
(იოანე 16:5-11)"ახლა მივდივარ მასთან, ვინც მე მომავლინა, და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება: ‘საით მიდიხარ შენ?’ მაგრამ მწუხარებით აღივსო თქვენი გული, ეს რომ გითხარით. მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით თქვენ: თქვენთვის უკეთესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ. და როცა ის მოვა, ამხილებს სოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო, ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს, სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვერასოდეს მიხილავთ, განკითხვის გამო, რომ მთავარი ამ სოფლისა განკითხულია."
რა არის სულიწმიდის საქმე?
ის ამხელს წუთისოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო.
დაბადების 1:2-ში წერია, "და მიწა იყო უსახო და უდაბური, და იყო ბნელი უფსკრულის პირზე, და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ". ამ მონაკვეთიდან ჩვენ შეგვიძლია იმის დანახვა რომ სულიწმიდა არ ცხოვრობს დაბნეულობასა და ცოდვით სავსე გულებში, არამედ მხოლოდ იმათ გულებში ვისაც ამ მშვენიერი სახარების სწამს. მაგრამ ბევრი ადამიანი თავიანთ გაურკვევლობასა და სიცარიელეში ფანატიურ სარწმუნოებათა გავლენის ქვეშ ვარდება და ამბობს რომ მათ სულიწმიდის ბინადრობის მიღება სურთ, მაშინ როცა გულში ჯერ კიდევ ცოდვა აქვთ.
სული რომელიც ფანატიური ექსტაზის მდგომარეობაშია მიღებული, არ არის მშვენიერი სული. ეშმაკის მოქმედება ფანატიზმის უწესო მორწმუნეებს ეყრდნობა, და ფანატიკოსები ადვილად იქცევიან მისი ხრიკების და ძალაუფლების გავლენის გვეშ. მაგრამ სულიწმიდა არის პიროვნული ღმერთი, რომელსაც გააჩნია გონება, ემოციები და ცხადად განსაზღვრული ნება. ის მამა ღმერთთან და მის ძესთან იესო ქრისტესთან ერთად შრომობდა ამ ქვეყნის შექმნაზე. ახლა ჩვენ შევისწავლით თუ რა სახის შრომა შეასრულა სულიწმიდამ ამქვეყნად.
სულიწმიდა წუთისოფელს ცოდვის გამო ამხელს
რომელია უპირველესი საქმე რომელსაც სულიწმიდა ასრულებს? ის სამყაროს ცოდვის გამო ამხელს. ადამიანები რომლებიც მის მიერ არიან მხილებული, არიან ისინი ვინც არ ღებულობენ იოანეს მიერ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის მშვენიერ სახარებას. ის ამხელს ყველა ცოდვილს და ააშკარავებს იმათ ცოდვებს ვისაც არ სწამთ წყლისა და სულის მშვენიერი სახარება.
ის ამხელს წუთისოფელს ღმერთის სიმართლის გამო
რა არის მეორე რამ რასაც ასრულებს სულიწმიდა? ის ამოწმებს ღვთის სამართლიანობის და იესოს მიერ ცოდვილთა მათი ცოდვებისგან გადარჩენის საქმის შესახებ. იოანე 16:10 ამბობს, "სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვერასოდეს მიხილავთ". ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რას ნიშნავს ბიბლიაში ნახსენები ღმერთის სიმართლე. ეს ნიშნავს იმას რომ იესომ იოანეს მიერ მოცემულ ნათლობაში სამყაროს ყველა ცოდვა გააქრო, და რომ ყველას ვისაც მისი სწამს, შეუძლია ღმერთის მადლით მართალ პიროვნებად გახდომა. იესო მონათლულ იქნა იოანე ნათლისმცემლის მიერ და თავის თავზე წუთისოფლის ყველა ცოდვა იტვირთა, შემდეგ კი ჯვარზე დაღვარა სისხლი, აღდგა მკვდრეთით და გახდა ყველა ცოდვილის მაცხოვარი. ეს არის ბრწყინვალე სახარება რომელიც ღმერთმა მოგვცა. ღმერთის ნების შესაბამისად, იესომ წყლითა და სისხლით სამყაროს ყველა ცოდვა წაიღო და გახდა ჩვენი სიცოცხლის მბრძანებელი.
