(რომაელთა 2: 1-16)
“ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ, ადამიანო, ყოვლის განმკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან სხვისი განმკითხველი იმასვე სჩადიხარ. ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების მიხედვით არის ღვთის სამსჯავრო ამის ჩამდენთათთვის. შენ კი, ადამიანო, რომელიც განიკითხავ ამის ჩამდენთ და თვითონ იმასვე აკეთებ, ნუთუ გგონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს? თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, თავშეკავებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ? ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენ თვითონვე იხვეჭ რისხვას ღვთის რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს, რომელიც ყველას მისი საქმეებისამებრ მიუზღავს: მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელებას - საუკუნო სიცოცხლეს; ხოლო მათ, ვინც ჯიუტობს და ჭეშმარიტებას კი არ ემორჩილება, არამედ უსამართლობას - რისხვასა და გულისწყრომას. ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტს სჩადის - ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენს. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს - ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენს. რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება. ისინი, ვინც რჯულის გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან. ხოლო ისინი, ვინც რჯულით შესცოდეს, რჯულით განიკითხებიან რადგან რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთთან, არამედ რჯულის შემსრულებელნი გამართლდებიან, რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ, - იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეს მიერ”.
ლეგალისტები მუდამ სხვებს განიკითხავენ, მაშინ როცა თვითონ ვერ იცავენ რჯულს
მოდით რჯულის შესახებ ვისაუბროთ. პავლე მოციქულმა უთხრა რჯულზე დაიმედებულ ებრაელებს, "ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ, ადამიანო, ყოვლის განმკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან სხვისი განმკითხველი იმასვე სჩადიხარ. ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების მიხედვით არის ღვთის სამსჯავრო ამის ჩამდენთათთვის. შენ კი, ადამიანო, რომელიც განიკითხავ ამის ჩამდენთ და თვითონ იმასვე აკეთებ, ნუთუ გგონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს?" (რომაელთა 2:1-3).
ლეგალისტებს გონიათ რომ ისინი ღმერთს ღირსეულად ეთაყვანებიან. ასეთ ადამიანებს ღმერთის თავიანთი გულით კი არ სწამთ, არამედ თავისი ამაო ქედმაღლობით, რომელიც მათ პირად საქმეებზეა დამყარებული. ამ ადამიანებს სხვების განკითხვა უყვართ და ამაში გაწაფულებიც არიან. მაგრამ როდესაც ღმერთის სიტყვის გამოყენებით ისინი სხვებს ასამართლებენ, ვერ გებულობენ რომ თვითონ ზუსტად იმ ხალხის მსგავსნი არიან ვისაც განიკითხავენ, და ზუსტად იგივე შეცდომებს სჩადიან.
მაგალითად, ისინი შაბათის დღეს ვერ წმიდაჰყოფენ, თუმცა სხვებს კი ეუბნებიან რომ ის ღვთის მცნებების თანახმად დაიცვან. ისინი ეუბნებიან ყველას რომ რჯულს დაემორჩილონ და დაიცვან იგი, თვითონ კი არ იცავენ მას. პავლე მოციქულმა ამნაირ ადამიენებს მიმართა, "შენ კი, ადამიანო, რომელიც განიკითხავ ამის ჩამდენთ და თვითონ იმასვე აკეთებ, ნუთუ გგონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს?" (რომაელთა 2:3).
ლეგალისტები ღვთის წინაშე ხსნას ვერ მიაღწევენ. რჯულს არასოდეს ძალუძს ჩვენი გადარჩენა, ამიტომ თუ ჩვენი რელიგიური ცხოვრება რჯულზეა დამყარებული, ღმერთი გაგვასამართლებს. ლეგალისტური ცხოვრება ღვთის რისხვას იწვევს. მათ ვინც დახსნილი არ ყოფილა, ლეგალისტური რწმენა აქვთ. ისინი სხვებს რჯულის მიხედვით ცხოვრებისკენ უბიძგებენ, მაგრამ დღევანდელ დღეს მათი მიერ ამის თქმა შეცდომა იქნება.
დიდი ხნის წინ, ჩვენ ქვეყანაში ქრისტიანთა უმრავლესობა ზუსტად ასეთი იყო. ლეგალისტი მსახურები კიცხავდნენ ქალებს რომლებსაც დახვეული თმა ჰქონდათ და ეუბნებოდნენ რომ ამის გამო ისინი ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ. ჩვენ რომ იმ მსახურთა სწავლების ქვეშ დავრჩენილიყავით ვინც ეკლესიის წევრებს რჯულის საქმეებს ამგვარად ასწავლიდა, ნამდვილად დავიჯერებდით რომ დახვეულთმებიანები ავტომატურად ჯოჯოხეთში მიდიოდნენ. ასეთი რამ მხოლოდ რაღაც 15-20 წლის წინ ხდებოდა. ქალებს პომადა რომ ეხმარათ, ასეთი მსახურების დარიგების თანახმად, ისინი უმალვე განსაწედელში უნდა მოხვედრილიყვნენ.
ეს ადამიანები იყვნენ ლეგალისტები. ისინი გარეგნულად წმიდებად მოაჩვენებდნენ თავს ღმერთის წინაშე; ხალხს ასწავლიდნენ რომ არ ეხმარათ პომადა ან დახვეული თმა, მუდამჟამს ფაქიზად ევლოთ და ვაჭრობაში თავი არ გაეხვიათ. ეს ლეგალისტები ხალხს ეუბნებოდნენ თუ რა იყო სწორი ან უსწორო ღმერთის სიტყვის თვალსაზრისით, მაშინ როცა თვითონ პირფერობდნენ და თვალთმაქცობდნენ.
