• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 6-3] გადაეცით თქვენი ასოები ღმერთს სიმართლის იარაღად (რომაელთა 6:12-19)

(რომაელთა 6:12-19)
"მაშ, ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათა მორჩილებად. ნურც მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის იარაღად, არამედ წარუდგინეთ ღმერთს თავნი თქვენნი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებულნი, და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს. ვინაიდან ცოდვა ვეღარ იბატონებს თქვენზე, რადგან თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ხართ. მაშ, ახლა რა? ხომ არ ვცოდოთ, რაკი რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ვართ? არამც და არამც! ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თქვენს თავს მისცემთ მონებად მორჩილებისათვის, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით: ან ცოდვისა სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა სიმართლისათვის. ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ, ადრე ცოდვის მონები, შემდგომ გულით დაემორჩილეთ იმ სახის მოძღვრებას, რომელსაც თქვენი თავი გადაეცით. გათავისუფლდით რა ცოდვისაგან, სიმართლის მონები გახდით. ადამიანურად ვამბობ თქვენი ხორცის უძლურების გამო. როგორც გადასცემდით თქვენს ასოებს მონებად უწმიდურებას და ურჯულოებას ურჯულოებისთვის, ასევე ახლა გადაეცით თქვენი ასოები მონებად სიმართლეს - განსაწმედელად".

 

ჩვენ არ შეგვიძლია ცოდვაში ყოფნის გაგრძელება უფრო მეტი მადლის მისაღებად 


რომაელთა მე–6 თავში პავლე მოციქული გვეუბნება თუ როგორ უნდა იცხოვრონ მართლებმა ცოდვებისგან დახსნის შემდეგ. ის კვლავ განმარტავს „რწმენას“ იესოს ნათლობით. ჩვენი ცოდვები ერთხელ და სამუდამოდ მოგვეტევა ნათლობის, ჯვრის და იესოს აღდგომის რწმენით.
ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ ღვთის სამართლიანობით და ხსნით სავსენი იესოს ნათლობის გარეშე. ნათლისღებისას იესოს ყველა ჩვენი ცოდვა რომ არ წაეღო, ჩვენ ვერ ვიტყოდით ცოდვათა მიტევების შემდეგ რომ ვართ მართალნი.
ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მართლები ვართ, რადგან ყველა ჩვენი ცოდვა გადავიდა იესოზე და რადგან ის ყველა ჩვენი ცოდვისათვის ჯვარს ეცვა და მსჯავრი მიიღო. რომაელთა მე–6 თავი გვასწავლის რწმენით ხსნას და მართალთა პრაქტიკულ ცხოვრებას. ის ამბობს: “რაღა ვთქვათ? დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლმა იმრავლოს? არამც და არამც!” (რომაელთა 6:1). წინა მონაკვეთში ის ამბობს: “ხოლო სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი, რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ”. (რომაელთა 5:20-21). მსოფლიოს ცოდვები ვერასდროს აღემატება ღმერთის სიყვარულს და სამართლიანობას, რაც არ უნდა მძიმე იყოს ისინი. ჩვენი ცოდვები იქნა მიტევებული ღვთის სიყვარულით და სამართლიანობით, ჭეშმარიტი სიტყვისადმი რწმენით.
ბიბლია ამბობს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავაგრძელოთ ცოდვა, რათა მადლი გაუხვდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ვინც ხორცში ვცხოვრობთ, მივიღეთ ყველა ჩვენი ცოდვის მიტევება. “ჩვენ, რომელნიც მოვუკვდით ცოდვას, როგორღა ვიცოცხლოთ მასში? ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ამიტომ დავიმარხეთ მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით” (რომაელთა 6:2-4).

 

