• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 1-5] ისინი ვინც ჭეშმარიტებას უსამართლობით აბრკოლებენ ( რომაელთა 1:18-25 )

(რომაელთა 1:18-25)
"ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უსამართლობაზე, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას. იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც ღმერთზე შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ. ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არა აქვთ. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და გამოსულელდნენ. და უხრწნელი ღვთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა უწმიდურებას მათი გულისთქმებითურთ, რათა თავად შეებილწათ თავიანთი სხეულები. რომელთაც ღვთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.”

 

ვის მიმართ ცხადდება ღმერთის რისხვა?


ჩვენ ვხედავთ რომ პაცლე მოციქული იმავე სახარებას ქადაგებდა რომელსაც დღეს ჩვენ ვქადაგებთ. ვის მიმართ ცხადდება ღმერთის რისხვა? ღმერთის რისხვა ცხადდება ცოდვილებზე, რომლებიც ჭეშმარიტებას უსამართლობით ჩქმალავენ, სახელდობრ, მათზე ვისაც ცოდვა აქვს და თავიანთი აზრებით აბრკოლებენ ჭეშმარიტებას. 
პავლე მოციქული ნათლად ამბობს რომ ღვთის რისხვა უპირველესად ცხადდება მათზე ვინც სიმართლეს უმართლობით აკავებს. ასეთები ღვთის სამსჯავროს მიიღებენ. როგორი იქნება ღმერთის რისხვა? ღმერთის რისხვა მათ ხორცს და სულს ჯოჯოხეთში ჩააგდებს. 
ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ რომ მხოლოდ ხორცი იქნება განკითხული, რადგან ადამიანს სულიც გააჩნია. ამიტომ, ღმერთი როგორც ხორცს, ასევე სულსაც განიკითხავს. არიან ადამიანები, რომლებიც ღმერთის ჭეშმარიტებას თავიანთი მიწიერი აზრებით ფარავენ. ეს არიან ისინი, ვისაც ცოდვები აქვთ და ვინც მართლებს ეწინააღმდეგება. ღმერთის რისხვა და მისი სამსჯავრო ცხადდება მათზე ვისი გასასტიკებული გულები ცოდვითაა სავსე და ვისაც ღმერთის არ ეშინიათ. 
პავლე მოციქული ამბობს რომაელთა 1:17-ში, "მართალი იცოცხლებს რწმენით." ის ასევე ამბობს რომ ღმერთის სამსჯავრო და მისი რისხვა გადმოდის მათზე ვინც თავიანთი ცოდვებით ჭეშმარიტებას ახშობს.

 

ურწმუნოები ღმერთის რისხვის ქვეშ არიან


ღმერთმა სამყაროს ხსნის ჭეშმარიტება ყოვლისმომცველად უბოძა. ღმერთის ჭეშმარიტება და მისი სიყვარული მოიცავს მთელ მსოფლიოს. ამიტომ ღმერთის სიმართლის და სიყვარულის უარსაყოფად არავითარი გამართლება არ არსებობს. ღმერთი განსჯის ყველას ვისაც არ სწამს ჭეშმარიტების სახარება და ვინც მას ეწინააღმდეგება. 
მოდით დავფიქრდეთ მათზე ვისაც არ მიუღია ჭეშმარიტი სახარების სიყვარული. ჩვენ ვხედავთ ღმერთის ნამოქმედარს, სახელდობრ, წყალს, ბალახს, ხეებს, ცას, ფრინველებს, და ა.შ. როგორ უნდა ეარსება ყოველივე ამას ღმერთის შემოქმედების გარეშე? ბიბლია ამბობს, "ვინაიდან ყოველ სახლს ვინმე აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია" (ებრაელთა 3:4). ამიტომ, მათი ბრალი არაა თუ არ სწამთ ღმერთი და ჭეშმარიტების სიტყვა? 
ამგვარად, მართებულია რომ ცოდვათა მიტევების მადლის ურწმუნონი ღმერთის მიერ იქნენ განკითხულნი. ისინი ევოლუციის თეორიას უჭერენ მხარს. ისინი ამტკიცებენ რომ სამყარო თავისით ბუნებრივად განვითარდა. ისინი ასევე ამბობენ რომ თავიდან მოხდა ეგრედ წოდებული "დიდი აფეთქება", დაახლოებით 15 მილიარდი წლის წინ, რის შემდეგ სხვადასხვა სულდგმული არსება გაჩნდა. ისინი ამბობენ რომ სიცოცხლის ორიგინალურმა სტრუქტურამ ცვლა განიცადა, და თანდათანობით განვითარდა თევზებში, ცხოველებში და ბოლოს, ადამიანშიც. ეს თეორია სწორი რომ ყოფილიყო, კაცობრიობა რამოდენიმე ათასი წლის შემდეგ კიდევ უფრო სხვა სიცოცხლის ფორმად უნდა ქცეულიყო.
"ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არა აქვთ" (რომაელთა 1:20). ადამიანები უარყოფენ ღმერთს, თუმცა ბუნების საოცრებებათა და საიდუმლოებათა ხილვისას მათთვის ცხადი უნდა იყოს რომ ღმერთი ცოცხალია. 
ურწმუნოები ღმერთის რისხვის ქვეშ იმყოფებიან. ბევრმა არ განადიდა ღმერთი და არ იყო მისი მადლიერი, ასე რომ ისინი თავიანთ გონებაში ამაოებას მიეცნენ. მათი უგუნური გულები სიბნელემ მოიცვა; თავიანთ თავს ბრძენს უწოდებდნენ და გამოსულელდნენ, და უხრწნელი ღვთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში. ღმერთის სამსჯვარო ელის ამ ადამიანებს. ყველა, ვინც ხელახლა არაა შობილი, ღმერთის მსჯავრის ქვეშ იმყოფება, განურჩევლად იმისა, სწამთ იესო თუ არა. 


ღმერთმა ურწმუნონი უწმიდურებას გადასცა

"მიტომ გადასცა ისინი ღმერთმა უწმიდურებას მათი გულისთქმებითურთ, რათა თავად შეებილწათ თავიანთი სხეულები. რომელთაც ღვთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოთი. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის" (რომაელთა 1:24-27).
რის თქმას ცდილობს ეს მონაკვეთი? ღმერთი უფლებას აძლევს მათ ვინც ქმნილებას ეთაყვანება და ემსახურება, რომ თავიანთი სურვილისამებრ სცოდონ. ის მათ ასევე ეშმაკს გადასცემს. ღმერთი მას უფლებას აძლევს რომ ისე მოექცეს ურწმუნოებს როგორც სურს. ამიტომ ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა ვიწამოთ ღმერთი და გადავრჩეთ. "რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოთი. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ". ეს ღმერთის უარყოფას უდრის და სწორედ ამან შიდსიც გამოიწვია.
ღმერთმა ადამიანებს ბუნებრივი წესი მისცა. მამაკაცი ქალთან უნდა ცხოვრობდეს. მაგრამ ის ფაქტი რომ მამაკაცები ერთმანეთთან ურთიერთობაში შედიან, ისევე როგორც ქალები ქალებთან, მეტყველებს იმაზე რომ ისინი ღმერთის მიერ მოცემულ ბუნებრივ წესს უარყოფენ. რომაელთა წერილი დაახლოებით 1900 წლის წინ დაიწერა. პავლემ წინასწარ თქვა რომ ისინი ვინც სტოვებენ თავიანთი სქესის ბუნებრივ წესს, ამ სექსუალური დარღვევებისთვის სასჯელს მიიღებენ. ღმერთის სიტყვა დღეისთვის რეალობად იქცევა. ჩვენ ვიცით რომ შიდსი მეტწილად ჰომოსექსუალებშია გავრცლებული. 
ამიტომ სრულიათ შესაფერისია რომ მათ თავიანთი სქესობრივი ცოდვებისთვის საფასური გადაიხადონ. ღმერთის რისხვა ვლინდება მამაკაცებზე რომლებიც თავიანთი სქესის ბუნებრივ წესს ცვლიან. ღმერთი ურწმუნოებს გახრწნილ გონებას გადასცემს. სხვა სიტყვებით, ეს ნამდვილად ღვთის წყევლაა.


