• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 3-2] ცოდვებისგან ხსნა მხოლოდ რწმენითაა (რომაელთა 3:1-31)

(რომაელთა 3:1-31)
“აბა, რა არის იუდეველის უპირატესობა ან წინადაცვეთილობის სარგებლობა? დიდია უპირატესობა ყოველნაირად, პირველ ყოვლისა: მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვები, თორემ რაა? თუ ზოგიერთებს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღვთის ერთგულებას? არამც და არამც! ღმერთია ჭეშმარიტი და ყოველი ადამიანი - ცრუ, როგორც სწერია: 
“რადგან მართალი ხარ შენს სიტყვებში, 
გამართლებული ხარ შენი განკითხვისას.” 
ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გამოაჩენს ღვთის სიმართლეს, რაღა გვეთქმის? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას? - ვლაპარაკობ ადამიანურად. არამც და არამც! სხვაგვარად როგორღა განიკითხოს ღმერთმა სოფელი? ვინაიდან, თუ ჩემი სიცრუით გამრავლდა ღვთის ჭეშმარიტება მისი დიდებისათვის, რაღად ვიქნე განკითხული როგორც ცოდვილი? მაშ, ხომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა კეთილი გამოვიდეს? როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ? სამართლიანია განკითხვა ასეთებზე. მერედა, რა? გვაქვს უპირატესობა? არავითარი, რადგან უკვე განვსაჯეთ, რომ იუდეველებიც და ბერძნებიც ცოდვის ქვეშ არიან. როგორც სწერია: 
“არავინ არის მართალი, არავინ არის გონიერი; 
არავინ ეძებს ღმერთს. ყველანი გზას ასცდნენ, აღარავინ გამოდგება. 
არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ. მათი ხორხი ღია სამარეა. 
ენებით ცრუობენ. მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია. 
მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე. 
მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად. 
ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე და მშვიდობის გზა არ იციან. 
ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.” 
ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი სოფელი ბრალდებული გახდეს ღვთის წინაშე. იმიტომ, რომ რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა. ხოლო ახლა, რჯულისგან დამოუკიდებლად, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი, ღვთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისადმი, ვინაიდან არ არის განსხვავება, ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას, და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით, რომელიც წინდაწინ დააყენა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისსავე სისხლში, რათა უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღვთის სულგრძელებაში, რომ ამჟამად გამოჩნდეს მისი სიმართლე, რათა იგი იყოს მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი. სადღაა დასაკვეხნი? აღარ არსებობს. რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით. რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად. განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია? განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც. ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინადაცვეთილებს რწმენის გამო და წინადაუცვეთელებს - რწმენით. მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ განვამტკიცებთ რჯულს”.

 

ადამიანთა ურწმუნობა ვერ გააბათილებს ღმერთის ხსნას


პავლე მოციქული ამბობს რომ რჯულის აღსრულება და ღმერთის მადლის გამოსყიდვა არ გვეძლევა ჩვენი საქმეების საფუძველზე, არამედ მხოლოდ რწმენით. ღვთის ხსნით ჩვენ ცოდვებისგან გადარჩენას და გამართლებას ვპოულობთ. "აბა, რა არის იუდეველის უპირატესობა ან წინადაცვეთილობის სარგებლობა? დიდია უპირატესობა ყოველნაირად, პირველ ყოვლისა: მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვები. თორემ რაა? თუ ზოგიერთებს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღვთის ერთგულებას? არამც და არამც! ღმერთია ჭეშმარიტი და ყოველი ადამიანი - ცრუ, როგორც სწერია: “რადგან მართალი ხარ შენს სიტყვებში, გამართლებული ხარ შენი განკითხვისას.” (რომაელთა 3:1-4).
ებრაელების უპირატესობა იმაში იყო რომ მათ ღვთის სიტყვა მიეცათ. თავისი ცხოვრების განმავლობაში ისინი ღმერთის სიტყვას თავიანთი წინაპრებისგან ისმენდნენ. ვინაიდან ღმერთმა მათ თავისი სიტყვა მიანდო და შემდეგ ის მათ მეშვეობით გავრცელდა, ებრაელებმა იფიქრეს რომ წარმართებზე უკეთესნი იყვნენ. მაგრამ ბიბლია ამბობს რომ ღმერთმა მიატოვა ებრაელები, რადგან მათ არ იწამეს იესო, რომელმაც ისინი მათი ცოდვებისგან იხსნა. 
პავლე ამბობს, "თორემ რაა? თუ ზოგიერთებს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღვთის ერთგულებას? არამც და არამც!" ადამიანთა ურწმუნობა ღმერთის ხსნას უმოქმედოს ვერ გახდის. "ღმერთის ერთგულება" ნიშნავს "ღვთის სიწრფელეს". ის გულისხმობს რომ ღმერთის სიწრფელე და ცოდვებისგან გადარჩენა ვერ გაბათილდება მიუხედავად იმისა რომ ებრაელებმა ის არ იწამეს. ღმერთის აღთქმის სიტყვა იმის შესახებ რომ ის იხსნის ყველას ვინც კი ირწმუნებს, არ უქმდება იმის გამო რომ მათ ამისი არ სწამდათ.
ებრაელებმა თუ არ ირწმუნეს, წარმართები ირწმუნებენ. ღმერთი ამბობს რომ ყოველი ვინც ირწმუნებს, გადარჩება თავისი ცოდვებისგან. ამიტომ ღმერთმა მიატოვა ებრაელები, რადგან, მიუხედავად იმისა რომ მათთვის მისი სიტყვა იყო მინდობილი, მათ არ იწამეს ის რომ ჭეშმარიტების სიტყვა ღმერთის დაპირების თანახმად შესრულდა. 
პავლე მოციქულის მტკიცება შემდეგია: ღმერთმა გადარჩენის საჩუქარი ყველა ერს და ყველა ადამიანს უბოძა. ღმერთმა თქვა რომ მან ის ძველ აღთქმაში გვიანდერძა, და იესო ქრისტეს, თავისი მხოლოდშობილი ძის ამ სოფლად გამოგზავნით, ეს დაპირება აღასრულა კიდევაც. ზოგმა იწამა ღმერთის სახარება, ზოგმა კი არა. ამიტომ, მისი დაპირების თანახმად, ყველა მორწმუნე ღვთის შვილად გახდომის კურთხევას ღებულობს, და მისი კურთხევა არასდროს ბათილდება, რაოდენ ბევრმა ადამიანმაც არ უნდა უარყოს მისდამი რწმენა.

 

ყველა ვისაც სწამს ჭეშმარიტების, ღვთის დიად სიყვარულს ღებულობს


ყველა ვინც ისმენს ჭეშარიტების სიტყვას და სწამს მისი, ღებულობს ღვთის დიად სიყვარულს, მაგრამ ურწმუნონი ღმერთს ცრუდ რაცხავენ. ღმერთმა ჭეშმარიტად აღასრულა თავისი დანაპირები, მაგრამ ურწმუნოები გამორიცხულები არიან ღმერთის ხსნისგან, რადგან მათ ცოდვათა მიტევების მადლი არ ირწმუნეს.
პავლე ამბობს, "განა მათი ურწმუნობა გააბათილებს ღვთის ერთგულებას? არამც და არამც!" ღმერთმა ადრე აღგვითქვა და ყველა ადამიანს ერთგულად უბოძა თავისი ხსნის და დიდების საჩუქარი. 
როგორ აღწერს ბიბლია ღმერთის საჩუქარს? ბიბლია ამბობს რომ მამა ღმერთმა მოავლინა თავისი მხოლოდშობილი ძე და ყველას, ვინც მისი ძის მიშვეობით ცოდვათა მიტევება ირწმუნა, თავის შვილებად გახდომის მადლი მიანიჭა. თვით ქვეყნის შექმნამდე, მან დაგეგმა და ჩაიფიქრა რომ ყველა ადამიანს მის შვილებად გახდომის დიდებას და მისი სამართლიანობის მეშვეობით ცოდვისგან გადარჩენას მისცემდა. და მან ერთგულად აღასრულა ეს დანაპირები. ამიტომ, მორწმუნეები კურთხეულნი არიან ღმერთის სიტყვის შესაბამისად, ურწმუნონი კი - მსჯავრდებულნი. 
ურწმუნოთათვის ფრიად მართებულია ჯოჯოხეთში მოხვედრა. ღმერთმა დააფუძნა რჯული, რათა ჩვენ მისი სიტყვისადმი რწმენით გადარჩენა შეგვეძლო. ის ასევე ამბობს რომ ღმერთის ერთგულება არასდროს იქნება ამაო, მაშინაც კი როცა ადამინებს მისი არ სწამთ. ჩვენ კურთხეულნი ვართ ღმერთის ხსნის ერთგულების მიღებით. ღმერთი ამბობს, "ღმერთი არის ჭეშმარიტი, ხოლო ყოველი ადამიანი - ცრუ, როგორც წერია: “რადგან მართალი ხარ შენს სიტყვებში, გამართლებული ხარ შენი განკითხვისას.” (რომაელთა 3:1-4).
ყოველი ადამიანი არის ცრუ. ღმერთი არის ჭეშმარიტი. რატომ? იმიტომ რომ ღმერთი ამბობს, "რადგან მართალი ხარ შენს სიტყვებში, გამართლებული ხარ შენი განკითხვისას”. ღმერთი იძახის რომ წინასწარ იძლევა აღთქმას და აკურთხებს მათ ვინც იკურთხება და წყევლის მათ ვინც დაიწყევლება. ღმერთისთვის სრულიად მართებულია მართლების კურთხევა და ურწმუნოთა წყევლა. ის ამბობს, "ღმერთი არის ჭეშმარიტი, ხოლო ყოველი ადამიანი - ცრუ".
“რადგან მართალი ხარ შენს სიტყვებში, გამართლებული ხარ შენი განკითხვისას”. ღმერთი ამბობს რომ თავისი სიტყვის თანახმად იხსნის ადამიანებს. სიტყვა იქცა ხორცად, დაემკვიდრა ჩვენს შორის და ხსნა მოგვიტანა. ამიტომ, ღმერთი გამართლებულია მის სიტყვაში.
უფალმა სატანა ღმერთის დაწერილი სიტყვით დაამარცხა. ღმერთი არის სამართლიანი და წრფელი საკუთარი თავის წინაშე, ისევე როგორც სატანის და ყველა სულიერი არსების წინაშე, რადგან მან შეასრულა ის რაც აღგვითქვა. ამასთანავე, ადამიანები არ არიან წრფელნი. არასაყრელ მდგომარეობაში მათი საქციელი სწრაფადვე იცვლება. ამის საპირისპიროდ, ღმერთს არასოდეს დაურღვევია თავისი სიტყვა. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული რომ ჩვენი რწმენა ღმერთის სიტყვაზე უნდა იყოს დამყარებული. 


