• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 1-2] ღმერთის სამართლიანობა რომელიც სახარებაშია გაცხადებული (რომაელთა 1:16-17)

(რომაელთა 1:16-17)
"ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა. ვინაიდან, მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: "მართალი იცოცხლებს რწმენით”.
 
 

ჩვენ ღმერთის სამართლიანობა უნდა მივიღოთ

 
პავლე მოციქულს არ სცხვენოდა ქრისტეს სახარების. მან საჯაროდ დაამოწმა სახარება. ამასთან, ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ ასე ბევრი ადამიანი გოდებს და ტირის მათი იესოსადმი რწმენის მიუხედავად, არის მათი ცოდვები. ეს ასევე ხდება ღმერთის სამართლიანობის აღიარების მათ მიერ უცოდინარობის გამო. ჩვენი გადარჩენა ხდება ღმერთის სამართლიანობისადმი რწმენით და ჩვენი პირადი სიმართლის უკუგდებით. 
რატომ არ სცხვენოდა პავლე მოციქულს სახარების? უპირველესად, იმიტომ რომ მასში ღმერთის სამართლიანობა იყო გაცხადებული. 
სახარება, ბერძნულად "ევანგელიონ", ნიშნავს "კეთილ უწყებას". როდესაც იესო ქრისტე ბეთლემში დაიბადა, ღმერთის ანგელოზი ეჩვენა მწყემსებს რომლებიც ღამით ცხვრების ფარას უდარაჯებდნენ და უთხრა, "დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანად და კაცთა შორის სათნოება!” (ლუკა 2:14). ეს იყო სასიხარულო ამბავი - `მშვიდობა, სათნოება ადამიანებში`. უფლის სახარებამ ჩვენ ყველა ცოდვისგან გადაგვარჩინა და სამყაროს ცოდვებიც მთლიანად ამორეცხა. იესომ ყველა ჩვენი ცოდვა ამოშალა. მან თვითონ გააქარწყლა ყველა იმათი ცოდვა, ვინც ნეხვში ჭიებივით იკლაკნებოდა და ტალახში ამოსვრილი სცოდავდა. 
პირველ რიგში, პავლე მოციქულმა თქვა რომ სახარებაში ღმერთის სამართლიანობა არის გაცხადებული. ღმერთის სამართლიანობა ყველა ჩვენი ცოდვის ამომშლელ სახარებაში გამოვლინდა. ღმერთის სამართლიანობამ ჩვენ წმიდებად და მართლებად გახდომის უნარი მოგვანიჭა. მან ასევე მოგვცა საშუალება რომ მიგვეღო მარადიული სიცოცხლე და გავმხდარიყავით უცოდველნი.
რას წარმოადგენს ადამიანთა სამართლიანობა? ჩვენ გვიყვარს ღვთის წინაშე საკუთარი თავების წარმოჩენა როცა რაიმე დასაკვეხნი გაგვაჩნია. კეთილი საქმეების კეთებით საკუთარი სიამაყის დაგროვება ადამიანურ სამართლიანობას გამოხატავს. მაგრამ იესოს სამართლიანმა მოქმედებამ რომელმაც ჩვენ ყველა ცოდვისგნ გვიხსნა, ღმერთის სამართლიანობა სახარებაში გამოაბრწყინა. ესაა ღმერთის სამართლიანობა. 
დღესდღეობით ქრისტიანთა უმრავლესობა ქადაგებს სახარებას ღმერთის სამართლიანობის ცოდნის გარეშე. ისინი ამბობენ, "იწამე იესო და გადარჩები და იქნები მდიდარი". მაგრამ ეს არაა ღმერთის სამართლიანობის სახარების სწავლება. დღევანდელ სამყაროში სახარება საკმაოდ პოპულარული გახდა, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა უმეცარია და არ ესმით სახარების ნამდვილი უწყება. ეს იმ ფაქტის მსგავსია რომ ბიბლია ბესტსელერად იქცა მაგრამ ხალხმა სინამდვილეში აქამდე არ იცის მისი შინაარსი. ამ ქვეყნად ყველაზე უფრო ძვირფასი და შესარგი რამ არის სახარება რომელიც ღმერთმა გვიბოძა.
"ვინაიდან, მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში". ღვთის სახარება უდაბნოში განთავსებულ ოაზისს ჰგავს. იესო მოვიდა ცოდვილებთან რომლებსაც უამრავი ცოდვა ჰქონდათ დაგროვილი და ყველა ეს ცოდვა ერთიანად ამორეცხა. მაგრამ ადამიანებმა უარყვეს მისი სამართლიანობის საჩუქარი, რომელმაც სამყაროს ყველა ცოდვა ამოშალა და ნაცვლად საკუთარი სამართლიანობის დაფუძნება სცადეს. ადამიანები რომლებიც საკუთარ საქმეებს მოაჩვენებენ (მსახურება, მიძღვნა, გულმოდგინება, შემოწირულობები, მონანიების ლოცვები, მარხვითი ლოცვები, უფლის დღის დაცვა, ღმერთის სიტყვის პრაქტიკული შესრულების მცდელობა, და ა.შ.) და უარს ამბობენ ღმერთის საჩუქარზე, არიან ისინი ვინც მის სამართლიანობას უარყოფენ. ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია ღმერთის სამართლიანობის მიღება, როცა მან თავის პირად სამართლიანობაზე უარი თქვა.
 
