმა ყველა ცოდვა მოგვიტევა. ჩვენ მთელი გულით უნდა გვჯეროდეს ღმერთის სიტყვის. ჩვენ ასევე უნდა ვიქადაგოთ ხსნის სახარება, რომელსაც მშვიდობა მოაქვს.
ყველა ზემოდთქმული სიტყვის დაცვით, ჩვენ ფეხი უნდა შევიმოსოთ მშვიდობის სახარებლად მზადყოფნით და გავეშუროთ ხსნის სახარების საქადაგებლად რომელსაც ყველა ადამიანსთვის ღვთის მშვიდობა მოაქვს. როდესაც ჩვენ ცოდვებისგან ხსნას ვღებულობთ, ჩვენ ამ რწმენას ჩვენი ბაგით ვაღიარებთ. და ყოველთვის როცა ჩვენი ცოდვა და ბოროტება თავს იჩენს, ჩვენ უნდა ამოვშალოთ ისინი იმ ჭეშმარიტებაზე დაფიქრებით რომ ღმერთმა უკვე მოგვიტევა ყველა ჩვენი ცოდვა. მან ეს იესოს ნათლობით და მისი ჯვრის სისხლით გააკეთა. ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ დიდებით აღსავსე ცხოვრებას და ღმერთს ვუმადლობდეთ. ჩვენ უნდა ვიქადაგოთ წყლისა და სულის სახარება, რომელსაც ყველასთვის, ვინც ჯერ არ ყოფილა თავისი ცოდვებისგან დახსნილი, მშვიდობა მოაქვს.
და ყოველივე ამასთან ერთად, ჩვენ რწმენის ფარით უნდა შევებრძოლოთ ბოროტს. როდესაც სატანა გვიტევს, ჩვენ ის უნდა უკუვაქციოთ რწმენის ფარით ერთ ხელში და ჭეშმარიტების სიტყვის ხრმლით მეორეში.
შემდეგ ჩვენ ხსნის ჩაჩქანი უნდა დავიხუროთ. ჩვენ უნდა მივიღოთ ხსნის სიტყვა და ვთქვათ, "მე ყველა ჩემი ცოდვისგან ვიყავი დახსნილი წყლისა და სულის სახარების მიერ. ღმერთმა მე ამ გზით ყველა ცოდვა მომიტევა". ჩვენ ეს ჭეშმარიტება გონებაში უნდა გავიაზროთ. ჩვენ უნდა ვაქციოთ ღმერთის სიტყვა, ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, ეშმაკის წინააღმდეგ ჩვენს იარაღად.
თუ ეშმაკი გვიტევს, ჩვენ მახვილი უნდა ამოვიღოთ და შევმუსროთ იგი. "ღმერთმა ასე თქვა! და მე მწამს ამისი!" ჩვენ უკუვაქცევთ ეშმაკს ღმერთის სიტყვისადმი რწმენით. თუ გვწამს ღმერთის სიტყვის და ჩვენს სულიერ ხმალს გამოვიყენებთ, სატანა გაიქცევა ყვირილით, "ვაი, მეტკინა!". ღმერთის სიტყვის თუ გვჯერა, სატანის ნებისმიერი შემოტევის განდევნას შევძლებთ.
თქვენ ამგვარი რელიგიური ცხოვრება უნდა გაატაროთ და აღიაროთ, "ჩემი ხორცი შორს არის სრულყოფილებისგან, მაგრამ მე ვარ ღმერთის ადამიანი, რომელმაც გამოსყიდვა მიიღო. მე ვცხოვრობ რწმენით, ღმერთის მიერ ჩემთვის თქმულ სიტყვებზე ჩაჭიდებით". თუ ამგვარი რწმენა გაგვაჩნია, ჩვენ ეშმაკის განდევნას შევძლებთ ყოველთვის როცა იგი ჩვენი რწმენის ცხოვრების შესაწუხებლად და დასაბრკოლებლად მოდის. ეშმაკი თვალსაც კი არ დაახამხამებს თუ ჩვენ მას უბრალოდ ამქვეყნიური სიტყვებით შემოვუტევთ. ამიტომ, ჩვენ მას უნდა შევებრძოლოთ სიტყვებით, "ასე თქვა ღმერთმა." მაშინ სატანა ღმერთის სიტყვის ძლაუფლებას წინაშე დაყრის თავის იარაღს.