ჩვენი უმართლობა ღმერთის სამართლიანობას აჩენს

რომაელთა 3:5 ამბობს, "ხოლო თუ ჩვენი უმართლობა გამოაჩენს ღვთის სამართლიანობას, რაღა გვეთქმის? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას? ვლაპარაკობ ადამიანურად". ყველა ადამიანი არის უმართლო, მაგრამ რაღა გვეთქმის იმაზე რომ მათი უმარლთობა ღმერთის ხსნის სიმართლეს ცხადყოფს? რაღა გვეთქმის იმაზე რომ ჩვენი ცოდვები ღმერთის სამართლიანობას გამოაჩენენ?
ჩვენი ცოდვების და უმარლთობის გამო ღმერთის სამართლიანობა კიდევ უფრო მეტად მჟღავნდება. ღმერთი ნამდვილად წრფელია. ის არის ხსნის უფალი, მაცხოვარი და ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც შეგვპირდა რომ გვიხსნიდა თავისი სიტყვით, და თავისი დანაპირები კიდეც აღასრულა. რა გვაქვს სათქმელი როცა ღმერთის სამართლიანობა ჩვენი ნაკლოვანებების გამო მჟღავნდება? ვინაიდან ჩვენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვცოდავთ, ჩვენი უძლურება კიდევ უფრო მეტად გამოაჩენს ღვთის სიმართლეს.
საიდან ვიცით რომ ღმერთი სიყვარულის ღმერთია? ჩვენ ამის ცოდნა ჩვენივე უძლურებათა გამო შეგვიძლია. ღვთის სიყვარული გამომჟღავნდა ჩვენს მიმართ რადგან ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე ვცოდავთ. უფალი ამბობს რომ მან ერთხელ და სამუდამოდ ამოშალა წუთისოფლის ცოდვები. ღმერთის სიყვარული უსრულო იქნებოდა, მას რომ მხოლოდ კეთილი ადამიანები ჰყვარებოდა, ვინც არასოდროს არ სცოდავს. სწორედ მისი ჭეშმარიტი სიყვარულიდან გამომდინარეობს ის რომ ღმერთი გვღებულობს და გვითმენს ჩვენ, ცოდვილებს, რომლებიც სიყვარულს არ ვიმსახურებთ. 
ჩვენ, ადამიანები, ვართ უმართლონი და ვღალატობთ ღმერთს. ჩვენ არ გვწამს მისი და მის წინაშე არანაირი სათნო თვისება არ გაგვაჩნია. ცოდვილები ისინია, ვინც მხოლოდ ბოროტებას სჩადიან, მაგრამ იესომ, რომელმაც ყველა ჩვენი ცოდვისგან და უკეთურობებისგან გადაგვარჩინა, აღასრულა ჩვენს მიმართ ღმერთის სიყვარული. 
ღმერთი ამბობს რომ მისმა სამართლიანობამ და სიყვარულმა მას ჩვენთვის თავისი მხოლოდშობილი ძე გამოაგზავნინა, რათა სატანის სიბნელისგან და წყევლისგან დავეხსენით, როცა ადამიანებმა, მის მიერ მოტყუებულებმა, შესცოდეს და ჯოჯოხეთში უნდა მოხვედრილიყვნენ. ეს იყო ღმერთის სიყვარული და მისი მადლი. 
"მაგრამ თუ ჩვენი უმართლობა გამოაჩენს ღვთის სამართლიანობას, რაღა გვეთქმის?" - იძახის პავლე მოციქული. მორწმუნეთა და ურწმუნოთა აზრები ამ საკითხზე მკვეთრად განსხვავდება. ურწმუნონი ცდილობენ რომ იყონ კეთილნი, რათა შეძლონ ცათა სასუფეველში შესვლა და ღმერთის კურთხევის მიღება. მაგრამ პავლე საწინააღმდეგო კომენტარს აკეთებს და ამბობს, "ხოლო თუ ჩვენი უმართლობა გამოაჩენს ღვთის სამართლიანობას, რაღა გვეთქმის?". პავლე ამბობს რომ ჩვენ, ადამიანები, ვერ ვასრულებთ ღმერთის სამართლიანობას, და ამის ნაცვლად ღვთის წინაშე მხოლოდ ცოდვებს ჩავდივართ, და რომ ჩვენი ბოროტება ცხადყოფს ღმერთის ჭეშმარიტ სიყვარულს. დიახ, ეს სიმართლეა. ყველა ადამიანი არის ბოროტი და არ შეუძლიათ იყონ მართლები, მაგრამ უფალმა იხსნა ისინი ყველა მათი ცოდვისგან.


ჩვენ ღმერთის სამართლიანობით ვართ დახსნილი

პავლე მოციქული ამბობს რომ ადამიანებს არ შეუძლიათ იყონ მართლები და რომ ისინი ცოდვების მახეში არიან მოქცეულნი. უფალმა ყველა ეს ცოდვილი მათი ცოდვებისგან იხსნა და შეიყვარა. ვინაიდან ჩვენ არ გვძალუძს ყოველდღიური შეცოდებისთვის თავის არიდება, ჩვენ მის სრულყოფილ სიყვარულს ვსაჭიროებთ. ჩვენ ხსნა მხოლოდ იესოს აბსოლუტური სიყვარულის, მისი უპირობო მადლის და იესო ქრისტეში ხსნის საჩუქრის მეშვეობით მივიღეთ.
პავლე მოციქული ამბობს რომ მისი გადარჩენა ღმერთის სამართლიანობის მადლით მოხდა. ის რაც ღმერთმა ყველა ცოდვილის მათი ცოდვებისგან გადასარჩენად მოიმოქმედა, მის სამართლიანობას გვიჩვენებს. პავლე ამბობს რომ იგი სახარებისადმი რწმენამ იხსნა. ღმერთის სამართლიანობა წყლისა და სულის სახარებაშია გამოვლენილი. ჩვენი გადარჩენა ღმერთის მიერ ჩვენთვის შესრულებულ სამართლიან მოქმედებაზეა დამყარებული. ამიტომ, ცოდვილები ყველა მათი ცოდვებისგან რწმენით ღებულობენ ხსნას. ისინი ვინც ხელახლა შობილი არაა, ფიქრობენ რომ ცათა სასუფეველში შესასვლელად მათ კეთილი საქმეები უნდა აკეთონ.
პავლე არ გულისხმობს რომ ჩვენ გამიზნულად უნდა ვაკეთოთ ბოროტება, მაგრამ ადამიანები ჯოჯოხეთში სწორედ იმის გამო მიდიან რომ ღმერთის სამართლიანობის მიუღებლად კეთილი საქმეების კეთებას ცდილობენ. მათ უნდა მოინანიონ, მოიქცნენ, და ჯოჯოხეთში მოხვედრისგან თავის დასაღწევად, იწამონ ღმერთის მიერ მათთვის მოცემული ხსნა.
ვის შეუძლია ღმერთის წინაშე კეთილი საქმეების კეთება? არავის. მაშ როგორ უნდა გადარჩეს ცოდვილი მისი ცოდვებისგან? მან თავისი აზრები უნდა შეცვალოს. პავლე მოციქულმა თქვა რომ ის რწმენით იქნა დახსნილი. მაგრამ ადამიანები რას ფიქრობენ? ისინი ფიქრობენ რომ ხსნის მიღწევას კეთილი საქმეების კეთებით შეძლებენ. სწორედ ამიტომ ვერ აღწევენ ისინი გადარჩენას. ისინი ვინც თავისი ცოდვებისგან იესოს რწმენით არიან დახსნილი და ფლობენ ცოდვების სრულყოფილ მიტევებას, იკვეხნიან მხოლოდ ღვთის სამართლინობით და მას განადიდებენ. 
მაგრამ ისინი ვინც არაა ხელახლა შობილი, მიუხედავად იესოსადმი რწმენისა, ფიქრობენ რომ ცათა სასუფეველში მოსახვედრად მათ კეთილი საქმეები უნდა აკეთონ, და რომ კეთილი საქმეების არ შესრულების შემთხვევაში ისინი ჯოჯოხეთში მოხვდებიან. მათი რწმენა არის მცდარი. პავლე მოციქულის რწმენა ნიშნავს ხელახლა შობილის რწმენას. მათ ვინც ხელახლა შობილი არაა, თუმცა ჰგონიათ რომ იესოსი სწამთ, არასწორი რწმენა აქვთ, რადგან ისინი რწმენისთვის კეთილი საქმეების მიმატებას ცდილობენ. ჩვენ არ ვღებულობთ ხსნას ჩვენი რწმენისთვის სათნო საქმეების მიმატებით, არამედ ღმერთის სამართლიანობის რწმენით: იესოს ნათლობით და მისი ჯვარზე სიკვდილით.


