• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 8: სულიწმიდა

[8-17] ჩვენ უნდა ვიქონიოთ სულიწმიდის რწმენა და იმედი (რომაელთა 8:16-25)

ჩვენ უნდა ვიქონიოთ სულიწმიდის რწმენა და იმედი(რომაელთა 8:16-25)
"სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილები - მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც. ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ. ვინაიდან ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას. რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ, სასოებით, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის. ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე, და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით გულში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას. ვინაიდან სასოებით ვიქენით დახსნილნი, ხოლო ხილული სასოება არ არის სასოება, ვინაიდან, თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს? ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას".
 
 

ახლა არის უიმედობის დრო

 
რატომ აქვთ მართლებს სულიწმიდის იმედი?
იმიტომ რომ ჩვენ, ხელახლა შობილი ქრისტიანები, დავეუფლებით ახალ ცასა და დედამიწას, მაშინ როცა ისინი ვინც ხელახლა არაა შობილი ამ სამყაროს დაცემასთან ერთად დაიღუპებიან

არსებობს ამ წუთისოფელში რაიმე უკეთესობის იმედი? არა, არ არსებობს. ასეთი იმედი მხოლოდ იესოშია. ამჟამად გაურკვევლობის და უიმედობის დროა დამდგარი. ყველაფერი ყოველდღიურად და დიდი სისწრაფით იცვლება, და ადამიანები ძლიერ ცდილობენ არ ჩამორჩნენ ამ სწრაფ ცვლილებებს. ისინი არც სულიერ ჭაშმარიტებას ეძებენ და არც სულიერ ბედნიერებაზე ფიქრობენ. ამის ნაცვლად ისინი ცდილობენ წარუმატებლობისთვის თავის არიდებას და ცხოვრობენ როგორც ამაქვეყნის მსახურნი. 
ჩნდება ახალი სამსახურები და ქრება ძველი. მსგავსად, ადამიანებიც დრამატულ ცვლილებებს განიცდიან. ამის გამო ისინი მეტისმეტად დაკავებულ და მშფოთვარე ცხოვრებას ეწევიან. და თანდათან, მათი ამ წუთისოფლისადმი იმედი სრულიად ქრება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა რომ ისინი ცხოვრებას მომავლის გარკვეული გარანტიის გარეშე ატარებენ. ჩვენ ყველანი ამგვარ არასტაბილურ სამყაროში ვცხოვრობთ.
 
 

ჩვენ უნდა ვიქონიოთ მარადიული ცხოვრების იმედი სულიწმიდაში


როგორ მოვიპოვოთ ჭეშმარიტი იმედი? ჩვენ ამის მიღწევა წყლისა და სულის სახარების რწმენით შეგვიძლია. იმათი იმედი ვინც სულიწმიდა მიიღო, იმყიფება არა დედამიწაზე, არამედ ზეცაში. პავლე მოციქული ჭეშმარიტ ზეციურ იმედზე საუბრობდა. ჩვენ, რომლებმაც უკვე მივიღეთ სულიწმიდის ბინადრობა, ზეციური საგნების იმედი გვაქვს. ჩვენ ასე ვიქცევით რადგან გვწამს რომ იესო ქრისტე მოვიდა ყველა ჩვენი ცოდვის წარსახოცად და თავისი ნათლობით და ჯვრის სისხლით დაგვიხსნა ჩვენ, ცოდვილები. მათ ვისაც ცოდვათა მიტევების სახარება ირწმუნა, უფალმა ზეციური იმედი უბოძა. 
რომაელთა 8:19-21 ამბობს, "ვინაიდან ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას. რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ, სასოებით, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის". მთელი ქმნილება სასოებს სიკვდილის მონობის და ხრწნლებისგან გათავისუფლებას. 
ამ წუთისოფლის ქმნილება არასრულყოფილია, ამიტომ ის კვნესის და ღვთის შვილთა გამოცხადებას ელოდება. ის ასევე ესწრაფვის ხრწნილების მონობისგან დახსნას და საუკუნო სიცოცხლეს. მთელი ქმნილება მოელის იმ დროს როცა ის აღარ გაიხრწნება და არც გაქრება არამედ მარადიულად იცხოვრებს. 
ერთ მშვენიერ დღეს, ღვთის მიერ შექმნილი მთელი ქმნილება განახლდება. თუმცა ამქვეყნად ყვავილი ჭკნება და იხრწნება, ახალ სამყაროში ის მუდამ იყვავებს და იცოცხლებს. ჩვენ, ვისაც სულიწმიდის ბინადრობა გვაქვს, ასევე გავხდებით ამ ახალი სამყაროს მხილველნი. 
იესო ქრისტემ აღგვითქვა, რომ ის კვლავ დაბრუნდება, აღადგენს მათ ვისშიც სულიწმიდა მკვიდრობს, თითოეულ მათგანს ახალ უხრწნელ და უკვდავ სხეულს მისცემს, და მიანიჭებს მათ მარადიულ სიცოცხლეს. მან ასევე შეპირდა მათ რომ ისინი მარად ზეცაში ღმერთთან ერთად იცხოვრებენ. სამყაროს მთელი ქმნილება ამ დღეს ელოდება. ისინი ასევე ჩვენთან, ღვთის შვილებთან ერთად, მარად იცხოვრებენ, როდესაც ეს დღე დადგება. 
 

