• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 4-1] რომაელთა მე-4 თავის შესავალი

რომაელთა 4:6-8-ში პავლე საუბრობს ღვთის წინაშე კურთხეულებზე. ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტად კურთხეულია ღვთის წინაშე, არის ის, ვისი ურჯულოება მიტევებულია და ვისი ცოდვებიც დაფარულია. ასე რომ, პავლე აცხადებს: "ნეტარ არს კაცი, რომელსაც უფალი არ ჩაუთვლის ცოდვას” (რომაელთა 4:8).
შემდეგ პავლე წარადგენს აბრაამს, როგორც კურთხეულ პიროვნებას. ბიბლიაში აბრაამის, როგორც ტიპიური მაგალითის გამოყენებით, პავლე განმარტავს თუ რა არის ჭეშმარიტი და კურთხეული რწმენა. აბრაამს რაიმე საამაყო ექნებოდა, ის რომ თავისი პირადი საქმეებით გამართლებულიყო, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ მოხდა. ღვთის სამართლიანობა, რომელიც მან მოიპოვა, მხოლოდ ღვთის სიტყვათა რწმენით იყო შესაძლებელი.
ბიბლია აღნიშნავს რომ რწმენა, რომლითაც ადამიანს გამართლება და კურთხევის მოპოვება შეუძლია, არის ღვთის სიტყვების მიმართ გულუბრყვილო რწმენა, ისეთივე როგორიც აბრაამს ჰქონდა. ამ თავში პავლე მოციქული საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ღვთის სამართლიანობის მოპოვება მისი სიტყვისადმი გულითადი რწმენით.
არ არსებობს არავინ ვინც დედამიწაზე ცხოვრებისას არასოდეს სცოდავს. უფრო მეტიც, ჩვენს, ადამიანების მიერ ჩადენილი ცოდვები სქელი ღრუბელივითაა, რომელიც ცას ფარავს. ესაიაში წერია, რომ ჩვენი ცოდვები და უკეთურობანი სქელ ღრუბლებს წააგავს (ესაია 44:22). ამრიგად, მთელ კაცობრიობაში არ არსებობს ადამიანი, ვისაც შეუძლია გაექცეს ღვთის განაჩენს იესო ქრისტეს სამართლიანობის დაუჯერებლად.
ნათლობამ, რომელიც იესომ მიიღო და მისმა ჯვრის სისხლმა, აღასრულა ღვთის სამართლიანობა. ყველა სჩადის ცოდვებს; ხელახლა შობილებიც და უშობელებიც, გამონაკლისის გარეშე, თავისი ხორცით ცოდვებს სჩადიან. უფრო მეტიც, ჩვენ ვიდენთ ცოდვებს, რომელთა შესახებ ჩვენ არც კი ვიცით რა, და შესაბამისად, ჩვენ განწირულნი ვიყავით ამ ცოდვების გამო განკითხვისათვის.
უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ადამიანს თუნდაც მცირედი ცოდვა აქვს, ღვთის სამართლის წინაშე ის სიკვდილს იმსახურებს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ცოდვის საზღაური არის სიკვდილი (რომაელთა 6:23) და ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს და გვწამდეს ღვთის რჯულის. ჩვენ მთელი ჩვენი ცოდვების ფასი გვაქვს გადასახდელი, ცოდვების რომლებსაც ჩვენი ქცევით და გონებით ვიდენთ, და მხოლოდ მაშინ, როცა ამ ცოდვების მთელ საფასურს დავფარავთ, მათი პრობლემა მოგვარდება. მეორეს მხრივ, რაც არ უნდა ვეცადოთ, ცოდვათა საფასური თუ ვერ დავფარეთ, მათ გამო ჩვენი განკითხვის საკითხი არ მოგვარდება. კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ: თუნდაც ვინმეს სწამდეს იესო, მაგრამ ამავე დროს ცოდვა აქვს, ის გასამართლდება თავისი ცოდვებისათვის.
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც დატბორილია ყველა სახის ცოდვით: დიდი თუ მცირე, ცნობილი თუ გაუცნობიერებელი, გამიზნულად თუ გარდაუვად ჩადენილი. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ ღვთის რჯულის თანახმად ჩვენი ცოდვების გამო სიკვდილით დასჯა გველოდება, -"ცოდვის საზღაური არის სიკვდილი".
თუ ვინმეს ყველა თავისი ცოდვის დაფარვა სურს, მან უნდა მიიღოს ცოდვათა მიტევება ღმერთის სამართლიანობის რწმენით, რომელიც მოდის წყლის, სისხლის და სულიწმიდისგან. მას, რომელმაც ღვთის სამართლიანობის რწმენით ცოდვის მიტევება მიიღო, შეუძლია და აქვს უფლება, განუწყვეტლივ შესწიროს ღმერთს თაყვანისცემის მსხვერპლი, რადგან მან თავისი ნათლობით და სისხლით თავის თავზე ამ ადამიანის მთელი ცოდვა იტვირთა. ვინაიდან ჩვენმა უფალმა თავისი ნათლობით, სისხლით და აღდგომით უკვე აიღო მსოფლიოს ყველა ცოდვა, მათ შორის ჩემი, ღრუბლის მსგავსი ცოდვები, ჩვენ მადლობის შესაწირად მოვდივართ უფლის წინაშე, რომელმაც მარადიული სიცოცხლე მოგვანიჭა.
იესო ქრისტეს მდინარე იორდანესთან იოანესგან მონათვლით და ჯვარზე სიკვდილით ყველა ცოდვა რომ არ აეღო, ჩვენ ჯოჯოხეთში წასვლით მოგვიწევდა ცოდვის საზღაურის გადახდა. როგორ შევძლებდით მის განდიდებას, მას მთლიანად რომ არ გაენადგურებინა ჩვენი ცოდვები? შეგვიძლია კი ვადიდოთ ღვთის სახელი, როცა მოვდივართ ჩვენი წმინდა ღმერთის წინაშე, თუ ჩვენი გული ცოდვითაა სავსე? შეგვიძლია შევთავაზოთ მისი სამართლიანობის სადიდებელი მსხვერპლი, სიტყვებით: "მან ყველა ჩვენი ცოდვა გვაპატია!" როცა გულში ჯერ კიდევ ცოდვა გვაქვს? არა. 
მაგრამ ახლა, ჩვენ შეგვიძლია მისი განდიდება მისი სიმართლით. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა იმიტომ რომ ჩვენ გვწამს ღვთის სამართლიანობის საჩუქრის, რომლითაც ჩვენ ვიქენით შემოსილნი.

