პავლემ თქვა რომ ადამიანთა ურწმუნობას არ გაუუქმებია ღმერთის ერთგულება. მე-2 თავიდან მოყოლებული პავლე გვიჩვენებს რომ ებრაელებს არ გააჩნდა წარმართებზე რაიმე უპირატესობა. ამ თავში პავლე ებრაელთა რჯულს ღვთის სამართლიანობის რჯულს ადარებს, რომელიც ცოდვილებს სამართლიანობის მიღების უნარს აძლევს და საუკუნო სიცოცხლესთან მიყავს ისინი. პავლე ასევე ამ თავში ხაზს უსვამს იმას რომ ცოდვისგან ხსნა არ მოდის ჩვენი საქმეებისგან, არამედ ღვთის სამართლიანობის რწმენისგან.
პავლე მოციქულმა თქვა რომ მაშინაც კი როცა ებრაელებს და სხვა ხალხებს ღვთის სამართლიანობა არ სწამთ, მათი ურწმუნობა არ ხდის ღმერთის სამართლიანობას უნაყოფოს. ღმერთს არ შეუძლია მოიტყუოს, და მის მართალთა ერთგულება არასოდეს გაქრება. ღვთის სამართლიანობის ეფექტურობა არ გაუქმდება მხოლოდ იმის გამო რომ ებრაელებმა ის არ იწამეს.
ღმერთის სამართლიანობა რომელზეც პავლემ იქადაგა, არ ბათილდება მხოლოდ იმიტომ რომ ზოგ ხალხს მისი არ სწამს. ის ვინც ირწმუნებს ღვთის მიერ ცოდვილთათვის მოცემულ ხსნას, მიიღებს ღმერთის სამართლიანობას და ეს სამართლიანობა შეუდარებლად უფრო სრულყოფილია ნებისმიერ ადამიანურ მორალსა ან აზროვნებაზე.
პავლე კიცხავდა მათ ვისაც არ სწამდა ღმერთის სამართლიანობა, რითაც ისინი ღმერთს ცრუდ სახავდნენ. ღმერთმა თქვა რომ მან თავისი სამართლიანობით სრულიად იხსნა ყველანი მათი ცოდვებისგან, მაგრამ იმ ხალხს ამის არ სჯეროდა. ამგვარად, ისინი ღმერთი ცრუდ შერაცხეს. თუმცა ღმერთის სამართლიანობას მათი ურწმუნობოს გამო არანაირი ზიანი არ განუცდია.
როგორ ცხადდება ღმერთის სამართლიანობა?
ისინი ვისაც ღმერთის სამართლიანობა არ სწამთ, თავიანთი ცოდვებისთვის გასამართლდებიან. ყოველი ჩვენგანი ადასტურებს ღვთის სამართლიანობას იმ ხსნით რომელსაც ის გვაძლევს. ისინი ვისაც მისი სამართლიანობის სწამთ, ცოდვათა მიტევებას და საუკუნო სიცოცხლეს პოულობენ. ამიტომ, ღმერთის სამართლიანობის ერთგულებისადმი რწმენით ყველას შეუძლია კურთხევის მოპოვება.
ღმერთის სამართლიანობა ჭეშმარიტია, და არა ყალბი. ყველა ადამიანი ცრუა ღმერთის წინაშე. მაგრამ ღმერთი თავის დანაპირების თანახმად მოქმედებს და აღასრულებს კიდევაც თავის დანაპირებს. ამიტომ ღმერთის სამართლიანობა ამარცხებს ადამიანის ტყუილებს. ადამიანებს სჭირდებათ ღმერთის სამართლიანობისადმი რწმენა. ღმერთი არ ცვლის თავის ნათქვამს, მაშინ როცა ადამიანები ხშირად ცვლიან თავის დამოკიდებულებას ვითარებათა შეცვლის საფუძველზე. ღმერთი მუდამ ერთგულია მის მიერ კაცობრიობისთვის ნათქვამი სიტყვისადმი.
რომაელთა 3:5 ამბობს, "ხოლო თუ ჩვენი უმართლობა გამოაჩენს ღვთის სამართლიანობას, რაღა გვეთქმის?" კაცობრიობის უმართლობა გამოაჩენს ღმერთის სიმართლეს.
ღმერთის სამართლიანობა ასევე ჩვენი უძლურებების მიერ მჟღავნდება. ვინაიდან, დაწერილის თანახმად, იესომ თვითონ მოიმოქმედა სამართლიანი საქმე ყველა ცოდვილის მათი ცოდვებისგან გადასარჩენად. ამიტომ, ღმერთის სამართლიანობა კიდევ უფრო მკვეთრად ანათებს ადამიანთა უძლურების გამო. ეს ჭეშმარიტება მოიძებნება წყლისა და სულის სახარებაში, რომელიც აღვსილია ღმერთის სამართლიანობით. ამის მიზეზი ისაა რომ ყველა ადამიანი თავისი სიცოცხლის ბოლომდე სცოდავს, მაგრამ ღმერთის სიყვარული ამ ცოდვებზე უფრო დიდია. ღმერთის სიყვარული ყველა უძლურ და მყიფე ცოდვილს მათი ცოდვებისგან იხსნის.
ჩვენმა უფალმა დასძლია წუთისოფლის ყველა ცოდვას და ცოდვების მიტევების მეშვეობით ბოლომდე აღასრულა თავისი ხსნა. არც ერთ ადამიანს არ შეუძლია უცოდველი ცხოვრება. ვინაიდან ადამიანები ჯოჯოხეთისთვის იყვნენ განწირულნი, ღმერთმა მათზე თავისი სიყვარულის მეშვეობით იზრუნა, და ეს მისი სამართლიანობაა.
ჩვენ, ადამიანები, ჩვენი ამ ქვეყნად გაჩენის დღიდან ვიყავით ცრუ და მისი სიტყვისადი ურწმუნობით ვუარყოფდით ღმერთის სამართლიანობას. კაცობრიობა განწირული იყო ღვთის წინაშე, ვინაიდან მის თვალებში ყველა ჩვენი საქმეები იყო მიუღებელი. მაგრამ თავისი სიყვარულით, ღმერთმა გვიხსნა ჩვენი ცოდვებისგან, რადგან მან ჩვენ შეგვიბრალა. ყველა ადამიანს ჯოჯოხეთში მოხვედრა ეწერა, რადგან ისინი სატანის ტყუილებით იყვნენ გახრწნილნი და ყველამ შესდოცეს. მაგრამ ღმერთმა, ეშმაკის ხელებიდან და სიბნელის ძალაუფლებისგან ადამიანთა დასახსნელად, თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა.
პავლე მოციქულმა თქვა რომ თუმცა ადამიანმა შეიძლება ეცადოს ყოველდღე სათნოდ რომ მოიქცეს, მას მაინც მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში არ შეუძლია ცოდვების არ ჩადენა. ამასთანავე, ადამიანის ბოროტება კიდევ უფრო ცხადს ხდის ღმერთის სამართლიანობას და მის სიყვარულს. სინამდვილეში, ადამიანებს საერთოდ არ გააჩნიათ რაიმე სამართლიანობა, და ამიტომ საჭიროებენ ისეთ მაცნეს როგორიც იყო პავლე. მან იცოდა და მიიღო ღმერთის სამართლიანობა და ამიტომ სულიწმიდის ბინადრობაც ჰქონდა. სწორედ ამიტომ შეეძლო მას ღვთის სამართლიანობის შესახებ ქადაგება.
სახარება რომელსაც პავლე ქადაგებდა, ღმერთის სამართლიანობაზე იყო დამყარებული
პავლეს მიერ ნაქადაგები სახარება ღვთის სამართლიანობაზე იყო აგებული. პავლეს უნდა ექადაგა ეს სახარება, რადგან ღმერთმა შეიყვარა ცოდვილნი და იხსნა ისინი მათი ცოდვებისგან. ღვთის დახსნის სიყვარული წყლისა და სულის სახარებაშია. ამიტომ, ცოდვების მიტევება დამოკიდებულია ღმერთის სამართლიანობისადმი რწმენაზე. ამასთანავე, პრობლემა ისაა რომ უმრავლესობას ჰგონია, რომ ღმერთის წინაშე ხსნის მისაღებად მათ სათნოდ ცხოვრება სჭირდებათ. ადამიანს არ შეუძლია იყოს სათნო და კეთილი საკუთარი ბუნებრივი ინსტინქტების საფუძველზე; გარეგნული ღვთისმოსაობა მხოლოდ დაბრკოლებად იქცევა ღმერთის სამართლიანობის მიღწევაში. მის მიერ მოცემული სულიერი წინადაცვეთილობის სახარების მისაღებად ადამიანებმა კეთილშობილი ცხოვრების შესახებ ფიქსირებული აზროვნება უნდა მოიცილონ.