მართლებს არ შეუძლიათ ნებსით ცოდვების ქმნა

"მაგრამ თუ ჩვენი უმართლობა გამოაჩენს ღვთის სამართლიანობას, რაღა გვეთქმის?". ბიბლია ამბობს რომ ჩვენი უმართლობა მხოლოდ ღვთის სამართლიანობას და მის სიყვარულს ცხადყოფს. ასევე ნათქვამია ბიბლიაში, "ვინაიდან, თუ ჩემი უმართლობით გამრავლდა ღვთის ჭეშმარიტება მისი დიდებისათვის, რაღად ვიქნე განკითხული როგორც ცოდვილი? მაშ, ხომ არ ვაკეთოთ ბოროტი, კეთილი რომ გამოვიდეს? როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ? სამართლიანია განკითხვა ასეთებზე" (რომაელთა 3:7-8). ურწმუნოთა სახელები განკითხვის წიგნშია ჩაწერილი და ისინი ცეცხლის ტბაში მოხვდებიან. ამიტომ მათ სჭირდებათ მონანიება რათა მოიქცნენ და ირწმუნონ წყლითა და სულით მიღწეული ხსნა. 
პავლე მოციქული ამბობს, "განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას? - ვლაპარაკობ ადამიანურად. არამც და არამც!". ადამიანები უარყოფენ ამას და იძახიან, "ეს ხომ უსამართლოა ღმერთის მხრიდან როცა ის ურწმუნოებზე მხოლოდ იმიტომ მოავლენს რისხვას რომ მათ არ სწამთ რომ იესომ ისინი უკვე იხსნა მათი ცოდვებისგან?" მაგრამ პავლე ამბობს, "განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას?". ურწმუნოთათვის შესაფერია ჯოჯოხეთში წასვლა, რადგან მათ ჭეშმარიტება არ იწამეს. ღმერთი არაა უსამართლო. 
რომაელთა 3:7 ამბობს, "ვინაიდან, თუ ჩემი სიცრუით გამრავლდა ღვთის ჭეშმარიტება მისი დიდებისათვის, რაღად ვიქნე განკითხული როგორც ცოდვილი?". მაშინ ვიღაცამ შეიძლება თქვას, "რაა? ახლა გამოდის თქვენ გამიზნულად შესცოდავთ, რადგან ცოდვების მიტევება გაქვთ? რახან ღვთის სამართლიანობით ხართ დახსნილი, თქვენ ხლა კიდევ უფრო მეტს მოიუტყუებით. ნებსით დაიწყებთ შეცოდებას?" მაგრამ ბიბლია ამბობს რომ ეს ადამიანები ამგვარად თავისი ბოროტი გულების გამო იქცევიან და არ იცნობენ არც ღმერთის ხსნას და არც მის სიყვარულს.
ამიტომ პავლე ამბობს რომ ჩვენი ცოდვილობის და უმართლობის გამო ღმერთის ჭეშმარიტება მისი დიდებისთვის გამრავლდა. მაგრამ ადამიანები ეწინააღმდეგებოდნენ პავლეს თავიანთი აზროვნებით და იძახდნენ, "თუ დაიჯერე რომ საქმეთა გარეშე რწმენით ხარ დახსნილი, შენ კიდევ უფრო მეტ ცოდვას ჩაიდენ". მაგრამ სიმართლე არაა რომ ადამიანები მხოლოდ იმიტომ სცოდავენ რომ ასე სურთ. ისინი ცოდვას ვერ გაურბიან იმის გამო რომ ცოდვილებად დაიბადნენ. ვაშლის ხისთვის ბუნებრივია ვაშლის მოსხმა. ბიბლია ამბობს რომ ზუსტად ასევეა შეცოდება ბუნებრივი ცოდვილად დაბადებულ ადამიანებისთვის. უფალმა ეს ცოდვილნი მისი სამართლიანობით იხსნა და მათ გადარჩენა მხოლოდ უფლის ხსნის მიღებით შეუძლიათ.
"მაშ, ხომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა კეთილი გამოვიდეს? როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ? სამართლიანია განკითხვა ასეთებზე" (რომაელთა 3:8). ზუსტად ასე ფიქრობენ ისინი ვინც ცრუ მასწავლებლების ზეგავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი, მაშინ როცა თვლიან რომ იესოსი სწამთ. რომაელთა წერილი პავლე მოციქულის მიერ დაახლოებით 2000 წლის წინ დაიწერა. იმ დროს ბევრი ადამიანი ამგვარად მსჯელობდა, ზუსტად ისევე როგორც დღევანდელობის ურწმუნონი. ცრუ მორწმუნეები ზუსტად პავლეს დროის მცხოვრებ ურწმუნოთა მსგავსად ფიქრობენ და ამბობენ, `ცოდვათა მიტევება თუ გაქვს, ხარ უცოდველი და იცი რომ შენი მომავალი ცოდვებიც ნაპატიებია, ახლა კიდევ უფრო მეტს და ნებსით არ შესცოდავ?`
ურწმუნოები ხორციელი ურწმუნო აზრების მიხედვით მოქმედებენ. ისინი ვერ შედიან ღვთის ხსნის ჭეშმარიტებაში ხორცის შესახებ მცდარი აზრების გამო. რასაკვირველია, მართლებიც კი სცოდავენ მას შემდეგ, რაც მიიღეს ცოდვების მიტევება, მაგრამ არსებობს ზღვარი. ბიბლია ამბობს, რომ ცოდვილები აგრძელებენ ცოდვას, რადგან ვერ ხვდებიან, რომ ცოდვას სჩადიან და წყლისა და სულისგან ხელახლა შობამდე არ იციან, რომ ეს ცოდვაა. ბიბლია ამბობს, რომ მართლებს არ შეუძლიათ უგუნურად სცოდონ, რადგან ისინი ღვთის ხელმწიფბის ქვეშ იმყოფებიან.
ზოგი ადამიანი პავლე მოციქულს ეუბნებოდა: „რა, ბოროტებას აკეთებ, სიკეთე რომ გამოჩნდეს, რადგან ღმერთმა ყველა შენი ცოდვისგან გიხსნა? გიჯობს ახლა მეტი ბოროტი საქმე ჩაიდინო, ღვთის სიმართლე უფრო მეტად რომ გამოვლინდეს.” პავლე ამბობს, რომ ასეთებზე განკითხვა სამართლიანია. ის გულისხმობს რომ მათთვის გამზადებული სამსჯავრო და ჯოჯოხეთში მოხვედრა მართებულია. რატომ? რადგან ისინი არ ეყრდნობიან რწმენას, არამედ თავიანთ საქმეებს.


ღვთის სიმართლე არასოდეს ბათილდება

პავლე მოციქული ამბობს: „თორემ რაა? თუ ზოგიერთებს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღვთის ერთგულებას?” გახდის მათი ურწმუნოება ღმერთის ხსნას უშედეგოს მხოლოდ იმიტომ რომ მათ ღვთის ხსნის არ სწამდათ? ადამიანები არაინ დახსნილი, თუ სწამთ, მაგრამ ურწმუნობის შემთხვევაში კარგავენ ცოდვების მიტევების მადლს. ღვთის სიმართლე მყარადაა დაფუძნებული. გესმით ეს? ისინი ვინც ჯოჯოხეთში მიდიან, მანდ ნებაყოფლობით ხვდებიან, რადგან ურწმუნობა აირჩიეს. ღვთის საქმე და ცოდვისგან ხსნის მადლი არასოდეს უქმდება. ისინი მყარად დგანან.
უფლის ხსნას არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანურ ძალისხმევასთან, რჯულის საქმეებზე დაყრდნობით. ხსნა ეხება მხოლოდ მორწმუნეებს. მორწმუნეები აღწევენ გადარჩენას ღვთის ჭეშმარიტების თანახმად, მაგრამ ურწმუნოები ჯოჯოხეთში მიდიან, რადგან მისი ჭეშმარიტების უარყოფის გამო მათ გადარჩენა არა აქვთ. ღმერთმა გამოგზავნა „დაბრკოლების ლოდი და წინაღობის კლდე“ (ესაია 8:14). ვისაც სწამს იესო, ხდება მართალი და აქვს საუკუნო სიცოცხლე, რაოდენ ბოროტიც არ უნდა ყოფილიყო იგი. ვისაც არ სწამს იესოსი, ჯოჯოხეთში წავა ცოდვის საზღაურის გამო, რაც არ უნდა კარგი ყოფილიყო იგი. იესო არის დაბრკოლების ლოდი და წინაღობის კლდე მათთვის, ვისაც ცოდვების მიტევების არ სწამთ.