ჩვენ იესოსთან ერთად დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით


ჩვენი ძველი კაცი იესოსთან ერთად ჯვარს ეცვა. ეს ნიშნავს რომ ჩვენ ცოდვისთვის მკვდრები ვართ. ყველა ჩვენი ცოდვა გადაეცა იესოს და ის ჩვენს ადგილას მოკვდა. ამიტომ, იესოს სიკვდილი ცოდვისთვის ჩვენს სიკვდილს ნიშნავს. “ამიტომ დავიმარხეთ მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით.” ჩვენი ძველი ხორციელი ადამიანი მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით დაიმარხა.
უფალმა თავისი ნათლობით ჩვენი ცოდვები აიღო და ჯვარზე ცოდვილთა ნაცვლად მოკვდა. ის ბუნებით უცოდველი იყო. მაგრამ მან თავის თავზე ცოდვილთა ყველა ცოდვა იტვირთა და მათ ადგილას გასამართლდა. გწამთ ამის? თავად მას არ სჭირდებოდა განკითხვა, მაგრამ ჩვენ, ცოდვილნი, განვისაჯეთ მასში, რადგან იესო ქრისტეში მოვინათლეთ.
პავლე მოციქულმა დიდი ყურადღება დაუთმო იესოს ნათლობას. ჩვენ ასევე ვქადაგებთ იესოს ნათლობის შესახებ. არაა შეცდომა მისი ნათლობის შესახებ ერთგულებით ქადაგება. იესომ თავისი ნათლობით ცოდვილთა ცოდვები წაიღო და მოკვდა მათთვის ისევე, როგორც ძველი აღთქმის ხანაში ცოდვილი თავის ცოდვებს შესაწირავის თავზე გადასცემდა და კლავდა მას.
იოანე ნათლისმცემელმა მონათლა იესო, ღვთის კრავი. მან სამყაროს ყველა ცოდვა თავის თავზე აიღო როცა მოინათლა, როგორც ცოდვის შესაწირავი. ამიტომ, მისი სიკვდილი იყო ჩვენი და ყველა მორწმუნის სიკვდილი. ყველა, ვინც მოინათლა იესო ქრისტეში, მასთან ერთად დაიმარხა. მას ვინც იესოში არ არის მონათლული, არც გადარჩენა შეუძლია, არც რწმენა, არც საკუთარი თავის უარყოფა და არც წუთისოლის ძლევა.
მხოლოდ იმ ადამიანმა, ვისაც იესო ქრისტეს ნათლობის სწამს, იცის, რომ ის თავად იესოში ჯვარზე მოკვდა. ეს ადამიანი მეფობს, ამარცხებს წუთისოფელს და უარყოფს საკუთარ თავს. მას შეუძლია დაეყრდნოს ღვთის სიტყვას და სწამდეს იგი. მხოლოდ ისინი, ვისაც სწამთ, რომ იესოს ნათლობა არის უცილობელი გზა წუთისოფლის ყველა ცოდვის ასაღებად, მიიღებენ ცოდვათა მიტევებას, ანუ მის სრულყოფილ ხსნას.
ცოდვების მიტევების მეშვეობით გადარჩენის არსი არის იესის ნათლობა და მისი სისხლი. იესოს ცოდვილთა ცოდვები თავისი ნათლობით რომ არ აეღო, მის სიკვდილს არანაირი კავშირი არ ექნებოდა ჩვენს ხსნასთან. ხსნის ბირთვი არის იესოს ნათლობა. მსოფლიოს ყველა ცოდვა იესოს გადაეცა, როდესაც იგი იოანე ნათლისმცემელმა მონათლა.


