• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 1-1] რომაელთა მიმართ წერილის 1 თავის შესავალი

"პავლე მოციქულის წერილს რომაელთა მიმართ" ხშირად ბიბლიის საუნჯეს უწოდებენ. ის ძირითადად საუბრობს იმაზე თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ ღმერთის სამართლიანობა წყლისა და სულის სახარების რწმენით. ზოგმა, რომაელთა წერილის იაკობის წერილთან შედარებისას, პირველს `განძეულობის სიტყვა` უწოდა, მეორეს კი `ჩალის სიტყვა`. მაგრამ იაკობის წერილი ისეთივე ღვთის სიტყვაა როგორც რომაელთა წერილი. ერთადართი განსხვავება ისაა რომ რომაელთა წერილი იმითია ძვირფასი რომ ის მთელი ბიბლიის ზოგად მიმოხილვას გვაძლევს, მაშინ როცა იაკობის წერილი ძვირფასია იმით რომ ის მართლებს ღვთის ნების შესაბამისად ცხოვრებისკენ უძღვება. 


ვინ არის ეს კაცი, პავლე?

მოდით ჯერ რომაელთა 1:1-7 წავიკითხოთ. "პავლე, ქრისტე იესოს მონა, მოწოდებული მოციქული, ამორჩეული ღვთის სახარებისათვის, რომელიც წინასწარ აღთქმული ჰქონდა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში თავის ძეზე, რომელიც დავითის თესლისგან იშვა ხორციელად, განწესებულზე ღვთის ძედ ძალაში სიწმიდის სულით, მკვდრეთით აღდგომისათვის, ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე, რომლის მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ სარწმუნოებას ყველა ხალხები, რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებულნი; ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარელთ, წოდებულ წმიდებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან".
ეს მონაკვეთი შეიძლება ჩაითვალოს როგორც "პავლეს მიერ რომის ქრისტიანთა მოკითხვა". პავლე მოიკითხვას მათ როგორც მონა იესო ქრიტესი, რომელიც ღმერთის სამართლიანობად იქცა. 
პირველი მუხლი პასუხობას კითხვაზე `ვინაა პავლე`? ის იყო ებრაელი, რომელიც დამასქოში მიმავალ გზაზე შეხვდა აღმდგარ უფალს და წარმართებში სახარების გასავრცელებლად უფლის განსაკუთრებულ ჭურჭლად იყო რჩეული (მოციქულთა საქმეები 9:15).

 

პავლე სახარებას ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვის სისტემის და წინასწარმეტყველებების საფუძველზე ავრცელებდა. 


მე-2 მუხლში, პავლე მოციქული ძველი აღთქმის სიტყვაზე დაყრდნობით ქადაგებს სახარებას. მან დაახასიათა "ღვთის სახარება" როგორც ის "რომელიც ღმერთს წინასწარ აღთქმული ჰქონდა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში". ამ მუხლში ჩვენ შეგვიძლია იმის დანახვა რომ პავლე ქადაგებდა წყლისა და სულის სახარებას ძველი აღთქმის სამსხვერპლო სისტემის საფუძველზე. ამის გარდა, მე-2 მუხლი მიუთითებს იმას რომ პავლე სახარების შრომისთვის იყო არჩეული. 
ფრაზა "თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში" გულისხმობს ღმერთის მიერ იესო ქრისტეს მოვლინების შესახებ დაპირებას, რომელიც ჩნდება ძველი აღთქმის სამსხვერპლო სისტემაში ან წინასწარმეტყველებებში. ძველი აღთქმის ყველა წინასწარმეტყველმა, მოსეს, ესაიას, იეზეკილის, იერემიას და დანიელის ჩათვლით, დაამოწმა რომ იესო ქრისტე უნდა მოსულიყო ამ სოფლად და ჯვარზე მომკვდარიყო, მსოფლიოს ცოდვების თავის თავზე აღების შემდეგ. 
როგორი იყო პავლე მოციქულის მიერ მოტანილი სახარება? ის ქადაგებდა წყლისა და სულის სახარებას, რომელიც ღმერთის ძეზე, იესო ქრისტეზე ლაპარაკობდა. 
ზოგი ადამიანი ამბობს რომ ძველი აღთქმის სიტყვა უკვე დასრულებულია, და სხვებიც იგივეს ამტკიცებენ, მათეს 11:13-ის როგორც ამის დასტურის წარდგენით. ზოგი ცნობილი მახარობელი ძველ აღთქმას მთლიანად უგულებელყოფს.
მაგრამ ღმერთმა ჩვენ ძველ აღთქმაში დაპირება მოგვცა და ეს დაპირება იესო ქრისტეში ახალ აღთქმაში შეასრულა. ამიტომ, რწმენის სამყაროში, ახალ აღთქმას ძველ აღთქმის გარეშე არსებობა არ შეუძლია, და ასევე ძველი აღთქმის სიტყვების ახალი აღთქმის სიტვის გარეშე განხორციელება არაა შესაძლებელი. 
პავლე მოციქული ღვთის სახარებისთვის იქნა არჩეული. მაშინ ისევ ისმის შეკითხვა, "როგორ სახარებას ქადაგებდა ის?" ის ქადაგებდა იმ ფაქტის შესახებ რომ იესო ქრისტე მოვიდა ამ ქვეყნად და გვიხსნა ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვისგან, ძველ აღთქამზე დაფუძნებულ წყლისა და სულის სახარების მეშვეობით. ამიტომ ყოველთვის როდესაც ჩვენ წყლისა და სულის სახარებას ვქადაგებთ, ეს უნდა ვაკეთოთ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებსა და სამსხვერპლო სისტემაზე დაყრდნობით. მხოლოდ მაშინ შეძლებს ხალხი დაჯერებას რომ წყლისა და სულის სახარება არის ჭეშმარიტება, და რომ ახალი აღთქმა არის ძველი აღთქმის დაპირებათა აღსრულება.
ახალი აღთქმის დასაწყისშივე ჩვენ ვხედავთ რომ ხაზი ესმევა იოანეს მიერ იესოს ნათლობას და მისი ჯვრის სისხლს, მაშინ როცა ძველი აღთქმის ბირთვს შეადგენდა სამსხვერპლო სისტემა რომელიც ცოდვილისთვის გამოსყიდვის მოპოვების გზას წარმოადგენდა. თავის ცოდვებისგან გასათავისუფლებლად მას ეს ცოდვები სამსხვერპლო ცხოველის თავზე ხელდადებით უნდა გადაეტანა და შემდეგ ის დაეკლა.
მაშ, თუ ძველ აღთქმაში ცოდვების მისატევებლად ხელდადება და სამსხვერპლო ცხოველების სისხლი იყო საჭირო, ახალ აღთქმაში რა მოხდა? აქ იყო იესოს ნათლობა და მისი ჯვრის სისხლი. უფრო მეტიც, ძველ აღთქმაში ნახსენები მღვდელმთავარი (ლევიანნი 16:21), შეესაბამება იოანე ნათლიმსცემელს ახალ აღთქმაში. 
მუხლები 3 და 4 ლაპარაკობენ იმაზე თუ "ვინ იყო იესო?" ეს მუხლები მის პიროვნებას აღწერენ. იესო ქრისტე ფიზიკურად დავითის შტოდან იშვა და ღვთის ძედ ძალაში სიწმიდის სულით, მკვდრეთით აღდგომისათვის იყო განწესებული. ამიტომ, თავისი წყლისა და სისხლის მოცემით, ის გახდა მხსნელი მათთვის ვინც ის იწამა. იესო ქრისტე გახდა ხსნის უფალი, მეფეთა მეფე და მარადიული ზეციური მღვდელმთავარი, მათთვის ვინც ის ირწმუნა. 
ზოგ ქრისტიანულ თეოლოგიებში იესოს ღვთაებრიობას უარყოფენ. ეს თეოლოგები ამბობენ, "ის მხოლოდ ღირშესანიშნავი ახალგაზრდა კაცი იყო". ამის გარდა, ახალი თეოლოგიის თანახმად, "ხსნა ყველა რელიგიებში მოიძებნება". 
ამიტომ, ლიბერალურ სემინარიებში, ადამიანები დაჟინებით ამტკიცებენ რომ მათ შეუძლიათ ეგზორსიზმის, ბუდიზმის, კატოლიციზმის და მსოფლიოს ყველა დანარჩენი რელიგიის მიღება. ეს ეგრედ-წოდებული ლიბერალური თეოლოგია, ან ახალი თეოლოგია, ამბობს რომ ყველეფერს უნდა ეცეს პატივი, და ამიტომ, ყველა ადამიანი უნდა გაერთიანდეს და გახდეს `ერთი`.
მაგრამ ბიბლიაში ნათლად არის ნათქვამი რომ დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა. მაშ, ვინაა ეს ღმერთი? ეს იესო ქრისტეა. სახელი "ქრისტე" ნიშნავს ზეთით ცხებულს. ძველ აღთქმაში, მეფე ან წინასწარმეტყველი მღვდელმთავრისგან თავზე ზეთისცხებას ღებულობდა. ამიტომ, იესო ნახსენებია როგორც მეფეთა მეფე. პიროვნება რომელიც იესოს ღვთაებას უარყოფს, არაა ღმერთის მორწმუნე. 
დღესდღეობით, მსოფლიოს ხალხთა რწმენა რელიგიურ პლურალიზმზე დამყარებულ ეკუმენიზმს უბრუნდება. ისინი ადიდებენ და თაყვანს სცემენ ღმერთს, ამავე დროს ბუდიზმის და კონფუციანიზმის წარმართული რელიგიების სხვადასხვაგვარი ელემენტების შეერთებით. მრევლი ხან ბუდისტურად ატარებს მსახურებას, ხან კი ქრისტიანულად. თუმცა საჭმლის მომზადებისას ინგრედიენტების კომბინირებით შეიძლება გემრიელი კერძი გამოვიდეს, მაგრამ როცა ეს რწმენას ეხება, რაც უფრო წმიდაა, მით უკეთესი. 
ამიტომ მე-3 და მე-4 მუხლებში არსებული კითხვების `ვინაა იესო?` პასუხი არის: იესო ისაა ვინც განწესებულ იქნა ღვთის ძედ ძალაში სიწმიდის სულით, მკვდრეთით აღდგომისათვის. ქრისტე გახდა ჩვენთვის უფალი და მხსნელი. 
მუხლები 5 და 6 ლაპარაკობენ იმაზე თუ როგორ გახდა პავლე ღმერთის ძალით მოციქული. ის გახდა მოწმე რათა ექადაგა სახარება წარმართებისთვის, იმისთვის რომ მათ იესო ქრისტეს რწმენით ხსნის მიღება შეძლებოდათ.