სულიწმიდა ეხმარება ადამიანებს იოანეს მიერ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის სახარების რწმენაში, რითაც მათი ცოდვების მიტევების მიღებაში ხელს უწყობს. უნდა იცოდეთ რომ ღმერთის და სამების მოქმედება ურთიერთშემავსებელია. სულიწმიდა შრომობს მშვენიერი სახარებისთვის და ადამიანებს ღვთის სიყვარულის რწმენას ანიჭებს. ის ასევე ადასტურებს წყლისა და სულის მშვენიერი სახარების ჭეშმარიტებას.
ის ამხელს წუთისოფელს განკითხვის გამო
როგორია სულიწმიდის მესამე მოქმედება? ის მუსრავს ეშმაკის საქმეებს. ეშმაკი ჩასჩურჩულებს ადამიანებს მათ გონებაში და ეუბნება, "შეგიძლია გჯეროდეს იესოსი, უბრალოდ იცოდე რომ ქრისტიანობა ქვეყნიერების რელიგიათა მხოლოდ ერთ-ერთი მრავალთაგანია". ის ცდილობს დააბრკოლოს ადამიანები იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის რწმენაში, რათა ვერ მიიღონ ცოდვათა მიტევება, მაშინაც კი, თუ იესოსი სწამთ. იმის გამო რომ ეშმაკი ქრისტიანობას ერთ-ერთ მორიგ რელიგიის დონემდე აქვეითებს, ბევრი ადამიანი მისი სიცრუის მსხვერპლად ვარდება და ჰგონიათ რომ იესოს რწმენა უბრალოდ ადამიანის გაკეთილშობილებას ეხმარება. მაგრამ იესოსადმი რწმენის ნამდვილი მიზანი არის მართალ ადამიანად ხელახლა შობა.
ყალბ რწმენას თავი უნდა აარიდოთ. ყალბი რწმენა თქვენ ვერ გაგწმენდთ, რაოდენ ძლიერადაც არ უნდა გწამდეთ იესოსი. თუ ყალბი რწმენა გაქვთ, იესოს ვერ შეიცნობთ და ვერ იხილავთ, ეშმაკის მიერ მოტყუების გამო. მათთვის ვინც წყლისა და სულის მშვენიერი სახარების რწმენით ხსნა მიიღო, სულიწმიდა გადარჩენის საწინდრად იქცევა. ნებისმიერი სახის რწმენა რაც კი შეიძლება ჰქონდეთ იმათ ვის გულშიც ცოდვაა, არის ფუჭი და უსარგებლო.
სულიწმიდა მშვენიერი სახარების სიმართლეზე მოწმობს. იესო მოინათლა სამყაროს ყველა ცოდვის ასაღებად და ჯვარცმულ იქნა ამ ცოდვათა საზღაურის გადასახდელად. სულიწმიდა ადასტურებს ამ ჭეშმარიტებას. სულიწმიდა მსოფლიოს ყველა ადამიანს შეაგონებს რომ ჭეშმარიტი სახარების რწმენით ყველა მათი ცოდვების მიტევება მიიღონ. ამასთანავე, ისიც უნდა ვიცოდეთ რომ სულიწმიდა ამხელს და განიკითხავს მათ ვინც არ ღებულობს თავიანთ გულში ბრწყინვალე სახარებას.
ყველამ უნდა იქონიოს ეს კურთხეული რწმენა
რა არის კურთხეული რწმენა? ესაა რწმენა რომელსაც ცოდვათა მიტევების გზით სულიწმიდის ბინადრობასთან მივყავართ. ამასთან, ჩვენ ვხედავთ ამ ქვეყნად მრავალ ქრისტიანს ვისაც ჯერ კიდევ ცოდვა აქვთ გულში, მაშინაც კი როცა იესოსადმი რწმენას დიდი ხნის განმავლობაში მისდევენ. რაც უფრო დიდხანს სწამთ იესოსი, მით უფრო ცოდვილები ხდებიან. უდიდესი პრობლემა რომელიც მათ ხელს უშლის ცოდვების მიტევების მიღებაში, არის ის რომ მათ ჰგონიათ რომ ენებზე ლაპარაკი და ხილვების ქონა სულიწმიდის მიღების ნიშანია. მათ არ უწყიან თავიანთი ცოდვების გამო ღმერთის განკითხვის შესახებ.
