• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 6-2] იესოს ნათლისღების ნამდვილი მნიშვნელობა (რომაელთა 6:1-8)

(რომაელთა 6:1-8)
"რაღა ვთქვათ? დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლმა იმრავლოს? არამც და არამც! ჩვენ, რომელნიც მოვუკვდით ცოდვას, როგორღა ვიცოცხლოთ მასში? ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ამიტომ დავიმარხეთ მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით. ვინაიდან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას. რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები. ვინაიდან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია. და თუ ჩვენ ქრისტესთან დავიხოცენით, გვწამს, რომ მასთან ვიცოცხლებთ კიდეც"

 

რას ნიშნავს ნათლობა?


იოანეს, რომელმაც იესო მონათლა, ჩვენ იოანე ნათლისმცემელს ვეძახით. მაშ რას ნიშნავს ნათლობა? "ნათლობა" ბერძნულად არის "βάφτισμα"(ბაპტიზმა). ეს ნიშნავს "ჩაძირვას". მაგრამ ნათლობის ყველაზე არსებითი მნიშვნელობა არის "ცოდვისა და სიკვდილის წაშლა“.
ფრაზა "იყო ჩაძირული" ნიშნავს სიკვდილს. როდესაც იოანე ნათლისმცემელმა იესო მონათლა, მას მსოფლიოს ყველა ცოდვა გადაეცა და ამრიგად, მან ყველა ეს ცოდვა წაიღო და ჯვარზე მოკვდა, რათა ჩვენი ცოდვების საზღაური გადაეხადა. იესო მოკვდა ჩვენს ადგილას. სიკვდილი წარმოადგენს ცოდვის შედეგს, რადგან "ცოდვის საზღაური სიკვდილია" (რომაელთა 6:23).
ნათლობა ასევე ნიშნავს "ჩამორეცხვას". ყველა ჩვენი ცოდვა განიწმინდა, უმცირესი ცოდვის ჩათვლით, რადგან იესომ თავისი ნათლობით სამყაროს ყველა ცოდვა აიღო. ყველა ცოდვა ადამიანთა გულებში ამოიშალა, რადგან ნათლობის გზით ისინი იესოს გადაეცა.
ნათლობას აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც "ხელდადებას“. "ხელდადება" ნიშნავს "გადატანას". იოანე ნათლისმცემლისგან იესოს მიერ ნათლობის მიღება სამყაროს ყველა ცოდვის ასაღებად მოხდა. ეს იყო ღვთის ხსნის მარადიული კანონი, რომ მღვდელს ცოდვის შესაწირავზე ხელები დაესხა, რათა მეშვიდე თვის მეათე დღეს მისთვის მთელი ისრაელის ცოდვები გადაეცა.
ლევიანთა 16:21-22 ამბობს, "და დაადებს აარონი თავის ორივე ხელს ცოცხალ ვაცს თავზე, და აღიარებს მასზე ისრაელიანთა ყოველ უკანონობას და მათ ყოველ დანაშაულს და მათ ყოველ ცოდვას, და დადებს მათ ცოცხალი ვაცის თავზე, და წარგზავნის საგანგებო კაცით უდაბნოში. როცა წაიღებს ვაცი თავისი თავით უდაბურ ქვეყანაში ყველა მათ ცოდვას. და გაუშვებს ვაცს უდაბნოში". როცა აარონ მღვდელმთავარი ცოცხალი თხის თავზე ხელებს ადებდა, ის ისრაელის ყველა ცოდვას იღებდა და შემდეგ ხალხისთვის იკვლებოდა.

