(მათე 27: 45-54)"მეექვსე საათიდან ცხრა საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა. მეცხრე საათი იქნებოდა, როდესაც შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელი, ელი! ლამა საბაქთანი?“ რაც ნიშნავს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“ იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა გაიგეს და თქვეს, ელიას უხმობსო. და მყისვე გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა სასმელად. დანარჩენები კი ამბობდნენ: „მოიცათ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის გამოსახსნელად.“ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და განუტევა სული. და, აჰა, ტაძრის ფარდა გაიხა ორად მაღლიდან დაბლამდე, და შეიძრა დედამიწა, და კლდეები დასკდა. და სამარხები გაიხსნა და ბევრი განსვენებული წმიდის სხეული აღდგა. და გამოვიდნენ სამარხებიდან მისი აღდგომის შემდეგ და შევიდნენ წმიდა ქალაქში და ბევრს ეჩვენნენ. ხოლო ასისთავსა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: „ეს ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო.“
რატომ გაიხა ღვთის ტაძრის ფარდა როდესაც იესომ ჯვარზე სული განუტევა?
იმიტომ რომ ცათა სასუფეველი გაიღო მათთვის ვისაც მისი ნათლობის და ჯვარცმის სწამს
ამ ბრწყინვალე სახარების ჭეშმარიტების გასაგებად საჭიროა ვიცოდეთ და გვესმოდეს ძველაღთქმისეული მსხვერპლშეწირვის სისტემა, რომელიც არსებობდა ღვთის წინაშე ხალხის ცოდვების მისატევებლად. თქვენ უნდა იცოდეთ და გწამდეთ შემდეგი ჭეშმარიტების.
ძველი დროის გამოსყიდვის მსხვეპლთა მიხედვით, როგორც ეს ძველი აღთქმის ლევიანთა წიგნის მე-16 თავშია ჩაწერილი, მღვდელმთავარი ცოცხალ ვაცზე ხელებს ადებდა და მასზე ხალხის მიერ მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდვები გადაჰქონდა. ამის შემდეგ, ისრაელიანთა სახელით, მსხვერპლი იკვლებოდა და მღვდელმთავარი კიდობნის სარქველზე სისხლს აპკურებდა. ამას მოჰქონდა მთელი ისრაელის ხალხის გამოსყიდვა. მსგავსად, მხოლოდ მათ ვისაც სწამდათ ხელდადების, სისხლის და ღმერთის სიტყვების, შეეძლო წმიდა სავანეში შესვლა.
მღვდლები ყოველთვის კარვის წინა ეზოში შედიოდნენ, სადაც ასრულებდნენ სხვადასხვა მსახურებებს. მაგრამ კარვის შიდა ეზოში, წმიდათა წმიდაში, მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო შესვლა მარტო, წელიცადში ერთხელ, არა სისხლის გარეშე, რომელიც მას თავისი და ხალხის მიერ ჩადენილი უნებური ცოდვებისთვის მოჰქონდა (ებრაელთა 9:6-7). ამრიგად, თვით მღვდელმთავარსაც კი არ შეეძლო წმიდათა წმიდაში შესვლა ხელდადებით მიღებული მსხვერპლის სისხლის გარეშე.
იესო ქრისტე ჩვენთვის მსხვერპლად იქნა მოტანილი, როგორც ეს ახალ აღთქმაშია ნათქვამი
ახალ აღთქმიდან ჩვენ ვგებულობთ რომ ღმერთის სასუფეველში შესვლა იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის მეშვეობით არის შესაძლებელი. როდის გაიხა ორად მაღლიდან დაბლამდე ტაძრის ფარდა? ეს მოხდა მაშინ როცა იესო ჯვარს ეცვა, მისი ამ ქვეყნად მოსვლის და იოანეს მიერ მონათვლის შემდეგ.