 

პავლემ თქვა რომ ჩვენ მივიღეთ ღვთის სამართლიანობა იმის რწმენით რაც ღმერთმა მოიმოქმედა


"რა ვთქვათ, აბრაამმა, ჩვენმა წინაპარმა ხორციელად მოიპოვა რაიმე? თუ საქმეებით გამართლდა აბრაამი, დიდება მას, ოღონდ არა ღვთის წინაშე. ვინაიდან, რას ამბობს წერილი? “ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას.” მოქმედს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის მიხედვით. მაგრამ არა მოქმედს, რომელსაც სწამს იგი, ვინც ამართლებს უღვთოს, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ." (რომაელთა 4:1-5).
აქ აბრაამის მაგალითით, პავლე განმარტავს, თუ როგორ უნდა გავმართლდეთ. მიზანშეწონილია, ვინმემ რომ თავისი შრომისთვის შესაბამისი ანაზღაურება მიიღოს. თუმცა, ის რომ რომ ჩვენ გავმართლდით ხელახლა შობით, ყოველგვარი კეთილი საქმის ან ღვთის წინაშე სრულყოფილი ცხოვრების გარეშე, არის მთლიანად ღმერთის საჩუქარი და არა ჩვენი შრომისთვის ანაზღაურება.
პავლე მოციქულმა თქვა: ”მოქმედს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის მიხედვით.” აქ ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ მოიპოვა ცოდვილმა ცოდვისგან ხსნა იესო ქრისტეს ნათლობით და მისი სამსხვერპლო სისხლით. ეს ხსნა მიეცა როგორც ცოდვის მიტევების კურთხეული საჩუქარი ყველას, ვინც კი ღვთის სამართლიანობა ირწმუნა.
ცოდვილის ხსნა არის უპირობო საჩუქარი, რომელიც ღვთის სამართლიანობამ გვიბოძა. მას, ვინც ცოდვილად დაიბადა, არა აქვს სხვა არჩევანი გარდა ცოდვის კეთებისა, და გარდა იმისა რომ აღიაროს ღვთის წინაშე რომ ის გარდაუვალი ცოდვილია. ასეთი ცოდვილის ცოდვები არ გაქრება მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ზოგიერთ გაბატონებულ ქრისტიანულ მოძღვრებათა რწმენით გულმოდგინედ მონანიების ლოცვებს იმეორებს. 
ცოდვილი ვერ დაიკვეხნის თავისი სიმართლით ღვთის წინაშე. “უწმიდურივით გავხდით ყველანი და ყოველი ჩვენი მართალი საქმე ბინძური სამოსელივითაა” (ესაია 64: 6). ამრიგად, ცოდვილს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ სწამდეს ღმერთის სამართლიანობის, რომელიც ჩვენი უფლის მდინარე იორდანეზე ნათლობით და მისი გამომსყიდველი ჯვრის სიკვდილით შესრულდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ეპატიოს ადამიანს ღვთის სამართლიანობის რწმენით ყველა მისი ცოდვა. ცოდვილს ღვთის სამართლიანობის მოსაპოვებლად სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლია. თქვენი ცოდვების შენდობა შესაძლებელია მხოლოდ ღვთის სამართლიანობისადმი რწმენით.
ყველა ცოდვილს შეუძლია თავისი სამართლიანობის მოპოვება იესო ქრისტეს ნათლობის და მისი ჯვრის გამომსყიდველი სისხლის მეშვეობით. ამრიგად, ეს სწორედ ღვთის სამართლიანობის რწმენაა, რომელიც შესაძლებელს ხდის ცოდვილისთვის ცოდვისაგან ხსნის მიღებას. ეს არის ჭეშმარიტება. ეს არის ღვთის სამართლიანობის საჩუქარი.