არ არსებობს მართალი ადამიანი, ვისაც ცოდვა აქვს

პავლე მოციქული ესაუბრება გადარჩენის რწმენაზე მათ, ვისც თავს კეთილ ადამიანებად მოაჩვენებენ, ამიტომ რომაელთა წერილი მიჩნეულია ღვთის სიტყვად, რომელიც რწმენის შესახებ გვასწავლის. ზოგს აინტერესებს, თუ რას წარმოადგენენ ისინი ვინც თავს მართლებს უცოდებს. ფაქტობრივად, ისინი, ვინც იესოს მიერ ნაპატიებია, მართლები არიან, რადგან მათი ცოდვები მიტევებულია. "იესო ერთგულია" ნიშნავს "მან ერთგულად იხსნა ცოდვილები მათი ცოდვებისგან". ზოგი ამბობს, რომ ისინი არიან "გადარჩენილი ცოდვილები", მაგრამ ღვთის წინაშე ასეთი ადამიანების არსებობა შეუძლებელია. როგორ შეიძლება ადამიანი კვლავ იყოს ცოდვილი ცოდვისგან განთავისუფლების შემდეგ? ჩვენ დახსნილები ვართ, თუ იესომ დაგვიხსნა და ცოდვილნი ვართ, თუ მას არ დავუხსნივართ. არ არსებობს "შუალედი" ხსნა.
არსებობს მართალი ადამიანი, რომელსაც ცოდვა აქვს? არა, ცოდვის მქონე მართალი ადაიანი არ არსებობს. ადამიანი ცოდვილია, თუ მას აქვს ცოდვა, მაგრამ მართალი და უცოდველია, თუ მას იესოსი სწამს. როგორ უნდა მოვაგვაროთ ყოველდღიური და მომავალი ცოდვების პრობლემა? ხალხი ფიქრობს, რომ ისინი გარდაუვალი ცოდვილები არიან, რადგან ყოველდღე სცოდავენ და შესცოდავენ სიკვდილამდე. მაგრამ ჩვენ გავმართლდით იმით, რომ გვწამს სახარება, რომელშიც ნათქვამია, რომ იესომ მდინარე იორდანესთან მსოფლიოს ცოდვები წაიღო, მომავალი ცოდვების ჩათვლით, და შემდეგ იყო ჯვარცმული.
იმის თქმა რომ არსებობს "მართალი ადამიანი, რომელსაც ცოდვა აქვს", უაზრობაა. მართებული იქნებოდა გვეფიქრა რომ ადამიანს ისევ ვალი აქვს, მან თუ ის უკვე გადაიხადა? მოდით დავუშვათ რომ იყო ვიღაც კაცი, რომელსაც ბევრი ფული ჰქონდა, მაგრამ მის ვაჟს, როცა ის იზრდებოდა, ქალაქის ყველა მაღაზიაში ყოველდღე კრედიტით ტკბილეულის ყიდვის ცუდი ჩვევა გაუჩნდა. თუმცაღა, მისმა მდიდარმა მამამ საკმარისი თანხა გადაიხადა, რომელმაც გადააჭარბა მისი შვილის ცხოვრების მანძილზე ყველა მაღაზიისთვის დაგროვილ ვალს. ამიტომ, ის ვერასოდეს იქნება მოვალე, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ყოველდღე ფულის გადახდის გარეშე ჭამდა ტკბილეულს.
უფალმა გვიხსნა მდინარე იორდანეზე ჩვენი ცოდვების თავის თავზე ერთხელ და სამუდამოდ აღების სამართლიანობით. მან ყველანი სრულქმნილად გადაგვარჩინა. ამიტომ, ჩვენ ვეღარასდროს გავხდებით ცოდვილები, რაოდენ უძლურნიც არ უნდა ვიყოთ. ღმერთი ამბობს რომ ჩვენ ვართ მართალნი, თუ არ ვუარყოფთ იმას, რაც მან გააკეთა.


ხორციელი გონებით ადამიანებს არც სახარების რწმენა შეუძლიათ და არც ხელახლა შობა

ქრისტიანები, რომლებიც თავს "გადარჩენილ" ცოდვილებად თვლიან, ხორციელი გონებით აზროვნებენ. სულიერად მოაზროვნე ნიშნავს გჯეროდეს ღვთის სიტყვის. ხორციელი გონება არის ადამიანური გონება. ეს არის ადამიანური სიბრძნე. ხორცს არ შეუძლია არ სცოდოს, მაგრამ ჩვენ იესოს ნათლობისა და ჯვრის რწმენითშეგვიძლია გავხდეთ მართალები. ბიბლია ამბობს, რომ ჩვენ ვერასოდეს გავხდებით მართალნი და განწმენდილნი, ცოდვისგან თავის არიდების მცდელობით. 
შეუძლია ადამიანს შევიდეს ცათა სასუფეველში და გახდეს წმიდა, რომელიც იესოს რწმენის შემდეგ აღარასოდეს შესცოდავს? თუ ეს მხოლოდ ერთხელ და სამუდამოდ ხსნით არის შესაძლებელი? არიან თუ არა ცოდვილები მართალნი ცოდვების მიტევების წყალობით? შეუძლებელია იყოთ მართალი თქვენი ხორციელი გონების მეოხებით. ხორცი ვერასოდეს გახდება მართალი. ხორცს, როცა ის შიმშილს იგრძნობს, მუდამ რაღაცის შთანთქვა უნდა.
ხორცის განწმენდა შეუძლებელია, რადგან ხორცს ვნებები და სურვილები გააჩნია. ამიტომ, ჩვენ მართლები მხოლოდ იესოს წყლის და სისხლის რწმენით ვხდებით. შეგვიძლია კი ცათა სასუფეველში შესვლა და თოვლივით გასპეტაკება, ცოდვის ჩადენის სრული შეწყვეტით? ცოდვისთვის თავის აცილების მეშვეობით განწმენდა - ხორციელი გულისთქმების და ვნებების მქონე ადამიანის ამპარტავანი აზროვნებაა. ეს შეუძლებელია.
ადამიანებს არც სახარების რწმენა და არც ხელახლა შობა შეუძლიათ, რადგან ისინი რწმენაზე ხორციელი გონებით ფიქრობენ. იესომ თქვა: „ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისაგან შობილი სულია.“ (იოანე 3: 6).
შეუძლებელია ხორციელი გონების საშუალებით გახდე მართალი. შეილება ასევე იფიქროთ რომ ეს შეუძლებელია, რადგან ხვალეც შესცოდავთ, განურჩევლად იმისა რაოდენ გულმოდგინედ ინანიებთ დღემდე და გწამთ იესო. შესაძლოა იფიქროთ: ‘როგორ უნდა ვთქვა რომ ცოდვის გარეშე ვარ, როცა ამ წუთასაც ვაგრძელებ ცოდვას?’ შეგიძლიათ კი გახდეთ მართალი, თუ ხორციელად ფიქრობთ, როგორც ამას ხორცი მუდამ აკეთებს? ხორცის მიერ განწმენდის მიღწევა შეუძლებელია.


მაგრამ ღმერთს შეუძლია მართალი გაგვხადოს

ამასთანავე, ღმერთს შეუძლია სრულყოფილად გვიხსნას მაშინაც კი, როცა ადამიანისთვის ეს შეუძლებელია. ღმერთს ძალუძს განწმინდოს ჩვენი სინდისი და გვაღიარებინოს რომ ვართ მართალნი და რომ ის არის ჩვენი მამა და ჩვენი მხსნელი. უნდა იცოდეთ, რომ რწმენა იწყება სიმართლის სიტყვის გულისმიერი რწმენით. ის იწყება ჭეშმარიტების სიტყვით. ჩვენ გავხდით მართლები იმით, რომ გულით ვირწმუნეთ ჭეშმარიტი სიტყვა. ხორციელი საქმეებით ჩვენ ვერასოდეს გავმაეთლდებით.
თუმცა, ისინი, ვინც ხელახლა არ იშვნენ, ვერ თავისუფლდებიან საკუთარი აზრებისგან, რადგან ამ აზრებშივე ჩაკეტილები არიან. მათ არასოდეს შეუძლიათ იმის თქმა რომ არიან მართლები, ვინაიდან ხორციელი გონებით ფიქრობენ. პირიქით, რწმენა, რომლის მიერ შეგვიძლია ვთქვათ რომ მართლები ვართ, იწყება ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების ცოდნით. თუ ჭეშმარიტად გსურთ ხელახლა შობა, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ამის მიღწევა, რეალურად ხელახლა შობილი ადამიანისგან ჭეშმარიტი სიტყვის მოსმენით, რადგან სულს ხელახლა შობილ წმინდანში ეამება ჭეშმარიტებასთან მუშაობა და ის „ჭვრეტს ყოველივეს, ღვთის სიღრმეებსაც.“ (1 კორინთელთა 2:10). ადამიანები ხელახლა იბადებიან, როცა მართალთა მეშვეობით ღვთის სიტყვას ისმენენ, რადგან სულიწმიდა ხელახლა შობილ მართლებში ბინადრობს. მინდა რომ ეს მუდამ გახსოვდეთ. ხელახლა შობის მადლის მიღება თუ გსურთ, თქვენ გჭირდებათ მართლის შეხვედრა, იმის ვინც ხელახლა იყო შობილი.
აბრაამმა შვა ისმაელი და ისააკი. ისმაელი ყმა ქალისგან დაიბადა. ისმაელი უკვე 14 წლის იყო, როცა დაიბადა ისააკი. ისმაელი ავიწროებდა ისააკს, რომელიც თავისუფალი ქალის მიერ იყო შობილი. ვის ჰქონდა რეალური მემკვიდრეობის უფლება? ისააკს, რომელიც სარასგან, თავისუფალი ქალისგან დაიბადა, ჰქონდა მემკვიდრეობის უფლება.
ისააკს ჰქონდა მემკვიდრეობის უფლება და იყო მოწონებული, მიუხედავად იმისა, რომ ისმაელი იყო უფროსი და ხორციელად ისააქზე უფრო ძლიერი. რატომ? ისააკი იშვა ღვთის სიტყვის თანახმად. ადამიანის აზროვნებით დაფუძნებული რწმენა ქვიშის სასახლეს ჰგავს. ადამიანები ხელახლა მხოლოდ მაშინ იბადებიან, როდესაც იგებენ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას და სწამთ მისი.
"მერედა, რა? გვაქვს უპირატესობა? არავითარი, რადგან უკვე განვსაჯეთ, რომ იუდეველებიც და ბერძნებიც ცოდვის ქვეშ არიან. როგორც სწერია: “არავინ არის მართალი" (რომაელთა 3:9-10). რას ნიშნავს ეს მონაკვეთები? მიუთითებენ ისინი ხელახლა შობამდე თუ ხელახლა შობის შემდეგ ადამიანთა მდგომარეობაზე? ხელახლა შობამდე ჩვენ ყველანი ცოდვილები ვიყავით. "არავინ არის მართალი" - იყო ადამიანის მდგომარეობა, სანამ იესო მსოფლიოს ყველა ცოდვას ამოშლიდა. ადამიანი ვერასოდეს განიწმინდება იესოს რწმენის გარეშე.
სიტყვები „თანდათანობითი განწმენდა“ წარმოიშვა წარმართული რელიგიების კერპთაყვანისმცემლებისგან. ბიბლია ამბობს: „არავინ არის მართალი, არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ.“ როგორ შეიძლება განიწმინდოს ადამიანი საკუთარი თავის წვრთნით? ადამიანი თავისით ვერასოდეს გახდება მართალი. არ არსებობს არავინ ვინც მომავალში გახდება ან ვინც წარშულში თავისით გახდა მართალი. არავინაა უცოდველი საკუთარი ძალისხმევით. ეს შესაძლებელია მხოლოდ ღვთის სიტყვის რწმენით. ბიბლია ამბობს: „არავინ არის გონიერი; არავინ ეძებს ღმერთს.”(რომაელთა 3:11).