რა იყო ამის მიზეზი? იესო ამქვეყნად როგორც მსხვერპლი მოვიდა, სახელდობრ, ღვთის კრავი, ამოშალა მსოფლიოს ყველა ცოდვა იოანეს მიერ მოცემულ ნათლობაში და ასე განწმინდა კაცობრიობა მათი ცოდვებისგან, როდესაც ეცვა ჯვარს. ფარდის გახევა იყო იმის სიმბოლო რომ კაცობრიობის მთელი ცოდვები რომლებიც ჩვენ ღმერთისგან გვყოფდნენ, წარიხოცა მისი ნათლობის და ჯვარზე დაღვრილი სისხლის მეშვეობით.
იესომ თვითონ დაამსხვრია ეს კედელი როცა გადაიხადა ცოდვის საზღაური, რომელიც არის სიკვდილი. იესო მოინათლა და ჯვარს ეცვა წუთისოფლის ცოდვების ასაღებად. ამის გამო გაიხა ორად ღვთის ტაძრის ფარდა. მღვდლების მსგავსად, რომლებსაც წმიდა კარავში ხელდადების რწმენით შესვლა შეეძლოთ, ჩვენც ამჟამად შეგვიძლია ცათა სასუფეველში შესვლა იესოს ნათლობისა და სისხლისადმი ჩვენი რწმენის გამო.
როდესაც იესო ჯვარს ეცვა, მან ხმამაღალი ხმით შესძახა, "ელი, ელი, ლამა საბაქთანი?" რაც ნიშნავს, "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?" (მათე 27:46). სანამ საბოლოოდ სულს განუტევებდა, მან თქვა "აღსრულდა!" (იოანე 19:30). იესო იმ მომენტში მამა ზეციერის მიერ მიტოვებულ იქნა ჯვარზე, რადგან მას იორდანეს მდინარეში იოანესთან ნათლობის შემდეგ სამყაროს მთელ ცოდვები თავის თავზე ჰქონდა აღებული. ის მოკვდა კაცობრიობის გადასარჩენად. იესოს ნათლობის და ჯვარზე მისი სიკვდილის შედეგად ყველა ვინც იგი ირწმუნა, გადარჩა. ვინაიდან ჩვენ ცოდვილებად ვიბადებით და განკითხვისკენ მივემართებით, იესომ მოინათლა ყველა ჩვენი ცოდვის წასაღებად.
ცათა სასუფევლის კარიბჭე მყარად იყო დახურული მანამდე სანამ იესომ ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვისგან გაგვწმინდა. როდესაც იესო იოანეს მიერ მოინათლა და ჯვარზე სიცოცხლე გაიღო, ღმერთის ტაძრის ფარდა მაღლიდან დაბლამდე ორად გაიხა, რათა ყველას ვისაც მშვენიერი სახარების სწამს, ღმერთის ზეციურ ტაძარში შესვლა შეეძლო.
მე ვმადლობ უფალს წყლისა და სულის სახარების რწმენისთვის. ახლა მე ამ მშვენიერი სახარების რწმენით, რომელიც იესომ თავისი ნათლობით და სისხლით აღასრულა, ცათა სასუფეველში შესვლა შემიძლია. მე ვერასოდეს მივიღებდი ხსნას ჩემი პირადი ძალით, მიღწევებით და ძალისხმევით.
კურთხევა რომელსაც ჩვენ ცათა სასუფეველში მიცყავართ, არ მიიღწევა უბრალოდ ლოცვებით, შემოწირულობებით და ღვთისმოსაობით. ცოდვისგან ხსნა მხოლოდ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის რწმენით არის შესაძლებელი. ცათა სასუფეველში შესვლა მცოლოდ ამ მშვენიერი სახარების რწმენით შეიძლება. იესო არის ზეცის კარიბჭე.
მათ ვისაც იესო სწამთ, არანაირი სხვა რწმენა აღარ სჭირდებათ. ზეცაში შეშვლა არ გვეძლევა როგორც ერთგული შემოწირულობების, ამაქვეყნის ძალისხმევის ან სხვა კეთილი საქმეებისთვის ანაზღაურება. ერთადერთი აუცილებელი რამ მორწმუნისთვის ღვთის სასუფეველში მოსახვედრად არის იესოს იორდანეს მდინარეში ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის სახარების რწმენა.