თუ სულიწმიდით აღვსილი ცხოვრება გვინდა, ღმერთთან უნდა ვილოცოთ რომ ეკლესიამ, ღმერთის ყველა წმიდამ და მსახურმა, სახარების ქადაგებას მიუძღვნან თავი. ისეთი ლოცვის თქმით როგორიცაა, "ღმერთო, მომეცი უნარი გაბედულად გამოვავლინო სახარების საიდუმლოებანი!", ჩვენ სახარების მსახურებისადმი მიძღვნილი ცხოვრებით ვიცხოვრებთ. ეს არის სულიწმიდით სავსე ცხოვრება. სულიწმიდით აღვსილი ცხოვრების ქონა სასიცოცხლოა ყველა წმიდისთვის. ჭეშმარიტი წმიდები რომ ვიყოთ, ჩვენ სულიწმიდით აღვსილი ცხოვრებით უნდა ვცხოვრობდეთ. ამგვარი ცხოვრების ქონა არსებითია ყველა წმიდისთვის, ისევე როგორც ჩვენი სულებისთვის ცოდვების მიტევებაა არსებითი. ეს არის ღმერთის ბრძანება.
მათ ვინც თავიანთი ცოდვებისგან იყვნენ დახსნილი, მაგრამ არ იციან როგორც იცხოვრონ რწმენის ცხოვრებით, უნდა გაიგონ რომ მათ სულიწმიდით აღვსილი ცხოვრებით სიარული სჭირდებათ. ეს არის ის, რაც ღმერთს სურს. წმიდები უნდა ცხოვრობდნენ სულიწმიდით აღსავსე ცხოვრებით, რაც არის ღმერთის უშუალო ნება. სულიწმიდით აღვსილი ცხოვრება წმიდებს კეთილი საქმეების კეთებით სახარების ქადაგების უნარს ანიჭებს. მათ უყვართ სახარების ქადაგება, ღმერთთან ლოცვა და ღმერთის სიტყვის რწმენა და მისთვის ჩაჭიდება. ჩვენ ხსნის ჩაჩქანი უნდა დავიხუროთ, შევიმოსოთ სიმართლის ჯავშანი და გავნდევნოთ ეშმაკი სიტყვებით, "მე მუდამჟამს ვარ გამართლებული".
რადგან წმიდებს სულიწმიდის ბინადრობა აქვთ, ისინი სულით დადიან და სულიწმიდის ძალის მიღებაც შეუძლიათ. ისინი ღმერთის კურთხევით მის საქმეს ასრულებენ, რომელიც რწმენის ლოცვით იყო მოპოვებული. მათ უნდა გააგრძელონ სულით სიარული მანამდე სანამ არ დაამარცხებენ სატანას და დადგებიან ღმერთის წინაშე. ადამიანები ვისაც ძალუძთ ღმერთის სრული საჭურვლის შემოსვა, მხოლოდ ხელახლა შობილი ქრისტიანები არიან, რომლებსაც სულიწმიდით აღსავსე ცხოვრება შეუძლიათ.
"რადგან ჩვენი ბრძოლა არის არა სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამა სოფლის ბნელეთის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ" (ეფესელთა 6:12). ხელახლა შობილთა ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის ბრძოლა. მაგრამ იმათი ბრძოლა ვისაც სულიწმიდის ბინადრობა აქვთ, მიმდინარეობს ბოროტების სულთა წინააგმდეგ და ასევე იმათ წინააღმდეგ ვინც აბრკოლებს ჩვენი რწმენის ცხოვრებას, არ ემსახურება სახარებას და გვირღვევს სიმშვიდეს.