ყველამ გზას გადაუხვია

”ყველანი გზას ასცდნენ, აღარავინ გამოდგება. არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ.“(რომაელთა 3:12). არის თუ არა ადამიანი გამოსადეგი ღვთის წინაშე? ადამიანი სრულიად უსარგებლოა ღმერთის წინაშე. ყველა, ვინც ხელახლა არ შობილა, უსარგებლოა ღვთის წინაშე. ისინი ზეცას თითებს უშვერენ და ღმერთს ემდრუიან და ლანძღავენ, როცა ის მათი მოსავლისთვის წვიმას არ უშვებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმნილებანი არიან.
”ყველანი გზას ასცდნენ, აღარავინ გამოდგება” - თქვა ღმერთმა. როგორ შეუძლია ადამიანს, რომელსაც ცოდვა აქვს გულში, განადიდოს ღმერთი? როგორ შეუძლიათ ცოდვილებს, რომლებიც ვერ აგვარებენ თავიანთი ცოდვების საკითხს, ადიდონ უფალი? როგორ შეუძლია ცოდვილს ადიდოს უფალი? ცოდვილებს არ შეუძლიათ ღმერთის განდიდება.
დღევანდელობაში ჭარბობს განდიდების მსახურება. ცოდვილები სახარების სიმღერებისთვის წერენ ტექსტებს, და გამოცხადაში არსებულ წმ.წერილს ციტირებენ. "ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხადება 5:13). უფალი, რა თქმა უნდა, განდიდების ღირსია, მაგრამ მხოლოდ მართალს შეუძლია ადიდოს ღმერთი. როგორ ფიქრობთ, უხარია ღმერთს ცოდვილებისგან ქება-დიდების მიღება? ცოდვილების ქება კაენის შესაწირავივითაა. მათი ქება-დიდება უშედეგოა და ცარიელი ცისკენაა მიმართული, თუმცა ისინი ფიქრობენ რომ უფალს ადიდებენ. რატომ? რადგან ღმერთი არ ხარობს მათ გამო. ღმერთი არასოდეს ისმენს ცოდვილთა ლოცვას (ესაია 59: 1-2).
ბიბლია ამბობს, რომ ყველანი გზას ასცდნენ და აღარავინაა გამოსადეგი. სიტყვები "ყველანი გზას ასცდნენ" ნიშნავს იმას, რომ ისინი საკუთარი აზრების რწმენით დადიოდნენ და უარყოფდნენ ღვთის სიტყვას. ჭეშმარიტი განაჩენი ღვთის სიტყვით ვლინდება. მხოლოდ ღმერთი განიკითხავს. ადამიანებს არ შეუძლიათ განსჯა. სიტყვები "ყველანი გზას ასცდნენ" ნიშნავს იმას, რომ ისინი საკუთარ აზრებს მიექცნენ. ისინი მუდამ იძაცხიან: "მე ასე ვფიქრობ და ასე მჯერა". ადამიანები რომლებიც არ სტოვებენ თავიანთ აზრებს, ამ აზრების მონებად იქცევიან და ამიტომ ისინი ვერასოდეს უბრუნდებიან ღმერთის სიტყვას.
მათ ვინც ხელახლა არ შობილა, ჰგონიათ რომ ისინი საკუთარი თავის მსაჯულები არიან. მათთვის არ არის მნიშვნელოვანი თუ რა წერია ღვთის სიტყვაში. ისინი ეკიდებიან საკუთარ აზრებს და მსჯელობენ იმაზე, თუ რას თვლიან სიმართლედ ან სიცრუედ, და ამბობენ: „მე ასე ვფიქრობ და ამგვარად მწამს. ეს ჩემს აზრს არ ეთანხმება.” როგორ შეუძლიათ მათ ჭეშმარიტების პოვნა? ღმერთი ამბობს რომ ყველა ადამიანმა გზას გადაუხვია და საკუთარ აზრებს გადაეცა. ჩვენ საკუთარი აზრების მახეში არასოდეს არ უნდა ჩავვარდეთ. ამის ნაცვლად, ჩვენ უფალს უნდა დავუბრუნდეთ. ჩვენ სამართლიანი გზით უნდა მივიღოთ ხსნა. ჩვენ ჭეშმარიტი სიტყვის წინაშე უნდა განვისაჯოთ. მაშ რა არის სამართლიანობა?


ჩვენ ხელახლა უნდა ვიშვათ ღვთის სიტყვისგან

სამართლიანობა არის ღვთის სიტყვა, რაც არის ჭეშმარიტება. ღვთის სიტყვა არის კანონი, რომელიც აღნიშნავს ‘საზომ ლარტყას’. უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთის სიტყვა არის კრიტერიუმი, ან საორიენტაციო ნიშანი. "დასაწყისში იყო სიტყვა" (იოანე 1:1). ვინ იყო ღმერთთან, მამასთან და სულიწმიდასთან? ეს არის ღმერთი, სიტყვა. სიტყვა არის ღმერთი. იესო ქრისტე, ჩვენი მაცხოვარი და მეფეთა მეფე, არის სიტყვა, ჩვენი ღმერთი.
დაწერილია, რომ სიტყვა იყო დასაწყისში ღმერთთან. ვინ იყო ღმერთთან? სიტყვა. ასე რომ, სიტყვა არის იესო, ჩვენი მაცხოვარი და ღმერთი. მაცხოვარი თვით ღმერთია. მისი ბუნების ზუსტი გაომხატულება არის სიტყვა. ასე რომ, ღვთის სიტყვა განსხვავდება ჩვენი აზრებისგან, რადგან სიტყვა არის ღმერთი. მეტად უგუნურია ადამიანისთვის რომ შეეცადოს ღვთის სიტყვა საკუთარი ხორციელი აზროვნებით გაიგოს.
ამრიგად, ღმერთს შეუძლია გამოიყენოს პიროვნება რომელიც მტკიცედ დგას მის სიტყვაში და რწმენაში. ადამიანი, რომელიც მტკიცედაა დამკვიდრებული ღვთის სიტყვაში, არის ერთგული და გამოსადეგი ღვთის წინაშე და ღმერთი აკურთხებს ასეთ პიროვნებას.
შეუძლია ვინმეს სიკეთის კეთება? სიტყვა, რომელიც არის ღმერთი, ამბობს, რომ არ არსებობს არც ერთი მართალი. და მაინც, ზოგი ფიქრობს: „უნდა იყოს ვიღაცა, ვინც სიკეთის მქმნელია.“ სინამდვილეში ადამიანები თვალთმაქცობენ ღვთის წინაშე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ხელახლა შობამდე ჩვენ არ გაგვაჩნია სამართლიანობის არს ერთი მხარე.
ყველა ადამიანი აჯანყებულია ღმერთის წინააღმდეგ. ისინი ერთმანეთს და ღმერთსაც კი ატყუებენ, როცა თავს წმინდანებად, კეთილ და მოწყალე ადამიანებად მოაჩვენებენ. საკუთარი თავის კეთილ პიროვნებად წარმოჩენა - ღმერთის გამოწვევაა. მხოლოდ ღმერთია კეთილი. ხელახლა შობის და მისი სიყვარულის და სამართლიანობის რწმენის გარეშე, საკუთარი თავის სათნო პიროვნებად მოტანა ღმერთის და მისი ჭეშმარიტების წინააღმდეგ ამბოხია.
როგორ ფიქრობთ, მხოლოდ დიდ ცოდვილებს განიკითხავს ღმერთი? თუ ვინმე ხელახლა არ იშვა, თუნდაც იყოს ქრისტიანი, ვერ გაექცევა ღმერთის რისხვას. ამიტომ, მიატოვეთ თქვენი თვალთმაქცური ცხოვრების წესი და მოისმინეთ ღმერთის სიტყვა. იშვით ხელახლა. მაშინ შეძლებთ ღვთის განკითხვისგან თავი დაღწევას.
გინახავთ ოდესმე ბოროტი ადამიანი, რომელიც არაა შეპყრობილი მცდელობით რომ კეთილად წარმოაჩინოს თავი მათ შორის ვინც ხელახლა არაა შობილი? ყველა ადამიანი სავსეა ასეთი მცდელობით. ვინ ასწავლა მათ ეს? სატანამ. ადამიანს არსებითად არასდროს შეუძლია იყოს კეთილი. ადამიანს შეუძლია იქონიოს სათნო ცხოვრება, მხოლოდ როცა მისი ცოდვები ამოშლილია ღვთის წინაშე. მაშ რა, გვეუბნება ღმერთი რომ ბოროტება განზრახ ვაკეთოთ? არა. ღმერთი გვეუბნება რომ მივიღოთ ცოდვების მიტევება, რადგან სანამ ამ ქვეყნად ვიშვებით, ჩვენ უკვე ცოდვით ვართ დაინფიცირებულნი და განწირულნი ჯოჯოხეთში მოსახვედრად. ღმერთს სურს, რომ ჩვენ ყველამ მივიღოთ მისი ჭეშმარიტი სიტყვა, რათა გადავრჩეთ.