წყლის (იესოს ნათლობა იორდანეში) და მისი სისხლის (ჯვარი) რწმენა თქვენ ცათა სასუფეველში მიგიყვანთ. პიროვნებას რომელსაც გულში ჯერ კიდევ ცოდვა აქვს, იმ შემთხვევაშიც თუ მას იესოსი სჯერა, ერთი რამის რწმენა სჭირდება: წყლისა და სულის სახარების. "შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ" (იოანე 8:32).
ჩვენ არასდროს ვიცით ჩვენი სიკვდილის ზუსტი დრო. მაგრამ იესომ იცის ყველაფერი. ვინაიდან მისთვის ასე კარგად იყო ცნობილი ჩვენი ცოდვილიანი ბუნება, მან დაახლოებით ორი ათასი წლის წინ თავისი ნათლობით და ჯვრის სისხლით ყველა ჩვენი ცოდვა ამოშალა.
ჩვენ უნდა ვირწმუნოთ მშვენიერი სახარება რომელმაც ღვთის ტაძრის ფარდა ორად გააპო
კაცობრიობის მათი ცოდვებისგან დასახსნელად ჩვენი მაცხოვარი ქალწულისგან იშვა. 30 წლის ასაკში იორდანეს მდინარეზე მან მთელი ქვეყნიერების ცოდვები ამოშალა. იესოს გამო კაცობრიობის ყველა ცოდვა, რომელიც მათ უძლურებებსა და ცდომილებებისგან გამომდინარეობდა, მიტევებულ იქნა. მისი ნათლობა და სისხლი წარმოადგენს მთელი კაცობრიობისთვის ხსნის მარადიულ გასაღებს. იესო მოინათლა და ჯვარზე სისხლი დაღვარა, და ახლა ყველას, ვისაც ამ სახარების რწმენა აქვთ, ცათა სასუფეველში შესვლა შეუძლიათ.
როცა იესომ ჯვარზე სული განუტევა, ღვთის ტაძრის ფარდა შუაზე გაიხა. რატომ გაიხა ორად ტაძრის ფარდა იესოს ჯვარზე სიკვდილის მომენტში? ამის მიზეზი ისი იყო რომ მის მიერ ამ დიდებულ სახარებაში კაცობრიობის ხსნა იქნა მიღწეული.
ძველ აღთქმაში ჩვენ ისრაელის საკრებულოს კარავზე ვგებულობთ. მასში იმყოფებოდა სრულადდასაწველის სამსხვერპლო და საბანელი. საბანელის მიღმა იყო თვით კარავი და მის შიგნით ფარდის უკან იმყოფებოდა აღთქმის კიდობანი, სადაც ღმერთის თანდასწრება და დიდება იყო დავანებული. ფარდა ისე მჭიდროდ იყო მოქსოვილი რომ ოთხივე მხრიდან ის ცხენებს რომ მოექაჩათ, მაინც არ გაიხეოდა. მიუხედავად იმისა რომ მეფე სოლომონმა საკრებულოს კარავი ტაძრით შეცვალა, მისი ძირითადი ფორმა არ შეცვლილა და ფარდა ისევ მანდ იყო და წმიდათა წმიდაში შესასვლელს ფარავდა. მაგრამ როცა იესომ ჯვარზე სისხლი დაღვარა და მოკვდა, ის მაღლიდან დაბლამდე ორად გაიხა. ეს ამოწმებს იმ ჭეშმარიტებას თუ რაოდენ მშვენიერი და სრულყოფილია სახარება, რომელიც იესოს ნათლობით და მისი სისხლით იქნა შესრულებული.
ღმერთმა მთელი კაცობრიობა ცოდვათა მიტევებით და მარადიული სიცოცხლით აკურთხა, და ის ამ დიდებულ სახარებაში გულში ჩაიკრა. იესომ, როგორც მსხვერპლშესაწირავმა, გადაიხადა ცოდვის საზღაური როცა მოინათლა იეოანეს მიერ და მოკვდა ჯვარზე. ბიბლია ამბობს, "ცოდვის საზღაური სიკვდილია" (რომაელთა 6:23). ისევე როგორც ძველი აღთქმის დროს ადამიანს შეეძლო მსხვერპლშესაწირის სისხლით ღმერთის ტაძარში შესვლა და ცოდვის მიტევების მოპოვება, ჩვენც შევძელით ღმერთთან ჩვენი მსხვერპლშესაწირით მისვლა, რომელიც იყო იესო, და ჩვენს დანაშაულთათვის მიტევების მიღება. ეს არის ჭეშმარიტება. სიტყვები "ცოდვის საზღაური სიკვდილია" გვიჩვენებენ თუ რაოდენ სრულყოფილია ეს ბრწყინვალე სახარება.
ზეცაში მიმავალი გზა ბრწყინვალე სახარების რწმენაში მდგომარეობს. ფარდის ორად გაყოფა ღვთის სასუფევლის გახსნას წარმოადგენდა. როდესაც ჩვენ ვგებულობთ და გვწამს სახარების, და ვამბობთ, "ო, იესომ ყველა ჩემი ცოდვა აიღო. ო, იესომ ცოდვის მთელი საზღაური ჯვარზე გადაიხადა!" - ჩვენს წინაშე ზეცის კარიბჭე იღება. ზეცა ამჟამად გახსნილია მათთვის ვინც მათი იესოს ნათლობისადმი და მის სისხლისადმი რწმენით გამოსყიდვას მიაღწიეს. იესოს სისხლი ცოდვილებს ცოდვებისგან იხსნის, ხოლო მისი ნათლობა იყო ის რითაც მან მთელი კაცობრიობის ცოდვები იტვირთა.
როცა უფალმა ჯვარზე სული განუტევა, დედამიწა შეიძრა და კლდეები დასკდა. იმ წუთას, მისი სისხლი მიწაზე დაენთხა და მიწის სიღრმეებამდე შეაღწია. იესოს ჯვარზე სიკვდილის მომენტში კაცობრიობის ყველა ცოდვა ამოიშალა, ბრწყინვალე სახარება განხორციელდა, და ყველა მორწმუნეს ცათა სასუფეველში შესვლის უფლება მიეცა. ესაა ხელახლა შობის ნამდვილი ჭეშმარიტება.
ბევრი თეოლოგი სამეცნიერო კვლევებს ახორციელებდა იესო ქრისტეს არსებობის უარყოფის მცდელობაში. მაგრამ მათ ვერ შეძლეს თავიანთი ჰიპოტეზების გატანა მისი არსებობის მრავალი ისტორიული მტკიცებულების წინაშე. მათ შორის ბევრი დანებდა ამ ფაქტებს და იესოს ნათლობის და სისხლის სახარება ირწმუნა. ისინი მივიდნენ დასკვნამდე რომ იესოს არსებობის მტკიცებულება მეტად სერიოზული იყო, ის რომ უერყოთ. მათ მიიღეს იესო როგორც თავიანთი მხსნელი როცა შეიცნეს და ირწმუნეს მისი მშვენიერი სახარება, სახელდობრ, მისი შობა, ნათლობა, სიკვდილი, აღდგომა, ამაღლება და მეორედ მოსვლა.
ჩვენ არ ვიყავით იესოს ნათლობის მოწმეები. ჩვენს თვალებს არ უნახავს თუ რა მოხდა დაახლოებით 2000 წლის წინ. მაგრამ დაწერილის მეშვეობით, ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია მშვენიერ სახარებასთან მიახლოვება. იესომ თავისი ნათლობით და სისხლით ჩამოანგრია ღმერთს და ადამიანს შორის აღმართული ცოდვის კედელი, და ამგვარად ღვთის სასუფევლის ფარდა მაღლიდან დაბლამდე შუაზე გაიპო.