როდესაც ჩვენ გავდივართ უფლის სახარებისთვის სულიერი ომის საქმნელად, ჩვენ უნდა დავიხურით ხსნის ჩაჩქანი და შევიმოსოთ სულის საჭურველი. თუ ასეთ ბრძოლაში ჩვეულებრივი სამოსით გამოვალთ, ჩვენ ჭრილობებს მივიღებთ. ამიტომ საჭურვლით უნდა შევიმოსოთ. ჩვენ გვჭირდება ხმლები, ფარები და ჩაჩქნები. ომში გამარჯვებისთვის ჩვენ ბრძოლის დაწყებამდე სრულყოფილად უნდა ვიქნეთ შემზადებული. ჩვენ უნდა გავიკეთოთ ჯავშანი, წელი ქამრით შემოვირტყათ და ვიყოთ სათანადოდ ფეხშემოსილნი. მაშინ, ცალ ხელში ფარით და მეორეში ხმლით, ჩვენ ჩვენი მტრები უნდა დავამარცხოთ. ეს არის სულიწმიდით სავსე ცხოვრება.
ჩვენ უნდა შევინახოთ მშვენიერი სახარება
პავლემ გვითხრა, "შეინახე კეთილი საწინდარი ჩვენში დამკვიდრებული სულიწმიდის მეშვეობით" (2 ტიმოთე 1:14). რა არის კეთილი საწინდარი? ესაა წყლისა და სულის სახარება, რომელმაც ჩვენ ცოდვებისგან გვიხსნა. ტიტეს 3:5-ში ნათქვამია, "მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით". ჩვენმა უფალმა ამორეცხა ყველა ცოდვა რომელიც ჩვენ ამქვეყნად ჩავიდინეთ, ჯვარზე გაიღო სიცოცხლე და მკვდრეთით აღდგა. ჩვენ უნდა შევინახოთ ეს მშვენიერი სახარება. ჩვენ უნდა დავიხუროთ ხსნის ჩაჩქანი, შევიმოსოთ სიმართლის ჯავშანი და წელი ჭეშმარიტებით შემოვირტყათ. ჩვენ უნდა გვწამდეს წყლისა და სულის სახარების.
ჩვენი თავის ამგვარად შეიარაღების შემდეგ, ჩვენ სატანის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა მოვიგოთ. მხოლოდ მაშინ შევძლებთ ჩვენ გამარჯვების მოპოვებას და სხვებთან მის გაზიარებას. ჩვენ სატანის წინააღმდეგ მრავალი სულიერი ბრძოლის ჩატარება და მისთვის მრავალი ნადავლის წართმევა მოგვიწევს, იმ დღემდე როდესაც ჩვენ უფლის სამეფოში, როგორც ჩვენს მემკვიდრეობაში შევაბიჯებთ. რაც უფრო მეტ ბრძოლას მოუგებთ ჩვენს მოწინააღმდეგეს, მით უფრო იოლი იქნება ყოველი მომდევნო ბრძოლა. ჩვენ ყველამ უნდა ვილოცოთ უფლის სასუფევლის წარმატებასა და აყვავებისათვის. ამ შემთხვევაში ჩვენ სულიცმიდით სავსე ცხოვრებას მოვიპოვებთ.
ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმითი რომ ცოდვები მოგვეტევა, არამედ სულიწმიდით აღვსილი ცხოვრებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. სახარების და ჩვენი კეთილი საქმეების წარმატებისთვის ჩვენ ღვთის სიტყვის უნდა გვწამდეს. ჩვენ სულიწმიდით უნდა გავხდეთ მართული და ცხოვრება ღმერთის სიტყვის დაცვით და მისი რწმენით გავატაროთ, რათა არ დავმარცხდეთ სატანასთან ბრძოლაში.