ამ ქვეყნად ბევრი ადამიანი სულიწმიდის მოქმედებას ეშმაკის მოქმედებისგან ვერ არჩევს. ეშმაკის მოქმედება მცდარი სარწმუნოების მიცემით ადამიანებს დაბნეულობის და შეცბუნების მდგომარეობაში აგდებს, რის შემდეგ დაღუპვისკენ მიყავს ისინი. სწორედ ამის მიღწევას ცდილობს ეშმაკი ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ის ადამიანებს ცრურწმენათა გავლენის ქვეშ აქცვს და თავის მონებად ხდის. ეშმაკი მათში ზებუნებრივი სასწაულების და საოცრებების განცდის სურვილს აღვივებს და აფიქრებინებს რომ ამგვარი გამოცდილებები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მშვენიერი სახარებისადმი რწმენით მიღებული სულიწმიდის ბინადრობის მიღება.
მაგრამ სულიწმიდა ადამიანებს ღმერთის ქმნილების მის სიტყვაში დანახვის უნარს ანიჭებს. სულიწმიდის მეშვეობით, ისინი გებულობენ რომ ღმერთმა შექმნა ადამიანები, რომ მან შეიყვარა ისინი და რომ მას მათი გადარჩენა სურს. მისი ჩანაფიქრი ცოდვილთათვის იყო იესოს მიერ წყლისა და სულის სახარების საშუალებით ადამიანთა მათი ცოდვებისგან დახსნა და მათი ღვთის სიყვარულში რწმენით ცხოვრების მოწვევა.
1 პეტრეს 3:21 ამბობს, "რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით". აგრეთვე, 1 პეტრე 1:23 ამბობს, "როგორც ხელახლად შობილნი არა ხრწნადი თესლისაგან, არამედ უხრწნელისაგან, ღვთის ცოცხალი და მარადარსებული სიტყვის მიერ".
სულიწმიდის საქმე არის ადამიანების ცოდვის ნაყოფის, სიმართლის და განკითხვის შესახებ განათლება და მათი ამ ჭეშმარიტებებში დარწმუნება. სულიწმიდა ასწავლის მათ ღმერთის განკითხვის შესახებ და ასევე იმის შესახებ რომ მათ თავიანთი ცოდვებისგან იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის მშვენიერი სახარების რწმენით დახსნა შეუძლიათ. სულიწმიდა ანიჭებს ადამიანებს იმის ცოდნას რომ ის მათში მკვიდრობს, როცა მათ წყლისა და სულის სახარების რწმენა აქვთ.
აქამდე ჩვენ სულიწმიდის საქმეებს განვიხილავდით. მსოფლიოს ყველა ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია სულიწმიდის ბინადრობის და ღმერთის სიყვარულის მიღება, როცა ისინი იესოს წყლისა და სულის მშვენიერი სახარების რწმენით ცოდვების მიტევებას მოიპოვებენ.
სულიწმიდის პიროვნება
სულიწმიდა არის ყოვლისმპყრობელი ღმერთი. მას გააჩნია პიროვნების არსებითი მახასიათებლები, სახელდობრ, ინტელექტი, ემოცია და ნება. ვინაიდან სულიწმიდას გააჩნია ინტელექტი, ის ღმერთის სიღრმეებს (1 კორინთელთა 2:10) და ადამიანთა გულებს ჭვრეტს.
რადგან სულიწმიდას აქვს ემოციები, ის ხარობს მათ გამო ვისაც ღმერთის სიტყვა სწამს, მაგრამ ღრმად ოხრავს ურწმუნოთა გამო. ასევე, მართლებს სულიწმიდის მიერ შეუძლიათ ღმერთის სიყვარულის განცდა.
სულიწმიდას ასევე "ნუგეშისმცემელს" უწოდებენ. ეს ნიშნავს რომ სულიწმიდა მართლებს მათ პრობლემებში ეხმარება და მათი მტრებისთვის შებრძოლებით, გამარჯვებას ანიჭებს. მას აქვს ინტელექტი, ემოცია და ნება ისევე როგორც ჩვენ, ადამიანებს, და ის მკვიდრობს მათში ვისაც წყლისა და სულის მშვენიერი სახარება სწამს.
