• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 4-2] ისინი ვინც რწმენით ზეციურ კურთხევას ღებულობენ (რომაელთა 4:1-8)

(რომაელთა 4:1-8)
"რა ვთქვათ, აბრაჰამმა, ჩვენმა მამამ ხორციელად მოიპოვა რაიმე? თუ საქმეებით გამართლდა აბრაჰამი, აქვს დასაკვეხნი, ოღონდ არა ღვთის წინაშე. ვინაიდან, რას ამბობს წერილი? "ერწმუნა აბრაჰამი ღმერთს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ”. საქმის აღმსრულებელს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ ვალდებულების მიხედვით; მას კი, ვინც არ აღასრულებს საქმეს, მაგრამ სწამს უკეთურთა გამმართლებელი, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ. როგორც დავითიც ამბობს იმ ადამიანის ნეტარებაზე, რომელსაც ღმერთი საქმეთა გარეშე უთვლის სიმართლეს: ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა. ნეტარია კაცი, ვისაც არ ჩაუთვლის ცოდვას უფალი".

 

ნეტარ არიან ისინი, ვისი ცოდვებიც წარიხოცა


მე მადლობას ვუხდი უფალს, ამ ხანაში მრავალი სულის გადარჩენისთვის. რომაელთა მე-4 თავში ბიბლია კურთხეულ ადამიანებზე გველაპარაკება, ამიტომ მსურს დღეს კურთხეულებზე გესაუბროთ.
“როგორც დავითიც ამბობს იმ ადამიანის ნეტარებაზე, რომელსაც ღმერთი საქმეთა გარეშე უთვლის სიმართლეს: ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა.ნნეტარია კაცი, ვისაც არ ჩაუთვლის ცოდვას უფალი.” (რომაელთა 4:6-8). ბიბლია ლაპარაკობს იმათზე ვინც კურთხეულნი არიან ღვთის წინაშე. ჭეშმარიტად ნეტარნი არიან ისინი, ვისი ცოდვებიც წაშლილია ღვთის წინაშე და ვისაც უფალი არ ჩაუთვლის ცოდვას.
სანამ წმინდა წერილებს ჩავუღრმავდებით, მოდით შევხედოთ ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობას. ბიბლია საუბრობს კურთხეულ ადამიანებზე, რომლებმაც ცოდვების მიტევება მიიღეს. მოდით დავფიქრდეთ, ვიმსახურებთ ჩვენც კურთხევას თუ არა.
ამქვეყნად არ არსებობს ადამიანი რომ არ სცოდავსდეს. კაცობრიობა სქელი ღრუბლის მსგავს ცოდვებს სჩადის, როგორც ეს ესაიას 44:22-შია ნახსენები. იესო ქრისტეს მადლის გარეშე ვერავინ შეძლებს ღვთის განაჩენისთვის თავის არიდებას. 
იესოს ნათლობით და მისი ჯვრის სისხლით, რომლის მეშვეობითაც უფალმა ცოდვათა მიტევება მოგვანიჭა, ჩვენ მივიღეთ ხსნა ამ ცოდვებსა და ღმერთის სამსჯავროსგან. უფრო მეტიც, ჩვენ ამჟამად გვაქვს სიცოცხლე იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის გამო. არსებობს კი ვინმე, ვინც ამქვეყნად არასოდეს სცოდავს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში? განურჩევლად იმისა, მიიღო ვინმემ ცოდვების მიტევება თუ არა, ის მაინც სცოდავს მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში. ვინაიდან ჩვენ ამის გაუცნობიერებლად, განუწყვეტლივ ვიდენთ ცოდვებს, ჩვენ ამ ცოდვების გამო განწირულნი ვართ განაჩენის მისაღებად.
მე მწამს იმ ფაქტის, რომ ადამიანი, რომელიც თუნდაც მცირეოდენ ცოდვას ფლობს, ჯოჯოხეთში წავა. რატომ? ბიბლია ამბობს, რომ ცოდვის საზღაური სიკვდილია (რომაელთა 6:23). ცოდვის საზღაური, როგორიც არ უნდა იყოს ის, უნდა იქნეს დაფარული, და ცოდვები ადამიანს მხოლოდ მას შემდეგ ეპატიება, რაც მან მათი საფასური გადაიხადა. ცოდვას მხოლოდ გასამართლება მოაქვს.
ჩვენ ვცხოვრობთ ყოველგვარი ცოდვის შუაგულში, როგორც მძიმე, ისე მცირე ცოდვების, როგორიცაა ცოდვები უმეცრების გამო, ცნობიერად ჩადენილი ცოდვები და უძლურებებით გამოწვეული ცოდვები. მკაცრად რომ ვილაპარაკოთ, ჩვენ არ შეგვიძლია არ ვაღიაროთ ჩვენი ცოდვილიანობა ღვთის წინაშე, თუნდაც ამისთვის რაიმე გამმართლებელი მიზეზები შეგვეთავაზებინა. ეთანხმებით ამ აზრს? ჩვენთვის არ არის სწორი უარი ვთქვათ ჩვენი ცოდვების აღიარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენი ცოდვა მიტევებულია. ყველამ უნდა აღიაროს ის, რაც ასაღიარებელია.

