(ესაია 61: 1-11)"უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა გლახაკთა სახარებლად, წარმომგზავნა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და პატიმართა გასათავისუფლებლად. უფლის სასურველი წელიწადისა და ჩვენი ღმერთის შურისგების დღის გამოსაცხადებლად, რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე. მივმადლო სიონის მგლოვიარეთ, მივცე მათ გვირგვინი ფერფლის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქების მოსასხამი - უძლურების სულის ნაცვლად. და უწოდებენ მათ უფლის მიერ დანერგილ სიმართლის სვეტებს, რათა განდიდდეს იგი. კვლავ ააშენებენ უძველეს ნანგრევებს, წინანდელ ნაოხარს აღადგენენ. განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, გაუდაბურებული რომ იყო თაობიდან თაობამდე. დადგებიან უცხონი და მათ ცხვარს დამწყემსავენ; უცხოტომელთა ძენი იქნებიან მათი მიწათმოქმედნი და მევენახენი. და უწოდებენ უფლის მღვდლებს, ჩვენი ღვთის მსახურნიო - იტყვიან მათზე; ერთა სიმდიდრეს შეჭამენ და მათი დიდებით დაიტრაბახებენ. ნაცვლად სირცხვილისა ორმაგად განდიდდებიან; დამცირების წილ იყიჟინებენ, თავიანთ მიწაზე ორმაგს დაეუფლებიან და საუკუნო სიხარულს დაიმკვიდრებენ. რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძარცვა და უმართლობა; სამართლიანად მივცემ მათ თავიანთ საზღაურს და სამარადისო აღთქმას დავუდებ მათ. და ცნობილი იქნება მათი თესლი ერებში და მათი შთამომავლობა - ხალხთა შორის, ყველა მათი მნახველი იცნობს მათ, რადგან უფლის მიერ კურთხეულის თესლია ისინი. სიხარულით ვილხენ უფალში, გაიხარებს ჩემი სული ჩემს ღმერთში, ვინაიდან მან შემმოსა ხსნის სამოსელით, სიმართლის მოსასხამი მომასხა, როგორც ნეფე იდგამს გვირგვინს და როგორც პატარძალი ირთვება სამკაულებით. რადგან როგორც მიწა აღმოაცენებს მცენარეს და როგორც ბაღი გააღვივებს მასში ჩათესილს, ისე უფალი ღმერთი აღმოაცენებს სიმართლესა და დიდებას ყველა ერის წინაშე."
რა არის მათი მისია ვინც სულიწმიდა მიიღო?
ესაა მსოფლიოს ყველა ხალხისთვის წყლისა და სულის სახარების ქადაგება
რა უნდა გააკეთოს პიროვნებამ რომელმაც მიიღო სულიწმიდა? მან ყველა ხალხს წყლისა და სულის სახარება უნდა უქადაგოს. მათ ვინც სულიწმიდის ბინადრობა მიიღო, ღმერთმა წყლისა და სულისგან ხელახლა შობის მშვენიერი სახარება მიანდო. ისინი ვისაც ღმერთის წინაშე მათი ცოდვები მიეტევათ, სულიწმიდის ბინადრობას ღებულობენ. მაშ როგორ ფიქრობთ, რატომ მისცა მათ ღმერთმა სულიწმიდის ნიჭი?
ღმერთმა მათ სულიწმიდის საჩუქარი როგორც ღმერთის შვილებად გახდომის საბოლოო გარანტია უბოძა. მას ასევე სურს რომ დაეხმაროს მათ ეშმაკის დაძლევაში. მათ ვინც თავიანთი ცოდვების მიტევება და სულიწმიდის ბინადრობა მიიღო, ღმერთი შემდეგ სამსახურს აკეთებინებს:
ის მათ გლახაკთათვის კეთილ უწყებას ახარებინებს
რა არის კეთილი უწყება გლახაკთათვის? ესაა წყლისა და სულის სახარება. იმათ ვინც სულიწმიდის ბინადრობა მიიღო, ღმერთმა ბრწყინვალე სახარების გლახაკთათვის ქადაგება უბრძანა. ისინი ვინც სულიწმიდა მიიღეს, არასდროს კმაყოფილდებიან მიწიერი საგნებით რადგან მათი იმედი ზეცაში მდებარეობს.
