(იესო ნავეს ძე 4:23)"რადგან დააშრო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, იორდანეს წყლები თქვენს წინაშე, ვიდრე გადალახავდით მას, როგორც უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მეწამულ ზღვას, რომელიც დააშრო ჩვენს წინაშე, ვიდრე არ გადავლახეთ".
რას გვასწავლის იორდანეს მდინარეს ამბავი?
ის გვასწავლის რომ იესო ქრისტემ მთლიანად ამოძირკვა კაცობრიობისგან ცოდვით გამოწვეული სიკვდილი და მის გამო შემდგომი სამსჯავრო
ახლა მე მსურს რომ ვისაუბრო ჭეშმარიტების ბრწყინვალე სახარებაზე, რომელიც სულიწმიდის ბინადრობას გვანიჭებს. მოსეს გარდაცვალების შემდეგ, ღმერთმა ისრაელის მთავრად იესო ნავეს ძე დააყენა. მოსე იყო ძველ აღთქმაში რჯულის წარმომადგენელი. მოსეს ისრაელის ხალხთან ერთად იორდანეს მდინარე რომ გადაეკვეთა და ქანაანში რომ შესულიყო, იესო ნავეს ძეს არ დაჭირდებოდა ხალხის ლიდერად გახდომა. მაგრამ ღმერთმა მოსე ქანაანის წინაშე მდებარე ადგილამდე მიიყვანა და მასში შესვლა აუკრძალა.
ჩვენმა უფალმა მოგვცა მოსე და იესო ნავეს ძე
მოსეს, ძველი აღთქმის რჯულის წარმომადგენელს, არ შეეძლო ისრაელის ხალხის ქანაანში შეყვანა. მას ეს რომ ექნა მაშინ როცა ის ჯერ კიდევ რჯულის ხელმძღვანელობის ქვეშ დადიოდა, ეს ღმერთის დახსნის გეგმას შეეწინააღმდეგებოდა. არავის ძალუდს ღმერთის რჯულის წინაშე თავისი ცოდვებისგან გათავისუფლება, რადგან არავის შეუძლია რჯულის დაცვა. ვინაიდან რჯული არსებობს მხოლოდ ცოდვის შესაცნობად (რომაელთა 3:20).
მიზეზი იმისა რომ ღმერთმა ადამაინს რჯული მისცა იყო ის რომ მისთვის ცოდვის შემეცნება მიეცა, რათა რჯული მისი წარმმართველი გამხდარიყო და ქრისტესთან მიეყვანა, რათა ის რწმენით გამართლებულიყო (გალატელთა 3:24). ვინაიდან რჯული იყო სხვა არაფერი თუ არა იესოს აღმოჩენისკენ გზამკლევი, ადამიანებს სჭირდებოდათ იესო, და სწორედ ამის გამო უნდა მოსულიყო იესო ამ ქვეყნად. ღმერთმა იესო ნავეს ძეს დაავალა ისრაელის ხალხისთვის იორდანეს მდინარე გადაეკვეთებინა და ქანაანის მიწაში შეეყვანა.
მოსეს გარდაცვალების შემდეგ ღმერთმა ისინი ახალი ლიდერის, იესო ნავეს ძეს მეთაურობით, ქანაანის ქვეყანაში შეიყვანა. იესო ნავეს ძე ხალხის მეთაურებს უხელმძღვანელობდა და ეუბნებოდა, "გაიარეთ შუა ბანაკში და უბრძანეთ ხალხს, გაიმზადეთ-თქო საგზალი, რადგან სამი დღის შემდეგ უნდა გადალახოთ იორდანე, რათა მიხვიდეთ იმ ქვეყნის მისაღებად, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ თქვენ დასამკვიდრებლად" (იესო ნავეს ძე 1:11).
