• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 1-3] მართალი იცოცხლებს რწმენით (რომაელთა 1:17)

(რომაელთა 1:17)
"ვინაიდან ღმერთის სამართლიანობა ცხადდება რწმენიდან რწმენაში; როგორც დაწერილია, `მართალი იცოცხლებს რწმენით`". 


ჩვენ რწმენით უნდა ვიცოცხლოთ 

რითი ცხოვრობენ მართლები? რწმენით. მართალი ცხოვრობს რწმენით. რა თქმა უნდა, სიტყვა `რწმენა` საკმაოდ ცნობილია, მაგრამ ის ბიბლიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მართლები მხოლოდ რწმენით ცოცხლობენ. რითი ცოცხლობენ მართლები? ისინი ცოცხლობენ ღმერთის რწმენით. ვიმედოვნებ რომ წიგნის ეს ნაწილი გაგვანათლებს ჩვენ, რადგან ჩვენ გაგვაჩნია როგორც ხორცი, ასევე ჩვენში მცხოვრები სულიწმიდა. ხშირად ბიბლიის მუხლების ჩვენი საკუთარი აზრებით განმარტებას ვცდილობთ, მისი დაფარული მნიშვნელობების შეუცნობლად, მაშინ როცა ბიბლია შეიძლება ბუკვალურად გვესმოდეს. ჩვენ გვაქვს როგორც ხორცი, ასევე სული. ამგვარად, ბიბლია ამბობს რომ ჩვენ, მართლები, ვიცოცხლებთ რწმენით, ვინაიდან ცოდვათა მიტევებას ვფლობთ.


მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ხორცს არ შეუძლია კეთილის ქმნა

პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ჩვენ ხორციც გაგვაჩნია. ასე რომ, ხშირად ჩვენ ხორციელად ვმსჯელობთ და ვსჯით. ზოგჯერ ჩვენ ამას ფიქსირებული ხორციელი აზრებით ვაკეთებთ და ამრიგად რწმენის თვლასაზრისით სრულიად აღარ ვენდობით ღმერთის სიტყვას. ამავე დროს, ბიბლია პირდაპირ ამბობს, რომ მართალი მხოლოდ რწმენით იცოცხლებს. მაშ რას ნიშნავს ეს? შეიძლება იფიქროთ, `სად არიან მართლები რომლებიც რწმენით არ ცხოვრობენ? რატომ ამახვილებთ ასეთ ყურადღებას ამ მუხლზე? ეს ხომ წმ.წერილის მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი მუხლია?`
დღეს მე ამ მუხლების შესახებ მინდა გელაპარაკოთ. ჩვენ რწმენით უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ არ გვესმის ჩვენი საკუთარი უმეცრება მანამდე სანამ რაიმის ახსნას არ ვეცდებით, თუმცა გონებაში ვთვლით რომ ეს საგანი კარგად გაგვეგება. ვინაა ის მტერი რომელსაც ცოდვილი ებრძვის? პიროვნება რომელიც ხელალა შობილი არაა, თავის აზრებს და ხორცს ებრძვის. ვის ებრძვის ხელახლა შობილი? ხორცი და სული ადამიანში ერთმანეთს ებრძვიან. შეიძლება გიკვირთ, რატომ ვიმეორებ ამდენჯერ ერთსა და იგივეს, რაც უკვე ვიცით, მაგრამ ამის ხშირად გამეორება მსურს ვინაიდან ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია.
თვით ხელახლა შობილ წმიდანშიც კი, მისი ხორცი და სული გამუდმებით პაექრობს ერთმანეთთან, ვინაიდან მასაც ხორცი გააჩნია. ხორცი შეიცავს გარკვეულ ინსტიქტურ ბუნებრივ თვისებას, რომელსაც რწმენით ცხოვრების ნაცვლად მდიდრულად ცხოვრება და ყველა პრობლემის თავისით გადაჭრა სურს. მართალი ადამიანის სხეულშიც მკვიდრობს ეს ინსტიქტური ნაწილი რომელსაც ლაღად ცხოვრება სწადია და შეცდომის გარეშე სრულყოფილების მიღწევას ცდილობს, რაც შორსაა რწმენით ცხოვრებისგან, რომელსაც ღმერთი მოითხოვს.
ამრიგად, მართლის ხორციც, თვით სულიერ საქმეებშიც, ცდილობს სრულყოფილების მიწვდომას, სურს წუნდაუდებლად გაუმკლავდეს ყველა სულიერ პრობლემას, და ამავე დროს ხორციელ სრულქმნილობასაც მიაღწიოს. მაგრამ არის კი შესაძლებელი ხორციელად რწმენის ცხოვრების გაწევა?