 

პავლე მოციქული საუბრობს იმაზე თუ როგორ აღწევენ ცოდვილები ყველა ცოდვისაგან ხსნას 


პავლე ამას აბრაამის ტიპიური მაგალითის გამოყენებით ხსნის. ”მოქმედს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის მიხედვით.” პავლე მოციქული ამბობს, რომ შეუძლებელია ღვთის სამართლიანობის მოპოვება რაიმე სახის რჯულის საქმის კეთებით. ღმერთის სამართლიანობის მოპოვების ერთადერთი გზა არის სულიერი წინადაცვეთის მისი ჭეშმრიტი სიტყვის რწმენა.
ღვთის სამართლიანობა არის ჭეშმარიტება, რომლის მიღწევა შეუძლებელია ადამიანური ძალისხმევით ან საქმით. ღვთის სამართლიანობის საჩუქარი ასეთი იყო: მე და თქვენ ვიყავით ადამიანები, რომელთაც მარადიული წარწყმედა გვეწერა, მაგრამ ჩვენმა მაცხოვარმა იესო ქრისტემ ყველა ცოდვა იტვირთა იორდანეს მდინარეზე იოანესგან მიღებული ნათლობით. შემდეგ მან ყველა ეს ცოდვა საკუთარი მხრებით ჯვარზე აზიდა, სადაც მან თავისი სისხლით ცოდვების მთლიანი საზღაური გადაიხადა. ამით იესომ შეასრულა ღვთის მთელი სამართლიანობა. ყველა მისმა მართალმა ქმედებამ აღასრულა ღვთის სიმართლე, რომელმაც ცოდვილები მარადიული სიკვდილისგან იხსნა.


მათ ვისაც სწამთ ღვთის სიტყვის, ღმერთის სამართლიანობის მიღება შეუძლიათ!

მე–5 მუხლში ნათქვამია: „მას კი, ვინც არ აღასრულებს საქმეს, მაგრამ სწამს უკეთურთა გამმართლებელი, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ".
ამ ნაწილში პავლე მოციქული განმარტავს ღმერთის სამართლიანობის გზას „უკეთურთა“ მაგალითის გამოყენებით. "უკეთურნი (ან "უღმერთონი")) არიან ისინი, ვისაც არა მხოლოდ ღვთის შიში არ გააჩნიათ, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე თავაშვებულად სცოდავენ. ღვთის სიტყვები რომლებიც ამბობენ რომ ყველა ადამიანი `ცოდვის გროვად` იბადება, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტია. უფრო მეტიც, ისიც მართალია, რომ კაცობრიობის ნამდვილი ბუნება იმაში მდგომარეობს, რომ მათ სხვა არჩევანი არა აქვთ ცოდვის ჩადენის გარდა, მანამდე სანამ ისინი ღვთის საშინელ სამსჯავროს არ მიიღებენ. მაგრამ თუ ღმერთი ჩვენ, უკეთურთ, უცოდველებად გვიწოდებს და ჩვენს რწმენას სამართლიანობად გვითვლის, სხვას რას შეეძლო ამის შესრულება, გარდა ღვთის სიმართლისა?
უფალი გველაპარაკება ჩვენ, უღმერთოებს: უფალს თავად მოუწია იორდანეს მდინარეზე იოანე ნათლისმცემლის, ძველი აღთქმის უკანასკნელი მღვდელმთავრის მიერ მონათვლა, რათა ეტვირთა წუთისოფლის ყველა ცოდვა. მას ასევე უნდა გადაეხადა ჩვენი ცოდვების საზღაური ჯვარზე თავისი გამომსყიდველური სისხლით, რათა შესრულებულიყო მისი სიტყვები: "ცოდვის საზღაური სიკვდილია". გწამთ იმის რომ იესო ქრისტემ გადაიხადა ჩვენი ცოდვების საზღაური ღვთის საართლიანობით, მისი ნათლობით და მისი ჯვვრის სისხლით? მათ რწმენას, ვისაც მისი სამართლიანობის სწამს, ღმერთი სამართლიანობად უთვლის. ამის განცხადება არ არის ჯიუტური იდეის დაჟინებული გამეორება, არამედ ღვთის ჭეშმარიტი სამართლიანობის ფაქტი.
ამიტომ, იმას ვისაც ღვთის სამართლიანობის სწამს, მამა ღმერთი ეუბნება: „კარგია, შენ ჩემი ხალხის ნაწილი ხარ. შენ გჯერა ჩემი სიმართლის. შენ ახლა ჩემი შვილი ხარ, უცოდველი. რატომ? იმიტომ, რომ მე შენ უცოდველი გაგხადე, ჩემი ძის ნათლობაში და მის სისხლში ყველა შენი ცოდვის აღებით! მან შენი ცოდვების საზღაური თავისი სისხლით გადაიხადა, რადგან ნათქვამია: "ცოდვის საზღაური არის სიკვდილი." ის შენთვის მკვდრეთით აღდგა. ის არის შენი მაცხოვარი და ღმერთი. გწამს ამის?”
"დიახ, მწამს!" მაშინ ის განაგძობს, "მე ჩემი სამართლიანობა მოგეცი, რომელიც შესრულდა ჩემი ძის მართალი საქმეების მეშვეობით. ახლა შენ ჩემი შვილი ხარ, მე გიშვილე ჩემი ძის წყლით და სისხლით".
მთელი კაცობრიობა უღმერთოა ღვთის წინაშე. მაგრამ ჩვენმა უფალმა იესომ აიღო უღმერთოთა ყველა ცოდვა - როგორც ჩვენს მიერ უკვე ჩადენილი, ასევე მომავლის ცოდვებიც - ერთბაშად, იოანესგან მიღებული ნათლისღებით. უფრო მეტიც, ღმერთმა ყველა ის, ვისაც სწამს ღვთის სამართლიანობის, თავისი სიმართლით შემოსა და ამით ისინი ყველა ცოდვისგან იხსნა. „რადგან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით. ვინაიდან, ყველანი ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეში შეიმოსენით კიდეც." (გალატელთა 3: 26-27). ახლა მთავარი ისაა, გვწამს ჭეშმარიტად ჩვენი გულით ღვთის სიტყვის თუ არა. ჩვენ ვხდებით მართლები, როცა გვწამს, მაგრამ თუ არ გვწამს, ჩვენ ვკარგავთ ღვთის სიმართლეს.


