(რომაელთა 1:17-18)
"მასში ცხადდება ღვთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც სწერია: ‘მართალი იცოცხლებს რწმენით’. ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უსამართლობაზე, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას."
ჩვენ რწმენით უნდა ვიცხოვროთ
დაწერილია, "მართალი იცოცხლებს რწმენით". ვცხოვრობთ რწმენით თუ არა? ერთადერთი გზა რომლითაც მართლები ცოცხლობენ, არის რწმენა. რწმენა მართლებს სიცოცხლის საშუალებას ანიჭებს. ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ და გავაგრძელოთ ჩვენი მსვლელობა როდესაც ღმერთის გვწამს. მხოლოდ მართლები ცხოვრობენ რწმენით. სიტყვა `მხოლოდ` ნიშნავს რომ მართალთა გარდა რწმენით სხვა ვერავინ ცხოვრობს. მაშ, ცოდვილებზე რა ვთქვათ? ცოდვილებს არ ძლუძთ რწმენით ცხოვრება. ამ წუთას რწმენით ცხოვრობთ? ჩვენ ყველამ რწმენით უნდა ვიცხოვროთ.
ჭეშმარიტი რწმენის შესწავლა დიდ ხანს იკავებს. უნდა გავათვიცნობიეროთ რომ როცა ღმერთის გვწამს, ჩვენ ვცოცხლობთ, და როცა არ გვწამს მისი, ჩვენ ვკვდებით. უნდა მივხვდეთ, რომ რწმენით ცხოვრება - მართალთა ბედ-იღბალია.
ჩიტებს აქვთ ფრთები, მაგრამ თუ მათ არ იხმარენ, მიწაზე მოსიარულე მტაცებლების მიერ იქნებიან დაჭერილი და მოკლული. ამიტომ, მართლებს უწერიათ რწმენით ცხოვრება. ღმერთმა მართლებს რწმენით ცხოვრების ბედისწერა დაუნიშნა. თუ ისინი რწმენით არ იცხოვრებენ, მათი სული მოკვდება.
ქრისტიანის ცხოვრება და ჭეშმარიტ გზაზე მსვლელობა რწმენით იწყება. როგორ უნდა შეეთვისონ მართლები ამ საერო საზოგადოებას, წყლისა და სულის მიერ ხელახლა შობის შემდეგ? უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენთვის არსებობის ერთადერთი გზა არის რწმენით ცხოვრება.
გესმით ეს? ამასია მართალთა სიცოცხლე. რწმენის გარეშე, ჩვენ ვკვდებით და განსაცდელისთვის გამკლავების ძალა არ გაგვაჩნია. თუ პიროვნება, რომელიც არც ცხოვრობს რწმენით და არც იყენებს მას, განსაცდელში ვარდება, ის აუცილებლად დაიღუპება. მაგრამ როდესაც ვინმეს ღმერთის რწმენა გააჩნია და ამბობს, "უფალო, მე მწამს შენი!", ის იცოცხლებს, თუნდაც ნაკლიანი და უძლური ყოფილიყოს. ის ცოცხლობს, რადგან ღმერთის რწმენა აქვს. ღმერთი ეხმარება ადამიანს და მისი რწმენის შესაბამისად შემწეობას უგზავნის.
როდესაც ჩვენს საკუთარ შეზღუდულობას ვაცნობიერებთ, ჩვენ რწმენას ვსწავლობთ
მინდა რომ დაფიქრდეთ, გიცხოვრიათ თუ არა აქამდე რწმენით. ადამიანი არ იწყებს რწმენით ცხოვრებას მის ხელახლა შობისთანავე. თავიდან ის სიტუაციის მიხედვით ცხოვრობს და სპეციფიურად რწმენით ცხოვრებას არ სწავლობს. რატომ? იმიტომ რომ ამ ქვეყნად ცხოვრებისთვის და საკუთარი ხელებით ან ფეხებით შემოსავლის საშოვნელად ადამიანს არ სჭირდება ღმერთისადმი რწმენის ქონა. მაგრამ როცა დგება საკითხი მხოლოდ ჩვენი ფიზიკური ძალების და მცდელობების მიერ ცხოვრებაზე, ჩვენ მაშინ ჩვენი შეზღუდულობის გაცნობიერებას ვიწყებთ. ვხედავთ რომ ამას ვერ ვახერხებთ. მაშ როგორ უნდა ვიცხოვროთ? ჩვენ რწმენა უნდა გამოვიყენოთ. ღმრთისადმი რწმენის და ამ რწმენის გამოყენების გარეშე ჩვენ სრულქმნილად ვერასოდეს ვიცხოვრებთ.