ისინი ღმერთის სამართლიანობას ეწინააღმდეგებიან

ადამიანები რომლებსაც არ სურთ თავიანთ გონებაში ღმერთის შენარჩუნება, შემდეგნაირები არიან: "აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით, ცილისმწამებელნი, ღვთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგამზრახველნი, მშობლების ურჩნი, უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი. იციან მათ ღვთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ, მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც კვერს უკრავენ" (რომაელთა 1:29-32).
როგორ ეპყრობიან `ამის მოქმედნი` მათ ვინც მსგავს ბოროტებას სჩადის? ისინი მათ `კვერს უკრავენ`. როგორ ექცევიან ღმერთის მოწინააღმდეგენი მათ ვინც ღმერთის სიტყვას ემორჩილება? ისინი სდევნიან მართლებს და ეუბნებიან, "თქვენ მწვალებლები ხართ!" მართლები, იესოს რწმენასთან მოსვლის შემდეგ, თავიანთი სიმართლისთვის იდევნებიან. ისინი კურთხეულნი არიან.
ადამიანები უთანაგრძნობენ მათ ვინც ხორცით დადის. მაგრამ, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ჩვენ ვხედავთ რომ ისინი ეწინააღმდეგებიან და ხელს უშლიან სხვებს იესოს რწმენაში და ცოდვათა მიტევების მეშვეობით მართლებად გახდომაში. ეს იგივეა რაც ცოდვის მონობა, რადგან მათ არც ღმერთის სწამთ და არც მის ჭეშმარიტების სიტყვას უჯერებენ. 
ამიტომ, ურწმუნოებიც და ეშმაკიც, ამბობენ რომ ჩვენ არც სრულყოფილი განწმენდა და არც ცოდვათა სრულყოფილი მიტევება გვჭირდება, თუმცაღა იესო ქრისტეს რწმენაზე ნებას გვრთავენ. ურწმუნონი და ურჩნი ამბობენ რომ იესოს რწმენა მათ ზეცაში მოსახვედრად სჭირდებათ, განურჩევლად იმისა რომ გულში ცოდვა აქვთ. ამიტომ გრძნობენ ისინი თავს კომფორტულად, რადგან თუმცა იესოსი სწამთ, ისევ ცოდვილებად დარჩენა შეუძლიათ. ისინი ვინც არც იცნობენ ღმერთს და არც სწმათ მისი, იმისდა მიუხედავად რომ ქრისტიანებად ითვლებიან, არ ცდილობენ ღმერთის ცოდნით მიღებას და ემტერებიან მას. ისინი ღმერთის სამართლიანობას ეწინააღმდეგებიან. ისინი ასევე ეშმაკს და ყოველგვარ ცოდვას ეთაყვანებიან. ასეთები არიან ისინი ვინც ხელახლა არ იყო შობილი, თუმცა იესოსი სწამთ. არსებობს უამრავი ნომინალური ქრისტიანი რომელიც ხელახლა არ იყო შობილი. ისინი ვისაც იესო თავიანთ გულებში არსებული ცოდვებითურთ სწამთ, არ ემორჩილებიან ღმერთის ჭეშმარიტების სიტყვას და ეწინააღმდეგებიან ხელახლა შობილ ქრისტიანებს, რომლებმაც ცოდვათა მიტევება მიიღეს და იესო ქრისტეს ჭეშმარიტების რწმენით განიწმინდნენ. 


ისინი ვინც ხელახლა არ იყო შობილი, ხელავლა შობილთ ემტერებიან

პავლე მოციქული ამბობს ბიბლიაში რომ მათზე ვინც ჭეშმარიტებას უსამართლობით აბრკოლებს, ღმერთის რისხვა ვლინდება. ის ასევე ამბობს რომ ღმერთის სამსჯვარო ცხადდება ზეციდან ყოველგვარ უღმერთობაზე და უსამართლობაზე. ყოველივე ხდება ჭეშმარიტების თანახმად. ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში რომ უფალმა ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა. ღვთის რისხვა იმათ მიმართაა ვინც სიმართლეს ეწინააღმდეგება და ახშობს მას. ღმერთის სიტყვიდან ჩვენ ვსწავლობთ, რომ ყველა მორწმუნე რომელიც ხელახლა არ იყო შობილი, ღმერთის მსჯავრს მიიღებს. ღმერთი განიკითხავს მათ ვინც არა იყო ხელახლა შობილი, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ იესოსი სწამდათ. 
მორწმუნეებს რომლებიც არ იშვნენ ხელახლა, უყვართ ღვარძლით სავსე გულებით ხელახლა შობილებთა ძაგება. ასეთი პიროვნებები ჯოჯოხეთში მოხვდებიან. ღმერთი მათ ჯოჯოხეთში აგზავნის. ისინი ავგულობით არიან სავსენი და ერთმანეთში ჩურჩულებენ. ცოდვილები, რომლებიც ცოდვამიტევებული მართლების წინააღმდეგ ჭორაობენ, მსჯავრს მიიღებენ. გესმით რას ვამბობ? ჩვენ არ უნდა ვუთანაგრძნოთ მათ. ისინი ღმერთს თავისი ცოდვებით ეწინააღმდეგებიან, იმის უმეცარნი, რომ მას ამით ემტერებიან, და ჩურჩულებენ, "უცნაურია ეგენი თავიანთ უცოდველობაზე რომ ლაპარაკობენ. ეს მეტად უცნაურად ჟღერს".
ღვთის რისხვა ცხადდება მათზე ვინც თავიანთი სიავით ღმერთს ემტერებიან. ასეთი ადამიანები იწონებენ იმათ ვინც ამგვარად იქცევა. ისინი ჭორიკნებს და მძაგებლებს ამართლებენ. ქრისტიანები ვინც ხელახლა არ იყო შობილი, ერთმანეთში ჩურჩულებენ და მართლებს ცილს სწამებენ. ისინი მართლებს სჭორავენ და სძულთ ისინი, თვით კი ამპარტავნობენ და ერთმანეთში ბოროტებას ზრახავენ. იცით როგორ ზრახავენ ისინი ბოროტებას? ისინი ავ საქმეებს ერთმანეთთან გაერთიანებით ახორციელებენ. ისინი მართლებს კეთილშობილი ლოზუნგებით წინაღუდგებიან, ისეთი როგორც, "მოდით ნამდვილად იესო ვიწამოთ. მოდით ჭეშმარიტი რწმენა ვიქონიოთ. მოდით წუთისოფლის ნათელი გავხდეთ". ისინი ამგვარ ცოდვებს ერთმანეთთან გაერთიანებით სჩადიან, რადგან მარტოდ ცოდვა მოსაწყენია.
ამიტომ, ღმერთი ამბობს ფსალმუნში 2:4, "მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ", - რადგან ქვეყნიერების მეფეებმა ღმერთის წინააღმდეგ შეთქმულება განიზრახეს. `ო, ეგ სასაცილოა. რა უნდა მომივიდეს, ჩემს წინააღმდეგ ყველა თქვენი შეთქმულებისას. მართლაც რომ თქვენი თავის განკითხვას მთხოვთ`. ღმერთი ასეთებისთვის განკითხვის დღეს ელოდება, რადგან მათი მცდელობა მეტად საცინარია. 