ებრაელები სწორედ ასეთები იყვნენ
ებრაელებიც სწორედ ასეთები იყვნენ. ისინი წარმართებს თავისი რჯულის მიერ ასამართლებდნენ და იძახოდნენ ისეთ რამეებს როგორც, "ეს წარმართები ღმერთს არ იცნობენ, კერპებს ემსახურებიან. ისინი ცხოველთა მაგვარი, ჯოჯოხეთისთვის განკუთვნილი ხალხია". ამასთანავე, მათ თვითონაც ღმერთზე უფრო მეტად ამ წუთისოფლის მატერიალური ნივთები, უყვარდათ, თავის კერპებიანად.
"ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ, ადამიანო, ყოვლის განმკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან სხვისი განმკითხველი იმასვე სჩადიხარ".
ებრაელები სხვებს რჯულის მიხედვით ასამართლებდნენ, მაგრამ თვითონ არასდროს მიყვებოდნენ საკუთარ სწავლებებს. ასევე, ისინი ვისაც არ სწამთ ღმერთის სამართლიანობის და არა აქვთ გულში იესოს ხსნა, ფიქრობენ რომ ზუსტად ღმერთის სიტყვის მიედვით ცხოვრობენ, მაგრამ სინამდვილეში ისინიც ებრაელებივით არიან.
ლეგალისტები გასამართლდებიან
აქ მყოფ ახალგაზრდა თაობის ხალხს ასეთი სახის რელიგიური ცხოვრება ალბათ არასდროს უტარებიათ. მაგრამ ძველი თაობის ხალხს სავარაუდოთ მოსმენილი აქვთ რჯულზე დამყარებული ქადაგებები. ეკლესიის მსახურები ძაგავდნენ მათ ვისაც დახვეული თმა ჰქონდა, მხოლოდ იმის გამო რომ ეს უხამსად ჩანდა. დღევანდელ დღეს მსახურები მსგავსად ვეღარ იქცევიან. უკვე კარგა ხანია რაც ისეთი სიტყვების თქმა როგორც `გამართლებული`, ან `სრულიად განწმედილნი` კრიტიკის ობიექტად იქცა. ეს მიანიშნებს იმას რომ ქრისტიანობა შეიცვალა. ცრუ მასწავლებლებს უკვე აღარ შეუძლიათ თვითნებური ტყუილების თქმა, ვინაიდან მათ მრევლსაც მიეცათ მისადგომი ნამდვილ სახარებასთან წიგნების და აუდიო ჩანაწერების გზით. ამიტომ ახლა მათ თავის მსმენელებს გაუაზრებლად ვეღარ ელაპარაკებიან.
ყველაზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა რომ ლეგალისტები რომლებიც უგულებელყოფენ იესო ქრისტეს სრულყოფილ ხსნას და ვინც რელიგიურ ცხოვრებას რჯულის მიხედვით მიყვებიან, განისჯებიან ღმერთის წინაშე.
მე-4 მუხლი საუბრობს ღვთის სამსჯავროზე. მოდით წავიკითხოთ ის, "თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, თავშეკავებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?" ღმერთი გაასამართლებს ლეგალისტებს. ძმებო, იცოდეთ რომ ლეგალისტების რწმენა ღმერთს ეწინააღმდეგება. ლეგალისტები ეწინააღმდეგებიან ღმერთის სიყვარულს, თავის პირად საქმეებზე დაფუძნებული კრიტერიუმებით. ლეგალისტები უარყოფენ ხსნის სახარებას, რომელიც ამბობს რომ ღმერთმა მათ თავისი სახიერების, თავშეკავებისა და სულგრძელობის სიმდიდრის გამო ყველა ცოდვა და უკეთურება აპატია.
ისინი ვინც რჯულის მიხედვით ატარებენ თავის რელიგიურ ცხოვრებას, ღმერთის წინაშე განისჯებიან. ამასთან, ძალზე ბევრი ადამიანი მაინც მიყვება უფლის წინაშე ამგვარ რელიგიურ ცხოვრებას. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, "მე გათავისუფლებული ვარ მისი სამსჯავროსგან რადგან დახსნილი ვიყავი". პავლე მოციქულმა თქვა რომ ლეგალისტები ვერ მიაღწევენ ხსნას, არამედ განიკითხებიან და დაიღუპებიან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რა ტიპის ხალხი ატარებს რჯულისმიერ რელიგიურ ცხოვრებას, რათა შევძლოთ მათთვის სახარების მიწოდების გეგმის მომზადება.
ამქვეყნად ბევრი ლეგალისტი არსებობს, ებრაელების ჩათვლით
პავლე მოციქული არ საუბრობდა მხოლოდ იმ ფაქტზე რომ იესომ წუთისოფლის მთელი ცოდვა ამორეცხა. ის ასევე ლაპარაკობდა იმაზე თუ როგორ ეწინააღმდეგებიან ღმერთს და როგორ გასამართლდებიან ისინი ვინც ებრაელთა მსგავსად რჯულისმიერ რელიგიურ ცხოვრებას ეწევიან. ასეთი ხალხი უგულებელყოფს ღმერთის სიყვარულს, რომლის მიერ მან ჩვენ თავისი მოწყალება გამოგვიჩინა. ისინი უარყოფენ ცოდვათა მიტევების სახარებას, რომელიც ამბობს რომ ღმერთმა ამოშალა სამყაროს ყველა ცოდვა, რადგან ჩვენ მას მეტად ვებრალებოდით.