სატანა მუდამ ურწმუნოთა მეშვეობით სიცრუეს ლაპარაკობს

"მათი ხორხი ღია სამარეა. ენებით ცრუობენ. მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია. მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე. მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად. ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე და მშვიდობის გზა არ იციან. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.” (რომაელთა 3:13-18).
" ენებით ცრუობენ". ყველა ადამიანი გაწაფულია ტყუილების თქმაში. ღმერთი ამბობს სატანის შესახებ, "როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს" (იოანე 8:44). ყველა ვინც კი ხელახლა არ იყო შობილი, ამბობს, "ნამდვილად სიმართლეს გეუბნები, ეს მართალია!," მაგრამ ყველა მათი სიტყვა არის სიცრუე. 
ისინი, ვინც ხაზს უსვამს რომ მათი ნათქვამი მართალია, მატყუარები არიან. გინახავთ ოდესმე თაღლითები რომლებსაც უთქვამთ: "მე ვარ მატყუარა და თაღლითი", როცა ისინი სხვების მოტყუებას ცდილობენ? ისინი ისე ლაპარაკობენ, თითქოს ყველაფერი მათ მიერ თქმული, სიმართლეა. მათ შეუძლიათ დამაჯერებლად თქვან: ”ნება მომეცით რაღაც მოგახსენოთ. თუ თქვენს თანხას ამ საქმეში ჩადებთ, დიდ ფულს იშოვით. ერთ მილიონ დოლარს თუ დააბანდებთ, მალე იმდენივეს დაიბრუნებთ და შემდეგ რამდენიმე წელიწადში ათ მილიონს გამოიმუშავებთ. ეს ფანტასტიკური ინვესტიციაა. გსურთ ინვესტირება?" ისინი, ვინც ხელახლა არ იშვა, მუდამ ატყუებენ თავიანთი ენით.
როდესაც სატანა ამბობს სიცრუეს, ის თავისას ამბობს. მქადაგებელი, რომელიც ხელახლა არაა შობილი, ყოველთვის იტყუება. ის ირწმუნება, რომ ყველას გამდიდრება შეუძლია, თუ მეათედს უხვად შესწირავენ. არის ბიბლიაში რაიმე მონაკვეთი სადაც ნათქვამია, რომ ადამიანი უნდა გამდიდრდეს, უხუცესი თუ გახდა? რატომ ცდილობს ასე ბევრი უხუცესად გახდომას? ისინი ხუცესობის მიღწევას ცდილობენ, რადგან სწამთ, რომ ასეთ შემთხვევაში ღმერთი მათ მატერიალურ კურთხევას უბოძებს. ისინი მოტყუებულნი არიან, რადგან სჯერათ, რომ სიმდიდრის მადლს მიიღებენ, უხუცესებად თუ დაინიშნებიან. ისინი სიცრუის მახეში არიან მოყოლილი.
ოდესმე გამხდარხართ უხუცესი ასეთი სიცრუის მიერ მოტყუებით? ბევრი ადამიანი უხუცესობის მიღების შემდეგ მათხოვრის მსგავსად ცხოვრობდა. ჩემს გარშემო ბევრ მათგანს ვიცნობ. ცრუ წინასწარმეტყველები, რომლებიც ხელახლა არ იშვნენ, თავიანთი ეკლესიების უხუცესებად მდიდრებს ნიშნავენ. რატომ? რადგან სურთ, რომ უხუცესებმა მათ ეკლესიებში დიდი თანხები შეიტანონ. ზოგჯერ უფულო ადამიანებსაც ნიშნავენ უხუცესებად, რადგან სურთ რომ ისინი მათი ბრმა მიმდევრები გახდნენ.
გავრცელებული გამონათქვამი: "ადამიანი სიმდიდრით იქნება ნაკურთხი, თუ უხუცესი გახდა", ტყუილია. ბიბლიაში ამის ხსენება არ არის. ბიბლია ამბობს რომ უფრო სავარაუდოა რომ ღვთის მსახურები დევნას განიცდიან, ვიდრე სიმდიდრის მადლს. უფალი ამბობს: „უწინარეს ყოვლისა ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და დანარჩენი ყოველივე შეგემატებათ.“ (მათე 6:33).
"მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია", - ნათქვამია ბიბლიაში. ადამიანებს მართლაც გააჩნიათ ასპიტის მსგავსი შხამი. რას ეუბნებიან მართალებს ისინი, ვინც ხელახლა არ იშვა? ისინი ლანძღავენ მართლებს და ასპიტთა მსგავსად ლაპარაკობენ. ბიბლია ამბობს: „მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად. ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე და მშვიდობის გზა არ იციან. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.””


რა არის რჯულის დანიშნულება?

მონაკვეთი "როგორც დაწერილია", ნიშნავს რომ ეს არის ციტატა ძველი აღთქმიდან. მოციქულმა პავლეს არაერთხელ მოყავდა ძველი აღთქმა. მან თქვა: „მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად. ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე და მშვიდობის გზა არ იციან. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.” მე მებრალებიან ისინი ვინც ჯოჯოხეთში მიდის, ხელახლა შობის მიღების ცოდნის გარეშე.
რომაელთა 3:19 ამბობს, "ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი სოფელი ბრალდებული გახდეს ღვთის წინაშე". ღმერთი ავლენს რისხვას, რჯულის შესაბამისად. მიზეზი, რის გამოც პავლე იძახის, „რჯულის ქვეშ მყოფეთათვის ამბობს“, არის ის, რომ ღმერთმა რჯული იმათ მისცა, ვინც ხელახლა არ იყო შობილი, ვინც ცოდვა არ იცის და ცოდვა ცოდვად არ მიაჩნიათ, რათა ცოდვილები, რომლებიც ვერასოდეს იცავენ რჯულს, გაენათლებინა მათი ნამდვილ ბუნების შესახებ. ღმერთმა იმისთვის არ მოგვცა რჯული, რომ ის დაგვეცვა. მაშ რა, ამბობს ღმერთი, რომ მან გაანადგურა რჯული? არა. მან მოგვცა რჯული მოსეს მეშვეობით, რათა ჩვენი ცოდვების შესახებ ცოდნა მოეცა. მას რჯული იმისთვის არ მოუცია რომ მისი დაცვა შეგვძლებოდა. ღვთის რჯულის დანიშნულება არის რომ გვასწავლოს რამდენად ცოდვილები ვართ.