ახლა ყველას ვისაც სწამს ეს მშვენიერი სახარება, რომელიც იესოს ნათლობით და სისხლით იქნა შესრულებული, ცათა სასუფეველში შესვლა შეუძლია. გაგაჩნიათ იმ ფაქტის რწმენა რომ იესოს ნათლობა და სისხლი, ანუ მშვენიერი სახარება, ცათა სასუფევლის გასაღებია?
მეც ოდესღაც ცოდვილი ვიყავი, რომელსაც იესოსი როგორც ჩემი მაცხოვრის მწამდა, მაგრამ არაფერი ვიცოდი მშვენიერი სახარების შესახებ. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მე ბიბლიაში მისი ჩემდამი უპირობო სიყვარულის შესახებ წავიკითხე. მე გავიგე რომ ის ჩემთვის მოინათლა, ჩემთვის მოკვდა ჯვარზე და ჩემთვის აღდგა. მისი ჩვენდამი სიყვარულის გამო იესომ გადაგვარჩინა იორდანეს მდინარეში თავისი ნათლობით და ჯვარცმით, ცოდვის საზღაურის დასაფარავად. ამ მშვენიერი სახარების რწმენით ჩვენ ცათა სასუფეველში შესვლა შეგვიძლია.
ეს არის ღმერთის უდიდესი სამართლიანობა კაცობრიობისთვის და ისტორიის გარდამტეხი მომენტი. მთელი მისი მსახურება - მისი შობა, იორდანეს მდინარეში ნათლობა, ჯვარზე სიკვდილი და აღდგომა - იყო ყველა ჩვენგანის ყველა ჩვენი ცოდვებისგან დასახსნელად. სიკვდილის შემდეგ ჩვენ ჯოჯოხეთისთვის ვიყავით განკუთვნილი, მაგრამ იესომ იხსნა ჩვენი სულები ჯოჯოხეთში საუკუნო სასჯელისგან და ბრწყინვალე სახარება, როგორც ცათა სასუფეველში მიმავალი გზა მოგვმადლა.
ძვირფასო ძმებო, როდესაც იესო ჯვარზე მოკვდა, ჯარისკაცმა გვერდი შუბით გაუგმირა, და მისგან მყისვე სისხლი და წყალი გადმოინთხა. ასე წერია ბიბლიაში. ეს ადასტურებს იესოს ნათლობის და სისხლის მშვენიერი სახარების ჭეშმარიტებას.
თქვენ ფიქრობთ რომ იესოს ჯვრის სისხლისადმი თქვენი რწმენა საკმარისია ყველა თქვენი ცოდვისგან გასათავისუფლებლად? არის მისი ნათლობა ნაკლებად მნიშვნელოვანი ან უბრალოდ შემთხვევითი თქვენი ხსნისათვის? თუ ასე გჯერათ, გეთაყვა, მოინანიეთ. ჩვენ ახლა უნდა ვირწმუნოთ იესოს ნათლობის და სისხლის სახარება და ვცნოთ ის როგორც ღვთის ჭეშმარიტება.
გსურთ განიწმინდოთ ყველა თქვენი ცოდვისგან?
ისევე როგორც ვალისგან გასათავისუფლებლად ჩვენ მისი გადახდა გვმართებს, ჩვენ უნდა ვიქონიოთ იესოს ნათლობის და სისხლის მშვენიერი სახარების რწმენა, რათა განვიწმინდოთ ყველა ჩვენი ცოდვისგან. ჩვენ არ უნდა ვიდენდეთ იესოს ნათლობის და სისხლის სახარებისადმი ურწმუნობის ცოდვას. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ პირადად არ გადაგვიცია იესოსთვის ჩვენი ცოდვები, ჩვენს ნაცვლად ეგ საქმე შეასრულა შუამავალმა, რომელსაც იოანე ნათლისმცემელი ერქვა.