ჩვენ ვცხოვრობთ ღმერთთან ერთად და დავდივართ სიცოცხლის განახლებით

პავლე მოციქული ამბობს: "ჩვენ დავიმარხეთ მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით" (რომაელთა 6:4). ყველას, ვინც იესო ქრისტეში მოინათლა, აქვს რწმენით გამოსყიდვა, მასში დაიმარხნენ და მასშივე აქვთ სიცოცხლის განახლება. ეს დიადი რწმენაა. მისი ნათლობის რწმენა არის რწმენა, რომელიც მყარ ნიადაგზეა დამკვიდრებული.
"ამიტომ დავიმარხეთ მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით. ვინაიდან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას" (რომაელთა 6:4-5). იესოს ნათლობის რწმენით ჩვენ ღმერთთან გაერთიანება შეგვიძლია.
ახლა მათ ვისაც იესო ქრისტე სწამთ, შეუძლიათ სიცოცხლის განახლებით სიარული. ჩვენი ძველი კაცი, რომელიც ხელახლა შობამდე არსებობდა, მოკვდა, ჩვენ კი განვახლდით და ახლა შეგვიძლია ახალი საქმეების კეთება, ახალი გზებით სიარული და ახალი რწმენით ცხოვრება. ხელახლა შობილი ადამიანი აღარ ცხოვრობს ძველი ცხოვრების წესით და აზროვნებით. მიზეზი, რის გამოც ჩვენ ჩვენი ძველი აზროვნება უნდა უარვყოთ, არის ის რომ ჩვენი ძველი ადამიანი ჯვარზე იესო ქრისტესთან ერთად მოკვდა.
2 კორინთელთა 5:17-ში ნათქვამია: “ძველმა განვლო და ახლა ყოველივე ახალია”. უფალი მოინათლა მდინარე იორდანეში ჩვენი ცოდვების მოსაშორებლად, ჯვარს ეცვა და მკვდრეთით აღდგა. ამრიგად, მან იხსნა ყველა ცოდვილი მათი ცოდვებისაგან, რათა მათ სიცოცხლის განახლებაში სიარული შეეძლოთ. ჩვენი ძველი "ნივთები", როგორიცაა უბედურება, გულქვაობა, სიმწარე და დაჭრილი გულები, გარდასულია. ახლა ჩვენი ახალი ცხოვრება დაიწყო. ხსნა არის ჩვენი ახალი ცხოვრების ამოსავალი წერტილი.
ღმერთმა უთხრა ისრაელის ხალხს რომ აღესრულებინათ პასექი მას შემდეგ, რაც ეგვიპტედან გამოვიდნენ და ქანაანის ქვეყანაში შევიდნენ. ეგვიპტედან გამოსვლა ცოდვებისგან გადარჩენის სიმბოლოა. ღმერთმა უთხრა ისრაელის ხალხს: "უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს ეგვიპტის ქვეყანაში: "თვეთა დასაბამად იყოს თქვენთვის ეს თვე; პირველი იყოს ის თქვენთვის წლის თვეებში. ასე უთხარით ისრაელის ყოველ თემს: ამ თვის მეათე დღეს აიყვანოს თავისთვის თითოეულმა თითო კრავი ოჯახზე, თითო კრავი სახლეულზე. და თუ კრავის შესაჭმელად მცირერიცხოვანია სახლეული, მაშინ შეუამხანაგდეს კარის მეზობელს სულადობისამებრ; ივარაუდეთ, ვინ რამდენს შეჭამს. უნაკლო, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი. შენახული გყავდეთ ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე და მწუხრის ჟამს დაკლას იგი ისრაელის თემის მთელმა კრებულმა. აიღონ მისი სისხლი და სცხონ კარის ორივე წირთხლს და ზედა ძელს, სადაც უნდა ჭამონ. იმ ღამეს ჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი; ხმიადებით და მწარე მწვანილეულით ჭამონ იგი. არ ჭამოთ უმი ან წყალში მოხარშული, არამედ ცეცხლზე შემწვარი - თავფეხიანად და შიგნეულიანად. დილისთვის ნურაფერს მოირჩენთ; თუ დარჩა რამე - ცეცხლში დაწვით. ასე ჭამეთ - წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხსაცმელი გეცვათ, კვერთხი ხელში გეჭიროთ, აჩქარებით ჭამეთ; ეს საუფლო პასექია""(გამოსვლა 12: 1-11). უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთმა უბრძანა მათ აღდგომის დღესასწაულზე ცხვრის ხორცი უფუარი პურით და მწარე მწვანილებით მიერთვათ.
ცოდვებისგან დახსნის შემდეგ ადამიანის ცხოვრებაში ბევრი სიმწარეც იქნება. მწარე მწვანილი წარმოადგენს საკუთარი თავის უარყოფას. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნად არსებობს გაჭირვება, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ქრისტესთან ერთად დავიმარხეთ. "ვინაიდან, ის რომ მოკვდა, ერთხელ მოკვდა ყველა ცოდვისათვის, ცოცხალი კი, ღვთისათვის ცოცხლობს. თქვენც ასევე ჩათვალეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღვთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში" (რომაელთა 6:10-11).
ეს არის გული რომელიც იესოსთან არის შერწყმული. ჩვენ ვუერთდებით იესოს მისი ნათლობის, ჯვრის და აღდგომის რწმენით, რომელიც მან აღასრულა. მისი მსახურება მოიცავს მის შობას, იოანე ნათლისმცემლისგან ნათლისღების მიღებას, ჯვარცმას, აღდგომას, ამაღლებას და მის მეორედ მოსვლას მკვდრების განსაკითხად. ყოველივე ამის რწმენა არის ჭეშმარიტი რწმენა, ანუ ხსნის, სამსჯავროს და ღვთის სამართლიანობის რწმენა.
რომაელთა 6:10 ამბობს, "ვინაიდან, ის რომ მოკვდა, ერთხელ მოკვდა ყველა ცოდვისათვის". იესოს ჩვენი ცოდვები ორ ცალკე ინტერვალად არ ამოუშლია. იესომ ერთდროულად აღმოფხვრა წუთისოფლის ცოდვები. რომაელთა 6:10-11-ში ნათქვამია, "ვინაიდან, ის რომ მოკვდა, ერთხელ მოკვდა ყველა ცოდვისათვის, ცოცხალი კი, ღვთისათვის ცოცხლობს. თქვენც ასევე ჩათვალეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღვთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში". ჩვენ ნამდვილად მოვუკვდით ცოდვას მაგრამ ვცოცხლობთ ღმერთისთვის. ამჟამად, ჩვენ ღმერთისთვის ვართ ცოცხლები. ჩვენ გვაქვს ახალი სიცოცხლე და გავხდით ახალი არსებანი.
“მაშ, ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათა მორჩილებად. ნურც გადასცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უმართლობის იარაღად, არამედ ღმერთს გადაეცით თქვენი თავი, როგორც მკვდართაგან გაცოცხლებულებმა და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს. ვინაიდან ცოდვა ვეღარ იბატონებს თქვენზე, რადგან თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ხართ.” (რომაელთა 6:12-14).
“ვინაიდან ცოდვა ვეღარ იბატონებს თქვენზე, რადგან თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ხართ”. ჩვენ არ გვაქვს ცოდვა გამოსყიდვის შემდეგ, რა სუსტი მხარეებიც არ უნდა გამოვლინდეს ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ნაკლოვანებები, რადგან ჯერ კიდევ ხორცში ვცხოვრობთ. მაგრამ ცოდვას არ ექნება ჩვენზე ბატონობა. ჩვენზე აღარ არის მსჯავრი, რადგან ჩვენ იესოს ნათლობის რწმენით და ამ ცოდვების მისი სისხლით განკითხვით მეშვეობით ჩვენი ცოდვების მიტევება მივიღეთ, რაც არ უნდა სუსტები ვიყოთ. ჩვენი ყოველგვარი უსამართლობაც ცოდვა იყო.
ის რომ ცოდვას არ შეუძლია ჩვენზე ბატონობა, სიმართლეა. ღმერთმა მართალი ისეთად შექმნა, რომ მასზე ცოდვა აღარ გაბატონებულიყო. უფალმა იესოს ნათლობით ერთხელ და სამუდამოდ ჩამორეცხა ჩვენი ცოდვები, რათა ცოდვა ჩვენ არ დაუგვფლებოდა, რაოდენ სუსტებიც არ უნდა ვყოფილიყავით. მან ცოდვის საზღაური ჯვარზე გადაიხადა. მორწმუნეები ცოდვის გარეშე არიან, რადგან უფალმა დაფარა ცოდვის საღაური.
მართალნი ხედავენ, რომ მათში ბევრი სისუსტე და უსჯულოება ვლინდება, მაგრამ ცოდვას არ შეუძლია მათზე ბატონობა და მათზე მსჯავრი არ არსებობს, როცა ისინი რწმენით უფალს ეყრდნობიან. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია სიცოცხლის განახლებით სიარული.


