• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 8: სულიწმიდა

[8-14] რა არის ნამდვილი მონანიება რომელსაც სულიწმიდის მიღებასთან მივყავართ? (მოციქულთა საქმეები 2:38)

რა არის ნამდვილი მონანიება რომელსაც სულიწმიდის მიღებასთან მივყავართ?(მოციქულთა საქმეები 2:38)
"მაშინ პეტრემ უთხრა, `მოინანიეთ, და მოინათლოს ყოველი თქვენგანი იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს`".
 
 
რა არის ჭეშმარიტი მონანიება რომელიც სულიწმიდის მისაღებად არის საჭირო?
ესაა წყლისა და სულის მშვენიერ სახარებასთან დაბრუნება და იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის რწმენა

მოციქულთა საქმეების მე-2 თავში ბიბლია მოგვითხრობს რომ პეტრეს ქადაგებამ ძლიერ შეეხო მსმენელებს და თავიანთი ცოდვები მოანანიებინა. ისინი გულის სიღრმემდე შეიძრნენ და ჰკითხეს პეტრეს და მოციქულებს, "როგორც მოვიქცეთ?" (მოციქულთა საქმეები 2:37). მაშინ პეტრემ უპასუხა, "მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს" (მოციქულთა საქმეები 2:38) 
პეტრეს ქადაგება ნათლად გვიჩვენებს რომ წყლისა და სულის მშვენიერი სახარებისადმი რწმენა არსებითია სულიწმიდის მიღებისთვის და ის აგრეთვე გვაჩვენებს თუ რას წარმოადგენს ნამდვილი მონანიება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ შეგვიძლია სულიწმიდის მიღება ცოდვათა მიტევებასთან ერთად, წმ.წერილის დაკვირვებით შესწავლით და წყლისა და სულის მშვენიერი სახარების რწმენით.
პირველი რამ რაც უნდა გაგვაჩნდეს სულიწმიდის ბინადრობის მისაღებად, ესაა ბიბლიური მონანიების რწმენა. ამასთანავე, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ რომ არ განვსაზღვროთ ეს მონანიება როგორც უბრალო სინანული. მონანიება ამ კონტექსტში ნიშნავს იესო ქრისტესადმი რწმენას. ჩვენ ვხედავთ ბიბლიაში რომ იმ ადამიანებმა უკვე ინანეს უფლის ჯვარცმა. მათ სინანულით ჰკითხეს პეტრეს თუ რა უნდა ექნათ, და თავიანთი ცოდვიანობა უკვე აღიარეს, მანამდე ვიდრე პეტრე მონანიებისკენ მოუწოდებდა. აქიდან ჩვენ ვხედავთ რომ მონანიება რომელზეც პეტრე საუბრობდა, არ იყო ცოდვის გამო სინანული ან მისი აღიარება, არამედ იესო ქრისტესი, როგორც მაცხოვრის გულში მიღება და მის მიერ მოცემული მშვენიერი სახარებისადმი რწმენა. ეს არის მონანიების ჭეშმარიტი ბუნება.   
იესო ქრისტეს სიყვარულმა ჩვენდამი მანამდე მოაღწია ვიდრე ჩვენ გულებში ცოდვასთან დაკავშირებული რაიმე სინანულის გრძნობა გაგვიჩნდებოდა. ეს ნიშნავს რომ იესომ გააქრო ჩვენი ცოდვები როდესაც ის იორდანეს მდინარეში მოინათლა, მოკვდა ჯვარზე და აღდგა მკვდრეთით. ამ გზით მან ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვისგან და დანაშაულისგან გაგვწმინდა. 
ნამდვილი მონანიება ნიშნავს გწამდეს ამ ჭეშმარიტების. ნუთუ ფიქრობთ რომ ცოდვები სამუდამოდ მოგვშორდება მხოლოდ იმიტომ რომ ვწუხვართ ჩვენი ცოდვების გამო და პატიებას ვითხოვთ? ეს არაა ჭეშმარიტი მონანიება. ჭეშმარიტი მონანიება ნიშნავს იესოს ნათლობის და მისი სისხლის მშვენიერი სახარების რწმენით ცოდვების მიტევების მიღებას. ბიბლია ამბობს რომ ჩვენ ცოდვების მიტევებას მონანიებით ვღებულობთ. ამის მსგავსად, ჩვენი ცოდვების სრული მიტევებისთვის ჩვენ იესოს ნათლობის და სისხლის სახარების უნდა გვწამდეს.
იმათ ვინც იესო ირწმუნა პეტრე "იესო ქრისტეს სახელით" ნათლავდა. იესო მოინათლა მთელი კაციობრიობის ცოდვების ასაღებად. მისი ნათლობა და ჯვარზე სიკვდილი იყო მშვენიერი სახარების აღსრულება, რომელიც მორწმუნეებს სულიწმიდის ბინადრობას აძლევს (მათე 3:15-17). იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის რწმენით კაცობრიობის განწმენდა გახდა შესაძლებელი. მოკლედ, მათ ვინც სახარების რწმენით ცოდვების მიტევება მიიღეს, ასევე მიიღეს სულიწმიდა.
 