ასეთია სულიწმიდის მოქმედება
სილიწმიდა ადამიანებს ცოდვის მიტევების სიმართლეს აგებინებს და მორწმუნეთა გულებში სახლდება. მისი საქმე არის იმ ჭეშმარიტების დამოწმება რომ იესომ თავისი ნათლობით და სისხლით (1 იოანე 5:6-8) კაცობრიობის ყველა ცოდვა წაშალა. ის ასევე თავის მსახურთ და წმიდებს მათ სიძნელეებში ანუგეშებს და გამძლეობას ანიჭებს. ის თვითონ შუამდგომლობს მათთვის როდესაც მათ არ იციან რისთვის და როგორ ილოცონ (რომაელთა 8:26). და ის აძლევს მართლებს მშვიდობას ღმერთის ეკლესიაში და უძღვება მათ მისი სიტყვების სიუხვესთან (ფსალმუნი 22) .
სულიწმიდის საქმე ბიბლიას უკავშირდება
სულიწმიდა მართლებს მათ გულებში ჭეშმარიტების დანახვასთან და რწმენასთან და მის სხვებისთვის ქადაგებისკენ უძღვება. "მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში" (2 ტომოთე 3:16).
"მოძებნეთ უფლის წიგნში და წაიკითხეთ: არც ერთი მათგანი არ დააკლდება, არ მოისაკლისებენ ერთმანეთს, რადგან მისმა ბაგეებმა ბრძანეს და მისმა სუნთქვამ შეკრიბა ისინი" (ესაია 34:16).
"ეს იცოდეთ უპირველესად, რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწრმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას". (2 პეტრე 1:20-21).
სულიწმიდამ აღძრა ღმერთის მსახურნი რომ დაეწერათ ღვთის სიტყვა რათა ჩვენ მისი წაკითხვა შეგვეძლო. ის ადამიანებს წყლისა და სულის სახარებას წარუდგენს და მისი სიტყვის ქადაგებასთან გვიძღვება.
სულიწმიდის ნიჭები და ნაყოფი
სულიწმიდის ნიჭები აღნიშნავენ უნარებს რომლებსაც ის აძლევს წმიდებს რათა სხვებისთვის შეძლონ ღმერთის მშვენიერი სახარების მიტანა. ამიტომ წმიდები თავს უძღვნიან ღმერთის შრომას მის მიერ მოცემული ნიჭების მეშვეობით და სულიწმიდაც მათ ღვთისათვის დიდების მოტანაში ეხმარება. "მაგრამ თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ" (1 კორინთელთა 12:7).
სულიწმიდის ნიჭების დანიშნულება იყო წმიდების რწმენით აღჭურვა და მათ წინაშე მდებარე ასპარეზის გავლა (ეფესელთა 4:11-12). სულიწმიდა ღმერთის მსახურთ და წმიდებს სახარების გასავრცელებლად უნარებს ანიჭებს. ღმერთის ეკლესია არის წმიდების ერთობა რომლებიც ქრისტე იესოში არიან განწმენდილები (1 კორინთელთა 1:2).
ყოველი ქრისტიანი რომელმაც სულიწმიდა მიიღო, მისთვის მიცემული პოზიციის და მოვალეობის თანახმად უნდა მოქმედებდეს, ვინაიდან იესო ქრისტე არის ეკლესიის თავი. სულიწმიდა თავიანთ წმიდებს სულიერ აღქმის უნარს და ნიჭს აძლევს იმისთვის რომ ღმერთის სასუფევლისთვის შრომა შეძლონ. ის აკეთებს ყველაფერს ღვთის მიერ ჩვენთვის მოცემული სახარების დიდების გამოსავლინებლად. ის ამბობს, "ამიტომ ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად" (1 კორინთელთა 10:31).
სხვადასხვა სახის სულის ნიჭები
არსებობს სულიწმიდის 12 სხვადასხვა სახის ნიჭი. ბიბლიაში ჩვენ ვხედავთ რომ ეს ნიჭები სხვადასხვა ადამიანებში სხვადასხვა ფორმით ვლინდება. რომაელთა 12:6-8-ში, 1 კორინთელთა 12:8-10-ში და ეფესელთა 4:11-ში ამ ნიჭთა გრძელი სია არის ჩამოთვლილი. ქვემოთ მოყვანილია სულის ცხრა ნიჭი რომლებიც 1 კორინთელთა მე-12 თავშია ხსენებული.
1) ცოდნის სიტყვა: ის გვაძლევს სულიერ შთაგონებას წყლისა და სულის სახარების გასაგებად და მშვენიერი სახარების ქადაგებაში გვეხმარება.