ხორციელად რწმენით ცხოვრება შეუძლებელია

ამიტომ, მკაცრად რომ ვილაპარაკოთ, ეცადო ღვთისადმი მიძღვნილი ცხოვრების ხორციელად გაწევა, შორსაა ჭეშმარიტი რწმენისგან. ბიბლიური თვალსაზრისით, ჩვენ ღმერთის მიმართ ურთიერსაწინააღმდეგო აზრები და ინსტინქტები გაგვაჩნია. იყო ხორციელად უნაკლო და იქონიო უპრობლემო რწმენის ცხოვრება არის შეუძლებელი. ადამიანის ხორცი მტვერივითაა. ბიბლია ამბობს, "ვინაიდან იცის ჩვენი აგებულება, ახსოვს, რომ მტვრისგან ვართ" (ფსალმუნი 102:14). ის ასევე ორთქლის მსგავსია, რომელიც მოკლე ხნით ჩნდება და უჩინარდება თავისი არამყარობის გამო.
როგორ ფიქრობთ, ხელახლა შობილის ხორცს და იმის ვინც არ იყო ხელახლა შობილი, ორთავეს აქვთ შეცოდების უნარი? შეუძლია ხელახლა შობილს ცოდვისთვის თავის არიდება? ჩვენს ხორცს შეცოდების გარეშე არსებობა რომ შეეძლო, რწმენით ცხოვრება აღარ დაგვჭირდებოდა. მაშ შევძლებდით ხორცის ძალით ცხოვრებას? აშკარაა რომ ეს არასდროს მოხდებოდა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, გვესმის ჩვენ თუ არა რომ იმის და მიუხედავად, ვიქენით ჩვენ ხელახლა შობილი თუ არა, ხორცი იმდენად სუსტია რომ ის მაინც გააგრძელებს ცოდვას. 
რამდენი ვიცით ჩვენი ხორცის შესახებ? რამდენი ვიცით ჩვენი საკუთარი თავის შესახებ? შეიძლება იფიქროთ რომ საკუთარ თავს 100%-ით იცნობთ, მაგრამ თქვენი თვითიდენტურობა მეტად განსხვავდება თქვენი ნამდვილი პიროვნებისგან, რადგან რეალურად არც კი გწამთ რომ ცოდვილი ხართ. რამდენად იცნობთ თქვენს თავს? 50%-ის ვარაუდიც გადაჭარბებული იქნება. ჩვეულებრივ ადამიანები საკუთარ თავს დაახლოებით 10-20%-ით იცნობენ, თუმცა კი გონიათ რომ ის 100%-ით შეიცნეს. როდესაც თვლიან რომ რაღაც საშინლად ბოროტი ჩაიდინეს, ისინი სირცხვილს განიცდიან და სწყვეტენ უფლისადმი მიყოლას. შემდეგ თავს ეკითხებიან, საერთოდ შეუძლიათ თუ არა რწმენის ბოლომდე დაცვა, და მოდიან იმ დასკვნამდე რომ ეს არის შეუძლებელი.
ხორციელი გონების სადინარიდან სიბინძურის და ნაგვის ნაკადი ამოხეთქავს. როგორც ჩანს, ადამიანთათვის შეუძლებელია რწმენისებური ღვთისმოსავი ცხოვრების გაწევა. "ოჰ, მგონი უფლის მიყოლას ვეღარ შევძლებ. მეგონა ჩემი ცოდვების ერთხელ და სამუდამოდ მოკვეთის მერე ჩემი ხორცი გამოსწორდებოდა, მაგრამ ის ისევ სუსტია და ვერ ვაღწევ სრულყოფილებას, მიუხედავად იმისა რომ უკვე დიდი ხანია რაც ვიშვი ხელახლა. ხორცი არის უსარგებლო და ამაზრზენი." ჩვენ საერთოდ არაფერი ვიცით საკუთარ თავზე და განსაკუთრებით ჩვენი ხორცის ნაკლოვანებების აღიარებაც არ გვსურს. ამის შედეგი ისაა რომ ჩვენ ვერ ვწხოვრობთ რწმენით, როცა ვატყობთ რომ ხორციდან მრავალი ხორციელი აზრი მოედინება. ჩვენ ვერასდროს შევძლებთ ხორციელად რწმენით ცხოვრებას. რა არის ადამიანის ხორცი? შეუძლია ხორცს თანდათანობით განწმენდა და ღმერთის წინაშე უბიწოდ ცხოვრება თუ ის მრავალი განსაცდელით არის ნავარჯიშევი? ეს სრულიად შეუძლებელია და ხორცი თვით სიკვდილამდე გააგრძელებს ცოდვის ჩადენას.

 

მაშ როგორ ცხოვრობენ მართლები?


