(იოანე 20:21-23)"ხელახლა უთხრა მათ იესომ: "მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც ისე მიგავლენთ თქვენ”. ეს რომ თქვა, შეუბერა და თქვა: "მიიღეთ სულიწმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ”.
რა ძალაუფლება მიანიჭა იესომ მართლებს?
მან მისცა მართლებს ცოდვების მიტევების ძალაუფლება წყლისა და სულის სახარების მეშვეობით
იოანეს მე-20 თავი შეიცავს იესოს აღდგომის ამბავს. ჩვენი უფალი მკვდრეთით აღდგა და უთხრა თავის მოწაფეებს, "მიიღეთ სულიწმიდა". იესოს მოწაფეებმა მისგან საჩუქრად სულიწმიდის ბინადრობა მიიღეს. იესომ ასევე სულიწმიდის ბინადრობა და საუკუნო სიცოცხლე იმათ მისცა ვინც ირწმუნა რომ მისმა ნათლობამ და სისხლმა ყველა მათი ცოდვა ამორეცხა. ბიბლია გვეუბნება რომ იესოს ნათლობა იყო ხსნის წინასახე, რაც ნიშნავს რომ მისმა ნათლობამ მთელი კაცობრიობა მათი ცოდვებისგან იხსნა. (1 პეტრე 3:21).
რისთვის მოინათლა იესო?
რისთვის მოინათლა იესო იოანეს მიერ? ამ კითხვაზე პასუხი ნათლად სჩანს მათეს 3:15-ში მოყვანილი იესოს სიტყვებიდან, "ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება". აქ სიტყვა "ასე" ნიშნავს რომ თავის ნათლობაში იესომ ქვეყნიერების მთელი ცოდვა წაიღო. მისი ნათლობა იგივე გზით შესრულდა რაც ძველი აღთქმის დროს ხელდადება სრულდებოდა. მისი მონათვლის დანიშნულება იყო იესოზე მსოფლიოს ცოდვების გადატანა.
რას ნიშნავს "მთელი სიმართლე"? და რას გულისხმობს გამოთქმა "ასე გვმართებს"? "მთელი სიმართლე" ნიშნავს რომ ეს მართებული იყო იესოს თავის ნათლობაში სამყაროს მთელი ცოდვა რომ წაეღო. და "ასე გვმართებს" გულისხმობს რომ ყოველივე ეს იყო ღმერთის თვალებში ყველაზე შესაფერი და სამართლიანი გზა.
მის ნათლობაში იესომ კაცობრიობის მთელი ცოდვა იტვირთა და ამოშალა ეს ცოდვები ყველასთვის ვინც მას ერწმუნა. მათი ცოდვების განსაკითხად იესო მოინათლა და ჯვარს ეცვა. ესაა ცოდვების მიტევების სახარება. ღმერთის სამართლიანობა არის ცოდვათა მიტევება რომელმაც ცოდვილების ყველა ცოდვა გააანადგურა.
თუ ადამიანები გაიგებენ იესოს ნათლობის საიდუმლოებას რომელიც მათეს 3:13-17-შია ჩაწერილი, ისინი შეძლებენ თავისი ცოდვების მიტევების და სულიწმიდის მიღებას. ის რაც იესომ თავის საყოველთაო მსახურებაში მოიმოქმედა - მისი ნათლობა, ჯვარცმა და აღდგომა - იყო ჩვენი ხსნის სამართლიანი გზის უზრუნველყოფა, ღვთის მიერ წინასწარი განსაზღვრის შესაბამისად. ასეთი გზით იესო ყველა ცოდვილის ჭეშმარიტი მაცხოვარი გახდა. მისი ნათლობის და სისხლის სახარება არის ხსნის სახარება, რომელმაც ყველა ჩვენი ცოდვა ამორეცხა.
ადამიანებს სულიწმიდის მიღება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როდესაც მათ იციან და სჯერათ იესოს ნათლობის და სისხლის სახარების. ვინაიდან იესომ წუთისოფლის მთელი ცოდვა წაიღო, ჩვენი ცოდვებიც მას გადაეცა. კაცობრიობის ნაცვლად ჯვარზე მისი სიკვდილი იყო ჩემი სიკვდილი და მისი მკვდრეთით აღდგომა იყო ჩემი აღდგომა. ამდენად, იესოს ნათლობა და ჯვრის სისხლი არის ცოდვების მიტევების და სულიწმიდის მიღების სახარება.
მე ვიმედოვნებ რომ თქვენ მიხვდებით იესოს ნათლობის მნიშვნელობას და სახარების რწმენას იქონიებთ. მაშინ თქვენი ცოდვები წარიხოცება და თქვენ სულიწმიდას მიიღებთ. რატომ მოინათლა იესო? ეს მოხდა მთელი წუთისოფლის ცოდვების ასაღებად. "ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება" (მათე 3:15). ამინ, ალილუია!
დღესდღეობით ზოგს ჰგონია რომ ენებზე ლაპარაკი სულიწმიდის მიღების მტკიცებულებაა. მაგრამ ამის ჭეშმარიტი მტკიცებულება არის მშვენიერი სახარებისადმი ძვირფასი რწმენა, რომელიც იმათ გულებზეა ამოტვიფრული, ვინც სულიწმიდა მიიღო.