უმნიშვნელო საქმეებშიც კი რწმენით უნდა ვიცხოვროთ და ვთქვათ, "უფალო, მე მწამს შენი, გთხოვ, დამეხმარე." როდესაც ღმერთს ყოველდღიურ საქმეებშიც ვენდობით და ვეუბნებით, "უფალო! მე მწამს შენი, მწამს რომ დამეხმარები, მე მჯერა შენი," - ჩვენ ვამტკიცებთ რომ რწმენით ცხოვრება შეგვიძლია, იმ შემთხვევაშიც კი როცა ეს მცირეოდენი საქმეა.
პირადი გაძლიერების და მიზნების მიღწევის იმედის განცდა მხოლოდ მაშინ გვექნება როცა რწმენით ვივლით. მაგრამ, ღმერთის თუ არ გვწამს, ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ რომ ეს ღმერთმა დაუშვა და ამიტომ ვმარცხდებით, რადგან ამას რწმენით არ ვუყურებთ. არსებულ პრობლემას ვერ ვწყვეტთ, თუმცა ის ადვილად რწმენის მეშვეობით გადაწყდებოდა. რწმენით ცხოვრება ყველაფერში გამოსადეგია, ამიტომ მისი შესწავლა აუცილებლად გვმართებს.
ძველი აღთქმის ხალხი რწმენით ცხოვრობდა და ახალი აღთქმის ხალხისთვისაც მართებული იქნება რწმენით ცხოვრება. საიდან გვაქვს ჩვენი გადარჩენის დარწმუნება? გავხდით თუ არა მართლები იესო ქრისტეს მიერ შერსულებული საქმის რწმენით? დიახ, გავხდით. ღმერთი გვეხმარება, როდესაც მისდამი რწმენით ვცხოვრობთ. თავიდან, ჩვენ უბრალოდ ვიჯერებთ ღმერთს და ჩვენი გულის წადილს შევთხოვთ, ღმერთი კი პასუხად შემწეობას გვიგზავნის. გადარჩენის მოცემის მსგავსად, ღმერთი ჩვენ ასევე სხვა კურთხევებსაც გვანიჭებს. რწმენა ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ ნაწილშია მისაწვდომი. ის თვით სიცოცხლეა. მართალთათვის სიცოცხლე - რწმენაა. რწმენა სიცოცხლეს წარმოადგენს. ის ჩვენი სხეულისთვის სისხლის მსგავსია. როცა ხელახლა შობილს რწმენა არა აქვს, მისი სული კვდება, ისევე როგორც კვდება სისხლისგან დაცლილი ადამიანი. ჩვენ ღმერთი უნდა ვიწამოთ და ვაღიაროთ, "ღმერთო, მე მწამს შენი. მე მწამს, რომ დამეხმარები და გადაჭრი ჩემს პრობლემას".
ეს რწმენაა, რომელიც საკუთარ საჭიროებებზე ადრე, უპირველესად ღვთის სასუფეველს ეძებს, და სწამს რომ ღმერთი დანამდვილებით უპასუხებს ჩვენს ლოცვას. ჩვენ რწმენით უნდა ვიცხოვროთ. მართლებს არ შეუძლიათ რწმენით რომ არ იცხოვრონ. ამ ქვეყნად არსებობისას, ჩვენი ხორცი და რაც მასშია ერთ დღეს გაქარწყლდება. და როდესმე მომავალში ჩვენ ხიფათს ან გარდაუვალ პრობლემას გადავეყრებით. ასეთ დროს, ჩვენთვის ყველაზე დიდი საჭიროება ღმერთის რწმენა აღმოჩნდება; რწმენა იმისა რომ ღმერთმა გვიხსნა და შეგვეწია, და რომ ის კეთილია.