 

რა ძალაუფლება ჰქონდა პავლე მოციქულს?


როგორც მე-7 მუხლში წერია, პავლე მოციქულს ჰქონდა იესოს მორწმუნეთა ღმერთის სახელით კურთხევის ძალაუფლება. მოციქულის ძალაუფლება ნიშნავს სულიერ ძალას რომლითაც იესო ქრისტეს სახელით ხალხის კურთხევა არის შესაძლებელი. 
ამიტომ, პავლეს შეეძლო ეთქვა, "მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან". აქ მე ამ კურთხევაზე კიდევ უფრო მეტი დაფიქრება მსურს. როგორც ჩანს, პავლე მოციქულს ჰქონდა ადამიანთა კურთხევის ძალაუფლება, და ყოველთვის როდესაც ჩვენ კვირაობით საეკლესიო მსახურებას ვამთავრებთ, ჩვენ მას ვხურავთ კურთხევებით. "ღმერთს სურს ამ კურთხევის ყველა მისი წმიდისთვის მიწოდება". კურთხევის ორიგინალური სიტყვები შემდეგნაირად ჟღერდა.
მოდით დავიწყოთ რიცხვთა წიგნით 6:22. "და უთხრა უფალმა მოსეს “უთხარი აარონსა და მის ძეებს: ‘აკურთხეთ ისრაელის ძენი და უთხარით მათ: ‘გაკურთხოს შენ უფალმა და დაგიცვას შენ! და მოგაფინოს უფალმა ნათელი თავისი პირისა და შეგიწყალოს შენ. მოაქციოს უფალმა თავისი პირი შენს მიმართ და მოგცეს შენ მშვიდობა!’"
აარონ მღვდელმთავრისთვის და მის ძეებისთვის ნათქვამი იყო, "ასე დალოცეთ ისრაელის ძენი და უთხარით მათ". როდესაც ისინი ისრაელის ძეებს ამ კურთხევით ლოცავდნენ, ღმერთი ნამდვილად აკურთხებდა მათ, როგორც წერილშიც არის ნაჩვენები. როცა ჩვენ ყველა პავლეს წერილს ვაკვირდებით, ვხედავთ რომ ის ხშირად ამბობდა, "ჩვენი უფლის მადლი იყოს თქვენთან". ეს იმის მაჩვენებელია რომ პავლე არა თვითონ გასცემდა ამ დალოცვებს არამედ ამას თვით ღმერთი აკეთებდა. ამიტომ ყველა თავის წერილის ბოლოს პავლე ყოველთვის ყველა წმიდას ამ დალოცვას უგზავნიდა. 
პავლეს ჰქონდა ღვთის ხალხისთვის კურთხევის მიცემის ძალაუფლება. ეს ძალაუფლება ყველა ქრისტიან მსახურს არ ეძლეოდა, არამედ მხოლოდ ღმერთის რჩეულებს. როდესაც ღმერთის მსახურნი კურთხევას წარმოთქვამენ, რომელშიც ჭეშმარითად სურთ ადამიანთა დალოცვა, ღმერთი ნამდვილად უგზავნის ხალხს ამ კურთხევებს მსახურის სიტყვების თანახმად.
ღმერთი ზეციურ ძალაუფლებას არა მხოლოდ თავის მსახურთ აძლევს, არამედ ასევე ყველა ხელახლა შობილ წმიდას. ღმერთი ამბობს, "ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ” (იოანე 20:23). ის ამგვარ ძალაუფლებას ყველა მართალს აძლევს. ამიტომ, ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ რომ არ დაუპირისპირდნენ ხელახლა შობილ წმიდებს ან ღმერთის მსახურთ, ვინაიდან ეს იგივე იქნება რაც ღმერთისთვის შეწინააღმდეგება. რადგან ღმერთმა თავის მოციქულებს, ისევე როგორც თავის მსახურთ და მართლებს, კურთხევის და წყევლის ძალაუფლება არგუნა.