უფალმა ყველა მართალს ცოდვის მიტევების ძალაუფლება არგუნა
უფალმა თავის მოწაფეებს ცოდვების მიტევების ძალაუფლება მისცა როდესაც თქვა, "ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ.” (იოანე 20:23). ეს ნიშნავს რომ როდესაც მოწაფეები წყლისა და სულის სახარებას ქადაგებდნენ, ყველა იმ ხალხის ცოდვები ვინც მათ უსმენდა და ერწმუნა, იქნა მიტევებული. მაგრამ ეს არ ნიშნავდა რომ მათ შეეძლოთ ნებისმიერი პიროვნების ცოდვების პატიება, წყლისა და სულის სახარებისადმი მისი რწმენისგან დამოუკიდებლად.
იესოს მოწაფეებს გააჩნიათ წყლისა და სულის სახარების მეშვეობით ყველა ადამიანის ცოდვების მიტევების ძალაუფლება. ამიტომ, თუ ისინი ასწავლიან იმას რაც დაწერილია, ჩვენ ამას უნდა დავუჯეროთ. თქვენ უნდა გწამდეთ რომ იესომ მოგცათ წყლისა და სულის სახარება ყველა თქვენი ცოდვის ამოსაშლელად. მხოლოდ მაშინ შეძლებთ ცოდვათა მიტევების და სულიწმიდის ბინადრობის მიღებას. იესომ ჩვენ ასევე მოგვანიჭა ყველა ადამიანის მათი ცოდვებისგან დახსნის ძალაუფლება, მათთვის წყლისა და სულის სახარების ქადაგებით.
ამაქვეყნის მმართველთა ძალაუფლება
ადრე, სადაც მე ვცხოვრობდი, ავტობუსით დაუგებელ გზაზე მგზავრობა გვიწევდა. გარკვეულ მონაკვეთზე ხალხი ავტობუსიდან უნდა ჩამოსულიყო და გორაკზე ფეხით ასულიყო. ერთხელ, იმ გზაზე თბოელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას თვით კორეის პრეზიდენტი უნდა სწვეოდა. როცა ხალხმა ეს ამბავი შეიტყო, მათ პრეზიდენტის მისაღებად გზა გაასუფთავეს და გზის გასწვრივ ხეები დარგეს. დათქმულ დღეს, მის წინაშე მავალ მოტოციკლეტების ესკორტს უკან პრეზიდენტის მანქანა მოყვებოდა. უამრავი ხალხი მის შესახვედრად ხელში ეროვნული დროშებით გამოვიდა. გაირკვა რომ პრეზიდენტს უთქვია, "ეს გზა სავალად მეტად უსწორმასწოროა, მასზე ასფალტის დაგებაა საჭირო". რამოდენიმე დღის შემდეგ გზაზე ასფალტი იქნა დაგებული.
რა მოხდა ამ შემთხვევაში? პრეზიდენტის მხოლოდ ერთი სიტყვიერი შენიშვნა საკმარისი აღმოჩნდა გზის მდგომარეობის რადიკალური ცვლილებისთვის. პრეზიდენტის ბრძანებას ამდენად დიდი ძალა აქვს. ამასთანავე, ჩვენ კარგად გვესმის რომ ჩვენთვის ქრისტეს მიერ მოცემულ წყლისა და სულის სახარებას ბევრად უფრი დიდი ძალა გააჩნია. ჩვენ უნდა გვწამდეს რომ ამ სახარებას ჩვენი თავის მთელი ჩვენი ცხოვრების ცოდვებისგან გათავისუფლება შეუძლია.
ცოდვების მიტევების ჭეშმაროტი ძალაუფლება
"ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ.” იესოს მოწაფეები ცოდვების სრული მიტევების სახარებას ქადაგებდნენ. მათ უთხრეს ხალხს, "ესომ ქვეყნიერების ყველა ცოდვა ამოშალა თავისი ნათლობით და სისხლით. ნურაფერზე ნუ სწუხართ. მიუხედავად იმისა რომ მომავალშიც შესცოდავთ, იესომ უკვე წაიღო ყველა თქვენი ყოველდღიური ცოდვა და იოანეს მიერ მონათვლის შემდეგ თქვენთვის ჯვარზე სისხლი დაღვარა. იესო გიხსნით თქვენ! ამისი უნდა გწამდეთ!"
იესოს მოწეფეთა მეშვეობით წყლისა და სულის სახარების მოსმენით ცოდვილებმა გამოსყიდვა მიიღეს. იესომ მოწაფეებს წყლისა და სულის სახარებით ცოდვების მიტევების ძალაუფლება უბოძა. რადგან მისი მოწაფეები ამ სახარებას მსოფლიოს ყველა ხალხს უქადაგებდნენ, მორწმუნეებმა ცოდვების მიტევების მიღება შეძლეს. იესომ მათ ეს ნიჭი ცოდვების მიტევების ძალაუფლებასთან ერთად უბოძა.
ბევრმა წაიკითხა ჩემს მიერ ადრე გამოქვეყნებული წიგნები და მათი წაკითხვით ხსნა მიიღო. მათ შორის ზოგმა თავისი გაგების განმარტებაც გაგვიზიარა იმაზე რომ იესოს ჯვარზე სიკვდილის შედეგი იყო მისი ნათლობა, რომელიშიც მას სამყაროს ყველა ცოდვები უნდა წაეღო, ბიბლიის მუხლის ციტირებით, "მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი - ჩვენი ურჯულოების გამო" (ესაია 53:5).