 

მხოლოდ მართლებს შეუძლიათ უფლის განდიდება


მართალნი, რომელთა ცოდვები და უკეთურობანი უკვე მიტევებული და დაფარულია, უცოდველნი არიან და ღმერთს მადლობას უხდიან. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვუმადლოდეთ ღმერთს ყოველ საათსა და წუთში, ყოველთვის როცა მის წინაშე მოვდივართ, რადგან უფალმა მოგვაშორა ყველა ცოდვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცოდვები სქელი ღრუბლის მსგავსი იყო. ჩვენ მადლობას ვუხდით უფალს, რომელმაც მოსპო ყველა ჩვენი ცოდვა იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანესთან ნათლობით და ჩვენს ნაცვლად ჯვარზე განკითხვის მიღებით.
უფალს არც ჩვენი ცოდვებო რომ არ აეღო ნათლობაში თავის თავზე და არც ჯვარცმულიყო და მომკვდარიყო ამ ცოდვათა საზღაურის გადასახდელად, შევძლებდთი კი ჩვენ უტიფრად მისთვის მამის წოდებას? როგორ შევძლებდით ჩვენ მის განდიდებას? როგორ უნდა გვეცა თაყვანი ღვთის სახელისთვის, მადლობა აგვევლინა მისი ხსნის საჩუქრისთვის და განგვედიდებინა იგი? ყოველივე ეს განპირობებულია ღვთის მადლის საჩუქრით.
ჩვენ, როგორც წმიდებს, ამჟამად შეგვიძლია ვადიდოთ უფალი და მადლობა აღვუვლინოთ მას, რადგან ჩვენი ცოდვები უკვე ამოშლილია. ქრისტეს მსხვერპლშეწირვის გამო და იმის გამო რომ უფალმა წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა, მცირეოდენი ცოდვების ჩათვლით, ჩვენ შეგვიძლია უფლის განდიდება.
იმისდა მიუხედავად რომ ჩვენ ყველა ცოდვა მოგვეტევა, ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ქცევით ვიყოთ უძრახველნი, როცა ამ ქვეყნად ვცხოვრობთ. ჩვენ ყველანი სუსტები ვართ, მაგრამ, როგორც მართალნი, ვადიდებთ უფალს, რომელმაც თავისი მადლით გადაიხადა ცოდვილთა ყველა ცოდვის საზღაური. სიბნელეში ხართ? რა სახის სიბნელეც არ უნდა არსებობდეს, თუ ჩვენ ღმერთის წინაშე თუნდაც მცირე ცოდვას ვაღიარებთ, თუ ვაღიარებთ რომ შევცოდეთ მის წინაშე და თუ გვწამს უფლის, რომელმაც ყველა ეს ცოდვა მოგვაცილა, უფლის ჭეშმარიტება საშუალებას მოგვცემს ვადიდოთ და მადლობა აღვუვლინოთ მას. ჩვენ ვხდებით წმიდები, რომელთაც არ შეუძლიათ არ ადიდონ იესო ქრისტე მისი მადლისა და ჩვენი ცოდვების მიტევების გამო. უფრო მეტიც, ჩვენ ვხდებით ღვთის თაყვანისმცემლები მას შემდეგ, რაც ჩვენს გულებში ცოდვის მიტევების მადლი მივიღეთ.