ისინი ვინც მართლებს განიკითხავენ, ღმერთის მიერ იქნებიან განკითხულნი

ისინი ვინც ღმერთის ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგებიან და ვინც ხელახლა არ იყო შობილი, ცოდვებს ჩადიან. ხელახლა შობილებსაც მათ ხორცში გარკვეული სიავე და უსრულობა გააჩნიათ. მაგრამ რეალურად ისინი მეტად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ჩვენ გვწამს ღმერთის და მისი ჭეშმარიტების. ჩვენ ღმერთის მიერ ცოდვათა მიტევება მივიღეთ. ამასთანავე, იმ ადამიანებს ღმერთის საერთოდ არ სწამთ. ისინი `ღვთის სამართლიანობის და ჭეშმარიტების` წინააღმდეგ გამოდიან. "ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ ადამიანო, ყოვლის განმკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან იმასვე სჩადიხარ, რისთვისაც განიკითხავ" (რომაელთა 2:1).
პავლე მოციქული მიმართავს ებრაელებს და ქრისტიანებს ვინც არ იყო ხელახლა შობილი და მხოლოდ რჯულს მიყვებოდა. ისინი სხვებს განიკითხავდნენ და ეუბნებოდენ, "არ კლა, არ იმრუშო, არ იქურდო, მხოლოდ ღმერთს ემსახურე", მაშინ როდესაც თვითონ არ იცავდნენ ამ რჯულს. გასამართლება შეუძლია მხოლოდ ღმერთს და მისი სიტყვის შესაბამისად, მის შვილებს, ვინც ხელახლა არის შობილი. 
ზემოდხსენებული ადამიანები განისჯებიან, ვინაიდან ისინი მართლებს თვითნებურად განიკითხავენ. ღმერთი განიკითხავს ყველას ვინც ხელახლა არ იყო შობილი, ანუ, ებრაელებს და ლეგალისტ ქრისტიანებს. ღმერთის რისხვა ცხადდება მათზე ვინც რჯულის დაცვით რელიგიურ ცხოვრებას მიყვება, მაშინ როცა ხელახლა არაა შობილი, და ვისაც სჯერათ რომ თუ ღმერთს ამაში არ დაემორჩილებიან, ჯოჯოხეთში წავლენ, ხოლო თუ დაუჯერებენ, სასუფეველში მოხვდებიან. მაგრამ ნამდვილი მორწმუნე არის ის, ვინც მართლდება მისი იესო ქრისტესადმი რწმენით. ჩვენ უნდა განვასხვავოთ ამ ორ კატეგორიათა შორის. ისინი ვისაც ღმერთის სწამთ, მაგრამ ხელახლა შობის გარეშე ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწევიან, მუდამ განიკითხავენ მართლებს, მათი პირადი კრიტერიუმის შესაბამისად.
მაგრამ ღმერთი ნამდვილად განიკითხავს ასეთ ხალხს. მათ არც უწყით, რომ თავისი კრიტერიუმის თანახმად, ისინი საკუთარ თავს განიკითხავენ. ო, ადამიანო, რომელიც შენი პირადი ცოდვების მიტევების გარეშე სჯი და განიკითხავ მართალს, მრუდე რწმენით, ღმერთისგან მადლის და ჭეშმარიტების მიუღებლად, ნუთუ გგონია რომ გაექცევი ღმერთის სამსჯავროს? ასეთი ადამიანები ღმერთის მიერ იქნებიან განკითხულნი.


ღმერთის სამსჯავრო სამართლიანია

"ჩვენ კი ვიცით, რომ ღმერთის სამსჯავრო ჭეშმარიტია ამის ჩამდენთათთვის" (რომაელთა 2:2). ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ღმერთის სამსჯავრო სამართლიანია იმათ მიმართ ვინც სხვებს განიკითხავენ, მაშინ როცა თვითონ ხელახლა არ არიან შობილნი, თუნდაც იესოსი სწამდეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ღმერთი მათ ჯოჯოხეთში აგზავნის და თავისი ჭეშმარიტების მიხედვიდ განიკითხავს. 
ღმერთი ცოდვილებს ჯოჯოხეთში აგზავნის, რადგან მისი სიმართლე ჭეშმარიტია, და რადგან ღვთის სამსჯავრო სამართლიანია. ადამიანის ჯოჯოხეთში მოხვედრა არაა დამოკიდებული წინასწარ განსაზღვრის დოქტრინაზე, რომელიც ქადაგებს რომ ღმერთს `ზოგი უპირობოთ უყვარს, ზოგი კი სძულს`. ღმერთმა სამყაროს შექმნამდე იესო ქრისტეში ყველა ადამიანი აირჩია (ეფესელთა 1:4).
ყველა ვისაც სწამს რომ იესო ქრისტემ მათი ცოდვები ამოშალა, ცოდვების მიტევებას ღებულობს. ღმერთმა ეს წინასწარ განსაზღვრა. ამიტომ ყველა, ვინც ხელახლა არ იშვა, თუნდაც იესოსი სწამდათ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან. ისინი იქ მოხვდებიან ღმერთის სამართლის მიხედვით, და ეს არის ჭეშმარიტება.
ღვთის სამსჯავრო რომელიც ცოდვილებს ჯოჯოხეთში აგზავნის, სამართლიანია. რატომ? იმიტომ რომ მათ უკუაგდეს ღმერთის სიყვარული და არც მისი ხსნა მიიღეს და არც ირწმუნეს მისი. ამიტომ შესაფერია რომ სამართლიანობის მიხედვით, ღმერთმა ჯოჯოხეთში ჩააგდოს ისინი ვინც ხელახლა არ იყო შობილი. 
ზოგმა შეიძლება თქვას, "რატომ არ მიქადაგა ღმერთმა სახარება?" ნამდვილად არ უქადაგია? ღმერთმა სახარება მრავალჯერ გიქადაგათ. ეცადეთ ხსნის მოპოვება თვალების ფართოდ გახელვით. ამ ქვეყნად არსებობს რამოდენიმე ეკლესია რომელიც ღვთის სიტყვის შესაბამისად ქადაგებს სახარებას. მაგრამ თქვენ შეძლებთ ჭეშმარიტების პოვნას, თუ ზედმიწევნით მოძებნით მას. ჩემს შემთხვევაში, მე ნამდვილად ვეცადე მისი აღმოჩენა! ჩემს ხელახლა შობამდე, ეკლესიაში ქადაგების შემდეგ, მე ვილოცე, "ო, უფალო! მე ცოდვილი ვარ ღმერთის წინაშე, თუმცა ამ ხალხს შენი სიტყვა ვუქადაგე. ის რასაც მათ ვეუბნებოდი, ჩემს თავს ვეუბნებოდი. მე ცოდვილი ვარ. გევედრები, გამომოეცხადე. გთხოვ, გადამარჩინე!"
არ ვიცი რამდენჯერ ვეცადე ჭეშმარიტების მოპოვება. ღმერთს სწადია შეხვდეს ყველას ვინც მას ეძებს. ღმერთს იმ ადამიანების გამოსყიდვაც კი სურს, ვინც მას საერთოდ არ ეძებს. “არა ჩემს ერს ვუწოდებ ჩემს ერს და არა საყვარელს – საყვარელს” (რომაელთა 9:25). ღმერთი გვაუწყებს, რომ ის არის ჩვენი მაცხოვარი, რომელიც ამ ქვეყნად ჩვენს სახსნელად მოვიდა. ისინი ვინც გულმოდგინეთ ეძებდნენ ღმერთს, ნამდვილად იპოვიან მას. იყვნენ სხვებიც, ვინც ღმერთს არ ეძებდა, მაგრამ უფლის შეხვედრის საშუალება მიეცათ როდესაც მათთან სახარების მქადაგებელი მივიდა და სახარება უქადაგა. ზოგი დაინტერესდა სახარებით, ზოგი კი არა. ადამიანები, რომლებიც ჯოჯოხეთში მოხვდებიან, იქ იმის გამო აღმოჩნდებიან რომ უარყვეს კეთილი უწყება. 
ღმერთის სამართლიანობის შესაბამისად, ჯოჯოხეთში მოხვედრა მართებულია მათთვის ვინც ამას იმსახურებს. ისინი ვინც ცათა სასუფეველში მოხვედრას იმსახურებენ, აღწევენ მას იესოსადმი სწორი რწმენის მიხედვით, თუნდაც რაიმე განსაკუთრებული მიღწევები არ გააჩნდეთ. ეს ყოველივე ღმერთის ჭეშმარიტი სამართლის მიხედვით ხდება. 
ღმერთი შემთხვევით არ აგზავნის ზოგს ჯოჯოხეთში, ზოგს კი სასუფეველში, გარკვეული ხალხის მიმართ ქომაგობის გამო. ამის ნაცვლად, ის მათ სამართლიანი სამსჯავროს მიხედვით ჭეშმარიტებით ასამართლებს. ამიტომ, ჩვენ სახარება უნდა ვიქადაგოთ. "შენ კი, ადამიანო, რომელიც განიკითხავ ამის ჩამდენთ და თვითონ იმასვე აკეთებ, ნუთუ გგონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს? თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, თავშეკავებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?" (რომაელთა 2:3-4). 


