• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 2-1] რომაელთა მე-2 თავის შესავალი

2021.09.12 154
ამ ქვეყნად არსებობს ხალხთა მხოლოდ ორი ჯგუფი რომლებსაც ღმერთის სწამთ: ებრაელები და ქრისტიანები. ამ ორ ხალხს შორის, პირველებს არ სწამთ იესოსი, მეორეს კი სწამთ. ღმერთის თვალებში, იმ ადამიანთა რწმენა რომლებსაც იესო არ სწამთ, ფუჭია. ამასთანავე, უდიდესი პრობლემა რომელსაც თანამედროვე ქრისტიანები ხვდებიან არის ის რომ თუმცა მათ რაღაცნაირად სწამთ იესო, მათ ცოდვების გამოსყიდვა არა აქვთ მიღწეული. პავლე მოციქული ამის შესახებ რომაელთა მე-2 თავში ლაპარაკობს, და არა მხოლოდ მისი დროის ებრაელთა და ქრისტიანთა, არამედ თანამედროვე ქრისტიანთა მიმართაც. 

 

ებრაელები სხვებს ადვილად განიკითხავენ


პავლე მოციქული ესაყვედურება ებრაელებს და ქრისტიანებს რომლებსაც ერთმანეთის მსგავსი რწმენა აქვთ. რომაელთა 2:1-ში სადაც პავლე ამბობს, "შენ ადამიანო, ყოვლის განმკითხველო", ის ემდურება მათ ვინც დამთვრალია საკუთარი ებრაელობის ან ქრისტიანობის უპირატესობის გრძნობოთ. მათაც კი, ვინც ღმერთის რწმენის შემდეგ ხელახლა არ ყოფილან შობილნი, ესმით თუ რა არის არასწორი, მათ გულში არსებული სინდისის რჯულის მიხედვით. ამიტომ ეუბნებიან ისინი სხვებს, არ იქურდოო. მაგრამ თვითონ მრუშობენ და არ იცავენ უფლის სიტყვებს, მაშინ როცა სხვებს ღვთის მცნებებით უწინამძღვრებენ და თავი ღმერთის მორწმუნეებად მოაქვთ. ეს ის ხალხია ებრაელთა და ქრისტიანთა შორის, ვინც ხელახლა არ იყო შობილი. 
ღმერთის ამგვარი მორწმუნეები სხვებს ეუბნებიან რომ კერპებს არ სცენ თაყვანი და არ კლან, თვითონ კი რჯულის დაცვით ტრაბახობენ. მაგრამ ისინი ამავე დროს შეურაცხყოფენ ღმერთს, მისივე მცნებათა დარღვევით. 
ადამიანები, რომლებმაც არ იციან ღვთის სამართლიანობა, მაგრამ სწამთ იესო, ასევე ამბობენ რომ იესო მათი მხსნელია. მაგრამ მათი რწმენა არაა დაფუძნებული ღმერთის სამართლიანობაზე. ამიტომ ისინი ეწინააღმდეგებიან ღმერთის ჭაშმარიტ სამართლიანობას, რომელმაც უკვე წაშალა ყველა მათი ცოდა. მათ არც კი იციან რომ ამით ისინი ღვთის ჭეშმარიტ მორწმუნეებსაც ეწინააღმდეგებიან. ჩვენ ვხედავთ რომ ბევრი ადამიანი თავს ქრისტიანად აცხადებს, მაგრამ ამავე დროს უარყოფს ღმერთის სამართლიანობის შემცველ სახარებას, იესოს სიყვარულის ან სულიერი წინადაცვეთის ცოდნის გარეშე. ისინი ამბობენ რომ ღვთის ნებას ასრულებენ, მაგრამ სინამდვილეში მათ არ მიუღიათ იესო, და ჯვარს აცვეს იგი მის მიერ საკუთარი თავის ღმერთის ძედ დარქმევის ღვთისგმობის საფუძველზე.
პავლე მოციქული ამბობს რომ ნამდვილი ებრაელობა არა გარეგნულია, არამედ შინაგანი. ისინი აცხადებენ რომ ღმერთის ხალხი და მისი ერის ნაწილი არიან. მაგრამ რანაირად შეუძლიათ ებრაელებს ღმერთის რწმენა, როცა მათ იესო, როგორც მათი მაცხოვარი უარყვეს?
პაცლე მოციქული ამბობს, "წინადაცვეთილობა ისაა, რაც გულით არის, სულში და არა ასოში" (რომაელთა 2:29). ისინი ვისაც სულიერი ცინადაცვეთილობის სწამთ, ღმერთის ჭეშმარიტი მორწმუნეები არიან. ისინი რწმენით არიან მართლები. 
ვისგან უნდა მიიღონ ღმერთის მორწმუნეებმა ცნობა და შექება? მათ ის ღმერთისგან უნდა მიიღონ. პავლემ თქვა, "რისი ქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისგანაა" (რომაელთა 2:29). თუ ჩვენ ღმერთის სამართლიანობის გვწამს, ჩვენ მის ქებას დავიმსახურებთ და მისგან ჯილდოსაც მივიღებთ. თუ თქვენ გარეგნულად გწამრ იესოსი, მაგრამ გულში ისევ ცოდვას ატარებთ, თქვენ სინამდვილეში ღმერთის სამართლიანობის არ გწამთ; თქვენ მას მხოლოდ აბუჩად იგდებთ. ამიტომ როგორც ურწმუნო, თქვენ მიიღებთ სამსჯავროს. 
ვინა არიან ისინი ვინც უგულებელყოფენ ღმერთის ჭეშმარიტებას? ეს არიან ადამიანები რომლებიც კაცთა სიტყვებს უფრო ენდობიან ვიდრე ღვთისას. ისინი ქრისტიანობის მრავალგვარ სექტებში იჯგუფებიან და ღმერთს ეწინააღმდეგებიან. თავისი გაერთიანებული ძალისხმევით ისინი უარყოფენ და წინ უდგებიან ღმერთის ხსნის სამართლიანობას. როგორ ფიქრობთ, რა სასჯელი ელოდება ასეთ ადამიანებს? 

 