ამ ქვეყნად არავის ძალუს იყოს ჭეშმარიტად კეთილი. მაშ როგორღა უნდა გადარჩნენ ცოდვილები თავიანთი ცოდვებისგან? მათ უნდა აუკუაგდონ ის აზრი რომ ხსნის მისაღებად მათ სათნო ცხოვრებას გაწევა სჭირდებათ. ბევრი ადამიანი უარს ამბობს თავისი აზრების და სტანდარტების დათმობაზე; ამის გამო, მათ არ ძალუძთ საკუთარი ცოდვებისგან სრული გადარჩენა. სულიერ წინადაცვეთილობაში გაცხადებულმა ღმერთის სამართლიანობამ დაგვანახა თუ როგორ ემსახურებოდა ჩვენი საკუთარი უმართლობა ღვთის სიყვარულის და მისი დიადი სამართლიანობის გამოჩენას. ამიტომ, ისინი ვისაც ღმერთის სამართლიანობის სწამთ, მისი, და არა საკუთარი სამართლიანობით იკვეხნიან. მართლები ამაყობენ მხოლოდ ღმერთის სამართლიანობით და მის სამართლიანობას აღამაღლებენ, რადგან ის ღმერთისგან მოდის.
პავლე მოციქული ლეგალისტებს რჯულის მნიშვნელობას ასწავლის; მათ ჰგონიათ რომ ისინი ზეცად მხოლოდ კეთილი საქმეების კეთებით მოხვდებიან და რომ თუ იესოსადმი რწმენის მიღების შემდეგ ღვთისმოსავად არ იცხოვრეს, ისინი ვერასოდროს მიაღწევენ უფლის სამართლიანობას. მაგრამ რჯული არის როგორც სარკე რომელიც ადამიანის ცოდვებს ირეკლავს. პავლე ასწავლის რომ ადამიანებს აქვთ ლეგალური რწმენა და რომ მათი რწმენა მცდარია. ესაა პავლეს სწავლება და მისი გაძღოლა ღვთის სამართლიანობასთან.
პავლე მიმართავს მათ ვინც მიყვება ცრუ მასწავლებლებს რომლებიც თვლიან რომ ადამიანს არ შეუძლია იყოს მართალი და უცოდველი იესოსადმი რწმენის მიღების შემდეგ. პავლე ასწავლის ურწმუნოებს ღვთის სამართლიანობის რწმენას და ამით, სამსჯავროსგან გათავისუფლებას. პავლე ამბობს რომ ისინი ვისაც არ სწამთ იესოს წყლისა და სისხლის ხსნა, მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან, და ვინაიდან მათ არ სწამთ ღმერთის, მათი სამსჯავრო მართებულია. ის ამბობს რომ ცოდვილები უნდა დაუბრუნდნენ ღმერთის სამართლიანობას და მიიღონ ის, საშინელი განკითხვისგან თავის დასახსნელად.
მაშ შეგვიძლია კიდევ უფრო მეტად ვცოდოთ რახან ღმერთის სამართლიანობის გვწამს?
მე-7 მუხლი ამბობს, "მაგრამ, თუ ჩემი სიცრუით გამრავლდა ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რაღად გავსამართლდე როგორც ცოდვილი?". ნიშნავს ეს რომ რადგან უცოდველნი დაგვერქვა, ახლა თავისუფლად შეცოდება შეგვიძლია? პავლე ამ საკითხის დემონსტრირებას აკეთებს. ახან ღმერთმა თქვენ თავისი სამართლიანობით დაგიხსნათ, ახლა უფრო მეტად შეგიძლიათ მოტყუება? ამნაირად თუ გწამთ, თქვენთვის ცხადი უნდა იყოს რომ არ იცნობთ ღვთის სამართლიანობას და რომ ამითი მის სამართლიანობას შეურაწხყოფთ.
დღესაც კი, ბევრია ადამიანი ვინც თავის გულებში ჰგმობენ ღერთის სამართლიანობას; ეს ვითარება ძველ დროისგან ბევრად არც კი განსხვავდება. პავლემ ეს წერილი თითქმის 2000 წლის წინად დაწერა, და მაშინაც კი, იყო ხალხი ვინც საკუთარი აზროვნების ქსელში იყო გახვეული.
და დღესაც, ქრისტიანთა უმრავლესობას, ვინც არ იყო ხელახლა შობილი, არასწორად ესმით ეს და ჰგონიათ რომ ვინც კი უცოდველი გახდა ახლა თავისუფლად შეცოდება შეუძლია. ისინი ვისაც ხელახლა შობა არ განუცდიათ, საკუთარი ხორციელი აზროვნების შესაბამისად ცილს სწამებენ მართლებს, რომლებიც წყლისა და სულისგან იყვნენ შობილნი და ხელახლა შობილ წმიდებს ავად მოიხსენიებენ. ნომინალურმა ქრისტიანებმა დაჰგმეს ჭეშმარიტად ხელახლა შობილი ქრისტიანები თავისი ურწმუნო აზროვნებით. ნამდვილი რწმენა არ შეიცნობა ადამიანის ხორცით. ცოდვა არის ის რასაც თქვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში სჩადიხართ. მართლებიც და უმართლონიც გარდაუვლად სცოდავენ. ამასთანავე, მათ ვინც უარყოფს ღმერთის სამართლიანობას, ცოდვა აქვთ, ხოლო მათ ვისაც სწამთ ღმერთის სამართლიანობის, ცოდვა არა აქვთ.
პავლემ მიმართა ურწმუნოებს, "მერედა რა, თუ ზოგიერთი არ იყო ერთგული? განა მათი ორგულობა გააბათილებს ღვთის ერთგულებას? არამც და არამც!" (რომაელთა 3:3-4). მხოლოდ იმის გამო რომ კაცობრიობას არ სწამს ღმერთის სამართლიანობის, მათი ურწმუნობა ამ სამართლიანობას ვერ გააბათილებს. როცა ადამიანს სწამს ღვთის სამართლიანობის, ის დახსნილია. მაგრამ თუ ვინმეს ამ სამართლიანობის არ სწამს, ის მას ვერც მიიღებს. ესაა და ეს. ღმერთის სამართლიანობა მარადიულად ურყევი რჩება. ჯოჯოხეთში მიმავალი ადამიანები არიან ისინი ვისაც არ სწამთ იესოს ნათლობის და სისხლის, და ვერასდრის შეძლებენ საკუთარი ცოდვების განწმენდას. ღმერთის სამართლიანობა, რომელიც მორწმუნეებს ხელახლა შობისკენ უძღვება, არასოდეს დარჩება უმოქმედო მხოლოდ იმიტომ რომ ზოგიერთს მისი არ სწამდა.
ღვთის სამართლიანობის მოპოვება ადამიანის ძალისხმევაზე არაა დამოკიდებული
უფლის სამართლიანობის მოპოვებას არაფერი აქვს საერთო ჩვენს ადამიანურ მცდელობებთან. ის უბრალოდ უკავშირდება ჩვენს რწმენას იმ ჭეშმარიტებისა რომ ღვთის სამართლიანობა ჩვენი ცოდვების მიტევებას წარმოადგენს. პიროვნება რომელსაც წყლისა და სულის სახარების სწამს, ღვთის სამართლიანობას რწმენით ღებულობს, ხოლო ის ვისაც ღვთის სამართლიანობის არ სწამს, ღებულობს სამსჯავროს, ღმერთის ჭეშმარიტი სიტყვის თანახმად.
ამიტომ, ღმერთმა ამ ქვეყნად იესო მოავლინა და ის დაბრკოლების ლოდად და წაბორძიკების კლდედ გახადა მათთვის ვინც ეურჩება ღვთის სამართლიანობას. არის ბევრი ადამიანი ვინც შეგნებულად ჯოჯოხეთს ირჩევს, რადგან არ სურთ ღმერთის სამართლიანობის რწმენა, თუმცა იესომ, რომელიცაა დაბრკოლების ლოდი და წაბორძიკების კლდე, მათ ღმერთის სამართლიანობა უბოძა როცა მათი მხსნელი გახდა. ყველაზე ბოროტ პიროვნებასაც კი მიეცა მართლად გახდომის და საუკუნო სიცოცხლის მოპოვების უფლება. ისიც კი, ვინც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, ვერ დაიხსნის თავს განადგურებისგან თუ მას ღმერთის სამართლიანობის არ სწამს, რომელიც მას ცოდვების მიტევებას და ხელახლა შობას აძლევს.
ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ყველა ვისაც ცოდვა აქვს, სამსჯავროს გაივლის. იესო ხდება დაბრკოლების ლოდი და წაბორძიკების კლდე მათთვის ვინც ცდილობს თავისი პირადი სამართლიანობის დამყარებას და სასუფეველში შესვლას ღვთის სამართლიანობის რწმენის გარეშე. ამიტომ მიზეზი იმისა რომ ადამიანები იღუპებიან, მაშინაც კი, როცა ასე თუ ისე იესოსი სწამთ, არის ის რომ მათ მისი სამართლიანობის არ სწამთ.
ზოგი იძახის რომ არიან ცოდვილები ვინც თავიანთი ცოდვებისგან იყვნენ დახსნილი, მაგრამ ისეთი რამ როგორც `დახსნილი ცოდვილი` ბუნებაში არ არსებობს. როგორ შეიძლება ისევ ცოდვილი გახდე როცა ცოდვისაგან იქენი დახსნილი? ის ვინც ცოდვისგან ხსნა მიიღო, უცოდველია, და ის ვისაც ჯერ არ მიუღია ცოდვისგან ხსნა, არის ცოდვილი. ცათა სასუფეველში ცოდვის მქონე ერთი პიროვნებაც კი არ იქნება. ღმერთი ამბობს, "ამიტომ, ვერ წამოიმართებიან უღმერთონი სასამართლოში და ცოდვილნი - მართალთა კრებულში" (ფსალმუნი 1:5).
ადამიანები საკუთარ თავს დიდ შეკითხვას უსვამენ, - როგორ უნდა იყვნენ ისინი მართლები მაშინ როცა ყოველდღე ცოდვას სჩადიან. მაგრამ მსგავსი რამ მათ არ უნდა აწუხებდეს. ღვთის სამართლიანობის რწმენით გამართლება მხოლოდ იმიტომაა შესაძლებელი, რომ უფალმა იორდანეს მდინარეზე ნათლისღებით და ჯვარზე სიკვდილით უკვე აიღო თავის თავზე ქვეყნიერების ყველა ცოდვა, მათი მომავალი ცოდვების ჩათვლით, რითაც ღმერთის სამართლიანობა აღასრულა. ცოდვილებს შეუძლიათ მართლებად გახდომა უბრალოდ ღვთის სამართლიანობის რწმენით. ისევ მოვალედ რჩებით როცა ყველა თქვენი ვალი გადახდილია?
ჩვენმა უფალმა თავისი სამართლიანობით ყველა ჩვენი ცოდვა ამოშალა. ღმერთმა იხსნა ისინი ვისაც წყლისა და სულის სახარების სრულყოფილი რწმენა აქვთ, ასე რომ მათთვის აღარაა მსჯავრი, რაოდენ ნაკლიანებიც არ უნდა იყონ. ღვთის სამართლიანობის რწმენით ჩვენ ყველანი მართლები ვხდებით.
ადამიანურ აზრებს სიკვდილისკენ მივყავართ
ადამიანურ აზრებს ჩვენ სიკვდილისკენ მივყავართ და ისინი ხორციელ გონებაში იბადებიან. ღმერთის სამართლიანობა კი სულიერ აზრებს ჰბადებს. ეშმაკს ადამიანური აზრების დაუფლება შეუძლია. ადამიანები თავისი ხორცით ცოდვას თავს ვერ აარიდებენ. მაგრამ პიროვნება რომელსაც ღმერთის სამართლიანობის რწმენა აქვს, მართალი ხდება იესოს ნათლობის და სისხლისადმი რწმენით. შეუძლებელია მართალ ადამიანად გახდომა უბრალოდ ცოდვის არჩადენის მცდელობით. არავის ძალუძს წმიდა ბუნების მისაღწევად ფიზიკური ტრანსფორმაციის გზით სრულიად უცოდველი რომ გახდეს. ქრისტიანისთვის უგუნურებაა თვლიდეს რომ მას ზეცად მოსახვედრად სჭირდება წმიდა პიროვნებად ქცევა რომელიც ღმერთის წინაშე არასდროს იდენს ცოდვას.
ღმერთის სამართლიანობისადმი რწმენით ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვისგან ერთბაშად დახსნა შეგვიძლია. ასევე, ყველა ცოდვილს შეუძლია თავისი ცოდებისგან გადარჩენა, თუ მას სწამს წყლისა და სულის სახარების, რომელიც მორწმუნეებს ხელახლა შობას ანიჭებს. ადამიანური თვალსაზრისით შეუძლებელი ჩანს უცოდველად გახდომა. მაგრამ ეს შესაძლებელია ღმერთის სიტყვის მიმართ რწმენით. თუმცა ადამიანური ხორცით უცოდველად ცხოვრება მიუღწეველია, ღმერთის სამართლიანობისადმი ჭეშმარიტი რწმენის შემთხვევაში, გული ყველა ცოდვისგან იწმინდება. ადამიანის ხორცი საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას ცდილობს და ხორცისთვის ცოდვისაგან თავის შეკავება შეუძლებელია, რადგან ის გამუდმებით საკუთარ ვნებებს მისდევს. ღმერთმა თქვა ჭეშმარიტება: გამართლება მხოლოდ უფლის მიერ მოცემული წყლისა და სულის სახარების რწმენით ხდება. ჩვენ ვერ შევალთ ცათა სასუფეველში ჩვენი ხორცის მიერ კეთილი საქმეების კეთებით. ცათა სასუფეველში მოხვედრა მხოლოდ ღვთის სამართლიანობის რწმენითაა მიიღწევა.
არსებობს განსხვავება სულიერ და ხორციელ გონებათა შორის
ხორციელი გონება ვერ გებულობს იმ ჭეშმარიტებას რომ მას მხოლოდ რწმენით შეუძლია უცოდველობის მიღწევა და მართალ, ხელახლა შობილ ქრისტიანად ქცევა, ვინაიდან ის ფიქრობს რომ მიუხედავად იმისა რომ პიროვნებამ მოინანია თავისი უმართლობა, ის მაინც აგრძელებს ცოდვის ჩადენას. მაგრამ თუმცა ადამიანისთვის შეუძლებელია საქმეების მიერ გამართლაბა, ეს ფრიად შესაძლებელი ხდება ღმერთის სამართლიანობის მიერ. ამის მიზეზი ისაა რომ ღვთის სამართლიანობა იესოს ნათლობის და მისი სისხლის რწმენით მიიღწევა. ღმერთის სამართლიანობას ძალუძს ყველა ადამიანის ცოდვების განადგურება. ის გვანიჭებს საშუალებას რომ ვიყოთ მართლები და ღმერთს ჩვენი მამა ვუწოდოთ. ამიტომ, უნდა იცოდეთ, რომ ჭეშმარიტი რწმენა იწყება ღმერთის სამართლიანობის რწმენით. ჭეშმარიტი რწმენა არ იწყება ხორციელი გონებით, არამედ ჭეშმარიტების სიტყვის რწმენით.
ბევრი ადამიანი, ვინც არ იყო ხელახლა შობილი, ვერ გაურბის თავის აზრებს, რადგან მუდამ ამ აზრების ქსელში არიან გაბმული. მათ არასოდეს შეუძლიათ თქმა რომ მართლები არიან, რადგან ისინი მხოლოდ ხორციელი გონებით მსჯელობენ, მიუხედავად იმისა რომ იესოსადმი რწმენას აღიარებენ. მაგრამ იმის თქმა რომ უცოდველია იესოს წინაშე ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა მას სულიერი წინადაცვეთილობის სიტყვის სწამს, რომელიც შეიცავს ღვთის სამართლიანობას.
ამიტომ, თუ ვინმეს ღმერთის სამართლიანობის მიღება სურს, მან ნამდვილ ხელახლა შობილთა მიერ ნათქვამ ჭეშმარიტების სიტყვებს უნდა მოუსმინოს და მათი მთელი გულით ირწმუნოს. ნებისმიერ წმიდაში, რომელსაც ღვთის სამართლიანობა სწამს, სულიწმიდა არის დამკვიდრებული. მე ვიმედოვნებ, რომ თქვენ, ძმებო, ეს ჭეშმარიტება მუდამ გეხსომებათ. თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ხელახლა შობის კურთხევის მოპოვება, ღმერთი თქვენ შეგახვედრებს ხელახლა შობილ პიროვნებას, რომელსაც მისი სამართლიანობის სწამს.