 

შესაძლებელია ლოცვის მეშვეობით სულიწმიდის ბინადრობის მიღება?


ადამიანები ვერ მიიღებენ ცოდვათა მიტევებას და სულიწმიდის ბინადრობას რაოდენ ძლიერადაც არ უნდა ილოცონ ამისათვის. სულიწმიდის ბინადრობის მისაღებად საჭიროა იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის მიერ განხორციელებული მშვენიერი სახარების რწმენა. ღმერთის სულიწმიდა ეძლევა მხოლოდ იმათ ვისი ცოდვებიც მთლიანად იქნა ამოშლილი. 
სახარებისადმი რწმენა ნიშნავს იესო ქრისტესი, როგორც ჩვენი ჭეშმარიტი მაცხოვრის ცნობა. მოციქულთა საქმეების 2:38 ამბობს, "მოინანიეთ, და ყოველი თგვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს". პეტრე მოციქულმა თქვა რომ სულიწმიდის ბინადრობა ეძლევა იმათ, ვისი ცოდვებიც მიტევებულია, სწორი მონანიების რწმენით. ცოდვების მიტევება და სულიწმიდის ბინადრობა ურთიერთდაკავშირებულია.
ბიბლია ამბობს, “მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს. ვინაიდან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი, ღმერთი ჩვენი.” (მოციქულთა საქმეები 2:38-39) 
ადამიანს სულიწმიდის მიღება მხოლოდ იმ პირობით შეუძლია თუ მისი გული განწმენდილი და უცოდველი გახდა. ამიტომ ჩვენ უნდა გვწამდეს სახარების რომელიც იესო ქთისტემ მოგვცა. ჩვენ უნდა განვიწმინდოთ ცოდვათა მიტევების მიღებით, მშვენიერი სახარების რწმენით, რომელიც ამბობს რომ მსოფლიოს ყველა ცოდვა იესო ქრისტეს ნათლობისას იქნა ამოშლილი. მხოლოდ მაშინ შევძლებთ ჩვენ სულიწმიდის მიღებას. სულიწმიდის კაცობრიობაში მკვიდრობა ღმერთის სურვილია. "ვინაიდან ღვთის ნებაა თქვენი განწმენდა" (1 თესალონიკელთა 4:3).  
მიტევება მოდის არა ადამიანთა მცდელობისგან, მსხვერპლის გაღებისგან ან შინაგანი კეთილშობილებისგან, არამედ მხოლოდ ბრწყინვალე სახარების რწმენით, რომელიც ღმერთმა, წმიდა სამებამ, იოანე ნათლისმცემლის მიერ აღასრულა. ღმერთი, წმიდა სამება, ანიჭებს სულიწმიდის ბინადრობას იმათ ვინც ამ ბრწყინვალე სახარებისადმი რწმენით ცოდვათა მიტევება მიიღო. 