ღმერთის მოწინააღმდეგეთა სასჯელი


მე-8 და მე-9 მუხლი ამბობს, "ხოლო მათ, ვინც ანგარია და არ ემორჩილება ჭეშმარიტებას, არამედ უმართლობას გადაეცა - რისხვასა და გულისწყრომას. ჭირი და შევიწროება ყოველ ადამიანზე, ვინც ბოროტს სჩადის - ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენსაც". 
ჭირი და შევიწროება მოელის ბოროტების მქმნელის თითოეულ ადამიანს. აქ გამოთქმა "გულისწყრომა" მიუთითებს ჯოჯოხეთში არსებულ სასჯელს. მათთვის ვინც ბოროტებას სჩადის, ჯოჯოხეთის ჭირი და შევიწროებაა გამაზდებული. 
რა სახის წყევლას ღებულობენ ღმერთის მოწინააღმდეგენი? მათზე ვინც უარყოფს ღვთის სიყვარულს, ის საშინელ სამსჯავროს ავლენს. როგორაა მოსალოდნელი ის რომ ღმერთის სიყვარულის მოწინააღმდეგენი, რომელიც სულიერი წინადაცვეთილობისგან მოდის, თავიანთ სხეულსა და სულში მშვიდობიანად იცხოვრონ? ზოგ ადამიანს ამჟამადაც და სიკვდილის შემდეგაც დაქცეული ცხოვრება ექნება, რადგან ღმერთის რისხვა დაიმსახურეს. მათ წინ აღიდგნენ ღმერთის სამართლიანობას და არ შეუძლიათ გულში ჭეშმარიტი კმაყოფილების შენარჩუნება. მათ არ იციან სიყვარული რომელის სულიერი წინადაცვეთილობისგან მოდის; მაშინაც კი როცა ეკლესიაში მიდიან და აცხადებენ რომ იესოსი სწამთ, ისინი იტანჯებიან თავიანთი გამოუსყიდელი ცოდვების გამო. 
ამ საიდუმლოს თქვენ მხოლოდ იესოს რწმენით ვერ ისწავლით. ის მხოლოდ ღვთის სამართლიანობის მორწმუნეებისთვისაა ცნობილი. დაიმახსოვრეთ ყველამ, ღმერთის უსწოროდ მორწმუნეებო, რომ თქვენ გჭირდებათ წყლისა და სულის სახარების რწმენა, რომელიცაა ღმერთის სამართლიანობა. მხოლოდ მაშინ შეძლებთ წყევლის ტანჯვისგან თავის დაღწევას. 
თუ ადამიანი ამბობს რომ მაშინაც კი როცა იესოსი სწამს, მას ცოდვა აქვს გულში, ეს ნიშნავს რომ მას არასწორად სწამს და სჭირდება ჭეშმარიტი სახარების რწმენა, რომელიც ღმერთის სამართლიანობას იძლევა. განურჩევლად იმისა თუ რომელ აღმსარებლობას მიეკუთვნებიან იესოს მორწმუნე ადამიანები, თუ ამბობენ რომ სწამთ მისი მაგრამ ამავე დროს გულში ცოდვას ინარჩუნებენ, ისინი ღმერთის სამართლიანობის უგულებელყოფის ცოდვას სჩადიან. რა არის ღმერთის რწმენის ნამდვილი შედეგი? თუ იესოსი როგორც თქვენი მაცხოვრის სწორად გწამთ, თქვენ ჭეშმარიტად უცოდველი იქნებით. მაგრამ თუ თქვენ იესოს რწმენის მიღების შემდეგაც ცოდვა გაქვთ გულში, ეს ნიშნავს რომ თქვენ არ გაგაჩნიათ ღვთის სამართლიანობის სრული გაგება.
უფალი, რომელმაც ყველა ცოდვილი მათი ცოდვებისგან გადაარჩინა, უკვე მოვიდა ხორცში, იხსნა ცოდვილნი, და გახდა ყველა მორწმუნის მაცხოვარი. მაშ, შეუძლია წყლისა და წმიდა სულის ჭეშმარიტ მორწმუნეს ცოდვის ქონა? ადამიანს მისი იესოსადმი რწმენის მიღების წუთიდანვე აღარ უნდა ჰქონდეს ცოდვა, თუ მან ღმერთის სამართლიანობა ნამდვილად ირწმუნა. მაგრამ მიზეზი იმისა რომ მის გულში ჯერ კიდევ ცოდვა არსებობს, არის ის რომ ის უარყოფს ღმერთის სამართლიანობას, მაშინაც კი როცა იესოსი სწამს. 
ამიტომ თქვენი სიჯიუტე ახლავე უნდა მიატოვოთ. "მე არასწორად მჯეროდა იესოსი! მაშ როგორ უნდა შევიმეცნო და ვირწმუნო იესო? მე გავიგე რომ ჯვარი მნიშვნელოვანია იესოს რწმენაში, მაგრამ მისი ნათლობა არის ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი. ახლა მე მივხვდი რომ იესო ჯვარცმულ იქნა და მიიღო შენაცვლებითი სასჯელი, რადგან მან თავისი ნათლობით წუთისოფლის ყველა ცოდვა აიღო". თქვენ უნდა გაიგოთ ეს ჭეშმარიტებანი და გწამდეთ მათი.
ისინი ვინც ღმერთს ეურჩებიან, მისგან დამსახურებულ სასჯელს მიიღებენ. ამის შედეგი ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩაგდება იქნება. ამიტომ ამბობს მათეს 7:22, "ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?" უფლის მეორედ მოსვლისას ისინი, ვისაც ღმერთის სამართლიანობის არ სწამთ და გულში ცოდვა აქვთ, მაშინ როცა გარეგნულად თავს იესოს მორწმუნეებად მოაჩვენებენ, განკითხულები იქნებიან ღმერთის წინაშე. ისინი ეტყვიან უფალს, "ნუთუ მე შენი არ მწამდა? ნუთუ არ განმიდევნია ეშმაკები შენი სახელით და ენებზე არ მილაპარაკია? ნუთუ არ გემსახურებოდი, უფალო?"
მაგრამ უფალი მიუგებს, "გამშორდი, ურჯულოების მკეთებელო (ეს მიუთითებს მათ ვისაც ღმერთის სამართლიანობის არ სწამთ)! როგორ ამბობ ჩემი რომ გწამს, როცა არ გჯერა რომ ჩემი ნათლობით და ჯვარზე სიკვდილით მე ყველა შენი ცოდვა ამოვშალე? სიცრუის მთქმელო, შენ მოელვარე ცეცხლის ალი გელოდება. შენი ცოდვა ცრუწინასწარმეტყველთა ცოდვის მაგვარია და მან უკვე უამრავ ადამიანს ჯოჯოხეთში გაუკვალა გზა". ისინი ვისაც არ სწამთ მისი სამართლიანობის და სიჯიუტეს არ იცლიან, ღმერთის საშინელ რისხვას მიიღებენ.
ასეთი რწმენის საუკეთესო მაგალითი ებრაელებია, და ისინი დღემდე ეურჩებიან ღმერთს. მათ დღესაც არ სწამთ ღმერთის სამართლიანობის იესო ქრისტეში. თვით პროტესტანტებშიც კი ბევრი ჯიუტი ქრისტიანია, ვინც ამბობს რომ მათი ყოველდღიური ცოდვები მხოლოდ მონანიების ლოცვებით იწმინდება. ამ ადამიანებმა უნდა მიატოვონ ღვთის სამართლიანობის ურწმუნობის სიჯიუტე, მისი რისხვის თავიდან ასაცილებლად. 
მაშინ პატიობს მათ დანაშაულებს იესო როცა ისინი დღიდან დღემდე თავისი ცოდვების შესანდობად ლოცულობენ? არა. იოანე ნათლისმცემელმა, რომელიც ძველი აღთქმის უკანასკნელი მღვდელმთავარი და მთელი კაცობრიობის წარმომადგენელი იყო, მონათლა იესო 2000 წინ, რის შემდეგ მან ჯვარზე სისხლი დაღვარა. სწორედ ასე, მან აღასრულა ღმერთის სამართლიანობა და მთელი კაცობრიობის ცოდვები ერთიანად ამოშალა. 
სად აიღო იესომ ჩვენი ცოდვები? იესომ თავის თავზე მთელი კაცობრიობის ცოდვები ერთიანად იტვირთა როცა ის იოანეს მიერ მდინარე იორდანეზე მოინათლა. მან ასევე მორწმუნეები მარადიულად იხსნა გოლგოთაზე ასვლით და ჯვარზე სისხლის დაღვრით, რითაც ყველა ჩვენი ცოდვისთვის შემნაცვლებითი სასჯელი მიიღო. მაგრამ ყველა ის ცოდვილი ქრისტიანი ისევ ჯიუტობს და არ სწამს ღვთის სამართლიანობის. მათი გულები უკვე თუ განიწმინდა ჯვრის სისხლით ყველა მათი ცოდვისგან, რატომ ჭირდებათ ამ ცოდვების მისატევებლად და მათ გასაქრობად ლოცვა? ისინი უბრალოდ ეურჩებიან ღმერთს. იესოს ჯვრის სისხლი არსებითია, მაგრამ იოანესგან მიღებული იესოს ნათლობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა უნდა იწამონ ის და ღვთის სამართლიანობის მოსაპოვებლად ერთხელ და სამუდამოდ მიიღონ თავიანთი ცოდვების მიტევება. 
ყველანი ვჯიუტობთ, მაგრამ ღმერთის წინაშე, თქვენ უნდა მიატოვოთ მისი სამართლიანობის უარყოფის სიჯიუტე. მათ ვისაც ღმერთი სწამთ, უნდა ემორჩილებოდნენ მის სიტყვას და სწამდეთ მისი. მეც ძალზე ჯიუტი ადამიანი ვარ, მაგრამ ღვთის წინაშე მე უარი ვთქვი ჩემს სიჯიუტეზე და მისი მადლით გავმართლდი.
ნამდვილი მონანიება არის საკუთარი სიჯიუტის მიტოვება და ღმერთის სამართლიანობის მიღებით ცოდვების მიტევების მოპოვება. ცოდვათა პატიების მიღების შემდგომ ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი უსწორო გზები, ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და ვეცადოთ ღმერთის წინაშე სულიერად უკეთესი ცხოვრების გაწევა. სწორედ ეს წარმოადგენს ხელახლა შობილი ქრისტიანის ცხოვრებაში ნამდვილ მონანიებას. 
ისინი ვისაც სწამთ იესო მაგრამ არ იცნობენ ღმერთის სამართლიანობას, განადგურდებიან. ამ ადამიანებმა ზურგი უნდა აქციონ თავის სიჯიუტეს, მოინანიონ, და თავის ცოდვათა მისატევებლად იესოს ნათლობა და ჯვარი ირწმუნონ (მოციქულთა საქმეები 3:19). უფალმა მოგვცა ეს მცნება იმისთვის რომ შეგვძლებოდა მისი სამართლიანობის რწმენით ცოდვების ერთიანი მიტევების მიღება. ჩვენ ღმერთს და მის სიტყვას უნდა ვუსმინოთ, რათა გავხდეთ სრულყოფილად მართლები და იმ ჭეშმარიტების რწმენით რომ იესომ თავისი ნათლობით და ჯვარცმით ყველა ჩვენი ცოდვა გამოისყიდა, ერთბაშად მივიღოთ ყველა ცოდვის მიტევება. როცა პიროვნებას სწამს ღვთის სამართლიანობა, ის საჩუქრად ყველა ცოდვის მიტევებას და სულიწმიდას ღებულობს. იესოს ყველა მოციქულს და მოწაფესაც სწამდა ღმერთის სამართლიანობის და ერთიანი ცოდვების მიტევება ჰქონდათ მიღებული. თქვენც, არ უნდა ეურჩებოდეთ ჭეშმარიტებას. სიჯიუტეს მაშინ უნდა იჩენდეთ როცა ის მართებულია. კარგად თუ არ გესმით სულიერი წინადაცვეთილობა, ის უნდა შეისწავლოთ და იწამოთ. ჯიუტობა კარგს არაფერს მოგიტანთ. მოინანიეთ და გწამდეთ. 
ადამიანიები უარყოფენ ჭეშმარიტებას და დასცინიან მას, სულიერი წინადაცვეთის ჭეშმარიტების შემეცნების გარეშე. "ტყუილია! როგორ უნდა იყოს ადამიანი მართალი როცა ის ყოველდღე სცოდავს? ღმერთი უბრალოდ იესოს მორწმუნეებს მართლებს უწოდებს, იმისდა მიუხედავად რომ ცოდვილები არიან. ესაა გამართლების დოქტრინა. თქვენ მართალი იმიტომ არ გქვიათ რომ გულში სინამდვილეში ცოდვა არ გაქვთ". მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ეს არის უაღრესად მცდარი სწავლება. 
ბიბლიაში ღმერთმა თქვა რომ სულიერი წინადაცვეთის სახარების საშუალებით, რომელიც ცოდვათა მიტევებას გვანიჭებს, "მე ამოვშალე თქვენი ცოდვები. ახლა თქვენ უცოდველნი ხართ. ვინაიდან მე ყველა თქვენი ცოდვა ვიტვირთე, თქვენ ახლა ხართ მართლები". "გწამთ ჩემი სამართლიანობის? თუ გწამთ სულიერი წინადაცვეთილობის სიტყვების, თქვენ ჩემი ხალხი ხართ, და ხართ უცოდველები." ღმერთი თავის სრულყოფილ ხსნაზე გველაპარაკება, მაგრამ ნომინალური ქრისტიანები ცილს სწამებენ და დასცინიან ხელახლა შობილ ქრისტიანებს, რომლებსაც სულიერი წინადაცვეთის სჯერათ. ისინი იძახიან, "რანაირად უნდა გახდეს პიროვნება მართალი როცა ის განუწყვეტლივ სცოდავს? ადამიანის `უცოდველად` დარქმევა თქვენ მხოლოდ გამართლების დოქტრინის მეშვეობით შეგიძლიათ. ნუთუ მართლა ვფიქრობთ რომ ადამიანი უცოდველია? ადამიანს არ შეუძლია ყოველდღე არ სცოდოს". ისინი ამგვარად გმობენ მორწუნეებს და სიჯიუტეს არ იცლიან, რადგან არ სწამთ ღმერთის სამართლიანობის.
მაგრამ მათ ვინც დაუღალავია სიკეთის კეთებაში, ღმერთი საუკუნო სიცოცხლეს აძლევს. ისინი ვინც სიკეთის გამუდმებული კეთებით დიდებას, ქებას და უკვდავებას ეძებენ, ღმერთის შვილები გახდებიან, მაგრამ ისინი ვინც ასე არ იქცევა სასჯელს მიიღებენ. ყველას სურს რომ გახდეს ღმერთის შვილი და ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. მათ ვინც დაბეჯითებით ისწრაფვის მარადიული სიცოცხლისკენ და უცოდველი ცხოვრებისკენ, იესო საუკუნო სიცოცხლეს ანიჭებს. 
"უფალო, ის რაც მე ნამდვილად მწადია, არის რომ მჯეროდეს სულიერი წინადაცვეთის მიერ ცოდვების მიტევების, რათა შევძლო ამ ცხოვრების ჩემს სინდისში რაიმე საძრახისის გარეშე გატარება. მე მინდა გავხდე შენი შვილი. მინდა ვირწმუნო შენი სამართლიანობის და ამით გაგახარო. მსურს გავხდე უცოდველი. გევედრები, დამიხსენი ყველა ჩემი ცოდვისგან." როცა ადამიანი ეძებს ღმერთის სამართლიან ხსნას და სურს ყველა მისი ცოდვის მიტევების მოპოვება, ღმერთი უსმენს მის ყველა თხოვნას და ღვთის სამართლიანობის სახარების მიცემით ყველა ცოდვას პატიებს. მათ ვინც მარადიულ სიცოცხლეს ეძებს, ღმერთი აძლევს კიდევაც მას.