ჩვენ საქმეთა გარეშე გავმართლდით, ეს ღმერთის საჩუქარია

“რა ვთქვათ, აბრაამმა, ჩვენმა მამამ ხორციელად მოიპოვა რაიმე? თუ საქმეებით გამართლდა აბრაჰამი, აქვს დასაკვეხნი, ოღონდ არა ღვთის წინაშე. ვინაიდან, რას ამბობს წერილი? "ერწმუნა აბრაჰამი ღმერთს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ”. საქმის აღმსრულებელს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ ვალდებულების მიხედვით; მას კი, ვინც არ აღასრულებს საქმეს, მაგრამ სწამს უკეთურთა გამმართლებელი, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ.” (რომაელთა 4:1-5).
ადამიანის ცოდვა გამოისყიდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი საზღაური არის გადახდილი. დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი სინდისი განწმენდილია? მიუხედავად იმისა, თუ რა სახის ცოდვები გვაქვს, ჩვენი სინდისის განწმენდა შესაძლებელია მხოლოდ ცოდვის საზღაურის გადახდის შემდეგ. ჩვენ, ცოდვილებს, სხვა გზა არ გვქონდა გარდა სიკვდილისა, მაგრამ უფალი ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა. მაშასადამე, ცოდვილები მისი ხსნის მეშვეობით გახდნენ მართლები.
რომაელთა მე-4 თავში პავლე ამბობს რომ ცოდვილები იყვნენ დახსნილი იესო ქრისტეს მიერ, რომელმაც წუთისოფლის მთელი ცოდვა თავის თავზე იორდანეს მდინარესთან იტვირთა და ჯვარს ეცვა ამ ცოდვებისთვის სასჯელის მისაღებად, და მაგალითის სახით იყენებს აბრაამს, რწმენის წინაპარს, რომელსაც ღვთის სიტყვის სწამდა. ბიბლია ამბობს, რომ აბრაამი გამართლდა, რადგან ღმერთს ერწმუნა. მას არ მოუპოვებია ხსნა საკუთარი საქმეებით, არამედ ღვთის სიტყვის რწმენით. ამიტომ, ღმერთმა ის მართლად ჩათვალა. აბრაამმა ღვთის სიტყვების რწმენით მიიღო ხსნა და გახდა ყველა მორწმუნის მამა. ის მართალი ღვთის აღთქმისადმი რწმენით გახდა.
რა არის ცოდვისაგან ხსნა და ღვთის მადლი, რომელიც ჩვენ, ცოდვილებს მოგვეცა? მოდით დავუფიქრდეთ ამას, ამ საკითხისთვის შუქის მოსაფენად. "საქმის აღმსრულებელს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ ვალდებულების მიხედვით"(რომაელთა 4:4). ეს ლექსი საუბრობს ღვთის ხსნაზე, რომელმაც ყველა ცოდვისგან გვიხსნა. აქ საუბარია ცოდვების მიტევებაზე.
"საქმის აღმსრულებელს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ ვალდებულების მიხედვით". თუ ადამიანი თავისი შრომისთვის ანაზღაურებას იღებს, განიხილავს ის თავის ხელფასს მადლად თუ ვალად? პავლე მოციქული გადარჩენის შინაარსს აბრაამის მაგალითის გამოყენებით ხსნის. ბუნებრივია რომ ადამიანმა, რომელმაც იშრომა, თავისი შრომის სანაცვლოდ მიიღოს ანაზღაურება. მაგრამ თუ ჩვენ წმიდანთა მსგავსად მართლები ვხდებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ სრულყოფილ ცხოვრებას არ ვეწევით, ეს ღვთის საჩუქარის სახით, და არა ჩვენი ძალისხმევით გვეძლევა.
“საქმის აღმსრულებელს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ ვალდებულების მიხედვით” (რომაელთა 4:4). 
ცოდვების მიტევებით ხსნა განპირობებულია უფლის ნათლობით და მისი სამსხვერპლო სიხლის გაღებით. ხსნა მისი მადლისა და ცოდვების მიტევების ნიჭის წყალობით გახდა შესაძლებელი. კაცობრიობა ცოდვისაგან თავს ვერ შეიკავებს, ამიტომ ისინი იძულებულნი არიან აღიარონ, რომ შესცოდეს. მათ არ შეუძლიათ ჩამოირეცხონ თავიანთი ცოდვები, განურჩევლად იმისა თუ რომელ აღმსარებლობის სჯერათ, ანდა რაოდენ მხუურვალედ ლოცულობენ ისინი თავისი ცოდვებისგან გასათავისუფლებლად.
ცოდვილთა ცოდვების ჩამოსარეცხად არსებობს ერთადერთი გზა - დაიჯერონ ხსნა, რომელიც ამბობს რომ უფალმა აიღო სამყაროს ცოდვები იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეზე ნათლობის გზით და ჯვარცმულ იყო ამ ცოდვებისთვის გამომსყიდველი განაჩენის მისაღებად. ცოდვილებს არ გააჩნიათ საკუთარი ცოდვების საზღაურის ნებისმიერი სახის თავგანწირვით დაფარვის უნარი. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ცოდვილებს შეუძლიათ, არის ირწმუნონ ცოდვების მიტევების ხსნა. ერთადერთი რამ, რისი იმედის ქონა შეუძლიათ ცოდვილებს, არის ღვთის წყალობა.
მდინარე იორდანესთან ნათლობით და ჯვარზე თავისი სიცოცხლის გაღებით, იესომ ყველა ჩვენი ცოდვა ყველაზე შესაფერისი გზით მოგვაშორა, რითაც ცოდვილები ყველა მათი ცოდვისგან იხსნა. ეს მოიცავს მცირე ცოდვებს, რომელსაც ჩვენ სატანის მიერ მოტყუების და ჩვენი სისუსტეების გამო ვიდენთ, და ცოდვებს, რომლებიც მთასავით დიდია. ამრიგად, ცოდვილებმა მიიღეს ხსნა იესო ქრისტეს ნათლობისა და სისხლის რწმენით. ღმერთის ხსნის უფასო საჩუქრის წყალობით, ჩვენ, ვინც ცოდვილები ვიყავით, ახლა მართლები ვართ.