ღმერთმა უბრძანა იესო ნავეს ძეს ქანაანში შესვლა მას შემდეგ რაც ეს მოსესთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ღმერთმა უთხრა, "და შენ უბრძანე მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მტარებელთ, ასე: ‘როგორც კი იორდანეს წყლის ნაპირს მიადგებით, შეჩერდით.’ და უთხრა იესომ ისრაელის ძეთ: “მოდით აქ და მოისმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის, სიტყვები.” და თქვა იესომ: “ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენს შორის და ის განდევნის თქვენი პირისაგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს და გირგაშელებს, ამორეველებსა და იებუსელებს" (იესო ნავეს ძე 3:8-10).
მოსეს სიკვდილის შემდეგ ღმერთმა ისრელის მეთაურად იესო ნავეს ძე დანიშნა და მთელ ისრაელის ხალხთან ერთად ქანაანის ქვეყანაში შესვლა უბრძანა. სახელი "იესო" ნიშნავს "მხსნელს", რომელიც "იესო" (ქრისტეს) ან "ოსიას" სინონიმურია. ღვთის მსახურმა, იესო ნავეს ძემ, დაავალა მღვდლებს რომ აღთქმის კიდობანი ეტარებინათ და ხალხისთვის გაძღოლით იორდანეს მდინარე გადაეკვეთათ. როდესაც კიდობნის მტარებელ მღვდლებმა წყალში ფეხი ჩაადგეს (ხოლო იორდანე მკათათვეში თავის ნაპირებზე გადმოდის), ზემოდან მომდინარე წყლები შეჩერდა და ერთ კედლად აღიმართა, კარგა შორს ქალაქ ადამადან, რომელიც ცართანის გვერდითაა; და ყარაბას ზღვისაკენ, მარილოვანი ზღვისაკენ, მიმდინარე წყლები სრულიად გაიპო, და ხალხს იერიხოს პირდაპირ გადასვლა შეეძლო (იესო ნავეს ძე 3:15).
ამ შემთხვევის მაგალითით ღმერთი გვასწავლის რომ მან სრულიად აღმოფხვრა კაცობრიობისგან ცოდვით გამოწვეული სიკვდილი და მის გამო შემდგომი სამსჯავრო. სხვა სიტყვებით, იესო ქრისტემ, ჩვენმა მაცხოვარმა, მთელი კაცობრიობის ცოდვები გაანადგურა როდესაც ის იოანეს მიერ მოინათლა და შემდეგ ჯვარს ეცვა. ასე მან კაცობრიობა მათი ცოდვებისგან იხსნა, ქანაანის ქვეყანაში შეყვანით, რომელიც ცათა სასუფევლის წინასახეა.
იორდანეს მდინარე არის ადგილი სადაც კაცობრიობა განიწმინდა
ისტორიული ამბები რომლებიც იორდანეს მდინარის გადასვლას ერთვიან, როგორც ეს ძველ და ახალ აღთქმაშია ჩაწერილი, იყო უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებსაც კაცობრიობა მისი ცოდვისგან გამომდინარე წყევლასა და სამსჯავროსგან საბოლოო გადარჩენისკენ მიყავდათ.
იორდანეს მდინარე ნახსენებია როგორც სიკვდილის მდინარე, და მდინარის შენადენი არის მკვდარი ზღვა. სიტყვა "იორდანე" ნიშნავს "მდინარე რომელიც მხოლოდ ძირს, სიკვდილისკენ მიედინება", ან "ჩაძირვას, ჩახშობას, დაწევას, დაშლას". ეს ნათლად მიუთითებს კაცობრიობის ცოდვების ისტორიას. ამ მდინარეში იესომ, მისი ნათლობით, მიიღო ცოდვების მთელი ნაკადი, რომლის შეჩერება არც ერთ ადამიანს არ შეეძლო და შემდეგ ჯვარზე მოკვდა, რითიც ამ ცოდვებისთვის კაცობრიობის ნაცვლად სასჯელი მიიღო.