 

რა არის სულიერი წინადაცვეთა?


ის აღნიშნავს იესოს ნათლობით და მისი ჯვრის სისხლით განხორციელებულ ცოდვათა მიტევებას. კრავის სისხლი წარმოადგენს შენაცვლებით სამსჯავროს, ხოლო იოანეს მიერ იესოს ნათლობა აღნიშნავს იმას რომ წუთისოფლის მთელი ცოდვა იესოს გადაეცა. დღესაც, ქრისტიანობას არ შეუძლია ძველი აღთქმის იგნორირება, რადგან ასეთ შემთხვევაში ის ვერც ახალ აღთქმას დაიჯერებს. წმ.წერილში ჩვენ ვხედავთ რომ სულიერი წინადაცვეთა და პასექის რიტუალის კრავის სისხლი ერთმანეთთან მჭიდროთაა დაკავშირებული. 
1 იოანეს 5:6-ში ნათქვამია რომ იესო მოვიდა "არა მხოლოდ წყლით, არამედ წყლითა და სისხლით." იესო არ მოსულა მხოლოდ წყლით ან მხოლოდ სისხლით, არამედ ორივეთი. ყველა თქვენი ცოდვისგან დასახსნელად თქვენ უნდა გწამდეთ წყლის, სისხლის და სულის სიტყვებში შემონახული სულიერი წინადაცვეთის. 
როცა გამოსვლის მე-12 თავს ვკითხულობდი, მე სულიერი წინადაცვეთილობის შესახებ კითხვები დამებადა. რას ნიშნავდა გამოსვლის მე-12 თავი? მე ისევ და ისევ ამ თავს და ბიბლიის ყველა მონათესავე მუხლს ვაკვირდებოდი. ამ გამოკვლევის შედეგად მე აღმოვაჩინე, რომ ისრაელიანებს პასექის დღესასწაულში მონაწილეობის მიღება მათ მიერ მიღებული წინადაცვეთილობით იყო განპირობებული, ხოლო ახალ აღთქმაში, ნაჩვენებია რომ იესომ არა მხოლოდ ჯვარზე სისხლი დაღვარა, არამედ მან ეს გააკეთა, ვინაიდან მანამდე იგი იოანესგან იქნა მონათლული.
ღმერთმა ისრელიანებს კანონიერი პასექის დღესასაწაულის ჩატარებისთვის ორი რამ უბრძანა: ჯერ წინადაცვეთილობა მიეღოთ და შემდეგ პასექის კრავის ხორცი ეჭამათ. ასეთი იყო ძველი აღთქმის სულიერი წინადაცვეთილობა! ახალ აღთქმაში, ნათქვამია რომ ჩვენი ცოდვები იესოზე იოანე ნათლისმცემლის მიერ იქნა გადატანილი, და რომ იესომ შემდეგ ჯვარზე სისხლი დაღვარა. მე აღმოვაჩინე რომ ამ ფაქტების რწმენით მიღების შედეგი იყო სულიერი წინადაცვეთილობის მიღება. იესო ქრისტე იოანეს მიერ იორდანეში მოინათლა; ასე მან ქვეყნიერების ცოდვები იტვირთა და სწორედ ამიტომ უნდა მომკვდარიყო იგი შემდეგ ჯვარზე, ჩვენს ნაცვლად სამსჯავროს მისაღებად. 
თქვენ შეძლებთ ყველა ცოდვისგან და უკეთურობისგან დახსნის გამოცდილების მიღწევას, თქვენს გულში ჭეშმარიტების მიღებით. ყველა ცოდვისგან ხსნის მისაღებად ადამიანს სჭირდება ღმერთის სამართლიანობისადმი რწმენა, რომელიც სულიერ წინადაცვეთილობას გვანიჭებს. ადამიანებმა უნდა გაათვიცნობიერონ ეს ფაქტი. თქვენც, მკითხველებო, უნდა შეძლოთ იმ ჭეშმარიტების მიღება რომ სულიერი წინადაცვეთა ძველ აღთქმაში და იესოს ნათლობა ახალ აღთქმაში შეადგენენ განუყოფელ წყვილს, როცა ლაპარაკია ცოდვების მიტევებაზე. იესომ იმიტომ კი არ მიიღო მსჯავრი, რომ შესცოდა, არამედ ის ჯვარზე კაცობრიობისთვის მოკვდა, რადგან მოინათლა და თავისი სხეულით სამყაროს ცოდვები იტვირთა. ასეთია მათი რწმენა ვინც სულიერი წინადაცვეთილობა მიიღო.
მათ ვისაც სულიერი წინადაცვეთილობის გამო ღმერთის სამართლიანობის სწამთ, ცოდვა არ გააჩნიათ, ვინაიდან მათ ნამდვილად სწამთ იესოსი. მე მებრალება ისინი ვისაც რაღაცნაირად სწამთ იესო მაგრამ ამავე დროს არ მიუღიათ ღმერთისგან სულიერი წინადაცვეთილობა. მათ უნდა ირწმუნონ ის ჭეშმარიტება, რომ იოანესთან ნათლობისას იესომ ქვეყნიერების ყველა ცოდვა მიიღო.
საუბედუროდ, ქრისტიანთა უმრავლესობას სწამთ მხოლოდ ჯვრის და არა იესოს ნათლობის. ამრიგად ისინი არ ფლობენ ღმერთის სამართლიანობის რწმენას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ უნდა გვწამდეს ის რაც ღმერთმა ჩვენ წმ.წერილში გვითხრა. 
ჩვენ უნდა გავაცამტვეროთ თეოლოგთა ნებისმიერი დოქტრინა და სწავლება, და გვწამდეს მხოლოდ ღვთის სიტყვის, რომელიც ჩვენ სამართლიანობისკენ გვიძღვება. ეს იმიტომ უნდა ვაკეთოთ რომ სიტყვები რომლებიც ღვთის სამართლიანობას არ შეიცავს, სინამდვილეში მისი სიტყვები არაა. სახარება სულიერი წინადაცვეთილობის გარეშე დაუსრულებელია. ამიტომაა რომ ასე ხშირად ლაპარაკობს ღმერთი ძზველ აღთქმაში წინადაცვეთის, ხოლო ახალ აღთქმაში - იესოს ნათლობის შესახებ. ანუ, ძველ აღთქმაში ის საუბრობს წინადაცვეთილობაზე და პასექის კრავის სისხლზე, ახალ აღთქმაში იესოს ნათლობის და სისხლის ერთიანად. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ამ ჭეშმარიტების სულიერი წინადაცვეთის მისაღებად. ამასთანავე, თუ ამ ჭეშმარიტების არ გვწამს, ღმერთის სასუფევლისგან დაშორებულნი ვიქნებით. 
შესრულებულია ღმერთის სამართლიანობა მხოლოდ ჯვრის სისხლით? არა, ეს ასე არაა. ღმერთის სამართლიანობა შესრულდა ერთობ იესოს ნათლობით და მისი ჯვრის სისხლით. ამიტომ ჩვენ ჩვენი გულის სულიერ წინადაცვეთილობას არა მხოლოდ მისი ჯვრის სისხლით ვღებულობთ, არამედ ნათლობითაც, რომელიც მან იოანესგან მიიღო. იმან რომ იესომ თავისი ნათლობით და ჯვარზე შენაცვლებითი სიკვდილით ყველა ჩვენი ცოდვა ამოშალა, სულიერი წინადაცვეთილობა ჩვენთვის შესაძლებელი გახადა. 