 

მათ გადააბეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს 

 
გამოსვლის 3:21-ში წერია, "და გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი, და შემოსა ისინი". პირველმა ადამიანმა, ადამმა, სატანის მიერ მოტყუებულმა, შესცოდა ღმერთის მიმართ. ის რაც ადამმა და ევამ თავისი შეცოდების შემდეგ უმალვე გააკეთეს, იყო ლეღვის ფოთლების გადაბმა და მათგან სამოსლის გაკეთება. ლეღვის ფოთლებისგან შეკერილი საფარი ფრიად განსხვავდება ტყავის ტანსაცმლისგან. ამ მაგალითში ნაჩვენები იყო `ადამიანის სამართლიანობის` და `ღმერთის სამართლიანობის` შორის განსხვავება. დაბადების 3:7 ამბობს, "მათ გადააბეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს". ოდესმე თუ დაგიწვნიათ ბოლოკის ფოთლები? ჩვენ, კორეელები, ბოლოკს ფოთლებს ვაჭრით და მათგან ბრინჯის ჩალის მეშვეობით ნაწნავს ვაკეთებთ მათ შემდგომ გასაშრობად. ზამთარში ჩვენ მასთან ერთად მოხარშული ლობიოს კერძს ვამზადებთ. ის ძალზე გემრიელია!
ადამმა და ევამ თავისი შეცოდების შემდეგ ლეღვის ფოთლები გადააბეს და მათგან სამოსელი გაიკეთეს. ამის მსგავსი საქმეები, - კეთილი საქმეები, თვითგვემა, თავგანწირვა, - ადამიანურ სამართლიანობას წარმოადგენენ. ეს არის თვითსიმართლე, და არა ღმერთის სიმართლე. ის რომ მათ ლეღვის ფოთლებისგან არდაგები გაიკეთეს, მიუთითებს ამპარტავნების ცოდვას, რომლის მიერ ადამიანი ღმერთის წინაშე კეთილი საქმეების კეთებით თავისი შეცოდების დამალვას ცდილობს. თვითსიმართლის, - თავდადების, შემოწირულობების, თვითგვემის, მსახურების გაწევის და მონანიების ლოცვების სამოსლად დაწვნა და მისით თავისი ცოდვების დაფარვა არის `კერპთმსახურება`, რომელიც ღვთის წინაშე ამპარტავნებაში გადაიქცევა. 
შეგვიძლია ლეღვის ფოთლების სამოსლის შეკერვით ჩვენს გულებში ღმერთის წინაშე ჩვენი ცოდვების დამალვა? შეგვიძლია ჩვენი ცოდვების კეთილი საქმეების მიერ დაფარვა? არასდროს. ფოთლები მეორე დღესვე ჩამოცვევას დაიწყებენ და მესამე დღეს მთლიანად დაიშლებიან. ბოსტნეულისგან გაკეთებული ტანსაცმელი დიდხანს ვერ გასტანს. ადამიანები რომლებიც ლეღვის ფოთლებს აწვნიან ერთმანეთს სამოსლის შესაკერად, ანუ ისინი ვინც გამართლებას ღმერთისთვის მსახურების საკუთარი საქმეებით ცდილობენ, ვერ შევლენ ცათა სასუფეველში. ჩვენი საკუთარი საქმეების სამართლიანობით ჩვენ ვერასოდეს მივიღებთ ცოდვათა მიტევებას.
როდესაც ადამმა და ევამ თავიანთი ცოდვის ლეღვის ფოთლების არდაგებით დაფარვა სცადეს, ღმერთმა მოუხმო ადამს, "სადა ხარ, ადამ?" ბაღის ხეებს უკან დამალულმა, ადამმა უპასუხა, "შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე". ცოდვების მქონე პიროვნება ხეებს შორის დამალვას ცდილობს. ხეები ბიბლიაში ხშირად ადამიანს ედრება. ის ვისაც გულში ცოდვა აქვს, ხალხში გარევას და მათ შორის მიმალვას ცდილობს. ის ეკლესიის დარბაზის შუაში ირჩევს სკამს, არც მეტად წინა რიგებში და არც უკან, იქ სადაც ბევრია შეკრებილი. რატომ? იმიტომ რომ მას ხალხში დამალვა სურს. 
მაგრამ მას არ შეუძლია ღმერთის წინაშე ცოდვების დამალვა. მას სჭირდება თავისი ცოდვების მიტევება, საკუთარი სამართლიანობის უკუგდებით და უფლის სამართლიანობის რწმენით. მათ ვისაც არამკაფიო რწმენა აქვთ და ვისაც არ სწამთ ჭეშმარიტების, ასევე სურთ ცათა სასუფეველში მოხვედრა, როცა თავისნაირ ხალხში იმალებიან, მაგრამ მათი ბოლო ჯოჯოხეთი იქნება, მათთან ერთად ვინც თავიანთი ცოდვების საკუთარი კეთილი საქმეებით დაფარვას ცდილობენ. ღვთის წინაშე ცოდვილნი ცოდვილებად უნდა გაცხადდნენ და თავი ღმერთს ჩააბარონ.
ღმერთმა ჰკითხა ლეღვის ფოთლებით მოფარულ ადამს, -"რატომ ჭამე ნაყოფი? ვინ დაგაძალა?" -"ოჰ, ღმერთო, "შენ რომ ქალი მომეცი, იმან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”. -"ევა, ეს რატომ ქენი?" -"გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”. "უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: "რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!"". ამიტომ არის რომ გველები თავის მუცელზე ხოხავენ. და ისევ მიუგო ღმერთმა ადამს და ევას, "თქვენც ცოდვა ჩაიდინეთ. თქვენ, რომელნიც მოიხიბლეთ და შესცოდეთ, და ის მოთავე რომელმაც გაცდუნათ, ერთნაირი ცოდვილები ხართ". დღესდღეობით ცრუწინასწარმეტყველები ასევე თავიანთ ყალბ სახარებებს ქადაგებენ და იძახიან, "მიიღე ცეცხლი!" ადამიანებს რომლებიც მათ მიერ არიან მოტყუებული, იგივე ბედი ეწევათ რაც ამ ცრუწინასწარმეტყველებს, და ერთიანად ჯოჯოხეთში წავლენ.
 
