(რომაელთა 2: 17-29)
აჰა, შენ გქვია იუდეველი და დანდობილი ხარ რჯულზე და იკვეხნი ღმერთით, იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გისწავლია. და დარწმუნებული ხარ, რომ ბრმების მეგზური და ნათელი ხარ ბნელში მყოფთათვის. უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, და გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების სახება რჯულში. როგორაა, სხვებს რომ ასწავლი და საკუთარ თავს კი არ ასწავლი? ქადაგებ: არ მოიპაროო და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო და მრუშობ? კერპები გეზიზღება და მაინც მკრეხელობ? რჯულით იკვეხნი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ. რადგან თქვენი გულისათვის, როგორც სწერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში. ვინაიდან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს აღასრულებ. ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთლობად იქცა. მაშ, თუ წინადაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინადაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება? ბუნებით წინადაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი, განგიკითხავს შენ, წერილითა და წინადაცვეთით რჯულის დამრღვევს. ვინაიდან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე, არამედ ვინც დაფარულშია, ის არის იუდეველი და წინადაცვეთილობაა ის, რაც გულითაა - სულით და არა ასოთი, რის ქება კაცთაგან კი არა, ღმერთისგანაა”.
ჩვენ გულის წინადაცვეთილობა უნდა მივიღოთ
"წინადაცვეთილობაა ის, რაც გულითაა". ჩვენ ხსნას მაშინ ვაღწევთ, როდესაც გულით გვწამს. ხსნა გულში უნდა მივიღოთ. ღმერთი ამბობს, "წინადაცვეთილობაა ის, რაც გულითაა - სულით და არა ასოთი, რის ქება კაცთაგან კი არა, ღმერთისგანაა" (რომაელთა 2:29). ჩვენ საკუთარ გულებში ცოდვათა მიტევება უნდა ვიქონიოთ. თუ გულში ცოდვათა მიტევება არ გვაქს, ასეთი მიტევება ფუჭია. ადამიანს გააჩნია “გარეგანი ადამიანი" და "შინაგანი ადამიანი", და ყველამ შინაგანში უნდა მიიღოს ცოდვების მიტევება.
პავლე მოციქული ეუბნება ებრაელებს, "წინადაცვეთილობაა ის, რაც გულითაა". მაშ რის წინადაცვეთას იკეთებდნენ ებრაელები? ისინი თავისი ხორცის ნაწილს ცინადაცვეთდნენ. მაგრამ პავლე ამბობს, "წინადაცვეთილობაა ის, რაც გულითაა". ებრაელები წინადაიცვეთდნენ გარეგნულად, მაშინ როცა პავლე ეუბნება რომ წინადაცვეთა ისაა რომელიც გულშია. როდესაც ჩვენ ღვთის შვილები ვხდებით, ის ჩევნ ამის დამომწმებას ჩვენს გულში გვაძლევს.
პავლე არ საუბრობს გარეგნულ წინადაცვეთაზე, არამედ ცოდვათა მიტევების წინადაცვეთილობაზე, რომელიც გულშია. ამიტომ როცა ის ამბობს, "თუ ზოგიერთებს არ სწამდა" (რომაელთა 3:3), ის გულისხმობს, "თუ ზოგიერთს არ სწამდა გულით". ის არ ლაპარაკობს გარეგნულ რწმენაზე, არამედ აბობს, "გწამდეთ გულით". ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს თუ რას გულისხმობს პავლე მოციქული და თუ რა არის ცოდვების მიტევება. ჩვენ ასევე უნდა ვისწავლოთ თუ როგორ ხდება ჩვენს გულებში ღმერთის სიტყვის საშუალებით ცოდვების მიტევება.
"მერედა რა? თუ ზოგიერთს არ სწამდა?" ნიშნავს "მერედა რა რომ ებრაელებმა არ იწამეს იესო ქრისტე როგორც მათი მაცხოვარი, თუნდაც ხორციელად ისინი აბრაამის შთამომავლები არიან?" განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღმერთის რწმენას? ნუთუ ის ფაქტი რომ ღმერთმა ყველა ჩვენი ცოდვა ამოშალა, აბრაამის შთმამომავალთა ცოდვების ჩათვლით, ძალადაკარგული აღმოჩნდება? არასდროს. პავლე ამბობს რომ ებრაელესაც კი, რომლებიც ხორციელად აბრაამის შთამომავლები არიან, შეუძლიათ ხსნის მიღწევა, როდესაც ისინი ირწმუნებენ რომ იესო ქრისტე არის მხსნელი, ღმერთის ძე, რომელმაც თავისი ნათლობით და ჯვარცმით მსოფლიოს ყველა ცოდვა იტვირთა. ის ასევე ამბობს რომ ღმერთის ხსნა და მადლი იესო ქრისტეში ვერასოდეს გახდება ბათილი.