თქვენ იძახით რომ არავინაა მართალი?
მე-9 და მე-10 მუხლებში ნათქვამია, "მაშ, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი, რადგან უკვე განვსაჯეთ, რომ იუდევლებიც და წარმართებიც ცოდვის ქვეშ არიან. როგორც წერია: "არავინ არის მართალი"". აქ წერია რომ არავინ არის მართალი.
რას ნიშნავს ეს? ეს სიტყვები ჩვენს ხელახლა შობამდე თუ ხელახლა შობის შემდგომ მდგომარეობაზე ლაპარაკობენ? სანამ ხელახლა ვიშვებოდით, ჩვენ ყველანი ცოდვილები ვიყავით. სიტყვები "არავინაა მართალი" მიეკუთვნება მდგომარეობას რომელიც იყო მანამდე ვიდრე იესომ ქვეყნიერების ყველა ცოდვის განადგურების მისია აღასრულა. არავის შეუძლია მართლად გახდომა იესოსადმი რწმენის გარეშე.
ამიტომ, სიტყვები როგორიცაა `თანდათანობითი გნწმენდა` შემოვიდა ხმარებაში იმ ადამიანთა მხრიდან ვინც მწვალებელ რელიგიებს ან კერპებს ემსახურებოდა. "არავინაა მართალი". ნუთუ ფიქრობთ რომ ცოდვილს ოდეს მართლად ქცევა შეუძლია თვითწვრთნის და თვით გაუმჯობესების საშუალებით? საკუთარი ძალისხმევით გამართლება შეუძლებელია.
"არავინ არის მართალი". არავინაა ვისაც შეუძლია გამართლება ან ოდეს ყოფილა გამართლებული თავისი პირადი ღვთისმოსავი ცხოვრებით. ამ ქვეყნად არ არსებობს არც ერთი პიროვნება ვინც ოდეს საკუთარი ძალისხმევით გამართლებულა. ეს შესაძლებელია მხოლოდ სულიერი წინადაცვეთილობის რწმენით რომელიც ღმერთის სამართლიანობას შეიცავს.
მე-11 მუხლი ამბობს, "არავინ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთს". არავინაა ვინც საკუთარ ბოროტებას ათვიცნობიერებს. სხვა სიტყვებით, არ არის არავინ, ვისაც ესმის რომ ის ჯოჯოხეთში უნდა მოხვდეს. ცოდვილი ვერც კი გებულობს რომ ის ცოდვილია. ის ცხოვრობს იმ ფაქტის გაგების გარეშე რომ თავისი ცოდვების გამო ის ჯოჯოხეთში მიდის. ამიტომ ასეთმა პიროვნებამ ცოდვისგან ხსნის მიღება უნდა ეცადოს, იმის შემეცნებით რომ ის ამ ცოდვის გამო ჯოჯოხეთში მიემართება. მაგრამ არავინაა ვინც ღვთის წინაშე საკუთარ ცოდვილ ბუნებას ან ჯოჯოხეთში მოხვედრის ბედს ათვიცნობეიერებს.
ღირსეული თუ უღირსი არსებები ვართ ჩვენ ღმერთის წინაშე? მთელი კაცობრიობა არის უსარგებლო, სანამ ხელახლა იშვება. თუმცა ჩვენ ყველანი მისი მადლით გავმართლდით, ვიყავით თუ არა ჩვენ ადრე ხალხი ვინც ღმერთს ვებრძვოდით, უარს ვამბობდით ჭეშმარიტების რწმენაზე და მას ბრალსაც კი ვდებდით?
მაშ როგორ შეუძლია ცოდვილს ღმერთი რომ განადიდოს? როგორ შეუძლია ცოდვილს, ვისაც ჯერ ცოდვის პირადი საკითხი არ მოუწესრიგებია, ეთაყვანებოდეს ღმერთს? ცოდვილ მდგომარეობაში ღმერთის თაყვანისცემა ვერ იქნება ჭეშმარიტი. როგორ შეუძლია ცოდვილს ღმერთის განდიდება? ცოდვილი ვერასოდეს განადიდებს ღმერთს, და ღმერთი ასეთი პიროვნებისგან არც არაფერს ღებულობს.
დღევანდელობაში, განდიდების მსახურებები მთელ მსოლიოშია გავრცელებული. მაგრამ ღმერთის განდიდება მხოლოდ იმათ შეუძლია ვისაც მისი სამართლიანობის სწამთ. როგორ ფიქრობთ, ღმერთს ესიამოვნება ცოდვილის განდიდება? ცოდვილის განდიდება კაენის მსხვერპლშესაწირივითაა. რატომ უნდა მიიღოს ღმერთმა უაზრო განდიდებები და ცოდვილების ცოდვით სავსე გულები?
მე-12 მუხლი ამბობს, "ყველამ გადაუხვია, უსარგებლონი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ". ცოდვილებმა ვინც "გზას გადაუხვია" არაფერი იციან ღმერთის მიერ მათთვის შესრულებულ დიდებულ საქმეებზე, და არც მისი სწამთ და არც ჭეშმარიტების სიტყვის. უფრო მეტიც, ცოდვილები არ მხოლოდ უარს ამბობენ ღვთის სიტყვის მიყოლაზე ან მის რწმენაზე, არამედ ისინი გამუდმებით საკუთარ აზრებზე დამყარებულ ხორციელ მიდრეკილელებზე ფიქრობენ. ამიტომ ისინი ვერასოდეს ვერ ანსხვავებენ თუ რა არის სწორი ან არასწორი ღმერთის წინაშე.
სწოთი მსჯელობა მხოლოდ ღვთის სამართლიანობის შემცველ ჭეშმარიტების სიტყვებითაა შესაძლებელი. კარგი გადაწყვეტილებები და სწორი მსჯელობა მხოლოდ ღვთის სამართლიანობის წიაღში ხდება. უნდა იცოდეთ, რომ ყველა მართებული და კანონიერი გადაწყვეტილება ან მსჯელობა არ დევს ადამიანში, არამედ მხოლოდ ღმერთის სამართლიანობაში. ადამიანის აზრებმა გადაუხვიეს გზას და უარყვეს ღმერთის სამართლიანობა. ხალხი იძახის, "მე ასე ვფიქრობ და ჩემი აზრების მიხედვით მჯერა, რაც არ უნდა თქვას ბიბლიამ." მაგრამ იმედია გესმით, რომ ის ვინც არ იშორებს მსგავს საკუთარ აზრებს, არის ასევე ის ვინც თავისი ეგოისტური ჯიუტობით ღმერთის სამართლიანობას უარყოფს. ამიტომ ამგვარი აზროვნება არ აძლევს ადამიანს ღვთის სამართლიანობისკენ დაბრუნების საშუალებას.
ხორციელ აზროვნებას სიკვდილისკენ მივყავართ
ის ვინც არ იყო ხელახლა შობილი, საკუთარი თავის მსაჯულია. ასეთ ადამიანებს არ ენაღვლებათ თუ რა წერია ღმერთის სიტყვაში, და თუ რაიმე მათ აზრს არ ეთანხმება, ისინი ამბობენ რომ ეს სწორი არაა, ან, თავისი აზრების საფუძველზე, მის სიტყვას მხოლოდ ნაწილობრივ ღებულობენ. ბიბლია ამბობს რომ ადამიანებმა გზას გადაუხვიეს და პირად აზროვნებას და ეგოცენტრიზმს მიეცნენ. თუ ვინმეს თავისი ცოდვებისგან ყველაზე უფრო სრულქმნილი გზით დახსნა უნდა, მას ამისათვის ღმერთის სამართლიანობის მიღება სჭირდება. მაშ რა არის მისი სამართლიანობა?
ღმერთის სამართლიანობა არის ერთობ ღმერთის სიმართლე, მართლმსაჯულება, სიწმინდე და სათნოება. თქვენ უნდა იცოდეთ რომ ღვთის სიტყვა არის ღმერთის სამართლიანობის კრიტერიუმი. "დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი" (იოანე 1:1). ვინაა ის ვისაც "სიტყვა" ეწოდება? ვინ არის ის ვინც მამა ღმერთთან და სულიწმიდასთან ერთად იყო? ეს არის ჩვენი მაცხოვარი, იესო ქრისტე. იესო ქრისტე გახდა ჩვენი მაცხოვარი და მეფეთა მეფე. იესო არის ღმერთი.
