• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 5-1] რომაელთა მე-5 თავის შესავალი

გამართლების მოძღვრება არაა სწორი 


პავლე ამ თავში რწმენით აცხადებს, რომ მხოლოდ მათ, ვისაც ღვთის სიმართის სწამთ, "მშვიდობა აქვთ ღმერთთან". ამის მიზეზი ის არის, რომ მამა ღმერთმა ქრისტე ჩვენთვის მოანათლინა და სისხლიც კი დააღვრევინა ჯვარზე.
ამასთანავე ჩვენ დღესდღეობით ხშირად ვხედავთ რომ ქრისტიანთა უმეტესობა ვერ ახერხებს ღმერთთან მშვიდობის დამყარებას, ვინაიდან ღვთის სამართლიანობის შესახებ მცირედი ცოდნაც კი არა აქვთ. ესაა იმათი რეალობა ვისაც დღევანდელი ქრისტიანობის სწამს. ამიტომ, გამართლების მოძღვრება არ არის ჭეშმარიტი ღვთის წინაშე.
ღვთის სამართლიანობის მისდამი რწმენით მოპოვება უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე გამართლების მოძღვრებისადმი რწმენა. მამა ღმერთს არ უთქვამს რომ ის იესოს მორწმუნეებს თავის ხალხს უწოდებდა, მიუხედავად იმისა რომ მათ გულში ცოდვა აქვთ. ღმერთი არ ღებულობს ცოდვილებს თავის შვილებად. ღმერთი არ არის ასეთი არსება. ის არის მხსნელი, რომელიც არასოდეს მიიჩნევს გულში ცოდვის მქონე ადამიანს თავის ხალხად. ღმერთი რომელიც ჩვენ გვწამს, არის ყოვლისშემძლე. განა ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთმს არ შეუძლია სწორად განმარტოს თუ რას ნიშნავს ვინმეს ცრურწმენა? ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გვწამდეს, რომ ქრისტიან-ცოდვილს, რომელსაც ცრუ რწმენა აქვს, ღმერთი თავის ხალხს არასოდეს უწოდებს.
ღვთის წინაშე თვალთმაქცობა არავის არგებს. გამართლების მოძღვრება, რომელიც ხალხმა მცდარად შეისწავლა და სწამთ, არის ის, რაც ღმერთს აბუჩად იგდებს. ამიტომ, ჩვენ უნდა გვწამდეს იესო, როგორც ჩვენი მხსნელი, მას შემდეგ რაც ღვთის სამართლიანობის შესახებ ჭეშმარიტებას სწორად გავიგებთ. მამა ღმერთი არ იძახის რომ ცოდვის ქონა მისაღებია, იმისდა მიუხედავად, გწამს იესოსი თუ არა. ის არის არსება, რომელიც უცილობლად განიკითხავს ცოდვილებს მათი ცოდვისათვის.
მაშასადამე, იმისთვის რომ თქვენი ცოდვის პრობლემები მოგვარდეს, თქვენ უნდა შეიცნოთ და იწამოთ ღვთის სამართლიანობა. ღმერთი შეხედავს იესოს ნათლობისა და ჯვრის სისხლისადმი ჩვენს რწმენას და მოგვაცილებს ჩვენს ცოდვებს. იმის გამო, რომ ღვთის სამართლიანობის გვწამს, ღმერთი თავის ხალხს გვიწოდებს, გვამხნევებს და გვაკურთხებს კიდეც. მამა ღმერთი აღიარებს, რომ მისი სამართლიანობისადმი ჩვენი რწმენა სწორია.

 