სად მივემართებით ჩვენ, ადამის შთამომავლები? ვინაიდან მთელი ქმნილება ცოდვაში არის ნაშობი, ისინი სცოდავენ, და როგორც ამ ცოდვებისთვის საზღაური, ისინი სიკვდილისაკენ მიემართებიან. კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში, მთელი ქმნილება, თავისი დაბადების დღიდან დაღუპვისაკენ მიექანება. მაშინაც კი როცა თავისი ცოდვილი ბუნების გაკონტროლება სურთ, ამის გაკეთება არ შეუძლიათ, და ამიტომ ისინი თავიანთი ცოდვების გამო უკანასკნელი სამსჯავროსკენ მიემართებიან.
მაგრამ ღმერთმა მოკვეთა ცოდვის და მსჯავრის ნაკადი. ღმერთი წაუძღვა იესო ნავეს ძეს ისრაელის ხალხის ქანაანში შეყვანაში, იორდანეს მდინარის გადაკვეთით. ეს იყო იესო ნავეს ძისთვის დადგენილი ღმერთის ნება. ეს ამბავი მიგვანიშნებს იმაზე რომ ცოდვისგან თავისუფლების მისაღებად ჩვენ ცოდვის საზღაური უნდა გადავიხადოთ, რომელიცაა სიკვდილი, და რომ ამგვარი საფასურით ჩვენ მთელი ჩვენი ცოდვისგან განვიწმინდებით და ზეცაში შესვლას შევძლებთ.
ძველ აღთქმაში ამ მდინარის ნაკადი შეჩერებულ იქნა და იქცა მშრალ მიწად, როდესაც აღთქმის კიდობნის მტარებელმა მღვდლებმა მდინარეში ფეხი ჩაადგეს. ამან ისრაელის ხალხს მდინარის გადაკვეთის საშუალება მისცა. ეს იყო ცოდვის მიტევება რომელიც მხოლოდ იმათ მიეცათ ვინც დიდებული სახარება ირწმუნა. და ეს სწორედ წყლისა და სულის სახარება იყო, რამაც კაცობრიობის ცოდვის საზღაური გადაიხადა, და ამ მშვენიერი სახარების რწმენით ჩვენ სულიწმიდის ბინადრობა გვაქვს მიღებული.
სარდალი ნაყამანი
ნაყამანი, რომელიც 4 მეფეთა მე-5 თავში ჩნდება, იყო ასურეთის ჯარის დიადი და პატივდებული მხედართმთავარი, რომლის წყალობით ქვეყანა მტერთაგან არაერთხელ იყო გადარჩენილი. მაგრამ ის ასევე იყო კეთროვანი, და ამ წყევლის გამო ყოველივე უნდა დაეკარგა. ამასთან, მოგვიანებით მან გაიგო რომ ამ წყევლისაგან დახსნა იყო შესაძლებელი. მას უთხრეს რომ ის განიკურნებოდა თუ შეხვდებოდა ისრალში მცხოვრებ ღვთისკაცს. ეს ამბავი მას პატარა გოგონამ აუწყა რომელიც მათ სახლში მსახურად მუშაობდა. გოგონამ უთხრა, "ნეტავ მისულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან სამარიაში, ის განკურნავდა მას კეთრისაგან“ (4 მეფეთა 5:3).
ნაყამანმა დაიჯერა ეგ სიტყვა და ისრაელში გაემგზავრა. როდესაც ის ელისე წინასწარმეტყველის სახლთან მიაღწია, იმან ნაყამანს მსახური გაუგზავნა რომლის მეშვეობით შემოუთვალა, "წადი, შვიდგზის იბანე იორდანეში და გაგიახლდება ხორცი, და გაწმედილი იქნებიო" (4 მეფეთა 5:10). ნაყამანი, რომელიც სასწაულებრივ განკურნებას მოელოდა, ძლიერ გაბრაზდა და უკან დაბრუნება დააპირა. მაგრამ მის მსახურთა მოთხოვნით, მან ბოლოს დაუჯერა ელისეს სიტყვებს და მდინარესთან ჩავიდა, სადაც შვიდგზის მთელი სხეულით ჩაყვინთა იორდანეში. იმწამსვე მას ჩვილი ბავშვივით განუახლდა სხეული და განიწმინდა.