იოანეს სახარებაში ნათქვამია რომ დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან. დიახ, უფალი იესო ჩვენი მხსნელია. სიტყვა არის ღმერთი და ის არის მისი არსების ანარეკლი (ებრაელთა 1:3). მაცხოვარი თვით ღმერთია. ამიტომ, რადგან სიტყვა არის თვით ღმერთი, მისი სამართლიანობის სიტყვა განსხვავებულია ჩვენი ადამიანური აზრებისგან. უნდა იცოდეთ, რომ ცოდვილები ბედავენ ღმერთის სამართლიანობის გაგებას თავისი პირადი აღქმით, მაშინ როცა არეფერი უწყით მის სამართლიანობაზე. ის ვინც ემყარება ღმერთის სამართლიანობის რწმენას, არის წარმატებული პიროვნება, რომელსაც ღმერთი სასიკეთოდ გამოიყენებს. ის ვინც მტკიცედ დგას ღვთის სიტყვაზე და მასზეა ჩაჭიდებული, არის რწმენის პიროვნება, რომელიც ღმერთისთვის გამოსადეგია. ასეთი პიროვნება ასევე კურთხეულია.
ყველა ადამიანი ღმერთს თავისი აზრებით და ცოდვებით ეწინააღმდეგება. უნდა იცოდეთ რომ საკუთარი თავის წმიდა და სათნო, ყველას მოწყალე ადამაინებად მოჩვენება არის თვალთმაქცური საქმეები, რომელნიც მოდიან ადამიანური აზროვნებიდან რომელიც ღმერთის მოტყუებას ცდილობს. საკუთარი თავის კეთილშობილ პიროვნებად მოტანა ღმერთისთვის შეწინააღმდეგებაა. არავინაა კეთილი მის გარდა. თუ ქრისტიანი არ ღებულობს ღმერთის სიყვარულს და მისი ხსნის სამართლიანობას და ხელახლა არ იშვება, ეს ღმერთისთვის წინააღმდეგობას და ჭეშმარიტებისადი დაუმორჩილებლობას წარმოადგენს.
გგონიათ რომ ამ ქვეყნად მხოლოდ დიდი ცოდვების ჩამდენნი მიიღებენ ღმერთის განკითხვას? ვერავინ მათ შორის ვისაც არ სწამს ღმერთის სამართლიანობის, ვერ გაექცევა ღმერთის საშინელ რისხვას.
ის ვისაც იესო ჭეშმარიტად არ სწამს, აღვსილია სათნო ცხოვრების აუცილებლობის იდეით. ვინ ასწავლა მას ასეთი იდეები? ეს მას ეშმაკმა ასწავლა. მაგრამ ადამანებს სათნო ცხოვრებით ცხოვრების უნარი მათი ამ ქვეყნად გაჩენის პირველ დღიდანვე აღარა აქვთ. ამიტომ გვეუბნება ღვთის სიტყვა რომ ჩვენ ცოდვების მიტევება უნდა მივიღოთ. ნიშნავს ეს რომ ჩვენ გამიზნულად ბოროტება უნდა ვაკეთოთ, რათა მადლმა იმრავლოს? არავითარ შემთხვევაში. ვინაიდან ადამიანები თავისი დაბადების დღიდანვე ცოდვით არიან დაავადებულნი, ისინი ცოდვით გასვრილი ჭრილობის გამო ჯოჯოხეთში მიეართებიან. ამიტომ ღმერთმა მათ იესოს მიერ უკვე გამზადებული ცოდვათა მიტევების მიღება უბრძანა. ის არის ხსნის ღმერთი და ყოველ ჩვენთაგანს მისი სამართლიანობის სიტყვის გულში მიღებით ხსნის მოპოვებას გვირჩევს.
რა არის ადამიანი თავისი ბუნებით?
მუხლები 13-18 ამბობენ, "მათი ხორხი ღია სამარეა; ენებით ცრუობენ; მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია. მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე. მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად. ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე და არ იციან მშვიდობის გზა ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ”.
"ენებით ცრუობენ". რა მოხერხებულად იტყუება ყველა ეს ხალხი! იოანეს სახარებაში წერია, "როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს" (იოანე 8:44). "მე სიმართლეს გეუბნები, მართლა ასეა! გაიგე?" - ყველაფერი რის ჭეშმარიტებაში თქვენს დარწმუნებას ხელახლა უშობელი ასე ენერგიულად ცდილობს, არის სიცრუე.
პიროვნებას რომელიც ხელახლა არ შობილა, არ შეუძლია ტყუილის არ თქმა როცა ის სხვებს ელაპარაკება. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე რომ ყველაფერი მის მიერ ნათქვამი არის სიმართლე, მაგრამ ეს არის აგრეთვე პარადოქსული დასტური იმისა რომ ყოველთვის როცა ის ტყუილს ამბობს, ის თავისი ნათქვამის მტკიცებით სხვებს ატყუებს. ყველაფერი რასაც კი ხელახლა უშობელი ამბობს, არის სიცრუე, რადგან მას არ სწამს ღმერთის სამართლიანობის.
გაიძვერა ვეღარ შეძლებდა სხვების მოტყუებას, ყველას რომ გაეგო რომ ის საქმეებში თაღლითობს. მას თავისი ნათქვამი მუდამ სიმარლთედ მოაქვს. ნდობის მოსაპოვებლად ის ხალხს რეალისტურად და გულწრფელად ელაპარაკება. "ნაღდს გეუბნები! ამ საქმეში ფულს თუ ჩადებ, მოგების სახით დიდ თანხას დააბრუნებ. უბრალოდ ჩადე ერთი მილიონი და ერთ წელიწადში დაბანდებულზე ორჯერ მეტს მოიგებ! შემდეგი ორი წლის განმავლობაში ფულს უზომოდ იშოვი. ეს ახალი ბიზნესია და აბსოლუტურად ურისკო. მოდი ახლა, ნუ აყოვნებ და გადაწყვიტე სასწრაფოდ, ბევრი სხვაც ელოდება ამას". ასე ელაპარაკება ადამიანებს თაღლითი. უნდა გახსოვდეთ, რომ პიროვნება რომელსაც ცოდვების მიტევება არ მიუღია, თავისი ენით მუდამ ცრუობს.
ბიბლიაში ნათქვამია, რომ როცა ეშმაკი ტყუილს ამბობს, ის თავისას ამბობს. ყველაფერი რასაც ხელახლა უშობელი ცოდვამიუტევებელი ადამიანი იძახის, არის სიცრუე. საკვირველი არაა რომ ეკლესიის მსახურიც, რომელიც ხელახლა არ იყო შობილი, ატყუებს თავის მრევლს, როცა ეუბნება რომ ისინი გამდიდრდებიან თუ ეკლესიაში მეათედების სახით მსხვილ თანხებს შესწირავენ. ასევე, მან შეიძლება ისიც ილაპარაკოს რომ როცა ვინმე ეკლესიის უხუცესი ხდება, ის მდიდრდება `ღმერთის უცილობელი კურთხევების` გამო. რატომ ცდილობენ ადამიანები ასე ძლიერ ხუცესებად გახდომას? ეს ხდება ცრუ მსახურთა ტყუილების გამო, რომლებიც ამტკიცებენ რომ როცა ისინი ხუცესებად დაინიშნებიან, ღმერთი მათ მატერიალური სიმდიდრით აავსებს. არსებობს ბევრი ქრიატიანი რომლებმაც უხუცესად გახდომის მცდელობაში მთელი თავისი ქონება დაკარგეს. ამ სურვილით მორეულებმა, მათ თავის თაღლით უხუცესებს გადაჭარბებული შემოწირულობები გადასცეს.
მოდით ისევ დავაკვირდეთ რომაელთა 3:10-ს. ფრაზა "როგორც წერია" გვიჩვენებს რომ მომდევნო მუხლები ძველი აღთქმიდანაა მოყვანილი. დამატებითი განმარტების მოცემის ნაცვლად, პავლეს უბრალოდ ორიგინალური წმ. წერილის ტექსტიდან მოყავს წინადადება: "რადგან არ არის სიწრფელე მათ ბაგეებზე, ბილწია მათი შიგნეულობა, ხორხი მათი ღია საფლავია, მათი ენები პირფერობენ" (ფსალმუნი 5:9). "ბოროტისკენ გაურბით ფეხები, უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად მიისწრაფიან. მათი ფიქრები უმართლო ფიქრებია, ძალადობა და განადგურებაა მათ გზებზე" (ესაია59:7). ადამიანები რომლებიც ღმერთის სამართლიანობის უცოდინარობის გამო ჯოჯოხეთში მიდიან, მეტად საბრალონი არიან.