ღმერთი არ არის ამქვეყნიური მოსამართლე


ღვთის სამართლიანობის რწმენა ემყარება აბრაამის რწმენას, რომელსაც სრულიად სწამდა ღვთის სიტყვების. ქრისტიანთა უმეტესობას არასწორად ესმის გამართლების მოძღვრება, რის გამოც ჩვენ ამჟამად მისი მკაფიო განმარტება გვჭირდება. თქვენ ალბათ იცით რომ არ არსებობს ისეთი რამ, როგორც ნებისმიერ ამაქვეყნის სასამართლოში სრულყოფილად სწორი და სამართლიანი განაჩენის გამოტანა. უნდა გახსოვდეთ, რომ ამაქვეყნის მოსამართლე არასოდესაა დაზღვეული თავის გადაწყვეტილებებში შეცდომების დაშვებისაგან.
ამის მიზეზი ის არის, რომ ყველა ადამიანური მსაჯული უკმარია და ღვთის სიმართლის უცოდინარიც კი, რომელიცაა სიკეთისა და ბოროტების აბსოლუტური კრიტერიუმი. ქრისტიანთა უმრავლესობას აქვთ ღვთის სიმართლის არასწორი გაგების მიდრეკილება, როდესაც ის გმობს „ჩვენი საკუთარი რწმენით სიმართლეს“ (რომაელთა 5), რადგან მიაჩნიათ, რომ ღვთის განსჯა იმავე ლოგიკას ემყარება, რაც მიწიერი მოსამართლის მიერ ცოდვილზე მსჯავრის გამოტანა.
გამართლების მოძღვრება არის მცდარი განსჯის მოძღვრება. ამის მიზეზი ისაა რომ ეს მოძღვრება შეიქმნა ადამიანური აზროვნების საფუძველზე. ადამიანებს კარგად ეხერხებათ მცდარი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან არ არიან ყოვლისშემძლე. მაშასადამე, გამართლების სწავლებაზე დამყარებული აზროვნებით მათ ტყუილად სწამთ ღმერთი, რომელმაც ისინი ფაქტობრივად უკვე მართლები გახადა. ასეთ აზრს ისინი მიყავს რწმენასთან თითქოს ღმერთი ამბობს: „მე უცოდველად მიგიჩნევ, რადგან შენ რაღაცნაირად ჩემი გწამს“.
მაგრამ ღმერთი მსგავს რამეს არასოდეს იზავს. ადამიანებს ხშირად ჰგონიათ რომ მიუხედავად იმისა რომ ცოდვა აქვთ, ღმერთი მათ მაინც თავის ხალხად აღიარებს, რადგან მათ ასე თუ ისე იესო სწამთ. ეს არის იდეოლოგია, რომელიც მათ საკუთარ აზრებს ემყარება და სხვა არაფერია თუ არა ცრუ რწმენა, რაც ავ სულთა მიერ მოტყუების შედეგია.
ამიტომ, თავიანთი რწმენის სახლები მათ ღვთის სამართლიანობის რწმენით უნდა აღადგინონ. როგორ შეეძლო წმინდა და ყოვლისშემძლე ღმერთს შეერაცხა ის, ვინც თავის გულში ცოდვას ფლობს, როგორც უცოდველი? სთვლის ღმერთი რომ ისინი ვისაც გულში ცოდვა აქვთ, უცოდველნი არიან? იმის ფიქრი და დაჯერება, რომ მსგავსი რამ შეიძლება იყოს სიმართლე, სხვა არაფერია თუ არა თვითნებური ადამიანური აზროვნება. ღმერთი არის ჭეშმარიტების ღმერთი და მას არასოდეს გამოაქვს მცდარი გადაწყვეტილება. როგორ შეუძლია ღმერთს, რომელიც არის თვით ჭეშმარიტება, ადამიანთა მსგავსად შეცდომა დაუშვას თავის განსჯაში? ეს ვერასდროს მოხდება. ღმერთი არის მართალი ღმერთი, რომელიც მათ ვისაც მისი სამართლიანობის სწამთ, თავისი სამართლიანობის საფუძველზე უცოდველებად აცხადებს.
იცით თუ არა ღვთის სამართლიანობის შესახებ? იცნობთ და გწამთ მისი სამართლიანობის? ეს სამართლიანობა სრულყოფილად წყლისა და სულის სახარების სიტყვებში მოიძებნება. რომაელთა წერილში მოხსენიებული ღვთის სამართლიანობის გასაგებად, თქვენ უნდა გესმოდეთ და გწამდეთ წყლისა და სულის სახარება. ამის გარეშე თქვენ ვერასოდეს გაიგებთ ღვთის სამართლიანობას. ყველამ უნდა გააცნობიეროს ეს ჭეშმარიტება. ის, ვისაც ესმის ღვთის სამართლიანობა, არის ის, ვისაც სწორად ესმის ჭეშმარიტება, რომელმაც ის მართალი გახადა.
ჩვენ ყველას უნდა გვწამდეს ბიბლიაში ნაჩვენები ღვთის სამართლიანობის; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რწმენა, ცრუ ადამიანურ მსჯელობასა და აზრებზე დამყარებული, გზას ასცდება. თუ აქამდე ასეთი სახის ცრუ რწმენა გქონდათ, ამიერიდან ღვთის სამართლიანობის სიტყვების მიხედვით უნდა დაიჯეროთ.
ქრისტიანთა უმრავლესობამ თეოლოგიებიდან გამართლების აღმსარებლობა შეისწავლა და აქამდე ის მათ სიმართლედ მიაჩნდათ. ამისდა მიუხედავად, თქვენ ღვთის სამართლიანობის დაჯერებით ჭეშმარიტ რწმენას უნდა დაუბრუნდეთ. ღვთის სამართლიანობა ნათლად ვლინდება იესოს მიერ იოანესგან მიღებული ნათლობის რწმენით და მისი ჯვრის სისხლით.


ნათქვამია რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას

რომაელთა 5:3-4-ში წერია, რომ: ”და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება - სიმტკიცეს, სიმტკიცე - სასოებას.” ყველა ხელახლა შობილ ქრისტიანს აქვს იმედი რომ ღმერთი აუცილებლად დაიცავს მათ ყოველგვარი გასაჭირისგან. ეს იმედი წარმოშობს მოთმინებას, ხოლო მოთმინება წარმოშობს მტკიცე ხასიათს. ამიტომ, მართალნი, რომელთაც ღვთის სამართლიანობის სწამთ, გასაჭირის დროსაც კი ხარობენ.
პავლემ თქვა რომ ღვთის სამართლიანობის რწმენა ღვთის სასუფეველს სასოებს, და ეს იმედი არ არის შემარცხვენელი. რა სახის იმედი აქვთ მართლებს? მათ აქვთ იმედი, რომლითაც მათ ღვთის სასუფეველში შესვლა და ცხოვრება შეუძლიათ. საიდან მოდის ასეთი რწმენა? ის მოდის იესო ქრისტეს სამართლიანობის რწმენისგან, მამა ღმერთის სიყვარულით.