ჩვენც, ამ მაგალითის მსგავსად, ყველა ჩვენი ცოდვის მისატევებლად, უნდა უკუვაგდოთ საკუთარი აზრები და მივიღოთ ის რასაც ბიბლია გვეუბნება. ამ შემთხვევაში ჩვენ დიდებული კურთხევები მოგვეცემა. ყველამ ვისაც ხსნა სწადია, ღვთის სიტყვებს უნდა დაუჯეროს და მათი სრული რწმენა იქონიოს.
ბიბლია გვასწავლის რომ სამყაროს ყველა ცოდვა იესოს ნათლობის და სისხლის სახარებით იქნა განბანილი. ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ ურჩი ნაყამანივით. წყლისა და სულის სახარების გარეშე ჩვენი ცოდვებისგან განწმენდა შეუძლებელია. ამიტომ, ყველა ცოდვის მიტევების მისაღებად ჩვენ წყლისა და სულის მშვენიერი სახარება უნდა ვიწამოთ. ისევე როგორც ნაყამანი განიწმინდა თავისი სხეულის წყალში შვიდგზის ჩაძირვით, ჩვენც გვწამს რომ ჩვენი ცოდვებისგან განწმენდა შეგვიძლია იესოს ნათლობის, ჯვარცმის და აღდგომის მშვენიერი სახარების რწმენით. ჩვენ ამ ბრწყინვალე სახარების მთლიანად უნდა გვწამდეს.
იორდანეს მდინარის ამ სასწაულმა ადამის ყველა შთამომავალს მისცა კურთხევა რომელმაც მთელი ცოდვის ნაკადი მოსპო და სამსჯავროც დაასრულა. მთელი კაცობრიობა ადამ და ევას ცოდვის გამო ედემის ბაღიდან იქნა განდევნილი, მას შემდეგ რაც ისინი ეშმაკის ცდუნებას დაუჯერეს. მაგრამ იორდანის მდინარის შემთხვევა იყო ბრწყინვალე სახარება, რომელიც მთელ კაცობრიობას ედემის ბაღში დასაბრუნებლად უძღვება.
მდინარე იორდანეს ამბავი
ბიბლია შეიცავს მშვენიერ უწყებას იმის შესახებ რომ იორდანეზე იესომ მთელი ცოდვა წაიღო. "დაე ასე იყოს ახლა, რადგან ასე გვმართებს მთელი სიმართლის აღსრულება" (მათე 3:15). ბიბლია ამბობს რომ ყველა ცოდვა იესოზე გადავიდა როდესაც იგი მდინარე იორდანეში მოინათლა. სხვა სიტყვებით, იესოს ნათლობა იყო შემთხვევა, რომელმაც გაწყვიტა ცოდვის ჯაჭვი რომლითაც მთელი კაცობრიობა იყო შებოჭილი. ზუსტად ასე მოუღო იესომ ბოლო ცოდვას და შემდეგ თავისი ჯვრის სისხლით ჩვენ ყველას ცხსნა მოგვანიჭა.
იორდანე იყო ნათლობის მდინარე, რომელმაც ყველა ჩვენი ცოდვა განწმიდა. ჩვენ არ შეგვეძლო ღმერთის რჯულის შესრულება. "ცოდვის საზღაური სიკვდილია" (რომაელთა 6:23), ვინაიდან იესომ იორდანეს მდინარეში ნათლობით და ჯვარზე სიკვდილით ამ ცოდვის საფასური გადაიხადა. ესაა მშვენიერი სახარება რომელიც ჩვენმა უფალმა კაცობრიობას უბოძა.