თავისი აღდგომის შემდეგ იესომ უთხრა მოწაფეებს, "მიიღეთ სულიწმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ" (იოანე 20:22-23). იესომ მათ ადამიანთა ცოდვების მიტევების ძლაუფლება მიანიჭა.
მანამდე სანამ ამ ჭეშმარიტებას ვირწმუნებდით, ჩვენ დაბნეულობის, სიცარიელის და ცოდვის მონობაში ვიმყოფებოდით. მაგრამ ახლა, როცა იესოს ნათლობის და სისხლის რწმენას ვფლობთ და ცოდვისგან ვართ გათავისუფლებული, ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც ამ სახარებას სხვებს უქადაგებს. გარდა ამისა, ჩვენმა უფალმა თავის მოწაფეებს მშვიდობა უბოძა. უფალმა ჩვენც მოგვცა მშვიდობა და სულიწმიდის კურთხევა. ღმერთისგან მშვიდობის და სულიწმიდის მისაღებად ჩვენ იესოს ნათლობის და ჯვრის სისხლის რწმენით ცოდვების მიტევება უნდა მივიღოთ.
ის რაც ჩვენ ცოდვისგან გვათავისუფლებს, არის წყლისა და სულის სახარება. ეს არის სულიერი რწმენა, რომელიც ზეციურ კურთხევებს გვანიჭებს. მაგრამ თვითნებურ რწმენას რომელიც ადამიანის პირად აზრებზეა დამყარებული, იგი დაღუპვისაკენ მიყავს. წყლისა და სულის სახარების რწმენით ჩვენ გამოსყიდვა უნდა მოვიპოვოთ და ასე მივიღოთ სულიწმიდა. იმისთვის რომ ასეთი რწმენა ვიქონიოთ, ჩვენ ჩვენი მიწიერი აზრები უნდა მივატოვოთ და ჩვენი რწმენა წყლისა და სულსი სახარებისკენ მივმართოთ.
სულიწმიდის მისაღებად საჭირო რწმენის მოსაპოვებლად აუცილებელია სახარების მიღება, რომელიც გვეუბნება რომ იესო ჩვენთვის იყო მონათლული და ჯვარცმული. უფალი გვაძლევს ცოდვის მიტევებას, მშვიდობას და სულიწმიდის ბინადრობას, იმის გამო რომ ჩვენ წყლისა და სულის სახარება ვიწამეთ. მან თავის მოწაფეებს სულიწმიდის ბინადრობა და ამ სახარების ყველა მორწმუნის ცოდვათა პატიების ძალაუფლება უბოძა.
ჩვენც ამ სახარების რწმენით სულიწმიდა გვაქვს მიღებული. წყლისა და სულის სახარებამ მრავალ სხვა ადამიანსაც იგივეს მიღწევაში დაეხმარა. როცა ჩვენ ამ სახარებას ჩვენს მოყვასს და მთელ მსოფლიოს ვუქადაგებთ, ისინი ვინც მას გულს უხსნიან, სულიწმიდას ღებულობენ. თუ სახარება რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ ხალხს სულიწმიდას არ აღებინებს, ის ჭეშმარიტი სახარება არაა. მეორე მხრივ, თუ ჩვენს მიერ ნაქადაგებ სახარებას ისინი სულიწმიდის მიღებასთან მიყავს, ასეთი სახარება ჭეშმარიტია.
რაოდენ კურთხეული და მადლიერნი უნდა ვიყოთ იმისთვის რომ ასეთი სახარება გვაქვს! სახარება რომელსაც თქვენ და მე ვქადაგებთ, იმდენად სრულყოფილი და ამაღლებულია. სამწუხაროდ, დღესდღეობით ძნელია ისეთი პიროვნების მოძებნა ვინც ნამდვილად იცის და სწამს ამ სახარების. ამიტომ ჩვენ ამ სახარებას მთელ მსოფლიოში უნდა ვქადაგებდეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს სულიწმიდის მიღებაში.
ისინი ვინც სატანის მიერ მოტყუების გამო წყლისა და სულის სახარებას უარყოფენ
ჩვენ იმათაც ვეხმარებით ვისაც უკვე სწამთ იესო. მათ შორის ბევრს ჯერ არ მიუღია სულიწმიდა, თუნდაც იესოსი სწამთ. ასე რომ ჩვენ მათ სახარების ქადაგებით სულიწმიდის მიღებაში ვეხმარებით.
თუ პიროვნებას, თავისი იესოსადმი რწმენის მიუხედავად, სულიწმიდა ჯერ არა აქვს მიღებული, მისი რწმენა გარკვეულ პრობლემებს მოიცავს. მხოლოდ ისინი ვისაც მათი იესოსადმი რწმენით სულიწმიდა აქვთ მიღებული, შეიძლება ჩაითვალონ ჭეშმარიტი რწმენის მქონე პიროვნებებად. ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა შევინარჩუნოთ ის რწმენა რომელიც სულიწმიდის მიღებისკენ მიგვიძღვება. ჩვენ გვჭირდება წყლისა და სულის სახარების ცოდნა, ვინაიდან მხოლოდ ამ სახარების ჭეშმარიტება არის ის რაც გვაძლევს სულიწმიდის მიღების უნარს.