რომაელთა 3:3-4 აცხადებს, "მერედა რა? თუ ზოგიერთებს არ სწამდა, განა მათი ურწმუნობა გააბათილებს ღმერთის რწმენას? არამც და არამც! ღმერთია ჭეშმარიტი და ყოველი ადამიანი - ცრუ, როგორც წერია: `ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და გამარჯვებული შენი განკითხვისას`“. უფალი თავის სიტყვაში გვაძლევს დაპირებას და განწმენდს მორწმუნეებს თავისივე აღთქმის შესრულებით. ღმერთს სურს თავისი სამართლიანობის გაცხადება, და მისი განკითხვისას თავისი დანაპირების აღსრულებით იმათი გამართლება, ვისაც მისი სიტყვის მიერ იესოს რწმენა აქვთ. ჩვენც კი, ვისაც გულებში ცოდვების მიტევება გვაქვს, ასევე გვსურს გავსამართლდეთ მისი სიტყვით და მისივე სიტყვის მეშვეობით გავიმარჯვოთ, როცა განვიკითხებით.
პავლე მოციქული შინაგან და გარეგან ადამიანზე გველაპარაკება
პავლე საუბრობს "შინაგან და გარეგან პიროვნებაზე". ჩვენც გაგვაჩნია გარეგანი და შინაგანი პიროვნება, რაც ხორცსა და სულს აღნიშნავს. ჩვენც მისი მსგავსნი ვართ. პავლე აქ ამ საკითხს დაწვრილებით არჩევს. რომაელთა 3:5 ამბობს, "ხოლო თუ ჩვენი უმართლობა გამოაჩენს ღვთის სამართლიანობას, რაღა გვეთქმის?" პავლე არ გულისხმობს რომ მისი გარეგანი ადამიანი სუფთაა.
მისი ხორცი არის ბინძური და სიკვდილის კარამდე სცოდავს. ეს მსოფლიოს ყველა ადამიანზე ვრცელდება. ამავე დროს, თუ ღმერთმა იხსნა ყველა ეს ადამიანი, ეს მხოლოდ მის სამართლიანობას წარმოაჩენს. ნუთუ არ იქნებოდა ღმერთი სამართლიანი, ადამიანები რომ ეხსნა, თუმცა მათი გარეგნული ბუნება ნაკლიანია? ამრიგად პავლე ამბობს, "განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას? (ვლაპარაკობ ადამიანურად). არამც და არამც! სხვაგვარად, როგორღა განიკითხოს ღმერთმა ქვეყნიერება?" (რომაელთა 3:5-6). პავლე გვიხსნის რომ ჩვენ იმიტომ არ ვართ დახსნილი რომ ჩვენი გარეგანი ბუნებაა წმიდა.
ჩვენ გაგვაჩნია გარეგანი და შინაგანი ადამიანი. ამასთანავე, პავლეს აქ გულის განზომილებასთან აქვს საქმე, და ამბობს, "მერედა რა? ნუთუ მათი ურწმუნობა ღმერთის ერთგულებას გააბათილებს? წინადაცვეთილობა ის არის რაც გულითაა." არ იქნებოდა მართალი ის რწმენა, რომლის მიხედვით ჩვენ ერთ დღეს მართლები რომ გავმხდარიყავით, ხოლო მომდვენო დღეს ისევ ცოდვილნი, ასეთი რწმენა ჩვენს მცოდვარე და მანკებით სავსე გარეგან ადამიანზე რომ დაგვემყარა.
გარეგანი ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე სცოდავს
პავლე მოციქულს თავისი იმედი გარეგან ადამიანზე არ დაუმყარებია. მათ ვისი ცოდვებიც წარიხოცა, ასევე გარეგანი და შინაგანი ადამიანი გააჩნიათ. რას გრძნობენ ისინი როცა თავის გარეგან ადამიანს უყურებენ? გულაცრუების გარდა არაფერს. მოდით მართლაც შევხედოთ ჩვენს გარეგან ადამიანს. ზოგჯერ კარგად ვიქცევით, მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ აუტანლები ვართ. ამასთანავე ბიბლია ამბობს, რომ ჩვენი გარეგანი ადამიანი ჯვარცმულ იქნა იესო ქრისტესთან ერთად. ჩვენი გარეგანი პიროვნება მოკვდა, და იესო ქრისტემ ჩვენი გარეგანი ადამიანის ყველა ცოდვა მოგვიტევა.