უღმერთონიც კი ღვთის თვალში...

მათაც კი, ვინც ღვთის წინაშე უღმერთო და უკეთურია, მან აღუთქვა, რომ მისი სამართლიანობა მათი იქნებოდა, მხოლოდ თუ დაიჯერებდნენ რომ იესომ სამყაროს ცოდვები ერთბაშად მდინარე იორდანესთან მონათვლით აიღო. ღმერთმა სინამდვილეში თავისი სამართლიანობა ყოველ მორწმუნეს მისცა. ვისაც სწამს ღვთის სამართლიანობის, ამ სამყაროს ყველა ცოდვისგან ღებულობს ხსნას. ჩვენმა მამა ღმერთმა მისი სამართლიანობის მორწმუნეებს უთხრა რომ ისინი მისი შვილები არიან. ”დიახ, ახლა უცოდველი ხარ. ჩემმა ძემ იესომ გიხსნა ყველა შენი ცოდვისგან. შენ მართალი ხარ. შენ ყველა ცოდვისგან დახსნილი ხარ. ”
მაშინაც კი, როცა ვართ უღმერთონი, ღმერთი ბეჭდავს თავის სამართლიანობას ჩვენზე იმის დასადასტურებლად, რომ ჩვენ მართლები გავხდით. ღვთის სამართლიანობა მარადიულია. უფალმა იესომ მთელი კაცობრიობისთვის ჭეშმარიტად მართალი საქმე განახორციელა. ამ სამყაროს ხალხი ღვთის სამართლიანობით სამყაროს ყველა ცოდვისგან იქნა დახსნილი. მისი სამართლიანობისადმი მათი რწმენის შემხედვარე, ღმერთი უღმერთოთა სულებს უცოდველებად მიიჩნევს. "კურთხეულია ადამიანი, ვისაც უფალი არ ჩაუთვლის ცოდვას", რადგან მან რწმენით ღვთის სამართლიანობის კურთხევა მოიპოვა.
ღმერთი გვეკითხება: "ღვთისმოსავი ხარ?" მაშინ ჩვენ ვაღიარებთ იმ ფაქტს, რომ უღმერთოები ვართ ღვთის თვალში. როდესაც ამას ვაღიარებთ, ჩვენ მადლიერნი ვხდებით იმისა რომ იესო ცოდვილთათვის მოინათლა, ჯვარზე თავისი სისხლი დაღვარა, და რომ ღვთის სამართლიანობამ, და არა ჩვენმა ძალისხმევამ, ამოშალა მსოფლიოს მთელი ცოდვები; მაგრამ თუ გვგონია რომ რჯულის დაცვა კარგად შეგვიძლია, ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით ასეთი მადლიერნი და არც მისი სამართლიანობის რწმენა გვექნება.
ვისაც სწამს ღვთის სამართლიანობის, რომელიც "ამართლებს უღმერთოს", ის მისი სამართლიანობის საჩუქარს ღებულობს. ღვთის სამართლიანობა ძღვენად გადაეცემა მათ, ვისაც იესო ქრისტეს გამოსყიდვისა და სამსჯავროსი სწამს, მაგრამ მათთვის, ვისაც არ სწამს ღვთის სამართლიანობის, ღვთის ყველა კურთხევა და მადლი ჩაკეტილი დარჩება.
ხელახლა შობილი მართალი ადამიანისთვისაც, ღვთის სამართლიანობა, რომელიც იესომ დააფუძნა, ყოველდღიურ აუცილებლობას წარმოადგენს, ვინაიდან ჩვენც, ვისაც ღმერთის სამართლიანობის გვწამს, არ შეგვიძლია ყოველდღე არ შევცოდოთ ამქვეყნად ცხოვრებისას. ამიტომ, ჩვენ გამუდმებით უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს ღვთის სამართლიანობის სასიხარულო ამბავი იმაზე რომ იესომ ყველა ცოდვა თავისი ნათლობით და ჯვარზე სისხლით წაიღო. ყოველთვის როცა სასიხარულო ამბებს ვგებულობთ, ის ახალისებს ჩვენს სულს და ჩვენს გულს აღმატებული ძალით აძლიერებს. გესმით თუ არა ახლა ეს მონაკვეთი: "მას კი, ვინც არ აკეთებს საქმეს, მაგრამ სწამს უკეთურთა გამმართლებელი, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ"? ეს წმ.წერილი ამქვეყნად მცხოვრებ ყველა ადამიანს მიმართავს.
ბიბლია დეტალურად საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება აბრაამის მაგალითით ღმერთის სამართლიანობის მოპოვება. ამასთანავე, ნათქვამია რომ ის „ვინც მოქმედებს“ უპირისპირდება ღმერთს, იმის ნაცვლად რომ მადლიერი იყოს ღვთის ხსნისათვის. მას, ვინც „მოქმედებს“, არ სწამს ღვთის სამართლიანობის და, შესაბამისად, არ არის მადლიერი. მეოთხე მუხლი ამბობს რომ ადამიანს, რომელიც კეთილი საქმეების კეთებით ცდილობს სამოთხეში მოხვედრას, არ სჭირდება ღვთის სამართლიანობა.
რატომ? იმიტომ, რომ ღვთის სამართლიანობა მისთვის აღარ მოიძებნება, რადგან ის თავისი ცოდვების განბანას კეთილი საქმეებით და ყოველდღიური მონანიების ლოცვებით ცდილობს. ასეთ ადამიანს არ სურს ღმერთის სიმართლის სრულყოფილად მიღება, რადგან ადამიანს უჭირს თავისი ნებით საკუთარი თავის ერთი შეხედვით სათნო საქმეების უგულებელყოფა. უფრო მეტიც, მონანიების ლოცვებით ის ტირილისა და მარხვის მიერ თავისი სულის ხსნის მოპოვებას ცდილობს. ამიტომ, ღვთის სამართლიანობა ეძლევა მხოლოდ მათ, ვისაც ნამვდილად სწამს მისი ჭეშმარიტი სიტყვის.