ჩვენ ვქადაგებთ წყლისა და სულის სახარებას იმისთვის რომ სხვებმაც მიიღონ სულიწმიდა. ამასთან, ამ სახარების მქადაგებელნი ბევრ წინააღმდეგობას აწყდებიან. ზოგ ქრისტიანს ჰგონია რომ სულიწმიდის მიღებას მაშინ შეძლებენ თუ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გულმოდგინებას გამოიჩენენ. მათ აქვთ ბევრი შემაცბუნებელი გამოცდილება, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო სულიწმიდის მიღებასთან. ამიტომ წყლისა და სულის სახარებით მათ განსანათლებლად ბევრი დრო და ძალისხმევაა საჭირო.
ვინ არ მოინდომებდა წყლისა და სულის სახარების რწმენას, რომ სცოდნოდად რომ ამ სახარებისადმი რწმენით ისინი სულიწმიდის მიღებას შეძლებდნენ? ჭეშმარიტი სახარების გამოჩენამდე, სატანამ ადამიანები განსხვავებული სახარებით მოატყუა. ასეთი ხალხი ფიქრობს, კიდევ რისი რწმენა მჭირდებაო თუ უკვე იესოს სახარების მორწმუნე ვარ? ამიტომ ისინი უარყოფენ და ზურგს აქცევენ წყლისა და სულის სახარებას.
დღევანდელ დღეს ბევრი ადამიანი სრულად ვერ ღებულობს წყლისა და სულის სახარებას, რადგან ეშმაკმა ისინი უკვე დააბრმავა. ამის შედეგად, მათ იესოსადმი რწმენა მარტივ ამოცანად მიაჩნიათ. მაგრამ სახარების ჭეშმარიტების სრულყოფილი გაგება არც ისე მარტივია. წყლისა და სულის ჭეშმარიტი სახარება ცრუ სახარებით არის მოფარული.
ადამიანები თვლიან რომ ყველას შეუძლია ცათა სასუფეველში შესვლა თუ ეკლესიაში ივლიან და სხვების წინაშე იესოსადმი თავის რწმენას აღიარებენ. ბევრი თვლის რომ სულიწმიდის ბინადრობა მათი პირადი ძალისხმევის შედეგია, ისეთი როგორც ლოცვა და მარხვა. მაგრამ მსგავსი რწმენა ძალიან შორსაა სულიწმიდის მიღების ჭეშმარიტებისგან. მათ სჯერათ რომ ენებზე ლაპარაკი და სხვა სასწაულები და ნიშნები სულიწმიდის მიღების დასტურს წარმოადგენენ.
ამიტომ მათ უჭირთ იმის გაგება რომ სულიწმიდის მისაღებად წყლისა და სულის სახარებისადმი რწმენაა საჭირო. ამასთან, ბიბლია ამბობს რომ სულიწმიდის მიღება მხოლოდ ღმერთის სიტყვის რწმენის საფუძველზე არის შესაძლებელი. ღმერთმა თავის სიტყვაში სულიწმიდის მიღების საიდუმლო დამალა.
ისინი ვისაც სულიწმიდის ბინადრობა სურთ
ერთხელ ჩემს თანამუშაკებთან ერთად ტაივანს ვეწვიე. ხალხი მანდ სულიწმიდის შესახებ წიგნებს გვთხოვდა. იგივე მოხდა იაპონიასა და რუსეთში. მიზეზი იმისა რომ ასე ბევრ ადამიანს სურს სულიწმიდის შესახებ წიგნების ქონა არის ის რომ ხალხს ძლიერ სწყურია სულიწმიდის ბინადრობის მიღება. ბევრ ადამიანს სწამს იესოსი, მაგრამ ხშირად დარწმუნებულნი არ არიან აქვთ თუ არა ნამდვილად მიღებული სულიწმიდა, რისი მიზეზი ისაა რომ მათ სულიწმიდის ბინადრობა სინამდვილეში არა აქვთ.
არსებობს უამრავი ადამიანი ვისაც იესო სწამთ და ამტკიცებენ რომ სულიწმიდა მიიღეს. მაგრამ იმ ადამიანთა რიცხვი ვისაც სულიწმიდა უწყვეტლივ და სამუდამოდ აქვთ მიღებული, ძალზე მცირეა. ბევრს ამის მიღწევა არ შეუძლია მათი იესოსადმი რწმენის მიუხედავად, და სწორედ ამიტომ სწადიათ მათ ასე ძლიერ მისი მიღება.
მსოფლიოს ქრისტიანთა შორის არის ბევრი ვისაც სჯერა რომ სულიწმიდის გამოცდილება ჰქონდათ. ზოგი ამბობს რომ სიზმრებში იესოს შეხვდნენ, ზოგი კი ამტკიცებს რომ მათში სულიწმიდა ცხოვრობს, იმის გამო რომ ავი სულების განდევნის გამოცდილება ჰქონდათ. ამისდა მიუხედავად ასეთ ადამიანთა შორის ძალზე იშვიათია ისეთი ვინც ნამდვილად მიიღო სულიწმიდა წყლისა და სულის სახარების რწმენით.
ერთხელ დავფიქრდი იმაზე რომ ნამდვილად საკვირველი იყო რომ ამქვეყნად წყლისა და სულის წმიდა სახარების მეშვეობით სულიწმიდის ბინადრობის მიღწევის შესახებ წიგნები არ არსებობდა. ბევრი ლაპარაკობს სულიწმიდის გამოცდილებებზე, მაგრამ რატომ არაა წიგნები სულიწმიდის ბინადრობის მიღების შესახებ? ასეთი წიგნების პოვნა ძნელია, მაშინაც კი მთელ მსოფლიოში თუ მოვიძიებთ.