ადამიანთა ჯგუფი გულის სიღრმემდე იქნა შეძრული, როდესაც სულთმოფენის დღეს პეტრეს სიტყვები მოისმინეს. მათ შეჰღაღადეს, "როგორ მოვიქცეთ, კაცნო ძმანო?" (მოციქულთა საქმეები 2:37). ეს იმის მაჩვენებელი იყო რომ მათ უკვე იცვალეს გული და ირწმუნეს იესო ქრისტე როგორც მათი მაცხოვარი. მათ ასევე პეტრეს მიერ ნაქადაგებ ჭეშმარიტ მონანიებისადმი  რწმენით თავიანთი ცოდვებისგან ხსნა მიიღეს. ცოდვათა მიტევება, რომელიც იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის ბრწყინვალე  სახარებისადმი რწმენაზეა დამყარებული, მთელ კაცობრიობას მიეცა.
იესოს მონათვლის მიზანი იყო ის რომ მას სამყაროს ცოდვების მიღების საშუალება მიცემოდა. ამ ფაქტის რწმენა არის სულიწმიდის მიღების აუცილებელი წინაპირობა. ღმერთი აძლევს სულიწმიდის ბინადრობას მათ ვისაც იესოს ნათლობაზე დაფუძნებული ჭეშმარიტების სახარების სწამთ. "და როცა მოინათლა იესო, მყისვე ამოვიდა წყლიდან, და, აჰა, გაიხსნენ ცანი და იხალა სული ღმრთისა, მტრედივით ჩამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა" (მათე 3:16). სულთმოფენის დღეს სულიწმიდის გარდმოსვლას მოციქულთა მშვენიერ სახარებისადმი რწმენასთან განსაკუთრებული კავშირი აქვს: იესოს ნალთობა, მისი ჯვარზე სიკვდილი და მისი მკვდრეთით აღდგომა.
მოციქულთა საქმეები გვეუბნება რომ ხალხი იესოს სახელით იქნა მონათლული რის შემდეგ მათ სულიწმიდა მიიღეს. ჩვენ უნდა გვწამდეს რომ სულიწმიდის მიღება არის ღმერთის მიერ ბოძებული განსაკუთრებული საჩუქარი. ამ სულიწმიდის საჩუქრის მისაღებად ყველა ჩვენი ცოდვის ამოშლაა საჭირო, იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლისადმი რწმენით. 
მოციქულთა საქმეების წიგნის თანახმად, ყველამ ვინც მოისმინა პეტრეს ქადაგება რომელშიც ის ამბობდა "იხსენით თავი ამ უკეთური მოდგმისგან" (მოციქულთა საქმეები 2:40), დაუჯერეს მის რჩევას და მოინათლნენ. ბიბლიიდან ჩვენ ვსწავლობთ რომ ადრეული ეკლესიის დღეებში მოციქულები სულიწმიდას იესო ქრისტეს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლისადმი მათი რწმენის საფუძველზე ღებულობდნენ. ეს არის სულიწმიდის მიღების უცილობელი პირობა. იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის რწმენა არის არსებითი  მათთვის ვინც ცოდვების მიტევებას ეძებს.
 