 

უფალმა ღმერთმა ადამსა და მის ცოლს ტყავის სამოსელი გაუმზადა

 
უფალმა იფიქრა, "არ მივატოვებ ადამსა და ევას ამ მდგომარეობაში, თუნდაც შესცოდეს ეშმაკის მიერ ცდუნებულებმა. დასაწყისში ჩავიფიქრე რომ ადამიანი ჩემს ხატად და მსგავსებად შემექმნა და ჩემს შვილად მექცია, ამიტომ მე მათ გადავარჩენ ჩემი გეგმის აღსასრულებლად". ასეთი იყო ღმერთის გეგმა და ჩანაფიქრი. ამიტომ, ღმერთმა მათი ცოდვები ცხოველზე გადაიტანა, დაკლა ის ცხოველი, გაატყავა და მისგან ადამს და ევას ტყავის სამოსელი გაუმზადა და შემოსა. მან ეს მოქმედება ჩვენი ხსნის სიმბოლო გახადა. ნამდვილად, ლეღვის ფოთლებისგან გაკეთებული სამოსელი ერთ დღესაც ვერ გაძლებდა და ისევ და ისევ შეკეთებას საჭიროებდა. ღმერთმა ადამი და ევა მარადიული სიცოცხლით შემოსა და უთხრა, "თქვენ, ადამ და ევა, მოდით, ჩაიცვით ჩემს მიერ ახლადგაკეთებული ცხოველის ტყავის სამოსელი. ესაა ცხოველის ტყავი, რომელიც თქვენთვის მოკვდა". ამგვარად, ღმერთმა ადამი და ევა ღვთის სამართლიანობით კურთხეულ ტყავის სამოსლით შემოსა, რათა მათთვის ახალი სიცოცხლე მიეცა. ღმერთმა ისევე შემოსა ადამი და ევა ცხოველისგან გამზადებული ტყავის სამოსლით, როგორც ის მორწმუნეებს მისი სამართლიანობის ხსნით მოსავს.
ამასთან, ღმერთის გეგმისგან განსხვავებული კაცობრიობის ხსნა ლეღვის ფოთლებისგან გამზადებულ სამოსელს გავს. ღმერთმა ჩვენ ტყავის ტანსაცმლით შეგვმოსა, რაც არის ღმერთის სამართლიანობა. უფალმა, ჩვენთვის საკუთარი ხორცის და სისხლის მოცემით, ცოდვათა მიტევება ღვთის სამართლიანობით შემოსა. მან თავისი ნათლობით და ჯვარცმით ყველა ჩვენი ცოდვა მოგვაცილა, რათა ჩვენს ნაცვლად სამსჯავრო მიეღო. ღმერთი ჩვენ ცოდვების მიტევებას გვანიჭებს, როდესაც იესოს ნათლობის და სისხლის სახარების მიერ ღმერთის სამართლიანობის გვწამს. ეს არის სახარება რომელიც ცოდვლებს მათი ცოდვებისგან იხსნის. 
არის ბევრი ადამიანი ვინც ამქვეყნად, ღმერთის სამართლიანობის უარყოფით, თავისი პირადი სამართლიანობის დამყარებას ცდილობენ. ამ ადამიანებს სჭირდებათ თავისი პირადი სამართლიანობის უკუგდება. რომაელთა 10:1-4-ში წერია, "ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ. ვინაიდან ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად. რადგან ვერ შეიცნეს ღვთის სიმართლე, საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ. ვინაიდან ქრისტეა რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად".
ისრაელიანები, ღმერთის სიმართლის უგულებელყოფით, დაჟინებით მისდევდნენ თავიანთ ლეგალიზმს, საკუთარი სიმართლის დასამყარებლად. ღმერთმა ადამიანებს რჯული მისცა რათა ცოდვის შეგნება ჰქონოდათ. ადამიანებს გააჩნიათ ცოდვის შემეცნება ათი მცნების მეშვეობით, და აქვთ ცოვდათა მიტევება ღმერთის ხსნის სამართლიანობისადმი რწმენით, რომელიც მათ წმინდა კარვის სამსხვერპლო სისტემის მიერ იხსნის. ამიტომ, საკრებულოს კარვის ცოდვის მსხვერპლი ნიშნავს იმას რომ იესო არის ღმერთის ზუსტი წარმომადგენლობა ახალ აღთქმაში. მაგრამ ისრაელიანებისთვის არ იყო ცნობილი ეს ღმერთის სიმართლე. 
 
 
რისთვის მოინათლა იესო?
 