პავლე მოციქული, რომელსაც წმიდებისთვის სულიერი ნიჭის გაზიარება სურს

მოდით წავიკითხოთ რომაელთა 1:8-12. "უპირველესად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეშვეობით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა მთელს მსოფლიოში ეუწყება. მემოწმება ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ. მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით, ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად, რაც თქვენთან ერთად მანუგეშებს საერთო რწმენის მეშვეობით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც".
პირველ რიგში, რისთვის უმადლოდა პავლე მოციქული ღმერთს? ის ღმერთს რომში მყოფი ქრისტიანებისთვის მადლობდა რადგანაც მათ იესო ირწმუნეს, და მათ მეშვეობით, სახარება დანარჩენ ხალხსაც ექადაგა. 
მე-9 და მე-10 მუხლების თაობაზე, ვინმემ შეიძლება იკითხოს, "რატომ მოისურვა პავლემ რომში მისვლა თავის მისიონერულ მგზავრობაში?" ამის მიზეზი ის იყო რომ წყლისა და სულის სახარება იმ დროის რომში თუ გავრცელდებოდა, ის შემდეგ მთელ მსოფლიოს მიწვდებოდა. ისევე როგორც დღევანდელ დღეს მთელი მსოფლიო ამერიკას დაჰყურებს, ძველ დროში, მსოფლიოს ცენტრი რომი იყო, რასაც შემდეგი გამოთქმა ადასტურებდა: "ყველა გზას რომისკენ მივყავართ".
ჩვენ ამერიკაში სახარების ქადაგების დიდ შრომას ვეწევით. ჩვენ თუ წყლისა და სულის სახარების ამერიკაში გავრცელებას შევძლებთ, იქ მრავალი მისიონერი აღდგება და ამ მშვენიერი სახარების ქადაგებით მთელ მსოფლიოს მოიცავს. ამიტომ სურდა პავლეს ასე ძლიერ რომში გამგზავრება.

 

