• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 8: სულიწმიდა

[8-15] თქვენ შეძლებთ სულიწმიდის და მისი ბინადრობის მიღებას მხოლოდ როცა ჭეშმარიტებას შეიცნობთ (იოანე 8:31-36)

თქვენ შეძლებთ სულიწმიდის და მისი ბინადრობის მიღებას მხოლოდ როცა ჭეშმარიტებას შეიცნობთ(იოანე 8:31-36)
“უთხრა იესომ იმ იუდეველებს, რომლებიც ერწმუნენ მას: “თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.” მიუგეს მას: “ჩვენ აბრაამის შთამომავალნი ვართ და არასოდეს არავისი მონები არ ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?” მიუგო მათ იესომ: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა. მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ; ძე რჩება საუკუნოდ. თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით"”.
 

რა უნდა ვქნათ იმისთვის რომ მივიღოთ სულიწმიდის ბინადრობა?
ჩვენ უნდა გვწამდეს წყლისა და სულის მშვენიერი სახარება და ვცხოვრობდეთ რწმენით

იცით რა არის ჭეშმარიტება? იესომ თქვა, "მე ვარ ჭეშმარიტება" (იოანე 14:6). მაშასადამე, იცნობდე იესოს ნიშნავს იცნობდე ჭეშმარიტებას. მკვიდრობს თუ არა თქვენში სულიწმიდა მშვენიერი სახარებისადმი რწმენის გამო? თქვენ უნდა დაინახოთ, რომ იესოს ნათლობა და მისი ჯვრის სისხლი არის მშვენიერი სახარების პერსონიფიცირება, და გწამდეთ მისი. 
დღესდღეობით ბევრი ხშირად ხმარობს გამომეტყველებას "ხელახლა შობილი". "ადამიანები უნდა იშვნენ ხელახლა, პოლიტიკოსები და პოლიტიკა უნდა იშვას ხელახლა, რელიგია უნდა იშვას ხელახლა". ისინი ამ ფრაზას როგორც "გაუმჯობესების" ეკვივალენტს იყენებენ. მაგრამ ხელახლა შობა სულაც არ ნიშნავს ხორციელი მდგომარეობის გაუმჯობესებას. იყო ხელახლა შობილი ნიშნავს მიიღო სულიწმიდის ბინადრობა, წყლისა და სულის მშვენიერი სახარების მოსმენით და მისი რწმენით.
 
 

რა არის ჭეშმარიტების სიტყვა რომელიც ხელახლა შობას გვანიჭებს?


რატომ უნდა ვიშვათ ხელახლა? ადამიანი არის არასრულყოფილი, ამიტომ იმისთვის რომ ხელმეორედ იშვას, როგორც ღმერთის შვილი, მან სულიწმიდის ბინადრობა უნდა მიიღოს. ჩვენ ბევრი ადამიანის დანახვა შეგვიძლია ვისაც სწამთ იესოსი, მაგრამ სულიწმიდის ბინადრობა არა აქვთ. ნიკოდემოსი, რომელიც იოანეს მე-3 თავში ჩნდება, ებრაელთა მთავარი და იუდაიზმის ლიდერი იყო. ის ცდილობდა ღმერთის მიერ მოცემული რჯულის დაცვას. ამასთან, ის მოღვაწეობდა როგორც ხალხის რელიგიური მეთაური რომლისთვისაც უცნობი იყო სულიწმიდის ბინადრიბა. 
სულიწმიდის ბინადრობის მისაღებად ჩვენ წყლისა და სულის მშვენიერი სახარების მიღება და რწმენით ცხოვრება გვჭირდება. ადამიანს შეუძლია სულიწმიდის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა მას სწამს წყლისა და სულის მშვენიერი სახარების ჭეშმარიტების სიტყვა. იესომ თქვა, "თუ მიწიერზე გითხარით და არ გწამთ, როგორ იწამებთ, ზეციერზე რომ გითხრათ?" (იოანე 3:12). 
წყლისა და სულის მშვენიერი სახარება ასეთია: ჩვენი უფალი ამქვეყნად განკაცდა, 30 წლის ასაკში მონათლულ იქნა იოანეს მიერ, 3 წლის შემდეგ სიცოცხლე გაიღო ჯვარზე, აღდგა მკვდრეთით და ამით ყველა ჩვენი ცოდვისგან გადაგვარჩინა. ის გახდა მაცხოვარი მათთთვის ვინც ირწმუნა რომ იესო მოინათლა იოანეს მიერ და აღდგა მკვდრეთით. მათ ვინც ირწმუნა ეს მშვენიერი სახარება, მან ცოდვათა მიტევება და სულიწმიდის ბინადრობა აჩუქა.
ისინი ვისაც ჯერ კიდევ ცოდვა აქვთ გულში, ამ ცოდვების მიტევებას საჭიროებენ, იესოს ნათლობის და მისი სისხლის რწმენით. ადამიანს არ შეუძლია არ სცოდოს ღმერთის წინაშე, და ამიტომ მას იესოსი, როგორც თავისი მაცხოვრის მიღებით გადარჩენა სჭირდება. წყლისა და სულის დიდებული სახარების მეშვეობით იესომ სამყაროს ყველა ცოდვა ამოშალა. ახლა ყველა ცოდვილს წყლისა და სულის მშვენიერი სახარების მოსმენით და რწმენით დახსნა შეუძლია. ისინი ვისაც ამ ბრწყინვალე სახარების სწამთ, სულიწმიდის ბინადრობით არიან ნაკურთხი. 
"და როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა" (იოანე 3:14). ძველ აღთქმაში, მაშინ როცა ისრაელიანები სცოდავდნენ და უდაბნოში შხამიანი გველების მიერ დაგესლვის გამო უიმედოდ იხოცებოდნენ, ბევრმა მოახერხა გადარჩენა ალამზე აღმართულ სპილენძის გველისთვის შეხედვით.
ამის მსგავსად, ჩვენ სულიწმიდის ბინადრობას ვღებულობთ. იესო აძლევს სულიწმიდის ბინადრობას მათ ვისაც სწამს ამ მშვებიერი სახარების. სატანა გვაფერხებს წყლისა და სულის მშვენიერი სახარების შეცნობაში და ცდილობს შეგვაკავოს ჭეშმარიტების მიღებისგან. მაგრამ ღმერთმა იესოს ნათლობის და მისი სისხლის სახარებისადმი ჩვენი რწმენის საშუალებით ცოდვათა მიტევებით და სულიწმიდის ბინადრობით გვაკურთხა.
თქვენც შეგიძლიათ სულიწმიდის ბინადრობის მიღება თუ ამ მშვენიერ სახარებას ირწმუნებთ. სცნობთ თუ არა ამ ბრწყინვალე სახარებას როგოც ჭეშმარიტებას ღმერთის წინაშე? გწამთ რომ შეგიძლიათ სულიწმიდის ბინადრობის მიღება ამ ჭეშმარიტი სახარების რწმენით?
უფალმა გვითხრა რომ შეგვეცნო ჭეშმარიტება რომელსაც ყველა ჩვენი ცოდვებისგან ხსნა შეუძლია. "შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ" (იოანე 8:32). იცნობთ თუ არა მშვენიერი სახარების ჭეშმარიტებას, რომელიც გვიხსნის და სულიწმიდის ბინადრობით გვაკურთხებს? თუ ამ სახარებას მიიღებთ, ნამდვილად მიიღებთ სულიწმიდის ბინადრობას.