არიან თუ არა თქვენს ირგვლივ მრავალრიცხოვანი ლეგალისტები რომლებიც ამგვარ რელიგიურ ცხოვრებას ეწევიან? არსებობს ბევრი რჯულისმიმდევარი, რომელიც თვლის რომ ღმერთს სამყაროს მიმართ არანაირი მოწყალება არ გააჩნია და რომ მას არ ამოურეცხია ყველა ჩვენი ცოდვა. და მაინც, არიან ასევე ისეთებიც, ვინც ღებულობს ღმერთის სიყვარულს და მის წინაშე `მართლებად` იწოდებიან. დღესაც კი არსებობენ ლეგალისტები რომლებიც უგულებელყოფენ ღვთის სამართლიანობას და თავის გონებაში ეზიზღებათ ღმერთის ხსნა. ასეთები სრულ უმრავლესობას შეადგენენ და წინად ხსენებულ ჯგუფს გულცივად ეპყრობიან.
მინდა იცოდეთ რომ თქვენს ირგვლივ ბევრია ადამიანი რომლებიც ებრაელების მსგავსად, ღმერთის სახიერების, თავშეკავებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს უგულებელყოფენ. ასეა ეს თუ არა? - ხო, ეს ასეა, ასეთი ადამიანი ბევრია. - ლეგალისტს სხვები ეჯავრება ღვთის წინაშე. რა ეჯავრებათ ლეგალისტებს? ღმერთის სრულყოფილი ხსნა.
ამ ქვეყნად მცხოვრებ ასე ბევრ ადამიანს, ებრაელთა ჩათვლით, სძულთ ის ფაქტი რომ იესო არის ღმერთის ძე. ებრაელები ისრაელის ხალხს წარმოადგენენ. ისინი იძახიან, "რანაირადაა ის ღმერთის ძე? ის უბრალოდ ერთ-ერთი წინასწარმეტყველთაგანია." ისინი იესოს მხოლოდ ამ ზღვარამდე თუ სცნობენ. ისრაელიანებს ეზიზღებოდათ ღმერთის ძე და მას ლოყაზე სილას აწნავდნენ და ამბობდნენ, "მან ღმერთი ჰგმო!" (მათე 26:65-67). მათ იესო ახლაც სძულთ. ებრაელებს სძულთ ღმერთი რადგან მათ მისი ძის არა სწამთ. რა თქმა უნდა, ისრაელიანებმა იესო არაფრად ჩააგდეს, რადგან არ სწამდათ მისი. მაგრამ წარმართებს შორის არსებულ ლეგალისტებს რა სძულთ? მათ სძულთ ღმერთის სიყვარულის და სამართლიანობის სიმდიდრე.
ლეგალისტების ცხოვრება მათ საქმეებზეა დამყარებული
ლეგალისტურ აღმსარებლობაში კანონმცოდნეები თავიანთ მიმდევრებს მეორე ლოყის მიშვერას ასწავლიან. ისინი არასოდეს უნდა განრისხდნენ. ასევე ასწავლიან თუ როგორ იქადაგონ თავიანთი დოქტრინა, ასწავლიან დინჯად სიარულს, გაღიმებას, და ა.შ. მათ ჰგონიათ რომ ყველაფერი იციან წმ. წერილის შესახებ და ამტკიცებენ რომ თუმცა მათი პირვანდელი ცოდვა ნაპატიებია, თავისი აწმყო ცოდვების მიტევებას ისინი მხოლოდ მონანიების ყოველდღიური ლოცვებით ღებულობენ.
ასეთი მოქმედება რჯულზე დამყარებულ რწმენას წარმოადგენს. მსგავსი მიდგომა ადამაინებში ღმერთის სიყვარულის და გადარჩენის სიმდიდრის უგულებელყოფას ჰბადებს. ისინი გვეუბნებიან, "ოჰ, თქვენ მხოლოდ ყოყოჩობთ როცა ამბობთ რომ ცოდვა არ გაქვთ და მართლები ხართ, და რომ ყველა ცოდვის მიტევება გაქვთ მიღებული იესოს მიერ მათი განბანის რწმენით!" ისინი თვლიან რომ ღმერთი მათ მართლებს უწოდებს იმ შემთხვევაშიც კი როცა ისინი სინამდვილეში მართლები არ არიან. ყველა ლეგალისტს ყალბი ქრისტიანული დოქტრინების სწამთ. ამიტომ ამდაგვარი ფარისევლებისგან ჩვენ შორს უნდა ვიყოთ.
ლეგალისტურია თუ არა მონანიების ლოცვებით ყოველდღიური ცოდვების პატიების მიღება, იმის შემდეგ რაც იესო ირწმუნეთ? - დიახ, ლეგალისტურია. - გამომდინარეობს ეს თუ არა საქმეთა რჯულიდან? - დიახ, გამომდინარეობს. - ეს რწმენისგან არ მოდის. ადამიანები რომლებიც აცხადებენ რომ რჯულის საქმეებით ცხოვრობენ, ლეგალისტები არიან. ჩვენს ირგვლივ ურიცხვია ასეთი ხალხი.
პავლე მოციქულმა მიიღო ცოდვების სრულყოფილი მიტევება მხოლოდ იმით რომ იესო ირწმუნა. მაგრამ ისრაელიანებს, რომლებსაც რჯულისმიერი ძველი აღთქმის სწამდათ, აღიარებდნენ იუდაიზმს. იყვნენ თუ არა მათი მომხრე ადამიანები ლეგალისტები? ისინი იყვნენ რჯულის მიმდევრები; ისინი ასწავლიდნენ გარეგნულ საქმეებს, ისეთს როგორც როგორ უნდა იარო, რა უნდა აკეთო ან არ აკეთო, და ა.შ.