მე-19 მუხლი ამბობს, "ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი ქვეყნიერება მსჯავრდებული გახდეს ღმერთის წინაშე".
"რჯული წარმოქმნის რისხვას" (რომაელთა 4:15). ღმერთი აძლევს რჯულს მათ ვინც ჯერ კიდევ არ იყო ხელახლა შობილი, იმისთვის რომ მათ საკუთარი ცოდვილიანობა დაინახონ. რჯული ასწავლის ყოველ ცოდვილს რომ მას არ შეუძლია რჯულის მიხედვით ცხოვრება. ნათლად არის ნათქვამი რომ ღმერთს ჩვენთვის რჯული იმისთვის არ მოუცია, რომ ჩვენ მისით გვეცხოვრა. მაშ ნიშნავს ეს რომ ღმერთი რჯულს უნაყოფოს ხდის? არა, ის ამას არ აკეთებს. ღმერთი ამბობს რომ მან ჩვენ რჯული მოსეს მეშვეობით მოგვცა, რათა ესწავლებინა რომ ჩვენ ვართ ცოდვილები. ღმერთს სურს რომ ჩვენ რჯულის მეშვეობით ჩვენი ცოდვილიანი ბუნება დავინახოთ, და რომ ის მის დასაცავად არ იყო მოცემული. რჯულის დანიშნულება არის ჩვენება იმისა თუ რაოდენ უკმარი და უძლურნი ვართ ჩვენ როგორც ადამიანები.
ამროგად, მე-20 მუხლი ამბობს, "რადგან რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე; ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა". ვერც ერთი ხორციელი ვერ გამართლება ღმერთის წინაშე რჯულის საქმეებით. არა მარტო პავლესთვის, არამედ ყველა დანარჩენ ღვთის მსახურთათვის, "რჯულის საქმეებით მის წინაშე ვერც ერთი ხორციელი ვერ გამართლდება". არ არსებობს არავინ ვისაც რჯულის დაცვა შეუძლია, ოდეს შეეძლება მისი დაცვა ან ოდეს დაუცვია იგი. ამიტომ, დასკვნა ისაა რომ შეუძლებელია რჯულის საქმეებით გამართლება.
შეგვიძლია გავმართლდეთ, რჯულს თუ დავიცავთ? როდესაც მის მუხლებს ვკითხულობთ, შეგვიძლია უცებ ვიფიქროთ, იესოს რწმენის მიღების შედეგ, რომ შესაძლოა ჩვენი თავის ნაბიჯ-ნაბიჯ წმიდა პიროვნებად ქცევა და საბოლოოდ სრული განწმენდის მიღწევა, სათნო საქმეების კეთებით ჩვენი ცხოვრების გატარების გზით. მაგრამ ეს სრულაც არაა სიმართლე. იმის თქმა რომ ცათა სასუფეველში თანდათანობითი განწმენდით შეიძლებოდეს შესვლა, არის აბსოლუტური სიცრუე.
ყველა ის ვინც ხელახლა არ იყო შობილი, ჯერ კიდევ ღმერთის რჯულის ქვეშ იმყოფება, რომელიცაა ცოდვის და სიკვდილის რჯული (რომაელთა 8:2). ამის მიზეზი ისაა რომ როცა ვინმე ქრისტიანი ხდება, მას ჰგონია რომ ამიერიდან მან ღმერთის სიტყვის ზუსტი დაცვით უნდა იცხოვროს. ქრისტიანები თავს ვალდებულად თვლიან თავისი საქმეებით შეასრულონ რჯული, მაგრამ სინამდვილეში მათ რჯულის თანახმად ცხოვრება საერთოდ არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომ აღავლენენ ისინი ყოველდღე მონანიების ლოცვებს. ასეთი მორწმუნეები ვერ აცნობიერებენ, რომ ამითი ისინი უიმედო რელიგიის ჭაობში, სახელდობრ ქრისტიანობაში, ვარდებიან. ეს იმის დასტურია რომ ამგვარი რელიგიური ცხოვრების მიდევნა საწყისშივე მცდარია. ღმერთის რჯულის არასწორი გაგებისას მისი დაცვის მცდელობა ქრისტიან-რელიგიონისტებს ღვთის სამართლიანობის დაპირისპირებასთან მიყავს, მიუხედავად იმისა რომ რჯული მხოლოდ იმისთვის არსებობს რომ ადამიანებს მათი ცოდვილობა ასწავლოს.
ქრისტიანობაში არსებული მზარდი, ანუ თანდათანობითი განწმენდის დოქტრინა იგივე რელიგიური სწავლებაა რაც ქვეყნიერების წარმართული რელიგიები. ბუდიზმის ნირვანის სწავლების მსგავსად, ქრისტიანობის თანდათანობითი განწმენდის დოქტრინა ამტკიცბს რომ ადამიანის ხორცი უფრო და უფრო წმიდავდება მას შემდეგ რაც მან იესო ირწმუნა, და საბოლოო ჯამში ის სასუფეველში შესასვლელად საკმარის სიწმიდეს აღწევს.
მას ვინც ცოდვის ინფექციით იქნა ამ ქვეყნად შობილი, მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ცოდვის ფრქვევის კეთება ძალუძს. ეს იმიტომ ხდება რომ ის უკვე ინფიცირებული იყო ცოდვით. ცოდვის ვირუსი ადამიანის სხეულიდან გამოდის განურჩევალდ იმისა, სურს მას ცოდვის გავრცელება თუ არა. ამ სნეულებისთვის მხოლოდ ერთი წამალი არსებობს. ეს არის ისმინო და გწამდეს ჭეშმარიტების სახარების სიტყვა, რომელიც ღმერთის სამართლიანობას შეიცავს. ადამიანს შეუძლია ყველა ცოდვისგან ხსნის მოპოვება და საუკუნო სიცოცხლის დამკვიდრება, თუ იგი ისმენს და სწამს ცოდვათა ჭეშმარიტი მიტევების სიტყვების, რომელიც საშუალებას გვაძლევს რომ მივიღოთ სულიერი წინადაცვეთილობა.
როგორ შეიძლება ამ ქვეყნად არსებობდეს ადამიანი ვინც თავისი ხელახლა შობის შემდეგაც უძრახველად რჯულის მიხედვით ცხოვრობს? ასეთი არ მოიძებნება. ბიბლია ამბობს, "რჯულით შეიცნობა ცოდვა" (რომაელთა 3:20). ნუთუ ეს ჭეშმარიტება ნათელი და მარტივი არაა? ადამმა და ევამ, უმანკობის ხანაში ეშმაკის მიერ მოტყუებულებმა, ურწმუნობით და ცოდვაში ჩავარდნით ზურგი აქციეს ღმერთის სიტყვას. ამასთანავე, თუმცა ყველა ადამიანმა თავის წინაპრისგან ცოდვა დაიმკვიდრა, მათ არც კი იცოდნენ რომ სინამდვილეში ცოდვილებად იბადებოდნენ.
აბრაამის დროიდან მოყოლებული, ყველა ადამიანისთვის ღმერთის სიტყვის რწმენით ცოდვების მიტევების მისაღებად, ღმერთმა კაცობრიობას თავისი სამართლიანობის კონკრეტული ცოდნა უბოძა.
პავლე ლაპარაკობს რჯულისგან დამოუკიდებლად არსებულ ღვთის სამართლიანობაზე
მუხლები 21-22 ამბობენ, "ხოლო ახლა, რჯულისგან დამოუკიდებლად, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი, ღვთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისადმი, ვინაიდან არ არის განსხვავება".
აქ ნათქვამია რომ გამოჩნდა ღმერთის სიმართლე (სამართლიანობა), "რომელსაც მოწმობდნენ რჯული და წინასწარმეტყველნი". რჯული და წინასწარმეტყველნი ძველ აღთქმას გულისმხობს. აქ პავლემ ილაპარაკა ღმერთის სამართლიანობის სახარებაზე რომელიც საკრებულოს კარვის სამსხვერპლო სისტემის მიერ იყო გამოვლენილი. წმ. წერილი ნათლად გვიჩვენებს ღვთის სამართლიანობას, რომლითაც ცოდვის მსხვერპლშეწირვის გზით ცოდვის მიტევება ხდება, და პავლეს რწმენაც ასევე წმ. წერილში გაცხადებული ღვთის სამართლიანობის რწმენაზე იყო დამყარებული.