2) სიბრძნის სიტყვა: ეს არის ღმერთის დაწერილი სიტყვის მეშვეობით მართლის ცხოვრებაში გაჩენილი მრავალი პრობლემის გადაჭრის უნარი.
3) რწმენა: სულიწმიდა ანიჭებს წმიდებს ძლიერ რწმენას და დარწმუნებას იმაში რომ მათ ადამიანთა სულების მათი ცოდვებისგან და ეშმაკისგან დახსნის სასწაულის შესრულება შეუძლიათ. რწმენის ძალით გამართლებულ ადამიანს თავისი ცოდვების პატიებას მოპოვება და სულიერი სნეულებების განკურნების მიღება შეუძლია.
4) განკურნებები: სულიწმიდა ანიჭებს მართლებს განკურნების ნიჭს ღმერთის სიტყვისადმი რწმენის საშუალებით.
5) სასწაულმოქმედება: ეს არის საკვირველი ნიჭი რომელიც წმიდებს ღვთის სიტყვის რწმენის მეშვეობით მისი შრომის გაწევის უნარს აძლევს. სასწაული არის რაღაცა, რაც ზებუნებრივად, რწმენის მეშვეობით ხდება, და სცდება ადამიანის ცოდნის და ბუნების კანონთა ფარგლებს.
6) წინასწარმეტყველება: დღევანდელ დროში, მხოლოდ მათ ვისაც სწამს და იცავს ღმერთის სიტყვას, დაწერილთან შეთანხმებაში წინასწარმეტყველება შეუძლია. ვინმეს სიტყვები ვისაც სჯერა იმის რაც არ არის ბიბლიაში დაწერილზე დამყარებული, არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი წინასწარმეტყველება. ღვთის მსახურნი, რომლებსაც სულიწმიდის ბინადრობა აქვთ, ღმერთის სიტყვას ქადაგებენ და ამით არიგებენ და მოუწოდებენ სხვებს მისი საქმის გაკეთებისკენ ეკლესიის მეშვეობით, რომელიც ღვთის სხეულია. სულიწმიდამ ეს უნარი ღვთისმსახურებს და წმიდებს უბოძა.
7) სულების გარჩევა: ეს არის იმის განსაზღვრის უნარი, აქვს თუ არა ვინმეს მისი ცოდვები მიტევებული. ჩვენთვის შესაძლებელია გზას ავცდეთ თუ ამ ნიჭს არ ვფლობთ. ვინაიდან ქვეყნიერება სატანის კონტროლის ქვეშაა, ჩვენ ამ ნიჭის დაუფლება შეგვიძლია მხოლოდ მშვენიერი სახარების რწმენით რომელიც ღმერთმა მოგვცა, და ამ გზით ამ წუთისოფლის განსაცდელების, გასაჭირის და ბოროტების დაძლევა. მართალი ადამიანი ამ ნიჭს ჭეშმარიტი სახარების რწმენის გამო ღებულობს. მას ამრიგად შეუძლია იმის თქმა, აქვს თუ არა ვინმეს გულში ცოდვა.
8) ენებზე ლაპარაკი: ბიბლია ენებზე ლაპარაკის შესახებ გვეუბნება: "მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო, ვიდრე ათი ათასი - ენებით" (1 კორინთელთა 14:19). წმიდამ უნდა იცოდეს რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ღმერთის ჭეშმარიტების სიტყვის გაგება ვიდრე ენებზე ლაპარაკი რომელთა მნიშვნელობა მას თვითონ არ ესმის. ამიტომ მან თავი უნდა შეიკავოს ენებზე ლაპარაკისგან.
9) ენების განმარტება: ეს ნიჭი ადრეული აკლესიის პერიოდში სახარების საქადაგებლად მოწაფეებისთვის იყო მოცემული. დღევანდელ დღეს სულიწმიდა ამ უწყების თარგმნის მსახურების მეშვეობით სახარებას მრავალ ენაზე ავრცელებს. როდესაც სახარების მქადაგებელს უცხო ენებზე ლაპარაკი შეუძლია, თარჯიმნის საჭიროება არაა. მაგრამ როდესაც ჩვენ ენობრივ ბარიერებს ვხვდებით, ღმერთი ყოველთვის აძლევს თარჯიმნებს მისი საქმის განხორციელების უფლებას. ღმერთი არ მოქმედებს არეულობასა ან აღტაცებაში. სულიწმიდა მშვენიერ სახარებაში შრომობს და ასევე წმიდებს ამ სახარების მრავალ ენაზე თარგმნაში უძღვება.