წინადაცვეთილობა მოკვეთას ნიშნავს

ესაიამ იწინასწარმეტყველა რომ მესია, იესო ქრისტე, მიიღებდა ჩვენი ცოდვების გამო გამომსყიდველ სამსჯავროს, როცა იგი ჩვენთვის დაჭრილი და დალეწილი გახდებოდა. ასე რომ, სანამ გავაგრძელებდით, არის ერთი რამ, რაც კარგად უნდა გვესმოდეს. რატომ უნდა ჯვარცმულიყო ქრისტე?
ძველ აღთქმაში, ცოდვილ ადამიანს სამსხვერპლო ცხოველზე თავისი ცოდვების გადასაცემად ხელები უნდა დაესხა, რის შემდეგ იგი უნდა დაეკლა. შემდეგ მღვდელმთავარი ამ ცოდვის მსხვერპლის სისხლში თითს ავლებდა და მას სრულადდასაწველის სამსხვერპლოს რქებზე უსმევდა, ხოლო დანარჩენ სისხლს სამსხვერპლოს ძირში აქცევდა (ლევიანნი 4:27-30). ძველი აღთქმის ცოდვილი თავისი ცოდვებისგან სწორედ ასეთი გზით თავისუფლდებოდა. მაშ როგორ ფიქრობთ, არ დაჭირდებოდა იესოს, რომელიც ძველი აღთქმის მაგალითის მსგავსად, მოვიდა როგორც ღვთის კრავი (იოანეს 1:29) ჩვენი თავის ცოდვებისგან დასახსნელად, მთელი კაცობრიობის ცოდვების ასაღებად თავის თავზეც ხელდასხმა მიეღო?
მაშ როდის და როგორ აიღო უფალმა მთელი ქვეყნიერების ცოდვები? ეს ნაჩვენებია მათეს 3:13-17-ში, სადაც იოანემ იესო იორდანეს მდინარეზე მონათლა. ეს იყო ძველი აღთქმის ლევიანთა მაგალითის მსგავსად, სადაც ბევრჯერაა ნათქვამი რომ ცოდვილმა თავისი ცოდვების გადასაცემად "თავზე დაადოს ხელი ცოდვის მსხვერპლს " (ლევიანნი 1:4, 3:8, 4:29). ასევე ძველი აღთქმის მღვდელმთავარს მთელი ისრაელის ცოდვების მასზე გადასაცემად ხელები კრავის თავზე უნდა დაესხა (ლევიანნი 16:21). შემდეგ ის იღებდა სისხლს და მას სრულადდასაწველის სამსხვერპლოს რქებზე სცხებდა, ხოლო დარჩენილს სამსხვერპლოს საფუძველთან აქცევდა. ასეთი გზით ისინი თავიანთი ცოდვების მიტევებას ღებულობდნენ.
ამგვარად, ჩვენი ცოდვების მიტევება იოანეს მიერ იესოს ნათლობასა და მისი ჯვრის სისხლის გზით გახდა შესაძლებელი. ეს იყო ღმერთის სამართლიანობა და სულიერი წინადაცვეთილობა, რომლის მიცემა ღმერთს ჩვენთვის ბიბლიაში ჰქონდა განსაზღვრული. ამიტომ ჩვენ, ვისაც ღმერთის სამართლიანობა გვწამს, მოვიკვეთეთ ჩვენი ცოდვები იოანეს მიერ იესოს ნათლობით და მისი ჯვრის სისხლით. როცა ჩვენ ახალ აღთქმაში იესოს ნათლობის ძველაღთქმისეულ წინადაცვეთილობასთან დაკავშირებულ მნიშვნელობას ვიგებთ, ჩვენ ვიწყებთ ღვთის სამართლიანობის რწმენას და ჩვენს გულებში ნამდვილ სულიერ წინადაცვეთილობას ვღებულობთ.