"როცა უნებურად შეცდებით და არ აღასრულებთ ყოველ მცნებას, რომელიც დაუდო უფალმა მოსეს, ყოველივეს, რაც გამცნოთ უფალმა მოსეს მეშვეობით იმ დღიდან, როცა გამცნოთ უფალმა და ამიერიდან თქვენს თაობებში; თუ თემის წინდაუხედაობით მოხდა ეს შეცდომა, დაე მთელმა თემმა შესწიროს ერთი ნორჩი მოზვერი სრულადდასაწველად, საამო კეთილსურნელებად უფლისთვის, მისი პურეული ძღვენი, საღვრელი, წესისამებრ, და ერთი მამალი თხა ცოდვისგან განმწმედ შესაწირად. გამოისყიდის მღვდელი ისრაელიანთა მთელ თემს და მიეტევება მათ, რადგან უნებურად მოხდა ეს, მიიტანენ ისინი სრულადდასაწველს უფლის წინაშე, თავისი წინდაუხედაობისთვის. მიეტევება ისრაელიანთა მთელ თემს და მათ შორის მცხოვრებ ხიზანს, რადგან უცოდინრობით შეცდა ხალხი. თუ ერთი სული შესცოდავს წინდაუხედაობით, დაე შესწიროს ერთწლიანი დედალი თხა ცოდვისგან განსაწმედად. და გამოისყიდის მღვდელი შეცთომილს, ვინაიდან განზრახ არ შეუცოდავს უფლისთვის და მიეტევება. ერთი რჯული იყოს განუზრახველად დაშვებული შეცდომისთვის, ისრაელიანი მკვიდრი იქნება თუ მათ შორის მცხოვრები ხიზანი"` (რიცხვნი 15:22-29).
"როცა უნებურად შეცდებით და არ აღასრულებთ ყოველ მცნებას, რომელიც დაუდო უფალმა მოსეს". ბიბლიაში ბევრია "უნებურად შეცოდების" მსგავსი გამოთქმა. ხორცი უნებურად სცოდავს და აკეთებს იმას რაც აკრძალულია. მე გკითხეთ, შეუძლია თუ არა ხორცს სრულქმნილობის მიღწევა, მაგრამ მას ეს არასოდეს შეუძლია, ცოდვების მიტევების მიღების შემდეგაც კი. თავიდან, უშუალოდ გამოსყიდვის მიღების შემდეგ, ხორცი თითქოს უნაკლო ჩანს. მაგრამ ფაქტიურად ის ჩვენი თავის წარმოჩენაში კი არ გვეხმარება, არამედ პირიქით, გვმალავს ჩვენ. ხორცი წამდაუწუმ ნაგავს და ცოდვებს აფრქვევს. ხორცი გამუდმებიდ იდენს ცოდვებს, რომლებიც სძულს ღმერთს. არ სცოდავს ხორცი უწყვეტლივ? ხორცი ყოველთვის ისე ცხოვრობს როგორც ღმერთს უნდა? ხორცი გამუდმებით მხოლოდ იმას აკეთებს რაც ღმერთს არ უყვარს. ხორცი მუდამ უკონტროლოდ სცოდავს.
ღმერთის რჯული შედგება ათი მცნებიდან და შეიცავს 613 სხვადასხვა დეტალურ დებულებას. "ნუ გეყოლება სხვა ღმერთები ჩემი სახის წინაშე. არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება. არ მოიხსენიო უფლის, შენი ღმერთის სახელი ამაოდ. დაიცავი შაბათი დღე, რათა წმიდაჰყო იგი. პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს. არ მოკლა. არ იმრუშო. არ იქურდო. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ. არ ისურვო შენი მოყვასის ქონება". პირველი ოთხო მცნება ღმერთთან ურთიერთობას ეხება. დანარჩენი მათგანი, მეხუთედან დაწყებული მეათემდე, ადამიანებმა ერთმანეთის მიმართ უნდა დაიცვან. მაგრამ სურს კი ხორცს რჯულისადმი მორჩილება?
მოქალაქეებისთვის გზის უსაფრთხოდ გადასაკვეთად მასზე თეთრი მანიშნებლებია დახაზული. მაგრამ ხორცს არასდროს სურს გზის წესების დაცვა. ადამიანები ხაზების დაცვით გზას მხოლოდ სხვა ხალხის დასანახად კვეთავენ. სინამდვილეში, მათ კანონის დაცვა არ სურთ. როცა არავინ უყურებს, ისინი გზას წესების დარღვევით გადადიან.