 

"მსხვერპლშესაწირავის თავზე ხელდადება" ძველ აღთქმაში წარმოადგენს "ნათლისღებას" ახალ აღთქმაში


ნათლობის მნიშვნელობა არის "ჩაძირვა". ის ასევე მოიცავს "დაკრძალვას, ჩამორეცხვას, ან გადაცემას“. ძველ აღთქმაში ხალხს უნაკლო ვაცები და ცხვრები მოყავდათ და ამ შესაწირავთა თავზე ხელებს ადებდნენ, რათა მათთვის თავისი ცოდვები გადაეცათ. ეს არის ახალი აღთქმის ნათლობის რიტუალის მსგავსი. ვაცს "ხელდადების" მეშვეობით მიჰქონდა ადამიანის ცოდვები, რის შემდეგაც ის იკვლებოდა. იესო იქნა მონათლული იოანე ნათლისმცემლის მიერ, რომელიც არის კაცობრიობის წარმომადგენელი, იმისთვის რომ ქვეყნიერების მთელი ცოდვა წაეღო და შემდეგ ჯვარზე ცმულიყო.
აარონი, მღვდელმთავარი და მთელი ისრაელის წარმომადგენელი, ხელებს ადებდა ვაცის თავს ისრაელიანთა ცოდვების გადასაცემად, შემდეგ კლავდა ამ ვაცს, მის სისხლს თითით იღებდა და სცხებდა სრულადდასაწველის სამსხვერპლოს რქებზე. ამიტომ, ლუკამ თქვა, რომ იოანე ნათლისმცემელი, რომელიც აარონის ოჯახში დაიბადა, იყო მთელი კაცობრიობის წარმომადგენელი, ისევე როგორც აარონი, მღვდელმთავარი, იყო მთელი ისრაელის წარმომადგენელი.
ბიბლიაში ნათქვამია: "დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი" (მათე 11:11). იოანე ნათლისმცემელს, როგორც მიწიერ მღვდელმთავარს ღვთის მარადიული წესდების შესაბამისად, ჰქონდა ნათლობის გზით იესოსთვის ერთხელ და სამუდამოდ ცოდვების გადაცემის უფლება.  იოანე ნათლისმცემელი იყო უკანასკნელი მღვდელმთავარი. როდესაც მე ამას ვიძახი, ზოგი მეუბნება: "სად წერია ბიბლიაში რომ იოანე ნათლისმცემელი მღვდელმთავარი იყო?". არა სწერია? კაცი, რომელიც ზაქარიამ შვა, იყო იოანე ნათლისმცემელი. მღვდელი აბიას წესიდან ჩამომავალი მღვდელი ზაქარია, აარონ მღვდელმთავრის შვილიშვილი, აშკარად აარონის ოჯახის შთამომავალი იყო.
ბიბლია საუბრობს აარონის შთამომავალ მღვდლების განაწილებაზე 1 ნეშტთა 24-ე თავში. მეფე დავითის მმართველობის ბოლო დღეებში ბევრი მღვდელი იყო და მათი აღნუსხვა და განწესება იყო საჭირო. ასე რომ, ისინი იქნენ აარონის 24 შვილიშვილის ოჯახების მიხედვით 24 დასად დაყოფილები. მერვე წილი დაეცა აბიას. თითოეული დასი საკურთხეველს და უფლის სახლს 15 დღის განმავლობაში ემსახურებოდა. ხოლო აბიას დასის მღვდელი ზაქარია ღვთის მიერ მისი განყოფილების მომსახურე მღვდლად იქნა არჩეული.
ლუკას 1:9-ში ნათქვამია, “მღვდელთა სამსახურის წესით, მას წილად ხვდა კმევა და შევიდა უფლის ტაძარში.” ეს გვიჩვენებს რომ იოანე ნათლისმცემელი დაიბადა აარონ მღვდელმთავრის ოჯახში და იყო უკანასკნელი მღვდელმთავარი, რომელიც მთელ კაცობრიობას წარმოადგენდა (მათე 11:11; 3:13-17). რჯულის თანახმად მხოლოდ მღვდელმთავრის ოჯახში დაბადებულ მამაკაცს შეეძლო გამხდარიყო მღვდელმთავარი. მხოლოდ ლომებს შეუძლიათ ლომის ბოკვერთა შობა. იოანე ნათლისმცემელმა მისი წინაპრის, აარონის მღვდელმთავრობა მიიღო.