რა არის სულიწმიდის ნაყოფი?
სულიწმიდის ნაყოფთა შესახებ ბიბლია გვეუბნება, "ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება - ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული" (გალატელთა 5:22-23).
1) სიყვარული: მართლებისთვის ჭეშმარიტი სიყვარული არის წყლისა და სულის მშვენიერი სახარების მეშვეობით ყველა ცოდვილის მათი ცოდვებისგან დახსნა. ვინაიდან მართლები ფლობენ მშვენიერ სახარებას რომელიც იესოს ჭეშმარიტი სიყვარულის გამოვლინებაა, ისინი სიყვარულის სახარებას ქადაგებენ და სხვათა სულების მიმართ სიყვარული გააჩნიათ.
2) სიხარული: ეს არის ენით აღუწერელი ბედნიერება რომელიც ჩვენი გულის სიღრმიდან ჩქეფს როდესაც ჩვენ ხელახლა შობას ვღებულობთ. მართალ ადამიანს, ვისაც ყველა მისი ცოდვა მიეტევა, გულში სიხარული აქვს (ფილიპელთა 4:4). რადგან მართალთა გულში სიხარულია, მათ ამ სიხარულის სხვებთან გაზიარების უნარი აქვთ.
3) მშვიდობა: ეს არის მშვიდობით მოცული გული რომელიც გამართლებულ ადამიანს ეძლევა, ვისი ცოდვებიც წყლისა და სულის სახარების რწმენის მეშვეობით იქნა მიტევებული. სულიწმიდა მართლებს მშვიდობის მშვენიერ სახარებას აქადაგებინებს. ადამიანებს რომლებმაც მოისმინეს ეს მშვიდობის ბრწყინვალე სახარება, სხვების გაძღოლა შეუძლიათ წუთისოფლის ცოდვათა დაძლევისკენ და ხსნის ნიჭისადმი მტკიცე რწმენის და დარწმუნების მიღებისკენ. მართლები რომლებიც ღმერთსა და კაცობრიობის შორის მშვიდობას ამყარებენ, ღვთის შვილებად არიან წოდებულნი (მათე 5:9) და უძღვებიან სხვებს ცოდვათა მიტევებისკენ (იგავნი სოლომონისა 12:20). სულიწმიდა აძლევს მართლებს მართალი ცხოვრების გატარების და სხვების მშვიდობით კურთხევის უნარს, მშვენიერი სახარების გავრცელებით.
4) სულგრძელება: სულგრძელების ნაყოფი იმ მართალთა გულებშია, ვინც ჭეშმარიტი სახარების რწემნით თავიანთი ცოდვებისგან იყო დახსნილი. ჩვენ შეგვიძლია ამ ნაყოფის დაუფლება სულიწმიდასთან ხანგრძლივი ურთიერთობის აღზრდით. მართლებს სულგრძელი და მომთმენი გული გააჩნიათ.
5) სახიერება: ღმერთმა ჩვენდამი წყალობა გამოიჩინა როდესაც ჩვენ ცოდვით სავსენი ვიყავით და ყველა ჩვენი ცოდვისგან გადაგვარჩინა იესის ნათლობით და მისი ჯვრის სისხლით. ჩვენ შეგვიძლია სხვების სიყვარული და მოწყალება ვინაიდან იესომ ჩვენს მიმართ წყალობა გამოიჩინა და ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა, და ასევე იმიტომ რომ ჩვენ ვირწმუნეთ იგი და მივიღეთ მისი მადლი. მართლებს სახიერებით და მშვენიერი სახარების ნაყოფებით სავსე გული აქვთ.
6) სიკეთე: აქ სიკეთე ნიშნავს "სათნოებას". მართლებს თავიანთი გულების სიღრმეში სახიერება და უფლისადმი რწმენა აქვთ.
7) ერთგულება: ერთგულება ნიშნავს ღმერთისადმი რწმენით სავსე გულს. წმიდის ერთგულება გამომდინარეობს იესოსადმი ერთგულებისგან.
8) თვინიერება: ეს ნიშნავს სხვა ადამიანების მდგომარეობის გაზიარება და მათი ჩვენს გულში თბილად და ფაქიზად მოპყრობა. მართლებს გააჩნიათ გულები რომლებშიც მათ მტრებისადმი სიყვარული დევს და მათი გადარჩენისთვის ლოცულობენ.