ხორცი ავტომატურად სცოდავს. განათლებული ხალხისგან სიარულის წესების დაცვა არის მოსალოდნელი, მიუხედავად იმისა, უყურებს მათ ვინმე თუ არა. მაგრამ ესეც რომ იყოს, ამას სრულყოფილად მაინც ვერ გააკეთებდნენ. ჩვენ არ გვიყვარს გზის სანიშნებლების მიხედვით სიარული და ვცდილობთ რომ არ დავემორჩილოთ მათ, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
მაშ რა იყო ღმერთის მიერ რჯულის მოცემის დანიშნულება? რჯული გვაძლევს ცოდვის შემეცნებას (რომაელთა 3:20). რჯულის საშუალებით ჩვენ გავიგეთ რომ ვართ ცოდვილები, რომლებიც მუდამ ვარღვევთ ათ მცნებას. ჩვენ შეუჩერებლად ვცოდავთ. რჯული ჩვენ ყოველთვის კეთილის კეთებას და ბოროტისთვის თავის არიდებას გვთხოვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი ხორცი უწყვეტლივ სცოდავს, რადგან ის მეტად სუსტია რჯულის დასაცავად. ბიბლია ამბობს რომ მართალი რწმენით იცოცხლებს. მაგრამ როგორ უნდა იცხოვრონ მართლებმა რწმენით, როცა ისინი ასეთი ხორცის მატარებელნი არიან? მათაც ხომ არ შეუძლიათ ხორცის მიხედვით რჯულის დაცვა, ხოდა მაშ როგორ უნდა იცხოვრონ? მართლები ღვთის რწმენით ცხოვრობენ.
სულს ღმერთის ნების მიყოლა სურს, ხორცი კი გამუდმებით ცოდვას სჩადის, ათი მცნების თითოეული მუხლის დარღვევით. ხორცი უწყვეტად სცოდავს, დღეს ერთი სახის ცოდვით, ხვალ კი მეორეთი. არის ცოდვები რომელთა ჩადენა ხორცს განსაკუთრებით მოწონს. ადამიანის ხორცი მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში სცოდავს. ასე არ არის?
მოდით მეხუთე მცნებას დავაკვირდეთ. "პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს". ეგ სრულიად სამართლიანი და კეთილგონივრულია, და ადამიანები ნამდვილად ცდილობენ ამ მცნების დაცვას, თუმცა გამუდმებით მისი დაცვა მაინც არ გამოსდით. ამიტომ მოდით გადავდოთ ახლა ეს მცნება და შემდეგს შევხედოთ, "არ მოკლა". ჩვენ ყველანი ვკლავთ ადამიანებს ჩვენს გონებაში, მაშინ როცა მხოლოდ მცირეოდენი კლავს ფიზიკურად. მაგრამ მოდით ახლა ეგეც გამოვტოვოთ, რადგან ყველამ ვიცით რომ კვლა ასეთი დიდი ცოდვაა. შემდეგია "არ იმრუშო" და "არ იქურდო". ამ ცოდვებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ადვილად და ხშირად ჩავდივართ. ზოგ ადამიანს ქურდობის და მრუშობის თანდაყოლილი ნიჭი აქვს. მათ ამ ცოდვების ჩადენა ჩვეულებად გახადეს. სხვისი ქონების მიმართ შურის და მისი მოხვეჭის ცოდვასაც ხომ სჩადიან? (ბიბლია ამბობს რომ მოყვასის ქონების მოსურვება ცოდვაა). ისინი ასევე გაწაფულები არიან სხვა ადამიანთა ქონების მოტაცებაში (ქურდობა). ხორცი ყველა ამ სახის ცოდვას სჩადის, როცა მოისურვებს.
მოდით დავუშვათ რომ ამ ათი სახის ცოდვათაგან ჩვენ მხოლოდ ერთი ან ორი სახის ცოდვას ვიდენთ. გხვდის ჩვენ ეს მართლებად ღმერთის წინაშე? არა, არ გხვდის. ხორცის მიხედვით ჩვენ არ ვართ მართლები ღმერთის წინაშე, ვინაიდან ცოდვის მცირეოდენი ნაწილაკის კი მაინც ცოდვაა. ხორცი განმეორებით სცოდავს, დღიდან დღემდე, ხან ერთი და ხან მეორე სახის ცოდვით, სანამ არ მოკვდება. ხორცს არ შეუძლია არ შესცოდოს ღმერთის წინაშე, სანამ ის ცოცხალია. მაშ ყოფილხართ ღმერთის წინაშე ოდესმე სრულიად სუფთა და განწმენდილი, თუნდაც ერთი დღის განმავლობაში? მოდით ხორცს სულისგან ცალკე შევხედოთ. არასოდეს შეგიცოდავთ ღმერთის წინაშე, ხორცის უნაკლობის შენარჩუნებით? ადამიანი თვით ძილშიც კი სცოდავს. ის სიზმარშიც კი ერთობა უკმეხი სურათების ხილვით და აზრებში ლამაზმანებზე ოცნებობს. ჩვენ ყველანი ვცოდავთ. 