ახალ აღთქმაში არსებული ჭეშმარიტი სულიერი წინადაცვეთა

მოდით შევხედოთ მათეს 3:13-15-ს. "მაშინ გალილეიდან იორდანეზე მოვიდა იესო იოანესთან, რათა მის მიერ მონათლულიყო. ხოლო იოანე აკავებდა და ეუბნებოდა: “მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?” მიუგო იესომ და უთხრა მას: `ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება`. მაშინ მიუშვა იგი." იოანე ნათლისმცემელმა იესო იორდანეზე მონათლა. მან იესოს თავზე ხელები დაადო და მონათლა იგი. (მონათვლა ბერძნულად არის `ბაპტიზო`, და წყალში ჩაშვებას ან ჩაძირვას ნიშნავს).
იმისთვის რომ იესო ჩვენი ცოდვებისთვის ჯვარზე მომკვდარიყო, მას მანამდე თავისი ნათლობით ჩვენი ცოდვები უნდა ეტვირთა. ასე რომ ის ჯერ იოანეს მიერ მოინათლა და წყალში ჩაძირულ იქნა. რისთვის მოინათლა იგი? იმისთვის რომ მისი ნათლობისას ღმერთის მთელი სამართლიანობა აღსრულებულიყო. იესოს მიერ მისი ნათლობით ჩვენი ცოდვების აღება და ჩვენს ღმერთად და მაცხოვრად გახდომა იყო სათანადო და მართებული. იესოსთვის შესაფერი იყო მის სხეულში ნათლობაში აღებული ყველა ჩვენი ცოდვით ჯვარზე სიკვდილი. 
პირველი რამ რაც იესომ თავის საზოგადო მსახურებაში გააკეთა, მისი ნათლობა იყო. ნათლობა, ანუ `baptizma` ბერძნულად ნიშნავს ასევე "ჩამორეცხვას, ჩამარხვას, გადატანას და გადაცემას". ძველ აღთქმაში, მეშვიდე თვის მე-10 დღე იყო მთელი ისრაელის გამოსყიდვის დღე, და აარონ მღვდელმთავარი სამსხვერპლო ვაცს ხელებს ასხამდა მისთვის ისრაელიანთა ყველა ცოდვის გადასაცემად. ორ ვაცთა შორის, ერთი ღმერთს ეძღვნებოდა, მეორე კი ისრაელიანთა წინაშე გამოსყიდვის მსხვერპლად გამოიყენებოდა (ლევიანნი 16). ახალ აღთქმაში, იოანესთან ნათლობით იესომ ყველა ჩვენი ცოდვა იტვირთა. 
ნათლობის მომდევნო დღეს იოანემ იესოზე მიუთითა და თქვა "აჰა! ღმერთის კრავი, რომელსაც მიაქვს წუთისოფლის ცოდვა!" (იოანე 1:29).
უნდა დამეთანხმოთ რომ სულიერი წინადაცვეთილობა შეუძლებელია მხოლოდ სისხლის რწმენით. 
მოდით დავიწყოთ ამ საკითხის შესწავლა 1 იოანეს 5:4-ით. "ვინაიდან ყოველი ღვთისგან შობილი სძლევს სოფელს. და ეს არის ძლევა, სოფლის მძლეველი, ჩვენი რწმენა. ვინ არის სოფლის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა? ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით. მარტო წყლით კი არა, არამედ წყლითა და სისხლით. სული მოწმობს, ვინაიდან სული ჭეშმარიტებაა. რადგან სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ ცათა შინა: მამა, სიტყვა და სულიწმიდა. და ეს სამი ერთია. და სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი. და ეს სამი ერთია. თუ ვღებულობთ კაცთა მოწმობას, ღვთის მოწმობა უფრო დიდია, ვინაიდან ეს არის ღვთის მოწმობა, რომლითაც დაამოწმა თავის ძეზე. ღვთის ძის მორწმუნეს თავის თავშივე აქვს მოწმობა. ვისაც ღმერთი არ სწამს, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არა სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა დაამოწმა თავის ძეზე. ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია. ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს. ვისაც ძე ღვთისა არა ჰყავს, სიცოცხლე არა აქვს".
რა არის სულიერი წინადაცვეთის მტკიცებულება? ესაა ჩვენი ხსნისათვის ერთობ იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის რწმენა. გამარჯვება, რომელმაც სძლია წუთისოფელს, არის წყალი და სისხლი. "ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით. მარტო წყლით კი არა, არამედ წყლითა და სისხლით. სული მოწმობს, ვინაიდან სული ჭეშმარიტებაა. და სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი." ეს მოწმეები, რომლებიც გვიცხადებენ რომ უფალი არის ჩვენი ღმერთი და მხსნელი, მოწმობენ იმაზე რომ ღმერთი ამ ქვეყნად ადამიანის ხორცში მოვიდა, მის ნათლობაში თავისი სხეულით ყველა ჩვენი ცოდვა იტვირთა, ჩვენს სანაცვლოდ ჯვარზე სისხლი დაღვარა და ასე დაგვიხსნა ყველა ჩვენი ცოდვისაგან. 
ახალ აღთქმაში, სულიერი წინადაცვეთის სახარება შედგება წყლისა და სისხლისგან. ახალ აღთქმაში წყალი წარმოადგენს ნათლობას, რომელიც იესომ იოანესგან მიიღო, ხოლო სისხლი - მის ჯვარზე სიკვდილს. იესოს ნათლობა არის ძველი აღთქმის წინადაცვეთილობის ხატება. იოანეს მიერ იესოს ნათლობა არის დასტური იმისა რომ ჩვენი ცოდვები მას გადაეცა. ისინი ვისაც ამ ჭეშმარიტების სჯერა, შეძლებენ ღმერთის წინაშე დადგომას და თქმას, "ღმერთო, შენ ჩემი მხსნელი ხარ. მე მწამს შენი სამართლიანობის და ამიტომ აღარა მაქვს არავითარი ცოდვა, მე ვარ შენი უბიწო შვილი და შენ ხარ ჩემი ღმერთი". რას წარმოადგენს წმ.წერილის საფუძველი რომელიც ამ სიტყვების დაძახების უნარს გვანიჭებს? ეს არის იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის რწმენა, რომელიც შეადგენს ღმერთის სამართლიანობას. ღმერთის სამართლიანობის ჩემ საკუთარ სამართლიანობად მიღება შეუძლებელი იქნებოდა მხოლოდ ქრისტეს სისხლის მეშვეობით. ის ერთიანად მისი ნათლობით და სისხლით მოგვეცა. 
მოდით ჩვენი ხსნისათვის იესოს ნათლობის აუცილებლობის შესახებ მუხლებს დავაკვირდეთ. 1 პეტრე 3:21 არის ამ ჭეშმარიტების მტკიცებულება. "რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით (იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება) იესო ქრისტეს აღდგომით". 
პეტრე მოციქული აქ ლაპარაკობს ხსნის უეჭველ მოწმობაზე. იესოს ნათლობა არის ძველი აღთქმის წინადაცვეთილობა. გესმით ეს? ისევე როგორც ისრაელიანები ძველი აღთქმის წინადაცვეთაში თავისი ჩუჩის კანს იჭრიდნენ, ახალ აღთქმაში იესო იოანეს მიერ მოინათლა და მთელი სამყაროს ცოდვები მიიღო, რითაც სულიერი წინადაცვეთილობის მიღების საშუალება მოგვანიჭა. ნათლობამ და ჯვრის სისხლმა მოგვიტანეს ღმერთის სამართლიანობა. სულიერი წინადაცვეთა და ნათლობა ერთსა და იმავეს ნიშნავს. უნდა გაიგოთ, რომ იესოს ნათლობა ყველა ჩვენგანის სულიერ წინადაცვეთილობას წარმოადგენს. 
"რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით". როგორ ვღებულობთ ჩვენ ღმერთის სამართლიანობას? იმის რწმენით რომ იესო იქნა მონათლული და ჯვარზე ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა. მათეს 3:15 აცხადებს, "ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება". იმის გამო რომ მთელი კაცობრიობის ცოდვები იესოზე გადავიდა, ცოდვილთა ცოდვები სრულიად იქნა აღმოფხვრილი. ნებისმიერი ცოდვილი ხდება მართალი იესოს ნათლობის და მისი სისხლის რწმენით. მთელი ქვეყნიერების ცოდვების აღების შემდეგ, იესომ ჯვარზე განკითხვის სისხლი დაღვარა; ასე კაცობრიობის ყველა ცოდვა იქნა გამოსყიდული. იმის რწმენა რომ იესომ თავის ნათლობაში მთელი მსოფლიოს ცოდვები იტვირთა და რომ მან ჩვენს სანაცვლოდ გამომსყიდველი სამსჯავრო მიიღო, ნიშნავს იმ რწმენის ქონას, რომელიც მორწმუნეებს ღვთის სამართლიანობას ანიჭებს. გწამდეთ ამ ჭეშმარიტების.
იოანეს 1:29 ამბობს, "აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას!" იესო არის ღმერთის ძე. და როგორც ჩვენმა შემქმნელმა, ცოდვილთა ცოდვების აღებით, მან აღასრულა წინადაცვეთილობის თავისი დაპირება. ესაა ნამდვილი რწმენა, რომელსაც ჩვენს გულებში სულიერი წინადაცვეთილობა მოაქვს, რომელიცაა ღმერთის სამართლიანობა. იესო არის ჩვენი ჭეშმარიტი სამართლიანობა. ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ მას. ჩვენ უნდა ვუმადლოდედ იესოს მისი ნათლობისთვის და სისხლისთვის, რომლებიც სულიერ წინადაცვეთილობას გვანიჭებენ. 
1 პეტრე 3:21 აგრძელებს, "იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება". ადამიანს ხორციელი ჭუჭყი არ სცილდება მხოლოდ იმის გამო რომ მას იესოსი, როგორც თავისი მხსნელის სწამს. ცოდვების მიტევების მიღებას თქვენ შეძლებთ მხოლოდ იმის რწმენით რომ ყველა თქვენი ცოდვა იესოზე მისი ნათლობით და ჯვარზე დაღვრილი სისხლით გადავიდა. იესოს საკუთარ მხსნელად აღიარებით ცოდვების მიტევება თქვენი გულის სიღრმეში ხდება. ეს ხდება მორწმუნის გულში. თუ თქვენ გულით გწამთ თქვენი მაცხოვრის, თქვენ ცოდვების მიტევებას მიიღებთ, მაშინ როცა თქვენი ხორცი ისევ ბინძური რჩება და ყოველდღე ცოდვებს იდენს; მაგრამ ცოდვა აღარაა. თქვენ ღებულობთ ღმერთის სამართლიანობას იმის რწმენით რომ როდესაც იესო მოინათლა, ყველა ცოდვა მასზე გადავიდა და რომ ამიერიდან თქვენს გულში არც ერთი ცოდვა აღარაა.


თქვენ ამის უნდა გწამდეთ, თქვენი რომ გახადოთ

იოანეს 1:12-ში ნათქვამია, "ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა". 
რომელი სიტყვა მიიღეთ? თქვენ უნდა მიიღოთ ის რაც ღმერთის ძემ მოიმოქმედა. რა იყო ღმერთის შრომა? ღმერთის ძე მოვიდა ამ ქვეყნად ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ოცდაათი წლის ასაკში მოინათლა მთელი კაცობრიობის ცოდვების ასაღებად, რითაც ჩვენ სულიერი წინადაცვეთილობა მოგვცა, რათა ჩვენი ცოდვები წარხოცილიყო. შემდეგ ის როგორც ღმერთის კრავი, ჯვარზე მოკვდა და გამოსყიდვა მოგვიტანა. ყველა ცოდვილისთვის, უფალი მარადიული ცოდვის მსხვერპლი გახდა, და მარადიულად დაგვიხსნა. ესაა ნამდვილი რწმენა. ჩვენ მართლები ამ ჭეშმარიტებისადმი რწმენით ვხდებით.
შესაძლებელია ჩვენთვის სულიერი წინადაცვეთილობის მხოლოდ ქრისტეს სისხლით მიღება? არა, ეს შეუძლებელია. იესოს ნათლისღებამ ჩვენ ცოდვები მოგკვეთა, ხოლო განკითხვა რომელიც მან ჯვარზე ცოდვილთათვის სისხლის დაღვრით მიიღო, იყო ჩემთვის და თქვენთვის შენაცვლებითი სასჯელი. ჩვენ დახსნილი ვართ ცოდვისგან, და სამსჯავროსგან ვთავისუფლებით, რადგან გვწამს ღმერთის სამართლიანობის სახარების, ანუ იესოს ნათლობის და ჯვრის სისხლის სახარების. იესოს მაცხოვრად მიღებას ცოდვილის გულში ყველა მისი ცოდვის ამოშლა შეუძლია. მიიღეთ თქვენს გულებში სულიერი წინადაცვეთილობა. მაშინ, ღმერთის სამართლიანობა თქვენი გახდება. 