ჩვენ, ვინც ხსნა მივიღეთ, ხშირად ვჯავრობთ ჩვენი გარეგანი ადამიანის გამო, მისი შემხედვარე. როდესაც ის სამაგალითოდ იქცევა, ჩვენ იმედით ვივსებით, მაგრამ უმალვე ვნაღვლიანდებით როცა ის ვერ იჩენს იმ დონეს რომელსაც ჩვენ მისგან მოველოდით. ჩვენი გარეგანი ადამიანით გულაცრუებისას ჩვენ გვეჩვენება რომ ჩვენმა რწმენამ მარცხი განიცადა. მაგრამ ეს ასე არაა. ჩვენი გარეგანი ადამიანი უკვე ჯვარს ეცვა ქრისტესთან ერთად. ისინიც, ვისაც ცოდვათა მიტევება აქვთ, აგრძელებენ თავისი ფიზიკური სხეულებით ცოდვების ჩადენას. მაშ, რა, ეს ცოდვა არაა? კი, არის, მაგრამ ეს მკვდარი ცოდვაა. ის მკვდარია, რადგან ყველა ცოდვა უფალთან ერთად ჯვარზე იქნა მილურსმული. ცოდვა რომელსაც ჩვენი გარეგანი ადამიანი იჩენს, არაა სერიოზული პრობლემა, მაგრამ ნამდვილად სერიოზული პრობლემაა თუ ჩვენი გულები მართალი არაა უფლის წინაშე.
ღმერთის გულით უნდა გვწამდეს
მათი უკეთურობების სიმრავლე მართლებს სწორედ ცოდვათა მიტევების მიღების შემდეგ ეცხადებათ. ამიტომ, ღმერთის ხსნა არასრულყოფილი იქნებოდა, ის რომ ჩვენს გარეგან ადამიანზე დაგვემყარა, რომელსაც არ შეუძლია რომ გამუდმებით არ სცოდოს. ჩვენი რწმენა გარეგანი ხორციელი ბუნების საფუძველზე რომ დაგვემყარა, ასეთი რწმენა ასცდებოდა ღმერთის რწმენას რომელიც აბრაამს გააჩნდა.
პავლე მოციქული ამბობს, "წინადაცვეთილობა ის არის რომელიც გულითაა". ჩვენ ვიწმინდებით და ვხდებით მართლები გულისმიერი რწმენით, და არა გარეგანი ადამიანის საქმეებით. განწმენდა არ ემყარება იმას, იქცევა თუ არა ჩვენი გარეგანი ადამიანი ღმერთის სიტყვის თანახმად. გესმით ეს? პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ჩვენ ერთობ გარეგანი და შინაგანი არსი გვაქვს, და ისინი წყვილად მოდიან. შესაბამისად, ჩვენ ხშირად უფრო მეტ აქცენტს გარეგან ადამიანზე ვაკეთებთ. როცა ის წარმატებულია, ჩვენ თავდაჯერებულობა გვეუფლება, და ვწუხთ, როცა ის ასეთი არაა. პავლე გვეუბნება რომ ასეთი რწმენა არასწორია.
"წინადაცვეთილობა ის არის რომელიც გულითაა". რაშია სიმართლე? როგორ ხდება გულისმიერი ცოდნა და რწმენა? მათეს 16-ში იესომ ჰკითხა პეტრეს, "თქვენ კი რას იტყვით: ვინ ვარ მე?" მაშინ პეტრემ აღიარა თავისი რწმენა და თქვა, "შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა”. პეტრემ ეს თავისი გულით იწამა. იესომ მიუგო, "ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ ჩემმა მამამ, რომელიც ზეცაშია". იესომ თქვა რომ პეტრეს რწმენა იყო სწორი.
აბრაამმს ვაჟიშვილი არ ყავდა. ღმერთმა მას თავისი სიტყვით გაუძღვა და შეპირდა რომ მას ვაჟი ეყოლებდა და რომ ის გახდებოდა მრავალი ერის მამა. მან ასევე აღუთქვა რომ ღმერთი მისი და მის შთამომავალთა ღმერთი იქნებოდა. ღმერთმა შემდეგ აბრაამს, მის სახლეულს და მის შთამომავლებს ღმერთსა და აბრაამს შორის აღთქმის ნიშნად წინადაცვეთა უბრძანა. "ხორცის ნაწილის მოკვეთის ნაჭრილობევი იქნება აღთქმა იმისა რომ მე შენი ღმერთი ვარ," უთხრა მას ღმერთმა. აბრაამმა ეს აღთქმა გულით იწამა. მან ირწმუნა რომ ღმერთი მისი ღმერთი გახდებოდა და მის გულს აკურთხებდა. მან ასევე ირწმუნა რომ ღმერთი მის შთამომავალთა ღმერთი იქნებოდა. მან თვით ღმერთის იწამა.