ღმერთმა ღარიბთ და გლახაკთ წყლისა და სულის სახარება უბოძა და ცოდვები მიუტევა. მან შემდეგ მათ სულიწმიდის ბინადრობა არგუნა და მარადიულ სასუფეველში შესვლის უფლება მისცა. ღმერთმა მართლებს გლახაკთათვის სახარების ქადაგება დაავალა. მან ასევე მათ ღმერთის და იესოს რწმენა გაავრცელებინა. ღმერთის მიერ ჩვენთვის სულიწმიდის მოცემის მიზეზი იყო ამ შესანიშნავი ამბის წუთისოფლის გლახაკთათვის ქადაგება.
ის ჩვენ გულშემუსვრილთა განსაკურნებლად გვაგზავნის
როგორ კურნავს უფალი ჩვენს გონებას? ის გულშემუსვრილებს წყლისა და სულის სახარებით კურნავს. ამქვეყნად ბევრი გულგატეხილი ადამიანია. ცხოვრებამ მათთვის აზრი დაკარგა და მათი პირადი სიმართლეც დაქცეულია. თავისი ცოდვების გამო ისინი მოკრძალებულ და საჭირბოროტო ცხოვრებას ეწევიან. ამის გამო ისინი ზოგჯერ ცხოვრების შესახებ ეჭვებით იტანჯებიან. ყველა ადამიანს სურს კარგი ცხოვრება და თავისი სხეულის და სულის კეთილდღეობის განცდა. მაგრამ ამის მიღწევა ადვილი არაა, ისევე როგორც ყაჩაღთა მიერ გაძარცვული ადამიანებისთვის.
მათ მსგავსად, ისინი ვის გულშიც ცოდვაა, განუწყვეტლივ ჰკარგავენ თავიანთ სიმართლეს და ბოლოს თავისი ცოდვების გამო ჯოჯოხეთში მიდიან. ზუსტად ამიტომ უფალმა, შეიბრალა რა გულშემუსვრილნი, გვიბრძანა მათთვის მშვენიერი სახარების ქადაგება. რომელი სიტყვებით განკურნა ისინი ღმერთმა? მან ეს გააკეთა წყლისა და სულის შესანიშნავი სახარებით. მან განკურნა გულშემუსვრილნი და ასევე მათ მარადიული სიცოცხლე უბოძა.
ის აცხადებს ტყვეთათვის თავისუფლებას
ის ტყვეებს თავისუფლებას ანიჭებს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს რომ ღმერთმა ადამიანთა გულები წუთისოფლის ყველა ცოდვისგან გაათავისუფლა. მან ეს მისია მხოლოდ მათ დაავალა ვინც სულიწმიდა მიიღო, და ამგვარად მათ დანარჩენი ხალხის მათი ცოდვებისგან გათავისუფლება შეუძლიათ. ადამიანს გააჩნია სხეული და სული. მისი სხეული და სული ცოდვის და რჯულის წყევლის მონობაში ცხოვრობს. მას სხვა არაფერი შეუძლია გარდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცოდვის მონად დარჩენისა. ის ამგვარად ცხოვრობს და ბოლოს წარწყმედისთვის არის განკუთვნილი.
ამიტომ ის ამ გარდაუვალ ცხოვრებას ეწევა და ამავე დროს ბედს ემდურება თავისი უსუსურების გამო, რომელმაც ის ამ მდგომარეობაში ჩააყენა. ღმერთმა გამოუგზავნა სულიწმიდა მათ ვისაც ცოდვისგან თავის დაღწევა არ შეეძლო და სიკვდილისთვის იყვნენ განკუთვნილნი, რათა მათაც, დახსნის მიღების შემდეგ, ცოდვის პატიმრებისთვის ამ მშვენიერი სახარების ქადაგება შეეძლოთ და ტყვეებისთვის ყველა მათი ცოდვისგან თავისუფლება მოეტანათ.