ამიტომ პავლე მათ მწვავედ აკრიტიკებდა. რა თქმა უნდა, ის ამას ზრდილობიანად აკეთებდა. თანამედროვე ქრისტიანებიც რჯულისმიერ ლეგალისტურ ცხოვრებას ეწევიან. მათ სწმათ რომ თუმცა ისინი განწმენდილნი იყვნენ რწმენით, მათ ცოდვები მაინც მხოლოდ მაშინ ეტევებათ, როცა ყოველდღიურ მონანიების ლოცვებს იძახიან. ამიტომ ისინი არიან ლეგალისტები და მათი რწმენა რჯულზეა დამყარებული.
ბევრი ხუცესი კარგად ქადაგებს და ამბობს, "ჩვენ რწმენით ვარ გადარჩენილი". მაგრამ ბოლოს ამატებს, "ამასთანავე, უნდა ვაღიაროთ თუ რამე ჩავიდინეთ და მოვინანიოთ". ეს ხუცესები ლეგალისტები არიან. ისინი თავის ხსნაში პირად საქმეებს ეყრდნობიან და იესო ქრისტესი არც სწამთ და არც ეყრდნობიან მას.
ვიყავით თუ არა ჩვენ ლეგალისტები სანამ დახსნას მივიღებდით? - დიახ, ვიყავით.- მანამდე ვიდრე ხელახლა ვიშვებოდით, ჩვენ გვეგონა რომ კეთილი საქმეების კეთება გვიხსნიდა. ამ ქვეყნად ბევრია ადამიანი ვისაც ამის სწამს. ღმერთი მათ მონანიებისკენ მოუწოდებს. "მაშ მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები" (მოციქულთა საქმეები 3:19). მაგრამ ეს ადამიანები არ ინანიებენ. რაოდენ ჯიუტნი არიან ისინი! ამრიგად, პავლე მოციქულ კიდევ ერთხელ ჯიუტებს და ურჩებს მიმართავს.
ლეგალისტები აცხადებენ რომ ისინი სიცოცხლის ბოლომდე ცოდვილებად რჩებიან
მოდით რომაელთა 2:5-ს შევხედოთ, "ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენ თვითონვე იხვეჭ რისხვას ღმერთის რისხვისა და მისი მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს". ღმერთის რისხვა გროვდება იმ დღემდე როცა მისი სამართლიანი სამსჯავრო ლეგალისტებს გამოეცხადება.
და მაინც, ლეგალისტები იმდენად ჯიუტნი არიან, რომ ყელზე მიბჯენილი დანითაც აღიარებენ რომ ღვთის წინაშე ცოდვილები არიან. ხიფათის დროსაც კი ისინი საკუთარ ცოდვილობაზე ილაპარაკებენ. ზოგი მათგანი აცხადებს რომ სიკვდილის კარამდე მუდმივ ცოდვილებად რჩებიან. რაოდენ ჯიუტნი არიან! თავს ცოდვილებად იწოდებენ რადგან ღმერთის სიტყვის შესაბამისად ვერ ცხოვრობენ, მაშინაც კი როცა იესო ქრისტესი სწამთ.
მაგრამ რას ამბობს ღმერთი? ის ამბობს, "რადგან არ შეგეძლოთ ჩემი სიტყვის თანახმად ცხოვრება, მე თქვენ გადაგარჩინეთ. მე ყველა თქვენი ცოდვა ამოვშალე და სრულყოფილად დაგიხსენით". ეს ადამიანები თავიანთი ცოდვებისგან დასახსნელად არც იესო ქრისტესადმი რწმენას ფლობენ და არც ღვთის სამართლიანობის მიღებას ცდილობენ. ამის ნაცვლად, ისინი დაჟინებით იმეორებენ რომ სიცოცხლის ბოლომდე არიან ცოდვილები, რადგან ცდილობენ ერთდროულად რჯულის საქმეებით და იესო ქრისტეს რწმენით გადარჩენის მიღწევას. მათ უნდა იცოდნენ რომ დადგება დრო, როცა ისინი მათი პირადი რწმენასა და საქმეებისთვის იქნებიან განკითხულნი.
"ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენ თვითონვე იხვეჭ რისხვას ღმერთის რისხვისა და მისი მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს" (რომაელთა 2:5). პავლე მოციქული გულისხმობდა, "რამდენად ჯიუტნი ხართ. თქვენ განისჯებით თქვენი სასტიკი და მოუნანიებელი გულების გამო. თქვენ ღვთის რისხვას იხვეჭთ". იესო ქრისტემ ყველა ჩვენი ცოდვა გააცამტვერა, განურჩევლად იმისა, სწამს ვინმეს ამისი თუ არა. ამიტომ ახლა ყველას შეუძლია იესო ქრისტეს მეშვეობით თავიანთი ცოდვებისგან სრული დახსნის მიღება. ჩვენ გადავრჩით ჩვენი ჭეშმარიტი რწმენით იმ ფაქტისა, რომ იესო ქრისტემ ყველა ჩვენი ცოდვა ჩამორეცხა. ჩვენ არ შეგვეძლო მისი პატიების მისაღებად ყოველდღიური ცოდვების მონანიებით რჯულის მიცედვით ცხოვრება, ამიტომ წარმართული რელიგიებიდან ჩვენ იესო ქრისტეს დავუბრუნდით. ჩვენ სიკვდილის კარამდე ცოდვის ჩადენა გვიწერია, ამიტომ რჯულის საქმეებით ვერასოდეს გავმართლდებით, არამედ მხოლოდ უფლისადმი რწმენით.