ცოდვის მიტევება გვეძლევა მხოლოდ მადლის და საჩუქრის სახით

პავლე მოციქული საუბრობს იმაზე, თუ როგორ ღებულობს ცოდვილი ყველა მისი ცოდვისგან ხსნას. "საქმის აღმსრულებელს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ ვალდებულების მიხედვით". ის ხსნის მადლის მნიშვნელობას ამქვეყნიურ შრომასთან შედარებით. თუ ცოდვილი, ღვთის წინაშე საქმის შესრულების შემდეგ, ამბობს რომ მან თავისი ცოდვებისგან ხსნა მოიპოვა, ეს აღარაა ღვთის საჩუქარი, არამედ მისი საქმეები. ცოდვების მიტევება მოცემულია მხოლოდ მადლის და საჩუქრის სახით. არცერთი ჩვენი საქმე არ შედის ღვთის მადლში. იყო ცოდვისაგან ხსნა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ღვთის საჩუქარი, თუ არა? ¬  დიახ, იყო. ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა გარდა ჩვენი ცოდვების გამო დაღუპვისა. მაგრამ იესო ქრისტემ, ჩვენმა მაცხოვარმა, იორდანეს მდინარეზე იოანე ნათლისმცემლისგან მონათვლით, ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო.
ჩვენ მივიღეთ ჩვენი ცოდვებისგან ხსნა იმის რწმენით რომ იესო ქრისტემ სიკვდილის საზღაური გადაიხადა და მოკვდა ჩვენთვის. მან ნათლობის გზით ყველა ჩვენი ცოდვის აღებით გაგვწმინდა და ყველა ამ ცოდვისგან მათი ჯვარზე აზიდვით გვიხსნა. ეს ყველაფერი იესოს ხსნის მადლიდან გამომდინარეობს. ჩვენი გადარჩენა ღვთის წყალობით გახდა შესაძლებელი. ეს არის საჩუქარი, უფასო ნიჭი. ცოდვილები გადარჩნენ ცოდვილთა მიმართ ღვთის სიყვარულის მიერ. იესომ თავისი ნათლობით ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო და თავისი ჯვარცმით ცოდვილები სამყაროს ყველა ცოდვისგან და ღვთის ყველა განაჩენისგან გადაარჩინა.
"საქმის აღმსრულებელს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ ვალდებულების მიხედვით" (რომაელთა 4:5). ადრე ჩვენ ვსაუბრობდით ადამიანზე, რომელიც საქმეს ასრულებს. ფრაზა "მას კი, ვინც არ აღასრულებს საქმეს," - ეხება მათ, ვინც არ აკეთებს რაიმე სათნო საქმეს იმისთვის რომ გახდეს მართალი. პავლე აგრძელებს მუხლის დარჩენილ ნაწილს და იძახის: "მაგრამ სწამს უკეთურთა გამმართლებელი, თავისი რწმენა ჩაეთვლება სამართლიანობად".
ის იყენებს უკეთურს, ანუ უღმერთოს, როგორც ღმერთის სამართლიანობის განმარტების მაგალითს. რას ნიშნავს იყო უკეთური? "უკეთური" ადამიანი არის ის, ვისაც არ ეშინია ღმერთის და უბრალოდ მის ბოლო ამოსუნთქვამდე თავაშვებულ ცხოვრებას ეწევა, რაც არის ღვთისმოშიშობის ზუსტად საპირისპირო რამ. ეს სიტყვა მიუთითებს იმაზე, ვინც ღმერთის წინაშე სიკვდილის კარამდე სცოდავს. ჭეშმარიტებაა ის რომ ადამიანები ცოდვით სავსენი იბადებიან. უფრო მეტიც, ადამიანების ნამდვილი ბუნება თავისი ცოდვების გამო განწირულია ღვთის სასჯელის მისაღებად.
ამასთანავე, დაწერილია: "მას კი, ვინც არ აღასრულებს საქმეს, მაგრამ სწამს უკეთურთა გამმართლებელი, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ". აქ ფრაზა "მას კი, ვინც არ აღასრულებს საქმეს" ნიშნავს " მიუხედავად იმისა, რომ ის უკეთურია”. ვართ ჩვენ ღვთისმოსავნი ღმერთის წინაშე? - არა, არ ვართ-.
უფალი გვეუბნება ჩვენ, უღმერთოებს: "ახლა შენ ხარ უცოდველი და მართალი". უფალმა წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა და მათი საზღაური გადაიხადა. გწამთ რომ იესომ უკვე სრულიად გადაიხადა ცოდვების საზღაური? მორწმუნისთვის, მისი რწმენა ეთვლება მას გამართლებად. "თქვენ მართლები ხართ. თქვენ ჭეშმარიტად გწამთ ამის. თქვენ ჩემი მართალი ხალხი ხართ. თქვენ ცოდვა აღარ გაქვთ, რადგან მე ის გავანადგურე, როცა მოვინათლე იოანე ნათლისმცემლისგან, და ყველა თქვენი ცოდვის გამო ჯვარზე განვიკითხე!”
ღმერთმა იესოს ნათლობით მოაცილა ამ სამყაროს უკეთურობის ყველა ცოდვა, მიუხედავად იმისა რომ მთელი კაცობრიობა უღმერთოა. ღმერთმა მოავლინა თავისი მხოლოდშობილი ძე და მისი ნათლობით ყველა ცოდვა წაიღო, რის შემდეგ იგი უღმერთოთა ნაცვლად ჯვარს ეცვა. ღმერთმა ერთდროულად ორივე რჯული შეასრულა, - ის რომელიც ამბობდა რომ ცოდვის საზღაური სიკვდილია, და ღვთის სიყვარულის რჯული. მან ყველა ცოდვილი მათი ცოდვებისგან იხსნა.
მათ, ვისაც სწამთ, რომ იესომ თავისი სამართლიანი შრომით მდინარე იორდანესთან ამ სამყაროს ცოდვილთა ყველა ცოდვა წაიღო, ღმერთი ეუბნება: „დიახ, შენ უცოდველი ხარ. ჩემმა ძემ გადაგარჩინა. შენ დახსნილი ხარ“. ამიტომ, ისინი ხდებიან მართლები მაშინაც კი, როცა ღვთისმოსავნი არ ყოფილან. ღმერთი მათ თავის უცოდველ ხალხს უწოდებს, მიუხედავად იმისა რომ არიან უკეთურნი, როდესაც ხედავს მათ რწმენას უფლის ხსნისადმი. ნეტარია ის ადამიანი, ვისაც უფალი არ ჩაუთვლის ცოდვას.
ღმერთი გვეკითხება, ვართ თუ არა ღვთისმოსავნი. "მას კი, ვინც არ აღასრულებს საქმეს, მაგრამ სწამს უკეთურთა გამმართლებელი, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ". ვაკეთებთ სათნო საქმეებს? ჩვენ არ გვძალუძს სიკეთის კეთება და მხოლოდ ცოდვისკენ ვართ მიდრეკილნი. მიუხედავად ამისა, ღმერთმა თავად გვიხსნა თავისი ხსნის ნიჭით. ჩვენ გვწამს უფლის ხსნის, კერძოდ, იესოს ნათლობის და სისხლის!