უფრო მეტიც, ჩვენ გვჭირდება რწმენა რომ ღმერთი მოგვცემს იმას რისთვისაც ჩვენ ვლოცულობთ და ვესწრაფით, თუ ეს ღვთისათვის მოსაწონია. როცა ჩვენი ხორციელი შესაძლობლობები ამოწურულია, რწმენა ჩვენ ღვთის მადლში ცხოვრების უნარს გვაძლევს. უფლის რწმენა ჩვენთვის სამოტივაციო ძალად იქცევა იმის მისაღწევად, რასაც მის წინაშე ვიმედოვნებთ.
უმნიშვნელო საქმეებშიც რწმენა უნდა გამოვიყენოთ
როგორ უნდა ვიცხოვროთ? ჩვენ ასეთი ლოცვა გვმართებს, "ღმერთო, მე მწამს შენი. მე ესა და ესა საჭიროება მაქვს, გთხოვ, შემეწიე, უფალო!" მე აქ არ ვსაუბრობ ჩვენს ბუნებრივ ნაკლოვანებებზე. მოდით რწმენით ვიცხოვროთ და ვთქვათ, "მე ესა და ეს მჭირდება ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში. გთხოვ, უფალო, დამეხმარე. მე მწამს რომ ამას ჩემთვის გააკეთებ." პიროვნებამ, რომელიც რწმენით ცხოვრობს, უმნიშვნელო საქმეებშიც კი უნდა დაიწყოს ღვთის შემწეობის ძებნა. მაგალითად, "უფალო, მე კბილის პასტა არ მაქვს. გთხოვ მომცე კბილის პასტა. მე მწამს შენი." ამრიგად, ჩვენ ვიღებთ გამოცდილებას რომ ღმერთი გვპასუხობს, როცა ჩვენ მისი გვჯერა და ვეძებთ მას.
ცოდვილნი ღა რითი ცხოვრობენ? ცოდვილები ცხოვრობენ საკუთარი ძალ-ღონით, მაშინ როცა მართლები ცხოვრობენ რწმენით. როდესაც ვიცით რომ მართლები რწმენით ცხოვრობენ, ჩვენც შეგვიძლია ჩვენს ცხოვრებაში რწმენის გამოყენება. ამრიგად, ვცხოვრობთ არა იმითი რაც გვაქვს, არამედ რწმენით. გესმით? "მართალი რწმენით იცოცხლებს". ის რაც მართლებს ყველაზე მეტად სჭირდება, არის რწმენა, მაგრამ რწმენას ხშირად მხოლოდ მაშინ ვხმარობთ როცა ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობები თითქმის სრულიად ამოილია.
ჩვენ რწმენასთან მოვდივართ როცა ჩვენი საკუთარი ძალა და რესურსები ამოწურულია. მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ რწმენით ცხოვრება - ჭეშმარიტებაა, და რომ ესაა მის აღთქმაზე დამყარებული ღმერთის მცნება, რომელიც დანამდვილებით გვჭირდება ჩვენს ცხოვრებაში. იცხოვრეთ რწმენით. გწამდეთ ღმერთის და მოიძიეთ იგი. მაშინ მიიღებთ და დაეუფლებით იმას რის საჭიროებასაც განიცდით. ჩვენ ყოველდღიურ უმნიშვნელო საქმეებში უნდა ვისწავლოთ რწმენით ცხოვრება, რის შემდეგ ჩვენ თანდათანობით უფრო ძლიერ რწმენას შევიძენთ.