პავლე ამბობს რომ ყველას, განსხვავების გარეშე, ვინც კი ირწუნებს იესო ქრისტეს, შეეძლება ღვთის სამართლიანობის მოპოვება. გადარჩენის თუ არგადარჩენის საკითხი მთლიანად პიროვნების რწმენაზეა დამოკიდებული. ამიტომ ის ამბობს რომ ღვთის სამართლიანობა გამოჩნდა "იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისადმი, ვინაიდან არ არის განსხვავება".
რა არის ჭეშმარიტი რწმენა? ვინ არის რწმენის საწყისი? ეს იესო ქრისტეა. ებრაელთა 12:2 ამბობს, "და ვუმზიროთ რწმენის წინამძღოლსა და სრულმყოფელ იესოს". ღმერთის ჭეშმარიტების შესახებ ჩვენ ხელახლა შობილი ქრისტიანისგან უნდა მოვისმინოთ და ამ ჭეშმარიტების რწმენით, მივიღოთ იესო ქრისტეს ხსნა, რის შემდეგ ღმერთის სიტყვების რწმენით გავაგრძელოთ ცხოვრება. უფლის სამართლიანობისადმი გულისმიერი რწმენა ჭეშმარიტი რწმენის ქონას ნიშნავს.
რომაელთა 10:10 ამბობს, "ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად". ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ მართლები იესოს ნათლობის და სისხლის გულითადი რწმენით, და ბაგის აღიარებით ჩვენი ხსნა დავადასტუროთ. ცოდვების მიტევება არ მიიღწევა ჩვენი საქმეებით, არამედ მხოლოდ ღმერთის სამართლიანობისადმი რწმენით.
მუხლები 23-25 ამბობენ, "ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შეწყალების მსხვერპლად, რწმენის მეშვეობით მისსავე სისხლში, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით".
ბიბლია აცხადებს რომ ყველამ შესცოდა, და ამიტომ მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. ცოდვილებს სხვა არჩევანი არა აქვთ გარდა ჯოჯოხეთში მოხვედრისა. მაგრამ იესო ქრისტეში არსებული გამოსყიდვით და ღმერთის სამართლიანობით, ადამიანებმა ცოდვების მიტევება უსასყიდლოდ მიიღეს. ადამიანები გახდნენ უცოდველები, რადგან ღმერთის სამართლიანობა ირწმუნეს. ღმერთმა იესო რწმენის მეშვეობით მისსავე სისხლში შეწყალების მსხვერპლად დაადგინა.
როდესაც ჩვენ 25-ე და 26-ე მუხლებს ვაკვირდებით, მათში დაწერილია, "რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შეწყალების მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისსავე სისხლში, რათა უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღმერთის სულგრძელებაში, რათა ამჟამად გამოჩენილიყო მისი სიმართლე, რათა იგი იყოს მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი".
აქ ფრაზა "რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე" მიუთითებს ღმერთის სამართლიანობას, რომელიც იესო ქრისტეს მართალი საქმით განხორციელდა. იესოს მიერ ჯვარზე სისხლის დაღვრის მიზეზი ის იყო რომ თავის სიკვდილამდე მან ღმერთის მთელი სამართლიანობა აღასრულა, როცა იოანეს მიერ იორდანეს მდინარეში მოინათლა (მათე 3:13-17). მამა ღმერთმა იესო ამაქვეყნის ცოდვის შეწყალების მსხვერპლი გახადა, რათა მასსა და ადამიანთა შორის მშვიდობა დაემყარებინა. იესო იყო ღმერთის სამართლიანობის განსხეულება.
იოანესგან ნათლობის მიღებით იესომ წუთისოფლის ყველა ცოდვა მოგვაშორა. იესო გახდა ალფა და ომეგა. ეს ნიშნავს რომ ყველას შეუძლია ცოდვისგან ხსნის მიღება, თუ მას სწამს სიტყვის, რომელიც იძახის რომ უფალმა მთელი ქვეყნიერების ცოდვა ამოშალა, მისი დასაბამიდან მის დასასრულამდე.
ღმერთის სამართლიანობა, რომელიც იესომ აღასრულა, ღმერთთან მშვიდობის დამყარების საშუალება მოგვიტანა. ამის თანახმად, მხოლოდ ის პიროვნება, ვისაც ღმერთთან მშვიდობა აქვს მიღწეული, შეძლებს ცათა სასუფეველში შესვლას. მხოლოდ მას შემდეგ რაც ჭეშმარიტი სახარება ვიწამე, მე გავიგე ამ მუხლის მნიშვნელობა, "რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შეწყალების მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისსავე სისხლში, რათა უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღმერთის სულგრძელებაში". ღმერთის სულგრძელების ჟამს, მე დავინახე და ვირწმუნე იესოს მეშვეობით აღსრულებული ღვთის სამართლიანობა.
ღმერთის სამართლიანობის განხორციელება წარსულ შესრულებულ დროშია ნახსენები, რაც ნიშნავს იმას რომ ის უკვე შესრულდა. ჩვენ ცოდვების მიტევება ჭეშმარიტი სიტყვის რწმენით გვაქვს მიღებული, რომელიც ამბობს რომ თავისი ნათლობით და სისხლით იესომ ყველა ჩვენი ცოდვა გააქრო. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი სული ერთბაშად მთელი ცოდვისგან განიწმინდა, ჩვენს ხორცს მაინც არ შეუძლია რომ არ სცოდოს. იმ ცოდვას, რომელსაც ჩვენ აწმყოში ვიდენთ, ღმერთი იხსენიებს როგორც `უწინ ჩადენილ ცოდვებს`. რატომ? ღმერთმა იესოს ნათლობა კაცობრიობის ხსნის საწყის წერტილად აქცია.
ამიტომ, ცოდვების მიტევება ერთხელ და სამუდამოდ შესრულდა იესო ქრისტეს მიერ განხორციელებული ღვთის სამართლიანობით. ცოდვები, რომლებსაც ჩვენ ამჟამად ვიდენთ, არის ის ცოდვები რომლებიც ღმერთის თვალში იესოს ნათლობით უკვე მიტევებულ იქნა. `უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევება` ნიშნავს `ცოდვის საზღაურის გადახდილად ჩათვლას`. მსოფლიოს ყველა ცოდვა არის ცოდვა, რომელიც უფლის ნათლობით და მისი ჯვრის სისხლით უკვე ჩამორეცხილ იქნა.
ამიტომ, კაცობრიობის ყველა ცოდვა, ამ სამყაროს დასაწყისიდან და მის დასასრულადე, ადამის დროიდან მოყოლებული და ქვეყნიერების უკანასკნელ დღემდე, და ის ცოდვებიც კი, როლებსაც ადამიანები ამჟამად იდენენ, არის `უწინ ჩადენილი ცოდვა`, რომელიც იესომ წარსულში გაანადგურა. ისინი ვისაც ღვთის სამართლიანობა სწამთ, ცოდვის გარეშე არიან. ეს ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში რომ ადრე ჩადენილი ცოდვები უკვე მიტევებულია. ის ცოდვებიც კი, რომლებსაც ჩვენ ახლა და ამჟამად ვიდენთ, არის ღმერთის თვალში ადრე ჩადენილი და მის მიერ მიტევებულ ცოდვათა ნაწილი. ამა სოფლის ადამიანები იდენენ ცოდვებს, რომლებიც განადგურებულ იქნა ღმერთის ძის მიერ, რომელიც ამ სოფლად სამყაროს ყველა ცოდვის წარსახოცად იყო გამოგზავნილი. ცოდვები, რომლებსაც ჩვენ ამ წუთას ჩავდივართ, არის ცოდვები როლებიც ჩვენმა უფალმა უკვე გაანადგურა. გესმით თუ რას ნიშნავს ეს?
იესომ თქვა რომ მან უკვე ამოშალა მსოფლიოს ცოდვები ღმერთის სამართლიანობით. თუ ვინმეს ამ მონაკვეთის მნიშვნელობა არ ესმის, მან შეიძლება ის სრულიად არასწორად გაიგოს. უფლის თვალსაზრისით, ცოდვები რომლებსაც ჩვენ, ადამიანები, ჩავდივართ, არის ცოდვები, რომლებიც უკვე განსჯილ იქნა, როცა ის იორდანეს მდინარეში მოინათლა და ჯვარზე განკითხვა მიიღო. მიზეზი რომლის გამოც ღმერთი გვეუბნება რომ არ შევწუხდეთ ცოდვის შესახებ, არის ის რომ იესო ამ ქვეყნად მოვიდა და ყველა ადამიანი ერთხელ და სამუდამოდ სრულიად განწმინდა.