რას აცხადებთ, იმას რომ სიცოცხლის ბოლომდე მართალი ხართ ღვთის წინაშე? თუ იმას რომ სიცოცხლის ბოლომდე მის წინაშე ცოდვილი ხართ? - ჩვენ ვაცხადებთ რომ ვართ მარლები. - შესაძლებელია ამის უბრალო ტვინის გამორეცხვით მიღწევა? ზოგმა შეიძლება თქვას რომ ეს ტვინის გამორეცხვაა. მაგრამ ვინ წამოეგებოდა ასეთი დოქტრინის ანკესზე? არავინ.
მოდით დავუშვათ რომ ვიღაცა თქვენ ყოველდღიურად ამ სწავლებით შთაგაგონებს. ასეთ შემთხვევაში თქვენ ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევდით და იტყოდით, "რატომ ამბობ ამას? და მერე? რას ნიშნავს ეს?" ადამიანთა უმრავლესობა მსგავს რეაქციას გამოიჩენდა. ჩვენ რაიმეს რწმენას მხოლოდ მაშინ ვღებულობთ, როცა გულით შეგვიძლია მისი ჭეშმარიტების დადასტურება. ვინმეს რომ მოუნდეს შელამაზებული სიტყვებით ჩვენი თავის მოტყუებით დარწმუნება რაიმეში რაც ბიბლიური არაა, ეს არასოდეს გამოუვა, რაც არ უნდა ეცადოს. ჩვენ ვიცით რომ ადამიანები მეტად ჯიუტნი არიან, მაგრამ ვხდებით მოკრძალებულნი და ვიჯერებთ ჭეშმარიტებას, თუ ის ღვთის სიტყვიდან მოდის.
რამდენად ჯიუტნი არიან ლეგალისტები
რაოდენ ჯიუტნი არიან ისინი! ისინი სიცოცხლის ბოლო წუთამდე იმეორებენ რომ ცოდვილნი არიან. არსებობს ბევრი ადამიანი ვისაც იუდაიზმის სწამთ. დღევანდელ ქრისტიანთა შორისაც ხომ არ არიან იუდაიზმის მორწმუნეები? - კი, ბევრნი არიან. - "უფალო, აგერ ცოდვილი მოვედი. გევედრები მომიტევე ჩემი ცოდვა." ბევრია ვინც აცხადებს რომ ცოდვილია ღვთის წინაშე რადგან თავიანთ უძლურებებს და ყოველდღიურ ცოდვებს ისინი საკუთარი აზროვნების ჭრილით უყურებენ. მსოფლიოში მილიარდზე მეტი ქრისტიანი თუ არის და ათი მილიონი ქრისტიანი აქ, კორეაში, ყველა ეს ადამიანი რჯულის მიმყოლია.
ლეგალისტები ფარისევლებს ემსგავსებიან
მანამდე ვიდრე წყლისა და სულის სახარებას ვირწმუნებდი, მეც ლეგალისტი ვიყავი. ვფიქრობდი, "როგორ გავხდე მართალი, მაშინ როცა ყოელდღე ვცოდავ?" დღეს ასე აღარაა. თქვენ ალბათ ბევრს იცნობთ ვინც ჯიუტად იქცევა. ბიბლიის მიხედით, სად მიდიან ასეთი ადამიანები? მათი ბოლო სამყოფებელი ჯოჯოხეთია, რადგან მათ თავიანთი სასტიკი და მოუნანიებელი გულების გამო ღმერთის რისხვა მოიხვეჭეს. ლეგალისტებს სჭირდებათ მონანიება, რათა მოიქცენ რწმენაში სანამ ამ ქვეყნად არიან, მადლიერების ავლენით და ჭეშმარიტი რწმენით იმისა რომ იესო ქრისტემ ყველა მათი ცოდვა ამოშალა.
მაგრამ ისინი მეტად ჯიუტნი არიან მონანიებისთვის. ეს ხალხი მართლაც საბრალოა. ისინი არ ინანიებენ თუმცა ეს ნამდვილად სჭირდებათ. ასე ბევრია ვინც ფარისევლების მსგავსად იქცევა. ისინი ეკლესიის შესასვლელთან ბიბლიით ხელში გულთბილად ესალმებიან ხალხს და ეკითხებიან, "როგორ ბრძანდებით? როგორაა თქვენი საქმეები?", ოდნავ მოხუჭული თვალებით ისინი ამაყად დაჰყურებენ ხალხს როცა მათ საკვირაო კრებებზე ხვდებიან. ისინი თვით იესოზე უფრო ღვთაებრივად გამოყურებას ცდილობენ. ნეტავ მართლა შეძლებოდათ ყოველდღე მასავით ღვთაებრივად ყოფნა.
იცით რას ამბობენ ლეგალისტი მსახურების მეუღლეები? ისინი ამბობენ რომ უხარიათ როცა მათი ქმრები კათედრასთან ქადაგებენ, რადგან ამ დროს ისინი რბილი სიტყვებით "წმიდა და მოწყალე" ენით ლაპარაკობენ. მაგრამ სახლში დაბრუნებისას ისინი უმალვე იცვლებიან. ერთხელ, ერთი ლეგალისტი პასტორის ცოლმა მისი კათედრის უკან ოთახი მოიწყო და მანდ ღუმელი, საბნები და ბრინჯი მიიტანა, რადგან მისი ქმარი სახლში ყოფნისას ჩხუბისთავი იყო, მაგრამ შემწყნარე და რბილი, როცა კათედრასთან იდგა. პასტორმა ჰკითხა ცოლს თუ რას ნიშნავდა ყოველივე ეს. ცოლმა უპასუხა რომ მას იქ ყოფნა მოწონდა, რადგან კათედრასთან მისი ქმარი კეთილშობილი იყო და რბილი ხმით ლაპარაკობდა, მაშინ როცა სახლში ის იცვლებოდა და ავიწროებდა მას.