რისთვის მოინათლა იესო? იოანე ნათლისმცემელმა იესო მონათლა სამყაროს ყველა ცოდვის წარსახოცად. თავისი ნათლობის წინ იესომ უთხრა იოანეს, "ასე იყოს ახლა, რადგან ასე გვმართებს მთელი სიმართლის აღსრულება" (მათე 3:15). ეს იყო იესოს მონათვლის მიზეზი. ის მოინათლა რათა შეძლებოდა კაცობრიობის მთელი ცოდვის ჩამორეცხვა. თავისი ნათლობით მან მთელი ქვეყნიერების ცოდვები ამოშალა. "აჰა, ღმერთის კრავი, რომელსაც მიაქვს წუთისოფლის ცოდვა!" (იოანე 1:29). მან წაიღო ყველა ცოდვა და ჯვარს ეცვა ამ ცოდვების გამოსასყიდად. მაგრამ ისრაელიანებს არ სწამდათ რომ იესო ცოდვილებისთვის სრულყოფილ მაცხოვრად იქცა. 
ისრაელიანები არ დაემორჩილნენ ღმერთის სამართლიანობას, მაგრამ იესო არის რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად. რჯულის დასრულება ნიშნავს რომ იესომ მსოფლიოს ყველა ცოდვა გაანადგურა. ყველა მორწმუნის განსაწმედათ ქრისტე რჯულის წყველად იქცა და მისთვის სამსჯავრო მიიღო. მან სამუდამოდ დაასრულა რჯულის წყევლა. იესომ ყველა ადამიანი მათი ცოდვებისგან გამოისყიდა. იესო მოინათლა მთელი კაცობრიობის ცოდვების ჩამოსარეცხად. იოანესთვის თავისი სხეულის მოსანათლად შეთავაზებით და მთელი წუთისოფლის ცოდვის თავის სხეულზე მიღებით, მან სამყაროს ყველა ცოდვა მოსპო. ასე მან ყველა ადამიანი მათი ცოდვებისგან იხსნა. მან დაასრულა რჯულის წყევლის მსჯავრი თავისი ნათლობის და ჯვარცმის მეშვეობით ქვეყნიერების ცოდვების წარხოცვით. მან სრულყოფილად გვიხსნა ჩვენ რჯულის გასამართლებისგან და წყევლისგან.
ეს იყო რჯულის დასასრული და ღმერთის ხსნის სამართლიანობის დასაწყისი. იოანესთან მონათვლით იესომ სათანადოდ წაიღო წუთისოფლის ცოდვები, რის შემდეგ ჯვარზე ავიდა. როგორაა შესაძლებელი გულში ცოდვის ქონა თუ იესოს ხნის სამართლიანობის გწამს? "რადგან მასში ვლინდება ღმერთის სამართლიანობა რწმენიდან რწმენაში". ისოს ნათლობა და სისხლი გახდა ღმერთის სამართლიანობა. გწამდეს ღმერთის სამართლიანობის ნიშნავს გწამდეს იესოს ნათლობის და მისი სისხლის. 
იესოს ნათლობით ღმერთის სამართლიანობა კანონიერად იქნა განხორციელებული. მე მსურს რომ ეს იწამოთ. მაშინ თქვენ ყველა თქვენი ცოდვებისგან იქნებით დახსნილი. სამართლიანობა მიეცა ცოდვილებს, რათა იესოს ნათლობის მეშვეობით ისინი უცოდველები გამხდარიყვნენ. ამის გარდა, ღმერთის სამსჯავროს სამართლიანობა იყო იესოს ჯვარცმა. "ქრისტე არის რჯულის დასასრული". სანამ რჯული არსებობს, ღმერთის სამსჯავრო ეწევათ მათ ვინც ჯერ არ იყო მსჯავრდებული. ღმერთის რჯული ავლენს ცოდვას და ამტკიცებს რომ ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, წყევლა და თვით ჯოჯოხეთი. ამიტომ, იესოს ნათლობამ და ჯვრის სისხლმა დაასრულეს რჯულის წყევლა. იესომ ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო და დაასრულა რჯული, მთელი სამართლიანობის აღსასრულებლად.
 

უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი თან არ გაიყოლეს
    
მოდით შევხდოთ მათეს 25:1-23-ს. აქ მოყვანილია ათი ქალწულის იგავი, რომლებიც თავის ნეფეს ელოდებოდნენ, რაც ჩვენი უფლის მეორედ მოსვლას აღნიშნავს. მოდით ამ მაგალითით ვნახოთ თუ რა არის ღმერთის სამართლიანობა.
"ცათა სასუფეველი მსგავსია ათი ქალწულისა, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ სიძის შესახვედრად. ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი – გონიერი. უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან. ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით. სიძე რომ იგვიანებდა, ყველას ჩასთვლიმა და დაეძინა. შუაღამისას კი გაისმა ძახილი: ‘აჰა, სიძე მოდის, გამოდით შესაგებებლად!’ მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავ-თავისი ლამპრები. უგუნურებმა უთხრეს გონიერებს: ‘გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, რადგან ლამპრები გვიქრება.’ მიუგეს გონიერებმა და უთხრეს: ‘რომ არც ჩვენ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.’ ხოლო როდესაც ისინი საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე და გამზადებულნიც მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხურა. მოგვიანებით მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: ‘უფალო, უფალო, გაგვიღე!’ ხოლო მან მიუგო და თქვა: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ!’ მაშ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე. (მათე 25:1-13)
აქ ნათქვამია რომ ცათა სასუფეველი ემსგავსება ათ ქალწულს რომლებმაც თავიანთი ზეთი აიღეს და სიძის შესახვედრად წავიდნენ. ვინ შედის ცათა სასუფეველში? ვინ შეძლო ამ ათი ქალწულიდან ცათა სასუფეველში შესვლა? რატომ ვერ შეძლო მათ ერთმა ნაწილმა სასუფეველში შესვლა, მათი იესოსადმი რწმენის მიუხედავად? ამ მონაკვეთში უფალი გვიხსნის ამ ქარაგმის მნიშვნელობას. ამ ქალწულთა შორის ხუთი უგუნური იყო, ხუთი კი - გონიერი. უგუნურებმა ლამფრები აიღეს, მაგრამ ზეთი არ გაიყოლიეს. ლამფრები აღნიშნავს ეკლესიებს. ის რომ მათ თავანთი ლამფრები ზეთის გარეშე აიღეს, მიუთითებს იმათ ვინც ეკლესიაში სულიწმიდის გარეშე დადიან (ზეთი ბიბლიაში სულიწმიდას გამოხატავს).
რა ქნეს უგუნურებმა? მათ ლამფრები აიღეს, ზეთი კი არ გაიყოლიეს. ადამიანი რომელიც ხელახლა არაა შობილი, თუნდაც იესოსი სწამს, შეიძლება ეკლესიას ერთგულად ესწრებოდეს. ყველა იძახის, "ჩემი ეკლესია ნამდვილად ორტოდოქსალურია". ამქვეყნად ყველა ქრისტიანი ასე ამბობს. ისინი ამაყობენ თავიანთი დამფუძნებელი მამებით და მათი დენომინაციის ზოგიერთი პირით. უგუნურებმა ლამფრები ზეთის გარეშე აიღეს, გონიერებმა კი ზეთი გაიყოლიეს თან. 
რა არის ადამიანი? ის არის ღმერთის ჭურჭელი. ადამიანი არის მტვერი. ის მტვრისგანაა შექმნილი. ამრიგად, კაცობრიობა არის ჭურჭელი, რომელიც ღმერთს შეიცავს. გონიერებმა თავიანთ ლამფრებში ზეთი გაიყოლიეს. 
 