სამყარო რომლის ხილვა იმედის მეშვეობით შეგვიძლია

როდის შესრულდება მართლებისთვის ეს ოცნება? ის მოხდება როდესაც ჩვენი უფალი დაბრუდნება. როცა ამ წუთისოფელს ვუყურებთ, ჩვენ იმედი უნდა ვიქონიოთ. იესო ამბობს რომ ადგილ-ადგილ შიმშილობები, სნეულებანი და მიწისძვრანი იქნება (მათე 24:7). მაგრამ ქვეყნის აღსასრული ჯერ არ დამდგარა. ამ სამყაროს უკანასკნელ დღეებში ჩვენი უფალი ისევ დაბრუნდება, განაახლებს ყოველივეს და უკვდავების სულიერ სხეულებს გვარგუნებს. ეს ასევე ნიშნავს რომ მცენარეებიც და ცხოველების უკვდავებას მიიღებენ. ამის რწმენით, ჩვენ ამ სამყაროს განახლებული იმედით უნდა შევყურებდეთ. 
ამ წუთისოფლად ისინიც კი ვისაც სულიწმიდის ბინადრობა აქვთ, მთელ ქმნილებასთან ერთად შინაგანად კვნესიან, ჩვენი სხეულების, როგორც მისი შვილების გამოსყიდვის დიდების მგზნებარე მოლოდინით. ჩვენ ამ სამყაროს იმედით ვუყურებთ, რადგან უფალი, მის დაბრუნების ჟამს, გვაქცევს თავის შვილებად, რომლებიც არც გაიხრწნებიან და არც მოკვდებიან.
თუმცა ეს ქვეყანა მომავალში განადგურდება, უფლის დაბრუნებისას ყველაფერი განახლდება. ჩვენ ამის რწმენით და იმედით უნდა ვიცხოვროთ. განახლებული სამყარო იქნება ისევე მხიარული და გასაოცარი როგორც ნებისმიერი ფანტასტიური სამყარო რომლის შესახებ ზღაპრებში წაგიკითხავთ.  წარმოიდგინეთ ასეთ სამყაროში ათასი წლის განმავლობაში ცხოვრება. როდესაც ცათა სასუფეველში შევალთ, ჩვენ, როგორც მის შვილებს, ასევე მარადიული სიცოცხლე გვექნება. ჩვენ ასეთი იმედით უნდა ვცხოვრობდეთ. 
ხედავთ რაიმე იმედს ამქვეყნად? არა. ადამიანები წარმავალი ბედნიერების და შემთხვევით იღბლის იმედით ცხოვრობენ, რადგან ამ ქვეყნის არანაირი იმედი აღარ დარჩათ. მაგრამ ჩვენმა უფალმა, მათ ვისი ცოდვები მიტევებულ იქნა და ვინც გამართლდა, ზეცის იმედი უბოძა. "ვინაიდან სასოებით ვიქენით დახსნილნი, ხოლო ხილული სასოება არ არის სასოება, ვინაიდან, თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს? ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას". ეს ნიშნავს რომ ჩვენ მოთმინება უნდა ვიქონიოთ, რადგან ჩვენ ღმერთის სიტყვისადმი ჩვენი რწმენის გამო ვიყავით დახსნილი.
ვინაიდან ჩვენ ცოდვებისგან ვიყავით დახსნილი, ახლა გულში სულიწმიდის ბინადრობა გვაქვს. ანუ, მათ ვინც იესოს მიერ იყვნენ ნაპატიები, გულში ახლა ცოდვის ნაცვლად სულიწმიდა აქვთ. ჩვენ სხეულებს რაც შეეხება? ჩვენი უძლური სხეულებიც აღდგებიან და ახალ სიცოცხლეს და უკვდავებას დაიმკვიდრებენ. როდესაც იესო დაბრუნდება, ჩვენ მარად ღმერთთან ერთად ვიცოცხლებთ. მხოლოდ ხელახლა შობილებს აქვთ ამის მიღწევის პრივილეგია იმედით, და ასე ჩვენი სულებიც და სხეულებიც სრულყოფილი გახდება. ჩვენი სხეული გახდება მარადიული და ჩვენ აღარასოდეს გავხდებით ავად. ჩვენი ამქვეყნიური სხეულიბი უძლურია და ამიტომ ჩვენთვის ამჟამად შეუძლებელია სრულყოფილი ცხოვრების გაწევა. მაგრამ მომავალში, როცა ეს ყოველივე მოხდება, ჩვენ სრულყოფილი ცხოვრებით ვიცხოვრებთ. მოდით ყველამ ერთად უფლის მეორედ მოსვლას დაველოდოთ. მხოლოდ მათ ვისაც სულიწმიდის ბინადრობა აქვთ, ასეთი იმედის და სიცოცხლის ქონა შეუძლიათ. 
მართალთა იმედი არა მხოლოდ ზეცაში მდებარეობს, არამედ ამქვეყნადაც სრულდება. ბიბლია ამბობს რომ ჩვენი უფალი დაბრუნდება როდესაც ეს სამყარო დიდი გასაჭირის დროს დაცემას განიცდის. ის ნამდვილად მოვა. როდესაც ის პირველად მოვიდა, ის ცოდვილთა გამო მოინათლა, ჯვარზე მოკვდა მათ გასამართლებლად, და ბოლოს, ზეცად ამაღლდა. ახლა კი უფლის მეორედ მოსვლის ჟამი გვიახლოვდება.  
იმ დროს, ის აღადგენს ყველა მიძინებულ წმიდას, ვისაც იესო ქრისტე სწამდა და სულიწმიდის ბინადრობა ჰქონდათ მიღებული, და გაათავისუფლებს მათ ხრწნილების მონობისგან. ის მათ ახალ ზეციურ სხეულებს მისცემს, რომელბიც არასოდეს გაიხრწნება და არც დასნეულდება. ამის გარდა, ისინი ჰაერში მის შესახვედრად ღრუბლებში იქნებიან ზეატაცებულნი და ის ყოველივეს ახალს გახდის. 
ამის შემდეგ, ჩვენ, ჩვენს უფალ იესოსთან ერთად, მასთან ერთად ვიცხოვრებთ და ვიმეფებთ ათასი წლის განმავლობაში, როგორც სახარებისთვის შრომის ჯილდოს მიმღებნი. ეს არის შემზადება მათთვის ვინც ზეცაში მოხვედრას მოელიან. ეს არის ზეციური იმედი და ასევე რეალობა. იმ დროს ყველაფერი რაც არასრულყოფილი იყო, სრულყოფილი გახდება, და ხრწნადი საგნები გახდება უხრწნელი. სიტყვები, "ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელებით" (1 კორინთელთა 15:42), იმ დროს იესო ქრისტეს მიერ იქნება აღსრულებული. 
მოდით ჩვენ, ვისაც სულიწმიდის ბინადრობა გვაქვს, იმედი ვიქონიოთ! უნდა გახსოვდეთ, რომ თუმცა ამჟამად ყველაფერი იხრწნება და კვდება, ეს დასასრულს არ ნიშნავს. ჩვენ უნდა გვქონდეს იმედის რწმენა რომ ჩვენი უფალი მთელ სამყაროს ისევ განაახლებს. ჩვენ ახალი ცის და დედამიწის იმედით უნდა ვცხოვრიბდეთ. ასეთი იმედის მქონეთ, ჩვენ სახარების ქადაგებას შევძლებთ. 
ჩვენ გვაქვს სულიწმიდის ბინადრობა რადგან ამ ქვეყნის ცოდვებისგან ვიყავით დახსნილი. ასევე, ჩვენში არსებული სულიწმიდა უფლის მოსვლას მოელის. ის ჩვენს მაგივრად მამა ღმერთთან ლოცვით შუამდგომლობს, რათა შევძლოთ იმედით და რწმენით ცხოვრება, გულში ყოველგვარი იმედგაცრუების გარეშე.
 