ისინი ვინც უმართლოდ ამტკიცებენ რომ სულიწმიდა მიიღეს, აცხადებენ რომ იესოსაც კი შეხვდნენ პირადად და ცათა სასუფეველს და ჯოჯოხეთს ეწვიეს. ისინი ამტკიცებენ რომ იესომ უთხრა, "შენ დროზე ადრე მოხვედი. ამქვეყნად კიდევ ბევრი დაგრჩა გასაკეთებელი, ამიტომ იჩქარე და დაბრუნდი იქ სადაც იყავი". ასეთი გამოცდილებები არაა გამორიცხული. მაგრამ იყო ნამდვილად ის იესო რომელსაც ისინი შეხვდნენ, ნამდვილი იესო? შეხვდებოდა მათ იესო მაშინ როცა მათ ჯეთ კიდევ ცოდვა აქვთ გულში? ცხოვრობს იესო ცოდვილში?
მართალია რომ დღესდღეობით ქრისტიანთა უმრავლესობას არა აქვთ სულიწმიდის ბინადრობა, მათი იესოსადმი გარკვეულ დონემდე რწმენის მიუხედავად. ამიტომ ჩვენ, ვისშიც სულიწმიდა ცხოვრობს, უნდა გავავრცელოთ სახარება რომელიც სხვებსაც ამ საჩუქარს მიაღებინებს. ყველას სჭირდება სულიწმიდის მიღება და ამის მისაღწევად აუცილებელია წყლისა და სულის სახარებისადმი რწმენა, რადგან მხოლოდ ამ სახარების რწმენით არის შესაძლებელი სულიწმიდის მიღება. ჭეშმარიტების სახარებით, რომელიც ყველა ჩვენთაგანისთვის ცნობილია, ჩვენ ღმერთისგან სულიწმიდის საჩუქრის მიღებას შევძლებთ.
ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ და ვადიდოთ უფალი წყლისა და სულის სახარების მოცემისთვის. მე სულიწმიდის სიხარული განვიცადე როდესაც ის მე ამ წიგნს მაწერინებდა. როცა ეს წიგნი გამოქვეყნდება, ბევრი ადამიანი წყლისა და სულის სახარების რწმენის მეშვეობით სულიწმიდის ბინადრობას მიიღებს. "მიიღეთ სულიწმიდა როცა ირწმუნეთ?" (მოციქულთა საქმეები 19:2) ჰკითხა პავლემ ეფესოში მყოფ პოტენციურ მოწაფეებს.
სულიწმიდა ყველამ უნდა მივიღოთ. ისტორიის ამ მშფოთვარე ხანაში მთელი მსოფლიოს ქრისტიანები სულიწმიდის მისაღებად განსაკუთრებულად არიან მოწადინებული. სულიწმიდის მმართველობის ქვეშ, მე ვქადაგებ სულიწმიდის მიღების ბიბლიურ გზას. კმაყოფილი ცხოვრების გასატარებლად თქვენ სულიწმიდის ბინადრობის ჭეშმარიტების რწმენა უნდა იქონიოთ. რადგან ეს არის თქვენი ბოლო შანსი გულის სიღრმეში სულიწმიდის მიღებისა.
მე თავს იძულებულად ვგრძნობ რომ გავავრცელო სახარება, რომელიც ყველას სულიწმიდის მიღებაში დაეხმარება, რადგან იესომ მომცა წყლისა და სულის სახარება და სულიწმიდის ნიჭი მიანდერძა.
წარმართებმაც უნდა იქონიონ წყლისა და სულის სახარების რწმენა
ბიბლია მოგვითხრობს იმაზე თუ როგორ აღებინებდნენ იესოს მოწაფეები სხვებს სულიწმიდის ბინადრობას. სულიწმიდის მისაღებად წარმართებიც მოწაფეთა მსგავს რწმენას უნდა მიყოლოდნენ. გარდა ამისა, ღმერთის სასუფეველში შესასვლელად წარმართებს განსაკუთრებულად სჭირდებოდათ მოწაფეთა მსგავსი წყლისა და სულის სახარების რწმენის ქონა. ამიტომ ჩვენ, ვინც წარმართთაგან ვართ, ასევე უნდა ვიწამოთ ჭეშმარიტი სახარება იმისთვის რომ სულიწმიდა მივიღოთ. ღმერთმა კორნილიუსს, რომელიც წარმართი იყო, პეტრე მოციქული გაუგზავნა, რათა ის განათლებულიყო წყლისა და სულის სახარების საშუალებით, რაც არსებითი იყო სულიწმიდის მისაღებად.
ებრაელი მორწმუნეები გაოცდნენ იმის გაგებით რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებზეც გადმოვიდა. როდესაც პეტრე, წყლისა და სულის სახარების ქადაგების შემდეგ, იერუსალიმის ეკლესიაში დაბრუნდა, მანდ მყოფმა წინადაცვეთილებმა გააკრიტიკეს პეტრე. "შენ წინადაუცვეთლებთან მიხვედი და მათთან ერთად ჭამდი!" (მოციქულთა საქმეები 11:3). მაგრამ პეტრემ მათ ყოველივე თავიდან აუხსნა.