თავისი სიყვარულით, იესომ უქვე მოსპო მთელი მსოფლიოს ცოდვები

პავლე მოციქული ეუბნება ცოდვილებს, ებრაელებს და ლეგალისტ ქრისტიანებს, რომლებსაც არც იესოს სიყვარული მიუღიათ და არც ხელახლა იყვნენ ნაშობი, რომ ისინი განისჯებიან. მათ ჯოჯოხეთში მოხვედრა უწერიათ. მაგრამ რა არის სახარება? რომაელთა 2:4-ში ღმერთი ამბობს, "თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, თავშეკავებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?" ღმერთის სიყვარული ცხადად მოევლინა ყველა ადამიანს და მთელ მსოფლიოში მართებულად იმძლავრა.
არავინაა გამორიცხული ღმერთის გადარჩენის მადლიდან. იესომ ქვეყნიერების ყველა ცოდვა ამოშალა. მან ჩვენ სრულყოფილად გაგვწმინდა. როგორ ფიქრობთ, მან მხოლოდ ორიგინალური ცოდვა გააქრო, ხოლო ყოველდღიური ცოდვებისთვის მაშინ გვპატიებს როცა მათ მოსანანიებლად ვლოცულობთ? არა. უფალმა მთელი მსოფლიოს ცოდვები უკვე ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრა. მიუხედავად ამისა, ისინი ვინც ღმერთს ეწინააღმდეგებიან, უგულებელყოფენ მის სიყვარულს და სიკეთეს. "რანაირად გადაგვარჩინა იესომ? როგორ შემიძლია იმის თქმა რომ `ცოდვა არ მაქვს`, მაშინ როცა უწყვეთლივ ვცოდავ? ეს უაზრობაა. როგორ უნდა ამოეშალა ღმერთს ყველა ჩემი ცოდვა, როცა მე გამუდმებით ცოდვებს ვიდენ, თუმცა ის მაცხოვარი და უფალი ღმერთია?"
ადამიანები ამგვარად ხორციელად მსჯელობენ, მაგრამ ღმერთმა თავის სიყვარულში უკვე ამორეცხა წუთისოფლის ყველა ცოდვა. უფალი მოვიდა ამქვეყნად და სრულყოფილად ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა. უფალმა იცის ადამიანის უსრულობა და სისუსტე (ხორცს არ შეუძლია ისევ და ისევ რომ არ სცოდოს). ამიტომ, თავისი ნათლობით და ჯვრის სისხლით, მან ერთხელ და სამუდამოდ ამოშალა მსოფლიოს ყველა ცოდვა. უფალმა კარგად უწყის ხორცის უძლურებანი. "მე გადაგარჩინეთ, რადგან ვიცოდი, რომ თქვენი სიკვდილის დღემდე ისევ და ისევ შესცოდავთ".
უფალმა ამორეცხა მთელი სამყაროს ცოდვები. მან ჩვენ ყველანი მიგვიღო, რადგან მან გამოგვისყიდა. უფალმა ცოდვილებისთვის ცოდვის საზღაური გადაიხადა და განწმინდა ისინი თავისი ძალით და სიმართლით (იესო იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეზე მოინათლა). უფალმა გვაკურთხა, თავისი შვილები გაგვხადა და თავისი სიცოცხლით (სისხლით) ჩვენი ცოდვების საზღაურის დაფარვით, ცათა სასუფეველში მოხვედრის საშუალება მოგვცა. უფალმა ცოდვილები მის მართალ შვილებად აქცია.


ურწმუნოებმა უნდა მოინანიონ და გულები უფლისკენ მოაქციონ

"თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, თავშეკავებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?" მათ ვინც უგულებელყოფს მის სახიერებას, თავშეკავებას და სულგრძელობის სიმდიდრეს, ღმერთი ჯოჯოხეთში აგზავნის. უეჭველი ფაქტია რომ იესო ქრისტემ წუთისოფლის ყველა ცოდვა ამორეცხა, და რომ სახარებამ მთელი ქვეყანა მოიცვა. მაგრამ ადამიანები მაინც ჯოჯოხეთში მიდიან, რადგან მათ მისი არ სწამთ. ჩვენ რომ გვდომოდა კიდევაც მისი სახიერების და სულგრძელობის სიმდიდრის უკუგდებით ჯოჯოხეთში მოხვედრა, იესომ, ყველა ჩვენი ცოდვის ჩამორეცხვით, გვიხსნა მანდ მოხვედრისგან. ჯოჯოხეთში მოხვედრა რომ მოგვესურვა კიდევაც, მან მისგან მაინც გვიხსნა. 
ამიტომ, ჩვენ გვმართებს ხსნის მისაღებად იესო ქრისტეს წყლისა და სისხლისადმი რწმენა. გწამდეთ, და გადარჩებით. ისინი, ვინც ზურგს აქცევენ ღმერთის სიყვარულს და ხსნას, ჯოჯოხეთში მოხვდებიან. ჯოჯოხეთი არის ადგილი, რომელიც ღმერთმა განუმზადა მათ ვინც მისი ხსნის მადლს და მისი სახიერების სიმდიდრეს უგულებელყოფდა. ურწმუნოებმა უკვე შეიძინეს ჯოჯოხეთში მიმავალი ბილეთები. მათ, ვისაც განკუთვნილი აქვთ ჯოჯოხეთში მოხვედრა, უნდა მოინანიონ და გულები უფლისკენ მოაბრუნონ. თუ ჭეშმარიტი სახარების რწმენა არ გაქვთ, ცათა სასუფეველს ვერასდროს იხილავთ.


ღმერთის სიყვარულის უარყოფისთვის ადამიანები ჯოჯოხეთში მიდიან

"ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენ თვითონვე იხვეჭ რისხვას ღვთის რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს" (რომაელთა 2:5). ისინი ვისაც მოუნანიებელი გული აქვთ და არ ინანიებენ, ჯოჯოხეთში მიდიან. ზოგი ადამიანი ჯოჯოხეთში ღმერთის დიადი სიყვარულის უარყოფისთვის მოხვდება. ცოდვილები, რომლებიც ჯიუტი გულებით უარყოფენ ჭეშმარიტებას და პირად აზრებს მიყვებიან, თავიანთი ცოდვების საზღაურის გამო ჯოჯოხეთში წავლენ. ისინი ვინც უარყოფენ ღმერთის სიყვარულს და თანდათანობითი განწმენდის მისაღწევად ჟინიანათ მონანიების ლოცვებს იჩემებენ, ასევე ჯოჯოხეთში წავლენ. გამოცხადების დღემდე და მისი სამართლიანი სამსჯავროს დღემდე ღმერთის რისხვის დაგროვება უფლის სიყვარულის უგულებელყოფის შედეგია. 
თავის ხსნის გეგმაში ღმერთმა ცოდვილთა გადარჩენა და მათი გამართლება ჩაიფიქრა, მანამდე ვიდრე ჩვენ ეშმაკის მიერ ცოდვით გავიხრწნებოდით. ღმერთმა ჩვენს სახსნელად და განსაწმენდათ თავისი ძე გამოაგზავნა. მაგრამ ცოდვილებმა ეს არ მიიღეს. ღვთის სიყვარულის უარყოფით მათ პირამდე აავსეს ღვთის რისხვის ფიალა, და განიკითხებიან მისი სამართლიანი სამსჯავროს და რისხვის დღეს. ღმერთის სამართლიანი რისხვა მდგომარეობს იმაში, რომ ის ჯოჯოხეთში აგზავნის მათ ვისაც გულში ცოდვა აქვთ.
რატომ? იმიტომ რომ ღმერთმა სამყაროს ყველა ცოდვა ჩამორეცხა და ყველას ამქვეყნად რწმენით გადაარჩენა უბოძა. ურწმუნოები დანამდვილებით ჯოჯოხეთში მოხვდებიან. თავის სიჯიუტეში მათ მოხალისეებად ჯოჯოხეთის გზა აირჩიეს, ასე რომ ბოლოს ისინი მწარედ ინანებენ თავიანთ უგუნურებას. ცოდვილები წავლენ ჯოჯოხეთში, თუ არ მიიღებენ ღმერთის დიად სიყვარულს.
ადამიანებს ჰგონიათ რომ ღმერთი დაუსაბუთებლად ზოგს ჯოჯოხეთში, ზოგს კი ცათა სასუფეველში, თავისი ძალაუფლების გამო, ალალბედზე აგზავნის. მაგრამ ეს სიმართლე არაა. ღმერთმა ჯოჯოხეთი იმათთვის შექმნა, ვინც მეტად ჯიუტია მისი სიყვარულის და ჭეშმარიტების მისაღებად, და ამიტომ ეგ მათთვის სამყოფად შესაფერი ადგილი იქნება.
ბიბლია ამბობს რომ ჯოჯოხეთი არის ტბა რომელიც ცეცხლით და გოგირდით იწვის. მათთვის ვინც ცოდვას ირჩევს, იქ ბინძური მატლები იკლაკნებიან. ცოდვილები დაიყვირებენ, "არა, არა! რა საშინელი ადგილია!" მაგრამ ღმერთი ეტყვის, "მე თქვენ ცოდვეები განგბანეთ, თქვენ კი თქვით, რომ ცოდვა თქვენთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. ამიტომ, საჩუქრად და მეგობრებად ახლა მატლები მიიღეთ, რადგან ცოდვების მიტევება უარყავით." "არა, მე ვერ ვიტან ამას, ღმერთო!"
"თუმც ვერ იტანთ, ეს ბედი თქვენ თვითონ აირჩიეთ. მე ვარ სამართლიანობის ღმერთი. მე იმას გაძლევთ, რაც დაიმსახურეთ. ჯოჯოხეთი მიეცემა ყველას, ვინც თავის გულში ცოდვის ქონა ირჩია". ეს ღვთის სამართლიანი სამსჯავროა. ადამიანები ამ ქვეყნად ცხოვრების დროს სცოდავენ, მაგრამ მათ არ უნდა უგულებელყონ ღმერთის ხსნის სახარება, რომელმაც მთელი ქვეყნიერების ცოდვები გააქრო. 
ადამიანები მიდიან ჯოჯოხეთში რადგან გასასტიკებული გულები აქვთ. ღვთის წინაშე ჯიუტობა არ შეიძლება. ჩვენ უნდა ვიწამოთ, რომ მან უკვე ჩამორეცხა წუთისფოლის მთელი ცოდვა. თუმცა ეს ჭეშმარიტება უხილავია, თქვენ მისი უნდა გწამდეთ.