სულიერი ნიჭი რომელზეც პავლე ლაპარაკობს


მე-11 მუხლში წერია, "ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად".
რას გულისხმობდა პავლე მოციქული სულიერ ნიჭში ხალხის განსამტკიცებლად? სულიერი ნიჭები რომლებზეც ის ლაპარაკობს წარმოადგენს წყლისა და სულის სახარებას, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ. მე-12 მუხლში წერია, "რაც თქვენთან ერთად მანუგეშებს საერთო რწმენის მეშვეობით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც". მათ განსამტკიცებლად სულიერი ნიჭის გაზიარება და პავლეს და მათი ერთობლივი რწმენით გამხნევების მიზეზი იყო ის რომ წყლისა და სულის სახარების მიწოდებით პავლეს სურდა ხალხისთვის მშიდობის, ნუგეშის და კურთხევების მიტანა და საერთო რწმენაში მოზიარეობის ქონა. 
მათთან ერთად საერთო რწმენაში განმტკიცების შესახებ პავლეს სიტყვები გვიჩვენებს რომ მას კიდევ ერთხელ სურდა რომის ეკლესიაში წყლისა და სულის სახარების ქადაგება. ამჟამად ჩვენი ეკლესიის ყველა წევრს ესმის და რეალურად სწამს წყლისა და სულის სახარების, მაგრამ დროთა მსვლელობაში შესაძლოა გაჩნდნენ ნომინალური ქრისტიანებიც რომლებსაც ჭეშმარიტი სახარების არ სწამთ. ამის მსგავსად, შესაძლო იყო რომ რომის ეკლესიაც საჭიროებდა სახარებისადმი რწმენის განახლებას. 
ამიტომ, პავლე მოციქული ამბობდა რომ ის მათთან ერთად საერთო რწმენით ინუგეშებდა. და ნამდვილად, ჩვენ ღმერთის თანდასწრების წინაშე ჭეშმარით ნუგეშს ვღებულობთ და ჩვენი გულებიც მშვიდობითაა მოცული, წყლისა და სულის სახარების მადლით. ამ სახარების გარეშე ჩვენ ვერასდროს შევძლებდით გულში მშვიდობის ქონას.
უფრო მეტიც, მანდ წერია, "რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად". ეს სულიერი ნიჭი არის წყლისა და სულის სახარება. ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ღმერთის შვილად გახდომა და კურთხევების მიღება, როცა მას წყლისა და სულის სახარების სწამს.
ამასთან, რა სარგებელია ადამიანებისთვის თუ ისინი ღვთისმოსავად და ერთგულად ცხოვრობენ, დალევისა და მოწევისთვის თავის დანებებით და რაიმე უმართლობისგან თავის შეკავებით, თუ მათ არ იციან წყლისა და სულის სახრება, მაშინაც კი როცა რაღაცნაირად იესოსი სწამთ? მათ ქმედებას არაფერი აქვს საერთო ღმერთის სამართლიანობასთან. ღმერთის სამართლიანობა უაღრესად უფრო დიდია ადამიანურზე. ხალხის ეკლესიაში მოზიდვა ძნელი არაა, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამ ახალი მორწმუნეებისთვის წყლისა და სულის სახარების ქადაგება, რათა მათ ყველა მათი ცოდვის მიტევების მიღება შეძლონ და ზეციური კურთხევებით მოცული, ღმერთის შვილები გახდნენ. 
პავლე მოციქულს სურდა რომში მყოფი წმიდების თავისი რწმენით გამხნევება. ასე რომ მან თქვა, "რაც თქვენთან ერთად მანუგეშებს საერთო რწმენის მეშვეობით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც". ამიტომ, პავლე მოციქულს ჭეშმარიტი სახარება ეკლესიების ყველა საკრებულოებისთვის უნდა ექადაგა, იმისთვის რომ მათ ჰქონოდათ რწმენა, რათა განმტკიცებულიყვნენ წყლისა და სულის სახარების მისივე რწმენით. მას რომის ეკლესიის მორწმუნეთათვის წყლისა და სულის სახარება უნდა მიეტანა და მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა ესწავლებინა.
სწორედ ეს ანასხვავებს პავლე მოციქულს დღევანდელობის დანარჩენ მახარობლებისგან. რომის ეკლესიის მიმართ წერილში პავლე გამომთქვავს მორწმუნეთა სულიერი ნიჭის გაზიერებით განმტკიცების სურვილს და მათთან ერთად საერთო რწმენით ნუგეშისცემას. ზუსტად ამის შესწავლა მართებთ პავლესგან ყველა დღევანდელი ეკლესიების მქადაგებლებს. პავლე მოციქული ქადაგებდა წყლისა და სულის სახარებას, რომლის მეშვეობით არის შესაძლებელი ნამდვილი ძმების ყალბ ძმებისგან გარჩევა. 
დღევანდელ დღეს, ეკლესიები ახლად გაწევრიანებულ ჯგუფებს 6 თვის განმავლობაში დოქტრინულ სწავლებებს აწვდიან, რომლის შემდეგ, ერთი წლის ფარგლებში ისინი საბოლოოდ წყლის ნათლობას ღებულობენ. ესაა და ეს. ისინი ინათლებიან იმისდა მიუხედავად გაეგებათ რამე თუ არა იესოს მიერ შესრულებულ წყლისა და სულის სახარების შესახებ. სხვა სიტყვებით, თუმცა ისინი ეკლესიის წევრები გახდნენ, მათ ვერ შეძლეს ღმერთის შვილებად ქცევა, რომელთაც მისი სამართლიანობა აქვთ მიღებული. ერთადერთი რამ რასაც თანამედროვე ეკლესიის მსახურები ახლადმოქცეულებისგან ითხოვენ, არის ათი მცნების და მოციქულთა მრწამსის დაზეპირება. თუ ახლადმოქცეულებმა დაზეპირების გამოცდა ჩააბარეს, მათ შემდეგ ეკითხებიან, "აპირებ თუ არა დალევის და მოწევის შეწყვეტას? მოიტან ყოველთვიურ შესაწირავს? იცხოვრებ სათნო ცხოვრებით?"
ევროპის, აზიის და მთელი მსოფლიოს ეკლესიების, ღმერთის სამართლიანობისგან დაშორების მიზეზი იყო ის რომ ისინი ადამიანურ სამართლიანობას გამოედევნენ. დღევანდელ დღეს კორეაშიც კი, რომელსაც `აზიის იერუსალიმს` უწოდებდნენ, ქრისტიანთა რიცხვი კლებულობს. 
დადგა დრო როცა აღარავის სურს ეკლესიაში მისვლა, თუ იქ რაიმე სპეციალური წვეულება არ ტარდება, ისეთი როგორც განდიდების ფესტივალი ან პოპ-კონცერტი. მაშინაც კი როცა ადამაინები მოდიან, ახალგაზრდებისთვის მიცემულ ჩვეულებრივ ქადაგებებს, რომლებიც შემოიფარგლება ისეთი თემებით როგორიცაა `არ მოწიოთ, იცხოვრეთ კეთილშობილურად, დაიცავით წმიდა კვირადღე და აქტიურად მოხალისედ იმუშავეთ`, არაფერი აქვს საერთო ღმერთის სამართლიანობასთან. 
იმის გამო რომ ადამიანი ადვილად ვარდება ცოდვაში და მეტად მყიფეა იმისთვის რომ ცოდვას თავი აარიდოს, ის მთლიანად უფალზე უნდა იყოს მინდობილი. ამიტომ, როდესაც ადამიანები ღვთის ეკლესიაში მოდიან, ჩვენ მათ წყლისა და სულის სახარება უნდა მივაწოდოთ, რათა შეძლონ ღმერთის სამართლიანობის მოპოვება. ჩვენ უნდა გადავცეთ მათ ღმერთის სამართლიანობა რომელიც ამბობს რომ ყველანი, თქვენის და ჩემის ჩათვლით, უცოდველნი გავხდით, მიუხედავად იმისა რომ ისევ უკმარნი ვართ. 
აუცილებლად გახსოვდეთ ეს. ღმერთის ნების შესაბამისად ცხოვრება ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა ის ღმერთის სამართლიანობისადმი რწმენით უცოდველი ხდება. ადამიანს სახარების ქადაგება შეუძლია მხოლოდ იმის შემდეგ რაც მისი პირადი ცოდვის პრობლემა გადაწყდა. სახარების გავრცელების ჩვენი შრომა არ უნდა უსწრებდეს ჩვენი საკუთარი ცოდვების საკითხის გადაწყვეტას. ვერავინ უქადაგებს სხვებს ჭეშმარიტ სახარებას, თუ მისი პირადი ცოდვის პრობლემა არ იქნა გადაწყვეტილი.
ნათქვამია რომ პავლე მოციქულს ნამდვილად ჰქონდა გაზიარებული სხვებთან გარკვეული სულიერი ნიჭები. ნიჭი რომელსაც პავლე ახსენებს, არაა გაუგებარ ენებზე ლაპარაკი, ან განკურნების ნიჭი, რომელებზეც თანამედროვე ქრისტიანობის ორმოცდიანელთა მოძრაობებში საუბრობენ. ქრისტიანთა უმრავლესობა ზოგ უცნაურ ფენომენს, როგირიცაა ხილვების ქონა, წინასწარმეტყველება, ენებზე ლაპარაკი ან სნეულობის განკურნება, სულიერ ნიჭებად თვლიან. 
მაგრამ ყოველივე ეს არაა ზეციური სულიერი ნიჭი. ლოცვების თქმისას ხილვების ქონა ნამდვილად არ წარმოადგენს სულიერ ნიჭს. ის რომ ადამიანი, რომელიც ველურად ყვირის ან გამოქვაბულში უცნაური ხმების გაგებისას ჭკუიდან იშლება და ამავე დროს სამი ღამის განმავლობაში არ სძინავს, ღვთის საჩუქარი არაა. ის რომ ვიღაცა ამტკიცებს რომ უცხო ენებზე ლაპარაკი შეუძლია და აბნეული ენით "ლა-ლა-ლა-ლა"-ს გაუგებარი სიტყვების წამოყვირებით გონებაწასული იატაკზე ვარდება, არაა მის მიერ სულიწმიდის მიღების დასტური. პირიქით, ეს უფრო წააგავს ფსიქიატრიული დაწესებულების გონებრივად არასტაბილური პაციენტების გააფთრებას. ამასთანავე, არსებობენ ეგრედ-წოდებული `ქარიზმატული ამღორძინებლები` რომლებიც ამტკიცებენ რომ ქრისტიანებისთის უცნაურ ენებზე ლაპარაკის და სულიწმიდის მიღების სწავლება შეუძლიათ. ისინი დიდ შეცდომას სჩადიან და რწმენა რომელსაც ისინი ფლობენ ნამდვილად უსწოროა. 
სულიწმიდის ცოცხალი წყალი ჩვენი გულებიდან მოედინება, როდესაც ღვთის სულიერ შრომას ერთგულად ვასრულებთ და მივყვებით ჩვენს უფალს. სულიწმიდის წყლის ნაკადი ჭარბად გადაავსებს ჩვენს გულებს როდესაც ხორციელი საქმეების დაკლებას და სულიერი საქმეების მიდევნას ვირჩევთ. ქრისტიანებმა უნდა მოიპოვონ ცოდვის მიტევების სულიერი ნიჭი, წყლისა და სულის სახარების რწმენით. ვიღაცას ნათქვამი აქვს რომ დღევანდელი ეკლესიების სკამებზე მჯდომი ქრისტიანები ამჟამად ჯოჯოხეთისკენ მიექანებიან. ეს მიუთითებს იმას, რომ თანამედროვე ეკლესიები ღმერთის სამართლიანობის ქადაგების ნაცვლად, ადამიანურ სამართლიანობას უწყობენ ხელს. 
ძმებო, მაშინაც კი თუ ვინმე ეკლესიაში სიარულით დიდძალ ადამიანურ სამართლიანობას დაიგროვებს, ეს არ იქნება იმის მანიშნებელი რომ მას ამის კეთებით სულიერი ნიჭების მიღება შეუძლია. სულიერი ნიჭის მოსაპოვებლად, ჩვენ წყლისა და სულის სახარების რწმენით, გულებში ღმერთის სამართლიანობის მიღება გვმართებს.
მოდით მე-13 და მე-17 მუხლები წავიკითხოთ. "მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ განვიზრახე თქვენთან მოსვლა, რათა თქვენშიც მქონოდა ისეთი ნაყოფი, როგორც სხვა ერებში, მაგრამ აქამდე ვბრკოლდებოდი. მე მოვალე ვარ როგორც ბერძნებისა, ისე ბარბაროსთა, როგორც ბრძენთა, ისე უგუნურებისა. ამგვარად, ჩემი მხრით, მზად ვარ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ. რადგან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველისა და მერე ბერძენისაც. მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით.“
პავლე მოციქულს სურდა რომში მისვლა, მაგრამ არსებულ დაბრკოლებების გამო ამას ვერ აკეთებდა. ამიტომ, მისიონერული კარების გასახსნელად მას ლოცვა სჭირდებოდა. ჩვენც, ამ მაგალითის თანახმად, მთელ მსოფლიოში ჩვენი ლიტერტურული მსახურების საშუალებით სახარების საქადაგებლად მსგავსი ლოცვების ავლენა გვმართებს . მხოლოდ ასეთი ლოცვით შევძლებთ ჩვენ ღმერთის გულისთვის შეხებას, და მხოლოდ როდესაც ღმერთი გაგვიხსნის კარებს და გზას, შევძლებთ ჩვენ მთელ მსოფლიოსთვის წყლისა და სულის სახარების მიწოდებას. 