ჩვენ ვმართლდებით წყლისა და სულის სახარების გულისმიერი რწმენით
ჩვენ ვხდებით მართლები გულითადი რწმენით იმისა რომ ღმერთი არის ჩვენი ღმერთი, მაცხოვარი. ამ ხსნას ჩვენ გულის რწმენით ვაღწევთ. სხვა არაფერი გვიხსნის ჩვენ. ჩვენ გავმართლდით ჩვენი გულის რწმენით იმისა რომ ღმერთი არის ჩვენი ღმერთი და რომ მან ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა იესოს ნათლობით და მისი ჯვარზე სიკვდილით. გულიდან მოსული რწმენა ხსნას გვანიჭებს. ამიტომ ამბობს ბიბლია, "ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომაელთა 10:10).
ის რაც ჩვენ ამჟამად აშკარა უნდა გავხადოთ, არის ის ფაქტი რომ ჩვენ ვმართლდებით ჩვენი გულის რწმენით და არა ჩვენი ხორცის კეთილი საქმეებით. ჩვენ ვერ გავმართლდებოდით, იესოს ჩვენი გარეგანი ადამიანისთვის პირობა რომ დაეწესა და ეთქვა, "მე ყველა თქვენს ცოდვას ამოვშლი, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით. ჩემი შვილი მხოლოდ მაშინ გახდებით თუ ცოდვას თავს აარიდებთ. ამას თუ არ იზავთ, ვერ იქნებით ჩემი შვილნი." ჩვენ გულის რწმენით ვმართლდებით. შესაძლებლი იქნებოდა ჩვენი გამართლება, ღმერთს ჩვენი გარეგანი ადამიანისთვის პირობები რომ დაეკისრა? გწამთ თუ არა იმის რომ ღმერთმა გიხსნათ იოარდანეზე თავისი ნათლობით და ჩვენს მაგივრად ჯვარცმის და განკითხვის მეშვეობით? როგორა გწამთ ამისი, თუ არა თქვენი გულით? შეძლებდით თქვენ სრულყოფილი ხსნის მოპოვებას, ღმერთს რომ ეთქვა, "მე შენ მცირე ცოდვებს მოგიტევებ, მაგრამ არა დიდ ცოდვებს. ამ პირობას თუ დაარღვევ, მე შენს ხსნას გავაუქმებ"?
ჩვენ გარეგანი ადამიანი შინაგანისგან უნდა გამოვყოთ
ჩვენი ხორცი, გარეგანი ადამიანი, მუდამ უძლურია და თავისით ვერასოდეს აღწევს ღვთის სამართლიანობას. ჩვენ ვხდებით მართლები უფლის წინაშე გულისმიერი რწმენით, რადგან მან აღგვითქვა იმათი ხსნა ვინც გულით ირწმუნებდა. როდესაც ღმერთი ხედავს ჩვენს რწმენას, რომლითაც ჩვენ გულით ვღებულობთ ღმერთის შრომას და იმას რომ იესომ წაიღო და ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა, ის ჩვენ თავის მართალ შვილებად გვხდის. ესაა ღვთის აღთქმა და ის ჩვენ ამ ხსნას თავისი დაპირების აღსრულებით გვანიჭებს.
ღმერთი გვეუბნება რომ როცა ის ჩვენს გულებში რწმენას ხედავს, ჩვენ მისი ხალხი ვხდებით. ჩვენ უნდა გამოვყოთ ჩვენი გარეგანი ადამიანი ჩვენი შინაგანი ადამიანისგან. ჩვენი გარეგანი ხორცის საქმეებზე ხსნის ეტალონი რომ დაგვემყარებინა, ამ ქვეყნად ვერავინ მიიღებდა ცოდვების მიტევებას. "წინადაცვეთილობაა ის რაც გულითაა". ჩვენ ხსნას იესო ქრისტეს გულისმიერი რწმენით ვაღწევთ. გესმით ეს? "ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომაელთა 10:10). როგორც ჩანს, პავლე მოციქული ჰყოფს გარეგან ადამიანს შინაგანისგან.