მას ვინც შრომობს, ხელფასი საჩუქრად არ ეთვლება!

“მას კი, ვინც არ შრომობს, მაგრამ სწამს უკეთურთა გამმართლებელი, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ.” (რომაელთა 4:5).
ძმებო, ეს წერილი უკავშირდება ადამიანს, რომელიც აღიარებს ღმერთს და რომელსაც ღვთის სიტყვა აბრაამის მსგავსად სწამს. ჩვენ გვწამს ხსნის უფალი, რომელმაც უღმერთონი გადაარჩინა. ამ სამყაროში არსებობს ორი სახის ქრისტიანი მორწმუნე. მე–4 ლექსში ნაჩვენებია ის „ვინც შრომობს“ და ასეთი ადამიანი ღვთის ხსნას საჩუქრად კი არ მიიჩნევს, არამედ ვალად. იმის გამო, რომ ასეთ ადამიანებს სურთ იესოს რწმენის შემდეგ ღვთის წინაშე თავიანთი სათნო საქმეების აღიარება, ისინი მიდრეკილნი არიან უარი თქვან ღვთის სამართლიანობის ხსნაზე. როგორ ფიქრობთ, რა სახის მსხვერპლის შეთავაზება შეგიძლიათ ღვთის სამართლიანობის მისაღებად?
თუ თქვენ ღვთის წინაშე სიარულში საკუთარ კეთილ საქმეებს ეჭიდებით, თქვენ უბრალოდ ღვთის სამართლიანობის მიუღებლობის გამო ცოდვილი გახდებით. იცით თუ არა, რომ განწმენდის მოძღვრება, რომელსაც ქრისტიანთა უმეტესობა უჭერს მხარს, აიძულებს მათ გადაჭარბებულად აკეთონ სათნო საქმეები, რაც მათ შესაბამისად, ღმერთის სამართლიანობის ძღვენისთვის შეწინააღმდეგებით, ღვთის მტრებად აქცევს? ბიბლია არ ასწავლის რომ ჩვენ თანდათანობით შეგვიძლია ღვთის სამართლიანობის მიღება. არც იმას ამბობს, რომ ღვთის სამართლიანობის მიღება ჩვენი საქმეებით ხდება.
"ადამიანური საქმეების" მხარდამჭერები გვასწავლიან, რომ თქვენ მონანიების ლოცვებით შეძლებთ განწმენდას. ისინი ამბობენ რომ უფრო მართლები გახდებით, თუ იცხოვრებთ უბიწო და სათნო ცხოვრებით და რომ გადარჩენასაც მიაღწევთ, თუ სიცოცხლის ბოლომდე ღვთისმოსავად იცხოვრებთ, მიუხედავად იმისა, რომ იესო ქრისტემ ყველა თქვენი ცოდვა უკვე დიდი ხანია აღმოფხვრა.
მაგრამ ღვთის სამართლიანობა შეუთავსებელია ადამიანის საქმეებთან. ისინი, ვინც ღვთის სამართლიანობას უპირისპირდებიან, ეშმაკის მოკავშირეები ხდებიან. რადგან ასეთი ადამიანები უარყოფენ უფლის სამართლიანობას, მათ არ შეუძლიათ უფლის წინაშე ცოდვების მიტევების მიღება.
ძმებო, ჩვენ 100%-ით უღვთოები ვიყავით. თუმცა, რეალობა ისაა, რომ ბევრმა ადამიანმა არასწორად გაიგო ღვთის სამართლიანობა და ამიტომ მცდარი რწმენის გზას დაადგა. იმის გამო რომ ბევრი ფიქრობს, რომ გარკვეულწილად ღვთისნიერები არიან, მათ არ სწამთ ღვთის სამართლიანობის. მათ მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ თავიანთი ყოველდღიური მონანიების ლოცვებით აწმყო და მომავალი ცოდვების პატიების მოპოვება. ასეთ ადამიანებს სჯერათ, რომ მათში მაინც არის გარკვეული ღმრთისმოყვარეობა, ამიტომ ისინი თავიანთ კეთილ საქმეებს ღვთის სამართლიანობის მოძიების და რწმენის გარეშე ამყარებენ.
რომელ ადამიანს შეუძლია გახდეს მართალი? მათ ვინც წარმატებული არაა მონანიების ლოცვების ავლენაში, უფრო მეტად შეუძლიათ მართალ ადამიანად ქცევა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ სჭირდება აღიარების ლოცვების თქმა. ვიმედოვნებ, არასწორად არ გამიგებთ ამ ნაწილის შესახებ. მოგვიანებით მე უფრო დაწვრილებით განვიხილავ "მართალთა ცხოვრების" საკითხს. მათ, ვინც ღვთის სამართლიანობა უპირისპირდებიან, დიდად მოსაწონი მიაჩნიათ გარკვეული სათნო საქმეების კეთება, სამარხვო ლოცვების შესრულება ან ღვთისმოსავი ცხოვრება.
მაგრამ მხოლოდ მათ, ვისაც ესმის რომ მათი საქმეები უკმარია, შეუძლიათ შეიცვალონ ცოდვილის მდგომარეობიდან მართალზე, თუ თავიანთ გულებში იესოს ცოდვების მიტევების საჩუქარს მიიღებენ.
ერთადერთი რაც ჩვენ უნდა ვაკეთოთ, არის რომ გვწამდეს ღვთის სამართლიანობის და ვიცოდეთ რომ ჩვენი პირადი სამართლიანობის გამო არაფერი გვაქვს საამაყო. ის რისი აღიარებაც გვმართებს ღვთის წინაშე არის: “ო, ღმერთო! ჩვენ ამდენი ცოდვა გვაქვს ჩადენილი. ჩვენ ვართ უღმერთონი, რომლებიც ცოდვების კეთებას ჩვენი სიცოცხლის ბოლომდე გავაგრძელებთ.” ეს არის ერთადერთი, რაც გულწრფელად უნდა ვაღიაროთ. და ერთადერთი რამ რაც უნდა გავაკეთოთ, არის გვწამდეს, რომ იესო ქრისტემ მთლიანად აღასრულა ჩვენთვის თავისი სამართლიანობა.
ღვთის სამართლიანობის რწმენით ყველა ცოდვილს შეუძლია ყველა მისი ცოდვისაგან სრული ხსნის მიღება. ჩვენ ვადიდებთ უფალს იესო ქრისტეს სამართლიანობის რწმენით, რადგან ჩვენ, ვინც ცოდვის შუაგულში უნდა დავღუპულიყავით, ყველა ცოდვისგან ხსნა მოვიპოვეთ.