ხორცი აკეთებს ზუსტად იმას რის გაკეთებას ღმერთი გვიკრძალავს და არ აკეთებს იმას რის გაკეთებასაც ის გვთხოვს. ხორცი მუდამ იგივე რჩება, ჩვენი ცოდვების მოკვეთის შემდეგაც კი. როგორც მივაღწიოთ სრულყოფილებას? რა არის განწმედის გზა, თუ ჩვენს ხორცს არ ძლუძს სრულქმნილობა? მაგრამ, ეს ხომ იესო ქრისტეს მეშვეობითაა შესაძლებელი?
ჩვენ ვართ ისინი რომლებმაც ჩავიდინეთ ყველა ეს ცოდვა. შევცოდეთ იესოს წინაშე? - კი, შევცოდეთ. - ახლაც ვცოდავთ თუ არა? - კი, ვცოდავთ. - ვაგრძელებთ ცოდვის გაკეთებას? - კი, ვაგრძელებთ. - ჩვენ თვით სიკვდილამდე შევცოდავთ, მანამდე სანამ ამ ხორცის სხეულს ვატარებთ. ჩვენ ყველანი ვართ ცოდვილი არსებები, რომელთაც არ ძალუძთ ცოდვის არ ჩადენა, თვით ბოლო ამოსუნთქვამდე. მაშ როგორ უნდა გადავრჩეთ ყველა ჩვენი ცოდვისგან? უპირველესად, თუ ხელახლა შობილი არ ხართ, უნდა აღიაროთ რომ ცოდვილი ხართ უფლის წინაშე, იმისთვის რომ თქვენი ცოდვები წარიხოცოს. დახსნის მიღების შემდეგ, ჩვენ აღარ გვჭირდება იმის აღიარება რომ ცოდვილები ვართ, მაგრამ ის კი უნდა ვაღიაროთ, რომ შევცოდეთ. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები მას შემდეგ რაც რჯულის თვალსაზრისით დავაკვირდებით საკუთარ თავს, თუნდაც ზოგჯერ ხორცით სათნო საქმეებსაც ვაკეთებდეთ, თითქოს კეთილები ვყოფილიყავით. ცოდვა უნდა ვაღიაროდ ცოდვად.
ერთადერთი გზა რომლითაც მართალს ცხოვრება შეუძლია, არის ღმერთის რწმენა, სახელდობრ, ღმერთის მიერ ჩვენთვის მოცემული გამოსყიდვის და კურთხევების მიღება. ჩვენ შეგვიძლია განწმენდა და მართლებად დარჩენა, მაშინ როცა შინაგანად მისგან მიღებულ სამართლიანობას ვემყარებით, და მისდამი რწმენით, მარადიული ცხოვრების ქონა. ჩვენი სიცოცხლე მთლიანად ღმერთისადმი რწმენაზეა დამოკიდებული. ამიტომ ამბობს ბიბლია რომ მართალი იცოცხლებს რწმენით. ჩვენ რწმენის მეშვეობით ვაღწევთ განწმენდას და ვინარჩუნებთ ღმერთის სამართლიანობას იმით რომ გვაქვს რწმენა და ამ რწმენითვე ვცოცხლობთ. იმისდა მიუხედავად რომ ხორცი უმართლოა, უგუნურებაა თანდათანობითი განწმენდის მცდელბა, რადგან ეს შეუძლებელია. ჩვენ სიცოცხლე მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როდესაც ვღებულობთ ღმერთის შემწეობას და გვწამს ის როგორც ჩვენი ღმერთი, უფალი და მწყემსი.
ამრიგად პავლე მოციქული ამბობს, "მართალი იცოცხლებს რწმენით", რითაც ძველი აღთქმის აბაკუმის წიგნიდან მოყავს სიტყვები. ის ასევე ამბობს, "ვინაიდან მასში (სახარებაში) ცხადდება ღვთის სამართლიანობა". რა არის ღმერთის სამართლიანობა? იგი ადამიანური სამართლიანობის მსგვასია? შეგვიძლია განვიწმინდოთ ცოდვათა თანდათანობით შემცირებით? ვართ სრულყოფილები იმის გამო რომ აღარ ვცოდავთ იესოს მიღების შემდეგ, ან იმის გამო რომ რწმენა გვაქვს? 
ღმერთის სამართლიანობა ვლინდება მხოლოდ სახარებაში, და ის ჩვენ მხოლოდ ცოდვათა მიტევების მეშვეობით სრულყოფილად გვწმენდს, რადგან ხორცით ჩვენ ვერასოდეს გავმართლდებით. სამართლიანი ადამიანი თავისი გამართლების შემდეგ ღმერთის რწმენით ცხოვრობს. სამართლიანი პიროვნება ხდება მართალი, ინარჩუნებს ღმერთის სამართლიანობას და რწმენით მის კურთხევებს ღებულობს. 