9) თავშეკავება: თავშეკავება არის საკუთარი თავის სრული მართვის უნარი, აღვირახსნილი ცხოვრებისთვის ზურგის აქცევა, და თვით-კონტროლის და ზომიერი ცხოვრების გატარება.
სულიწმიდით აღვსება
რა არის სულიწმიდით ავსების შედეგი? ამ კურთხევის მიღება წმიდებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ როგორც იესოს მოწაფეებმა, ღმერთის ეკლესიასთან შეერთებით. სულიწმიდა აძლევს მართლებს სიმართლის იარაღად გახდომის უნარს და ქრისტეს ნების შესრულებისთვის თავის მიძღვნას. მართლების ნება უფლის ნებით არის მართული და ისინი ნებაყოფლობით უძღვნიან მას მთელ თავის ქონებას და ნიჭებს. სულიწმიდა აძლევს მართლებს უნარს გაატარონ წუთისოფლის ცოდვაზე ძლევისთვის მიძღვნილი ცხოვრება, - გამარჯვების, სიხარულის და დარწმუნების, და არა სულიერი სიღატაკის, დამარცხების ან გულაცრუების შეგრძნებით (რომაელთა თავი 7).
"მაგრამ თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, და დედამიწის კიდემდე" (მოციქულთა საქმეები 1:8). სულიწმიდის სისავსე მართლებს სახარების ქადაგებისკენ უძღვება.
მათ ვისშიც სულიწმიდა ბინადრობს, უფალმა რწმენის ძლიერი შეგრძნება არგუნა. და მათ ვისი ცოდვებიც იესოს მშვენიერი სახარებისადმი რწმენით მიტევებულ იქნა, ღმერთმა მის შვილებად გახდომის უფლება მიანიჭა (იოანე 1:12). მართლებს რომლებიც რწმენით საშუალებით ღმერთის შვილები გახდნენ, მთელს მსოფლიოში შეუძლიათ მშვენიერი სახარების ქადაგება.
ცოდვათა მიტევების სახარების მეშვეობით მართლებს სატანის დამარცხების უნარი გააჩნიათ. მათ ასევე აქვთ სულიერი ავადმყოფობის განკურნების (მარკოზი 16:18), სატანის ძალების ფეხქვეშ გათელვის (ლუკა 10:19), და ცათა სასუფეველში შესვლის ძალა (გამოცხადება 22:14). მართლები მეფის ტოლა ძალაუფლებით ცხოვრობენ, ღმერთის აღთქმის სიტყვისადმი რწმენით (2 კორინთელთა 6:17-18).
სულიწმიდა მართლებს მთელი ამქვეყნისეული გულისთქმების უკუგდების ძალას აძლევს. ის ასევე გვიძღვება ჭეშმარიტების სახარების ქადაგებაში (გალატელთა 5:6).
სულიწმიდა მართლებს მშვენიერი სახარების კითხვას და რწმენას შთააგონებს და ასევე მის სხვებისთვის ქადაგებას (1 ტიმოთე 4:13).
სულიწმიდა მართლებს ყოველდღიურად ღმერთის ეკლესიაში ჰკრებს (ებრაელთა 10:25).
სულიწმიდა მართლებს მათ ცოდვებს აღიარებინებს (1 იოანე 1:9) იმისთვის რომ მათი გულები ჭეშმარიტების სინათლით გაანათოს. (ეფესელთა 5:13).
სულიწმიდა მართლებს მათ ცხოვრებაში ჭეშმარიტ გზებზე უძღვება (ფსალმუნი 22).
სულიწმიდა ეუბნება მართლებს რომ არ ჩააქრონ მისი მოქმედება (1 თესალონიკელთა 5:19).
სულიწმიდა გასაოცარი სახარების მეშვეობით სასწაულებრივ საქმეებს ანხორციელებს (მარკოზი 16:17-18).
სულიწმიდას მართლები ღმერთის ეკლესიისთვის შეერთებით უფლის მოწაფეებისმიერ ცხოვრებასთან მიყავს. ის მართლებს უძღვება მშვენიერი სახარების ქადაგების სულიერი ცხოვრების გატარებისკენ და სულიწმიდით აღვსებისკენ. ესაა მშვენიერ სახარებაში სულიწმიდის შრომა (1 პეტრე 2:9).
ის ამ წუთასაც შრომობს წმიდათა გულებში. ალილუია!