ვინ არის ჭეშმარიტად კურთხეული პიროვნება?

ვინ არის კურთხეული ადამიანი ღვთის წინაშე? ბიბლია კურთხეულ ადამიანს შემდეგნაირად განსაზღვრავს. "ნეტარ არს ადამიანი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის და ვისი ცოდვებიც დაფარულია". მაშინაც კი, როცა ვინმეს არ შეეძლო ღვთის თვალში რაიმე კეთილი საქმის კეთება, არის უკმარი და უძლური, ან არ შეეძლო დაეცვა მთელი რჯული, ან მისი გარკვეული ნაწილი, მათ, ვინც ირწმუნა ღვთის სამართლიანობა, რომელმაც იესოს ნათლობით და ჯვრის სისხლით ყველა ჩვენი ცოდვა ამოშალა, ღმერთმა მორწმუნეთა ცხოვრებაში ცოდვების მიტევების კურთხევა მიანიჭა. 
 ასეთ ადამიანებს სწამთ ღვთის სამართლიანობის და ყველაზე კურთხეულები არიან ღვთის წინაშე, რადგან მათ, ურიცხვი ხალხისგან განსხვავებით, განსაკუთრებული კურთხევა აქვთ. ღვთის სამართლიანობის რწმენით ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვისაგან მივიღეთ ხსნა. ჩვენ გვჯერა, რომ ღმერთმა ასე თქვა. შეგვიძლია მისი სიტყვისთვის რამის დამატება, როცა ამას თვით ღმერთი ამბობს? არა, არ შეგვიძლია.
ამქვეყნად ბევრი ადამიანია, ვინც ისევ ცდილობს თავიანთი კეთილი საქმეებით ხსნის მიღებას, მაშინაც კი როცა აღიარებენ რომ იესო მათი მხსნელია.
არსებობს კიდევ რაიმე შემავსებელი ღმერთის მიერ ცოდვისაგან ხსნის ჭეშმარიტებისთვის, რომელიც ამბობს რომ იესო იოანეს მიერ მოინათლა, ჯვარზე სისხლი დაღვარა და მკვდრეთით აღდგა? არა, არ არსებობს.
ამასთანავე, დღევანდელი ქრისტიანები მეტად დაბნეულნი არიან ღვთის სამართლიანობის რწმენის საკითხში. მათ იციან, რომ ხსნა იესოს რწმენით უნდა მიიღონ. მაგრამ მეორეს მხრივ, მაინც თვლიან რომ მათი გადარჩენისათვის აუცილებელია, რომ თანდათან განიწმინდონ, იცხოვრონ სათნოდ და დაიცვან რჯული ღვთის სიტყვების მიხედვით, მას შემდეგ რაც იესოს ირწმუნებენ. ამის მსგავსად, ხალხი დიდად დაბნეულია.
მაშინაც კი, როცა მათი სიტვები მართალთა ნათქვამს ემსგავსება, ის მაინც შორსაა რწმენისგან, რომელმაც იცის და სწამს ღვთის სამართლიანობა. როგორ შეუძლია ადამიანს სრულყოფილად სჯეროდეს უფლის? ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ჩვენ გვაქვს წყლისა და სულიწმიდის სიტყვების მიმართ გულუბრყვილო რწმენა, რომელიც ღვთის სამართლიანობას შეიცავს და ამგვარად, ჩვენი ყველა ცოდვისგან ხსნას აღწევს. ღვთის ჭეშმარიტება გვაძლევს ყველა ჩვენი ცოდვისაგან ხსნის მოპოვების საშუალებას მისი ნათლობისა და ჯვრის სისხლის რწმენით, რომელშიც ღვთის სამართლიანობა ნათლად ვლინდება.
ჩვენ უნდა მოვიშოროთ თანდათანობითი განწმენდის, უპირობო არჩევისა და ნომინალური გამართლების შესახებ აბსურდული ქრისტიანული აღმსარებლობები, ან ცრუ რწმენები, რომელიც ამბობენ რომ ადამიანი ცოდვისგან ხსნას ღორის ხორცისგან თავის შეკავებით ან შაბათის დღის დაცვით მიიღებს. ჩვენ შორს უნდა ვიყოთ მათგან ვინც ამგვარ უგუნურებებს ლაპარაკობს. მათ ქადაგებებსა და სწავლებებზე არანაირი აზრის მქონე დასკვნები და სწორი პასუხები არ მოიძებნება.