 

იესოს მოციქულებმა დაამოწმეს იესოს ნათლობაზე


ყველა მოციქულმა, განსაკუთრებით პავლემ, პეტრემ, მათემ და იოანემ, დაამოწმა იესოს ნათლობაზე. მოდით შევხედოთ პავლე მოციქულის ჩვენებას, რომელიც დაწერილია ბიბლიის ტექსტის არსებულ მთავარ მონაკვეთებში. “რაღა ვთქვათ? დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლმა იმრავლოს? არამც და არამც! ჩვენ, რომელნიც მოვუკვდით ცოდვას, როგორღა ვიცოცხლოთ მასში? ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ამიტომ დავიმარხეთ მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით. ვინაიდან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას. რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები. ვინაიდან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია" (რომაელთა 6:1-7).
გალატელთა 3:27 ასევე ამბობს, "ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით". Მოდით პეტრეს მოწმობას შევხედოთ. 1 პეტრეს 3:21 ამბობს, "რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით (იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება) იესო ქრისტეს აღდგომით".
იოანე მოციქული ამბობს 1 იოანეს 5:5-8-ში, "ვინ არის სოფლის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა? ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით. მარტო წყლით კი არა, არამედ წყლითა და სისხლით. სული მოწმობს, ვინაიდან სული ჭეშმარიტებაა. რადგან სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ ცათა შინა: მამა, სიტყვა და სულიწმიდა. და ეს სამი ერთია. და სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი. და ეს სამი ერთია".
მათეს დამოწმება ჩაწერილია მათეს 3:13-17-ში. "მაშინ გალილეიდან იორდანეზე მოვიდა იესო იოანესთან, რათა მის მიერ მონათლულიყო. ხოლო იოანე აკავებდა და ეუბნებოდა: “მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?” მიუგო იესომ და უთხრა მას: “ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.” მაშინ მიუშვა იგი. ნათელღებული იესო მყისვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: “ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე."
იოანე ნათლისმცემლისგან ნათლობის მიღებით იესომ სამყაროს ყველა ცოდვა აიღო. "ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება". იესომ წაიღო წუთისოფლის ცოდვები იოანე ნათლისმცემლისგან ნათლისღებით, რაც იყო ყველაზე მართებული გზა. ამას თავად ღმერთი მოწმობს.
“ნათელღებული იესო მყისვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: “ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე." თავისი ნათლობით იესომ ყველა ჩვენი ცოდვა იტვირთა, სამი წლის განმავლობაში მოწმობდა წყლისა და სულის სახარებას, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა. ის ახლა ღვთის მარჯვნივ არის დაბრძანებული.
იესო კვლავ მოვა მათთან, ვინც მას უცოდველი ელოდება. ებრაელთა 9:28 -ში ნათქვამია: “ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვებისაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად.” თავად ღმერთმა თქვა: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე." და სულიწმიდა მოწმობს, რომ ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს ყველა ცოდვა აიღო , იყო იესო, მაცხოვარი. მაგრამ ადამიანებს არ ესმით ბიბლია, რადგან მათი სულიერი თვალები დახუჭულია. მათი სულიერი თვალები უნდა გაიხსნას და ისინი ხელახლა უნდა იშვან წყლისა და სულისგან (იოანე 3:5).
ამიტომ, ისინი ფიქრობენ რომ მხოლოდ იესო ემსახურებოდა კაცობრიობის ხსნას. მაგრამ სინამდვილეში, იესო იყო ღმერთის კრავი და მას სჭირდებოდა იოანე ნათლისმცემელი, რომელიც იყო კაცობრიობის წარმომადგენელი და რომელსაც შეეძლო მისთვის მსოფლიოს ყველა ცოდვა გადაეცა. რადგან ანალოგიურად, აარონ მღვდელმთავარი ხელებს ცოდვის შესაწირავს (ცოცხალ ვაცს) თავზე ადებდა და გადასცემდა მას ისრაელის ყველა ცოდვას. შემდეგ აარონი ათავისუფლებდა მათ ცოდვებისგან იმ შესაწირავის დაკვლით. ამრიგად, ღმერთმა იესოს წინაშე თავისი მაცნე გამოაგზავნა.


ვინ არის იოანე ნათლისმცემელი?