მისი ამბავი კარგად არის ნაჩვენები მოციქულთა საქმეების 11:5-17-ში, “მე ვიყავი ქალაქ იაფოში, ვლოცულობდი და გარინდებაში ვიხილე ჩვენება: გარდმომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, ოთხი კიდით ეშვებოდა ზეციდან, და ჩემამდე დაეშვა. შევხედე მას, დავაკვირდი და დავინახე შიგ მიწის ოთხფეხნი, მხეცნი, ქვეწარმავალნი და ცის ფრინველნი. მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ‘ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე!’ ვთქვი: ‘არა, უფალო! რადგან ჩემს პირში არასოდეს არაფერი ჩასულა შებილწული და უწმიდური.’ მეორედ მომიგო ხმამ ციდან: ‘რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ შებილწულად.’ ეს მოხდა სამჯერ, და ყველაფერი ისევ ცად ამაღლდა. და აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა იმ სახლის ჭიშკარს, სადაც მე ვიყავი. მითხრა სულმა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. წამომყვა ეს ექვსი ძმა და შევედით იმ კაცის სახლში. გვიამბო, როგორ იხილა თავის სახლში მდგომარე ანგელოზი, რომელმაც უთხრა: ‘გაგზავნე იაფოში და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს. ის გეტყვის სიტყვებს, რომლითაც გადარჩებით შენ და მთელი შენი სახლი.’ როცა ლაპარაკი დავიწყე, სულიწმიდა გადმოვიდა მათზე, ისევე როგორც ჩვენზე თავდაპირველად. გამახსენდა უფლის სიტყვა, როგორ ამბობდა: იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი სულიწმიდით მოინათლებითო. თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?”
პეტრემ თქვა რომ ის მარტო იმისთვის კი არ მივიდა წინადაუცვეთლებთან მათთან ერთად რომ ეჭამა, არამედ მან სულიწმიდის მმართველობის ქვეშ მათ სახარება უქადაგა. როდესაც ებრაელებმა ეს მოისმინეს, დადუმდნენ და განადიდეს ღმერთი, რომელმაც კორნილიუსს, მის ნათესავებს და ახლო მეგობრებს მონანიება და სიცოცხლე უბოძა.
სულიწმიდის მიღების სამოციქულო სახარება
რა არის მოციქულების უმთავრესი მისია?
წყლისა და სულის სახარების ქადაგება, სულიწმიდის მისაღებად
ნამდვილად ქადაგებდნენ მოციქულები წყლისა და სულის სახარებას? მოდით ჯერ დავადასტუროთ რომ პეტრე მოციქულს წყლისა და სულის სახარება სწამდა. ბიბლიაში, პეტრემ თქვა, "რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით" (1 პეტრე 3:21). პეტრე მოციქულს ჭეშმარიტად სწამდა რომ იესომ ყველა ცოდვილი მათი ცოდვებისგან იხსნა როცა მოინათლა და მოკვდა ჯვარზე.
მას ასევე სწამდა რომ როდესაც იესო ინათლებოდა (მათე 3:15), მასზე ყველა ცოდვა გადავიდა და რომ ის შემდეგ ჯვარს ეცვა და აღდგა ყველა ჩვენგანის გადასარჩენად.
ამ დღეებში არსებობენ ადამიანები ვისაც პეტრეს მსგავსი რწმენა აქვთ. ისინი ვინც წყლისა და სულის სახარებას ქადაგებენ არიან იგივე სახარების მქადაგებლები რომელსაც პეტრე ქადაგებდა. ეს ჭაშმარიტება საკმარისია იმისთვის რომ მის მსმენელებმა სულიწმიდის ბინადრობა მიიღონ.
ისევე როგორს უამრავმა ადამიანმა მიიღო სულიწმიდა როცა პეტრე მათ წყლისა და სულის სახარებას უქადაგებდა, ჩვენც ვხედავთ თუ როგორ მოდის ხალხი ამ რწმენასთან როცა ჩვენ მათ იგივე ჭეშმარიტებას ვუქადაგებთ. ადამიანი არ ღებულობს სულიწმიდას ბუნდოვანი რწმენით რომ ის სამოთხეში მოხვდება თუ მხოლოდ იესოს თავის უფლად აღიარებს, არამედ მხოლოდ წყლისა და სულის სახარების რწმენით.
პეტრე ერთ დროს წარმართებს მიწაში მცოცავ ხოჭოებზე ოდნავ უკეთესად თვლიდა. რჯულის მიხედვით, ისინი უსუფთაო პირუტყვს ედრებოდნენ, - მანამდე სანამ იესო მოინათლებოდა, მოკვდებოდა ჯვარზე და აღდგებოდა. მაგრამ წარმართებსაც კი შეეძლოთ სულიწმიდის ბინადრობის კურთხევის მიღება, წყლისა და სულის სახარების რწმენით. ამრიგად, პეტრეს ხმა დაელაპარაკა, რომელმაც უთხრა, "რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ შებილწულად” (მოციქულთა საქმეები 10:15).
ჩვენ, როგორც წარმართებს, არასოდეს შეგვეძლო სულიწმიდის მიღება, მაგრამ ახლა წყლისა და სულის სახარების რწმენით ჩვენ სულიწმიდის ბინადრობის ქონა შეგვიძლია. როდესაც ჩვენ ამ სახარებას მოთმინებით ვუქადაგებთ იმათ ვინც ადრე საკუთარ აზრებს მისდევდა, ხშირად ვხედავთ რომ ისინი ამ სახარების რწმენას და ბოლოს სულიწმიდასაც ღებულობენ. ზოგჯერ ასევე გვესმის მათი დამოწმება იმაზე რომ იესოს ნათლობის და სისხლის რწმენის მიღების შემდეგ მათ გულში ცოდვა აღარა აქვთ. მხოლოდ მაშინ ბინადრობს მათში სულიწმიდა.