გადაეცით თქვენი ასოები ღმერთს სიმართლის იარაღად

უფალმა დალოცა მართლები, რათა ყოველდღე განახლებული ცხოვრებით ეცხოვრათ. მაგრამ შეუძლიათ მათ ცოდვაში დარჩენა? რა თქმა უნდა არა. რომაეთლა 6:13 ამბობს, "ნურც გადასცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უმართლობის იარაღად, არამედ ღმერთს გადაეცით თქვენი თავი, როგორც მკვდართაგან გაცოცხლებულებმა და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს".
“ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ, ადრე ცოდვის მონები,.. ”. ჩვენ ბუნებით ცოდვის მონები ვიყავით და გაწაფული ვიყავით ცოდვების ჩადენაში, მაგრამ ბიბლია ამბობს, “ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ, ადრე ცოდვის მონები, შემდგომ გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც გადაეცით თქვენი თავი. გათავისუფლდით რა ცოდვისაგან, სიმართლის მონები გახდით.” (რომაელთა 6:17-18).
ჩვენ, ვინც გავხდით მართლები, გავთავისუფლდით ცოდვისგან და გავხდით ღვთის სიმართლის მონები, რომლებსაც მადლით მართლებად ყოფნა შეუძლია. ჩვენ მთლიანად გავთავისუფლდით ცოდვისგან და მოგვეცა მართლებად ყოფნის უნარი. ჩვენ გავხდით მართლები, რომლებსაც მისი სამართლიანობისთვის შრომა ძალუძთ.
მაგრამ ჩვენს ხორცს რა ვუყოთ გამოსყიდვის შემდეგ? როგორ უნდა მოვიქცეთ ხორცში, მას შემდეგ რაც ხსნა მივიღეთ? ბიბლია ამბობს, “ახლა ასევე გადაეცით თქვენი ასოები მონებად სიმართლეს - განსაწმედად.” (რომაელთა 6:19). რას აკეთებს ხორცი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცოდვებისგან ვართ დახსნილი? ხორცი ჩვეულებრივ ცოდვაში ვარდება, მაშინაც კი, როცა ჩვენს გულში ცოდვა აღარაა. ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია ცოდვაში ჩავარდნისგან თავის დაღწევა, ჩვენი ხორცის სამართლიანობის მონად წარდგენით. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ უნდა გადავცეთ ჩვენი ხორცი სამართლიანი საქმეების საკეთებლად, რადგან ჩვენ მართალნი გავხდით.