პავლე რომელიც ყველა ხალხის მოვალე იყო

ვის ეუბნებოდა პავლე რომ ის მათი მოვალე იყო და რომელ ვალს გულისხმობდა იგი მე-14 და მე-15 მუხლებში? მან თქვა რომ ის ბერძნებისა და ბარბაროსთა მოვალე იყო და მათთვის წყლისა და სულის სახარების ქადაგება მართებდა. მან ასევე დასძინა რომ ის ბრძენთა და უგუნურთა მოვალეც იყო. ამიტომ მას საუკეთესო გზით ეწადა რომაელებისთვის სახარების ქადაგება.
ამიტომ, პავლე მოციქულის ეკლესიის მიმართ წერილის დანიშნულება იყო ჭეშმარიტი სახარების მიწოდება. მან დაინახა რომ რომის ეკლესიის წევრთა შორისაც კი, მათ გულში წყლისა და სულის სახარება მყარი რწმენით არ იყო დამკვიდრებული, რის გამოც მან სახარება როგორც სულიერი ნიჭი მოიხსენია. ამიტომ მან ეკლესიაში მყოფთათვისაც, ისევე როგორც მთელი ქვეყნიერების ხალხისთვის, წყლისა და სულის სახარება იქადაგა. მან თქვა რომ ის ბრძენთა და უგუნურთა, ბერძენთა და ბარბაროსთა მოვალე იყო.
რა სახის ვალი ჰქონდა პავლეს? მას ეკისრა მსოფლიოს მთელი ხალხისთვის წყლისა და სულის სახარების ქადაგების ვალი. მისი საწადელი იყო მსოფლიოს ხალხების მიმართ მთელი მისი არსებული ვალის გადახდა. ზუსტად ასევე, მათ ვისაც დღევანდელ დღეს წყლისა და სულის სახარება აქვთ, მისი გავრცელება მართებთ. ვალი, რომლის გადახდაც მათ სჭირდებათ, არის სახარების გავრცელების შრომა. ესაა მიზეზი, რომლის გამო ჩვენ ამ დროში მთელი მსოფლიოს მაშტაბით წყლისა და სულის სახარებას ვავრცელებთ. 
ადამიანებს შეცდომით სწამთ რომ მხოლოდ ჯვრის სისხლი შეადგენს ხსნის დედაარსს. მაგრამ ზეციური სახარება, რომლის შესახებ ბიბლია ამოწმებს, არის წყლისა და სულის სახარება, რომელზეც პავლე მოციქულიც მოწმობდა. ამიტომ რომაელთა მე-6 თავში მან თქვა რომ ის იესო ქრისტეში და მის სიკვდილში მოინათლა. ვინაიდან რომის ეკლესიაში იყვნენ ნომინალური ქრისტიანები, რომლებსაც მარტო ჯვრის სისხლის სწამდათ, პავლეს უნდოდა მათთვის იესოს მიერ მიღებული ნათლობის დაფარული საიდუმლოს მიტანა. ამის მსგავსად, ჩვენც უნდა ვუქადაგოდ წყლისა და სულის სახარება მათ, ვისაც ის ჯერ არ სმენია, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ეკლესიის წიაღში. 
როდესაც ქრისტიანებს ეკითხებიან აქვთ თუ არა მათ ცოდვა, ასეთი შეკითხვა უაზროდ ან მათი პიროვნების დამცირებად მიაჩინათ. მაგრამ ამ შეკითხვას აქვს უაღრესი მნიშვნელობა და უზარმაზარი ფასი. თუ ადამიანები თავიანთი ცოდვების გამო ჯოჯოხეთში მოსახვედრად არიან განწირულნი, ვინ არის ის ვისაც მათთვის ასეთი შეკითხვის დასმა და ამ კითხვის ამოხსნის მიწოდება შეუძლია? მხოლოდ იმას ვისაც გულში ცოდვა არა აქვს წყლისა და სულის სახარების მიერ ხელახლა შობის შემდეგ, ადამიანთათვის მსგავსი შეკითხვის დასმა და მასზე სწორი პასუხის გაცემა შეუძლია. მხოლოდ ხელახლა შობილ წმიდებს შეუძლიათ ცოდვილების ხელახლა შობა, ჭეშმარიტი სახარების, ანუ წყლისა და სულის სახარების მიწოდებით, რომლის შესახებ ცოდვილებს ადრე არ სმენიათ.
ძმებო, მაშინაც კი თუ ვინმეს იესოსი სწამს, მაგრამ წყალსა და სულით არ იყო ხელახლა შობილი, მას არც ცათა სასუფევლის დანახვა და არც მასში შესვლა ძალუძს. ამიტომ, იყავით მადლიერნი როდესაც ხვდებით ადამიანებს, ვისაც შეუძლია ცოდვილებს მათი ცოდვების მიტევება მიაღებინონ წყლისა და სულის სახარების მიწოდებით. ასეთ შემთხვევაში თქვენ უდიდეს კურთხევას მიიღებთ. 