უფალი ამბობს, რომ ჩვენ უღმერთოები ვიყავით

”რადგან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, განსაზღვრულ დროს მოკვდა უღმრთოთათვის” (რომაელთა 5:6).
ჩვენს ჩასახვამდე, ან სანამ ჯერ კიდევ დედის მუცელში ვიყავით, ან როცა დავიბადეთ, მაგრამ არ ვიცნობდით უფალს, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვქონდა გარდა მთელი ცხოვრების მანძილზე, თვით სიკვდილის კარამდე ცოდვების ჩადენისა, და საბოლოოდ ჯოჯოხეთში მოხვედრის.
როდესაც ჩვენმა წინაპრებმა ადამ და ევამ შესცოდეს, ღმერთმა აღგვითქვა რომ გამოგვიგზავნიდა მაცხოვარს, და უთხრა გველს: "ის (იესო) თავს გიჭეჭყავდეს, ხოლო შენ (გველმა) ქუსლს უგესლავდე!" (დაბადება 3:15). ამ დაპირების თანახმად, იესო ქრისტე მოვიდა ამქვეყნად, მანამდე ვიდრე ჩვენ რაიმე ცოდვას ჩავიდენდით და ყველა ჩვენი ცოდვისგან გადაგვარჩინა. ის მოინათლა იოანეს მიერ, ქვეყნიერების ცოდვების ასაღებად, და თავისი სისხლის ჯვარზე დაღვრით, ამოშალა ისინი. მან გაანადგურა ჩვენი ცოდვები თავის მკვდრეთით აღდგომით. უფალმა თავისი ნათლობით მთელი კაცობრიობის და თქვენს და ჩემს მსგავს უღმერთოთა ცოდვები აიღო, და ჯვარზე სიკვდილით მორწმუნეები ყველა მათო ცოდვისგან იხსნა.
ვართ ღვთისმოსავნი? ღვთისმოსავი ადამიანი არის ის, ვისაც ეშინია ღმერთის და ცოდვისგან თავს იკავებს. ეს იყო ღმერთის სრულყოფილი სიმართლე, რომელმაც იესო თქვენთვის და ჩემთვის, უღმერთოთათვის მოანათლინა, ჯვარს აცმევინა და შემდეგ აღადგინა იგი მკვდრეთით. ეს იყო ასევე ღვთის სიყვარული, რომელმაც გვიხსნა, როცა ჩვენ ჯერ კიდევ უძლურნი იყავით.
ისევე, როგორც ისრაელიანთა ცოდვები, რომლებიც ძველ აღთქმაში მღვდელმთავრის ხელით ცოდვის შესაწირავს გადაეცემოდა (ლევიანნი 16:20-21), იესო ქრისტემ არა მხოლოდ აიღო კაცობრიობის ყველა ცოდვა იოანე ნათლისმცემლის მიერ ერთჯერადი მონათვლით, არამედ ის ასევე ჯვარს ეცვა, ვინაიდან ის ახალ აღთქმაში თავის სხეულზე მსოფლიოს ცოდვებს ატარებდა. ღვთის სამართლიანობა დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ იესო ქრისტემ თავისი ნათლობით და ჯვარზე სისხლის დაღვრით ცოდვილთა ყველა ცოდვა ჩამორეცხა. 
ვართ მე და თქვენ ღვთისმოსავები? განა იმისთვის არ მოვიდა უფალი ჩვენს, ცოდვილთა გადასარჩენად, რადგან უღმერთონი ვიყავით? ღმერთმა კარგად იცის რომ ჩვენ ყველანი უღმერთონი ვართ. ჩვენ ვართ უღმერთონი, რადგან დაბადებიდან სიკვდილამდე არ შეგვიძლია ცოდვების არჩადენა. ამასთანავე, იოანესგან მონათვლით და ჯვარზე სისხლით დაღვრით, ქრისტემ ჩვენს მიმართ თავისი სიყვარული გამოაჩინა, მაშინ როცა ჩვენ ჯერ კიდევ ცოდვილები ვიყავით.