 

რწმენა რომელსაც მონანიების გზით სულიწმიდის მიღებასთან მივყავართ 

 
მოდით შევხედოთ მოციქულთა საქმეების 3:19-ს. "მაშ მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები, რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან". როგორ უნდა გავნსაზღვროთ მონანიება? მოდით კიდევ ერთხელ დავუფიქრდეთ ამას. 
ბიბლიაში მონანიება ნიშნავს გამოსყიდვის რწმენასთან დაბრუნებას. იმ დღეებში ადამიანები თავისი სურვილისამებრ იქცეოდნენ და ღვთის ქმნილებებს ეთაყვანებოდნენ. მაგრამ როცა გაიგეს რომ იესო ქრისტემ ისინი წყლითა და სისხლით მათი ცოდვებისგან იხსნა, ისინი მოიქცნენ. ეს არის ბიბლიური მონანიება. ჭეშმარიტი მონანიება ნიშნავს წყლისა და სულის ბრწყინვალე სახარებასთან დაბრუნებას. 
რას წარმოადგენს სულიწმიდის მისაღებად საჭირო ჭეშმარიტი მონანიება? ესაა გწამდეს იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის. "რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან". როდესაც ადამიანებს ამგვარი რწმენა აქვთ, ისინი ცოდვათა პატიებას და სულიწმიდას ღებულობენ. ვინაიდან იესომ თავისი ნათლობით და სისხლით მსოფლიოს ყველა ცოდვილი განწმინდა, ჩვენ უნდა გვჯეროდეს ამ დიდებული სახარების, მოვიპოვოთ გამოსყიდვა და მივიღოთ სულიწმიდა. 
იმისთვის რომ ირწმუნოს იესო და მიიღოს სულიწმიდის ბინადრობა, ადამიანს სჭირდება მისი ნათლობისადმი და ჯვრის სისხლისადმი რწმენით თავისი ცოდვების იესოსთვის გადაცემა. ჩვენ უნდა გვწამდეს რომ იესომ წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა და ჯვარზე მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის მსჯავრის მისაღებად. ესაა სწორი რწმენა და ჭეშმარიტი მონანიება, რომელიც სულიწმიდის ბინადრობის მიღების საშუალებას გვანიჭებს.
სულიწმიდა სახლდება მათში ვისაც ყველა ცოდვების პატიება აქვს მიღებული. რატომ აძლევს ღმერთი სულიწმიდას საჩუქრის სახით მათ ვისაც გამოსყიდვა აქვთ? იმიტომ რომ სულიწმიდას, რადგან ის წმიდაა, სურს მათში ცხოვრება და მათი თავის შვილებად დაბეჭდვა.
სულიწმიდა არის ღმერთი. მამა, ძე და სულიწმიდა არის ერთი ღმერთი. მათთვის ვისაც იესო სწამს ისინია სამი პიროვნება, მაგრამ ამავე დროს ერთი ღმერთი. მამა ღმერთს გააჩნდა ჩვენი თავის ცოდვებიგან დახსნის გეგმა და ამიტომ მისი ძე, იესო, მოვიდა ამქვეყნად, მონათლულ იქნა იოანეს მიერ მსოფლიოს ცოდვების ასაღებად, მოკვდა ჯვარზე, აღდგა მკვდრეთით მესამე დღეს და ამაღლდა ზეცად. სულიწმიდა გვიძღვება ამ მშვენიერი სახარებისადმი რწმენისკენ და მოწმობს იესოს ნათლობასა და მის ჯვრის სისხლზე. 
ღმერთი ჰბეჭდავს მათ ვინც სულიწმიდის მიერ იქნა დახსნილი. უფალი ანიჭებს სულიწმიდას მათ ვისაც იესოს მიერ მთელი სამყაროს ცოდვათა აღების სახარების სწამთ. ღმერთი აძლევს მათ სულიწმიდას როგორც საწინდარს, იმისთვის რომ თავის შვილებად დაბეჭდოს. სულიწმიდა არის ცოდვისაგან ხსნის საბოლოო დასტური მათთვის ვისაც სწამთ ამ მშვენიერი სახარების. 
ისინი ვისაც სულიწმიდა აქვთ, უფლის შვილები არიან.  ისინი ვისაც სულიწმიდის ბინადრობა აქვთ, თავს მუდამ განახლებულად გრძნობენ. მათ ღმერთის სიტყვების, იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლისადმი მტკიცე რწმენა გააჩნიათ. ისინი ჭეშმარიტად ბედნიერები არიან. მათ ვინც სწორად მოინანია, გულში არავითარი ცოდვა არა აქვთ და მათ გულებში სულიწმიდა მკვიდრობს. 
ბიბლია გვეუბნება რომ არსებობს მონანიება რომელსაც ცოდვების მიტევება მოაქვს. განიცადეთ თქვენ ასეთი მონანიება? თუ მოინანიებთ და სწორ რწმენას მიიღებთ, თქვენც შეძლებთ ამ მშვენიერი სახარების მიღებას. მე გირჩევთ რომ მოინანიოთ თქვენი ცოდვები და მიიღოთ სულიწმიდა. ხართ მზად მოინანიოთ და ირწმუნოთ ბრწყინვალე სახარება, რომელსაც სულიწმიდის ბინადრობასთან მივყავართ?