 
ჩვენ იმედით სულიწმიდაში უნდა ვცხოვრობდეთ

სად მდებარეობს მართალთა სამყოფი? ის იქნება [5]ათასწლეულში რომელსაც უფალი აღაშენებს ამ დედამიწის განახლებით, როდესაც ის დაბრუნდება, და ასევე ცათა სასუფეველში. ამიტომ ჩვენ მოთმინება გვმართებს რათა იმ დღის დადგომას დაველოდოთ. ჩვენ უნდა გვწამდეს რომ ჩვენი უფალი ჩვენს სხეულებს სრულყოფილს გახდის როდესაც ეს სამყარო აღმოიფხვრება. ჩვენ ამ დიდებით სავსე ხვალინდელი დღის იმედი უნდა ვიქონიოთ. 
 
5.როდესაც უფალი იესო თავისი დაპირების თანახმად ამ ქვეყნად მეორედ მოვა, ის ციდან გადმოვა და პირველ რიგში მკვდრეთით აღადგენს ქრისტეში მიძინებულებს. ამის შემდეგ, იგი ყველა წმიდას, ცოცხალსა და აღმდგარს, მარადიულ უხრწნელ და უკვდავ სხეულებს მიანიჭებს, და ყველა ღრუბლებში ზეატაცებულ წმიდას ჰაერში შეეგებება (1 თესალონიკელთა 4:16-17, 1 კორინთელთა 15: 51-53).
შემდეგ ის ყველაფერს განაახლებს მას შემდეგ რაც ცოდვილებზე მისი რისხვით დარჩენილ შვიდ თასს გადმოღვრის. იგი განახლებულ დედამიწაზე თავის სამეფოს  დაამყარებს და იმეფებს ათას წელს მათთან ერთად, ვისაც პირველ აღდგომაში აქვთ წილი (გამოცხადება 20: 4–5). ათასწლეულის შემდეგ, ის განსჯის ყველა მკვდარს და მათ ცეცხლის ტბაში ჩააგდებს (გამოცხადება 20: 11-15). შემდეგ ის მთელ თავის ხალხს ზეციურ ქალაქში, ახალ იერუსალიმში შეიყვანს და მათთან ერთად სამუდამოდ იცხოვრებს (გამოცხადება 21: 1-4).