ჩვენ სახარება უნდა ვიქადაგოთ
გულრწფელად რომ გითხრათ, მე ჩემი მეუღლისგან ბევრი კრიტიკა მაქვს მიღებული. ეს იმიტომ ხდება რომ ჩემი ცოლი იძახის, "ერთადერთი რამ რაზეც ფიქრობ, სახარებაა". ყველაფერს მართებულად ვერ ვაკეთებ რადგან არ ვარ უცდომელი ადამიანი. მაგრამ პირველი რამ რაც კარგად უნდა ვაკეთო, არის ღვთის მსახურება. მეორედ, ჩემს ოჯახს უნდა მივხედო. და მესამე არის სხვა მოვალეობების შესრულება. ასეთია ჩემი უპირატესობის თანმიმდევრობა. ეს მარტო იმიტომ არაა რომ პასტორი ვარ. ამას იმიტომ ვაკეთებ რომ სახარებისთვის მსახურების პასუხისმგებლობა გამაჩნია. მე ვერ შევძლებ სახარების მსახურებას თუ ჯერ ჩემი დანარჩენი საქმეების მოგვარებას დავიწყებ. ამიტომ სახარების ქადაგებაზე მე ძლიერად ვამახვილებ ყურადღებას და მისი ქადაგების შემდგომ უკვე დანარჩენ საქმეებს ვუვლი. ყოველ შემთხვევაში, არა მგონია რომ შევძლებდი სახარების ქადაგებას დანარჩენი საქმეებისთვის მიხედვის შემდეგ.
კათედრასთან რომ დგებიან, ლეგალისტები ანგელოზებად მოაჩვენებენ თავს. ისინი მორწუნეებს თავიანთ ცოდვებზე ტირილს და გოდებას ასწავლიან. ყოველმა ლეგალისტმა იესოს რწმენით ცოდვების მიტევება უნდა მიიღოს, რადგან მხოლოდ მაშინ შეუძლია ვინმეს იყოს ნამდვილად ბედნიერი, როცა ის უცოდველა. ესაა ერთადერთი გზა რომელსაც ადამიანის სულისთვის ბედნიერების მოტანა შეუძლია. ადამიანები თავის ცხოვრების მანძილზე სცოდავენ და უზნეო საქმეებს აკეთებენ, და ამგვარად, თუ ვინმეს გულში ცოდვა აქვს, მისთვის ეს კიდევ უფრო უარეს ვითარებად იქცევა. ღმერთი გაასამართლებს ასეთ ადამიანებს.
არ შემიძლია არ ვთქვა რომ ბევრნი ღვთის წინაშე მის რისხვას იხვეჭენ. ისინი ვინც არც ინანიებენ, არ მოიქცევიან და არ სწამთ იესო ქრისტესი, მაშინ როცა თავს ჭეშმარიტ მორწმუნედ მოაჩვენებენ, ღმერთის რისხვით განიკითხებიან. ისინი ღმერთს ვერ მოატყუებენ. ჩვენ არ შეგვიძლია მისი მოტყუება იმაში რაც მის წინაშე ნამდვილ რწმენას შეადგენს. თუ არ გვწამს, ჩვენ გავსამართლდებით. ღვთის რისხვა ვლინდება მათზე ვისაც რწმენას არ ფლობს. ისინი ჯოჯოხეთის მოგიზგიზე ალებში დაიწვებიან. მრავალია ადამაინი ვინც თავისი ურწმუნობის გამო ჯოჯოხეთში დაიწვება.
ამიტომ, ჩვენ სახარების ქადაგება გვმართებს. ჩვენ ასევე უწყვეტლივ ღვთის სიტყვა უნდა გავავრცელოთ. ყოველთვის როცა ერთად ვიკრიბებით, ჩვენ სახარებაზე უნდა ვფიქრობდეთ და არა საკუთარ თავებზე, მაგრამ ასევე სხვებზეც უნდა ვიზრუნოთ. სახარება იმისთვის უნდა ვიქადაგოდ, რომ დავეხმაროთ ხალხს ღმერთის რისხვისგან თავის დაღწევაში, მაშინაც კი, როცა ისინი სდევნიან და გმობენ ღმერთის სიყვარულს.
ჩვენ შემდეგი რამ უნდა ვიცოდეთ. ჩვენს ირგვლივ ბევრია ვინც ამ რისხვას მიიღებს. კარგად უნდა დავფიქრდეთ, ნამდვილად გვმართებს დამოწმება თუ არა, და თუ რატომ უნდა ვეცადოთ სახარების ქადაგება და სხვების დასახმარებლად შემოწირულობების მიღება. კმაყოფილი იქნება ღმერთი, თუ ჩვენ მათ მისი რისხვის ქვეშ მივატოვებთ? ჩვენ არ შეგვიძლია მათი მიტოვება მათ ახლანდელ მდგომარეობაში. რადგან ეს კარგად გვესმის, სახარება მთელი მსოფლიოს მაშტაბით უნდა ვიქადაგოთ.