სახარება რომლისაც არ სცხვენოდა პავლეს 

მე-16 მუხლში ნახსენები, როგორი იყო ის სახარება რომლისაც არ სხცვენოდა პავლე მოციქულს? ეს იყო წყლისა და სულის სახარება, რადგან ეს სახარება არის ღმერთის ძალა ყველა მორწმუნის გადასარჩენად. მიზეზი იმისა რომ მას არ სცხვენოდა წყლისა და სულის სახარების იყო ის რომ ეს სახარება ადამიანს სრულიად უცოდველს ხდის და ამსხვრევს ცოდვის კედელს, რომელიც მთელ კაცობრიობას ღმერთისაგან ჰყოფდა. 
შესაძლებელი იქნებოდა ცოდვის განბანა ადამიანებს მხოლოდ ჯვრის სისხლის სახარების რომ სწამებოდათ? ამგვარი რწმენით შეიძლება მხოლოდ აქამდე ჩადენილი ცოდვების განწმენდა იყო შესაძლებელი, მაგრამ არა ჩვენი მომავალი ცოდვების. 
ამიტომ, ამგვარი რწმენის მქონე ადამიანები თავიანთი ცოდვების განბანას ყოველდღიური მომანინების ლოცვების თქმით ცდილობენ. ისინი აღიარებენ რომ მათი გულები მხოლოდ ცოდვითააა სავსე და რომ ისინი გარდაუვალი ცოდვილები არიან. ამ ცოდვით ავსებულ ქრისტიანებს არ შეუძლიათ სხვებთან სახარებაზე გულწრფელად საუბარი, რადგან `სახარება` რომელიც მათ გააჩნიათ, აღარ წარმოადგენს მათთვის `კეთილ უწყებას`.
სახარება ბერძნულად ითქმის როგორც `ევანგელიონ`, ანუ ეს არის სახარება რომელსაც გააჩნია ამ ქვეყნიერების ყველა ცოდვის განადგურების უნარი. ეს ერთადერთი ჭეშმარიტი სახარება დინამიტის მსგავსია. სწორედ ეს ჭეშმარიტი სახარებაა ის უწყება რომელიც ამ მსოფლიოს ყველა ცოდვას სპობს. ამიტომ ისეთ პიროვნებას როგორიც იყო პავლე, რომელსაც სწამდა ცოდვის წარხოცვის უნარის მქონე წყლისა და სულის სახარების, არ სცხვენოდა მისი. დღევანდელ დღეს ქრისტიანებსაც კი ერიდებათ სახარების ქადაგება. მაგრამ ისინი ვინც ფლობენ ღვთის სამართლიანობას, არიან ადამიანები რომლებიც უფრო მეტი ღირსებით და დიდებით გამოირჩევიან, როდესაც სახარებას ქადაგებენ. 
პავლე მოციქულს მცირედი მოკრძალებაც კი არ ჰქონდა როცა ის ქადაგებდა სახარებას. ეს იყო იმიტომ რომ სახარება რომელსაც ის ქადაგებდა, იყო წყლისა და სულის სახარება. ეს ასე იყო რადგან ეს ბრწყინვალე სახარება იყო ღმერთის ძალა ყველა მორწმუნის გადასარჩენად. 
ეს სახარება არის მძლავრი უწყება, რომელიც ყველა მის მორწმუნეს მათი ცოდვების მიტევებას აღწევინებს, მიუხედავად იმისა თუ ვის მიერ იყო მიწოდებული ეს უწყება. ქვეყნიერების ყველა ცოდვა მთლიანად ირეცხება, თუ მსმენელი ამ სახარებას მთელი გულით ღებულობს. მაგრამ მხოლოდ ჯვრის სისხლის სახარება ადამიანებს არასრულ ხსნას აწვდის, ანუ ის ეუბნება მათ რომ ეს სახარება მხოლოდ მათ თავდაპირველ ცოდვას ანადგურებს, და ამიტომ მათი ამჟამინდელი ცოდვები ყოველდღიური მონანიების ლოცვებით უნდა იქნენ განბანილი. ეს მსმენელთა ხახაში ცოდვის გემოს ტოვებს. 
წაიღო იესომ ცოდვის მხოლოდ ერთი ნაწილი იმის გამო რომ მისი ძალა საკმარისი არ იყო? რადგან იესო იმდენად კარგად იცნობდა ადამიანის ბუნებას, მას უკან არც ერთი ცოდვა არ დარჩენია. მან თავისთან, წყლით, სისხლით და წმიდა სულით, ყველა ცოდვა წაიღო. მე მჯერა რომ ეს მშვენიერი სახარება აძლევს ცოდვისგან სრულ ხსნას ყველას, ვინც ისმენს და სწამს იესოს ნათლობის და ჯვრის სისხლის სახარების.
ამიტომ, სახარებას გააჩნია იგივე ძალა ყველა ადამიანისთვის, ებრაელთა და ბერძენთა ჩათვლით. წყლისა და სულის სახარება იგივე ცოდვისგან ხსნას იძლევა ყველასთვის ვინც იესოს რწმენით ღებულობს როცა მათ სახარება ექადაგებათ. მეორე მხრივ, ის ვისაც წყლისა და სულის სახარების გარდა რაიმე სხვა სახარება მოაქვს, ღმერთის რისხვას დაიმსახურებს. ამიტომ პავლემ თქვა, "მაგრამ თუნდაც ჩვენ, ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რაც ჩვენ გახარეთ, შეჩვენებულ იყოს" (გალატელთა 1:8). პავლე მოციქულმა ცხადად თქვა რომ ყველა სხვა სახარებათა შორის მხოლოდ წყლისა და სულის სახარებაა ჭეშმარიტი. 
იმისდა მიუხედავად არის ვინმე წარმართი თუ ებრაელი, ისლამის, კონფუციანიზმის, ბუდიზმის, ტაოიზმის, მზისთაყვანისცემის თუ რაიმე სხვა რწმენის მიმდევარი, ყოველ ადამიანს ეძლევა სახარების მოსმენის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, წყლისა და სულიწმიდის ეს სახარება მათ ყველა მათი ცოდვებისგან დახსნის საშუალებას აძლევს. ამგვარად, ჩვენ უნდა ვაუწყოთ მათ რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, რომ მან შექმნა სამყარო, რომ ის ამ ქვეყნად განკაცდა ჩვენს სახსნელად, რომ მან იოანესთან ნათლობაში თავის თავზე ყველა ჩვენი ცოდვა იტვირთა და რომ მან ჯვარზე სიკვდილით ჩვენი ცოდვებისთვის მიიღო სამსჯავრო. 
ამიტომ პავლე მოციქულს არ სცხვენოდა წყლისა და სულის სახარების. მარტო სისხლის სახარება თუ სამარცხვინო სახარებაა, წყლისა და სულის სახარება არასდროსაა სამარცხვინო, არამედ სანდო და ძლევამოსილი სახარება, რომელიც ღირსებითა და დიდებითაა სავსე. ყველა ვისაც ამ სახარების სწამს, ღებულობს სულიწმიდის სისავსეს იმ ფაქტის რწმენით რომ ის ღმერთის შვილი გახდა. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ ამას, წყლისა და სულის სახარება არასდროსაა შესარცხვენი. ამასთანავე, სახარება რომელსაც მხოლოდ ჯვრის სისხლის სწამს, სამარცხვინოა. 
ქრისტიანებო, განგიცდიათ სირცხვილი ყოველთვის როცა მარტო ჯვრის სისხლის სახარების ქადაგება გიწევდათ? თქვენ გრძნობდით სირცხვილს როცა ქადაგებდით და გწამდათ მხოლოდ სისხლის სახარების, რომელიც არ მოიცავდა იესოს ნათლობას. იმის გამო რომ გრცხვენოდათ ამგვარი უსარგებლო სახარების ქადაგების, ქუჩებში გასვლამდე და დაყვირებამდე, "ირწმუნეთ იესო, ირწმუნეთ იესო!", თქვენ მუდამ უფლის მიმართ ტირილი ან ემოციების დასატუმობავად უცხო ენებზე ფანატიური ლოცვების ავლენა გჭირდებოდათ.
ეს არის რაღაცა რისი გაკეთება ადამიანს მხოლოდ გადაჭარბებული ემოციების გავლენის ქვეშ შეუძლია, მაგრამ არასდროს არ იზავს ამას საღი გონებით. ამიტომაა რომ ისინი ვისაც მარტო ჯვრის სისხლის სწამთ, აღგზნებულად ყვირიან და არეულობას იწვევენ ყოველთვის როცა ქუჩებში სახარების საქადაგებლად გადიან. პირთან მიდებული მეგაფონით, ისინი ხმამაღლა იძახიან, "იესო - სასუფეველში, ურწმუნოება - ჯოჯოხეთში". ამის საპირისპიროდ, წყლისა და სულის სახარების მორწმუნე სახარებას ძალზე ზრდილობიანად და თავაზიანად გადმოსცემს; ხელში გადაშლილი ბიბლიით, ის ჩაის ეახლება და მსმენელს მშვიდად ესაუბრება. 