ღმერთი გვეუბნება რომ მან ჩვენ უკვე შეგვიყვარა

ღმერთი გვეუბნება რომ მან უკვე შეგვიყვარა. "მე უკვე ჩამოვრეცხე ყველა თქვენი ცოდვა". ირწმუნეთ ეს ფაქტი. როდესაც ღმერთი ამბობს, რომ მან შექმნა ცა და დედამიწა, ჩვენ ამისი უნდა გვჯეროდეს, რადგან ღვთის სიტყვა არის სიმართლე. რწმენა იწყება ღმერთის სიტყვის დაჯერებით. ადამიანებს სწამთ რაიმესი მხოლოდ როცა მათ ეს თავისი შეზღუდული გონებით ესმით, და არ სწამთ, თუ არ ესმით. ურწმუნოები, რომლებსაც არ სწამთ, რომ ღმერთმა ყველა ცოდვილი მათი ცოდვებისგან იხსნა, ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან. მათ თვითონ აირჩიეს ჯოჯოხეთში მოხვედრის ბედი. 
იყო ერთი ცნობილი ქრისტიანი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, "მე ვაღიარებ ღმერთის წინაშე, რომ თვით სიკვდილის დღემდე ცოდვილად დავრჩები". ის მოკვდა და უეჭველად ჯოჯოხეთში ამოყო თავი. მან ფაქტიურად განუცხადა ღმერთ ს, "მე ვადასტურებ რომ ვარ ცოდვილი ღმერთის წინაშე და ვერასდროს ვიქნები მართალი". მან თავისი სიკვდილის დღემდე დაჟინებით ამტკიცებდა რომ ცოდვილი იყო. ის თავის ბოლო ამოსუნთქვამდე უარყოფდა ღმერთის სიყვარულს და ჭეშმარიტებას. მაშინ უფალმა თქვა, "რახან ასე ერთგული ხარ შენი რწმენისადმი, მართებული იქნება შენი ჯოჯოხეთში მოხვედრა, შენი რწმენისამებრ. ამიტომ მე შენ ჯოჯოხეთში გაგზავნი, რადგან ცოდვილები ვერასდროს შევლენ ცათა სასუფეველში". 


მხოლოდ რომ მერწმუნა

ადამიანი რომელმაც თქვა, "ვაცხადებ რომ სიცოცხლის ბოლომდე ცოდვილი ვარ", ჯოჯოხეთში მოხვდა. თვით ღმერთსაც კი არ შეუძლია ამნაირი ხალხისთვის შველა. მათ არა მხოლოდ საკუთარი თავი გამოაცხადეს ცოდვილებად, თუმცა ხვალ ან ზეგ უკვე ჯოჯოხეთში შეეძლოთ აღმოჩენილიყვნენ, არამედ მათთვის მინდობილ მორწმუნეებსაც ასწავილდნენ, "ჩვენ თვით სიკვდილის დღემდე ცოდვილები ვართ, და მაშინაც ვიქნებით ცოდვილები როცა ღმერთის წინაშე დავდგებით". ამიტომ მრავალი მორწმუნე ამგვარ რელიგიურ გზას მიყვება. მაგრამ ღმერთმა თქვა რომ ცოდვილები ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან. მიუხედავად ამისა, დღევანდელ ქრისტიონობაში, მსგავს სწავლებას ურიცხვი ქრისტიანი მისდევს. ღმერთმა თქვა რომ ასეთი ცოდვილები საუკუნოდ ინანებენ და ჯოჯოხეთის გავარვარებულ ცეცხლში კბილების კრაჭუნით დაიძახებენ, "ო, რომ მერწმუნა! მხოლოდ რომ მერწმუნა!"
"ნეტავ მერწმუნა იმ ფაქტის, რომ იესომ ყველა ჩემი ცოდვა ამორეცხა, და ნეტავ ჩემი პირადი აზრები მიმეტოვებინა, მაშინ მე ცათა სასუფეველში შევძლებდი შესვლას!" "..რომ მერწმუნა, მხოლოდ რომ მერწმუნა". ამ სიტყვების მსგავსი მთქმელი ბევრი იქნება ჯოჯოხეთში. ისინი იტყვიან, "ნეტავ, ნეტავ გვერწმუნა, ნეტავ მიგვეღო ჭეშმარიტება, ჩვენ მაშინ მისი შვილები ვიქნებოდით. რატომ ვიყავით ასეთი ურჩნი...?"
მაშინ მართლები ღმერთს სთხოვენ, "უფალო, გთხოვთ, გვაჩვენე, ცოდვილებს რა ბედი ეწია. ისინი ხომ ჩვენ, მართლებს, გვდევნიდნენ." "არა, კარგი არ იქნება ეს თქვენთვის, ჩემო შვილებო, რადგან თქვენი გული დანაღვლიანდება მათ შორის თქვენი ახლობლების ხილვით. ნამდვილად გინდათ თქვენს ტანჯულ ნაცნობთა დანახვა?” "გთხოვთ, მხოლოდ ერთხელ დაგვანახე!" უფალმა შეიძლება ოდესმე თავისი გულუხვობის გამო გვანახოს ეს. ასე რომ, მოდით დავუშვათ, რომ შევძელით ამის ხილვა. იქ ბევრი გოდება მოისმება, ისეთი როგორც, "ო, ნეტავ მერწმუნა, მხოლოდ რომ მერწმუნა!" მაშინ ჩვენ გავოგნდებით, "რა არის ეს ხმაური? გუნდის სიმღერას ხომ არ წააგავს?" "ყურადღებით მოუსმინეთ და გაიგებთ, მღერიან ისინი თუ ნანობენ". მამაკაცები და ქალები იმ ცეცხლის ალებში ერთიანად შეჰღაღადებენ, "ოჰ, მხოლოდ რომ გვერწმუნა!"
ჯიუტი ადამიანები ჯოჯოხეთში მოხვდებიან, თუ მართებულ ჯიუტებას არ გამოიჩენენ. სიმართლისთვის ჩასაჭიდებლად ჩვენ ნამდვილად შეუპოვრობა გვჭირდება. ადამიანი არ უნდა იყოს მერყევი. სადაც სიმტკიცე და უდრეკობა გვმართებს, უდრეკი უნდა ვიყოთ. ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ მართებულად შეუპოვრები, და სადაც საჭიროა, იქ ჯიუტობაზე უარიც უნდა ვთქვათ.