კაცობრიობის მთელი ცოდვა ადამიდან მოყოლებული გრძელდებოდა, მაგრამ სრულად შეწყდა იორდანეს მდინარეში იესოს ნათლობით და მისი ჯვრის სისხლით. იესოს ნათლობის მადლით არც ერთი ცოდვა აღარაა დარჩენილი. რაოდენ კურთხეული და მშვენიერი ამბავია ეს! ამ მშვენიერი სახარების რწმენით ჩვენ გადავრჩით ცოდვის ნაკადის მორევისგან, განვიბანეთ ყველა ჩვენი ცოდვისგან და განვიწმიდეთ ღმერთის გამოსყიდვის კანონით. ამრიგად, იესოს ნათლობა და ჯვრის სისხლი არის სახარება რომელიც იხსნის კაცობრიობას. ჩვენ მთელი გულით უნდა გვწამდეს ამისი. "ყოველივე, რაც რწმენით არაა, ცოდვაა" (რომაელთა 14:23), ამბობს უფალი. მსგავსად, ჩვენ ვიკურთხებით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ მშვენიერი სახარების გვწამს.
ისევ გაქვთ გულში ცოდვა იმისდა მიუხედავად რომ მთელი ცოდვა იესოზე იყო გადატანილი როდესაც იგი იოანემ მონათლა? იესომ მთელი სამყაროს ცოდვა წაიღო. თქვენ უნდა მიიღოთ ის რაც ბიბლიაშია დაწერილი. მხოლოდ იესოს ნათლობას და მისი სისხლის სახარებას შეუძლია თქვენი ცოდვების ამოძირკვა და სიკვდილის და ყველა დანარჩენი წყევლის თავიდან აცილება. მონათვლა ნიშნავს "განბანას, ჩაძირვას, დამარხვას, გადაცემას, გადატანას".
მთელ კაცობრიობას შეუძლია თავისი ცოდვების მიტევების მიღწევა იესოს მიერ მოცემული მშვენიერი სახარების რწმენით. ამიტომ უწოდა იესომ თავის თავს "ზეცისკენ გზა". მისდამი რწმენით ჩვენ ზეცაში მოხვედრა და მარადიული სიცოცხლის დამკვიდრება შეგვიძლია. ის არის ჩვენი უფალი, რომელმაც სულიწმიდის ბინადრობა მოგვცა. მისი ნათლობის და სისხლის რწმენით ჩვენ ჩვენი ცოდვებისთვის განკითხვისგან ვართ გათავისუფლებული.
წყევლა შეწყდა და მდინარე მშრალ მიწად იქცა, რადგან აღთქმის კიდობნის მტარებელმა მღვდლებმა რწმენით წყალში ფეხი ჩაადგეს. ეს იყო ის რაც ღმერთმა დაგეგმა და იესოს ნათლობამ და მისმა სისხლმა ეს გეგმა აღასრულა. რა მშვენიერი სახარებაა ეს! ეს იყო ხსნის რჯული და მის გარეშე ჩვენი ხსნა იყო შეუძლებელი.
მათ ვისაც ამ მშვენიერი სახარების სწამთ, ახლა იორდანეს მდინარის გადაკვეთა და ქანაანის ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ. ის რომ მდინარის წყალი სრულად ამოშრა ნიშნავს რომ სამყაროს მთელი ცოდვა იესოზე იყო გადატანილი და ის ჩვენს ნაცვლად განისაჯა. ესაა სახარება რომელიც ჩვენ სულიწმიდის ბინადრობას გვაძლევს.
ღმერთმა, რომელმაც შექმნა კაცობრიობა, იცის რომ პიროვნების საშუალო ᲘᲙ არის დაახლოვებით მხოლოდ 110 ან 130. ამიტომ, მას არ შეეძლო სულიწმიდის მიღების ჭეშმარიტების მეტისმეტად გართულება. ღმერთმა ყველა მათი ცოდვა წაიღო იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლით. მან შესაძლებელი გახადა ადამიანისთვის სულიწმიდის მიღება წყლისა და სულის სახარების რწმენით, რათ ყველა მათგანს მისი შეცნობა შეეძლო. ამ მშვენიერი სახარების რწმენით თქვენც მიიღებთ სულიწმიდის ბინადრობას.