 
ჩვენ რწმენით უნდა ვიცხოვროთ

რწმენით ცხოვრება ასეთია. ადამიანი ქვიშის სასახლეზე უფრო მსხვრევადია, რაც არ უნდა ძლიერი იყოს. ის ამბობს, "მე ამას თუ იმას ვიზავ, უფალო". მაგრამ ხორცს არ შეუძლია ამის გაკეთება. ცოდვების მიტევების მიღების შემდეგ ჩვენ ვცხოვრობთ უფლისადმი და ცოდვასა და რჯულისგან გამოსყიდვის სიტყვის რწმენით. იცვლება ხორცი უკეთესობისკენ, თუ საკმაოდ დიდხანს ვეწევით რწმენის ცხოვრებას? არასდროს. მაშასადამე, რწმენით ცხოვრება ღმერთის აბსოლუტურ რწმენას წარმოადგენს. ჩვენ ვხდებით მართლები იმით რომ გაგვაჩნია სახარების აბსოლუტური რწმენა და ღმერთისადმი რწმენის მეშვეობით ყველა მისი კურთხევის მიღებით ვცხოვრობთ.
მართალი რწმენით იცოცხლებს. ესე იგი, ჩვენ ღვთისადმი რწმენით ვცოცხლობთ. გწამთ ამისი? - დიახ. - ბევრს მოელით თქვენი ხორცისგან? ნუთუ ასე ფიქრობთ, "ალბათ ჩემი ხორცის მხოლოდ 20%-ია კეთილი, მაშინ როცა მისი დანარჩენი ნაწილი ცოდვილია"? ამასთან, ბიბლია ამბობს რომ მართალი რწმენით ცოცხლობს. ღმერთი ამბობს რომ ადამიანს არ შეუძლია ხორცით სიცოცხლე, თუნდაც 0.1%-ით. ნუთუ აპირებთ უფლის მოსვლამდე ცოდვის გარეშე რწმენის შენარჩუნებას და ხორცისადმი თუნდაც მცირეოდენი იმედის ქონას?
ჩვენ იესოსადმი რწმენით ვართ მართლები, იმისდა მიუხედავად რამდენი ცოდვა გვქონდა ჩადენილი მანამდე. თუ იესოსი არ გვწამს, ჩვენ ხორცში ცოდვილები ვართ, რაოდენ სათნოდაც არ უნდა გამოვიყურებოდეთ. ჩვენ 100% ვიწმინდებით როცა გვწამს იესოსი, მაგრამ 100%-ით ცოდვილები ვხდებით როცა მისი არ გვწამს. კმაყოფილია ღმერთი იმით რომ ჩვენ მხოლოდ რამოდენიმე ცოდვას ვიდენთ? აკმაყოფილებს მას თუ ხორცის მიხედვით ვართ მართლები?