უგუნური ქალწულები რომლებთაც უზეთო ლამფრები აქვთ, საკუთარ ემოციებს წვავენ
 
ბიბლია გვეუბნება რომ იესოს მორწმუნე ადამიანთა შორის უგუნური ქალწულებიც არსებობენ. მათ ლამფრები დააქვთ, მაგრამ იმ ლამფრებში ზეთი არაა. ეს ნიშნავს იმას რომ მათ ხელახლა შობა არ განუცდიათ. რამდენ ხანს გაძლებს უზეთო ფიტილი? უნდა გვესმოდეს რომ უზეთო ლამფარი სწრაფად ამოიწვება, რაოდენ კარგი ხარისხის ფიტილიც არ უნდა ჰქონდეს. მორწმუნეებს, ვინც ხელახლა არ იყო შობილი, უფლის მიმართ თავიდან მხურვალე სიყვარული აქვთ. ეს დაახლოებით 4 ან 5 წელი გრძელდება. შემდგომში, უფლისადმი მხურვალე სიყვარული თანდათანობით ქრება. მათ უნდა გაიგონ რომ ამის მიზეზი ისაა, რომ მათ არა აქვთ ცოდვების მიტევება.
ისინი ვინც ხელახლა არ იყო შობილი, ანუ ზეთის (სულიწმიდის) გარეშე არიან, ასე ამბობენ, "დიდი ხნის წინ ძლიერი რწმენა მქონდა. თავიდან კარგი მორწმუნე ვიყავი, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვარ. შენც მალე ჩემსავით იქნები". ესენი არიან ცრუ წინასწარმეტყველნი და ცრუ წმიდები, რომლებიც თავის რელიგიურ ცხოვრებას ხელახლა შობის გარეშე ეწევიან. მათ სჭირდებათ ხსნაზე დამყარებული რწმენა, ვინაიდან მათი რწმენა არ შეიცავს ზეთს (სულიწმიდას). მათი რწმენა მხოლოდ მათ ემოციებს ეყრდნობა. მათ სჭირდებად ხსნის მოპოვება იესო ქრისტეს წყლისა და სისხლის რწმენით, და ზეთის, როგორც ღმერთის საჩუქრის მიღება. ლამფრის ფიტილი ადამიანის გულს ედრება. 
ზემოდ მოყვანილ მუხლებში ნაჩვენებია სიძის მომლოდინე ქალწულები. ამასთანავე, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ისრაელიანთა კულტურული ფონი. საქორწილო ნადიმი მათთან ღამე ტარდება და იწყება ნეფის გამოჩენისთანავე. ამრიგად, პატარძალი სიძეს ელოდება. ასეთია ისრაელის საქორწინო ცერემონია. 
"სიძე რომ იგვიანებდა, ყველას ჩასთვლიმა და დაეძინა". ამრიგად, როდესაც ათი ქალწული სიძეს ელოდებოდა, მისი გამოჩენა შუაღამისას ამ შეძახილით იყო გაცხადებული: ‘აჰა, სიძე მოდის, გამოდით შესაგებებლად!’ მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავ-თავისი ლამპრები. უგუნურებმა უთხრეს გონიერებს: ‘გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, რადგან ლამპრები გვიქრება.’ როგორც ჩანს, უგუნური ქალწულები ყოველთვის უგუნურნი იყვნენ. მათ ზეთი სიძის გამოჩენამდე უნდა მოემზადათ. რაოდენ მცირე არ უნდა იყოს ლამფრის ფიტილი, თუ მასში საკმარისი ზეთია, ლამფარი არ ჩაქრება. 
უგუნურმა ქალწულებმა, რომლებსაც უზეთო ლამფრები ჰქონდათ, მხოლოდ ფიტილები დაწვეს. ეს ნიშნავს რომ მხოლოდ მათი გულები იწვოდა. "მე ზეციდან უნდა ვიშვა, ხელახლა შობილის ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო და სულიწმიდით უნდა ავივსო". ისინი ასეთი გზით გულრწფელად წვავენ თავიანთ გულებს. ჩვენი ბავშვობის დროს, ნავთის ლამფები ღამე ოთახის გასანათად გამოიყენებოდა. ასეთ ლამფაზე ქაღალდის ნაგლეჯი რომ მიგვეშვირა, ის თვალის დახამხამებაში დაიწვებოდა. ცეცხლის ალი ერთ ფუტზე მაღლა ავარდებოდა და იქნებოდა ძალიან კაშკაშა, მაგრამ ამავე დროს სწრაფადვე ჩაქრებოდა. 
უგუნური ქალწულები რომლებიც ჯოჯოხეთში მიდიან, არიან ისინი ვინც თავიანთ გულებს (ემოციებს) ზეთის გარეშე წვავენ და რომელთა რწმენის ალი მათი უფლის შეხვედრის ჟამს ქრება. მათ არა აქვთ საკუთარ თავში სულიწმიდა. მათ ჰგონიათ, რომ სწორად სწამთ, მაშინ როცა სულიწმიდა არ გააჩნიათ. "♬ მოდი, ო ცეცხლოვანო სულო, მოდი! ♬ " ისინი დიდ ალიაქოთში არიან. შემდეგ, ქალები ცეკვას მიეცემიან (ისინი ამას სულიწმიდის ცეკვას ეძახიან), მკერდის რხევით და აფრიალებით, და ამბობენ, "მოდი, გეთაყვა, მოდი!" ისინი უგუნურნი და შეშლილები არიან. თუ ჩვენი მაცხოვრის წინაშე ცოდვა გაგვაჩნია, ეს ნიშნავს რომ უგუნურები ვართ. თუ გულში ისევ ცოდვა გვაქვს, ჩვენ უგუნურ ქაწულებს ვემსგავსებით, მაშინაც კი თუ იესოსი გვწამს. ნურასდროს გახდებით უგუნური ქალწულნი.
 