ბიბლიაში დაწერილის თანახმად, ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ მონანიების ლოცვის მეშვეობით სულიწმიდის მიღება. ხალხს ჰგონია რომ სულიწმიდა არის რაღაცა რაც მათ ეძლევათ მხოლოდ როდესაც ისინი მრავალ ლოცვას აღავლენენ. მაგრამ ეს უბრალოდ სიმართლე არაა. სულიწმიდა ეძლევა მათ ვისაც მშვენიერი სახარების სწამთ, და ეს ჭეშმარიტად იმისთვის ხდება რომ ისინი თავის შვილებად გახადოს. ეს ნიშნავს რომ სულიწმიდის ბინადრობა არის გარანტია იმისა რომ პიროვნება ღმერთის შვილი გახდა. ღმერთი აძლევს სულიწმიდას იმათ ვისაც მშვენიერი სახარების სწამთ, როგორც დასტურს რომ ისინი ნამდვილად მისი შვილები არიან.
თუ ადამიანებს სწამთ იესო, მაგრამ არ იციან ან არ სჯერათ სახარების, მათ არ შეუძლიათ დარწმუნების ქონა რომ ყველა მათი ცოდვა იესოზეა გადასული. ამიტომ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს და დაიჯეროს რომ იესოს ნათლობა და მისი ჯვრის სისხლი არის მშვენიერი სახარება, რომელმაც მათი ცოდვები ამოშალა.
ვინ ამოწმებს იმაზე რომ იესომ სამყაროს ყველა ცოდვა წაიღო? იოანე ნათლისმცემელი. ის რომ იესო იოანეს მიერ მოინათლა და წაიღო ქვეყნიერების მთელი ცოდვა, ჩვენი მამა ღმერთის გეგმას წარმოადგენდა (ლევიანნი 4:13-21, 16:1-30). ვინ განახორციელა ეს გეგმა? იესომ. ვინ იძლევა ამ გეგმის განხორციელების საბოლოო გარანტიას? სულიწმიდა. ღმერთმა თავის სამებაში სრულჰყო და დაასრულა ცოდვათა მიტევება იესოს ნათლობით და მისი ჯვრის სისხლით, რათა ჩვენ მისი შვილები გავეხადეთ. სულიწმიდა ცხოვრობს ჩვენში და გვაძლევს იმის გარანტიას რომ ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვისგან ვიყავით დახსნილი როდესაც იესომ ღმერთის გეგმა აღასრულა.
როგორ ფიქრობთ, ამაქვეყნის ამბები მეტად გართულებულია? რამდენად ჩიხშია შეყვანილი თქვენი აზრები? ადამიანს არ შეუძლია ამ მშვენიერი სახარების რწმენა თუ ის საკუთარ აზრებს არ უკუაგდებს. დღევანდელი ქრისტიანობის დოქტრინა რომლისაც უმრავლესობას სწამს არის რომ `თავდაპირველი ცოდვა გარდასულია, მაგრამ აწმყოს ცოდვები გვეპატიება როდესაც მონანიების ლოცვებს აღვავლენთ`. მაგრამ ეს საკმაოდ შორია სრული ჭეშმარიტებისგან; სინამდვილეში, ეს ცრუ სახარებაა. თუ თქვენ მისი გწამთ, ბიბლიას თავიდან ბოლომდე ვერ გაიგებთ, და რაც დრო გავა, მით უფრო გაგირთულდებათ იესოსთვის მიყოლა. ამიტომაა რომ ქრისტიანთა შორის არიან ისინი ვისაც სხვანაირი სახარებების და სხვანაირი ღმერთის სჯერათ. ზოგი ამბობს რომ სულიწმიდის ბინადრობა `ლოცვით` მიიღეს. ერთი შეხედვით ეგ აზრი სარწმუნოდ სჩანს, მაგრამ ბიბლია ამბობს რომ სულიწმიდა იესოზე მტრედივით დაეშვა როდესაც ის მოინათლა და წყლიდან გამოვიდა. ეს არის ჭეშმარიტი სახარება და სულიწმიდა გადმოდის მათზე ვისაც სახარების სწამთ.