ჭეშმარიტი სულიერი წინადაცვეთილოვა გულში ხდება

რომაელთა მე-2 თავში პავლე ამბობს, "წინადაცვეთილობა ისაა რაც გულით არის". როგორ უნდა წინადაიცვითოთ გულში? ეს შესაძლებელია იმის რწმენით რომ იესო ქრისტე ამ სოფლად ადამიანის ხორცში მოვიდა, რომ ის მოინათლა "წუთისოფლის ყველა ცოდვის" ასაღებად, რომ ის ჯვარზე სისხლის დაღვრით მოკვდა, და რომ ის აღდგა მკვდრეთით რათა ჩვენი მარადიული მაცხოვარი გამხდარიყო. პავლე მოციქულმა თქვა რომ წინადაცვეთა გულში უნდა მოხდეს, და თქვენც შეძლებთ, იესოს ნათლობის რწმენით, ასეთი წინადაცვეთილობის მიღებას. ამრიგად, თუ გულის სულიერი წინადაცვეთის ქონა გსურთ, ირწმუნეთ იესოს ნათლობის. მაშინ თქვენ ნამდვილად ღმერთის ერთ-ერთი შვილთაგანი გახდებით. მართალი ის ადამიანია, ვისაც სჯერა რომ იესოს ნათლობამ და სისხლმა იგი ყველა მისი ცოდვისგან იხსნა. ამინ. 
29 წლის ასაკამდე იესო თავის ოჯახზე მზრუნველობოთ პირადი ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ 30 წლის ასაკს რომ მიაღწია, მან თავისი საჯარო ცხოვრება დაიწყო. ამ საჯარო ცხოვრების განმავლობაში მან კაცობრიობის ყველა ცოდვა ამოშალა და ყველა ცოდვილი მათი ცოდვებისგან გაათავისუფლა. პირველი, რაც მან გააკეთა იყო მისი ნათლისღება, რათა ყველა ცოდვილი მათი ცოდვებისგან დაეხსნა და ისინი მართლებად ექცია. "მაშინ მოვიდა იესო გალილეიდან იოანესთან იორდანეზე, რათა მის მიერ მონათლულიყო" (მათე 3:13). რატომ ეცადა იესომ ნათლისღება? ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ მან ეს გააკეთა ცოდვილების ყველა ცოდვის ასაღებად. ჩვენ მისი ნათლობის ნამდვილი მნიშვნელობა არასწორად არ უნდა გვესმოდეს. ნათლობა არის ცოდვათა ჩამორეცხვა მათ გადასაცემად. ამიტომაც იესო, რათა აეღო ცოდვილთა ცოდვები, სთხოვა იოანეს რომ მას მოენათლა იგი. 
ვინ იყო ეს იოანე რომელმაც იესო მონათლა? იოანე არის კაცობრიობის წარმომადგენელი. ეს კარგადაა ახსნილი მათეს 11:11-14-ში. "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია. იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას. ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. თუ მიღება გსურთ, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს". 
იოანე ნათლისმცემლის დღეიდან დაწყებული, ღმერთის აღთქმის საუკუნე დასრულდა. ამის მიზეზი ისაა რომ იესო, პიროვნება, რომელსაც მისი აღთქმები უნდა შეესრულებინა, ამ ქვეყნად იქნა მოვლენილი. მაშ, ვინ იყვნენ ისინი ვისაც ძველი აღთქმის დაპირებები უნდა შეესრულებინა? ესენი იყვნენ იესო და იოანე ნათლისმცემელი. იოანე ნათლისმცემელმა ცოდვები იესოს გადასცა. იოანე იყო ძველი აღთქმის უკანასკნელი წინასწარმეტყველი, რომელიც ახალაღთქმისეულ ღვთის კრავზე ყველა ცოდვის გადასაცემად იყო წარგზავნილი. იოანემ ეს შეასრულა იესოს თავზე ხელების დასხმით, სამსხვერპლო სისტემაში დაწესებული კანონის მიხედვით. ამით ქვეყნიერების ყველა ცოდვა მოკვეთილ იქნა და იესოზე მის ნათლობაში გადაინაცვლა. "ვინაიდან ასე" ღმერთმა მთელი კაცობრიობის გულებში სულიერი წინადაცვეთა განახორციელა.
მტკიცედ ჩაეჭიდეთ იესოს ნათლობას და მის სისხლს, როგორც თქვენს გამოსყიდვას. იესომ უკვე მიიღო ქვეყნიერების მთელი ცოდვა და მათთვის მთელი სამსჯავროც იტვირთა. ღმერთის სამართლიანობის სახარება არის ის ჭეშმარიტება რომ იესო მოინათლა და სისხლი დაღვარა ყველა ჩვენი ცოდვის გამოსასყიდად. ახლა კი ჩვენ ცოდვათა მიტევების მოპოვება უბრალოდ ჩვენს გულებში ღმერთის სამართლიანობის მიღებით შეგვიძლია. თუ თქვენ ამას მიიღებთ, შეძლებთ "იესო ქრისტეს, დავითის ძის, აბრაამის ძის გენეალოგიაში, ანუ საგვარეულო ნუსხაში" შესვლას. ამ ქვეყნად არსებობენ ადამიანები რომლებმაც უკვე იციან ღვთის სამართლიანობის შესახებ, და ისინი ვინც არ იციან, და ჯერ კიდევ იესო ქრისტეს გარეთ არიან. მზე უკვე ჩადის. იწამეთ იესოს ნათლობა და ქრისტე შეიმოსეთ. იესოს ნათლობის რწმენა თქვენი საქორწილო ნადიმისთვის გამზადებული ზეთი გახდება. ვიმედოვნებ რომ გეცოდინებათ ეს საიდუმლოება, რათა შეძლოთ თქვენი ლამფრის ზეთის გამზადება და შეხვდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას მისი ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის რწმენით. 
იესო მოინათლა რათა ყველასი ცოდვა ამოეშალა. იესო არის ღმერთის ძე და თვით ღმერთი. ის ჩვენი შემქმნელია. ის ამ ქვეყნად მისი მამის ნებით მოვიდა, იმისთვის რომ ჩვენი თავი ღვთის ძეებად და ასულებად ეშვილა. ვიზე ლაპარაკობს ძველი აღთქმის ყველა წინასწარმეტყველება? ისინი იესოზე ლაპარაკობენ. ეს იყო წინასწარმეტყველება იმის შესახებ თუ როგორ მოვიდოდა ის ამ ქვეყნად, აიღებდა ჩვენ ცოდვებს და სრულიად წარხოცავდა მათ. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა თანახმად, იესო ამ ქვეყნად თითქმის 2000 წლის წინ მოვიდა და თავის ნათლობაში ყველა ჩვენი ცოდვა იტვირთა. მან წაიღო კაცობრიობის ყველა ცოდვა, ადამ და ევადან დაწყებული და უკანასკნელი პიროვნებით დამთავრებული. 
მიიღეთ სულიერი წინადაცვეთილობა თქვენს გულებში. "წინადაცვეთილობა ისაა რომელიც გულით არის" (რომაელთა 2:29). როცა თქვენ იესოს ნათლობის გწამთ, თქვენ ავტომატურად ღებულობთ გულის წინადაცვეთას. გულის წინადაცვეთა ნიშნავს ჩვენს გულში არსებული ცოდვების აღმოფხვრას, როცა ვაღიარებთ რომ ყველა ცოდვა იესოზე მის ნათლობაში გადავიდა. მიიღეთ თუ არა გულის წინადაცვეთა? გულის წინადაცვეთილობის რწმენით, "ყოველივე რწმენით განიწმინდება".


ნამდვილად ღებულობთ თქვენს გულში სულიერი წინადაცვეთილობის ჭეშმარიტებას?