იოანე ნათლისმცემელი არის ღმერთის მაცნე, რომელიც ნაწინასწარმეტყველებულია მალაქიას 3:1-3-ში. უფალს სჭირდებოდა მაცნე, იოანე ნათლისმცემელი, რომელიც მთელი კაცობრიობის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. ახალ აღთქმაში იესო ქრისტემ, ღვთის ძემ, იოანე ნათლისმცემლის მეშვეობით წაიღო ყველა ადამიანის მარადიული ცოდვები და ჯვარცმულ იქნა ამ ცოდვათა საზღაურად. ძველ აღთქმაში მსხვერპლად დაკლულ ცხვრებს ცოდვები მხოლოდ შეზღუდული პერიოდის განმავლობაში მიჰქონდათ. ამიტომ, იესომ ყველა ადამიანი იხსნა მათი მარადიული ცოდვებისგან.
იესოს დაბადებამდე ორი დიდი მოვლენა მოხდა. ერთი ის იყო რომ მარიამი იესოთი დაორსულდა, და მეორე ის, რომ აბია მღვდელმთავრის დასში იოანე ნათლისმცემელი დაიბადა. ეს ორი მოვლენა მოხდა ღვთაებრივი განსაზღვრით. ეს იყო ღმერთის მიერ დაწერილი სრულყოფილი დადგმა. ღმერთმა იოანე ნათლისმცემელი სამყაროში იესომდე ექვსი თვით ადრე გამოაგზავნა, რის შემდეგ მოავლინა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყველანი გავეთავისუფლებინეთ გაჩანაგებასა და ტანჯვისაგან. ხვდებით? მოდით უფრო ღრმად ჩავხედოთ ბიბლიას.
მოდით შევხედოთ მათეს 11:7-14-ს, რომელიც იოანე ნათლისმცემელზე მოწმობს. “როცა ისინი მიდიოდნენ, იესომ დაუწყო ლაპარაკი ხალხს იოანეზე: “რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა? აბა, რისთვის გახვედით, ფაფუკად შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკად შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან. აბა, რისთვის გახვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? აბა, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც. ვინაიდან ეს ის არის, ვისზედაც დაწერილია: ‘აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე.’ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია. იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას. ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. თუ მიღება გსურთ, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს"”.
ხალხი უდაბნოში გადიოდა იოანე ნათლისმცემლის სანახავად, რომელიც შეჰყვიროდა, "მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი!" (მათე 3:2). იესომ თქვა, "რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა? აბა, რისთვის გახვედით, ფაფუკად შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკად შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან. აბა, რისთვის გახვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? აბა, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც".
ძველი აღთქმის ხანაში მეფე არ იყო წინასწარმეტყველზე უფრო ძლიერი. მეფეები ემორჩილებოდნენ წინასწარმეტყველთა ნათქვამს. ვინ იყო ძველი აღთქმის ყველა მეფეზე და წინასწარმეტყველზე უფრო ძლევამოსილი? ეს იყო იოანე ნათლისმცემელი. თვით იესომ დაადასტურა ეს. ვინ იყო მთელი კაცობრიობის წარმომადგენელი? ვინ იყო ყველა ხორციელი ადამიანის, იესოს გარდა, წარმომადგენელი? ეს იყო იოანე ნათლისმცემელი. იოანე ნათლისმცემელი იყო მთელი კაცობრიობის მიწიერი მღვდელმთავარი. ის თავად უფლის მიერ იყო არჩეული, ამ ქვეყნად მოვლენილი, და მან შეასრულა თავისი დანიშნულება.
"აბა, რისთვის გახვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? აბა, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც. ვინაიდან ეს ის არის, ვისზედაც დაწერილია: ‘აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე".
ესაიამ იწინასწარმეტყველა იერუსალიმის ომის დასრულება. ჩვენ შეგვიძლია იმის აღმოჩენა, რომ ეს წინასწარმეტყველება განხორციელდა მაშინ როცა იოანე ნათლისმცემელმა თქვა: "აჰა, ღვთის კრავი, რომელსაც მიაქვს ქვეყნიერების ცოდვა!" (იოანე 1:29). იოანე ნათლისმცემელმა დაამოწმა, რომ იესო იყო ძე ღვთისა და რომ მან წუთისოფლის ყველა ცოდვა წაიღო.
მეორე მხრივ, იესომ დაამოწმა რომ იოანე ნათლისმცემელი იყო ღვთის რჩეული მაცნე, რომელიც უნდა მოსულიყო. მათეს 11:11 ამბობს, "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი". აღმდგარა ვინმე იოანე ნათლისმცემელზე უფრო დიდი დედაკაცთაგან ნაშობთა შორის? არა. რას ნიშნავს “დედაკაცთაგან ნაშობთა შორის“? ეს ნიშნავს "მსოფლიოს ყველა ადამიანს". სიტყვები: “დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი“, ნიშნავს რომ იოანე ნათლისმცემელი იყო წუთისოფლის ყველა ადამიანის წარმომადგენელი. ის იყო მღვდელმთავარი, რადგან აარონის ოჯახში დაიბადა.