ასევე, ზოგი ამბობს რომ მონანიების ლოცვების მეშვეობით მიიღეს სულიწმიდა. მაშინ გვეძლევა სულიწმიდა როდესაც უბრალოდ პატიებას ვთხოვთ ღმერთს? ღმერთი სამართლიანია. სულიწმიდა არ გადმოდის მათზე უბრალოდ იმის გამო რომ ღმერთმა ისინი შეიბრალა. რაოდენ მხურვალედ არ უნდა იტირონ ან ილოცონ ადამიანებმა, სულიწმიდა მათზე ამ გზით არ გადმოვა. ის გადმოდის მათზე ვისაც სწამთ რომ ღმერთმა მათი დახსნის გეგმა აღასრულა. უნდა გახსოვდეთ რომ ვერ მიიღებთ სულიწმიდას რაოდენ დიდხანს არ უნდა იტიროთ ღმერთის წინაშე ან რაოდენ მხურვალედ არ უნდა ილოცოთ. სულიწმიდა დამოუკიდებელია ადამიანის ნებასურვილისგან.
ასევე, ზოგი ამბობს რომ მონანიების ლოცვების მეშვეობით მიიღეს სულიწმიდა. მაშინ გვეძლევა სულიწმიდა როდესაც უბრალოდ პატიებას ვთხოვთ ღმერთს? ღმერთი სამართლიანია. სულიწმიდა არ გადმოდის მათზე უბრალოდ იმის გამო რომ ღმერთმა ისინი შეიბრალა. რაოდენ მხურვალედ არ უნდა იტირონ ან ილოცონ ადამიანებმა, სულიწმიდა მათზე ამ გზით არ გადმოვა. ის გადმოდის მათზე ვისაც სწამთ რომ ღმერთმა მათი დახსნის გეგმა აღასრულა. უნდა გახსოვდეთ რომ ვერ მიიღებთ სულიწმიდას რაოდენ დიდხანს არ უნდა იტიროთ ღმერთის წინაშე ან რაოდენ მხურვალედ არ უნდა ილოცოთ. სულიწმიდა დამოუკიდებელია ადამიანის ნებასურვილისგან.
ამ ქვეყნად კაცობრიობის ისტორიული გადაწყვეტილელბების ცვლილებაც არი შესაძლებელი, მაგრამ ბრწყინვალე სახარება და სულიწმიდის ბინადრობის კანონი გარდაუვალია; ისინი არასოდეს შეიცვლება. თუ ადამიანებს ამ ბრწყინვალე სახარების არ ესმით, მათ ძალზე გაუჭირდებათ ჭეშმარიტი რწმენის პრაქტიკული შესრულება. ზუსტად ამიტომაა რომ უმრავლესობა ვერ ღებულობს სულიწმიდის ბინადრობას. რამდენად განაწყენებულად იგრძნობდით თავს, თუ თქვენს მიერ იესოს რწმენის მიუხედავად მაინც დაიღუპებიდით მხოლოდ იმიტომ რომ მშვენიერი სახარება არ შეგიცნიათ? ბიბლია ამბობს რომ ზოგისთვის იესოს მშვენიერი სახარება არის დაბრკოლების ლოდი და წაბორძიკების კლდე.