თქვენს ოჯახში ლეგალისტი თუ არსებობს, ღმერთის რისხვის ქვეშ მთელი ოჯახი მოიქცევა. რა არის რისხვა? როცა ბავშვები მშობლებს არ უჯერებენ, ჩვენ ვეუბნებით, "თუ არ დამიჯერებ, დაისჯები!". მოთმინების ფიალა თუ აევსებათ, მშობლები ტყიპავენ თავიანთ შვილებს. ამ შემთხვევაში ისინი აღიარებენ საკუთარ დანაშაულს და მშობლებს პატიებას სთხოვენ. ისინი პატიებენ თავიანთ შვილებს, რადგან ისინი მათი სისხლი და ხორცია. მე-4 მუხლში წერია, "თუ უგულებელყოფ მისი სახიერების თავშეკავებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღმერთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?" მაგრამ, სანამდე ითმენს ღმერთი? ღმერთი ჩვენ ამ ქვეყნად 70-80 წელი გვითმენს, მაშინ როცა მშობლები თავის ბავშვებს მხოლოდ ორი ან სამი დანაშაულისთვის როზგავენ. ღმერთი ჩვენი ციცოცხლის ბოლომდეა სულგრძელი.
ღმერთმა ლეგალისტებს ჯოჯოხეთის ცეცხლი განუმზადა
ღმერთმა თუ დააპირა ხალხისთვის ჭკუის სწავლება, ეს ყველაფრის დასასრული იქნება. ლეგალისტებისთვის მის მიერ ჯოჯოხეთის გავარვარებული ღუმელია გამზადებული, მდუღარე გამდნარი ქვებით და გოგირდით. ღმერთი თავის რისხვაში მკვდრებს უკვდავ სხეულებად აღადგენს. ღმერთი მათ სხეულებს უკვდავებას აძლევს, რათა მარადიულოდ შეძლონ ტკივილის განცდა, და გავარვარებულ ღუმელში აგდებს, რომელიც არასდროს ქრება. ღმერთის რისხვა მათ მარადიულ სხეულებში აღადგენს და საუკუნო წამებას ანიჭებს. ისინი არასოდეს კვდებიან ამ ალისგან, რაც არ უნდა ცხელი იყოს იგი, და იძახიან, "შემიწყალე და გამომიგზავნე ლაზარე, რომ დაისველოს თავისი თითის წვერი წყალში და გამიგრილოს ენა, ვინაიდან ვიტანჯები ამ ალში" (ლუკა 16:24).
ჩვენ მათ სახარება უნდა ვუქადაგოდ, რადგან ცხადია რომ ისინი განისჯებიან. მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა ვუქადაგოთ ჩვენს ირგვლივ მყოფ ლეგალისტებს სახარება, არის მათი თავის რისხვასა და განადგურებისგან გადარჩენა, თუმცა შესაძლოა ამისთვის ძაგება და დევნა მივიღოთ. გესმით რატომ ვცდილობთ ასე ძლიერ და რატომ ვართ ასე დაინტერესებული სხვების დახსნით, და რატომ ვიყენებთ ჩვენი ეკლესიის ფინანსების უდიდეს ნაწილს ლიტერატურულ მსახურებაზე? ჩვენი ეკლესიისთვის რომ გვეხმარა მთელი ეს ფული, ჩვენ უკვე მდიდრები ვიქნებოდით და ფუფუნებაში ცხოვრებას შევძლებდით.
ამასთან, სახარების მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად მრავალი მატერიალური რამ არის საჭირო. იცით რატომ? იმიტომ რომ ასე ადამიანების დახსნა იქნება შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ თავს სახარების მთელ მსოფლიოში ქადაგებას ვუძღვნით. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, როგორ შეძლებდნენ სხვები ცოდვათა მიტევების მიღებას?
ჩვენ რომ თქვენთვის სახარება არ გვექადაგა, შეძლებდით ხსნის მოპოვებას, თუნდაც ღმერთმა უკვე დაგიხსნათ? არა, ვერ შეძლებდით. ჩვენს ხელახლა შობამდე ყველანი ლეგალისტები ვიყავით. თუმცა გვეგონა რომ იესოსი გვწამდა, ყველანი მაინც ცოდვით ვიყავით. ეს კეთილი უწყება რომ არ მოგვესმინა, ყველანი ამ ქვეყნად დავიღუპებოდით.
ნუთუ ჩვენ მათ ჯოჯოხეთში მოხვედრას და დაღუპვას დავუშვებთ? არა, ამას ვერ ვიზავთ. ჩვენ ვერ დაუშვებთ მათ ჯოჯოხეთში წასვლას, რადგან ჩვენთვის უფლის სახარება და ხსნა არის ცნობილი. ჩვენ ვიცით თუ ვინ მიდის ჯოჯოხეთში და ვინ ხვდება ცათა სასუფეველში. ამიტომ, ჩვენ ვწუხვართ მათზე, და ვლოცულობთ, და კეთილ უწყებას ვუქადაგებთ. მიზეზი იმისა რომ ჩვენ ფინანსებს ვიზოგავთ და ამდენ თანხებს მსახურებისთვის ვხარჯავთ, არის შემდეგი: ერთი სულის დახსნა ამ ქვეყნად ყველაფრის შეძენაზე უმჯობესია.