იესომ ჩვენი ბედისწერა შეცვალა

უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რომელი ბედის წინაშე ვდგევართ ჩვენ, ადამიანები, ჩვენი ამქვეყნად მოსვლის დღიდან. რა ბედი გვეწერა ჩვენი გაჩენის დღიდანვე? ჩვენ ჯოჯოხეთისთვის ვიყავით განწირული. მაშ როგორ გახდა შესაძლებელი ჩემი და თქვენი გადარჩენა ჯოჯოხეთში მოხვედრის ბედისწერისგან? ჩვენი ბედი შეიცვალა, რადგან ჩვენ ღვთის სამართლიანობა ვიწამეთ. ჭეშმარიტება, რომელმაც ჩვენი ბედი შეცვალა, არის წყლისა და სულის სახარება. ჩვენი ბედი გახდა კურთხეული, ვინაიდან ვიწამეთ იესო ქრისტე, რომელმაც ღვთის სამართლიანობა აღასრულა.
შესაძლოა იცით შემდეგი საგალობლის ცნობილი სტრიქონები: „♪ ო, საოცარო მადლო! რა ტკბილია ბგერა, ♫ რომელმაც ჩემნაირი უბედური იხსნა! ♫ ოდეს ვიყავ დაკარგული, ახლა კი ნაპოვნი ვარ, ♫ ბრმა ვიყავი, ახლა კი ვხედავ. ♪ ”ღვთის წყალობა და სამართლიანობა არის ჭეშმარიტება, რომელიც ჩვენს ხსნაზე მოწმობს. ყველას შეუძლია მიიღოს გულში ყველა ცოდვების შენდობა და ზეციური სიმშვიდის ნეტარება განიცადოს, როცა იცის და სწამს ღმერთის სამართლიანობა. ახლა მსოფლიოს ყველა ადამიანმა, ვინც ჯერ კიდევ გულში ცოდვას ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ იესოსი სწამთ, უნდა დაუბრუნდნენ წყლისა და სულის სახარებას, რათა შეიმეცნონ ღვთის სამართლიანობა.
სინამდვილეში, ქრისტიანებმა, რომლებმაც არ იციან წყლისა და სულის სახარება, ასევე არ იციან, რომ მათი ცოდვები იესოს გადაეცა. ამიტომ მათ არ შეუძლიათ ღვთის სამართლიანობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ სჯერათ, რომ იესო ამქვეყნად მოვიდა და ჯვარზე სიკვდილით ისინი ცოდვებისგან იხსნა, ისინი თავიანთ ხსნაში დარწმუნებული არ არიან. ამრიგად, ისინი უბრალოდ შვებას გრძნობენ იმის ბუნდოვანი ვარაუდით, რომ ღმერთმა ისინი ალბათ სამყაროს შექმნამდე აირჩია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ ქრისტიანობა უბრალოდ მსოფლიოს ნებისმიერი სხვა რელიგიის მსგავსად სწამთ.
მე-11 მუხლში ნათქვამია: “უფრო მეტიც, ვიქადით ღმერთით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, რომლის წყალობითაც მივიღეთ ახლა შერიგება.” ვინ შეგვარიგა ჩვენ, ცოდვილები, ღმერთთან? იესო ქრისტემ შეგვარიგა მამასთან. როგორ? მისი ამქვეყნად მოსვლით, 30 წლის ასაკში იოანე ნათლისმცემლის მიერ მონათვლით, ჯვარცმით, და შემდეგ მკვდრეთით აღდგომით, რითაც მან დაასრულა შრომა, რომელმაც განახორციელა ღვთის მთელი სამართლიანობა. ღვთის სამართლიანობის მორწმუნეებისთვის იესო გახდა ჩვენი მხსნელი, იმით, რომ ამქვეყნად როგორც ზეციური მღვდელმთავარი მოვიდა და კაცობრიობის ცოდვები აიღო. იოანე ნათლისმცემლის, მიწიერი მღვდელმთავრის მიერ მონათვლით, ჯვარზე სისხლის დაღვრით და შემდეგ მკვდრეთით აღდგომით, ქრისტე ჩვენი მაცხოვარი გახდა.
ვინაიდან იესო ქრისტემ უკვე აღმოფხვრა ყველა ჩვენი ცოდვა, ჩვენ რწმენით შევძელით ღვთის სამართლიანობის მოპოვება. ვისაც სწამს რომ იესომ სრულიად გვიხსნა ყველა ჩვენი ცოდვისგან, გაიხარებს ღმერთში. ის კი, ვისაც გულში მცირეოდენი ცოდვა აქვს, არ არის ღვთის შვილი.
ძმებო, თქვენ ალბათ უკვე იცით, რომ ამაქვეყნის ხალხს გამართლების და განწმენდის მოძღვრებები სწორი მიაჩნიათ. მაგრამ სამართლიანი იქნება ღმერთმა ჩვენ რომ უცოდველებად გვაღიაროს, თუ მხოლოდ ვიძახით რომ იესო გვწამს, მიუხედავად იმისა, რომ გულში ცოდვა გვაქვს? ანდა ღვთის ხალხად ჩვენი მოხსენიება მხოლოდ იმის გამო იქნება სწორი, რადგან თავს ქრისტიანებად ვცნობთ?
უფლის ლოცვაში ჩვენ ვამბობთ: "მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი". ეს ფრაზა ნიშნავს იმას, რომ მათ, ვისაც გულში ცოდვები აქვთ, არ შეუძლიათ ღმერთს "მამაო ჩვენო"უწოდონ. ისევ უნდა დავუჯეროთ გამართლების მოძღვრებას? შეუძლია ცოდვილ ადამიანს უფალს თავისი მხსნელი უწოდოს? ის შეიძლება რამოდენიმე წლის განმავლობაში მოუწოდებდეს უფალს, მაგრამ საბოლოოდ ის უფალს მიატოვებს, რადგან თავის სინდისში ქრისტიანად ყოფნის სირცხვილს განიცდის. ამიტომ, უნდა იცოდეთ რომ გამართლების მოგხღვრება თქვენ ღვთის სამართლიანობას დაგაშორებთ.
განწმენდის მოძღვრება ასევე მცდარია. ეს მოძღვრება ამბობს რომ ჩვენ შეგვიძლია თანდათანობით განვიცადოთ ცვლილებები, მანამდე სანამ სიკვდილის ბოლო წუთამდე, სრულყოფილი წმიდები არ გავხდებით, და ამრიგად, შევძლებთ ღმერთის წმიდა პიროვნებებად შეხვედრას. როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ თანდათანობით თავისით გახდეთ საკმაოდ წმიდა რომ ღმერთის თქვენი ცოდვების გარეშე შეხვედრა შეძლოთ? არანაირად. ჭეშმარიტება ისაა რომ ღვთის სასუფეველში შესვლა მხოლოდ ღვთის სამართლიანობის ცოდნით და რწმენით არის შესაძლებელი.


ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ამ ქვეყნად!

მოდით წავიკითხოთ მე-12 მუხლი: "ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა". ვის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ყველა ადამიანის გულში და რამდენი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა სამყაროში ცოდვა? წმინდა წერილი ამბობს: "ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ამ ქვეყნად".
სხვა სიტყვებით, აქ ნათქვამია რომ ცოდვა წარმოიშვა ერთი ადამიანის, ადამის გამო, და ჩვენ ყველანი მისი შთამომავლები ვართ. მაშინ ვისი მეშვეობით გაქრა მსოფლიოს ცოდვები? ამაზე შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს მოხდა ცოდვის სამყაროში პირველად შემოსვლის მსგავსად.
კაცობრიობის ცოდვები წარმოიშვა იმიტომ რომ ადამიანმა არ დაუჯერა ღმერთის მიერ დადგენილ კანონს. დღესაც კი, ვისაც ღვთის სიტყვების არ სჯერა, ცოდვილად დარჩება და ჯოჯოხეთში აღმოჩნდება.
ამიტომ, ჩვენ შემდეგი რამ უნდა ვიცოდეთ: ჩვენ არ ვართ ცოდვილები საკუთარი ცოდვების გამო, არამედ ჩვენი წინაპრების გამო, რომლებმაც ცოდვას ფლობდნენ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ადამიანების შეცოდებათა მიზეზი არის ის, რომ ისინი არიან სუსტნი და გულში ცოდვა აქვთ. ადამიანთა მიერ ჩადენილ ცოდვებს უსამართლობა ეწოდება. მათი შეცოდებების მიზეზი ის არის, რომ ისინი ამ ქვეყნად ცოდვითურთ იშვნენ. რადგან ყველა არის უკმარი და ამ სამყაროში ცოდვითურთ დაიბადა, მათ არ შეუძლიათ ცოდვების არჩადენა.
ჩვენ საწყისშივე გავხდით ცოდვილები, ცოდვის თესლი, რადგან ყველა ცოდვა ჩვენი წინაპრებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ. ამასთანავე, უნდა იცოდეთ რომ ნებისმიერს პიროვნებას შეუძლია ღვთის სამართლიანობის რწმენით მომენტალურად გახდეს წმიდა და მართალი არსება.