იოანე ნათლისმცემელი იყო მსოფლიოს ყველა ხალხის წარმომადგენელი

შეგიძლიათ იწამოთ, რომ იოანე ნათლისმცემელი იყო სამყაროს ყველა ხალხის წარმომადგენელი და მღვდელმთავარი, რომელმაც ყველა ჩვენი ცოდვა იესოს გადასცა, როდესაც გებულობთ რომ ღმერთმა აარონი და მისი შთამომავლები ძველ აღთქმაში სამუდამო მღვდელმსახურებად დანიშნა?
ვინ იყო მთელი კაცობრიობის წარმომადგენელი? და ვინ იყო წარმომადგენელი ყველა ხორციელი ადამიანისა, იესოს გარდა? ის იყო იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც მონათლა იესო.
"აბა, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც. ვინაიდან ეს ის არის, ვისზედაც დაწერილია: ‘აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე".
და კაცი რომელმაც დაამოწმა, "აჰა, ღვთის კრავი. რომელსაც მიაქვს წუთისოფლის ცოდვა!" (იოანე 1:29), იყო იოანე ნათლისმცემელი. 
იესომ თქვა, "იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას. ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ" (მათე 11:12-13). ეს მონაკვეთი გვიჩვენებს, რომ იესომ იოანე ნათლისმცემლისგან ნათლისღებით წაიღო სამყაროს ყველა ცოდვა და გახდა მთელი კაცობრიობის მაცხოვარი. ის ასევე გვიჩვენებს, რომ იოანე ნათლისმცემელმა იესოს სამყაროს ყველა ცოდვა გადასცა. თვით იესომ თქვა ასე. ეს ნიშნავს, რომ იოანე ნათლისმცემელმა წუთისოფლის ცოდვები გადასცა იესოს და ვინც ირწმუნებს ამ ფაქტს, ის გადარჩენილია მისი ცოდვებისგან და შევა ცათა სასუფეველში. სწორია ეს თუ არასწორი? ეს არის ზუსტად ღვთის სიტყვის თანახმად და, ამრიგად, ჩვენ, ბიბლიური ჭეშმარიტების მქადაგებლებს, შეგვიძლია მისი ღირსეულად გადმოცემა. ყოველი ვისაც ამ ჭეშმარიტების სწამს, შევა ცათა სასუფეველში.


იოანე ნათლისმცემელმა, როგორც ძველი აღთქმის უკანასკნელმა მღვდელმთავარმა, გადასცა იესოს წუთისოფლის ცოდვები 