ჭეშმარიტება რომლის შესახებ პავლე ამ მონაკვეთში საუბრობს, არის უაღრესად მნიშვნელოვანი მისთვის ვინც ღმერთის სამართლიანობის რწმენით იქნა დახსნილი. მაგრამ ადამიანები რომლებიც არ იყვნენ ხელახლა შობილნი, უგულებელყოფენ ღმერთის სამართლიანობას, რის გამოც ჯოჯოხეთში მიდიან. ძმებო, თქვენ უნდა მოისმინოთ და სრულყოფილად გაიგოთ ღმერთის სიტყვა. მხოლოდ მაშინ იქნება ის გამოსადეგი თქვენი რწმენის განსამტკიცებლად და სახარების სხვებისთვის საქადაგებლად. იცით თუ არა რომ ღმერთი ამხელს წუთისოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო? (იოანე 16:8).
ღმერთმა დაადგინა იესო შეწყალების მსხვერპლად, რწმენის მეშვეობით, მისსავე სისხლში, რათა უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღმერთის სულგრძელებაში. ვინაიდან ღმერთმა იესო შენდობის მსხვერპლად დაადგინა, ის ჩვენ გვასწავლის რომ უწინ ჩადენილი ცოდვებიც კი უკვე აღმოფხვრილია. ამიტომ, ჩვენ ღმერთის სამართლიანობის რწმენით მართლები გავხდით.
26-ე მუხლში წერია, "რომ ამჟამად გამოჩნდეს მისი სიმართლე, რათა იგი იყოს მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი". ღმერთი ჩვენ `ამჟამად` გვანიჭებს საუკუნო სიცოცხლის შესაძლებლობას, და მას არ სურს ქვეყნიერების განკითხვა. `ამჟამად`, როცა ღმერთმა იესო `მისი სიმართლის გამოსაჩენად` მოავლინა, უფალმა თავისი ნათლობით და ჯვარცმით ღვთის სამართლიანობა წარმოაჩინა. ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე ამქვეყნად მოავლინა, რათა მას ნათელ ეღო და ჯვარცმულიყო, და ამით ჩვენთვის მისი სიყვარული და სამართლიანობა ეჩვენებინა.
იესოს მეშვეობით ღმერთმა მთელი მისი სამართლიანობა აღასრულა. ღვთის სამართლიანობის თითოეული მორწმუნე არის მართალი პიროვნება. ჩვენმა ღმერთმა მსოფლიოს ცოდვების ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრით სამართლიანობის საქმე განახორციელა. შეგვიძლია ამ შემთხევვაში ღმერთის სამარლიანობის ჩვენი გულით რწმენა? ღმერთი ამბობს რომ ჩვენ ვართ მართლები და უცოდველნი როცა მისი სამართლიანობის გვწამს. რატომ? ნუთუ ცხადი არაა რომ იესოს მორწმუნე უცოდველია, ვინაიდან მან უკვე შეასრულა ყველა ჩვენი ცოდვის ჩამორეცხვის მართალი საქმე? ამრიგად, ღვთის სამართლიანობის მორწმუნე არის მართალი და წმიდა, რადგან მას აღარა აქვს არანაირი ცოდვა. იმის გამო რომ უფალმა ამოშალა ჩვენს მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩადენილი ცოდვები, ჩვენ ახლა ღმერთის სამართლიანობის რწმენით მიღება შეგვიძლია. სხვა შემთხვევაში ჩვენ მის სამარლთიანობას ვერასოდეს მივაღწევდით.
მხოლოდ ღმერთის სამართლიანობაა დასაკვეხნი
27-31 მუხლები ამბობენ, "სადღაა დასაკვეხნი? აღარ არსებობს. რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით. რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად. განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია? განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც. ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინადაცვეთილებს რწმენის გამო და წინადაუცვეთელებს - რწმენით. მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ განვამტკიცებთ რჯულს".
რჯულის განმტკიცება ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ცოდვებისგან საკუთარი საქმეებით გადარჩენა. ჩვენ სუსტი და არასრული არსებები ვართ, მაგრამ ღმერთის სამართლიანობამ ჩვენ სრულყოფილნი გაგვხადა, მისი სიტყვის მეშვეობით. ღვთის სამართლიანობის სიტყვის რწმენამ ჩვენ ხსნა მოგვიტანა. ცოდვებისგან გადარჩენის შემდეგაც კი, უფალი გველაპარაკება და ამბობს, "შენ უკმარი ხარ, მაგრამ მე შენ უკვე გაგწმინდე. ამიტომ, მოუახლოვდი ღმერთს მისი სამართლიანობით".
27-ე მუხლში წერია, "სადღაა დასაკვეხნი? აღარ არსებობს. რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით". ადამიანმა უნდა იცოდეს ღვთის სამართლიანობის რჯულის შესახებ, რომელიც ღმერთმა დააწესა, და სწამდეს მისი. "რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით".
თქვენ უნდა გქონდეთ იმის ცოდნა რომ ცოდვებისგან ჩვენ მხოლოდ მაშინ ვღებულობთ ხსნას, როცა გვწამს ღმერთის სამართლიანობის და ვიცით რომ საკუთარი საქეებით ხსნას ვერ მივიღებთ. რომაელთა მე-3 თავი ამაზე პავლე მოციქულის მეშვეობით მოგვითხრობს. "თუ ზოგიერთებს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღვთის რწმენას? არამც და არამც!". ღვთის სამართლიანობის მორწმუნე მტკიცედ იდგება, ხოლო ვისაც არ სწამს ღვთის სამართლიანობა, ის დაეცემა.
რომაელთა მე-3 თავი ცხადად გვიჩვენებს ღმერთის სამართლიანობას. უნდა გახსოვდეთ, რომ ღმერთმა თავისი სამართლიანობის რჯული იმისთვის დაადგინა, რომ ისინი ვინც საკუთარი აზრებით დაიარება, დაცემულიყვნენ. ღმერთმა ჩვენ სრულიად გვიხსნა ყველა ცოდვისგან. ამიტომ, ყველა ცოდვისგან გადარჩენა შეგვიძლია ღმერთის სიტყვის რწმენით, რომელიც მის სიმართლეს გვიმჟღავნებს. ჩვენ დავიმკვიდრეთ ღვთის სასუფეველი და გვაქვს მასთან მშვიდობა მისი სამართლიანობისადმმი რწმენით.
მათ ვისაც ღმერთის სამართლიანობის არ სწამთ, არ შეუძლიათ თავიანთ გულში მშვიდობის ქონა. კურთხეულია ვინმე თუ დაწყევლილი, დამოკიდებულია იმაზე, სწამს მას თუ არა ღმერთის სამართლიანობის. ის ვინც არ იღებს ღმერთის სიმართლის სიტყვას, მისივე სიტყვის სამართლიანი განაჩენით იქნება მსჯავრდებული. ხსნა გამომდინარეობს ღმერთის სიყვარულიდან და მის შედეგად ჩვეენ მისი სამართლიანობის რწენით ცოდვებისგან ხსნას ვღებულობთ. ჩვენ ვადიდებთ უფალს, რომელმაც ღმერთის სამართლიანობის ეს რწმენა მოგვანიჭა. მოდით მადლობა მივაგოთ ღმერთს იმისთვის რომ იმავე რწმენის მფლობელნი ვართ, რაც მოციქულ პავლეს ჰქონდა! დიდება უფალს!
ჩვენ ასევე ვადიდებთ და ვემადლიერებით მას, რადგან იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლით ჩვენ ყველა ცოდვისგან ხსნა მივიღეთ. რომ არა ეს ხსნა, რწმენა, ან ღვთის ეკლესია, ჩვენ ვერასოდეს შევძლებდით ცოდვათა მიტევების მიღებას. ჩვენ ნამდვილად გულით ვირწმუნეთ ღვთის სამართლიანობა და ჩვენი ბაგით ვაღიარეთ გადასარჩენად. ჩვენ ვმადლობთ ღმერთ რომელმაც თავისი სამართლიანობით ყველა ცოდვისგან გადაგვარჩინა.