ჩვენ უნდა ვიცხოვროთ უფლის ხსნის რწმენით

ჩვენ ვადიდებთ უფალს და მადლობას ვუხდით მას მისი სიყვარულისა და ცოდვებისგან ხსნის მადლისათვის, რადგან ვიცით რომ მან ინება ჩვენი, უღმერთოთა ცოდვების მთელი საზღაურის დაფარვა. ჩვენი ყოველგვარი მადლიერება საკმარისი არაა იმის გამოსახატავად რომ მან ჩვენი ცოდვების საზღაური თავისი ნათლობით და ჯვრით გადაიხადა, როდესაც ვაღიარებთ რომ უღმერთონი ვართ ღვთის წინაშე. ამასთანავე, თუ გვგონია რომ ღვთისნიერნი ვართ, ჩვენ მის წყალობისთვის მადლობის ავლენას ვერც კი შევძლებთ. 
მას, ვისაც სწამს იესო ქრისტე, რომელიც ამართლებს უღმერთოს, მისი რწმენა ეთვლება სიმართლედ. ისინი, ვისაც იესოს გამოსყიდვისა და განკითცხვის სწამს, რაც მათ შესაბამისად მართლებს ხდის, ღვთის საჩუქარს ღებულობენ. არავინაა კეთილი ღმერთის წინაშე, ვინაიდან ყველა უამრავ შეცდომას უშვებს, მაშინაც კი როცა ღვთისმოსავ ცხოვრებას ცდილობს.
ის, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ არ სცდოდონ, მათ უღმერთობას ადასტურებს. ამიტომ, მე ვცხოვრობ ღვთის ხსნის რწმენით, თუმცა უღმერთო ვარ. რწმენით ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ შენი სურვილებისამებრ უნდა იცხოვრო. არსებობს რწმენის ცხოვრების გარკვეული წესი, მათთვის ვინც რწმენით გამართლდა.
ყოველ დღე, ხელახლა შობილ წმიდებს იესოს ხსნის სახარება სჭირდებათ. რატომ? იმიტომ რომ მათი საქმეები არაა ღვთისმოსავი ამ ქვეყნად და მათ არ შეუძლიათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ცოდვისათვის თავის არიდება. ყველამ უნდა მოისმინოს სასიხარულო უწყება, სადაც ნათქვამია, რომ იესომ თავისი ნათლობით მსოფლიოს ყველა ცოდვა გააქრო. მართლებმა ყოველდღე უნდა მოისმინონ და გაიხსენონ ეს სახარება. შემდეგ მათი სულები იხალისებენ და წყაროსავით ისევ და ისევ განახლდებიან. "მას კი, ვინც არ აღასრულებს საქმეს, მაგრამ სწამს უკეთურთა გამმართლებელი, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ". ვისთვის არის ეს უწყება? ეს უწყება მიმართავს ამქვეყნად მცხოვრებ ყველა ადამიანს, მათ შორის მე და თქვენ.
ბიბლია დეტალურად გვიხსნის თუ როგორ გახდა აბრაამი მართალი. საქმის გამკეთებელი ღვთის ხსნას არ აფასებს, არამედ უარყოფს მას. ასეთი ადამიანი არაა მადლიერი ღვთის სახარებისთვის. უპირველეს ყოვლისა, ის რაზეც მე-4 მუხლი ლაპარაკობს, არის ადამიანი, რომელიც შრომობს, ანუ ცდილობს ცათა სასუფეველში შესასვლელად სათნო საქმეების კეთებას. ასეთი ადამიანი არასოდეს უხდის მადლობას იესოს მსხვერპლს. რატომ არა? იმიტომ რომ ის მოქმედებს და ცოდვების მიტევების მიზნით ყოველდღიურ სინანულის ლოცვების შეთავაზებასთან ერთად ბევრ სათნო საქმეს აკეთებს, და შესაბამისად მიაჩნია, რომ მისმა ღვაწლმა გარკვეულწილად ხელი შეუწყო მისი ცოდვების მიტევების მიღებას, რის გამოც ის არ არის მადლიერი ღმერთის აბსოლუტური მადლისთვის, რომელიც სახარებაა. ამრიგად, ასეთი ადამიანი ნამდვილად ვერ მიიღებს ღვთის ხსნის საჩუქარს.
ბიბლია ამბობს: "მას კი, ვინც არ აღასრულებს საქმეს, მაგრამ სწამს უკეთურთა გამმართლებელი, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ" (რომაელთა 4:5). ეს ნიშნავს რომ უფალმა სრულყოფილად იხსნა უკეთურნი, რომლებიც თავიანთი საქმეებით ცოდვათა მიტევებას ვერ მოიპოვებდნენ. ეს ასევე გვიჩვენებს, რომ ღვთის მადლი ეცხადება მართლებს, რომლებიც ცოდვათა მიტევების მიღებით მიიღეს ხსნა.