როდის ჩაისახა პირველად ცოდვა ადამიანში?

”ვინაიდან რჯულამდეც იყო ცოდვა ამქვეყნად, მაგრამ, თუ რჯული არ არის, ცოდვაც არ შეირაცხება.” (რომაელთა 5:13). არსებობდა თუ არა ცოდვა მანამდე სანამ ჩვენ ღმერთის რჯულს გავიგებდით? ვიდრე ღვთის რჯულს გავიცნობდით, ჩვენ არ გვესმოდა, თუ რას ერქვა ღვთის წინაშე ცოდვილი მოქმედება. ღმერთმა გვითხრა: „ნუ გეყოლებათ სხვა ღმერთები ჩემს გარდა, არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ; თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის სახელი ამაოდ, დაიცავი შაბათის დღე რათა წმიდაჰყო იგი.” სანამ შევისწავლიდით ღმერთის ამ რჯულის და მცნებების 613 პუნქტს, რომლებიც გვეუბნებიან თუ რა უნდა ვაკეთოთ და რა არა, ჩვენ ნამდვილად არაფერი ვიცოდით ჩვენი ცოდვების შესახებ.
მაშასადამე, "ვინაიდან რჯულამდეც იყო ცოდვა სოფელში, მაგრამ, თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება". იმის გამო, რომ ჩვენ, წარმართებს, არ გვქონდა რჯული, და შესაბამისად, არ ვიცნობდით მას, ჩვენ ცოდვებს მათ გაცნობიერების გარეშე ვიდენდით. კორეელთა ხალხის უმრავლესობა კლდის მიმართ ლოცულობდა და მას ბუდათ თვლიდნენ, მაგრამ მაინც ვერ ხვდებოდნენ, რომ კერპსა და ხატებას ემსახურებიან. მათ არ იცოდნენ, რომ სხვა ღმერთების თაყვანისცემა ცოდვა იყო ღვთის წინაშე.
ამასთანავე, რჯულის გამოჩენამდე ცოდვა უკვე იყო სამყაროში. ღმერთმა რჯული ადამის შექმნიდან დაახლოებით 2500 წლის შემდეგ მოგვცა. მიუხედავად იმისა რომ ღმერთმა მოსეს მეშვეობით ისრაელიანებს ძვ.წ. დაახლოებით 1,450-ს რჯული მისცა, ცოდვა უკვე შემოსულიყო სამყაროში ერთი ადამიანის, ადამის მიერ, და თავიდანვე ჩაისახა ყველა ადამიანის გულში, თვით რჯულის მომსვლამდე.


იესო არის თავისი ხალხის მხსნელი

გაანადგურა თუ არა იესო ქრისტემ მარტო, თვითონ, მსოფლიოს ყველა ცოდვა? დიახ. აქ, მე-14 მუხლში ნათქვამია, რომ სიკვდილი მეფობდა მათზე, ვისაც არ შეუცოდავს და არ ჩაუდენია დანაშაული ადამის მსგავსად. მაშასადამე, ადამი იყო იმის წინასახე, ვინც უნდა მოსულიყო. კაცობრიობა ერთი ადამიანის მეშვეობით გახდა ცოდვილი. ანალოგიურად, იესო ქრისტე მოვიდა ამ ქვეყნად და წყლისა და სულის სახარების საშუალებით ყველა ჩვენი ცოდვისგან გვიხსნა.
იესო გახდა მაცხოვარი, რომელმაც თავისი ხალხი მათი ცოდვებისგან იხსნა. არსებობს მხოლოდ ერთი მხსნელი, რომელმაც ჩვენ, ადამის შთამომავლები, ცოდვისგან გადაგვარჩინა. "სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით". (მოციქულთა საქმეები 4:12). მისი სახელია იესო ქრისტე, ჩვენი მარადიული მხსნელი.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ავტომატურად გავხდით ცოდვილები ერთი ადამიანის, ადამის, მეშვეობით. იცით თუ არა რომ იესო ქრისტე არის მაცხოვარი, რომელმაც ერთბაშად აღმოფხვრა მსოფლიოს ცოდვები? გჯერათ რომ იესო ქრისტე არის მხსნელი, რომელმაც ერთდროულად განწმინდა მსოფლიოს ყველა ცოდვა თავისი ნათლობით და ჯვრის სისხლით? გწამთ თუ არა რომ იესო გახდა მთელი კაცობრიობის ჭეშმარიტი მხსნელი ამ წუთისოფლის ცოდვების აღმოფხვრით, ისევე როგორც ადამი ერთი დანაშაულის ჩადენით ყველა ცოდვის წყარო გახდა?
იესო მოვიდა ამქვეყნად, რათა ეხსნა ყველა ვინც ერთი ადამიანის, ადამის გამო ცოდვილი გახდა და აიღო კაცობრიობის ყველა ცოდვა იოანესთან მონათვლით, ამ ცოდვებისთვის სასჯელის მისაღებად ჯვარზე სისხლის დაღვრით, და ღვთის მთელი სამართლიანობის აღსრულებით, რომელმაც ყველა ჩვენი ცოდვა აღმოფხვრა. ის გახდა ჩვენი სრულყოფილი მხსნელი.
ჩვენ არ მიგვიღია ხსნა გამართლების ან განწმენდის მოძღვრებათა რწმენით, მას შემდეგ რაც იესო ვირწმუნეთ. იესომ მარადიული ხსნა ერთბაშად მოგვანიჭა. მან თქვა, რომ მხოლოდ წყლისა და სულისგან ხელახლა შობილთ შეუძლიათ ღვთის სასუფეველში შესვლა და მისი ხილვა. 
რა არის ფიქსირებული იდეა, რომელიც ადამიანის გონების სიღრმეში არსებობს? ეს არის მიზეზობრიობის პრინციპი. თავიანთი გონების სიღრმეში ისინი ფიქრობენ რომ მათი ძალისხმევა და მცდელობა მათ რაღაცნაირად გადარჩენისაკენ წარუძღვებათ. მაგრამ სინამდვილეში, ცოდვისგან ჭეშმარიტ ხსნას ყველა მხოლოდ ერთბაშად რწმენით იღებს, როცა წყლისა და სულის სახარების სწამთ. ასევე, იესო ამქვეყნად მოვიდა და ჯვარს ეცვა ჩვენი თავის ცოდვისგან გადასარჩენად. ის გახდა ყველასი მაცხოვარი, ვინც ჭეშმარიტი სახარება იწამა.
გათავისუფლდით ამ დაუსაბუთებელი აზრისგან, თითქოს განწმენდა და საბოლოოდ მართალ ადამიანად გახდომა სინანულის ლოცვებით მიიღწეოდეს. ბიბლიაში ერთი კაცი, იესო ქრისტე, მოვიდა ამ ქვეყნად, მოინათლა ჩვენი ცოდვების ასაღებად და ჯვარზე ცოდვათა გამოსყიდვის გზით ჩვენი ხსნა დაასრულა.