არავის შეუძლია რჯულის საქმეებით გამართლება

რომაელთა 3:20 ამბობს, "იმიტომ, რომ რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა". ხელახლა შობილმა ქრისტიანებმა იციან რომ ვერც ერთი ხორციელი ვერ გამართლდება რჯულის საქმეებით. პავლე მოციქული და ღვთის ყველა მსახური ამბობს: "რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება". არავინ არის, ვინც იცავს რჯულს და ვინც მას მომავალში დაიცავს. ამიტომ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვერასოდეს გავმართლდებით რჯულის საქმეებით. ჩვენი საქმეები ვერ გვაქცევენ ჩვენ მართლებად.
პავლე მოციქულმა იცოდა ეს და სჯეროდა ამის. შეგვიძლია გავმართლდეთ რჯულის დაცვით? შეუძლია თუ არა რჯულს ჩვენი გამართლება? როცა წმინდა წერილებს კითხულობთ, სწორად მიგაჩნიათ იმის რწმენა რომ ჩვენი ხორცი გამართლებისკენ შეიცვლება და იესოს რწმენით მიღების შემდეგ კეთილი საქმეების კეთებით ცათა სასუფეველში მოხვდება? არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ტყუილია. ის, რომ ადამიანი ღვთის სასუფეველში გასამართლებლად თანდათანობითი გარდაქმნით შედის, არის ტყუილი. ყველა ის ადამიანი, ვინც ხელახლა არ შობილა, რჯულის ქვეშაა, რადგან მათ ჰგონიათ რომ ღვთის სიტყვა საკუთარი საქმეებით უნდა დაიცვან.
ეს მათ აიძულებს დაიცვან რჯული და ყოველდღიურად ცოდვათა პატიებისთვის ილოცონ. ეს იგივეა რაც ტანსაცმელზე პირველი ღილაკის არასწორად დამაგრება. რჯული გვაძლევს ცოდვის ცოდნას. ცოდვილთა მიერ რჯულის დაცვის მცდელობა ხდება მათი უცოდინარობის და პიროვნული აზრების გამო, რომლებიც ხორცისგან მოდის და ეწინააღმდეგება ჭეშმარიტების ხსნას. ეს არის არასწორად ორიენტირებული რწმენა.
მოძღვრება განწმენდის შესახებ, რომელიც ამბობს რომ ჩვენ გასამართლებლად თანდათან უნდა შევიცვალოთ, ასევე მსოფლიოს სხვა საერო რელიგიებშიც გვხვდება. ბუდიზმსაც აქვს მსგავსი, ნირვანას დოქტრინა, ისევე როგორც ქრისტიანული დოქტრინა თანდათანობითი განწმენდის შესახებ. ბევრი ამბობს, რომ მათი ხორცი შეიძლება უფრო და უფრო განიწმინდოს და საბოლო ჯამში ისინი ცათა სასუფეველში შესვლას შეძლებენ. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ უფალმა ჩვენი სულები უკვე ერთხელ და სამუდამოდ განწმინდა.
მართალიც კი ვერ განიწმინდება ხორცით. ვისაც სულიწმიდა არა აქვს, ვერ განიწმინდება. რაც უფრო მეტს ცდილობენ ადამიანები კეთილი საქმეების კეთებას, მით უფრო მძიმე ცოდვილი ხდებიან. ეს იმიტომაა რომ მათ გულში ცოდვა აქვთ. რაღაც ბინძური წამდაუწუმ გამოდის მათგან და აბინძურებს მათ, რაც არ უნდა ეცადონ თავის გარეგნულად გაწმენდას, რადგან შიგნით ცოდვებით არიან სავსე. ასეთია ცოდვილის ნამდვილი მდგმარეობა.
ეს მდგომარეობა საპირისპიროა იმათგან, ვისაც ყველა ცოდვის მიტევება აქვს. მათ შეუძლიათ იცხოვრონ სუფთა ცხოვრებით, მიუხედავად იმისა, რომ არ შეუძლიათ ხორცის მიერ ცოდვის შეჩერება. ცოდვილნი, რომლებიც ცოდვით ინფიცირებულნი იბადებიან, ამ ცოდვას მთელი ცხოვრების განმავლობაში აფრქვევენ, რადგან ცოდვა მათგან მათი ნების საწინააღმდეგოდ გამოედინება. მათ სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა სამკურნალო ინექციის მიღებისა, რომელსაც შეუძლია სამუდამოდ აღმოფხვრას მათი ცოდვები. ეს ინექცია არის ღვთის ჭეშმარიტების სახარება. ცოდვებისგან განთავისუფლება მათ ცოდვების მიტევების სიტყვის მოსმენით შეუძლიათ. მე მსურს რომ მოისმინოთ ხელახლა შობის სიტყვა და მიიღოთ ცოდვების მიტევება.
ვის შეუძლია უძრახველად რჯულით ცხოვრება? ვის შეუძლია სრულყოფილად იცხოვროს რჯულის შესაბამისად, თუნდაც ის ხელახლა იყოს შობილი? არავის. რომაელთა წერილში ნათქვამია: „რჯულით შეიცნობა ცოდვა“. ეს ასე მარტივია. ადამი და ევა უდანაშაულობის საუკუნეში სატანის მიერ მოტყუებულებმა, ცოდვისთვის იქნენ მიყიდულნი. ცოდვა მათ შთამომავლებსაც გადაეცა, რომლებმაც არ იცოდნენ ღვთის სიტყვა. მათ არ იცოდნენ, რომ ცოდვილებად იბადებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვა მემკვიდრეობით მიიღეს.
აბრაამისა და იაკობის დროის შემდეგ, ისრაელეიანებმა დაივიწყეს რწმენა და საკუთარი ცოდვილიანი ბუნება, თუმცა მათი წინაპარი აბრაამი რწმენით გახდა მართალი. ასე რომ, ღმერთმა მათ ცოდვის შესცნობად თავისი რჯული მისცა და სურდა რომ მისი დანაპირების რწმენით მათ ცოდვათა მიტევება მიეღოთ. გწამთ ამის?


ხოლო ახლა, რჯულისგან დამოუკიდებლად, გამოჩნდა ღვთის სიმართლე

რომაელთა 3:21 ამბობს, "ხოლო ახლა, რჯულისგან დამოუკიდებლად, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი". პავლე მოციქული ამბობს რომ ღვთის სიმართლე რჯულისგან დამოუკიდებლად ვლინდება. სიტყვები, "რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი", მიუთითებს ძველ აღთქმაზე. წყლისა და სულის სახარება არის ღვთის ჭეშმარიტება, რომელიც მსხვერპლშეწირვის სისტემის საშუალებით გაცხადდა. სახარება ავლენს ჭეშმარიტებას, რომელსაც ცოდვის შესაწირავის მეშვეობით ცოდვების მიტევებასთან მივყავართ.
რომაელთა 3:22 ამბობს, "ღვთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისადმი, ვინაიდან არ არის განსხვავება". ჩვენი რწმენა ჩვენს გულებშია. რწმენის მიზეზი და სრულმყოფელი არის იესო ქრისტე. ებრაელთა 12:2 -ში ნათქვამია: "შევხედოთ რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფელს – იესოს“. რწმენის ავტორი და სრულმყოფელი არის იესო, და ჩვენ გვწამს ჭეშმარიტი სიტყვის, რომელიც არის ღმერთი. ჩვენ ხელახლა შობილი მსახურებისგან უნდა ვისწავლოთ და გვწამდეს ბიბლიის ჭეშმარიტი სიტყვები, რათა ცოდვებისგან ხსნა მივიღოთ და რწმენით ვიცხოვროთ. ჩვენ იესოსი გულით უნდა გვწამდეს.
ღმერთი ამბობს: „ღვთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისათვის, რადგან არ არის განსხვავება”. მაშასადამე, ჩვენ იმით გავმართლდით რომ ჭეშმარიტი სიტყვის გულით გვწამს და გვაქვს სრულყოფილი ხსნის დასტური ჩვენი ბაგის აღიარებით. გადარჩენა არა საკუთარი საქმეებით, არამედ რწმენით შეგვიძლია. ჩვენ მადლობას მხოლოდ უფალს ვწირავთ და ასევე ღვთის ეკლესიას.
ისევ შეზღუდული ხართ თქვენი საქმეებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა თქვენი ცოდვა წაშლილია? თქვენ მართალი ხართ, თქვენი ხორცის სისუსტის მიუხედავად, თუ ღმერთის მთელი გულით გწამთ. სულიწმიდა ღვთის სიტყვას თქვენს გულში ამოწმებს: "შენ მართალი ხარ", რადგან ის გვეხმარება ჭეშმარიტი სიტყვის გაგებაში, როცა ჩვენ ამ სიტყვას ვისმენთ. გადარჩით თუ არა რწმენით ღმერთის სიტყვის მოსმენის შემდეგ?
"ღვთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისათვის, რადგან არ არის განსხვავება”. ყველას, ვინც კი სწავლობს და სწამს ღვთის სიტყვის, რომელიც არის ჭეშმარიტება, შეუძლია ყველა მისი ცოდვისგან დახსნა.