ის ყველა მგლოვიარებს ანუგეშებს
რა უბოძა ღმერთმა მგლოვიარეთ? მათთვის მიტევების სახარების მოცემით, ღმერთი მსოფლიოს ყველა მგლოვიარეს ანუგეშებს. მან ამქვეყნად კაცობრიობის ცოდვების მისატევებლად იესო ქრისტე გამოაგზავნა. მთელი ამ ცოდვების თავის თავზე ასაღებად იესო იოანეს მიერ მოინათლა, რის შემდეგ ჯვარზე სიცოცხლე გაიღო. სწორედ ასე გაგვწმინდა ჩვენ ღმერთმა ჩვენი ცოდვებისგან. ამით, ღმერთმა ჩვენ ქვეყნიერების ყველა ცოდვისგან ხსნა მოგვიტანა.
ჩვენი უფალი წყლისა და სულის მშვენიერი სახარების მათთვის ცნობით ყველა მგლოვიარეს ანუგეშებს. ამით ის აკურთხებს მათ ვინც არასრულყოფილი რწმენისგან იტანჯება. მას მიყავს მხოლოდ სულიწმიდით აღვსებულნი ამ ბრწყინვალე სახარების საქადაგებლად რათა განკურნონ გულშემუსვრილები და გაათავისუფლონ ტყვეები.
ჩვენი ამქვეყნად არსებობის დანიშნულება არის მივიღოთ უფლისგან მიტევება და შემდეგ ეს მშვენირი სახარება იმათ უქადაგოთ ვინც ცოდვის მიერ არის დამონებული და ამ ცოდვისგან დახსნის ნუგეში სჭირდება. ღმერთი გვეუბნება რომ ჩვენი სიცოცხლე, თუმცა ხანმოკლეა, სულაც არაა უღირსი. ის რომ ღმერთმა კაცობრიობისთვის ცოდვების მიტევება და გასაოცარი კურთხევები განამზადა, ამის სრული დასტურია.
ჩვენმა უფალმა ყველა მგლოვიარეს ასევე დიდების გვირგვინი უანდერძა. ეს ნიშნავს რომ იესოს ნათლობის გამო ცოდვილებს მათი ცოდვები მიეტევათ და მათ ამრიგად ცათა სასუფეველში შესვლა შეუძლიათ. როდესაც ვინმე თავისი ცოდვების პატიებას ღებულობს, მისი გონება ახლდება და მას ამ საოცარი კურთხევის სათანადოდ დაფასება შეუძლია. უფალი მას თავზე დიდების გვირგვინს ადებს. მან ცოდვილებს წყლისა და სულის სახარება უბოძა და მისი მორწმუნეები თავის შვილებად გახადა. ამ მშვენიერი სახარების მორწმუნეები სევდის ნაცვლად სიხარულს განიცდიან.
ისევე როგორც ყველა ადამიანი ტირილით იბადება და კვდება, მათი სიხარული მუდამ ხანმოკლეა და მათი გონება მეტწილად ნაღველით არის მოცული. მაგრამ ღმერთი ეჩვენა მათ და იმედით და ნეტარებით ხელახლა შვა ისინი. ასევე, ისინი ვინც მშვეინერი სახარების რწმენით ხელახლა არიან შობილნი, ახალი ცხოვრებით ცხოვრობენ და ახალი სამსახური აქვთ. ამის გარდა, მათ აქვთ უნარი აკეთონ ის რაც ღმერთს სურს, რაც ნიშნავს მთელი მსოფლიოს ცოდვილთათვის წყლისა და სულის სახარების ქადაგებას, მათი გულებიდან მთელი ნაღველის განდევნას და მის ნაცვლად მათთვის ყველანაირი ნეტარების და ბედნიერების განცდის მიცემას.
ისინი ვისაც ღმერთმა ცოდვები მიუტევა, მას დიდებას აღუვლენენ. მან დაავალა მართლებს ბრწყინვალე სახარების ქადაგება. მან უთხრა მართლებს რომ ექადაგად იმის შესახებ თუ ვინ არის ღმერთი, როგორი სახარება მოგვცა მან ჩვენ, და რამდენად დიდებულია ჩვენთვის გამზადებული მისი ცათა სასუფეველი. ჩვენ შეგვიძლია ღმერთის დიდების დანახვა მათში ვინც მის მიერ იყო ნაპატიები. ისინი ვინც თავის ცხოვრებაში გლოვობდნენ, სულიწმიდით აღვსებამდე, ახლა ბედნიერებით ტკბებიან, ისინი ვინც ადრე ცოდვის მიერ იყვნენ დამონებული, ახლა თავისუფლების ნეტარებას განიცდიან, და ისინი ვინც უღირს ცხოვრებას ეწეოდა, ახლა მართალი ცხოვრებით ცხოვრობენ. ყოველივე ეს ღმერთის დიდებას გამომხატველია. ღმერთმა ახსენა მართლები როგორც ისინი ვინც უძველეს ნანგრევებს ააშენებენ, წინანდელ ნაოხარს აღადგენენ და დანგრეულ ქალაქებს განაახლებენ.