როგორ უნდა შეირთოს უფალმა ცოდვის მქონე პატარძალი?
 
უფალი არის წმიდა ღმერთი. ნეფე (სიძე) არის ღმერთის ძე, რომელსაც ცოდვა არ გააჩნია. ღმერთი ჩვენი სიძეა. მაგრამ, რანაირად უნდა ეცადო შეეგებო ღმერთს მაშინ როცა ცოდვა გაქვს? გულში ცოდვით გსურთ ღმერთის შეხვედრა? ეს მეტად უგუნური და სულელური საქციელი იქნებოდა. 
იესო, ჩვენი ნეფე, მოვიდა ამ ქვეყნად და განწმიდა თავისი პატარძლები. თავისი ნათლობის მიერ მათი ცოდვების წარხოცვით მან ისინი მართლები გახადა. უფალმა ისინი მასში მყოფ პატარძლებად აირჩია. როცა დრო დადგება, ხუთი მათგანი იტყვის, "მოდი!", მაგრამ დანარჩენი ხუთი ისევ ბნელში იდგება. როგორ უნდა ჩაატარონ მათ საქორწილო ნადიმი დაბნელებული სახეებით? სიძე ეკითხება, "როგორ ხართ?". დანარჩენი ხუთი პატარძლის სახეები მათი ცოდვების მიერ ბნელითაა მოცული. ისინი ღრმად არიან დამწუხრებული მათ გულებზე ირგვლივ მიჯაჭვული ცოდვების გამო. 
როგორ უნდა შეირთოს უფალმა პატარძალი რომელიც გოდებს თავისი ცოდვების გამო? მაგრამ ის ვინც ამბობს, "გმადლობ უფალო, რომ გამწმინდე!", გაიხარებს თავისი სულიერი სიძით, საკუთარი სისუსტეების მიუხედავად, რადგან სიძეს უყვარს იგი და მან სრულიად განწმინდა ის მის ცოდვებსა და ნაკლოვამებებისგან. სიძეს ჩვეულებრივ თავისი პატარძალი მოსართობ ოთახში მიყავს, სადაც ის სახეს იხატავს და სიძის მიერ გამოგზავნილ კაბებით და საუკეთესო სუნამოებით და კოსმეტიკით თავს ილამაზებს. შემდეგ პატარძალი, საქორწილოდ მორთული, მზადაა სიძის შესაგებებლად. 
ჩვენი უფალი ამ ქვეყნად ნეფის სახით იყო მოვლენილი ჩვენს დასამოძღვრად, რათა ჩვენ მისი შეგებება, როგორც მისი საქორწილო ნადიმის პატარძალს შეგვეძლო. იორდანეს მდინარეზე მან ჩვენი ცოდვების მისატევებლად თავისი ხორცი გაწირა. "და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება" (იოანე 1:14). უფალმა თვითონ წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა, რათა ჩვენ მისდამი რწმენით მადლის სისავსე, ჭეშმარიტება და ცოდვების მიტევება გვქონოდა. სიძემ თავისი პატარძლის ყველა ცოდვა აიღო იორდანეს მდინარეზე. მის ნაცვლად ჯვარზე მსჯავრის მიღებით მან თავისი პატარძალი ყველა მისი ცოდვებისგან იხსნა. 
 

შეგვიძლია სულიწმიდის ფულით ან თავგანწირვით შეძენა?
 