ძმებო, არის თუ არა სწორი რწმენა ის რომ ცოდვისაგან ხსნას ღვთის სამართლიანობის რწმენით ვიღებთ, რაიმე სათნო საქმის კეთების გარეშე? ─ დიახ, ეს ჭეშმარიტი რწმენაა. ¬─ რა საქმეები გვაქვს გაკეთებული ღვთის სამართლიანობის მისაღწევად? გავაკეთეთ რაიმე საქებარი ღმერთის წინაშე? ─ არა.─ ვართ თუ არა უნაკლო ჩვენს ფიქრებშიც კი? ─ არა, არ ვართ. ─ მაშ ნიშნავს ეს რომ ისე უნდა ვიცხოვროთ როგორც მოგვესურვება? ─ არა. ─ რჯულით უნდა ვიცხოვროთ მისი შვილები რომ გავხდეთ? ─არა. ─ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ღვთის შვილები მხოლოდ მისი სამართლიანობის რწმენით უნდა გავხდეთ, ცოდვის მიტევების მოპოვებით და სწორი რწმენის მეშვეობით სულიწმიდის საჩუქრად მიღებით. 
ადამიანებისთვის აბსოლუტურად შეუძლებელია სათნო ცხოვრებით ცხოვრება. ამასთანავე, მაშინაც კი, როცა ადამიანი არ შრომობს, მაგრამ მაინც სწამს იესოს მიერ მოცემული სამართლიანობის, ის არის კურთხეული ადამიანი, რომელიც ყოველგვარი ცოდვისგან არის გადარჩენილი. არავის შეუძლია თავისი ბუნებით სათნო ცხოვრების მიყოლა. ამიტომ, ღმერთმა თანაგვიგრძნო ჩვენ, რის გამოც ამქვეყნად იესო მოგვივლინა და იოანე ნათლისმცემლის მიერ მოანათლინა, რათა მას ამაქვეყნის ცოდვები ეტვირთა. შემდეგ იესომ ეს ცოდვები ჯვარზე აზიდა და ცოდვის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა.
აღმოსავლურ ანდაზებში არის გამონათქვამი: „ადამიანმა თავისი სიცოცხლე უნდა გაწიროს სხვათა სასიკეთოდ“. ვინმე თვითონ თუ დაიხრჩო, როცა სხვას დახრჩობისგან იხსნიდა, ხალხი მას ასეთი თავგანწირვისთვის ხოტბას ასხავს. ძმებო, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს რომ თუმცა დამხრჩვალი ადამიანის გადარჩენა მოსალოდნელი და ბუნებრივია, ჩვენ ამგვარი საქციელის მეტისმეტად აღმატებული შეფასების მიდრეკილება გვაქვს.
აგერ კიდევ ერთი ძველი გამონათქვამი სახელწოდებით: "ინგვა-ეუნგბო." ეს ნიშნავს რომ თუ ადამიანი სათნო ცხოვრებას ეწევა, ის მომავალში კურთხევას მოიმკის, მაგრამ დაისჯება, თუ ბოროტად მოიქცა. ძმებო, არსებობს ნამდვილად ადამიანი, ვინც თავისუფლად გაწირავს სხვისთვის თავის სიცოცხლეს? ჰეტეროსექსუალური სიყვარულის შემთხვევაშიც კი, ქალებსა და მამაკაცებს უყვართ და ზრუნავენ ერთმანეთზე მხოლოდ იმიტომ რომ ეს მათ პირად გემოვნებას შეესაბამება. ამგვარად, ყველა ადამიანი ძირითადად ეგოცენტრულია.
ამიტომ ღმერთი ამბობს, რომ ადამიანებში არ არსებობს არანაირი სათნოება და ჩვენ გულდასმით უნდა გამოვიკვლიოთ, ნამდვილად ვენდობით თუ არა მის სამართლიანობას, რომელმაც ჩვენი ყველაზე ბნელი ცოდვებიც კი აღმოფხვრა, თუმცა ჩვენ არასოდეს გაგვიკეთებია რაიმე სახის სიკეთე. ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვისგან უნდა მოვიპოვოთ ხსნა, ღმერთის მიერ მოცემული მისი სამართლიანობის რწმენით.