როცა იესო ჯვარზე მოკვდა, იერუსალიმში ზოგი წმიდის სამარხი გაიხსნა, და სამი დღის შემდეგ იესო აღდგა და გალილეას ეწვია. ეს გასაოცარი ამბავი ნამდვილად მოხდა, მაგრამ იყო ბევრი ადამიანი ვისაც ამის არ სჯეროდა.
ჩვენმა უფალმა ცათა სასუფეველი ჩვენ, მართლებს მოგვანიჭა, ვინც ცოდვების მიტევება მივიღეთ. ჩვენ ვიქენით დახსნილი და ვიშვით ხელახლა, არა ჩვენი ფიზიკური ძალებით ან რელიგიური თავდადებით, არამედ მშვენიერ სახარებისადმი რწმენით. ეს სახარება არაა შეთხზული ამბავი. იესოზე, მის ნათლობაში, მსოფლიოს მთელი ცოდვა გადავიდა. მასში არ იყო არავითარი ცოდვა, მაგრამ ის ჯვარზე უნდა მომკვდარიყო რათა ყველა ის ცოდვა გამოესყიდა რომელიც მან თავის ნათლობაში აიღო.
როცა იესომ სული განუტევა, მიწა შეიძრა და კლდეები დასკდა. როდესაც ასისთავმა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: „ეს ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო.“ (მათე 27:54).
მდიდარმა კაცმა არიმათიიდან, სახელად იოსებმა, იესოს სხეული აიღო, სუფთა ტილოში შეახვია და დაასვენა იგი სამარხში რომელის მას ეკუთვნოდა. მღვდელმთავარნი და ფარისეველნი სამარხის დასაცავად ბრძანება გასცეს, რათა ის მესამე დღემდე უსაფრთხო ყოფილიყო.
მაგრამ იესო მკვდრეთით აღდგა რათა ბრწყინვალე სახარების მორწმუნეთათვის ახალი სიცოცხლე მიეცა. ის მივიდა გალილეაში, სადაც თავის ჯვარცმამდე მოწაფეებს შეხვედრა აღუთქვა. ყველაფერი ეს - მისი შობა, ნათლობა, ჯვარცმა, აღდგომა, ამაღლება და მეორედ მოსვლა, იყო მათთვის ვისაც მშვენიერი სახარების სწამდათ. ამრიგად, მეც გავხდი დამმოწმებელი რომელიც ამოწმებს იმაზე რომ იესო არის ცოცხალი ღმერთის ძე და ჩემი პირადი მხსნელი.
ვის მიერ იქადაგება ჭეშმარიტი სახარება?
იესოს ნათლობის და სისხლის დამმოწმებლები ჭეშმარიტების მშვენიერ სახარებაზე მოწმობენ. მშვენიერი სახარება ვრცელდება იმ ხალხის მოწმობით ვინც ყველა ცოდვისგან იყო დახსნილი. როდესაც ადამიანი სახარების რწმენით თავისი ცოდვებისგან თავისუფლდება, მის მართვას ღმერთის სული იწყებს და ადამიანის პირადი ნებისგან დამოუკიდებლად, ცვლის მას. ღმერთის სიტყვები რომლების ადამიანის სულს აძლიერებენ, გამუდმებით ანახლებენ გამართლებულ ადამიანს და კიდევ უფრო ძლიერ რწმენას აძლევენ. ამის პასუხად, მორწმუნე უფალს ადიდებს. ღმერთის სიტყვა მასში მკვიდრობს და როგორც შედეგი ის ყოველდღიურად თავისი შინაგანი ბუნების განახლებას განიცდის. როდესაც სხვები მას ამგვარად შეცვლილს ხედავენ, ისინი ამოწმებენ, "ის ნამდვილად დახსნილი პიროვნებაა. ის ჭეშმარიტი ქრისტიანი და ღმერთის შვილი გახდა."