ჩვენ უნდა გავიწაფოთ ღვთისმოსაობაში

ვართ ჩვენ უცოდველნი, ხორცის სისუსტის მიუხედავად, მას შემდეგ რაც ხსნა მივიღეთ? უეჭველია, რომ მათთვის, ვისაც სწამს იესოს ნათლობა, ჯვარი, აღდგომა, მეორედ მოსვლა და იესოს უკანასკნელი სამსჯავრო, ცოდვა არ არსებობს. ისინი უცოდველნი არიან. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ხორცი უნდა მივუძღვნათ სამართლიან საქმეებს, ისევე როგორც ჩვენს გულებსაც სურს სიმართლის კეთება. ამასთანავე, ხორცი არ არის გამოსადეგი სამართლიანობისთვის შრომაში. ამიტომ, 1 ტიმოთეს 4:7-ში ნათქვამია: "ღვთისმოსაობაში გაიწაფე". ჩვენ უნდა გავიწაფოთ ღვთისმოსაობაში.
ეს მოკლე დროში არ მიიღწევა. როცა სახარების ბუკლეტებს ვავრცელებთ, შეიძლება მორიდებულად ვიგრძნოთ თავი, ნაცნობი თუ შეგვხვდა. შესაძლოა უხერხულობის გამო მათთვის თვალის არიდება ვცადოთ და სახლში დავბრუნდეთ. მაგრამ სცადეთ ამის რამდენჯერმე გაკეთება, აზრით, “ჩემი ძველი კაცი უკვე მკვდარია”, და შემდეგ შემართებულად უთხარით: “შენ ჯოჯოხეთში წახვალ, გამოსყიდვა თუ არ გაქვს, ამიტომ აიღე ეს ბროშურა და წაიკითხე, რათა გამოსყიდვა მიიღო!”. როცა ამგვარად იქცევით, ამით თქვენს ხორცს სიმართლის იარაღად წარადგენთ.
რომაელთა მე–6 თავი გვეუბნება რომ ჩვენი ასოები განსაწმენდათ სიმართლეს მონებად გადავცეთ. ჩვენ უნდა წარვადგინოთ ჩვენი სხეულები, როგორც სიმართლის მონები. ჩვენ ეს ბევრჯერ უნდა გავაკეთოთ. ეს არ მიიღწევა მოკლე დროში. ჩვენ ისევ და ისევ უნდა ვეცადოთ. ჩვენ მივხდებით რამდენად საინტერესოა ეკლესიის დასწრება, თუ ამის გაკეთებას ვეცდებით. ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ: “მე მწამს, მაგრამ ჩემი რწმენით სახლში მინდა დავრჩე. მე ნამდვილად ვიცი თუ რას იქადაგებს ჩემი მოძღვარი”. ადამიანის ხორციც და გულიც ეკლესიაში უნდა იყოს. რწმენა იზრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენს ასეობს მონებად სიმართლეს გადავცემთ.
ჩვენი ასოები სამართლიანობის საქმეებს უნდა გადავცეთ. ხვდებით რასაც ვამბობ? ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ შეკრებებს და ლიდერებთან შეხვედრას. მაშინაც კი როცა საყიდლებზე მიდიხართ, ჯობს შემოიაროთ ეკლესიაში, კარი გააღოთ და თქვათ: "მე საყიდლებზე მივდიოდი, თქვენთან რა ხდება?" ეკლესიაში ხშირად მისვლა ნიშნავს თქვენი ასოების სიმართლისთვის მონებად გადაცემას.
მაშინ ეკლესიის ლიდერი იტყვის: "დაო, ერთი რამ მინდა გთხოვო, შეგიძლია ეს დაალაგო?"
"კი ბატონო!"
"და გთხოვ, ამ საღამოს აუცილებლად მოდი"
"რისთვის?" 
"ჩვენ საღამოს ახალგაზრდული საეკლესიო კრება გვექნება" 
"კარგით, მოვალ!"
ამ ქვეყნად მუდამ დაკავებული ვართ, მაგრამ სად უნდა წარვადგინოთ ჩვენი ხორცი პირველ რიგში, როდესაც წუთისოფლის ხალხი მათ შეხვედრების დასწრებას გვთხოვს?
ჩვენ ჩვენი თავი ეკლესიას უნდა წარვუდგინოთ. ჩვენ უნდა დავესწროთ ეკლესიას, თუმცა ჩვენი კომპანიის თანამშრომლებთან ერთად სადილზე ვიყავით დაპატიჟებული. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის რომ ჩვენი ხორცი რესტორანში იყოს, მაშინ როცა ჩვენი გული ეკლესიაშია. თუ ჩვენ გამოვსტაცებთ ჩვენს ხორცს წუთისოფელს და მას ეკლესიაში ვამყოფებთ, ჩვენი ხორციც და გულიც კომფორტულად იქნება. როგორ ფიქრობთ? თუ თქვენი სხეული სხვა ხორციელ ადგილებში ივლის, თქვენ უნებლიედ ღმერთის მტრები გახდებით, მიუხედავად იმისა რომ თქვენს გულს ეკლესიასთან ერთობა სწყურია.