იესომ ჩამორეცხა ყველა ცოდვა, სამყაროს დასაწყისიდან, მის დასასრულამდე

რომაელთა 3:23-25 ამბობს, "რადგან ყველამ შესცოდა და ყველა მოკლებულია ღმერთის დიდებას, და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისი სისხლით, რათა ადრე ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღმერთის სულგრძელებაში"
ბიბლია ამბობს, რომ ყველამ შესცოდა და მოკლებულია ღვთის დიდებას. ჩვენ მივიღეთ ცოდვების მიტევება და უსასყიდლოდ გავმართლდით მისი მადლით და სიყვარულით, მაშინ როცა ცოდვილები ჯოჯოხეთში მიდიან. ჩვენ მივაღწიეთ ღვთის დიდებას და გავმართლდით. ღმერთმა დაადგინა იესო შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით. 
მუხლები 25 და 26 ამბობენ, “რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისი სისხლით, რათა ადრე ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღმერთის სულგრძელებაში, რათა ამჟამად გამოჩნდეს მისი სიმართლე იმით, რომ ის არის მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი.” აქ სიტყვა "დაადგინა" ნიშნავს რომ ღმერთმა გამოაგზავნა თავისი ძე იესო, როგორც მთელი სამყაროს ცოდვების მისატევებლად მოველნილი გამომსყიდველი მსვხერპლი.
იესომ თავისი ნათლობით მსოფლიოს ყველა ცოდვა მოაცილა. იესო არის ალფა და ომეგა. მოდით დავფიქრდეთ სამყაროს დასაწყისსა და დასასრულზე. ღმერთმა დაგვიხსნა რწმენით, რომელმაც ჩამორეცხა ყველა ჩვენი ცოდვა სამყაროს დასაწყისიდან მის დასასრულამდე. ღმერთმა დაადგინა იესო შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით. მხოლოდ სახარებისადმი რწმენის შემდეგ მივხვდი მე ამ სიტყვების მნიშვნელობას: "რათა ადრე ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღმერთის სულგრძელებაში.” 
ყველა ჩვენი ცოდვა სრულიად ქრება, როცა გვწამს სიტყვის, რომელიც ამბობს, რომ იესომ თავის ნათლობით და სისხლით ყველა ცოდვისგან გაგვწმინდა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ მივიღეთ ცოდვების მიტევება, მაგრამ ჩვენი ხორცი კვლავ აგრძელებს ცოდვას. ხორცი სცოდავს ჩვენი სისუსტის გამო. თუმცა, ბიბლიაში ნათქვამია: „რათა ადრე ჩადენილ ცოდვათა მიტევებით“. ცოდვები, რომლებსაც ხორცი ახლაც სჩადის და მომავალშიც ჩაიდენს, არის ცოდვები, რომლებიც ღვთის თვალებში `ადრე ჩადენილ ცოდვებს` წარმოადგენენ.
რატომ? ღმერთმა იესოს ნათლობა ჩვენი ხსნის კარდინალურ საწყისად აქცია. მაშასადამე, ხორცის ახლანდელი ცოდვები არის ღვთის თვალსაზრისით წარსულის ცოდვები, რადგან ცოდვათა მიტევება იესო ქრისტემ ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა. ახლანდელი ცოდვები არის ის ცოდვები, რომლებიც უკვე ამოშლილი იყო. სიტყვები, "ადრე ჩადენილ ცოდვათა მიტევებით" ნიშნავს რომ "მან უკვე გადაიხადა სამყაროს ცოდვების საზღაური". მსოფლიოს ყველა ცოდვა უკვე მიტევებულ იქნა ნათლისღებით და იესოს ჯვრით.
ამიტომ, ღმერთმა უკვე ამოშალა ყველა ცოდვა, ჩადენილი სამყაროს დასაწყისიდან მის დასასრულამდე. ასე რომ, ყველა ცოდვა `ადრე ჩადენილია` ღვთის თვალში. ადამიანები მსოფლიოში სჩადიან ცოდვებს, რომლებიც უკვე მოკვეთილია ღვთის ძის მიერ. იესომ დაახლოებით 2000 წლის წინ უკვე ჩამორეცხა ცოდვები, რომლებიც 2002 წელს იქნებოდა ჩადენილი. გესმით ეს?
ღმერთმა უკვე ამოშალა მსოფლიოს ცოდვები, მათ შორის თქვენი და ჩემი ცოდვებიც. ხედავთ რას ნიშნავს ეს? ეს თუ არ გესმით, სხვა ადამიანებისთვის სახარების ქადაგების დროს შეიძლება დაიბნეთ. სიტყვები, "ადრე ჩადენილ ცოდვათა მიტევებით", ნიშნავს რომ ღმერთი უგულებელყოფს ყველა ცოდვას, რადგან მან უკვე წარხოცა ისინი დაახლოებით 2000 წლის წინ. ყველა ადამიანის ცოდვა უკვე გასამართლდა, რადგან იესო მოინათლა მდინარე იორდანეში და ჯვარს ეცვა.
ღმერთმა მიუტევა ყველას მათი ცოდვები, რადგან იესო მოვლენილ იქნა ამ ქვეყნად და ერთხელ და სამუდამოდ, სრულყოფილად გაამართლა ყველა ადამიანი. ამრიგად, ღმერთი არავის სდებს ბრალს იმ ცოდვებისთვის, რომლებიც ჩადენილ იქნა მსოფლიოს ყველა ადამიანის მიერ და რომლებიც მან უკვე ამოშალა, არამედ ასამართლებს მხოლოდ იესოს ნათლობისა და მისი ჯვრის მიმართ ურწმუნობისთვის.
გესმით რას გულისხმობდა პავლე მოციქული? ჩვენთვის, ვინც დახსნილები ვართ, ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ვინც ხელახლა არ იშვება, მოხვდება ჯოჯოხეთში, რადგან ზურგს აქცევს ამ ჭეშმარიტებას. ჩვენ უნდა მოვისმინოთ და გვქონდეს სიტყვის სწორი ცოდნა. ეს მეტად სარგებლიანი იქნება როგორც თქვენი რწმენისთვის, ისევე სახარების სხვა ადამიანებისთვის საქადაგებლად.


სადღაა დასაკვეხნი?

ბიბლია ამბობს: "რათა ადრე ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღმერთის სულგრძელებაში". ღმერთი გვასწავლის, რომ წარსულის ცოდვები უკვე წაშლილია, რადგან ღმერთმა იესო, როგორც შემწყალებელი მსხვერპლი დაადგინა. ამიტომ, ჩვენ რწმენით გავხდით მართლები.
26 -ე მუხლში ნათქვამია: "რათა ამჟამად გამოჩნდეს მისი სიმართლე, რათა იგი იყოს მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი." ღმერთმა "ამჟამად" მისცა წუთისოფელს მარადიული სიცოცხლე, რათა ის არ დაღუპულიყო. ამჟამად, ღმერთმა გამოაგზავნა იესო ქრისტე თავისი სიმართლის საჩვენებლად და აღასრულა თავისი დანაპირები. უფალმა წარმოაჩინა თავისი სამართლიანობა. ღმერთმა გამოაგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე და მოანათლინა და ჯვარს აცმევინა იგი, რათა ჭეშმარიტების ხსნით თავისი სიყვარული გამოეჩინა.
უფალი ცოდვილებთან როგორც მათი მხსნელი მოვიდა. ”რათა ამჟამად გამოჩნდეს მისი სიმართლე, რათა იგი იყოს მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი.” ღმერთი არის მართალი და მან ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრა მსოფლიოს ცოდვები. ჩვენ იესოსი ჩვენი გულით გვწამს, და ამიტომ ცოდვა აღარ გვაქვს. ისინი, ვისაც იესოსი ჭეშმარიტად სწამთ, უცოდველნი არიან, რადგანაც მან განბანა ისინი და მათი მომავალი ცოდვებისგანაც კი გადაარჩინა. გულითადი რწმენა იმისა, რაც იესომ გააკეთა, ჩვენ ხსნას გვანიჭებს.
მისი ხსნის რწმენაში ჩვენი საქმეები საერთოდ არ შედის, თუნდაც 0.1%-ით. რომაელთა 3:27-31-ში ნათქვამია, "სადღაა დასაკვეხნი? აღარ არსებობს. რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით. რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად. განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია? განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც. ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინადაცვეთილებს რწმენის გამო და წინადაუცვეთელებს - რწმენით. მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ განვამტკიცებთ რჯულს".
სიტყვები, "ჩვენ განვამტკიცებთ რჯულს" ნიშნავს იმას რომ ჩვენი საქმეებით ჩვენ თავს ვერ დავიხსნით. ჩვენ არასრულყოფილები და სუსტები ვართ რჯულის წინაშე და ამის გამო ჯოჯოხეთში უნდა წავსულიყავით. მაგრამ ღვთის სიტყვამ ჩვენ მართალნი და სრულყოფილნი გაგვახადა, ვინაიდან ჩვენ მისი სიტყვის მეშვეობით გადავრჩით. უფალი გვეუბნება რომ ჩვენი ხორცი ჯერ კიდევ არასრულყოფილია მას შემდეგაც კი, რაც ყველა ცოდვისგან ხსნა მივიღეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან სრულქმნილად გადაგვარჩინა ყველა ჩვენი ცოდვისგან. ჩვენ შეგვიძლია მივუახლოვდეთ ღმერთს იმის რწმენით, რომ იესომ ჩვენ სრულყოფილად გადაგვარჩინა.
"სადღაა დასაკვეხნი? აღარ არსებობს. რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით". ჩვენ უნდა ვიცოდეთ რჯულის შესახებ, რომელიც ღმერთმა დაადგინა და ის რომ რჯული მარადიულია მის სამეფოში. „რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით” - ამბობს ღმერთი. გესმით ეს? ღმერთმა გადაგვარჩინა სამყაროს ყველა ცოდვისგან. ჩვენ ხსნას ვღებულობთ, როდესაც ჭეშმარიტების თანახმად გვწამს. უნდა გვახსოვდეს, რომ რჯულის საქმეები ჩვენ ვერასდროს გვიხსნის. 
 რომაელთა მე-3 თავში ღმერთი რწმენის რჯულის შესახებ გველაპარაკება პავლე მოციქულის მეშვეობით. ღმერთი ამბობს: "თუ ზოგიერთებს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღვთის რწმენას?" (რომაელთა 3:3). მორწმუნეები მყარად დგანან რწმენით, ურწმუნოები კი ძირს ეცემიან. ისინი, ვისაც ჭეშმარიტების სახარებისადმი სრული რწმენა არა აქვთ, მიდიან ჯოჯოხეთში, მაშინაც კი, როცა ჰგონიათ რომ იესოსი სწამთ.
მე ვადიდებ უფალს, რომელიც გვაძლევს ამ რწმენას მის ეკლესიაში ამ დედამიწაზე. მადლობას ვუხდი უფალს, რომელიც გვაძლევს ჭეშმარიტებას, რწმენას და სიტყვას, რომელიც პავლე მოციქულს ჰქონდა, და რომელმაც მის ეკლესიას ცოდვათა მიტევების საიდუმლო გამოუცხადა. მე მას გულის სიღრმიდან ვადიდებ.
ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს იმისთვის რომ მან გვიხსნა თავისი ნათლობით და ჯვარზე სიკვდილით. ამ რწმენის და მისი ეკლესიის გარეშე ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა გარდა ჯოჯოხეთში წასვლისა. ჩვენ ვიყავით ცოდვილები, რომელნიც ბუნებრივად ვერასოდეს გადავრჩებოდით, მაგრამ ჩვენ გულით ვირწმუნეთ სიმართლე. ჩვენ ვხდებით მისი შვილები, რომელთაც გულით სწამთ სიმართლე და ბაგით აღიარებენ გადასარჩენად (რომაელთა 10:10).