რა არის ნათქვამი ღმერთის სამართლიანობის შესახებ?

რა არის ნათქვამი მე-17 მუხლში ქრისტეს სახარების გაცხადების შესახებ? იქ ნათქვამია რომ სახარებაში "ღმერთის სიმართლე" ცხადდება. ამრიგად, ღმერთის სიმართლე სრულიად არის გაცხადებული ჭეშმარიტ სახარებაში. ამიტომაა ნათქვამი რომ ღმერთის სიმართლე მასში რწმენიდან რწმენაში ცხადდება და რომ მართალი იცოცხლებს მხოლოდ რწმენით.
ძმებო, თუ ვინმე ამბობს რომ ადამიანმა ყოველდღე თავისი ყოველდღიური ცოდვების გამო მონანიების ლოცვები უნდა თქვას, თუნდაც ორიგინალური ცოდვა უკვე მიტევებული აქვს, და რომ პიროვნებას შეუძლია თანდათანობით მიაღწიოს განწმენდას რათა ბოლოს სრულყოფილად მართალი გახდეს, შეიცავს კი ამგვარი რწმენა ღმერთის სიმართლე? ეს არაა რაღაცა რაშიც ღმერთის სიმართლე ცხადდება. ის რაც ღმერთის სიმართლეს ავლენს, მეტყველებს რაღაც სრულყოფილზე. წყლისა და სულის სახარება თავიდან ბოლომდე სრულყოფილ სახარებაზე ლაპარაკობს. 
ხალხნო, თქვენ ყოველდღიურ სინანულის ლოცვებს აღავლენთ ვინაიდან ყოველდღე ცოდვებს სჩადიხართ, თითქოს ყოველდღიურად, ან შეიძლება ყოველ კვირეულად ან ყოველთვიურად თქვენი სამარცხვინო სიშიშვლის დასაფარად ლეღვის ფოთლების სამოსს იკეთებდეთ. პიროვნება რომელიც ისევ და ისევ ცოდვილი ხდება ყოველდღიური მონანიების ლოცვების თქმით, წააგავს იმას ვინც თავის სამარცხვინო სხეულს ლეღვის ხის ფოთლებით ფარავს. ეს არის იმათი რელიგიური ცხოვრების მდგომარეობა ვისაც მხოლოდ ჯვრის სისხლის სწამთ. ესენი არიან უგუნურები, რომელთაც არ სურთ ღმერთის მიერ მათთვის უფასოდ მიცემული ტყავის ტანსაცმლის ჩაცმა, და მის ნაცვლად ლეღვის ხის ფოთლების ტარებას ირჩევენ. 
იესოს ჯვრის სისხლი იყო იესოს ნათლობის შედეგი, და არა ჯვრის სისხლით აიღო იესომ ჩვენი ცოცდვები. მან ჩვენი ცოდვები თავის ნათლობაში იტვირთა, რის შემდეგ სამყაროს მთელი ცოდვებით მხრებზე, მივიდა ჯვართან და მოკვდა მთელი წუთისოფლის ცოდვების გამოსასყიდად. ამიტომ, ჯვარი იყო მის მიერ მიღებული ნათლობის შედეგი. რადგან იესომ ჩვენი ცოდვები თავის ნათლობაში აიღო, მისი ჯვარზე სისხლის დაღვრა იყო ყველა ჩვენი ცოდვის გამოსასყიდად მისი საბოლოო საქმე. იესომ ჯვარზე ცოდვის მთელი წყევლა მიიღო, ვინაიდან მანამდე ის მოინათლა.
მაშ როგორ უნდა მივიღოთ ღმერთის სამართლიანობა? ჩვენ მისი მიღება შეგვიძლია წყლისა და სულის სახარების შეცნობით და მისი რწმენით. შესაძლოა მკითხოთ, "მაშ თქვენ წყლისა და სულის სახარების მორწმუნე ბრძანდებით?", რაზეც მე დაუყონებლივ და ცხადად "ხო"-თი გიპასუხებდით. ღმერთის სამართლიანობის მოპოვების საიდუმლო დევს წყლისა და სულის სახარების რწმენაში.
ამის მიზეზი ისაა რომ წყლისა და სულის სახარება არის ჭეშმარიტება, და ვინაიდან ის ღმერთის სიყვარულს და მის სიმართლეს ავლენს. ასევე იმიტომ რომ წყლისა და სულის სახარება შეიცავს ცოდვის მიტევებას, რომელიც ღმერთმა კაცცობრიობას უფასოდ უბოძა. ის არის ღვთის შვილებად გახდომის გზა, მარადიული სიცოცხლის კურთხევა, რომლის მეშვეობით სულიწმიდა მიიღება, და დედამიწაზე ფიზიკური და სულიერი კურთხევების ქონა.
პავლე მოციქულმა თქვა რომ ღმერთის სიმართლე სრულიად იქნა გაცხადებული წყლისა და სულის სახარებაში, რომელსაც ის ქადაგებდა. ამიტომ ღმერთის სამართლიანობის ცოდნის გარეშე, ადამიანური სიმართლის აღმართვა ღმერთის წინაშე შეცოდებას უდრის. უფრო მეტიც, სახარება, რომელსაც მხოლოდ ჯვრის სისხლის სწამს და არ შეიცავს ღმერთის სამართლიანობას, არის ცრუ სახარება. 
ღმერთის სამართლიანობა მიუთითებს მის მიერ მოცემულ წყლისა და სულის საიმედო სახარებას. ძველი და ახალი აღთქმა ერთ წყვილად, ჩვენი ცოდვებისგან გვიხსნის. ძველი აღთქმა ახალ აღთქმას უმზადებს გზას, ხოლო ახალი აღთქმა ძველ აღთქმაში არსებული დაპირების სიტყვებს ასრულებს. ღმერთმა ჩვენ წუთისოფლის ცოდვებისგან გადაგვარჩინა თავისი ჭეშმარიტი სახარების მოცემით, რომელშიც მისი სიმართლე სრულყოფილად არის გაცხადებული. ასე მან მთელი კაცობრიობა მათი ცოდვებისგან იხსნა. 
ახლა მთელი მსოფლიო უნდა დაუბრუნდეს წყლისა და სულის სახარებას. ერთადერთი სახარება, რომელიც ადამიანებს ცოდვებისგან იხსნის, არის წყლისა და სულის ორიგინალური სახარება. ძმებო, მთელი სამყარო უნდა დაუბრუნდეს წყლისა და სისხლის სახარებას. ისინი უნდა დაუბრუნდნენ წყლისა და სულის ამ სახარებას, რომელიც ღმერთის სამართლიანობას შეიცავს.
ეს იმიტომ უნდა მოხდეს რომ წყლისა და სულის სახარება არის ერთადერთი ჭეშმარიტება, რომელსაც ჩვენი თავის ცოდვისგან დახსნა შეუძლია. მხოლოდ ღმერთის სამართლიანობის მქონე სახარებას აქვს ჩვენი ხსნის, უცოდველებად და ღმერთის შვილებად ქცევის უნარი. უფრო მეტიც, ჩვენს გულში არსებული სულიწმიდა იცავს ღმერთის ხალხს, ლოცულობს ჩვენთვის, გვაკურთხებს ჩვენ, მუდამ ჩვენთან რჩება და საჩუქრად მარადიულ სიცოცხლეს გვანიჭებს. 