სულის მეშვეობით ჩვენ ხორცი უნდა გავწვრთნათ

ჩვენ უნდა გადავცეთ ჩვენი სხეულები სიმართლის მონებად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხორცი სრულყოფილია. ჩვენ ისევ და ისევ უნდა წარვუდგინოთ ჩვენი ასოები სამართლიან საქმეებს, თუმცა ჩვენს ხორცს თავისი სურვილების დაკმაყოფილების მიდრეკილება აქვს. ჩვეულებრივ, ჩვენ ნაცნობი გზით მივდივართ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რის მონებად წარვადგენთ ჩვენს ხორცს.
პავლე მოციქული ამბობს: "ღმერთს გადაეცით თქვენი თავი, როგორც მკვდართაგან გაცოცხლებულებმა და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს". ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გაწვრთნით თქვენს ხორცს. თუ თქვენ ხორცს დასალევად დაიმორჩილებთ, ხორცი ავტომატურად დასალევად წავა. შედეგად, ხორცი სასწრაფოდ ბარში გაემგზავრება, როცა ეკლესიაში ხართ. თუ ბარში ზიხართ, გული ტკივილს გრძნობს. მაგრამ თუ ზიხართ ეკლესიაში, თქვენი გული კომფორტულადაა, თუმცა ხორცს შეიძლება ეს არ მოსწონდეს.
ხორცსაც გააჩნია პიროვნული ხასიათი. ხორცი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად იქნა ის გულის მიერ მოთვინიერებული. ხორცი ამბობს: "მე მიყვარს ალკოჰოლი", როცა სმას ვეტანებით. მაგრამ როცა არ ვსვავთ, ხორცი ამბობს: “მე ამას ვერ ვიტან”. რატომ? იმიტომ, რომ ხორცი მოთვინიერებული არაა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გავწვრთნით ჩვენს ხორცს, თუმცა ჩვენი გული უკვე განწმენდილია. სულიწმინდა ზრუნავს ჩვენს გულებზე. სულიწმიდა მაინც გვინახავს, მიუხედავად იმისა რომ ეკლესიის გარეთ ვართ. მაგრამ ჩვენ ახლა უნდა გადავცეთ ჩვენი ხორცის ასოები მონებად სიმართლეს განსაწმენდად. ასე რომ, ისევ და ისევ გააგრძელეთ ეკლესიის დასწრება.
დახსნილებმა უნდა ივარჯიშონ ღვთისმოსაობაში. ბიბლია გვეუბნება რომ დავემორჩილოთ ღვთის სიტყვას და მივყვეთ მას. მიზეზი, რის გამოც ჩვენ ღვთის სიტყვით უნდა ვიხელმძღვანელოთ, არის ის რომ ჩვენ ყოველთვის ხორცის გულისთქმების კეთება გვსურს და ვფიქრობთ რომ ჩვენი ხორცი ჩვენ გვეკუთვნის. იმის გამო რომ ჩვენი სურვილებისამებრ დავდივართ საყიდლებზე, ვცეკვავთ და ვსვამთ, ჩვენთვის ძალიან ძნელია ეკლესიაში ჯდომა და ღვთისმსახურებაზე კონცენტრირება. ამიტომ, ეკლესიის ლიდერმა უნდა წარგვიძღვას. "დაჯექით აქ და მოუსმინეთ ღვთის სიტყვას.” - "კარგი."
ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენი, თუმცა ქადაგების მოსმენა შეიძლება მოგვბეზრდეს და გავიფიქროთ: "აქ ისევ მოთმინებით უნდა ვიჯდე. რატომ ვარ ასე მოწყენილი, თუმცა ადრე 3 საათის განმავლობაში ბარში შემეძლო ჯდომა? რატომ არ შემიძლია აქ თუნდაც ერთი საათით გაჩერება? სულ რაღაც ერთი საათი გავიდა მას შემდეგ რაც ქადაგება დაიწყო! ადრე ბარში 5 საათია ვსვამდი და 20 საათიც კი შესვენების გარეშე პოკერს ვთამაშობდი".