თუ თქვენ შეძელით იოანეს მიერ იესოს მონათვლის საიდუმლოს გაგება, თქვენც ყველა თქვენი ცოდვის მიტევებას და სულიწმიდის ბინადრობას მიიღებთ. ნათლობით, ჯვარზე სიკვდილით და აღდგომით მან ყველა ცოდვილი გადაარჩინა. გამოსყიდვა რომელიც იესომ მოგვცა, იყო ხსნის სამართლიანი გზა. ის ყველა ცოდვილისთვის ჭეშმარიტი მაცხოვარი გახდა და მათში სულიწმიდის ბინადრობა დაადასტურა.
მხოლოდ თუ გწამთ!
ძველ აღთქმაში ჩაწერილია რომ როდესაც მღვდლებმა იორდანეში ფეხი ჩაადგეს, მდინარე მშრალ მიწად იქცა. უკვე თვით მდინარის შეჩერებაც იყო საკმაოდ სასწაულებრივი, მაგრამ ამას კიდევ უფრო დიდი სასწაული მოყვებოდა. გასაოცარი ის იყო რომ მდინარე მშრალ ნიადაგად იქცა. ეს შემთხვევა წარმოადგენდა ღმერთის ხსნის გარანტიას, რომელიც იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის მეშვეობით ადამიანებს ცოდვების მიტევებასთან უძღვებოდა. მშრალი მიწა სიმბოლიზირებდა იმას თუ როგორ უნდა მიტევებულიყო ქვეყნიერების ყველა ცოდვა იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის მიერ. მთელი ცოდვა ადამიდან მოყოლებული მთელი კაცობრიბის ისტორიის მანძილზე გრძელდებოდა, მაგრამ მსჯავრის წყვლა იესოს ნათლობით იქნა შეჩერებული. ახლა კი, ყველაფერი რაც მოგვეთხოვება არის რომ რწმენით მივიღოთ ჩვენი ცოდვების მიტევება და სულიწმიდის ბინადრობა. გწამთ თუ არა მშვენიერი ჭეშმარიტების რომ იორდანეს მდინარეში თავისი ნათლობით იესომ ყველა თქვენი ცოდვა წაიღო?
თქვენ უნდა ირწმუნოთ რომ იესო ქრისტე მოინათლა სამყაროს ყველა ცოდვის წასაღებად. ასევე, უნდა იცოდეთ, გესმოდეთ და გწამდეთ იმის თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისი ნათლობა. მღვდლები იორდანეში რომ არ შესულიყვნენ, ისრაელის ხალხი ქანაანის ქვეყანაში წარმატებულად ვერ შეაღწევდა. ქანაანში მოსახვედრად მიმართული პირველივე ნაბიჯი წარმოადგენდა იორდანეს მდინარის გადაკვეთას. ამიტომ, მხოლოდ როდესაც ჩვენ აღთქმის კიდობნით გადავკვეთთ მდინარეს, შევძლებთ ქანაანის ქვეყანაში შესვლას. ეს ამბავი გვასწავლის რომ ადამიანს თავისი ცოდვების მიტევების მიღება წყლისა და სულის სახარების რწმენით შეუძლია.
ბიბლია ამბობს რომ იესოს ნათლობა ღმერთის საქმე იყო. ეს ასევე მღვდლების მოქმედებას ეხებოდა. ისევე როგორც იორდანეს მდინარის წყლები გაჩერდა როცა მღვდლებმა წყალში ფეხი ჩაადგეს, მსოფლიოს ხალხი ამ სახარების რწმენით თავისი ცოდვებისგან ხსნას ღებულობს.
სულიწმიდის ბინადრობა გვეძლევა მშვენიერი სახარების რწმენის საფუძველზე. იესოს ნათლობა და ჯვრის სისხლი წარგიძღვებათ ცოდვათა მიტევების და სულიწმიდის მიღებისკენ. წყლისა და სულის მშვენიერი სახარება აუცილებელია სულიწმიდის ბინადრობის მისაღებად.