ჩვენს მიერ ამ სახარების ქადაგების მიზანი არაა სხვების მიერ მისი უბრალოდ გაგება, არამედ მათი სულიწმიდის მიღებასთან მიყვანა. ის ფაქტი რომ ჩვენს მიერ ნაქადაგები სახარების მორწმუნეები ყველა ცოდვის მიტევებას ღებულობენ, უაღრესად მნიშვნელოვანია. ხოლო ის ფაქტი რომ ისინი იმავე დროს სულიწმიდის ბინადრობას ღებულობენ, კიდევ უფრო საგულისხმოა. ჩვენ ამაქვეყნის ხალხისთვის უბრალოდ სახარების ქადაგებით კი არ ვიფარგელბით, არამედ კიდევ უფრო შორს მივდივართ და მათ ამავე დროს სულიწმიდის მიღებასთან ვუძღვებით.
ამ ქონტექსტში ჩვენ უნდა ვუქადაგოთ წყლისა და სულის სახარება ყველას ვინც მას საჭიროებს. ჩვენ რომ სახარების ქადაგების შემდეგ უბრალოდ გავჩერებულიყავით, მთელი ჩვენი შრომის აზრი დაიკარგებოდა. ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ამ სახარებას ხალხი სულიწმიდის ბინადრობის მიღებასთან მიყავს. როდესაც სახარებას გონებაში ამგვარი აზრით ვქადაგებთ, სულიწმიდის ცეცხლოვანი ალები მთელ მსოფლიოში ხანძრის მსგავსად გავრცელდება.
როდესაც მახარობელ სწამს რომ ამ სახარებას მსოფლიოს ხალხის სულიწმიდის მიღებასთან მიყვანა შეუძლია, იგი ნათლად აცნობიერებს, რომ ეს მსახურება არ არის უბრალოდ ადამიანთა იესო ქრისტეს რწმენის მიღების შესახებ, არამედ ის მათ სულიწმიდის ბინადრობის მიღებაში ეხმარება. ამიტომ ამ დროში, ჩვენთვის დიდმნიშვნელოვანია წყლისა და სულის სახარების ქადაგება.
სულიწმიდის მისაღებად ადამიანს სჭირდება მხოლოდ ჩვენს მიერ ნაქადაგები სახარების თავისი ყურით მოსმენა და თავისი გულით რწმენა. ამ სახარების ძალა წარმოადგენს ღმერთის მიერ მოცემულ ძლაუფლებას და კურთხევას.
პეტრე იყო ებრაელთა მახარობელი, პავლე კი წარმართთა. როდესაც პეტრე სახლის სახურავზე ლოცულობდა, მან გახსნილი ცა იხილა და დიდი ტილოს მსგავსი ჭურჭელი, რომელიც ოთხი კიდით მისკენ ეშვებოდა. მასში იყო ყოველნაირი უწმიდური ცხოველი რომლის ჭამას ბიბლია კრძალავდა.
პეტრეს არასოდეს უჭამია რაიმე უწმიდური ან შებილწული. მაგრამ ღმერთმა უბრძანა რომ დაეკლა და ეჭამა ისინი. პეტრემ უარი თქვა, "არა, უფალო, არასოდეს არაფერი მიჭამია შებილწული და უწმიდური.” მაგრამ მის მიმართ ხმა იყო, "რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ შებილწულად". რას გულისხმობს ეს? ღმერთი ამბობს რომ იესომ ამოშალა სამყაროს მთელი ცოდვა, წარმართების ცოდვების ჩათვლით, როცა მოინათლა და ჯვარზე მოკვდა.
უსუფთაო ცხოველების დაკვლის და ჭამის ღმერთის ბრძანების სულიერი მნიშვნელობა იყო პეტრესთვის იმის სასწავლებლად, რომ წარმართებსაც შეეძლოთ ღვთის შვილებად გახდომა იმ რწმენით, რომ იესო ამქვეყნად იქნა მოვლენილი, მოინათლა ყველა ჩვენი ცოდვის წარსახოცად და ჯვარს ეცვა ამ ცოდვათათვის მსჯავრის მისაღებად.
პეტრე სულიწმიდის მიღების შემდეგაც ჯერ კიდევ რჯულის დებულებებს მიყვებოდა, იმის ნაცვლად რომ ისინი რწმენის სულიერი თვალით ეხილა. მაგრამ მან მოინანია და ირწმუნა რომ ღმერთმა წარმართების ცოდვებიც ამორეცხა. პეტრემ უფრო ღრმად გაიგო ამ მშვენიერი სახარების სიმდიდრე. მან ნახა რომ სულიწმიდა მის მსმენელებზე გარდმოვიდა როცა ის მათ ღვთის სიტყვებს უქადაგებდა.
როგორ შეგვიძლია იმის გარჩევა აქვს თუ არა თანამედროვე მახარობელს მიღებული სულიწმიდა? ეს დამოკიდებულია იმაზე, ღებულობს ის თუ არა წყლისა და სულის სახარებას. პიროვნება რომელიც იჯერებს მშვენიერ სახარებას ისეთს როგორიც ის არის, როცა მახარობელი ღმერთის სიტყვას უქადაგებს, მაშინვე ღებულობს სულიწმიდის ბინადრობას. სულიწმიდა რომელიც მახარობლის გულში მკვიდრობს, ასევე მსმენელშიც მკვიდრდება. მაშინ მახარობლის და მსმენელის შორის ბავშვობის მეგობრობის მსგავსი ძმობა იბადება. ისინი ხედავენ ღმერთის სიყვარულს რომელიც მათში ივანებს. მახარობელი ხედავს რომ მსმენელი წყლისა და სულის სახარების მიღებით ღმერთის ერთ-ერთი შვილთაგანი ხდება.