ჭეშმარიტად, წყლისა და სულის ეს მშვენიერი სახარება იყო ის სახარება რომელსაც ადრეული ეკლესიის მოციქულები ქადაგებდნენ. იესო ამ ქვეყნად დაახლოებით ორი ათასი წლის წინ იქნა მოვლენილი. წყლისა და სულის მშვენიერი სახარება ამ სოფლად ჩვ.წ. მე-300 წლამდე იქადაგებოდა. სახარება რომელსაც დღეს მართლები ქადაგებენ, არის იგივე სულიწმიდის სახარება რომელსაც თავის დროს მოციქულები ქადაგებდნენ. თუმცაღა, ადრეული მე-4 საუკუნის რომის იმპერიის დღეებში, როდესაც რომმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აქცია და მოქალაქეებს რელიგიის თავისუფლება უბოძა, იესოს ნათლობის სახარება გამქრთალდა და თანდათან გაქრა. ზუსტად ამის შემდეგ იყო, როცა ქრისტიანობა როგორც მთავარი რელიგია უფრო და უფრო წარმატებული გახდა, როცა ისინი ვინც ჭეშმარიტ სახარებას ქადაგებდნენ, გაუჩინარდნენ.
რის გამო შეიცვალა იმათი რწმენა ვინც ჭეშმარიტ ქრისტიანობას და ჭეშმარიტ სახარებას ქადაგებდნენ? მას შემდეგ რაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალური რელიგია გახდა, ქრისტიანები მრავალგვარი აკრძალვებისგან იყვნენ გათავისუფლებულები და რომის მოქალაქეების ტოლი პრივილეგიებით სარგებლობა დაიწყეს. ქრსიტიანებს უკვე რომაელ არისტიკრატებთან შეუღლება და სახელმციფო სამსახურებში მსახურება შეეძლოთ. ამ პრივილეგიებთა გამო მათ რწმენამ აღდგომის რწმენიდან უბრალო რელიგიურობამდე დაკნინება განიცადა. იქიდან მოყოლებული წყლისა და სულის დიდებული სახარება გაუჩინარდა და საერო ქრისტიანობის შეკუმშულმა ფორმამ დაიწყო განვითარება.
ღმერთი გვიბრძანებს ჩვენ, უკანასკნელ ქრისტიანებს, მისი გარდაუვალი დაბრუნების ჟამს, წყლისა და სულის მშვენიერი სახარების ქადაგებას, იმ სახარების, რომელიც ასე დიდი ხნის განმავლობაში იყო გაჩანაგებული, და ამით კაცობრიობის მათი ცოდევბისგან დახსნას. ღმერთი აღადგენს წყლისა და სულის ბრწყინვალე სახარებას, რომელიც მოციქულთა დღეებში იქადაგებოდა. მოციქულთა დროის სახარება იყო იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის მშვენიერი სახარება. ღმერთი ჩვენ გვიწოდებს ადამიანებს რომლებიც დანგრეულ ქალაქებს განაახლებენ. მან ჩვენ გვასწავლა და დაგვარწმუნა წყლისა და სულის სახარება და თავისი ვენახის მევენახეებად გვაქცია.
ღმერთმა ჩვენ იგივე მისია მოგვცა რომელსაც იგი მოციქულთა მიერ ახორციელებდა. მან თქვენ და მე წყლისა და სულის ორიგინალურ სახარებას გვაქადაგებინებს. "უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა გლახაკთა სახარებლად". მათ ვინც უკვე მიიღო სულიწმიდა, ღმერთმა ამ სულის ბოძებით სახარება გვაქადაგებინა.