ამასთანავე, უგუნურმა ქალწულებმა სიძის მოახლოვებისას გონიერებს სთხოვეს მათი ზეთისგან რომ ეწილადათ, ვინაიდან მათი ლამფრები ქრებოდა. შეგვიძლია კი სულიწმიდის წილადობა? შეგვიძლია სულიწმიდის ფულით ყიდვა? შეგვიძლია ცოდვების მიტევების ჩვენი კეთილი საქმეებით, თავგანწირვით ან ფულით შეძენა? გონიერებმა უთხრეს რომ აღორძინების კრებების მქადაგებლებისგან ეყიდათ სულიწმიდა. უგუნურებმა ჩათვალეს რომ გონიერებს სწორედ მათგან ჰქონდათ სულიწმიდა ნაყიდი. მათ ეგონათ რომ ამ ზეთის ყიდვა ფულით შეეძლოთ. ისინი გულმოდგინედ ეწეოდნენ რელიგიურ ცხოვრებას, და ეგონათ რომ მსხვილი შემოწირულობები და მსახურებები, ორტოდოქსალური ეკლესიების დასწრება და უწყვეტი ლოცვები მათ რაიმე სარგებლობას მოუტანდნენ. 
მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, არავის ძალუძს რაიმე მიწიერი ქონებით უფლის მიერ მოცემული ცოდვათა მიტევების ყიდვა. უგუნურებმა სცადეს თავიანთი ემოციების დაწვა, სანამ უფლის წინაშე არ აღმოჩნდნენ. იმ ხუთ უგუნურ ქალწულთაგან ერთ-ერთმა რელიგიური ცხოვრება დაიწყო და თქვა, "მე შენ წამოგყვები უფალო, მე მთებშიც ავალ სინანულის ლოცვების სათქმელად. მოდით ვემსახუროთ უფალს, მოდით გავიდეთ საზღვარგარეთ მისი სახარების საქადაგებლად!"
როგორც იქნა, სიძე დიდი შემოძახილით და ფანფარით გამოჩნდა. მისი მოსვლისას უგუნურები ზეთის საყიდლად იყვნენ გასულნი, მაგრამ ქალწულები რომლებსაც ცოდვათა მიტევება და გამზადებული ზეთი (სულიწმიდა) ჰქონდათ, ქორწილში შევიდნენ. სიძე შეხვდა პატარძლებს მას შემდეგ რაც მან ყოველივე გაამზადა, და ქორწილის კარებიც დაიხურა. იესოს შემთხვევით არ აურჩევია ხუთი ქალწული. რიცხვი `ხუთი` ბიბლიაში `მადლს` აღნიშნავს. ხუთი ქალწული გამოხატავს მათ ვისაც ღვთის მადლით ცოდვათა მიტევება აქვთ მიღებული და მისი მადლის და მართალი საქმის სწამთ. ისინი სცნობენ სიძის მიერ მათთვის შესრულებულ ქმედებას და სწამთ უფლის სამართლიანობის, რომლითაც გამართლდნენ. მოგვიანებით დანარჩენი ხუთი ქალწული მოვიდა და დაუძახა, "უფალო, უფალო, გაგვიღე!". მაგრამ მან მიუგო, "`ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ!’".
 

სულიწმიდის მიღება ჩვენ მხოლოდ ყველა ჩვენი ცოდვის მოკვეთის შემდეგ შეგვიძლია
 
მათ ვინც ზეთი არ გაიყოლეს, არ შეუძლიათ უფლის დახვედრა. ცათა სასუფეველში უფალი მხოლოდ იმათ მიიღებს, ვისაც სწამდა ღმერთის სამართლიანობის და ვისაც გულებში ცოდვათა ჭეშმარიტი მიტევება ჰქონდა. უფალმა წარმოთქვა აღთქმის სიტყვები, "მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს" (მოციქულთა საქმეები 2:38). თქვენ თუ ღმერთის სამართლიანობის სახარებას მიიღებთ, თქვენს გულში არსებული ცოდვები ნამდვილად გაქრება და თქვენთან სულიწმიდა მოვა. ჩვენ არ შეგვიძლია ღვთის სულიწმიდის ფიზიკურად შეგრძნება. მაგრამ სულიწმიდა რეალურია. ჩვენ შეგვიძლია იმის თქმა რომ ცოდვა არ გაგვაჩნია, რადგან გულებში სულიწმიდა და ღმერთის სიტყვა გვაქვს. ის ნამდვილად არსებობს. ის ვინც ღებულობს უფლის სამართლიანობას, ხდება მართალი ადამიანი, თუნდაც იყოს სუსტი. მაგრამ ის ვისაც უფლის სამართლიანობა არა აქვს, ცოდვილად რჩება. 
 