უკვე დაახლოებით 2000 წელია რაც იესო ამ ქვეყნად მოვიდა, მოინათლა და ჯვარზე მოკვდა. ჩვენ დღეს მხოლოდ ეს ფაქტი უნდა მივიღოთ გულებში. "წინადაცვეთილობა გულითაა". ჩვენ შევძლებთ ამ ჭეშმარიტებისადმი რწმენით ჩვენი გონებისა და გულის წინადაცვეთას. ღმერთის სამართლიანობის რწმენით ჩვენ ყველამ ხსნა მოვიპოვეთ. ღმერთის სამსჯავროც რომ დაატყდეს ამ დედამიწას, ჩვენ არ შედვრკებით. ისინი ვისაც სწამთ ღმერთის სამართლიანობის, არ ღებულობენ ღმერთის სამსჯავროს. ეს სამსჯავრო დაატყდება მხოლოდ იმათ ვინც არ მიიღო თავის გულებში ღმერთის სამართლიანობა. 
რატომაა რომ დღესდღეობით ქრისტიანებს სწამთ იესო მაგრამ მაინც სცდებიან გზას? რატომ ცხოვრობენ ისინი აგონიაში? ეს იმიტომაა რომ მათ თავისი გადარჩენისთვის მხოლოდ იესოს სისხლის სწამთ. ახლა უნდა აღიაროთ რომ თქვენი ჯიუტობით თქვენ ამწუხრებდით ღმერთს, და დაუბრუნდეთ იმ ჭეშმარიტებას რომ იესომ იორდანეზე ნათლობით ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო. ამას თუ იზავთ, თქვენს გულში სულიერი წინადაცვეთა მოხდება. 
თუ თქვენ ერთიანად იესოს ნათლობის და მისი სისხლის გწამთ, თქვენს გულში სულიერი წინადაცვეთილობა მოხდება და თქვენ აღარ მიიღებთ ღმერთის მსჯავრს, არამედ ერთ-ერთი მისი შვილთაგანი გახდებით. ღმერთი თქვენი ღმერთი გახდება, ხოლო თქვენ გახდებით მისი ხალხის ნაწილი. თუ არიან თქვენს შორის ისეთები ვისაც იესოსი სწამთ, მაგრამ მხოლოდ იესოს სისხლს ეყრდნობა, მინდა დაგისვათ შეკითხვა. ჩვენი სულიერი წინადაცვეთილობა და ღმერთის სამართლიანობა მხოლოდ ჯვრის სისხლით მოდის? ჩვენი ხსნა სრულია არა მხოლოდ სისხლით, არამედ იესოს ნათლობით, მისი სისხლით და სულით.