თვით ეშმაკიც კი ეთანხმება და ემორჩილება ამ ბრწყინვალე სახარებას. "მე დავიღუპე!" ამბობს ის. "მაგრამ ეს სიმართლეა რომ ქვეყანაზე ცოდვა აღარაა. არავის არა აქვს გულში ცოდვა". ამიტომ, ეშმაკი ადამიანების აზრებში მოქმედებს და მათი რწმენის ცხოვრების შეფერხებას ცდილობს. ეშმაკის შრომა არის რომ დააბრკოლოს ადამიანები სახარების სულიერი კურთხევების მიღებაში.
სატანამ უკვე სრულიად წააგო იესოსთან ბრძოლა. თავიდან მან წარმატებას მიაღწია როცა ადამიანების აზრების გაკონტროლებით იესო ჯვარს აცმევინა. მაგრამ იესომ უკვე წაიღო სამყაროს ცოდვები თავის ნათლობისას, და როცა ის ჯვარზე მოკვდა, ეს იყო ამ ცოდვების საზღაურის გადახდა. ამიტომ, მან სრულიად გადაარჩინა ამ სახარების ყველა მორწმუნე.
ეშმაკმა ვერ შეძლო კაცობრიობის მათი ცოდვებისგან გადარჩენის ღმერთის გეგმისთვის ხელის შეშლა. მშვენიერი სახარების აღსასრულებლად იესომ თავისი ნათლობით და სისხლით კაცობრიობის ცოდვების საფასური გადაიხადა. ახლა მსოფლიოში ცოდვა აღარ არის. იესომ მისი ნათლობაში მთელი ცოდვა წაიღო და ჯვარზე თავისი სიკვდილით მთელ ცოდვას მოუღო ბოლო, როდესაც თქვა, "აღსრულდა!" (იოანე 19:30). სატანამ დაკარგა ბრწყინვალე სახარების მორწმუნეთა ბრალდების ძალაუფლება. იესომ დაამარცხა ეშმმაკი თავისი შობით, ნათლობით, ჯვარცმით და აღდგომით.
ისევ გაქვთ გულში ცოდვა? არა. ჭეშმარიტების მშვენიერი სახარების რწმენის საფუძველზე ქრისტიანებს დარწმუნებით შეუძლიათ თქმა, "მე გულში ცოდვა არა მაქვს". პიროვნებას რომელსაც იესოს ნათლობის და სისხლის მშვენიერი სახარების სწამს, გულში ერთი მისხალი ცოდვაც კი არა აქვს.
ახლა მშვენიერი სახარება ჩვენს გულებზეა ამოტვიფრული. ჩვენ ამჟამად ღმერთის წინაშე ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე ვდგევართ. გწამთ ყველას რომ იესომ იორდანეს მდინარეში ნათლობით ყველა თქვენი ცოდვა წაიღო? თუ ასეა, ღვთისადმი თქვენი მადლიერება და სიხარული სავსე იქნება. მშვენიერი სახარების რწმენით ჩვენ განცვიწმინდეთ და გავთავისუფლდით წუთისოფლის ცოდვებისგან. ჩვენ ვუმადლით ღმერთს.
"მან გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში, რომელშიც გვაქვს მისი სისხლით გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება" (კოლოსელთა 1:13-14). ალილუია, დიდება უფალს!
მშვენიერი სახარების მეშვეობით იესომ ხსნის კარები გააღო. თქვენც, მშვენიერი სახარების ძალით, ერთბაშად უნდა დაამსხვრიოთ თქვენს გულში არსებული კედელი, ისევე როგორც ტაძრის ფარდა ორად გაიყო.
ბრწყინვალე სახარება თქვენთვის და ჩემთვის გაკეთდა. ამ სახარების რწმენით ჩვენ შეგვიძლია ცათა სასუფეველში შესვლა და ესაა უკანასკნელი ჭეშამრიტება რომელიც სულიწმიდის ბინადრობის მიღწევის უნარს გვაძლევს.