იესომ მოგვცა ცოდვების მარადიული გამოსყიდვა, რომელიც დანაშაულისგან განსხვავდება

მე-15 მუხლი ამბობს, “მაგრამ მადლი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის მადლი და ნიჭი ერთი კაცის, იესო ქრისტეს, მადლით”.
გადაეცა ჩემი და თქვენი ცოდვები იესოს, როდესაც ის მოინათლა? დიახ, გადაეცა. იესომ ჯვართან თავის მხრებზე წუთისოფლის ცოდვები მიიტანა და ჩვენს ნაცვლად ამ ცოდვებისთვის მსჯავრი მიიღო.
ღვთის ხსნა უფასო საჩუქარია და ნათქვამია, რომ ის დანაშაულისგან განსხვავდება.
იესომ მისი ცხოვრების 33 წლის განმავლობაში, თავისი ნათლობისა და ჯვრის სისხლის მეშვეობით გვიხსნა ჩვენ, ვისაც მთელი ცხოვრების მანძილზე არ შეგვეძლო ცოდვების ჩადენისთვის თავის არიდება. მას შემდეგაც კი, რაც ცოდვათა მიტევების რწმენით ვიღებთ ხსნას, რომელიც ერთბაშად სრულდება, ჩვენმა ხორცმა შეიძლება განაგრძოს ცოდვა, რადგან ის უკმარი და მყიფეა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ხორცი ისევ აგრძელებს შეცოდებას, ჩვენ მაინც შეგვიძლია ცოდვების მარადიული მიტევების მიღწევა, თუ გვწამს იმის, რომ იესომ თავისი მონათვლით ჩვენი ცოდვები ერთიანად აიღო და რომ მან თავისი სისხლის დაღვრით ღვთის მთელი სამართლიანობა შეასრულა.
ცოდვის მიტევების ხსნის საჩუქარი განსხვავდება ადამის დანაშაულისგან. ცოდვის მიტევების ღმერთის საჩუქარი არ გვეძლევა ყოველდღიურად, ადამიანთა მიერ მათი ყოველდღიური ცოდვების ჩადენის მსგავსად. ცოდვის მიტევების ჭეშმარიტება ამბობს რომ უფალმა თავისიმონათვლით და ჯვარზე სისხლის დაღვრით, უკვე გვიხსნა ჩვენ ერთდროულად ყველა ჩვენი ცოდვისგან, დაახლოებით 2000 წლის წინ.
ღმერთის ხსნის საჩუქარი, რომელმაც ყველა ჩვენი ცოდვისგან გვიხსნა არის ჭეშმარიტება, რომელიც ერთდროულად იესოს ნათლობით და მისი ჯვრის სისხლით შესრულდა. ცოდვების მარადიული შენდობა არ ჰგავს სინანულის ლოცვების ყოველდღიურ მიტევებას, რასაც დღესდღეობით ქრისტიანების უმეტესობა მისდევს. ეს ჭეშმარიტება ამბობს რომ უფალმა წინასწარ განჭვრიტა რომ ჩვენ ყოველდღიურად შევცოდავდით, და ამიტომ თავის ნათლობაში ამ სამყაროს ყველა ცოდვა ერთდროულად აიღო. ამიტომ, მამა ღმერთმა თავისი ძის ნათლობით და ჯვარცმით მთელი თავისი სამართლიანობა შეასრულა. ღვთის მთელი სამართლიანობა აღსრულდა, ვინაიდან იესო მოინათლა, ჯვარზე სისხლი დაღვარა და მკვდრეთით აღდგა.
დღესდღეობით ქრისტიანთა უმრავლესობას სჯერა რომ მათი ცოდვები გაიწმინდება თუკი ისინი სინანულის ლოცვებს აღავლენენ. მართლა ასეა? რა თქმა უნდა არა. ადამიანი, რომელსაც ჰგონია რომ ვინმეს მკვლელობის შემდეგ მას ამ ცოდვის გამოსყიდვა მოინანიების ლოცვების ავლენით შეუძლია, ცდება. ეს არის სხვა არაფერი თუ არა ადამიანური აზროვნება. ღმერთის კანონით ცოდვების აღმოსაფხვრელად მუდამ ცოდვის საზღაურია გადასახადი. ამის გასაკეთებლას ღმერთმა თავისი ძე იესო იოანეს მოანათლინა რის შემდეგ მან ჯვარზე სისხლის დაღვრით ყველა ჩვენი ცოდვა ამოშალა. კაცობრიობის ცოდვები ჩამოირეცხება და აღმოიფხვრება იესოს ნათლობისა და ჯვარზე მისი სისხლის რწმენით; არა მონანიების ლოცვის ავლენით.
ამიტომ, ბიბლია ამბობს: „ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის მადლი და ნიჭი ერთი კაცის, იესო ქრისტეს, მადლით". ხსნის ღვთის ძღვენი უხვად მოედინება. ისევე როგორც წყალი მთელი დღის განმავლობაში გაშვებული ონკანიდან გადმოედინება, მისი ხსნაც, განურჩევლად იმისა თუ რა ცოდვები გვაქვს ჩადენილი, იმდენად უხვად იღვრება, რომ ყველა ჩვენი ცოდვისგან გვიხსნის.
იესომ თავისი მონათვლით მსოფლიოს ყველა ცოდვა იტვირთა. ასევე, რადგან ღმერთის ხსნა ჩვენს მიერ ჩადენილ უსამართლობებზე გაცილებით უფრო დიდია, მისი ხსნა ჩვენი გადარჩენის შემდეგაც კი უხვად არის მისაწვდომი. ეს გასაგებია?