ღმერთი ყველა ადამიანს მათი საქმეებისამებრ მიუზღავს

"რომელიც ყველას მისი საქმეებისამებრ მიუზღავს: მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელებას - საუკუნო სიცოცხლეს" (რომაელთა 2:6-7). ღმერთი თითოეულ პიროვნებას მისი საქმეებისამებრ მიუზღავს და გაასამართლებს. `მიზღვა` ნიშნავს `საქმეების მიხედვით სამაგიეროს მიგებას`. რომელი პიროვნებაა ის ვინც სიკეთის გამუდმებული კეთებით დიდებას, პატივსა და უხრწნელებას ეძებს? ეს ისაა ვისაც სწამს იესოს სრულყოფილი ხსნა. 
ამ ქვეყნად უამრავი ადამიანია, მაგრამ ღმერთი მხოლოდ იმათ აძლევს საუკუნო სიცოცხლეს, ვინც მუდამ ჭეშმარიტებაში დადის და სწამს უფლის სამართლიანობის, რაც არ უნდა ილაპარაკონ სხვებმა. ღმერთი აძლევს მარადიული სასუფევლის დიდებას მათ, ვისაც მართლებად გახდომა სურს და მარად ბედნიერი სიცოცხლის გატარება სწადიათ. ისინი მდგრადნი არიან კეთილის კეთებაში და ღვთის შვილებად გახდომის მოლოდინში ესწრაფვიან დიდებას, პატივს და უკვდავებას. ისინი გამუდმებით აგრძელებენ სიკეთის კეთებას და ღვთის სამართლიანობას მიყვებიან. ასეთ ადამიანებს ღმერთი მარადიულ სიცოცხლეს ანიჭებს. ის აძლევს მათ უკვდავებას და თავის შვილებად ხდის. ღმერთის შვილები მისი სასუფევლის ღმერთები ხდებიან. 
"ხოლო მათ, ვინც ჯიუტობს და ჭეშმარიტებას კი არ ემორჩილება, არამედ უსამართლობას - რისხვასა და გულისწყრომას" (რომაელთა 2:8). "ხოლოთ მათ" აქ მეტყველებს იმ ადამიანთა ჯგუფზე, ვინც კურთხევის საპირისპირო მდგომარეობაშია. ისინი, ვინც ღმერთის სამართილანობას ეწინააღმდეგება, არიან ურჩნი და ჭეშმარიტებას ებრძვიან, ღმერთის რისხვას და გულისწყრომას დაიმსახურებენ. ღმერთი მათ ჯოჯოხეთში აგზავნის. ისინი ვინც ხელახლა არაა შობილი და არ ემორჩილებიან სიმართლეს, მიეკუთვნებიან მოდავეების და ჭეშმარიტების მტერთა ჯგუფს. 
ადამიანები რომლებიც არ არიან ხელახლა შობილნი, არიან კამათის მოყვარულნი და უყვართ ფრაქციების ფორმირებით განხეთქილების შექმნა. კორეის ისტორიის მანძილზე, ჩვენი წინაპრებიც დაჯგუფებებს ქმნიდნენ და პოლიტიკური მიზნებით ერთმანეთს ებრძვოდნენ. მმართველი ჯგუფი ინიშნებოდა იმის საფუძველზე თუ ვინ გახდებოდა მეფე. როდესაც ლი-ს ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი გამეფდა, ამ ოჯახის ყველა დანარჩენი წევრი და წარმომადგენელი მაღალ თანამდებობებზე იქნა დანიშნული, დანარჩენებს კი განკიცხვა და დევნა ერგო. მაგრამ როცა სამეფო ტახტი კიმ-ის ოჯახთან გადავიდა, აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა. ადამიანებმა ისევ დაჯგუფებების შექმნა დაიწყეს, არა სამართლიანობის დასამყარებლად, არამედ პირადი მოგებისთვის.
თანამედროვე ქრისტიანობაც ამის მსგავსია. ისინი დენომინაციებს და სექტებს ქმნიან. რისთვის? იმისთვის რომ ჯგუფურად შეეწინააღმდეგონ სიმართლეს. ისინი ერთხმად ამბობენ რომ ცოდვა აქვთ, იმისდა მიუხედავად რომ იესომ უკვე ამოშალა მთელი სამყაროს ცოდვები. ისინი თავს დახსნილებად მოაჩვენებენ, მაგრამ არ ემორჩილებიან ჭეშმარიტებას. ისინი მართლებს როგორც ერეტიკოსებს კიცხავენ და იძახიან რომ ცოდვის ქონა სწორია. უფალი ამბობს რომ ცოდვილები რომლებიც მართლებს ედავებიან, არიან მცდარნი და რომ მათ ყველას ჯოჯოხეთში მოხვედრა უწერია.
ისინი ვინც ჭეშმარიტებას და ღმერთს ემორჩილება, ემორჩილებიან უფლის სიტყვას. ჩვენ, მართლებს, გვწამს რომ ღმერთის სამსჯავრო სამართლიანია.


შეუძლია ქრისტიანულ აღმსარებლობებს ჩვენი თავის ცათა სასუფეველში გაგზავნა?

აღმსარებლობებს არ შეუძლია ცათა სასუფეველში ჩვენი მოხვედრის უზრუნველყოფა. ერთხელ იყო და ჩემმა მეუღლემ თავისი სიდედრი გააბრაზა იმით რომ უთხრა, "რელიგიურ ორგანიზაციას არ შეუძლია თქვენი ცათა სასუფეველში გაგზავნა”. გულწრფელად რომ გითხრათ, ახლაც არ ვიცი რატომ გაბრაზდა დედაჩემი ამ განცხადებაზე. როგორ ფიქრობთ, შეუძლია რელიგიურ ორგანიზაციას თქვენი ცათა სასუფეველში მოხვედრის უზრუნველყოფა? ჩვენ ხსნას ინდივიდუალურად ვღებულობთ, და ცათა სასუფეველში ღვთის სიტყვის რწმენის საფუძველზე შევდივართ. შეუძლია პრესვიტერიანულ ან ბაპტისტურ რელიგიურ ორგანოს თქვენი თავის ცათა სასუფეველში გაგზავნა? ან სიწმინდის ან ადვენტისტების ეკლესიებს? არა. ცათა სასუფეველში მხოლოდ მაშინ შეგვიძლია მოხვედრა, როდესაც გვწამს ცოდვათა მიტევების, რომელიც იესომ ჩვენთვის უზრუნველყო.