ჩვენი გარეგანი ადამიანი ძაღლის განავალზე უარესია. ის სრულიად უვარგისია. ჩვენ არ გვჭირდება მაგალითის სახით მამა აბრაამის მოყვანა. დააკვირდთით თქვენს უვარგის ხორცს. ხორცი მუდამ თაღლითობს მაღალი სოციალური მდგომარეობის და მდიდრული ცხოვრების მისაღწევად. აკეთებს როდესმე ხორცი რაიმეს გარდა პირადი ინტერესის მოძიებისა? მისი აზროვნების და მოქმედების მიხედვით რომ განვსჯილიყავით, ჩვენი ხორცი დღეში თორმეტჯერზე მეტად გასამართლდებოდა. ხორცი ღმერთის წინააღმდეგ მოქმედებს.
საბედნიეროდ, ღმერთს არ აღელვებს ჩვენი გარეგანი ადამიანი, სამაგიეროდ ის ჩვენს შინაგან ადამიანს აკვირდება. ის ჩვენ ხსნას გვანიჭებს, როცა ხედავს რომ ნამდვილად გვწამს ჩვენს გულებში რომ იესო არის მაცხოვარი. მაშინ ის გვაუწყებს რომ მან ყველა ჩვენი ცოდვისგან დაგვიხსნა.
ჩვენ ვერასდროს მივიღებთ ხსნას ჩვენი საკუთარი აზრების მიერ
მოდით ჩვენს აზრებს შევხედოთ. ჩვენ გვგონია რომ უბრალოდ აზროვნების მეშვეობით შევძლებთ რწმენას. ხორციელი აზრებით ვიჯერებთ თავს და ვფიქრობთ, `მე გადავრჩი რადგან ღმერთმა გადამარჩინა`. მაგრამ სინამდვილეში ჩვენთვის შეუძლებელია ჩვენი აზრების მიერ ხსნის მოპოვება. ხორციელი გონება გამუდმებით ცვლილებას განიცდის და მუდამ ბოროტებას სჩადის. მართალი არაა? ხორციელი გონების აზრებს თავისი ვნებების მიხედვით სურს მოქმედება.
მოდით დავუშვათ რომ ვინმე თავის რწმენას საკუთარ აზროვნებაზე ამყარებს. მანამდე სანამ მისი აწმყო აზრები მის ადრინდელ აზრებს ეთანხმება, როგორიცაა `იესომ ყველა ჩვენი ცოდვა იორდანეს მდინარეზე წაიღო`, ის თავის გადარჩენაში დარწმუნებულია. მაგრამ იმის გამო რომ ხორცის აზრები არამყარია, როგორც კი მის მერყევ გონებაში მცირეოდენი ეჭვი აღწევს, მას თავის გადარჩენაში დარწმუნება უქრება. ხორციელ აზრებზე აგებული უსწორო რწმენა ეჭვის ერთი გაკვრითვე იმსხვრევა.
ჩვენ ვერ შევძლებთ ღმერთის და ჭეშმარიტების რწმენას, თუ ჩვენი რწმენის საფუძველს საკუუთარ აზრებზე ვამყარებთ. ამგვარი რწმენა ქვიშაზე აგებულ შენობას დაემსგავსება, "და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს, და დაეცა იგი - და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა" (მათე 7:27).
ამიტომ, იმ ადამიანის რწმენა რომელიც მისი აზროვნებიდან არის გამომდინარე, შორსაა ღმერთის სიტყვაზე დაფუძნებულ რწმენისგან. ღმერთმა თქვა, "ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და გამარჯვებული შენი განკითხვისას“ (რომაელთა 3:4). ჩვენი ხსნა მის სიტყვაზე უნდა იყოს დამყარებული. სიტყვა გახდა ხორცი და ცხოვრობდა ჩვენს შორის, და ღმერთი არის სიტყვა. სიტყვა ამ ქვეყნად ადამიანის მსგავსებაში მოვიდა. იესომ დაგვიხსნა, და თავისი ამ სოფლად სიცოცხლის 33 წლის შემდეგ ზეცად ამაღლდა და თავის მოციქულებს დაპირების სიტყვა დააწერინა, რომელიც არის ძველი აღთქმის აღსრულება, რომლის შესახებ იგი თავის მსახურებს ადრეც ეუბნებოდა. ღმერთმა ჩაწერა ის რაც თქვა, და ეს ბიბლიის მეშვეობით გააკეთა. ღმერთი ჩნდება სიტყვაში და სიტყვასთან ერთად, ლაპარაკობს სიტყვით და თავისი სიტყვითვე ხსნას გვანიჭებს.
ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი პირადი აზრების მეშვეობით და ღვთის სიტყვის უგულებელყოფით ცოდვათა სრულყოფილი მიტევების ქონას, როცა ვფიქრობთ, `მგონი ზოგჯერ დახსნილად ვგრძნობ თავს, ზოგჯერ კი უფლის ხსნის რწმენას ვერ ვინარჩუნებ`. აზრების მიერ გადარჩენა შეუძლებელია, რადგან ჩვენი აზრები მუდამ ცვალებადია და ხშირად არაა მართალი.
ამიტომ, პავლე მოციქული ამბობს რომ წინადაცვეთილობა გულით არის და ჩვენ გულით გვწამს ღვთის სამართლიანობა. როცა ჩვენს გულს უფლის სიტყვა სწამს, ის ადასტურებს რომ ღმერთმა ეს ძველ აღთქმაში აღგვითქვა და შეასრულა კიდევაც თავისი აღთქმა. მან ჩვენ ამგვარად თავისი სიტყვით ახლა აღთქმაში დაგვიხსნა. ჩვენ ვართ დახსნილი და ვხდებით ღმერთის ძენი და ასულნი მისი სიტყვის გულისმიერი რწმენით.
ჩვენ ვაღწევთ ცოდვებისგან ხსნას როცა გულით გვწამს წყლისა და სულის სახარება
ჩვენ რწმენით ვართ დახსნილი, ვინაიდან გულს ღმერთის მიღება შეუძლია, მაშინ როცა ჩვენი ხორციელი გონების აზრებს მისი მიღება სრულყოფილად არ ძალუძს. ჩვენ ვხდებით ღვთის შვილები გულის რწმენით, და არა გარეგანი ადამიანის საქმეებით ან აზრებით. სრულიად აშკარაა რომ ჩვენ ღმერთის შვილნი მისი სიტყვისადმი გულითადი რწმენით ვხდებით. გწამთ გულით? ხართ თქვენს გულში წინადაცვეთილი? გწამთ თუ არა გულში რომ იესო ქრისტე თქვენი მაცხოვარია? ის ვისაც ღმერთის ძე სწამს, თავის თავშივე აქვს მოწმობა. გაგაჩნიათ თუ არა სიტყვაში არსებული მოწმობა რომ იესომ სრულყოფილად დაგიხსნათ, - არა თქვენი პირადი გამოცდილებების მოწმობა? გაქვთ თუ არა ღმერთის სიტყვა თქვენს გულში? გაგაჩნიათ სიტყვა რომელმაც ცოდვათა მიტევება მოგანიჭათ? ჭეშმარიტი რწმენის ქონა რწმენით ხსნას ნიშნავს.
ჩვენ ვღებულობთ ცოდვების მიტევებას ღმერთის სიტყვის გულში არსებული რწმენით. ამასთანავე, ხშირად ვნაღვლიანდებით, როდესაც ჩვენი გარეგანი ადამიანის უძლურებებს ვაკვირდებით. ასეთ დროს ღმერთის რწმენისგან დაშორების მიდრეკილება გვიჩნდება. ის ვისაც ჭეშმარიტების სრული გაგება არა აქვს, ილუზიის ქვეშ იმყოფება. ქრისტიანთა უმრავლესობა თავიანთი რწმენის ნიშნულს საკუთარ საქმეებზე აყენებენ. ეს უდიდესი შეცდომაა. ჩვენ არ უნდა ვზომავდეთ ჩვენს რწმენას ჩვენი საკუთარი აზრებით. ჩვენ არ უნდა დავამყაროთ ჩვენი რწმენის საფუძველი ჩვენს ხორცზე, რადგან ხორცი უსარგებლოა. ძველი და ახალი აღთქმა გვეუბნება რომ ადამიანი ხდება მართალი მაშინ როცა მას ღმერთის თავისი გულით სწამს. ჩვენ არ ვღებულობთ ცოდვებისგან ხსნას აზრების ან საქმეების მეშვეობით, არამედ მხოლოდ რწმენით. ხორცის საქმეებით ვერ გადავრჩებით. იმას რომ ვცოდავთ ჩვენ თუ კარგ საქმეებს ვაკეთებთ, არაფერი აქვს საერთო ღმერთთან და მის დიდებასთან.