ღმერთის სამართლიანობა მიიღწევა ქრისტესთან შეერთებით

მოდით შევისწავლოთ რომაელთა 6:3-8. "ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ამიტომ დავიმარხეთ მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით. ვინაიდან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას. რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები. ვინაიდან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია. და თუ ჩვენ ქრისტესთან დავიხოცენით, გვწამს, რომ მასთან ვიცოცხლებთ კიდეც".
მე-5 მუხლი ამბობს, "ვინაიდან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას". ბიბლია ამბობს რომ ცოდვის საზღაური სიკვდილია, ესე იგი, ვისაც ცოდვა აქვს, წარიწყმიდება და მოხვდება ჯოჯოხეთში. არ გქონდათ ყოველ თქვენთაგანს ცოდვა, იესო ქრისტეს ჭეშმარიტების სრულ რწმენამდე? - დიახ. - თუნდაც მცირეოდენი ცოდვა გქონდეთ, თქვენ მოხვდებით ჯოჯოხეთში და მიიღებთ სამსჯავროს რომლიცაა "ტბა, რომელიც ცეცხლითა და გოგირდით იწვის" (გამოცხადება 21:8). ჩვენ რომ ჩვენი ცოდვების საზღაური გადაგვეხადა, რაც სიკვდილია, ჩვენ ვერასდროს ვერ დავიხსნიდით თავს ცოდვებისგან. ამიტომ ღმერთმა ამ ქვეყნად იესო ქრისტე გამოაგზავნა, გადასცა მას ყველა ცოდვა და ჩვენს ნაცვლად გაასამართლა იგი. 
ღმერთმა დაგვიხსნა, რადგან მეტად შეგვიყვარა. მამა ღმერთმა ამ სოფლად თავისი მხოლოდშობილი ძე გამოაგზავნა, მის ნათლობაში გადასცა თავის ძეს ქვეყნიერების მთელი ცოდვა, და ლურსმებით ჯვარს აცმევინა, რათა მას ყველა ცოდვის გამომსყიდველი სისხლი დაეღვარა. ამის რწმენა იესოსთან შეერთებას წარმოადგენს. ცოდვის საზღაური არის სიკვდილი. ჩვენ ყველას გულებში ცოდვები გვქონდა და ამ ცოდვათა გამო ჯოჯოხეთში უნდა მოვხვედრილიყავით. მაგრამ ჩვენს სანაცვლოდ, ვისაც ჯოჯოხეთში მოხვედრა გვეწერა, იესომ იორდანეზე ნათლობით ეს ცოდვები იტვირთა და ჯვარზე შემნაცვლელი სასჯელი მიიღო. ასე მისი სიკვდილი ჩვენი სიკვდილი გახდა, რადგან მისმა ნათლობამ ყველა ცოდვა ამოშალა. ეს არის ქრისტესთან შეერთების რწმენა. 
ბევრს იესოსი ჯერ კიდევ "რელიგიურად" სწამთ. ისინი დადიან ეკლესიაში, ცრემლებს ღვრიან თავიანთი ცოდვების აღიარებისას, და ღმერთს პატიებას სთხოვენ. ახლავე შეწყვიტეთ ამის კეთება და ირწმუნეთ ღმერთის სამართლიანობა, და მაშინ თქვენს გულში ღვთის მშვიდობა დაისადგურებს. იესო მოინათლა და ჯვარზე მოკვდა ჩვენს გადასარჩენად, და მე ვიმედოვნებ რომ თქვენ ირწმუნებთ ამ სახარებას. 
ღმერთმა მოსეს მეშვეობით ცოდვათა მიტევების შესახებ გვასწავლა. მოსემ დაუჯერა ღმერთის ბრძანებას ეგვიპტეში წასულიყო და მისი ერი, ისრაელიანები, გაეთავისუფლა. ამიტომ ის თავისი ცოლშვილით სახედარზე ამხედრებული ეგვიპტეში გაემგზავრა. იმ ღამეს, მას ღვთის მაცნე მოევლინა და სცადა მოსეს მოკვლა. მაშინ მისმა ცოლმა, ციფორამ, საჩქაროდ აიღო გალესილი კაჟი, თავის შვილს ჩუჩა დაუცვითა, მოსეს ფერხთით დააგდო, და თქვა, "სისხლის სიძე ხარ შენ ჩემთვის!" (გამოსვლა 4:25).
ამ მონაკვეთის მნიშვნელობა შემდეგნაირია: თვით მოსეს შვილიც ვერ ჩაითვლებოდა ღმერთის ერის ნაწილად, წინადაცვეთა რომ არ ჰქონოდა; ამიტომ, ღმერთმა მას მოკვლა დაუპირა. ღმერთმა თქვა რომ ესრაელიანები არ ჩაითვლებოდნენ მის ერად, წინადაცვეთა რომ არ შეესრულებინათ. ძველ აღთქმაში წინადაცვეთა იყო ღმერთის ერისადმი კუთვნილების ნიშანი. ღმერთს ეს მოსესთვის გასაგები უნდა გაეხადა. ამიტომ, მოსეს მეუღლემ სწრაფად წინადაცვითა თავისი შვილი და დაუგდო ფეხებთან ამ სიტყვებით, "სისხლის სიძე ხარ შენ ჩემთვის!". ამრიგად ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთმა ეცადა მოსეს მოკვლა მისი ვაჟიშვილის წინადაუცვეთლობის გამო.
ნებისმიერი პიროვნება, თუნდაც ის აბრაამის შთამომავალი ყოფილიყო, წინადაცვეთილობის არქონის შემთხვევაში ისრაელის ხალხისგან მოიკვეთებოდა. მხოლოდ წინადაცვეთილებს შეეძლოთ პასექის კრავის ხორცის ჭამა და კარის ზღუდარი და ცირთხლი კრავის სისხლით მოეცხოთ. ამის მსგავსად, მხოლოდ სულიერად წინადაცვეთილებს შეუძლიათ წმიდა ზიარებაში მონაწილეობის მიღება. ისინი ვინც ასეთ რწმენას არ ფლობს, ვერასდროს შევლენ ღმერთის სამართლიანობაში და ამიტომ, ღვთის დიდების მონაწილეებიც ვერ გახდებიან. 
პავლე მოციქული ებრაელი იყო. ის მერვე დღეს იყო წინადაცვეთილი და გამალიელის ფერხთან აღიზარდა. პავლე გაწაფული იყო ძველ აღთქმაში. ამიტომ, მას კარგად ესმოდა თუ რატომ უნდა მონათლულიყო იესო ქრისტე იორდანეს მდინარეზე და რატომ უნდა მომკვდარიყო იგი ჯვარზე. ამან განაპირობა მის მიერ დიდი დარწმუნებით წყლისა და სულის სახარების ქადაგება. ამიტომაც თქვა მან, "წინადაცვეთილობა ისაა რომელის გულით არის" (რომაელთა 2:29). 
ცხადია პავლე მოციქული უფრო ხშირად იესოს ჯვრის სიკვდილზე ლაპარაკობდა. რატომ? იმიტომ რომ, თუნდაც იესომ ჩვენი ცოდვების აღებით ჩვენი სულიერი წინადაცვეთა შეასრულა, იგი ჯვარზე მსხვერპლად მოტანილი რომ არ ყოფილიყო, ანუ, მას ჩვენს გამო მსჯავრი რომ არ მიეღო, ჩვენ ვერ გადავრჩებოდით. ამიტომ ლაპარაკობდა პავლე ჯვარზე ასე ხშირად. უნდა გახსოვდეთ, რომ ჯვარი არის ჩვენი სულიერი წინადაცვეთის დასრულება და განხორციელება. ამასთან, ქრისტიანთა უმრავლესობას დღესდღეობით ოდნავი წარმოდგენაც კი არა აქვთ იესოს ნათლობის და მისი ჯვარზე სიკვდილის შორის ურთიერთკავშირზე, რის გამოც ისინი ჯოჯოხეთისთვის არიან განწირულნი. სულიერი წინადაცვეთილობის რწმენის ძალა თაობათა გასწვრივ კარგად რომ გადაცემულიყო, დღევანდელი ქრისტიანობა ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა. 
ზოგი ადამიანი უაღრესად მადლიერია როცა პირველად ხვდება იესოს, მაგრამ დროთა განმავლობაში თავიანთი ნაკლოვანებების გამო მათ გული უცრუვდებათ და კიდევ უფრო უარეს ცოდვილებად იქცევიან. მათი იესოსადმი პირვანდელი რწმენის შემდეგ შეიძლება ათ წელიწადმა განვლოს, მაგრამ ისინი უარესი ცოდვილები ხდებიან. შესაძლებელია კი ცოდვილი რჩებოდე იესოსადმი რწმენის შემდეგ? ისინი თავიანთ საგალობლებს მარტო სიტყვიერად წარადგენენ. 
"♪ტირილი არ მიხსნის! ♫ სახე ცრემლებითაც რომ მოვიბანო, ♫ ეს ჩემს შიშებს ვერ შეამცირებს, ♫ მრავალწლიან ცოდვებს ვერ ამორეცხავს! ♫ ტირილი მე არ მიხსნის!....ქრისტეს რწმენა მიხსნის მე! ♫ მე ტანჯულ ღვთის ძეს მივენდობი, ♪ მივენდობი მის მიერ შესრულებულ საქმეს; ♪ უფალო, შემეწიე მასთან მისვლაში: ♪ქრისტეს რწმენა მიხსნის მე. ♫ "
ისინი მღერიან, "ტირილი ამ მიხსნის. ქრისტეს რწმენა მიხსნის მე". მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებად რჩება. ყოველი შეცოდების ჯერზე ისინი ცრემლების ღვრით ლოცულობენ. "ღმერთო გთხოვ მომიტევე. თუ მაპატიებ, ამიერიდან კარგად მოვიქცევი". როცა ქრისტიანი სცოდავს, ის ტირის და პატიებას ითხოვს, რის შემდეგ ცოტა უკეთ გრძნობს თავს. მაგრამ პიროვნება ვინც ამას წლების განმავლობაში იმეორებს, თავის გულში უფრო მეტად ცოდვილი ხდება ვიდრე როცა მან იესო ათი წლით ადრე ირწმუნა. ასეთი ადამიანი მწუხარებით კითხულობს, "რატომ ვირწმუნე მე იესო ასე ადრე? 80 წლის რომ გავხდებოდი მაშინ ჯობდა რომ მერწმუნა, ანდა ჩემს ბოლო ამოსუნთქვის წინ. ძალზე ადრე მომივიდა რწმენა". ეს იმიტომ ხდება, რომ ის ღმერთის ნების თანახმად აპირებდა ცხოვრებას, მაგრამ ვერ შეძლო.
ყოველი ადამიანის ცოდვისთვის არსებობს სამსჯავრო. ამისთვის მოინათლა და ჯვარზე განიკითხა იესო თავისი ძვირფასი სისხლის დაღვრით, რათა მას ჩვენი ცოდვებისგან გადავერჩინეთ. სამი დღის შემდეგ ის მკვდრეთით აღდგა. მამა ღმერთმა იესოს ისევ სიცოცხლე უბოძა. ადამიანი რომელსაც სულიერი წინადაცვეთილობა აქვს, სახარების გავრცელებით უნდა ცხოვრობდეს, და ამის გასაკეთებლად ძალაც და უნარიც გააჩნია. სულიერი წინადაცვეთილობა არის მტკიცებულება იმისა რომ ჩვენ ღვთის შვილებად ვიქენით, და ეს ასევე ღვთის სამართლიანობაა. იესოს ნათლობა არის მოწმობა იმისა რომ ჩვენი ცოდვები მას გადაეცა, და მისი ჯვრის ძვირფასი სისხლი არის დასტური იმისა რომ მან შენაცვლებითი სამსჯავროს მიღებით მთელი ჩვენი ცოდვის საზღაური გადაიხადა. 
გწამთ იესოსი, მაგრამ გულში ცოდვა გრჩებათ? ეს ერეტიკული რწმენაა. ტიტეს 3:10-11 ამბობს, "მწვალებელს პირველი და მეორე შეგონების შემდეგ გაერიდე. იცოდე, რომ ასეთი კაცი გაირყვნა და სცოდავს: მისმავე თავმა დასდო მას მსჯავრი". ისინი ვისაც მწვალებლური, ანუ ერეტიკული რწმენა აქვთ, თავის თავშივე მსჯავრდებული ცოდვილები არიან. სიკვდილის პირაზეც კი ისინი დაჟინებით იმეორებენ რომ არიან ცოდვილნი. თავისი მცდარი გაგების შესაცვლელად ისინი მეტად ჯიუტნი არიან. ღმერთი ეუბნება ამ ცოდვილებს, "შენ ხარ მწვალებელი. შენ ხარ ცოდვილი; შენ არ ხარ ჩემი შვილი და ამიტომ ჯოჯოხეთის საუკუნო ცეცხლში მოხვდები".
ისინი ვისაც სწამთ იესო, მაგრამ ჯერ არ მიუღიათ ღმერთის სამართლიანობა, ან იესოს ნათლობის და სისხლის სულიერი წინადაცვეთილობა, არიან მწვალებელი ქრისტიანები და დიდი ცოდვილები, ვინც ღმერთის წინაშე მხოლოდ საკუთარ ცოდვილობას აღიარებენ. იესოს სამართლიანობის ურწმუნო ცოდვილები ვერ შევლენ მის სასუფეველში.
მათ ვინც იესოსადმი რწმენის მართლები გახდნენ, თავიანთ გულებში აქვთ სულიერი წინადაცვეთილობის მიღების დასტური. ეს არის დასტური: იესო არის ღმერთი რომელიც ადამიანის ხორცში მოვიდა, მოინათლა და ჯვარზე სისხლი დაღვარა. იესო მოვიდა ამ ქვეყნად და წუთისფოლის ცოდვის ასაღებად იოანე ნათლისმცემლის მიერ იქნა მონათლული; ის ჯვარზე განიკითხა რათა სრულეყო იმათი რწმენა ვისაც სულიერი წინადაცვეთილობის სწამდათ. სამ დღეში ის მკვდრეთით აღდგა და გახდა ჩვენი მარადიული მაცხოვარი. ეს არის ღვთის სამართლიანობის ყველაზე სწორი ხსნის შინაარსი, რომელიცაა არა მხოლოდ სისხლით, არამედ წყლით, სისხლით და სულიწმიდით. ესენია სულიერი წინადაცვეთის შეუდავებელი მოწმობანი, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ ჩვენთვის მოტანილ სრულყოფილ ხსნას. 
ჩემო ძვირფასო ქრისტიანებო, მიიღეთ თქვენს გულებში ის ჭეშმარიტება რომ ჩვენი ხსნა არ მომხდარა მხოლოდ იესოს სისხლით, არამედ წყლით, სისხლით და სულიწმიდით. ღმერთმა მოკვეთა წუთისოფლის ყველა ცოდვა და სრულიად გააქარწყლა ჩვენთვის განკუთვნილი სამსჯავრო. მან არა მარტო ჩემი ცოდვები მოსპო, არამედ მთელი სამყაროს ცოდვები, ადამიდან დაწყებული და ამ ქვეყნად უკანასკნელი პიროვნებით დამთავრებული. მან ისინი თავისი ნათლობით და სისხლით წაიღო. სულიერი წინადაცვეთის მიღება იხსნის ყველას ვისაც სწამს ღმერთის სამართლიანობის, რომელიც აღსრულდა წყლით და სისხლით მოსულ იესოს მიერ.
ქვეყნიერების მთელი ცოდვა მოიკვეთა იოანესგან მიღებული იესოს ნათლობით. მათ ვისაც ახლა ამ სულიერი წინადაცვეთის სწამთ, არ შეუძლიათ თავიანთ გულში რაიმე ცოდვის ქონა. იესო მკვდრეთით აღდგა და თავისი სამართლიანობით აღადგინა ჩვენი ცოდვის გამო დაკარგული სულები. ღმერთი გვიყურებს იესოს ნათლობის, მისი სისხლის და სულის სახარების ჭრილით, და ახლა ჩვენ სულიერი წინადაცვეთილობის მიერ ვაღწევთ ხსნას. მათთვის ვინც ამას ირწმუნებდა, სულიერი წინადაცვეთილობა ღმერთის მიერ ჯერ კიდევ ამ სამყაროს შექმნამდე იყო დაგეგმილი. ახლა კი თქვენც, ვისაც გწამთ ღმერთის სამართლიანობის, ეს სულიერი წინადაცვეთილობა გაქვთ მიღებული.