ღმერთის სამართლიანობამ ჩვენ მართლები გაგვხადა

მოდით რომაელთა 3:1-8 ვნახოთ. "მაშ, რა არის იუდევლის უპირატესობა, ან რა სარგებელია წინადაცვეთაში? დიდია უპირატესობა ყოველნაირად. უწინარეს ყოვლისა კი იმით, რომ მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვა. მერედა რა, თუ ზოგიერთი არ იყო ერთგული? განა მათი ორგულობა გააბათილებს ღვთის ერთგულებას? არამც და არამც! ღმერთია ჭეშმარიტი, და ყოველი ადამიანი - ცრუ, როგორც წერია: "რათა გამართლდე შენი სიტყვებით, გაიმარჯვო შენი განკითხვისას”. ხოლო თუ ჩვენი უმართლობა გამოაჩენს ღვთის სამართლიანობას, რაღა გვეთქმის? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას? ვლაპარაკობ ადამიანურად. არამც და არამც! სხვაგვარად, როგორღა განიკითხოს ღმერთმა ქვეყნიერება? მაგრამ, თუ ჩემი სიცრუით გამრავლდა ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რაღად გავსამართლდე როგორც ცოდვილი? მაშ, ხომ არ ვაკეთო ბოროტი, რათა კეთილი გამოვიდეს? - როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ? სამართლიანია მსჯავრი ასეთებზე" (რომაელთა 3:1-8).
პავლე მოციქულმა თქვა, "ხოლო თუ ჩვენი უმართლობა გამოაჩენს ღვთის სამართლიანობას, რაღა გვეთქმის? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას?" უმართლოა ღმერთი თუ ის იხსნის ადამიანს რომლის ხორცი თვით მის სიკვდილამდე სცოდავს? კითხვა რომელიც პავლე მოციქულმა მის მძაგებლებს დაუსვა ნიშნავდა, "რაც უფრო მეტად ვლინდება ჩვენი სისუსტე, მით უფრო დიდია ღმერთის სამართლიანობა, რომელიც ყველა ჩვენი ცოდვისგან გვიხსნის". პაცლე მიმართავს მათ ვისაც უკვირს თუ რანაირად შეუძლია განწმენდა ადამიანს რომელიც მთელი მის ცხოვრებას სცოდავდა. ის ამბობს რომ ადამიანის უსუსურება ღმერთის სამართლიანობას ავლენს. ადამიანები, ვისი ხორციც მათ ბოლო ამოსუნთქვამდე სცოდავს, ავლენენ ღმერთის სამართლიანობის სიდიადეს თავისი უძლურებით. 
ადამიანს თუ თავისი პირადი ძალისხმევით შეუძლია გახდეს მართალი, მაშინ ღმერთის სამართლიანობას არავითარი აზრი აღარა აქვს; დაუშვათ, თუ ვინმეს 97%-ით ღმერთის დახმარებით და 3%-ით საკუთარი ძალისხმევით გამართლება შეუძლია. მაგრამ პავლე ამბობს რომ ღმერთმა პირადად და სრულყოფილად იხსნა იესოს მეშვეობით ისინი ვინც თვით სიკვდილამდე სცოდავენ. მაშასადამე, ჩვენი უმართლობა გამოავლენს ღმერთის სიმართლის სიმდიდრეს. ხორცს არ შეუძლია არ შესცოდოს, სანამ არ მოკვდება. მას ერთი დღის განმავლობაშიც კი არ შეუძლია იყოს უნაკლო. ის ფაქტი რომ იესომ სრულყოფილად იხსნა ეს უსრულო ცოდვილები, კიდევ უფრო მეტად ავლენს ღმერთის სამართლიანობას. ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, "მაშ, ხომ არ ვაკეთო ბოროტი, რათა კეთილი გამოვიდეს? - როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ? სამართლიანია მსჯავრი ასეთებზე" (რომაელთა 3:8).
შეგვიძლია ხორცით მართლები რომ გავხდეთ? შეუძლია ჩვენს ხორცს სრულყოფის მიღწევა ცოდვათა მიტევების შემდგომ? ხორცს ეს არ შეუძლია. ქვეყნიერების ყველა დანარჩენი ხალხის გამოკლებით, შეგვიძლია თუნდაც თქვენ და მე ხორცის მიერ მართლებად გახდომა? - არა. - მაგრამ დაგვიხსნა თუ არა უფალმა სრულყოფილად? - დიახ. - უფალმა სრულყოფილად დაგვიხსნა ყველა ჩვენი ცოდვისგან. გვაქვს ცოდვა თუ მთელი გულით გვწამს იესოსი? - არა. - ჩვენ ცოდვა აღარ გვაქვს, რაოდენ უმართლოც არ უნდა ვიყოთ.
უფალმა თქვა, "ისიც გსმენიათ, რაც წინაპართ ეთქვათ: ყალბად არ დაიფიცო, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე. მე კი გეუბნებით თქვენ: საერთოდ არ დაიფიცოთ - არც ცა, რადგან ღმერთის ტახტია იგი; არც დედამიწა, რადგან მის ფერხთა სადგამია იგი; არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი. არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავებაც კი არ შეგიძლია. არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო, ჰო და არა, არა. ამაზე მეტი, ბოროტისგანაა" (მათე 5:33-37). თვით დაფიცება როგორც ასეთი, არის ცოდვა, რადგან არ შეგიძლიათ დაფიცებულის დაცვა. ამიტომ ნურც დაიფიცავთ და ნურც რაიმის მოგვიანბით გაკეთების ფიცს დაიდებთ. უბრალოდ გწამდეთ მისი სიტყვების და იცოცხლებთ. მართლად გახდომას შეძლებთ თუ მის სამართლიანობას ირწმუნებთ, და თუ გწამთ მისი, უფალი შეგეწევათ. 
ამ ქვეყნად ბევრი ილუზია არსებობს. ჩვენ ხორცის კრიტერიუმი გაგვაჩნია და მის მიხედვით ვსჯით და ვმსჯელობთ, რადგან ხორცს ვატარებთ. ამიტომ, ჩვენში არის მოსამართლე რომელიც ღვთის სიტყვასთან არაა დაკავშირებული. ჩვენში ორი მოსამართლე ცხოვრობს. ერთი ჩვენი თავია, ხოლო მეორე - იესო. ამგვარად, ორივე ჩვენში გამეფებას ცდილობს. ჩვენ ხორციელი კანონების შექმნისადმი და მის მიერ მსჯელობისადმი გვაქვს მიდრეკილება, რადგან გვაქვს ხორცი. ხორცი გვეუბნება, "ცოდვაც რომ გააგრძელო, მაინც კარგი პიროვნება ხარ. მე მართალს გიწოდებ, მაშინაც კი როცა შენი ხორცი არაა 100%-ით მართალი". ხორცის მოსამართლე ყოველთვის კარგ ქულებს დაგიწერთ.
ამავე დროს, ჩვენში არსებული ღვთის სამართლიანობის მოსამართლე 100%-იან უცოდველობას მოითხოვს. ის არის წმიდა. სრული გამართლება ჩვენ მხოლოდ რწმენის მიერ ცოდვათა მიტევების საფუძველზე შეგვიძლია. ამიტომ, მისი სახარების მორწმუნეებმა უკვე მიაღწიეს ღმერთის სამართლიანობას. ჩვენ უკვე გავხდით მართლები. ისინი ვისაც სწამთ ღმერთი, ჭეშმარიტად ცოცხლები არიან. ისინი ღვთისმიერი შემწეობით არიან ნაკურთხი. მართალი იცოცხლებს რწმენით. ეს იმას ნიშნავს რომ ურწმუნონი და ხორცის მიერ მავალნი ვერ იცოცხლებენ. მე ამ დიდი სურათის მხოლოდ მცირე ნაწილს გაჩვენებთ. იმ სუპის მსგავსად რომლის მოსამზადებლად ჩვენ მრავალჯერ ვხარშავთ ძვლებს სანამ ის არ გათეთრდება, მეც ისევ და ისევ გიყვებით და გიხსნით ყოველივე ამის დეტალურ მნიშვნელობას.