ამიტომ, ნამდვილი რწმენა ნიშნავს იყო დახსნილი ღმერთის სიტყვის ხსნის ჭეშმარიტების გულისმიერი რწმენით. ჩვენი რწმენა მცდარია, როდესაც ჩვენი გულებია მცდარი და ჩვენი რწმენა მართალია როდესაც ჩვენი გულია მართალი. მართალი მოქმედება მართალი რწმენისგან გამომდინარეობს. უსწორო მოქმედება შესაძლოა ჩვენი გულის უძლურების გამო მოხდეს. მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ღმერთი ჩვენს გულს უყურებს. ღმერთი უყურებს გულს და იძიებს მას. ღმერთი აკვირდება, მართალია ადამიანის გული თუ არა. ღმერთი გვიყურებს, ნამდვილად გვწამს თუ არა გულით. გესმით? იცოდით რომ ღმერთი ჩვენს გულს უყურებს? ღმერთს სურს იმის დანახვა გვწამს თუ არა ჩვენი გულებით იესო ქრისტესი, როცა ის გვაკვირდება. გწამთ თქვენი გულებით?
ღმერთი გვითვალყურებს რათა დაინახოს, გვაქვს ჩვენ თუ არა გულითადი რწმენა. ის ჩვენს გულებში იხედება. მის თანდასწრებაში ჩვენ ჩვენი გულები უნდა შევამოწმოთ. წინადაცვეთილობა ის არის რაც გულითაა. გწამთ თუ არა გულით? ღმერთი გულს უყურებს. ის გვაკვირდება, მართლა გვწამს თუ არა ჩვენი გულებით. ის გვამოწმებს, ნამდვილად გვესმის თუ არა ჭეშმარიტება და გვსურს თუ არა მისი მიყოლა. ის გვიყურებს, გაგვაჩნია თუ არა რწმენა ჩვენს გულში და გვსურს თუ არა მისი მიყოლა და მისი სიტყვის რწმენა.
არსებობს რელიგიური ჯგუფი რომელიც დიდ მნიშვნელობას ხელახლა შობის ზუსტ დროს ანიჭებს
მნიშვნელოვანია ზუსტი ცოდნის ქონა თუ რა მოიმოქმედა იესო ქრისტემ, და ამის გულითადი რწმენა. მაგრამ არსებობს რელიგიური ორგანო რომელიც ეუბნება ეკლესიაში მყოფ ძმებს და დებს რომ ისინი არ არიან დახსნილები. მე მებრალება ამ რელიგიური ორგანოს წევრები. მე მსურს რომ მათ გამიგონ და რომ ვასწავლო მათ წყლისა და სულის სახარება. ამოშლილია თქვენი ცოდვები? - ამინ. - გწამთ ამის თქვენი გულით?
მაგრამ ზოგი ადამიანი იძახის რომ ჩვენი რწმენა სწორი არაა. ისინი გვეუბნებიან რომ ჩვენ არ უნდა გვწამდეს ბიბლიის სიტყვის ზუსტად დაწერილის მიხედვით, არამედ გვწამდეს მხოლოდ იმის რაც მეცნიერებამ დაადასტურა. ისინი ამტკიცებენ რომ სწორედ ესაა სრულყოფილი ხსნა და სრულყოფილი რწმენა. ისინი ამბობენ რომ ხელახლა შობილმა პიროვნებამ უნდა იცოდეს ზუსტი თარიღი (საათი, დღე და თვე) როცა ის ხელახლა იშვა. როდესაც ძმა ჰუანგი ერთ-ერთ მათგანის შესახვედრად მივიდა, იმან ჰკითხა თუ როდის იქნა ძმა ჰუანგი ხელახლა შობილი. მან უპასუხა რომ არ ახსოვდა ზუსტი დღე და საათი, მაგრამ რომ ის ხელახლა იყო შობილი წლისა და სულის სახარების რწმენით, სადღაც გასულ წელს. მაშინ იმ პიროვნებამ მიუგო რომ ძმა ჰუანგი არ იყო დახსნილი.
რათქმა უნდა, ჩვენ შევძლებდით ზუსტი საათის, დღის, თვის და წელიწადის თქმას, ჩვენი ხელახლა შობის თარიღი რომ გამოგვეთვალა. შესაძლოა იმის თქმასაც შევძლებდით, დილა იყო ეს, შუადღე თუ საღამო, საუზმის თუ ვახშამის დრო. მაგრამ ხსნა არის დამოკიდებული გულის რწმენაზე. სრულიად უმნიშვნელოა, გახსოვთ თქვენ მისი ზუსტი დრო თუ არა.