დავითმა რწმენის მეშვეობით გოლიათი შურდულით და ქვით მოკლა. მან მოკლა გოლიათი იმის რწმენით რომ ღმერთი მასთან იყო. "ღმერთო, მე მწამს შენი. ამ გოლიათის მოკვლა შენი ნებაა". და მან შეჰყვირა გოლიათს, “შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ" (1 მეფეთა 17:45). რწმენითვე აბრაამმა, როდესაც მას ღმერთმა მოუწოდა, დაემორჩილა მას და გაეშურა იმ ადგილას რომელიც მას მემკვიდრეობად უნდა მიეღო; და გაემგზავრა თუმცა არ იცოდა თუ სად მიდიოდა.
მართლები რწმენით ცხოვრობენ. ოთხივე სახარებაში `იცხოვრეთ რწმენით`-ის ბევრი მსგავსი გამომეტყველებაა. მაგრამ რამდენმა იცის რომ რწმენით ცხოვრება მართალთა, ქრისტიანთა წილია? მე არ ვიძახი რომ მთელ ჩვენს ფიზიკურ ძალაზე და ქონებაზე უარი ვთქვათ. მე მხოლოდ გირჩევთ რომ რწმენით ცხოვრებისთვის, აღარ იყოთ თქვეს გონებაში მიწიერზე დამოკიდებული. მაშ, რისი უნდა გვწამდეს? ღმერთის. ღმერთი მაშინ მოქმედებს, როცა ჩვენ მისი გვწამს და ვესწრაფვით იმისკენ რაც გვჭირდება. გწამდეთ რომ ის თქვენს ლოცვებს პასუხობს, და გწამდეთ ეკლესიის ხუცესის. შეუერთდით ეკლესიას და ემსახურეთ უფალს. გწამთ თუ არა? ჩვენ რწმენით უნდა ვიცხოვროთ, რადგან ინდივიდუალურად, მართლები ვართ.
ჩვენ უარი უნდა ვთქვათ იმაზე რაზეც ადრე ვიყავით დამოკიდებული. ჩვენ უნდა გვწამდეს ღმერთის, ვეძებოთ და მოვიპოვოთ რწმენის მეშვეობით, რაოდენ ჩვეულებრივი ან უმნიშვნელოც არ უნდა იყოს საჭიროება. ჩვენ რწმენის რეალური განცდით უნდა ვცხოვრობდეთ. მაშინ შევძლებთ უფალთან ერთად გამეფებას და წუთისოფლის ადამაინთაგან გაკილვის არიდებას. ღმერთი ამბობს რომ მან "გააწყო ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ" (ფსალმუნი 22:5). უდიდესი მიზღვა არის იყო კურთხეული ღმერთის წინაშე. ეს არ ნიშნავს სიტუაციის განვითრების მიხედვით იცხოვრო, არამედ იცხოვრო რწმენით.
გიცხოვრიათ ოდესმე რწმენით? უამრავ ადამიანს რწმენით არასოდეს უცხოვრია, მაგრამ არსებობენ ადამიანები რომლებმაც ლოცვის დროს ღვთის მოქმედება განიცადეს. ჩვენ არა მხოლოდ ერთხელ, არამედ გამუდმებით, ისევ და ისევ უნდა ვიქონიოთ ამის გამოცდილება. ასეთი უნდა იყოს მართლის ცხოვრების წესი. ამაქვეყნის ნივთებს არე უნდა ვეყრდნობოდეთ, არამედ გვწამდეს ღმერთის. ეს არის მართალთა ცხოვრება. ჩვენ ამგვარად უნდა ვცხოვრობდეთ. მხოლოდ რწმენით ვიქნებით ჩვენ ცოცხალნი და შევძლებთ ღმერთის ყველა კურთხევის მიღებას.