რადგან მასში ვლინდება ღვთის სამართლიანობა
 
უფალი მოვიდა წყლით და სისხლით. თავისი ნათლობით მან ყველა ჩვენი ცოდვისგან დაგვიხსნა. მან თავის ნათლობაში ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო და სისხლის დაღვრით ყველა ამ ცოდვისთვის გამომსყიდველი სამსჯავრო მიიღო. რას ამბობენ ამის შესახებ იოანე, პეტრე და პავლე მოციქულები? ისინიც ერთიანად იესოს ხორცსა და სისხლზე ლაპარაკობენ. ისინი ლაპარაკობენ იესოს ნათლობაზე და მისი ჯვრის სისხლზე. მათეს 3:13-17 ზუსტად აღწერს იესოს ნათლობას. იესო მოინათლა რათა ცოდვილები უცოდველებად გაეხადა და იორდანის მდინარეში ქვეყნიერების მთელი ცოდვა ამოერეცხა.
მოდით შევხედოთ 1 პეტრეს 3:21-ს. პეტრე ადასტურებს რომ ნათლობა არის ხსნის ხატება. "რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით (იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება) იესო ქრისტეს აღდგომით, რომელიც ღვთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი" (1 პეტრე 3:21-22).
დაწერილია, "რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით - იესო ქრისტეს აღდგომით". იესოს ნათლობა, რომელმაც მისი სხეულის მეშვეობით ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო, ჩვენი ხსნის დასტურია. ის ფაქტი რომ მან ჯვარზე სისხლი დაღვარა არის იმის ფაქტის მტკიცებულება რომ ჩვენ ჩვენი ცოდვებისთვის სამსჯავრო მივიღეთ. ხედავთ თუ არა, რას ვამბობ? ამიტომ, ბიბლია აცხადებს რომ იესო არის ის ვინც მოვიდა წყლით, სისხლით და სულიწმიდით (1 იოანე 5:6-9). იესო ამქვეყნად ადამიანის ხორცში იყო მოვლენილი და ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო, ისევე როგორც აარონ მღვდელმთავარი ცოდვის მსხველპზე ხელდადებით თავისი ხალხის ცოდვებს მას გადასაცემდა. 
წყალი, ანუ ნათლობა, არის ჩვენი ხსნის ხატება. ნათქვამია რომ ის არაა ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა. ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ აღარ ვცოდავთ ცოდვათა მიტევების მიღების შემდეგ. იესოს ნათლიბისადმი რწმენით ჩვენ ცოდვების მიტევებას ვღებულობთ. მაშ, არ ვცოდავთ ხორცით? დიახ, ვცოდავთ. ბევრს არასწორად ესმის ცოდვათა მიტევება და ამბობენ, "გულში ცოდვა თუ არ გაქვს, შენ აღარასოდეს შესცოდავ." მაგრამ ეს არასწორი გაგებაა. ბიბლია ამბობს, "ნამდვილად არ არის ქვეყანაზე მართალი ადამიანი, რომელიც მხოლოდ სიკეთეს იქმს და არ სცოდავს" (ეკლესიასტე 7:20). ხორცი ისევ სუსტია. ის სუსტი იქნება თავისი სიკვდილის დღემდე. ის სცოდავს მანამდე სანამ მოკვდება. "იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება". იესოს ნათლობისა და სისხლისადმი რწმენით ჩვენი სინდისი ღმერთის მიმართ კეთილ სინდისად გადაიქცევა. ჩვენ სინდისს ახლა შეუძლია ჩვენს უფალ ღმერთს მაცხოვრი უწოდოს, იმ ფაქტის რწმენით რომ უფალმა თავისი ნათლობით ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო. 
 

ჩვენი გულების სულიერი საზრდო არის იესოს ნათლობა და სისხლი
 
იესოს ნათლობა და სისხლი გულის საზრდოა. იესოს ნათლობა არის გულის საზრდო და ხსნის ხატება, რომელმაც ჩვენი ცოდვები ამორეცხა. ამიტომ თქვა პეტრე მოციქულმა რომ ნათლობა არის ხატება რომელიც ამჟამად ჩვენ გვიხსნის. 
მოდით შევხედოთ 1 პეტრეს 22-23-ს. "და რაკი ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები - უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის, მტკიცედ და სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი. რადგან ხელახლა ხართ შობილნი არა ხრწნადი თესლისგან, არამედ უხრწნადისგან - ღმერთის ცოცხალი და საუკუნო სიტყვის მიერ". ამინ.
ჩვენ იესოს ნათლობასა და სისხლისადმი რწმენით ხელახლა ვიშვით და ცოდვათა მიტევება მივიღეთ. უფლის დაწერილი სიტყვის რწმენით ჩვენ ხელახლა ვართ შობილნი. ჩვენ ხელახლა ვიშვით "ღმერთის ცოცხალი და საუკუნო სიტყვისგან". ალილუია! ხელახლა შობა ხდება ცოცხალი და უხრწნელი სიტყვის მიერ. ღმერთის სიტყვა არის კანონი, რაც საზომ ლარტყას წარმოადგენს. ღმერთის ხსნის საზომი ლარტყა არასდროს იცვლება. 
იოანე ნათლისმცემელმა თქვა იოანეს 1:29-ში, "აჰა, ღმერთის კრავი, რომელის იღებს წუთისოფლის ცოდვას!" უფლის კრავი, რომელმაც იორდანეს მდინარეში მიიღო ნათლისღება, არის ნამდვილი სიცოცხლის პური, რომელიც ჩვენ მისი ხორცით და სისხლით გვიხნის.
ჩვენ ვართ განწმენდილნი ღმერთის სიტყვისადმი რწმენით. ბიბლია ამბობს, "ამრიგად რწმენა არის მოსმენისგან, ხოლო მოსმენა - ღვთის სიტყვისგან," და "ვინაიდან მასში ვლინდება ღვთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში; როგორც დაწერილია, `მართალი იცოცხლებს რწმენით`" (რომაელთა 10:17, 1:17). ჩვენ სახარებისადმი რწმენით ვმართლდებით.
ხართ განწმენდილი? - ამინ. - აღარ გაქვთ ცოდვა? - არა.- ესაა სახარება, კეთილი ამბავი, `ევანგელიონ` ბერძნულად. რა არის ღმერთის სამართლიანობა? ესაა ის ფაქტი რომ უფალმა ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა ჩვენთვის თავისი სხეულის და სისხლის მოცემით. ღმერთის სამართლიანობამ ჩვენ გაგვწმინდა. ღმერთის სიმართლე არის ის რომ იესომ, რომელიც იყო უცოდველი, მიიღო მთელი ქვეყნიერების ცოდვა და ცოდვილთათვის ეცვა ჯვარს. ეს არის წყალი, იესოს ნათლობა, რომელმაც სამყაროს ყველა ცოდვა ჩამორეცხა. ღმერთის სამართილანობა მოგვეცა იმ ფაქტის გამო რომ იესომ თავისი ნათლობით და ჯვარცმით მთელი ქვეყნიერების ცოდვები წაიღო. ღმერთის სამართლიანობა შედგება მის ნათლობასა და სისხლისგან, და ჯვარი არის განკითვხვის წინასახე. ესაა ღმერთის სამართლიანობა რომელიც სახარებაში იყო გაცხადებული.