წინადაცვეთილობაა ის რაც გულით არის
უფალმა იოარდანის მდინარეზე თავის თავზე ყველა ჩვენი ცოდვა აიღო და ჩვენს ნაცვლად ამ ცოდვებისთვის მსჯავრის მისაღებად ჯვარს ეცვა. ის დაჭრილი იყო ჩვენი ცოდვების გამო და დალეწილი ჩვენი უკეთურობების გამო. მან ჩვენი გარეგანი და შინაგანი ადამიანის ყველა ცოდვა მოგვაშორა. ჩვენი სულები მკვდრეთით აღდგნენ და ახლა ჩვენ უფლის მიყოლა შეგვიძლია, ისე როგორც ეს მისთვისაა მოსაწონი, თუმცა არიან ზოგნი ვინც მანკიერად გვეუბნება რომ დახსნილები არ ვართ.
რას ამბობს ბიბლია გარეგან ადამიანზე? ცოდვების მიტევების მიღების შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო მეტ ნაკლს და უძლურებებს ვპოულობთ ჩვენს თავში. ყველა ჩვენი ნაკლოვანება ჯერ არც კი გამოვლენილა; რაც დრო გადის, კიდევ მეტი უძლურებები გამომოჟღავნდება. ამისდა მიუხედავად, ჩვენ დახსნილები ვართ, თუ გულით გვწამს, რომ ღმერთი არის ჩვენი ღმერთი და რომ იესომ იორდანეს მდინარეზე თავის ნათლობაში და შემდეგ ჯვარცმაში ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო.
არ შეიძლება ჩვენი შედარება იმათთან ვინც ხელახლა შობის თარიღის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და მხოლოდ იმის სწამთ რაც მეცნიერებამ დაამტკიცა. ცხადია, რომ ასეთ ადამიანებს ხსნა არ მიუღიათ. ჩვენ გულით გვწამს, რითაც ვმართლდებით. გწამთ რომ იესო ქრისტე თქვენი მხსნელია? - ამინ. -
რწმენა ამ მომენტიდან იწყება და უფალი ჩვენს გულებს იმ დროიდან უძღვება. უფალი ამბობს რომ ჩვენ მისი მართალი შვილები ვართ და რომ ჩვენი რწმენა მართალია. ის აკურთხებს ჩვენს გულებს და სურს რომ ჩვენ მას ჩვენს გულებში რწმენით მივყვებოდეთ. როდესაც ჩვენ გულითადი რწმენით მასთან ერთად დავდივართ, ღმერთი წინ გვიძღვება და გვაკურთხებს.
"წინადაცვეთილობაა ის რაც გულითაა". ჩვენ ხსნა გულის რწმენით მივიღეთ. ბევრი ადამიანი ამ დედამიწაზე ამბობს რომ ისინი სახარების გულით მიღებულმა რწმენამ იხსნა. მაგრამ სინამდვილეში ისინი თავის რწმენას საქმეებს უმატებენ. მათ გარეგანი ადამიანის საქმეები რწმენის არსებით ნაწილად მიაჩნიათ. ისინი ამბობენ რომ წყლისა და სულის სახარების რწმენას არ შეუძლია მათი ხსნა, რადგან გულისმიერ რწმენას ისინი თავის კეთილ საქმეებს ურევენ.
როგორც შედეგი, ისინი უფრო მეტად იმაზე ზრუნავენ თუ როგორ იქცევა მათი გარეგანი ადამიანი და რაოდენ ხშირად აღავლენენ ისინი სინანულის ლოცვებს. ასეთი ადამიანები შორს არიან ხსნისაგან, თუმცა ჰგონიათ რომ თავიანთი ცოდვებისგან დახსნილები არიან.
ღმერთი გულს უყურებს
ჩვენ გულის რწმენით ვღებულობთ გამართლებას. ის სრულიად გამოყოფილია გარეგანი ხორცისგან და არაფერი აქვს საერთო ჩვენს საქმეებთან. თვით ხსნას არანაირი კავშირი არა აქვს ჩვენს საქმეებთან. იგრძენით თუ არა შვება როცა გაიგეთ რომ ყველა თქვენი ცოდვა ამოიშალა? გსურთ სიხარულით ემსახუროთ უფალს? ქადაგებთ თუ არა სახარებას სიხარულით? გსურთ მის დიდებულ მისიაში მონაწილეობის მიღება? გული მადლიერებით და სიხარულით ივსება, რადგან ღმერთი იწონებს ჩვენს რწმენას, როცა ჩვენი გულის სიღრმეში გვწამს.