ერთი კაცის, იესო ქრისტეს მეშვეობით

მე-16 და მე–17 მუხლებში ნათქვამია: "ხოლო ნიჭი იგივე არ არის, რაც შედეგი ერთი შემცოდისაგან, ვინაიდან მსჯავრი ერთისაგან გამოდის განსაკითხავად, ნიჭი მადლისა კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად. ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლს და სიმართლის ნიჭს, იმეფებენ სიცოცხლეში ერთის, იესო ქრისტეს, მეშვეობით".
სიკვდილი მთელ კაცობრიობაზე ერთი ადამიანის დანაშაულის გამო მეფობდა. ეს იმაზე მეტყველებს რომ ერთი ადამიანის, ადამის ცოდვამ ყველანი ცოდვილი გახადა და ამ ცოდვის გამო, ყველას უნდა ეხილა ღვთის წყევლა. ყველა ვინც კი შესცოდავდა, უნდა მომკვდარიყო და ჯოჯოხეთში მოხვედრილიყო. ამის მსგავსად, ღვთის სამართლიანობა ცხოვრებაში ერთი კაცის, იესო ქრისტეს წყალობით სუფევს. ისინი, ვინც მადლისა და სამართლიანობის უხვი საჩუქარი მიიღო, არიან ხალხი, ვისაც მათი რწმენის გამო წყლისა და სულის სახარებაში გადარჩენის საჩუქარი გადაეცა. ისინი ღვთისგან კიდევ უფრო დიდ მადლს ღებულობენ და მეფობენ ამ ცხოვრებაში.
 
მე-18 მუხლი ამბობს, "ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ".
აქ ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა და ვუპასუხოთ მას: "სწორი იქნება თუ არა ვიფიქროთ რომ ერთი ადამიანის ცოდვით ჩვენ ყველანი ცოდვილები გავხდით?" თქვენ საკუთარი ცოდვების გამო გახდით ცოდვილები, თუ თქვენი წინაპრის, ადამის, ღვთის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო? თუ ჩვენ ყველანი ადამის დანაშაულის გამო გავხდით ცოდვილნი, მაშინ ისინი, ვისაც სწამს სამართლიანი შრომის, რომელიც იესო ქრისტემ ჩვენი თავის ცოდვებისგან დასახსნელად მოიმოქმედა, გახდებიან მართლები. ნამდვილად აღმოიფხვრება ადამიანის ცოდვა თუ მას ღვთის სამართლიანობის სწამს? ─ დიახ.─ ის ხდება უცოდველი.
"ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ.” ღვთის სიმართლის უსასყიდლო საჩუქრის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ განწმენდის მისაღწევად ყოველდღე სინანულის ლოცვები უნდა შეასრულო, მას შემდეგ რაც რაღაცნაირად იესოს რწმენით ხსნა მიიღე. არასოდეს! ეს არც ეგრეთ წოდებულ "რწმენით გამართლების მოპოვების" ქრისტიანულ მოძღვრებას ნიშნავს , როცა პავლე მოციქული "რწმენით გამართლებაზე" საუბრობს.
ქრისტიანთა უმრავლესობას გულში ცოდვა აქვთ, რადგან მათ მხოლოდ იესოს ჯვრის სისხლის სჯერათ. ამიტომ, ისინი ღებულობენ და მხარს უჭერენ გამართლების მოძღვრებას, რათა თავიანთ გულებში ცოდვები დამალონ და ასეთი სიტყვებით ანუგეშებენ საკუთარ თავს: "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გულებში ცოდვებია, ღმერთი ჩვენ უცოდველებად მიგვიჩნევს". მაგრამ ეს მოძღვრება არის უაზრო და დაწყევლილი.
 
მე-19 მუხლში ნათქვამია: "ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი".
აქ როგორც ვხედავთ, ჩნდება ერთი, რომელმაც ურჩობა გამოავლინა, და მეორე, ვინც დაემორჩილა. ერთი იყო ადამი, ხოლო მეორე იყო კაცობრიობის მხსნელი, იესო ქრისტე. ადამის დაუმორჩილებლობამ მთელი კაცობრიობა ცოდვილებად აქცია და ამიტომ იესო დაემორჩილა მამის ნებას, რომელიც ხალხის ღმერთთან შერიგებაში მდგომარეობდა, - იოანესგან ნათლისღებით, სამყაროს ცოდვების გამო ჯვარზე სიკვდილით და მკვდრეთით აღდგომით, - რათა ცოდვებისგან გადავერჩინეთ. მამა ღმერთმა თავისი სამართლიანობით იესოს ყველა მორწმუნე სრულყოფილად მართალი გახადა.
 