თქვენ ურჯულო ქმედებების ყველა ცოდვის მიტევება უნდა მიიღოთ 

რა არის ურჯულო საქმეები ღვთის წინაშე? ყველა უსამართლობა, რაც კი ჩავიდინეთ ღვთის თვალში, ურჯულო ქმედებაა.
როგორ უნდა შევძლოთ თქვენ და მე, ჩვენი ცოდვების ღვთის წინაშე დაფარვა? შეუძლია თუ არა სქელ ტყვიაგაუმტარ ჟილეტს დაფაროს ჩვენი ცოდვები? ან შეუძლია თუ არა უძლიერესი ფოლადისგან დამზადებულ 1 მეტრის სისქის რკინის ჯავშანს დაფაროს ჩვენი ცოდვები ღვთის თვალში? ძმებო, როდესაც ჩვენ კეთილ საქმეებს ვაკეთებთ, ფარავენ ისინი თუ არა ჩვენს მიერ ღმერთის წინაშე ჩადენილ ბოროტებას და შეცდომებს? არა. კაცობრიობის კეთილი საქმეები სხვა არაფერია, თუ არა პირადი სანუგეშებელი. საკუთარი სინდისის სანუგეშებლად კეთილი საქმეების კეთებით შეუძლებელია ღვთის სამართლიანი განაჩენისგან თავის დაღწევა. 
“ნეტარ არიან ისინი, ვისი ცოდვებიც დაფარულია”. ეს არის ის, რაც ბიბლიაშია ნათქვამი. ძმებო, თუ ჩვენ ღვთის წინაშე ჩვენი ცოდვების დაფარვა გვსურს, ამის ერთადერთი გზა არის გვწამდეს ღვთის სამართლიანობის, რომლითაც მან გვიხსნა. ღვთის ეს სამართლიანობა მოიცავს ამქვეყნად იესო ქრისტეს მოვლენას, მის მიერ ნათლობის მიღებას, ჩვენი ცოდვების აღებას და ჯვარზე გამომსყიდველ სიკვდილს. ყოველივე ეს იმიტომ გახდა შესაძლებელი რომ იესომ თავის ნათლობაში მსოფლიოს ცოდვები იტვირთა, და იმიტომ რომ ის ჯვარზე სიკვდილით განისაჯა. ეს არის ღვთის სამართლიანობა. ყველა ცოდვა დაფარულია, როცა ადამიანს ღმერთის სამართლიანობის სწამს.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი ცდილობს თავისი კეთილი საქმეებით ცოდვების დაფარვას, ეს სრულიად უსარგებლოა ღვთის წინაშე. მხოლოდ იესოს ნათლობისა და სისხლის სამართლიანი საქმე არის ის, რასაც შეუძლია თქვენი და ჩემი ცოდვების დაფარვა. ჩვენ უნდა განვსჯილიყავით, გავნადგურებულიყავით და მოვხვედრილიყავით ჯოჯოხეთში, ჩვენი ცოდვების გამო ღვთის საშინელი რისხვის მიღებით, მაგრამ იესო მოვიდა ამ ქვეყნად და იოანე ნათლისმცემლის მიერ მონათვლით და ჯვარზე სიკვდილით ჩვენთვის ღვთის სამართლიანობა აღასრულა. თქვენ უნდა გწამდეთ ამის. ღვთის სამართლიანობის რწმენის მეშვეობით ჩვენ ჩვენი ცოდვების დაფარვა შეგვიძლია. რატომ? იმიტომ რომ ღვთის სამართალმა უკვე მიიღო სამყაროს ყველა ცოდვისთვის შესაფერი ანაზღაურება მისი ნათლობისა და სისხლისღვრის გზით. ამ ჭეშმარიტების რწმენით მე და თქვენ ჩვენი ცოდვების დაფარვა შეგვიძლია.
როგორი ადამიანია კურთხეული? აი ასეთი რწმენის მქონე ადამიანია კურთხეული: "ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა. ნეტარია კაცი, ვისაც უფალი არ ჩაუთვლის ცოდვას". ამგვარი რწმენის მქონე ადამიანი ბედნიერი და კურთხეულია. გაგვაჩნია მე და თქვენ ასეთი რწმენა? ჭეშმარიტად დალოცვილი ადამიანი ის არის, რომელმაც გულით მიიღო ღვთის სიტყვა იმაზე რომ იესო ქრისტემ წყლითა და სულიწმიდით გვიხსნა. ის, ვინც თავის გულში ღებულობს იესო ქრისტეს მის წყალთან და სისხლთან ერთად და ბინადრობს იესო ქრისტეში, მართლაც კურთხეული პიროვნებაა.
რწმენით, ჩვენ, ღმერთის სიმართლის მორწმუნეებმა, მივიღეთ საოცარი ხსნა, რომელიც ადამიანური აზროვნების ან სათნოების მცირეოდენ ნაწილსაც კი არ შეიცავს. მხოლოდ ჭეშმარიტად კურთხეულ ადამიანს სჯერა ამ რწმენის, ინახავს მას თავის გულში და შეუძლია ჭეშმარიტი სახარების ქადაგება.
რომაელთა მე–4 თავი საუბრობს ადამიანებზე, რომლებიც აკურთხა ღმერთმა. ასეთი ადამიანები გადარჩნენ ყოველგვარი ცოდვისაგან, რადგან ირწმუნეს სახარების სიტყვება, რომელიც ღვთის სამართლიანობას შეიცავს.
მე ვიმედოვნებ რომ ეს კურთხევა თქვენიც გახდება.