პავლესაც, რადგან სულიწმიდის ბინადრობა გააჩნდა, ჩვენი მსგავსი იმედი ჰქონდა. ჩვენც გულში ამ იმედით ვცხოვრობთ, ათასწლეულის და ცათა სასუფევლის მოლოდინით. ისინი ვინც ხელახლა არაა შობილი, ამ სამყაროს დაქცევასთან ერთად დაიღუპებიან, მაგრამ ჩვენ, ხელახლა შობილი ქრისტიანები, ახალ ცათა და დედამიწას დავეუფლებით. ეს იმედი ნამდვილად გამართლდება. ჩვენი სხეულები სრულყოფილი გახდება და ჩვენ იესოსთან ერთად ახალ სამყაროში ათასი წლის განმავლობაში ვიცხოვრებთ და ვიმეფებთ. იმ დღის მოლოდინით, ჩვენ ამ ქვეყნად იმედით და უშიშრად ცხოვრება შეგვიძლია.
მოდით მოთმინებით აღვიჭურვოთ და დაველოდოთ იმ დღეს. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ცხოვრება დამღლელია, ჩვენი იმედი გამართლდება, რადგან ჩვენ ღმერთის გვჯერა. ისინი ვისაც იმედი არ გააჩნიათ, მკვდრებისგან უკვე არაფრით არ განსხვავდებიან. გთხოვთ, იქონიეთ იმედი და შეინარჩუნეთ თქვენი კეთილი ოცნებები, ღმრთის სიტყვისადმი რწმენით. 
ისევე როგორც ჩვენი პატიება იყო რეალური, ჩვენი სხეულის ცვლილებებიც რეალური იქნება, და მთელი ქმნილებისთვის ასევე რეალურია მარადიული სიცოცხლის მოპოვების საშუალება. ჩვენი იმედიც რეალურია. გქონდეთ იმედი იმისა, რისიც გწამთ. მათ ვისაც იმედი აქვთ, მშვენივრად და ბედნიერად გამოიყურებიან. ადამიანები უბედურები მაშინ ხდებიან როცა იმედი არა აქვთ. მათ ვისაც არავითარი ოცნება არ გააჩნიათ,  ბედნიერებაც არა აქვთ. ჩვენ შეგვიძლია ბედნიერი ცხოვრების გაწევა რადგან გვაქვს ათასწლეულის და ცათა სასუფევლის, ახალი ცის და დედამიწის იმედი.
მართლებს უნდა ჰქონდეთ იმედი და ეს იმედი სულიწმიდაში უნდა იქადაგონ. ჩვენ უნდა ვიმედოვნებდეთ რომ ჩვენი სახარება მთელ მსოფლიოში გავრცელდება. თუ მტკიცე რწმენა გაქვთ, დაინახავთ რომ ეს მსოფლიო არც ისე დიდია. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი დასაწყისი უმნიშვნელო იყო, ჩვენ შევძლებთ სახარების მთელ მსოფლიოში ქადაგებას, თუ ურყევ იმედს შევინარჩუნებთ. ისევე როგორც პავლეს სწამდა, ჩვენც უნდა გვწამდეს.
ისინი ვისაც იმედი გააჩნიათ, ამ ბრწყინვალე სახარების ქადაგების შრომისადმი ერთგულნი არიან. ჩვენ უნდა ვიმედოვნებდეთ რომ სახარება გავრცელდება ამ უიმედობის საუკუნეში. ჩვენ უნდა ვუქადაგოდ მშვენიერი სახარება დაუძლურებულებს, უიმედოთ, ღარიბთ და დამცირებულებს. ჩვენ ისინი სიბნელისგან უნდა დავიხსნათ ცათა სასუფევლის იმედის ქადაგებით, სადაც მხოლოდ ისინი შევლენ ვისი ცოდვებიც წყლისა და სულის სახარების რწმენით იქნა მიტევებული. ჩვენ მათ უნდა შთავაგონოთ რომ იქონიონ იმედი იმისა რომ ღმერთის სასუფეველი მოვა უეცრად, როგორც ქურდი, ამ გასაჭირის ჟამის დასრულებისას. 
მსახურებო და წმიდებო, რომლებიც ხელახლა იყავით შობილი, გთხოვთ, იქადაგეთ ეს სახარება წუთისოფლის კიდეებამდე, ზეცის იმედისთვის მტკიცე ჩაჭიდებით. რაოდენ სწრაფადაც არ უნდა დაიქცეს ეს ქვეყანა, იმედის მქონენი არასდროს დაიღუპებიან, რადგან მათ ამ მიწიერ სიცოცხლეზე რაღაც უფრო მარადიული გააჩნიათ. ჭეშმარიტად, მათ უფლის მიერ მოცემული მომავალი ცხოვრება აქვთ.