ყველაზე მეტად ღვთის წინაშე რწმენა გვჭირდება
შესაძლოა რწმენის ქონა ვინმეს ძნელ ამოცანად მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში, ის ადვილია. არაფერია საჭირო გარდა ღმერთისადმი რწმენისა. უბრალოდ ღმერთის უნდა გვწამდეს. ბევრს ჰგონია, რომ ძნელია გწამდეს ღმერთი, მაგრამ სინამდვილეში ეს იმდენად რთული არაა. მე მამაჩემს "მამას" ვუძახი და მჯერა რომ ის მამაჩემია, რადგან ის ნამდვილად არის ჩემი მამა. ის ფაქტი რომ ის მამაჩემია არაა დამოკიდებული ჩემს რწმენაზე. ღმერთისადმი რწმენაც ამ წერტილიდან იღებს საწყისს. მე მწამს ღმერთის. რატომ? იმიტომ რომ ღმერთი ყოველთვის მართალთა მხარეზეა, უყვარს ისინი და მათი მამა და მხსნელი ხდება. მეორეც, თუ ჩვენ მისი გვწამს, ჩვენ უბრალოდ ვთხოვთ მას, ისევე როგორც შვილი მამამისს სთხოვს რაიმეს. და ბოლოს, მამაღმერთი ისმენს და პასუხობს ჩვენს საჭიროებებს. ღმერთისადმი რწმენა დამყარებულია და იწყება ასეთ მარტივ დარწმუნებაზე.
ჩვენ რწმენით უნდა ვიცხოვროთ, რადგან ღმერთი არის ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი. მთელი ჩვენი ცხოვრება რწმენასთანაა დაკავშირებული. ჩვენ რწმენით მივიღეთ ხსნა და რწმენითვე ღმერთის მიერ ვართ დაცული. სწორედ რწმენაა რომელიც გვათქმევინებს, "უფალო, მე მჯერა შენი. გთხოვ, მარჩინე და იზრუნე ჩემზე". რა უნდა ვქნათ როცა ვართ უძლურნი და ეშმაკის მუქარით შეშინებულნი? ჩვენ ღმერთის უნდა გვწამდეს და ვთქვათ, "უფალო, მე შენი მწამს". არასწორი აზრების გამო ჩვენ შესაძლოა ეშმაკის მახეში ჩავვარდეთ და დავმარცხდეთ მის მიერ. ასეთ შემთხვევაში, რადგან ვლოცულობთ და გვწამს ღმერთის, და ვამბობთ, "უფალო, გევედრები, დამიცავი. მე მწამს რომ შენ ნამდვილად დამიცავ", - და ასევე იმიტომ რომ ღმერთი ჩვენი მამაა, ის გვარჩენს და გვინახავს. მაშინაც კი როცა არასწორ ლოცვებს აღვავლენთ, ღმერთი მაინც რაიმე გზით გვინახავს, რადგან ის ჩვენ კარგად გვიცნობს. ყველაზე მნიშვნელოვანია, გწამდეს. ეს ძალზე მარტივია. უბრალოდ გამოიყენეთ თქვენი ღვთისგან ბოძებული რწმენა, და მაშინ ის თქვენ რწმენიდან რწმენაში გაგიძღვებათ. რწმენის გარეშე ცხოვრება უსარგებლოა, მაშინაც კი როცა ღმერთი არსებობს. თუ ღმერთის გვწამს, ჩვენ რწმენით ცხოვრებას ვიწყებთ.
რწმენიდან რწმენაში
რომაელთა 1:17 ამბობს, "ვინაიდან მასში ცხადდება ღვთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში". როცა ჩვენ ისევ და ისევ ვიყენებთ ჩვენს რწმენას, ჩვენ რწმენის ხალხი ვხდებით. მინდა რომ ეს კარგად გაიგოთ. ღმერთის თუ არ გვწამს, ის ჩვენთვის არ არსებობს, მაშინაც კი, როცა ის სინამდვილეში არსებობს. თქვენ აღწევთ რწმენას, რწმენის მეშვეობით, როცა თანამიმდევრულად გწამთ, რომ ღმერთი ცოცხალია და რომ მან ჩვენ დაგვიხსნა.