მე-20 მუხლში ნათქვამია: "რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რომ ემრავლა დანაშაულს. ხოლო სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი".
ნათქვამია, რომ რჯული შემოვიდა ჩვენს დანაშაულთა გასამრავლებლად. როგორც ადამის შთამომავლები, ადამიანები საწყისშივე ცოდვით იბადებიან, მაგრამ ცოდვის შესახებ არაფერს უწყოდნენ მაშინაც კი, როცა სცოდავდნენ. რჯულის გარეშე ადამიანი საერთოდ არ აცნობიერებს ცოდვას ცოდვად და მხოლოდ ღვთის რჯულის წყალობით შეძლო ადამიანმა თავისი ცოდვების დანახვა. მაგრამ როცა რჯული შევისწავლეთ, ჩვენ უფრო და უფრო მეტად დავიწყეთ ჩვენი ცოდვების გაცნობიერება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები თავდაპირველად სავსე იყვნენ ცოდვებით, მათ არ იცოდნენ თავიანთი ცოდვილიანობის შესახებ, მანამდე სანამ რჯულის მიღების შემდეგ თანდათან საკუთარ ცოდვილიან საქციელს არ გააცნობიერებდნენ. ამიტომ ბიბლია ამბობს: "რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რომ ემრავლა დანაშაულს".
"ხოლო სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი". ეს ნიშნავს, რომ ღვთის რჯულის თანახმად, ადამიანი აცნობიერებს თავის ცოდვებს და ღმერთის სამართლიანობის რწმენით ხდება მისი შვილი. კაცობრიობას ღვთის მადლის გაცნობიერება შეუძლია ჭეშმარიტი სახარების საშუალებით, რომელიც შეიცავს ღვთის სამართლიანობას, და მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი რჯულის საშუალებით თავიანთ ნაკლოვანებებს და ცოდვილობას გააცნობიერებენ. ისინი, ვინც კარგად იციან რჯულის წინაშე თავიანთი ცოდვების შესახებ, აღიარებენ რომ ჯოჯოხეთში მოხვედრას იმსახურებენ და, შესაბამისად, უფრო დიდი მადლიერებით სწამთ იესოსი, რომელმაც ისინი თავისი ნათლით და ჯვარზე სიკვდილით იხსნა. რაც უფრო მეტად ვაცნობიერებთ რჯულის საშუალებით ჩვენს ცოდვილიანობას, მით უფრო მადლიერნი ვხდებით ასეთი ხსნის ღვთის სამართლიანობით დამკვიდრებისათვის.
 
21-ე მუხლში ნათქვამია: “რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ”.
ბიბლიაში ნათქვამია რომ ცოდვა სიკვდილის საშუალებით მეფობდა. მაგრამ ღვთის წყალობა, რომელიც შედგება იესოს წყლისა და სისხლისგან, მისი სამართლიანობიდან გამომდინერეობს. ვინაიდან მისმა სამართლიანობამ სრულიად გვიხსნა ყველა ჩვენი ცოდვისგან, ჩვენ გავხდით ღვთის შვილები.
განწმენდის და გამართლების მოძღვრებები არის უაზრო ჰიპოთეზა, რომელიც ადამიანური ლოგიკით შეიქმნა მათ მიერ, ვინც ღვთის სიტყვებს უგულებელყოფს. გადაჭარბებული არ იქნებოდა იმის თქმა, რომ ასეთი მოძღვრებები სხვა არაფერია თუ არა ფილოსოფოს-თეოლოგების სოფისტიკა, რომლის ამოხსნა შეუძლებელია. ღვთის ჭეშმარიტება არის ნათელი და მყარი.
ჩვენ ვღებულობთ ხსნას წუთისოფლის ცოდვებისაგან იმის რწმენით, რომ იესომ, რომელიც არის ღმერთი ადამიანური ხორცის მსგავსებაში, ყველა ჩვენი ცოდვისგან გადაგვარჩინა. ისინი ვისაც მისი რწმენა აქვთ, გადარჩენილები არიან. გჯერათ ამის? ─დიახ.─
თუ გწამთ ღვთის სამართლიანობის, გადარჩენილი ხართ. თქვენ ნამდვილად დახსნილი და გადარჩენილი ხართ ყველა თქვენი ცოდვისგან. თუ დაჟინებით ამტკიცებთ რომ სინანულის ლოცვების უსასრულოდ გამეორებას და განწმენდის მისაღწევად უნაკლო ცხოვრების გაწევას თქვენი ხსნა შეუძლია, ეს ნიშნავს რომ თქვენ ჯიუტად თვლით რომ გადარჩენა იესოს გარეშე შეგიძლიათ. იესო არის გადარჩენის ერთადერთი კარიბჭე, რა ტყუილებიც არ უნა იქადაგოს განწმენდის მოძღვრებამ იმის შესახებ თითქოს ხსნის მიღწევა, ჭეშმარიტების მიუხედავად, თქვენი საკუთარი საქმეებით და ძალისხმევით შეიძლება.
რჯულის 0.1%-ის განუხორციელებლობა იგივეა, რაც 100%-ის. ღმერთი გვეუბნება, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავემორჩილოთ მისი რჯულის 0.1%-საც კი. მათ, ვინც ფიქრობენ, რომ რჯულის დაახლოებით 5%-ს ასრულებენ და გეგმავენ ამის დროთა განმავლობაში 10%-მდე გაზრდას, არაფერი გაეგებათ საკუთარი შესაძლებლობების შესახებ და ღვთის სამართლიანობას ეურჩებან. ნუ ეცდებით ღვთის სამართლიანობის თქვენი წარმოდგენით ან ლოგიკით ჩაწვდომას. მისმა სამართლიანობამ ყველა ჩვენი ცოდვისგან გვიხსნა და გველოდება რომ ვირწმუნოთ ის, რათა ღმერთის შვილები გავხდეთ.
ღმერთი ყოვლისშემძლე და მოწყალეა, ამიტომ მან თავისი სამართლიანობით ჩვენ ერთიანად გადაგვარჩინა. ჩვენ მადლობას ვუხდით ღმერთს იესოს ნათლობისა და ჯვარზე სისხლისთვის, რომელმაც სრულიად გვიხსნა ყველა ჩვენი ცოდვისგან.