მაგრამ ადამიანი, რომელიც საქმეს აღასრულებს, არ განიხილავს მადლს, როგორც მადლს

რომაელთა 4:5 ეხება იმათ, ვინც აღიარებს ღმერთს და სწამს მისი სიტყვა, ისევე როგორც ამას აბრაამი აკეთებდა. ჩვენ გვწამს უფლის, რომელმაც იხსნა უკეთურნი. ქრისტიანთა შორის არსებობს ორი სახის ადამიანები: ისინი, ვინც ჯერ კიდევ შრომობენ ცოდვების მიტევებისთვის, და ისინი, ვინც სრულიად იყვნენ თავიანთი ცოდვებისგან გათავისუფლებულნი. როგორც მე-4 და მე-5 მუხლებშია დაწერილი, "საქმის აღმსრულებელი" საზღაურს მადლად არ თვლის და უარყოფს ცოდვათა მიტევების მადლს, რადგან ის იესოს რწმენის შემდეგ საქმეების მეშვეობით ცდილობს ღმერთთან მიახლოებას.
ადამიანებს არ შეუძლიათ არ რჩებოდნენ ცოდვილებად, როცა ისინი ღმერთს თავიანთ საქმეებს სთავაზობენ. გამართლების დოქტრინა არის ქრისტიანული მოძღვრება, რომელიც აცხადებს, რომ მორწმუნეს შეუძლია და უნდა იყოს თანდათანობით განწმენდილი მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში, სანამ არ მოკვდება. ასეთი სწავლება მორწმუნეებს ცოდვების მიტევების საჩუქრის უარყოფასთან და ღმერთისთვის დაპირისპირებასთან უძღვება. ბიბლია არ ამბობს, რომ ადამიანი თანდათან ხდება მართალი. ვინც ცდილობს ცოდვების მიტევების ლოცვით, სათნო საქმეების კეთებით და თავისი სიბინძურის განწმენდით თანდათანობით განწმენდას, არის `საქმის აღმსრულებელი`, ანუ `მშრომელი`. ეს ის ხალხია, ვინც, როგორც სატანის მსახურნი, ჯოჯოხეთში წასვლას იმსახურებენ. მათ არ შეიძლება ჩაეთვალოთ სიმართლე, ვინაიდან ისინი უფლის მადლს უარყოფენ.
არცერთი ჩვენგანი არ არის ღვთისმოსავი. ამასთანავე, უამრავი ადამიანი მიემართება და სწამთ არასწორი მიმართულებით. მათ მიაჩნიათ, რომ რადგან იესომ ყველა მათი წარსული ცოდვა განწმინდა, მათი არსებული ცოდვები მხოლოდ ყოველდღიური მონანიებით იწმინდება. ამას იმიტომ აკეთებენ რომ თვლიან, რომ ოდნავ მაინც ღვთისმოსავნი არიან. ისინი იესოს წინაშე თავიანთ სათნოებას და სისპეტაკეს მოაჩვენებენ. საბოლოო ჯამში, ისინი ჰკარგავენ ცოდვების მიტევებას, რომელიც ღვთის საჩუქარია.


ვინ არის კურთხეული?

წმიდები, რომლებიც იესოს რწმენით ცოდვებისგან გათავისუფლდნენ, მართლები გახდნენ. პასუხი კითხვაზე, თუ როგორ ადამიანს შეუძლია გახდეს მართალი, არის ეს: ადამიანს, რომელმაც კარგად იცის თავისი უკეთურებანი და თავისი ცოდვებისათვის მონანიების ლოცვებს ვერ აღავლენს, სხვებთან შედარებით რწმენით გამართლების უფრო მეტი შანსი აქვს. მხოლოდ ისინი, ვინც არ არიან წარმატებულნი სათნო საქმეების კეთებაში, ლოცვებში, ღვთისმოსაობაში და სულით ღარიბები არიან, მიიღებენ იესოსგან ცოდვის მიტევების საჩუქარს. ისინი გახდებიან მართლები. ამ ხალხს არ გაუკეთებია რაიმე კარგი საქმე ღვთის წინაშე.
ერთადერთი, რაც მათ გააკეთეს, არის ის რომ გულწრფელად აღიარეს თავიანთი ცოდვები და თქვეს: „მე შევცოდე. მე ვარ ცოდვილი, რომელსაც სხვა გზა არა აქვს, გარდა სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მოხვედრისა.” მაშინ იესო ქრისტე აძლევს ასეთ ადამიანს სრულყოფილ ხსნას, რომელიც მან განახორციელა. იმის რწმენა რომ უფალი ყველა ცოდვის ასაღებად იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში მოინათლა და შემდეგ ჯვარს ეცვა, ჭეშმარიტად აძლევს ცოდვილებს მათ გულებში ყველა ცოდვისგან ხსნის მიღების უნარს. ამით ისინი ღვთის შვილებად გახდომის კურთხევით იმოსებიან. ეს არის ღმერთის საჩუქარი ცოდვილთათვის, რათა მის წინაშე ყველა ცოდვისგან იყონ დახსნილი. მე მადლობას ვუხდი უფალ იესო ქრისტეს, დაღუპვისგან განთავისუფლებისათვის.
მე-6 მუხლში პავლე მოციქული აღწერს ღმერთის მიერ „საქმეთა გარეშე“ კურთხეულ ადამიანს. ის შემდეგ "საქმეებთან" დაკავშირებით მომდევნო სამ ნაწილს განმარტავს. პირველად, "საქმის მკეთებელი", შემდეგ "ის, ვინც არ აღასრულებს საქმეს", და ბოლოს "საქმეთა გარეშე". ბიბლიაში ნათქვამია: "როგორც დავითიც ამბობს იმ ადამიანის ნეტარებაზე, რომელსაც ღმერთი საქმეთა გარეშე უთვლის სიმართლეს: ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა. ნეტარია კაცი, ვისაც არ ჩაუთვლის ცოდვას უფალი" (რომაელთა 4:6-8). აქ, "უთვლის სიმართლეს" არ ნიშნავს იმას რომ ღმერთი ადამიანს უცოდველად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა რომ მას ცოდვა აქვს, არამედ ის მართლა გულისხმობს, რომ ადამიანს ნამდვილად არა აქვს ცოდვა.
ღმერთი გველაპარაკება კაცობრიობის კურთხევის შესახებ. ადამიანები, რომლებსაც ყველა ცოდვა ეპატია, ნეტარნი არიან, ხომ ასეა? ჩვენზე ბედნიერი არავინ არის. არავინაა იმ ადამიანზე ბედნიერი რომელმაც ცოდვების მიტევება მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც ცოდვა აქვს, თუნდაც მცირეოდენი, განიკითხება ღმერთის მიერ და ვერასოდეს მიაღწევს ნეტარებას. ამავე დროს, მართლები ბედნიერი ხალხია, რადგან მათ ცოდვების მიტევება აქვთ მიღებული. ღმერთი ამბობს: "ნეტარია ადამიანი, ვისაც უფალი არ ჩაუთვლის ცოდვას" (რომაელთა 4: 8).
"ვისი ცოდვებიც დაიფარა" ნიშნავს რომ უფალმა ამოშალა მთელი კაცობრიობის ცოდვა. დავითმა ასევე თქვა: "ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული". ნეტარ არიან ისინი, ვისაც ეპატიება ცოდვები, თუმცა ისინი ამქვეყნად ყოველდღიურად სცოდავდნენ. მართალნი, რომლებმაც მიიღეს ცოდვების მიტევება, თავიანთი უწყვეტი ცოდვებისგან იესო ქრისტეს მიერ არიან დახსნილი. მართლები ჭეშმარიტად ნეტარნი არიან.