ჩვენ ღმერთის ეკლესიაში უნდა ვრჩებოდეთ

როგორც ჩანს პავლე მოციქული ყოფდა ქრისტიანებში ჯოჯოხეთში მიმავალ ცოდვილებს მართლებისგან, რომლებიც ცათა სასუფეველში მიდიოდნენ. სახარება ყველასთვის ერთი იყო, როგორც ებრაელებისთვის, ასევე ბერძნებისთვის. სიტყვა `ბერძნები` გულისხმობდა ყველა წარმართს (არა-ებრაელს), ხოლო ებრაელები შესაბამისად მთელ ისრაელს წარმოადგენდნენ. ღმერთი არ უყურებს ადამიანის გარეგნულ შეხედულებას. ღმერთი ეძებს ადამიანს, რომელსაც გულით სწამს ღმერთის სიტყვა. გწამთ რომ იესო ღმერთი და მაცხოვარია? ცათა სასუფეველში ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია მოხვედრა, როდესაც გვჯერა რომ იესომ თავისი ნათლისღებით მთელი წუთისოფლის ცოდვები გააქრო. ამ ფაქტის უნდა გვწამდეს და მას არ უნდა ვუღალატოთ. ჩვენში მცხოვრები სულიწმიდა გვიცავს ჩვენი რწმენის ღალატისგან და ხიფათიან დროს ჩვენი მტრების დამარცხებაში გვეხმარება. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიაროთ. 
ბიბლიაში არის იგავი განსხვავებული ნიადაგების შესახებ, მაგრამ ზოგი ნიადაგი წარმოადგენს მათ ვისაც ხსნის მიღება არ შეუძლია. ასეთ ნიადაგში დათესილი მარცვალი მის აღმოცენისთანავე კვდება. ის უსიცოცხლო თესლის მსგავსია. მისი ბოლო იგივეა, ანუ სიკვდილი. მაშ შეგვიძლია ჩვენ თუ არა რწმენის ჩვენი ძალით შენახვა? არა. რწმენის შენარჩუნება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როდესაც უფალი გვანიჭებს ძალას ყველა განსაცდელის გადასალახავად, და სულიერი ავადმყოფობის განსაკურნებელ წამალს, როცა ჭეშმარიტ ვაზზე ვრჩებით.
ასეთი ვაზი ღმერთის ეკლესიაა. უფალი გვაძლევს კურთხევებს, განკურნებას, ნუგეშს და დევნების დამძლევ რწმენას, როცა ღვთის ეკლესიაში ვრჩებით. მაგრამ რა მოგვივა, ვაზზე თუ არ დავრჩით? ჩვენ უმალვე მოვკვდებით. მართლების გულები ვერ შეძლებენ ბოროტის შეტევათა ატანას და საბოლოო ჯამში დასნეულდებიან, თუ არ შეუერთდნენ ეკლესიას, იმ შემთხვევაშიც კი როცა პირადად სხვადასხვა სულიერი ნიჭი და ძალები გააჩნიათ. ხედავთ ამას? ისინი თანდათანობით ეცემიან და სულ უფრო უსარგებლონი ხდებიან. ბიბლია ამბობს, "თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთაგან გასათელად" (მათე 5:13).
თვით მართლებიც კი არაფრად გამოდგებიან, თუ ეკლესიის გარეშე ცხოვრობენ. როცა ეკლესიაში იმყოფებიან, ისინი თავის ნათელს ანათებენ და არიან კურთხეულები. მაგრამ როცა ეკლესიისგან არიან გამოყოფილნი, ისინი მარცხდებიან და აღარ შეუძლიათ წუთისოფლის დაძლევა, როდესაც ეკლესიას დაშორებულნი, გზის აცდენით ქვეყნიერებას უერთდებიან. რამდენ ხანს შეძლებთ თქვენი რწმენის შენარჩუნებას? რამდენ ხანს შეძლებთ ღვთის ეკლესიისგან გარიყულად დგომას? თვით ღვთისმსახურებსაც არ შეუძლიათ ქვეყნიერების დაძლევა ასეთ მდგომარეობაში. ამასთანავე, თუ ვაზზე დავრჩით, ჩვენი ოჯახიც გადარჩება და მრავალი ადამიანი ჩვენი დახმარებით ცოდვათა მიტევებას მიიღებს. სად გაეშურა ძველაღთქმისეული ლოთი როცა ხორციელ სურვილს მიყვა? ის სოდომში წავიდა. იქ იგი კმაყოფაში ცხოვრობდა. მაგრამ შედეგად რა მოუვიდა? იგი განადგურდა. ბიბლია ამბობს რომ ლოთის ყველა შთამომავალი განადგურებულ იქნა. მოაბელები და ამონელები ლოთის ქალიშვილებისგან წარმოიშვნენ.
რატომ წარმოიშვნენ ღვთის მოწინააღმდეგე შთამომავლები ლოთისგან, მართალი პიროვნებისგან? იმიტომ რომ ის ეკლესიას დაშორდა. მიზეზი იმისა რომ ძნელბედობის ჟამს მე მწუხარებას არ ვეძლევი, არის ის რომ ღმერთმა თავისი ეკლესია დააარსა. ღმერთი აკურთხებს ეკლესიას სადაც მართლები იყრიან თავს და თითოეული წმიდისთვის ეკლესიის მწყემსი და უფალი ხდება. ასეთია მისი აღთქმა და დარწმუნება.
"ისინი, ვინც რჯულის გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან. ხოლო ისინი, ვინც რჯულით შესცოდეს, რჯულით განიკითხებიან რადგან რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთთან, არამედ რჯულის შემსრულებელნი გამართლდებიან, რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ"(რომაელთა 2:12-15).
პიროვნება რომელიც ეკლესიაში არ დადის, გაუთვიცნობიერებულია რჯულის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მისი საკუთარი სინდისი იკავებს რჯულის ადგილს, რადგან ნამდვილი ღვთის რჯული მისთვის უცნობია. ის სჩადის ბოროტებას, თუმცა თავის სინდისში იცის, სწორეა ეს თუ არა. ამ შემთხვევაში ეს უკვე ცოდვაა და მან ცოდვისგან ხსნის მისაღებად უფლის სახე უნდა ეძებოს. ღმერთი მუდამ პასუხობს ყველას ვინც მას ეძებს. 
ჩვენ უნდა მოვიძიოთ ღვთის წყალობა და გვწამდეს ღმერთის. ჩვენ უნდა გვწამეს მისი და უკუვაგდოთ საკუთარი ამპარტავნება. ჩვენ რწმენით უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ღმერთის ეკლესია, არამედ ვესწრაფოთ, გვწამდეს და ვრჩებოდეთ ღმერთის ეკლესიაში. ღმერთი არ გვაძევებს როდესაც ეკლესიაში ვრჩებით, მაშინაც კი როცა რწმენაში უძლურნი ვართ. 


ებრაელთა ცოდვა

აქ პავლე მოციქული, ყოფს რა ებრაელებს იმ ხალხისგან, ვინც ცათა სასუფეველში მიდის, იწყებს მათთვის სახარების მთელი სისავსით ქადაგებას. 
"აჰა, შენ გქვია იუდეველი და დანდობილი ხარ რჯულზე და იკვეხნი ღმერთით, იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გისწავლია. და დარწმუნებული ხარ, რომ ბრმების მეგზური და ნათელი ხარ ბნელში მყოფთათვის. უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, და გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების სახება რჯულში. როგორაა, სხვებს რომ ასწავლი და საკუთარ თავს კი არ ასწავლი? ქადაგებ: არ მოიპაროო და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო და მრუშობ? კერპები გეზიზღება და მაინც მკრეხელობ?" (რომაელთა 2:17-22). 
ჩვენ შემდეგი რამ უნდა ვიცოდეთ. თავიდან, ღმერთმა ებრაელებს დაელაპარაკა, ამიტომ მათ ჰქონდათ ღვთის სიტყვა და მსხვერპლშეწირვის სისტემა. ღმერთმა მათ ებრაელი ერისგან მოსული მესია აღუთქვა და თავისი ებრაელი ღვთიმსახურების მეშვეობით თავისი გეგმა გამოუცხადა. ამრიგად, მოსე და ყველა დანარჩენი წინასწარმეტყველი, ებრაელები იყვნენ. ამასთანავე, მათ ეგონათ რომ იცოდნენ თუ რა იყო ღმერთისთვის მოსაწონი და რას წარმოადგენდა მისი რჯული, და ღვთის სიტყვას გულმოდგინედ კითხულობდნენ და იზეპირებდნენ. და მაინც, პავლე მოციქული ამბობს, "აჰა, შენ გქვია იუდეველი და დანდობილი ხარ რჯულზე და იკვეხნი ღმერთით". ებრაელები არ იყვნენ დახსნილი, თუმცა იკვეხნიდნენ ღმერთით და ზედმიწევნით მიყვებოდნენ სამსხვერპლო სისტემის მსახურებას. ის, ვისაც იესოსი როგორც მაცხოვრის არ სწამს, ურწმუნოთაგან არაფრით არ განსხვავდება. ეს ნიშნავს რომ მათ არ სწმდათ არც ღმერთის დანაპირების რომ ის მათ სამსხვერპლო სისტემის მეშვეობით გადაარჩენდა, და არც იესოსი, მათი მხსნელის. 
ებრაელები წავლენ ჯოჯოხეთში, რადგან მათ არ სწამთ იესოსი, მაცხოვრის. მათ მიერ სამსხვერპლო ცხვრის თავზე ხელების გამუდმებული დასხმა უსარგებლო აღმოჩნდა. მათ სინამდვილეში არ ირწმუნეს რომ `ხელდასხმა` ნიშნავდა `ცოდვების გადაცემას`, თვით მალაქია წინასწარმეტყველის პერიოდშიც, ძველი აღთქმის ბოლოს. მეფე დავითის დრომდე მათ ჯერ კიდევ სწამდათ ამის, მაგრამ სოლომონის დროიდან დაწყებული, მათმა რწმენამ მერყეობა დაიწყო. გაყოფილი სამეფოს ისტორიულ პერიოდში მათ სხვა ღმერთების თაყვანისცემა დაიწყეს, ისეთების როგორც ბაალი და ასტარტა, მაშინ როცა ტაძარში ფორმალური მსხვერპლშეწირვები მოჰქონდათ. მსხვეპლშეწირვის ფორმალური მსახურება იგივეა რაც ღმერთის ურწმუნობა. ღმერთი მაშინაა კმაყოფილი როცა ჩვენ მისი სიტყვის გვწამს და მასში ვრჩებით.
ღვთის კარვის სამსხვერპლო სისტემაში, ადამიანის ცოდვები სამსხვერპლო ცხოველზე გადადიოდა როცა ის მას თავზე ხელებს ადებდა. მაგრამ ასწავლიდნენ რა სხვებს, თვითონ ებრაელებს ამის აღარ სწამდათ, თუმცა კი იცოდნენ თუ რა იყო სწორი და არასწორი. ეს იყო ებრაელთა ცოდვა. ღმერთის სიტყვის ურწმუნობა, მაშინ როცა ეს სიტყვა ზედმიწევნით იცოდნენ, და ამ სიტყვის სხვებისთვის ასე ქადაგება, ებრაელთა ცოდვას შეადგენდა. 
ეს იგივეა რაც არ გწმადეს ღმერთის. ეს სასიკვდილო ცოდვაა. "აჰა, შენ გქვია იუდეველი და დანდობილი ხარ რჯულზე და იკვეხნი ღმერთით, იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გისწავლია. და დარწმუნებული ხარ, რომ ბრმების მეგზური და ნათელი ხარ ბნელში მყოფთათვის. უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, და გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების სახება რჯულში". პავლე მიუთითებდა ებრაელთა შორის არსებულ ურწმუნობის ცოდვაზე. 