როცა ჩვენ სახარებას ვქადაგებთ, ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ივანებს სულიწმიდა მორწმუნეებზე იმ წუთასვე რაც ისინი წყლისა და სულის სახარებას იჯერებენ. ეს არ არის ხსნისგან განცალკევებული გამოცდილება. ესაა უპირველესი მიზეზი რომლის გამოც ჩვენ წყლისა და სულის სახარების ქადაგება გვმართებს. ჩვენს მიერ ნაქადაგები სახარება არის ის რომელსაც სხვები სულიწმიდის მიღებასთან მიყავს.
ისინი ვისაც აქვთ სულიწმიდის ბინადრობა, ღმერთის შვილები არიან. წყლისა და სულის სახარება არაა რაიმე აღმსარებლობის თეორიული სწავლება, და ამიტომ როცა ჩვენ მას სხვებს ვუქადაგებთ, ისინი რწმენას ღებულობენ, ივსებიან სულიწმიდით და ხდებიან ღმერთის შვილები. რამდენად დიდი კურთხევაა ეს! რა საოცარი სახარებაა! და რაოდენ განსაცვიფრებელია მისი მოქმედება! ისინი ვინც წყლისა და სულის სახარებას ქადაგებენ, ღმერთის სასუფევლის აშენებას ეხმარებიან. ჩვენ უბრალოდ ვქადაგებთ სახარებს, მისი მსმენელნი კი სულიწმიდას ღებულობენ.
ზოგს ჰგონია რომ იესოსადმი რწმენა ერთია, ხოლო სულიწმიდის მიღება მეორე. ამიტომ ქრისტიანები ისევ ლოცულობენ სულიწმიდის მისაღებად. მაგრამ ბიბლია ამბობს რომ სულიწმიდა გადომდის მათზე ვინც ისმენს და სჯერა ღვით მსახურთა მიერ ნაქადაგები სახარების. ადამიანები მთელ მსოფლიოში სულიწმიდის მიღებისკენ ილტვიან. სახარება რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ, მათ ამ სურვილს უსრულებს. ამიტომ არის რომ ჩვენ გვაქვს ამ სახარების მთელ მსოფლიოში გავრცელების პასუხისმგებლობა. ჩვენ ვართ მამა ღმერთის შვილები და მისი მემკიდრენი, რომლებიც მისი დიდი დავალების ერთგულნი არიან.
ჩვენ ეს სახარება რწმენით უნდა ვიქადაგოთ და გვახსოვდეს რომ ჩვენი მისია არის რომ ხალხს სულიწმიდა მივაღებინოთ. წყლისა და სულის სახარება არის ის რაც მახარობლებს ნამდვილად უნდა სწამდეთ სანამ ისინი მას სხვებს უქადაგებენ. მაშინ მათი მსმენელები ამ სახარების რწმენით სულიწმიდას მიიღებენ. ასე ჩვენ შევძლებთ მარადიული სიცოცხლე ჩავბეროთ ყველა იმათ ვისაც ეს სახარება სწამს. ჩვენი მიზანია მათი სიბნელის ძალაუფლებიდან გამოყვანა და ღმერთის სასუფეველში შეყვანა. მახარობლებს ის ცოდვილები ვინც სიბნელის ძალაუფლების ქვეშ დაღუპვისთვის იყვნენ განწირულნი, ღმერთის ძის სასუფეველში გადაჰყავთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საქმეა, რომელიც ცოდვილებს ღვთის შვილებად აქცევს.
ბევრ ადამიანისთვის უცნობია სულიწმიდის მიღების გასაღები და მის მიღებას საკუთარი ძალისხმევით ცდილობენ. მაგრამ ეს მცდელობა ამაო აღმოჩნდება. საჭიროა მხოლოდ სახარების რწმენა, რადგან რწმენა ადამიანს ყველა ცოდვისგან ათავისუფლებს.
როგორ მიიღეთ სულიწმიდა? ლოცვის მეშვეობით? ან იქნებ, ხელდადებით? არა, ეს არაა სწორი გზა. ჩვენ ვღებულობთ სულიწმიდას მხოლოდ როცა გვწამს წყლისა და სულის სახარება. ჩვენ გვმართებს ლოცვა და სახარების ქადაგება, რათა მსოფლიოს ყველა ხალხმა შეძლოს სულიწმიდის მიღება.
სიტყვა "მოციქული" ნიშნავს "ის ვინც ღმერთის მიერ არის წარგზავნილი". რას აკეთებენ მოციქულები? ისინი წყლისა და სულის სახარებას ქადაგებენ, რათა ხალხს სულიწმიდის მიღება შეეძლოს. არ გსურთ ჩვენთან ერთად ამ სამსახურის გაწევა? ჩვენ ყველამ უნდა ვიქონიოთ სულიწმიდის ბინადრობა და ის ყველა ხალხს ვუქადაგოდ. ალილუია! დიდება სახარების აბსოლუტურ ჭეშმარიტებას რომელიც უფალმა სულიწმიდის მისაღებად მოგვცა!