ნეტარ არიან ისინი, ვისი ცოდვებიც დაიფარა

მეორეც, რომელი ადამიანია ნეტარი? "ნეტარ არიან ისინი, ვისი ცოდვებიც დაიფარა." ჩვენ გამუდმებით ვცოდავთ, მაგრამ ის რასაც ცოდვების დაფარვა ნიშნავს, არის რომ იესომ თავისი ნათლობით და ჯვარცმით ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო. მაშ გაგვასამართლებს მამა ღმერთი? დაიფარა ცოდვილების ყველა ცოდვა? ჩვენ არ გავსამართლდებით, რადგან იესომ ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო, დაღვარა თავისი სისხლი ჯვარზე და მოკვდა ჩვენთვის, რადგან ჩვენ მასში ვართ.
ნეტარ არიან ისინი, ვისი ცოდვებიც დაფარულია. სიკვდილი, რომელიც ცოდვის საზღაურია, ჩვენ არ შეგვეხება, რადგან იესომ თავისი ნათლისღებით ყველა ჩვენი ცოდვა გააქრო. ალილუია! Ჩვენ ნეტარი ხალხი ვართ. გვაქვს ჩვენ ცოდვა? არა. მათ, ვინც არ იცნობს იესო ქრისტეს რომელიც წყლით და სისხლით მოვიდა, და არც იცის რომ მას მდინარე იორდანეში ნათლობის მიღებისას სამყაროს ყველა ცოდვა გადაეცა, ყოველთვის ექნებათ ცოდვა, მაშინაც კი, თუ მათ იესოსი მხურვალედ სწამთ.
ამასთანავე, მათ, ვინც იციან ხსნის ჭეშმარიტების შესახებ და სჯერათ მისი, ცოდვა არა აქვთ. ნეტარ არიან ისინი, ვისი ცოდვებიც დაფარულია. ნეტარ არიან ისინი, ვინც ყველა თავისი ცოდვა იესო ქრისტეს გადასცა, როცა ის იოანე ნათლისმცემლის მიერ იქნა მონათლული. ვინ არიან ჭეშმარიტად ნეტარნი ამ ქვეყნად? ნეტარნი ისინი არიან, ვისაც თავის ცხოვრებაში მაცხოვარი ჰყავთ, მათი ხორციელი უძლურებების მიუხედავად. ნეტარ არიან ისინი, ვისაც სწამს იესო, მაცხოვარი, რომელმაც ყველა მათი ცოდვა წაიღო, უმცირესი ცოდვების ჩათვლით, და რომელიც ჯვარს ეცვა, რათა მათ ნაცვლად განსჯილიყო.


ნეტარია ადამიანი რომელსაც უფალი არ ჩაუთვლის ცოდვას.

ნეტარ არიან ისინი, ვისაც სწამს ხსნის ჭეშმარიტება და კეთილი მწყემსი ჰყავთ თავიანთ ცხოვრებაში. მესამედ, დავითმა თქვა: "ნეტარ არს კაცი, რომელსაც უფალი არ ჩაუთვლის ცოდვას." (რომაელთა 4: 8).
ჩვენ, ვინც ცოდვების მიტევებას ვფლობთ, მართლები ვართ, მიუხედავად იმისა რომ ვართ უძლურნი. ჩვენი ხორცი ჯერ კიდევ სუსტია, თუმცა რწმენით მართლები ვართ. წაიღო თუ არა უფალმა ყველა ჩვენი ცოდვა თავისი ნათლობით? დიახ, წაიღო. მიგვიჩნევს ჩვენ უფალი განსასჯელის ღირსად? არა. უფალი არ თვლის რომ ჩვენ განსჯას ვიმსახურებთ, მიუხედავად იმისა რომ უკმარი და სუსტნი ვართ. რატომ არ გვითვლის უფალი ცოდვებს? იმიტომ რომ მან უკვე გადაიხადა ცოდვის საზღაური და განისაჯა ჩვენს მაგივრად. უფალს არც ახსოვს იმ ადამიანის ცოდვები, ვინც რწმენით მართლდება და არც გასამართლების ღირსად თვლის მას.
ნეტარია ის, ვინც რწმენით გამართლდა. ნეტარია ადამიანი, რომელიც ხელახლა იშვა წყლისა და სულისგან (იოანე 3:5). ჩვენ ხშირად ამქვეყნიურ საგნებს მივსდევთ და ვკარგავთ მის კურთხევას, ვივიწყებთ რა იმ ფაქტს, რომ ღმერთმა გადაგვარჩინა და გვაკურთხა. ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ ღმერთს, როდესაც მის მადლს ვკარგავთ. ჩვენ ღვთის მადლი ჩვენს გონებაში უნდა ვატაროთ. ღვთის ხსნა მორწმუნეებში მოიპოვება.
ღვთის სულიწმიდა ცხოვრობს მათში, ვისი ცოდვებიც წარიხოცა. მხოლოდ მართალნი არიან, ვინც არ განიკითხება ღმერთის მიერ. ნეტარ არიან ისინი, ვისაც ღმერთი არ განიკითხავს ამქვეყნად და ცათა სასუფეველში. რატომ? რადგან ღმერთის მიერ ისინი მართლებად ითვლებიან, მისი სიყვარული მიიღეს და მისი შვილები გახდნენ.