ზაქარიამ, იოანე ნათლისმცემლის მამამ, უფლის ანგელოზისგან მოისმინა. მოდით განვიხილოთ ზაქარიას მისი შვილის შესახებ დამოწმება. განა მამა მისის მოწმობა ყველაზე ზუსტი არაა? ვნახოთ მისი მოწმობა, რომელიც ფსალმუნის გალობის სახით არის მოცემული: “მამამისი ზაქარია აღივსო სულიწმიდით და წინასწარმეტყველებდა და ამბობდა: “კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რადგან მოხედა თავის ხალხს და გაუმზადა მას გამოსყიდვა. აღგვიდგინა რქა ხსნისა თავისი მსახურის, დავითის სახლში, როგორც ელაპარაკებოდა ძველთაგანვე თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისა და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან; წყალობას უყოფდა ჩვენს მამებს და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას; ფიცს, რომლითაც შეჰფიცა ჩვენს მამას, აბრაამს, რომ შეგვაძლებინებდა ჩვენ, ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილთ, უშიშრად გვემსახურა მისთვის სიწმიდით და სიმართლით მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლე. და შენ, ყრმაო, დაგერქმევა მაღლის წინასწარმეტყველი, ვინაიდან იწინამძღვრებ უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად, რომ მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა მათი ცოდვების მიტევებით, ჩვენი ღვთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლიდან, ბნელში და სიკვდილის ჩრდილში მსხდომარეთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა წასამართავად სამშვიდობო გზაზე.” ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა, და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა" (ლუკა 1:67-80).
მამამისმა იწინასწარმეტყველა, თუ რა სახის წინასწარმეტყველი და მღვდელი გახდებოდა იოანე. ვნახოთ, რა უწინასწარმეტყველა მან თავის შვილს. “და შენ, ყრმაო, დაგერქმევა მაღლის წინასწარმეტყველი, ვინაიდან იწინამძღვრებ უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად, რომ მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა მათი ცოდვების მიტევებით, ჩვენი ღვთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლიდან, ბნელში და სიკვდილის ჩრდილში მსხდომარეთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა წასამართავად სამშვიდობო გზაზე” (ლუკა 1:76-79)
ბიბლია აქ თვალნათლივ ამბობს, "რომ მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა მათი ცოდვების მიტევებით".  ვინ გვაძლევს ჩვენ ხსნის ცოდნას? ლუკას 1:76 გვიჩვენებს რომ ეს არის იოანე ნათლისმცემელი. ჩვენ ვიცნობთ იესოს და გვწამს მისი იოანე ნათლისმცემლის მოწმობის გამო, იმაზე რომ იესო ქრისტე ცოდვილებს მათი ცოდვებისგან იხსნიდა, როცა ის იოანესგან ცოდვების ასაღებად მოინათლებოდა, რაც მოხდა ყველაზე სამართლიანი და მართებული გზით. იოანე ნათლისმცემელი "მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით. იგი არ იყო ნათელი, არამედ რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ" (იოანე 1: 7-8).


ჩვენ ხსნა უნდა მივიღოთ

ჩვენ უნდა მივიღოთ გამოსყიდვა იმის რწმენით რომ იესომ, იოანე ნათლისმცემლისგან ნათლობის მიღებით, სამყაროს ყველა ადამიანი ყველაზე სამართლიანი და შესაფერი გზით იხსნა. ღვთის სამართლიანობა ამბობს, რომ იესო მოვიდა ამ ქვეყნად ადამიანის ხორცის მსგავსებაში, იოანე ნათლისმცემლის მიერ მონათვლით ყველა ცოდვილი მათი ცოდვებისგან ყველაზე სამართლიანი და მართებული გზით იხსნა და თავისი ჯვარცმის შემდეგ აღდგა მკვდრეთით. ღვთის სამართლიანობა შენახულია წყლისა და სულის სახარებაში.
ღვთის სამართლიანობა, რომელიც სახარებაშია გაცხადებული, გვასწავლის, რომ იესო კაცის მსგავსებაში იქნა მოვლენილი, ნათელ იღო, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით. ჩვენ ვირწმუნეთ იესო იოანე ნათლისმცემლის მოწმობის საფუძველზე და ყველა ჩვენი ცოდვისგან იესოს სამართლიანობის რწმენით ხსნა მივიღეთ. ყველა ადამიანის ცოდვა ამოიშალა და მათ აქვთ საუკუნო სიცოცხლე იესო ქრისტესადმი რწმენით იოანე ნათლისმცემლის მეშვეობით. მათ საჩუქრად მიიღეს სულიწმიდა, რომელიც ადასტურებს რომ ისინი ღვთის შვილები არიან.