ჩვენ გვჭირდება რწმენა

ბიბლიის ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენად გვწამს ჩვენ მისი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. არიან ადამიანები რომლებთაც წმ. წერილში მხოლოდ ღვთის მიერ სამყაროს შექმნის სწამთ. არიან ისეთებიც, ვისაც სჯერათ რომ ღმერთმა ცა და დედამიწა შექმნა და რომ იესომ მხოლოდ ჩვენი თავდაპირველი ცოდვა გაანადგურა. მათ სწამთ რომ მათი არსებული ცოდვების ყოველდღიური განბანაა საჭირო. ისინი თავის მსჯელობას ხორცის რჯულის საფუძველზე ამყარებენ. რამდენად ძლიერად გვწამს? მართალი იცოცხლბს რწმენით. გამართლება და სიცოცხლე მხოლოდ რწმენის მეშვეობით არის შესაძლებელი. დასაწყისიდან დასასრულამდე, ჩვენ ღმერთისადმი რწმენას ვსაჭიროებთ. 
მაშ, რამდენად გწამთ? თქვენს სურვილისამებრ აფასებთ საკუთარ თავს და ხორციელი აზრებით ხართ დაჯაჭვული როცა ფიქრობთ, `მე არა მიშავს, ჩემი ხორცი ფრიად წესიერია`, ან `მე მეტად სუსტი ვარ ღმერთის რწმენისთვის`? ქულებს ხომ არ ინიშნავთ როდესაც დღეისთვის 80%-ს, ხოლო მომდევნო დღეს 95%-ს და ზოგ დღეს კი მარტო 5%-ს აძლევთ თქვენს თავს და ფიქრობთ, `ეჰ, ჯობდა რომ არ დავბადებულიყავი`? ასე ხომ არ ფიქრობთ ზოგჯერ? - კი. - მეც იგივეს ვაკეთებ. 
ზოგჯერ ნამდვილად ეგრე ვარ. მაშინაც კი როცა თავს ვიწყნარებ, ვფიქრობ, "ჯობდა რომ არც მერწმუნა უფლის და არ მცნობოდა იგი. რწმენის ღვთისმოსავი ცხოვრების გაწევა სულ უფრო ძნელი ჩანს. დღემდე მოყოლებული, არაფერი გამომდის. მომავლის განჭვრეტის და წარსულის გახსენების დილემას ვხვდები. ერთის მხრივ, აქამდე რწმენის ცხოვრებისთვის შესაძლოა ქება დამემსახურა. მაგრამ ამიერიდან მგონი ვეღარ ვივლი შენთან როგორც შემშვენის, უფალო. რამდენად მგრძნობიარე გავხდი ცოდვის მიმართ მას შემდეგ რაც შეგიცანი. უამრავი აზრი და კრიტერიუმი ბობოქრობდა ჩემში იმ დღიდან რაც გირწმუნე. წესიერად ვერც მოგყვებოდი, უფალო, და არც გიცნობ ისე როგორც მეკადრება. მაგრამ ახლა უკვე აღარ დამრჩა შენდამი მიყოლის არავითარი გაბედულება. რატომ? რადგან ვიცი რომ ღმერთი არის წმიდა და უმწიკვლო. ოჰ! უფალო, აღარ მძალუძს შენთვის მიყოლა. არავითარი დარწმუნება აღარ დამრჩა."
ამიტომ, ღმერთი გვეუბნება რომ რწმენით ვიცხოვროთ, ვინაიდან ის ჩვენ კარგად გვიცნობს. ის ამბობს, "უნდა დარჩე მართალი და რწმენით კურთხეული. ყველა შენი ცოდვა იესო ქრისტეს მის ნათლობაში გადაეცა. რჯულთან მიმართებაში შენი ხორცი მუდამ სცოდავს. ამიტომ აღიარე, რომ არ შეგიძლია არ სცოდო. წაიღო შენმა მაცხოვარმა ყველა შენი ცოდვა თუ არა? - დიახ, წაიღო. - გადავიდა ყველა შენი ცოდვა მასზე თუ არა? - დიახ. - მაშინ, გაქვს თუ არა ცოდვა? - არა.- გიხსნა უფალმა? - დიახ. - მაშინ ღრუბლიანი და კუშტი დღეები მზიან დღეებად გადაიქცევა, საგალობელის სიტყვების მსგავსად, "ჩემი სული დღეს მზის შუქითაა მოცული".

 

ჩვენ ვეღარ გავხდებით ცოდვილები


შეიძლება, მომავალზე ფიქრისას უიმედობა განიცადოთ, მაგრამ როდესაც რწმენით უფალს ვუმზერთ, ის ყოველთვის მზიანი და ნათელია. ამიტომ, ღმერთი ამბობს რომ მართალი იცხოვრებს რწმენით. გწამთ ამისი? - დიახ. - ჩვენ რწმენით ვართ დახსნილი და მისითვე ვცხოვრობთ. ვისი გვწამს? ჩვენ ღვთის რწმენით ვცოცხლობთ. მხოლოდ მართლებს შეუძლიათ რწმენით ცხოვრება. გჯერათ ამისი? - დიახ.- შეძლებთ ღმერთის სიმართლის შენარჩუნებას თქვენი ხორცის სათანადოთ გავარჯიშებით? - არა.- უქმდება ღმერთის სამართლიანობა როდესაც ხორცი ბოროტებას იქმს? ისევ ვხდებით ცოდვილები? - არა.-
პავლე მოციქულმა თქვა გალატელთა 2:18-ში, "ვინაიდან, თუ მე კვლავ ვაშენებ, რაც დავანგრიე, ამით ჩემს თავს დამნაშავედ ვხდი". პიროვნება, რომელსაც სჯერა რომ ყველა მისი ცოდვა იესოს მის ნათლობაში გადაეცა, და რომ ის შემდეგ მისთვის ჯვარზე მსჯავრი მიიღო, ვეღარასდროს გახდება ცოდვილი. პიროვნება, რომელიც არ უარყოფს იესოს, მომენტალურად წმიდა და უცოდველი ხდება, რადგან ყველა მისი ცოდვა იესოს გადაეცა და მას აღარასდროს შეუძლია ისევ ცოდვილად ქცევა. გესმით ეს? - დიახ.-
ღმერთი, რომელმაც დაგვიხსნა, მარადიულად ჩვენი უფალი და მამაა. ღმერთი მუდამ გვეხმარება და წუთისოფლის აღსასრულამდე ჩვენთანაა. ამიტომ ამბობს ის, "იცხოვრე რწმენით. მე გიშველი, თუ მირწმუნებ. შენ, რომელიც ზეციდან ხარ შობილი, ანგელოზები მოგემსახურებიან". ანგელოზები ღმერთსა და ჩვენს შორის არსებული მსახურნი არიან. ისინი ღმერთს ჩვენს შესახებ ყოველივეს აუწყებენ. ღმერთმა ჩვენ თავის შვილებად გვაქცია. ბუნებით ჩვენ ცოდვილები ვიყავით. ხორცის საქმეებით ჩვენ ვერასოდეს გავხდებით მართლები, რწმენით კი მართლები ვხდებით. 
ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს. უფალი რწმენით ჩვენი მწყემსი და მამა გახდა.