ძალზე ამაღელვებელია იმის ხილვა რომ ამდენი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს ამ სახარებას. მე იმედი მაქვს რომ ყველანი წყლისა და სულის ამ სახარების რწმენასთან მოვა, იესოს ნათლობის ნათელი გაგების გზით. იოანესგან მიღებული იესოს ნათლობა არ იყო რაღაცა რაც მან თავისი თავმდაბლობის გამო გააკეთა. მისი ნათლობის მიზეზი იყო მთელი მსოფლიოს ცოდვის აღება. იოანე, რომელიც იყო ქალთა მიერ შობილთა შორის უდიდესი, იესოს თავზე ხელები დაადო როდესაც მას ნათლავდა. ეს წარმოადგენს პარალელს ძველ აღთქმაში არსებულ მღვდელმთავრის მიერ უნაკლო სამსხვერპლო ცხოველის თავზე ხელდადებას (ლევიანნი 16:21). იესოს ჯვარზე სიკვდილი იყო მის სხეულზე ცოდვების მიღების შედეგი, და ეს უდრის ძველაღთქმისეული ცოდვის მსხვერპლის ხელდადების შემდეგ სისხლის დაღვრას და სიკვდილს.
ვინაიდან წყლისა და სულის სახარება როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში მოიხსენიება, ყველას ვისაც სხვა სახარების სწამს და ორიგინალური სახარების ნებისმიერ ნაწილს სტოვებს, მცდარი რწმენა აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესი რამ რაც იესომ ამ ქვეყნად მოსვლისას გააკეთა, იყო იოანეს მიერ მონათვლა. დიდი შეცდომა იქნება თქვენი მხრიდან თუ გწამთ რომ მისი ნათლობა მხოლოდ სიმბოლური იყო ან რომ იესო თავისი თავმდაბლობის გამო მოინათლა. 
როგორი პიროვნებაა ერეტიკოსი (მწვალებელი)? ტიტეს 3:10-11-ში წერია, "მწვალებელს, პირველი და მეორე შეგონების შემდეგ განერიდე. იცოდე, რომ ასეთი კაცი გაირყვნა და სცოდავს: მისმავე თავმა დასდო მას მსჯავრი". განხეთქილების შემომტანი პიროვნება თავის თავშივეა მსჯავრდებული. თავის თავში მსჯავრდებული არის ის ვინც აღიარებს და ამბობს რომ აქვს ცოდვა. ამიტომ, ქრისტიანი რომელიც აბობს, "მე ცოდვილი ვარ", არის განხეთქილების შემომტანი, ანუ ერეტიქოსი. დაწერილია, "განხეთქილების შემომტანს, პირველი და მეორე შეგონების შემდეგ განერიდე". 
ვინაიდან ასეთი ქრისტიანი შერყვნილი და წამხდარია, უცოდველი წმიდა ასეთი ერეტიკოსის გვერდით არც უნდა გაჩერდეს. ის თავის თავშივეა მსჯვარდებული რადგან მისი რწმენა და რელიგიური ცხოვრება გაირყვნა. პიროვნება რომელიც ღმერთის წინაშე მიუტევებელ ცოდვას სჩადის არის ის ვისაც არ სურს გახდეს უცოდველი წყლისა და სულის სახარების რწმენით და ამის ნაცვლად აგრძელებს ღმერთის წინაშე მისი აბსოლუტური ხსნის უარყოფის ცოდვის ჩადენას, როცა ამბობს რიმ ის მაინც ცოდვილია. ის ვინც საკუთარ თავს სდებს მსჯავრს და ამავე დროს ფიქრობს რომ თუნდაც იესოსი სჯერა, მაინც ცოდვა აქვს და ამიტომ თავს ცოდვილს უწოდებს, არის ერეტიკოსი (მწვალებელი) რომელიც ჯოჯოხეთში მიექანება. 
არიან ქრისტიანები რომლებიც თავის მანქანაზე უკნიდან სტიკერს აკრავენ წარწერით, "ეს ჩემი ბრალია". ერთი შეხედვით ეს შეიძლება ერთობ სათნო და თბილ გამოთქმად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს რომ თუ ყველაფერი იმ პიროვნების ბრალია, ისეთი რამ როგორც ჯოჯოხეთში მოხვედრა, ერეტიკოსად ქცევა, და წყევლის მიღება არის ამ ერთი პიროვნების მოქმედების შედეგი და მისი ბრალი. "ეს ჩემი ბრალია" არის პარადოქსული მცდელობა თქვა რომ სინამდვილეში სათნოდ ცხოვრებას აპირებ. მაგრამ ამის თქმით, ასეთი ლოზუნგის მხარდამჭერი,რომელიც ფიქრობს რომ მას სათნოდ ცხოვრება შეუძლია, პირდაპირ გამოწვევას უკეთებს ღმერთის სიტყვას, რომელიც ადამაინებს როგორც ბოროტების თესლს განსაზღვრავს. ისინი ვინც ასეთი სახის ადამიანურ იდეებს მისდევენ საბოლოო ჯამში ყოველგვარ წყევლას დაიმსახურებენ. 
თქვენს შორის შემთხვევით ხომ არაა ვინმე თვით-მსჯავრდებული? თუ ასეა, კიდევ ერთხელ ყურადღებით უნდა მოუსმინოთ რომაეთლა მე-3 თავის შესახებ ჩემს ქადაგებას, რომელიც ამბობს რომ მასში ნახსენები ცოდვების მიტევება არ ეხება გამართლების დოქტრინას. რომაელთა წერილი ამაზე დაწვრილებით ლაპარაკობს. პავლე მოციქულმა იცოდა ადამიანები მომავალში რას იტყოდნენ და ამიტომ წინასწარ თქვა რომ გახდე უცოდველი ნიშნავს რომ საერთოდ ცოდვა აღარ გქონდეს, და არა უბრალოდ ცოდვილის მართლად დარქმევა. მან ასევე ნათლად დაამოწმა, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ წყლისა და სულის სახარებაშია. ამიტომ, ბუნებრივია რომ ისინი ვისაც მარტო ჯვრის სისხლის სწამთ, გაუცნობიერებული და დამუნჯებული ხდებიან რომაელთა წიგნის წაკითხვისას. 
პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ წერილი არის ღირშესანიშნავი ტექსტი, რადგან ის წყლისა და სულის სახარებაზე მოწმობს. ადამიანი იესოს რწმენის მიღებით მართალი უნდა გახდეს, მაშინაც კი თუ ის რწმენაში მოსვლამდე ცოდვილი იყო. ადამიანი ნამდვილად უნდა გახდეს მართალი, ვისაც გულში არავითარი ცოდვა არა აქვს. ასე უნდა იყოს მოხვეჭილი ნამდვილი რწმენა. 
მე ვიმედოვნებ რომ თუნდაც ამჟამად, ამ მომენტში, ადამიანთა რწმენა უსრულოა, მათი რწმენა საბოლოო ჯამში მიაღწევს სრულყოფილებას, როცა ისინი ხელახლა შობილი ეკლესიის საშუალებით წყლისა და სულის სახარებას დაუგდებენ ყურს. გთხოვთ, მეტი შეისწაცლეთ ამ ქადაგებების მეშვეობით წყლისა და სულის სახარების შესახებ და დაადასტურეთ ჭეშმარტების სიტყვა. 
მე მჯერა რომ ღმერთი გვიბოძებს ზეციური კურთხევების სიმდიდრეებს.