ხომ გესმით ჩემი? მხოლოდ ამ შეთხვევაში შევძლებთ ჩვენ სულიწმიდით სავსე ცხოვრების ქონას. მე ვიმედოვნებ რომ თქვენც მოემსახურებით წყლისა და სულის სახარებას და დაეყრდნობით და მიყვებით ღმერთის სიტყვას. მოდით ყველამ ერთად შევასრულოთ სატანისგან ადამიანთა სულების გადარჩენის შრომა. თვით უფლის დაბრუნებამდე ჩვენ შეგვიძლია სულიწმიდით აღსავსე ცხოვრებით ცხოვრება. სულიწმიდის სისავსის მიღება არის მეორე მცნება რომელიც ღმერთმა მოგვცა. უმადლობეთ მას. ჩვენ ახლა შეგვიძლია ჩვენს გულებში ცოდვების მიტევების გამო, სულიწმიდის სისავსის მიღება. და სულიწმიდის ბინადრობა რომ არა, მე ვერ შევძლებდი სულიწმიდით აღვსილი ცხოვრების დაწყებას. მე ვმადლობ ღმერთს იმისთვის რომ მან მოგვცა სულიწმიდით აღსავსე ცხოვრების გატარების შესაძლებლობა.
გწამთ რომ შეგიძლიათ სულიწმიდის ბინადრობის მიღება? მათ ჩვენს შორის ვისაც თავიანთი ცოდვები მიეტევა, სულიწმიდის ბინადრობა გააჩნიათ. მაგრამ მათ ვისაც თავისი ცოდვები ჯერ არ ამოუშლიათ, არა აქვთ სულიწმიდის ბინადრობა. მათ ვინც არ იცის ან არ სჯერა წყლისა და სულის სახარება, სულიწმიდის ბინადრობა არა აქვთ. წუთისოლის ყველა ადამიანი, იმ შემთხვევაში თუ მათ სულიწმიდის ბინადრობა არ ექნებათ, ჯოჯოხეთში იქნება ჩაგდებული.
იმის გამო რომ ჩვენ გულში ცოდვა არ გვაქვს, ჩვენ სულიწმიდის ბინადრობას ვფლობთ. და რადგანაც სულიწმიდა ჩვენს გულებში მკვიდრობს, ჩვენ ამ სულით აღსავსე ცხოვრების გატარება შეგვიძლია. ჩვენ, ვისაც სულიწმიდის ბინადრობა გვაქვს, უნდა ვემორჩილებოდეთ სულის სურვილებს რათა სულიწმიდით ვიქნეთ აღვსილი. რაც უფრო მეტად მივყვებით სულის სურვილებს, მით უფრო ძლიერდება ჩვენი რწმენა, სრულ საომარ საჭურვლით შემოსილი მეომრისავით. მაგრამ თუ სულიწმიდას არ დავემორჩილებით, ეს იგივე იქნება რაც ჩვენი საჭურვლის მოცილება.
მოდით გავიზარდოთ სულიწმიდის სიტყვაში და რწმენის პიროვნებები გავხდეთ. ყოველთვის როდესაც სულიწმიდის სიტყვებს ვისმენთ, ჩვენი რწმენა იზრდება, რადგან ღმერთი ამბობს, "რწმენა მოდის მოსმენისგან, ხოლო მოსმენა ღვთის სიტყვისგან" (რომაელთა 10:17). ამიტომ, თუნდაც ეშმაკმა შემოგვიტიოს, ჩვენ ამ სიტყვათა მიმართ რწმენით ვართ დაცულნი. სატანა ვერ უტევს მათ ვინც წყლისა და სულის სახარების რწმენის ფარით არის შეიარაღებული. რწმენისადმი ერთგულებს აქვთ ეშმაკის შემოტევათა რწმენის მეშვეობით თავიდან აცილების უნარი.
მოდით რწმენით ვიაროთ სულიწმიდის აღსავსე ცხოვრებით. სულიწმიდით აღვსილი ცხოვრება ნიშნავს წყლისა და სულის სახარების მთელ მსოფლიოში ქადაგების ცხოვრებას. ასეთია სულიწმიდით აღსავსე ცხოვრება.