ჩვენ ვართ კურთხეულნი რწმენით

ნეტარ არიან ისინი, ვინც რწმენით მართალი გახდა. არიან ხელახლა შობილნი კურთხეული ღვთის წინაშე? ─ დიახ. ─ პავლე მოციქულმა თქვა: "მუდამ ხარობდეთ; ილოცეთ განუწყვეტლივ; მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის"(1 თესალონიკელთა 5:16-18), რადგან ისიც, როგორც აბრაამის, რწმენის მამამთავარის შთამომავალი, რწმენით იყო ნაკურთხი. ჩვენც აბრაამის შთამომავლები ვართ. აბრაამი, ისევე როგორც ჩვენ, ღვთის სიტყვის რწმენით იქნა დახსნილი. ღმერთმა უთხრა აბრაამს: "ნუ გეშინია, აბრამ, მე ვარ შენი ფარი. ფრიად დიდი იქნება შენი საზღაური!" (დაბადება 15:1).
უთხრა აბრამმა: “უფალო ღმერთო, რა უნდა მომცე იმის სანაცვლოდ, რომ უშვილოდ გადავდივარ და ჩემი სახლი დამასკოელ ელიყეზერს რჩება”. თქვა აბრამმა: “შთამომავალი არ მომეცი და ჩემი მსახური, რომელიც ჩემს სახლშია შობილი, ჩემი მემკვიდრე უნდ გახდეს”. და იყო სიტყვა უფლისა მის მიმართ: “არ გახდება იგი შენი მემკვიდრე, არამედ შენგან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე.” და გაიყვანა იგი გარეთ და უთხრა: “ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ ძალგიძს მათი აღრიცხვა.” და უთხრა მან: “ასე იქნება შენი შთამომავლობაც". - "მე მჯერა, უფალო". ამრიგად, აბრაამი ერწმუნა ღვთის სიტყვას.
შეგიძლიათ ამქვეყნად აბრაამის მსგავსად დაუჯეროთ ღმერთის სიტყვას? ნუთუ შეუძლებელია ადამიანებისთვის ამის გაკეთება? აბრაამის ცოლი მეტად მოხუცი იყო შვილის შესაძენად. მაგრამ ამ მცირე იმედის დროს აბრაამმა ერწმუნა უფლის სიტყვას. ამიტომ ის ღვთის წინაშე მართლად ჩაითვალა.
იესომ ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა. მან თავისი ნათლობით ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო და ჩვენთვის თავისი სისხლით გაიღო სასჯელი. ვინაიდან ჩვენ ამდენად უკეთურნი ვიყავით, ჩვენ ცოდვების მიტევების და ღვთის ხსნის მიღებით აბრაამის შთამომავლები გავხდით, მაშინ როცა სხვება ეს არ ირწმუნეს. ბიბლია ამბობს: „რადგან უგუნურება ღვთისა ადამიანებზე უბრძენესია და უძლურება ღვთისა - ადამიანებზე უძლიერესი.“ (1 კორინთელთა 1:25). მათ, ვისაც ღვთის სახარება სწამს, ღმერთი თავის შვილებად ხდის, მათი იესოს ნათლობის (წყალი) და მისი ჯვრის (სისხლი) რწმენით. ეს შეიძლება კაცობრიობისთვის უგუნურებად გამოჩნდეს, მაგრამ ღმერთის ხსნა და ცოდვის მიტევების სიბრძნე სწორედ ასეთია. ეს ასევე შეიძლება უგუნურებად სჩანდეს ადამიანური თვალსაზრისით, მაგრამ ღმერთმა ცოდვილები ყველა მათი ცოდვისაგან თავისი უსასყიდლო საჩუქრით იხსნა.
მსოფლიოს ოთხივე კუთხიდან იესომ ათი ათასიდან ერთ ადამიანს მოუხმო და აკურთხა ისინი, გადაარჩინა და მათგან ქება მიიღო. ვიქენით ნაკურთხი თუ არა? ─"დიახ, ვიქენით."─ ნუ დაგავიწყდებათ რომ ეს თქვენი საქმეების გამო არ მომხდარა. ჩვენ კურთხეულნი ვართ, რადგან ვიწამეთ ღმერთის მიერ მოცემული კურთხევების და იმიტომ რომ მან თავის სიტყვაში რწმენა მოგვანიჭა. ღმერთმა გაგვხადა თავისი შვილები წყლით, სისხლით და სულით მოსვლით (1 იოანე 5:4-8) და იმიტომ, რომ მან თავისი სიყვარული მოგვცა. 
ჩვენ კურთხეულები ვართ მაშინაც კი, როცა ამ ქვეყნად მრავალი უძლურებებით ვცხოვრობთ. მე ჭეშმარიტად მადლობას ვწირავ უფალს. მან ყველა ეს ძვირფასი კურთხევა მოგვცა, არ ჩაგვითვალა ცოდვა, გვაპატია ყველა უსჯულოება და დაგვიფარა, მაშინაც კი, როცა ჩვენ, უღმერთოებს, არ შეგვეძლო ჩვენი თავის განწმენდა. ჩვენ მხოლოდ რწმენის მეშვეობით ხსნით ვიქენით ნაკურთხი.