ღმერთმა ჩვენ ყვავილების გირგვინით მოგვრთო, მთელი მწუხარება მოგვაშორა და ჩვენში სიხარულის ჩანერგვით განდიდების სამოსით შეგვმოსა. ისინი ვისაც გულში სულიწმიდა აქვთ, სხვებშიც ამ მშვენიერი სახარების თესლებს რგავენ, რათა მათაც შეძლონ მისი მიღება. მაშინ ისინიც მიიღებენ უფლის მიერ მოცემულ სახარებას, ცოდვათა მიტევებას, და საბოლოოდ, სულიწმიდას.
ჩვენ ღმერთის თანამშრომელნი გავხდით. თქვენ და მე ცათა სასუფევლის დიდებით ვართ ნაკურთხი. ამასთან, ისინი ვისაც სულიწმიდა არა აქვთ, ღმერთმა დააბრმავა, რათ მათ ვერ შეძლონ ამ ბრწყინვალე სახარების შეცნობა, დანახვა ან გაგება. მათ შესაძლოა სხვები იესოს ნომინალურ მორწმუნეებად აქციონ, მაგრამ ვერასოდეს მიაღებინებენ მათ სულიწმიდას.
მათ მიერ ვინც სულიწმიდა მიიღო, ღმერთმა შემდეგი საქმეები შეასრულა: ის მათ წყლისა და სულის სახარების მეშვეობით გლახაკთათვის კეთილი უწყება აქადაგებინა და გულშემუსვრილები აკურნებინა. მან გაათავისუფლა ისინი ვინც თავისი უძლურების გამო ცოდვას იყვნენ დამონებული, სიხარული და იმედი უბოძა და შემდეგ ზეცად ამაღლდა.
ამის შემდეგ, სულიწმიდამ, რომელიც ჩვენში მკვიდრობს, ყველა ხალხისთვის წყლისა და სულის სახარება გვაქადაგებინა. მათ ვისაც ცოდვები მიეტევა და სულიწმიდა მიეცათ, იესო ქრისტემ ყველა ცოდვილის მათი ცოდვებისგან დახსნა უბრძანა. უფალმა ძალით შემოსა ისინი ვისაც სულიწმიდის ბინადრობა აქვთ, მის მიერ დაგეგმილი საქმის გასაძღოლად. ის ყველა მართალს თავის საქმეს აკეთებინებს. ჩვენ ვართ მისი მუშაკნი, ისინი ვინც მისი ვენახის, ღვთის ეკლესიის ზედამხედველაბად ვიყავით დანიშნული. ჩვენ ვართ მისი მსახურნი. ღმერთმა ჩვენ ეს საოცარი კურთხევები გვიბოძა.
როდესაც ჩვენს ხორცს ვუყურებთ, ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს უძლურებებს. მაგრამ ვინაიდან ღმერთი ჩვენთან ერთად შრომობს, ჩვენ გვწამს მისი და რწმენით მისი მსახურნი გავხდით. ჩვენ გვჯერა რომ ღმერთი ჩვენს მეშვეობით მრავალ დიდებულ საქმეს მოიმოქმედებს და ყველას თავისი მართველობით დაფარავს.
ღმერთმა გადაწყვიტა გაუდაბურებულ ქალაქებში სახარების მიტოვებული ციხე-სიმაგრის აღდგენა. მან დაგვპირდა რომ აღადგენდა წარსულის ნაოხარს და განაახლებდა დანგრეულ ქალაქებს. მე მწამს რომ მთელ მსოფლიოში კიდევ ერთხელ მოხდება სახარების აღორძინება!
მაგრამ ეს არაა ჩემი პირადი ნება. მე ამის მწამს რადგან ღმერთმა თქვა რომ ეს ასე იქნება. ჩვენი უფალი მათ ვინც სულიწმიდა მიიღო მთელი მსოფლიოსთვის მშვენიერ სახარებას აქადაგებინებს. მან ამქვეყნად თავისი ძე გამოაგზავნა და აღასრულა ეს სახარება, და მე მჯერა რომ ის ისევ ახორციელებს თავის ნებას ჩვენს მიერ, ვისაც სულიწმიდა გაგვაჩნია. ისინი ვისაც ამ ბრწყინვალე სახარების სწამთ, ღვთის დიდებას იხილავენ. ალილუია!