როდესაც თქვენ რწმენის ადამიანი ხდებით, ყველაფერი რაც ღვთისაა, რწმენით თქვენი ხდება. ის რასაც ბიბლია რომაელთა 1:17-ში ამბობს, არის რომ რწმენის დასაწყისი და დასასრული თვით რწმენაშია. "ვინაიდან მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში". ამიტომ, ჩვენ ხსნის მიღებაც და რწმენის ხალხად დარჩენა შეგვიძლია, თუ გვჯერა რომ ღმერთმა დაგვიხსნა. ჩვენ ვერ ვიქნებით რწმენის შვილები, თუ არ გვწამს. ღმერთი პასუხობს, როდესაც ჩვენ გულმოდგინეთ ვესწრაფვით იმას რაც ჩვენს ცხოვრებაში გვჭირდება და ამავე დროს გვწამს მისი.
ის რაც პავლე მოციქულმა რომაელთა 1:17-ში თქვა, უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა თვით მუხლი მოკლეა. გესმით ახლა როგორ ცხოვრობენ მართლები? "მართლები ცხოვრობენ რწმენით". რწმენა დანამდვილებით სასიცოცხლოა მართალთათვის, მაგრამ არა ცოდვილებისთვის.
უპირველესი რამ რაც ცოდვილებს სჭირდებათ, არის რომ ირწმუნონ რომ იესო არის მათი მხსნელი. მაგრამ ჩვენ, ხელახლა შობილ ქრისტიანებს, ჩვენს ცხოვრებაში ასევე რწმენის უნარიც გაგვაჩნია. ცხოვრებისთვის მხოლოდ ერთი ან ორი რამ გვჭირდება? არა. ჩვენ ყველას მრავალი საჭიროება გაგვაჩნია, იქნება ეს მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო რამ. მართლები ყველა საქმეში რწმენით ცხოვრობენ. გესმით ეს? ჩვენ რწმენით უნდა ვცხოვრობდეთ. ჩვენ რწმენით ვარ დახსნილნი და რწმენითვე ყოველგვარი ხიფათისგან ვართ დაცულები. ღმერთი გვპასუხობს, როცა ჩვენ რწმენით ვლოცულობთ. ჩვენ რწმენით უნდა ვცხოვრობდეთ და ვილოცოთ, მაშინაც კი როცა სუსტნი ვართ. ყველაფერში, იქნება ეს დაოჯახება თუ სახარების ქადაგება, ჩვენ რწმენა გვჭირდება. როდესაც ჩვენ სახარებას სხვებს ვუქადაგებთ, რწმენა ასე გვალოცვინებს, "ღმერთო, მე მწამს რომ შენ იხსნი ამ ადამიანს". ჩვენ ყველაფერს რწმენით ვაკეთებთ.
მაგრამ მართლები თავიანთ ცხოვრებას სპონტანურად და პოზიტიურათ ატარებენ; მათ სწამთ, ისინი ეძებენ და პოულობენ პასუხს. რწმენა თუ არ გვაქვს, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უსარგებლო აზრებით და ურწმუნობით აივსება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ეკლესიასთან ერთად სიარულს ვეღარ შევძლებთ. როგორ უნდა შევძლოთ უფალთან რწმენის გარეშე სიარული? არის ხორცში რაიმე სარწმუნო? არაფერი. როგორ უნდა გვწამდეს? ღმერთის თუ არ გვჯერა, რწმენაც არ გვექნება. ეკლესიის მიყოლა მაშინ შეგვიძლია, როდესაც რწმენით ვცხოვრობთ, და ასეთი ცხოვრება რწმენითვე წარმოიშვება. ხედავთ ამას თუ არა? გწამთ ღმერთის? მაშინ ეძიეთ ის რაც გჭირდებათ. გწამდეთ ღმერთის და ყველაფერი კარგად წარიმართება. ერთადერთი პრობლემა არის იმის გაუთვიცნობიერება რომ ჩვენ რწმენით ცხოვრება გვმართებს.
მე მადლობას ვწირავ ღმერთს, რომელმაც საშუალება მოგვანიჭა ჩვენი დარჩენილი ცხოვრება რწმენით გვევლო.