ლეგალისტების მიერ გმობის და დევნების მიუხედავად, ჩვენს მიერ სახარების სულგრძელობით და მედგრად ქადაგების მიზეზი არის იმ სულთა გადარჩენა რომლებიც ღმერთის რისხვის სამსჯავროს ქვეშ უნდა მოიქცნენ. შეიძლება იფიქროთ, `ხომ არ ჯობდა ჭეშმარიტი სახარების შესახებ მოკლე და გასაგები ბროშურები ზემოდან მთელ მსოფლიოში გაგეფანტათ?`. ამასაც ვიზავდით, ეს რომ სახარების გავრცელების წარმატებული მეთოდი ყოფილიყო. მაგრამ, ვინაიდან ეს არ მოქმედებს, ჩვენ უფრო მეტად ყველა არსებულ საშუალებას ვიყენებთ და ლოცვას ვაგრძელებთ.
ჩვენ, სახარების მქადაგებლები, არ ვცდილობთ მის ფულადი მოგებისთვის ქადაგებას. ჩვენ სახარებას სულების გადასარჩენად ვქადაგებთ, რადგან ვიცით რომ ყველა ცოდვილი უეჭველად ჯოჯოხეთში მოხვდება. მაგრამ წუთისოფლის მრავალი ლეგალისტი თავიანთ ამქვეყნიურ გულისთქმებს მისდევს და ქრისტიანობისადმი თავდადებით ამაყობს. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ლეგალისტებისთვის სახარების სწავლების მიზეზი.
ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ რატომ გვიბრძანა უფალმა თავის ათ მცნებაში შაბათის დღის წმიდაყოფა და რატომ ჰქოლავდნენ ქვებით იმათ ვინც არ იცავდა შაბათს. შაბათის დღე გამოხატავს სახარებას იმისა რომ იესომ ყველა ჩვენი ცოდვა ამორეცხა. კარგად უნდა გვახსოვდეს რომ იესომ ყველა ჩვენი ცოდვა გააქრო. ჩვენ ამას ასევე უფლის მტკიცე რწმენით უნდა ვქადაგებდეთ, რომელიც უფლის მიერ წუთისოფლის ყველა ცოდვის ამოშლის ფაქტს მოიცავს.
როგორც სჩანს, ამ ქადაგებაში ლეგალისტების მიმართ ჩემი გულისწყრომა სრულიად დავაკმაყოფილე. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვპატიებდეთ მათ და მომთმენნი ვიყოთ. ჩვენ თუ გავჩუმდებით, მათ ჯოჯოხეთში მოხვედრა ელოდებათ. ჩვენ, სახარების მქადაგებლებმა, არ უნდა დავუშვათ რომ ლეგალისტებმა თავისი ფულით დაგვძაგონ ან ჩვენზე ხორციელი ზეგავლენა იქონიონ.
სახარება ჩვენს ოჯახებს და ყველა ადამიანს უნდა ვუქადაგოთ
სახარება ყველას უნდა ვუქადაგოთ, მრავალ ახლობელს თუ შორეულს. ყველა ადამიანის სული ჩვენთვის საკუთარი ოჯახის წევრივით ძვირფასია. ჩვენს თვალებში ყველა ადამიანი ძვირფასია, რადგან ყველანი თანასწორი ვართ ღვთის წინაშე.
ყოველთვის როცა ვქადაგებ, არ შემიძლია არ ვილაპარაკო ხსნის ჭეშმარიტებაზე, რადგან ადამიანთა სულები ჯოჯოხეთში მიდიან. ჩვენ ისინი ჯოჯოხეთში მოხვედრისგან უნდა ვიხსნათ. სახარება ჩვენს ოჯახებს და ახლობლებს უნდა ვუქადაგოთ, სიტყვიერად ან ლიტერატურის საშუალებით, და ვილოცოთ საჭიროებებისთვის. ჩვენ სახარება მრავალგვარი მეთოდების მეშვეობით უნდა ვიქადაგოთ.
როცა ადამიანის სული ხსნას უბრუნდება, ჩვენ ვზეიმობთ. ყოველთვის როცა სახარების ქადაგების გამოღვიძების კრებებს ვატარებთ, ჩვენ სულებს ვიმკით. მართალია, ისიც ხდება რომ ზოგჯერ ადამიანები ქვეყნიერებას უბრუნდებიან მაშინ როცა მათთვის სახარების მხოლოდ მოკლე ხსენება მოვასწარით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გულისტკივილს განვიცდით. მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენ მათ სახარებას იმედგაცრუების გარეშე ვაწვდით.
დღეს ერთი რამ მინდა რომ იცოდეთ. დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენს გარშემო მრავალი ლეგალისტი ქრისტიანია, და ჩვენ მათ სახარება უნდა ვუქადაგოთ. ისინი თავს რჯულის დამცველებად მოაჩვენებენ, თუმცა შეცოდების გარეშე ერთ დღესაც ვერ ატარებენ, და მათ ასევე ჰგონიათ რომ ყოველდღიური სინანულის ლოცვებით ისინი თავიანთ ყოველდღიურ ცოდვათა პატიების მიღებას შეძლებენ.
ისინი უარყოფენ სახარებას რომელიც ამბობს რომ იესომ უკვე სრულიად ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა. მათი აზრით, იესომ მხოლოდ მათი ორიგინალური ცოდვა აიღო, ყუველდღიური აწმყო ცოდვების გამოკლებით, ვინაიდან არ იციან თუ რას ნიშნავს ნამდვილი ცოდვათა მიტევება. მათ ვინც არ უწყის ჭეშმარიტების ხსნას, ლეგალისტები ეწოდებათ. ჩვენ ისინი მათი ცოდვებისგან უნდა დავიხსნათ მათთვის ღმერთის სამართლიანობის სახარების ქადაგებით.