გწამდეს იესოსი გულში არსებული ცოდვით, ღმერთის შეურაცხყოფაა

ებრაელეთა მაგვარი შეცდომა დღეს ქრისტიანთა უმრავლესობაშიც მეორდება. ებრაელები არიან იმ ხალხის მსგავსი ვისაც არ სჯერათ რომ იესომ ისინი ყველა მათი ცოდვის წარხოცვით განწმინდა. "რჯულით იკვეხნი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ. რადგან თქვენი გულისათვის, როგორც სწერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში" (რომაელთა 2:23-24). იესოსი არასწორად რწმენა ღმერთის სახელის შეურაცხყოფაა. მისი სახელის შეურაცხყოფა ასევე ისაა თუ სინამდვილეში არ გვწამს იმის რაც იესომ მოიმოქმედა, და თუ არ ვართ ხელახლა შობილნი. 
იესოსადმი რწმენა ხელახლა შობის გარეშე, ღმერთის შეურაცხყოფაა. "ვინაიდან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს აღასრულებ. ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთლობად იქცა. მაშ, თუ წინადაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინადაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება? ბუნებით წინადაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი, განგიკითხავს შენ, წერილითა და წინადაცვეთით რჯულის დამრღვევს. ვინაიდან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე, არამედ ვინც დაფარულშია, ის არის იუდეველი და გულის წინადაცვეთა სულშია, არა ასოში. მისი ქება კაცთაგან კი არა, ღვთისგან არის" (რომაელთა 2:25-29). ჩვენ ყველამ გულში იესოს სიტყვა უნდა მივიღოთ. 


რომელი იყო ადრე, წინადაცვეთა თუ რჯული?

რომელი იყო უფრო ადრე, წინადაცვეთა თუ რჯული? ამ ორთაგან რომელი მისცა ღმერთმა პირველად ისრაელს? წინადაცვეთა. ღმერთმა აბრაამს უთხრა რომ წინადაცვეთილიყო. აბრაამს იმ დროს არ ჰყავდა კანონიერი შვილი, თუმცა თვითონ უკვე 99 წლის იყო. მაგრამ ღმერთმა მას ჯერ კიდევ 75 წლის ასაკში აღუთქვა შვილი, როცა უთხრა, "გადი სახლიდან გარეთ და ცას ახედე. მე იმდენ შთამომავალს მოგცემ, რამდენი ვარსკლავიცაა ცაში". აბრაამმა ირწმუნა ღმერთის სიტყვა და დანაპირებს 25 წელი ელოდა, რის შემდეგ ეს აღთქმა საბოლოოდ შესრულდა. ამრიგად, მას 100 წლის ასაკში ვაჟი ეყოლა. აბრაამი, თუმცა ოდნავ იმედგაცრუებული იყო, მაინც 25 წელი ელოდა, რომლის მანძილზე ბევრი შეცდომაც დაუშვა. ღმერთმა ასევე აბრაამს და მის ძეებს ქანაანის, აღთქმული მიწის ჩუქება შეპირდა, რაც სულიერად ცათა სასუფეველს აღნიშნავს. 
ცათა სასუფევლის შეპირების შემდეგ, ღმერთმა აბრაამს და მის სახლეულში ყველა მამრს უბრძანა რომ წინადაცვეთილიყვნენ. ღმერთმა თქვა რომ წინადაცვეთა იქნებოდა მათ და ღმერთს შორის აღთქმის ნიშანი. ამიტომ, აბრაამმა თავისი ჩუჩის კანი წინადაიცვითა. მისი სახლის ყველა მამრმა ასევე ეს რიტუალი გაიარა. წინადაცვეთა ემსგავსება რწმენას, რომლიც მეშვეობით ჩვენ გვწამს და ვღებულობთ ჭეშმარიტების სახარებას. 


ისრაელმა უარყო გულის წინადაცვეთა

მაგრამ ისრაელი, ტრაბახობდა რა თავისი წინადაცვეთით და იმით რომ აბრაამის შთამომავლები იყვნენ, ქედმაღლურად ეკითხებოდა წარმართებს, "ხართ თუ არა წინადაცვეთილები?" ჩვენ გულის წინადაცვეთა უნდა ვიქონიოთ. ხსნას ჩვენ მაშინ ვიღებთ, როცა რწმენით ვღებულობთ სიტყვას იმის შესახებ რომ იესომ წუთისოფლის ცოდვები მოსპო, და როცა ამის მთელი გულით გვჯერა. 
მსოფლიოს არც ერთ სხვა ქვეყანას არ განუცდია უფრო მეტი მტრის შემოტევა, ვიდრე ისრაელს. თითქმის ორი ათასი წელი მათ, როგორც უსახლკარო ხალხმა, ღრმა მწუხარებაში გაატარეს. ღმერთი მუსრავდა ისრაელს. რატომ? იმის გამო რომ არ სწამდათ. 
თავისი ურწმუნობით მათ შეურაცხყეს ღმერთის სახელი, თუმცა ღმერთს უყვარდა ისრაელი და სურდა რომ ერწმუნათ, რომ მან ყველა მათი ცოდვა ჩამორეცხა. მას სურდა, როგორც ისრაელის მწყემსს, მათი მტრების დამარცხება, და უნდოდა მათი კურთხევა, სიყვარული და მათთვის დიდების მონიჭება. 
ღმერთმა ყველა ერს დიდების მინიჭება და თავის შვილებად გახდომა შეპირდა, თუ მას მთელი გულით ირწმუნებდნენ და მიიღებდნენ ცოდვათა მიტევებას. ისრაელის მაგალითით, ღმერთი ქვეყნიერების ყველა ხალხს აფრთხილებს, რომ ის მათ ჯოჯოხეთში გააგზავნის, თუ მის აღთქმას არ მიიღებენ. 
ღმერთმა დადო აღთქმა რომ ყველა, ვინც კი ირწმუნებდა მისი ჭეშმარიტების სახარებას, მიიღებდა იესოს მიერ შეპირებულ კურთხევას, იმ შემთხვევაშიც კი როცა ასეთი ადამიანის საქმეები უკმარია. ღვთის სამსჯავროს თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის სახარების რწენა. ირწმუნეთ ის და გადარჩებით, და შეძლებთ ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევას. 
მსურს რომ უფლის მადლმა ყველა ადამიანის სული მოიცვას.