ეს ყველაფერი დამოკიდებულია ხორცის მოთვინიერებაზე. ხორცს, რომელიც ეკლესიაში ჯდომას არის მიჩვეული, სძულს ბარში წასვლა. თუმცა იმ ადამიანისთვის, ვინც ხორცი დალევისთვის გაწვრთნა, ეკლესიაში ჯდომა ჯოჯოხეთს ემსგავსება. თქვენ მხოლოდ რამოდენიმე დღე უნდა გაძლოთ და მოთმინების შესწავლას შეძლებთ. ეს საკმაოდ ძნელია მანამდე სანამ თქვენს ხორცს არ მოითვინიერებთ. ჩვენ ეკლესიაში უნდა გავატაროთ მეტი დრო, მაშინ როცა ჩვენი დროის სხვა რამეებზე დახარჯვა გვსურს.
ჩვენ ვატარებთ დროს ეკლესიაში, ვესაუბრებით ლიდერებს, ძმებს და დებს, ჩვენი ხორცის მოსათვინიერებლად. მე ისე კომფორტულად ვარ ეკლესიაში და არაფერია მანდ რაც მე მაცდუნებს. მაგრამ ქუჩაში რომ გავდივარ, უამრავი მაცდუნებელი რამაა! ირგვლივ ბევრი ცდუნებაა, როგორიცაა მაღაზიების ვიტრინებში ტანსაცმელი, და ა.შ. როცა ამას ყველაფერს ვათვალიერებ, სახლში მისასვლელად ზოგჯერ 2 საათს ვუნდები და საბოლოო ჯამში შეილება გზაც ამებნეს.
რამე უცნაური თუ გამოჩნდა, მე იმის სანახავად მივდივარ. მოგვიანებით ვხვდები: "სახლში როდისღა უნა მივიდე? ვინმემ გეთაყვა სახლამდე მიმიყვანეთ". ამიტომ, სახლისკენ მიმავალ გზაზე ადგილიდან ადგილზე ნუ იხეტიალებთ. ღვთისმსახურების შემდეგ ჩვენ პირდაპირ სახლში უნდა გავეშუროთ, ან გამოვიყენოთ ეკლესიის ავტობუსი და პირდაპირ ჩვენს დანიშნულების ადგილას მივიდეთ. თუ იტყვით, "ნუ გამომივლით ეკლესიაში წასასვლელად. მე იქ ჩემით მივალ. მე ორი ძლიერი ფეხი გამაჩნია და არ მჭირდება ეკლესიაში ავტობუსით სიარული",- შესაძლოა ცდუნების მსხვერპლად ჩავარდეთ. ეკლესიაში მისასვლელად და ღვთისმსახურების დასრულებისთანავე სახლში დასაბრუნებლად მათი ავტობუსის გამოყენების საშუალებისთვის მადლობელი უნდა იყოთ. უსარგებლო რამეებზე ნუ წუხდებით. უმჯობესი იქნება რომ სახლში მისვლის შემდეგ წაიკითხოთ ბიბლია და ილოცოთ, სანამ ძილს გაუდგებით. 
თქვენთვის ბევრად უკეთესი იქნება ასეთი ცხოვრება. კაცმა შეიძლება იფიქროს: „მე მყარი რწმენა მაქვს. ცოდვა არ მაქვს. ერთი რამე საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცო. ბარში რომც წავიდე, არ დავლევ. ხომ სწერია: სადაც ცოდვამ იმრავლა, გაუხვდა მადლიო. მე მადლით ვარ სავსე". თუ ის ასე ფიქრობს და ბარში მიდის, მისი მეგობარი ეტყვის:” ჰეი, მოდი, დალიე".
”არა, ოდესმე გინახავ, რომ დამელია? მე სმას თავი დავანებე. ”
"კაი ახლა, დალიე!"
"არა".
"ერთ ჭიქა ღვინოსაც არ დალევ?”
მეგობარი ღვინოს ჭიქაში უსხამს და მას აწვდის. ის ფიქრობს: "მე სოდას ვსვამ, შენ კი ალკოჰოლის დალევით მაცდუნებ". შემდეგ ის იხსენებს დიდი ხნის წინ დალეულს, და ფიქრობს: "ისე, რა სასიამოვნო იქნებოდა. შემომთავაზებ კიდევ ერთხელ ღვინოს? მხოლოდ ერთ ჭიქას დავლევ". და ის სწრაფად ამთავრებს თავის სოდას.
მაშინ მისი მეგობარი ხვდება, რომ მას დალევა სურს და ცარიელ ჭიქაში ღვინოს უსხავს. ”საკმაოდ რბილი სასმელია. შეგიძლია კოქტეილის სახით დალიო. ”
"არა, ეს არ უნდა გავაკეთო. ხომ იცი რომ მე იესოს მორწმუნე ვარ?” თუმცა, საბოლოო ჯამში ის სვამს იმ ჭიქა ალკოჰოლს და მისი მეგობარიც ხედავს, რომ ის საკმაოდ კაი მსმელია.
"უბრალოდ დღეს დალიე და ეგაა".
"კარგი. დღეს დავლევ, მაგრამ იცოდე, შენ იესო უნდა დაიჯერო, გამიგე? თუმცა ვსვავ, მე ცოდვა არ მაქვს. შენ გაქვს ცოდვა თუ არა? შენი ცოდვებისგან ხსნა უნდა მიიღო!"


ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ რას ვუმორჩილებთ ჩვენს ხორცს

ადამიანები ასეთები არიან. ამაში არაფერია განსაკუთრებული. მთავარია ისაა, სად წარვადგენთ ჩვენს ხორცს. გადაეცით თქვენი ასოები სამართლიანობის მონებად, განსაწმენდად. გადაეცით თქვენი ხორცი სიწმინდეს, რადგან ხორცი არ არის წმინდა. მე აქ სასმელი მაგალითის გამო მოვიყვანე. მაგრამ ყოველივე სხვა ზუსტად იგივენაირად ხდება. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ვათვინიერებთ ჩვენს ხორცს.
ჩვენ ხსნას რწმენით ერთი ამოსუნთქვით ვღებულობთ, და ის მარადიულია. მაგრამ ჩვენი გულის და ხორცის ღვთისმოსაობა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად წარვადგენთ ხორცს. ჩვენ ვგრძნობთ, რომ გულიც გვიბინძურდება, როდესაც ჩვენს ხორცს სიბინძურეს გადავცემთ, თუმცა გული სუფთაა. შემდეგ ჩვენ ვსტოვებთ ჩვენს რწმენას, მივდივართ ეკლესიის წინააღმდეგ, ამაოდ ვიხსნიებთ ღმერთის სახელს და ვშორდებით ღმერთის თანდასწრებას, სატანის მიერ მოტყუებულნი. საბოლოოდ ჩვენ განადგურებას ვხდებით.
ამიტომ, ფრთხილად იყავით, რომ არ განადგურდეთ. თქვენ ფრთხილად უნდა იყოთ. როგორ უნდა გავუმკლავდეთ ჩვენს ყოველდღიურ ცოდვებს, მათგან გადარჩენის შემდეგ? “სადაც ცოდვამ იმრავლა, იქ გაუხვდა მადლი”. უფალმა ასევე ძირფესვიანად ამოწაშალა ჩვენი ყოველდღიური ცოდვებიც, ისე, რომ ჩვენ აღარასოდეს გავმხდარიყავით ცოდვილნი, თუმცა შეიძლება ბევრჯერ შევცოდოთ.
ამასთანავე, ჩვენ შეიძლება პრობლემას გადავეყაროთ, თუ ხორცი ისევ და ისევ ბოროტებისკენ გაემართება. სად უნდა წარვადგინოთ ჩვენი ხორცი? ხორცი მისთვის დანიშნულ გზაზე უნდა წავიდეს. მე აქამდე ვლაპარაკობდი, რომ ყოველივე ამას მიმხვდარიყავით.
ხორცი ხდება წმინდა ისევე, როგორც გულია წმინდა, და ის ღვთის წინაშე ხდება სამართლიანობის მონა, როდესაც ჩვენ მას სამართლიანობის მონად წარვადგენთ. გადარჩენის შემდეგ ჩვენი ცხოვრება ეკლესიის ირგვლივ უნდა ტრიალებდეს, თუ არ ვიცით როგორ ვიცხოვროთ გადარჩენის შემდეგ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ეკლესია სასტუმროს ჰგავს. ჩვენ ვსვამთ წყალს, ვჭამთ სულიერ საკვებს და ვაგრძელებთ ურთიერთობას ისევე როგორც ერთმანეთს სასტუმროში ვეახლებით და ვესაუბრებით.
ეკლესია სასტუმროს ემსგავსება. ჩვენ ეკლესიაში ერთმანეთთან ურთიერთობას და საუბარს ვაგრძელებთ, ასე რომ ჩვენ მაინც ეკლესიაში ვართ მისასვლელები. ადამიანი, რომელიც ჩვეულების თანახმად ეკლესიაში დადის, სულიერი ადამიანი ხდება. იმას კი ვინც იქ არ დადის, არ შეუძლია სულით სიარული, რაოდენ დიდი რწმენაც არ უნდა ჰქონოდა მანამდე. ის, ვინც მიჩვეულია ეკლესიაში სიარულს, ძალაუნებურად სულიერად ყვავდება, რაც არ უნდა სუსტი იყოს იგი. ეს განპირობებულია გამოსყიდვის შემდეგ სულიერი ურთიერთობით.
არ არსებობს ადგილი, გარდა ეკლესიისა, სადაც ჩვენ ცხოვრება შეგვიძლია. მე მსურს რომ თქვენ რაც შეიძლება მეტჯერ მოხვიდეთ ღვთის ეკლესიაში და მის ხალხთან ურთიერთობა განაგრძოთ. მოდით ეკლესიაში, დაესწარით ყოველ ღვთისმსახურებას, მოუსმინეთ ღვთის სიტყვას და მოითათბირეთ ეკლესიის ლიდერებთან, თუ თქვენი გეგმების მიმართ რჩვევა გჭირდებათ. ჩვენ ღვთის სიტყვაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი ცხოვრება და ერთად მოვიყაროთ თავი. მაშინ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ რწმენის ცხოვრებაში წარმატების მიღწევას. უფალი შეძლებს ჩვენი თავის ძვირფასად გამოყენებას და კურთხევას. ჩემი ნატვრაა რომ თქვენი ხორცი და გული ღვთის სამართლიანობის იარაღად წარადგინოთ.